ველერი მიხაილ

მასა და კულტურა

 

თარგმანი რუსულიდან - ფატმან წერეთელი.

ჩემი საყვარელი ლიტერატურული გმირია სკალოზუბი. საყვარელი ჩინი _ ფელდფებელი. თვალსაზრისი საუკეთესოდ კლასიციფირდება, როგორც 1) ჩემი და 2) არასწორი. ერთ მშვენიერ დღეს უნივერსიტეტში, ჯარისკაცების საჩაიეში საარტილერიო სასწავლებლის კურსანტებმა ამგვარი დასკვნა წარმოგვიდგინეს: “ყველა ფილოლოგი იდიოტია.” ბავშვობა სამხედრო გარნიზონებში გავატარე.

ოდესღაც ათენელებმა სპარტელებს, რომლებიც მათ სამხედრო ძალით დახმარებას თხოვდნენ, ორი მუსიკოსი გაუგზავნეს. მუსიკის ძალით გულმოცემულმა სპარტელებმა გაიმარჯვეს. ეს საბრძოლო ხელოვნების, როგორც მასობრივის ნაირსახეობის პირველ გამოვლენად შეიძლება ჩავთვალოთ.

მასობრივი კულტურის ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი ათენში იყო და არის არისტოფანე. კომედია მდაბალ ჟანრად ითვლებოდა.

ორი ათასწლეულის შემდეგ ამავე ჯანრში მოღვაწეობდა მოლიერი. “ხა-ხა-ხა” _ გულიანად ხარხარებდა პარტერი. კლასიკური ტრაგედიების დეკლამატორები კი ზიზღით იმანჭებოდნენ და შურით განსჭვრეტდნენ მონაგების სიდიდეს.

მონაგები მასკულტურის სულია. მაღალ ხელოვნებას მეცენატების, სპონსორების, დოტაციების გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, და თუ შეძლებს, მაშინ თავისით ავტომატურად “კომერციულად” იქცევა, რაც “მასობრივს” უტოლდება. ნატიფი შემფასებლისთვის ამგვარი წარმატება უკვე ცუდი ნიშანია.

კრედო _ შეიძლება არ იყო პოეტი, მაგრამ გაყიდო ხელნაწერი.

თუმცა: თუ შემოსავალს კრიტერიუმად მივიჩნევთ, მაშინ ფერწერაში მასკულტურის მეფე გლაზუნოვი კი არა, პიკასოა! აბა?!

თუ კრიტერიუმი მასობრიობაა, მაშინ წიგნის გამოცემის ისტორიაში მასკულტურის მწვერვალი ბიბლიაა. რაა რელიგია _ ნუთუ ოპიუმი ხალხისათვის?

თუ ბრბოს მხოლოდ განსხვავებულობა ართობს, მაშინ ცირკის ჯამბაზები სწორედ რომ დაბალი დონის სამუშაოს ასრულებენ. მაშინ იური ნიკულინთან შეხვედრისას ესთეტმა ხელები ზურგსუკან უნდა წაიღოს და გაბრუნდეს.

ესეც ასე. აჰა, მასკულტი სუროგატია, სუბკულტურა, გამოყენებითი მიზნებით კულტურის იმიტაცია, ჩამოფასებული ზუთხი დაბალშუბლიანებისთვის. მას თავისი დაბალმხატვრულობით გამოირჩევთ.

 

ახლა კი ჭკვიანმა და განათლებულმა კრიტიკოსებმა დაე მომაპყრან თავიანთი მზერა და მიმითითონ ხარისხის საზომ ლოჟაზე.

ცხადია, რომ ყოველ ჟანრს საკუთარი მხატვრული კანონები აქვს. რაც კარგია ერთში, ცუდია მეორეში, და საჭიროა, რომ ან მაღალ და მდაბალ ჟანრებზე ძველი გრადაცია ვაღიაროთ, ან თითოეული თავისი კანონებით შევაფასოთ.

ტინიანოვმა “აელიტა” “სერიოზული” რომანის საზომით გაზომა და ნაწარმოები სპეკულატორულ სიყალბედ გამოაცხადა. ალეკსეი ტოლსტოი შესაძლებელია მუჯლუგუნებს ბევრი მიზეზით იმსახურებდეს, მაგრამ “აელიტასთვის” ნაკლებად.

კრიტიკის ყველაზე ჩვეულებრივი და გასაოცრად გულუბრყვილო შეცდომაა ხარისხის ანალიზის შეცვლა, რაც ყოველთვის რთული და საკამათო გახლავთ, მაგარამ თუ ჟანრობრივ ნიშნებზე მივუთითებთ, ყველაფერი უბრალოდ და უდავოდ იქნება. სიუჟეტის სიმძაფრე? სიმსუბუქე? ავანტიურიზმი? იუმორი? ეს ლიტერატურა არაა! მხოლოდ საკითხავია მასისთვის.

გახსნიან მენჯს, და წყალს არა ბავშვებთან ერთად წინაპრებიც გაჰყვებიან.

“რობინ ჰუდი” _ გულუბრყვილო, რომანტიკული ლექსები “კეთილშობილ ყაჩაღზე” _ იგულისხმება სისხლისმღვრელი შეტაკებები, ვნებათაღელვა და თავგადასავლები.

“დეკამერონი” _ სკაბრეზული ანეკდოტების კრებული, რომელიც მკითხველის სქესობრივ ინსტიქტსა და არაჯანსაღ ცნობისმოყვარეობაზე აპელირებს.

შექსპირი. მარჯვედ ჩახლართული ინტრიგებით მომარაგებული სცენები მეფეებისა და ჰერცოგების ცხოვრებიდან, გაუთვებელი საბედისწერო გრძნობები, შეთქმულებები, ხმლების ტრიალი, ფინალში კი გვამების უცვლელი გორა.

   არტანიანი? შერლოკ ჰოლმსი? გროვას რაბლეც შეურთეთ, თაღლითური და სათავგადასავლო რომანებიც, დეტექტივიც, ფანტასტიკაც, ბერანჟე, ესენინიც, იუმორიც.

ვისოცკი. მასზე სახალხო პოეტი რუსეთს არ ჰყოლია. პოეზია ძველ ფორმას დაუბრუნდა: თვითონ შეთხზა და თავისი უეშმაკო მელოდიების აკომპანიმენტით თვითონ შეასრულა. “ეს რა პოეტია!” პრიმიტიულია, უხეში ღრეობები, ჩხუბები, მარგინალები, ვნებები.

ჟვანეცკი. მთელი ქვეყანა მუცელზე ხოხავდა და მაგნიტაფონის ფირზე იწერდა. “მწერლი არაა!” იუმორისტია, გაიოლებული ჟანრი, თუმცა სინამდვილესადმი კომიკური მიდგომაა.

დაავიწყდათ და შეგნებაც აღარ უნდა: უბრალოდ და მარტივად წერა უფრო რთულია, ვიდრე რთულად და მოსაწყენად. უბედურება ის კი არაა, რომ წიგნს ყველა კითხულობს, არამედ ის, რომ ნაგავს კითხულობენ. პირველ ტირში მეცხრე ტალღისას გამოცემულ ხარახურას წარმატებით გადაურჩნენ სტრუგაცკები, ლევ გუმილოვი, ილფი და პეტროვი. თხზულებაში მასკულტურის ყველა ნიშნის გამოხატვა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ის მასკულტურის ნაწილია. ამასი განმსაზღვრელი უნიჭობა და უმსგავსობაა.

ბარბარა კარტლენდის საშინელი კონვეიერი ხომ ვერ აუქმებს ტრისტანსა და იზოლდას. ნაბოკოვი ლოლიტას ბესტსელერად კი აპროგრამებდა, მაგრამ თავად არასოდეს უმრუშია. როგორც ყოველთვის, ყველაფერი ნიჭს ეფუძნება.

ბესტსელერი ჟანრი არ არის.

“ნამდვილ ლიტერატურაში” დაფლეთილი ნაცრისფერი ტექსტების მთელი ნაკადია, რომლებიც “ხელოვნების” მხრივ სრულ უმეცრებას ამჟღავნებენ. ეს ტექსტები არაფერია!

ეპიგონ-რეალისტმა რეპინმა ნოვატორ-მოდერნისტებს ცხენის დახატვა შესთავაზა. ამ ეშმაკისფეხებმა ასე ხომ არც იციან. დაგიხატავენ ნახვრეტებიან ყუთს და გეტყვიან: იქ ის ბეკეკა ზის, შენ რომ ასე გჭირდებაო.

მასკულტის ძაგება წმინდა საქმეა. ქანდარიდან ჭრიჭინები ციცხვით უნდა გაიყარონ. მასისითვის კულტს კი სიდნი შელდონი დაგიბეჭდავთ?  

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / კულტურა / ველერი მიხაილ / მასა და კულტურა