ვაჩნაძე ნათელა,  ჭეიშვილი გიორგი

ქრისტიანობა და ენობრივი პოლიტიკა

 

ერის გაქრისტიანების პრობლემებს ისტორიკოსთა და ფილოლოგთა არაერთი თაობა შეხებია ინტერესი ამ თემისადმი არც დღეს განელებულა საკითხთა ის წრე რომელიც მკვლევართა ყურადღების ცენტრშია მეტად მრავალფეროვანია დიდი ინტერესით.

სწავლობენ მაგალითად ენის როლს ევანგელიზაციის პროცესში და ცდილობენ ენის საშუალებით გაიაზრონ გაქრისტიანების ხერხები და ჩასწვდნენ ამ ისტორიული მომენტის შემომქმედთა მენტალობას.

ენის მნიშვნელობაზე ქართველი ერის და ქართული სახელმწიფოსა და ეკლესიის  განვითარებაში მიუთითებენ ქართველი მეცნიერებიც გადაიდგა პირველი ნაბიჯები ენის საფუძველზე შუა საუკუნეების ქართველთა მსოფლმხედველობის შესასწავლად.

ქართველოლოგიურ მეცნიერებებში დაგროვილი უმდიდრესი გამოცდილება და მასალა, მედიევისტიკაში შემუშავებული სხვადასხვა მეთოდები დიდ პერსპექტივებს შლის უძველესი ქართული ბიბლიური და ჰაგიოგრაფიული ტექსტების ენის ანალიზის გზით ჩვენი შორეული წინაპრების სახელმწიფოებრივი და საეკლესიო პოლიტიკის გასაგებად.

მაგრამ ეს მომავლის საქმეა რომელიც ერთი იდეით გამსჭვალულ მეცნიერთა თანხმობრივ და დაუზარებელ შრომას მოითხოვს წინამდებარე წერილში შედარებით ისტორიული- მეთოდის გამოყენებითა და რეტროსპექტული ანალიზის საშუალებით შევეცდებით პასუხი გავცეთ ზოგიერთ კითხვაზე რომელიც ერთი შეხედვით ეჭვმიუტანლადაც კი შეიძლება, ჩაითვალოს.

ასე ხდებოდა ათასწლეულის მიწურულს ქართლად ფრიადი ქუეყანა აღირაცხების რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვა ყოველი აღეს -რულებისასე განსაზღვრეს IX-X სს სახელმწიფო და საეკლესიო იდეოლოგებმა ის ქვაკუთხედი,რომელსაც საქართველოს კულტურული და პოლიტიკური ერთიანობა უნდა დაფუძნებოდა.

ენა შემკული და კურთხეული სახელითა უფლისათა ჰკრავდა ქვეყანას და აყალიბებდა ერს ამ უაღრესად დიდი მნიშვნელობის ისტორიულ პროცესში ენა იყო ის ძირითადი ინსტრუმენტი რომლის სათავისოდ გამოყენებას ცდილობდნენ პატარა ერებიც და ზესახელმწიფოებიც საინტერესო დამთხვევაა იმ დროს როდესაც საქართველოს  ეკლესიებში უფალს ბერძნულ ენაზე მხოლოდ წყალობას ღა შესთხოვდნენ ბერძნულმა, სახელმწიფომ და ეკლესიამ ოქროს ხანაში შეაღო კარი IX საუკუნის მეორე ნახევრის აღმოსავლეთ საქრისტიანოს აღიარებული ლიდერისათვის კონსტანტინეპოლის პატრიარქის, ფოტიოსისათვის საყოველთაო ჭეშმარიტებას წარმოადგენდა აზრი რომ ბერძნები, ღვთისგან რჩეული ერი იყო რადგან ქრისტიანობა გავრცელდა ბერძენთა ქვეყნიდან ბერძნული მწიგნობრობით და ბერძნების საშუალებით მაგრამ ამ დოქტრინას ყველა როდი ეთანხმებოდა მაგალითად ქართველებს რომლებსაც ქრისტიანობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიითა და ბერძნულ ეკლესიასთან თანასწორობით მოჰქონდათ თავი უფრო იმისა სწამდათ რომ ებრაელთა დაწერილი იგი ეი წმიდა წერილი  და მოციქულნიცა ყოველნი ებრაელნი იყვნეს მათე რომელმან დაწერა სახარება, ებრაელებრითა ენითა დაწერა იგი და პავლე ქადაგი ებრაელი იყო ებრაელთაგან ქართული მართალია არ ყოფილა მაცხოვრის მოწაფეთა ენა მაგრამ ეს სრულებითაც არ აკნინებდა მის მნიშვნელობას და არ ლახავდა ქართველთა ღირსებას რადგან დამარხულ არს ენა ქართული დღედმდე მეორედ მოსლვისა მისისა საწამებელად რათა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა ასეთი იყო ბიზანტიური ოქროს ხანის თანამედროვე ქართული საზოგადოების თვალსაზრისი მტკიცე და შეუვალი.

ქართველებს სომხებს და მშობლიურ ენაზე წმიდა წერილის მქონე კიდევ სხვა ხალხებს, გულისხმობდნენ საიმპერატორო კარის მეხოტბენი როდესაც მოციქულთა სწორ იმპერატორს ხშირ ხშირად შეჰღაღადებდნენ ჰრომთა სიხარულო და სიამაყევ დაე უცხო ენებზე მეტყველნი გააერთიანე სარწმუნოებაში ერთი ენით ბერძნული სახელმწიფოსა და ეკლესიის უნივერსალიზმის იდეა საკმაოდ მოქნილი იყო ის გულისხმობდა.

იმპერატორისა და პატრიარქის უზენაესი ძალაუფლების ქვეშ გაერთიანებული მრავალგვარი ელემენტის ერთობლიობას ეს მრავალგვაროვნება ბიზანტიის თანამეგობრობაში შემავალ ხალხთათვის მშობლიურ ენაზე წირვა ლოცვის შემოღებას არ gამორიცხავდა თუკი ამას იმპერიის ინტერესები მოითხოვდა სლავურ ქვეყნებში სლავური ღვთისმსახურების დაწესება საამისოდ კარგი მაგალითია მთელს ამ ისტორიაში თვალნათლივ გამოიხატა გაქრისტიანების პროცესში ენის მნიშვნელობა როგორც ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის განმტკიცებისათვის ასევე იმპერიული ამბიციების რეალიზაციისათვის მკითხველს შევახსენებთ სლავთა განმანათლებლების ამბებს რათა ჩვენი შემდგომი მსჯელობა და არგუმენტაცია უფრო გასაგები გახდეს წელს ადგილობრივი მთავრის რასტისლავის მიწვევით ბიზანტიიდან მორავიაში სლავების მოსაქცევად ჩავიდნენ ძმები კონსტანტინე კირილე და მეთოდე მისიის ინტრიგა იმაში მდგომარეობდა რომ მორავია ეკლესიურად რომის პაპის დიოცეზში შედიოდა ხოლო პოლიტიკურად ლუი ბავარიელს ექვემდებარებოდა ბიზანტიელი მისიონერები რასტისლავს აღმოსავლეთ ფრანკებთან დასაპირისპირებლად ესაჭიროებოდა სლავურ ენაზე წირვა -ლოცვის შემოღებით კი ის ცოტა ხნის წინ მიღწეული პოლიტიკური და კულტურული ავტონომიის განმტკიცებას ფიქრობდა სლავური ენის ბრწყინვალე ცოდნამ და მთავრების   მხარდაჭერამ დიდად შეუწყო ხელი კირილესა და მეთოდეს წარმატებულ მოღვაწეობას მორავიაში სულ მალე სლავთა მოციქულებს კიდევ ერთი ძლიერი მფარველი გამოუჩნდა წმ პეტრეს საყდარი ტრილინგვისტური თეორიის ყველაზე თავგამოდებულ დამცველებს რომის პაპებს გაახსენდათ ის რაც საუკუნეთა წინ წმიდა წერილით იყო განსაზღვრული უგალობდით უფალსა ყოველი თესლები და აქებდით მას ყოველი ერი ფსალმ  (., 116. 1) და ყოველმან ენამან აღუვაროს რამეთუ უფალი იესუ ქრისტ სადიდებლად ღმრთისა მამისა ფილიპ მოcიქულთა საქმენიც მოწმობდა რომ უფლის ეკლესია ყველა

ენაზე ქადაგებით იგებოდა ამიტომ ნათქვამი იყო პაპის წლის ბულაში არც რწმენასა და არც სწავლებაში არაფერია მიუღებელი იმაში რომ სლავურ ენაზე იგალობონ მესა იკითხონ წმიდა სახარება ან ღვთაებრივი საკითხავები ძველი და ახალი აღთქმის, წიგნებიდან ან შეასრულონ სხვა რიტუალები რადგან მან რომელმან შექმნა სამი მთავარი ენა ანუ ებრაული ბერძნული და ლათინური შექმნა სხვა ენებიც თავის სადიდებლად ლათინური ენის აღმატებულობის ხაზგასმა ბულაში მხოlოდ რიტორიკული ხერხი არ ყოფილა გიბრძანებთ თქვენი ქვეყნის ყველა ეკლესიაში მეტი, კრძალვისთვის სახარება იკითხებოდეს ლათინურადაც ხოლო შემდეგ ითარგმნებოდეს სლავურ ენაზე და ისე ეუწყებოდეს ლათინური სიტყვის არმცოდნე კაცთ დასძენდა პაპი რომს უპრეცედენტო შანსი გამოუჩნდა ენობრივი კომპრომისის გზით ძალაუფლება    განევრცო უზარმაზარ სლავურ სამყაროზე მაგრამ პაპზე უფრო კათოლიკე აღმოჩნდა ფრანკი სამღვდელოება რომელიც მორავიაში გააფთრებით იცავდა გერმანელთა საეკლესიო და პოლიტიკურ ინტერესებს მათი გავლენით იოანე III-ის მემკვიდრეებმა აკრძალეს სლავურ ენაზე წირვა ლოცვა კირილესა და მეთოდეს მოწაფეები შეიპყრეს ზოგი ქვეყნიდან გააძევეს ზოგიც მონებად გაყიდეს თუმც სლავურ ენაზე ჟამის წირვა პაპის დიოცეზში XI ს ის მიწურულამდე ისმოდა.

კირილესა და მეთოდეს ღვაწლმა ნოყიერი ნიადაგი ჰპოვა ბულგარეთშიც სადაც თავიდან ბერძნული სამღვდელოება იყო გაბატონებული ბულგარეთის მთავარი ეჭვის თვალით უცქერდა ბერძენ მღვდლებსა და ბერ მონაზვნებს მათში ის ხედავდა ბიზანტიის იმპერატორის აგენტებს რომლებიც მის დამოუკიდებლობას ემუქრებოდნენ ამიტომ პირველი შესაძლებლობისთანავე მან ბერძნული ღვთის მსახურება სლავურით შეცვალა სლავურის შემოღებამ დიდად შეუწყო ხელი ქვეყნის პოლიტიკურ კონსოლიდაციას და ბულგარეთის ეკლესიის ავტორიტეტის ზრდას ეკლესიისა რომლის მეთაური ჯერ,არქიეპისკოპოსის ხოლო მოგვიანებით პატრიარქის რანგში აღზევდა ბიზანტია იძულებული შეიქნა შერიგებოდა ამ ცვლილებებს მაგრამ როგორც კი შესაფერისი დრო დაუდგა ბულგარეთში პატრიარქობაც გააუქმა და ბერძნული ღვთისმსახურებაც გააბატონა იმპერიის საზღვრებს შიგნით მცხოვრებ სლავთა გაქრისტიანებისას ბიზანტიის სახელმწიფო და საეკლესიო მესვეურები აღარ მიმართავდნენ დახვეწილ დიპლომატიურ ხერხებს პელოპონესის რეკონკისტისას ბიზანტიელებმა საბერძნეთში ჩამოსახლებული სლავები ბერძნულ ენაზე მონათლეს და ბერძნულ ეკლესიას დაუქვემდებარეს სლავთა გაქრისტიანების სხვადასხვა ეპიზოდში ერთმანეთს გადაეჯაჭვა ტოლერანტიზმიც და იმპერიალიზმიც ერთ პატარა ქვეყანაში დიდ სახელმწიფოთა თანამშრომლობაც და დაპირისპირებაც მცირე ერების სულისკვეთება მსოფლიოს კულტურულ ხალხთა შორის, ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად და მათი ბობოლა მეზობლების ძალისხმევა გლობალური ერთფეროვნების შესანარჩუნებლად ყველა ეს მისწრაფება. ,განხორციელებული თუ განუხორციელებელი ერთი ძირითადი საკითხის ირგვლივ ტრიალებდა იყო თუ არა ეკლესიაში მშობლიურ ენაზე ღვთისმსახურების აღსრულება კანონიკური

ქრისტეს შობიდან პირველი ათასწლეულის მიწურულს ენამ და სარწმუნოებამ  პოლიტიკური ტექნოლოგიების არსენალში ფრიად მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა მაგრამ. როგორი იყო ენის როლი კონსტანტინე დიდისა და მისი მემკვიდრეების ხანაში? ენიჭებოდა თუ არა ღვთის  მსახურების ენას პოლიტიკური დატვირთვა და რა გავლენას ახდენდა იმპერიათა სარწმუნოებრივი პოლიტიკა ქართლის ეკლესიისა და სახელმწიფოს განვითარებაზე საუკუნეებში IV-V ?

ქრისტეს შობიდან წმინდა ნინომდე ქართლის იბერიის სამეფოს გაქრისტიანება არ ყოფილა უეცარი აქტი ეს ისტორიული მოვლენა განპირობებული იყო მრავალსაუკუნოვანი კავშირებით ბერძნულ რომაულ სამყაროსთან რომლის პერიფერიულ ნაწილსაც თავად წარმოადგენდა გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით ქართლი ძლიერად ითვისებდა ირანიდან მომდინარე კულტურულ პოლიტიკურ ნაკადსაც მაგრამ როდესაც დღის, წესრიგში ამ ორ ურთიერთდაპირისპირებულ ცივილიზაციას შორის არჩევანის გაკეთების აუცილებლობა დადგა მან ეს არჩევანი დასავლურ ბერძნულ რომაულ ფასეულობათა სასარგებლოდ გააკეთა. ქრისტიანობა საქართველოში პირველივე საუკუნეებიდან ვრცელდებოდა ქართული და. ბიზანტიური საეკლესიო და საისტორიო ტრადიცია საქართველოში ქრისტიანობის პირველ მქადაგებლებად ანდრია პირველწოდებულსა და სვიმონ კანანელს თვლის მოციქულთა. მოღვაწეობას ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგობის მიუხედავად უკვალოდ არ ჩაუვლია ქართლის სამეფოს სხვადასხვა კუთხეში ქრისტიანული თემები აღმოცენდა. არქეოლოგიურად დადასტურებულია რომ II-III სს ქრისტიანობა გავრცელებული ყოფილა, როგორც დედაქალაქსა და ადმინისტრაციულ ცენტრებში მცხეთა ზღუდერი ურბნისი, ჟინვალი ასევე დაბებსა და სოფლებში ერწო არაგვისპირი მოდინახე ერთ ერთ.

საქალაქო ცენტრში ნასtაკისში აღმოჩნდა უძველესი ეკლესია რომელიც III  ს-ით თარიღდება.

ქრისტიანობის პირველი მიმდევრები ქართული საისტორიო ტრადიციით ჰურიანი,ქართველნი ყოფილან. ანტიკური ხანის ქართლის ქალაქებში ქრისტიან სირიელებსაც შეხვდებოდით ქრისტიანნი ვფიქრობთ ქართველთა შორისაც იქნებოდნენ სოფლის ტიპის დასახლებებში აღმოჩენილი ქრისტიანული სამარხები ალბათ უფრო ქართველებს ეკუთვნოდა ვიდრე ვაჭრობისა და საქალაქო ცხოვრებისადმი მიდრეკილ ებრაელებსა თუ სირიელებს პირველი მისიონერები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები იყვნენ მათ შორის ვაჭრებიც.

ამ თვალსაზრისით საინტერესოა რომ I-III სს არქეოლოგიური და ნუმიზმატიკური მასალის უტყუარი მოწმობით ქართლი ინტენსიურადაა ჩართული საერთაშორისო ვაჭრობაში როგორც პართიასთან ისე რომის იმპერიის ცენტრალურ და აღმოსავლეთ

პროვინციებთან იტალიის ქალაქებთან სირიასთან ეგვიპტესთან ბერძნულ რომაული.

სამყაროს კვალი ძლიერად ჩანს სულიერ და მატერიალურ კულტურაშიც ამ. საერთაშორისო ორომტრიალში მცირე აზიიდან და სირია პალესტინიდან ქართლში - დაუბრკოლებლად აღწევდნენ ახალი სარწმუნოების მქადაგებლები რომლებიც ღვთის სიტყვას ავრცელებდნენ არამეულ და ბერძნულ ენებზე პირველი მოციქულების ხანაში წმიდა წერილი სხვა დასხვა ხალხებში მშობლიურ ენაზე ვრცელდებოდა საქმენი მაგრამ მას შემდეგ რაც რომში ქრისტიანობა სახელმწიფო, რელიგიად გამოცხადდა და ეკლესია სახელმწიფოს შეერწყა იმპერიის ეკლესიაში ორი ენა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / ვაჩნაძე ნათელა, ჭეიშვილი გიორგი / ქრისტიანობა და ენობრივი პოლიტიკა