გრინვუდი ჯეიმს

პატარა მაწანწალა 

 

 

მთარგმნელი

 გ.უჯაბიძე

I

დედინაცვალი

ექვსი წლის ვიყავი, დედა რომ გარდამეცვალა. მამაჩემმა ცოლად მისის ბერკი შეირთო. დედინაცვალი ბოროტი და ეშმაკი ქალი გამოდგა. მუშაობით სულს მხდიდა: ჭიდან წყალს მაზიდვინებდა, სახლს მალაგებინებდა, საყიდ-ლებზე დუქან-დუქან დამარბენინებდა. ბავშვიც ჩემი მოსავლელი იყო, საჭმე-ლი კი არ ემეტებოდა. ყოველ დილით მამა სახარჯო ფულს უტოვებდა. ის ამ ფულით არაყს ყიდულობდა. გალოთებული უსასმელოდ ერთ დღესაც ვერ ძლებდა. დუქანში მონარჩენ, ხორცგაცლილ ძვლებს მაყიდვინებდა, მამას კი ატყუებდა, სადილად ესღა დაგვრჩაო.

მამა შებინდებისას ბრუნდებოდა. ბაზარში მწვანილს ჰყიდდა. მთელი დღის შრომით მოქანცულს შინ ცხელი კერძი ხვდებოდა. მე კი, ძალიან ხში-რად, დილიდან საღამომდე, პურის ქერქის ანაბარა ვიყავი, ამიტომ ხორცის და-ნახვაზე პირწყალი მომდიოდა. დედინაცვალი თვალს თუ შეასწრებდა, როცა მამაჩემი თავისი თეფშიდან რაიმეს მიწილადებდა, მაშინვე ტყუილებს მოჰყვე-ბოდა:

– ჯეიმს, გენაცვალე, ბავშვს ამდენს ნუ აჭმევ, თორემ მეტი მოუვა და ავად გახდება! საოცრად ხარბი ბიჭია. დღეს სადილზე იმდენი ხორცი გადმოვუღე, ორ კაცს ეყოფოდა.

– უყურე ამ საძაგელს! დამდგარა და პირში ისე მომჩერებია, თითქოს ერთი თვეა არაფერი ეჭამოს, მსუნაგო შენა! გასწი, ახლავე დაიძინე, ვიდრე არ გამიწ-კეპლიხარ! – მიყვიროდა მამაჩემი.

ცარიელი კუჭით ვწვებოდი. თავის გასამართლებლად სიტყვასაც ვერ ვამ-ბობდი.

ერთხელ დედინაცვალს ვიღაც ქალი ესტუმრა და სადილ-ვახშმისთვის და-ტოვებული ფული სასმელში დახარჯა. როცა სტუმარი წავიდა და დედინაცვა-ლი ცოტათი გამოფხიზლდა, შიშმა აიტანა: იცოდა, მამაჩემი ძალიან გაჯავრდე-ბოდა, როცა გაიგებდა, რომ მან ოჯახი უსადილოდ დატოვა. მეტი გზა არ იყო, ვახშმისათვის ფული როგორმე უნდა ეშოვნა. მაგრამ როგორ?

დედინაცვალი ტიროდა და საცოდავი ხმით მოთქვამდა:

– რა ვქნა მე უბედურმა? სადაცაა მამაშენი მოვა, ჯიმ, საყვარელო, გესმის?! მე კი ვახშამს ვერ დავახვედრებ! ცემით მომკლავს!

მისმა ცრემლებმა ამაღელვა. ხოლო, როცა ალერსიანად მითხრა: ჯიმ, საყვა-რელოო, გული ისე მომილბო, დედინაცვალთან მივედი და დამშვიდება და-ვუწყე. ვეკითხებოდი, იქნებ რაიმეში გამოგადგე-მეთქი.

 

 

– ჯიმ, ამას მხოლოდ სიტყვით მეუბნები, გულში სულ სხვას ფიქრობ. მარ-თალი ხარ. აბა, როგორ შეგებრალები: მუდამ ცუდად გექცევი! ოჰ, ნეტავ ახლა გადავრჩებოდე და ამის შემდეგ თითსაც არ დაგაკარებ!

ამ სიტყვებმა უფრო მეტად ამიჩუყა გული.

– მითხარით ოღონდ, რით დაგეხმაროთ და ყველაფერს გავაკეთებ, – ვარ-წმუნებდი.

– დახმარება, რა თქმა უნდა, შეგიძლია, მაგრამ არ მინდა გთხოვო. აი, ეს პენნახევარი გქონდეს და რაშიც გინდა, დახარჯე.

მისმა ხელგაშლილობამ გამაოცა და მეტი თავგამოდებით დავუწყე ხვეწნა, მითხარით, რით დაგეხმაროთ-მეთქი.

– აი, რა, ძვირფასო, – როგორც იქნა ხმა ამოიღო მისის ბერკმა. – მამაშენს უთხარი, რომ მე ფული მოგეცი და შენი დაიკოს წამლის საყიდლად აფთიაქში გაგგზავნე, ჰოდა, ვითომ გზაში ეს ფული დაკარგე. ჯიმ, საყვარელო, ამის თქმა ხომ არ არის ძნელი?

– მერე, მამამ რომ მცემოს?

– რას ამბობ, საყვარელო, ეგ როგორ მოხდება? მე ხომ აქ ვიქნები! მამაშენს ვეტყვი, გზაში ერთი ახმახი ვიღაც დასჯახებია, ხელი გაუკრავს, ფული გამოუ-ტაცია და გაქცეულა-მეთქი. ასე რომ, შენ ბრალი არაფერში დაგედება. მამაშენი არა გცემს, დარწმუნებული იყავი! ახლა წადი და გაისეირნე, მაგ პენნახევრით რაც მოგეწონოს, ის იყიდე.

წავედი, მაგრამ გულში მაინც მოუსვენრობას ვგრძნობდი. შინ მისვლას გან-გებ არ ვჩქარობდი, რომ დედინაცვალს მამაჩემისთვის ამ ამბის თქმა მოესწრო.

როცა დავბრუნდი, მამა კარებში ტყავის ქამარმომარჯვებული დამხვდა.

– მობრძანდი, არამზადავ! – დამიყვირა და ყურში ხელი ჩამავლო. – ჩემი ფული სად არის, რა უყავი? ახლავე თქვი!

– დავკარგე, მამა! – შეშინებულმა ჩავილაპარაკე და მისის ბერკს მუდარით შევხედე. მისგან გამოსარჩლებას ველოდი.

– დაკარგე? მაინც სად დაკარგე?

– პოლისთვის წამლის საყიდლად მივდიოდი, უცებ ვიღაც დიდი ბიჭი მე-ცა, ფული ხელიდან გამომგლიჯა...

– ხომ არ გგონია, მაგ შენი ზღაპრებისა მჯერა! – დამიღრიალა ბრაზისაგან გაფითრებულმა მამამ.

მის უნდობლობას დიდად არ გავუკვირვებივარ, მაგრამ თავზარი დამეცა, როცა დედინაცვალმა დამცინავად ჩაილაპარაკა:

– ჰო, მეც ასეთი ტყუილი მითხრა. ერთი ისიც ჰკითხე, ჯეიმს, აქამდე სად დაეხეტებოდა ან წინსაფარზე ცხიმის ლაქები რატომ აჩნია?

 

 

წინსაფარზე იმ მსუყე ღვეზელის ლაქები მართლა მაჩნდა, მისის ბერკის მოცემული პენნახევრით რომ ვიყიდე.

– უჰ, შე გაიძვერა, ქურდო! – დამიღრიალა მამაჩემმა. – ფული მომპარე და დახარჯე კიდეც?!

– ჰო, ჯეიმს, გირჩევ, ერთი კარგად გაწკეპლო. – თქვა იმ ცბიერმა ქალმა.

მამაჩემი სქელი ტყავის ქამრით მანამდე მცემდა, სანამ სისხლმა არ გამოჟო-ნა, ისიც იქვე იდგა. ვუყვებოდი ამ ფულის ამბავს, მაგრამ მამა ყურს არ მიგდებ-და და მანამდე მცემდა, ვიდრე ხელი არ დაეღალა. შემდეგ ერთ ბნელ ოთახში შემაგდეს და დაღამებამდე იქ დამტოვეს. ჩემმა დედინაცვალმა რაღაც მოიმი-ზეზა, ოთახში შემობრუნდა და მამაჩემის გასაგონად ხმამაღლა ბრძანა:

– ყმაწვილო, იმედია, ახლა მაინც ისწავლი ჭკუას. იცოდე, არ დაგავიწყდეს, ძილის წინ ღმერთს შენდობა შესთხოვე!

ო, რა საშინლად მძულდა მაშინ ჩემი დედინაცვალი! სიბრაზისაგან სის-ხლიანი იარების ტკივილსაც ვეღარ ვგრძნობდი.

მამას ამ ცბიერი ქალისა ბრმად სჯეროდა. ჩემგან მოითხოვდა მშობელ დე-დასავით მყვარებოდა. ერთ საღამოს მამამ შინ ვიღაც ახალგაზრდა კაცი მოიყ-ვანა. ერთი ბოთლი რომის საყიდლად გამგზავნა. რომი რომ მოვიტანე, სტუ-მარმა სასმისები შეავსო და მამაჩემისა და დედინაცვლის სადღეგრძელო შესვა. ორივეს ბედნიერება უსურვა. მათი სადღეგრძელოები მე სრულებითაც არ მა-ინტერესებდა. ჰოდა, ის იყო წასასვლელად მოვემზადე, რომ მამამ შემაჩერა.

– ჯიმ, აქ მოდი, – მითხრა მან. – ხედავ, სკამზე ვინა ზის?

– რა თქმა უნდა, ვხედავ. ჩემი დედინაცვალი მისის ბერკი, – მივუგე მე.

– დედინაცვლის დაძახება არ გაბედო. ის დედინაცვალი არ არის! – დამიყ-ვირა მამამ.

– მაშ, ვინ არის?!

– ვინა და, დედაა შენი, ჰოდა, ასეც უნდა დაუძახო! მშობელ დედასავით უნდა გიყვარდეს. მიდი და ახლავე აკოცე.

მამაჩემის სიტყვებში მაინცდამაინც სამწუხარო არაფერი იყო, მაგრამ ეს რომ მითხრა, მწარედ ავტირდი.

– ერთი ჰკითხეთ ამ საძაგელს, რას იწირპლება? – იყვირა მამამ.

– თავი დაანებე, ჩემო კარგო, ძალიან ჯიუტი ბიჭია... თუმცა შენც კარგად იცი, რა უვარგისია!

მე ტირილს ვუმატე, რადგან განსვენებული დედა ძალიან მიყვარდა და გუ-ლი მტკიოდა, რომ ამ საზიზღარი ცბიერი ქალისთვის დედა უნდა დამეძახნა.

 

 

მამა გაბრაზდა და მაგიდაზე მუშტი დაჰკრა.

– კმარა, ამ პატარა ბიჭს თავი დაანებეთ, – თქვა სტუმარმა. – რამდენი წლი-საა, ჯეიმს? – ჰკითხა მან მამას.

– მეშვიდე წელშია.

– ჰოო, მაშ ლუკმაპურის შოვნას მალე თვითონვე შეძლებს.

– ეჰ, როგორ არა, რა ხანია! შეხედეთ, რამოდენა ბიჭია! დროა, ფული იშო-ვოს. უსაქმურობა ეყოფა. – აყბედდა დედინაცვალი.

– რატომ, ბიჭი არც ისე უსაქმოდაა, – უკმაყოფილოდ თქვა მამაჩემმა. – მთე-ლი დღე პოლის უვლის.

– ეგ რა საქმეა! ზის თავისთვის, ხელში მშვენიერი ბალღი უჭირავს ან სუ-ლაც სადმე მიაგდებს და თამაშობს.

– მე კი ერთ რამეს გეტყვით, ბავშვის მოვლაზე ძნელი არაფერია, – თქვა სტუმარმა. – ამ მშვენიერი საქმის გაკეთებას მეც მაიძულებდნენ, მაგრამ პირვე-ლი შესაძლებლობისთანავე მივატოვე, თუმცა ამის შემდეგ ძაღლივით ყეფა და-ვიწყე.

ეს რომ თქვა, კეთილმა სტუმარმა ხელში პენი ჩამიდო. ერთი სული მქონ-და, მალე გავპარულიყავი და ამ ფულით რაიმე მეყიდა. უფროსების ლაპარაკს ყურს აღარ ვუგდებდი. მხოლოდ იმ ახალგაზრდა კაცის ნათქვამი, ყეფა დავიწ-ყეო, რომ თქვა, გონებაში ჩამრჩა. ბავშვის მოვლას ძაღლივით ყეფა მერჩივნა. მაგრამ ჩემი ყეფა ვის რაში გამოადგებოდა? მინახავს, მწყემსი ფარას რომ მიე-რეკება, ბიჭები ცხვრის მოგროვებაში შველიან, თან ყეფენ და ძაღლებივით წკმუიან. მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ ასეთი საქმისათვის ფულს იძლეოდნენ. ნეტავ მეცხვარეს ყეფისთვის ბიჭების დაქირავება რად სჭირდება? ნამდვილი ძაღლის შენახვა უფრო იაფი არაა? – ვფიქრობდი ჩემთვის. მერე, სტუმარმა რომ თქვა, ყეფა ბავშვის მოვლაზე ადვილიაო, მან რა იცის, რა ცუ-დად ვცხოვრობ, როგორ მტანჯავს ბოროტი დედინაცვალი! რომ მამა ჩემზე სულ არ ზრუნავს.

II

ახალი გასაჭირი. გაქცევა

ჩემი და პოლი არც დღით, არც ღამით არ მასვენებდა. პოლის ჩემს ლოგინ-ში აძინებდნენ და როცა ვწვებოდი, ვცდილობდი, არ გამეღვიძებინა. თუ ამას შევძლებდი, სამი-ოთხი საათი მშვიდად მეძინა. ღამის ორი საათისთვის გოგო-ნა იღვიძებდა და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, გაჰკიოდა. ვერაფრით დააწყნა-რებდი, აუცილებლად რაიმე უნდა მიგეცა. ვიდრე საჭმელი ჰქონდა, გოგონა ჩუმად იყო, მაგრამ ღამით განსაკუთრებული ჭამის მადა ეძლეოდა, მთელ მა-რაგს ერთბაშად ანადგურებდა და მერე ისევ გაჰყვიროდა. არავითარი მოფერე-ბა, სიმღერა და დაყვავება მასზე არ ჭრიდა. დედა! დედაო! ისე ღრიალებდა, რომ მისი ხმა ქუჩის ბოლოს ისმოდა.

ოღონდ გამეჩუმებინა და რას არ გავაკეთებდი.

– პოლი, არ გინდა, სასეირნოდ წაგიყვანო? – ვეკითხებოდი. ზოგჯერ, როცა ნათელი მთვარიანი ღამე იყო, მთანხმდებოდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, სასეირნოდ ვერ წავიდოდით, მაგრამ პოლი ამას ვერ ხვდებოდა. ორივენი ვიცმევდით, თითქოს მართლაც ქუჩაში გასასვლელად ვემზადებოდით, თავზე დედინაც-

ვლის შლაპას ვახურავდი, მხრებზე ჩემს ქურთუკს შემოვაცმევდი, მე მამაჩემის ძველი ბეწვის ქუდს ვიხურავდი, რომელიც ლეიბის ქვეშ მქონდა ამოდებული. როცა ორივენი გამოვეწყობოდით, მე დედინაცვლის ხმით ვამბობდი:

– ჯიმ, შენ და პოლი წადით, შაქარყინულის დუქანში გაისეირნეთ!

მერე ჩემი ხმით ვუპასუხებდი:

– ჩვენ მზადა ვართ, უკვე მივდივართ!

ამის შემდეგ სასეირნოდ მივდიოდით, მაგრამ კარებს ვერაფრით ვაგნებ-დით. მთელი ოინიც ამაში იყო. შაქარყინულის საყიდლად ქუჩაში უნდა გავსუ-ლიყავით, ჩვენ კი კარებს ვერა და ვერ ვპოულობდით. ამ შემთხვევაში ის დიდი შლაპა, პოლის თავზე რომ ეხურა, ძალიან მშველოდა. ხშირად პოლი ნახევარი საათის სეირნობის შემდეგ ჩემს ხელში იძინებდა და ლოგინზე ფრთხილად ვაწვენდი. ზოგჯერ ისიც ხდებოდა, – და ეს ყველაზე უარესი იყო, – რომ პოლის სასეირნოდ წასვლა სულაც არ ეწადა. ტყუილად ვპირდებოდი შაქარყინულს, ძაღლივითაც ტყუილად ვყეფდი, კატასავით ვკნაოდი, ინდაურებს, გოჭებსა და წიწილებს ვაჯავრებდი. მას კი არაფრის გაგონება და არც არაფრის მოსმენა არ სურდა. «პული, პულიო», ხმამაღლა მოითხოვდა. «პულს» პურს ეძახდა და ყვე-ლა ჩემს დარიგებაზე მხოლოდ ამას გაჰყვიროდა. ამ დროს კედლის მეორე მხრიდან კაკუნი ატყდებოდა. დედინაცვალი კედელს იატაკის საწმენდ ჯოხს უბაგუნებდა.

– შე ბოროტო, რას უშვრები საწყალ ბავშვს?

– პურს მთხოვს.

– მერე, შე ზარმაცო, არ შეგიძლია, ადგე და მისცე?

– რა მივცე, სულ გაათავა!

– როგორ თუ სულ გაათავა, მატყუარავ! გეტყობა, შენი საზიზღარი ჩვეუ-ლება არ მოიშალე, საბრალო ბავშვს ყველაფერი შეუჭამე! მოთმინებიდან არ გა-მომიყვანო, ეხლავე გააჩუმე, თორემ მოგხვდება!

ვიცოდი, მართლა მომხვდებოდა და აცრემლებული პოლის ვევედრებოდი, გაჩუმდი-მეთქი. მაგრამ ამაოდ! როგორც კი დედინაცვლის ხმა შემოესმებოდა, ღრიალს უმატებდა. შიშისაგან აცახცახებულს მეორე ოთახიდან ნაბიჯების ხმა, კარის სახელურის ჭრიალი მესმოდა. განრისხებული დედინაცვალი ღამის პე-რანგის ამარა ოთახში შემოიჭრებოდა, მომვარდებოდა და უმოწყალოდ მირ-ტყამდა. ბალიშზე თავით ისე ღონივრად დამაკრავდა, რომ დაყვირებასაც ვერ ვახერხებდი.

მამამ არ იცოდა, რა დღეში მაგდებდა დედინაცვალი, რომელიც მის გასაგო-ნად ხმამაღლა მეუბნებოდა, ბავშვის საჭმელისთვის თუ კიდევ ხელი გიხლია, გცემო.

– ტყუილად რას ემუქრები მაგ ღორმუცელას, ერთი კარგად მიბეგვე, ხომ ხედავ, არაფრად გაგდებს! – ყვიროდა მამაჩემი მეორე ოთახიდან.

– მოთმინება მალე მეც აღარ მეყოფა! მიფრთხილდი, უქნარავ! – მეუბნებო-და დედინაცვალი. მერე თავის ოთახში ბრუნდებოდა და მამას ეუბნებოდა:

– ჯეიმს, ნუ ვცემთ, ცემით ბავშვი კარგს ვერაფერს ისწავლისო.

საოცარი ის იყო, ჩხუბის მერე პოლი ზღარბივით დამრგვალდებოდა და ისე გემრიელად ჩაიძინებდა, თითქოს არც არაფერი მომხდარაო. სწორედ ამი-ტომ ეგონა მამას, რომ თუ მოვინდომებდი, მისი გაჩუმება ყოველთვის შემეძ-ლო. ერთხელაც იყო ვერ მოვითმინე და მამას შევჩივლე:

– სულაც არ მეცოდები! – მიპასუხა მამამ. – შენნაირ ჯიუტ და საძაგელ ბიჭს ჭკუის სწავლება სჭირდება.

– არა, მალე ვეღარ ამიგდებს მასხრად: დიდი გავიზრდები, ვუჩვენებ სეირს! – ვთქვი მე.

მამამ შემომხედა და გაიცინა.

– დიდი რომ ვიყო, – განვაგრძობდი მისი სიცილით გამხნევებული, – ცხვირს გავუტეხდი, ფეხებს გადავუმტვრევდი, ჭირივითა მძულს!

– გეყოფა სისულელეების როშვა, – გამაჩერა მამამ.

– გატყუილებს. წუთიც არა მაქვს მოცლა, სულ პოლის ვეთამაშები.

– რა დიდი საქმეა ბავშვის ყურისგდება! შენოდენა ბიჭები ფულს შოულო-ბენ!

– მამა, მეც მინდა ვიმუშაო.

– სამუშაოს მოძებნა უნდა, თავისით არ მოვა! დილის ოთხ საათზე ბაზარში რომ მივდივარ, მაშინ შენ გძინავს, შენზე უფრო პატარა ბიჭები ამ დროს უკვე იქ არიან. თუ გამოიმუშავებენ ორიოდე პენსს, საჭმელსაც ჭამენ, არადა, მშივრე-ბი სხედან.

– მამა, რიგიანი არც შარვალი მაქვს, არც წინდები და არც ფეხსაცმელები. სამუშაოს საძებნელად როგორ წავიდე?

– შე სულელო! ხომ არ გგონია, სამუშაოზე მორთულ-მოკაზმულმა უნდა იარო? იმ ბიჭებს, პერანგის გარდა, არაფერი აბადიათ, მაგრამ საქმეს სხვაზე ნაკლებ არ აკეთებენ: თევზეულს ეზიდებიან, კალათებით კარტოფილი გადა-აქვთ, საქონლით დატვირთულ ნავებსა და საზიდრებს დარაჯობენ. შენ კი სა-მუშაოზე ქათქათა პერანგითა და ხელთათმანებით გინდა წახვიდე? კარგი ვინ-მე ხარ!

მამამ ზურგი შემაქცია და წავიდა.

დედინაცვალი, რაც დრო გადიოდა, მით უფრო ცუდად მეპყრობოდა. ჩემი მდგომარეობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაუარესდა, რაც მამამ ერთხელ მთვრალი ნახა და სცემა. ვინ იცის, რამდენჯერ მშიერი დავრჩებოდი, მოხუც მრეცხავს, მისის უინკშიპს რომ არ შევბრალებოდი. მისის უინკშიპი დიდი ხა-ნია იცნობდა დედაჩემს და მას ყოველთვის აქებდა. «იგი მამაშენისათვის ზედ-მეტად კარგი იყო, მამაშენი კი ამ გაიძვერა, ბოროტი ქალისთვისაა ზედმეტად კარგიო», – მეტყოდა ხოლმე. ჩემს ყველა გულისტკივილს მისის უინკშიპს ვუ-ზიარებდი. ის სამზარეულოში დამიძახებდა ხოლმე და სადილის ნარჩენებს მაჭმევდა. ზოგჯერ მოვიდოდა, პოლის გამომართმევდა და ცოტა ხნით ბიჭებ-თან სათამაშოდ მიშვებდა. მისის უინკშიპს ვკითხე, «მყეფავი» რას ნიშნავს-მეთქი. მან ამიხსნა, ასე პატარა ბიჭებს ეძახიან, მათ დამტარებელი ქირაობს, რა-

თა ტვირთიანი ურიკა აზიდვინოს და ყურადღებით იყოს, ვიდრე მეპატრონე საქონელს ყიდულობს, ამას გარდა, მუშტარიც მიიზიდოსო.

– თუ გახსოვთ, ყველაზე პატარა «მყეფავი» რა ხნისა იქნებოდა? – დავინტე-რესდი მე.

– მე რომ მინახავს, ისინი მხრებამდე თუ მოგწვდებოდნენ. თუმცა სიმაღ-ლეს მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია, კარგი ხმა გქონდეს.

მისის უინკშიპი დიდხანს მიხსნიდა, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა გამყიდ-ველისთვის საქონლის მაღალი, სასიამოვნო ხმით შექების უნარს, რომ ყველა საქონელს სხვადასხვანაირი ხმით სჭირდებოდა შექება. მენახშირეები ასე გაჰ-ყვირიან, რძის გამყიდველები კი ისეო.

ამის შემდეგ სულ იმის ფიქრი მაწამებდა, მქონდა თუ არა მუსიკალური ხმა. ჩემი დედინაცვალი კარგ მომღერლად ითვლებოდა. მე მისგან რამდენიმე სიმღერა ვისწავლე და, ჩემი აზრით, ცუდად არ ვმღეროდი. მაგრამ, ვინ იცის, იქნებ ჩემი ხმა სასიმღეროდ კარგი იყო, თევზის ან ხილის შესათავაზებლად კი უვარგისი გამომდგარიყო. რადაც არ უნდა დამჯდომოდა, დედინაცვლისგან თავი უნდა დამეღწია. მე «მყეფავობის» გარდა სხვა ვერაფერი მომეფიქრებინა. რამდენიმეჯერ ვცადე მეყვირა ხან ერთი და ხან მეორე დამტარებლის მსგავ-სად, ვერ ვხვდებოდი კარგად ვყვიროდი თუ ცუდად.

ერთხელ, კიბეზე ვიჯექი, ხელში პატარა პოლი მეჭირა, ფიქრებში წავედი. უცაბედად ბავშვი ხელიდან დამივარდა და საფეხურებზე დაგორდა. მისის ბერკს ბავშვის წივილი რომ შემოესმა, ელვის სისწრაფით მომვარდა. თავის მართლებაზე ყური არ მიგდო, არც ძირს დაგდებული ბავშვი აიყვანა, თმებში მწვდა და თავი კედელზე მიმანარცხებინა. უნდოდა ყურით ვეთრიე, მაგრამ მე დავუსხლტი და ყურის ნაცვლად ფრჩხილებით მხოლოდ ლოყა დამაკაწრა. შემდეგ მუშტებით დამიწყო ცემა. ცხვირზე ისე მომიჭირა, სიმწრისაგან კინაღამ გავგიჟდი. გაგიჟებას, ალბათ, არც არაფერი მაკლდა, რადგან ვეცი და ცერა თითზე ვუკბინე. დედინაცვალმა სიმწრისაგან შეჰყვირა და ხელი მიშვა. ამით ვისარგებლე, ხელიდან დავუსხლტი და ჩვენს მოსახვევში რაც ძალი და ღონე მქონდა მოვკურცხლე.

III

საღამო სმიტფილდის ბაზარზე.

სერიოზული საფრთხე მემუქრება

არ ვიცი, მომდევდა თუ არა მისის ბერკი, ისე გავრბოდი, უკან ერთხელაც არ მომიხედავს. მრეცხავმა მისის უინკშიპმა დამინახა, შეშინებულ სახეზე შე-მატყო, რომ დიდ საფრთხეს გავურბოდი, და დამიყვირა:

– ჩქარა, ჯიმ, გაიქეცი, არ დაგეწიონ!

ჩვენი შესახვევიდან ტერნმილსტრიტზე გავედი და სმიტფილდის ბაზრის-კენ მოვკურცხლე. ვიცოდი, მისის ბერკი აქ უფრო ადვილად დამეწეოდა, ვიდ-რე ბაზრის ვიწრო გასასვლელებსა და კუთხე-კუნჭულებში.

იმ დღეს ბაზრობა არ იყო და მოედანზე კაციშვილი არ ჭაჭანებდა. ამ ადგი-ლებს კარგად ვიცნობდი. მე და ჩემი ამხანაგები აქ სათამაშოდ დავდიოდით. მომაგონდა, ბიჭებს «ღორების რიგისკენ» სიარული არ უყვარდათ და სწორედ იქითკენ წავედი. ყველაზე მაღალ დახლზე ავძვერი და ირგვლივ მიმოვიხედე. მისის ბერკი არ ჩანდა. სირბილისაგან სული მეხუთებოდა. ტკივილისა და ბოღმისაგან ვტიროდი. ჩემი ცრემლები ლოყებზე ჩამონაჟონ სისხლს ერთვოდა. უქუდოს, ფეხშიშველას და ტალახით მოთხვრილს ტანზე დაძენძილი, საკერებ-ლებით აჭრელებული ქურთუკი მეცვა.

მაისის იმ თბილ საღამოს ვიჯექი დახლზე და მხოლოდ იმას ვფიქრობდი, მისის ბერკი სადმე კუთხეში არ იყოს მიმალული და უცებ არ მომვარდეს-მეთ-ქი. გაფაციცებული აქეთ-იქით ვიყურებოდი და უმნიშვნელო ფაჩუნზედაც ვკრთოდი. დრო გადიოდა, მაგრამ მტერი არსად ჩანდა. თანდათან დავმშვიდ-დი. ეკლესიის ზარმა ოთხი საათისა დარეკა. მაშინღა გამოვერკვიე და ჩავფიქ-რდი: რა მექნა, შინ დავბრუნებულიყავი? არა, ეს შეუძლებელი იყო! დედინაც-ვალი ცემით მომკლავდა. შეეძლო ისე მომქცეოდა, როგორც მოესურვებოდა. მამას ნაკბენ თითს უჩვენებდა. მე რით ვიმართლებდი თავს? ხომ მართლა ვუკ-ბინე, საძაგლად მოვიქეცი! ბავშვიც დამივარდა. ნაბრძანები კი მქონდა, წყნა-რად ვმჯდარიყავი და ბავშვი ხელში ფრთხილად მჭეროდა. საწყალი პოლი! ვინ იცის, როგორ დაშავდა! ისეთი წიოკობით დაგორდა, ალბათ ძვალიც არ შერჩენია მთელი. ამიტომაც არ დამედევნა დედინაცვალი. არა, შინ დაბრუნება-ზე ფიქრიც არ შეიძლებოდა.

სად წავსულიყავი? ამასობაში დაბინდდა კიდეც. ქუჩებში ფარნები აანთეს. ღორების რიგში ჯდომა ძალიან არასასიამოვნო იყო. სხვა რიგში გადავინაც-ვლე. რაიმე უნდა მომეფიქრებინა. უკვე ბნელდებოდა. შიმშილიც უფრო მეტად მაწუხებდა. ვფიქრობდი: რა მოხდება, შინ რომ დავბრუნდე-მეთქი? ვიგონებდი ყველაზე უმკაცრეს სასჯელს, რაც დედინაცვლისგან მიგემნია. ვცდილობდი, წარმომედგინა, ამგვარ დასჯას თუ გავუძლებდი. მოულოდნელად ვიღაცამ ხე-ლი შემახო. ავიხედე, ჩემ წინ უცნობი კაცი იდგა, ხელში ორი პენსი ეჭირა.

– ჰა, მოთხუპნულო, გამომართვი და პური იყიდე! – მითხრა თანაგრძნო-ბით.

ვიდრე გონს მოვიდოდი, გამვლელი სიბნელეში გაუჩინარდა, მადლობაც არ მითქვამს, არ ვიცოდი, ამ ფულის მიღება გამხარებოდა თუ არა. რატომ უბ-რალოდ არ მითხრა: «აი შენ, ორი პენსიო!» თხუპნიას სხვებიც მეძახდნენ, მაგ-რამ არასდროს არ მწყინდა. რატომ მითხრა, პური იყიდეო, თითქოს მე მათხო-ვარი ვიყო! საკუთარი თავის ღირსება რომ დამეცვა, ხმამაღლა რიხიანად გავძა-ხე იმ მხარეს, საითაც ჩემი გულშემატკივარი გაუჩინარდა:

– სულაც არ მინდა პური! რაც მომესურვება, იმას ვიყიდი!

მტკიცედ გადავწყვიტე, იმ კაცის ჯიბრზე სხვაგვარად მოვქცეულიყავი. განგებ გვერდს ვუვლიდი საფუნთუშეებს და მხოლოდ ტკბილეულობაზე ვფიქრობდი. ამასობაში ერთ პატარა დუქანს მივადექი, სადაც ხილფაფა იყიდე-ბოდა. ყველა ქილას ფასი ეწერა. ნერწყვი განსაკუთრებით ქლიავის ხილფაფის დანახვაზე მომივიდა. ქილას ეწერა: «ერთი ფუნტი – თვრამეტი პენსი». თითებ-ზე თვლას მოვყევი და გამოვიანგარიშე, რომ ორი უნცია ხილფაფა ორი პენსი და ერთი ფარტინგი ეღირებოდა, მართალია, ერთი ფარტინგი არ მყოფნიდა, მაგრამ არა უშავდა, უბრალოდ, ორი პენსის ხილფაფას ვითხოვდი. ორი პენსი კარგი ფული იყო, ნახევარ პენზე ბევრად მეტი.

– თუ შეიძლება, ორი პენსის ქლიავის ხილფაფა მომეცით! – ვიმეორებდი ჩემთვის. დუქნის ზღურბლს რომ გადავაბიჯე, ვიღაცამ ისეთი სილა მტკიცა, უნებლიეთ დავბარბაცდი.

– დაიკარგე აქედან! – დამიყვირა დუქნის პატრონმა დედაბერმა. – ათი წუ-თია გითვალთვალებ, საძაგელო ქურდბაცაცავ, შენა!

ესა თქვა და კარები მომიჯახუნა.

საშინლად მეწყინა. მრცხვენია კიდეც ამას რომ ვიგონებ, ქუჩაში ქვებს და-ვუწყე ძებნა, მინდოდა იმ საზიზღარი ქალის დუქნისთვის ფანჯრის მინები ჩა-მემსხვრია. მაგრამ ამ დროს საიდანღაც ისეთი მადისაღმძვრელი სუნი მეცა, რომ ჩემი გულისწყრომა მაშინვე გაქრა.

ეს საამური სუნი სასაუზმიდან გამოდიოდა. ალბათ ის-ის იყო ღუმელიდან მადისაღმძვრელი ღვეზელები გამოიღეს. რა ცუდ დღეში ჩავვარდებოდი, ჩემი ორი პენსი იმ ერთი ბეწო ხილფაფაში რომ დამეხარჯა! წუთითაც არ შევყოყმა-ნებულვარ, სასაუზმეში შევედი. ერთი ღვეზელი, ნახევარი პენის ბარდის პუ-დინგი და შემწვარი კარტოფილი გამოვართვი. მინდოდა ჩემს ვახშამს მაშინვე შევდგომოდი, მაგრამ გამიგონია, ქვეყნად ბევრი ბოროტი ადამიანი ცხოვრობს, ისინი უმწეო ბავშვებს უთვალთვალებენ და ძარცვავენო. ამიტომ ყველაფერი კომბოსტოს ფოთოლში გავახვიე, იღლიაში ამოვიდე და ისევ ღორების რიგში დავბრუნდი. ნამცეციც არ დამრჩენია, ისე გადავსანსლე.

მაძღარი ვიყავი-მეთქი, ვერ ვიტყვი, ამაზე სამჯერ მეტსაც შევჭამდი, მაგრამ საჭმელმა შიმშილი ცოტათი დამიოკა. ფიქრმა ისევ პატარა პოლისთან წამიღო. ნეტავ ახლა როგორ არის? თუმცა ლაპარაკი არ იცოდა, მაგრამ ვგრძნობდი, რო-ცა ვტიროდი, ძალიან წუხდა. თუ მისის ბერკი მცემდა, პოლი თავის პაწაწინა ხელებს ყელზე შემომხვევდა და ნაზად მკოცნიდა.

დარდი შემომაწვა, გადავწყვიტე, შინ წავსულიყავი ან ჩვენი შესახვევის ახ-ლოს მანამდე მებორიალა, ვიდრე რომელიმე მეზობელი ჩვენი სახლის ამბებს მეტყოდა.

უკვე ბნელდებოდა და სმიტფილდის ბაზრისკენ მიმავალ გზაზე თანდათან უფრო ნაკლები მგზავრები მხვდებოდნენ. ძალიან ფრთხილად მივდიოდი, აქეთ-იქით ვიყურებოდი და როცა მამაჩემის ან მისის ბერკის მსგავს ვინმეს და-ვინახავდი, ჭიშკარს ავეკვრებოდი. მაგრამ ჩემი შიში ზედმეტი გამოდგა და ტერნმილსტრიტის ნახევარი უვნებლად გავიარე. უცებ ჩვენი შესახვევიდან

ოცი საჟენის მანძილზე ერთ ჩემს მეგობარს, სამი თუ ოთხი წლით უფროს ბიჭს ჯერი პეიპს შევეჩეხე. თუმცა, მე კი არა, თვითონ შემეჩეხა. ქუჩა პირდაპირ გადმოჭრა და ორივე ხელით ისე ჩამბღუჯა, თითქოს ჩემმა ნახვამ ძალიან გაა-ხარა.

– ჯიმ! მეგობარო! საით გაგიწევია? – შეჰყვირა მან.

– თვითონაც არ ვიცი, მინდოდა შინ მივსულიყავი და მენახა...

– როგორ, შინ არ ყოფილხარ? დილას რომ გაიქეცი, მას შემდეგ არ ყოფილ-ხარ?

– ჰო, მთელი დღე ქუჩაში გავატარე. ჩვენთან რა ხდება, პატარა პოლისთვის თვალი ხომ არ მოგიკრავს?

პეიპი პასუხს აყოვნებდა.

– თუ არ ყოფილხარ, ახლავე წადი! – მითხრა მან, საყელოში ხელი ჩამავლო და ჩვენი შესახვევისაკენ მიბიძგა. – წამოდი, წავიდეთ!

ჯერის საქციელმა დამაეჭვა.

– როცა მინდა, შინ მაშინ წავალ, ჩემს წაყვანას არავინ გკითხავს. – ვთქვი მე და ქვაფენილზე ჩამოვჯექი.

– მე მიმყავხარ? მოიგონა, რა! რატომ უნდა მიმყავდე! შენ თვითონ არა თქვი, შინ მივდივარო? ღირსი ხარ, რომ ვინმე დაგეხმაროს!

– რა დახმარებაზე მელაპარაკები?

– რაზე და, ძალიან ჩვეულებრივზე! იქ, ჩვენთან, შესახვევში, ყველანი ტი-რიან! მამაშენიც, შენი დედინაცვალიც და პატარა პოლიც, იმათი საცოდაობით აღარა ვართ! უშენოდ ვახშმადაც არ სხდებიან. მერედა, ვახშმად რა აქვთ, არ იკითხავ? ვეებერთელა ხორცის პუდინგი თავის კარტოფილებიანად. ვიფიქრე, ესენი აქ თავებს იხოცავენ, საყვარელ ჯიმს ელიან, ჯიმი კი ქუჩა-ქუჩა დაწანწა-ლებს და შინ მისვლისა ეშინია, წავალ და ვეტყვი, საშიში არაფერია-მეთქი. და აი, წამოვედი. შენ კი ქვაფენილზე გორაობ და გგონია, რომ გატყუებ!

სახეში ჯიქურ შევხედე. გაზის ფარნის შუქზე ჯერის სახე ისეთი პატიოსა-ნი მეჩვენა, რომ მეტად აღარ დავეჭვებულვარ. თუმცა, რაც თქვა, თითქმის და-უჯერებელი ამბავი იყო. ყველანი ჩემზე ტირიან? სიყვარულით მიგონებენ? ხორცის პუდინგიც ჩემი გულისთვის ცივდება? სინდისის ქენჯნა ვიგრძენი. თვალებზე ცრემლი მომადგა.

– ჯერი, მართალს ამბობ? – შევყვირე და წამოვხტი. – დარწმუნებული ხარ, რომ მართალს მეუბნები? თორემ, ხომ იცი, რა დღეც დამადგება, როგორ მცემს და თმით მათრევს დედინაცვალი.

 

 

– ტყუილს რატომ უნდა გეუბნებოდე? ყველანი ისე ზმუიან, თითქოს მთელ სახლს ცეცხლი მოდებოდეს. მამაშენი ხომ ყველაზე მეტს მოთქვამს! თუ ჩემი არა გჯერა, წამო, ჩვენს შესახვევთან დადექი: მამაშენის ხმა უინკშიპის სახლამ-დე აღწევს. დარდისაგან ლამის თავი ჩამოიხრჩოს!

– პოლი? პოლი როგორღა არის? არაფერი დაშავებია? კიბეზე რომ დაგორ-და, რამე ხომ არ იტკინა? ცხვირიდან სისხლი წასკდა ან თავზე კოპი ხომ არ აზის?

– აი, თურმე რისა გშინებია! – მხიარულად თქვა ჯერიმ. – დამშვიდდი, სავ-სებით ჯანმრთელადაა. ხელში რომ აიყვანეს, გიჟივით იცინოდა. დასტაცეს ხე-ლი და ექიმთან გააქანეს...

– ექიმთან რაღად წაიყვანეს, აკი თქვი, არაფერი დაშავებიაო?!

– ნუთუ ისა ვთქვი, ექიმთან წაიყვანეს-მეთქი? – ჩაილაპარაკა ჯერიმ და დაბნეული იქით მიბრუნდა.

– ჰო, პეიპ, როგორ არა, ექიმთან წაიყვანესო, ასე მითხარი!

– მაგრამ ის ხომ არ მითქვამს, რისთვის წაიყვანეს. მე მხოლოდ იმას ვამბობ-დი, როცა აიყვანეს, იცინოდა-მეთქი. ისე ძალიან იცინოდა, რომ შეშინდნენ კი-დევაც, ავად ხომ არ არისო, და ექიმთან წაიყვანეს.

ამგვარი განმარტებით გულდაარხეინებულმა ჩვენი შესახვევისაკენ მხია-რული ხტუნვით გავწიე. ჯერიც მასლაათით გვერდით მომყვებოდა. შესახვე-ვამდე რამდენიმე ნაბიჯი გვქონდა დარჩენილი, რომ უცებ ჩვენკენ ერთმა ბიჭმა ისკუპა (იმასთან ერთად რამდენჯერმე მეც მითამაშია) და ხელი მტაცა.

– დავიჭირეთ! დავიჭირეთ! – შეჰყვირა მან. – შუაზე გავიყოფთ, არა, ჯერი? თქვი, ხომ შუაზე გავიყოფთ?

– არაფერიც! – დაუყვირა ჯერიმ და იმან მეორე მკლავზე მტაცა ხელი. – არაფერსაც არ გაგიყოფ! რაც მამამისი შინ მოვიდა, მას შემდეგ ამას დავდევ! პირველად მე დავიჭირე!

– მე გეუბნები, შუაზე-მეთქი! – თქვა მეორე ბიჭმა და ხელი წინანდელზე მეტად მომიჭირა. – მას მერე, რაც თქვენ ერთმანეთს შეხვდით, გითვალთვა-ლებთ, უჩემოდ სახლამდე მაინც ვერ მიიყვან!

– თავიდან მომწყდი! ხომ გაიგე, რა თქვა ჯეიმს ბალიზეტმა? ვინც დაიჭერს და შინ მომიყვანს, შილინგს მივცემო, სხვაზე მას არაფერი უთქვამს!

– აბა, ბევრს ნუ ლაპარაკობ! – უთხრა მეორე ბიჭმა. იგი ჯერიზე ღონიერი ჩანდა.

– წამოდი, რაღა, წავიდეთ! – ახლა მე მომმართა. – შენთან მაინც არაფერი მაქვს გასაყოფი. როგორც კი ხელში ჩაუვარდები, მამაშენი ცემით სიკვდილის პირზე მიგიყვანს.

შეშინებული ხელიდან დავუსხლტი, ფეხი დამიცდა და ქვაფენილზე დავე-ცი, თან რაც ძალი და ღონე მქონდა, გავყვიროდი, მოვკვდები და ჩვენი შესახვე-ვისკენ ნაბიჯს არ გადავდგამ-მეთქი. მართალია, ფეხზე არაფერი მეცვა და წიხ-ლებსაც ისე ღონივრად ვერ ვურტყამდი, მაგრამ მტრებს მაინც მარჯვედ ვიგე-რიებდი.

ორივენი გამწარდნენ. სულმდაბალი მოღალატე ჯერი ბოღმისაგან გამწვან-და. მას ყველანი მშიშარად იცნობდნენ. საერთოდ მშიშარა იყო, მაგრამ ახლა ერთბაშად გამბედაობა მიეცა, მოწინააღმდეგეს ეძგერა და მუშტი სახეში ღო-ნივრად ჩასცხო. დარტყმისაგან გაბრუებული ბიჭი ერთხანს გაუნძრევლად იდ-გა და მიშტერებოდა ჯერის, თან დაჟეჟილ ცხვირზე ხელს ისვამდა. უცებ გამო-ერკვა, ერთი ნახტომით ჯერისთან გაჩნდა, მიწაზე გააგორა და მუშტები დაუ-შინა.

ჩემი მტერი ამგვარ უბედურებაში ჩავარდნილი რომ ვნახე, ისე მესიამოვნა, რომ მოსალოდნელი საფრთხე დამავიწყდა და რამდენიმე წუთს ამ სანახაობით ვტკბებოდი. უცებ გონს მოვეგე: ვიდრე ესენი ჩხუბობენ, თავს უნდა ვუშველო-მეთქი. იმწამსვე ფეხზე წამოვხტი და ვიდრე ჩემი მოწინააღმდეგეები შუა ქუჩა-ში ტალახში გორაობდნენ, მე ელვისებური სისწრაფით მოვწყდი იმ ადგილს.

IV

«ყეფას» ვსწავლობ.

ახალი ნაცნობები

ისევ იქითკენ გავიქეცი, საიდანაც მოვედი, და სმიტფილდის ბაზრის იმ ნა-წილში ამოვყავი თავი, სადაც თითქმის მთელი დღე გავატარე. არავინ მომდევ-და, ბაზარშიც სიმშვიდე და სიწყნარე სუფევდა. ახლა უკვე ვიცოდი, რომ შინ დაბრუნება სისულელე იქნებოდა. ჯერი პეიპისა და მისი ამხანაგის ლაპარაკის შემდეგ ეჭვი აღარ მეპარებოდა, რომ მამაჩემიცა და დედინაცვალიც საშინლად განრისხებულნი იყვნენ. მამას ჩემი დასჯა იმდენად ეჩქარებოდა, რომ ვინც შე-მიპყრობდა, მთელ შილინგს ჰპირდებოდა, მისთვის ეს დიდი ფული იყო. ში-ლინგით სამ კათხა ლუდს იყიდდა. არ დავბრუნებულიყავი და, რა მექნა, ღამე სად გამეთენებინა?

აქამდე საწოლზე ვიძინებდი. კარგი იყო თუ ცუდი, საწოლი ერქვა. ახლა კი... ნუთუ აქ უნდა გამეთენებინა ღამე? თუმცა რა უშავდა? კარგად ნავახშმევი ვიყავი, ჯერ ძალიან არა ციოდა. ერთი ღამის გათენება შეიძლებოდა. სადმე კუთხეში მოვიკუნტებოდი და დავიძინებდი. გათენებითაც მალე გათენდებო-და, და მერე...

 

 

მერე... ჰო, მერე რას ვიზამდი? ვიდრე დავიძინებდი, უნდა მომეფიქრებინა, რა სამუშაოსათვის მომეკიდა ხელი. დილიდანვე რაიმე საქმის ძებნა უნდა და-მეწყო. მაინც რა სამუშაოს შევდგომოდი? რა თქმა უნდა, «ყეფას». ვიფიქრე, ხვალ ბაზარში გავალ, რომელიმე კეთილ დამტარებელს შევარჩევ და ჩემს სამ-სახურს შევთავაზებ-მეთქი. მაგრამ ვაითუ საკმარისად რიხიანი ხმა არ აღმო-მაჩნდა? უნდა ახლავე მოვსინჯო!

ჯერ კიდევ გვიან არ იყო. ათი საათი სრულდებოდა. ღორების რიგის შუა-გულში განვმარტოვდი, რომ ხმა გამევარჯიშებინა.

რომელი ყვავილი ან რა ხილი უნდა გამეყიდა? ყვავილებიდან, ალბათ, ჟა-ბო იქნებოდა, ახლა ამას უფრო ყიდულობენ.

– ჟაბოები, ახალი, სურნელოვანი ჟაბოები!

საკმაოდ მაღალი ხმა აღმომაჩნდა, მაგრამ ნამდვილი ყვავილების გამყიდ-ველივით მაინც ვერ ვიძახდი. საჭირო იყო უფრო მეტად გამეგრძელებინა: «ჟა-ბო-ეე-ბიიი! აბა, კარგი ჟა-ბო-ეე-ბიიი!»

ასე გაცილებით უკეთესი იყო. მთელი თხუთმეტი წუთი გავდიოდი და გა-მოვდიოდი ჩაბნელებულ დახლებს შორის და ჟაბოთი ვვაჭრობდი. გონებაში წარმოდგენილი სახედრით ყვავილებით დატვირთული კალათები გადამქონ-და, «აცე, აცეს» დავძახოდი, ყვავილების პატრონს ხურდა ფულის გამოსართმე-

ვად მოწიწებით მივმართავდი. როცა ჟაბოების გაყიდვაში გავიწაფე, გადავ-წყვიტე, მარწყვის დაძახება შემესწავლა. ეს შედარებით ძნელი გამოდგა.

– აბა, მარწყვი! გემრიელი, ტკბილი მარწყვი! – გავყვიროდი სხვადასხვა ხმა-ზე, მაგრამ, როგორც საჭირო იყო, ისე მაინც არ გამომდიოდა. ბოლოს, ვინ იცის, რამდენი გამეორების შემდეგ, მარწყვის დაძახებაშიც გავიწაფე. მოულოდნე-ლად საწყობის კუთხეში მიმალული ორი ბიჭი შევამჩნიე. მაშინვე ის ვიფიქრე, ნამდვილად ჯერი პეიპი და მისი მეტოქე იქნებიან, ალბათ ჩხუბს მორჩნენ და მე დამეძებენ-მეთქი. ის იყო მათკენ მივიხედე, რომ ერთ-ერთი მათგანი გად-მოხტა და თმაში მტაცა ხელი.

– კარგი მარწყვი! გემრიელი მარწყვი! – მაჯავრებდა და თან ყოველი სიტ-ყვის დაძახებაზე მაჯანჯღარებდა. – რა გაღრიალებს! როგორ ბედავ ბაზარში ასეთი ხმაურის ატეხას, რა ხანია ლოგინში უნდა იწვე და გეძინოს.

იგი ხელის მოძრაობითა და ხმით განრისხებულ პოლიციელს ბაძავდა. თმა საშინლად მომქაჩა, მაგრამ როცა მისკენ მივბრუნდი, სიხარულისაგან კინაღამ შევყვირე. ეს არც ჯერი პეიპი იყო და არც მისი მეტოქე, ჩემ წინ სრულიად უც-ხო ბიჭები იდგნენ! ესე იგი, შინ ძალით არავინ წამათრევდა.

– იცი, რა გითხრა, ბიჭო? – განაგრძობდა ხუმრობით ჩემი «პოლიციელი». – ახლავე შინ წადი, თორემ პოლიციაში მიგიყვან!

– თქვენ თვითონ წადით! – ვუპასუხე მე და ხელიდან გავუსხლტი. – რატომ თქვენ არ მიდიხართ შინ, მე რას გადამეკიდეთ?

– ჩვენ მივდივართ, აბა, რა! – მითხრა მეორე ბიჭმა და თან მეგობრის ეშმა-კობაზე გულიანად ხარხარებდა. – თეატრში ვიყავით და ახლა შინ ვბრუნდე-ბით.

შემდეგ თავის თანამგზავრს მიუბრუნდა:

– წავიდეთ, თორემ ვესტმინსტერში შუაღამემდე ვერ მივაღწევთ.

კოვენტგარდენის ბაზარში მამაჩემს რამდენჯერმე ვხლებივარ და ვიცოდი, რომ ბაზარი ვესტმინსტერში ან სადღაც მის ახლო-მახლო მდებარეობდა, მაგ-რამ გზა არ ვიცოდი და გადავწყვიტე, ბიჭებისაგან გამეგო.

– ვესტმინსტერის რომელ უბანში ცხოვრობთ? – ვკითხე იმ ბიჭს, ბოლოს რომ გამომელაპარაკა.

– რა თქმა უნდა, ყველაზე საუკეთესო უბანში, – მიპასუხა მან.

– კოვენტგარდენი თქვენთან ახლოსაა?

– კოვენტგარდენის თეატრი? მომიტევეთ და, ეტლით სულ ორი წუთის სა-ვალზეა, მე და რიპსტონი მუდამ ლოჟაში ვსხდებით! ასე არ არის, რიპსტონ?

– გეყოფა ტყუილების ჩმახვა! – შეაწყვეტინა რიპსტონმა. – ის კი მართალია, რომ კოვენტგარდენის ბაზართანაც ახლოს ვართ და თეატრთანაც. ჩვენ «დელ-ფებში» ვცხოვრობთ. შენ, პატარა ბიჭო?

«სულ ერთი არ არის, სადაც ვცხოვრობ? – გავიფიქრე მე. – კოვენტგარდენში ისეთსავე ღამის გასათევს ვიშოვი, როგორიც სმიტფილდშია. ამ ბიჭებს რომ გავყვე, გზას მიმასწავლიან.

– წავიდეთ, უკვე გვიანაა, – ვთქვი მე.

– შენ საით? – გაკვირვებით მკითხა მოულდიმ.

– მეც იქითა მაქვს გზა.

– როგორ, შენ «თაღებში» ცხოვრობ?

– რომელ «თაღებში», აკი თქვით, «დელფებშიო»?

– ჰო, «დელფებში». «თაღები» და «დელფები» ერთი და იგივეა.

– არ ვიცოდი! ან საიდან მეცოდინებოდა, მე იქ არასოდეს ვყოფილვარ.

– არასოდეს ყოფილხარ?! განა შენ თვითონ არ თქვი, იქ ვცხოვრობო?

– არა, მე არსად არ ვცხოვრობ, სახლი არა მაქვს.

– ეგ არაფერია! ბინა ყველა ადამიანს აქვს. ადრე სად ცხოვრობდი? – მკითხა მოულდიმ.

 

 

– სად ვცხოვრობდი?!

არ მინდოდა უცნობი ბიჭებისთვის ჩემი ამბავი დაწვრილებით მომეყოლა, მაგრამ დაჟინებული შეკითხვებით თავი რომ მომაბეზრეს, ვეღარ დავუმალე და ვუთხარი, მე უსახლკარო მაწანწალა ვარ-მეთქი. მათთან განდობა საშიში არ უნდა ყოფილიყო. ეტყობოდა, ბიჭები თვითონაც მარტონი ცხოვრობდნენ და იქნებ სამუშაოს მოძებნაში მომხმარებოდნენ.

– პირობას მაძლევთ, რომ არ გამცემთ? – ვკითხე მე.

მათ დიდის ამბით შემომფიცეს, რომ ამგვარ სიმდაბლეს ჩვეულნი არ იყ-ვნენ.

– მაშ, მომისმინეთ. მე სახლი მქონდა, მამასთან ერთად ვცხოვრობდი და დღევანდლამდე შინ ვიძინებდი.

– ჰოდა, გამოიქეცი და აღარ აპირებ შინ დაბრუნებას, არა?

– შინ არასოდეს დავბრუნდები!

– გასაგებია! – მიპასუხა მოულდიმ. – ასეთი მაინც რა აწაპნე?

– როგორ თუ ავწაპნე?

– ჰო, რა მოიპარე, წაგასწრეს? თუ მშრალად გამოძვერი?!

– როგორ თუ წამასწრეს? მე არაფერი მომიპარავს, მე მხოლოდ იმიტომ გა-მოვიქეცი, რომ მცემდნენ.

ბიჭებმა ერთმანეთს უნდობლად გადახედეს.

– ნუთუ მხოლოდ იმიტომ გამოიქეცი, რომ გცემდნენ? – მკითხა რიპსტონმა.

– მხოლოდ ამიტომ! თქვენ რომ ამგვარ ცემა-ტყეპაში ყოფილიყავით, «მხო-ლოდ ამიტომო» არ მკითხავდით!

სადილსაც გაჭმევდნენ და სხვა რამეებსაც?

– კი, მაჭმევდნენ.

– და ნამდვილი ზეწარი, საბანი და ბალიშიც გქონდა?

– რა თქმა უნდა.

– შეხედეთ! კიდევ იმას ამბობს, «რა თქმა უნდაო», – შეჰყვირა რიპსტონმა.

– შენა გგონია, დავიჯერებთ, რომ ყველაფერი გქონდა: სასმელ-საჭმელიც, ლოგინიც და სახლიდან მხოლოდ იმიტომ გამოიქეცი, რომ გცემდნენ, კარგი ტყუილების გუდა ბრძანებულხარ.

– ან სულ მთლად უტვინო! – დაბეჯითებით თქვა მოულდიმ.

– თუ გინდათ, ნუ დამიჯერებთ, – ჩავილაპარე მე. – მე სიმართლე გითხა-რით!

– ვინ იცის, შეიძლება მართალიც იყოს! – თქვა რიპსტონმა. – ქვეყანაზე ბევ-რი უცნაური რამ ხდება! ოღონდ, აი, რას გეტყვი, ბიჭო, ვინც კარგ სახლს და კარგ საჭმელს მხოლოდ იმიტომ მიატოვებს, რომ სცემდნენ, იგი ღირსია, უსახ-ლკაროდ და ულუკმაპუროდ დარჩეს, ვიდრე ჭკუას არ ისწავლის!

– თუნდაც დილიდან დაღამებამდე მცემონ, ოღონდ წესიერი საცხოვრებე-ლი მომცენ, – თქვა მოულდიმ.

 

 

– რას იზამ, მოულდი, ამისათვის ეს არ არის ხელსაყრელი. – სიცილით უპასუხა ამხანაგმა. – არა, მე მაინც არ მჯერა, რომ ეს ბიჭი ცემისთვის გამოიქცა სახლიდან. ალბათ ვინმე გაქურდა ან ცეცხლი გაუჩინა და არ უნდა გამოტყდეს, ეშინია, არ გავცეთ. გასაგებიც არის: ჩვენ ხომ არ გვიცნობს!

ამგვარი საუბრით გამალებით მივიჩქაროდით. თუმცა ხშირად ვჩერდებო-დით – მოულდის სრული ფეხსაცმელი წამდაუწუმ ძვრებოდა. ისეთი ბნელი, მიხვეულ-მოხვეული ქუჩებით მივდიოდით, რომლის მსგავსი არასოდეს მენა-ხა. ამ ვიწრო, პირქუშ შესახვევებში სიარული დღისითაც არ იქნებოდა სასია-მოვნო, ახლა კი ღამე იყო, შავი, კუნაპეტი ღამე და ვგრძნობდი, თითოეული ნა-ბიჯი სახლს მაშორებდა. ძალიან მწარე ცხოვრება მქონდა, მაგრამ, ჩემი თანამ-გზავრების თქმისა არ იყოს, სულელი ვიყავი, რომ ასეთი ცხოვრება მივატოვე. სინანული შემომაწვა და თვალებზე ცრემლი მომადგა. ჩვენ კი მივდიოდით და მივდიოდით. ვიდრე ბოლოს ერთ ფართო, გაზის შუქით გაჩირაღდნებულ ქუ-ჩაში არ გავედით.

V

«თაღები»

უკვე გვიანი იყო, თერთმეტი სრულდებოდა, მაგრამ ქუჩაში აუარება ხალხი ირეოდა. ყოველი ფეხის გადადგმაზე გვეჯახებოდნენ და წინ ძლივძლივობით მივიკვლევდით გზას.

– ჩქარა ვიაროთ! – მომიბრუნდა რიპსტონი. – აქედან შორს აღარ არის.

ძალიან გამიხარდა. ფართო, ნათელ ქუჩაზე რომ გავედით, გავიფიქრე: «რა მშვენიერ ადგილას უცხოვრიათ ჩემს თანამგზავრებს, აქ მეც სიამოვნებით ვიც-ხოვრებდი-მეთქი», მაგრამ მერე საგონებელში ჩავვარდი. თქვეს, შინ, ჩვენს საც-ხოვრებელ ბინაში მივდივართო, მე არავინ მეპატიჟებოდა. ისინი თავიანთ სახ-ლშიDშევლენ, მე კი შუა ქუჩაში დამტოვებენ. რიპსტონის სიტყვებმა: «ჩქარა ვი-აროთ, აქედან შორს აღარ არისო», – გამახარა. ვიფიქრე, ესე იგი, თავისთან მეპა-ტიჟებიან-მეთქი.

ერთბაშად ორივე ჩემი თანამგზავრი თვალსა და ხელს შუა გამიქრა. ნეტავ, სად წავიდნენ? იქნებ შეუმჩნევლად კიდეც გავუსწარი? თუმცა ეს ნაკლებად დასაჯერებელი იყო, მაგრამ მაინც უკან მივბრუნდი და ხმამაღლა დავუწყე ძა-

ხილი. არავინ მეპასუხებოდა. წინ გავიქეცი და მთელი ძალ-ღონით დავიყვირე: «რიპსტონ!» ხმას არავინ მცემდა.

ისევ სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი. იქნებ ბიჭებმა განგებ მიყვეს ასეთი უხეირო ოინი. ჩემთან სიარული არ უნდოდათ და შუა ქუჩაში მიმატოვეს? იქ-ნებ სულაც კოვენტგარდენის მხარეს არ წამიყვანეს და ამ ადგილისაგან ახლა უფრო მეტი მანძილით ვიყავი დაშორებული, ვიდრე მათთან შეხვედრამდე? ამის გაფიქრებამ გული ისე დამიმძიმა, რომ დარდს ვეღარ გავუძელი, ფარნის ბოძს მივეყრდენი და ხმამაღალი ტირილი ამოვუშვი. უცებ ნაცნობი ხმა მომეს-მა:

– სადა ხარ, სმიტფილდ?

მართალია, ჩემი სახელი სმიტფილდი არ იყო, მაგრამ ასე იმ ადგილს ერქვა, სადაც ამ ბიჭებს პირველად შევხვდი და რადგანაც მათ ჩემი ნამდვილი სახელი არ იცოდნენ, სმიტფილდი შემარქვეს. ეს მოულდის ხმა იყო, ამაში ეჭვი არ მე-პარებოდა.

– აქა ვარ! – გავძახე მე. – თქვენ სადა ხართ?

– ჩვენც აქ ვართ. ნუთუ ვერა გვხედავ?

მე ვერავის ვხედავდი. ხმა თითქოს მიწიდან ამოდიოდა. იმ დუქნების გა-ყოლებაზე, რომელთა წინაც ვიდექი, დაბალი კედელი იყო. კედელში, ზედ მი-წის პირზე, რამდენიმე მრგვალი ხვრელი მოჩანდა, რომელიც სადღაც სიღრმე-ში იკარგებოდა. ეს ხმა იქიდან ხომ არ ამოდიოდა?

უცაბედად ვიღაცამ მკლავზე ხელი მტაცა.

– მოულდი, ეს შენა ხარ?! – ვკითხე მე.

– რა თქმა უნდა, მე ვარ, – მოუთმენლად მიპასუხა მან. – რას დგახარ, თუ მოდიხარ, წამოდი!

ამ სიტყვებით მოულდიმ ერთ-ერთ იმ მრგვალ გამოქვაბულში შემიყვანა. სახეში ცივი, ნოტიო ჰაერი მეცა. გარშემო ისე ბნელოდა, ორ ნაბიჯზედაც არა-ფერი ჩანდა. ამ საზარელ შესასვლელიდან, რომელიც ნადირის სოროსავით სიღრმეში იკარგებოდა, რამდენიმე ნაბიჯი რომ გავიარეთ, ისეთმა შიშმა ამიტა-ნა, იძულებული გავხდი, შევჩერებულიყავი.

– მოულდი, თქვენ აქ ცხოვრობთ? – ვკითხე მე.

– ჰო, დაბლა, კიდევ ცოტა ქვემოთ უნდა ჩავიდეთ, რისა გეშინია, წამოდი, – მითხრა მან.

– მოულდი, აქ ისე ბნელა...

– შენ, გეტყობა, მართლაც ბუმბულის ლეიბზე წოლას ხარ ნაჩვევი. ჩვენ ასე განებივრებული როდი ვართ. წავიდეთ, თუ არადა, ხელი გამიშვი, ნუ მაჩერებ!

მე, რაც ძალი და ღონე მქონდა, მის ხელს დავებღაუჭე. არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. ალბათ იგრძნო, ხელი როგორ მიკანკალებდა.

– შენც ერთი, რა არის აქ საშიში! – თითქმის ალერსით მითხრა მან. – ჩქარა წავიდეთ, იქ ფურგონი ან ოთხთვალა და ცოტა ჩალა იქნება, დაწოლას მოვა-ხერხებთ.

მოულდისთან ერთად ისევ ბნელ, ნესტიან ხვრელს გავუყევი. იგი ისე ცი-ცაბოდ ეშვებოდა ძირს და ისეთი სრიალა იყო, ალბათ ფეხსაცმელი რომ მცმო-და, ათჯერ მაინც დავეცემოდი. ვცდილობდი, თავი გამემხნევებინა და მხო-ლოდ იმას ვფიქრობდი, რა კარგი იქნება, გასასვლელის ბოლოში ის ჩალიანი ოთხთვალა დაგვიხვდებოდეს და დასაძინებლად მივწვებოდეთ-მეთქი. მაინც როგორი კეთილი ბიჭი იყო მოულდი, რომ ასე სტუმართმოყვრულად იქცეოდა და თავისი საწოლის მოზიარედ მხდიდა! თანდათან უფრო ქვევით და ქვევით ვეშვებოდით. სახეშიც თანდათან უფრო ცივი ქარი გვცემდა. ბოლოს რიპსტონ-საც დავეწიეთ. მან ბუზღუნი დაგვიწყო, რატომ შეგაგვიანდათ, ახლა ვერც ერთ თავისუფალ ფურგონს ვერ მივუსწრებთო.

– სად მივდივართ? – ვკითხე გაუბედავად, – ამ გზას საით მივყავართ?

– მდინარეზე, თუ პირდაპირ ვივლით, – სიცილით მითხრა რიპსტონმა.

– რატომ აშინებ? – გულკეთილად ჩაერია მოულდი.

– ჰო, სმიტფილდ, თუ სულ პირდაპირ ვივლით, ეს გზა მდინარეზე გაგვიყ-ვანს, მაგრამ ჩვენ პირდაპირ არ წავალთ, გვერდით გავუხვევთ.

შიშისაგან თავი არ მახსოვდა, წინ მხოლოდ იმიტომ მივდიოდი, რომ უკან დაბრუნება კიდევაც რომ მდომოდა, იქიდან გზას ვერ გამოვიგნებდი. ირგვლივ ისევ წინანდებურად ბნელოდა. მოულდის ხელჩაკიდებული მივყავდი, რიპ-სტონი კი უკან მოგვდევდა და რომელიღაც მხიარულ სიმღერას ღიღინებდა. გვერდზე გავუხვიეთ და კიბეებზე დავეშვით. სულ ბოლო საფეხურს რომ მი-ვაღწიეთ, მოულდიმ თქვა:

– აი, მოვედით კიდეც! მეორე ხელში შენ მოჰკიდე ხელი, თორემ რაიმეს და-ეჯახება და თავს გაიტეხს!

– სმიტფილდ, ფეხები ასწიე! – მირჩია რიპსტონმა. – თუ ვინიცობაა ფეხი თბილ, ფაფუკ რამეს დაადგი, ბეწვის ქუდი არ გეგონოს და ხელი არ მოჰკიდო, თორემ, იცოდე, გიკბენს!

– რა მიკბენს? – ვკითხე შეშინებულმა და გულში ვინანე, ღორების რიგში რატომ არ დავრჩი-მეთქი.

– რა და, ვირთხა! – მომიგო რიპსტონმა, ეტყობოდა, ჩემი შეშინება სიამოვ-ნებას გვრიდა. – აქ ვეებერთელა, კატისოდენა ვირთხები დარბიან.

– გეყოფა სისულელეების ლაქლაქი! – შეაწყვეტინა ამხანაგს მოულდიმ.

საზარელ ადგილას მოვხვდით. იქაურობა ჩაბნელებული იყო! აქა-იქ სან-თლის ნამწვები ბჟუტავდა, აგურის კედლებს ორთქლი ასდიოდია. ერთი ნამ-წვი კიბიდან ოცი ნაბიჯის მოშორებით, კედელთან, ძველ წატეხილ დანის პირ-ზე დაემაგრებინათ. დანა კედელში იყო ჩაჭედილი: მისი შუქი ჭუჭყიან, ტან-საცმელჩამოფლეთილ მოხუცს სცემდა. იგი წაღებს აკერებდა. მოხუცი თევზის კალათის სახურავზე იჯდა. მის სამუშაო ხელსაწყოებს სასადილო ჩანგალი და კანაფის ნაწყვეტი შეადგენდა. მოხუცი ჩანგლის წვერით წაღას ხვრეტდა, ტუჩე-ბით კანაფს ბოლოს უწვრილებდა და დარღვეული წაღა ნამწვის შუქთან რაც შეიძლება ახლოს მიჰქონდა, რომ უკეთ დაენახა, სად გაეყარა კანაფი. ცხვირზე სათვალე, უფრო სწორად, სპილენძის ჩარჩო ჰქონდა ჩამოდებული, რომელსაც

ცალი შუშა შერჩენოდა. ხელები ისე უკანკალებდა, კიდევაც რომ ეპოვა ნახვრე-ტი, კანაფის გაყრას მაინც ვერ მოახერხებდა. ნამწვი მოხუცის გარდა ოთხთვა-ლას წინა ნაწილსაც ანათებდა, სადაც რამდენიმე ბიჭი იჯდა და ბებერი მეწა-ღის სანთელს ტალახის გუნდებს ესროდა. ერთი გუნდა მოხუცს შუბლში მოხ-ვდა.

– ჰა, ჰა, ჰაა! შეხედე, სმიტფილდ! – გაეცინა მოულდის. – დიდებული ხუმ-რობაა, მაგ ბებერს ეგრე მოუხდება.

– ვითომ რატომ? რა დაუშავათ?

– ოოო, ეგ ისეთი ძუნწია! ამბობენ, ამ ლოდების ქვეშ უამრავი ფული, ოქრო და ძვირფასი ქვები აქვს დამალულიო. ეჰ, რა კარგი იქნებოდა, რომ გვეპოვნა! – მითხრა მოულდიმ.

ის-ის იყო მოხუცმა კანაფი გაუყარა, რომ მიზანში ზუსტად ნასროლმა ტა-ლახის გუნდამ წაღა ხელიდან გააგდებინა. ახლა დაცოცავდა და მიწაზე დაგ-დებულ წაღას დაეძებდა. ოთხთვალაში მსხდომმა ბიჭებმა ხარხარი ატეხეს.

– ბალღებო, გეთაყვათ, მაცალეთ! – სთხოვდა მოხუცი. – ექვსი თუ შვიდი ამოხვევაღა დამრჩა, მერე სანთელი თქვენი იყოს. გინდა ბანქო ითამაშეთ და გინდა სხვა რამე.

– მაშინ, ძია, რამე გვიმღერე და ხელსაც არ გახლებთ! – მოისმა ოთხთვალა-დან.

მოხუცმა აკანკალებული ხმით დაიწყო სიმღერა, თან ცდილობდა დროები-თი ზავით ესარგებლა და საქმე დაემთავრებინა. როცა პირველი სტროფი შეას-რულა და მისამღერზე მივიდა, ბიჭებიც აჰყვნენ. სწორედ ამ დროს მარჯვედ ნასროლმა ტალახის გუნდამ მოხუცს სათვალის ის ერთი შუშაც ამოუგლისა. მეორე გუნდამ სანთელი ჩააქრო და ძირს ჩამოაგდო. წინანდელზე ხმამაღალი ხარხარი ატყდა.

– წავიდეთ, – მითხრა მოულდიმ. – აქ არაფერი გვესაქმება. ჩვენი ოთხთვა-ლა სულ ბოლოშია.

მოულდის მაგრად ჩავკიდე ხელი და უკან გავყევი. ეტყობოდათ, ორივენი ამ ადგილებში სიარულს შეჩვეულნი იყვნენ, ადვილად მიიკვლევდნენ გზას. მე კი ყველაფერს ვეჯახებოდი, რადგან სიბნელეში კარგად ვერ ვხედავდი. იქაუ-რობას ოდნავ მხოლოდ საწყალი მოხუცის სანთელი ანათებდა. დანარჩენ ნამ-წვებს პატარა თუ მოზრდილი ბიჭები ჯგროდ შემოხვეოდნენ და ნოტიო მიწა-ზე თუ ჩალაბულაზე მიმსხდარნი ბანქოს თამაშობდნენ, ჩიბუხს აბოლებდნენ და უწმაწური სიტყვებით ილანძღებოდნენ.

ბოლოს გავჩერდით.

– სმიტფილდ, აი ეს არის ჩვენი ფურგონი! – მითხრა მოულდიმ.

თუმცა ვერაფერს ვხედავდი, მაგრამ მესმოდა, მოულდი ფურგონის თვლებზე რომ მიძვრებოდა.

– აბა, როგორია მანდ? – ჰკითხა რიპსტონმა.

– მშვენიერია! – გადმოსძახა მოულდიმ ფურგონიდან.

– მაშ, აძვერი, – მითხრა რიპსტონმა. – ბორბალზე ფეხი დადგი და მე შეგ-სვამ.

მან მართლაც ისე ღონივრად ამსვა, რომ თავი ვეღარ შევიმაგრე და ძარაზე დავეცი.

– შენა თქვი, მშვენიერიაო, აქ კი ჩალა არ ყოფილა! – აბუზღუნდა რიპსტო-ნი, როცა ფურგონზე ისიც ამოძვრა.

– ერთი ღერიც არ არის! – დაუმოწმა მოულდიმ.

– ასეც ვიცოდი, – განაგრძობდა ბუზღუნს რიპსტონი. – როგორც კი თვალ-ზე ამოვედი, მაშინვე მივხვდი, რომ დღეს ამ ფურგონით ნახშირს ეზიდებოდ-ნენ.

– შენც ამდგარიყავი და მზიდავისთვის მიგეწერა: ნახშირის გადაზიდვას თავი დაანებე, ავეჯის გადატანას მოჰკიდე ხელი და ყოველ საღამოს ერთი იღ-ლია ჩალა დაგვიტოვე, თორემ აქედან გადავსახლდებით-თქო.

– ეგ კიდევ არაფერი, ჩალა რომ არ არის, – ჩაილაპარაკა რიპსტონმა, – მთა-ვარი უბედურება ისაა, რომ ეს წყეული ნახშირის მტვერი სულ ცხვირ-პირში ჩამდის.

– აბა, სმიტფილდ, როგორ მოგწონს აქაურობა?

– ჩვენ აქ დავიძინებთ?!

– ჰო, ჩვენ აქ ვცხოვრობთ. უმორჩილესად გთხოვთ, თავი ისე იგრძნოთ, როგორც საკუთარ სახლში, – თავაზიანად მითხრა მოულდიმ.

– კი, მაგრამ, ქვეშაგებელი სად არის? ლოგინი ხომ გაქვთ?

– გვაქვს, და მერე როგორი! სულ დარჩეული ბუმბულისა, ბალიშები და ზეწრები ხომ ბლომ-ბლომად გვიწყვია! ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს, ოღონდ მთელი უბედურება ისაა, არ ვიცით, სად გაქრა! – და მოულდიმ ოთხთვალაში ისე დაიწყო ძებნა, თითქოს მართლაც რაიმე დაჰკარგვოდა.

– ეჰ! – თქვა ცოტა ხნის შემდეგ. – რომელ ლოგინზე გველაპარაკები? აი ჩვე-ნი ლოგინი! – და მან ქუსლი ფურგონის კიდეს დაჰკრა. – თუ მაგარი გეჩვენება, მაშინ ქვემოთ ჩადი, იქ ბლომადაა რბილი ტალახი!

 

 

– სმიტფილდ, მაგას ყურს ნუ უგდებ! დღეს აქ უფრო უარესია, ვიდრე სხვა დროს არის ხოლმე, იმიტომ, რომ ჩალა არ დაგვხვდა, მაგრამ, როცა ჩალა არის, აქ ყოფნა ძალიან კარგია. მოდიხარ ცივ, ყინვიან ღამეში და ფიქრობ: ეჰ, მე უბე-დურმა ისევ ცარიელ ფიცრებზე უნდა დავიძინოო, და უცებ ხედავ, ფურგონში მშვენიერი, მშრალი ჩალა დევს ბლომად, თუგინდ კისრამდე ჩაიმალები.

ამ ფუფუნების წარმოდგენაზე რიპსტონმა პირი ისე გააწკლაპუნა, თითქოს კოვზით გემრიელ, ცხელ კერძს ხვრეპდა.

– არ გცივათ, როცა ტანსაცმელს იხდით? – ვკითხე მე.

– არ ვიცი, – მოკლედ მიპასუხა რიპსტონმა, – არასოდეს მიცდია.

– უკანასკნელად გასული წლის აგვისტოში გავიხადე, – თქვა მოულდიმ. – ახლა კი დროა, დავწვეთ. ბალიში ვინ იქნება? სმიტფილდ, გინდა, შენ იყავი?

თავს იმდენად უბედურად ვგრძნობდი, რომ ჩემთვის სულ ერთი იყო, რაც ვიქნებოდი და დავთანხმდი.

– იქნებ არ გინდა? მაშინ თქვი, ნუ მოგერიდება, – მითხრა რიპსტონმა. – ეს იმაზეა დამოკიდებული, ვის რა უყვარს: ზოგს თბილად წოლა, ზოგს კი რბი-ლად. შენ რომელი გირჩევნია?

– მე მიყვარს, როცა თბილადაც ვწევარ და რბილადაც! – მივუგე თვალცრემ-ლიანმა.

– დახეთ! ერთიც ჰყვარებია და მეორეც! – ჩაიცინა მოულდიმ. – მაშ, ყური მიგდე, თუ ბალიში გინდა იყო, აქეთ გამოცოცდი და ნუ სლუკუნებ! ჩვენ მტი-რალები არა გვჭირდება, ტყუილად წამოგიყვანეთ.

შევეცადე მოულდი სასწრაფოდ დამერწმუნებინა – იმიტომ ვტირი, რომ ცრემლებს ვერ ვიკავებ, თორემ მზადა ვარ, ბალიშობა გავწიო, ოღონდ მიჩვე-ნეთ, როგორ მოვიქცე-მეთქი.

– აქ საჩვენებელი არაფერია, – მიპასუხა ცოტა არ იყოს გულმომლბალმა მო-ულდიმ. – ბალიში ის არის, ვინც დაბლა წვება, დანარჩენებს რბილად სძინავთ. ასე ადვილიცაა და მოსახერხებელიც.

– მომეცალე, მე ვიქნები ბალიში! – იყვირა რიპსტონმა და ფურგონის კიდე-ში დაწვა. – დამადეთ თავი!

– სმიტფილდ, მოდი, ჩემსავით დაწექი, – მითხრა მოულდიმ და დასაძინებ-ლად მოეწყო.

მაგრამ მისი მიბაძვა საკმაოდ ძნელი იყო: მან რიპსტონის ტანი მთლიანად დაიკავა, მე კი მხოლოდ ფეხები დამიტოვა. ბუზღუნი ზედმეტი იყო და შევეცა-დე, როგორმე მოვწყობილიყავი.

– რიპ, გეძინება? – ჰკითხა მოულდიმ რამდენიმე წუთის დუმილის შემდეგ.

 

 

– ჰო, მეძინება, შენა?

– ასეთ ბრძოლას რომ ვნახავ, შემდეგ ვეღარ ვიძინებ. წარმოიდგინე, გემზე სამი ყაჩაღი თავს გესხმის, შენ კი პერანგისა და შარვლის ამარა ხარ და ორად ორი დანის მეტი იარაღი არ გაგაჩნია!

– ჰო, თეატრში კარგ ოინებს უჩვენებენ! – მძინარე ხმით ჩაილაპარაკა რიპ-სტონმა. - ღამე ნებისა!

ხელახლა ჩამოვარდა სიჩუმე, მაგრამ ისევ შემომესმა მოულდის ხმა:

– გძინავს, რიპ?

– იცოდე, სხვა დროს ვეღარ მომატყუებ, ბალიშად აღარ დაგიდგები, თუ ამ-დენს იყბედებ! – გაუჯავრდა რიპსტონი. – თქვი, რა გინდა?

– უცნაური ადამიანი ხარ! დაწოლილს არ გიყვარს ლაპარაკი იმაზე, რაც ნა-ხე.

– ასეთი სისულელისთვის გამომაღვიძე?

– მე მხოლოდ იმის კითხვა მინდოდა, როგორ გგონია, ყაჩაღები ჭაში ნამ-დვილ სხეულს ჩააგდებდნენ?

– რასაკვირველია! ტომრის ჭუჭრუტანიდან ხელი მოჩანდა, – დაცინვით მიუგო რიპსტონმა.

– შენ ფიქრობ, რომ ნამდვილი, ღრმა ჭა იქნებოდა?

– რა თქმა უნდა! მერე როგორი ღრმა!..

– მე კი წყლის ჭყაპუნი რაღაც ვერ გავიგონე, – არ ისვენებდა მოულდი.

– ჭა ხომ ღრმა არის, ამიტომ ხმას მაშინვე ვერ გაიგონებ. მეც მხოლოდ სამი წუთის შემდეგ შემომესმა.

მოულდი გაჩუმდა, მაგრამ ძალიან მძიმედ სუნთქავდა. ეტყობოდა, ლაპა-რაკი უნდოდა. რამდენიმეჯერ კიდევ დაეხმაურა რიპსტონს, მაგრამ იმან პასუ-ხის ნაცვლად ხმამაღალი ხვრინვა ამოუშვა. მერე მე დამიძახა. ლაპარაკი არც მე მეხალისებოდა დაGთავი მოვიმძინარე.

სინამდვილეში ძილი არ მეკარებოდა. ცრემლიანი ლოყით რიპსტონის მუხ-ლებს ვეკვროდი და ვფიქრობდი ჩემს წარსულზე, სახლიდან გამოქცევასა და იმაზე, თუ მომავალში რა მელოდა. განა უმჯობესი არ იყო, მისის ბერკის ცემა-ტყეპისთვის გამეძლო! ან მაშინვე დავბრუნებულიყავი, როცა ჯერი პეიპმა და-მიჭირა! ვიცი, მამაჩემი ქამრით მცემდა, მაგრამ ახლა ყველაფერი ჩავლილი იქ-ნებოდა, თბილ ლოგინში ვიწვებოდი და პატარა პოლის ნანას ვუმღერებდი. თუმცა ნაცემები ჯერ ისევ მეტკიებოდა, მაგრამ ახლა მზად ვიყავი, ყოველნაი-რი წამება ამეტანა, ოღონდ ჩვენს შესახვევში, №19 სახლში გავჩენილიყავი და ყველა ჩემი დანაშაული ეპატიებინათ.

საბრალო პატარა პოლი! მისი მოგონება უცრემლოდ არ შემეძლო. მასზე ფიქრი არ მშორდებოდა.

 

 

იქნებ კიბის ქვის საფეხურებზე სული დალია და ახლა წევს ოთახში მარ-ტოდმარტო, უმოძრაოდ, მკვდარი. ამის გაფიქრება ისეთი საზარელი იყო, რომ ცრემლი გამიშრა. მომაგონდა დედაჩემი, ის საღამო, როდესაც იგი გარდაიცვა-ლა და ის დღე, რომელ დღესაც დაასაფლავეს.

უცებ მძიმე ნაბიჯების ხმა მოისმა. ბანქოს მოთამაშე ბიჭებმა დაიძახეს:

– სანთლები ჩააქრეთ! ანკესები მოდიან! – და ფურგონებს მიაშურეს.

ვიცოდი, ანკესებს პოლიციელებს ეძახდნენ და შიშმა ამიტანა: ალბათ მისის ბერკმა პოლიციას შეატყობინა და მე დამეძებენ-მეთქი. რატომ ბალიშად არ დავწექი! ქვემოდან არ გამოვჩნდებოდი. ნაბიჯის ხმა ახლოვდებოდა. ჩვენს ფურგონს სამი პოლიციელი მოადგა. კანკალმა ამიტანა, შუბლზე ცივმა ოფლმა დამასხა, ერთ-ერთი პოლიციელი ფურგონის თვალზე შემოდგა და ფარნის კაშ-კაშა შუქი მოგვანათა.

მაგრამ მალე ისევ ძირს ჩახტა და მეც შვებით ამოვისუნთქე. სამივენი გაგ-ვშორდნენ. ისინი თავიანთ საქმეებზე ბაასობდნენ. ხმა თანდათან მინელდა. ნელ-ნელა ყოველგვარი ხმაური მიწყნარდა, მხოლოდ მძინარე ადამიანების ხვრინვა და ვირთხების წრიპინიღა ისმოდა. მეც ჩამეძინა.

VI

ამხანაგობა: «რიპსტონი, მოულდი და მე»

ჯერ ისევ ღრმა ძილში ვიყავი, რომ «ბალიში» გადაბრუნდა და თავი ფურ-გონის ფიცარს დავარტყი. თვალები მოვიფშვნიტე და დავინახე, მოულდი უკვე

ამდგარიყო. თითქმის ისევ ბნელოდა. ასე მეგონა, ამ ხუთი წუთის წინ იყო, პო-ლიციელმა ფარანი რომ მოგვანათა. ისეთი დაღლილი და განაწამები ვიყავი, თითქოს სრულებით არ მძინებოდა; ამიტომ ბევრი არ მიფიქრია, თავქვეშ ამო-ვიდე ხელი და ისევ კუთხეში მივიკუნჭე.

– რას შვრები, სმიტფილდ? – დამიყვირა რიპსტონმა. – აქეთ გადმობრუნდი! ნუთუ მთელი დღე აქ ჯდომას აპირებ?

– ჯერ ხომ არ გათენებულა, – ჩავიბუზღუნე მე. – რა დროს გათენებაა, ისევ ბნელა!

– რა სისულელეებს ამბობ! ადექი და შეხედე, როგორი სინათლეა! მზე უკვე ამოვიდა. აქეთ მოიწი, შენი თვალით ნახე!

ირგვლივ სიბნელე იყო, მაგრამ იმ მხარეს, საითაც რიპსტონმა გამახედა, ბრჭყვიალა ვერცხლისფერი რკალის მსგავსი რაღაც მართლა მოჩანდა. უფრო მეტად რომ დავაკვირდი, მივხვდი, რომ ეს მრგვალი ხვრელი იყო, რომელშიც მზის სხივები იჭრებოდა. ამ ნათელ ხვრელში წვრილჭავლდაყრილი, მზის სხი-ვებით გაბრწყინებული მდინარის წყალი და ლურჯი ცის ნაგლეჯი მოჩანდა. დინების მიმართულებით თივით დაზვინული ორჩხომელი მიცურავდა.

– წავიდეთ, – ვთქვი მე და ფეხი ფურგონიდან გადმოვყავი. – წავიდეთ, სა-დაც მზე არის. ამ სიბნელეში რა გვინდა.

– ყველა თავის გზით მიდის, – ბუზღუნით მიპასუხა მოულდიმ. – შენ თუ გნებავს, იქით წადი!

– შენ და რიპსტონი არ წამოხვალთ?

– ჩვენც იქით წავალთ, სადაც ყოველთვის დავდივართ ხოლმე – კოვენ-ტგარდენში. მდინარის პირას რა გვინდა?

– იქნებ ძვლების მოგროვებას აპირებს? – თქვა რიპსტონმა.

– კარგი საქმეა! ერთ გირვანქა ძვლებში სპილენძის გროშს მოგცემენ. იმ ერთ გირვანქასაც, ვინ იცის, როდის მოაგროვებ? ორჩხომელების პატრონებიც მიგბერტყავენ. იმათ ჰგონიათ, ნაპირზე ყველა ნახშირის მოსაპარავად დაიარე-ბა. სმიტფილდ, შენ მართლა ძვლების შესაგროვებლად მიდიხარ?

– არა, მე მაგ საქმისა არაფერი გამეგება.

– მაშ რას აპირებ?

– სულ ერთია. მე მხოლოდ პურის ფული მინდა ვიშოვო. მინდა «ყეფა» და-ვიწყო. რას იტყვით, ხომ კარგი საქმეა?

ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს და სიცილი აუვარდათ.

– ეგ რამ მოგაფიქრა, განა ვინმესთან გიყეფნია?

– არა, მე ისე, ჩემთვის მიცდია. ვსწავლობდი. გახსოვთ, გუშინ საღამოს ბა-ზარში?..

– მართალს ამბობ! შესანიშნავი ხმა გაქვს!

შექება ძალზე მესიამოვნა.

– როგორ ფიქრობ, პატრონს გამოვადგები, პურის ფულს ვიშოვი? – ვკითხე მოულდის.

– პატრონს შეიძლება გამოადგე, – მიპასუხა მოულდიმ, – მაგრამ პურის ფულს კი... – და ხელი ჩაიქნია. – ეგ საქმე ჩვენც გვიცდია და ბევრ ჩვენს ნაცნობ ბიჭსაც, მაგაში არაფერი ყრია. ასე არ არის, რიპ?

– აბა რა, – დაემოწმა რიპსტონი. – ეგ რა ცხოვრებაა? დილაუთენია უნდა ადგე, როცა ჯერ ისევ ბნელა, ურიკა ბაზარში მიიყვანო და უდარაჯო, სანამ პატრონი სხვადასხვა რამეებს იყიდის. თუ ბოსტნეულით ვაჭრობს, ყველაფერი უნდა გარეცხო, ურიკაზე კოხტად დააწყო, მთელი დღე ქუჩა-ქუჩა იხეტიალო და ხმამაღლა იყვირო.

– საღამოს, – მხარი აუბა მოულდიმ, – მთელ საქონელს ერთ კალათში ჩააწ-ყობენ და იქამდე უნდა სდიო და იძახო, ვიდრე ყველა სახლში სინათლე არ ჩაქ-რება. გასამრჯელოდ იცი, რას მიიღებ? მხოლოდ საჭმელს გაჭმევენ!

– და იმასაც ყოველთვის არ გაჭმევენ, – დაუმატა რიპსტონმა.

 

 

მათი ლაპარაკიდან სანუგეშო არაფერი ჩანდა. როგორი იმედი მქონდა, «ყე-ფას» დავიწყებ-მეთქი, ამ იმედით გამოვიქეცი მამისეული სახლიდან და რიპ-სტონსა და მოულდისაც იმიტომ გამოვყევი კოვენტგარდენში. ახლა აღმოჩნდა, რომ ამ ბიჭებს «ყეფა» უცდიათ, მაგრამ უსარგებლო გამომდგარა და თავი მიუ-ნებებიათ.

– მაშ, პურის ფულს როგორ შოულობთ? – ვკითხე ამხანაგებს.

– როგორ ვშოულობთ და, ათასნაირი ხერხით, – მომიგო მოულდიმ.

ამ ლაპარაკით სამივენი იმ ვიწრო გასასვლელს მივუყვებოდით, რომლი-თაც გუშინ ღამით მოვედით.

– თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებთ და რაც მოგვხვდება, ხელიდან არაფერს ვუშვებთ, – ამიხსნა რიპსტონმა.

– ესე იგი, თქვენ ერთი რაიმე სამუშაო არა გაქვთ?

– ეჰ, ჩვენ არც არაფერს ვთაკილობთ, – მითხრა მოულდიმ. – ზოგჯერ ისე კარგად წაგვივა საქმე, ვზივართ და შებრაწულ ღორის ხორცს მივირთმევთ, ხან ლუკმაპურიც გვენატრება. ბედის საქმეა.

– წინასწარ არასოდეს ვიცით, როდის გაგვიღიმებს ბედი, აი, თუნდაც გუ-შინ საღამოს. მთელი დღე ვერაფერი ვიშოვეთ. არც საუზმე გვქონია, არც სადი-ლი, – ნამცეცი არ ჩაგვსვლია პირში. ნაგვის გროვაში კომბოსტოს რამდენიმე ხიკვი ვიპოვეთ და ეს იყო მთელი ჩვენი საჭმელი. მოულდიმ ხელი ჩაიქნია, მითხრა: წამოდი, თაღებქვეშ დავიძინოთ, ტყუილად რაღად ვიხეტიალოთო, ესა ვთქვით თუ არა, უცებ გვესმის, ვიღაც ჯენტლმენი გვიყვირის: «ჰეი, ჰეიო». ვხედავთ, უცნობი ჯენტლმენი კარეტის დასაქირავებლად გვიხმობს. მოულ-დიც გაიქცა და კარეტა მოუყვანა. იმ ჯენტლმენმა ექვსი პენსი მისცა, ერთიც მე-ეტლემ დაუმატა და უცებ გავმდიდრდით. ხუთი პენსი საჭმელში დავამღერეთ, ორით თეატრში გახლდით. თეატრში ჩვენ ხშირად დავდივართ. სმიტფილდ, შენ როდისმე გინახავს წარმოდგენა?

– მხოლოდ ბალაგანში.

– ოო, ეს სულ სხვაა! ჩვენ ნამდვილ თეატრში დავდივართ, სადაც დიდე-ბულ წარმოდგენებს მართავენ: «კაპიტანი – ვამპირი», «ბოროტმოქმედის სიკ-ვდილი», «უდაბნოს მეკობრე», «სისხლიანი ბანდიტი»...

ამ ლაპარაკში სანაპიროზე გავედით. იქ სიჩუმე იყო. საათმა ხუთჯერ დაჰ-კრა.

მოულდიმ გაგვაჩერა.

– ყური მიგდე, – მითხრა მან, – რა გადაწყვიტე, მდინარის პირას გახვალ, თუ მე და რიპსტონს გამოგვყვები კოვენტგარდენში?

 

 

– თუ ნებას მომცემთ, თქვენთან წამოსვლა მირჩევნია.

– რა ნებართვის მოცემა გინდა, ყველას აქვს იმის უფლება, საითაც მოესურ-ვება, იქით წავიდეს! მთავარია მოიფიქრო, რა საქმეზე გინდა იმუშაო.

– მე მარტო ვარ და არ ვიცი, როგორ მოვიქცე. თქვენთან წამოვალ, რომ რაი-მე მასწავლოთ. – მივუგე მე.

– შენ როგორ აპირებ, საკუთრივ შენთვის იმუშავებ, თუ ჩვენთან შემოხვალ წილში? – მკითხა რიპსტონმა.

– თქვენთან წილში შემოსვლა მირჩევნია, – სიხარულით ჩავეჭიდე ამ ხელ-საყრელ წინადადებას.

– მაშ კარგი, იცოდე, ჩვენთან ერთად გაინაწილებ ყველაფერს, – მითხრა რიპსტონმა. – ერთად ვიმუშავებთ, ერთად ვჭამთ და ერთად ვიცხოვრებთ.

– დიახ, რა თქმა უნდა.

– ესე იგი, ჩვენთან ერთად წამოხვალ და იმასვე გააკეთებ, რასაც ჩვენ, – თქვა მოულდიმ.

– რასაც იპოვი და რასაც მიიღებ, ყველაფერს ჩვენ მოგვცემ, უჩვენოდ არა-ფერს დახარჯავ?

– არასოდეს! მე ვიცი, რომ ეს ცუდი საქციელია.

– თუ პოლიციამ დაგიჭირა, ხომ არ გაგვცემ, რომ ამით საკუთარი თავი გა-დაირჩინო?

– კარგი, არ გაგცემთ.

მე ყველაფერზე ვეთანხმებოდი, თუმცა კარგად არც მესმოდა, რას მოით-ხოვდნენ ჩემგან.

– იქნები ერთგული ამხანაგი? არასოდეს შეგეშინდება და არ გვიღალატებ?

– არასოდეს!

– მაშ, მოგვეცი ხელი! ჩვენ ამხანაგები ვართ. წავიდეთ და ახლავე საქმეს შე-ვუდგეთ.

ჩემი ბედი გადაწყვეტილი იყო. ერთი დღე და ღამე სახლში არ ვყოფილვარ, ახლა შინ დაბრუნებაზე ფიქრსაც ვერ ვბედავდი. ესეც რომ არა, ჩემი ახალი ამ-ხანაგების ცხოვრება გაცილებით სასიამოვნო მეჩვენებოდა, ვიდრე ის, სახლში რომ მქონდა: არავინ სცემდათ, რაც მოესურვებოდათ, მხოლოდ იმას აკეთებ-დნენ, ზოგჯერ ღორის ხორცსაც ჭამდნენ, რაც ჩემთვის მისის ბერკს არასოდეს გამოუმეტებია. თეატრშიაც დადიოდნენ. ამ ფიქრებში ვიყავი გართული, ვიდ-რე კოვენტგარდენში მივიდოდით.

ბაზრის დახურულ ნაწილში არ გაგვივლია, ნაპირ-ნაპირ ვუვლიდით, სა-დაც ურიკებსა და საზიდრებს ტვირთავდნენ. დიდხანს ვიარეთ ასე. ის იყო უნდა მეკითხა, მუშაობას როდისღა დავიწყებთ-მეთქი, რომ უეცრად რიპსტონი გაგვეცალა და იმ კაცისკენ გაიქცა, სალათის გროვასთან თითაწეული რომ იდ-გა.

– სად წავიდა? – ვკითხე მე.

 

 

– სამუშაოდ, – ამიხსნა მოულდიმ. – ის კაცი დაინახე, თითი რომ ჰქონდა აწეული? ერთი თითის აწევა იმას ნიშნავს, რომ მას ბიჭი სჭირდება, ორი რომ აეწია, – მაშინ მოზრდილისთვის ექნებოდა საქმე. რიპსტონის სამუშაო ჩვენ ყა-ვას დაგვალევინებს. მე და შენ თუ რამე ვიშოვეთ, ფუნთუშებს ვიყიდით, თო-რემ ყავა უფუნთუშოდ ცუდი საუზმეა. აბა, სმიტფილდ, ასი თვალი გამოიბი!

გაფაციცებული აქეთ-იქით ვიყურებოდი, მაგრამ თითს არავინ სწევდა. ოცი წუთის შემდეგ ბაზართან ახლოს, ყავახანაში შევედით, რიპსტონიც იქ მო-ვიდა. მან პენნახევარი გამოიმუშავა და გადავწყვიტეთ, პურის ფულის შოვნას აღარ დავლოდებოდით და ახლავე დაგველია ყავა. ყავახანაში თითო ფინჯანი ცხელი ყავა მოგვცეს. დავლიეთ და თავი უფრო მხნედ ვიგრძენით. მერე ისევ სამუშაოს საძებნელად გავწიეთ.

ამჯერად ჩვენმა ცდამ უშედეგოდ ჩაიარა. ბოსტნეულის ბაზარი მთლიანად შემოვიარეთ, არც ხილის ბაზრის კუთხე-კუნჭული დაგვიტოვებია, მაგრამ საქ-მე ვერსად ვიშოვეთ. გულს არ ვიტეხდი, რადგან ვხედავდი, რიპსტონი და მო-ულდი მშვიდად და მხიარულად გადი-გამოდიოდნენ და ჩვენი დღევანდელი უიღბლობა სულაც არ ადარდებდათ. დილის ათ საათზე ბაზარი დავტოვეთ და მიყრუებული ქუჩითა და ეზოებით დრიური-ლეინისკენ გავწიეთ.

– რას იტყვი, სმიტფილდ, მოგწონს ჩვენთან წილში შემოსვლა? – მკითხა მოულდიმ.

– დიახ, მომწონს, მაგრამ დასანანია, რომ დღეს ასე ცოტა ხეირი ვნახეთ. – მივუგე მე.

– რატომ, არც ისე ცოტა. შენ, მგონი, კარგად გრძნობდი თავს.

რიპსტონის ნათქვამი ხუმრობად მივიღე და სიცილით ვუთხარი:

– რა თქმა უნდა, მე თავს ყველგან კარგად ვგრძნობ, ისევე, როგორც თქვენ!

მხიარულად და უდარდელად მივაბიჯებდით. ბოლოს ერთ ჭუჭყიან შესახ-ვევთან გავჩერდით.

– აბა, სმიტფილდ, ამოალაგე! – მითხრა მოულდიმ.

– რა ამოვალაგო? – გაკვირვებით ვკითხე.

– ყველაფერი, რაც იშოვე. – მითხრა რიპსტონმა. – ის მოხუცი, ვისთანაც საქმე გვაქვს, აქ ცხოვრობს.

არაფერი მესმოდა, რას მოითხოვდნენ ჩემგან ამხანაგები.

მოულდიმ ჩხრეკა დამიწყო და ჯიბეები მომისინჯა. როდესაც დარწმუნდა, რომ ცარიელი იყო, სახეზე საშინელი მძვინვარება გამოეხატა.

– აი, თურმე როგორი ამხანაგი გვყავს, დიდებული ვინმეა, ვერაფერს იტ-ყვი, – ყვირილით მიუბრუნდა რიპსტონს.

 

 

– რა მოხდა? – ჰკითხა რიპსტონმა.

– არაფერი აქვს, სრულიად არაფერი. ერთი თავი დამპალი ხახვიც არ უგ-დია!

– ამას ეძახი ამხანაგობას? კარგი ვინმე ბრძანებულხარ! – საყვედურით მით-ხრა რიპსტონმა.

– რა უნდა მექნა, თუკი სამუშაო ვერსად ვიშოვე? ხომ იცოდით, მე ფული არ მქონდა. კიდეც რომ მქონოდა, პურს ვიყიდიდი და არა ხახვს! – თავს ვიმარ-თლებდი მე.

ჩემს დღეში არ მენახა ისეთი გაბრაზებული სახე, როგორიც მოულდის ჰქონდა იმ წუთებში. ისე იყო აღელვებული, სიტყვას ვერ სძრავდა.

რიპსტონს გაეცინა.

– კარგი, მოულდი, ასე ნუ ცხარობ. სმიტფილდი ჯერ გამოუცდელია. აბა, შემომხედე! – მითხრა მან და ქურთუკის ჯიბიდან შვიდი ლოყაწითელა ვაშლი ამოაძვრინა, შემდეგ შარვლის ჯიბეებიც მიჩვენა, თხილით ჰქონდა გატენილი.

– ამდენი ვაშლი და თხილი რად გინდოდა? – ვკითხე მე.

– გასაყიდად. მე ხომ ამეებით ვვაჭრობ.

– კი მაგრამ, როდის იყიდე, მე რომ არ დამინახავს?

– არც იმ გამყიდველს დაუნახავს, ვისგანაც ვიყიდე: ის ამ დროს სხვა მუშ-ტარს ელაპარაკებოდა და არ მინდოდა მომეცდინა. გაიგე?

თანდათანობით ვხვდებოდი და ამაზე ფიქრი მზარავდა. ისიც ვერ მეთქვა, მივხვდი-მეთქი, რომ რაიმე გაუგებრობა არ მომხდარიყო.

– ერთი შენც, უხსნი რაღა! შენი გადაკრული სიტყვები მაგას არ ესმის! – შე-უყვირა მოულდიმ. - მიყურე, სმიტფილდ, ამ ვაშლებსა და თხილს ხედავ, რიპ-სტონმა რომ იშოვა? ეს მან ჩუმად აიღო, მოიპარა, გესმის? ახლა აქეთ მოიხედე! ეს კი მე მოვიპარე და ძალიან მწყდება გული, რომ მეტის აცლა ვერ მოვასწარი. ჩვენ ახლა ამ შესახვევში იმიტომ მოვედით, რომ რაც მოვიპარეთ, გავყიდოთ. ფულს მივიღებთ და რაიმე გემრიელ საჭმელს ვიყიდით.

მოულდის უხეშმა აღიარებამ განმაცვიფრა.

– რა იყო, რას ქსუტუნებ? შენ გეგონა, ჩვენ კეთილშობილი, წესიერი ბიჭები ვიყავით? – დამცინავად დამიყვირა მან.

– შენ ოჯახი გაქვს, როცა მოგესურვება, შეგიძლია შინ დაბრუნდე. – მითხრა რიპსტონმა. – ჩვენ ნაყიდ პუდინგს თუ გინდა, ნუ შეჭამ. ეს პუდინგი ჩვენ უპა-ტიოსნო გზით გვაქვს ნაშოვნი. წადი და, როგორც შეგიძლია, ისე იცხოვრე!

ამ სიტყვებით პირი იბრუნეს და შესახვევში შევიდნენ. მე მარტო დამტო-ვეს.

VII

 

 

მუშაობას ვიწყებ

ქუჩაში ვიდექი და, როგორც რიპსტონმა მითხრა, ამიერიდან ლუკმაპური თვითონვე უნდა მეშოვა. შემეძლო შინ გავქცეულიყავი. მართალია, გზა არ ვი-ცოდი, მაგრამ კითხვა-კითხვით მივაგნებდი. პატიოსანი ბიჭი არავითარ სიძნე-ლეს არ შეუშინდება. და განა მე პატიოსანი არ ვიყავი? მთელი ღამე ქურდებთან გავათენე, დილითაც მათთან ერთად ვიყავი, ერთად ვისაუზმეთ, ეს ფიქრი მა-წამებდა და ამის გახსენებაზე სახეზე ალმური ამდიოდა. რაღას ველოდებოდი, შინ რატომ არ მივდიოდი? ეს მხოლოდ იმას შეუძლია იკითხოს, ვისაც შიმში-ლი არ გამოუცდია. დიახ, შიმშილი, საშინელი, მტანჯველი შიმშილი პატარა ბიჭისა, რომელსაც წინადღით ცოტა რაღაც უჭამია და ახლა დილის შემდეგ წყალწყალა, ცარიელი ყავის მეტი პირში არაფერი ჩასვლია, შიმშილისაგან მთელ ტანში ჟრუანტელი რომ უვლის და ხელ-ფეხი უშეშდება. იმის გაფიქრე-ბაც რომ რიპსტონი და მოულდი ქურდები იყვნენ, მზარავდა, მაგრამ არც შიმ-შილი იყო უფრო ადვილად ასატანი. რიპსტონმა მითხრა: თუ არ გინდა, შეგიძ-ლია ჩვენი პუდინგი არ ჭამოო, ესე იგი, თუ მენდომება, მაჭმევენ კიდეც. ალ-ბათ რა საუცხოო პუდინგი იქნება! ვიცი, ასეთი პუდინგი თითქმის ყველა სასა-უზმეში იყიდება. მას ფქვილით, ქონით და კიდევ ძალზე ნოყიერი რაღაცისა-გან ამზადებენ. ისეთი ცხელია, სულ თითებს გწვავს, ვიდრე უკანასკნელ ლუკ-მას არ გაათავებ. მას, ჩვეულებრივ, ვეებერთელა ნაჭრებად ჭრიან, თითო აგუ-რისოდენა მაინც იქნება.

თვალწინ პუდინგის ვეებერთელა, ცხელი და გემრიელი ნაჭერი მიტრია-ლებდა, როცა რიპსტონი და მოულდი დავინახე. ისინი შესახვევიდან უკან ბრუნდებოდნენ. მე ტომრებს ამოვეფარე და იქიდან დავუწყე თვალთვალი.

– ესეც ასე. ახლა შეგვიძლია ვისაუზმოთ, – თქვა გამხიარულებულმა რიპ-სტონმა.

– ჰო, იმ ბებერმა ვაშლებსა და თხილში კარგი ფული მოგვცა. – მიუგო მო-ულდიმ. თან ჰაერში მხიარულად ისროდა და ისევ იჭერდა ხუთ თუ ექვსპენსი-ან მონეტას.

– ნეტავ სად დაიკარგა სმიფი? უნდა დავუძახოთ!

და რიპსტონმა დაუსტვინა.

საზიდრის თვალს მივეკარი. გვერდით ისე ჩამიარეს, ვერ შემამჩნიეს. მე გზის მეორე მხარეზე გადავედი და თვალს ვადევნებდი.

– ესეც ბლინკინსის დუქანი. რიპ, მოდი შევიდეთ და ორი ულუფა პუდინგი ვიყიდოთ. იმ სულელმა სმიფმა კი, თუ ასე მოსწონს, იშიმშილოს.

 

 

მოულდი დუქანში შევიდა და რამდენიმე წუთის შემდეგ კომბოსტოს ფო-თოლზე დახვავებული სწორედ ისეთი პუდინგი გამოიტანა, მე რომ ვოცნებობ-დი.

– რა საუცხოო სუნი აქვს, – თქვა რიპსტონმა და ჰაერში უხვად დაფრქვეუ-ლი სურნელოვანი ორთქლი შეისუნთქა.

მე ქუჩის იმ მხარეს გადავედი, საითაც ისინი მიდიოდნენ და უკან ავედევ-ნე.

მათგან საკმაოდ შორს ვიყავი, მაგრამ მაინც კარგად დავინახე, რიპსტონმა ერთი დიდი ნაჭერი რომ აიღო, პირთან მიიტანა და მოკბიჩა. ოჰ, რამხელა ლუკმა იყო! თანდათან ვუახლოვდებოდი მათ, ბოლოს იმდენად ახლოს მივე-დი, რომ ჭამის ხმაც მესმოდა. რიპსტონი ჰაერს ისრუტავდა, რომ როგორმე პირში ჩადებული ცხელი ლუკმა გაეგრილებინა. თავს რომ მოაბრუნებდა, იმა-საც ვხედავდი, თვალები კმაყოფილებით როგორ უბრწყინავდა.

ჭამას რომ იწყებდნენ, კომბოსტოს ფოთოლზე ხუთი ნაჭერი იდო: ახლა თითოეული მეორე ნაჭერს ათავებდა.

– რაც მართალია, მართალია, მიყვარს ბლინკინსის პუდინგები, ქონი ბლო-მად აქვს. – თქვა რიპსტონმა.

– მართალს ამბობ, სწორედ ისეთია, როგორც ხორცისა. – თითების ლოკვით მიუგო მოულდიმ.

– მე მგონი, მეყოფა, – თქვა რიპსტონმა. – ძალიან ნოყიერი პუდინგია.

– რასაკვირველია, ძალით ნუ შეჭამ, ამ ბოლო ნაჭერს მეც კარგად მოვუვლი. – სიცილით უთხრა მოულდიმ.

მეტის მოთმენა აღარ შემეძლო.

– მოულდი! – ვიყვირე და მხარზე ხელი დავადე. – ერთი ლუკმა მეც მომე-ცით!

– აჰ, ეს შენ ხარ? – შესძახა მოულდიმ ჩემ დანახვაზე. – თქვი მართალი, შინ გაიქეცი და ნახე, მიგიღებდნენ თუ არა, იმათ კი გამოგაგდეს, ხომ?

– თუ ბაზარში იყავი და დაგვაბეზღე? – მკითხა რიპსტონმა.

– არსადაც არ ვყოფილვარ, ფეხდაფეხ მოგდევდით. ერთი ლუკმა მომეცით, თუ შეიძლება. რომ იცოდეთ, როგორ მშია!

– ნუთუ არ იცი, რომ ქურდობა კარგი არ არის? მოპარული საჭმელი გინდა მოგცე? მერე, რომ დაგახრჩოს? – დამცინოდა შეუბრალებელი მოულდი და თან მეორე პუდინგის უკანასკნელ ლუკმას პირში იტენიდა.

– ხომ შევთახმდით, რომ ყველაფერს გავიყოფდით, – ვთქვი მე, როცა შე-ვატყვე, მოულდის თხოვნით გულს ვერ მოვულბობდი.

– ჰო, რა თქმა უნდა, შევთანხმდით. მე არც ახლა ვარ წინააღმდეგი. – შემე-პასუხა იგი. – შენ ჩვენთან ერთად მარტო პუდინგის ჭამა გინდა, ქურდობა კი არა. ასე არ შეიძლება. ხომ მართალი ვარ, რიპ?

 

– იქნებ კარგად ვერ გაიგო, რაშია საქმე, – თქვა რიპსტონმა, რომელსაც თა-ვის ამხანაგთან შედარებით უფრო კეთილი გული ჰქონდა. – კარგად რომ აგ-ვეხსნა, იქნებ არც შეშინებოდა. ხომ მართალია, სმიტფილდ?

და რიპსტონმა თავისი წილი პუდინგის უკანასკნელი ლუკმა მომცა. ო, რა გემრიელი იყო ის ლუკმა! მისი მსგავსი ჩემს სიცოცხლეში არაფერი მეჭამა, ისე-თი თბილი იყო, ისეთი გემრიელი! მოულდის კი ამ დროს ხელისგულზე დაფე-ნილ შეორთქლილ კომბოსტოს ფოთოლზე იმოდენა პუდინგის ნაჭერი ედო, სულ ცოტა ათი ჩემი ლუკმისოდენა მაინც გამოვიდოდა.

– ასე არ არის, სმიტფილდ?

მოულდიმ უკანასკნელი ნაჭერიც პირისაკენ წაიღო, მაგრამ რიპსტონმა ანიშნა, გაჩერდიო. ვის უნდა რგებოდა ეს ნაჭერი? ყველაფერი ჩემს პასუხზე იყო დამოკიდებული. მე კი გუშინდელი საუზმის შემდეგ მცირეოდენი ვახშმის გარდა არაფერი მეჭამა.

– ჰო, რასაკვირველია, არ შევშინდებოდი, – თამამად მივუგე მე.

– ესე იგი, ახლა, როცა იცი, რაშია საქმე, აღარ შეგეშინდება?

– არა, ასე აღარ მოვიქცევი.

– მაშ, ძალიან კარგი. მოულდი, მიეცი ეგ ნაჭერი. ეტყობა, ძალიან მშიერია.

– მოიცა, ჯერ არა, ამ ნაჭერს მე არ შევჭამ, – შეაჩერა მოულდიმ და პუდინ-გის ნაჭერი ჯიბეში ჩაიდო, – სმიტფილდმა ჯერ დაიმსახუროს და დაგვიმტკი-ცოს, რომ მართალს გვეუბნება. წავიდეთ.

ჩვენ ისევ კოვენტგარდენისაკენ წავედით. მოულდის იმ ჯიბეს, რომელშიც პუდინგი ედო, რაც შეიძლება ახლოს მივდევდი და ამხანაგებს უკან არ ვრჩე-ბოდი.

– აგერ იქ, ბოძებს შუა, ფარდულს ხედავ?.. ლურჯწინსაფრიანი კაცი რომ დგას, იქ თხილით სავსე კალათები აწყვია.

– ვხედავ.

– პირველ კალათში ნუშია. წადი, ჩვენ აქ დაგიცდით.

მივხვდი, რასაც მოითხოვდა. მას უნდოდა წავსულიყავი და კალათიდან ნუში მომეპარა. მტკიცედ გადავწყვიტე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, პუ-დინგის ნაჭერი მომეპოვებინა. თუმცა აღარ ვყოყმანობდი. ვიდრე ფარდულს მივუახლოვდებოდი, გული გამალებით მიცემდა. აქეთა მხრიდან ფარდული ყვავილოვანი კომბოსტოთი და მწვანილებით იყო ჩახერგილი. ახლოს რომ მი-ვედი, მივხვდი, ფარდულისთვის გარშემო უნდა შემომევლო და ნუშთან ისე მივსულიყავი. მე კომბოსტოს გროვას ამოვეფარე, ნუშის გამყიდველი მუშტარს ელაპარაკებოდა და ჩემკენ ზურგით იდგა.

 

 

კომბოსტოს გამყიდველი ქალიც ზურგით იყო მიბრუნებული. ჯამი მუხ-ლებზე დაედო და სადილობდა. კალათა ნუშით იყო თავადგმული. მე ხელი ვტუცე და ერთი თუ ორი, ერთი თუ ორი, ჯიბეები ნუშით გავივსე. შემდეგ რიპსტონისა და მოულდისაკენ გავწიე, რომლებიც ბოძს ამოფარებულები მი-ყურებდნენ.

– ყოჩაღ, სმიტფილდ! – შესძახა მოულდიმ. – ყველაფერს ვხედავდი. ტყუი-ლად გვარწმუნებ, რომ ეს საქმე არ იცი. ყოჩაღ, აიღე შენი პუდინგი!

– მე ასე სუფთად ვერასოდეს ვიმუშავებ! – თქვა რიპსტონმა.

– შენა? – აიმრიზა მოულდი, – თუ გგონია, იმის მესამედს მოიპარავ, რასაც სმიტფილდი ახერხებს, დიდი ტრაბახა ვინმე ყოფილხარ. ასე მარჯვედ ვერც მე მოვიპარავდი. ისე კი, რა თქმა უნდა, სხვა რამეებში მე ვერ შემედრება. – დაუ-მატა მან, ეტყობოდა, შიშობდა, ძალიან არ გაყოყოჩდესო.

დღისით არა მიშავდა რა, მაგრამ, როცა დაღამდა და ისევ ბნელ ფურგონში აღმოვჩნდი, სინდისმა ქენჯნა დამიწყო. ახლა ბალიში მოულდი იყო, მე ყველა-ზე კარგი ადგილი შემომთავაზეს. თავი მოულდის გულზე მედო, მაგრამ დაძი-

ნებას მაინც ვერ ვახერხებდი. მე ქურდი გავხდი! ნუში მოვიპარე, მათთან ერ-თად გავიქეცი, ნაქურდალი გავყიდე და აღებული ფული დავხარჯე! ძარღვები დამებერა, ფეთქვა დამიწყო და სულ ერთთავად საშინელი სიტყვა «ქურდი» ჩა-მესმოდა. «ქურდო, ქურდო!» – უმოწმებდა გულიც. მოსვენებას ვეღარ ვპოუ-ლობდი.

– ქურდი! – აღმომხდა ჩურჩულით.

მოულდის ჯერ არ ეძინა.

– ვინ არის ქურდი?

– მოულდი, მე ვარ – მივუგე მე.

– მერედა, ვინ გეუბნება, არა ხარო? – დაცინვით მითხრა მოულდიმ.

– ქურდი არასოდეს ვყოფილვარ, გეფიცებით, არასოდეს, ამიტომაც ვერ ვისვენებ.

– ტყუი, – თქვა რიპსტონმა, თურმე მასაც არ ეძინა.

– არა, მოვკვდე, თუ მართალს არ ვამბობდე, – ვარწმუნებდი მე.

– ალბათ იმასაც იტყვი, მოვკვდე, თუ ქურდი ვიყოო.

– არა, ვერ ვიტყვი, თორემ მართლა მოვკვდები. მე ხომ უკვე ვიქურდე!

– ერთი შენაც, შენ რა ქურდი ხარ, განა იმას, რაც დღეს გააკეთე, ქურდობა ჰქვია? არა, ეგ ქურდობა სულაც არ არის.

– მაშ, რაღაა? მე ყოველთვის მასწავლიდნენ, სხვისი რამის აღება ქურდობა არისო.

– ამას ისეთი ხალხი ამბობს, ვისაც არ უცდია და არც იცის, – მითხრა მო-ულდიმ და წამოიწია, რომ ეს საინტერესო საკითხი უფრო მოხერხებულად გა-ერჩია. – ვთქვათ, რომელიმე ბიჭი დუქანში შევიდა, ფულიან ყუთში ხელი ჩაყო და ამ დროს დაიჭირეს. აი, ეს იქნება ქურდობა. თუ მყიდველებს ჯიბეებში ხე-ლის ფათურს დაუწყებს, ესეც ქურდობაა. ამისთვის გაასამართლებენ და მოსა-მართლეც იმასვე იტყვის, ეს ქურდობააო. მაგრამ თუ ვინმე პატარა ბიჭი შეეც-დება ნახევარი პენი იშოვოს, ანდა თხილს ან ვაშლს უპოვნიან, განა ამისთვის სამართალში მისცემენ? არასოდეს! ვაჭარი მას კინწისკვრით გააგდებს, ან დი-დი-დიდი დარაჯს დაუძახოს. ის კიდევ სცემს და გამოუშვებს. განა დარაჯს ნე-ბა აქვს ნამდვილი ქურდი დასაჯოს? არავითარ შემთხვევაში!

– თუ ნუშისა და სხვა რამეების აღება ქურდობა არ არის, მაშ, რა ჰქვია? – ვკითხე მოულდის.

– ცოტა სახელებია? მაგალითად, ამოცლა, აწაპნა, აცოცება, ჩაჯიბვა, მითვი-სება. განა სულ ერთი არ არის, რას დაარქმევ?

– პოლიციელისთვის რომ გვეკითხა?

– პოლიციელს ვინა ჰკითხავს, არ იცი, რა მატყუარებიც არიან? – თქვა რიპ-სტონმა.

– გამოტყდი, სმიტფილდ, რომ გეშინია, – მითხრა მოულდიმ.

– კი არ მეშინია, მეგონა, ეს ქურდობა იყო, მაგრამ რაკი არ ყოფილა, ძალიან კარგი.

– საქმეც ეგ არის, – თქვა მოულდიმ. – როცა პატარა ვიყავი და სახლში ვცხოვრობდი, ბევრჯერ მომისმენია, მამაჩემი დედას გაზეთს რომ უკითხავდა: «ისეთი ეშმაკი ხალხიც კი, როგორიც მოსამართლეები არიან, ფრთხილად უნ-და იყვნენ და არ შეცდნენ, ყველაფერს თავისი ნამდვილი სახელი უწოდონო. ასეთ შემთხვევაში ამბობენ, «მიითვისა», «მოიტაცა» ან «ითაღლითაო». მოტაცე-ბა დიდი არაფერია. აი, ერთხელ რიპსტონმა ჩაის კოვზები მოიტაცა, ამისთვის ორი კვირა ციხეში ამყოფეს. ასე არ არის, რიპსტონ?

– მაგ ჩაის კოვზებს რა წამდაუწუმ მიხსენებ, – ბრაზიანად უთხრა რიპ-სტონმა. – მე ისეთ ბიჭებსაც ვიცნობ, ციხეში ორ კვირაზე მეტხანსაც მსხდარან და როზგებიც ბლომად მოხვედრიათ, მაგრამ ყველაფერს როდი ვამბობ. – ეს გადაკრული სიტყვები, ეტყობა, მოულდის ეკუთვნოდა, რადგან იგი გაცხარდა და რიპსტონს მაწანწალა ხარო, უთხრა. თუმცა მალევე შერიგდნენ, ერთხანს კიდევ იმასლაათეს და მერე ორთავეს მშვიდად დაეძინა.

მე წინაღამინდელივით დიდხანს ვეღარ დავიძინე. ჩემი ამხანაგების მსჯე-ლობამ ვერ დამამშვიდა. შესაძლოა, ნუშის მოტაცებას ქურდობა არც ერქვა, მაგ-რამ გადავწყვიტე, რიპსტონისა და მოულდისთვის დილითვე მეთქვა, მინდა ისევ პატიოსანი ბიჭი ვიყო, ბაზარში უბრალო რამეზე ვიმუშავებ-მეთქი. თუ ჩემთან ამხანაგობას აღარ ისურვებდნენ, მე თავად გავეცლებოდი. როგორც კი ეს გადაწყვეტილება მივიღე, მაშინვე დამეძინა.

დილით, როცა გამეღვიძა, თავი ძალზე უბედურად ვიგრძენი. მციოდა, კბილს კბილზე მაცემინებდა. მზად ვიყავი, ყველაფერი, რაც მეცვა, ერთ ყლუპ ცხელ ყავაზე გამეცვალა.

მოულდის ჰქონდა ყავის დასალევი ფული. გუშინ საღამოს ერთ ბატონს, რესტორანში ხამანწკების საჭმელად რომ შევიდა, ცხენი დაუჭირა და სამაგიე-როდ გასამრჯელოდ ექვსი პენსი მიიღო. ოთხი პენსი ვახშამზე დავხარჯეთ, დანარჩენი ორი საუზმისთვის გადავინახეთ.

სიცივისაგან აკანკალებულები ქუჩაში გავედით. ქვაფენილი სველი და ტა-ლახიანი იყო. ყავახანასთან მისვლამდე პერანგი და შარვალი სულ მთლად და-მისველდა და ტანზე მიმეკრო. წუხანდელი ჩემი გადაწყვეტილება – ამ ქურ-დბაცაცებს გავცლოდი, – არ მავიწყდებოდა და ახლა გამბედაობას ვიკრებდი, რომ ყველაფერი მეთქვა. მაგრამ მშიერი, თავით ფეხამდე გალუმპული კარგად ვგრძნობდი, თუ ჩემს ამხანაგებს წავეჩხუბებოდი, სრულიად მარტო და უმწე-ოდ დავრჩებოდი.

– ორი პენსისა სამი ფინჯანი ყავა მომეცით, – მოსთხოვა მოულდიმ მებუ-ფეტეს.

ამით ყველაფერი დამთავრდა. ყავა ვინმე სხვას რომ ეყიდა, ალბათ ვეტყო-დი, ვერ დავლევ, უნდა წავიდე-მეთქი. მაგრამ რაკი მოულდიმ შემომთავაზა, უკვე არ შემეძლო მის ბნელ საქმეზე საყვედური გამომეთქვა.

ვიდრე ყავის სმას მოვრჩებოდით, მოულდიმ შეგვახსენა: – აბა, ნუღა ზოზი-ნობთ! დღეს ბევრი საქმე გვექნება. კარგ ამინდში თავის საქმეს ყველა თვითონ აკეთებს, ცუდ ამინდში კი ცდილობს გასაქცევ-გამოსაქცევად სხვა დაიქირაოს.

მართალიც იყო. მთელი დილა გადაუღებლად წვიმდა და ბევრი სამუშაოც გამოგვიჩნდა. მე თერთმეტი პენსი გამოვიმუშავე, რიპსტონმა ერთი შილინგი და პენნახევარი, მოულდიმ ცხრანახევარი პენსი. ძალიან მიხაროდა, რომ მო-ულდიზე მეტი ფული ვიშოვე. თუმცა მთლად დავსველდი და შიშველი ფეხის თითიც გატეხილ ბოთლზე გავიჭერი, თავს მაინც ბედნიერად ვთვლიდი, პა-ტიოსანი შრომით მოპოვებულ ფულს რომ ვუყურებდი. რიპსტონმაცა და მო-ულდიმაც ამჯერად საკმაო ფული გამოიმუშავეს, ისე რომ ბაზარში ერთი ვაშ-ლიც არ მოუპარავთ.

 

 

– ახლა შეიძლება ითქვას, მთელი დილა პატიოსნად ვიშრომეთ, – თქვა მო-ულდიმ, ჩვენგან ფულს რომ იღებდა. ის ჩვენი მუდმივი ხაზინადარი იყო.

– რაღაც-რაღაცების ცუდი გზით შოვნას და მერე გაყიდვას, ასე სჯობია, – გავბედე და ვთქვი.

– კი, რაღა თქმა უნდა, ასე უფრო მეტს ვიშოვით!

– მე მირჩევნია მამუშაონ, ვიდრე სხვა რამ მაკეთებინონ...

– მერედა, ვინ გაძალებს? უბედურებაც იმაშია, რომ სულ ერთსა და იმავე საქმეს ვერ გააკეთებ. ზოგჯერ ლამის შიმშილისაგანაც დავიხოცოთ. ჩემი აზ-რით, რაც ხელში მოგხვდება, არაფერი არ უნდა დაიწუნო.

რიპსტონიც მეგობრის აზრს სავსებით იზიარებდა.

ჩვენ სასაუზმისკენ გავწიეთ, მხიარულად ვისადილეთ, ვახშმისთვის ფუ-ლიც გადავინახეთ და ექვსი პენსი კიდევ დაგვრჩა. ამ ექვსი პენსით ამხანაგებმა გადაწყვიტეს, ჩემთვის ფეხსაცმელი ეყიდათ. ფართლეულობის რიგისაკენ გავ-წიეთ და ცოტათი განიერი, მაგრამ ძალზე მოხერხებული ფეხსაცმელი შევიძი-ნეთ.

VIII

ფინია. მითვალთვალებენ.

არასასიამოვნო ღამე

უმეტესად ერთფეროვნად ვცხოვრობდით. ყოველდღე ადრიანად ვდგებო-დით, ერთი და იმავე ქუჩებითა და შესახვევებით დავდიოდით და ერთსა და იმავე სამუშაოს ვასრულებდით. როცა მუშაობით საჭმლის ფულს ვერ ვშოუ-ლობდით, ერთი და იმავე კალათებიდან სხვადასხვა წვრილმანს ვიპარავდით, ისევ იმ მოხუცს მივყიდდით და შემდეგ ვსადილობდით. ზოგჯერ ღორის ხორ-ცსაც მივირთმევდით, ზოგჯერ შავი პურის ამარა ვრჩებოდით. ფურგონშიც ზოგჯერ ჩალა გვხვდებოდა, ზოგჯერ კი ცარიელ ფიცრებზე ვიძინებდით.

სახლიდან რომ გამოვიქეცი, ერთი შარვალი, ერთი პერანგი და ძველი, და-ხეული ქურთუკი მქონდა. ახლა უკვე ახალთახალი შარვალი და პერანგი მეცვა, ძველი ქურთუკის ნაცვლად კი – სერთუკის მსგავსი რაღაც ჩასაცმელი. ჩემი ექ-ვსპენსიანი წაღები ძალიან ნაადრევად დამეხა და მე ისევ ფეხშიშველა დავდი-ოდი, რადგანაც ახლის საყიდლად ფული არ გვყოფნიდა.

რიპსტონი და მოულდი შუა მაისის თვეში გავიცანი, ახლა უკვე ოქტომ-ბრის ნახევარი იყო. შემოდგომაზე შვიდჯერ თუ რვაჯერ ვიყავი თეატრში და

ყოველთვის უდიდეს სიამოვნებას ვღებულობდი. ერთი ღამე კი პოლიციის უბანში გავატარე.

აი, ეს ამბავი როგორ მოხდა. ერთხელ, თაღებქვეშ დასაძინებლად რომ ვბრუნდებოდით, პატარა ფინია აგვედევნა.

 

 

– აქედან დაიკარგე! – დაუყვირა მოულდიმ, – შენი თავი არა გვაქვს! – მან ქვა აიღო და ძაღლს ესროლა.

– მოულდი, როგორ არა გრცხვენია, გაუშვი, გვდიოს, – გამოექომაგა რიპ-სტონი.

– რიპ, წავიყვანოთ, ჩვენთან გვეყოლება, საჭმელსაც ვაჭმევთ. ეტყობა, სახ-ლი არა აქვს, – ვთქვი მე.

ღამით ფარნის მკვეთრმა შუქმა გამომაღვიძა, პირდაპირ სახეში მანათებდა. ჩვენს ფურგონს პოლიციელი მოსდგომოდა. ხელში ძაღლი ეჭირა.

– აი, შე არამზადავ, ეს ფინია შენ მოიპარე? – დამიყვირა პოლიციელმა და ხელში უხეშად მწვდა.

– არა, სერ, თვითონ აგვედევნა, – მივუგე შიშისაგან აცახცახებულმა.

– ვიცი, როგორც «აგედევნა», – გამომაჯავრა პოლიციელმა, საყელოში ჩამავ-ლო ხელი და ფურგონიდან გადმომათრია.

ცხარე ცრემლით ავტირდი.

– ნუ წუხხარ, სმიფ, არაფერია, მე დაგიხსნი, – მამშვიდებდა რიპსტონი.

და მართლაც დამიხსნა. მიიკითხ-მოიკითხა, ვისი იყო ძაღლი, პირდაპირ მის პატრონთან წავიდა და ყველაფერი უამბო, რაც მოხდა. ძაღლი ქალაქის ექი-მის ავადმყოფი გოგონასი გამოდგა.

მეორე დღეს, შუადღისას, პოლიციაში გამომიძახეს. ახალგაზრდა ნაღვლია-ნი სახის ქალმა, მისაღებ ოთახში სკამზე რომ იჯდა, თავისთან მიმიხო და მკითხა:

– შენ ის ბიჭი ხარ, წუხელ პატარა ძაღლი რომ შეიფარე?

– დიახ, მილედი, – მივუგე მე. არ ვიცოდი, მწყენოდა თუ გამხარებოდა.

– ახლავე გაგანთავისუფლებენ. მე შენს გამოსახსნელად მოვედი და თანაც მინდა ჩემი პატარა გოგონას მაგიერ მადლობა გადაგიხადო. იგი ავადაა, ვეღარ იძინებდა, სულ თავის ფინიაზე დარდობდა. ახლა შედარებით უკეთაა. მად-ლობელი ვართ შენი. ნუ გვიწყენ, რომ ჩვენი მიზეზით ეს ღამე საპატიმროში გა-ატარე.

მან თავზე ალერსიანად გადამისვა ხელი.

იქიდან რომ გამოვედი, სიხარულით მივხტოდი, მალიმალ ჯიბეში ხელს ვიყოფდი და იმ ქალის ნაჩუქარ ხუთშილინგიან მონეტას ვისინჯავდი.

ხუთი შილინგი! ამოდენა სიმდიდრე ჩვენს პატარა ამხანაგობას ერთად არა-სოდეს ენახა. გადავწყვიტეთ, ხელგაშლილად მოგველხინა. კარგ სასადილოში ვისადილეთ. თითო კათხა ლუდი დავლიეთ. ისე გავმხიარულდით, რომ თავს უფლება მივეცით, თეატრში ომნიბუსით წავსულიყავით და თითო ბილეთში ორი პენსი გადაგვეხადა. ლუდმა რიპსტონსა და მოულდიზე ცუდად იმოქმე-და. სამივენი შუა წარმოდგენიდან გამოგვიყვანეს. იძულებული გავხდით ასეთ

წვიმაში შინ ფეხით დავბრუნებულიყავით, რადგან ჯიბეში ერთი პენიც არ გვე-დო.

ერთY დილას, მაშინ სახლიდან ხუთი კვირის გამოქცეული ვიყავი, ბაზარ-ში მეზობელს შევეჩეხე.

– აი, შე ცუღლუტო, გაები?! ახლავე მამაშენთან წაგიყვან! – შეჰყვირა მან.

უნდოდა დავეჭირე, მაგრამ ხელიდან დავუსხლტი. ამის შემდეგ უფრო ვფრთხილობდი, მეშინოდა, სადმე მამაჩემს არ შევფეთებოდი. ამხანაგებს დაწ-ვრილებით ავუწერე მამაჩემის გარეგნობა და ისინიც გულმოდგინედ მეხმარე-ბოდნენ.

მეორე დილით, შვიდ საათზე, მოულდიმ ორი მამაკაცი დამანახვა, ისინი ხილის რიგს მოჰყვებოდნენ. იმწამსვე ვიცანი: ერთი მათგანი ის კაცი იყო, გუ-შინ კინაღამ რომ დამიჭირა, მეორე კი – მამაჩემი... მამა ძალიან გაფითრებული იყო, ეტყობოდა, ღელავდა, ხელში მათრახი ეჭირა, ალბათ ვინმეს საგანგებოდ გამოართვა. მის შეხედვაზე მუხლები ამიკანკალდა, ტუჩებმა თრთოლა დამიწ-ყო.

– რიპ, მიშველე, – ძლივსგასაგონად ამოვილუღლუღე და მეგობრის ზურგს ამოვეფარე. – ხედავ, როგორი გაბრაზებულია და რამსიგრძე მათრახი უჭირავს!

რიპსტონმა ცარიელ დახვავებულ კალათებში დამმალა, თვითონ ერთ გად-მობრუნებულ ხოკერზე დაჯდა და ვითომც არაფერიაო, სტაფილოს ფხეკასა და ხრამუნს მოჰყვა. ცოტა ხანში მამაჩემიც მოვიდა.

– შენ ეი, პატარავ, ბაზარში ძველქურთუკიანი პატარა ბიჭი ხომ არ გინა-ხავს. აი, ამ სიმაღლე იქნება. – ჰკითხა მან რიპსტონს.

კალათის ჭუჭრუტანიდან დავინახე, მამაჩემმა ჩემი სიმაღლე აჩვენა.

– რა ჰქვია იმ ბიჭს? – ჰკითხა რიპსტონმა მამაჩემს, თან სტაფილოს არხეი-ნად შეექცეოდა.

– ჯიმი.

– ჯიმს როგორ არ ვიცნობ. მაგარი, ღონიერი ბიჭია. ისეთი მძიმე მუშტი აქვს, ნებისმიერ კაცს წააქცევს.

– მე პატარა ბიჭზე გეკითხები, ასე, რვა წლის იქნება, – მოუთმენლად შეუყ-ვირა მამაჩემმა.

– რვისა?.. ნამდვილად იცი, რომ ჯიმი ჰქვია? – მძიმედ გაიმეორა რიპსტონ-მა.

– რა თქმა უნდა, ვიცი, ჯიმ ბელიზეტი.

– ჯიმ ბელიზეტი! – შეჰყვირა რიპსტონმა, თითქოს უცებ გაახსენდაო. – ვი-ცი, ვიცი, ჩვენ მას რაუზერს ვეძახით. ამიტომაც ერთბაშად ვერ მოვიგონე. სად-ღაც ქაუკროსთან ცხოვრობდა. მამამისი, მგონი, დამტარებელია, არა?

– ჰო, სწორედ ეგაა. ახლა სად არის?

 

 

– აი ის, ავი მამა რომ ჰყავს და წამდაუწუმ ქამრით სცემდა?

– თვითონ გიამბოთ, არა? დახეთ, რა უსინდისოა!

– იმას დედინაცვალი ჰყავს, საზიზღარი ქალია, მაბეზღარა, არაყს წყალი-ვით სვამს.

– არ იტყვი, სად არის? – იღრიალა მოთმინებადაკარგულმა მამაჩემმა, რიპ-სტონს მივარდა, ქეჩოში წვდა და ისე ღონივრად შეაჯანჯღარა, რომ კალათები აქეთ-იქით გადაცვივდა.

– გამიშვით და ვიტყვი, თორემ კრინტსაც არ დავძრავ! – ისეთი ხმით შეჰ-ყვირა რიპსტონმა, მეგონა, ჩემს გაცემას მართლა აპირებდა.

– აბა, თქვი! – დაუყვირა მამაჩემმა.

– თუ გინდათ სიმართლე გითხრათ, მტვირთავად დაიწყო მუშაობა.

– როდის? სად?

– ეს აღარ ვიცი. გუშინ საღამოს ერთ ჩემს ნაცნობს ვესტმინსტერის ხიდზე შეხვედრია და უკითხავს: «რაუზერ, აქ რას აკეთებ, განა ბაზარში სამუშაო აღარ არისო?» ამაზე რაუზერს უპასუხნია: ბაზარში აღარ ვივლი, მამაჩემმა ჩემს კვალს მოაგნო, ერთ ნაცნობ ბარჟის პატრონთან მივალ, უინსვორთის გზაზე ცხოვრობს, და მტვირთავად დავუდგებიო». მეტი არაფერი ვიცი. – მკვახედ უთხრა რიპსტონმა.

– წყეული ბიჭი! – დაიყვირა მამაჩემმა.– ხომ არ უთქვამს, შინ დაბრუნებას როდის აპირებს?

– ეგ არ ვიცი. არა მგონია, რომ დაბრუნდეს! სულ იმას გაიძახოდა, ზღვაზე უნდა წავიდეო. მდინარეზე გავა, იქ გემებს ნახავს და მერე, მოგჭამა ჭირი!

– ეგ მართალია, – მწყრალად თქვა მამაჩემმა და თავის ნაცნობს მიუბრუნ-და, – წავიდეთ, ჯეკ. ნეტავ რას დავდევთ იმ არამზადას? ისემც უქნია, ზღვაში დამხრჩვალა!

მამაჩემმა მათრახი იღლიაში ამოიჩარა და თავის მეგობარ კაცთან ერთად გაგვშორდა.

ამის შემდეგ არც ერთხელ აღარ შევხვედრივარ მამას და არც სხვა ვინმე ძველ ნაცნობს.

მალე ავად გავხდი.

მართალია, სიარული შემეძლო და არც რამეზე ვწუწუნებდი, მაგრამ დიდი ხანია ვგრძნობდი, რომ შეუძლოდ ვიყავი. ან რა გასაკვირი იყო. მთელი შემოდ-გომა გადაუღებლად წვიმდა. სველი ტანსაცმელი დღედაღამ გაუხდელად მეც-ვა, ის კი არადა, ღამეც არ ვიხდიდი. ყელი მეწვოდა და ტანში მამტვრევდა. ორი კვირა გაუთავებლად კბილის ტკივილი მკლავდა. პურს ვერ შევჭამდი, წინას-წარ წყლით თუ არ დავალბობდი. აღარც თალგამისა და კომბოსტოს ხიკვის ღეჭვა შემეძლო, იძულებული ვიყავი მანამდე მეშიმშილა, ვიდრე რაიმე ბედნი-ერი შემთხვევის წყალობით საფუნთუშეში ან სასადილოში რბილი საჭმლის ყიდვას შევძლებდი. ღამღამობით ფურგონის ერთ კუთხეში მივიკუნჭებოდი, ტკივილისაგან ვძაგძაგებდი და თვალის მოხუჭვასაც ვერ ვახერხებდი. ჩემი ამ-ხანაგები მიჯავრდებოდნენ:

– რას ფშრუკუნებ, ძილს ნუ გვიფრთხობ! – ბუზღუნებდა რიპსტონი.

– სმიფ, მართლაც აუტანელი ხარ. დღისით საჭმლის შოვნაში არ გვეხმარე-ბი და ღამითაც თავს გვაბეზრებ. – აჰყვებოდა მოულდიც.

– მითხარით, რა ვქნა, – ვტიროდი მე. – თქვენც რომ ჩემსავით გტკიოდეთ, უფრო შეგეცოდებოდით.

– მოულდი, როგორმე დავეხმაროთ, – თქვა ჩემი ცრემლებით გულაჩუყე-ბულმა რიპსტონმა. – მოდი, ჩვენს მეზობლად რომ იძინებს, იმ ბებერ მევიო-ლინეს დავუძახოთ. ამბობენ, კბილის ამოღება იცისო. ჯობია ერთ დიდ ტკი-ვილს გაუძლოს, ვიდრე ერთმა უხეირო კბილმა მთელი კვირა გააწვალოს.

მოულდი მევიოლინეს მოსაყვანად წავიდა.

რამდენიმე წუთის შემდეგ ორივენი მოვიდნენ. მევიოლინეს ხელში გრძე-ლი დაჟანგული სიმი ეჭირა.

– საბრალო ბიჭუნავ, დაჯექი და პირი რაც შეიძლება დიდზე გააღე. აბა, ბიჭებო, ორივე ხელი მაგრად დაუჭირეთ, რომ მუშაობაში ხელი არ შემიშალოს. – თქვა მევიოლინემ.

მე დავმორჩილდი, თუმცა შიშისაგან გული გამალებით მიცემდა. მოხუცმა მტკივან კბილს სიმი შემოახვია და... რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მოსწია.

– ა-ა-ა! – ვიყვირე და უკან გადავვარდი.

პირიდან სისხლი მდიოდა, სამაგიეროდ, კბილი აღარ მტკიოდა.

კოვენტგარდენში ჩვენი საქმეები თანდათან ცუდად მიდიოდა. შეგვამჩნი-ეს. ეს ხელს არ გვაძლევდა. ყველამ იცოდა, რომ ქურდბაცაცები ვიყავით და თვალი ფხიზლად ეჭირათ. თითქმის დღე ისე არ გავიდოდა, ვინმე ვაჭარს ან დარაჯს არ ვეცემეთ.

რიპსტონმა ერთ სარდაფს მიაგნო, სადაც ზამთრისთვის სტაფილო ჰქონ-დათ შენახული. შიგ შევიპარეთ და მთელი კვირა მხოლოდ სტაფილოთი ვიკ-ვებებოდით. პირველად ეს დიდ ბედნიერებად მიგვაჩნდა, მაგრამ მალე მივ-ხვდით, რომ მხოლოდ სტაფილოს ჭამა ძალიან საზიანო იყო. ალბათ ჩემი ავადმყოფობა ნაწილობრივ ამანაც გამოიწვია.

კვირაობით, თუ ცუდი ამინდი არ იდგა, მდინარის ნაპირზე დიდხანს დავ-სეირნობდით, შემდეგ ჩვენს ფურგონში ვწვებოდით და ერთმანეთს სხვადასხვა ამბებს ვუყვებოდით. იმ დღეს, როცა მე ავად გავხდი, რიპსტონი და მოულდი სასეირნოდ წავიდნენ, მე ფურგონში დავრჩი. გუშინდელიდან რამდენიმე პენ-სი კიდევ ჰქონდათ შემორჩენილი და პურითა და ყურძნის წვენით ისადილეს. მე წინა დღის შემდეგ არაფერი მეჭამა. ერთიანად ვიწვოდი და მაკანკალებდა. ენა გამიშრა, თვალები მტკიოდა და თავი ისე მტეხდა, თითქოს ვინმე ჩაქუჩს მირტყამდა. ჩემდა ბედად, ფურგონში ცოტაოდენი ჩალაც იყო და ამხანაგებმა მთლიანად მე დამითმეს. მაგრამ მაინც ვერა და ვერ მოვეწყვე: ჩალის ბალიში რამდენჯერაც ავაბულულე, ჩემი დამძიმებული თავისთვის მაინც დაბალი მეჩ-ვენებოდა.

ღამით უფრო ცუდად გავხდი. ამჯერად ბალიშობა მე უნდა გამეწია, მაგრამ რიპსტონი დიდსულოვნად შემენაცვლა. მოულდიმ კარგი ადგილი შემომთავა-ზა, თუმცა არჩევის უფლება ჰქონდა, რადგან წინადღით «ბალიში» ის იყო. და-საძინებლად ჩვეულებრივზე ადრე მოეწყვნენ, რომ მეც დროზე დავწოლილი-ყავი. მაგრამ ამაოდ ზრუნავდნენ.

მალე რიპსტონმა იგრძნო, რომ ჩემი სიმხურვალე მის ქურთუკშიც ატანდა. ჩვეულებრივ მშვიდი ხასიათის მოულდიმ ძილის დროს გაბოროტება იცოდა, უცებ რიპსტონს ფეხში ჩასცხო.

– რა მოგივიდა? – წყენით ჰკითხა რიპსტონმა.

– წყნარად ვერ დაწვები? ფეხებს ისე იქნევ, გეგონება, ცეკვავსო!

– მერე, მე ვარ რო?! სმიტფილდია! – შეუყვირა რიპსტონმა.

– სმიფ, რას ძაგძაგებ?

– საშინლად მცივა, მოულდი. მთლად გაყინული ვარ.

– გაყინული კი არა, ღუმელივით ვარვარებ. მოულდი, აბა, შენც ნახე. – უთ-ხრა რიპსტონმა.

მოულდიმ ლოყაზე ხელი დამადო, მერე ფეხზე წამოიჭრა და ღონივრად გამაწნა სილა. – ესეც შენ! ტყუილის თქმას რომ ბედავ. იტირებ და მეორესაც მიიღებ!

ვცდილობდი თავი დამეძლია და არ მეტირა, მაგრამ ეს ჩემს ძალას აღემა-ტებოდა. მთელი საღამო ცრემლებს ვიკავებდი, მოულდის საქციელმა დაგუბე-ბულ ცრემლებს გზა მისცა. გულამომჯდარი ვტიროდი, ცრემლები ისე ღაპაღუ-პით მცვიოდა, თვალების მოწმენდასაც ვერ ვასწრებდი. სიმწარე დამიგუბდა და ახლა გზა უნდა მიმეცა. ძარაზე დამხობილი ჩუმად ვტიროდი. ამხანაგები ჩემს ტირილს მაშინ ამჩნევდნენ, როცა წამოვისლუკუნებდი. მას მერე, რაც მამა-ჩემი კოვენტგარდენის ბაზარში მათრახით ხელში ვნახე, მტკიცედ გადავწყვი-ტე, შინ აღარასოდეს დავბრუნებულიყავი. იმ დღიდან არც პატარა პოლი და არც ჩვენი ოჯახური ცხოვრება არ მომგონებია, გული ჩამიკვდა და გამიქვავდა. ახლა ვგრძნობდი, რომ გული ისევ ლღვებოდა, მიჩვილდებოდა და, ამასთან, ისეთი სიმძიმე მაწვებოდა, რომლის ატანაც მე არ შემეძლო.

ეტყობოდა, არც მოულდის შეეძლო ჩემი ტირილის ატანა. მან დანაპირები შემისრულა – ერთხელ კიდევ მომიქნია ხელი და წინანდელზე მაგარი სილა მტკიცა.

– აი, შე ყაჩაღო! – მივარდა მას რიპსტონი. – პატარა ბიჭს სცემ, შენზე უმ-ცროსს, თანაც ავადმყოფს! სმიტფილდ, ადექი, გენაცვალე, მომეხმარე, მაგას ვუჩვენოთ სეირი!

ესა თქვა თუ არა, რიპსტონმა ხელები დაიკაპიწა, მოულდის დაეძგერა და ცემა დაუწყო. არ მინდოდა, მათ ეჩხუბათ, ვცდილობდი, შემერიგებინა, ორთა-ვეს ვარწმუნებდი, არაფერი მტკენია, ავად რომ ვარ, იმიტომ ვიტირე-მეთქი.

ამით მოულდი გონს მოეგო. ძალიანაც ინანა, ნამდვილ არამზადასავით მო-ვიქეციო, და ჩემს დასამშვიდებლად შემომთავაზა, რაც ძალი და ღონე გქონ-დეს, ცხვირში გამარტყი, მე ხელები ზურგს უკან მექნებაო. რიპსტონი ჩამძახო-და, გაარტყიო, მაგრამ მე ვიუარე. მაშინ მოულდიმ თავისი ბეწვის ქუდი თავ-ქვეშ დამიდო და ქურთუკი დამაფარა. თავის ტანსაცმელს რიპსტონიც ხალი-სით მომცემდა, მაგრამ მას ლურჯი სათბურას მეტი არაფერი ებადა, მისთვის პერანგიც ის იყო და ქურთუკიც. ქუდი წინადღით დაკარგა, ბაზრის დარაჯს რომ გაურბოდა, მაშინ.

ამხანაგები თავგამოდებით ცდილობდნენ, როგორმე მშვიდად ვწოლილი-ყავი და კარგად ჩამეთბუნა, მაგრამ უკეთესობა მაინც არ მეტყობოდა. წინანდე-ბურად ვიწვოდი, თან სიცივისაგან მაკანკალებდა. ენა გამიშრა და მძიმედ, სვე-ნებ-სვენებით ვსუნთქავდი, თუმცა ტირილის შემდეგ როგორღაც შვება ვიგ-რძენი და მზად ვიყავი ყველაფერი ამეტანა.

IX

მე მუშათა სახლში მოვხვდი

ჩემმა ავადმყოფობამ ამხანაგები ძალიან შეაშინა. ქურთუკი დამაფარეს, რაც შეიძლება მშვიდად დამაწვინეს, თვითონ კი ფურგონის ბოლოში მიკუნჭულე-ბი ჩურჩულებდნენ:

– ალბათ გაცივდა, – თქვა რიპსტონმა. – უბედურებაა, ადამიანი რომ გაცივ-დება. მოულდი, ეტყობა, გაციებულია, არა?

– ჰო, რაღაც მაგდაგვარია, – უფრო ჩუმი ხმით უპასუხა მოულდიმ.

– კარგი იქნებოდა მდოგვის საფენები დაგვედო... მახსოვს, როცა პატარა ვი-ყავი, მიკეთებდნენ... რას იტყვი, მოულდი, მდოგვის მოსატანად აფთიაქში რომ წავიდე?

– სად უნდა წახვიდე, დღეს კვირაა და ყველა სავაჭრო დაკეტილია. მხო-ლოდ აფთიაქები იქნება ღია, აფთიაქში კი მდოგვი არ იყიდება.

 

 

– იქნებ მდოგვზე მეტად აბებმა არგოს. მაგრამ იმ აბებს ისეთი უცნაური სა-ხელები ჰქვია, არ იცი, როგორ იკითხო.

– ადექი და შენც უთხარი, ოთხი პენსის მომეცი-თქო.

– მეაფთიაქემ რომ მკითხოს, რომელი აბი გნებავსო?

– უთხარი, სასაქმებელი-თქო, – გულგრილად უთხრა მოულდიმ.

მოულდი უხალისოდ ლაპარაკობდა, ეტყობოდა, სხვა რამეზე ფიქრობდა.

– მაშ, შევთანხმდეთ, ხვალ დილით პირველივე პენით სმიტფილდს აბებს ვუყიდით, – თქვა ისევ რიპსტონმა.

მოულდი ხმას არ იღებდა. წუთით ორივენი გაჩუმდნენ. მე გაუნძრევლად ვიწექი და იმათ ჩურჩულს ყურს ვუგდებდი. მოულდის თავშეკავებამ რიპსტო-ნი დააეჭვა:

– მოულდი, ვთქვათ, გაციებული არ არის, მაშინ რა უნდა სჭირდეს!

– არ ვიცი, – უგუნებოდ უპასუხა მოულდიმ.

– შენ ხომ ერთხელ საავადმყოფოში იწექი, იქ ბევრ ავადმყოფს ნახავდი. ასეთი რამ არავის სჭირდა?

– ჩუმად, მგონი, არ სძინავს. – გააფრთხილა მოულდიმ.

– როგორ არა, სძინავს, გესმის, რა თანაბრად სუნთქავს?

– მაგრამ ჩალას რომ აშრიალებს? ალბათ, კიდევ შეამცივნა.

ესა თქვა და უფრო ხმადაბლა წასჩურჩულა: – რიპ, აფსუს, რომ ჩემი ჩასაც-მელი მივეცი. ქუდი კიდევ ჯანდაბას, მაგრამ ქურთუკი მენანება.

– აი, შე ძუნწო, პირუტყვო! – შეუტია რიპსტონმა. – რომ დაგჭირვებოდა, ალბათ ესეც საკუთარ ქურთუკს გაიხდიდა და მოგცემდა!

– დაიკარგა და დაიკარგოს, – ამოიოხრა მოულდიმ.

– რატომ უნდა დაიკარგოს, ხვალ ხომ ისევ გამოართმევ?

– აბა, რას ამბობ, ქურთუკს იქნებ ისეთი რამე გამოჰყვეს, რისი შეძენის სურვილი სულაც არა მაქვს.

– რას ამბობ, გამაგებინე!

– ჩუმად, არ გაიგოს, შეეშინდება.

ორივენი ფრთხილად ადგნენ და ფურგონიდან თავები გადაყვეს. თუმც ძლივგასაგონად ჩურჩულებდნენ, მე ყველაფერი გარკვევით მესმოდა.

– რიპ, ყვავილი თუ გაქვს აცრილი? – ჰკითხა მას მოულდიმ.

– ჰო, და ამის მოწმობაც მაქვს.

– ძალიან კარგი. ესე იგი, საშიში არაფერია. მე არა ვარ აცრილი და ციებ-ცხელება სწორედ მე შემეყრება.

– ნუთუ სმიტფილდს ციება აქვს? მაშ, მოკვდება? – შეშინებული ხმით ჰკითხა რიპსტონმა.

– ალბათ, მოკვდება.

– ასე უცებ მოკვდება?

– არა, უცებ არ მოკვდება, – ჩასჩურჩულა მოულდიმ. – მანამდე იქ თმას გა-დაპარსავენ და ათას რამეს გაუკეთებენ.

 

 

– ეგ რისთვისღა სჭირდება? – ძალზე შეშინებულმა ჰკითხა რიპსტონმა.

– იმიტომ, რომ მერე გიჟდებიან. რომ არ გადაპარსონ, თმას სათითაოდ და-იგლეჯენ, – მიუგო მოულდიმ.

– რა უბედურებაა! საწყალი სმიტფილდი მოკვდება, საბრალო სმიტფილ-დი!

რიპსტონი ქვითინებდა. თვალს არ ვუჯერებდი, მაგრამ ეს სინამდვილე იყო. რიპსტონი ტიროდა.

არ შემშინებია და არც გამკვირვებია, როცა მოულდისაგან გავიგე, რომ ცი-ებ-ცხელება მქონდა. ეს ყველა იმ ავადმყოფობაზე უფრო საშინელი იყო, რომე-ლიც ვიცოდი. ცუდად, ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს. ვიცოდი, ციებისაგან ადამიანი კვდებოდა, მაგრამ ვერც ამან შემაშინა. ერთი რამ მსურდა მხოლოდ: ოღონდ ჩემთვის თავი დაენებებინათ, არავინ შემხებოდა და არც დამლაპარაკე-ბოდა.

რიპსტონი და მოულდი ისევ ჩურჩულებდნენ. მესმოდა იმათი ხმადაბალი ლაპარაკი, ბანქოს თამაშში გართული ბიჭების ხორხოცი, ლანძღვა-გინება, ფე-ხების ბრაგუნი და სხვა ხმები. თანდათანობით ყველაფერი მიწყნარდა, მხო-ლოდ ჩემი ამხანაგების ჩურჩულიღა ისმოდა. გულში მიხაროდა, რომ არ ეძი-ნათ. ძალიან მომწყურდა და მოულდის ვთხოვე, ერთი ყლუპი წყალი მოეტანა.

– კარგი ერთი, ძმობილო, – ალერსიანი ხმით მითხრა მოულდიმ, – აბა, რო-გორ მოგიტანო წყალი? შენც კარგად იცი, ჭურჭელი არ გვაქვს. მოითმინე, მშვი-

დად იწექი დილის ხუთ საათამდე, მერე მებორნეები მოვლენ და დალიე რამ-დენიც გინდა.

– არა, დილის ხუთ საათამდე მოცდა არ შემიძლია, მართალს ვამბობ, არ შე-მიძლია, ჭკუაზე შევიშლები!

– ახლა რომელი საათია?

– ალბათ, პირველი იქნება.

საშინელი წყურვილი მკლავდა. მდინარის ტალღები კი განუწყვეტლივ ეხეთქებოდნენ კედლის ქვედა ნაწილს, რომლის ახლოსაც ჩვენი ფურგონი იდ-გა. თვალწინ დამიდგა მდინარე, თაღებქვეშ პირველ ღამეს, გათენებისას რომ ვიხილე, მზის სხივებით გაბრწყინებულ მდინარეზე ზანტად რომ მიცურავდა თივით დატვირთული ტივი. დაუოკებელმა სურვილმა შემიპყრო, სანაპიროზე ჩავსულიყავი და წყურვილი მომეკლა. ჭურჭელი არც მჭირდებოდა, შემეძლო თავი დამეხარა და პირდაპირ წყალს დავწაფებოდი. წამოვიწიე, მინდოდა ჩუ-მად წავსულიყავი. ისე ბნელოდა, რომ ამხანაგები ვერ დამინახავდნენ, მაგრამ, ეტყობა ჩალის შრიალი შემოესმათ. ის იყო ფურგონიდან ცალი ფეხი გადავყა-ვი, რომ რიპსტონი მეორე ფეხში მწვდა.

 

 

– რას შვრები, სმიტფილდ, სად მიდიხარ! – შეშინებულმა, თითქმის ტირი-ლით წამოიძახა.

– წყლის დასალევად.

– აქ წყალს რა უნდა. მოულდი, მოდი, მომეხმარე! – განწირული ხმით იყვი-რა საბრალო რიპსტონმა. – სმიფ, აქ წყალი არ არის.

– როგორ არ არის! აგერ მდინარეზე ჩავალ და რამდენსაც მინდა, იმდენს დავლევ, – ვუთხარი მე.

– არა, შენ წყლის დასალევად არ მიდიხარ. გინდა თავი დაიხრჩო, ახლა ხომ ჭკუაზე შეშლილივითა ხარ! – სასოწარკვეთილი ყვიროდა რიპსტონი. – მოულ-დი, ნუ გეშინია, მოჰკიდე ხელი, მომეხმარე, როგორმე დავიჭიროთ.

მაგრამ მოულდი ახლოს მოსვლას ვერ ბედავდა: ეშინოდა, ის ხომ აცრილი არ იყო. გარდა ამისა, ეგონა, რომ გამწარებულ გულზე ვუკბენდი და შორიდან-ვე დამიწყო ლაპარაკი:

– რა იყო, სმიფ, რატომ წამოხტი? ასე ხომ მთელ «თაღებს» ფეხზე დააყენებ. იწექი წყნარად და წყალს ახლავე გავაჩენ. – მამშვიდებდა იგი.

– რატომ იტყუები, წყალს მოვიტანო, გინდა თავს უშველო და სმიტფილდი მე შემატოვო, არა?

მეც ასე მეგონა, მაგრამ ორივენი შევცდით. მოულდიმ თავქვეშ დადებული ქუდი გამომაძრო, გაიქცა და რამდენიმე წუთის შემდეგ იმ ქუდით მდინარის წყალი მომირბენინა. სიბნელეში მდინარისკენ გზის გაგნება არც ისე ადვილი იყო, მაგრამ მოულდის ბედმა გაუღიმა და უვნებლად დაბრუნდა. ქუდი ძველი იყო, მაგრამ ისეთი გამძლე და გაქონილი აღმოჩნდა, რომ წვეთი წყალი არ გას-ვლოდა. რამდენჯერმე ხარბად მოვსვი და დაიცალა კიდეც. ენით გამოუთქმე-ლი სიამოვნება ვიგრძენი. იმ ღამით ჩემმა პატარა კონკია ამხანაგებმა სიცოც-ხლე შემინარჩუნეს. მდინარის ნაპირზე რომ გავეშვი, ცივი, გამჭოლი ქარი ალ-

ბათ მომკლავდა, ან კიდევ ადვილი შესაძლებელი იყო, სიბნელეში ფეხი დამ-ცურებოდა და მდინარეში ჩავვარდნილიყავი.

წყურვილი რომ მოვიკალი, მაშინვე დამეძინა. სულ რაღაც ნაწყვეტ-ნაწ-ყვეტ, უცნაურ და უსიამოვნო სიზმრებს ვხედავდი, ვიდრე რიპსტონმა მხარში ხელი არ წამავლო და არ გამაღვიძა: – ადექი, დროა, ფურგონი დავცალოთ, პატ-რონი უკვე ცხენების მოსაყვანად წავიდაო. წამოდგომა ვცადე, მაგრამ ვერ შევ-ძელი. როგორც კი ფეხზე ადგომას დავაპირებდი, მუხლები კანკალს მიწყებდა და ვეცემოდი.

– აბა, ბიჭებო, – თქვა ფურგონის პატრონმა, როცა მოგვიახლოვდა, – გად-მობრძანდით, მე თქვენი ლოლიაობისთვის არა მცალია.

 

 

– ჩვენ გადმოვბრძანდებით, მაგრამ აქ ერთი ბიჭი გვიწევს და გადმობრძანე-ბა არ შეუძლია, – უთხრა მოულდიმ და ფურგონიდან ჩამოხტა.

– როგორ თუ არ შეუძლია?

– ფურგონიდან ვერ გადმოდის, ფეხები წამერთვაო, ამბობს; თუ შეიძლება, მოგვეხმარეთ და გადმოგვაყვანინეთ.

– დამაცადოს ერთი, ისე გადმოვიყვანო, მგონი, თავის დღეში არ დაავიწ-ყდეს. – თქვა მან და ფარანმომარჯვებული ფურგონზე ამოხტა.

– აეთრიე, შე ზარმაცო! – მაგრამ ფარანი მომანათა თუ არა, საუბრის კილო შეეცვალა.

– საბრალო ბიჭუნა! – წამოიყვირა. – დიდი ხანია, ავად არის?

– გუშინ საღამოს მერე ასეა, – მიუგო რიპსტონმა, – არ გვეგონა, თუ ასე ცუ-დად იყო.

– სად ცხოვრობს, შინ წაყვანაა საჭირო.

მამაჩემის განრისხებული სახე მომაგონდა, უკანასკნელად ბაზარში კალა-თების ჭუჭრუტანებიდან რომ დავინახე. მისი მათრახისა კარგად მყოფსაც მე-შინოდა, ახლა, მით უმეტეს, მასთან დაბრუნება ყოვლად შეუძლებლად მიმაჩ-ნდა.

– სად ცხოვრობ, ბიჭო, შენი სახლი სად არის? – მეკითხებოდა ფურგონის პატრონი.

ხმას არ ვიღებდი, თავს ვიკატუნებდი, ვითომ არაფერი მესმოდა.

– როგორ, ბიჭებო, არ იცით, სად ცხოვრობს? – მიუბრუნდა ჩემს ამხანაგებს.

ბიჭებმა ყველაფერი ძალიან კარგად იცოდნენ, მაგრამ ჩვენ ხომ ერთმანეთს ფიცი მივეცით, არავისთვის გაგვემხილა, ვინ სად ვცხოვრობდით, და მათაც არ გამცეს.

– სახლი არა აქვს, აქ ცხოვრობს,– უთხრა მოულდიმ.

– და არც დედ-მამა ჰყავს, ობოლია, – დაუმატა რიპსტონმა.

– რა უბედური ყოფილა! აქ რომ დავტოვოთ, ალბათ, მოკვდება, მუშათა სახლში მაინც მივიყვან. ბიჭიკო, გინდა, მუშათა სახლში წაგიყვანო? – მკითხა მეფურგონემ.

ოღონდ ჩემს სახლში ნუ წამიყვანდნენ და სულ ერთი იყო. ისე ძალიან ვი-ყავი დასუსტებული, ლაპარაკიც არ შემეძლო. მეფურგონეს კითხვაზე მხო-

ლოდ თავი დავუქნიე. კეთილმა კაცმა ცხენის ჩულოში მზრუნველობით გამახ-ვია, ცხენს აღვირი მოსწია და «თაღებიდან» გამომიყვანა. რიპსტონი არ მომშო-რებია, მთელი გზა ჩემ გვერდით იჯდა.

მოულდი, თუმცა ციებ-ცხელებისა ძალიან ეშინოდა, გამოუმშვიდობებ-ლად მაინც ვერ დამშორდა. გავიგონე, ფურგონის ძარას ხელებით რომ ებღაუ-ჭებოდა, უკან მივიხედე და მის მოთხუპნილ სახეს მოვკარი თვალი.

 

 

– მშვიდობით, სმიტფილდ! – მითხრა მან და მერე ფურგონის პატრონს მი-უბრუნდა: – მას ჩემი ქურთუკი ახურავს და, თუ შეიძლება, მუშათა სახლში რომ მიხვალთ, უთხარით, შეუნახონ, თუ გადარჩა, დაუბრუნონ. მშვიდობით, სმიფ, გამოჯანმრთელდი!

რიპსტონი კარგა ხანს მომყვებოდა. შემდეგ გავარვარებულ ხელზე მაგრად მომიჭირა ხელი, სიყვარულით შემომხედა, ჩულო კარგად შემომიკეცა და ფურ-გონიდან უსიტყვოდ ჩახტა.

X

ცოცხალი გადავრჩი

კეთილმა კაცმა მუშათა სახლში მიმიყვანა. იქ ტანთ გამხადეს, დამბანეს და ლოგინში ჩამაწვინეს. ყველა ამბობდა, ძალიან ცუდად არისო. ოღონდ საკვირ-ველი ის იყო, რომ მე თავს არც ისე ცუდად ვგრძნობდი. ძალიან მშვიდად, არ-ხეინად ვიწექი და არავითარი ტკივილი არ მაწუხებდა. ვინმეს რომ ეკითხა, რომელი გირჩევნია: ბნელ თაღებში ჯანმრთელად ყოფნა, თუ ციებ-ცხელებით აქ წოლაო, მე ციებ-ცხელებას ვარჩევდი. ან რა იყო დასაფიქრებელი? ციებისა-გან არავითარ ტკივილს არ ვგრძნობდი, იმის მეათედადაც არ მაწუხებდა, რაც კბილის ტკივილის დროს ავიტანე. სუფთა, რბილი ლოგინი მქონდა. არცთუ ისე საზიზღარ წამლებს მასმევდნენ და საუკეთესო ბულიონსაც მაჭმევდნენ. ყველანი, თვით ექიმიც, როგორღაც სიბრალულით მეპყრობოდნენ, ჩემს სა-წოლს ფრთხილად უახლოვდებოდნენ და წყნარი, მშვიდი ხმით მელაპარაკე-ბოდნენ. რამდენჯერმე ვიფიქრე, ალბათ, აქ შეცდომით მოვხვდი, ის საშინელი ავადმყოფობა, ციებ-ცხელებას რომ უწოდებენ, მე სულაც არა მჭირს და რო-გორც კი შეცდომა გამოირკვევა, მაშინვე აქედან გამაგდებენ-მეთქი.

არ ვიცი, რამდენ ხანს ვიწექი ასე. მხოლოდ ის მახსოვს, რომ გამომეღვიძა, წინადღეზე უკეთ ვგრძნობდი თავს. ყველანი გაოცებულები შემომცქეროდნენ. მომვლელმა ქალმა, საუზმე რომ მოჰქონდა, საიქიოდან გამოქცეულებზე რაღაც ბუტბუტი დაიწყო და, ცოტას გაწყდა, საჭმელი ზედ არ გადამასხა. ზედამხედ-ველი ქალი ჩემს საწოლთან შეჩერდა და თქვა:

– ეტყობა, ამის დასაფლავება ჯერ არ მოგვიწევს!

ყველაზე მეტად ექიმს უკვირდა.

– აი, ყოჩაღ! არ მეგონა, თუ სიკვდილს ასე მარჯვედ დაუძვრებოდა! – შესძა-ხა მან.

– დიახ, სერ, შეიძლება ითქვას, რომ ამ ბიჭმა სიკვდილი პირში ჩალაგამოვ-ლებული დატოვა, – თქვა მომვლელმა ქალმა.

 

 

– სწორედ რომ ეგრეა, – გაეღიმა ექიმს. – მართლაც რომ მშრალზე დატოვა! წუხელ ღამით მაგის სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. ახლა დახეთ, რა ყოჩაღად გამო-იყურება! ალბათ, მოიკეთებს. სანამ ხელმეორედ გასაკრეჭი გახდება, ფეხზედაც დავაყენებთ.

ამ საუბრისა ბევრი არაფერი გამეგებოდა, მაგრამ ექიმმა ბოლოს რაც თქვა, იმან გამაკვირვა. მუშათა სახლში მოყვანისთანავე ისე პირწმინდად გადამპარ-სეს, რომ ჩემს თავს ლაპლაპი გაჰქონდა, დიდხანს აღარ დამჭირდებოდა გაკრე-ჭა. ნუთუ მანამდე არ უნდა გამოვჯანმრთელებულიყავი? იქნებ ექიმი შეცდა?

ექიმი მართლაც შეცდა, მაგრამ მეც შევცდი. თმა ნელა მეზრდებოდა, ჩემი გამოჯანმრთელების საქმე კი უფრო ნელა მიდიოდა. ნამდვილი წამება მას მე-რე დაიწყო, როცა, ექიმის აზრით, უნდა წამოვმდგარიყავი. მართალია, ფეხზე ვდგებოდი, ან, უფრო სწორად, მაიძულებდნენ, დავმდგარიყავი, ჩამეცვა და პა-ლატაში მევლო. მაგრამ თავს არც მხნედ ვგრძნობდი და უხალისოდაც ვიყავი. ჭამის მადა კარგი მქონდა, ზედმეტადაც კარგი – შემეძლო, საავადმყოფოში რომ ულუფას გვაძლევდნენ, სამი იმდენი ძალდაუტანებლად შემეჭამა. მაშინ გაცილებით უკეთ ვგრძნობდი თავს, როცა ციებ-ცხელებით შეპყრობილს ყვე-ლანი თავს დამტრიალებდნენ. რამდენ ხანსაც მომესურვებოდა, შემეძლო მენე-ბივრა ლოგინში. ახლა წინ და უკან უნდა მევლო, ყველას ფეხებში მოვდებოდი, ჩემი ნაავადმყოფარი ძვლებით საწოლის კიდეებს ან მაგარ ავეჯს მივხლოდი. ფეხები ისე დამისივდა, ფეხსაცმელსაც ვეღარ ვიცვამდი. ჯერ ყურები ამტკივ-და, მერე თვალები, ბოლოს იძულებული გავხდი, დიდი, ფარფლიანი ქუდით მევლო. საშინელ მოწყენილობას ვგრძნობდი. კარის ყოველი გაჭრიალება მაღი-ზიანებდა. მუშათა სახლში ყოფნა ზიზღს მგვრიდა. მინდოდა, რაც შეიძლება მალე გამოვჯანსაღებულიყავი, ტანსაცმელი დაებრუნებინათ და ჩემს ნებაზე გავეშვი.

დარწმუნებული ვიყავი, ცუდს არაფერს მიპირებდნენ. მეგონა, როცა მომე-სურვებოდა, ვიტყოდი: «გმადლობთ, რომ მომარჩინეთ, ახლა წავალ», და ჩემ წინ ყველა კარი უმალ გაიღებოდა, საითაც მომესურვებოდა, იქით წავიდოდი. იმაზე კი, თუUსაით ვაპირებდი წასვლას, არც დავფიქრებულვარ. რასაკვირვე-ლია, ბნელ «თაღებში», რიპსტონთან და მოულდისთან დავბრუნდებოდი, იმა-თაც ჩემი მისვლა ძალიან გაუხარდებოდათ. მუშათა სახლში კარგად მაჭმევ-დნენ და კარგ ოთახშიაც მაძინებდნენ, მაგრამ ჩემი ადრინდელი ცხოვრება, პა-ტარა მაწანწალას ბედი მაინც არ მაშინებდა. მომაგონდა, ქალაქის ქუჩებში რა თავისუფლად დავდიოდით, ფულს ვშოულობდით და, როგორც მოგვესურვე-ბოდა, ისე ვხარჯავდით. ძალიან მომინდა, რიპსტონი და მოულდი მალე მენა-ხა. მთელს ქვეყანაზე სიყვარულით მხოლოდ მათ ვიგონებდი. მშობლიური სახლი ჩემთვის თითქოს არც არსებობდა.

ჩემთან, პალატაში, სხვა ბიჭებიც იწვნენ. ისინი დიდი ხანია, მუშათა სახ-ლში ცხოვრობდნენ, მაგრამ მათთან არ ვმეგობრობდი. როგორღაც სულელებად მეჩვენებოდნენ. მათთან ჩემს საქმეებზე ლაპარაკის მეშინოდა, მეგონა, დამა-

ბეზღებდნენ. მუშათა სახლში ყველა ფიქრობდა, რომ ობოლი ვიყავი, არც სახ-ლი მქონდა, არც მეგობარი მყავდა და არც ვინმე მფარველი გამაჩნდა.

ბოლოს და ბოლოს გამოვჯანმრთელდი. უკვე თებერვალი იდგა. მიწა თოვლს დაეფარა. ექიმმა პალატის შემოვლის მერე ბრძანა, რომ მე და ერთი ბი-ჭი, ბაილსი, მეორე დღეს საავადმყოფოდან გამოვეწერეთ.

ექიმი რომ წავიდა, ბაილსმა მკითხა:

– მისმინე, სმიტფილდ, შენ ობოლი ხარ?

– ჰო, ობოლი ვარ, – ვუპასუხე მე.

– ვაი, შენი ბრალი!

– რატომ? ასე რად ამბობ?

– იმიტომ, რომ ობლებს სტრატფორდში გზავნიან და შენც იქ გაგისტუმრე-ბენ. არ იცოდი? სტრატფორდში ცემით სულს ხდიან, ბნელ ორმოში აგდებენ. ერთ ობოლ ბიჭს ვიცნობდი, – აი ისეთს, როგორიც შენა ხარ, ჰოდა, იქ მოკლეს.

– რატომ მოკლეს, რა დააშავა?

– გაქცევას აპირებდა და დაიჭირეს. ლურსმნებიან მაღალ კედელზე გადა-დიოდა. ხელი სტაცეს, ძირს ჩამოაგდეს, ბნელ ხაროში დაამწყვდიეს და მას მე-რე იმისი არაფერი ისმის. ამბობენ მოკლესო!

– ისეთი სულელი როგორ იყო, რომ სტრატფორდში წავიდა! – ვთქვი მე.

– განა თვითონ წავიდა, ძალით წაიყვანეს, ისევე, როგორც შენ წაგიყვანენ, – მიპასუხა ბაილსმა.

– არა, მე არ წამიყვანენ, – უცებ განვაცხადე მე. – უფროსი პალატაში რომ ჩა-მოივლის, ვთხოვ, ჩემი ტანსაცმელი მომცეს და ნება დამრთოს, სადაც მინდა, იქ წავიდე.

– ჰო, სთხოვე, ალბათ გაგიშვებს და ეტლის ფულსაც მოგცემს! – გაეცინა ბა-ილსს.

ბაილსის სიტყვებისათვის ყურიც არ მითხოვებია, აქამდეც სულელად მი-მაჩნდა და ახლა ამაში უფრო მეტად დავრწმუნდი. მუშათა სახლში ჩემი დატო-ვება ნეტავ ვის რაში სჭირდებოდა? პირიქით, ყველას ძალიან გაუხარდებოდა, თუკი თავიდან მომიცილებდნენ.

უფროსი ყოველ საღამოს შემოივლიდა ხოლმე პალატებს. გვამოწმებდა, ყველანი ადგილზე ვიყავით თუ არა. როცა ჩემს საწოლს მოუახლოვდა, დავუ-ძახე. პალატაში ყველამ ბალიშიდან თავი წამოყო და გაკვირვებით დამიწყო ყურება. მე ფიქრადაც არ მომსვლია, რომ თავხედურად ვიქცეოდი.

– მე დამიძახე, ბიჭო?! – მკითხა უფროსმა, თითქოს საკუთარ ყურებს არ უჯერებდა.

– დიახ, ბატონო, თუ შეიძლება, უბრძანეთ, ჩემი ძველი ტანსაცმელი მომ-ცენ და აგერ აქ, სკამზე დამიწყონ. ხვალ დილით ჩავიცვამ. მინდა, აქედან წავი-დე.

უფროსის თვალებში რისხვამ გაიელვა. შემდეგ ზედამხედველ ქალს მშვი-დად მიუბრუნდა.

– ეს ბიჭი სრულ ჭკუაზეა, მისის ბრაუნ?

– დიახ, სერ, თუკი ამ თავხედს საერთოდ ჭკუა გააჩნია. – მიუგო ზედამ-ხედველმა.

– ძალიან კარგი! – თქვა უფროსმა და ფანქარი და უბის წიგნაკი მოიმარჯვა. – ეს მგონი, იმ ჯგუფისაა, ხვალ რომ მიდის, არა? მითხარით, რა ნომერია?

– ას ოცდაშვიდი, სერ, – მიუგო ზედამხედველმა.

– გმადლობთ... მაშ, ას ოცდაშვიდო ნომერო, შენ ეს საღამო დაიმახსოვრე!

განრისხებულმა ერთხელ კიდევ შემომხედა და გამშორდა.

თავზარდაცემულმა საბანი წავიფარე. დიდხანს გონს ვერ მოვდიოდი. ნუ-თუ ეს სინამდვილე იყო? ჩემი სურვილით მუშათა სახლიდან გასვლას ვერ გავ-ბედავდი, აქ მე ტყვედ ვიყავი და ხვალ იმ საშინელ ადგილას წამიყვანდნენ, ბა-ილსი რომ მეუბნებოდა. იქ, რა თქმა უნდა, უფროსთან თავხედობისათვის ბნელ ხაროში ჩამაგდებდნენ.

რა მექნა? მოსალოდნელი საშინელებისაგან თავი როგორ დამეხსნა? მუშათა სახლიდან გაპარვა კიდევაც რომ მომეხერხებინა, ამ ტანსაცმლით ვერსად გა-ვიქცეოდი. გამოვტყდები, მუშათა სახლში მოცემული ტანისამოსის თან წაღე-ბაც არ შემრცხვებოდა, მაგრამ რაღაც უცნაური სამოსი იყო: მოკლე ქურთუკი, აზღუდებიანი მოკლე შარვალი, ლურჯი შალის წინდები და სპილენძისბალ-თებიანი ფეხსაცმელი. ამგვარი მორთულობით როგორ უნდა გამოვქცეულიყა-ვი? ერთ ვერსზე მიცნობდა ყველა. თუმცა მუშათა სახლიდან «თაღებამდე» შო-რი არ იყო. ერთი იქამდე მიმეღწია და მერე, თქმა არ უნდა, რიპსტონი და მო-ულდი დამიხსნიდნენ. მაგრამ მუშათა სახლიდან როგორ გავპარულიყავი?

 

 

ფიქრმა დიდხანს არ დამაძინა. ბოლოს ძალიან გაბედული გეგმა შევადგი-ნე.

პალატაში ერთი გულკეთილი ქალი იყო – მომვლელის დამხმარედ მუშა-ობდა, ჯეინი ერქვა. ვიღაცისაგან ხშირად მოსდიოდა წერილები. ამ წერილებს მეკარე ღებულობდა და ჩუმად ინახავდა. ეს ქალი წერილების მისაღებად ან თვითონ ჩადიოდა, ან რომელიმე ჩვენგანს აგზავნიდა. ჯეინი წერილების შე-ნახვაში მეკარეს ხშირად თუთუნის ფულს აძლევდა. გადავწყვიტე, ამით მესარ-გებლა. რა თქმა უნდა, ბევრი ტყუილის თქმა დამჭირდებოდა, მაგრამ, რა მექნა, სტრატფორდის მოგონება თავზარს მცემდა.

გათენდა დილა. ჩვეულებრივ, რვის ნახევარზე ვსაუზმობდით. წერილები ფოსტას რვა საათზე მოჰქონდა. როცა გამომეღვიძა, ერთხანს ვყოყმანობდი. მაგრამ საუზმეზე ბიჭებმა დაცინვით ამიკლეს, მხოლოდ იმაზე ლაყბობდნენ, სტრატფორდში რა დღეს დამაყრიდნენ. ამან ჩემს ყოყმანს ბოლო მოუღო.

ცხრის თხუთმეტ წუთზე ქუდი შარვალში ჩავმალე, პალატიდან ფეხაკრე-ფით გამოვედი და კიბეებზე ჩამოვიპარე. გრძელი დერეფანი ეზოში გადიოდა, რომლის ბოლოში ალაყაფის კარი იყო. იქ იჯდა მეკარე. საავადმყოფოს პალა-ტის ფანჯრები ეზოში გამოდიოდა. ფანჯარაში ჯეინი დავინახე. მიყურებდა, უკვირდა, ეზოში ამ დროს რამ ჩაიყვანაო. მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, მეკარის ჯიხურისაკენ უშიშრად წავედი.

– წერილები არ არის! – მითხრა დანახვისთანავე.

– ვიცი, – მივუგე მე, – ჯეინმა გთხოვათ, აგერ იმ კუთხეში საფოსტო ქაღალ-დების საყიდლად გამიშვათ. კიდევ ისიც მითხრა...

– რას არ გამოიგონებს ხოლმე! – წამოიძახა გულმოსულმა მეკარემ. – მაქვს მერე ამის უფლება? შენს ჯეინს უთხარი, ძალიან თავს გაუვიდა, სისულელეებ-სა მთხოვს!

თქვა და ზემოთ, ფანჯარას ახედა, სადაც ჯეინი იდგა და სასოწარკვეთილი რაღაცას ანიშნებდა.

– ტყუილად ნურაფერს მანიშნებ! რომ გავუშვა, სამსახურიდან გამაგდებენ!

– მოიცათ, – სასწრაფოდ შევაწყვეტინე ლაპარაკი. ვხედავდი, იმედი მეწუ-რებოდა. – ჯეინმა თქვენთვის ნახევარი უნცია თამბაქოს ყიდვა დამაბარა...

– ჰოო, ეს სხვა საქმეა!.. – თქვა და პალატის იმ ფანჯარას გახედა, სადაც ჯერ ისევ იდგა სახეწამოწითლებული ჯეინი. ეტყობოდა, ეჭვი აიღო, ბრაზიანად იქ-ნევდა თავს. – შენს ჯეინს უთხარი, თამბაქოთი ჩემს მომადლიერებას ტყუი-ლად ნუ ეცდება. ჩქარა, მომეცი ფული და გაიქეცი, ნუ ზოზინობ, თორემ მოგ-ხვდება!

ფულის მიცემა და მორჩა, გასაქცევი გზა ხსნილი იყო! იგი მიშვებდა და სწორედ ახლა ყველაფერი წყალში უნდა ჩაყრილიყო, მხოლოდ იმიტომ, რომ მე სულ რაღაც ორი პენსი არა მქონდა! ისევ ვიცრუე.

– ხურდა არა მაქვს, – ჯეინმა თამბაქოს ყიდვა იმ ფულით დამავალა, ქა-ღალდი რომ უნდა ვუყიდო.

ჯიბეში გამოგონილი ვერცხლის ფულის ძებნა დავიწყე.

– კარგი, ჩქარა წადი, რაღას დგახარ და ლაქლაქებ, აქამდე მოხვიდოდი კი-დეც!

მან პატარა კუტიკარის ურდული გასწია და მე უკვე თავისუფალი ვიყავი! მინდოდა მაშინვე გავქცეულიყავი, მაგრამ მეშინოდა, ვინმე არ მითვალთვა-ლებდეს-მეთქი, და მხოლოდ ჩქარი ნაბიჯებით გავეშურე. მოსახვევთან მივე-დი თუ არა, უკანმოუხედავად მოვკურცხლე.

ქუში, ღრუბლიანი დილა იყო, სიცივე მსუსხავდა, მაგრამ მაინც უჩვეულო სიმხნევესა და სიმსუბუქეს ვგრძნობდი. ამ ადგილებს კარგად ვიცნობდი. უმოკლესი გზით რამდენიმე წუთში სანაპიროს იმ შესასვლელთან აღმოვჩნდი, ქვემოთ, ბნელი თაღებისაკენ რომ მიემართებოდა.

XI

ტერნმილსტრიტზე ერთხელ

კიდევ მივდივარ

თაღების შესასვლელს რომ მივაღწიე, წმინდა მარტინის ეკლესიის ზარებმა ცხრა საათისა დარეკეს. ამან შემაჩერა. მოულდი და რიპსტონი ახლა თაღებქვეშ აღარ დამხვდებოდნენ, ალბათ, დიდი ხანია სამუშაოდ გავიდნენ და დაბინდე-ბამდე არ დაბრუნდებოდნენ. მთელი დღე იმათ უნახავად უნდა გამეტარებინა. ამან ის დიდი სიხარული, მუშათა სახლიდან უვნებლად თავის დაღწევის შემ-დეგ რომ ვგრძნობდი, ბევრად შეანელა. რა თქმა უნდა, შემეძლო ჩემი ამხანაგე-ბი ბაზარში მომეძებნა, მაგრამ ასეთი ჩაცმულობით იქ გამოჩენა არ შეიძლებო-და. გადავწყვიტე, თაღებქვეშ ჩავსულიყავი და მათ დაბრუნებას დავლოდებო-დი. საოცარია, მაგრამ ის ადგილი, სადაც ფურგონი იდგა, სულაც არ მეჩვენა ისეთი მყუდრო, როგორსაც მოველოდი. ბნელოდა და იქაურობა შემზარავი ჩანდა. სინესტე ძვალსა და რბილში ატანდა.

ერთ-ერთ კედელთან რაღაც ჩვრების გროვა შევნიშნე და იქითკენ წავედი. როცა მივუახლოვდი, ჩვრების გროვა შეინძრა და მოხუცებულის ხრინწიანი ხმა გავიგონე:

– აქ რას დაეძებ, ბიჭო? ვფიქრობდი, დღისით მაინც მომასვენებენ, მშვიდად სიკვდილს დამაცლიან-მეთქი. ძნელია ხალხში სიკვდილი. 

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / საბავშვო / გრინვუდი ჯეიმს / პატარა მაწანწალა