VI. იეღოველობა

 

ახლა ისინი ყველგან არიან, საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულში, ქალაქებსა თუ სოფლებში, უბნებსა თუ ქუჩებში, ბაღებსა თუ სკვერებში, სასტუმროების თუ საცხოვრებელი სახლების წინ... ხელში ლამაზად გაფორმებული, უმაღლეს პოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდილი წიგნები, ჟურნალები, ალბომები თუ ბროშურები უჭირავთ და გამვლელებს უფასოდ სთავაზობენ. დროდადრო სახლშიც მოგიკაკუნებენ, დაუპატიჟებლად გეწვევიან, საათობით დაგიჯდებიან და დაუღლელად დაგიწყებენ ლაპარაკს სამყაროს მოახლოებულ დასასრულზე... თუ

ინტერესი შეგატყვეს, კიდევ ბერვჯერ მოვლენ და მანამდე არ მოგშორდებიან, სანამ შენც ერთი მათგანი არ გახდები...

ისინი იეღოვას (იეჰოვას) მოწმეების

 მოძღვრების პროპაგანდისტები არიან, რელიგიური დენომინაციისა (სექტის), რომელიც საკმაოდ გვიან, მე-19 საუკუნის შუა წლებში წარმოიშვა რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში და მას შემდეგ აქტიურად იბრძვის მსოფლიოში თავისი რწმენის გავრცელებისათვის.

იეღოველთა ენთუზიაზმი მართლაც საოცარია. მათ ამ მხრივ მხოლოდ ადრინდელ ქრისტიანებს ან პირველ კომუნისტებს თუ შევადარებთ. თავისი ენერგიით, ხმაურით და საკუთარი რწმენისადმი ფანატიკური ერთგულებით იეღოველებმა

 ჩვენში უკან ჩამოიტოვეს თვით ისეთი აქტიური დენომინაციებიც კი, როგორიც არიან: ბაპტისტები, ორმოცდაათიანელები, კრიშნაიტები. მათი საქართველოში შემოსვლაც რელიგიურ აფეთქებას ჰგავდა, რომლის მსგავსი თითქმის არ ახსოვს ჩვენს ქვეყანას. ადგილზეც, როგორც ჩანს, მოძღვრების გავრცელებისათვის ძალზე ხელსაყრელი პირობები დახვდათ, რადგან ის იდეური ვაკუუმი, რომელიც შეიქმნა საბჭოთა კავშირის და კომუნისტური იდეოლოგიის დანგრევის შემდეგ, ის ქაოსი, ომი, შიმშილი და გაჭირვება, უმძიმესი კრიმინოგენური ვითარება, იმის გაურკვევლობა, თუ საით მივდივართ, რა საზოგადოებას ვაშენებთ, რა ღირებულებებს ვცემთ პატივს, რასაც დაემატა ჩვენი ხალხის უმეტესი ნაწილის რელიგიური უწიგნურობა, ნოყიერ ნიადაგს ქმნიდა იეღოველთა მოძღვრების წინსვლისა და გავრცელებისათვის.

სხვადასხვა კონფესიები, მათ შორის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებიც, თავდაპირველად გაოგნებული და თავზარდაცემული შესცქეროდნენ, თუ როგორ ნთქავდა ეს ახლადშემოსული რელიგიური მიმდინარეობა მათ ისტორიულ მრევლს. ისინი უმწეოდ ასავსავებდნენ ხელს და დახმარებისათვის მთელ საზოგადოებას უხმობდნენ, ზოგჯერ კი ხელისუფლებას მიმართავდნენ თხოვნით, რომ მათ მიეღოთ ასეთი რელიგიური ინტერვენციის ამკრძალავი და ჩვენი ისტორიული ტრადიციული მართლმადიდებლობის დამცავი კანონები; მაგრამ ის, ვინც ოდნავ მაინც არის ჩახედული რელიგიაში, იცის მისი ისტორია, ალბათ დაგვეთანხმება, რომ ასეთ აკრძალვებს არასოდეს მოუტანია სიკეთე რომელიმე კონფესიისათვის, საწინააღმდეგო ეფექტის ფაქტები კი ხშირად გვხვდება. ამის მაგალითად თვით ქრისტიანობის ისტორია გამოგვადგება.

დღეს მსოფლიოში აქტიურად მოქმედებს იეღოვას მოწმეების

 რელიგიური მიმდინარეობის მძლავრი მანქანა, რომელიც ნიუ-იორკიდან იმართება. ის უხვად არის დაფინანსებული და აქვს თავისი მოძღვრების გავრცელების შესანიშნავი საშუალებები: ტელევიზია, რადიოსადგურები, ბეჭდვითი ორგანოები. მისი პროდუქცია მსოფლიოს ორასზე მეტ ქვეყანაში გამოდის. მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ჰყავთ პროპაგანდისტების უზარმაზარი არმია. მეტი რაღაა საჭირო მათი გაძლიერებისა და გავრცელებისათვის...

რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, აქაც, ჯერჯერობით, გრძელდება იეღოვას მოწმეების

 აღმასვლა. მათ უკვე მრავალი ათასი მომხრე შეიძინეს, მაგრამ მიღწეულით არ კმაყოფილდებიან. რა იქნება მერე?... რა შედეგებს მოიტანს ეს

მოძრაობა ჩვენთვის?... ნუთუ მთელი საქართველო იეღოველი გახდება, ნუთუ გაჭირვებაში ჩავარდნილ სამშობლოში ყველა ყველაფერს მიატოვებს, ყველა პრობლემის გადაწყვეტას გადასდებს და მეორედ მოსვლას და არმაგედონს დაელოდება? აი კითხვები, რომლებიც ჩვენს წინაშე იბადება. სანამ ამ კითხვებზე გავცემდეთ პასუხს, მანამდე ცოტა ისტორიაში ჩავიხედოთ და ეგებ ვიპოვოთ პასუხი იმაზე, თუ ვინ არიან იეღოველები, საიდან მოდიან, რას ქადაგებენ, რით მიიპყრეს ჩვენი ხალხის ყურადღება და საით მიდიან. ემთხვევა კი ჩვენი გზა მათ გზას?...

 

 

1. იეღოვიზმის

 რუსული ფრთა

იეღოვიზმი წარმოადგენს ქრისტიანული რელიგიის პროტესტანტული მიმდინარეობის მოდერნიზებულ ნაირსახეობას, რომელშიაც თავისებურად არის გადამუშავებული იუდაიზმისა და ქრისტიანობის დოგმები.

იეღოვიზმი მსოფლიოში ორი მიმართულებით არის წარმოდგენილი: რუსეთში


 ილინელებით, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში


 რუსელიტებით

 

 (სახელწოდებები აღებულია დამაარსებლების გვარების მიხედვით).

რუსეთში იეღოვიზმი წარმოიქმნა მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებში, სოციალურ წინააღმდეგობათა გამწვავების პერიოდში და გასაკვირი არაა, რომ მის შემადგენლობაში უმეტესად ჭარბობდნენ არსებული ვითარებით უკმაყოფილო საზოგადოების დაბალ საფეხურზე მდგარი ადამიანები, ყმა მუშები ურალის მთიან საწარმოებში; შემდგომ მათ წვრილი ბურჟუაზიაც მიემხრო.

იეღოველთა რუსული ფრთის მოძღვრება გადმოცემულია მისი დამაარსებლის, შტაბს-კაპიტან ნ. ს. ილინის თხზულებაში სიონის ამბავი, რომელიც 1846 წელს გამოქვეყნდა. ავტორი შეეცადა შეექმნა ახალი რელიგია, რომელიც ერთიანი იქნებოდა ყველა ერის, ხალხისა თუ ტომისათვის. ამისათვის მან ისარგებლა როგორც იუდაიზმისა და ქრისტიანობის, ისე წარმართული რელიგიური დოგმებითაც და შექმნა საკმაოდ წინააღმდეგობრივი რელიგიური სისტემა.

ნ. ს. ილინის რელიგიურ-ფილოსოფიური შეხედულებები გადმოცემულია მისსავე ტრაქტატში სახელწოდებით ქრისტეს შვიდათასწლიანი ბრძოლა ბელიართან

, რომელშიაც იგი გარკვეულ დათმობაზე მიდის მეცნიერებასთან და ტრადიციული ღვთისმეტყველებისაგან განსხვავებით, აღიარებს სამყაროს უსაზღვროებას. მისი აზრით, არსებობს მრავალი მზე, პლანეტა და კომეტა ჩვენი მზის, მთვარის და დედამიწის მსგავსად. თითოეული ეს პლანეტა ტრიალებს მზის ირგვლივ, რომლებიც თავის მხრივ წარმოადგენენ აურაცხელი რაოდენობის სისტემების ცენტრებს. მისივე თქმით: - ...მზეების, პლანეტების და კომეტების ასეთ აურაცხელ სიმრავლეს, რომლებიც ტრიალებენ კვადრილიონ, ოქტილიონ, ბილიონ ვერსტულ მილს, არ შეიძლება ფლობდეს ისეთი არსება, რომელსაც, ადამიანის მსგავსად, ორი არშინი და 7 გოჯი სიმაღლე აქვს. ისეთი, როგორც ებრაელთა ღმერთი იეღოვააა, აბრაამის ღმერთი. მით უმეტეს, მას არ შეუძლია მათი შექმნა არა მარტო ექვს დღეში, არამედ თვით 6,666,666 ოქტილიონ ათასწლეულში

...

ილინის ასეთი განცხადება თითქოს მის სამყაროსადმი მატერიალისტურ მიდგომაზე უნდა მეტყველებდეს, მაგრამ ასე რომ არ არის, მისივე მეორე განცხადება მოწმობს:

მთელი ამ ურიცხვი მირიადების ან მზის სისტემების პატრონს რუსულად ღმერთი (ბოგ) ჰქვია, ხოლო ცალკეული მირიადების მმართველს უფალი(გოსპოდ), ღვთაების მოწინააღმდეგეს და მტერს


 სატანა, და თქვენ მიიღებთ მსოფლიოს (კოსმოსის) მოწყობის სურათს, რომელსაც აქამდე შეუგნებლად ვუმზერდით.

 

როგორც მკვლევარები შენიშნავდნენ, რაც არ უნდა უცნაურად გეჩვენოს ასეთი აზრობრივი შეუსაბამობა, რომელსაც ადგილი აქვს ილინის ნააზრევში, სწორედ იგი წარმოადგენს იმ შეხედულების ფილოსოფიურ საფუძველს, რომელზედაც არის აგებული იეღოვისტი ილინელების მთელი მოძღვრება. აქედანვე წარმოსდგება ის წინააღმდეგობანიც, რომელიც მათ მოძღვრებაში შეიმჩნევა. თუმცა, თვითონ ილინი, ასეთი შეხედულებების საფუძველზე ცდილობდა ერთმანეთთან მოერიგებინა იუდაიზმის 333 და ქრისტიანობის 666 მიმდინარეობა, რაზედაც, მისი აზრით, გაიყო კაცობრიობა პირველქმნილი ხილვის შემდეგ... მისი საბოლოო მიზანი მაინც ის იყო, რომ დაემორჩილებინა მეცნიერება გამოცხადებისათვის, სხვაგვარად რელიგიისათვის.

ნ. ს. ილინის აზრით, მიწიერი განათლება, რომელიც მხოლოდ ადამიანის გონებას ეყრდნობა, გვაძლევს ურიცხვ მეცნიერულ და ფილოსოფიურ სისტემებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს და შეაქვთ ადამიანებში უთანხმოება და ქიშპი, მათგან მომდინარე აზრთა სხვადასხვაობა... და მხოლოდ სულიერ განათლებას, სხვაგვარად რელიგიას, მისი დოგმების გათვალისწინებას შეუძლია მისაღები და სასარგებლო გახადოს მიწიერი განათლება, მაგრამ ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს რელიგია ყველასათვის მისაღები და ერთიანი იქნება. წინაამდეგ შემთხვევაში, ჩვენ უკუეფექტთან გვაქვს საქმე. ამ პოზიციიდან გამომდინარე, იგი აკრიტიკებდა როგორც მსოფლიო რელიგიებს, ისე მათგან გამოყოფილ ცალკეულ სექტანტურ მიმდინარეობებს.

ნ. ს. ილინის იდეები არ გამოირჩეოდა ორიგინალობით, ისინი აშკარად ნასესხებია დასავლეთევროპელი მისტიკოსებისაგან, კერძოდ, იუნგშტილინგისაგან, ეკარჰაუზენისა და სექტანტ-ჰილიასტებისაგან. როგორც მკვლევარები შენიშნავენ, მას, ასევე ფართოდ უსარგებლია მე-19 საუკუნის დასაწყისში რუსეთში გამომავალი მისტიკური ჟურნალით - სიონის მოამბით, საიდანაც მთელი გვერდები აქვს გადაწერილი... მიზნის მისაღწევად ილინმა სცადა შეექმნა ბიბლიის თავისებური მოდელი, რომელიც უნდა დახმარებოდა მას ახალი რელიგიური სისტემის ჩამოყალიბებაში.

ნ. ს. ილინმა იუდაურ ღმერთს იეღოვას უწოდა ქრისტე, ხოლო ქრისტეს


 იეღოვა. შემდგომ იგი აერთიანებს ამ ატრიბუტებს ერთ სახელში - იეღოვა

 

 და უწოდებს მას ჩვენი მზის სისტემის ადამიანღმერთების კრებულის თავმჯდომარეს. მისი მიხედვით, არ არის არც იუდეველობა, არც ქრისტიანობა. არამედ იყო, არის და იქნება ღმერთადამიანების საზოგადოება

. ამიტომ, ვინც ახლა იუდეველია, ის უნდა სწრაფად გახდეს ქრისტიანი, თუმცა უარი არ უნდა თქვას კანონზე (იგულისხმებასინაის კანონი), ხოლო ვინც იუდეველი ან წარმართი არ არის, ის სწრაფად უნდა გახდეს იუდეველი, თუმცა უარი არ უნდა თქვას ქრისტეზე და მის მთავარ მცნებაზე


 ძმურ ერთობაზე და სიყვარულზე.

 

მართლმადიდებელი სამღვდელოება ასეთი მსჯელობის გამო უწოდებდა იეღოვიზმს

 ახალი აღთქმის იუდაიზმს ან ძველი აღთქმის ქრისტიანობას.

ნ. ს. ილინის აზრით, არსებობს ერთიანი, ყოველივეს შემოქმედი, რომელსაც ბევრი ვაჟიშვილი ჰყავს. ისინი მზის სხვადასხვა სისტემებს მართავენ, ამიტომ არც ყოვლის შემოქმედს და არც მის სხვა შვილებს ადამიანი არ უნდა ეთაყვანოს, რადგან მათთან არავითარი კაშვირი არა აქვს. ადამიანი უნდა ეთაყვანოს მხოლოდ ჩვენი სისტემის ღმერთადამიანს


 იეღოვა


 ქრისტეს.

 

ნ. ს. ილინის მოძღვრებაში დიდი ადგილი უკავია მამაღმერთის ერთ-ერთ შვილს - ლიუციფერს (სატანას), რომელიც განუდგა მამას, ძალით ჩაიგდო ხელისუფლება ჩვენი მზის სისტემაზე, მაგრამ იგი უკვე ჩამოგდებულია ზეციდან მიწაზე იეღოვას მიერ. იეღოვას და სატანას შორის განუწყვეტლივ მიდის ფარული ომი, რომელიც დამთავრდება დიდი ბრძოლით - არმაგედონით და ამ ბრძოლაში, იეღოვა, თავისი ანგელოზებით და მიწიერი მიმდევრებით, დაამარცხებს სატანას და ქვეყანაზე დაამყარებს ათასწლიან მეუფებას, რომელშიაც მხოლოდ იეღოველები იქნებიან უკვდავი და ნეტარნი.

 

რაც შეეხება ილინის სოციალურ პოზიციას, იგი ქადაგებდა შერიგებას, მშვიდობასა და ძმურ სიყვარულს კლასთა შორის. იგი ცდილობდა ემსახურა ორი მეფისათვის - ციური და მიწიერისათვის და ამის შესახებ საჯაროდ სწერდა რუსეთის იმპერატორს ალექსანდრე II-ს.

იმ დროს, როდესაც ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე შემოაღწია იეღოვიზმის ამერიკულმა ტალღამ, ილინელების სექტა რუსეთში უკვე აღარა ჩანს.

2. იეღოველთა ამერიკული ფრთა

ყველაფერი მხოლოდ 1870 წელს დაიწყო, სწორედ მაშინ, როცა აშშ-ს პენსილვანიის შტატის პატარა ქალაქ ალეგეინში (ამჟამად ქ. პიტსბურგის ნაწილია) ადამიანთა პატარა ჯგუფმა, ჩარლზ ტეიზ რასელის მეთაურობით, დაიწყო ბიბლიის შესწავლა. 9 წლის შემდეგ მათ უკვე ჟურნალი გამოსცეს სახელწოდებით: სიონის საგუშაგო კოშკი და ქრისტეს მოსვლის მაცნე. კიდევ ერთი წლის შემდეგ, ამ პატარა ჯგუფმა იბარტყა და მეზობელ შტატებში, იგივე მიზნით, ათობით ორგანიზაცია (კრებული) გახსნა. ხოლო 1881 წელს მათ ბაზაზე იქმნება საზოგადოება (ძიონს ჭატცჰ თრაცტ შოსიეტყ), რომელიც 3 წლის შემდეგ რეგისტრირებული იქნა ხელისუფლების მიერ.

ამ საზოგადოების პრეზიდენტი, რომელსაც შემდგომში დაერქვა ჭატცჰ თოწერ ბილლე ანდ თრაცტ შოსიეტყ, იგივე რასელი გახდა.

საზოგადოების მიზანი იყო, თავისებური ახსნა-განმარტება მიეცა ბიბლიის ტექსტისათვის და თავისი დასკვნები გაევრცელებინა მოსახლეობაში. თავდაპირველად ასეთი პროპაგანდისტები ბევრნი არ იყვნენ, სულ რაღაც ორმოცდაათამდე კაცი, მაგრამ შემდგომ მათმა რიცხვმა სწრაფად იმრავლა. 1909 წლისათვის ორგანიზაცია უკვე საერთაშორისო ხასიათს იღებს და მისი მთავარი განყოფილება მისამართს იცვლის, სამუშაოდ ნიუ-იორკში (ბრუკლინში) გადადის, სადაც დღესაც ფუნქციონირებს. იზრდება გამოცემული ლიტერატურის რაოდენობა. ჯერ კიდევ 1913 წლისათვის მისი პროდუქცია მსოფლიოს 4 ენაზე მილიონიანი ტირაჟით გამოდიოდა როგორც ამერიკასა და კანადაში, ისე ევროპაშიც, ხოლო იეღოვისტური გაზეთების რაოდენობამ ამ დროისათვის 3 ათასს მიაღწია.

როგორც თვით იეღოველი მიმომხილველები აღნიშნავენ, ორგანიზაციის ჩამოყალიბების გზაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სამყაროს შექმნის ფოტოდრამის

 შექმნას, რომელიც 1912 წელს დაიწყო. სლაიდებისა და ხმოვანი კინოფილმების დახმარებით ისინი თვალსაჩინოდ აშუქებდნენ სამყაროს შექმნის თავის ვერსიას დასაბამიდან ქრისტეს ათასწლოვან მეუფემდე, რასაც დიდი წარმატება მოჰყვა.

 

 

იეღოვიზმის

 განვითარების გზაზე ასევე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რასელის სტატიას: წარმართების ჟამი, როდის მთავრდება იგი? რომელიც 1876 წელს გამოქვეყნდა ბრუკლინში, ჟურნალ ბიბლიის მკვლევარში. მასში ნათქვამი იყო, რომ ეს დრო მთავრდება 1914 წელს.

იეღოველები, მართალია, აღიარებენ იმას, ამ წელიწადს არ შესრულდა ყოველივე ის, რასაც წინასწარმეტყვლებდნენ, მაგრამ ეს თარიღი მაინც გარდატეხის დროდ უნდა ჩაითვალოსო.

1916 წელს გარდაიცვალა ჩ. რასელი. მისი მემკვიდრე გახდა ჯოზეფ ფ. რუტერფორდი. მის დროს დაიწყო კიდევ ერთი ჟურნალის ოქროს საუკუნის

 გამოცემა (ახლა ამ ჟურნალს ჰქვია გაიღვიძეთ, რომელიც 60-ზე მეტ ენაზე გამოდის და ტირაჟი 12 მილიონს აჭარბებს).

ახალი პრეზიდენტის დროს ყურადღება გამახვილდა მორწმუნეებთან სახლებში სიარულზე და ინდივიდუალურ მუშაობაზე. მისივე დროს, მისმა მიმდევრებმა მიიღეს იეღოვას (იეჰოვას) მოწმეების

 სახელწოდება, რაც აღებული არის ბიბლიური წინასწარმეტყველის ესაიას წიგნიდან, სადაც ნათქვამია:

თქვენ ხართ მოწმენი, ამბობს უფალი და ჩემი მორჩილნი, რომელნიც ავარჩიე, რომ გცოდნოდათ და გერწმუნათ ჩემი, მიმხვდარიყავით, რომ მე ვარ ეს. ჩემამდე არ გამოსახულა ღმერთი და ჩემს შემდეგაც არ იქნება. მე ვარ, მე ვარ უფალი და არავინაა ჩემს გარდა მაცხოვარი! მე ვთქვი და ვიხსენი და გამოვაცხადე, რომ არ არის თქვენს შორის უცხო ღმერთი, თქვენ ხართ ჩემი მოწმენი, ამბობს უფალი, და ღმერთი ვარ

 (ეს. 43: 10-12). ნუ შიშობ, ნუ თრთი, განა თავიდანვე მე არ გამცნე, მე არ

გამოგეცხადე? თქვენა ხართ ჩემი მორწმუნე, განა არის ჩემს გარდა ღმერთი? არ არის სხვა კლდე, არავინ ვიცი

 (ეს. 44:8).

მეოცე საუკუნის 20-30-იან წლებში იეღოვას მოწმეების დენომინაცია აღმავლობას განიცდის, ბიბლიური თემების პოპულარიზაციისათვის მათ მსოფლიოში უკვე 403 რადიოსადგური აქვთ. გარდა ამისა, მათ დაიწყეს გრამფირფიტებზე ქადაგებების ჩაწერა და მოსახლეობაში გავრცელება. მათი მოსმენისას თუ ადამიანს ინტერესს შეატყობდნენ, მასთან აგრძელებდნენ მუშაობას. იეღოველთა გზა, რასაკვირველია, ყოველთვის ია-ვარდით არ ყოფილა მოფენილი. ჩვენი საუკუნის ოცდაათიან და ორმოციან წლებში რელიგიური საქმიანობის გამო მათ საკმაოდ დევნიდნენ და ბევრი მათგანი ციხეშიც მოხვდა. იმ პერიოდში გამართულ სასამართლო პროცესებზე მათ, მართალია, სასამართლოს დაბალ ინსტანციებში თავი ვერ იმართლეს, მაგრამ აშშ-ს უმაღლეს სასამართლოში, გასაჩივრების შემდეგ, 43 პროცესი მოიგეს. იეღოვას მოწმეების აპოლოგეტების მტკიცებით, ამ პროცესებმა ხელი შეუწყვეს ზოგადად დემოკრატიის და ქვეყნის უმცირესობათა ინტერესების დაცვას.

პრეზიდენტი ჯ. ფ. რუტერფორდი 1942 წელს გარდაიცვალა. მას შემდეგ პრეზიდენტი გახდა ნ. ხ. ნორი, რომლის დროსაც 1943 წელს შეიქმნა სპეციალური სკოლა-გალაადი მისიონერთა მოსამზადებლად, ამ სკოლადამთავრებულნი თითქმის მთელ მსოფლიოს მოედვნენ და 140 ქვეყანაში შექმნეს თავისი ფილიალები.

პერიოდულად, ამ მისიონერებისათვის, რომლებსაც პიონერებს უწოდებენ, იმართება კურსები, რათა მოხდეს მათი გადამზადება.

ნ. ხ. ნორის მმართველობის ბოლო წლებში გაფართოვდა ხელმძღვანელთა კორპორაცია. 1976 წელს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განაწილდა სხვადასხვა კომიტეტზე.

ნ. ხ. ნორი გარდაიცვალა 1977 წელს. მის ნაცვლად აირჩიეს ფრედერიკ უილიამ ფრენცი, ხოლო მისი 1992 წელს გარდაცვალების შემდეგ, 1993 წელს, კორპორაციის პრეზიდენტი გახდა მილტონ ჯ. ჰენშელი.

თუ როგორი სწრაფი ტემპით მრავლდებოდა იეღოველთა ორგანიზაცია, ამას ნათლად გვიჩვენებს მათი ბეჭდვითი პროდუქციის ზრდა. თუ თავდაპირველად ისინი თავის ლიტერატურას 4 პატარა სტამბაში ბეჭდავდნენ, 1927 წლიდან მათ გააფართოვეს თავიანთი საქმიანობა და ერთ დიდ, 8-სართულიან შენობაში მოუყარეს თავი, რომელიც სადარაჯო კოშკის

 საზოგადოებას ეკუთვნოდა. ამჟამად კიიეღოველთა გამომცემლობას 7 შენობა უკავია. აქვეა დიდი კანტორის კომპლექსი, მათ გვერდით კი მოთავსებულია სხვა შენობები, სადაც ცხოვრობს მომსახურე პერსონალი (დაახლოებით 3000 კაცი). ასობით ადამიანი ცხოვრობს პეტერსონში (ნიუ-იორკის შტატი) არსებული განათლების ცენტრში. გარდა ამისა, უოლკილში (ნიუ-იორკის შტატი), სადაც იბეჭდება ჟურნალები: სადარაჯო კოშკი და გაიღვიძეთ არის ფერმა, რომელშიაც ათასობით მოხალისე დიდი ენთუზიაზმით ამზადებს პროდუქტებს გამომცემლობის პერსონალისათვის. ყოველი ასეთი მოხალისე, მორალურ კმაყოფილებასთან ერთად, ღებულობს მცირეოდენ თანხას პირადი საჭიროებისათვის.

 

 

იეღოვას მოწმეების შეხვედრის ორგანიზაციული ფორმები არის საერთაშორისო კონგრესები, რომელიც პირველად 1893 წელს ჩატარდა ჩიკაგოში, რომელსაც სულ 360 კაცი დაესწრო და 70 მოინათლა.

მაგრამ უკვე 1958 წელს, იმისათვის, რომ ასეთი კონგრესი მოეწყოთ, დაიქირავეს ორი სტადიონი. კონგრესს დაესწრო 253922 ადამიანი და მოინათლა 7136 კაცი. ამის შემდეგ საერთაშორისო კონგრესები სერიებად ტარდებოდა სხვადასხვა ქვეყნებში. ჩვენს დროში ასეთი სერიები ასზე მეტ ქვეყანაში ჩატარდა.

3. მოძღვრება

იეღოველთა მოძღვრებით ყოველივეს შემოქმედი არის ერთიანი და ყოვლადძლიერი ღვთაება იეღოვა (იეჰოვა). სწორედ მან შექმნა ცა და მიწა. მის ქმნადობას განსაკუთრებული გონი, გეგმა და მიზანი ჰქონდა. როგორც ამ დენომინაციის ადეპტები წერენ: ადამიანები არ გამოძერწავენ თიხის ჭურჭელს, არ გააკეთებენ ტელევიზორებს თუ კომპიუტერებს საჭიროებისა და დანიშნულების გარეშე. და რამდენად უფრო მნიშვნელოვანია დედამიწა თავისი ქმნილებებით, მცენარეთა საფარველით და ცხოველთა სამყაროთი, რომ აღარაფერი ვთქვათ ადამიანების ორგანიზმის სტრუქტურაზე მილიარდობით უჯრედით, რომელიც აღემატება ჩვენს გაგებას. მარტო ერთი ორგანო


 ადამიანის ტვინი


 რომ ავიღოთ, რომლითაც ჩვენ ვფიქრობთ, იგი ხომ წარმოუდგენლად შესანიშნავია და თუკი ადამიანებს თავისი შედარებით უმნიშვნელო აღმოჩენისათვის აქვთ განსაზღვრული მიზანი და რა გასაკვირია, რომ იეღოვას ჰქონდა გრანდიოზული და აუცილებელი ჩანაფიქრი, რომელიც ჭეშმარიტად აღტაცებას და მოწიწებას იწვევს.

 

მიზანი ამ დიდებული ქმნადობისა, კერძოდ, დედამიწის შექმნისა, მდგომარეობს იმაში, რომ მასზე გამრავლებულიყვნენ ადამიანები, დაეფარათ მიწა და ებატონათ ზღვის თევზებზე, ცის ფრინველებზე, ყოველგვარ ცხოველებსა და ქვეწარმავლებზე (შესაქმე. 1:28).

მართალია, ადამიანთა გაუგონრობისა და შეცოდების გამო პირველმა წყვილმა ვერ შესძლო დაეფარა დედამიწა მართლმორწმუნე ოჯახებით, რომლებიც სიყვარულით იზრუნებდნენ მიწაზე, მცენარეებსა და ცხოველებზე, მაგრამ ეს როდი ნიშნავდა იმას, რომ უფლის ჩანაფიქრმა მარცხი განიცადა. დედამიწა არ განადგურდება; იგი, როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, (ეს. 45:18; ეკლ. 1:4; ეს. 40:10) მუდამ დარჩება. აქედან გამომდინარე, იეღოვას მოწმეებს

 

 

 სწამთ, რომ ყველა ადამიანს


 ცოცხალს თუ მკვდარს, რომელიც ერწმუნება იეღოვას განზრახვას, გაალამაზოს დედამიწა, შეუძლიათ მარადიულად იცხოვროს.

 

მართალია, ყველა ადამიანზე გადმოვიდა ადამისა და ევას პირველქმნილი ცოდვა, მაგრამ ისინი ცხონდებიან იესო ქრისტეს გამოსასყიდი მსხვერპლის

მეოხებით. როგორც იოანეს სახარებაშია ნათქვამი: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე; ჩემი მორწმუნე კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს.

ყველა, ვინც ცოცხლობს ჩემში და სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე

... (იოანე 11:25-26).

ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოდის ჟამი, როდესაც ყველანი ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ.

კეთილის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისათვის გამოვლენ, სიავეს ქმნილნი კი სამსჯავროს აღდგომისათვის (იოანე 5:28-29).

როდის მოხდება ეს? კითხულობენ იეღოველები და პასუხისათვის ისევ სახარებას მიმართავენ: მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოვებულია ცათა სასუფეველი

 (მათ. 4:17). ჯერ კიდევ მაშინ, როცა იესო ქრისტე ამქვეყნად იყო, მას ჰკითხეს: გვითხარი, როდის მოხდება ეს და რა იქნება შენი მოსვლისა და წუთისოფლის აღსასრულის ნიშანი?

 მან უპასუხა: ერი აღდგება ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, იქნება შიმშილი და მიწისძვრანი. მაგრამ ეს მხოლოდ მშობიარობის დასაწყისია. მაშინ ცდუნდებიან ბევრნი, ერთმანეთს გასცემენ და შეიძულებენ ადამიანები. მრავალი ცრუ წინასწარმეტყველი აღსდგება და ბევრს შეაცდენს. გამრავლდება ურჯულოება, მრავალს გაუნელდება სიყვარული. მხოლოდ ბოლომდის დამთმენი გადარჩება...

.

ექადაგება ეს ქადაგება სასუფეველზე მთელ მსოფლიოს ყველა ხალხისათვის დასამოწმელად. აი, მაშინ დადგება აღსასრული

 (მათ. 24:3-14).

იეღოველთა თქმით, თუმცა მსოფლიოში მომხდარი და მიმდინარე ამბები დამამწუხრებელია, მაგრამ ისინი მაინც კეთილის მომასწავებელია, რადგან მიგვითითებს ქრისტეს ამქვეყნიურ ყოფნაზე, რადგან, როგორც ლუკას სახარებაში არის გადმოცემული იგავი: შეხედეთ ლეღვს და ყველა ხეს, როცა ისინი უკვე იფოთლებიან. შეხედავთ და თვითონ იცით, რომ უკვე ახლოა ზაფხული.

ასევე თქვენ, როცა იხილავთ ყოველივე ამის ახდენას, იცოდეთ რომ ახლოა ღვთის სასუფეველი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ გადაივლის ეს მოდგმა, ვიდრე ყველაფერი არ ახდება

 

 

 (ლუკ. 21:29-32).

იეღოველთა მტკიცებით, ეს პროცესი ყველგან 1914 წელს დაიწყო. როგორც უკვე ვთქვით, ამ წელს დამთავრდა წარმართთა დრო და დაიწყო გარდამავალი პერიოდი ადამიანური მმართველობიდან ქრისტეს ათასწლოვან მეუფებაზე.

მათივე მტკიცებით, სანამ არ დადგება მისი მეორედ მოსვლის დრო, ქრისტე იქნება ცაზე ღმერთის მარჯვენა მხარეს (ფს. 109). შემდეგ ცაში მოხდება ომი, რომლის შედეგადაც სატანა ჩამოვარდება ციდან, რაც ქვეყანას მოუტანს მწუხარებას, ქრისტე დაიწყებს მეუფებას მტრებს შორის იმ დროის მანძილზე, რომლის ხანგრძლივობა არ გადააჭარბებს ადამიანთა ერთი თაობის სიცოცხლეს. ბოროტება განადგურდება მაშინ, როცა თავის აპოგეას მიაღწევს ბრძოლა არმაგედონში, რომლის შედეგადაც დადგება ქრისტეს ათასწლოვანი მშვიდობიანი მეუფება.

ეს კი იცოდე, - ნათქვამია პავლე მოციქულის მეორე წერილში ტიმოთესადმი,


 რომ უკანასკნელ დღეებში საზარელი ჟამი დადგება. ვინაიდან ადამიანები იქნებიან თავმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ამაყნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უწმინდურნი.

 

მოძულენი, შეურიგებელნი, ცილისმწამებელნი, შეუკავებელნი, მოღალატენი, სასტიკნი, კეთილის მოძულენი.

გამცემნი, თავხედნი, გაბღენძილნი, უფრო სიამეთა მოყვარულნი, ვიდრე ღვთისა.

რომელთაც ღვთისმოსაობის სახე აქვთ, მის ძალას კი უარყოფენ

... (II ტიმ. 3:1-5).

ასეთი მძიმე პერიოდი, იეღოველთა თქმით, ადრეც იყო, მაგრამ ახლა იგი ყვლაფერს გადააჭარბებს. ქვეყანა დანაგვიანდება. თუ ასე გაგრძელდა, ქვეყანა დაუსახლებელი დარჩება. მაგრამ იეღოვა არ დაუშვებს ქვეყნის ასეთ გაუკაცრიელებას. იგი დაღუპავს იმათ, ვინც ხელყოფს მიწას.

მილიონები, რომლებიც ახლა ცხოვრობენ და მილიონები, რომლებიც წვანან საფლავში, მარადიულად იცხოვრებენ მაშინ, როდესაც ქრისტეს ათასწლიანი მეუფება დამყარდება. ამ დროს განხორციელდება იეღოვას ის ჩანაფიქრი, რომელიც მას დედამიწის შექმნისას ჰქონდა.

ეს უნდა იყოს მიწიერი სამოთხე, რომელიც ადამიანებს არასოდეს მობეზრდებათ. ისევე, როგორც ადამს ჰქონდა დავალებული საინტერესო მუშაობა ედემის ბაღში... და რაც მთავარია ...აღარ იქნება სიკვდილი, გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ

 

 

 (გამოცხ. 21:4).

იეღოველთა თქმით, ადამიანთა უდიდესი უმრავლესობა (განუსაზღვრელი რაოდენობა) მიწაზე იცხოვრებს. მხოლოდ მათი მცირეოდენი ნაწილი


 რჩეულები წავლენ ცაზე.

 

4. იეღოვიზმი საქართველოში

საქართველოში იეღოველები მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისში გამოჩნდნენ. ესენი იყვნენ იეღოველთა რუსული ფრთის წარმომადგენლები. ზოგის აზრით, მათი რაოდენობა საკმაოდ დიდი იყო. მაგრამ უფრო გვინდელ ეტაპზე, ილინელთა

 კვალი საქართველოში აღარა ჩანს. რაც შეეხება ამერიკულ მიმართულებას, მათ შემოსვლას აქ დიდი ხნის ისტორია არა აქვს და 3 ათეულ წელზე ოდნავ მეტს თუ ითვლის. როგორც ჩანს, იეღოველთა პირველი წარმომადგენლები რუსეთიდან შემოყვნენ მუშათა იმ ნაკადს, რომლებიც ენგურჰესს აშენებდნენ. იმ დროინდელი რელიგიურობის ამსახველ დოკუმენტებში ლაპარაკია ენგურჰესზე იეღოველთა 40-კაციანი ჯგუფის არსებობის შესახებ. ვინაიდან იმ დროისათვის ეს სექტა საბჭოთა კავშირში აკრძალული იყო, ამიტომ მათი შეკრებებიც ფარულად იმართებოდა. მნახველთა ცნობით, ჯერ კიდევ 1973 წლის აგვისტოში,

იეღოვას მოწმეები შეიკრიბნენ ოჩამჩირის რაიონის სოფელ ილორის მახლობლად არსებულ ტყეში, რომელშიაც ასამდე იეღოველი მონაწილეობდა. დამსწრეთა ინფორმაციით, ამ შეკრების დროს, მათ გაითამაშეს ანგელოზისა და სატანას ბრძოლის სცენა. ანგელოზის როლს 11 წლის გოგონა თამაშობდა, ხოლო სატანისას 15 წლის ბიჭი. სცენარი ისე იყო შედგენილი და გადაწყვეტილი, რომ მნახველისათვის ეჩვენებინათ, თუ როგორ ამარცხებს სატანას ანგელოზი.

იეღოველთა სექტის აკრძალვა საბჭოთა კავშირში ახსნილი იყო ანტისაბჭოთა ქმედებით და ამერიკული ცხოვრების წესის პროპაგანდის ბრალდებით.

საქართველოში ცნობილია იეღოველთა პირველი ხელმძღვანელების გვარები. მათ შორის ასახელებდნენ ინჟინერ-კონსტრუქტორს გ. ა. ნიკოლაევსკის, ინჟინრებს: ა. ნ. კურდასს, ფ. ფ. ბუნგასს, ნ. დ. რადჩენკოს, 1977 წლიდან ნ. ლუცენკოს და ი. მატრაგუნს. იეღოველთა თავდაპირველი მრევლი საქართველოში მხოლოდ რუსულენოვანი იყო. ქართველთაგან ჯგუფებში თითქმის არავინ იყო, მაგრამ შემდგომ ხანაში, იეღოველებმა შესძლეს სხვა ხალხების წარმომადგენლების დაინტერესებაც, მათ შორის ქართველებისაც.

 

 

იეღოველთა ბუმი საქართველოში ჩვენი საუკუნის ოთხმოციანი წლების ბოლოს დაიწყო, როცა მათ თავისუფალი მოქმედების საშუალება მიეცათ. ამ პერიოდში მათ დიდძალი ლიტერატურა შემოზიდეს და თავისი მოძღვრება საქართველოს ყოველ კუთხეში გაავრცელეს. თანდათან იმრავლეს იეღოველთა კრებულებმაც. თვისებრივად შეიცვალა იეღოველთა მოწმეების

 ეროვნული შემადგენლობაც, მათ შორის პირველი ადგილი დაიკავეს ქართველებმა. მათ გარდა დენომინაციაში გაერთიანდნენ რუსები, უკრაინელები, სომხები და სხვ.

საქართველოში იეღოველთა გავრცელების დინამიკას და მდგომარეობას, მის გამომწვევ მიზეზებს კარგად ასახავს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის საზოგადოებრივი აზრის კვლევის განყოფილების (ხელმძღვანელი დ. ყარაულაშვილი) მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვა, რომელიც სიღნაღის რაიონში 1996 წლის მიწურულს ჩატარდა:

კითხვაზე, რომელ რელიგიას აღიარებთ?

 რაიონში გამოკითხულთა 9 პროცენტმა უპასუხა


 იეღოვას ქადაგებას, ხოლო

 

უშუალოდ ქალაქ სიღნაღში


 12-მა პროცენტმა. შეკითხვაზე


 თქვენი თანაქალაქელების უმრავლესობა რომელ რელიგიას აღიარებს?

 

 გამოკითხულთა 13-მა პროცენტმა


 იეღოველობას.

 

შეკითხვაზე: თქვენ მართლმადიდებელი ქრისტიანი ხართ. თქვენი აზრით, რა უწყობს ხელს იეღოველთა ქადაგების გავრცელებას თქვენს ქალაქში?

გამოკითხულთა 18-მა პროცენტმა უპასუხა: მძიმე სოციალური პირობები, 31 პროცენტის აზრით, მოსახლეობის დაუსაქმებლობა, ხოლო 47 პროცენტის აზრით, მოსახლეობის დასაჩუქრება სურსათით და სხვა საგნებით.

სოციოლოგიური გამოკითხვით გამოირკვა, რომ რაიონში იეღოვას მოძღვრების გავრცელება ძირითადად მოხდა ბოლო 3 წლის განმავლობაში. აქედან 3 პროცენტის

სტაჟი 1-დან 6 თვემდეა, 7 პროცენტის 6 თვიდან 1 წლამდე, 30 პროცენტის 1-დან 2 წლამდე, 38 პროცენტის 2-დან 3 წლამდე, ხოლო 21 პროცენტის 3 წელზე მეტი.

კითხვაზე თუ რა პირობებში მოხდა თქვენს მიერ იეღოველთა ქადაგების აღიარება?

 16-მა პროცენტმა უპასუხა, რომ იეღოველთა ჯგუფის ხელმძღვანელის რჩევით, 8 პროცენტმა იეღოვას მოწმეების მომხრე საკუთარი ოჯახის წევრის მოთხოვნით, 60-მა პროცენტმა


 მეზობლების, ნათესავების, მეგობრების გავლენით. 16-მა პროცენტმა გაჭირვების გამო.

 

სანამ იეღოველები გახდებოდნენ, მანამდე გამოკითხულთა 86 პროცენტი მართლმადიდებელი იყო, 11 პროცენტი ათეისტი, 3 პროცენტი სომხურ-გრიგორიანული რწმენის.

ძალზე ერთსულოვანი იყო პასუხი კითხვაზე: თუ რა იზიდავთ მათ იეღოველთა ქადაგებაში?

 ყველა გამოკითხულმა უპასუხა


 ღმერთის რწმენა.

 

მართლმადიდებლობისაგან ჩამოშორებას და ახალ რელიგიურ რწმენაზე გადასვლას გამოკითხულთა 65 პროცენტი გაჭირვებით ხსნის; 5 პროცენტი სულიერი დეპრესიით, 11 პროცენტს უჭირს პასუხის გაცემა, 18 პროცენტს კი მოსწონს იეღოველთა რელიგიური რიტუალი.

ბოლო შეკითხვაზე, თუ რა უნდა ვაკეთოთ ამ ახალ რელიგიურ სიტუაციასთან დაკავშირებით?

 25 პროცენტი თვლის, რომ არ უნდა შეიზღუდოს არც ერთი რელიგიური მიმდინარეობა, რადგან საქართველოს კონსტიტუციით ყველას თანაბარი არსებობის უფლება აქვს. 46 პროცენტს მიაჩნია, რომ ხელი უნდა შევუწყოთ მართლმადიდებლობის განმტკიცებას, 29 პროცენტი კი თვლის, რომ უნდა შეიზღუდოს სხვადასხვა სახის სექტანტობა.

5. იეღოველთა ორგანიზაცია და კულტი

იეღოველები გაერთიანებულები არიან კრებულებში. თითოეულ კრებულში 200-მდე, ზოგან კი 60-70 კაცია. მთლიანად დენომინაცია დაყოფილია ოლქებად და რაიონებად. მარტო თბილისში 5-მდე კრებულს ვარაუდობენ. შეკრების ადგილი ტრადიციულად კლუბი, დარბაზი ან კერძო სახლებია, სადაც კვირაში სამჯერ იმართება ღვთისმსახურება. კრებებს და მის დარბაზს ხელმძღვანელობს უხუცესთა საბჭო, რომელთა რიგებიდანაც ნიშნავენ კრების ზედამხედველს. ზედამხედველი განათლებული, ბიბლიაში და სხვა რელიგიურ წიგნებშიც კარგად ჩახედული ადამიანი უნდა იყოს. იერარქიულად უფრო მაღალი საფეხურია სარაიონო ზედამხედველის თანამდებობა, რომლის ფუნქციაშიც შედის თვალი ადევნოს ადგილობრივ კრებებს (შეკრებებს), სადაც ისინი სიტყვით გამოდიან. შემდგომი უფრო მაღალი საფეხური არის საოლქო ზედამხედველი, რომელიც იგივეს აკეთებს, რასაც რაიონის ზედამხედველი, მხოლოდ ოლქის მასშტაბით. კიდევ უფრო მაღალი საფეხურია მიმოსვლითი ზედამხვედველი. გარდა ამ სასულიერო თანამდებობისა, იეღოვიზმში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ე.წ. ცხებულებს, სხვაგვარად, იეღოვას მოწმეებში განსაკუთრებული ღვთაებრივი ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს,

 

 

რომლებიც, მათი რწმენით, სიკვდილის შემდეგ ადგილს დაიკავებენ ახალ აღთქმაში ნახსენებ 144 ათას რჩეულში და ზეცაში იცხოვრებენ. ერთი სიტყვით, იეღოველთა იერარქია ასე გამოიყურება: უბრალო მორწმუნე (მოწმე), კრების ზედამხედველი, სარაიონო ზედამხედველი, საოლქო ზედამხედველი, მიმოსვლითი ზედამხედველი, ცხებულები, მთელი საქმიანობის კოორდინაციას ახდენს ზონის ფილიალის კომიტეტი.

როგორც ადრე აღვნიშნეთ, ორას ოცდაათზე მეტ ქვეყანაში იეღოველთა მოძრაობას თვალს ადევნებს ხელმძღვანელი კორპორაცია ნიუ-იორკიდან (ბრუკლინიდან). ეს კორპორაცია ყოველ წელიწადს მსოფლიოს სხვადასხვა ზონებში აგზავნის თავის წარმომადგენლებს, რომლებიც ხვდებიან ზონის ფილიალების ხელმძღვანელებს. თითოეულ ფილიალში არის 3-დან 9 კაცამდე შემდგარი კომიტეტი, რომელიც თვალყურს ადევნებს იმ ზონებს, რომლებიც მათ გამგებლობის ქვეშ იმყოფებიან. რაც შეეხება უბრალო მორწმუნეებს, მათგან ხელმძღვანელები მოითხოვენ სრულ მორჩილებას. იეღოვას მოწმე, სადაც არ უნდა იყოს იგი, თვითმფრინავში, ავტობუსში თუ ნაცნობებში, ქრისტეს მსგავსად, ყველგან უნდა ავრცელებდეს სახარისებულ ამბავს. გარდა ამისა, თითოეულ მათგანზე განპირობებულია გარკვეული ტერიტორია, სადაც მათ უნდა იმოქმედონ. ამ საქმიანობის ანგარიში ზუსტად აღინუსხება ყოველწლიურად მთავარ განყოფილებაში და მიღწეული შედეგების ცხრილები ქვეყნდება ჟურნალ საგუშაგო კოშკში. ასე მაგალითად, 1994 წელს დაბეჭდილი ცნობის მიხედვით, 1993 წელს იეღოვას მოწმეებმა ქადაგებას დაუთმეს 1.057.000.000 საათი, რომ ამ წელს მოინათლა 250.004 ადამიანი და მსოფლიოში გაავრცელეს ბიბლიური პუბლიკაციების ასობით მილიონი ეგზემპლარი. და ყოველივე ეს მხოლოდ ერთ წელიწადს...

იეღოველთა შეკრება იწყება გალობით, რომელსაც თან ახლავს მუსიკა (მაგნიტოფონი ან ელექტროაპარატურა), ხოლო მლოცველები ხმას აყოლებენ. შემდეგ იწყება ლოცვა, რომლის მთავარი შინაარსი და მიზანია იეღოვას, როგორც სამყაროს შემოქმედისა და განმგების განდიდება. გალობის ტექსტები დგება ფსალმუნთა მიხედვით. მისი ავტორები არიან კორპორაციაში მყოფი ცხებულები. ასე მაგალითად, ერთ-ერთ საგალობელს ჰქვია


 ყველა ქმნილებავ, განადიდე იეჰოვა, რომელიც 148-ე ფსალმუნზეა აგებული. ოთახში, სადაც ტარდება ლოცვა, არის მაგიდა და სკამები. მქადაგებელი მაგიდასთან გამოდის და იწყებს ლოცვას. ლოცვისას მიმართავს ქრისტეს, რადგან პირდაპირ იეღოვასადმი მიმართვა არ შეიძლება. მოწმეები ფეხზე მდგომი და თავდახრილნი იმეორებენ მქადაგებლის სიტყვებს. კედელზე ჰკიდია იეღოველთა კალენდარი, სადაც გამოსახულია სხვადასხვა ქვეყნებში იეღოვას მოწმეების მქადაგებლური საქმიანობის დიაგრამები.

 

შემოსასვლელში დგას ორი ყუთი ნებაყოფლობითი შესაწირავებისათვის, რომლიდანაც ერთი არის ადგილობრივი საჭიროებისათვის და მეორე საერთოდ მთელი იეღოვისტური მოძრაობისათვის. პირველს ჰქვია ნებაყოფლობითი შესაწირი კრების საჭიროებისათვის, მეორეს - ნებაყოფლობითი შესაწირი მსოფლიო საქმისათვის.

კრებებსაც თავისი სახელები ჰქვია: ერთია საჯარო მოხსენება, მეორე თეოკრატიული მსახურების სკოლა, მესამე სამსახურებრივი შეხვედრა

 და ა.შ.

აქვე წარმოდგენილია პროგრამა, რომლის მიხედვითაც უნდა იმოქმედოს უხუცესთა საბჭომ. ამ პროგრამას გამოსცემს საზოგადოება საგუშაგო კოშკი, რომლის სათაურია ჩვენი სამეფო მსახურება.

იეღოველები თავის სულიერ მოღვაწეობაში უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ პირად მაგალითს, რადგან იგი, მათი აზრით, უფრო ეფექტურად მოქმედებს ადამიანებზე, ვიდრე საათობით ნაკითხი ქადაგება. ასევე, ცდილობენ პირად ცხოვრებაში იყვნენ კეთილი და ბიბლიური პრინციპის მიხედვით იმოქმედონ


 მოექცნენ სხვებს ისე, როგორც თვითონ სურთ რომ მოექცნენ.

 

გარდა ამისა, იეღოველებს მიაჩნიათ, რომ მათ მოძღვრებას დიდი პრაქტიკული სარგებლობა მოაქვს, რადგან, ის აჩვევს თავის მორწმუნეს ქორწინების პატივისცემას, ბავშვების სამართლიანობის გრძნობით აღზრდას, გამორიცხავენ ყოველგვარ რასიზმს, ამზადებენ ადამიანებს მარადიული ბედნიერი ცხოვრებისათვის და ა.შ.

6. იქნება თუ არა არმაგედონი?

მართლა დადგება თუ არა საშინელი სამსჯავროს, შურისგების დღე, რომელსაც იეღოველები არმაგედონს

 უწოდებენ? აი, მთავარი კითხვა, რომელიც ადამიანს უჩნდება იეღოველთა მოძღვრების გაცნობისას. ამ დღეს ხომ, ამ დენომინაციის ადეპტთა მტკიცებით, დაიღუპება მთელი კაცობრიობა იეღოვას მოწმეების გამოკლებით.

არმაგედონი

 ბიბლიაში, კერძოდ იოანეს გამოცხადებაში (16,16) მხოლოდ ერთხელ არის ნახსენები და წარმომდგარი უნდა იყოს ძველებრაული სიტყვისაგან, რაც ქართულად ნიშნავს მთას ქალაქ მეგიდოსთან, პალესტინის ჩრდილოეთით, სადაც ხშირად ხდებოდა ომები. შეიძლება ამ მოტივით იქცა შურისგების დღე არმაგედონა.

მეორედ მოსვლის, საშინელი სამსჯავროს და ქრისტეს ათასწლოვანი მეუფების ესქატოლოგიური იდეა, ცხადია, მარტო იეღოველებს არ ეკუთვნით, იგი ბევრი რელიგიური მიმდინარეობისათვის არის დამახასიათებელი. ამ რელიგიური იდეების ავტორები არა მარტო აბსტრაქტულად ამტკიცებენ ქრისტეს მეორედ მოვლინების და საშინელი სამსჯავროს აუცილებლობას, არამედ, ხშირ შემთხვევაში, ასახელებენ ამ მოვლენის კონკრეტულ თარიღსაც. ასეთი კონკრეტული თარიღის დასახელება მეტად მომგებიანი იყო, რადგან იგი ზრდიდა მორწმუნეთა რიცხვს და აძლიერებდა მათ ფანატიზმს. ასე იყო რუს მოლოკნებთან, ვიურტემბერგელ ჰილიასტებთან გერმანიაში და ამერიკულ ადვენტისტებთან, რომლებიდანაც, ფაქტობრივად, სათავეს იღებენ იეღოვას მოწმეები.

ასე მაგალითად, ადვენტისტების სექტის დამაარსებელმა ვ. მილერმა იწინასწარმეტყველა, რომ ქრისტეს მეორედ მოვლინება მოხდება 1843 წლის 21 მარტს. ამ დღეს მისმა მიმდევრებმა მიატოვეს თავიანთი საქმიანობა, დაარიგეს ქონება,

შეიძინეს კუბოები და საყვირებით ხელში ელოდნენ ქრისტეს გამოჩენას


 მაგრამ ქრისტე არ მოვიდა. მაშინ ვ. მილერმა განაცხადა, რომ ბიბლიის ტექსტის ანალიზისას ერთ წელში მოვტყუვდიო. ზუსტად ერთი წლის შემდეგ იგივე სურათი განმეორდა, მაგრამ ქრისტე ისევ არ მოვიდა. ცხადია, ასეთი ცრუწინასწარმეტყველების შემდეგ, სექტა კრიზისმა მოიცვა; მართალია, იგი გადარჩა, მაგრამ რამდენიმე მიმართულებად მაინც დაიშალა...

 

იეღოველებმა გაითვალისწინეს მოსალოდნელი მსგავსი მძიმე შედეგები და ისე, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლის კონკრეტული თარიღის დასახელებაზე ხელი არ აუღიათ, გამოსავალი იმაში ნახეს, რომ გამოაცხადეს: ქრისტეს მეორედ მოვლინება უხილავად მოხდებაო. ქრისტე უკვე აღარ წარმოადგენს ადამიანურ არსებას, წერდა თავის თხზულებაში დრო მოახლოვდა

 იეღოვიზმის ამერიკული ფრთის დამაარსებელი ჩ. რასელი, - და რაკი ეს ასეა, მაშინ იმას, რომ იგი ადამიანის ფორმით მოვა, ჩვენ არ უნდა ველოდოთ. იმავე წიგნის მეორე ადგილას ჩ. რასელი აზუსტებდა თავის მოსაზრებას: იესო ქრისტე მოვა არა როგორც ადამიანური არსება, არამედ როგორც სულიერი არსება და ადამიანის თვალი მას ვერ იხილავს.

რას გააკეთებს იესო ქრისტე მეორედ მოსვლის შემდეგ? იგი მოამზადებს უნივერსალურ ბრძოლას - არმაგედონს, რომელიც უნდა მოხდეს ახლანდელი გენერაციის სიცოცხლეში, ე. ი. ამ თაობის დროს.

იეღოვა გაანადგურებს ყველა მოწინააღმდეგეს, ვინც კი მოძღვრების წინააღმდეგია, დარჩებიან მხოლოდ წმინდანები ცაზე და იეღოველები მიწაზე. პირველი და მეორე მსოფლიო ომი, იეღოველთა აზრით, ამ მხრივ მხოლოდ მოსამზადებელი ეტაპები არისო.

იეღოველების მიერ პირველად ქრისტეს მეორედ მოვლინების თარიღად დასახელებულ იქნა 1874 წლის ოქტომბერი, ხოლო 1914 წელს სამყარო უნდა განადგურებულიყო. ამ წელს მართლაც დაიწყო I მსოფლიო ომი, რაც ბევრმა იეღოველმა თავისი წინასწარმეტყველების აღსრულებად მიიჩნია. მაგრამ გავიდა 4 წელი, ომი დამთავრდა და სამყარო განადგურებას გადაურჩა. მაშინ იეღოველებმა 1914 წელი იესო ქრისტეს ზეცაში მოსვლის დროდ გამოაცხადეს.

ჩ. რასელის მემკვიდრეები იძულებულნი იყვნენ, მეორედ მოსვლის სხვა თარიღები დაესახელებინათ. ესენი იყო: 1925, 1940, 1958, 1960, 1961, 1975 წლები. არც ერთი ეს წინასწარმეტყველება არ ახდა.

როგორია იეღოველთა წინასწარმეტყველების ახლანდელი თარიღი? წინასწარმეტყველებების აუხდენლობით დაშინებული იეღოველები კონკრეტულ თარიღს ვეღარ ასახელებენ. მხოლოდ მიუთითებენ მათეს სახარებაზე, სადაც წერია: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე ეს არ ასრულდება

 (მათე, 24:34); ხოლო კითხვაზე, თუ რომელ თაობას გულისხმობდა იესო ქრისტე ამ სიტყვებში, ამტკიცებენ, რომ ეს ის თაობაა, რომელიც 1914 წელს ცხოვრობდა. მართალია, ამ თაობიდან ბევრი უკვე აღარ არის, სხვები ძალზე ხანშიშესულები არიან, მაგრამ იეღოველებს მიაჩნიათ, რომ ისინი მაინც მოესწრებიან მეორედ მოსვლას და თუ

იმასაც ვივარაუდებთ, რომ ადამიანი არც თუ ისე დიდხანს ცოცხლობს, ყოველივე ეს ძალიან მალე უნდა მოხდეს...

რამდენად რეალურია ეს ამბავი? მართლა მოხდება არმაგედონი? დაჯერება გვიჭირს. ის, ვინც გაეცნობა იეღოველთა ისტორიას, სხვა ეჭვებთან ერთად, უთუოდ გაუჩნდება კითხვა: რატომ უნდა ვენდოთ იმათ წინასწარმეტყველებას, ვინც ამდენჯერ მოტყუვდა და ზუსტად ვერ განჭვრიტა მეორედ მოსვლის დრო? თავის მართლება მარტო იმ მოსაზრებით, რომ ჭეშმარიტება თანდათან იხსნებაო


 ნაკლებად დასაჯერებელია...

 

X X X

ჩვენ შევეცადეთ ზუსტად და მიუკერძებლად გადმოგვეცა იეღოველთა ისტორია, მისი მოძღვრება, ორგანიზაცია და კულტი. ამისათვის ფართოდ ვისარგებლეთ თვით იეღოველთა მრავალრიცხოვანი ლიტერატურით, ამ თემაზე სხვადასხვა დროს მომუშავე ავტორთა პუბლიკაციებით და ჩემი სტუდენტების თ. სპანდერაშვილის და შ. ჩიბურდანიძის უშუალო დაკვირვებებით.

და მაინც, სანამ იეღოვას მოწმეების ორგანიზაციის შეფასებას შევეცდებით, მანამ არაობიექტურობაში რომ არავინ დაგვდოს ბრალი, შეჯამებული სახით მოვიტანოთ იეღოველთა ის ძირითადი დებულებები, რომლებიც განსაზღვრავენ იეღოველთა მიმდევრების არსსა და სპეციფიკას.

რა სწამთ იეღოვას მოწმეებს

ბიბლია ღვთის სიტყვაა 2 ტიმ. 3; 16; 2 პეტ.

და ჭეშმარიტებაა. 1:20,21; იოან. 17, 17.

ბიბლია უფრო მეტ მათ. 15:3;

ნდობას იმსახურებს, კოლ. 2:8.

ვიდრე გადმოცემა.

ღვთის სახელი-იეღოვაა შესაქმე 22:14. გამოსვ. 3:14 6:3; 15:3, 33:19.

ქრისტე ღვთის შვილია

და მას ექვემდებარება მათ. 3:17, იოან. 8:42; 14: 28; 20:171 კორ. 11:3; 15:28.

ქრისტე იყო ღვთის კოლ. 1.15; .

ქმნილების დასაწყისი. გამოცხ. 3:14.

ქრისტე მოკვდა ბოძზე გალ. 3:13;

და არა ჯვარზე. საქ. 5:30.

ქრისტემ თავისი ადამიანური მათ. 20:28.

ცხოვრება მსხვერპლად გაიღო 1 ტიმ. 2:5;

მორჩილი ადამიანების ტიტ. 2:14;

გამოსასყიდად. 1 პეტრ. 2 34;

ქრისტეს მსხვერპლი რომ. 6:10;

საკმარისი იყო ებრ. 9:25;

ქრისტე აღდგენილი 1 პეტრ. 3; 18.

იქნა მკვდრეთით რომ 6:9;

როგორც სულიერი პიროვნება. გამოცხ.1:17-18.

ქრისტეს არსებობა იოან. 14:19; მათ. 24:3;

სულშია. 2 კორ. 5:16; ფს. 109:1,2.

ქრისტეს მეუფება ეს. 9:6-7; 11:1-5;

იქნება სამართლიანიდან. 7:13,14; მათ. 6:10.

და მშვიდობიანი.

მეუფება შექმნის ფს. 71:1-4; გამოცხ.

ქვეყნად შესანიშნავ 7:9-10; 13:17;

პირობებს.

21:3-4.

დედამიწა არასოდეს ეკლეს. 1:4; ეს. 45:18.

განადგურდება, მასზე ფს. 77:69.

ყოველთვის იცხოვრებს ხალხი.

არმაგედონის ბრძოლაში ღმერთი გამოცხ.16:14, 16.

 

 

გაანადგურებს ახლანდელ სოფ. 3:8;

საგანთა ბოროტ სისტემას. დან. 2:44; ეს. 34:2.

არამართლმორწმუნენი საბოლოოდ მათ. 25:41; 46;

იქნებიან განადგურებული. 2 თეს. 1:6-9.

ღვთისაგან მარადიულობას იოან. 3:16, 10:27, 28; 17:3;

ეზიარებიან. მარკ. 10:29,30.

სიცოცხლისაკენ მხოლოდ მათ. 7:13,14;

ერთი გზა მიდის. ეფ. 4:4,5.

ჩვენ ახლა ვცხოვრობთ მათ. 24:3-14;

უკანასკნელ დღეებში

. 2 ტიმ. 3:1-5; ლუკ. 17:26-30.

ადამიანები კვდებიან რომ. 5:12;

ადამის ცოდვის გამო. 6:23.

ადამიანის სიკვდილისთანავე იეზ.18:4; ეკლეს. 9:10;

მისი სულიც კვდება. ფს. 6:6; 145:4; იოან. 11:11-14.

ჯოჯოხეთი კაცობრიობის ფს. 6:6;

საერთო საფლავია. გამოცხ. 20:13,14.

გარდაცვლილთათვის 1 კორ. 15:20-22;

იმედი აღდგომაა. იოან. 5:28,29; 11:25,26.

ადამის სიკვდილი 1 კორ. 15:26; გამოცხ. 21:4;

აღარ განმეორდება. ფს. 25:8; 1 კორ. 15:54

მხოლოდ მცირე ფარა

 ლუკ. 12:32; გამოცხ.

რიცხვით 144 000 მიდის 14:1,3; 1 კორ. 15:40-53;

ცაზე ქრისტესთან ერთად გამოცხ. 5:9,10.

ქვეყნის სამართავად.

144000 ადამიანი დაბადებულია 1 პეტრე 1:23;

ხელახლა როგორც ღვთაების იოან. 3:3;

ვაჟიშვილები. გამოცხ. 7:3,4.

ახალი კავშირი დადებულია იერ. 31:31;

სულიერ იზრაელთან. ებრ. 8:10-13.

ქრისტიანთა კრება ეფ. 2:20; ეს. 28:16;

აღმართულია თვით მათ. 21:42.

ქრისტეზე.

ლოცვით ქრისტეს მეოხებით იოან. 14:6, 13,14.

შეიძლება მიმართოთ 1 ტიმ. 2:5.

მხოლოდ იეღოვას.

თაყვანისცემის დროს გამ. 20:4,5; ლევიტ.

არ შეიძლება ისარგებლოთ 26:11 კორ. 10:14;

გამოსახულებებით. ფს. 113:12-16.

აუცილებელია თავი მეორე სჯ. 18:10-12;

ავარიდოთ სპირიტიზმს. გალ. 5:19-21; ლევ. 19:31.

სატანა ქვეყნის 1 იოან. 5:19; 2 კორ. 4:4;

უხილავი მმართველია. იოან. 12:31.

ქრისტიანი არ შეიძლება 2 კორ. 6:4-17;

მონაწილეობდეს კონფესიათ- 11:13-15; გალ. 5:9;

შორის ურთიერთობაში. მეორე სჯ. 7:1-5.

ქრისტიანი განზე უნდა იდგეს იაკ. 4:4; 1 იოან. 2:15;

ქვეყნისაგან (საერთო საქმისაგან). იოან. 15:19; 17:16.

საჭიროა დაემორჩილო ყველა მათ. 22:20; 1 პეტრ.

ადამიანურ კანონს, რომლებიც 2:12:4:15.

არ ეწინააღმდეგებიან ღვთის

 

 

კანონებს.

ორგანიზმში სისხლის მიღება შეს. 9:3,4; ლევიტ. 17:14;

პირიდან ან ვენაში შეშვების საქ. 15:28,29.

გზით არის ღვთის კანონის

გათელვა.

აუცილებელია დაემორჩილო 1 კორ. 6:9,10; ებრ. 13:4;

ბიბლიის ზნეობრივ კანონებს. 1 ტიმ. 3:2; პრ. 5:1-23.

შაბათის დაცვის მოთხოვნა მეორე სჯ. 5:15; გამ. 31:13;

ეხებოდა მხოლოდ ებრაელებს და რომ. 10:4; გალ. 4:9,10;

გაუქმებული იქნა მოსეს კოლ. 2:16,17.

კანონთან ერთად.

სასულიერო პირების წოდებები და მათ. 23:8-12;

განსაკუთრებული ტიტულები არ მარ. 20:25-27; იობ. 32:21,22.

შეესატყვისება წმინდა წერილს.

ადამიანი არ განვითარებულა ეს. 45:12; შეს. 1:27.

ევოლუციური გზით, მაგრამ

იგი შექმნილ იქნა.

ქრისტემ უჩვენა 1 პეტრ. 2:21; ებრ. 10:7;

მაგალითი, რომელსაც იოან. 4:34; 6:38.

უნდა მივდიოთ ღმერთის

თაყვანისცემისას.

ნათლობა


წყალში სრული ჩაშვებაა, მარკ. 1:9,10; იოან. 3:23;

 

რომელიც სიმბოლურად ღვთისადმი საქ. 19:4,5.

მიძღვნას მოასწავებს.

ქრისტიანები ღიად უნდა რომ. 10:10; ებრ. 13:15;

მოწმობდნენ ბიბლიურ ეს. 43:10-12.

ჭეშმარიტებაზე.

როგორც ზემოთ ჩამოთვლილი დებულებები გვიჩვენებს, იეღოველთა მოძღვრება მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება ორთოდოქსულ ქრისტიანობას, მის დოგმატებს, კულტსა და სიმბოლიკას. მთავარი და განმსაზღვრელი ამ წინააღმდეგობაში არის ის ფაქტი, რომ იეღოველებირწმენისა და ჭეშმარიტების ერთადერთ წყაროდ ასახელებენ მხოლოდ საღმრთო წერილს და კატეგორიულად უარს ამბობენ საღმრთო გადმოცემაზე; შესაბამისად უარყოფენ ეკლესიის მამათა ავტორიტეტს, მათ მიერ საღმრთო წერილის ინტერპრეტაციის ჭეშმარიტებას. უფრო მეტიც, იეღოველები არა თუ არ ცნობენ ეკლესიას, როგორც შუამავალს ღმერთსა და ადამიანებს შორის, არამედ მას სატანის იარაღადაც აცხადებენ. იეღოველები მორწმუნეებს ხშირად სთავაზობენ არა მარტო ბიბლიის თავისებურ, დამახინჯებულ განმარტებას, არამედ ხშირად უყურადღებოდ ტოვებენ იგივე საღმრთო წერილში

 არსებულ სხვა ადგილებს, რომლებშიაც ამ დებულებათა საწინააღმდეგო აზრებია გამოთქმული. ამ მხრივ, აღსანიშნავია მათ მიერ სამების ტრადიციული გაგების უარყოფა. იეღოველთა აზრით, იესო ქრისტე არ არის მამა ღმერთის თანაბარი ღმერთი, იპოსტასი, არამედ უბრალოდ შვილია და მას ექვემდებარება. შესაბამისად, იეღოვა განუზომლად მაღლა დგას თავის შვილზე.

ასევე თავისებურად ესმით მათ სულიწმინდის ცნებაც. ის გამოცხადებულია იეღოვას განსაკუთრებულ ნიჭად. იეღოველთა მიერ სამების წინააღმდეგ მიტანილი იერიში და სხვაგვარი ინტერპრეტაცია ახალი როდია. სამების დოგმატი ქრისტიანობაში არაერთხელ ყოფილა განხეთქილების ვაშლი. თუ ქრისტიანული ეკლესიის ისტორიას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ სწორედ მისი სხვადასხვაგვარი გაგება იყო ათასგვარი მიმდინარეობების, ერესების თუ განსხვავებული შეხედულებების წარმოშობის ძირითადი წყარო. ქრისტიანობის ისტორიამ ისიც კარგად იცის, რომ არაფერზე არ დახარჯულა იმდენი დრო, სისხლი და ენერგია, როგორც ამ დოგმატის გაგებაზე. გამონაკლისი არც იეღოველობაა...

უფრო მეტიც შეიძლება ითქვას, სამების დოგმატის ბუნდოვანებამ და ძნელად აღსაქმელობამ გარკვეულად შეუშალა ხელი ქრისტიანობის გავრცელებას მსოფლიოს მთელ რიგ რეგიონებში. ასე მაგალითად, არაბეთში, სანამ ისლამი გავრცელდებოდა, უკვე იცნობდნენ ქრისტიანობას, მაგრამ სხვა მიზეზებთან ერთად, სწორედ სამების სირთულემ და გაურკვევლობამ გააძნელა მისი გავრცელება და ამის გამო, იქ ისლამმა იმძლავრა.

გარდა სამების დოგმატის ორთოდოქსული გაგების უარყოფისა, იეღოველები უარს ამბობენ ისეთ უმნიშვნელოვანეს დოგმებზე, როგორიცაა იმქვეყნიური სამყაროს, ჯოჯოხეთისა და სამოთხის არსებობა, სულის უკვდავება, იმქვეყნიური მისაგებელი და ა.შ.

იმ დებულებებისა და დოგმატების ჩამოთვლა და შედარება, რაც განასხვავებს იეღოველობას ორთოდოქსულ ქრისტიანობისაგან, ძალზე შორს წაგიყვანს.

როგორ უნდა მოვიქცეთ?

კაცმა რომ თქვას, - შეიძლება ვინმემ ასეც დასვას კითხვა, - თუკი ქვეყანაში სინდისის თავისუფლებაა, რელიგიათა თანასწორუფლებიანობაა გამოცხადებული. ვისი რა საქმეა, მის მოქალაქეს თუ როგორ სწამს ღმერთი, ან როგორ ესმის სამება. მიაჩნია მას იესო ქრისტე მამა ღმერთის თანასწორ იპოსტასად თუ დაქვემდებარებულ შვილად, ჯვარზე გააკრეს იგი თუ ძელზე გასვეს, სწამს ჯოჯოხეთისა და სამოთხის არსებობა თუ არა? თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ, ეს, მართლაც, არავის საქმე არ უნდა იყოს.

ჩვენ რომ ამაზე მკაცრი რეაგირება მოვახდინოთ, მაშინ რა ვუყოთ სხვა რელიგიებს, მათ მოძღვრებებს, რომლებიც სულაც არ აღიარებენ იესო ქრისტეს ღვთაებრიობას?

 

 

მაგრამ სულ სხვა საქმეა, როდესაც მისი მიმდევრები უარს აცხადებენ თავისი მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებაზე და ქვეყნის დაცვაზე.

სულ სხვა საქმეა, როდესაც ამ მოძღვრებას შეუძლია ადამიანების ჯანმრთელობას დიდი ზიანი მოუტანოს. მხედველობაში გვაქვს სისხლის გადასხმის აკრძალვა, რაც ხშირად დამთავრებულა ტრაგედიით.

ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ასეთ ეროვნულ პოზიციას მოკლებული, ზენაციონალური რელიგიური მიმდინარეობები მეტნაკლებად მოსათმენია დიდ, მოწესრიგებულ ქვეყნებში, მაგრამ ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორც საქართველოა, რომელსაც უამრავი პრობლემა აქვს გადასაწყვეტი და თავისი დამოუკიდებლობა ჯერაც ვერ განუმტკიცებია, დამღუპველია. სწორედ ამიტომ, საქართველოში ახლა ბევრი არის შეშფოთებული იეღოველთა მოძრაობის ასეთი გაქანებით და მასშტაბებით, შეწუხებული მართლმადიდებელი სამღვდელოებაც ძალზე წუწუნებს. ეს ფაქტი არაერთხელ აღინიშნა სამღვდელოების წარმომადგენლების სხვადასხვა გამოსვლაში. ამ მხრივ თავისი გულისტკივილი არ დამალა კათალიკოს-პატრიარქმაც, რომელიც ამ მოვლენაში მართლმადიდებელთა ტრადიციული მრევლის ხელყოფას ხედავს. ბევრი ადამიანი, მათ შორის საზოგადოების საერო წევრებიც მოითხოვენ კანონმდებლობის გამკაცრებას და ასეთი სექტების მოქმედებათა შეზღუდვას. ზოგი თავგადადებული მართლმადიდებელი მორწმუნე უკიდურესი ზომების მომხრეა და თვლის, რომ ეს სექტები უნდა აიკრძალოს, ხოლო მათ მიერ შემოტანილი ლიტერატურა დაიწვას.

ფსიქოლოგიურად ამ ადამიანებს შეიძლება გაუგო, მაგრამ ასეთი ნაბიჯი რომ გადავდგათ, ხომ უნდა ვიფიქროთ, თუ რას მოგვიტანს ასეთი ქმედება, რა საბოლოო შედეგს მივიღებთ ასეთი ადმინისტრაციული ღონისძიებებისაგან? მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ იმათ, ვინც ასე კატეგორიულად მოითხოვს მკაცრ ზომებს, ნათლად არა აქვთ წარმოდგენილი და გათვლილი, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ასეთ აკრძალვას. შედეგი კი ასეთი იქნება:

1. დაირღვევა საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმები რელიგიურ უმცირესობათა შესახებ, რაც ძალზე ცუდად იმოქმედებს ჩვენს პრესტიჟზე საზღვარგარეთ, საიდანაც საქართველო მნიშვნელოვან პოლიტიკურსა და ეკონომიკურ დახმარებას ღებულობს. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომელ ქვეყანაშია ასეთი რელიგიური სექტების ცენტრები განთავსებული და ამ ქვეყნის გავლენა ჩვენს სამშობლოზე;

2. ასეთ ქმედებას შედეგად მოჰყვება არამართლმადიდებელთა გაღიზიანება (ისინი კი ცოტა როდი არიან), რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს ქართველთა გათიშვას ცალკეულ დენომინაციათა მიხედვით;

3. ასეთი აკრძალვა ვერ შეაჩერებს ამ სექტათა მოქმედებას. ისინი არალეგალურ მდგომარეობაზე გადავლენ და კიდევ უფრო დაირაზმებიან. რწმენისათვის დევნილის და ტანჯულის შარავანდედი მათ კიდევ უფრო მეტი ფანატიზმისაკენ უბიძგებს. აკრძალული ხილის სინდრომი კი საკმაოდ ეფექტურად მოქმედებს. ეს ნათლად დადასტურდა კომუნისტური რეჟიმის დროს, როდესაც მიუხედავად დიდი

ძალისხმევისა, 7 ათეული წლის მანძილზე ვერაფერი მოუხერხეს სექტანტობას. არის სხვა გარემოებებიც...

VII. ებრაელთა თალმუდზე, რუსეთის რაბინ შტაინზალცზე, ეროვნულ იდეოლოგიასა და ქართველი ხალხის პრობლემებზე

არ ენდო წარმართს (უცხოტომელს)


 თუნდაც საფლავში.

 

ახლა, როდესაც ქართველი ხალხი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა და დამკვიდრებისათვის, საკუთარი მეს და თავისი ფუნქციის პოვნისათვის იბრძვის, სულ უფრო ხშირად ისმის ლაპარაკი ეროვნული იდეოლოგიის შემუშავების და განხორციელების აუცილებლობაზე. სხვაგვარად, იმ რეალური მიზნების და ამოცანების გააზრებაზე და გათავისებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს გასავლელი, მისაღწევი და გადასაჭრელი. ეს უაღრესად საჭირო და აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენ ნორმალურ, სიცოცხლისუნარიან ქვეყანად ვიქცეთ.

ასეთი იდეოლოგიის შექმნისა და ჩამოყალიბების გზაზე, ბუნებრივია, უნდა გავითვალისწინოთ იმათი გამოცდილებაც, ვინც ასეთი იდეოლოგიით ათეულობით საუკუნე იცხოვრა, უმძიმეს პირობებს გაუძლო და დღემდე მოვიდა...

ძნელი მისახვედრი როდია, რომ ეს სიტყვები ებრაელთა სახელმწიფოს, ებრაელი ხალხის ბედს, მის ხანგრძლივ ისტორიას ეხება, რომელიც, ამავე დროს, მისი რელიგიის და ეროვნული იდეოლოგიის


 იუდაიზმის ისტორიაცაა.

 

ესაა მართლაც თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება გაუძლოს ხალხმა ათასგვარ გასაჭირს და შეინარჩუნოს თავისი ეროვნული მეობა ურთულეს პირობებში: ერთიანი სამშობლოს, ენის, მეფის, მღვდელმთავრის არ არსებობის შემთხვევაში.

 

 

ებრაელებმა თავისი უბის სამშობლოს

 


 თორასა და თალმუდის მეოხებით, რომელთა შესწავლაც სინაგოგებში იყო რეალიზებული, შესძლეს თავისი ეროვნული სახის შენარჩუნება, არ დაკარგეს საკუთარი კულტურა, ტრადიციები, წესჩვეულებანი. და აი, მრავალი საუკუნის შემდეგ, რაც მათ თავისი სახელმწიფო დაკარგეს, უსაშინლესი დევნა და ტყვეობა გამოსცადეს, სხვადასხვა ქვეყნებში დაიქსაქსნენ, შესძლეს თავისი ქვეყნის აღდგენა, მისი დაცვა, შემდეგ კი უხმეს მრავალ ქვეყანაში გაფანტულ შვილებს. მართალია ყველა ვერ ან არ ჩამოვიდა, მაგრამ ბევრი მაინც დაბრუნდა; ხოლო იმათ, ვინც ამა თუ იმ მიზეზით ვერ მოახერხა ისრაელში დაბრუნება, სხვადასხვა საშუალებით გადაწყვიტეს მხარში ამოდგომოდნენ აღორძინებულ სამშობლოს...

 

იუდეველებმა, თავისი ეროვნულ იდეოლოგიაზე დაყრდნობით, მართლაც ძლიერი და სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფო შექმნეს. შესანიშნავად შეიარაღდნენ, თავისი სამშობლოს დაცვა ქალმაც და კაცმაც იკისრეს. მართალია, ეს ქვეყანა

ისლამურ სამყაროში ალყაშემორტყმული კუნძულივით არის, მაგრამ ებრაელები არ უშინდებიან ასეთ საფრთხეს და მომავალს ოპტიმიზმით უყურებენ.

ის ფაქტი, რამაც ამ წერილის დაწერა გადამაწყვეტინა, სამი წლის წინ მოხდა, მაგრამ იგი იმდენად მნიშვნელოვნად და შთამბეჭდავად მეჩვენა, რომ მასზე ხელი დღესაც ვერ ავიღე...

საქმე ეხება რუსეთის სულიერი რაბინის ადინ ევენ


 ისრაელის (შტაინზალცის) სამდღიან ვიზიტს საქართველოში. ეს ვიზიტი, თავის დროზე, სათანადოდ იქნა გაშუქებული, მაგრამ მან უმეტესად ებრაელ და ქართველ სპეციალისტთა ვიწრო წრის ინტერესი უფრო გამოიწვია... არადა ამ ვიზიტში ქართველთათვის მეტად საყურადღებო და ჭკუის სასწავლი მომენტები იყო.

 

მიზანი რაბინ ადინ შტაინზალცის ისრაელიდან რუსეთში ჩამოსვლისა და იქ მოღვაწეობისა, მისივე არაერთგზის განცხადებით, მდგომარეობს იმაში, რომ: დაეხმაროს ებრაელებს დაუბრუნდნენ თავის ებრაელობას, რათა ისინი არ გადაგვარდნენ, არ გადაჯიშდნენ, არ იქცნენ რუსებად ან სხვა ეროვნების ხალხად.

და თუ ეს პრობლემა აწუხებთ ებრაელებს, ხალხს, რომელთაც უმდიდრესი, ძლიერი და მოწესრიგებული ქვეყანა აქვთ, მაშინ რაღა უნდა ვქნათ ჩვენ, ქართველებმა? ეს პრობლემა ჩვენში ხომ უფრო აქტუალურია, რადგან, როგორც ცნობილია, უკიდურესი გაჭირვების გამო უამრავმა ჩვენმა თანამემამულემ დატოვა სამშობლო და სხვა ქვეყნებს შეაფარა თავი. ცხადია, ყველა იქ არ დარჩება, ბევრი უკან დაბრუნდება, მაგრამ იქ დარჩენილთათვის დგება იგივე უმწვავესი საკითხი, თუ რით უნდა დაიცვან მათ თავისი ეროვნულობა? რა თავდაცვის იარაღი გააჩნიათ, როგორ უნდა შეირაჩუნონ თავისი ქართველობა?

მათ რომ რაიმე ძლიერი ეკონომიკური შესაძლებლობა ჰქონდეთ, ეს კიდევ სხვა იქნებოდა, მაგრამ ქართველები ამ ქვეყნებში უმეტესად შინა მოსამსახურეებს, მოხუცთა, ბავშვთა ან ავადმყოფთა მომვლელებს, მეძავეებს, ერთი სიტყვით, სოციალურ კიბეზე ყველაზე დაბლა მდგომ პირებს წარმოადგენენ.

უკვე არსებობენ, - წერდა გერმანელი კლემენს აიხი, - შეძლებული, ლიბერალური და თანამედროვე მოქალაქენი გერმანიაში, რომლებსაც ქართველები სახლის ეგზოტიკური ცხოველებივით ჰყავთ...

 (იხ. ახალი საქართველო N 29 (74), 22


 27 VII. 1999 წ.).

 

და ამ, ძნელბედობის ჟამს სამშობლოდან გარიდებულ ადამიანებს, ხალხს, რომელთა უმრავლესობისათვის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღება და ამ ფაქტიდან გამომდინარე შეღავათების მიღება ოცნებად ქცეულა, უნდათ კი საერთოდ ქართველობა? ან თუ უნდათ ვინ და როგორ დაიცავს მათ ქართველობას? ვინ ჩააკითხავს მათ რაბინ შტაინზალცივით, რომ თავისი სამშობლო და ეროვნულობა გაახსენოთ?....

ყოველივე ამის შესახებ უფრო ქვემოთ ვიტყვი; ახლა კი საუბარს იმდროინდელი საგაზეთო ქრონიკით დავიწყებთ (იხ. გაზ. შალომ, ებრაული გაზეთი საქართველოში N 5, ოქტომბერ-დეკემბერი, 1996 წ.):

1996 წლის დეკემბერში საქართველოს სამდღიანი ვიზიტით ეწვია გამოჩენილი თალმუდისტი, რუსეთის სულიერი რაბინი ადინ ევენ-ისრაელი (შტაინზალცი). ავტორი უამრავი წიგნისა და სტატიის, რომელიც ეძღვნება იუდაიზმის, მეცნიერების, ხელოვნების, ფილოსოფიის, მისტიკის საკითხებს და რაც მთავარია, არის მთარგმენლი თალმუდისა თანამედროვე ებრაულზე უნიკალური ათტომიანი გამოცემისა და მისი კომენტარებისა, ადამიანი, რომლის შრომაც ისრაელში სახელმწიფო პრემიით შეფასდა...

ადინ შტაინზალცი არის უდიდესი ავტორიტეტის მქონე პიროვნება, რომელსაც შეტანილი აქვს დიდი წვლილი ებრაელთა სულიერ ცხოვრებაში და რომელთანაც ურთიერთობას დიდ პატივად თვლიან მსოფლიოს ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეები.

 

 

ეს ვიზიტი მომზადებული იქნა ამერიკის ებრაელთა გაერთიანებული გამავრცელებელი კომიტეტის ჯოინტის, ქართულ-ებრაული ურთიერთობათა შემსწავლელი ასოციაციის და ცალკეული ცნობილი ებრაელი საზოგადო მოღვაწეების მიერ.

მიზანი შტაინზალცის მისიისა რუსეთში, როგორც უკვე ვთქვით, მდგომარეობს იმაში, რომ დაეხმაროს ...ებრაელებს დაუბრუნდნენ თავის ებრაელობას, ხოლო თუ რას უზამენ ისინი შემდეგ ამ ებრაელობას, დაე შემდეგ თვითონ მათ გადაწყვიტონო...

 

ამ მიმართულებით იგი რუსეთში ახორციელებს მთელ რიგ საგანმანათლებლო პროგრამებს, ამ მიზნით გახსნა მან დსთ-ში იუდაიზმის შემსწავლელი ინსტიტუტი, ატარებს უამრავ სხვა ღონისძიებას.

იგი საქართველოშიც ამ მიზნით ჩამოვიდა, თუმცა ქართველ ებრაელებს ასეთი საფრთხე არასოდეს ჰქონიათ. რაბინი შტაინზალცი აქ უამრავ ადამიანს შეხვდა, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარეს, კულტურის მინისტრს, თბილისის მერს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, რომელთანაც შეხვედრისას კმაყოფილებით განაცხადა: საქართველოს ეკლესიის დამოკიდებულება ებრაელებისადმი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ურთიერთობა ქრისტიანულსა და იუდეურ სამყაროთა შორისო

.ადინ შტაინზალცი დაინტერესდა ქართველ ებრაელთა ცხოვრებით და ეს არც არის გასაკვირი, იგი ხომ ჩამოვიდა ებრაული დიასპორის ერთ-ერთ უძველეს თემში, - შენიშნავდა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში (იხ. გაზეთი ახალი 7 დღე

 18


24 IX. 1998 წ.) ცნობილი პოეტი, მთარგმნელი და მეცნიერი ჯემალ აჯიაშვილი, - იქნება ყველაზე ძველ თემში, მეტიც: ბევრი რამის აღდგენა, რაც ებრაელობამ დაკარგა თავის დაფანტულობით, შესაძლებელია ქართველ ებრაელთა ტრადიციებზე დაყრდნობითაცო.

 

ადინ შტაილნზალცი ვიზიტის სამივე დღეს უშურველად გასცემდა იმ ცოდნას, რომელიც მას უხვად აქვს მომადლებული. მან წაიკითხა ლექცია თემაზე თანახის ფილოსოფია

 (ებრ. ძველი აღთქმა). თორა, ნევიიმ, ქ(ხ)-ეთუვიმ=თორა,

წინასწარმეტყველები, წერილები (იენჭიეყ), მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში ქართულ-ებრაულ ურთიერთობებზე, რომელიც იმ დღეებში მიდიოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში. მოინახულა გორი.

როგორც ვთქვი, რაბინი მრავალ ოფიციალურ პირს შეხვდა, მაგრამ პირველ რიგში იგი მაინც თავის მრევლთან ჩამოვიდა, როგორც სასულიერო პირი. ამიტომაც, მან მონაწილეობა მიიღო დილის ლოცვებში აშკენაზურ და ქართველ ებრაელთა სინაგოგებში. ძალზე საყურადღებო იყო ვიზიტის ის დღე, როდესაც იგი შეხვდა ქართველ და ებრაელ საზოგადოებას. ამ დროს მოხდა მისი წიგნის დიალოგი თალმუდზე

 პრეზენტაცია.

კითხვაზე, თუ რატომ მოჰკიდა ხელი მან ასეთ მძიმე საქმეს, მას ადრეც აქვს გამოთქმული აზრი:რელიგიურ ებრაელს ეს თარგმანი არ სჭირდება, ხოლო არარელიგიური ებრაელისათვის, თუნდაც ისრაელში ცხოვრობდეს, თალმუდი ნაკლებად ხელმისაწვდომია. შედგენილია ისე რთულად, რომ ტექსტის წაკითხვისათვის სპეციალური მასალებია საჭირო,

 ხოლო კითხვაზე, თუ რისთვის განახორციელა რაბინმა შტაინზალცმა ეს მძიმე შრომა? იგი პასუხობს:

...მეორე მსოფლიო ომში ებრაელობის თავს გადამხდარი კატასტროფის შემდეგ ჩვენ ვერ დავუშვებთ ებრაელობის მასიდან მისი მნიშვნელოვანი ნაწილის მოწყვეტას, სხვა მხრივ რელიგიური ებრაელები გადაიქცევიან სექტად. ჩვენ მცირერიცხოვანი დავრჩით. ყველა მოვლენას აქვს თავისი კრიტიკული მასა, რომლის შემცირებისას მოვლენა აღარ იქნება

...

ფართო მკითხველისათვის რომ უფრო გასაგები იყოს თუ რაზეა ლაპარაკი, ცოტა რამ მაინც უნდა ვთქვათ თალმუდის წარმოშობის, ჩამოყალიბების და მნიშვნელობის შესახებ.

1. მცირეოდენი ინფორმაცია თალმუდზე

სიტყვა თალმუდი ძველ ებრაული ლამედისაგან წარმოდგება და ქართულად სწავლებას, შესწავლას, მოღვაწეობას ნიშნავს. იგი, სპეციალისტთა თქმით, ებრაელთა რელიგიური, საყოფაცხოვრებო და სამართლის წესებისა და კანონების კრებულია, რომელიც შედგენილია ძველი აღთქმის წიგნების განმარტებათა საფუძველზე.

თალმუდი წარმოადგენს რელიგიური ტრაქტატების უზარმაზარ კრებულს, რომელშიაც დაფიქსირებულია იუდეველთა ფეოდალური პერიოდის რელიგიური


 სამართლებრივი და კულტობრივი წარმოდგენები. თალმუდი ორი ნაწილისაგან შედგება. მისი უძველესი ნაწილია მიშნე, რომლის ზეპირ გადმოცემებსაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე ვხვდებით. ისინი შეაგროვა და ჩაიწერა ჩვენი წელთაღრიცხვით 210 წელს იეჰუდა ჰა-ნასიმ. სახელწოდება მიშნე კანონის (თორის) განმეორებაა (თვით სიტყვა მიშნე ებრაულად მეორეულს (განმეორებულს) ნიშნავს). კანონის

 

განმეორება, უფრო სწორად, განახლება და ახალ პირობებთან მისადაგება გამოწვეული იყო ებრაელთა ისტორიული პირობების შეცვლით, მათ დიასპორაში (გაფანტულობაში) ცხოვრებით და შესაბამისად მოსეს კანონის განახლების აუცილებლობით. მიშნე შედგება 63 ტრაქტატისაგან. ეს ტრაქტატები ეხება ცხოვრების სხვადასხვა სფეროს: მიწათმოქმედებას, დღესასწაულებს, მორწმუნეთა ქცევის წესებს, ქორწინებას და საქორწინო სამართალს, სამოქალაქო და სისხლის სამართალს, მსხვერპლშეწირვას, რიტუალური სიწმინდის დაცვას და ა. შ.

შედარებით უფრო გვიან კომენტირების ობიექტი იყო არა თორა, არამედ მიშნე. მიშნეს კომენტირებას ახდენენ ამორაები. ამ განმარტებას უწოდეს გემარა (სასრული, დასასრული). მიშნეს და გემარას გაერთიანებით მიღებულ იქნა თალმუდი. ცნობილია თალმუდის ორი რედაქცია: პირველი არის იერუსალიმის თალმუდი იერუშალმი, რომელიც III საუკუნეში იქნა შესრულებული და იგი უკავშირდება იოქანან ბარ ნაპახის სახელს. მეორე რედაქცია უფრო გვიან, V საუკუნეში შესრულდა ბაბილონში. ამ თალმუდს ებრაულად თალმუდ ბავლი

 (ბაბილონური თალმუდი) ეწოდება. ამ ვარიანტში მიშნე და გემარა შეერთებულია. იუდაურ თეოლოგიურ ლიტერატურაში უპირატესობას ამ უკანასკნელს, ბაბილონურ თალმუდს ანიჭებენ.

თალმუდი უზარმაზარ მასალას მოიცავს. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ვინაიდან, იგი სხვადასხვა ეპოქაში და სხვადასხვა პირების მიერ არის შექმნილი ძველი აღთქმის მსგავსად, მასში ბევრი ურთიერთგანსხვავებული აზრი და ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებაც გვხვდება. თალმუდი გარეგნულად ყოველთვის ეყრდნობა თორის ამა თუ იმ ლექსს, მაგრამ თალმუდისტებმა შეიმუშავეს ამ ლექსების კომენტირების ისეთი ხერხები, რისი მეოხებითაც თორაში გადმოცემულ შინაარსს სასურველ მიმართულებას აძლევენ.

თალმუდში ლაპარაკია მონათმფლობელობაზე, ახლად ჩასახულ ფეოდალურ წყობაზე, მსჯელობაა იუდაიზმის დოგმატიკასა და კულტზე, წეს-ჩვეულებებზე. მასში ხშირად გვხვდება წარმოდგენები, რომლებიც ყოველთვის ორიგინალობით როდი გამოირჩევიან. ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, ისინი სხვა ხალხების წიგნებიდან არიან ნასესხები. მასში ლაპარაკია სამყაროს შექმნაზე, პირველი ადამიანების გაჩენაზე, ადამიანის ცხოვრების დონის ამაღლებაზე და ა. შ.

თალმუდში ნათლად არის გამოკვეთილი სოციალური პოზიციაც. იგი მოთმინებისა და მორჩილებისაკენ მოუწოდებს ხალხის მასებს. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მეამბოხეებს იმქვეყნიური ტანჯვით აშინებდნენ, ხოლო მორჩილთ ბედნიერებას აღუთქვამდნენ.

თალმუდის მიხედვით სიცოცხლე ადამიანს მხოლოდ მოსამზადებელ პერიოდად ეძლევა. თალმუდი სკეპტიკურად არის განწყობილი მეცნიერების და საერო ფილოსოფიის მიმართ. იგი, ბუნებრივია, ამკვიდრებს რელიგიურ წარმოდგენებს. დასამალი როდია, რომ თალმუდის კატეგორიული ხასიათი უკმაყოფილებას იწვევდა ბევრ ადამიანში შორეულ შუა საუკუნეებშიც კი, ამიტომ მისი ავტორიტეტის წინააღმდეგ მრავალი მოაზროვნე ადამიანი იბრძოდა.

როგორი იყო სხვა რელიგიების ან სხვა ხალხების დამოკიდებულება ამ წიგნისადმი? უნდა ითქვას, რომ საკმაოდ აგრესიული და მტრული.

საერთოდ, ყველასათვის ცნობილია ის ბრალდებები, რომლებიც საუკუნეთა მანძილზე გაისმოდა ებრაელთა და მასონთა მიმართ. ებრაელების, იუდეველების, როგორც ქრისტეს მესიად არ მიმღებთა და ჯვარმცმელების უარყოფითი ხატი საუკუნეთა მანძილზე იხატებოდა, მათ დასცინოდნენ, დევნიდნენ, პოგრომებს უწყობდნენ, ბრალს სდებდნენ რიტუალურ მკვლელობებში, ქრისტიანთა სისხლის გამოყენებაში. ჩვენს მეხსიერებას კარგად შემორჩა ის უსაშინლესი სურათები ებრაელთა დევნისა, რომელიც გერმანელმა ფაშისტებმა მოაწყვეს და მილიონობით ებრაელი იმსხვერპლეს. ანტისემიტური განწყობილებები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იყო და დღესაც არის გავრცელებული.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ისევ განახლდა და გაძლიერდა ასეთი ბრალდებები ებრაელ


 მასონებზე, მათ დამანგრეველ როლზე ქვეყნების ცხოვრებასა და ეკონომიკაში. ეს პროცესი განსაკუთრებით რუსეთში შეიმჩნევა, სადაც ყოველი უბედურება ქვეყნის ცხოვრებაში აღიქმება ებრაელთა ზეწოლით მთავრობაზე, მათი მომრავლებით საბანკო და საინფორმაციო საშუალებებში. ყველაფერი ბრალდება მრავალსაუკუნოვან თალმუდურ საფუძვლებს, ებრაელთა მსოფლმხედველობასა და იდეოლოგიას, რომელიც, მათი აზრით, ეყრდნობა ადამიანთა მოძულე მოძღვრებას სინაგოგაზე.

 

ის, რაც თავის დროზე, საბჭოთა ხელისუფლების პირობებში იქნა ხმარებიდან ამოღებული როგორც ანტისემიტიზმის, ველიკორუსული შოვინიზმის, შავრაზმელური აზროვნების გამოხატულება, დღეს ისევ ამოდის მზის სინათლეზე და თავისუფლად იწყებს სეირნობას სხვადასხვა საშუალებებით, მათ შორის ინტერნეტის საშუალებითაც.

 

 

ასე ამოქექეს ებრაელთა მოძულეებმა ჯერ კიდევ 1913 წელს რუსეთში, ჟურნალ საეკლესიო უწყებათა დამატებაში

 N 44, 1913 წ. სარატოვის და ცარიცინის არქიეპისკოპოსის ალექსის მიერ გამოქვეყნებული სტატია თალმუდის მორალი, სადაც ეს უკანასკნელი დახასიათებულია როგორც უაღრესად რეაქციული, სხვა ხალხების მოძულე იდეოლოგია, რომლის მხილებაც აუცილებელ საქმედ მიაჩნიათ. ინტერნეტში გავრცელებული შემოკლებული ტექსტის ავტორები ირწმუნებიან, რომ პირველწყაროში მოტანილ არქიეპისკოპოს ალექსის ყველა დებულებას თან ახლავს სათანადო არგუმენტირება და მეცნიერული აპარატი, ხოლო აქ შემოკლებული სახით იმიტომაა წარმოდგენილი, რომ მკითხველს არ გაუჭირდეს მისი წაკითხვა...

მაინც რა წერია ამ სტატიაში, რის დარწმუნებას ცდილობს მისი ავტორი:

თალმუდი კაცობრიობას ორ ნაწილად ყოფს, ებრაელებად და არაებრაელებად. ამ უკანასკნელთ ისინი გოის, გოიმებს (მრავლობითში) უწოდებენ...

ყოველი წინდაუცვეთავი არის უცხოტომელი, ხოლო უცხოტომელი და წარმართი ერთიდაიგივეა...

მხოლოდ ებრაელები წარმოიშვნენ ღმერთისაგან. ყველა სხვა ადამიანი ეშმაკისაგანაა...

ებრაელები უფრო ესიამოვნება ღმერთს ვიდრე ანგელოზები,... ის ვინც თავისი მოქმედებით შეურაცხყოფას აყენებს ებრაელს (მაგალითად ურტყამს ლოყაში), ის შეურაცხყოფს ღვთის დიდებას, ამიტომ ის გოი, ვინც ებრაელს დაარტყამს, უნდა მოკვდეს...

რამდენადაც ადამიანები მაღლა დგანან ცხოველებზე, ამდენად ებრაელები მაღლა დგანან სხვა ადამიანებზე. ეს უკანასკნელნი, ფაქტობრივად, ცხოველური თესლია; მაშასადამე, ებრაელები რომ არ იყვნენ დედამიწაზე არ იქნებოდა არც მადლი, არც კურთხევა, არც მზის სხივები, არც წვიმა, და საერთოდ ადამიანები ვერ შესძლებდნენ არსებობას.

ყველა რაბინი ეთანხმება იმ აზრს, რომ არაიუდევლებს ცხოველური ბუნება აქვთ, მათ შორის რაბი მოსე ბენ ნახმანი, რაბი რაში, რაბი აბრაბანელი, რაბი ჟალკიუ და სხვები გოიმებს ადარებენ ძაღლებს, ვირებს და ბოლოს ღორებს. მხოლოდ ერთი ხალხი


 ებრაელები არის ღირსი მარადიული ცხოვრების


 ამბობს რაბი აბრაბანელი. თქვენ იუდეველები, სრულიად სხვა ხალხი ხართ, სხვა ადამიანები არსებითად ადამიანები არ არიან, რადგან მათი სულები წარმოდგებიან უწმინდური ძალისაგან, მაშინ, როდესაც იუდეველთა სულები ღვთის წმინდა სულისაგან წარმოდგებიანო, - უმტკიცებს თავის თანატომელებს რაბი მენახემი. იგივეს ამტკიცებს რაბი ჟალკიუ: მხოლოდ ებრაელებს აქვთ უფლება ერქვათ ადამიანები, ხოლო გოიმებს, რომლებიც უწმინდური ძალისაგან მომდინარეობენ, მათ უნდა ეწოდოთ ღორები.

 

ის აზრი, რომ ღმერთს სძულს გოიმები, თალმუდის მიხედვით ამართლებს იმ სიმკაცრეს, რასაც ისინი იჩენენ გოიმების მიმართ. მართლაც როგორ უნდა გიყვარდეს ის, ვისაც ღმერთი სწყევლის? ამგვარ საფუძველზე დაყრდნობით თალმუდი შემდეგ დარიგებებს გვთავაზობს: თქვენ არ უნდა აღმოუჩინოთ დახმარებ გოიმებს, იკრძალება სიბრალულის გამოჩენა იმათ მიმართ, ვისაც არა აქვს გონება, არ შეიძლება მართლმორწმუნე ადამიანი იყოს გულმოწყალე არაწმინდის მიმართ.

გოიმები, - ნათქვამია თალმუდში, - არ შეიძლება ბოროტები არ იყვნენ. თუკი ისინი მაინც აკეთებენ სიკეთეს, ან მოწყალებას არიგებენ... მაინც დაიწყევლებიან და მათ მიერ გაკეთებული საქმე ცოდვად უნდა ჩაითვალოს, რადგან ისინი ამას პატივმოყვარეობისთვის აკეთებენ.

მაგრამ, როგორც გამოცდილებამ ასწავლა ებრაელებს, არ შეიძლება გოიმების ასე აშკარა ლანძღვა, ამიტომ, თალმუდი რეკომენდაციას უწევს ებრაელებს იყვნენ პირფერები მათ მიმართ: მიესალმე გოის, რათა მასთან მშვიდობიანად იცხოვრო, განხეთქილება აიცილო და მისთვის სასურველი გახდე.

რაბი ბახაი ამას ამატებს: პირმოთნეობა დასაშვებია იმ აზრით, რომ იუდეველმა თავი ზრდილობიანად, თავაზიანად აჩვენოს არამართლმორწმუნე გოის, რათა მისგან პატივისცემა დაიმსახუროს და ათქმევინოს: მე თქვენ მიყვარხართ.

მაგრამ იგივე რაბი ბახაი გვიხსნის, რომ ეს წესი იუდეველმა უნდა გამოიყენოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ებრაელს სჭირდება გოი, ან არის იმის საფრთხე, რომ გოის შეუძლია ზიანი მიაყენოს მას. სხვა შემთხვევაში ეს ცოდვა იქნებაო.

იმისათვის, რომ ებრაელმა უკეთესად მოატყუოის გოი, მას შეუძლია მოინახულოს მისი ავადმყოფი, დაასაფლავოს მისი მიცვალებული, დაეხმაროს ღარიბებს, მაგრამ ყველაფერი ეს უნდა გააკეთოს მხოლოდ იმისათვის, რომ მშვიდობა ჰქონდეს გოისთან, რათა ამ უკანასკნელმა ბოროტება არ უყოს ებრაელს. მაგრამ ეს მითითება მარტო ამით არ ისაზღვრება... შეიძლება მოვიტანოთ მთელი რიგი სხვა დარიგებები თალმუდის, რომელიც ეხება იმას, თუ როგორ უნდა მოეპყრას ებრაელი გოის სიცოცხლესა და ქონებას. და ყველაფერ ამაში ნათლად შეიმჩნევა ღრმა განსხვავება დამოკიდებულებასა და მოქცევაში ებრაელისა და არაებრაელისადმი.

მიწის სიკეთე ადამიანისთვისაა, წერია წმინდა წერილში, მაგრამ ეს ადამიანი მხოლოდ ებრაელიაო


 გვიხსნის თალმუდი. არაებრაელს არა აქვს უფლება ფლობდეს ამ სიკეთეს, რადგან იგი მხოლოდ ცხოველია, ამიტომ იგი შეიძლება სუფთა სინდისით მოკლა ან გააგდო თავისი საცხოვრისიდან და ისარგებლო მისი ქონებით.


 არაებრაელის სიმდიდრე


 ეს იგივეა, რაც დაკარგული ნივთი, მისი ჭეშმარიტი მფლობელი ებრაელია, რომელიც უწინარეს ყოვლისა უნდა ფლობდეს მას.

 

და თუკი გოი მოპარავს ებრაელს რაღაც სულ მცირედს, იგი სიკვდილის ღირსია, მაგრამ ებრაელს შეუძლია აიღოს მისგან რამდენიც შეუძლია. არის შეგონება, რომ ადამიანმა თავის მოყვასს ბოროტება არ უნდა გაუკეთოსო, მაგრამ იქ არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ ეს გოისაც ეხება. ამიტომ ის ებრაელი, ვინც რაიმეს მოპარავს ებრაელს, ქურდად ითვლება, მაგარმ თუკი იგი რაიმეს მოპარავს გოის, ითვლება, რომ მან მხოლოდ თავისი კუთვნილი აიღო.

რაბი რაში ეუბნება თავის მსახურს: მომიტანე მე ეს ყურძენი, რომელიც ეკუთვნის გოის, მაგრამ ხელი არ ახლო იმას, რაც ებრაელს ეკუთვნის.

ებრაელის ეს ყოვლისმომცველი უფლება ვრცელდება თვით ცხოველებზეც. თალმუდი ამბობს: თუკი ებრაელის ხარი მოკლავს გოის ხარს, მაშინ ებრაელი თავისუფალია სასამართლოსაგან, მაგრამ თუკი გოის ხარი მოკლავს ებრაელის ხარს, მაშინ გოიმ უნდა ზღოს ზარალი.

რადგან ღმერთმა როდესაც მიუზომა მიწა ისრაელს, გოიმებიც მათ გადასცა.

თალმუდი ასევე აძლევს ებრაელს რჩევას თუ როგორ უნდა მიაღწიოს თავის მთავარ მიზანს და საბოლოოდ, მატერიალურად, როგორ დაიმორჩილოს გოიმები. ამის უმთავრესი საშუალებებია მევახშეობა და ტყუილი. ღმერთმა, - ნათქვამია თალმუდში, - ბრძანა სარგებლის აღება გოიმებისგან და მასზე ფულის გადაცემა მხოლოდ პროცენტებით. ასე რომ, იმის ნაცვლად, რომ მას დახმარება გაუწიო, ჩვენ მას ზარალი უნდა მივაყენოთ, თუკი ეს ჩვენთვის სასარგებლოა, მაგრამ, ებრაელის მიმართ ჩვენ ასე არ უნდა მოვიქცეთ. განთქმული რაბი ბახაი ამბობს: გოის სიცოცხლე შენს ხელშია, ო იუდეველო! მით უმეტეს შენ გეკუთვნის მისი ოქრო.

მევახშეობის ასეთი დოქტრინის წყალობით, რომელიც აუცილებელი იყო ებრაელებისთვის, როგორც მათი რელიგიური წესი, მათ ხელში თავი მოიყარა უზარმაზარმა სიმდიდრემ, ზოგჯერ მევახშეობა წარმოუდგენელ ზომებსაც აღწევდა. იანსენის თხზულებაში მოტანილია მონაცემები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ებრაელები სარგებელში 300, 400 და ზოგჯერ 600 პროცენტსაც კი იღებდნენ წელიწადში.

გარდა მევახშეობისა თალმუდი ურჩევს ებრაელებს გოიმების მიმართ გამოიყენონ მოტყუების და ქურდობის ყველა საშულება. მაგალითად, თუკი გოიმ დაკარგა რაიმე საგანი ან ქისა, ებრაელმა მას არ უნდა დაუბრუნოს იგი, რადგან: ის ვინც დაუბრუნებს გოის იმას, რაც მან დაკარგა, ვერ ჰპოვებს ღვთის მოწყალებას.

რაბი რაში კი ასე მსჯელობს: დაუბრონო გოის ის, რაც დაკარგა, ეს იმას ნიშნავს, რომ არამართლმორწმუნე ურჯულო შეადარო ებრაელს, ეს კი ცოდვაა. ის ვინც უბრუნებს არაებრაელს დაკარგულ ნივთს, - მსჯელობს მაიმონიდი, - სცოდავს, რადგან იგი ხელს უწყობს მის გაძლიერებას. რაბი ჟერუხამი კი ამას ამატებს: თუკი გოის ჰქონდა იმის საბუთი, რომ ფული ასესხა ებრაელს, თუ ეს საბუთი დაკარგა და იგი ებრაელმა იპოვა, მან არ უნდა დაუბრუნოს იგი გოის, რადგან მისი ძმის ვალდებულებამ მაშინ დაკარგა ძალა, როდესაც იგი სხვამ იპოვა, და თუკი მაინც ებრაელი იპოვნის ვექსილს და გადაწყვეტს დაუბრუნოს იგი გოის, მაშინ საკუთარმა ძმამ უნდა აუკრძალოს ამის გაკეთება და უთხრას: თუკი შენ გინდა პატივი სცე ღვთის სახელს, ნუ იზამ ამას.

ეს რჩევა მთლიანად ემთხვევა თალმუდის მორალს, რადგან გოის, თალმუდის მიხედვით, არა აქვს უფლება ჰქონდეს საკუთრება, რომელიც მხოლოდ ებრაელებს ეკუთნით; აქედან გამომდინარე, ებრაელი, რომელიც სესხს იღებს, ღებულობს იმას, რაც მას ეკუთვნის.

იგივე წესები ვრცელდება ვაჭრობაზეც: დასაშვებია, - ამბობს თალმუდი, - აიღო პროცენტები გოისაგან და ამავე დროს მოატყუო რაიმე ნივთის გაყიდვისას, მაგრამ თუკი თქვენ რაიმეს მიჰყიდით თქვენს მოყვასს, ე. ი. ებრაელს, ან თუკი მისგან ყიდულობთ რაიმეს, მაშინ იგი თქვენ არ უნდა მოატყუოთ.

რაბი მოსე ნათლად ამბობს: თუკი გოი ანგარიშის გასწორებისას მოტყუვდება ფულის თვლაში, დაე ებრაელმა თქვას: მე არაფერი არ ვიცი. მაგრამ მე არ გირჩევთ შეაცდინოთ გოი, რადგან მან შეიძლება ეს შეცდომა განგებ დაუშვას, რათა ებრაელი გამოსცადოს. ყოველივე ამის შემდეგ გასაგები ხდება ის, რასაც რაბი ბრენცი წერდა: თუკი ებრაელი მთელი კვირის განმავლობაში მოგზაურობდა და ამ დროის მანძილზე ატყუებდა ქრისტიანებს მარჯვნივ და მარცხნივ, მაშინ შაბათს ისინი შეიკრიბებიან და მადლობას შესწირავენ უფალს სიტყვებით: საჭიროა გული ამოვგლიჯოთ გოიმებს და მოვკლათ საუკეთესო ქრისტიანთაგანი..

სახელმწიფო კანონებით ებრაელმა, თალმუდის მიხედვით, ისე უნდა ისარგებლოს, რომ გამოიტანოს იქიდან სარგებელი საკუთარი ხალხისთვის. ამაზე თალმუდი ძალზე ნათლად გამოთქვამს თავის პოზიციას: თუკი ებრაელს

სასამართლო აქვს არაებრაელთან, შენ ყველაფერი ისე უნდა მოიმოქმედო, რათა დავა შენმა ძმამ მოიგოს, ხოლო თქვენ უნდა უთხრათ უცხოტომელს: ასე სურს თქვენს კანონს.

თუკი ქვეყნის კანონები კეთილგანწყობილია ებრაელის მიმართ, თქვენ ხელი უნდა შეუწყოთ იმას, რომ დავა თქვენმა ძმამ მოიგოს, ხოლო უცხოტომელს კი ასე უნდა უთხრათ: ასე თხოულობს თქვენი კანონიო. მაგრამ თუ არცერთი ასეთი შემთხვევა არ მოგეცემა, მაშინ საჭიროა ათასგვარი ხერხი გამოიყენო და ისე მოუგო საქმე უცხოტომელს. რაბი აკიბა, რომელსაც ეკუთვნის ეს წესი, უმატებს, რომ ებრაელმა ისე ფრთხილად უნდა იმოქმედოს, რომ დისკრედიტირებული არ აღმოჩნდეს.

იგივე განსხვავება, რაც არსებობს იუდეველ ადამიანს და გოი


 ცხოველს შორის, უფლებას აძლევს ებრაელს არა მარტო განაგოს გოის ქონება, არამედ ნებას რთავს გადაწყვიტოს მისი სიკვდილ-სიცოცხლის პრობლემაც. რაბი მაიმონიდი ასე ამბობს ამის შესახებ: მართალია, ნათქვამია


 არა კაც კლა, მაგრამ ეს ნიშნავს არ მოკლა ებრაელი, ისრაელის შვილი, მაგრამ გოიმები ხომ ისრაელის შვილები არ არიან, ამიტომ მათი მოკვლა დამშვიდებული სინდისით შეიძლება, და ეს სასურველია გააკეთო მაშინ, როდესაც შენს უშიშროებას არავითარი განსაცდელი არ ემუქრება. საჭიროა მოკლა ყველაზე პატივცემული კერპთაყვანისმცემლებს შორის.

 

და კიდევ, თუკი ორმოში ჩავარდნილ გოის ამოიყვან მიწისპირზე, ამით შენ სამსახურს უწევ კერპთაყვანისმცემლებს. რაბი მაიმონიდი ამბობს: აკრძალულია შეიწყალო კერპთაყვანისმცემელი: როდესაც იგი მდინარეში ან სხვა ადგილას იღუპება, არ უნდა უშველოთ.

ასეთნაირადვე ასწავლიან თალმუდს სხვა ცნობილი ინტერპრეტატორებიც, განსაკუთრებით რაბი აბრაბანელი. ეს უკანასკნელი მოგვიწოდებს გვძულდეს, გვეზიზღებოდეს და გავანადგუროთ ნებისმიერი, ვინც არ ეკუთვნის სინაგოგას ან მოკვეთილია მისგან.

თუკი ერეტიკოსი ჩავარდება ორმოში, - ამბობს იგი, - ნუ ამოიყვან მას ზედაპირზე, პირიქით, თუკი ორმოში არის კიბე, ისიც ამოიღე იქიდან, ხოლო თუკი ორმოს მახლობლად არის ქვა, ისიც ჩააგდე მასში. და ბოლოს, თალმუდში არის წესი, რომელიც თავისი სიმკაცრით ძველი მოლოხის თაყვანისმცემლების წესებს გვაგონებს და რომლებიც საკმაო დოზით გვიხსნიან იმ რიტუალურ დანაშაულებს, რომელთაც ასე ხშირად ჰქონდათ ადგილი ამ ხალხის ისტორიაში: ის, ვინც დააქცევს გოის სისხლს, იგი ღმერთს სწირავს მსხვერპლს.

გოის მოკვლას დიდ დამსახურებად თვლიან, და იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მოხდა შეცდომა და ებრაელმა გოის ნაცვლად ებრაელი მოკლა, მას ეს არ უნდა ჩაეთვალოს დანაშაულად, რადგან თალმუდის მიხედვით, თვით სურვილიც კი მოკლას გოი, დიდ დამსახურებად ითვლება.

ის ვინც აპირებს ცხოველის მოკვლას, შემთხვევით კი შემოაკვდება ადამიანი ან ის, ვისაც უნდა გოის მოკვლა და შემთხვევით ებრაელს მოკლავს, არ უნდა დაისაჯოს.

მაგრამ ის გოი, რომელიც შეგნებულად, განზრახვით კლავს ებრაელს, ისევე დამნაშავეა, თითქოს მან მთელი სამყარო გაანადგურა. სამაგიეროდ, გოი, რომელიც მოკლავს სხვა გოის, უდანაშაულოდ უნდა ჩაითვალოს, რადგან ამ მკვლელობით იგი ხდება იუდაიზმის პროზელიტი. მაგრამ, თუკი მან ებრაელი მოკლა, მაშინ იგი უნდა მოკვდეს, წინდაცვეთაც რომ ჩაიტაროს.

ისევე, როგორც გოის ქონება და სიცოცხლე არის ებრაელის განკარგულებაში, ასევე მის ხელშია მისი ოჯახი, ცოლი და ბავშვები. მართალია, მოსეს კანონში წერია შენი მახლობლის ცოლი არ ინდომოო, მაგრამ მახლობლის ცოლი ეს მხოლოდ ებრაელის ცოლია. თალმუდის ყველაზე ცნობილი ინტერპრეტატორი რაბინები რაში, ბახაი, ლევი, გერშონი ერთსულოვანი არიან, რომ მრუშობა არ არის იქ, სადაც არ არის ქორწინება, რადგან გოი არის მხოლოდ ცხოველი, მათ არც შეიძლება ღვთისგან დაწესებული ქორწინება ჰქონდეთ. ამის საფუძველზე რაბინი მაიმონიდი გვასწავლის: დასაშვებია შეცოდება არაებრაელის ცოლთან. მართლაც, თალმუდში მრუშობას სჩადიან ცნობილი რაბინები: ელიაზარი, ნახმანი, აკიბა, მეირი, ტარფონი და სხვა...

თალმუდის მიხედვით ყველა ქრისტიანი კერპთაყვანისმცემელია, შესაბამისად მათზე უნდა გავრცელდეს ყველა ის სასტიკი ზომა, წესები, რაც კერპთაყვანისმცემლებზე.

ქრისტიანები მით უფრო არიან დამნაშავე კერპთაყვანისმცემლობაში, რომ ისინი ღმერთად ღებულობენ ცოდვილ რენეგატ იუდეველს, რომლის თვით ხსოვნაც უნდა განადგურდეს. ამიტომ არის, რომ განრისხებული რაბი რაში რისხვით წამოიძახებს: უნდა დაკლა საუკეთესო ქრისტიანთა შორის, მის აზრს მთლიანად იზიარებს რაბი მაიმონიდი სინაგოგის ეს არწივი, როდესაც ამბობს, რომ ბრძანებაა მოვკლათ, მოვაკვლევინოთ და ჩავმარხოთ მოღალატეები ებრაელთა წრიდან და ისეთი ერეტიკოსები, როგორიც იყო იესო ნაზარეველი და მისი მიმდევრები.

ტავოტა ზარას (უცხო მსახურება, კერპთაყვანისმცემლობა) ტრაქტატში ნათქვამია, რომ თითოეულ იუდეველს აქვს უფლება დაუპირისპირდეს ქრისტიანს და მოკლას იგი. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი იუდეველები მიაღწევენ პოლიტიკურ სიძლიერეს და თავის ხელში აიღებენ სახელმწიფოებრივი ცხოვრების ყველა ფუნქციას, მათ ამა თუ იმ საბაბით მაინც უნდა დახოცონ ყველა ქრისტიანი.

თავისი მიზნის მისაღწევად თალმუდი ნებას რთავს მორწმუნეებს დაარღვიონ ფიცი. რაბინი აკიბა რეკომენდაციას უწევს ებრაელებს, როდესაც ისინი ფიცს სდებენ არაებრაელთან, შეუძლიათ თავისთვის თქვან: ამ ფიცს არა აქვს მნიშვნელობა და მათი სინდისი სუფთა იქნება.

აი ასეთია ქრისტიანთა წარმოდგენა თალმუდზე. ამიტომ შემთხვევით როდი წერდა ფლავიანე ბრანე: ქრისტიანის მოვალეობაა წინ აღუდგეს არა ებრაელთა ტომს, რომელმაც ცოცხალ ღმერთს მისცა პატრიარქები, მოციქულები და წამებულები, არამედ იმ ებრაელს, რომელმაც შექმნა თალმუდი. ეს არის ფარისეველთა აზრის უმაღლესი პროდუქტი.

ღვთის წინააღმდეგ მებრძოლი ებრაელი, ცრუ, ქურდი და მკვლელი

 ... აი ასეთია ეს წარმოდგენები თალმუდის მიმართ. რამდენად სწორია, რამდენად შეესატყვისება ისინი სინამდვილეს?

ამ საკითხზე მსჯელობისას ჩვენ, ცხადია, კარგად უნდა გვახსოვდეს თუ რა პირობებში იწერებოდა ეს წიგნი, მისი ტრაქტატები, როგორ იქმნებოდა მისი იდეოლოგია. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს იყო სახელმწიფოდაკარგული, დევნილი ხალხის, უცხო ტომებში მოქცეული ხალხის იდეოლოგია, გამსჭვალული იმ აზრით, რომ საერთოდ არ გამქრალიყვნენ უცხო, მტრული გარემოს უკიდეგანო ოკეანეში. ამიტომ, ამ წიგნში მართლა არის ის შეხედულებები თუ როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონოდათ ებრაელებს ირგვლივ მყოფ ხალხთან, ვისთან ემეგობრათ, ვისთან ემტროთ, როგორ შეენარჩუნებინათ თავისი თავისთავადობა და სიამაყე. მათ კარგად ესმოდათ, უცხო ხალხში რომ გასძლო უფრო მეტი უნდა მოიმოქმედო ვიდრე სხვამ, ცოტათი მაინც უნდა აჯობო იმას, ვინც შენს გვერდით ცხოვრობს და თავს შინაურად თვლის. ეს ჯობნა შეიძლება ჭკუით მოახერხო ან შრომით. თუ ამანაც არ გიშველა, მაშინ ეშმაკობას უნდა მიმართო.

ეს ბედისაგან დაჩაგრული, დევნილი ხალხის ფსიქოლოგიაა. თუ ასეთი შედარება უხერხული არ იქნება


 ეს არის გარეული ცხოველის ფენომენი, რომელიც ყოველთვის, ყოველ წუთს მზად უნდა იყოს განერიდოს საფრთხეს, დაიცვას თავისი თავი, მოიპოვოს საკვები; განსხვავებით შინაური ცხოველისაგან, რომელიც დამშვიდებულია, მოშვებულია და სხვის ხელს შეჰყურებს...

 

შექმნილ უმძიმეს პირობებში ჩვენ აღარც ის გვიკვირს, თუ რამ წარმოქმნა ესოდენი სიფრთხილე უცხოტომელთა მიმართ. არც ის ებრაული გამოთქმა: ლო ემუნა ბა გოიმ, აფილუ ბაკებაროთ (არ ენდო წარმართს (უცხოტომელს, არამართლმორწმუნეს) თუნდაც საფლავში). თუ არა უკიდურესი, უმძიმესი პირობები, სხვა რით უნდა ავხსნათ სხვათა მიმართ ასეთი დამოკიდებულება?...

ზემოთქმულს, ერთი რამეც უნდა დავუმატოთ, ჩვეულებრივ, რაც უფრო ძლიერია ზეწოლა, მით უფრო ძლიერია წინააღმდეგობა. ალბათ ამიტომაც არის, რომ იმ ებრაელებმა, რომელთაც ცხოვრებაში მეტი წინააღმდეგობა შეხვდათ, შესაბამისად უფრო დაძაბეს თავისი ენერგია, ნიჭი, შესაძლებლობები, მეტი ენერგია და შეუპოვრობა გამოიჩინეს. ამიტომაც მეტსაც მიაღწიეს ცხოვრების ყველა სფეროში, ვიდრე იმ ებრაელებმა, რომელთა სიცოცხლესაც არაფერი ემუქრებოდა და რომლებსაც არავინ ჩაგრავდა. ამის მაგალითად თუნდაც საქართველო გამოდგება...

და აი, ასეთი რუსულ-მართლმადიდებლურ ინფორმაციით დატვირთული მივედი სასტუმრო მეტეხის საკონფერენციო დარბაზში, სადაც მიმიწვია ცნობილმა მწერალმა და დრამატურგმა გურამ ბათიაშვილმა, თუმცა, კარგად მახსოვდა ებრაელი სწავლულების აღშფოთება ამ ფაქტების სიყალბის გამო და მათი მკაცრი გაფრთხილებაც


 არ ავყოლოდით აშკარად ბოროტი განზრახვით ხელახლა აგორებულ, ქართული საზოგადოებისთვის სრულიად უცხო, მტრულ ინფორმაციებს. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ იუდეველთათვის წაყენებულ ასეთ ბრალდებებზე მსოფლიოში ათასჯერ არის დამაჯერებელი პასუხები გაცემული, რომლებიც ცალკეულ წიგნებსა თუ ენციკლოპედიებშიც აისახა, ნაჩვენებია ამ

 

ბრალდებების სრული უსაფუძვლობა, არასერიოზულობა და სიცრუე. მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი ინფორმაციები მაინც ინტენსიურად ვრცელდება და ინერგება ადამიანთა თავებში საერთო ვითარების აშკარა დესტაბილიზაციის მიზნით.

ჩემს ცნობისმოყვარეობას ისიც აძლიერებდა, თუ როგორი სახე მისცა თალმუდს მისმა ახლანდელმა კომენტატორმა. ადინ შტაინზალცის ერთ-ერთ დიდ დამსახურებად ხომ იმასაც თვლიან, რომ თალმუდი მისი კომენტარებით გახდა სწორედ ის შეხების წერტილი, რამაც დააკავშირა ფუნდამენტური წყაროები თანამედროვეობასთან, რის გამოც იგი ისევ გახდა ღია წიგნი, რომელიც ასაზრდოებს ისრაელის შვილებს...

* * *

თითქმის მთლიანად ჩაბნელებულ თბილისში განათებული მეტეხის სასტუმრო თეთრ გედს ჰგავდა. მის საკონფერენციო დარბაზში შეკრებილი საზოგადოება მოუთმენლად ელოდა რუსეთის მთავარ რაბინს, ადინ შტაინზალცს. სწორედ აქ უნდა მომხდარიყო მისი წიგნის საუბრები თალმუდზე

 პრეზენტაცია. დარბაზში მართლაც რომ რჩეულ ებრაულ საზოგადოებას მოეყარა თავი. აქ იყვნენ მეცნიერები, მწერლები, სასულიერო პირები, ხელოვნების წარმომადგენლები. მათთან ერთად მოსულიყო ქართველი საზოგადოების ის ნაწილიც, რომელიც ებრაელთა ისტორიით და იუდაიზმით არის დაინტერესებული.

აი, ისიც გამოჩნდა, თანმხლები პირებით, მეუღლით და მთარგმნელით. შესახედავად იგი თავის ასაკზე გაცილებით უფროსად გამოიყურებოდა. ალბათ ამის შთაბეჭდილებას მისი გრძელი, ჭაღარა წვერი უფრო ახდენა.

შეხვედრა, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა, ძალზე საინტერესოდ წარიმართა.

შესავალში რაბინმა საერთო პრობლემებზე ისაუბრა: ისრაელზე, იუდაიზმზე, მსოფლიო ებრაელობის მისიაზე, სხვა ქვეყნებში დარჩენილ თანამოძმეთა პრობლემებზე, იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს და როგორ უნდა იქნეს შენარჩუნებული მათი ებრაელობა, განსაკუთრებით ილაპარაკა რუსეთის ებრაელობის პრობლემებზე, და ბოლოს, რაც მთავარია, თალმუდზე, იუდეველთათვის თორასთან ერთად ამ უმნიშვნელოვანეს წიგნზე, მისი თარგმანის მნიშვნელობაზე.

რაბინი ივრითზე საუბრობდა. ვინც ეს ენა არ ვიცოდით, ყოველთვის ვერ ვახერხებდით მთარგმნელის სწრაფი საუბრის აღქმას, ამიტომ, მის შეხედულებებს იუდაიზმის და ისრაელის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე სიზუსტის და მეტი სისრულისათვის მე შევავსებ სხვადასხვა დროს უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული რაბინის შეხედულებებით და ასევე ფრაგმენტებით ადინ შტაინზალცის იმ პატარა წიგნიდან, რომელსაც ადამიანის მისია და ადგილი სამყაროში

 ჰქვია და რომელიც ალა ისაკოვას კომენტარებით და ბოლოსიტყვაობით გამოვიდა, შემდეგ კი ჯოინტის შემწეობით ქართულად ითარგმნა, ასევე მისივე წიგნით ნაბიჯი წინ, რომელიც გურამ ბათიაშვილმა შეადგინა და გამოსცა.

VIII. ისლამი, ქართული სახელმწიფოებრიობა და დეპორტირებულ თურქ-მესხთადაბრუნების პრობლემები1944 წელს საქართველოდან სამშობლოს ღალატის ბრალდებით დეპორტირებული ე.წ. თურქი-მესხების უკან დაბრუნება, მათი რეაბილიტაცია და რეინტეგრაცია ერთ-ერთი უმძიმესი პრობლემა და დიდი გამოცდაა ქვეყნისათვის, რომელმაც არმცთუ ისე დიდი ხნის წინ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, რომლის სახელმწიფოებრიობა ჯერ კიდევ ძალზე სუსტია, საზღვრები მორღვეული და დაუცველი, ხოლო ირგვლივ გარემოცულია ნაკლებად საიმედო მეზობლებით.

ამ რთული ამოცანის შესახებ ბევრი თქმულა, ბევრი დაწერილა, ბევრი პროექტიც შექმნილა, მაგრამ ეს საკითხები დღესაც დიდ კამათს იწვევს როგორც პოლიტიკოსებსა და მეცნიერებში, ისე ფართო მოსახლეობაშიც. ამ პრობლემას მრავალი მხარე და ასპექტი გააჩნია, მაგრამ ჩვენ გვინდა მას მხოლოდ ერთი


 რელიგიური კუთხით შევხედოთ, რადგან საქართველოდან გასახლებული თურქი-მესხები მუსლიმები არიან.

 

ჩვენი პრობლემა ძირითადად იმაში მდგომარეობს, თუ როგორ იმოქმედებს ქრისტიანობაზე და დასავლეთის ღირებულებებზე ორიენტირებულ ქვეყანაზე 300 ათასი მუსლიმის დაბრუნება. ხომ არ შეუქმნის იგი საქართველოს მძიმე, გამოუსწორებელ შედეგებს, ხომ არ დაიწყება მასში ცენტრიდანული ძალების გააქტიურება, სხვაგვარად, მათი კომპაქტური ჩასახლება ხომ არ გამოიწვევს ჩვენში კიდევ ერთი ცხელი წერტილის გაჩენას.

 

ბოლო ხანს ეს საკითხი კიდევ უფრო გაამწვავა იმ საერთაშორისო ტერორისტულმა აქტმა, რომელიც აშშ-ში


 ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში მოხდა, რადგან მისი ორგანიზატორები მუსლიმები იყვნენ, მათ თავშესაფარი მისცა ავღანეთმა, მუსლიმანურმა ქვეყანამ, მისმა ხელმძღვანელობამ კი ისლამური საღვთო ომი


 ჯიჰადი გამოუცხადა დასავლეთის ცივილიზაციის დამცველებს. უკანასკნელ წლებში კი სულ უფრო ხშირად გაისმის საუბარი ქრისტიანული და ისლამური ცივილიზაციების მოსალოდნელი შეჯახების შესახებ.

 

*

* *

საქართველო თითქმის მთლიანად ისლამური ქვეყნების გარემოცვაშია მოქცეული. ერთი მხრივ


 ირანი, თურქეთი და აზერბაიჯანი, მეორე მხრივ, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკები

 

 


 დაღესტანი, ჩეჩნეთი, ინგუშეთი, ჩრდილოეთ ოსეთი, ყაბარდო-ბალყარეთი, ადიღე, ჩერქეზეთი ირგვლივ მჭიდრო ზოლად ეკვრის ჩვენს პატარა ქვეყანას, მაგრამ მუსლიმები მარტო ჩვენს საზღვრებს როდი არტყიან გარს. ისინი თვით საქართველოშიც მრავლად სახლობენ. მათ შორის არიან: აზერბაიჯანელები, ქისტები, ლეკები და აფხაზები (ნაწილობრივ). მუსლიმანურ სარწმუნოებას მისდევენ ქართველებიც


 ნაწილობრივ აჭარლები და ინგილოები. ამავე დროს, არც ის უნდა დაგვავიწყეს, რომ ალაჰის თაყვანისმცემელია ქართველთა ყველაზე მრავალრიცხოვანი დიასპორა ირანსა და თურქეთში (თუკი საერთოდ შეიძლება ეწოდოს დიასპორა იმ ხალხს, რომელიც საკუთარ ტერიტორიაზე ცხოვრობს). ისლამს აღიარებენ და ერთგულობენ თურქი-მესხებიც, რომლებიც ჩვენი კვლევის ობიექტს წარმოადგენენ.

 

ქართველ მუსლიმთა ასეთი დიდი ოდენობით ჩაფიქრებული ზოგი მკვლევარი ასე სვამს ხოლმე კითხვას


 ქართველთა შორის რაოდენობრივად ვინ უფრო მეტია


 მუსლიმი თუ ქრისტიანი?

 

თუ საქართველოს ისტორიას გადავხედავთ, თვალნათლივ დავინახავთ, თუ რა დიდ როლს ასრულებდა ისლამი საქართველოს (ან საქართველოების) ურთიერთობებში მის მეზობლებთან. საუკუნეთა მანძილზე, ალაჰის დროშით და ისლამური იდეოლოგიით შეიარაღებული დამპყრობთა უზარმაზარი ურდოები აწყდებოდნენ ჩვენს საზღვრებს, რომლებიც ჩვენს დაჩოქებას და დამონებას ლამობდნენ. ჩვენი ქვეყნის საბოლოო დამორჩილებისათვის მათ, უწინარეს ყოვლისა, ორი წინაპირობა უნდა გადაეწყვიტათ: წაერთმიათ ქართველთათვის ენა და სარწმუნოება. თუკი ამას მოახერხებდნენ, პრობლემაც საბოლოოდ გადაწყვეტილი იქნებოდა. მართალია, დამპყრობლებმა ენის წართმევა ყველგან ვერ მოახერხეს, მაგრამ სამაგიეროდ, ძლიერი და მრავალრიცხოვანი მუსლიმური ქვეყნებისაგან (განსაკუთრებით თურქეთისა და ირანისაგან) დამარცხებული საქართველოს მოსახლეობის ნაწილი იძულებული გახდა, დამპყრობთა რელიგია მიეღო და მისი წესითაც ეცხოვრა ასწლეულების მანძილზე. ასე იყო მესხებთან მიმართებაშიც. ამიტომაც ისლამმა ღრმა კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაზე.

ჩვენ ახლა და ცხადია მომავალშიც, არაერთგზის მოგვიწევს შეხვედრა ისლამთან, მის სხვადასხვაგვარ გამოვლინებასთან, მჭიდრო ურთიერთობა არა მარტო უცხო ისლამური სახელმწიფოების ხალხებთან, არამედ საკუთარ მოსახლეობასთან, როგორც სხვა ეროვნების, ასევე ქართველებთან, რომლებიც ბედის უკუღმართობამ ისლამის მხარეზე ან ძალით გადაიყვანა, ან სხვა საშუალებით გადაიბირა. ყოველ შემთხევაში, ალაჰის თაყვანისმცემლად აქცია.

საქართველოში არაბების შემოსვლის დროიდან ყოველთვის იყო და ახლაც მრავლად არის მეჩეთები, მუსლიმური სალოცავები, მინარეთები, საიდანაც მართლმორწმუნე მუსლიმები წყალობას შესთხოვენ დიდ ალაჰს.

მით უმეტეს, დღეს ერთხელ კიდევ საფუძვლიანად უნდა დავსვათ კითხვა და ნათლად გავცეთ პასუხი იმაზე, თუ რა არის დღეს ისლამი საქართველოსათვის, რა როლს ასრულებს მის ცხოვრებაში? როგორც ცნობილია, ისლამისადმი დამოკიდებულება ჩვენში ყოველთვის ორგვარი იყო: ერთი მხრივ, იგი

მრავალსაუკუნოვანი სულიერი იარაღია, რომლის მეოხებითაც მომხდური მტერი ჩვენს საბოლოო დაპყრობასა და დამორჩილებას ლამობდა, რითაც ჩვენს გადაგვარებას და გადაჯიშებას ცდილობდა... მაგრამ, მეორე მხრივ, ისლამი არის მძლავრი მსოფლიო რელიგია, საკაცობრიო ცივილიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც თავის სარწმუნოებად თითქმის ერთი მილიარდი ადამიანი აღიარებს.

ვინაიდან ჩვენ დიდმნიშვნელოვან და რთულ ფენომენთან გვიხდება შეხვედრა, ნათლად უნდა გავარკვიოთ, თუ რა გვინდა, რას ველით ისლამისაგან, რადგან ერთია ისლამური მოძღვრება არაბისათვის, თურქისათვის, ირანელისათვის, პაკისტანელისა თუ ავღანელისათვის, და სხვაა იგი ქრისტიანობანაზიარებ ქართველისათვის.

 

ჩვენს ისტორიაში, ტრადიციებში, წეს-ჩვეულებებში, ქალაქურ მუსიკასა თუ ცეკვაში, ენაში, ყოველდღიურ ყოფაში, აშკარად შეიმჩნევა ისლამური ხალხის გავლენა, მათი კულტურის ანარეკლი და მართლაც, თუ ობიექტურად ვიმსჯელებთ, წარმოუდგენელია ამდენი ხნის მანძილზე მთელი ჩვენი ტერიტორია, ან მისი ცალკეული ნაწილები მტრის გარემოცვაში ყოფილიყო მოქცეული და მასზე რაიმე სერიოზული კვალი არ დაეტოვებინა.

ყველაფერი ეს ცალკე კვლევისა და ძიების საქმეა, მაგრამ ამჟამად, ჩვენ ის უფრო გვაინტერესებს, ყველაზე მეტად ის გვაშფოთებს, რომ ქართველთა ამ უზარმაზარ (ჩვენი მასშტაბებით) გამუსლიმანებულ დიასპორებს თურქეთსა და ირანში რატომ არაფერი შეუქმნიათ ისეთი, რაც ოდნავ მაინც რამეს შემატებდა და გაამდიდრებდა ქართულ კულტურას. იგივეს თქმა შეიძლება თურქ-მესხებზე, რომელთაც ნაკლებად შერჩათ ეროვნული თვითშეგრძნება, ხოლო ქართული კულტურის წინ წაწევაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

ეს ფაქტიც ნათლად მიუთითებს ისლამის გავლენის სიძლიერეზე, რომელიც იმდენად თრგუნავს და იმდენად თავის ყალიბში აგდებს ადამიანს, რომ სულ უკარგავს თავის ეროვნულ თავისებურებებსა და თვითშეგნებას.

რა პრობლემები გვაქვს ჩვენ ამჟამად საქართველოში ისლამთან მიმართებაში და რამდენად უკავშირდება იგი ეროვნულ ურთიერთობებს? რას უნდა ველოდოთ თურქი-მესხების დაბრუნებასთან დაკავშირებით, როგორი იქნება ყოველივე ამის რელიგიური ფონი? სანამ ამ საკითხის შესახებ ჩვენ ვარაუდს ვიტყოდეთ, მანამ გავიხსენოთ, თუ როგორი ვითარება იყო ამ მხრივ საქართველოში საბჭოურ პერიოდში.

ალბათ, ძველ თაობას ემახსოვრება, რომ ამ დროს, მატერიალიზმისა და ათეიზმის ბატონობის პერიოდში, საქართველოში სულ რაღაც ორიოდე მეჩეთი თუ ფუნქციონირებდა. მათ შორის


 ერთი თბილისში იყო, მეორე ბათუმში. ზოგს, ალბათ, ეს უქმნიდა იმის ილუზიას, რომ საზოგადოება გამთლიანებული იყო ერთი იდეოლოგიით


 მარქსიზმით, რომელსაც, საბოლოო ჯამში, უნდა ჩამოეყალიბებინა ერთიანი საბჭოთა ხალხი კომუნისტური რწმენით და სულისკვეთებით, რომელშიც რელიგიურ შეხედულებებს უმნიშვნელო, პრაქტიკულად მხოლოდ გადმონაშთის როლი ეკისრებოდა, ხოლო მარქსიზმი, ფაქტობრივად, ფსევდო-რელიგიის ფუნქციას ასრულებდა.

 

 

მაგრამ, სინამდვილეში, ეს სულაც არ იყო ასე; ის, ვინც ასეთ დასკვნებამდე მიდიოდა, ალბათ, არ ითვალისწინებდა ისლამის სპეციფიკას, რადგან იმისათვის, რომ მუსლიმური იდეოლოგია გავრცელებულიყო, სულაც არ იყო აუცილებელი მეჩეთის არსებობა და მოქმედება. მათ საკმაოდ წარმატებით ცვლიდნენ ე.წ. მოხეტიალე მოლები, რომლებიც იმ დროისათვის უხვად იყვნენ ჩვენში და მეზობელი რესპუბლიკებიდანაც შემოდიოდნენ. გარდა ამისა, ამ პროცესს ხელს უწყობდა თვით საუკუნეების მანძილზე ხალხში დამკვიდრებული და განმტკიცებული ისლამური ყოფა, თავისი ტრადიციებით, დღესასწაულებით, ადათ-წესებით. ფაქტობრივად, ჩუმად და უხმაუროდ ყველგან სრულდებოდა ისლამური რიტუალი. მოსახლეობის უმრავლესობა ცხოვრობდა რელიგიური წესით, ზოგან კი შარიათის (მუსლიმური სამართალი) ნორმებით ფუნქციონირებდა. სამწუხაროდ, იმდროინდელი კომუნისტური სოციოლოგიური გამოკვლევები, თუკი ისინი სადმე ტარდებოდა, ობიექტურ და ნათელ სურათს ვერ იძლეოდა რელიგიურობის რეალური ვითარების ასასახავად. ამით არც იყვნენ დაინტერესებულნი, რადგან ობიექტური სურათის ჩვენება, მით უმეტეს მოსახლეობაში რელიგიურობის მაჩვენებლების ზრდა ამა თუ იმ სოფელში, რაიონში თუ ქალაქში, იდეოლოგიური მუშაობის ჩავარდნის ტოლფასად ითვლებოდა. აქედან გამომდინარე, ყველა პარტიული თუ სხვა ხელმძღვანელი მუშაკი ცდილობდა, ეს ციფრები რაც შეიძლება დაბალი ყოფილიყო, ამიტომაც ხდებოდა რეალური ფაქტების მიჩქმალვა. მათი მტკიცებით, ყველგან ათეიზმი ზეიმობდა და რელიგიური გადმონაშთები კი თანდათან, ცხოვრებისა და პროგრესის წინსვლასთან ერთად, განუხრელად მცირდებოდა...

როცა საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და რელიგიისადმი დამოკიდებულება შეიცვალა, ყველა რელიგიურ კონფესიას მიეცა საშუალება, ღიად ექადაგა საკუთარი შეხედულებები, თავისუფლად გაევრცელებინა თავიანთი მოძღვრება, ამის შემდეგ ისლამის მდგომარეობა სქართველოში რადიკალურად შეიცვალა.

თუკი ჩვენ გვინდა ისლამის მდგომარეობის ახლანდელ ვითარებაში, მის ცვლილებებში გავერკვეთ, ამისათვის აუცილებელია საქართველოში ისლამის გავრცელების 5 ზონაზე ვილაპარაკოთ, რადგან თითოეულ მათგანს თავისი თავისებურება გააჩნია.

 

ჩვენი ჩამოთვლა აფხაზეთით უნდა დავიწყოთ, სადაც მოსახლეობის ერთი ნაწილი მუსლიმია. ჩვეულებრივ, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ამბების გარკვევისას რელიგიურ ფაქტორს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, მაგრამ ის ფაქტი, რომ ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლაში აფხაზებს ჩრდილოეთ კავკასიის მუსლიმური ხალხები ეხმარებოდნენ, ის ფაქტი, რომ სოხუმი მთიელთა კონფედერაციის დედაქალაქად გამოაცხადეს, ძალზე მრავლისმეტყველია. ისევე ანგარიშგასაწევია ის გეგმებიც, რასაც რელიგიური ორგანიზაციები თუ სექტები გეგმავენ აფხაზეთის მიმართ.

მეორე რეგიონია ქვემო ქართლი, სადაც აზერბაიჯანული მოსახლეობა კომპაქტურად ცხოვრობს. ლაპარაკია გარდაბანზე, რუსთავზე, ბოლნისზე, მარნეულზე, წალკაზე, ნინოწმინდაზე. აქ, ისევე როგორც სხვა ტრადიციულად

მუსლიმებით დასახლებულ რაიონებში, აღდგა ყველა აქ არსებული მეჩეთი თუ სხვა ტიპის სალოცავი, ხოლო, თუ არ იყო


 ახლა აშენდა.

 

ამჟამად, აზერბაიჯანთან ჩვენი ტრადიციული კარგი ურთიერთობების გამო, აქ ჯერჯერობით რაიმე პრობლემის არსებობა არ შეინიშნება, მაგრამ გვახსოვს ცოტა სხვა პერიოდიც, კერძოდ, მეოცე საუკუნის 80-იანი წლების ბოლო, როდესაც იგივე მოსახლეობა სხვადასხვა, და მათ შორის, ავტონომიის მოთხოვნითაც გამოდიოდა.

მესამე რეგიონი არის კახეთის მუსლიმური სოფლები, სადაც აზერბაიჯანული და დაღესტნური (ავარული) მოსახლეობა ცხოვრობს. აზერბაიჯანულ სოფლებში მდგომარეობა ისეთივეა, როგორც ქვემო ქართლში. რაც შეეხება დაღესტნელებს, რომელთაც ჩვენში ლეკებს უწოდებენ, მათთან ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს იყო პრობლემები, რომლებიც ბოლომდე დღესაც არ არის გადაწყვეტილი.

მეოთხე


 განსაკუთრებული რეგიონია პანკისის ხეობა ახმეტის რაიონში, თავისი ქისტური მოსახლეობით. როგორც ცნობილია, აქ ქისტებს გარდა ცხოვრობენ ქართველები და ოსები. ბოლო პერიოდამდე აქ რაიმე გაუგებრობა არ შეიმჩნეოდა, ხალხი ცხოვრობდა მეგობრულად, სერიოზული პრობლემა თითქოს არ იყო, თუმცა, საბჭოთა ხელისუფლების პირობებშიც კი შეიმჩნეოდა მუსლიმი ღვთის მსახურების ხშირი მიმოსვლა ჩეჩნეთსა და პანკისის ხეობას შორის, რაც, მაინცდამაინც, გასკვირი არ უნდა ყოფილიყო. ალბათ, იყო ზოგიერთი სხვა წვრილმანი პრობლემაც, რომელიც თვალნათლივ არ ჩანდა, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო ხანს წარმოჩენილი ამბები მთლად ახალი არ არის და ადრეც არსებობდა. როგორც დამკვირებლები აღნიშნავდნენ: აქ თავს იყრიდა რელიგიური, ეროვნული, ოჯახური, სოფლური და თემობრივი, ფსიქოლოგიური, ზოგჯერ ეკონომიკური, ასაკობრივი და ა.შ. ფაქტორები... დღემდეა შემორჩენილი ე.წ. შარიათული და ადათობრივი სამართალი, რომელიც მტკიცედაა დაკავშირებული რელიგიასთან, რაც გავლენას ახდენს ეროვნებათშორის ურთიერთობებზე, რადგან ისლამი, მისი იდეოლოგია და ყოფითი ნორმები, ისლამიზებული ადათები, თემობრივი სამართალი თU სხვა გარემოებები, გარკვეულ ბარიერს ქმნიან ამ მიმართულებით.

 

აქაური სიტუაცია, ერთი შეხედვით, თითქოს ბევრი არაფრით განსხვავდება საქართველოში სხვა მუსლიმურ რაიონებში არსებული ვითარებისაგან. ყველგან, ყველა სოფელში, აღდგა სალოცავები, სადაც არ იყო, აშენდა, მაგრამ პანკისის ხეობაში მნიშვნელოვან სიახლედ უნდა ჩაითვალოს ის სიმძაფრე, რაც ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე ამბებს მოჰყვა. კერძოდ, ჩეჩნეთსა და ინგუშეთში განვითარებულ პროცესებს, რუსულ-ჩეჩნურ ომს, ჩეჩენი ლტოლვილების შემოსვლას საქართველოში, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დაძაბვას.

გარდა ამისა, არის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სიახლე


 რელიგიურ-პოლიტიკური მოძრაობის, ვაჰაბიზმის გამოჩენა ჯერ ჩრდილოეთ კავკასიაში, შემდეგ კი საქართველოში.

 

ყოფილ საბჭოთა კავშირში ვაჰაბიზმი ნაკლებად ჩანდა, ისევე როგორც ბევრი სხვა რელიგიური მოძრაობა, მაგრამ იმპერიის დაშლის შემდეგ, საკმაოდ ნათლად

იჩინა თავი. მის გამოჩენას ჩვენში ზოგიერთი მკვლევარი იეღოველების გამოჩენას ადარებს, მაგრამ ეს შედარება მთლად ზუსტი არ უნდა იყოს, რადგან ვაჰაბისტებისგან განსხვავებით, იეღოველებს გამოკვეთილი რაიმე პოლიტიკური მიზნები არ გააჩნიათ; ვაჰაბისტები კი ცდილობენ ერთიანი ისლამური სახელმწიფოს შექმნას, რომელიც გააერთიანებს ყველა მუსლიმანს, რომლებიც იცხოვრებენ ისლამის კანონებით, რომელიც ღმერთმა გადმოგვცა წინასწარმეტყველ მუჰამედის მეოხებით.

და აი, ასეთმა რელიგიურმა მოძრაობამ თუ სექტამ შემოაბიჯა საქართველოში. ვაჰაბისტების ინტერესების სფეროში საქართველოც არის მოქცეული, როგორც მთავარი დამრტყმელი ძალა რუსეთის წინააღმდეგ, აუცილებელი დერეფანი შავ ზღვაზე გასასვლელად. ზოგის აზრით, ამ ამბებს შეიძლება საქართველოში ომი მოჰყვეს ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის, რადგან კავკასიაში უკვე დაიწყო დიდი ისლამური სახელმწიფოს ჩამოყალიბება. როგორც სხვა ექსპერტები გვაფრთხილებენ, საქართველო თანამედროვე გეოპოლიტიკით პირდაპირ არის ჩართული საერთაშორისო სისტემის ყველაზე ცხელ წერტილში. ამიტომაც, სავარაუდოდ, წარმოქმნილ საშიშროებას სჭირდება გააზრებული და დელიკატური საგარეო პოლიტიკა.

ისლამის გავლენის მეხუთე, განსაკუთრებული რეგიონი საქართველოში აჭარაა, სადაც, უმეტესად, მუსლიმი ქართველები ცხოვრობენ. ბედის უკუღმართობამ, ისტორიულმა ქარტეხილებმა მოსახლეობა ამ რელიგიის მიმდევრად აქცია. ისლამი მყარად ჩაჯდა აქაური ხალხის ცხოვრებაში, ტრადიციებში, ადათ-წესებში. მართალია, აჭარაში მტერმა ქართველი კაცის გადაგვარება, მისი ცნობიერების მთლიანი შეცვლა ვერ მოახერხა, ვერ დაავიწყა მას მშობლიური ენა, მაგრამ ისლამის დოგმებისა და რიტუალების ერთგული მაინც გახადა. დიდხანს იყო აჭარა ჩამოცილებული დედასამშობლოსაგან, მთელი სამი საუკუნე ელოდა მასთან დაბრუნებას და როდესაც ეს დაბრუნება მოხდა, მას უკვე მძიმე ისლამური ტვირთი ჰქონდა აკიდებული. ბევრი დრო გავიდა მას შემდეგ, ასოც წელზე მეტი. ეს დიდი დრო მაინც საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ ხალხს დაევიწყებინა მისთვის ძალით თავსმოხვეული რელიგიური რწმენა, მისი ტრადიციები და ადათ-წესები. რატომღაც, საოცრად უერთგულა ჩვენმა ხალხმა ამ უცხო, სხვა ნიადაგზე და საფუძველზე აღმოცენებულ, დამპყრობლის მიერ ძალით დანერგილ რელიგიას. ამ გავლენის დაძლევისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა თვით 70-წლიანი კომუნისტურ-ათეისტური რეჟიმიც კი.

ჯერ კიდევ მაშინ, როცა საბჭოთა იმპერიის საზღვრები ისე იყო ჩაკეტილი, რომ ჩიტსაც კი უჭირდა გადმოფრენა, თურქეთი მაინც ცდილობდა გარკვეული გავლენა მოეხდინა აჭარის მოსახლეობაზე. ახლა კი, როდესაც საზღვრები გაიხსნა და თურქეთთან გაცხოველებული ეკონომიკური, კულტურული თუ სხვა ტიპის ურთიერთობები გვაქვს, მას ამ მხრივ ფართო შესაძლებლობები მიეცა. საქართველოში შემოსულ უამრავ სამრეწველო ნაწარმს და სასურსათო პროდუქტს ე.წ. სულიერი

 ტვირთიც შემოჰყვა. მხედველობაში გვაქვს ის უამრავი რელიგიურ-ისლამური თუ პოლიტიკური ლიტერატურა, რომელიც საქართველოში სწორედ თურქეთიდან მოედინება. სხვა ცნობით, საქართველოში თურქეთიდან შემოდის ისეთი წიგნები და ბროშურები, რომლებშიც დამახინჯებულად არის გადმოცემული ჩვენი ისტორია, თანამედროვეობა, დემოგრაფიული მონაცემები, ხოლო აჭარლები სულაც ცალკე ეთნოსად არიან გამოცხადებული.

 

როგორც ცნობილია, თურქი პოლიტიკოსები, თავიანთი დიპლომატიის უდიდეს შეცდომად და მარცხად თვლიან იმას, რომ რუსეთმა შეძლო ამიერკავკასიაში შემოღწევა და მათი ქვეყნის სამოქმედო ასპარეზის მნიშვნელოვნად შეზღუდვა. და ახლა, როცა ამ დიდი შეცდომის გამოსწორების საშუალება მიეცათ, ისინი მეორედ იგივე შეცდომას აღარ გაიმეორებენ, თავიანთ შანსს ხელიდან აღარ გაუშვებენ. ამ საქმეში კი რელიგიას უაღრესად სერიოზულ როლს აკისრებენ.

ბოლო ხანს აჭარის ხელისუფალნი რელიგიის მიმართ ისეთ პოლიტიკას დაადგნენ, რომელიც შეესატყვისება როგორც საერთაშორისო უფლებრივ სამართლებრივ ნორმებს რელიგიურ კონფესიათა შესახებ, ისე საქართველოს კონსტიტუციასაც, რეალურად სრულდება ცხოვრებაში სინდისის თავისუფლება. ყველა იქ არსებულ რელიგიურ მიმდინარეობას მიეცა საშუალება, დაიკმაყოფილოს მისთვის სასურველი სარწმუნოებრივი მოთხოვნილება, იქადაგოს თავისი მოძღვრება, შეასრულოს მასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებანი და რიტუალები.

ასეთი პოლიტიკის შედეგად, უკანასკნელ წლებში, აჭარაში საგრძნობლად გაიზარდა სხვადასხვა კონფესიის, მათ შორის მართლმადიდებელ ეკლესიათა რაოდენობა, მაგრამ ბევრად უფრო გამრავლდა მუსლიმთა სამლოცველოები. ისევე, როგორც ისლამის გავრცელების საქართველოს სხვა რეგიონებში, აქაც მრავალ ადგილს აღდგა და ამოქმედდა მეჩეთები, ხოლო იქ, სადაც ისინი არ იყო, ახალი ააშენეს. აჭარაში ამჟამად სპეციალისტები დაახლოებით 130 მეჩეთის არსებობას ვარაუდობენ. აღსანიშნავია ისიც, რომ სამლოცველოები გაიხსნა არა მარტო აჭარაში, არამედ ოზურგეთის რაიონშიც, იმ სოფლებში, სადაც აჭარლები არიან ჩამოსახლებულები.

ბუნებრივად იბადება კითხვა, რა შეიძლება ყოველივე ამას მოჰყვეს აჭარისათვის, მთელი საქართველოსათვის, მისი სახელმწიფოებრიობისათვის? ამას ჩვენ, ალბათ, მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ გავიგებთ, როცა ამ მეჩეთების მუშაობის შედეგები თავს შეგვახსენებენ.

არაერთხელ გვითქვამს, ჩვენ რომ ნორმალური, ძლიერი, შეკრული და დაცული სახელმწიფო გვქონდეს, ქვეყნის ტერიტორიალური მთლიანობა რომ არ იყოს დარღვეული, რასაკვირველია, ასეთი რამეები სულაც არ უნდა გვაწუხებდეს. უკლებლივ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება ნებისმიერი, მისთვის მისაღები რწმენა და კონფესია აირჩიოს, მაგრამ ახლანდელ უმძიმეს პირობებში, როდესაც საქართველოს ყველა მუშტრის თვალით უყურებს და მის ხელში ჩაგდებას თუ არა, უკეთეს შემთხვევაში, გავლენის სფეროს მოპოვებას ლამობს, ქართველთა შორის ამდენი მეჩეთისა თუ სალოცავის აღდგენა-აშენება რა შედეგს მოგვიტანს?

ხომ არ გახდება იგი სულიერი იარაღი სხვა სახელმწიფოს ხელში და სერიოზულად ხომ არ დაემუქრება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. აი, ეს არის უპირველესი საფიქრალი და საზრუნავი. ასეთია ვითარება მთელ საქართველოში, მის ცალკეულ რეგიონებში ისლამთან მიმართებაში. რა გველის აქედან?

თუ დავაკვირდებით, ისლამის მიმდევრები ძირითადად საქართველოს საზღვრებზე არიან განლაგებული. ასეთ პირობებში, როგორც შესავალშიც აღვნიშნეთ,

იმის ცდა, რომ საქართველო-თურქეთის საზღვარზე კომპაქტურად შეიქმნას კიდევ ერთი ისლამური დასახლება, რომლის მოსახლეობის ერთ ნაწილს აქვს შეუფარავი მისწრაფება - შექმნას ახალი ავტონომია ან რაიმე პოლიტიკური წარმონაქმნი, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

მეორე მხრივ, ჩვენ, რასაკვირველია, პატივს უნდა მივაგებდეთ საერთაშორისო სამართალს. პატივს უნდა ვცემდეთ დეპორტირებული ადამიანების უფლებას, დაუბრუნდნენ იმ ადგილებს, საიდანაც ისინი გაასახლეს, მაგრამ ეჭვს იწვევს ის ვადები, რომელიც ამ საქმისათვის არის გამოყოფილი.

ის სიძნელეები, რომელიც ამ საქმეს წინ ეღობება, კარგად არის ცნობილი, მაგრამ მე მაინც ჩამოვთვლი ზოგიერთ მათგანს, რაც ყველაზე მნიშვნელოვნად მეჩვენება:

1. თბილისი და საქართველოს ბევრი სხვა ადგილი სავსეა აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან გამოდევნილი მოსახლეობით. მათი პრობლემების მოუგვარებლობა უდიდეს სიძნელეებს უქმნის ქვეყანას;

2. უკიდურესად მძიმე სოციალური ფონი ჯერჯერობით არ გვაძლევს საშუალებას, სერიოზულად ვიფიქროთ დეპორტირებული მოსახლეობის ერთბაშად დაბრუნებაზე, მათ რეაბილიტაციასა და რეინტეგრაციაზე;

3. დეპორტირებულთა უკან დაბრუნებისას აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იქნას მათი ეროვნული ცნობიერება. საქართველოში უნდა დაბრუნდეს ის ხალხი, ვინც თავის თავს ქართველად თვლის და აქვს ქართული ორიენტაცია, ხოლო მათ, ვინც თავის თავს თურქად თვლის და სხვაგვარი მიზნები აქვს, ალბათ, თურქეთს უნდა მიაკითხონ;

 

4. არ შეიძლება შეილახოს იმ მოსახლეობის ინტერესებიც, რომელნიც იმ ტერიტორიაზე სახლობენ, სადაც ადრე დეპორტირებულნი ცხოვრობდნენ.

ზემოჩამოთვლილი და სხვა სიძნელეებიდან გამომდინარე, გამოსავალი, ალბათ, იმაში უნდა მდგომარეობდეს, რომ დეპორტირებულთა უკან დაბრუნება, მათი რეაბილიტაცია და რეინტეგრაცია დროში უფრო უნდა გაიწელოს და მოხდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სათანადო პირობების შექმნისა და მომზადების შემდეგ. მხოლოდ ასეთ შემთხევაში შეიძლება ამ მოსახლეობის დაბრუნება მშვიდობიანად, რაიმე სერიოზული კონფლიქტების გარეშე.

მოხსენება, გაკეთებული II სამეცნიერო-საზოგადოებრივ კონფერენციაზე: 1944 წელს სამხრეთ საქართველოდან დეპორტირებული მოსახლეობის რეპატრიაციის, რეაბილიტაციის და ინეგრაციის პრობლემები

 

IX. ბაჰაის რწმენა

ჭეშმარიტების გულწრფელი ძიება ადამიანისაგან

გაცილებით მეტს მოითხოვს, ვიდრე ბრმა რწმენა."

ბაჰაის ძირითადი პრინციპებიდან

იმ რელიგიურ ლონფესიებს, დენომინაციებს, სექტებს თუ რელიგიურ ჟგუფებს შორის, რომლებიც მეოცე საუკუნის ბოლო წლებში შემოვიდნენ საქართველოში საკუთარი მოძღვრების საქადაგებლად და გასავრცელებლად, ბაჰაის რწმენა აშკარად გამოირჩევა თავისი თავისებურებებით და მრავალმხრივობით. მისმა მიმდევრებმა, რომლებიც არცთუ დიდიხნის წინ ჩვენს დედაქალაქშიც გამოჩნდნენ, მეტად აქტიური საქმიანობა გააჩაღეს და გარკვეული მრევლიც შეიძინეს. ამდენად, ბაჰაის რწმენის შესახებ ჩვენს ხალხს მეტ-ნაკლებად ზედაპირული წარმოდგენა აქვს, მაგრამ მისი საქმიანობის, მოძღვრებისა და კულტის შესახებ ნაკლებად არიან გათვითცნობიერებული. ბაჰაის რწმენა, როგორც თვით მისი ადეპტები განმარტავენ: "ეს არის ღვთაებრივი, ყოვლისმომცველი თავისი მაშტაბით, დამოუკიდებელი მსოფლიო რელიგია. ეს არის რელიგია ფართო შეხედულებებით, მეცნიერული მეთოდებით, ჰუმანიტარული პრინციპებით, რომელიც დინამიურად მოქმედებს ადამიანების გულსა და გონებაზე. იგი გამოდის ღმერთის ერთობიდან, ცნობს წინასწარმეტყველთა და კაცობრიობის რასის ერთობას."

ბაჰაის რელიგიის მიმდევარნი ამტკიცებენ, რომ მათმა რწმენამ მსოფლიოში საკმაოდ მოიკიდა ფეხი. სტატისტიკური მონაცემებით, რომელიც გამოქვეყნებულია "ბრიტანიკის" ენციკლოპედიის ყოველწელიწადეულში, ბაჰაის მოძღვრება გავრცელებულია 232 ქვეყანაში. ეს მეორე მონაცემია ქრისტიანობის (254) შემდეგ. უფრო ნაკლები რაოდენობის ქვეყნებშია გავრცელებული ისლამი (172), იუდაიზმი(125), ინდუიზმი (88), და ბუდიზმი (88). ამავე მონაცემებით ბაჰაის რწმენას აღიარებს 2100 ეროვნების ადამიანი. თუმცა მომდევართა რაოდენობა დიდ რელიგიებთან შედარებით მრავალრიცხოვანი არ არის


 სულ 6 მილიონი ადამიანი.

 

გვაქვს სტატისტიკური მონაცემები დსთ-ს მაშტაბითაც. 2002 წლისათვის ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე 300 დასახლებულ პუნქტში ცხოვრობს დაახლოებით 9 ათასი მორწმუნე. აქედან თვით რუსეთის, 120 ქალაქში 3000-მდე მორწმუნეა. რაც შეეხება საქართველოს, აქ მორწმუნეთა რაოდენობა შედარებით უმნიშვნელოა, მაგრამ სამაგიეროდ მეტად აქტიური.

ბაჰაის რწმენის მიმდევართა მტკიცებით, მათი რელიგიის მთელი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ წინ წასწიონ ცივილიზაცია, რომელიც ადამიანთა ერთობას, მამაკაცთა და ქალთა თანასწორობას, რასობრივ ჰარმონიას, ეკონომიკურ სამართლიანობას, საყოველთაო განათლებას, მეცნიერებისა და რელიგიას შორის თანხმობას დაეყრდნობა.

ბაჰაის რწმენით, ღმერთი ერთია, მსოფლიოს რელიგიები კი არის გამოსახულება მისი ურყევი რწმენისა, როგორც წარსულში, ისე მომავალშიც. ხოლო კაცობრიობა კი არის ერთიანი რასა, რომელმაც მშვიდობასა და თანხმობაში უნდა იცხოვროს. სხვა გამოსავალი ადამიანებს უბრალოდ არ აქვთ.

 

თავის მოსაზრებებს რელიგიის დამაარსებელი უგზავნიდა სხვადასხვა ქვეყნის მონარქებს, მთავრობათა მეთაურებს, რელიგიურ ლიდერებს, ყველას აგებინებდა თავის მისიის შესახებ და მშვიდობისაკენ მოუწოდებდა. იგი სიცოცხლის ბოლომდე ცდილობდა, მსოფლიოსათვის გაეცნო ღვთის ეპისტოლე, რითაც ყველას სნეულებისაგან განკურნავდა ღვთის ძალით და ხმით. იგი ასწავლიდა ხალხს, თუ როგორ ყოფილიყვნენ სრულყოფილნი და ბედნიერნი.

1. ბაბი და ბაჰაულა

ყველაფერი ეს მხოლოდ 1844 წლის 23 მაისს დაიწყო, როდესაც ირანელმა ვაჭარმა სეიდ ალი-მუჰამედმა (1819-1850 წწ), რომელსაც უფრო გვიან ბაბი (არაბულად


 კარიბჭე) ეწოდა, გამოაცხადა, რომ მალე მოხდება აღთქმულის ასრულება, ქვეყანას წინასწარმეტყველი მოევლინება, და რომ მისი (ბაბის) ვალია, მოამზადოს კაცობრიობა მისი მოსვლისათვის.

 

 

ისევე როგორც ქრისტიანობაში იოანემ იწინასწარმეტყველა იესო ქრისტეს მოვლინება ამქვეყნად, ასევე ბაბიმ იწინასწარმეტყველა ბაჰაულის გამოგზავნა ღვთისაგან, რომელსაც ისეთივე თვისებები მიეწერებოდა, როგორც სხვადასხვა რელიგიის ადრინდელ წინასწარმეტყველებს კრიშნას, მოსეს, ბუდას, ქრისტესა და მუჰამედს.

"ღმერთის რელიგიის, - წერენ ბაჰაის რწმენის მიმდევარნი, - ამ სულიერი საფუძვლების გაუქმება, რომლებიც კაცობრიობის ღირსებებს წარმოადგენენ, შეუძლებელია; ისინი მუდმივნი და შეუცვლელნი არიან და მხოლოდ განახლდებიან ყოველი წინასწარმეტყველის მომდევნო ციკლში...

ჯერ ბაბის, შემდეგ კი ბაჰაულას გამოჩენა დაემთხვა იმ პერიოდს მსოფლიოში, როდესაც მრავალი მორსმუნე სხვადასხვა ქვეყნებში ელოდა ზეციურ მოვლენებს. ქრისტიანები იესო ქრისტეს მეორედ მოვლინებას, მუსლიმები


 მუჰამედის მიერ აღთქმული დაპირების შესრულებას,. ირანშიც სჯეროდათ ამ წინასწარმეტყველებებისა და გულმოდგინედ ეძებდნენ ასეთ ადამიანს მთელ ქვეყანაში. მალე ასეთი პიროვნებაც გამოჩნდა. იგი პრეტენზიას აცხადებდა იმაზე, რომ ღვთის მიერ იყო გამოგზავნილი, რათა ადამიანები მოემზადებინა წინასწარმეტყველთა შესახვედრად. ამ კაცს, როგორც ზემოთ ვთქვით, ბაბი ერქვა. მან აქტიურად დაიწყო ქადაგება, მისი რწმენა და ქმედება ისეთი შთამბეჭდავი იყო, რომ ბევრმა ადამიანმა ირწმუნა და გაიაზრა მისი შეხედულებანი. მალე ირანში დიდი მოძრაობა დაიწყო. ბაბის მომხრეებს, დამაარსებლის სახელის მიხედვით, ბაბები ეწოდათ. ეს მოძრაობა იმდენად გაძლიერდა, რომ ირანის ხელისუფლება შეშფოთდა. მათ დაგმეს ბაბის მოძღვრება, ხოლო მის მიმდევრებს ფიზიკურად გაუსცორდნენ. თავისი რსმენის გამო ათასობით ადამიანი სიკვდილით იქნა დასჯილი. თვით ბაბი 1850 წლის 9 ივლისს შეიპყრეს და შემდეგ სიკვდილით დასაჯეს.

 

ბაბის მიმდევრებიდან ახალი რსმენის გავრცელებაში გამორჩეული როლი შეასრულა ირანელმა კეთილშობილმა მირზა ჰუსეინ ალიმ (1817-1892), რომელსაც ბაბიმ ბაჰაულა (არაბულად "ღვთის დიდება") უწოდა. ბაჰაულა მდიდარი კაცი იყო, მაგრამ ამას მისთვის არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. ბაბის ქადაგების მოსმენის შემდეგ იგი მის მხურვალე თაყვანისმცემლად იქცა. მართალია, მას ახალი სარწმუნოების მიღებისათვის ქონება ჩამოართვეს, დააპატიმრეს, გაროზგეს, თეირანის ციხეში დაამწყვდიეს და ყველაზე მძიმე ჯაჭვი დაადეს, მაგრამ ამას იგი არ შეუშინებია. მან თავი უყოყმანოდ გადადო უფლისათვის.

ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ირანის ხელისუფლებამ, მიუხედავად იმისა, რომ ბაჰაულა მძიმედ იყო ავად, გადაწყვიტა მისი ქვეყნიდან გაძევება. იგი ბაღდადში (ერაყში) გადაასახლეს, რომელიც იმ დროს ოტომანთა იმპერიაში (თურქეთი) შედიოდა. 1863 წელს აქ, ქალაქგარეთ მდებარე დიდ ბაღში, რომელიც ცნობილია რიდვანის (რაც სამოთხეს ნიშნავს) სახელით, მან გამოუცხადა ხალხს, რომ სწორედ ის არის ღმერთის მიერ ყველა რელიგიისთვის აღთქმული მოვლინებული ადამიანი, ის პიროვნება, რომელიც იწინასწარმეტყველა ბაბიმ.

ხალხისთვის ეს ამბავი უკვე ცნობილი იყო, მაგრამ მათ მაინც დიდი სიხარულით და აღფრთოვანებით მიიღეს ეს ცნობა. საყოველთაო სიხარულს

ანელებდა მხოლოდ ის გარემოება, რომ ბაჰაულა და მისი მიმდევრები უფრო შორს უნდა გადაესახლებინათ, რადგან სპარსეთის მთავრობა მათ საშიშად მიიჩნევდა. მათი აზრით, ბაღდადი ტერიტორიულად ძალზე ახლოს იყო ირანთან და მის ქადაგებას შეეძლო ქვეყნისათვის დიდი ზიანი მიეყენებინა. ირანის მთავრობის ზეწოლით თურქებმა ბაჰაულა და მისი მიმდევრები ჯერ კონსტანტინოპოლში გადააგზავნეს, შემდეგ კი ადრეანეპოლში. აქ, მან და მისმა ოჯახმა 5 წელი დაჰყო.

1868 წელს ბაჰაულა ადრეანეპოლიდან გადაასახლეს ქალაქ აკაში, რომელიც მთლიანად ციხე იყო. მისი ოჯახი და 70-ზე მეტი მიმდევარი მოთავსებული იქნა 2 ოთახში, სადაც მას რამდენიმე ხნის შემდეგ შვილიც დაეღუპა. ორი წლის შემდეგ ისინი გადაიყვანეს სხვა სახლში, სადაც ოდნავ მეტი სივრცე ჰქონდათ, მაგრამ სახლის დატოვების ნება მაინც არ მისცეს. ბოლოს, როდესაც ხელისუფლება დარწმუნდა, რომ მას არავითარი ზიანის მიყენება არ შეეძლო, ქალაქგარეთ დაასახლეს.

ბაჰაულა შესანიშნავად აღწერს საკუთარი ცხოვრების პერიპეტიებს, განცდებს და განწყობილებებს:

"მე ვიყავი ისეთივე ადამიანი, - წერდა იგი, - როგორც ყველაა. ერთხელაც, როდესაც მეძუნა, ვიგრძენი უცაბედად მჩატე სიო ყოვლად წმინდისაგან მონაბერი, რომელიც თავზე სასიამოვნოდ დამტრიალებდა და ჩამბერა ის ცოდნა ყოველივესი, რაც არის. ეს ჩემგან გამომდინარე არ ხდებოდა. ეს იყო მხოლოდ ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნისაგან გამომდინარე და მან მომმართა, მომიწოდა, რათა მე მეთქვა ჩემი სიტყვა სააქაოსა და სამოთხეს შორის, და ამ დროს ვიგრძენი როგორ წამომივიდა ღვარად ცრემლი".

მეორე ადგილას ბაჰაული მადლიერების სიტყვებით მიმართავდა უფალს: "ო, ჩემო საყვარელო: შენ ცამბერე სული და გამყავი ჩემს თავთან". ხოლო ადამიანებს აფრთხილებდა: "ო, ადამიანებო, თქვენ ფიქრობთ, რომ დაუფლებული ვარ იმ შესაძლებლობებს, რომ კონტროლი გავუწიო და ვმართო ღმერთის სურვილები და მიზნები? შორს ჩემგან ის, რომ მე წინ გავუსწარი ასეთ მოთხოვნებს".

რაც შეეხება მის როლს და მისიას ამქვეყანაზე, იგი აქაც ნათლად გამოხატავს თავის პოზიციას: "ღვთის სიმართლით, ჩემო საყვარლებო! მე არასოდეს მივისწრაფოდი ვყოფილიყავი ლიდერი მსოფლიოში. ჩემი სულიერი განზრახვები გადაეცემოდა ხალხს, რაც ნაბრძანები მქონდა გადმომეცა ღვთისაგან. ეს იყო სილამაზე, შეუდარებლობა, რასაც შეუძლია გამოყოს ხალხი ამ სამყაროდან, გააერთიანოს და მიაღწიოს განდიდებას. ეს შეუძლია არამორწმუნემაც გაიგოს და ურჩმაც წარმოიდგინოს"...

"იცი შენ, რომ არავისი არ მეშინია ღმერთის გარდა. მის გარდა არავისში არ ჩამიდევს ჩემი ნდობა. მხოლოდ მისი ერთგული ვიქნები და ვისურვებდი, არ ამარიდოს ის, რაც ადრე მისურვა მე. ეს, რასაკვირველია, არის ჩემი გულის თხოვნა, იცოდე ამის შესახებ. მე შევთავაზე ღმერთს ჩემი სხეული, როგორც მსხვერპლი, უფალს, მთელი მსოფლიოს პატრონს"...

როგორც ბაჰაულას მიმდევრები წერენ, იგი "ანტიკური სილამაზით და სიმშვიდით დათანხმდა, ყოფილიყო ბორკილებში, რათა კაცობრიობა გათავისუფლებულიყო თავისი მონობისაგან. და ეს იყო შინაგანად ძალიან ძლიერი საყრდენი, რათა მსოფლიოს, მთელს კაცობრიობას მიეღწია ნამდვილი თავისუფლებისათვის. ის იმ დარდისა და სურვილისაგან დაიტანჯა და გამოიფიტა, რომ როგორმე ყველა ხალხს მიეღწია სიხარულისა და სიმშვიდისათვის.

თუმცა, მიუხედავად ასეთი ტანჯვისა და მძიმე ცხოვრებისა, იგი მაინც ბედნიერი იყო, რადგან მას ჰქონდა საშუალება შეესრულებინა ღვთის სურვილიდა მოეტანა ადამიანებისათვის ბედნიერება.

"მე არ ვდარდობ, - წერდა იგი, - ჩემი მძიმე პატიმრობის გამო. არც იმიტომ, რომ მამცირებენ მტრები... როგორ ტკბილად მაგონდება ის სიმწარე სიკვდილისა, რომელიც გადავიტანე წარსულში და რა ძვირფასია ჩემს გაგებაში ის ისრები მტრებისა, რომლებიც მესობოდნენ, ძვირფასია ღვთის გულისთვის და მის განსადიდებლად! ო, ღმერთო, გამომიგზავნე სიყვარული რათა დავარიგო იგი. მადლისთვის მე გისურვებ მხოლოდ იმას, რასაც ისინი მოითხოვენ და გიჩურჩულებ, რასაც ისინი გიჩურჩულებენ. მე შენში მაქვსყოველთვის იმედი და ნდობა".

ბაჰაულას პიროვნების და საქმიანობის უკეთ დახასიათებისათვის ძალზე საინტერესოა ინგლისელი პროფესორის ედუარდ ბრაუნის მოგონებები, რომელიც სპეციალურად ჩავიდა თურქეთში, აჯაში, რათა ახალი დროის წინასწარმეტყველს შეხვედროდა:

"მისი სახე, - წერდა იგი, - არასოდეს დამავიწყდება, თუმცა მიჭირს, ზუსტად აღვწერო. მის მრავლისმთქმელ და გამჭრიახ თვალებში ძლიერი სული იგრძნობოდა, შუბლზე სიბრძნე აღბეჭდილიყო. მან ოდნავ გასაგონი ხმით მთხოვა დავმჯდარიყავი, შემდეგ კი განაგრძო: "შენ ტუსაღის სანახავად ხარ ჩამოსული... ჩვენ მხოლოდ მსოფლიოს, ყველა ერის კეთილდღეობა და ბედნიერება გვინდა... და რომ ყველა ერს ჰქონდეს ერთი რწმენა და ყველა ადამიანი ძმებივით იყვნენ ერთმანეთთან; სიყვარულისა და ერთობის კავშირი ხალხთა შვილებს შორის უნდა გაძლიერდეს... ასეც იქნება; ეს უნაყოფო ბრძოლები, ეს დამანგრეველი ომები გაივლიან და დაისადგურებს ძალიან დიდი და ხანგრძლივი მშვიდობა. არ გნებავთ იგივე ევროპაში? ქრისტეც ამას არ წინასწარმეტყველებდა?... ნუ შეაქებ კაცს იმისათვის, რომ მას სამშობლო უყვარს, უმჯობესია იგი შეაქო იმაში, რომ მას უყვარს თავისი მოდგმა"...

აკაშ ბაჰაულამ დაწერა თავისი თხზულების უმეტესი ნაწილი, რომელიც დაახლოებით 100 ტომს შეადგენს. მათ შორის გამოირჩევა "კოტაბ-ი-აგდასი", უწმინდესი წიგნი, რომელშიაც გადმოცემულია ბაჰაულას ძირითადი კანონები.

ბაჰაულა 1892 წელს გარდაიცვალა. სიკვდილის წინ თავისი რელიგიური მიმდინარეობის მეთაურად და წმინდა წერილების მთავარ ამხსნელად დანიშნა თავისი უფროსი ვაჟიშვილი აბდულ-ბაჰი (1844-1921 წ.წ.), ამან, სპეციალისტთა აზრით, ბაჰაის რწმენას მისცა საშუალება შეენარჩუნებინა ერთობა წინასწარმეტყველის სიკვდილის შემდეგაც...

აბდულ-ბაჰის სიკვდილის შემდეგ ბაჰაის მიმდევართა ხელმძღვანელობა გადავიდა მის შვილიშვილზე შოგი-ეფენდიზე (1897-1957 წ.წ.), ხოლო 1963 წლიდან იგი ხორციელდება სამართლიანობის მსოფლიო სახლის მიერ. რომლის შექმნა ჩაფიქრებული ჰქონდა ჯერ კიდევ ბაჰაულას.

 

 

2. ბაჰაის მოძღვრება

"ყველა ხალხი გაერთიანდება და

იქნება ერთი ფარა და ერთი მწყემსი".

ბაჰაულა

ბაჰაის მოძღრება გადმოცემულია ბაჰაულას წმინდა წიგნებში. ამ წმინდა წიგნებს შეადგენს ბაბის, ბაჰაულას და აბდულ


 ბაჰის მიერ დაწერილი შრომები, რომლებიც ღვთით შთაგონებულად არიან გამოცხადებული. ეს წიგნები ჩვენამდე მოვიდნენ ხელნაწერების სახით და უმეტესად ეკუთვნიან ბაჰაულას, ან მისი მდივნის (ბაჰაულას კარნახით) კალამს. მისი ნამდვილობა კი დადასტურებულია თვით ბაჰაულას მიერ.

 

ბაჰაის მოძღვრებით სამყაროს შემოქმედი არის ღმერთი, რომელიც მომდინარეობს მარადიული ყოფიერებიდან. იგი არის ერთადერთი, მარტოსული, უბადლო და სწორუპოვარი. იგი მარადიულია როგორც წარსულში, ისე მომავალში. იგი ყოველი საგნისაგან განცალკევებულია, ყოვლად მომთმენია, უცვლელია და თვითარსია. როგორც ბაჰაის წმინდა წერილშია გადმოცემული: "იყო მისი სამეფოს შეუცნობელ სიღრმეთა შხეფვა და სრული არარაობიდან იქმნა ყოველგან მსუფევი ნება მისი, ყოფიერებაში ქმნილებად წოდებული, განუსაზღვრელი თავის შესაძლებლობებში და უკვდავი დროში. მისი სიუხვის საოცრებანი არასოდეს შეწყდება და მისი გულთბილი მოწყალების ნაკადი არასოდეს შეჩერდება, მის შემოქმედებას არც დასაწყისი ჰქონია და არც ბოლო ექნება".

ღმერთის სამყაროები უთვალავია რიცხვით და უსაზღვროა შესაძლებლობებში. ვერავინ შეიცნობს და აღიქვამს მათ, გარეშე ღვთისა, ყოვლისმცოდნისა და ყოვლად ბრძენისა.

მთელი სამყარო, ბაჰაის მიხედვით, გამოსახავს მის დიდებას, რადგან ის თავად თვითმყოფადია, უბადლო მის ქმნილებათა შორის... ყოველგვარი არსებობა მასზეა დამოკიდებული და მისგან მოედინება ყოველივეს მასაზრდოებელი წყარო. ხოლო ყოველი ქმნილება მთელს მსოფლიოში სხვა არაფერია თუ არა კარი მისი შემეცნებისაკენ:

"... ყოველი ქმნილება ნიშანია ღმერთის გამოცხადების. თითოეული საგანი, - არის უფლის შესაძლებლობის, უფრო სწორედ ყოვლისშემძლეობის ნიშნის გამომხატველი. რადგან მბრძანებელმა ისურვა თავისი მეუფება სახელთა და თვისებათა სამეფოში გამოეხატა ღვთიური ნების მეოხებით, ყოველი ქმნილება მისი დიდების ნიშნად იქცა".

შემდეგ ბაჰაულა აგრძელებს საუბარს ღმერთის სიძლიერისა და ყოვლისშემძლეობის შესახებ: "მთელს სამყაროში ერთი ატომიც კი არ მოიძებნება, რომელიც მის ძლიერებაზე არ მიანიშნებდეს. რომელიც მის წმინდა სახელს არ ადიდებდეს და მისი ერთადერთობის სხივოსან ნათელს არ აფრქვევდეს. მის მიერ ქმნილი იმდენად მშვენიერი და ყოვლის მომცველია, რომ ვერც გული და ვერც გონება, რაც არ უნდა სუფთა იყოს იგი, ვერასოდეს ჩასწვდება მის თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო ქმნილებათა ბუნებას; მიუწვდომელია საიდუმლო მისი, ვინც არის სიმართლის ცისკრის ვარსკვლავი, ვინც უხილავი და შეუცნობი რაობაა. ყველაზე კეთილშობილ მისტიკოსთა თეორიები, ყველაზე სრულყოფილ პიროვნებათა მიღწევები, უდიდესი ფასეულობანი, რომელთა შექმნა შეუძლია ადამიანის ენას თუ კალამს. ეს ყველაფერი გარკვეულ ზღვრებში მოქცეული გონების ნაყოფია და განპირობებული მისი შეზღუდვებით".

შეცნობადია თუ არა ღმერთი? ამ უმნიშვნელოვანეს კითხვაზე ბაჰაულა უარყოფითად პასუხობს, თუმცა მეორე მხრივ მის რეალობასა და ჭეშმარიტებაზე საუბრობს: "როგორ გავბედავ, - წერს იგი, - ვთქვა, რომ შეგიცან, როცა შენს მიერ შექმნილი მთელი სამყარო განცვიფრებულია შენი საიდუმლოებით და როგორ

ვიტყვი, რომ არაფერი ვიცი შენს შესახებ, როცა მთელი სამყარო შენს არსებობაზე მიუთითებს და შენს ჭეშმარიტებაზე მეტყველებს?".

ისევე როგორც სხვა ტრადიციულ მსოფლიო რელიგიებში ბაჰაიზმშიც ყოველივე ირგვლივ, ცოცხალი თუ არაცოცხალი ბუნება, ღვთის შემოქმედების ნაყოფია, მისი ნება და განგებაა, მაგრამ ყველაფრის გვირგვინი, რასაკვირველია, თვით ადამიანია.

"რა ბრწყინვალეა ცოდნის ლამპარი, - ამბობს ბაჰაულა, - თითოეულ ატომში რომ კაშკაშებს და რა ვრცელია სიბრძნის ოკეანე, წვეთში რომ ღელავს! ყველაზე უფრო ეს ითქმის ადამიანზე, რომელიც ყველა ქმნილებათა შორის განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვდა და ამ ღირსებით გამორჩეული იქნა დიდებისათვის, რამეთუ მასში მჟღავნდება ღმერთის ყველა თვისება და სახელი იმ ზომით, რომლითაც სხვა არცერთი ქმნილება არ გამოირჩევა". (შეადარე ბიბლიურ დებულებას "ღმერთმა ადამიანი შექმნა თავისი სახისა და ხატის მსგავსად").

"როდესაც შექმნა სამყარო და ყოველივე, რაც მასში ცოცხლობს და მოძრაობს, - ნათქვამია ბაჰაის წმინდა წერილში, - უფალმა თავისი თავისუფალი და მეფური ნებით განსაჯა, რომ კაცთათვის მიენიჭებინა უნიკალური ღირსება და შესაძლებლობა, რომელსაც მოვლაგაფრთხილება სჭირდება, როგორც მაცოცხლებელ იმპულსს და პირველად მიზანს, საფუძვლად რომ უდევს ყოველივე ქმნილს... თითეული და ყოველი ქმნილების არსი ღმერთმა ჩადო თავის ერთ-ერთი თვისების დიდების მფლობელად. ხოლო ადამიანის არსში მან თავი მოუყარა თავისი სახელისა და თვისების ბრწყინვალებას და ჰქმნა იგი თავის საკუთარი თავის სარკედ. ყოველ ქმნილთა შორის მხოლოდ ადამიანი იქნა გამორჩეული ასეთი დიდი უპირატესობისათვის, ასეთი უსასრულო სიუხვისათვის".

როგორც ვნახეთ, ბაჰაის მოძღვრებით, მართალია, ადამიანი ყველა ქმნილთა შორის გამორჩეულია (უნიკალური მოვლენაა), ქმნადობის გვირგვინია, უფლის სარკეა, მას აქვს უფლის ნიშანი


 სული, მაგრამ მისი შესაძლებლობები ძალზედ შეზღუდულია. ადამიანის გონება ვერ გადააჭარბებს იმ ფარგლებს, რომელსაც მკაცრად ექვემდებარება ზღვარდადებული აზროვნება: "რა სიმაღლესაც არ უნდა მიაღწიოს კაცის ამაღლებულმა გონებამ, რარიგ ღრმაც არ უნდა იყოს მიუკერძოებელი გონებისა და მიხვედრილი გულის განჭვრეტა, - ნათქვამია ბაჰაის წმინდა წერილში, - ვერც ასეთი გონება და ვერც ასეთი გული ვერასოდეს გაცდებიან მათს მიერვე შექმნილ წარმოდგენებს და მათივე აზრების ნაყოფს... უზომოდ მაღლა დგას იგი ადამიანის გონების სწრაფვაზე


 ჩასწვდეს მის არსს, ანდა ადამიანის ენის მცდელობაზე


 აღწეროს მისი იდუმალება. ვერავითარი პირდაპირი ურთიერთობის ძაფი ვერ დააკავშირებს მას თავის ქმნილებებთან..."

 

მაშ გამოსავალი სად არის, როგორ უნდა შეიცნოს ადამიანმა უფალი, როგორ უნდა შეაღწიოს მის საუფლოში? ამისათვის ღმერთი ადამიანებს დროდადრო უგზავნის თავის მოციქულებს, წინასწარმეტყველებს. ისინი გარკვეულად ღმერთის განსახიერებები არიან. ასეთი მოციქული სულ რამდენიმე იყო: კრიშნა, მოსე, ბუდა, ქრისტე, მუჰამედი და სულ ბოლოს ბაჰაულა.

მიზანი მათი გამოგზავნისა, ბაჰაის რწმენის მიხედვით, არის გაათავისუფლონ ადამიანის ნაშიერნი უმეცრების სიბნელისაგან და გაუძღვეს მათ ღვთის ნათლისაკენ. გარდა ამისა, იგი გარანტიაა კაცობრიობისათვის მშვიდობისა და სიწყნარის უზრუნველყოფისათვის, იმ საშუალებებით აღჭურვისა, რომლითაც ამის მიღწევაა შესაძლებელი:

"შეცნობა უძველესი არსებისა, - ნათქვამია ბაჰაის წმინდა წერილში, - რომელიც მარად იყო და იქნება, შეუძლებელია კაცთათვის. ვერარა ადამიანის გაგება

 

 

ვერასოდეს მოიპოვებს მის წმინდა საუფლოში შეღწევის ნებას. თუმცა კი, ნიშნად მისი მოწყალებისა და მისი კაცთმოყვარული სიკეთის დადასტურებისა, მან ადამიანებს მოუვლინა თავის ღვთიური ერთობის სიმბოლოები და ამ კურთხეულ სულთა ცნობა თავისი საკუთარი თავის ცნობის ტოლფასად გახადა. მან, ვინც შეიცნო ისინი


 შეიცნო ღმერთი. ვინც ყური დაუგდო მათს მოწოდებას, ყური დაუგდო ხმას ღვთისას და ვინც დაადასტურა მათი გამოცხადების ჭეშმარიტება. მან თავად ღმერთის ჭეშმარიტება დაადასტურა... თითოეული მაღგანი არის გზა ღვთისა, რომელიც აკავშირებს ამ ქვეყანას ზეციერ სასუფეველთან და არის ღვთიური სიმართლის საზომი თითოეულისათვის, მიწიერ და ზეციურ სამეფოებში. ისინი არიან ღმერთის განსახიერებანი კაცთა შორის. მისი სიმართლის საბუთნი და მისი დიდების ნიშანი".

 

ბაჰაის რწმენით, ადამიანს ღმერთის სხვა ქმნილებებისაგან განსხვავებით აქვს სული, რომელიც არის ღმერთის ნიშანი, როგორც თვითონ ამბობენ: "ზეციური ძვირფასი ქვა, რომლის არსებობისათვის ჩაწვდომა ბევრი განსწავლული ადამიანისათვის მიუწვდომელია და რომლის საიდუმლოებას ვერანაირი გონება, როგარც არ უნდა მახვილი იყოს, ვერასოდეს ვერ ამოიცნობს. ის არის პირველ შექმნილი არსთაგან, რომელმაც აღიარა თავისი შემქმნელის სრულყოფილება, პირველმა შეიცნო მისი დიდება, აღიარა მისი ჭეშმარიტება და მის წინაშე თაყვანისცემით მოიყარა მუხლი."

თუ ყველაფერს ზემოთქმულს შევაჯამებთ, დასკვნა ასე გამოიყურება: არის დიდი უფალი ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო, ხილული თუ უხილავი. სხვა ქმნილებებთან ერთად მან შექმნა ადამიანი, რომელსაც ადევს ღმერთის ნიშანი, გვირგვინი მისი ქმნადობისა. მას აქვს მარადიული სული. იმისათვის, რომ ადამიანთა მოდგმამ სწორი გზით იაროს, დედამიწაზე იგი დროდადრო აგზავნის თავის მოციქულებს. ასეთი მოციქულები იყვნენ: კრიშნა, მოსე, ბუდა, ქრისტე, მუჰამედი, ბაჰაულა. მოციქულები შემდეგაც მოვლენ, მაგრამ, სანამ მოვლენ, მანამ ადამიანებმა ბაჰაულის მოძღვრებით უნდა იხელმძღვანელონ. საბოლოო მიზანი ადამიანისა მდგომარეობს იმაშ, რომ დაუბრუნდნენ ღმერთს და შეუერთდეს მის დიდებას.

ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ცხოვრებაში სწორი, ღმერთის გზით ივლის. როგორც ბაჰაის წმინდა წერილშია ნათქვამი:

 

 

"...თუ კაცის სული ღვთისგზებით ივლის, ისუეჭველად დაუბრუნდება დაშეუერთდება მეუფის დიდებას... სული... მისი ამაღლების შემდეგ შეიძლება ფლობდეს ისეთ ძალას, რომ მისი სარგებლობა ყოვლისშემძლის მიერ შექმნილ ყველა სამყაროს შეეძლება...

სწორედ ისევე, როგორც სარწმუნოება არსებობდა იმ დროიდან, რომელსაც საწყისი არა აქვს და იარსებებს ბოლომდე, რასაც ბოლო არა აქვს, ისევე ჭეშმარიტი მორწმუნეც მარად იცოცხლებს და იარსებებს. მისი სული სამუდამო ბრუნვაში იქნება ღვთის ნების გარშემო. ის იარსებებს მანამ, სანამ თავად ღმერთი იარსებებს.

რაც შეეხება ადამიანთა საზოგადოებას, მან უნდა მოიშოროს ყოველგვარი მანკიერება და დაუცხრომლად ისწრაფვოს სიკეთისაკენ. სხვაგვარად იგი მთლიანად გაინადგურებს თავის თავს, უნდა განახლდეს როგორც თითეული ადამიანი, მისი პირადი ზნეობრივი ნორმები, ასევე საზოგადოება თვით სახელმწიფო მმართველობის სისტემაც. მთავარი თემა ბაჰაის მოძღვრებისა იყო კაცობრიობის ერთობა, რომელიც უნდა გაერთიანდეს ერთიან თანამეგობრობად. ასეთი გაერთიანება, მათ აზრით, არა მარტო სასურველი, არამედ აუცილებელია, რადგან ცხოვრება და ისტორიის წინსვლა თანდათან შლის ტრადიციულ წინაღობებს რასებსა

და რჯულთმოძღვრებებს შორის, ერებსა და სოციალურ ჯგუფებს შორის. ის, რაც დღეს ხდება, განპირობებულია იმ წინააღმეგობებით, რომელიც არსებობს ახალი ეპოქის მოთხოვნებს და საზოგადოების ორგანიზაციის მოძველებულ ფორმებს შორის, ბაჰაიზმს ჩამოყალიბებული აქვს ის პრინციპები, რომლებმაც უნდა დაამყარონ და უზრუნველყონ ადამიანთა ერთობა. რადგან "დედამიწა მხოლოდ ერთი ქვეყანაა, კაცობრიობა კი მისი მოქალაქე". აი ზოგიერთი მათგანი:

1. უნდა დაიძლიოს რელიგიური, რასობრივი, ეროვნული, კლასობრივი თუ სხვა ცრუ რწმენები.

2. მამაკაცების და ქალების სრული თანაბარუფლებიანობა.

3. ყველა რელიგიის არსებითი ერთობის ცნობა.

4. სიმდიდრისა და სიღარიბის უკიდურესობის გამორიცხვა საზოგადოებაში.

5. საყოველთაო განათლება.

6. ქცევის უმაღლესი სტანდარტი და ოჯახის სიმთელე.

7. რელიგიას და მეცნიერებას შორის ჰარმონია.

8. მისაღები თანასწორობა ტექნიკური განვითარების და ეკოლოგიას შორის.

ამ, და ზოგიერთი სხვა პრინციპზე უნდა აშენდეს ახალი საზოგადოება, ასე უნდა იქნეს მიღწეული ერთობა, შეწყდეს ყოველგვარი უსარგებლო ომები და მტრობა ხალხებს შორის. ვინაიდან, - ასკვნიან ბაჰაის რწმენის მიმდევრები, - ღმერთი ერთია, ყველა ადამიანი მის მიერ არის შექმნილი და ყველა წინასწარმეტყველიმისი გამოგზავნილია, ამიტომ, კაცობრიობის მიზანი უნდა იყოს პრინციპი: "ერთ ფარას ერთი მწყემსი უნდა ყავდეს".

ვინაიდან ბაჰაის რწმენის მიხედვით ღმერთი ერთია, ხოლო ყველა რელიგია არის ნაწილი ერთიანი ღვთის განგებისა, რომელიც მიმართულია ცივილიზაციის სულიერი და მატერიალური განვითარებისათვის, ხოლო თვით ბაჰაის მოძღვერბა აღასრულებს ყველა ძირითადი რელიგიების აღთქმას, იგი თავისთავში უნდა მოიცავდეს ამ რელიგიათა ძირითად და საკვანძო მომენტებს. ასე მაგალითად:

1. იუდაიზმიდან გამოსული ბაჰაის მიმდევართათვის, ბაჰაულა არის მოვლინება აღთქმული ღვთიური ძალისა, რომელიც ჩამოვიდა ათი ათასი წმინდანით. ბაჰაულა არის აბრაამის შთამომავალი და "შტო ესავის ფესვიდან", რომელიც მოვიდა იმისათვის, რათა ეჩვენებინა გზა ხალხისათვის, თუ როგორ გამოეჭედათ მახვილისაგან სახნისი. ბაჰაულას იძულებითი განდევნის ბევრი მომენტი წმინდა მიწაზე, ისრაელში და ასევე სხვა ისტორიული ფაქტები მისი ცხოვრებიდან წარმოადგენს ბიბლიური წინასწარმეტყველების ასრულებას.

2. იმ ბაჰაელთათვის, ვინც ბუდიზმიდან არიან გამოსულნი, ბაჰაულა წარმოადგენს ბოდა მაიტრეას, საყოველთავო ძმობის ბუდას, რომელიც ამ რელიგიის ტრადიციის თანახმად მთელ კაცობრიობას მშვიდობასა და განათლებას მოუტანს. ერთ-ერთი ასეთი წინასწარმეტყველება ამბობს, რომ ბუდა მაიტრეია მოვა "დასავლეთიდან". ირანი კი ინდოეთიდან მართლაც დასავლეთით მდებარეობს.

3. იმ ბაჰაელთათვის, რომელნიც გამოსული არიან ინდუიზმიდან, ბაჰაულა არის კრიშნას ახალი ინკარნაცია, მეათე ავათარა და "უდიდესი სული", არაშობილი და უკვდავი. "როცა რწმენა უფლისადმი კლებულობს, ბრუნდება დედამიწაზე, რათა თითოეულ ეპოქაში აღადგინოს სიწმინდე".

4. იმ ბაჰაელთათვის, რომლებიც გამოსული არიან ქრისტიანობიდან, ბაჰაულა არის ქრისტეს დაპირების აღსრულება მამა


 ღმერთის სადიდებლად. ბაჰაის

 

რწმენის 1844 წელს წარმოშობა მრავალმხრივ ეხმაურება ქრისტიანულ წინასწარმეტყველებებს, რომელიც შეიცავდა ქრისტეს მეორედ მოსვლის მოლოდინს ამ პერიოდში. ბაჰაულას სწავლება არის წინასწარმეტყველების ასრულება, რომ ყველა ხალხი გაერთიანდება და იქნება ერთი ფარა და ერთი მწყემსი.

5. და ბოლოს, იმ ბაჰაელთათვის, რომლებიც მუსულმანობიდან არიან გამოსული, ბაჰაულა არის ყურანის წინასწარმეტყველების შესრულება ღვთის დღისა და დიდი გამოცხადების შესახებ, როცა უფალი ჩამოვა ღრუბელთა საბურველში. იმ დრამატულ მოვლენებში რაც თავს გადახდათ ბაბის და ბაჰაის მომხრეებს, ისინი ხედავენ აღსრულებას მუჰამედის ბევრი გამოთქმისა, რომელნიც გამოცანად რჩებოდნენ, საუკუნეთა მანძილზე".

ბაჰაის მიმდევრები, ბევრი სხვა რელიგიისაგან განსხვავებით, არ თვლიან, რომ სულიერება უნდა მოასწავებდეს "ამქვეყნიურობისათვის ზურგის შექცევას". პირიქით, ბაჰაულამ აკრძალა ასკეტიზმი და თავის მიმდევრებს დაუწესა, რომ გულით ეზრუნათ იმ წუთისოფლის საჭიროებაზე, რომელშიც ისინი ცხოვრობენ.

3. ორგანიზაცისა

ბაჰაის რწმენის ადმინისტრაციულ ცენტრს ისრაელის ქალაქი ხაიფა წარმოადგენს. აქ, წმინდა მიწაზე, დასაფლავებულია ამ რწმენის 3 მთავარი ხელმძღვანელი. აქვე შეიქმნა რწმენის სულიერი ცენტრი, სადაც ჩამოყალიბდა მსოფლიო ბაჰაიათა მართვის მთავარი ორგანო. აქედან სხვადასხვა ქვეყნებში ხორციელდება რწმენის გავრცელება და მისი პრინციპების ცხოვრებაში დანერგვა.

ხაიფაში არის მოთავსებული სამართლიანობის მსოფლიო სახლი, რომელსაც ხელმძღვანელობს 9 ადამიანი, რომელნიც 5 წლის ვადით არიან არჩეული. ისინი წარმართავენ ბაჰაის საქმიანობას მსოფლიოში. რაც შეეხება ეროვნულ დონეს, აქ მოქმედებს ნაციონალური სასულიერო კრება. მისი მმართველი ორგანოც 9 არჩეული პიროვნებისაგან შედგება. ისინი წარმართავენ თემის საქმეებს. ყოველ წელს ბაჰაის მიმდევრები ირჩევენ ნაციონალური ყრილობის დელეგატებს, რომელთაგანაც ხდება ნაციონალური კრების დაკომპლექტება. ნაციონალური სულიერი კრება კი წარმართავს და კორდინაციას უწევს ამ ქვეყანაში ბაჰაის რწმენის გაცრცელებას. ასევე ხდება ბაჰაის რელიგიური მიმდინარეობის მართვა ადგილობრივ დონეზე. აქაც ირჩევენ 9 კაცს, რომელნიც ხელმძღვანელობენ რელიგიური თემის საქმიანობას კონკრეტულ ადგილებში.

ბაჰაის თემს ფართო კონტაქტები აქვს მსოფლიოში. იგი აკრედიტებული არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია. აქვს სათათბირო ხმა გაეროს სოციალურ-ეკონომიკურ საბჭოსა და ბავშვთა ფონდში.

 

 

ბაჰაის რწმენის საუკუნენახევარი ისტორიის მანძილზე ენერგიული მოღვაწეობისა და აქტიური საქმიანობის შედეგად შეიქმნა ახალი მსოფლიო თემი, რომელშიაც შედის 1820 ეთნიკური ჯგუფი 360-ზე მეტ ქვეყანაში. მისი ლიტერატურა გადათარგმნილია 740-ზე მეტ ენაზე. ასეთ წარმატებას ისინი მიაწერენ მათი მოძღვრების ღვთითშთაგონებულობას და ადმინისტრაციის ეფექტურ საქმიანობას. ბაჰაის რწმენის იმ ზემოთჩამოთვლილ პრინციპებიდან, რომელიც ჩვენ უკვე მოვიტანეთ, როდესაც განვიხილავდით ბაჰაის მოძღვრებას, ძალზე მნიშვნელოვანია ზოგიერთი სხვა პრინციპიც:

1. საყოველთაო ენის მიღება.

2. უკიდურესობების მოსპობა სიღარიბისა და სიმდიდრის გამოვლინებებში.

3. მსოფლიო ტრიბუნალის გამოყენება ერთა შორის სადავო საკითხების გადასაწყვეტად.

4. სამართლიანობის ამაღლება, როგორც საზოგადოების მართვის განმსაზღვრელი პრინციპისა.

5. კეთილსინდისიერი შრომის ლოცვის რანგში აყვანა.

6. რელიგია, როგორც საფუძველი ყველა ხალხებისა და ნაციების.

7. ეკონომიკური პრობლემების სულიერი გადაწყვეტა.

8. საკუთარი ქვეყნის მიმართ ლოიალურობა.

ამასთანავე, ისინი თვლიან, რომ პოლიტიკის ჩვეულებრივი მეთოდები, აუცილებლად არიან დაკავშირებული ხელისუფლებისათვის ბრძოლასთან, ეს კი ეწინააღმდეგება მიზანს წინ წასწიონ კაცობრიობის ერთობა. თუკი ბაჰაის მიმდევარი სამსახურის გამო იძულებული დაიცვას სახელმწიფოს ინტერესი მეორის წინააღმდეგ ან ადამიანთა ერთი ჯგუფის მეორის წინააღმდეგ, მაშინ მისი საქმე წინააღმდეგობაში ვარდება მის რწმენასთან. ამიტომ, ბაჰაის მიმდევარნი არ თანხმდებიან შეთავაზებულ წინადადებაზე დაიკავონ პოლიტიკური პოსტები, ან მონაწილეობა მიიღონ არჩევით თუ სხვა პოლიტიკურ კამპანიებში. თუმცა ისინი მხარს უჭერენ იმ საზოგადოებრივ მოძრაობებს, რომლებიც ახლოს არიან მათ მიზნებთან და თვითონ ეწევიან აქტიურ საქმიანობას იმ მიმართულებით, რომელიც შეესატყვისება მათ რწმენას


 მათ შორის: ადამიანთა უფლებების დაცვას, ქალთა დაწინაურებას, კეთილდღეობის მიღწევას, მორალურ ლიდერობას და ა.შ.

 

ბაჰაის მიმდევარი უნდა დაემორჩილოს სახელმწიფოს კანონებს, ამისათვის მას შეუძლია შეელიოს ყველა გარეგნულ ასპექტს მისი რელიგიური საქმიანობისა


 ადმინისტრაციას, შეკრების ჩატარებას და თავასი შეხედულებების ქადაგებას, მაგრამ მან არავითარ შემთხვევაში არ უნდა დათმოს შინაგანი ფასეულობები


 ღმერთისადმი რწმენა, პატიოსნება, ადამიანისადმი სამართლიანი დამოკიდებულება.

 

არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს პირადი სურვილის მიხედვით, და თუკი ამას სახელმწიფო ავალდებულებს, მაშინ უნდა მიიღოს, მაფრამ ხმა მისცეს კანდიდატის პირადი თვისებების გათვალისწინებით. ბაჰაი არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ უჭერს მხხარს.

სამხედრო სამსახურში ბაჰაის მიმდევარნი ცდილობენ ითხოვონ ალტერნატიული სამსახური ან იმსახურონ არასაბრძოლო ნაწილებში. თუკი ამაზე უარს ეტყვიან


 ბაჰაის მიმდევარი ვალდებულია დაემორჩილოს სახელმწიფოს კანონს და გაიაროს სამსახური შეიარაღებულ ძალებში.

 

4. ბაჰაის რწმენა საქართველოში

ბაჰაის რწმენა საქართველოში მთლად ახალი მოვლენა არ უნდა იყოს. თუ ამ რელიგიის მიმდევრებს დავუჯერებთ, იგი სპარსეთიდან და ოტომანთა იმპერიიდან ჯერ კიდევ ბაჰაულას სიცოცხლეშივე გავრცელებულა თურქესტანში, ინდოეთში, ბოირმაში, ეგვიპტეში, სუდანაში და კავკასიაში. ბაჰაის თემის ისტორიაც ამავე პერიოდიდან იწყება. ჩვენს წვეყანაშ და მეზობელ რეგიონებშიც, ბაჰაულას მსახურების (1853-1893 წ.წ.) დროს ბაჰაის მორწმუნენი საქართველოში უკვე საკმაო რაოდენობით ყოფილან.

ბაჰაის მიმდევრები ყვებიან ამაღელვაბალ ამბავს ამ რელიგიის პირველი ქართველი მორწმუნის, სპარსეთში ისპაჰანის გუბერნატორის მანუჩარ-ხანის შესახებ, რომელიც, ზოგის აზრით, ბაგარტიონთა გვარიდან იყო. ირანის შაჰის კარზე დაწინაურებულიეს ქართველი დაჯილდოებული ყოფილა დიდი ადამიანური თვისებებთ. მას დახმარების ხელი გაუწვდია საფრთხეში ჩავარდნილი ბაბისათვის, როდესაც იგი შირაზიდან გამოაძევეს თავისი მოძღვრების ქადაგებისათვის. დევნილი ბაბი მას თავის სახლშიმიუღია და მისი რწმენაც უღიარებია. მანუჩარ- ხანს ბაბისათვის შეუთავაზებია, რომ ახალ რწმენას მოახმარდა მთელ თავის ქონებას, რომელიც ადრე არ იცოდა რაში დაეხარჯა. მანუჩარ-ხანს უთხოვია ბაბისათვის ნებართვა წასულიყო თეირანში, მისულიყო შაჰთან, რომელიც მას ძალიან ენდობოდა, გაეცნო მისთვის ახალი რწმენა, რომელიც მას ალბათ ძალიან მოეწონა და დაგვეხმარა კიდევაცო. ამასთანავე, მანუჩარ-ხანს შეუთავაზებია: ვიშუამდგომლებ, რომ შაჰმა თავისი ერთ-ერთი და ცოლად გამოგაყოლოს, ქორწილის ხარჯებსაც მე გადავიხდიო, ახალი რწმენის შემოსავლით კი დამთავრდება შავი და მძიმე პერიოდი ირანის ისტორიაშიო.

ბაბი ამაზე პასუხობს: ძალიან კარგი და კეთილშობილურია შენი განზრახვა, ასეთი სიქველისათვის ღმერთი აუცილებლად დაგაჯილდოვებს ან აქ, ან საიქიოშიო, მაგრამ შენ ამქვეყნად დიდი სიცოცხლე არ დაგრჩენია, სულ 3 თვე და 9 დღე (ამ დროისათვის მანუჩარ-ხანი 40 წლისა იყო.) და თანაც, ღვთის განგებით, ჩემი რწმენა ამ გზით ვერ გავრცელდება. ეს მეფეების თუ სახელმწიფოს მეთაურების საქმე არ არის. ღვთის ნებაა, რომ იგი უბრალო ხალხიდან გავრცელდეს და მისთვის წამებულთა სისხლით გაიდგას ფესვებიო...

მანუჩარ-ხანი მართლაც ბაბის მიერ ნაწინასწარმეტყველებ დროს გარდაიცვალა. მას უნდოდა მთელი თავისი ქონება ახალი რელიგიის წარმომადგენლებისათვის დაეტოვებინა, მაგრამ ეს აღარ მოხერხდა.

მანუჩარ-ხანი ისპაჰანშია დასაფლავებული და მის საფლავთან მოსალოცად მოდის მრავალი ადამიანი. გადმოცემით, თუკი ვინმე მის საფლავთან რაიმეს ითხოვს, ღმერთი აუცილებლად შეუსრულებს. ეს ამბავი 1846-47 წლებში უნდა მომხდარიყო. როგორც ვთქვით, ბაჰაის მიმდევართა მტკიცებით, მანუჩარ-ხანი ქართველთაგან პირველია, ვინც ბაჰაის მოძღვრება აღიარა. ამ ფაქტზე ვრცლად არის საუბარი სპარსულ წყაროებში.

ბაჰაის მიმდევართა ცნობით, 1925 წელს კავკასიაში ბაჰაითა ეროვნული საკრებულო შექმნილა, მაგრამ, უკვე სამი წლის შემდეგ, ისინი სერიოზულ სიძნელეებს წაწყდომიან თავისი სარწმუნოების გამო. კომუნისტურმა ხელისუფლებამ საკრებულოები დაშალა და განდევნა, დამსწრეები დააპატიმრა და დაკითხა, დოკუმენტები და წიგნები ამოიღო, ზედამხედველობა დააწესა მათ მიმოწერაზე; მაგრამ ხანგრძლივმა ძიებამ დაადასტურა, რომ ამ რწმენის მიმდევრები არ იყვნენ გარეული არანაირ ძირგამომთხრელ, ანტისაბჭოურ თუ პოლიტიკურ საქმიანობაში. მიუხედავად ამისა, ბაჰაითა შეკრებები მხოლოდ პოლიციის სპეციალური თანხმობით ტარდებოდა.

საბოლოოდ, კავკასიის რესპუბლიკებში ადგილობრივი საკრებულოების არჩევისთანავე, 1928 წლის აპრილში მთავრობამ გააუქმა თავისი დადგენილება და ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ მიიღო ახალი დადგენილება, რომლის მიხედვითაც ბაჰაის ყველა თემი დაშალა.დადგენილებაში მითითებული იყო, რომ სხდომის ოქმის რუსული თარგმანი ხელისუფლებისათვის უნდა წარედგინათ, აკრძალული იყო ბაჰაელთა ბავშვებისათვის 18 წლამდე ესწავლებინათ საკუთარი

სარწმუნოება. მთავრობის სხვა ბრძანებულება საკულტო შენობებს სახელმწიფო საკუთრებად აცხადებდა.

საკუთარი უფლებების აღსადგენად და დასაცავად ბაჰაის მიმდევარნი მიმართავდნენ ადგილობრივ თუ რესპუბლიკურ ხელისუფლებას, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა. 1938 წლისათვის კავკასიის ბაჰაიათა თემი მინიმუმამდე შემცირდა და ასეთ მდგომარეობაში დარჩა მომდევნო 50 წლის მანძილზე.

ბაჰაის თემის აღორძინება დაიწყო მეოცე საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც რელიგიურ ორგანიზაციებს მიეცათ თავისუფალი მოქმედების საშუალება.

ამჟამად საქართველოში 1000-დან 2000-მდე ბაჰაის მიმდევარნი უნდა იყოს. ისინი ძირითადად ცხოვრობენ თბილისში, რუსეთში, ბათუმში, ქუთაისში. ქალაქებს გარდა ეს მოძღვრება გავრცელებულია სოფლადაც


 კასპში, ყაზბეგში, არაგვისპირში, აჭარაში და ა.შ. საქართველოში ჯერ ბაჰაის ტაძარი არ არის (მსოფლიოში ბაჰაის მხოლოდ 7 ტაძარია: ჩიკაგოში, ნიუ-დელში, პანამაში, მაინის ფრანკფურტში, სიდნეიში, უგანდაში (შენდება ჩილეში). ბაჰაის მიმდევრები გეგმავენ, რომ მომდევნო 20 წელიწადში ყველგან აშენდეს ტაძრები. ამჟამად სხვა ქვეყნებში არის მხოლოდ სამლოცველოები, სადაც იმართება ბაჰაიათა კრებები. ითარგმნება და ვრცელდება ქართულ ენაზე რელიგიური ლიტერატურა, სრულდება რელიგიური დღესასწაულები. არის 5-10 კაცისაგან შემდგარი წრეები, რომლებიც შეისწავლიან ბაჰაის მოძღვრებას. ისწავლება ისეთი თემები როგორიცაა:სიცოცხლისა და სიკვდილის პრობლემა, რა არის სული, ადამიანი და მისი დანიშნულება და ა.შ. აქამდე, თბილისში ბაჰაის მიმდევრები იკრიბებოდნენ დიდუბეში, წერეთლის #13-ში, ახლა თავისი სამლოცველოს გადმოტანას ვაკის რაიონში გეგმავენ.

 

ბაჰაისმიმდევრები საქართველოში სხვა და სხვა ეროვნების წარმომადგენლები არიან, მათ შორის ქართველებიც. უმეტესად კი მაინც შერეული ქორწინების შთამომავალნი არიან.

5. ბაჰაის კულტი

ბაჰაის რწმენას სამღვდელოება არ ჰყავს. ცხადია, ეს განაპირობებს მისი კულტის თავისებურებასაც. შესაბამისად, ღვთისადმი მიმართული ლოცვებიც უმეტესად ინდივიდუალურია:

"კურთხეულია მიდამო და სახლი და ადგილი და ქალაქი და გული და მთა და თავშესაფარი და გამოქვაბული და ხეობა და მიწა და ზღვა და კუნძული და მდელო, სადაც ახსენეს და განადიდეს ღმერთი მაღალი", - მიმართავს ბაჰაულა თავის მრევლს, - ხოლო ბაბი მიუთითებს ლოცვის ზუსტ მისამართსა და დანიშნულებაზე: "ო ღმერთო, ჩემო ღმერთო, ჩემო სანუკვარო და ჩემო გულის წადილო."

ბაჰაის რწმენით არის სავალდებულო ლოცვები, რომლებიც აუცილებელია იმდენად, რამდენადაც ისინი უძღვებიან ადამიანებს თავმდაბლობისა და მორჩილებისაკენ, ღმერთისაკენ სახეშებრუნებულებს მისადმი ერთგულების გამოხატვის საშუალებას აძლევენ. "...ამ ლოცვების საშუალებით ადამიანი, - ამბობს აბდულ ბაჰა, - ღმერთთან კავშირს ინარჩუნებს, ეძიებს მასთან სიახლოვეს. თავის ჭეშმარიტ გულის სწორთან საუბრობს და სულიერ სამყაროში უერთდება".

ბაჰაის რწმენაში სამ განსაკუთრებულ ლოცვას გამოყოფენ: მოკლე, საშუალო და ვრცელს. ითვლება, რომ აქედან შერჩეული ნებისმიერი მათგანი და სათანადოდ წაკითხული თავის დანიშნულებას მიაღწევს.

მოკლე სავალდებულო ლოცვა, რომელიც ტრადიციულად დღეში ერთხელ, ნასამხრევს იკითხება ბაჰაულას ეკუთვნის და ასე ჟღერს:

"ვადასტურებ უფალო, რომ შენ შემქმენი მე, რათა შეგიცნო და თაყვანი გცე შენ. ვადასტურებ ამ წუთში ჩემს უძლურებას და შენს ძლევამოსილებას, ჩემს სიღატაკეს და შენს სიუხვეს.

არ არის სხვა ღმერთი შენს გარდა, მფარველისა და თვით არსისა".

მეორე მიმართვა უზენაესისადმი არის საშუალო სავალდებულო ლოცვა, რომელიც ასევე ბაჰაულას მიეწერება და იკითხება სამჯერ დღეში: დილით, ნასამხრევს და საღამოს. არსებობს ლოცვის წაკითხვის დადგენილი ზუსტი წესებიც:

"მან, ვისაც სურს ლოცვის წაკითხვა, უნდა დაიბანოს ხელები და ერთდროულად აღავლინოს შემდეგი სიტყვები:

"სიმტკიცე მიანიჭე უფალო ჩემს მარჯვენას, რათა ისეთი რწმენით აღვმართო შენი წიგნი, რომ მთელი ქვეყნის ძალებიც ვერ აღმიდგნენ წინ. დაიფარე იგი ყოველი ზეგავლენისაგან, რომელიც მისი საკადრისი არ არის. შენ ჭეშმარიტად ხარ ყოვლისშემძლე უძლიერესი".

პირის დაბანისას უნდა ითქვას:

"სახე ჩემი შენსკენ მოვაბრუნე უფალო, გაასხივოსნე იგი შენი სახელის ნათელით და დაიცავი სხვა ხატების თაყვანისაგან".

შემდეგ უნდა ადგეს და სახით ყიბლისაკენ (თაყვანისცემის წერტილი, კარმელის მთასთან, ბაჰჯში, სადაც ბაჰაულა არის დასაფლავებული) აღავლინოს:

 

 

"ღმერთი მოწმობს იმას, რომ არ არს სხვა ღმერთი მის გარდა, მისია გამოცხადების სასუფეველი და შემოქმედების არსი. ჭეშმარიტად მან მოავლინა ის, ვინც მისი გამოცხადების განთიადია, ვინც სინონის მთიდან იქადაგა, ვისი მეშვეობითაც გაცისკროვნდა ღვთიური ჰორიზონტი და ლოტოსის ხე, რომლის მიღმაც ქვეყნიერების კიდეა


 ამეტყველდა, და აღმართა შეძახილი, რომელიც მიწვდა ყოველს: ზეცასა და დედამიწაზე: ისმინეთ, რადგან მოგევლინათ ყოვლადმფლობელი, ხმელეთი და სამოთხე, დიდება და ძალაუფლება ღმერთის არსია, იგი არს კაცთა მეუფე და მპყრობელი ციური ტახტისა და მიწისა მის ფეხქვეშ!".

 

შემდეგ მლოცველმა ხელები მუხლებზე უნდა დაიწყოს და თაყვანისცემის ნიშნად თავი დახაროს:

"შენ აღემატები ჩემსა და ჩემს გარშემო მყოფთა ქება-დიდებას, მიუწვდომელი ხარ ჩემი და არა მიწაზე მყოფთა აღწერილობისათვის!".

შემდეგ მლოცველმა ხელისგულები სახესთან უნდა მიიტანოს და ფეხზე მდგომმა წარმოთქვას:

"ჰოი უფალო, ნუ დაანაღვლიანებ მას, ვინც მავედრებული ხელებით შენი წყალობისა და ნეტარების ნაწიბურებს შეეხო, ჰოი, შენ, მოწყალეთა შორის უმოწყალესო!".

ამის წარმოთქმის შემდეგ მლოცველი უნდა დაჯდეს და თქვას:

"ვადასტურებ უფალო შენს ერთობას და ერთადერთობას. შენ ხარ ღმერთი და არა არს სხვა ღმერთი შენს გარდა. შენ მოგვივლინე ჭეშმარიტად საქმე შენი, აღასრულე აღთქმა შენი და შენი წყალობის კარიბჭე ართოდ გააღე ცისა და მიწის ბინადართათვის. კურთხევა და მშვიდობა, თანხმობა და დიდება მოუვლინე შენზედ მლოცველებს, რომლებმაც მიუხედავად მიწიერი ამაოებისა პირი შენსკენ იბრუნეს და გასცეს ყოველი შენთან თანდასწრების მოპოვების იმედით. შენ ჭეშმარიტად ხარ ყოვლის მიმტევებელი ყოვლადუხვი".

შემდეგ, როგორც ბაჰაის ლოცვების კრებულშია ნათქვამი: თუკი მლოცველი ისურვებს გრძელი სტროფის ნაცვლად შეუძლია წარმოთქვას:

"ღმერთი მოწმე, რომ არა არს სხვა ღმერთი მის გარდა, დამხმარე გაჭირვების ჟამს, თვითარსისა".

ასევე საკმარისი იქნება თუკი დამჯდარი წარმოთქვამს შემდეგ სიტყვებს:

"ვადასტურებ უფალო, შენს ერთობას და ერთადერთობას, შენ ხარ ღმერთი და არა არს სხვა ღმერთი შენს გარდა".

რაც შეეხება მესამე, ვრცელ სავალდებულო ლოცვას, იგი 24 საათში ერთხელ წარმოითქმის. ლოცვა მართლაც ვრცელია, ამიტომ მხოლოდ მის დასაწყისს და ბოლოს მოვიტანთ, ასევე გადმოვცემთ ამ ლოცვის წარმოთქმის წესსაც: ვისაც ამ ლოცვის წარმოთქმა სურს უნდა წამოდგეს და სახე ღმერთისკენმოაქციოს და თავის ადგილზე მდგომმა თავი შეაბრუნოს მარჯვნივ და მარცხნივ, თითქოს თავისი მეუფის წყალობას მოელის


 ყოვლადმოწყალის, შემწყნარებელის. შემდეგ კი დაიწყოს:

 

"ო, შენ, რომელიც ხარ სახელთა მეუფე და სამოთხის შემქმნელი! მე გევედრები იმათი სახელით, ვინც შენი უხილავი არსის ცისკარია; ყოვლად აღმატებულის, ყოვლად დიადისა, რომ ლოცვა ჩემი, ცეცხლად აქციო, რომელიც დაწვავს რიდეს, შენს სილამაზეს რომ მიფარავს; და სინათლედ შენი თანდასწრების ოკეანისაკენ რომ გამიძღვება".

შემდეგ, მკოცველებმა უნდა ვედრებით აღაპყროს ხელები ღმერთისაკენ და სთქვას:

"ჰოი, შენ ქვეყნიერების სურვილო და ერთა მიჯნურო... მე ვარ მსახური შენი, ჰოი, ჩემო, და ძე შენი მსახურისა, გადმომხედე, შენი ნებისა და სურვილის აღსასრულებლად მზადმყოფსა და არაფრის მოსურნეს... მე მსურს მხოლოდ ის, რაც შენ გწადია და მიყვარს მხოლოდ ის, რაც შენ შეგიყვარდა".

შემდეგ მლოცველმა მუხლი უნდა მოიხაროს, მუხლით მიწას შეეხოს და წარმოთქვას:

"შენ აღემატები ყოველთა აღწერილობას და ყოველთა წვდომას შენს გარდა თვინიერ". შემდეგ უნდა ადგეს და სთქვას:

"აქციე ჩემი ლოცვა, უფალო ჩემო, უკვდავების წყაროდ, რომლის მეოხებითაც ვიცხოვრებ იქამდე, სანამ შენი უზენაესობა იარსებებს და შენ სამყაროთა ყოველ სამყაროში, აღვავლენ შენ ხსენებებს".

მორწმუნემ კვლავ ვედრებით უნდა აღაპყროს ხელები და სთქვას: "ჰოი, შენ, ვისთან განშორებამაც გაალღვო გულები და სულები, და ვისი სიყვარულის ცეცხლმაც მთელი სამყარო ცეცხლში გახვია!... შენია მეუფება, ბრძანო ის, რასაც ინებებ. ვადასტურებ, რომ შენ უნდა შეგასხან ხოტბა შენ საქმეებში, დაგემორჩილონ შენს მცნებებში და რომ ხარ შეუზღუდავი შენს ბრძანებებში".

შემდეგ მლოცველი აღმართავს ხელებს და სამჯერ წარმოთქვამს ალა~უ~აბჰა (ღმერთი, ყოვლად დიდებული). შემდეგ მუხლებზე ხელებდაწყობილი უნდა დაიხაროს ღმერთის წინაშე და სთქვას:

"შენ სჭვრეტ, ჰოი, ჩემო ღმერთო, როგორ აღიგზნო ჩემისული, სხეულის ყოველ კიდურში შენი თაყვანისცემის სწრაფვაში; და შენი ხსენებისა და განდიდების ლტოლვაში;

 

 

...მე მსურს შეგავედრო ყოველივე, რაც შენ გახლავს, რათა გავამხილო ჩემი სიღატაკე და გავაზვიადო შენი სიუხვე და შენი სიმდიდრე, რათა განვაცხადო ჩემი უძლურება და მოვავლინო შენი ძალა და შენი ძლევამოსილება".

შემდეგ, მლოცველი უნდა გაიმართოს და ვედრებით ორჯერ აღაპყროს ხელები წარმოსათქმელად:

"არ არს სხვა ღმერთი შენს გარდა, ყოვლისშემძლის, ყოვლადუხვისა. არა არს სხვა ღმერთი, შენს გარდა მბრძანებლისა, დასაბამიდან დასასრულამდე... შენი არს მეუფება ოველ დროთა., ჰოი შენ, სახელთა მეუფევ, ჩემი კი მორჩილება და შენი ნებისადმი თვინიერების წადილი, ჰოი სამოთხის შემქმნელო!".

შემდეგ მლოცველი სამჯერ აღაპყრობს ხელებს და ამბობს:

"ღმერთია უდიდებულესი, ოველ დიდებულთა შორის!"

შემდეგ მუხლს მოიყრის, მუხლით მიწას შეეხება და წარმოთქვამს:

"ძალზედ ამაღლებული ხარ შენ... არ არს სხვა ღმერთი შენს გარდა., ყველაზე ამაღლებული უდიდებულესი".

შემდეგ უნდა დაჯდეს და სთქვას:

"მე დასტურ ვყოფ იმას... რომ შენ ხარ ღმერთი, რომ არა არს სხვა ღმერთი შენს გარდა... ვისი მეშვეობითაც ასოები სიტყვისა "იყავნ" შეერწყვნენ და გადაესკვნენ ერთმანეთს.

მე ვადასტურებ, რომ იგი არს ის, ვისი სახელიც ყოვლად დიდებულის კალმით იქნა მოვლენილი და ღვთის წიგნებში იყო მოხსენებული, მეუფე ცისა და დედამიწის ტახტრევანისა".

შემდეგ მორწმუნე უნდა გასწორდეს და წარმოსთქვას:

"ჰოი, უფალო, ყოველი არსისა და მფლობელო ხილულ და უხილავ საგანთა!... ჩემი შეცოდებანი მაბრკოლებენ მოგიახლოვდე შენ და ცოდვანი ჩემი სიწმინდის ზღურბლისაგან შორს მრიყავენ. შენმა სიყვარულმა, ჰო, ჩემო უფალო, გამამდიდრა, შენთან განშორებამ კი დამაქცია, და შენგან სიშორემ დამაუძლურა. შენ გევედრები... შემეწიო, რათა ვიხილო შენი სილამაზე და აღვასრულო ყოველივე ის, რაც შენს წიგნშია მოვლენილი".

შემდეგ მლოცველმა სამჯერ უნდა გაიმეოროს უდიდესის სახელი, მუხლებზე ხელდაწყობილი დაიხაროს და სთქვას:

"დიდება შენდა ჰოი, ჩემო ღმერთო..."

შემდეგ უნდა გაიმართოს და სთქვას:

"ო, ღმერთო, ჩემო ღმერთო! ჩემი ზურგი, ჩემს ცოდვათა სიმძიმემ მოხარა, დაუდევრობამ კი გამანადგურა. როდესაც ჩემს ცუდ საქციელთ და შენს კეთილგანწყობას ვსაზღვრავ... სირცხვილისაგან ვწითლდები, რათა სახე მოგაპყრო შენ, და ვერ გამიბედავს, სურვილით შეპყრობილი ჩემი ხელები, შენი სიუხვის ზეცისკენ გავაწვდინო... მე გევედრები, შენი სამეფოს ნიშნებითა და შენი უზენაესობის საიმედოობით, მოექცე შენს მსახურთ ისე, როგორც ეს შენ სიუხვეს შეეფერება...".

შემდეგ მლოცველმა სამჯერ უნდა გაიმეოროს უდიდესი სახელი, შუბლით მიწას შეეხოს და სთქვას:

"განდიდებული იყავ, ჰოი, ჩვენო ღმერთო, რადგან მოგვივლინე ის, რაც შენს არსებას გვაახლოებს, და ყოველი სიკეთით უზრუნველგყოფს, რომელნიც შენ გამოამჟღავნე შენს წიგნებსა და წერილეში. დაგვიცავი, გევედრებით შენ, ჰოი, ჩემო უფალო, ფუჭ ზმანებათა და ამაო წარმოსახვათაგან, შენ ჭეშმარიტად, ხარ ძლევამოსილი, ყოვლისმცოდნე".

და ბოლოს, მლოცველმა თავი უნდა ასწიოს, დაჯდეს და სთქვას:

"ვადასტურებ, ჰოი, ჩემო ღმერთო, იმას, რაც შენს რჩეულთ მიერ იქნა დადასტურებული, და ვაღიარებ იმას, რაც უზენაეს სამოთხის მკვიდრთა და შენი

დიდების გარემომცველთა მიერ იქნა აღიარებული. მიწისა და ზეცის საუფლო შენ გეკუთვნის, ჰოი, ქვეყნიერების მეუფეო!".

როგორც ზემოთ ვთქვით, ეს არის სამი სავალდებულო ლოცვა, რომელთაგან ერთ-ერთის წარმოატქმა საკმარისია და იგი აუცილებლად აღწევს თავის დანიშნულებას. როდესაც ბაჰაის მიმდევრები შეკრებაზე ერთად იყრიან თავს მაშინ სხვა ლოცვებს კითხულობენ და გალობენ. არის საერთო და სპეციალური ლოცვები. ლოცვათა კრებულში, ტრადიციულად სამი აუცილებელი ლოცვის გარდა შეტანილია მრავალი სხვა ლოცვაც, რომელთაც ნაირნაირი დანიშნულება აქვთ. ასე მაგალითად: არსებობს ლოცვები განკუთვნილი ბავშვებისა და ყმაწვილებისადმი, მიცვალებულისადმი, ქორწინებისადმი, მარხვისადმი, განმარტოებულთათვის, მშობლებისადმი, მომლოდინე დედებისადმი, განკურნებისათვის, მიტევებისათვის, კაცობრიობისათვის, მოგზაურებისადმი და ა.შ. არის დილის, ღამის და შუაღამის ლოცვები. საწინამძღვარო ლოცვები გზააბნეულთათვის და ა.შ. აქვე მოთავსებულია ლოცვა და წესი ჰუყუყულას (შესაწირის) შესახებ, რომელიც ბაჰაელთა აზრით თვით უფალს აქვს დაწესებული.

ბაჰაის მიმდევრები ზეიმობენ ახალ წელს, რომელიც 21 მარტს აღინიშნება. ეს არის დღე მხიარულობისა და სტუმარ-მასპინძლობისა. ბაჰაის ერით ახლა 159-ე წელია, წელიწადი შედგება 19 თვისაგან, თვეში 19 დღეა. ფართოდ აღინიშნება მე-19-ე დღის დღესასწაული. არის ასევე აიამიჰას ანუ ჩასმული დღეები


 ეს არის ბაჰაის კალენდრით მულკისა და ალას თვეებს შორის, 26 თებერვლიდან 1 მარტამდე. ბაჰაის მიმდევრები მარხულობან 2 მარტიდან 20 მარტამდე (ჩათვლით). მათთვის, ამის გარდა წმინდა დღეებად ითვლება: პირველი დღე რიზვანისა


 21 აპრილი, მე-9 დღე რიზვანისა


 29 აპრილი, მე-12 დღე რიზვანის დღესასწაულისა


 2 მაისი, ბაბის დეკლარაციის დღე


 23 მაისი, ბაჰაულას ზეცად ამაღლების დღე- 29 მაისი, ბაბის მოწამეობრივი სიკვდილი


 9 ივლისი, ბაბის დაბადების დღე


 20 ოქტომბერი, ბაჰაულას დაბადების დღე


 12 ნოემბერი, აღთქმის დღე


 26 ნოემბერი, აბდულ ბაჰას ზეცად ამაღლება


 28 ნოემბერი.

 

6. ბაჰაის რწმენის შეფასება

როგორც ვნახეთ, ბაჰაის მოძღვრება საკმაოდ თავისებური რელიგიაა. იგი, როგორც ნებისმიერი სხვა რელიგია, თავის განსაკუთრებულობას, უპირატესობას და ჭეშმარიტებას უსვამს ხაზს. მათი აზრით, ღმერთის შეცნობის დიდ გზაზე სხვა რელიგიები, მათ შორის იუდაიზმი, ქრისტიანობა, ბუდიზმი თუ ისლამი, თავის დროზე უაღრესად მნიშვნელოვანი, მაგრამ უკვე განვლილი ეტაპებია. ახლა ბაჰაის ჯერია და სანამ სხვა წინასწარმეტყველი მოვიდოდეს მანამდე მის მოძღვრებას უნდა მივდიოთ.

ბაჰაის რწმენისმიმდევარნი ცხადია არ შეიძლება "იეღოვას მოწმეებს" შევადაროთ. ისინი ქუჩებში, ბაღებსა თუ სკვერებში არ უსაფრდებიან ადამიანებს, სახლებში არ ეჭრებიან უცხო ოჯახებს და ასეთი გზით არ ცდილობენ საკუთარ რწმენაზე მათ გადმობირებას. ბაჰაის მიმდევარნი არც ადამიანთა ჯანმრთელობაზე ახდენენ ცოდ გავლენას და თუ ხელისუფლებამ მოითხოვა არც ჯარის საბრძოლო ნაწილებში წასვლაზე აცხადებენ უარს. სახელმწიფოსადმიც უფრო ლოიალურნი არიან ვიდრე იეღოველები, მაგრამ ინდივიდუალურ პროზელიტიზმს სხვაგან თუ ჩვენში მაინც მიმართავენ. სხვაგვარად, საიდან გაჩნდებოდა მსოფლიოში 6 მილიონი და თუნდაც საქართველოში 2000-მდე ბაჰაი?

ეწინააღმდეგება თუ არა ბაჰაელთა რწმენა სხვა რელიგიურ რწმენას და მოძღვრებას? რასაკვირველია ეწინააღმდეგება: იუდეველები ისევე ელიან თავისი მესიის გამოჩენას, ქრისტიანები ქრისტესმეორედ მოვლინებას, ხოლო მუსლიმები მაჰდის მოსვლას და აზრადაც არ მოსდით მათ შემცვლელ წინასწარმეტყველად ბაჰაულას აღიარება.

 

 

როგორი უნდა იყოს მართლმადიდებელი ქვეყნის დამოკიდებულება ამ რელიგიისადმი? რასაკვირველია ცივილური. ორი აზრი არ აარსებობს იმაზე, რომ მართლმადიდებელ ქვეყანაში მოსახლეობა უნდა გაუფრთხილდეს თავის ტრადიციულ ქრისტიანობას, დაიცვას ის სხვა დენომინაციების ხელყოფისაგან, როგორც სხვაგვარად ამბობენხოლმე, არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმისაგან; მაგრამ თუკი ისინი მაინც არსებობენ ჩვენს ქვეყანაში, მაშინ როგორ უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება მათ მიმართ? რასაკვირველია შეწყნარებლური, რადგან, თუ ჩვენ პრეტენზია გვაქვს, რომ ევროპული, დემოკრატიული და ტოლერენტული ქვეყანა ვართ, ალბათ უნდა წავბაძოთ კიდევაც ასეთი სახელმწიფოების ქმედებას. ამ მხრივ თუნდაც ისრაელი ავიღოთ, სადაც იუდაიზმი გაბატონებული და პრივილეგირებული რელიგიაა, მაგრამ ლოიალურად და პატივისცემით ექცევა ბაჰაიზმს, რომლის სასულიერო ცენტრი სწორედ მათ ქვეყანაში, ქალაქ ხაიფაშია. იგი ხომ მრავალრიცხოვანი ადამიანების თავშეყრის და თაყვანისცემის ადგილს წარმოადგენს. აქ უამრავი მორწმუნე მოდის და მათ არავინ ზღუდავს, არავის აზრად არ მოსდის ებრძოლოს მის მოძღვრებას.

ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე, რომელი რელიგიის მიმდევარიც არ უნდა იყოს იგი, აუცილებლად საქართველოს პატრიოტი, მისი ფასეულობათა აქტიური დამცველი და დამფასებელი იყოს.

გაზეთი "სრულიად არასაიდუმლოდ" #89-90,

2002 წ. ოქტომბერ-ნოემბერი.

X. ბიბლია, იოანე ზოსიმე, ქართული ანბანი

და ცოტა ფანტაზია

(ანუ მართლა მოხდა თუ არა ქრისტეს მეორედ მოსვლა საქართველოში)

ამ გამაოგნებელი ამბის შესახებ ბევრს არაფერი გაუგია, არც პოზიციას და არც ოპოზიციას. თუ გაუგიათ


 არ სჯერათ და უბრალოდ იცინიან. სანამ პრეზიდენტი ტრუბით არის გართული, პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობის თუ მომავალი საპარლამენტო არჩევნებით, მართლმადიდებელი ეკლესია ბეჯითად ასრულებს ოდითგან დაწესებულ წეს-ჩვეულებებს და რიტუალებს, საბიუჯეტო თუ სხვა კრიზისის გამო ულუკმაპუროდ დატოვებული, ტრუბაში

 

 გატარებული ხალხი მოუთმენლად ელოდება ხელფასებს, ამასობაში, ყველასაგან მოულოდნელად, იესო ქრისტე მეორედ გამოგვცხადებია, ყოველ შემთხვევაში, ასე ამტკიცებს საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღვთაებრივი მოძრაობა ახალი სიტყვა

 

 

...

ყველაფერი ეს, თუ ამ ახალი ღვთაებრივი მოძრაობის სულისჩამდგმელისა და დამაარსებელის, მწერალ აკაკი ჯორჯაძის სიტყვებს ვირწმუნებთ, 1994 წლის 26 მარტს, საღამოს 4-7 საათის ფარგლებში დაიწყო. შემდეგ კი, 1995 წლის 9 იანვარს, თბილისის დროით ზუსტად 2 საათზე


 სულით მოსულმა სიტყვამ მყისიერად დაიწყო ფიზიკურში შობა-დაბადება, იესო ქრისტეს სხეულებრივი შობიდან ზუსტად 2000 წლის თავზე.

 

სხვაგვარად, სწორედ ამ დროს დაიწყო ის, რასაც საუკუნეები მოუთმენლად ელოდა ხალხი


 ქრისტეს მეორედ, ამჯერად სულიერი მოსვლა.

 

მეორედ მოსული ქრისტე


 სიტყვა, ნათქვამია ახალი მოძრაობის

 

 მიმართვაში ქართველი ერისადმი, - მოვიდა


 და მოდის ჩვენს


 ადამიანთა გადასარჩენად! მაგრამ გადარჩენა ჩვენზეა დამოკიდებული


 ჩვენ უნდა ვისურვოთ გადარჩენა, რისთვისაც საჭიროა მოსული ქრისტეს


 სიტყვის რწმენით მიღება და აღიარება, ცხოვრებაში მისით ხელმძღვანელობა.

 

მეორედ მოსული ქრისტე


 სიტყვა - გვამცნობს, რომ ღმერთის საუფლოში


 სულიერ სამყაროში, დედამიწაზე სიცოცხლის დაღუპვა უკვე გადაწყვეტილია, დამღუპველი ერები, პიროვნებები უკვე შერჩეულია, დრო განსაზღვრულია. ახლა მხოლოდ ჩვენ


 ქართველებს (ღმერთის რჩეულებს) შეგვიძლია შევცვალოთ ეს წინასწარ განსაზღვრული ბედისწერა სიცოცხლის გახანგრძლივებით, მხოლოდ ქართველებს ხელგვეწიფება მსოფლიო მხეცისა და სატანის ძლევა.

 

სანაცვლოდ ჩვენი ქვეყანა არა მარტო თავს დააღწევს მოსპობასა და განადგურებას, არამედ სამარადჟამოდ გავბრწყინდებით, რომლებთანაც ყველა ქვეყნის მეფენი

 მოიტანენ თავიანთ დიდებას და პატივს!

 

როგორ თუ 2000 წელს, პირველ რიგში ამას იკითხავს ალბათ გაკვირვებული და გაოცებული მკითხველი, განა ახლა რომელი წელია? და მართალიც იქნება, მაგრამ, საქმე იმაში გახლავთ, რომ ამ ახალი ღვთაებრივი მოძრაობის მიმდევართა მიხედვით ახლა 1998 წელი კი არ არის, არამედ 2004 წელია. ამ მოძრაობის ადეპტთა მტკიცებით: მაცხოვარი დაბადებულა არა ახალი წელთაღრიცხვის 1 წელს, არამედ ძვ. წ. აღრიცხვის 6 წელს. ეს კი ადასტურებს ახალი სიტყვის ცნობას, რომ კალენდარულ 1995 წელს ქრისტეს შობიდან 2000 წელი გასულა. წელს 1998 წელი კი არ არის, არამედ 2004 წელია ქრისტეს პირველი მოსვლიდან, ხოლო მეორედ მოსვლის დაწყებიდან 4 წელი (გაზ. ახალი იერუსალემი 1).

ყოველივე ამის დასამტკიცებლად ახალი სიტყვის მიმდევრები, სხვა არგუმენტებთან ერთად, იშველიებენ საქართველოს საპატრიარქოს გამოცემულ ბიბლიაში 1215-ე გვერდზე მოტანილ ცნობას, სადაც წერია, რომ: მაცხოვარი უნდა დაბადებულიყო არა უგვიანეს ძვ.წ.აღ. 4 წლისა, რადგანაც სწორედ ამ წელს გარდაიცვალა ჰეროდე დიდი. აქ ნაჩვენები თარიღი 7/6 ეფუძნება ახალი აღთქმის მეცნიერების უახლოეს გამოკვლევებს.

ასეა ეს თუ არა, მოდით ჩვენ 1994 წლის 26 მარტს დავუბრუნდეთ. მაინც რა მოხდა ღირსშესანიშნავი ამ დღეს, რა მოხდა შემდეგ და რა ხდება დღეს? როგორც

ღვთაებრივი მოძრაობა ახალი სიტყვის მიმდევრები ამტკიცებენ, ამ დღეს დიდი სასწაული მომხდარა, მწერალ ბატონ აკაკი ჯორჯაძეს დამატებითი არხი, უზენაესთან უშუალოდ დამაკავშირებელი ხაზი გახსნია და იგი ადამიანურ ცნობიერებაზე ამაღლებულა, რის შემდეგაც, მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ: ამ დღეს უფალი გაენდო მართლმადიდებელი ცნობიერების ქართველს, ვისაც მამისაგან ეწოდა სასძლო ადამიანი (კაცი), ხოლო ქართველ ერს უწოდა მამამ სასძლო ერი, რაც ღვთაებრივი პასუხისმგებლობის უშველებელი ტვირთის ზიდვაა.

ამ ამბის შემდეგ ბატონმა აკაკიმ გამოაცხადა:

დღეს მეორედ მოსვლაა! მეორედ მოსვლა მოხდა სულში და ხდება სულში


 სულით


 სიტყვის სახით, ანუ მეორედ მოსვლა სულიერი მოვლენაა


 დროში გადაწყვეტილი! იგი მოხდა და ხდება, ანუ გრძელდება განსაზღვრულ დრომდე აქ, ჩვენთან, საქართველოში, კავკასიონზე! იგი ეხება დედამიწაზე მცხოვრებ ყოველ ადამიანს განურჩევლად, ანუ მეორედ მოსვლა ზოგად-საკაცობრიო ღვთაებრივი მოვლენაა!

 

მეორედ მოსვლა მსგავსია იესო ქრისტეს სხეულებრივად პირველი მოსვლისა, მსგავსია დედის საშოში ბავშვის ჩასახვის, ზრდა-განვითარების და დაბადებისა. მეორედ მოსვლა მკაცრად არის განსაზღვრული დროში, დროში განივთებული ყველა ღვთაებრივი საიდუმლო, დროში ხდება ყველა ღვთაებრივი საკითხის გადაწყვეტა?

ბატონი აკაკი ჯორჯაძის ეს სიტყვები, მისივე თქმით, ეფუძნება იმ ბიბლიურ დებულებას, რომლის მიხედვითაც ქრისტე არის სამყაროს, კოსმოსის, მაღალი ღმერთის გონში დაბადებული სიტყვა.

ახალი ღვთაებრივი მოძრაობის მოთავეთა აზრით, ქრისტეს მეორედ მოსვლით დასრულდა კლდის

 

 

 


 პეტრეს ერა და დაიწყო სიტყვის

 

 


 იოანეს ერა: მეორედ მოსვლით დასრულდა თევზების

 

 


 პეტრეს ერა და დადგა მერწყულის

 

 


 იოანეს ერა. მეორედ მოსვლის მიზანი დედამიწაზე სიცოცხლის გადარჩენა და გახანგრძლივებაა და არა ქვეყნის აღსასრული...

 

 

მეორედ მოსვლა ხდება (მოხდა!) აქ, საქართველოში. კითხვაზე


 თუ რატომ იქნა არჩეული მაინცდამაინც საქართველო? თუ რით დავიმსახურეთ ეს დიდი პატივი ჩვენ, ამის შესახებ ბატონი აკაკი ვრცლად საუბრობს.

 

მისი აზრით, ახლა ებრაელები კი არა, ქართველები არიან ღვთის რჩეულები, ხოლო საქართველო არის ქვეყანა, სადაც მამა


 მაღალი ღმერთი უშუალოდ უკავშირდებოდა ზოგადად ადამიანს; საქართველოა მისი სასძლო ქალაქი, სადაც დგას მამის ტახტი

 

 სულში, რომელსაც ირგვლივ აკრავს 12 ბჭე... 12 ბჭე საქართველოს 12 კუთხეა.

ე. ი. ჩვენ, აგრძელებს ბატონი აკაკი, გიორგისთან

 


 ქართველ ერთან გვაქვს საქმე


 ქართველმა ერმა უნდა გაიგოს და ირწმუნოს, რომ მას ღვთაებრივი მისია აკისრია ოდითგანვე და ეს ცნობიერება განივთებულია ბიბლიურ წყაროებში...

 

ეს მხსნელი სიტყვა, - იმეორებს სხვა ადგილას ბატონი აკაკი, - აქ არის ჩვენთან, საქართველოში, ქართველებთან და ახლა მისი შეცნობა, შემდგომ კი განათვლა

 


 

რწმენით აღიარება და მისით ახალი ყოფითი ცხოვრების შესაქმენლად პირველი ნაბიჯების გადადგმა გვმართებს; უწინარესად უნდა შევიგნოთ, რომ ჯერ საკუთარი თავი გვყავს შესაცნობი! ეს არის ზოგადი განსაზღვრება, უნდა შევიგნოთ, რომ ჩვენი ნების მიუხედავად, ამ ყოფით, მოქმედი სისტემებით, რომლებიც ეყრდნობა არსებულ (ევ-ას) ცნობიერებას, სიცოცხლე დედამიწაზე დასასრულს უახლოვდება და გადარჩენისათვის ჩვენ ბიბლიური ნინეველების მაგალითი თუ გვიშველის.

ყველას ახსოვს, რომ ღმერთმა ნინეველების დასჯა გადაწყვიტა, მაგრამ ნინეველები არ დაიბნენ, მათი იწამეს ღმერთი, გამოაცხადეს მარხვა და დიდიან-პატარიანად ჯვალოთი შეიმოსნენ. ეს ამბავი რომ შეიტყო ნინეველთა მეფემ, ტახტიდან ჩამოვიდა, შემოიძარცვა სამოსელი, ჯვალო ჩაიცვა და ნაცარზე დაჯდა... შეხედა ღმერთმა მათ საქციელს, რომ დააგდეს ბოროტების გზა და შეინანა ღმერთმა, ბოროტის ყოფას რომ უპირებდა მათ და აღარ უყო... ნინეველები დღეს უწინარეს ყოვლისა ჩვენა ვართ, - აცხადებენ ახალი ღვთაებრივი მოძრაობის მიმდევრები,


 ქართველი ერი! ქართველები თუ დავაგდებთ ბოროტების გზას, გადარჩენის შანსიც გვეძლევა.
ბოროტების გზის დაგდება

 

 აბსტრაქტული ცნებაა


 მოწოდებაა, რაც ფაქტიურად ნიშნავს არსებულისაგან სრულიად განსხვავებულ ახალ ქმნადობას, რომელიც საფუძველშივე ცვლის ყოფას და ამ ყოფის განმსაზღვრელ სისტემებს

 

.

რაკი ქრისტეს მოვლინება საქართველოში ხდება, შესაბამისად, ქართველ ხალხს უდიდესი მისია ეკისრება


 აღადგინოს ოდესღაც მის აზროვნებაში მოკლული და ამგვარად დაკარგული ღვთაებრივი ჭეშმარიტება, ამავე დროს, მეორედ მოსვლა ზნეობრივი მოვლენაა, ლაზარეს აღდგენა-აღდგინება დღემდე დაკარგული ღვთაებრივი ზნეობრიობის აღდგენა-დაბრუნებაა.

 

სხვაგვარად, ღვთაებრივი ზნეობრიობის დაბრუნება-აღდგენა გულისხმობს ფიზიკური ძალის


 ძალადობის გამოყენებაზე რწმენით უარის თქმას და ცხოვრებაში მხოლოდ ღვთაებრივი სიყვარულით ხელმძღვანელობას.

 

ბატონ აკაკი ჯორჯაძის მიერ ჩამოყალიბებულ სწავლებაში და არგუმენტირებაში ძირითად როლს ასრულებს ქართული ლიტერატურის შესანიშნავი და იდუმალებით სავსე ლიტერატურული ძეგლი იოანე ზოსიმეს ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი, მისი გაშიფრვა და მასში ჩადებული საიდუმლოს გამომზეურება. ამ ძეგლის ტექსტზე, როგორც ცნობილია, მრავალ ცნობილ თუ ნაკლებად ცნობილ ავტორს უმუშავია და მასზე მრავალი, ურთიერთგამომრიცხავი აზრიც არის გამოთქმული. ბატონი აკაკი თავის ვერსიას გვთავაზობს და მას მნიშვნელოვან შიფრად, კოდად

 თვლის ბიბლიური საიდუმლოების გარკვევისათვის.

მისი აზრით, მეორედ მოსვლა სულიერი მოვლენაა, რომელიც მხოლოდ ქართული ენით შეიცნობა, გაინათლება... მეორედ მოსული ქრისტე


 ახალი სიტყვა გვიხსნის, რომ ქართული ანბანი სხვა ანბანებთან შედარებით სრულყოფილია და მისი ყოველი ასო-ნიშანი არის წმინდა ქართული წარმოშობის, ჩვენი ანბანიდან არის სხვათა ანბანები შექმნილი და ჩვენ სხვისაგან არაფერი გვაქვს აღებული. ამ გაგებით ჩვენს მეცნიერებს შესაცვლელი ექნებათ აქცენტი

 

 და ახლა იმის მტკიცება მოუწევთ, ჩვენგან ვის, როდის და რა აქვს წაღებული. ჩვენი ანბანი მამისაა, დასაბამისეული... ჩვენი ანბანიც (მსოფლიოში ერთადერთი!),


 აგრძელებს თავის მსჯელობას ბატონი

 

 

 

აკაკი, - შედგება 37 ასო-ნიშნისაგან! ესე იგი, ჩვენმა ქართულმა ანბანმა (როგორც ქრისტემ, ქრისტეს ცნობიერების შემცველ-მატარებელმა), ოდითგანვე მამისაგან იცოდა და დღესაც იცის ის საიდუმლო, რითაც ადამიანს შეუძლია თავის შემქმნელ ღმერთს


 მამას დაუკავშირდეს, - დაბრუნდეს ედემის ბაღში, საიდანაც იქნა გამოგდებული.

 

როგორ გამოვიყენებთ ამ ცოდნას დღეს, ამას მომავალი გვიჩვენებს, დღითიდღე გამოჩნდება, საიდუმლოს ამოხსნა-გახსნა, ჩვენგან თქმული მამის სიტყვის, ზოგადად


 მეორედ მოსვლის რწმენით მიღებასა და აღიარებაშია.

 

რწმენით მიღება და აღიარება კი, საქმით (ნიშნებით!) უნდა დადასტურდეს


 ღმერთის სიტყვასთან ჭიდილი, ვაჭრობა, უმოქმედოდ ჯდომა და ლოდინი არ ნიშნავს რწმენით მიღებას და აღიარებას.

 

არადა, მძლეველი ერისათვის სამოთხის კარი გაიღო, იღებაო! გვინდა შესვლა, თუ არ გვინდა!.. და ბოლოს, მისი აზრით, მხოლოდ ქართველმა იცის, რომ ლაზარე არის ქართული ენა...
ლაზარე

 ქრისტეს მოსვლამდე დაწუნებულია, დამცრობილია, მკვდარია, ქრისტეს მოსვლის შემდეგ კი იგი უნდა აღდგეს, მოხდეს მისი აღდგინება.

აქ უკვე იკვრება წრე და ახალი მოძრაობის მიმდევართა აზრით ნათელი ხდება ის დიდი მისია, რომელიც ქართველმა ხალხმა უნდა შეასრულოს.

მეორედ მოსვლისათვის, ამ ახალი მოძრაობის მოთავეთა აზრით, განსაზღვრულია 7 წელიწადი. თუ ქრისტე-სიტყვის მეორედ მოსვლა-შობა ემთხვევა ქრისტეს პირველი სხეულებრივი შობიდან ზუსტად 2000 წლისთავს, მეორე მოსვლისათვის და ჩვენთვის სამოქმედოდ დრო მთლიანად მთავრდება არსებული კალენდრით: 2001 წლის 9 იანვარს, თბილისის დროით დღის 2 საათზე.

რა უნდა გაკეთდეს, რა უნდა მოვასწროთ ამ დროის მანძილზე


 პირველ რიგში საკუთარ თავში უნდა ვძლიოთ მხეცი და სატანა. ვინაიდან ქართველი ერი სასძლო ერია, იგი უნდა განემზადოს სიძის შესახვედრად, რომლისგანაც მან უნდა შვას-ძე, სხვაგვარად, მძლეველობა უკავშირდება სასძლო-ერისაგან, გიორგისაგან

 

 მეორედ მოსვლის რწმენით მიღებას და აღიარებას.თუ ნინეველებივით

 მოვიქცევით და ეს ნინეველები, როგორც უკვე ითქვა, დღეს უწინარეს ყოვლისა ჩვენა ვართ, ქართველი ერი, ქართველები თუ დავაგდებთ ბოროტების გზას, გადარჩენის შანსიც გვეძლევა. ბოროტების გზის დაგდება

 

 

 აბსტრაქტული ცნებაა


 მოწოდებაა, რაც ფაქტიურად ნიშნავს არსებულისაგან სრულიად განსხვავებულ ახალ ქმნადობას, რომელიც არსებულზე დაყრდნობით, საფუძველშივე ცვლის ყოფას და ამ ყოფის განმსაზღვრელ სისტემებს.მოსული სიტყვის


 ქრისტეს აღიარებით და ლაზარეს აღდგინებით, როგორც ადრეც აღვნიშნეთ, ახალი სიტყვის

 

 მიმდევართა აზრით, გიორგი

 


 ქართველი ერი ჭეშმარიტად გაბრწინდება და მამის ტახტი

 

 ჩვენთან


 ახალ იერუსალემში დაიდგმება, სადაც ქვეყნის მეფენი მოიტანენ თავიან დიდებას და პატივს (გამოცხადება 21, 24). ეს გახლავთ მამისაგან ბოძებული გვირგვინი!..

 

*

* *

.ჩვენ შევეცადეთ მაქსიმალურად ობიექტურად და კორექტულად გადმოგვეცა ბატონ აკაკი ჯორჯაძის და მისი მომხრეების მიერ შექმნილი საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღვთაებრივი მოძრაობა ახალი სიტყვის

 ძირითადი დებულებები, რისთვისაც გამოვიყენეთ გაზეთ მეტი სინათლის

 ნომრები, მისი დამატება ახალი იერუსალემი, ამავე მოძრაობის წევრის, მათემატიკოს გურამ ფანჩვიძის ბროშურა, რომელშიაც ახალი სიტყვის

 ძირითადი შინაარსი არის გადმოცემული. გამოვიყენეთ ასევე პირადი საუბრები მოძრაობის მომხრეებთან, ამასთანავე, შევეცადეთ, მათი აზრები და შეხედულებანი ძირითადად მათივე სიტყვებით გადმოგვეცა.

ჩვენ გავითვალისწინეთ ისიც, რომ ბატონ აკაკის განცხადებით, ყოველივე ეს მხოლოდ ნაწილია, მხოლოდ ნაწილი არის გადმოტანილ ქაღალდზე, დანარჩენი კი ჯერ კიდევ მის თავშია

 და მომავალში გადმოსატანია ქაღალდზე და მისაწოდებელია ერისათვის. ან როგორც თვითონ აცხადებს:

 

ახლა მხოლოდ პირველ საფეხურს გავდივართ, ამდენად მნიშვნელოვანია ვაღიაროთ და ვირწმუნოთ ქრისტეს მეორედ მოსვლა და ახალი სიტყვა მოწოდებული ღმერთისაგან კოდებით

 ლაზარეს ანბანის

 გახსნილ-გაშიფრული დღემდე, ბიბლიაში ჩამალულ საიდუმლოებაზე, ბევრს ისეთს გვპირდება, რაც დღემდე არ სმენია და არ გაუგია მსოფლიო ადამიანს

...

*

* *

კი მაგრამ, იკითხავს გულწრფელად გაკვირვებული მკითხველი, თუკი ასეთი რამ მართლა მოხდა და ხდება, ასეთი საოცარი და დიდხანს ნანატრი ამბავი, ეკლესია რატომ სდუმს, რატომ არაფერს ამბობს, მას ხომ პირველს უნდა გაეგო, თუკი ასეთი სასწაული მოხდა. ტყუილად ხომ არ არის იგი შუამავალი ღმერთსა და ადამიანებს შორის. განა სხვა, ამაზე დიდი და მნიშვნელოვანი ამბავი რა ევალება და ეკისრება მას? ამ კითხვაზე ღვთაებრივი მოძრაობა ახალი სიტყვის

 მიმდევრებს ასეთი პასუხი აქვთ


 ჩვენი ეკლესია დაბერდა, ხელი აქვს გაწვდილი და მისგან სიკეთეს არ უნდა ველოდოთო. მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ: ... ნუ ველით დაბერებული და ხელებგაწვდილი პეტრესაგან


 ჩვენი ეკლესიისაგან, ამ ეკლესიის მსახურ მღვდელმთავრებისაგან მეორედ მოსვლის სიხარულის აღიარებას. ისინი, ამ დროს კაიფას მღვდელთმთავრები მსგავს მოქმედებას არჩევენ (სულით მოსულ ქრისტეს  ამჯერად ჯვარზე ვეღარავინ გააკრავს!). ისინი ჩვენ, ხალხმა, უნდა წავიყვანოთ, ვაღიარებინოთ, ვათქმევინოთ, რისი თქმაც არა ნებავთ


 ანუ ჯერ ხალხმა უნდა ვირწმუნოთ ღმერთი, ქრისტეს სიტყვის მეორედ მოსვლა, რომ შემდეგ, როცა შეიტყობს ამას მეფე, ნებით და რწმენით ტახტიდან

 

 ჩამოვიდეს... ე.ი. ხალხს


 ერს, გიორგის

 

 გვმართებს სათანადო რწმენით მოქმედება, რომ ღმერთისკენ გადავადგმევინოთ ნაბიჯი დაბერებულ პეტრე ეკლესიასაც და ქვეყნის მმართველ მეფესაც

!.. სხვანაირად ეს სასწაული არ მოგვეცემა ჩვენ


 საამისოდ სხვა ერიც მზადდება (იხ. გურამ ფანჩვაძე


 ქრისტეს მეორედ მოსვლა მოხდა და ხდება).

 

ყოველივე ზემოთქმულის დადასტურებას ისინი ცდილობენ იოანეს სახარებიდან მოტანილი ციტატით, სადაც ნათქვამია: ... სანამ ახალგაზრდა იყავი, შენ თვითონ შემოირტყამდი ხოლმე სარტყელს და მიდიოდი, სადაც გსურდა. როდესაც მოხუცდები, გაშლი ხელებს და სხვა შემოგარტყამს სარტყელს და წაგიყვანს იქ, სადაც არა გსურს (იოანე 21:18).

თუმცა შემდეგ მუხლში იოანე განმარტავს: ეს თქვა იმის მისანიშნებლად, თუ როგორი სიკვდილით განადიდებდა ღმერთს

. ასეა თუ ისე, ახალი ღვთაებრივი მოძრაობის მიმდევართა აზრით, უნდა გადადგეს არა მარტო ეკლესია, არამედ თვით ქვეყნის მმართველი მეფეცო

, ხელისუფლებაც, მაგრამ ისინი განსაკუთრებით ილაშქრებენ სამღვდელოების წინააღმდეგ, რომელიც მათ დრომოჭმულად მიაჩნიათ. გაზეთ მეტი სინათლეს

 ფურცლებზე ხშირად შეხვდებით ასეთი ლანძღვის ნიმუშებს არა მარტო დაბალი რანგის სამღვდელოების მიმართ, რომელთაც ლიფსიტა წვეროსნებს

 უწოდებენ, არამედ თვით კათალიკოს-პატრიარქის მიმართაც. ამის დასტურად გამოდგება გაზეთის 27-ე ნომერში გამოქვეყნებული ლექსები ვინმე თინა ბეჟანიშვილისა, რომელიც თითქოსდა სულით არის მიღებული და პირდაპირ ილია II ეხება:

 

არა გვგონია ილია, მომხრე არ იყო კრავისა,ამავ დროს შენი გარემო ჭაობი არის ავისა...

 

ან მეორე ადგილი ამავე ლექსიდან:

შენს ცხოვრებას, კი იცი, მეცხვარის ყოფა სჯობია.


 

იგი ლაღდება ველებზე მიმოფანტული ცხვარითა,

ტკბება მზის ჩასვლით, ამოსვლით და ანარეკლი სხივითა,

დილით ცისკრისა მშვენებით, სიცოცხლის მახარობლისა,

კლდეზე შემომდგარ ირემის ყელმოღერილი მშვენებით...

შენ კი ამ სამწყსოს შემყურეს, დუმილით რა გეშველება?

თითქოს ნამიან ბალახზე შენ ფეხი არ შეგიხია,

გლესავ და გლესავ, ნამგალო, ყანაში არ გიმღერია,

ურმის კოფოზე შემომჯდარს ურმული არ გიღიღინია, -

ქართველი ერის ტკივილი დღეს არად მიგიჩნევია?!

 

ახალი ღვთაებრივი მოძრაობის მიმდევრები, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლები, ცდილობენ ახალი სიტყვის

 ყველგან გავრცელებას, იმ აზრის დამკვიდრებას, რომ უკვე რამდენიმე წელია, რაც იესო ქრისტე უკვე მეორედ, ამჯერად სულიერად მოევლინა ამ ქვეყანას, კერძოდ, საქართველოს. ცდილობენ შეაგნებინონ ქართველ ხალხს მასზე დაკისრებული უდიდესი სულიერი მისია.

ახალი ღვთაებრივი მოძრაობის მიმდევრები აქტიურად აკრიტიკებენ იმ ადამიანებს, ვინც ასეთ გამოცხადებას არა სცნობს, ლანძღავენ ოფიციალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, მის წარმომადგენლებს, რომლებსაც ქრისტეს მეორედ ასეთი მოსვლისა არა სწამთ რა. ამ გაუთავებელი ლანძღვის გამო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესცენტრი იძულებული გახდა პასუხი გაეცა ამ ახლადდაბადებულ რელიგიური მოძრაობის მტკიცებებსა და ბრალდებებზე.

1. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესცენტრის განცხადება

ბოლო წლებში გამოვიდა გაზეთი მეტი სინათლე. ამ გაზეთის სარედაქციო კოლეგიის უმთავრესი იდეა, რომელსაც ისინი ხშირად უბრუნდებიან, არის ის, რომ თითქოს მეორედ მოსვლა უკვე მოხდა (!). იდეები

 ამის გარდა უამრავია ამ ნაბეჭდ ორგანოში და მათ შესახებ ყურადღების გამახვილება საჭირო არც იქნებოდა ისეთი უძველესი ქვეყნის მცხოვრებლებისათვის, როგორიც საქართველოა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი ერის სარწმუნოებრივი გაუთვითცნობიერებლობის გამო საჭიროა ორიოდე სიტყვა ითქვას ზემოაღნიშნულის თაობაზე.

მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებაში სრულიად მკაფიოდ არის დაფიქსირებული, რომ სამყაროს აღსასრულისას ქრისტეს მოსვლა იქნება მთელი სამყაროსთვის ხილული და დიდებით მოსული მაცხოვარი დასანახი იქნება ყველასთვის. ამიტომ იმის მტკიცება, რომ ქრისტე უკვე მოვიდა სულით, უხილავად, უჩუმრად, სრული გაუგებრობაა. ეს ის შემთხვევაა, რომლის საწინააღმდეგოდ თვით სახარება გვაფრთხილებს:
მაშინ, უკეთუ ვინმე გრქუას თქუენ: აჰა აქა არს ქრისტე, გინა თუ იქი, ნუ გწამნ. რამეთუ აღდგენ ქრისტეს მტყუარნი და

ცრუწინასწარმეტყუელნი...

 (მთ. 24: 23-24). კიდევ ერთი თეზა გაზეთისა გახლავთ შეხედულება პეტრე-ეკლესიის დაბერების თაობაზე. ეკლესია მარადიულია, ის ადამიანი არ არის, რომ დაბერდეს და ასაკის გამო თავისი ფუნქცია ვერ შეასრულოს.

საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ გაზეთი სავსეა არალოგიკური აზრებით. მაგალითად: სმენა გვეუბნება, რომ საქმე გვაქვს სმენასთან; სან-ის, მან-ის ენა არისო სმენა... ხედვა

 ეს არის: ხე-დვა; ანუ ხე-დვ არს, არისო არსის არისო...

 მსგავსი ეტიმოლოგიური წიაღსვლები ამ გაზეთში მრავლადაა. სექტანტებში გავრცელებულ აზრს იმის თაობაზე, რომ მეორედ მოსვლისას ზუსტად 144000 კაცი გადარჩება, რედკოლეგია მართლმადიდებელ ეკლესიას მიაწერს. ეკლესია არასოდეს არ იაზრებდა ამ რიცხვს პირდაპირი მნიშვნელობით და მას სიმბოლურად განიხილავდა.

გაუგებარია N26 გაზეთის დასაწყისი: გთავაზობთ საუბარს სასძლო კაცთან აკაკი ჯორჯაძესთან. რას ნიშნავს სასძლო კაცი? ან როგორ უნდა გავიგოთ სიტყვები, რომელთაც გაზეთის ავტორები მეორედ მოსვლას უკავშირებენ: ყოველივე წყდება აქ... კავკასიონზე, კავკასიონით!

 ან რა აზრი უნდა გამოვიტანოთ სიტყვებიდან: გიორგი, დედამიწა (!) თავის სხეულზე (!) იგრძნობს ამ გაცემა-გაყიდვის ფასს. გაზეთის გამომცემლები წერენ: ჩვენ გვავალებს ღმერთი ამ სიტყვის ადამიანებამდე მიტანას...

 სხვა ადგილას კი გვხვდება ამგვარი სიტყვები: ვაგრძელებთ ქალბატონ ლიას მიერ სულით (!) მიღებული ცნობების


 სიტყვის ჩაურევლად

 

 ბეჭდვას. ე.ი. ამ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ღვთისგან ეუწყებათ ჭეშმარიტება.

ეკლესია ოდითგანვე განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებოდა ყოველგვარ გამოცხადებებს. ვინაიდან, გარდა ჭეშმარიტი გამოცხადებისა, არსებობს არაჭეშმარიტი, ეშმაკეული გამოცხადება. სატანას შეუძლია ნათლის ანგელოზის სახე მიიღოს და ადამიანი აცდუნოს. გაზეთ მეტი სინათლის

 შინაარსით თუ ვიმსჯელებთ, საუბარი რაიმე ჭეშმარიტ გამოცხადებაზე, თუკი გამოცხადებები საერთოდ აქვთ ამ გაზეთის მესვეურებს


 შეუძლებელია.

 

განა ქ-ნი ლია, რომელიც იქვე წერს: რას ითხოვს სამყარო-ოთხყარო (!), დედამიწა, ჩემი ოჯახი, ოჯახის უთვალავი წევრი ჩემგან? ჩვენგან?

 შეიძლება კეთილი სულით შთაგონებული იყოს?

ხე ნაყოფით იცნობა. როგორი ნაყოფი და რა სული მოქმედებს ამ გაზეთში, ჩანს შემდეგი სიტყვებიდან: ადამიანი, რომელიც რწმენით არ შეიცვლის თავის მოსაზრებებს და ძველით განაგრძობს წირვა-ლოცვებს, ძალით წასაყვანი, გამოსაყვანი იქნება იმ ეკლესიიდან!

 წირვა-ლოცვის ძველით გაგრძელება ნიშნავს მართლმადიდებელ ეკლესიაში ლიტურგიაზე დასწრებას.

გაზეთის მესვეურთა აზრით, ქართველებმა ეკლესიას თავი უნდა დავანებოთ და სასძლო კაცის, სამყარო-ოთხყაროს, გიორგი-დედამიწა

 და სხვა მსგავსი იდეების ავტორებს უნდა გავყვეთ. ნუ იყოფინ!

ჩვენ მცირე წერილს დავასრულებთ წმ. კვიპრიანე კართაგენელისა და წმ. იოანე ოქროპირის სიტყვებით ეკლესიის შესახებ:
ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი მამა ვერ იქნება..., გინდა ცხონება?


 იყავი ეკლესიაში და იგი არ გაგცემს შენ. ეკლესია ზღუდეა. თუ ამ ზღუდის შიგნით იმყოფები, მგელი ვერ შეგეხება, ხოლო თუ გარეთ გახვალ, ნადირი მოგიტაცებს. ნუ განეშორები ეკლესიას, ქვეყნად მასზედ ძლიერი არაფერია. ის არის შენი იმედი, მასშია შენი ცხონება

 

.

2. შეხვედრა უნივერსიტეტში.

საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღვთაებრივი მოძრაობის ახალი სიტყვის

 წარმომადგენლები თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ. აქ, მათი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი უბანია იმისათვის, რათა ხალხს ერთხელ კიდევ ემცნოს ქრისტეს მეორედ, ამჯერად სულიერი მოვლენა. ამავე დროს, ეს ვიზიტი მიზნად ისახავდა გაეფრთხილებინა ხალხი მოსალოდნელი დიდი უბედურების შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ ქართველი ხალხი არ გაითვალისწინებს და არ გაითავისებს მაცხოვრის სურვილს და ვერ შეიგნებს მასზე დაკისრებულ დიდ პასუხისმგებლობას.

ამჯერად, - ამბობენ ისინი, - ქართველ ხალხს უნდა ვკითხოთ, - არ გვინდა ჩვენგან თქმულის გაგონება და შესმენა?.. მაშინ, სხვას უნდა და ეგერ, იქით რუსეთია, იქით კათოლიკური სამყარო


 რომის პაპი, იქით


 მასონობა... აბა, ვნახავთ რას მივიღებთ

 

...

ასეთი ფიქრებით და იდეებით აღელვებული, თვალანთებული, ქართველი ხალხის მოსალოდნელი დიდი მისიით ატაცებული, ახალი ღვთაებრივი მოძრაობის ექვსი წარმომადგენელი გაზეთ მეტი სინათლის

 რედაქტორის გიორგი-ლაშა ლომიძის მეთაურობით მოადგა უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტს. მათ შორის იყვნენ განათლებით ისტორიკოსები, ფილოლოგები, არქიტექტორი და მათემატიკოსი. ასაკი - სტუდენტურიდან დაწყებული, შუა ხნის ასაკამდე. ყველა ისინი შეპყრობილი იყვნენ ერთი დიდი სურვილით


 რაც შეიძლება მალე ემცნოთ ყველასათვის ქრისტეს მეორედ მოვლინების, საქართველოსათვის დაკისრებული დიდი მისიის შესახებ. მათი აზრით, თუკი ისინი დაარწმუნებდნენ ხალხს ერწმუნათ ქრისტეს მეორედ მოსვლა, საქართველო აუცილებლად გაბრწყინდებოდა.

 

სტუმრებმა თან მოიტანეს გაზეთები, ბროშურები, მათი აზრების დამადასტურებელი ფაქტების ამსახველი წიგნები. ფაკულტეტის ხელმძღვანელები ყურადღებით უსმენდნენ მათ. საკმაოდ ვრცელი საუბრის შემდეგ გადაწყდა, რომ სტუმრები დასტოვებდნენ ახალი ღვთაებრივი მოძრაობის სწავლების ამსახველ მასალებს, რის გაცნობის შემდეგაც, ორი კვირის თავზე, შეხვდებოდნენ ფაკულტეტის ამ დარგში მომუშავე პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს.

როდესაც ეს დრო გავიდა, სამშაბათ დღეს, უნივერსიტეტის II კორპუსის ერთ მოზრდილ აუდიტორიაში შეიკრიბნენ რელიგიათმცოდნეობის და ეთიკის კათედრის პროფესორ-მასწავლებლები, თეოლოგიის სპეციალობის სტუდენტები, მოწვეული

ადამიანები, მათ შორის უნივერსიტეტის დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიის მღვდელი მამა ილია (წერეთელი). ამ აუდიტორიას, რომელსაც მრავალი კონფესიის, მიმდინარეობის, დენომინაციის თუ სექტის წევრებისათვის მოუსმენია, უნდა განესაჯა, რამდენად სარწმუნო და მისაღები იქნებოდა ხალხისათვის მოძღვრება.
ახალი სიტყვის

 დელეგაცია, რომელსაც ისევ გაზეთ მეტი სინათლეს

 რედაქტორი გიორგი-ლაშა ლომიძე ხელმძღვანელობდა, ამჯერად 3 კაცისგან შედგებოდა.

 

 

თუ მოკლედ და გულახდილად ვიტყვით, მოხსენებებმა ვერ გამოიწვია დამსწრეთა აღფრთოვანება და ენთუზიაზმი, მათ ვერ დასძლიეს მსმენელთა სკეპსისი ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ, ხოლო ადგილობრივმა მღვდელმა, როცა მომხსენებლებმა ლაპარაკი დაიწყეს ეკლესიის მოძველება-დაბერებაზე, თავისი გულისწყრომა და აღშფოთება ვეღარ დამალა და მოტანილი დებულებების არგუმენტირება მოსთხოვა. მდგომარეობა დაიძაბა, აუდიტორია ახმაურდა. ის ფაქტები, არგუმენტები და მტკიცებანი, რაც მომხსენებლებმა მოიტანეს, მსმენელთათვის დამაჯერებელი არ აღმოჩნდა. აუდიტორიამ ვერა და ვერ ირწმუნა, რომ იესო ქრისტე მეორედ, თუნდაც სულიერად მოევლინა ამ ქვეყანას...

სტუმრები უკმაყოფილო და განაწყენებული წავიდნენ, უმეტესად ალბათ თავისი თავის.

3. ის, რაც საპატრიარქოს პრესცენტრის განცხადებაში არ იყო ნათქვამი

ისევ პრესცენტრის განცხადებას დავუბრუნდეთ. როგორც ვნახეთ, პრესცენტრის განცხადება საქმიანი და თეორიულად გამართული იყო.

მისი ავტორი საღმრთო კანონების სრული დაცვით პასუხობს ახალი ღვთაებრივი მოძრაობის ლიდერებს. იგი ნათლად და გარკვეულად ამბობს, რომ არ შეიძლება ქრისტე ისე ჩუმად და უხილავად მოვიდეს, ქრისტეს მოვლინება დასანახი იქნება მთელი სამყაროსათვის. ქრისტე აუცილებლად მოვა დიდებით მოცული, მისი მოსვლა ხილული იქნება, მაგრამ არავინ იცის როდის...

რაც შეეხება ახალი ღვთაებრივი მოძრაობის ლიდერების უსწორობას, პრესცენტრი რელიგიურ გაუთვითცნობიერებლობას უფრო აბრალებს და იქვე ურჩევს მათ სათანადო პატივით მოექცნენ ეკლესიას, რომელიც ის ზღუდეა, რაც საიმედოდ იცავს ადამიანს ცდომილებისაგან. თუ მას მოშორდები, შეიძლება ნადირმაც მოგიტაცოს, და ბოლოს, შეგონება, რომ ეკლესიაზე ძლიერი არაფერია და სწორედ მასშია ადამიანის ცხოვრებაო...

სამწუხაროდ, პრესცენტრი ძირითადად მხოლოდ ამით იფარგლება და მის პასუხში არაფერია ნათქვამი ამ მოვლენის სიღრმისეულ მიზეზებზე. იმის შესახებ, თუ რატომ გახდა ასე ხშირი ეკლესიის ორთოდოქსული ხაზიდან გადახვევის შემთხვევები, რატომ აივსო ჩვენი ქვეყანა ათასი ჯურის რელიგიური მიმართულებებით, დენომინაციებით, სექტებით, რელიგიური ჯგუფებით, რატომ იმატა იმ ხალხის რაოდენობამ, რომელსაც ოფიციალური მართლმადიდებელი ეკლესია აღარ აკმაყოფილებს და სულიერი ხსნის სხვა გზას ეძებს... არაფერია

ნათქვამი ჩვენი ცხოვრების სოციალურ მხარეზე, რადგან ყველაფერი ეს, თუ ობიექტურნი ვიქნებით, ალბათ, სხვა მიზეზებთან ერთად, უმეტესად სოციალური უკუღმართობის, დაუკმაყოფილებლობის და მიწიერი ტკივილების ასახვა უფროა.

დღევანდელი მასიური გაჭირვება, შიმშილი, უექიმობა, უწამლობა, ეპიდემიები, მუდმივი სტრესული ვითარება წარმოშობდა და წარმოშობს ათასგვარ დამახინჯებულ, ხშირ შემთხვევაში რელიგიურ ძიებებს.

წარსულისაგან განსხვავებით, ახლა ცდილობენ დაამტკიცონ, რომ თანასწორობის იდეა აბსურდი იყო, რომ რეალური თანასწორობა არასოდეს არც არსებულა და არც იარსებებს, რომ მუდამ იყვნენ, ახლაც არიან და მომავალშიც იქნებიან მდიდრები და ღარიბები.

მართლმადიდებელი ეკლესიის ცდა


 ნაკლებად ჩაერიოს ასეთ პრობლემებში და იზრუნოს მხოლოდ იმქვეყნიური, მარადიული ცხოვრებისათვის, მომგებიანი არ არის ეკლესიისათვის. ამ პრობლემებისათვის გვერდის ახვევა ან მიფუჩეჩება ხშირად ადამიანებს უბიძგებს ეკლესიიდან გაქცევისა და ახალი გზების ძიებისკენ.

 

ის, რასაც ახალი ღვთაებრივი მოძრაობის მიმდევრები ამტკიცებენ და გვთავაზობენ (თუ მეორედ მოსვლის უკვე მომხდარ ფაქტად ჩათვლას, იოანე ზოსიმეს ქებაი და დიდებაის ქართულისა ენისაის

... ბიბლიის შიფრად და კოდად

 გამოცხადებას, ზოგიერთ სხვა რამეს არ ჩავთვლით) მიწიერი, ადამიანური პრობლემებია, რომელიც ყველა ადამიანს აწუხებს, განსაკუთრებით პატრიოტებს, თავის ქვეყანაზე შეყვარებულ ადამიანებს, რომელთაც ძალზე სურთ სამშობლოს გაბრწყინება და გაბედნიერება.

რაც შეეხება ქართული ენისათვის, მისი ანბანისათვის ასეთი დიდი ფუნქციების მინიჭებას, მსგავს რამეს მე წავაწყდი სომხეთშიც. რიფსიმეს ტაძარში შევხვდი ადამიანებს, რომლებიც იგივეს ამტკიცებდნენ, რასაც ახალი ღვთაებრივი მოძრაობის ავტორები. მაგრამ ჩვენგან განსხვავებით, ყველაფრის ამხსნელად და განმსაზღვრელად ისინი სომხურ ანბანს აცხადებდნენ. როგორც ჩანს, ასეთი ამბიციები მარტო ჩვენში არ არის და უმეტესად მცირერიცხოვანი ერებისათვის არის დამახასიათებელი...

გაზეთი ახალი საქართველო

 41 - 42,

3-9; 10-16 დეკემბერი, 1998 წელი.

 

1 2 3 4 5
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / ფანჯიკიძე თეიმურაზ / რელიგიური პროცესები საქართველოში XX-XXI საუკუნეთა მიჯნაზე