არქიეპისკოპოსი პავლე

რა არ უნდა დაგვავიწყდეს

 

 

იმისათვის, რომ ლოცვის დროს ზოგმა მტყუარ მისტიკასა და წარმოდგენებს არ მისცეს თავი ან სულაც ლოცვა რომ მედიტაციად არ ექცეს, შევახსენებთ ყველაზე მნიშვნელოვანს, რაც მლოცველს აუცილებლად უნდა ახსოვდეს.

- ლოცვისას პირადა ხვდები ყოველისმპყრობელ ღმერთს.

- ლოცვის კეთილად წარმართვა გულით უნდა გწადდეს, სუფთა უნდა გქონდეს სინდისი ღმრთის, მოყვასის, ყველასა და ყველაფრის წინაშე.

- რა ცოდვილ კაცადაც არ უნდა მიგაჩნდეს თავი, ნუ მიატოვებ ლოცვას, ნუ იფიქრებ უფალთან დაცილებას. ღმრთის ზღვა სიყვარულთან შედარებით წვეთია ჩვენი ყველა ცოდვა.

- ლოცვას ყოველდღე ისე უნდა იწყებდე, თითქოს პირველად ლოცულობდე - სიმდაბლე მოიძიე...

- მიაჩვიე გული ღმრთის ხსოვნას, აუჩქარებლად თქვი ლოცვა, ყურადღება დაატანე, დაუკვირდი ყველა სიტყვას, არა და ქარს გაჰყვება ლოცვა, ბუტბუტი შეგრჩება. შეამჩნიე, რომ გაგექცა გონება? არ აწრიალდე, მშვიდად დაუბრუნდი ლოცვის

იმ ადგილს, საიდანაც ყურადღება წაგერთვა.

- „იესოს ლოცვის“ ის ფორმა შეარჩიე, რომელიც უკეთესი იყოს შენთვის. „უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი“ ან „უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალე ჩვენ“ ან „იესუ, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე“.

- მარტოს ხმამაღლაც შეგიძლია ლოცვა და გულშიც.

- ლოცვისას არაფრის წარმოდგენა არ შეიძლება, არც ღმრთის ხატებისა, არც ზეციური სოფლისა, - არაფრის! წმიდა მამების აზრით, წარმოდგენა დიდი მშვინვიერი ძალაა და მისი გამოყენება ლოცვისას ყოვლად დაუშვებელია.

- ლოცვისას გაელვებულ ღმრთისმგმობ აზრებსა და არაწმიდა წარმოდგენებს ყურადღებას ნუ მიაქცევ, ყოველი მათგანი უწმიდური სულის, ეშმაკის კუთვნილებაა და თუკი არ მივყვებით, გაქრება, დაიკარგება.

- გულის ადგილსამყოფელის ძებნაც არაა საჭირო ლოცვისას. ეგ განმარტოებულად მცხოვრებ ხალხს, მონოზვნებს ეხებათ. დააკვირდი თავად ლოცვის სიტყვებს და გულმა თვითონ იცის, როდის შეუერთდეს ლოცვას.

- ლოცვა უსათუოდ საჭიროებს საკუთარი თავის იძულებას, საკუთარ თავთან ჭიდილს, რომელიც ერთი და ორი წელი კი არა, მთელი ცხოვრება გრძელდება. ეს სწორედ ის ბრძოლაა, რომელზედაც ბრძანებს მაცხოვარი: „სასუფეველი ცათაპ

იიძულების; და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი“ (მათე 11, 12).

 

 

- ლოცვისას მხოლოდ ერთადერთი გრძნობა უნდა დავიტოვოთ, საკუთარი უღირსების, სინანულის გრძნობა. დანარჩენი ღმრთის წყალობაა, რომელსაც უფალი ჩვენი სიმდაბლისამებრ მოგვმადლებს.- წამითაც არ იფიქრო, რომ ნაყოფი ლოცვისა: გონების მოკრება, სულიერი განცდები, ცრემლი და სხვა შენი

დამსახურება იყოს. ხშირად გვწყალობს ღმერთი, გვაგემებს ხოლმე, განსაკუთრებით დასაწყისში, სიტკბოებას ლოცვისას, მაგრამ მერე გვიშვებს ხელს, შორიდან გვაკვირდება როგორ ვიყენებთ ჩვენს ძალებს, გვცდის: რამდენად ერთგულნი ვართ

მისი, დასანახს ხდის: რანი ვართ მის გარეშე.

- „იესოს ლოცვის“ თქმა ღმრთისმსახურებისას, ტაძარშიც შეიძლება. ყველაფერი ის, რაც იქ გვაკრავს გარს, ეხმარება კაცს, რათა მან კეთილად წარმართოს თავისი ლოცვა. ჟამისწირვის დროს სჯობს, საერთო ლოცვის სიტყვებს მივდიოთ გულისყურით. როგორც ეკლესიის მამები ამბობენ, წმიდა ზიარება ყველაზე მეტად ვგაახლოებს ღმერთთან.

- ბიბლია, მამათა ნაწერები ლოცვის შესახებ, ყოველდღე იკითხე. ჩვენს დროში, როცა ასე დაილია ცოცხალი მაგალითი და მოძღვარი, კითხვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

- შეეთვისე, მოერგე შენი ლოცვის წესს. როგორც უახლოეს მეგობარს, ისე მიენდე, მაგრამ მონად ნუ გაუხდები.

და ბოლოს, უმთავრესი: ნუ გააკარებ გულს ბოროტებას, შურს და განკითხვას, თუ გინდა, რომ გისმინოს უფალმა. აპატიე ყველას და შეგინდობს უფალი, შეეწიე ყველას და შეგიწყალებს ღმერთი. ამაოდ როდი ამბობენ მამები: „შენი მოყვასით

ცხონდებიო“.

 

არქიეპისკოპოსი პავლე „ჩვენი სარწმუნოება“, თესალონიკე, 1993 წ.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / არქიეპისკოპოსი პავლე / რა არ უნდა დაგვავიწყდეს