ყაზბეგი ალექსანდრე

პირადი წერილები

 

 

 

წერილები დედისადმი

 

 

 

 საყვარელო დედავ!

 

 

შენი წიგნი მივიღე,რომელმაც დიდათ მასიამოვნა. ყველაზედ მეტად იმან მასიამოვნა, რომ შესაძლებელი გახდა ჩემი ბედნიერება, ესეიგი,ნასწავლი კაცობა, და არათუ აფიცრობა, რომელიც ღირსი არ არის ხსენებისაც, არამც თუ მაგ საკმეში გარევისა. ნება მომეცი ხელები დაგიკოცნო უკანასკნელი წიგნისათვის, სადაც მწერ, რომ “შენი ნება არის“. იქიდან მესმის ყოველი შენი ცჰემთვის კეთილის სურვილი.

 

 მე თვითონ ვფიქრობდი შესვლას აქ ერთ სასწავლებელში, საიდანაც, ამ წლით, სამი წლით უკან აფიცერი ვიქნებოდი და გამოვიდა, რომ აფიცრობის უკან მაინც ისევ ისე ხელ-ფეხ შეკრული ვიკნებოდი, როგორც აქამდი. მე და ჩემმა ამხანაგებმა ისე გადავწყვიტეთ საქმე: რაკი ხარჯი მომდის, კიდეც გამოვიტანო რამე, რომ სასარგებლო კაცსა და არა მხოლოდ აფიცერს.მე მგონია და დარწმუნებულიცა ვარ, რომ შენც და ყოველი კეთილის მყოფელიც პირველს მირჩევს. მართალია, ძნელს და ძნელს საქმეს ვებრძვი მაგრამ მაქვს იმედი თავი გავიტანო და პავლესაგან ნასწავლი ქამანდი უგდო, რომელსაც წაუქცევლათ არ დაგირჩება სიძნელე საქმისა.და მაშინ, მცირე დავითისავით,როგორც ის მივარდა გოლიათს და მოსჭრა თავი, ისე მე ამ სიძნელეს და შემოვალ საქართველოს კარებში დიდებით.

 

 ქართილი ანდაზაა-ცდა ბედის მონახევრე არისო.

 

აქ მეტად დამცირებული არის ცდა. ჩემის აზრით, უკეთუ კაცს ცდა ექნება და შეიდებს რასმე თავში, უეჭველათ მიაღწევს ღვთით. მე თქვენი გამოგზავნილი ჩურჩხელები მივიღე, რომლისთვისაც დიდათ და დიდათ გმადლობ. ჩემს საყვარელსა და ჩემთვის მზრუნველს ხელბს დაგიკოცნი ჩემთვის მზურნველ გულსა. მე აქაურს მყრალს თამბაქოსა ვცევ. უნდა იცოდე რა საძაგლობა არის. მე ასეთს სწავლაში ვარ,რომ დღეში ორი საათი მოცლა არა მაქვს არც არც კვიარობით და არც ისე დღეობით.

 

მოსკოვს გარეთ შვიდივერსია აკადემია [მდე] და იქ სასწავლებლათ დილით ექვსი საათიდგან ან საღამოს ათს საათამდის. ათს საათზე ისევ მოსკოვში მივდივარ. მე თვითონ არა მქონდა ჩემი თავის იმედი, რომ ამოდენა ჯდომასგაუძლებდი და ჩემი დაუდგომარი ფეხები სიარულს დაიშლიდნენ. მხოლოდ სამშაბათი საღამო მაქვს თავისუფალიდა მაშინ დავდივარ ხოლმე აქ ერთს პომეშჩიკთან, გვარათ ველნენინოები, რომელთაც სამშაფათობთ შეყრილობა აქვთ ხოლმე და ტანცაობაც,რა საკვირველია, სადაც ქალები გადაირია ჩემმა ლეკურმა.

 

 ღმერთს გეფიცები და გაძლევ პატიოსანს სიტყვას,რომ ერთბაშათ ლაპარაკში მნახო, ვეღარ მიცნობ. ასე გამოვიცვალე,რომ ვერც მე და ვეღარც ჩემი ამხანაგები ვეღარა მცნნობენ. ამ ზაფხულს კი ვერა, მაგრამ იმ ზაფხულს ერთი მოვალ, ორის თვით დაგხედავთ და ისევ წამოვალ. ლუკას წიგნი მივწერე და გიორგი ციციშვილს.

 

არც არცერთისაგანა პასუხი არ მიმიღია. მისწერე, რომ ძალიანა მწყინს ჩემის აგრე დავიწყება. მწერ, რომ ჩემი სახლის ჯავრი არა მქონდეს. რა ჯავრი უნდა მქონდეს, როდესაც დარწმუნებული ვარ, რომ სჰედზლებისამებრ მოუვლი.ნინოს მრავალი აკოცე და უთხარ,რომ შენს გაზდილს ყმაწვილს ვეღარა ნახავ ამიტომ, რომ მოვა ძალიან ნასწავლი კაცისალომე და სხვანი ყველანი დამიკოცნე ძმურათ და მეგობრულათ და უთხარ მაგათაც ჩემი სწვლა ისე გამოადგება,როგორც მე თვითონ.

 

 მე ქვეყანაზედ აღარაფერზედ,აღარაზედ ვფიქრობ გარდა ჩემს სწავლაზედ. მე ჩემს სწავლას შევწირე ჩემი თავი და სწავლა ყოველს კაცს.

 

 იწერები კარტოჩკებს. პირველად ავიღე ერტი დუჟინი და აღარც ერტი არ დამრჩა,სულ ამხანაგებმა მომტაცეს. ნინოს უთხარ,რომ ავიგებ და უეჭველათ გამოუგზავნი.

 

 

 

 

 

 შენი ა.ყ ა ზ ბ ე გ ი. 1868 წ. 29 იანვარს.

 

 

 

 რამწამს ეს წიგნები მოგივა თუ არა,მაშინვე გამომნიგზავნე ხუთი თიმანი,თორემ ცუდად იქნება ჩემიო საქმე. ნინო, სალომე, სოლომონა და სხვანი დამიკოცნე. დედუშკა და გიგიტაც თავის სახლობით ერთობლივ დამიკოცნე. შენი ჭირიმე, დედავ, ფული გამომიგზავნე.ერთი ამ წელიწადს კი ნუ მომაკლებთ და მერე მე ვიცი და ჩემმა კაცობამ, როგორც ცოტას მოგტხოვთ.

 

ძალუას მარიამს ხელს ვაკოცებ და ძიას ზურაბს მდაბლათ თავს დაუკრავ. როსტომა ისევ მიგიღია, კარგი არ გიქნია. მაგრამ ჩემი საქმე არ არის, როგორც თქვენ გნებავდესთ ისე მო იხდინეთ. ფულინ გამომიგზავნე თვეში ხუთი თუმანი. წელს ხვთით ეგზამენიას დავიჭერ როგორც მე მგონია უთუოთ. სანდრო ბახუტოვი ხელს გკოცნისთ.

 

 საყვარელო დედავ!

 

 

 

 

 

 მე ყოველივე თქვენი მოქმედება განსაცვიფრებლათ მიმაჩნია! აგერ ხუთი თვე შესრულდა და მეექვსე თვეში ჩავდექით რაც ოთხის თუმნის მეტი ფული არ გტამომიგზავნია.

 

ერტი ეს შემატყობინა რითი უნდა ვიცხოვრო? თქვენი მოქმედება ვერ გამიგია, რას შჩადით! უკეთუ ამ წიგნის უკან ჩემს ფულს არ გამნომიგზავნით, ესეიგი, ანგარიშით ოცდაერთს თუმანს, აქ საცა იქნება ვიშოვი ფულებს და წამოვალ. რა გავაკეთო, რისტვის დავრჩე უკეთუ ფულს არ გამომიგზავნი. არა ერთი, რასა პიქრობთ, თუ ღმერთი გწამსთ, ერთი შემატყობინეთ. იძახით ხუთი თუმანი ბევრი არისო, აბა როგორ ბევრია? აი თვეში რა გვეხარჯება ოცდახუთი მანეთი სადილი და მოთახი, ხუთი მანეთი ჩაი და შაქარი, სამი მანეთისა სანთლები თვეში ორი მანეთი წაღებისათვის უნდა გადაიდოს. ერ;ი ;უმანი წიგნები. დარჩა ხუთი მანეთი. ეგეც ან ბულკს იყიდი, ან რdესა.

 

აბა რაღა რჩება ერთი მითხარ!? ჩქარა შემატყობინე, მიგზავნი ფულებს თუ არა. მომიკითხეთ ყველანი, დანარჩენს ბახუტოვი გიამბობსთ. მე პეტერბურგში გადაველ. უნივეტსიტეტში უნდა შევიდე და ფული არ მომივა, ჩემი ამთვენი ჯაფა ჩაივლის. მაშინ მაინც აღარ დავრჩები აქა რაც უნდა იყოს. ა. ყ ა ზ ბ ე გ ი.

 

 ჩემი ადრესი ეს არის:

 

 

 საყვარელოვ დედავ!

 889-ს იანვარს 7-სა

 

 აგერ ექვსი თვე შესრულდა, რაც ველი ფულს და ოთხი თუმნის არ მომსვლია.

 

მე განსაცვიფრებლათ მიმაჩნია თქვენი მოქმედება მისთვის, რომ თქვენ ძალიან კარგად იცით ჩემი აზრი და სურვილი.(განგიმეორებთ) მე აქ მოვსულვარ სასწავლელათ და არა თუ ფულების მოსაგებად. ერთი ეს ჰკითხეთ თქვენ თითონ თქვენს თავს: კაცს, რომელიც ისე უკან არის დარჩენილი როგორც მე, შეუძლიან კიდეც ისწავლონ და თავის თავისც გაიკვებოს? თქვენის გამოისობით კინაღამ აქ პეტერბუღში სასწავლებელში შესვლას მოცდი. ილაჯი რომ გამიწყდა, გიორგისთან მოველ და ვთხოვე დეპეშა მოგწეროს. ცჰვენს დეპეშაზე პასუხი მივიღეთ, რომლის მიზეზითაც ვჩქარობ პასუხი მოგწერო დეპეშით კი არა და წიგნით, რადგანაც სათქმელი ბევრი მაქვს. ჩვენ მოგწერეტ, რომ ოცდაატი ტუმანი გამოგეგზავნა. მე გწერდით იმის ძალით, რომ ექვსი თვე არის ფული არ მომსვლია და იანგარიშეთ თვეში ხუთი თუმანი, რამდენი გამოვა? ოცდაათი თუმანი განა? მასუკან მაგ ოცდაათს თუმნითგან მე მივიგე ოთხი თუმანი.

 

მე იმ ოთხს ანგარიშში არ ვაგდებ ამიტომ, რომ ყოველისფერი დაგირავებული მაქვს და მარტო სარგებელი რვა თუმანი არის, უნდა მივცეთ. თუმცა ეგ რვა თუმანი გამოგეგზავნა. მე გწერდით იმის ძალით, რომ ექვსი თვე თქვენის გამოისობით, ესე იგი, თქვენის უ..... გამო, მაგრამ მე ოთხი თუმანი ვიკმაისე, მადლობა მითხარით. თქვენ კი ჩვიდმეტი თუმნის მეტს არ მიგზავნით. მაგ ოთხი თუმნისთვისაც თავი დამინებებია. ანგარიშით ცხრა თუმანი კიდევ მერგება.

 

რისთვის არ მიგზავნით? არა, ერთი, რომ დაგიკრეფიათ გულ-ხელი, რას ფიქრობტ? იცით რა მოვალეობაში დგებით? ყველაზედ უპირველესი ესა არის, რომ კაცი, რომელსაც გაეხსნა გონება და აქამდისინ დაბმული თვალები ძლივს აეხილა, დადგა სიმართლის გზაზე, თქვენ ასე ურევთ გზასა. რომ შიმშილით არ მოვკვდე, უნდა ყველაფერს თავი დავანებო. აქამდისინ მძინარემ ძლივს გავიგვიძე და თქვენ თქვენის მოქმედებით ლამის არის დამაძინოტ ისევ ხელმეორეთ და თუ კიდევ ამეძინა, ესე იგი, დამეკარგა სურვილი სწავლისა, ძნელადღა მომივლის. ახლა შევხედოთ სხვა მხრით, ესე იგი, მატერიალურადა. მე მაქვს შეძლება, თქვენ არ მიგზავნით. გარდა ამისა, რომ არ მიგზავნით,დღეს-ხვალიობითა და რაღაც ზღაპრულის ლექსებით მატყუებთ. მეც, რასაკვირველია, გიჯერებთ და სწავლის მეტს არას ვაკეთებ.

 

მეც მოველი გრეს და ხვალ. ამ მდგომარეობაში ზამთარს რომ მოესწრო ხომ გამყინავდა! თქვენ იქნება ეს სიტყვები ხუმრობა გგონიათ, მაგრამ, როდესაც სანდრო ლაპარაკობს ამისთანა საქმეზედ, დამიჯერეთ ის არ იხუმრებს. თქვენ სრულებით არ გენდომებოდათ და ძალიან ადვილათ შეიძლებოდა, რომ ჩემი მკვლელები გამხდარიყავით. მე განა გავბედავ რომა ვთქვა, არ გიყვარვარ? არა, მე დარწმუნებული ვარ ძალიან გიყვარვარ, მაგრამ ეს იმიტომ მოგდისთ - ამ ცხოვრებაში გამოუცდელი ხარ. ახლა გთხოვთ ესე წიგნი რაწამს მოგივიდესთ, ცხრა თუმანი გამომიგზავნეთ მისთვის, რომ ჩვიდმეტი თუმანი არ მყოპნის. ახლა თავი დავანებოთ წარსულს და მოვიპიქროთ მომავლისათვის. წარსულს ვეგარ დავიბრუნებთ, ხოლოთ ვეცადნოტ, რომ ეს აღარ გამოერდეს.

 

აბა მოვიპიქროთ როგორ ემჯობინება. --- მე ამას გთხოვო და ვამჯობინე კიდეც, რომ თქვენია აქ გადმომცეთ, რადგანაც და აგარც თქვენი იმის პიქრი არ გვექნება, რომ ან მშიერი ვიქნები და ან მწყურვალი. თუ რომ ეს აზრი აასრულე, დიდათ და დიდათ დამავალებთ და დიდს სიკეთეს იზამთ. და უკეთუ არა იზამთ ამას, მაშინ თვეში ხუთ თუმანს ნაკლებ ვერ ვიცხოვრებ, ისიც თუ ყოველ თვე და თვე დროზედ მომივა. გწერტ ახლა, რომელი გირჩევნიათ: პირველი თუ მეორე. თუ რომ არც ერთს არ იზავთ, მაშინ მე მრჩება ორი გზა: ან შინ მოვიდე, რომელსაც რაც უნდა იყოს არ ვიზამ, და ან ზღვის სამსახურში შევიდე და დავშორდე ყოველს ჩემს ნატესავს და მიწაწყალს. ზღვის სამსახურში თუ შეველ, ჯამაგირს დიდს მომცემენ ახლა თქვენ თითონ მოიაზრეთ და ჩქარა შემატყობინეთ.

 

ნინო, ბარბარე, სალომე, პავლე, იაგო, როსტომა, სოლომონ და სხვანი ძალიან, მომიკითხე და დამიკოცნე დედაუშკა და გიგიტა თავიანთ სახლობით. ლუკამ სრულებით დამივიწყა თუმცა ეგ იმიდი არ მქონდა. მაინც დავშთები შენი სიკვდილამდის მონა და მყვარებელი შვილი ა. ყ ა ზ ბ გ ი, დაგიკოცნი ხელებს.

 

 საყვარელო დედავ

 

 

 

 ეს არის იასე აქ ამოვიდა ქალაქიდან, რადგანაც მე ქალაქს არ დაუხვდი და მიამბო გენოს მოქმედება, რომელსაც ის მინდობილება, პირება და მოლაპარაკება არა ჰქონდა ჩემთან, რაც მაგას უმოქმედნია. წიგნში ყველაფერს ვერა გწერ სხვადასხვა მიზეზების გამო, რომელსაც შენ ადვილად მიხვდები და ამის გამო ყველაფერს დაწვრილებით თითონ იასე გიამბობს. მე მხოლოდ იმას გცერ, რომ ამ წიგნისავე უმალეს, შენ უნდა წახვიდე ვლადიკავკაზს, წაიყვანო იასე და ნატარიუსის დამტკიცებით უნდა მისცე დოვერენოსტი, როგორც შენ უპრავლიაიუჩს, რომელსაც შეეძლოს დავების ატეხა, აღწერა, და ყველა საქმეებზედ სიარული შენ სასარგებლოდ.

 

ერთი სიტყვით, სრული დავერენოსტი. და ამ ქაღალდით საჩქაროდ გამოგზავგნო ჩემთან ქალაქში.სხვა დანარჩენს, შენს საქმეების შესახებ, რომელსაც გიმეორებ, თითონ იასე გიამბობს, გზას მე ვუჩვენებ, დარიგებას მივცემ და იმედი მაქვს, ერთხელ მაინც იტყვი: -,,ჩემს შვილს ისე არ ვძულებივარ, როგორც მე მეგონა”.

 

 

 

 {საყვარელო დედავ}

 

 

 

 ათასჯერ ბოდიშს ვითხოვ, საყვარელო და დაუვიწყარო დედავ, რომ აქამომდის ჩუმად ვიყავი და ჩემი დაწვრილებითი ამბავი ვერ შეგატყობინე. ფიცავარ ყველა ციურს და მიწიურს, რომ ჩემი გული და გონება მხოლოდ იმ აზრში არის, როგორც მოვაგვარო, მოვახერხო საქმე ისე, რომ ამ თქვენს სიბერესში, მოგცეთ მშვიდობიანი ცხოვრება, პატივი და დიდება, როგორც შეეფერება თქვენს შთამომავლობას ხელის- ხელდაჭერით ამ აზრს მოსდევს, აზრი ჩემი ოჯახის ამაღლებისა, რომელიც გსურსთ თქვენცა: დამიჯერე, მუდამ დაუვიწყარო დედავ, რომ მზათა ვარ ყოველისთვისინ ჩემი თავი მსხვერპლად მოგიტანოთ თქვენა და ზემოხსენებული აზრების აღსრულებას. აქამდისი ჩემი საქმეები იმ მდგომარეობაში იყვნენ, რომ ჩემი სიტყვები არაფერი სანუგეშო იქნებოდა. ეხლა კი შემიდზლიან წარმოსქვა თავამაღლებულმა, რომ ჩემი აზრები თავდება და ძლივს ჩემსა ბებერს დედას და ძველს ოჯახს ავაყვავებ იმ ბედნიერებით, რომლითაცა ჰყვაოდა მამიჩემის და პაპიჩემის დროს. ეხლა საქმეები იმ მდგომარეობაში არიან, რომ ყოველს ჩემს კეთილის მყოფს შეეძლება ჰქონდეს იმედი ჩემზედ.

 

 

ნამეტნავად შენ, ჩემო მარტო ერთო ნათესავო, შენა, ჩემის მამის სახსოვარო!

 

 წიგნი თავისით არის მცირე ხმაურობა, მცირე სიტყვები იმასთან რაც ჩემს გულსში ტრიალებს, - გახსენიდა ნახავ ამავე კარტინებს, მხოლოდ გაჩაღებულებს პატიოსანის ნათელით წმინდის, როგორც მთის დაუჟღლელი ბროლი და ცისკრის ალიონი, თეთრი და პატიოსანი, როგორც უპირველესი ყაბყი ზამთრისა, -უმტვერო, სპეტაკი და პატიოსანი, მუდამ ფარული უწმუნდირობისგან, მიხეილ მთავარანგელოზის ძალით. მაინც მაგის ფრტას უფარავს ყოველთვისი ჩვენი ოჯახი იმ უბედურობის და დასანგრევის ქარებისაგან, რომელიც რამდენჯერმე დასტრიალებდა თავზედ ჩვენს ოჯახს.

 

 დიდება მაგის სახელს! დიდება მაგის ძალას!... მუდამ ყველა კეთილ სურვილში დამხმარებელს. საკვირველმა სიზმარმა გამომიყვანა იმ მდგომარეობიდგან, რომელსაც ეძახიან დავარდნას, მხნეობის დაკარგვას. ვითომ ყაზბეგში ვიყავ ჩვენს ეკლესიაში, იქა ვლოცულობდი და ცრემლითა ვსთხოვდი, რომ რაღაც საქმე ესრულებინა ჩემთვის ღმერთსა (ეს იყო ის დრო, როდესაც გავიცანი ღენერალი გრაფი ჩერნიშოვი- კრუგლიკოვი თავის შეუდარებელის ქალით მოსკოვის პატიოსანთა სობრანიაში). ვითომ მთავარანგელოზმა გამოშალა თავისი ფრთა და მითხრა: ,,დედაშენის ლოცვა მივიდა ღმერთამდის, რომელმაც შეიწყალა იმისი მდგომარეობა და თხოვნა.

 

გასწი და ჩემი ფრთა არ გაგიშვებს თავის მფარველობიდგან“. წამოვდექი რაღაც კეთილ გუნებაზედ და ვიზითით წაველ. აქ ჭავჭავაძეები არიან ორნი, ძალიან მდიდრები, რუსის ქალები ჰყავთ ცოლებად, -იმათთან, რომელთაც ძალიან უყვარვარ და ყველა საქმეში ხელს მიმართავენ. ჩერნიშოვი-კრუგნიკოვი იკ იყო თურმე ერთი ჭავჭავაძეთაგანი ისეტი დაახლოებული ყოფილა, როგორც ძმა. რა საკვირველია, ქალიც იკ იყო. რა საკვირველია, მივესალმე როგორც სახლის პატრნებს, რომლებიც ის იყო სოფლიდგან მოვიდნენ და საშინლად გაეხარდათ ჩემი ნახვა, ისე ჩერნიშოვ-გრუკნიკოვს თავისის ქალით. სულ მესამე დღე იყო, რაც ვიცნობდი უკანასკნლებს .

 

სობრანიაში წარმადგინა იმათთან ერთმა ჩემმა ნაცნობმა ყმაწვილმა კაცმა კნიაზ გალიცინმა. მე, რა საკვირ ველია, ვთხოვე ქალს კადრილი, რომელზედაც მივიღე სრული თანხმობა. მაგრამ იმისმა მშვენიერმა სახემ და ტანმა კინაღამ იკვე არ დამათრო. ქალმა შემამჩნია. მხიარულათ იყო და მთხოვა რომ ვიარო იმათაც. კიდევ რამთენჯერმე ვიტანცევით ერთად და წავედით თავთავის სახლში. ამ შეხვედრის უკან ყოველთვისინ ვემზადებოდი რომ ვიზიტი გამეკეთებინა, მაგრამ როგორღაც ბევრსა ვფიქრობდი და არ ვიცოდი როგორ მივსულიყავი.

 

ჭავჭავაძეებთან რომ ვნახე იმან გამამიყვვანა ფიკრითგან და შეწვიწროებითგან. აქ სუყველანი სადილათ დავრჩით და პირობა შევკარით, რომ საღოზედ თიატრში ერთად წავსულიყავით. კაცცები ვიყავით კრესლებში, კალები კი ლოჯაში. პირველი აქტის უკან სამ ქალთან გადავენ ლოჯაში და მთელი თიატრი ხოლოთ იმის ყურებაში გავატარე. თავისფალ დროში კი ლაპარაკი არ გაწყვეტილა ჩვენში. აქეთგან ჩავარდა საძირკველი ჩვენის დაახლოვებისა. თიატრი როცა დაიშალა და სტუმრები წავიდნენ, მე ჭავჭავაძეანთას წავედი ვახშმათ.

 

მე დარწმუნებულქი ვიყავი, რომ ჩემი მდგომარეობა არავის არ შეემჩნიივა, მაგრამ ვახშმის წინთ ერთმა ჭავჭავაძის ცოლმა გამიყვანა ცალკე ოტახში და პირდაპირ მკითხა: ,,ძალიან გიყვარს გრაფის ქალი?”. მე საშინლათ გავწითლდი. ბოლოს ლაპარაკი იმითი დამთავრდა, რომ მითხრა: ,,ძალიან მდიდარი არის, მაგის მეტი არავინა ჰყავს მაგის მამას. ეხლა მაქვს მზითად დანიშნული ოცი ათასი თუმანი და მამის სიკვდილის უკან დიდი მამული და ფული დარჩება. ნახეთ, გაიცანით ერთმანეთი და თუ მოგეწონებათ საქმე შეიძლება!”. ისეც მოხდა. მეორე დღეს გაუკეთე ვიზიტი, მერე კვირაობით დავიწყე სიარული, მერე უფრო ჩქარ-ჩქარა.

 

ამასობაში სასინკათ დავახლოვდით. ერთ დღეს ჭავჭავაძეებთან მოიყვანა ქალი მამამ და თვითონ ისევ წავიდა. იმ საღამოზედ მეც მიველლი. მე ვთხოვე ქალს დაეკრა ერთი სონატა ფორტოპიანზედ, მომწონდა ძალიან. ქალი გამოვიდა და დაუწყო ფორტოპიანის კლავიშებს გადარბენა. მე კედელზედ მიყუდებული გულმღელვარებით უყურებდი ქალს. აქ უნდა აგიწეროთ იმისი სახე,რომელმაც ისე დამიმონავა და ნება აღარ მომცა თავისუფალი აზრისა.

 

მშვენიერის მაღლის ტანისა, ამაყურათ ამაღლებულის მკერდი სუნთქამდა იმ სუნთქვით, რომელიც ამტკიცებს მცირე მღელვარებას. მშვენიერს თეთრს უმტვერო პირსახეზედ ეშლება ვარდსავით სიწითლე,

 

 ტუჩები ასი ფერი მარჯანსავით მომღელვარე, პატარები და მუდამ მომცინარი. ნიკაპი რგვლათ მოყვანილი, ცხვირი სწორე და რიგიან პირის სახესთან მშვენიერი დიდი ლურჯი თვალები, მოელვარე თითქო ცეცხლი ეს არის უნდა ამოხდესო, რომელსაც იფარავენ გძელი მშვენიერი წამწამები. ზემოდან მშვენიერათ წამოსდგომიან შვილდსავით მოხრილი წარბები, მაღალი შუბლი და ხუჭუჭი თმები ამგზავსებენ ანგელოზს, დაუდარებელს გრაფინიას. მშვენიერი თითები, გრძელი და თეთრი როგორც ბროლი უფრო მშვენიერდებიან ალის ფერის ფჩხილებით. უკანასკნელი ამბავის დროს იყო თეთრს უმტვერო ტანისამოსში მქრქალის ლენტებით მორთული და თმა გაშვებული ლოკნებით. არა, არ შემიძლიან აგიწერო იმისი მშვენიერება.

 

ეს არი ციური უმანკოება!ამასთან სიკეთე იმისი, რომელსაც საზღვარი არა აქვს!..ესნ იჯდა და უკრავდა ფორტოპიას, რომლმაც ერთბაშად სრულებით დამავიწყა ჩემი თავი და მივარდი ხელზედ საკოცნელათნ სიტყვბით: ,,ნინო,მიყვარხარ,ნუთუ არა გრძნობ ამ ამბავს?' ცოტათი შეკრთა ამ სიტყვებზედ, გაწითლდა, მაგრამ ხელი არ წამართო. მე დაუწყე ლოშნა და კიდევა ვკითხე:უყვარვარ მეცა თუ არა?ამაზედ მიპასუხა მღელვარებით:,,ისე როგორც ჩემს სიცოცხლეში არავინ მყვარებია'. ამის უკან წამოდგა და ჩემ გულზედ გამოდო თავისი თავი. ერთმანეთი გვესმოდა ორთავ. მე მეჭირა ერთი ხელით იმისი ხელი და ვკოცნიდი, მეორე ხელი მქონდა შემოხვეული ტანზედ,აღგზნებულის თვალებით უყურებდი პირისსახეში. წარმოიდგინე ჩემი ბედნიერი მდგომარეობა იმ წამს. ქალი, რომელსაც თითქმის ღმერთადა ვთვლიდი, ქალი რომელისაც თითქოს მეშინოდა,რომელტანაც ვერ ვბედავდი მეტი სიტყვის თქმას, ეხლა იყო მოკრული ჩემ გულთ, იმისი ხელი მეჭირა ხელში და ვკოცნიდი იმთვეს, რამთენიცა მსურდა! ქალმა, რომელსაც გრაფებიც დასდევდნენ, თავადებიც ღენერლებიც და სხვებიც ამოარჩია კაცი ბევრით სხვებზედ ღარიბი, ბევრით სხვებზედ ულამაზო, ბევრით სხვებზედ უარესი! ჩემს სიხარულს არა ჰქონდა საზღვარი.

 

ამ მდგომარეობაში მოგვასწრო ჭავჭავაძის ცოლმა, რომელმაც ნამდვილის მეგობრულის მხიარულებით მოგვილოცა.

 

მაშინვე ყველამ შეიტყვეს, რომ მე და ნინოს ერთმანერთი გვიყვარს და გამოუცხადეთ სიყვარული. ყველამ თვითვეულად მოგვილოცეს.ორი საათის განმავლობაში, ვიდრე მამა მოუვიდოდა ნინოს, მარტოკეები ვისხედით ერთს ოთახში, რომელშიაც სიჩუმეს დაშლიდა ხოლმე ხოლმე ალერსიანი სიტყვები და გატაცებულ ცეცხლით სამსე კო[ც]ნა.. ორმა საათმა გაიარა ჩქარა, ნამეტნავათ ამ დროს და მოვიდა, რომელსაც ჭავჭავაძე ელაპარაკა. შეგატყობინეს, და მამა თანახმა არის და თვითონ მოდის გასტინაში, რომელშიაც გამოველით. შემოვარდა მამა და ცრემლიანის აღელვებულის თვალებით ჯერ ქალი დაჰკოცნა მერე მე. მერე ცოტა ხანს უკან მითხრა: ,,აი, შვილო, აღმიზდია ჩემი ქალი კეკლუცობაში და სიყვარულში ჩემი სიცოცხლე გამიტარებია იმაში, რომ იმ ცოტა დღეების უკან, რაც მე დამრჩა საცხოვრებლათ, ჩემმა ნინომ იმავე მხიარულებაში გაატაროს.ღმერთს უნდოდან, რომ მე ჩემს სიბერეში შენ გამჩენოდი პატრონათ და ნინოს საყვარელათ”.

 

ამ დროს გამოართვა ხელი ქალს და მე, შეაერთა და სთქვა: ,,აი ჩემი ქალის ხელი. ოცი ათასი თუმანი აქვს მზითვათ და მაგის გარდა, როცა მოვკვდები, სულ თქვენი.ნინოს მშვენიერობა და კეთილ-გულობა არის შენთვის უკეთესი სიმდიდრე. ღმერთმა ისე გაგაბედინიეროთ, როგორც ჩემი ბებერი დაფერფლილი გული სთხოვს“. ეს სიტყვები გაწყვიტა შამფანსკის პროპკების ხმაურობამ და რამდენსამე მინუტს უკან ყველამ მოგვილოცეს ბედნიერობა. ეხლა ამ მდგომარეობაში ვარ, არავინ სხვებმა ჯერ არა იცის რა. შობის მესამე დღეს დიდი ბალი ექნება ჩერნიშოვ-კრუგლიკოვს, რომელშიაც გამომაცხადებენ აშკარა სასიძოთ.

 

 მაქვს იმედი, რომ თქვენი ლოცვაც არ მამაკლდება ამ სრულს და ნამდვილს ბედნიერებასთან, რომელზედაც თქვენის ნების დართვისაც უნდა ჩქარა შემატყობინოთ.

 

კიდევ გაგიმეორებ და დაგარწმუნებ, რომ რამთვენსაც ჩემს სიამოვნებაზედა ვფიქრობ, იმთვენს თქვენზედა და ჩემს ოჯახზედ.ეხლა უნდა გითხრათ, რომ ჩემი მდგომარეობა იმ მიმართულებაში არის, რომ ძალიან ძნელი იქნება ჩემი გამოცხადება შენთან, რომ ამ საქმისთვის ერთი ასი თუმანი მომინდება. გეფიცები პატიოსანს სიტყვას , რომ უკეთუ შეიძლებოდეს როგორმე სხვა მხრიდან შოვნა, მე შენ არ შეგაწუხებდი. აქ ყველანი მიყურებენ მეც როგორც შეძლებულს კაცსა და, უკეთუ სომხებისაგან ვისესხე, მაშინვე ხმა გავარდება და შენი მტერი. ჭავჭავაძეები მაძლევენ, მართალია, ფულს, მაგრამ იმათიცა მრცხვენიან. არც იმათ უნდა შეიტყონ ჩემი მდგომარეობა. იანვრის გასულს ქორწილი იქნება და მაშინ ნახავთ რა პატივით გადაგიხდი მაგ ხელის გამართვას. ანგარიშში მიიღე, აგერ იანვრიდგან არა მომსვლია აქ ფული.

 

ისესხეთ, დააგირავეთ, თუ ძალიან გაჭირდა გაყიდეთ რაც შეგხვდესთ. უთყოდ ასი თუმანი გამომიგზავნეთ. ამასთან გამომიგზავნე ბეჭედი პრინც-ალბერტმა რომ მაჩუქა და შენი ბროშკა თუ არ გენანება, რომ ნიშნათ მივცე. ესენი ყველაფერი ჩემთვის ისე საჭირ ო არის, როგორც ავათმყოფისათვის წამალი.უკეთუ ესენი არ გამომიგზავნე, ჩემი საქმე საშინლად გაძნელდება, მაგრამ თუ სულ ჩაიფუშა, გაძლევ პატიოსანს სიტყვას, რო ჩემს თავს ავუტეხავ რასმე. ვიცი, საყვარელო დედავ, რომ როგორც ძნელი უნდა იყოს შენთვის ფულისა და ბროშკის გამოგზავნა, ჩემს დაღუპას არ მოინდომებ. დაგილოცნი იმ ტკბილს ძუძუებს, რომელიც ყოველთვისინ მახარებდნენ ხოლმე და გთხოვ უეჭველათ გამომიგზავნო ნივთები და ფული.

 

 შენი სიკვდილამდის

 

 ა.ყაზბეგი.

 

 საყვარელო დედავ!

 

 

 

 ნუ სწუხარ, დამშვიდდი, ღმერთი მოწყალე არის! გაძლევ პატიოსანს სიტყვას, რომ ჩემს თავს გადავდებ თქვენს სასიამოვნოთ და რაც კი ჩემგან შეიძლება, ყველაფერს შევასრულებ. რუსეთში უთუოთ წავალთ ამ ცოტა ხანში.

 

გაკოცებთ ყველას, ყველას დიდის სიყვარულით, აგრეთვე ჩემს დაუვიწყარს ნინოს.

 

 ამ ცოტა ხანში მოვალთ უთუოთ.

 

 შენი ა. ყაზბეგი.

 

 

 

 საყვარელო დედავ!

 

 

 

 სარა იყო ჩემთან და მომიტანა წიგნი. ყველაფერი ხვთის იმედით კარგათ იქნება. მაგის გარეთ, მეც ივნისის პირველ რიცხვებში მოვალ და გაძლევ სიტყვას, რომ ყველა თქვენი სასიამოვნო, რაც კი ჩემი ღონისაგან შეიძლება გაგითავო და გაგიკეთო.

 

პასპორტები მზად არის, ჩემს საქმეებსაც გავათავებ და დანარჩენი ღმერთზედ იქნება.

 

 ბაბოს საქმეებსაც ექნება მგონი რიგიანი ბოლო, ამიტომ, რომ რაფაილ დამპირდა ამ დღეებში სოსიკოს ჩამოიყვანს, თუ ის თითონ არ ჩამოვიდა, ერთი-ორი დღით მე თითონ შევირბენ იქა.

 

 გენო დაიბარეთ და გამოგზავნეთ აქ, რომ საქმე გაათავოს უთუოდ.

 

 

 შენი ა. ყაზბეგი.

 

 

 

 საყვარელო დედავ!

 

 

 

 მოვიდა შენი წიგნი, რომელმაც მაუწყა თქვენი ამბავი. მე მგონია, რომ ლაპარაკი საჭირო არ იყოს, რომ თქვენი ამბავიც ჩემთვის ისე სასიმოვნო არის, როგორც ჩემი თქვენთვის. ნინუცასთვის შვილებით კარგათ არიან და თუ ვანოს სიტყვები დასაჯერი არის, იმის საქმეები ძალიან კარგატ წავა. წავას იმიტომ ვამბობ, რომ ჯერ კი ხელში არა უჭირავასრა, მაგრამ შემდეგისათვის დისი იმედები აქვს. მე ჩემის მხრით ჩემს თავზედ შემიძლიან შეგატყობინო, რომ მე გადაწყვეტილი მაქვს პეტერბურღს წასვლა შენთან ერთად და უთუოდ უნდა წავიდეთ.

 

ზამთარში საშიში არ არის და მაგასთან უკეთესიც არის, რადგანაც ვისიც ნახვა ჩვენ იქ გვეჭირება, ისენი პეტერბურღში მხოლოდ ზამთრობით არიან შეყრილნი.

 

 გაძლევ პატიოსანს სიტყვას, რომ ყოველის მხრით ვეცადო თქვენს სიამოვნებას და სახელს,ოღონდაც არის მომითმინეთ ცოტა. ნინოს დავკოცნი ძალიან და ძალიან და ვთხოვ, არ იფიქროპს თავის გულში: ,,ცარიელი კოცნა რა საჭიროა”. ნუ ეშინიან, მოვა დრო და ღმერთი მომცემს იმ საშუალებასაც, რომ ამ სიტყვებს შევაერთო ყველა თქვენთვის სასიამოვნო.სოსიკო წავიდა აგერ ხუთი თვეა კახეთში და თუმცა დამპირდა ბევრს რასმე, მაგრამ ჩვეულებისამებრ მომატყუა და ცოცხალია თუ მკვდარი ვეღარ გამიგია. იყავით მშვიდობით და გქონდეს იმედი ღმერთზედ. ბაბოს ვაკოცებ სიყვარულით. ტასოს უთხარით წიგნი მოიწეროს თავის მდგომარეობაზედ, ან თუ რამ მდგომარეობაში არის. მხოლოთ ასე წიგნი ყნდა დაიწყოს: ,,ბ.

 

რედაქტორო”... და სხვ. სოლომანის ცოლი, ვანო და სხვანი მომიკითხე სიყვარულით.

 

 გმადლობთ ტელეგრამისათვის და ნამეტნავათ იმისთვის, რომ პიროგს მიირთმევდით. ნეტავი თქვენა, რომ ნინოს გაკეთებულს საჭმელებსა სჭამთ. ციციანი, თარხნიანი და ყველანი მშვიდობით არიან.

 

ვანო თარხნიშვილმა აიღო ფოდრატობისათვის ხუთასი თუმანი. უნდა კარი ეზიდნათ ქალაქში, მაგრა ეგ ფული სულ ქალაქში შეჭამა და ვალი ვალად დეედო, არრა ბაბალე ანდრონილოვის შვილმა თავი მოიკლა დამბაჩით.

 

იყავით მშვიდობით, გკოცნით თქვენი

 

 

 

 ა. ყაზბეგი.

 

 

 

 წერილი გამზრდელისათვი

 

 ჩემო საყვარელო გამზრდელო ნინო!

 

 

 

 ჩემისთანა ღარიბ კაცს რა ექნება, რომ შენ დაგიგდოს ან სახსოვრად და ან მოგიძღვნას?! ამაზედ უძვირფასესი მე არა მქონდარა და ამის გამოისობით შენ გიძღვნი ემ რამთვენიმე ჩემი გრძნობისა და სულის მოძრაობას, რომლის აღზრდაშიაც შენ ისეთს მონაწილეობას იღებდი. აბა, მოიგონე ის დროება, როდესაც მე ბავშობაში მივლიდნენ ისე, როგორც მეფის შვილს. მანებიერებდნენ უკანასკნელ გარყვნილებდინ. მასწავლიდნენ შურს, ამპარტავნობას და სიძულვილს! ხელის-ხელ ამასთან მოიგონე შენი ზღაპრები: ,,თათრის ყვავილი”, ,,ხალხის ნუგეში”, ,,მეკობრეები”, და სხვადასხვა... რომლებსაც უფრო ვენდობოდი და რომლების შინაარსიც უფრო იბეჭდებოდა ჩემს თავში, ვიდრე დარიგება სხვა პირებისა.

 

გახსოვს რა თანაგრძნობით მიამბობდი მოსამსახურის და ყმების მდგომარეიობაზედ ბატონების ხელში?... გახსოვს შენმა სიტყვებმა რამთენჯერ დამაღვრევინა მდუღარე ცრემლები და თანამაგრძნობინა ტანჯული, ხალხის უსამართლოებისაგან, პირებისათვის?

 

 შენი სიტყვები არ დაიკარგა მუქთად ად აქ დაიმარხა ჩემს გულში... და ეხლა ამთვენი ხნის განმავლობის შემდეგ, როდესაც შემიძლიან ანგარიში მივცე ჩემს მოძრაობას, შემიძლიან სქიამაყით გითხრა, შენს გაზდილში თუ იპოვება რამე რიგიანი ბავშობიდგანვე ჩანერგილი, ამის მიზეზი შენა ხარ, როლისათვისაც გმადლობს წარმოუთქმელად

 

 

 

 შენი აკაკი მოჩხუბარიძე

 

 

 

 წერილები დისადმი

 

 

 

 პატივცემულო კნეინა ნინო!

 

 მე მივიღე თქვენი წერილი-რომელმაც წარმოუთქმელად მასიამოვნა რეზოს უკეთ ყოფნობის ამბავმა.

 

 გმადლობთ და განუსაზღვრელათ გმადლობთ,პატივცემულო კნეინა ნინო,თქვენის წიგნის მოწერისათვის და რეზოს ამბის შეტყობინებისათვის.გარწმუნებ,რომ ჩემთვის უმეტესს სასურველს და საინტერესოს ვერაფერს ვერ იპოვიდით,გარდა რეზოს კარგად [ყოფნის] ამბვისა.

 

 უსამართლობაა ვინც იფიქრებს,არამც თუ წარმოსთქვ[ამ]ს,რომ მე შემეძლოს დავიწყება იმ ხალხისა,ვისთვისაც ერთხელაც არის ძმური,მეგობრული ხელი გამიწვდენია.ამ შემთხვევაში უმეტესაც შეცდება კაცი ვინც იტყვის რო მე რეზო დამავიწყდა და არა ვკითხულობ მის ამბავს.

 

 რამდენად პატივსა ვცემ იმას,რაოდენად დაახლოებული ვარ იმ კაცს თქვენ თოთონ

 

 ნახეთ რა შდაბეჭდილება მოახდინა ჩემზე,რა რიგად იმოქმედა და რა რიგათ გამოითქვა ჩემით თანაგრძნობა ჩემთვის დაუფასებელის კაცის ავადმყოფობისადმი.

 

 ჩემს საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, უეჭველად სატანჯველად კი, მე ისეთი ხასიათი მაქვ,რომ კაცს მხოლოდ მაშინ ვმეგობრდები,როდესაც ვრწმუნდები,რომ ის ღირსია მეგობრობისა და პატივისცემისა. მე და რეზომ რო შევხვდით ერთმანეთს, დამაახლოა იმ საპატიო მიმართულებამ და იმ პირდაპირ გულგაშლილობამ,რომელიც პირადობას შორს განდევის. ამ გვარ მდგომარეობაში გაცნობილს მთიელს ადვილად ვერ ამოფხეკს და ვერც ამოხოცს გულიდგან დრო და შემთხვევა.

 

 უთხარით რეზოს, ჩემს მაგიერ,რომ ჩემის წიგნის მიუწერლობა არ არის მეგობრის დავიწყება და არცა აქვს უფლება მას იფიქროს ეგა, რადგან მთელს დედამიწაზედ მხოლოდ ეგ არის ვის წინაც გული გადმიშლია საახსარებოდ.

 

მაშასადამე, ჩემი გრძნობა მისდამი რაოდენად წმინდა და ძნელად გადასავიწყებელი უნდა იყოს თითონ იგრძნობს.

 

 თითონ კახეთს ჩემთვის, გარდა ყოვლად აღშფოთების მეტი, არა მოუციარა და მას დიდი ხანია განვშორდებოდი როგორც ჩემთვის სრულიად უნიადაგო ადგილს,თუ ჩემს ავადმყოფობას არ შევეჩერებინე.

 

 ვმადლობ რეზოს ჩემის მოგონებისათვის.ისე როგორ[ც] შეუძლიან მადლობის გრძნობა მთაში დაბადებულს და მთიური რძით აღრზდილს. ვიმედობ მალე ჩამოვიდე

 

 თბილისში, ყოვლად განვაქარვო მაგის ფიქრები ჩემს შესახებ.

 

 გმადლობთ თქვენც მოგონებისთვის იმ კაცისა, ვინც გამოცდილია აწმყო დროის

 

 დედინაცვლობას და, მაშასადამე,ძვირად აფასებს მცნობთაგან დახსომებას.

 

 სულით და გულით მსურს რეზოს სრულიად განთავისუფლება, თუ მაგისათვის

 

 არა, ჩემს სასიხარულოდ მაინც .

 

 

 

 საყვარელო ნინუცი!

 

 

 

 მოვდივართ და მოვდივართ და მაინც ვერ მოგვიხწევია თქვენამდის! წარმოიდგინე, ჩემი წარმოუთქმელი სურვილი, ჩქარა შენი ნახვისა, ნამეტნავათ იმის უკან, როცა ვანომ მიამბო თქვენი წარსული შევიწროებული ცხოვრება. ახ, ჩემო საყვარელო დავ,უნდა იცოდე რა რიგათ ვიტანჯებოდი და ვჯავრობდი ერთსა და იგივე დროს, როგორც შენზედ, ისე ვანოზედ,რომ ერთი წიგნითაც არ შემატყობინეთ თქვენი ამბავი. ნუ, ამაზედ როცა მოვალ მანდ, მაშინ მოვილაპარაკებთ.

 

 ეხლა უნდა მოგწერო რამთენიმე სიტყა, რომლებიც უნდა გადასცე დედას: 1. ჩემს

 

 მოსვლამდეს უთუოთ იშოვოს 200 მანეთი, 2. კარეტა და ეს ფული გამოგზავნოს ვლადიკავკაზში.

 

 უნდა იცოდე, რამდვენად მასიამოვნა სონას ნახვამ და ნამეტნავათ ამის ამგვარმა გონიერობამ! რასაც კი ასწავლიან, ყველაფერი ისე ესმის, როგორც ნამდვილ სრულ წლოვანს კაცს და ყველა ამისი ლაპარაკი ბავშური კი არ არის, არამედ თითქმის ყველა სიტყვა აწონილი აქვს.

 

 ამასთან უნდა გითხრა, რომ ნამდვილათ ბედნიერი ხარ, სონიჩკას თავის მამიდებთან და მამიდის შვილებთან ჩავარდნისა.

 

ამათ სიკეთეს, ყურათღებას და გაზდილობას მიჯნა არა აქვსთ.

 

 დანარჩენი მერე. გკოცნი იმდენს, ვიდრე მაგ ჩემი საყვარელის ხელებით თმებში არ წამწვდები და არ მეტყვი:' ოჰ, ჰო, ჰო, ჰო!..რა არის ყმაწვილო, გეყოფა და?!...დამიკოცნე შენი ქალები.

 

 მუდამ შენი სანდრო.

 

 

 

 

 

 უძღვნი მეცხვარეს სვიმონა ჩეკიაშვილს ნამეცხვარალი ავტორი

 

 

 

 ძმაო სვიმონ!

 

 

 

 გახსოვს რამდენი ღამეები გაგვიტეხია მე და შენ ერთად. რამდენი ავდრიანი დღე, ჭექა, ქუხილი. რადენი შარი მოუკიდნიათ ყაზახებს, რამდენჯერ წინააღვდგომილვართ იმათ უსამართლობას?.. გახსოვს,როგორ გაკვირვებდა შენ და დანარჩენს ჩვენს ამხანაგებს, რომ მე,ნებივრად აღზდილმა მებატონემ, კაცმა, რომელსაც შემეძლო მოსვენებითი ცხოვრება, შინაურს კერას ვირჩიე მოუსვენარი მინდორში და მთაში ხეტება, ხეტება სავსე განსაცდელით და შემთხვევებით.

 

მაშინ ბევრს არ ესმოდა მიზეზი ჩემი ამგვარი ცხოვრები. ბევრნი მძრახამდნენ ამისთვის და მიგონებდნენ ათასცილის წამებს.

 

მაგრამ შენ, ჩემო მეგობარო, მაშინაც გესმოდა ჩემი გულის მიმართულება და ეხლაც კიდევ მოიგონებ. თუ ჩემს ნაწერებს კიტხულობს ვინმე, თუ ჰპოულობს იმაში რასმე გულის გასართობს, თუ არ სწყინდება და ბოლომდის ჩადის, ყველა ამის მიზეზი ჩემი წარსულია, ჩემი მეცხვარეობა და თქვენთან ცხოვრება. შვიდი წლის განმავლობაში, რომელმაც ერთი და იგივე გვაგრძნობინა, ერთი და იგივე კვნესით დააკვნესა ჩვენი გული ერთი და იგივე მიზანი დაგვანახა.

 

 არ ვიცი, ძმაო, შენ და დანარჩენი ჩვენი ნაამხანაგრები რასა ჰგრძნობთ. მაგრამ მე კი ბევრს საღამოს მომაგონდება ჩეჩნის მინდვრები, გაჩაღებული ცეცხლი, რომელსაც გარს შემოსხდომიან მწყემსები და მთელი დღის სიჩუმისა და დუმილის შემდეგ, გამხიარულებულნი, მოლაჟღანდარენი... იქვე დაყრილი ცხვარი და იმათ იქით, აქა-იქ ყარაულად მდგარი მწყემსები, რომლებიც გაქვავებულ სურათებს მიემგზავსებოდნენ. გახსოვს ერთგული ბროლია, მურა,ფარეხა, რომელიც ისე ფრთხილად გვინახავდნენ ჩვენც და ჩვენს საქონელსაც, რომ არცერთი ჩვენგანი პირში ლუკმას ისე არ ჩაიდებდა, რომ პირველი ლუკმა ამ ძაღლებისათვის არ მიგვეცა.

 

 მერე?..

 

დამშვიდებული ჩუმი ღამე, მთვარე, რომელიც გედსავით მოცურავდა ცაზედ და ნაზს, მოალერსეს სხივებს გვესროდა ჩვენ, თეოზედ გასულს მწყემსებს. ღმერთო, რაოდენი გრძნობა იღვიძებდა მაშინ, რაოდენი სურათები იხატებოდა თავში?! აი იმ დროს ითქმოდა: ,,კაცის გული ზღვაა, რას რა გაჰფიქრებს'?

 

 გახსოვს ჩეჩნელი ელბარდ, ჩვენი მასპინძელი? გახსოვს იმისი სახლობა? გახსოვს ყაზბეგის სტანიცები, ჩეჩენთ სოფლები, გროზნა, მინდორი, მთა, ტყე? გახსოვს რამდენი მშვენიერი სურათებად ეხატებოდა ჩვენ თვალებს და ისე აკვირვებდა ბუნების სიმდიდრე? მე ყველა ეს ისე ცხოველად მეხატება თვალწინ, ისე ცხოველად მაგონდება თითქოს გუშინ იყოს მომხდარი!.

 

 ნუ დაივიწყებ შენც, ნუ დაივიწყებ, რადგანაც ეს წუთები იყო წმინდა, პატიოსანი, რომელსაც კაცი,ისიც ზოგიერთი, ერთხელ შეხვდება თავის ცხოვრებაში და ეს სანატრელი წუთები აღარ განმეორდება.

 

 მშვიდობით,ჩემო სვიმონა, გულითადს მშვიდობას გეუბნება ის კაცი, ვინ ინატრის შენთვის და შენთან ერთად ყველა შენის მეზობლისათვის ყოველგვარს მშვიდობას და ცხოვრებაში უკეთეს პირობას.

 

 

 

 თქვენ სიკვდილამდე ა ვ ტ ო რ ი

 

 

 

 წერილი უცნობისადმი

 

 

 

 მოწყალეო ხელმწიფევ!

 

 

 

 1889-ს იანვარს 7-სა

 

 

 

 

 მომიტევეთ წერილის ასე დაგვიანება. ყველა ამ უკანასკნელს ხანში მომხდარი აშკარად დაგანახვებდათ რა მდგომარეობაში უნდა ჩავარდნილიყავი, სხვათა შორის, მეცა.პირადი საქმე და მასზედ ზრუნვა გადაგვავიწყა იმ შემთხვევამ, რომელმაც მუშაობის ნიადაგი მოგვისპო და ხელ-ფეხ შეკრული გვყო.

 

 ეხლა,როდესაც ყველაფერი დონე თავის დონეზედ დადგა და ჩვენმა ცხოვრების მდინარეობა ჩვეულებრივი მდინარეობა მიიღო,შემიძლიან ისევ პირად ჩვენს საქმეს მიუბრუნდე და თქვენის გულკეთილობით ვისარგებლო.

 

 ამ წერილთან ერთად გიგზავნით 25 ეგზემპლიარს ჩემი თხზულებისას,რომლიც პირველს ნაწილად ითვლება.და ამ გვარი წიგნები სულ 16 იქნება.ორი წიგნი შეადგენს ერთს ტომს და შეიცავს 480 გვერდიდგან 512 გვერდამდე.პირველი წიგნი ფასობს 80 კაპ. ხოლო მეორე წიგნი ეღირება 1 მან. 50 კაპეიკიდამ 1მან. და 80კაპეიკამდე. მაშასადამე, ორი ნაწილი ანუ ტომი ეღირება 2 ნამ.

 

და 30 კაპ. 2 მან. და 60კაპ.ამ წიგნებზედ ვინც ტომობრივ მოაწერს ხელსა 60 კაპ. დაეთმობა და, შესადამე ,ორი წიგნი მხოლოდ 2 მან. დაუჯდება და მეორე წიგნი თითქმის პირველზედ ორჯელ მეტი იქნება. თუ მოიწადინა

 

 ვინმე ხელის მოწერა,შეგიძლიანთ მიიღოთ ფული,მისცეთ პირველი წიგნი და შეგვატყობინოთ რამდენი ხელის მომწერი გეყილებათ,რომ გივარაუდოთ რამდენი წიგნი დავბეჭდოთ.

 

 ამის ქვევით გწერთ იმ წიგნების ანგარიშს,რასაც ეხლა წიგნებს გიგზავნით.

 

 

 

 25წიგნი “თხზულებანი ა.მ.მოჩხუბძრიძისა”თითი....

 

 80კაპ.

 

 სულ..... 20მან.

 

 25წოგ.”მოძღვარი”თითო 1მან. სულ ............25მან.

 

 სახალხო ლეკსები.50თეთრს ქაღალდზე თითო 15 კ.სულ 7 მან. 50კაპ.

 

 40 ფერად ქაღალდ. თითო 20 კ. ............................... 8 მან.

 

 20 წიგნიც საუკეთესო თეთრს ქაღალ.

 

თითო 25 კ..... 5 მან.

 

 სულ შესდება ..... 65 მან. 50 კაპ.

 

 ექვსი თუმანი, ხუთი მან. და ორმოცდა ათი კაპეიკი.

 

 

 

 თქვენს წინა წერილებში წერდით, რომ ფულლის გამოგზავნა წიგნების მიღების თანავე შეგიძლიანთ და ეხლა სარგებლობ თქვენის თანაგრძნიბით, რადგანაც წიგნებსა ვბაჭდავ და ფული მატისმეტად ბლომად გვინდება.

 

 

 

 თუ შესაძლებლად დაინახავთ და რამდენიც შეიძლება წიგნების მიღების შემდეგ გამოგვიგზავნით, არამც თუ დიდად დამავალებთ, არამედ დიდ შემწეობას აღმოუჩენთ იმ საქმეს, რომელსაც ჩვენდა სამწუხაროდ ისე მცირე თანამგრძნობელი ჰყავს.

 

 მაგის გარეთ თქვენ გერგებათ საკომისიონერო, რომლიც უნდა გამორიცხოთ ამ ანგარიშზედ, ე. ი. თანხიდან 20 %.

 

 თუ ამ ფულის აღება თქვენ თავად არა გსურთ, შეგიძლიათ აქვე გამოგზავნოთ პატარა წერილით, რომ ქართული წიგნების გამოსაცემად სწირავთ და მაშინ თქვენი შეწირულობა და სახელი თავის დროზედ მოხსენებული იქნება ერთერთს გამოცემულის წიგნის ანგარიშში.

 

 ეხლა მე სხვა საქმეთა შორის მიწვეული ვარ “ ივერიის ” რედაქციაში და თუ თქვენს ნაღვაწს გამომიგზავნით ხოლმე, დიდის სიამოვნებით დავაბეჭდვინებ, თუ რომელლიმე ჩვენზედ არა დამოკიდებულმა მიზეზმა არ დააბრკოლა.

 

 ნახვამდის, მოწყალეო ხელმწიფევ, მოგილოცავთ თქვენც და თქვენს მეზობლებსაც ახალწელიწადს და ისურვებს თქვენთვის ყოველ სიკეთეს.

 

 მარადის თქვენი ა. ყაზბეგი.

 

 ჩემი ადრესი “ მოძღვარზედა” სწერია და მაგის გარედ კიდევ შეგიძკიათ გამოგზავნოთ წერილები ხოლმე- “ ივერიის “ რედაქციაში- ალექსანდრე ყაზბეგს.

 

 

 

 

 წერილები სოფრომ მგალობლიშვილისადმი

 

 

 

 ძმაო სოფრომ!

 

 

 

 გიგზავნი ოცდახუთს “ ელისოს “ და იმედი მაქვს მათი გასყიდვა არ დაგზარდება.

 

 დანარჩენს წიგნებსაც ამ მოკლე ხანში გამოგიგზავნი. “ განკიცხულლი “ თუ არ ისყიდება, ხუთი ეგზემპლიარი დაიგდე ყოველშემთხვევისთვის და დანარჩენები კი გამოგიგზავნე.

 

 მრავალი მოკითხვა შენს მეუღლეს და აგრეთვე ყველას, ვინც კი ხსოვნის ღირსად გახდის.

 

 შენს ა.

 

ყაზბეგსა.

 

 

 

 ძმაო სოფრომ!

 

 

 

 მე არ მესმის შენი სიჯიუტე, რომელიც გვაკლებს სიამოვნებას თბილიში უფრო ხშირად გნახოთ ხოლმე. რატომ არ გადმოდიხართ აქა, როდესაც აქ ყოველთვის უფრო მეტს ხალხს იპოვი, რომელნიც სიამოვნებით ძმურს და მეგობრულს ხელს გამოგიშვერენ და არასოდეს იმ უსიამოვნებას მოგახვევენ თავზედ, რომელიც ზოგიერთების წყალობით გორში აუცილებელია. ამასთანავე აქ ყოველთვის გონების სამუშაოსაც მეტს იპოვი და მეტი შემთხვევა გექნება უმეტესად გააბრწყინო სასიამოვნო კალამი და უფრო ახლოს დაუმეზობლდე ჩვენს ლიტერატურას. ყველანი, ვინც აქ გიცნობენ, გულმოდგინედ ისურვებენ შენს გადმოსვლას და შენს ჩქარა ნახვას.

 

 მომიკითხე მანდაურები, ვინც კი მოკითხვის ღირსი იყოს. ღირსი იყოს მეთქი იმიტომ გწერ, ეხლა გორში ისეთი ხალხი ჩასახლდა, რომ მაგათზე უსაზიზღვარი მთელს დედამიწის ზურგის არც ერთს კუნჭულში გამოიძებნება.

 

 მანდ მოდის კოლა კორინთელი, სამოსწ. ინს. შესვლა უნდა.

 

თუ შემწეობა შეგიძლიან რამე, ნუ შეიშურვებ, რადგანაც ჩინებული ბიჭია და შეძლება კი არა აქვს. აქ თბილიში სწავლა აღარ გააგრძელებინეს სხვადასხვა მიზეზების გამო, რომელსაც ანთთითონ გიამბობს, ან როდესაც გნახავ, მაშინ გიამბობ სასიამოვნოს და ჩქარნახვამდის, საყვარელო მეგობარო.

 

 შენი ა. ყაზბეგი.

 

 P.S. მართლა, რა ჰქენ “განკიცხულისა “,გაიყიდა რამე თუ არა?

 

 ძმაო სოფრომ!

 

 ჩვენმა ახლად შედგენილნა დასმამ აქ ქუთაისში ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა,რომ მოვალედ ვრაცხ ჩემი სიხარული განზიაროთ გორელებს.არამცთუ მხოლოდ აღსრულდა სხვადასხვა ხმებისა იყო სასიამოვნო და აღტაცებაში მომყვანი მსმენელისა,არამედ მთელმა სეზოგადოებამ იგრძნო ამ დასაწყისის სარგებლობამ,სწორეთ და ჭეშმარიტის თვალით შეხედა და გარდა დასაჩუქრებისა მოთავეთა,დღეს კიდევ თხოვნით გაამართინა საღამო!მომილოცავს ახალწელიწადს და ვსვამ თქვენს სადღეგრძელოს შემდეგის სიტყვებით

 

 ვისაც სურს შენი სისხლი დალიოს,

 

 ისეთ[ი]მტერი ნუ დაგილიოს,

 

 დიდხანს იცოცხლოს,თუმცა ვერ გძლიოს

 

 და შენზე უწინ სული დალიოს!...

 

 შენი სანდრო ყაზბეგი.

 

 

 

 

 

 

 

 წერილი გრიგოლ დადიანისადნი

 

 

 

 თქვენო უგანათლებულესობავ მოწყალეო თავადო მინგრელიისაო,გრიგოლ!

 

 

 

 მიიღეთ ესე მცირედი შრომა ჩემის კალმისა,ნიშნად გულითადის პატივისცემისა თქვენდამი-თქვენის უმორჩილესისა,-და თუ რაოდენსამე წუთს მიგიპყრობსთ იგი და გაგართობს ისე წიგნაკი,მისი დამწერისათვის უკეთესი ჯილდო იქნება.

 

 მარადის თქვენი პატივისმცემელი,

 

 უმორჩილესი თქვენი ა.ყაზბეგი.

 

 

 

 

 

 წერილი იონა მეუნარგიასადმი

 

 

 

 მოწყალეო ხელმწიფევ, ბ. მეუნარგიავ!

 

 

 წავიკითხე თქვენი წერილი “მოძღვარი” გამო დაბეჭდილი ფელეტონად გაზ. “ივერიის “ 91-ეს #-ში და ვიგრძენ ის გულმხურვალე თანაგრძნობა,რომელიც ჩემდამი გამოიჩინეთ.

 

 მართალია,გონიერი ანდაზა ამბობს:”რეგვენს უთხრეს- მუხლის ყრა სულს აცხობებსო და იმან შუბლი გაიხეთქა მიზეზად თავის ცემითაო” და თქვენც “ელგუჯას” შესახებ, თქვენც თითქმის ასე მოგიხდათ,მაგრამ მე მაინც არ შემიძლია მადლობა არ გამოგიცხადოთ ყოველთვის ასე არის ხოლმე:როდესაც სუსტსა და სხვის ბრძანებლობის ქვეშ ცხოვრებას შეჩვეულს ქმნილებას და იმორჩილებს რომელიმე ძლიერი სული,მაშინ პირველი შეიქმნება სრული მონა მეორისა და ყურმოჭრილი ყმა იმეორებს, ხშირად ანგარიშ მიუცემლადაც,თავის პატრონის სიტყვეტს.

 

 დაუვიწყარს პოეტს,თავადს გრიგოლ ორბელიანს, მოეწონა მოთხრობა “ელგუჯა” იმ დროს,როდესაც თქვენ, ბ. მეუნარგია, საამხანაგოთ მრავალთა თქვენისთანეებთა, მტარვალად მდევნილით და დღემდის ცდილობთ გამაძეოთ ყოველის საქმიდგან,რისთვისაც კი ხელი მომიკიდნია.ამ გვარის საქციელის მიზეზების გამოკვლევას არ შეუდგები რადგანაც შორს წაგვიყვანს და არც მიყვარს ჩარევი დედაკაცურს ენის ლაქლაქში.ჩემი რევიზი შრომა არის, შრომა შეუწყვეტელი და უბრალო ლაყბობისათვის დროს არ ვკარგავ.

 

 მაგრამ ამ ერთის, მხოლოდ ერთის შემთხვევისთვის დაუბრუნდეთ ისევ ჩვენს საგანს.დაუვიწყარმა პოეტმა ორბელიანმა ჩემს მოთხრობას “ელგუჯას” შენიშვნები გაუკეთა, გულუხვად შეამკო ჩემთვის დაუფასებელის ეპიტეტებით და შენიშვნებით, ადგილ-ადგილ ენაც კი შემისწორა და სიტყვების: “შაბათს შენს ნაწერს! საქართველოს ჰომიროს მოჩხუბარიძევ!” კისრულობთ მეორე შენიშვნას: “ასე რომელი ქართველი დასწერს”! მე, ბატონო მეუნარგიავ! მშრომელი გახლავართ და შრომის მოსურნე.

 

მე არ გაუზვიადებივარ არც ჰომეროსის სახელს, არც დავდუნებულვარ უანგაროს გულით წარმოთქმულის შენიშვნაზედ. ერთი მიმიღია გადაჭარბებულად მეორე ღირს ყურადღების მიქცევისა და ორათვის წინაშე მუხლმმოდრკილის ქედი მომიხრია. აღტაცებით მიგრღვნია ჩემი გულის მოღრაობა და ნაყოფი ცემის აზროვნებისა და მისწდომია ამაღლებულს სულს. რაოდენად შეუშფოთებია და ჩემს გულთან ერტად ერთის წუთითაც არის ერთს გვარად, ერთს საგანზედ ხმის მოცემითა ძგერებულა.

 

 აი ასე ძვირად მიღირს ჩემო ბატონო “ჭაბუკო-მეუნარგიავ”,როგორც თ. გ. დ. გიწოდათ ასე სიწმინდით მიმიღია მისი სიტყვები, რომ ამ საგნის შესახებ საუბრის თუ აზროვნობის დროს მიქცეულ ვარ ლოცვას და დიდებათ გრძნობისა ტაძარს.”ელგუჯა”დაიბეჭდა, გათავდა და არც თქვენ, ბ.

 

მეუნარგიავ, და არც კიდევ სხვა ვინმე ყმაწვილს მორაზმეთა შორის არ შეგიმჩნევიათ, როდესაც გ. ორბ. ერთის ფელეტონის შემდეგ მოუთმმენლად მოელოდა მეორეს და სვეტს ისე არ გაუშვებდა ,რომ

 

 ურიცხვის ნიშნებით ზედ წარწერით შეენიშნა.

 

 კარგა ხანმა გამოიარა, როდესაც ერთხელ გ. ო. გიბრძანათ პირადათ თქვენ, ბატ. მეუნარგიავ,- “ელგუჯა” ჩინებული რამ არის, მოიწონეთ უეჭველათო და თქვენც თუმცა პირინ დააღეთ (აქამდისინ სხვები გიბრძანებდნენ ჩემი ნაწერები მოგწონებოდათ) მაგრამ-ამ დღიდან ,,ელგუჯას'ქება თქვენს ბაგეთ აღარ შეუწყვეტია.

 

 გმადლობთ, ბატონო, მაგ გულმოდგინეობსთივს, მაგრამ ნუ გავიწყდებათ, რომ როედსაც ზეცით დაჯილდოებულთა სიტყვებთ წინაშე მოწიწებით მუხლს იყრით, მათი გამეორების მსურველთ შეურაცყოფა შეუძლიათ ამ სიწმინდისა, - ქვეყნისათვის განტეხილის ხორცის და ცოდვათა მოსანანიებლად დანთხეულის სისხლის. მხოლოდ ვინც შეუღება, მას ხელები მაინც უნდა ჰქონდეს განბანილი წმინდა საიდუმლოების აღსასრულებლად, თუ გონების ფხიზლობას, ჭკუის შემზადებას და სულის თვითმყოფელობით სისპეტაკეს მოკლებულია.

 

 ასეთივე მდგომარეობა მაგრძნობინა თქვენი ქების შესხმამ (№) 188 გაზეთს ,,კავკაზში” დაბეჭდილმა ფელეტონმა ჩემის მოთხრობის ,,ციკოს” შესახებ, რომელიც უეჭველია გადაგვიწყებიათ და მის გასახსენებლად მიგიმართავთ ამ გაზეთის ნარედაქტორალთან.

 

 

 

 

 ,,მოძღვრის” გამო დაწერილს ფელეტონში თქვენ ,,ელგუჯას” გარედ ჩემს მოთხრობებს უარსა ჰყობთ და ,,მოძღვარში” ერთადერთი სიტყვა გიპოვნიათ შესამჩნევი. სწორე გითხრათ, ამგვარმა შემთხვევამ დიდად გამახარა. გამახარა მით უფრო, რომ თავადის გიორგის ერისთავის თხზულებათა (უკანასკნელი გამოცემა) მოწინავე სიტყვის დამწერისაგან იყო წარმოთქმული. ამ წინასიტყვაობის შემდეგ, მის შემთხვზელს ჩემი ნაწერები რომ მოსწონებოდა, ეს შემთხვევა საკმაოდ გამაწითლებდა, აღმაშფოთებდა და ჩემს თხზულებათა მომავალზედ არა სახუმროდ დამაფიქრებდა.

 

 მე განსაკუთრებით აუარებლის წარმოდგენისა არა ვარ ჩემს ნაწერზედ და არც იმისთვის ვწერ, რომ უკვდავობის სახელი დავიმსახურო. მე მიყვარს ჩემი ხალხი, ჩემი გზა და ყოველის კაცის მოვალეობათა ვხდი, რომ ემსახუროს თავის [ხალხს] იმითი, რითაც შეუძლიან. მე ვნახე ჩვენი თეატრის რეპერტუარი და ვცადე მისი შევსება.

 

ამ შემთხვევეში შეიძლება ლაპარაკი მიეცეს ღირსებასა და ნაკლულოვანებაზედ, მაგრამ ვინც ამ მოცადინეობის გამკიცხავი შეიქნა, ის თვით დარჩება განკიცხული. მე ვნახე, რომ ჩვენს ხალხს მეტად აკლდა მოთხრობანი ჩვენის ცხოვრებიდან. ვნახე, რომ მთ[ი]ელთ მხარეს საქართველოსას, თითქმის ქართველებათაც არა სთვლიდნენ და ვცადე გამეცნო ეს ხალხი ქართველებისთვის. გამეცნობინებინა მათი გულის მოძრაობა, რომელიც ძველადგანვე სცემდა საერთო საქმისათვის. ძველადგანვე გვერდს უდგა საქართველოს ყოველს გაჭირვებაში. მისთვის მტერს გულს უშვერდა და პირზე ღიმილით, დარწმუნებული, რომ ვალს ასრულებდა, დაუყოვნებლივ სულსა ლევდა. ეს იყო ჩემი წადილი და ამას წარმოადგენდა მთელი რიგობა ელგუჯებისა, ელისოებისა, ბერდიაებისა და სხვ...

 

 აქაც, დღემდის მათს ღირსებაზედ, მე ვერას ვიტყვი.მისი გარჩევა, აწონა და დაფასება მომავალ კრიტიკის საქმე არის.

 

მაგრამ ორსავე მხარე ჩემის მწერლობისა არც წაუკითხავი, არც უნახავი და არც თანაუგრძნობელი არა რჩება თქვენისავე სიტყვებით ვიტყვი, რომ ჩემი ნაწერები ისეთს ამაღლებულს ნიჭის მქონეს, როგორც თ.გ. ორბელიანი იყო,-არამც თუ შეუნიშვნელად არ დარჩენია, არამედ ,,ელგუჯას” ერთს ფელეტონში ორმოცდაშვიდი შენიშვნა აქვს მიწერილი. ჩვენს დროში, როდესაც ყველა ნალბანდი, მეჩექმე და მეუნაგირე კრიტიკას ხელსა ჰკიდებს და სამწუხაროდ ნამდვილი, სინდისიერი ნიჭი კი არსადა სჩანს, -ჩემისთანა მშრომელს ნება არა აქვს ყური დაუგდოს თავმომაბეზრებელს მრჩეველს კერძოთ მოლაპარაკესა და არც ლიტერეტურაში გამოლაშქრებულს გულდამწვარს მრჩეველსა.

 

 ან როგორ დაგიჯეროსთ?..საბუთს თქვენ ვერ მოიყვანთ,ხასიათს ვერ გაარჩევთ, შინაარსის შესახებ შეგიძლიან სთქვათ მხოლოდ ,,კარგია, არ ვარგა”! და ასეთი შიშველი სიტყვები, საბუთებით შეუმოსელი, განა საკმარისი არის, რომ კაცს მთელის სიცოცხლის

 

 რწმუნება შეურყიოს და გადმოუბრუნოს?.. არა, ბატ.მეუნარგია, თქვენ ყველას მეტად თქვენის საწყაოთი ზომავთ. არიან ისეთი კაცებიც, რომლებსაც ვისიმე ავტორიტეტობა ვერ შესცვლის. მის გამოსაცვლელად საჭიროა საბუთიანი განხილვა, გამომზევება ნამდვილისა და ამგვარის გამვლონ-მოქმედებისათვის რაოდენიმე ცოდნაც ეჭირვება და ნაწილიც იმ წყალობისა, რომელიც ისე ნათლად გამოხატეთ თქვენს ,,მოძღვრის“ გამო დაწერილს ფელეტონში.

 

 მას ეჭირვება სხვადასხვა ნიჭიერობის ანგელოზთა შეყრა და მათგან წილის მიღება ნათელ-გონიერებაში, საკრიტიკოს და მრჩეველობის ნიჭისა.

 

 

 

 თქვენ, ბ. მეუნარგია, თქვენს წერილში ამბობთ: ,,ვინ იცის ბეჭდვითი სიტყვამ ეგებ უფრო შეაჯეროს ბ.მოჩხუბარიძე, ვიდრე კერძო ლაპარაკმა და ამ ლაპარაკით ხომ თავი მოვაძულეთ იმას (მოვაძულეთ? თქვენა და სხვა ვინა კიდევ?). ყველა ნაცნობ-მეგობრებმა. მე ვამბობ იმ დრამატიულ ელემენტზედ”.. და სხვა.

 

 დიახ, ბ. მეუნარგია, თქვენ ამბობთ და მეც გიპასუხებთ: თუ თქვენ ეკუთვნით ან ნაცნობს და ან მეგობარს, თუ მართლა ოდესმე თავი მოგიბეზრებიათ თქვენის ლაპარაკით და თქვენს სჯულზედ ვერ მოგიქცევიათ, მაგის მიზეზები მონახეთ თქვენის ლაპარაკის საბუთებზედ დამყარებულობის უცოდნელობაში. ვერაფერს ,,აბდა,უბდა, გადასკუპდა” სტატია გააწყობს და უბრალოდ მესაყვედურებით.

 

თქვენ(ს) სტატიაში თქვენ მოჩხუბარიძეს [უსაყვედურებთ], დრამატიული მხარის აღწერა არ შეუძლიანო, ფსიხიურს მხარეს, სულიერს მოძრაობას ვერ ასწერსო, მოჩხუბარიძე სხვა ქვეყნებს და სხვა ქვეყნების მცხოვრებლს არ უნდა შეეხოსო. თქვენ მანძილად მიდებთ მხოლოდ ლარსისა და დუშეთის შუა ადგილს და მას აქეთ აღარ მიშვებთ და იძახით, რომ აქ ნამდვილად ჩემს სფეროში ვარ და ამავე დროს, ცოტა უფრო ქვემოთ, ამბობთ, რომ ,,ელგუჯას” გარეთ ყველა ჩემი მოთხრობები ჩალად არა ღირს!.. ,,მოძღვარში”, უკანასკნელს ჩემს მოთხრობაში, გარდა ერთის ფრაზის მეტი ვერა გიპოვნიათ რა!?...

 

 ახლა თქვენ თითონვე მიბრძანეთ: ამიხსენით, თუ შეგიძლიანთ, რას მეუბნები. მოთხრობის დაწერა ყოვლად შეუძლებელია, თუ შიგ ჩართული არა არის ფსიხიური მოძრაობა კაცისა, კაცის სიხარული, მწუხარება, დაღონება, სიცილი, ტირილი, შენძრევა რომელიმე ძარღვისა, მოძრაობა ასოთა, სისხლის, გულისა. ყველა ეს ფსიხიური მოვლენაა და შეიძლება მოთხრობის მწერალმა აიცდინოს ეს მხარე, როდესაც ცოცხალს ადამიანსა სწერს? როდესაც კაცი უბედურებაში ჩავარდება, სულით და გულით იტანჯება, მისი მდგომარეობაა დრამატიული და თქვენგან, თქვენსავე სიტყვებით, თავი მობეზრებული მაქვს, რომ დრამას ნუ მივეკარები!.. გესმისთ რასა მთხოვთ, ბატნო მეუნარგია?.. თქვენ ითხოვთ, რომ მთელი ცხოვრება ამოვშალო მთიელებისაგან, წავართვა მათ ცხოვრების დრამატიული მხარე, როდესაც თითონ ხალხმა წარმოსთქვა და გამოხატა ასეთი დრამა თავის ცხოვრებისა:

 

 ,,ბეთლემის კარზე ჰკიდია

 

 ვოჟა ჯურხაის ხმალიო,

 

 მოუვლის ომის წადილი,

 

 ხანდახან შესძრავს ქარიო!”

 

 გესმით და ჰგრძნობთ ამ სიტყვებს? არა, არ გესმით, ბატონო მეუნარგიავ, თორემ თავს აღარ მომაბეზრებდით თქვენის უცნაურის კითხვებით.

 

თქვენ მაზრას მიდებთ, კალაპოტში სვამთ ჩემს მიმოხილვას, გზას უკრავთ აზროვნების მოძრაობას და მეუბნებით: ლარსსა და დუშეთს შუა არის შენი ასპარეზი, მას იქით ნუ გადმოხვალო და მასთან თქვენის სიტყვებიდგანვე გამოდის, რომ რისიც თქმა შემეძლო, გამოვთქვი ,,ელგუჯაში” -და რაღათ გზას მიღობავთ? გამიშვით სხვაგან, იქნება იქაც სადმე შევხვდე ელგუჯას ან კიდევ მის პროტოტიპს, აწმყო სავაგლახ-სატირალს წარმომადგენელთ! გამიშვით დავიტირო ჩემი მკვდრები ამისთვის, რომ ჩემნი არიან და ჩემი გული მიიბრძვის მათკენ!..

 

 

 

 თქვენ არ გესიამოვნებათ ამ ხმის გაგონება, მაგრამ რა გიყოთ თუ სატირალს დავინახავ და გრძნობა ჩემდა უნებურად მოსთქვამს?.. მე მხატვარი ვარ და ჩემი ვალია ვხატო, თუნდ კალამ ქვეშ ჩემი მრჩეველი ნაცნობ -მეგობარიც მოხვდეს.

 

 თქვენ მიმართეთ ბეჭდვითი სიტყვით შემაჩერებინოთ ჩემი განზრახვა და მეც ამავე საშუალებით მოგმართავთ თქვენა და უმორჩილესათა გთხოვთ ჩამომეხსნათ თქვენთვის გამოურკვეველის რჩევები და მის მაგიერ, თუ შეგიძლიანთ, ღირსეულად გაარჩიოთ ჩემი მოთხრობები, მიჩვენოთ მათი ნაკლულოვანება და, როგორც მოძმემ, შემწეობა მომცეთ, თქვენთვისვე მშრომელს, შევასწორო ჩემი ნაკლი. დანარჩენში, ე.ი. სიუჟეტებისა და ადგილის ამორჩევა, აგრეთვე გმირებისა და მათის სულიერის ცხოვრების გამოხატვა, მომიტევეთ, მაგრამ მევე უნდა მომანდოთ. ეხლა მე ვწერ პატარა ესკიზებს, სახელად: ,,ჩვენის ცხოვრების სურათები”. მე მინდა შიგ მოვაქციო ჩვენის, ასრედ წოდებულის, ,,ყმაწვილკაცობის” ცხოვრება, მათი სულიერი მოძრაობა, საგანი და მიზანი მათის ცხოვრებისა და ყოველივე გვარად გამოთქმა დსა გამოაშკარავება მათის ცხოვრებისა.

 

იმედი მაქვს, როგორც თქვენ, ბ. მეუნარგიავ, აგრეთვე ის ჩემი ნაცნობ-მეგობრები, რომლებიც გულმტკივნეულად, მაგრამ თავმოსაბეზრად, მირჩევდნენ ხოლმე, ეხლა სხვა საშუალებას გამონახავენ.

 

 მარადის მზა ყოველგვარს შემთხვევისა ა. მ ო ჩ ხ უ ბ ა რ ი ძ ე. P.S. დამავიწყდა. ჩემს მოთხრობების შესახებ აზრის გამოსაცვლელად მინდოდა შემეტყობინა თქვენთვის, რომ გარდა ,,ელგუსი” ეხლა ხელში მაქვს კიდევ ,,მამის მკვლელი” და ,,ნამემცხვარალის მოგონება!” რომელ...

 

 

 

 

 

 წერილი ილია ჭავჭავაძისადმი

 

 

 

 ბატონო ჩემო, კნიაზო ილიავ!

 

 

 

 მომიტევეთ, რომ მრავალგვარად დატვირთულს საქმეებით, რაოდენსამე წამს წაგართმევთ ამ წერილით. საქმე, რომელზედაც მე გწერთ, პირადად მე რომ შემეხებოდეს, გარწმუნებთ რომ თქვენი თავის მობეზრებას დავაცდიდი ჩემზედ თქვენს წინაშე მოჭიჭინეთა და მეჭორეთა.

 

 მაგრამ აქ საქმე შეეხება საზოგადოებრივს განკარგულებას და იძულებული ვარ გთხოვოთ შეასწოროთ ერთი პატარა შეცდომა.

 

თქვენს მეხრონიკეს ,,ივერიის” #-ში, გარდა წერილისა ბათუმის მასწავლებლის სკოლისა ბ.მოსე ნათაძისა, რომელიც გაუწყებდათ 63 მან. მიღებას ჩემგან სკოლის სასარგებლოდ, კიდევ ეწერა, მოცადინე ხრონიკიორს დღიურში ჩაეწერა, და დაჩვეულის ოცნებრივ აღტაცებით გატაცებულს წაემატებინა ,,წერა-კითხვის გამავრცელებელის საზოგადოების მართველობას უკვე გადაეცაო!”.

 

 არ მესმის ამ გვარი ხრონიკიორის ცნობა, მით უფრო, რომ იმავე გაზეთის ნომერში იყო დაბეჭდილი წერილი ბატ. ნათაძისა. თუ ხრონიკიორს ის გაუკვირდა, რომ ფულებმა გაუშრობლად კაცის ხელში გაიარა, მაშინ უეჭველია დავიწყებია, რომ მე წერა-კითხვის მართველობის სამსახურში არასოდეს არა ვყოფილვარ, მათი გამოცემანი ჩემს საკუთრებად არასოდეს არ დამინახია და მღვდელ-დიაკონთათვის სულის საცხონებელ პარაკლისის გადასახდელად არ მიმიცია, ორმოცი თუმანი კაზინევის (თვალთმაქცი) სიმართლით არ გამიშრია და რამ გააოცა არ მესმის. მაგრამ ამბობენ: ,,კაცი სხვას თავის ზომაზე ზომავსო”. და ამის შემდეგ, რასაკვირველია, მოლოდინის შემდეგ, მას აოცებს შრომის ნიჭს მოკლებული ხელები. მაგასთანავე ვარწმუნებ ბ.

 

რეპარტიორს, რომ ჩემგან წარმოუდგენელს ფულებთან, თანახმად იმ მოლაპარაკებისა, რომელიც ჭიდაობის გამართვაში მონაწილეობას იღებდნენ, -არავითარი დამოკიდებულება და საქმე არა აქვს ხსენებულს საზოგადოებას და დღემდის არც არავის გადაუცია მისთვის.

 

 რამდენმამე პირმა ზედვე ადგილზე ვნახეთ ბათუმის სკოლა. გამოვიკითხეთ, გავიცანით და შევიგნეთ მისი საჭიროება. ფაქტებმა დაგვიმტკიცა, რომ სმეტაში მოყვანილი ფული არა ჰყოფნის ამ სკოლას და დანიშნულიც ისე ნახტომ-ნახტომათ ეგზავნება, რომ თუ არ მოცადინეობა მასწავლებლის, სკოლა მოისპობოდა.

 

 ამის გამო, ჩვენ არ უსაყვედურებთ წერა-კითხვის მართველობას. ვერც მის მართველობას უკიჟინებთ, რადგანაც გვესმის და შეგვიგნია ჩვენი სავალალო დროს გავლენა ყოველს დასაწყისზედ.

 

 სკოლის მოსწავლენი შეუძლებელნი არიან. მრავალთ არა აქვსთ საკმაო რვეულები, წიგნები და წერა-კითხვის შესასწავლი საშუალებანი.

 

მანდედგან გამოგზავნილი არ ჰყოფნის და ამ მხრივ ჩვენი საზოგადოების შეღავათობის მისაცემად გადავწყვიტეთ გვეშოვნა ფული.

 

 ჭიდაობა გაიმართა არა თქვენის მართველობის სახელით. ბილეთები კასის გარედ არ გაგვიყიდია და ძალად თავზედ არვისთვის მოგვიხვევია და შემოსული ბათუმის მასწავლებლისთვის გადაგვიცია მინდობილებით, საზოგადოების დამოუკიდებლად, საქმის გასაადვილებლად და მიზნის მალე მისაწდომათ.

 

 ეს არის ჩვენი,რამდენისამეთ (ჭიდაობის გამართვაში მონაწილეების მიმღებთა) და გვაქვს იმედი, არც თქვენი გაზეთი, -ხანდისხან თქვენგან დამოუკიდებელის მიზეზით -მოცადინე მრავალითა მოშორებისა, -არც მართველობა წერა-კითხვის საზოგადოება არ გამოეკიდება ამ ფულებს და მოიგონებს, რომ პირადად მე ერთხელ და ორჯელ ზედმეტი მონაწილეობა მიმიღია მის კეთილდღეობისათვის.

 

 ნუ გაგიკვირდებათ, ბატონო ილია, რომ ამ ცოტა ფულისათვის ამდენს ვლაპარაკობ. ჩემთვის ამ ფულს, თავის ფასად მხოლოდ სამოცდაექვსი მანეთი აქვს და ვიცი ამ ფულით, -ისიც როდესაც მანეთი ოცდახუთს კაპეიკად ფასობს -ბევრის გაკეთება არ შეუძლიან, მაგრამ ეს არის საძირკველი ახლის დასაწყისის თვით მშველელობისა და საძირკველს ნუ გამოაცლით. არა გაქვსთ მაგის ნება.

 

 

 

 

 

 ყოველ შემთხვევაში მაინც თქვენი ა. ყაზბეგი.

 

 P.S. მომიტევეთ ნაქუცნლს ქაღალდებზედ მოწერა. ბათუმში ქაღალდი შედარებით ჯერ კიდევ იაფია, მაგრამ იაფსაც ფული უნდა. ,,დამაკვირდიში” ჩასაწერია.

 

 

 

 

 

 

 

 წერილი ვანოსადმი

 

 

 

 ძმაო ვანო!

 

 დიდს მადლობას მოგახსენებენ რეზოს სახლობა, ნათესაობა და მეგობრები, იმ თანაგრძნობისთვის, რომელიც თქვენ და თქვენმა ამხანაგობამ გამოუცხადეთ რეზოს.

 

 მადლობა ღმერთს, რომ შემიძლიან საერთო სასიხარულო შეგატყობინოთ, რომ რეზო დღითი დღე უკეთა ხდება და ექიმების დარწმუნებითაც და ჩვენის ნანახითაც დავრწმუნდით, რომ მალე ფეხზედ ადგება და უკეთესი ჩვენი ამხანაგობის თაიგული, ჩვენს შორი კრებას დაამშვენებს.

 

 

 

 ამ დღეებში ჩერქეზოვი აქ იყო. აქ იყო და რეზო იმდენად უკეთ შეიქნა, რომ მას გადასცა დარიგებასთან ერთად, აღსრულებაში მოსაყვანად ეს საქმეები.

 

 მალე გვეღირსება რევაზის ფეხზედ ადგომა და თქვენთვისაცა ვსურვობთ მაგ დაშხამულს ქალაქში ყოველივე განსაცდელი აგცდესთ.

 

 

 

 

 

 შენი ა. ყ ა ზ ბ ე გ ი.

 

 ვანოჯან, გენაცვალე, ხვალამდის ,,პეპო” მათხოვე.

 

 შენი ს ა ნ დ რ ო.

 

 

 

 

 

 წერილი ალ. ხახანაშვილისადმი

 

 

 

 

 

 მომიტევეთ, რომ დღევანდლამდის დაგიგვიანეთ პასუხი. მაგრამ თქვენი წერილიც მხოლოდ გუშინ მივიღეთ, რადგანაც ჩემის ჩვეულებისამებრ, ინდოურსავით დავყიალებდი აქა-იქ და გუშინ, მხოლოდ გუშინ, გავაბედნიერე ქუთაისი ჩემის ნახვით.

 

 

 

 სანამ თქვენის კითხვების პასუხებს შეუდგებოდე, მე მიგითითებთ 1880-ის, თუ 1881-ის წლის ,,დროების” ნომრებზედ, სადაც დაბეჭდილია ფელეტონები მოხევეთა ცხოვრების შესახებ. ამ ნაწერებში, რომელთაც სათაურად აქვსთ ,,მოხევეები და იმათი ცხოვრება”, აღწერილია მოხევეთა ცხოვრება, ჩვეულება, საშუალობა და ვინაობა. სიტყვით, ყველა ის, რაც მოგცემსთ მასალას თქვენის შრომისთვის. თუ წაგიკითხავსთ მოთხრობანი ,,ხევისბერი გოჩა”, ,,მოძღვარი”, ,,ელგუჯა”, ,,ციკო” და სხვა წვრიმანი ნაამბობნი, თქვენ შეიდგენდით დაახლოვებით წარმოდგენას მათს დებულებაზედ, ადათებზედ, ხასიათზედ და საერთო წყობილებაზედ (რომელიც ეხლა, ახლად ჩამოჩხირულმა სუდებმა და დოკუმენტალნი დოკაზატელსტვაებმა ფრიად შესცვალა).

 

 მოხევეები არიან იმ მ თ ი ე ლ თ ა (და არა მთიულთა, როგორც საერთო სახელად გაუხდა პატივსაცემმა ,,ივერიამ” ყველას, ვინც კი მთაში სცხოვრობს. მთიულეთი და მთიული არის საკუთრებითი სახელი მთის ერთი ნაწილის მაზრისა, როგორც თვით ხევი, ფშავეთი, ხევსურეთი, სვანეთი, დოვლეთი და სხვა. ხოლო ყველა მცხოვრებთათვის ამ ადგილებში შეუცდომელს საერთო სახელად დარჩება -მ თ ი ე ლ ი და არა მ თ ი უ ლ ი).

 

მაშ ასე: მოხევენი არიან მთიელთა ქართველობის თემობა. მხოლოდ ხევში არასოდეს არა ყოფილა ბატონყმობა, თავადაზნაურობა და კაცი დაფასებულა მხოლოდ პირადის ღირსებისათვის, საძოვარი, მთა თუ ბარი ეკუთნოდა საერთოდ ერობას და ვისაც რამდენი საქონელი ეყოლებოდა, შეეძლო თავისუფლად ეძოვებინა. (ეხლა ესეც შეიცვალა და ამ გვარი საძოვრები დაუსაკუთრა ახალმა დებულებამ ან თვითეულს პირს, ან თვითეულს სოფელს და ან თვითეულს გვარს).

 

 საკუთრება უძრავ მამულში მხოლოდ სახნავები ჰქონდა, რადგანაც ქვიანის ადგილის მოკეთება და სახნავად გამოყენება დიდს შრომას და მოვლას ითხოვდა. ხევი იმართებოდა ერობით (საერო კრებით) და სადაც საქმე მთლად ხევის საქმეს შეეხებოდა, მის გადაწყვეტა მხოლოდ თემობას შეეძლო. ხალხი გადაწყვეტილების აღსრულების მეთვალყურენი იყვნენ ერობის დეკანოზები და მეუფროსე მთელის თემობის უფროსი ,,ხევისბერი”. ხევისბერი მიემსგავსებოდა რესპუბლიკის პრეზიდენტს, თუმცა ბრძოლის დროს სრული თვითმპყრობელობის უფლება ეძლეოდა.

 

საერთო ხარჯისათვის მოხელე კაცების დასაკმაყოფილებლად ხალხზედ იყო გაწერილი: ზოგს სოფელში კომლზედ ერთი ლიტრა ერბო ან ყველი, ერთი კონა ფიჩხი, სააღდგომოთ ბატკანი. ხევი არავითარს ხარჯს არ აძლევდა არც ქართლის სამეფოს და არც რომელიმე ერისთავს. ხოლოდ არაგვის ერისთავებმა მცირეს ხნით, მოტყუებით, ჩაიგდეს რაოდენსამე ხანს ეს ხალხი, მაგრამ მოხევეთ განდევნეს იგი მოკლე ხანში და თავისუფლების მოყვარულნი განთავისუფლდნენ. მისდა დამოუკიდებლივ, რომ ხევი ქართლს მოწყვეტილი, თავისუფალ ნაწილად იყო -ყოველი მოხევე მეფე ქართველთ აღიარებდა მშობელს მამად. მოღვაწენი საქართველო[ს] წმინდა[ნა]თ, და თვით თამარ მეფე, ჩვენში პირიმზედ ხსენებული, თავმოსანებელს სალოცავად. ხევი ყოველთვის მორჩილს უნცროს ძმად, თავგადადებული მხარს აძლევდა ქართლს, როდესაც მას მტერი შეაწუხებდა, გაჭირვების დროსვე მოხევეთ სახლი ღია იყო შემოხიზნებულის ქართლელებისათვის და თვით ერეკლეს, მთაში გახიზნებულს, კალათით უზიდავდნენ არაგვის (მდინარე) კალმახს. მოხევენი თავის დღეში არა ყოფილან მაჰმადიანი და თავიანთ მოძმე ბარელებთან იყვნენ კერპთთაყვანისმცემელნი და მათთან ერთად მიიღეს ნათელი და ქრისტიანობა, თუმცა ზოგიერთი წესები ქრისტიანობისა სრულიად არა სრულდებოდა ხოლმე.

 

ჯვარის წერა იშვიათი იყო. მხოლოდ ცოლთან გაყრა ქმარს არ შეეძლო თუ არ თემის გადაწყვეტილებით. რასაც თითონ ხევი შეიცავს არის ხევის მაზრაში, ე. ი. ,,ჯვართ ვაკის” უღელტეხილითგან, დარიელის ხიდამდის შეიცავს 31 სოფელს, შიგვე ვრაცხ ორიოდე ოსების პატარა სოფლებს, ეულად მოსულებს და ერთს სოფელს ქისტებისას, სახელდობრ გველეთს, სადაც ორმოც კომლამდის კაცი ცხოვრობს.ეს სოფელი მთლად ქრისტიანები იყვნენ და გათათრდნენ მას შემდეგ, რაც ქრისტინობის გამავრცელებელმა საზოგადოებმა მთაში მოქმედება დაიწყო და მაჰმადიანთ მოქცევა საპერანგე სამოსლის მიცემით მოიწადინა (სამოსელი ღირდა იმ ხანში 40-60კაპ. თითო საპერანგე და ზოგი ისე შეეჩვია ამ საჩუქარს, რომ წელიწადში სამსჯერ და ოთხჯერ ინათლება და, მაშასადამე, ახალს საპერანგეს შოულობდა). ნამდვილს რიცხვს ხევში მცხოვრებთა ნამდვილად ვერ შეგატყობინებთ,რადგანაც ჩემი შენიშვნები ხევს შესახებ აქ[არ]მაქვს და ზეპირად მოგონებით კი მეშინიან შეცდომაში შეგიყვანოთ.

 

მაგისთვის გირჩევთ უკანასკნელი კამერალი აღწეორა აიღოთ და რადგანაც ისინიც სწორედ არ არიან შედგენილი, არ მესმის რა სარგებლობისთვის, რიცხვით ყოველთვის ნაკლები,-სიმართლესთან დაახლოვებისათვის ათას კომლზედ ორი კომლი მოუმატეთ და კომლზედ ქალი თუ კაცი,-შვიდი სული იანგარიშეთ.ეს ცოტა იქნება, მაგრამ მაინც დაახლოვებული იქნება ჭეშმარიტებასთან. ჩემს ანგარიშს შემდეგის მოსაზრებით ვიღებ. მთაში ძმები იშვიათად გაიყრებიან ხოლმე. ზოგი კომლეულობა, როგორც, მაგალითადს. სტეფანწმინდაში-ქუშიაშვილი 55-ს სულს შეადგენს.მე ვიღებ შუათ სახლს და ცოტა რიცხვიანს ოჯახობას და შუაზედა ვყოფ. ამ ოჯახობის რიცხვი ზედმიწევნით ვიცი და საზოგადოთ ჩვენი ანგარიში ნამდვილს რიცხვზედ ნაკლები გამოვა.

 

 

 

 

 

 

 

 წერილი ალ. ნებიერიძისადმი

 

 

 

 ძმაო სანდრო!

 

 

 

 შენი წერილი მივიღე და მასთან ერტად “ შიგ ნადებიც”, დიდის სიამოვნებით ვასრულებ შვეიცარიის ქართველბ – სტუდენტების სურვილს და დღესვე ვამზადებ ხსენებულს წიგნებს.

 

 რაც შეეხება პირადათ ჩემს თანამშრომლობას, ჩემდა სამწუხაროდ, ჯერჯერობით ყოვლად შეუძლებლად ხდი რაიმე მონაწილეობა მივიღო ლიტერატურაში.

 

“ივერია” არ იკადრებს მიიღოს პირდაპირ მომქმედების კაცის შრომას, და სადაც აბაშიძეს სახელი ფიქტიურად თუ ნამდვილად აშვენებს გაზეთის ფურცლებს, იქ ჩემს სახელს ადგილი არა აქვს.

 

 გულითა და სულითა ვწუხვარ, რომ საქმეთა ვითარებამ ათასი პასუხი მომაწერინა შენთვის, არამც თუ მხოლოდ როგორც მეგობარს, არამედ, არამედ როგორც კაცს, რომელსაც საქმეში შრომა მიგიღია შენს თავზედ.

 

 

 

 1.

 

 

 

 წერილი კოტესადმი

 

 

 

 დაუვიწყარო ძმაო კოტე

 

 

 

 მომიტევე,რომ აქამდის ვერ შეგატყობინე ჩვენი რეზოს მდგომარეობა.მაგრამ მხვედველობაში უნდა მიიგო, რა მდგომარეობაში ჩამაგდო მისმა ავადმყოფობამ.რეზოს, დამბლა დაეცა... გესმის?დაეცა-მეთქი და მე კი უყურებდი მას... შენ იცი რა იყო ეს კაცი ჩემთვის,რა რიგად ვაფასებდი და შენ რა ჯოჯოხეთის ცეცხლი ტრიალებდა ჩემს გულში.წარმოიდგინე ყოვლად ცოცოხალი კაცი, რომელიც თავის მგრძნობელობით აცოცხლებდა, ასულდგმულებდა ამხანაგებს, -რომელიც ჰფეთქავდა სითბოებით, და ისე ატკბილებდა კაცის გულს სიცხოველით, ფეხის, ხელის და ენის მოძრაობას მოსპობილი. გონება სრული,წადილი ლაპარაკისა და საშუალებას მოსპობილი რა რიგ ეწვალებოდა?.. რა რიგად ეწვალებოდა, შფოთავდა თითონ და რამდენათ აღმაშფოთებდა მე, ერთის მხრივ, თანაგრძნობა მის შერყეულს ყმაწვილ კაცობას, მეორე მხრივ, თვით ჩემი უბედურება ერთად ერთის ასე ჩემთან დაგულითადებულის ეს საცოდავი რომელიმე სიტყვის გამოთქმას, კვნესდა, ლუღლუღებდა, შფოთავდა, ბრაზდებოდა და ბოლოს მოქანცული, დაღონებული, მოტეხილი და დამორჩილებული მდგომარეობას, მომაქცევდა ცრემლმორეულს თვალებს... ღმერთო ჩემო, რა შემოხედვა იყო ხოლმე იმ წუთებში, რას წარმოსთქვავდნენ მისი თვალები და რამდენს აგრძნობინებდნენ მის მნახავს.

 

 ძნელი იყო, ძნელი იმის ყურება, ძმაო, და ჩემთვისაც შეუმნჩნეველი არ დამრჩა, მთლად მომიშალა ძარღვები და გულმა ფრიალი დამიწყო.

 

ასე რომ მეც საექიმოდ გამიხდა საქმე.

 

 ასე იტანჯებოდა რეზო და ასევე გვტანჯავდა ჩვენცა... ბოლოს, წარმოიდგინე რა ბედნიერებას და სიტკბოებას ვგრძნობდით, როდესაც მან სიტყვის წარმოთქმა შესძლო და პირველი სიტყვები შეგეხებოდათ თქვენა, თქვენს დაკარგვაზედ... ყველა თავის მეგობარს იგონებდა, ყველას ხილვა ენატრებოდა. კარგი, დიდებული იყო რეზო ამ წუთებში, თვით თავის თავის შებრალება ვერ წარმოედგინა თუ არ გულითადის მეგობრებთან ერთად... მაგრამ ეს ყველა კაცობასთან ერთად მწვავი, ღმერთო, რა რიგად მწვავი იყო!..

 

 ასე გრძელდებოდა დღეები და იმ წუთებში, როდესაც გული შიშით და გრძნობით სძგერდა , ფიქრი ხატავდა ჩაშავ-ჩაბნელებულს სურათებს, ავადმყოფმა მოიხედა..

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ეპისტოლარული / ყაზბეგი ალექსანდრე / პირადი წერილები