ქავთარაძე გიორგი 

ქრისტიანობის მოსვლა რომის იმპერიის სათავეში 

 

(პრაქტიკული ნაშრომი).

 

 

ნებისმიერი იმპერია მოწოდებულია შექმნას ადამიანთა ორგანიზებული ქმედება ერთი მიზნისათვის, ანუ ადამიანის თავისუფლება მიმართოს დაკონსერვებული საზოგადოების სურვილისაკენ, იქნება ეს სახელმწიფო  დემოკრატიული,  ტირანიული, კომუნისტური თუ სხვა. რომის იმპერია, ამის კლასიკური მაგალითი იყო, არს და იქნება. იესო ქრისტე კი ადამიანის თავისუფლების ფენომენიდან გამომდინარე ნათელი მაგალითია მსგავსი იმპერიების ხანმოკლეობის და დაშლის

აუცილებლობის; აქვე გვსურს ავღნისნოთ ორგანიზაციისა და პიროვნების მიმართებასთან დაკავშირებით, რომ ის პირონება ვინც დგას ამ ორგანიზაციის სათავეში მას ბოლომდე არ აქვს გაცნობიერებული თავისი თავისუფლება და ორგანიზაციის წევრისგან ამის გამოვლენისას ისიც თანაზიარი ხდება, ევსები კესარიელის ცნობით, როდესაც პილატემ იმპერატორს ტიბერიუსს შეატყობინა  ისეოს მკვდრეთით აღდგომის შესახებ,  ტინერიუსმა სენატში მიიტანა ეს ამბავი, რომელმაც იგი უარყო (სენატმა


 გ.ქ.), მიიჩნია, რომ ვიდრე ეს ამბავი გადამოწმებული არ იყო, ძველი კანონის თანახმად სხვაგვარად ვერ შერაცხავდნენ ღმერთად, თუ არა სენატის კენჭისყრითა და დადგენილებით.  როდესაც რომაელთა სათათბირომ უარყო ჩვენი მაცხოვრის შესახებ უწყებული სიტყვა, ტიბერიუსმა არ უარყო პირვანდელი აზრი და ქრისტეს შესახებ არაფერი უჯერო არ განუზრახავს.  (4. 51-52)


 ამ აზრისინტერპერტირებისას ევსები კესარიელი იმოწმებს აპოლოგეტ ტერტულიანეს. ამგვარად როგორც რუსი ფილოსოფოსი ნიკოლოზ ბერდიაევი აღნიშნავს, ,,მხოლოდ ქრისტიანობა ხსნის და ამტკიცებს ადამიანური არსებობის ორპლანიანობას; ქრისტიანობის თანახმად, ადამიანი ყოფიერების ორ პლანს ეკუთვნის, სულიერს და ბუნებრივ-სოციალურს, სამეფოს ღვთისას და სამეფოს კეისრისას, თავისუფლებას და აუცილებლობას  (2. 42) ჩვენ შევეცდებით პასუხი გავცეთ კითხვას, თუ როგორ მოხდა ამ უდიდესი ანტიკური ცივილიზაციის (რომის იმპერიის) შეცვლა ქრისტიანული ცივილიზაციით ? ანტიკურ რაციონალისტურ კულტურას, უპირველეს ყოვლისა, ონტოლოგია აინტერესებს, მაკროკოსმოსის კანონზომიერებათა ახსნას მიელტვის. ადამანი აქ ყურადღებას იპყრობს, როგორც ბუნების მწყობრი სისტემის ერთ-ერთი საფეხური - ,,საზოგადოებრივი ცხოველი . ლოგიკა და ფიზიკა მიიწევს წინა პლანზე, მთელი ძალით ამოქმედებულია სინამდვილის ინტელექტუალურ-რაციონალისტური განსჯა ფილოსოფიისაგან, ბიბლიურ სამყაროში ფილოსოფიის ადგილს იკავებენ წინასწარმეტყველი, მახარებელი თუ მოციქული, რომელთაც ხილულად, ხშირად კი უხილავად, ცნებებით გამოუხატელ შინაარსად ეცხადებათ ჭეშმარიტება. ისინი უფრო თავიანთი ნებელობით წვდებიან უზენაესს. ფსიქოლოგია, სწორედ პიროვნული ფსიქოლოგია და ეთიკა მიიწევს წინ, ზნეობრივი აღზრდა, ,,საქმის ფილოსოფია  ხდება უმნიშვნელოვანესი (8. 85) ყველაზე რთული პერიოდი ქრისტიანობას მაინც თავდაპირველად ჰქონდა, როდესაც იგი ყალიბდებოდა, როგორც მსოფლიო რელიგია. ეს არის ჩვენი კვლევის მთავარი საკითხი და შევეცდებით თვალწინ გავისიგრძეგანოთ ის მოვლენები, რომელთაც პირველ სამ საუკუნეში ჰქონდა ადგილი ,,მსოფლიოში 


 რომის იმპერიაში და მოვახდინოთ მათი ანალიზი. მართლაც, საუკუნეები დასჭირდა ერთი კულტურის მეორით ჩანაცვლებას, რადგან

 

რომის იმპერია იყო კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სრულყოფილი იმპერია და მისი განადგურება საკმაოდ რთული იყო. თუ კი უფრო შორს წავალთ, ეს პროცესი დღესაც მიმდინარეობს: ბრძოლა ქრისტიანობასა და ,,ახალ რომებს  შორის.

ქრისტიანული რწმენისა და ცხოვრების ანუ ფართო გაგებით დოგმატიკისა და ასკეტიკის წყარო არის საღმრთო წერილი (ბიბლია) და საღვთო გადმოცემა (საეკლესიო მოძღვრება, საეკლესიო ტრადიცია). ტრადიციული თვალსაზრისით ერთიც და მეორეც სულიწმიდის შთაგონების ნაყოფია და ამდენად, სახელმძღვანელო პირველ წყარო; ორივე უფლისაგან მომდინარეობს, დასაბამს ღვთის სიტყვისაგან იღებს. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ პირველი გასრულებულია წინასწარმეტყველთა და მოციქულთა კალმით, რომლებმაც ღვთის სიტყვა უშუალოდ მოისმინეს, განიცადეს და ჩაიწერეს. მათ ჩაიწერეს ის რისი ჩაწერაც იმ ეტაპზე აუცილებელი იყო, მაგრამ ბევრი რამ, რაც იესო ქრისტემ მოიმოქმედა არ დაწერილა, რადგან რომ დაწერილიყო, ... ქვეყნიერებაც ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს  (იოან. 21. 25). ამ დაუწერელს მოციქულები და მახარებლები ეკლესიას გზადაგზა აუწყებდნენ და უქადაგებდნენ. მათი ნაამბობი, რაც ლეგენდის სახელით იყო ცნობილი თაობიდან თაობას ზეპირად გადაეცემოდა. მოგვიანებით სხვადასხვა მიზეზის გამო დღის წესრიგში ჭეშმარიტი და საღვთო ლეგენდების ჩაწერის, გარკვეულ წილად შევსების და ლიტერატურულად ფორმების საკითხიც დადგა, რაც ცოდნით და მადლით განსხივოსნებულმა ადამიანებმა განახორციელეს. მათ თხზულებებს საფუძვლად საღვთო გადმოცემა უდევს. მისგან შთაგონებული ლიტერატურა დიდია და მრავალფეროვანი; მოიცავს სასულიერო მწერლობის ყველა ჟანრს


 დოგმატურს, ლიტურგიულს, კანონიკას, აგიოგრაფიას და ჰიმნოგრაფიას. (10.

 

22-24).ქრისტიანობის სწავლება და გავრცელება I-III საუკუნეში შეიძლება სამ ძირითად პერიოდად დაიყოს ევროპული ისტორიოგრაფიის მიხედვით : პირველი ეტაპი მოიცავს იესო ქრისტედან-125წლამდე, როდესაც ხდებოდა ქრისტიანობის სწრფი ექსპანსია ქრისტეს მოციქულების და მათი ნამოწაფარი მოციქულების მიერ, ასევე ეს არის პერიოდი , როდესაც მკვეთრად გამიჯნა ქრისტიანული თემები იუდაიზმს. მეორე ეტაპი გრძელდება 125-250წწ., როდესაც ქრისტიანული თემები ერთიანდება ერთ დიდ ორგანიზაციად, ეკლესიად. ამ დროს ,,მასებმა გაარღვიეს ინტელქტუალური შეზღუდულობა და გადალახეს ფანატიკური რწმენა. ამდროს იქმნება ისეთი ერესები, როგორიც არის გნოსტიციზმი, მარკიონელობა, მონტანიზმი და სხვა, მათ საწინააღმდეგოდ ქრისტიანი აპოლოგეტები (იგნატიუს ანტიოქიელი, კლიმენტი ალექსანდრიელი, ორიგენე და სხვ.) გამოვიდნენ. ასევე წესდება ბიბლიის კანონები. მესამე ეტაპი არის 250-325წწ. ეს არის პერიოდი ქრისტიანობის ტრანსფორმაციისა, სწორედ ამ დროს ხდება ქრისტიანთა ყველაზე საშინელი დევნა (5. 175).ქრისტიანობის სწავლება I საუკუნეში, სწორედ იოვანე ნათლისმცემლისა და იესო ქრისტესაგან იწყება. თავდაპირველად, როგორც ახალი აღთქმა გვამცნობს, იოვანემ დაიწყო ქრისტიანობის ქადაგება იუდეის უდაბნოში და იგი აუწყებდა ხალხს

ქრისტეს განკაცებას, მსმენელი კი მრავლად იყო იერუსალიმიდან და იუდეადან, მაშინ იქ მრავალი ადამიანი მოინათლა იორდანეში და მათ შორის იესო ქრისტე.

იესო ქრისტე ... 30 წლის ასაკში მოინათლა იოანე წინასწარმეტყველის, წინამორბედისა და ნათლისმცემლის მიერ. ამ ფაქტით ძველი აღთქმა და რჯული დასრულდა. იოანე ნათლისმცემელი დგას გზა გასაყარზე და ითვლება ძველი აღთქმის უკანასკნელ წინასწარმეტყველად და ახლის წინამორბედად. მისი ქადაგება - შეინანეთ, რამეთუ მოახლოვებულ არს სასუფეველი ცათა! ნიშნავდა ღმერთსა და ადამიანს შორის ახალი ურთიერთიბათა, ახალ ხელშეკრულებათა დასაბამს. 

(7. 56). სწორედ აქ, იუდეის უდაბნოში წარმოიშვა სერიოზული კონფლიქტი ქრისტიანობასა და სექტანტურ მიმდინარეობებს


 ფარისევლობასა და სადუკეველნობას შორის, როდესაც იოვანემ განუცხადა მათ: ,,იქედნეს ნაშიერნო, ვინ გასწავლათ გაექცევითო მომავალ რისხვას? . (მათ., 3. 1-17). შემდგომ თვით განკაცებული ღმერთი გვევლინება ქრისტიანობის მასწავლებლად, იესომ გარს შემოიკრიბა მოსწავლეები


 12 მოციქული (11. 333) და დღედაღამ აცნობდა და ათვიცნობიერებდა უფლის მოძღვრებაში, ასევე წინასწარ უჭვრეტდა მათ მომავალს და მისიას, რომ როდესაც აღსრულდებოდა წინასწარმეტყველება და ჯვარს აცვავდა ხალხი


 ღმერთს, მათივე ცოდვების გამოსყიდვისთვის, მოციქულებს უნდა გაევრცელებინათ ქრისტიანობა მთელს მსიფლიოშო. თუმცა ამ უდიდესი მისიისათვის საჭირო იყო დარწმუნება(რწმენა) და ცოდნა ამ რელიგიისა, იესო ქრისტეს ცხოვრების თითვეული წამი, ქრისტიანობის მოციქულებისთვის სწავლება და მაგალითი იყო. შემდგომ და შემდგომ კი თითოეული ქრისტიანისთვის. რაც შეეხება რწმენას გვსურს ხაზი გაუსვათ, რომ ის არის ,,ღვთის ცოდნა არა როგორც თეორიისა ან აბსტრაქტული პრინციპისა, არამედ როგორც პიროვნებისა, რომლის ცნობა სევრად მეტია, ვიდრე მის შესახებ ფაქტების ცოდნა  (3. 14).

 

30 წელს იერუსალიმში ჯვარს აცვეს იესო ქრისტე, ძე ღვთისა (2. 18) და მისი მოციქულები, თანახმად მაცხოვრის სიტყვისა, მაშინვე შეუდგნენ ახალი სარწმუნოების ქადაგებას. ჯვარზე გაკვრის წინ მაცხოვარმა თავისი სწავლების არსი ასე განუმარტა: ,,გაძლევთ თქვენ ახალ მცნებას, რაითა გიყვარდეთ ერთმანეთი; და როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ , ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ ერთმანეთის სიყვარული  (იოან. 13, 34-35) . მას შემდეგ, რაც ელეონის მთაზე მოციქულებმა იესო ქრისტეს ამაღლება იხილეს, ხშირად იკრიბებოდნენ სიონის მთაზე და განუწყვეტლივ ლოცულობდნენ ოთახში, რომელსაც ზოგიერთნი სწორედ იმ ოთახად მიიჩნევს, რომელშიც მაცხოვარმა საიდუმლო სერობა გამართა. აქ იყვნენ პეტრე, იაკობი, იოვანე, ანდრია, ფილიპე, თომა, ბართლომე, მათე, იაკობ ალფესი, სიმონ ზილოტი, იაკობის ძმა და იუდა. ასევე აქ, იმ ქალებთან ერთად რომელნიც უფალს ემსახურებოდნენ, მუდმივად ლოცულობდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, სულ დაახლოებით 120 ადამიანი. ასეთი მცირე რიცხოვანი იყო ქრისტეს ეკლესია მაშინ, რომელიც შემდგომ მთელს

დედამიწაზე უნდა გავრცელებულიყო (5. 116). ქრისტეს აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს, სულიწმიდის მადლით იესოს მოწაფეები სხვადასხვა ენაზე ალაპარაკდნენ და იერუსალიმში ჩასულ სხვადასხვა ერის შვილებს თავიანთ ენაზე მიმართეს და იმ დღეს სამიათასმა კაცმა ირწმუნა ქრისტე და მისი სახელით მოინათლა.ასე დაიწყეს მოციქულებმა უფლის სიტყვის ქადაგება იერუსალიმში. ისინი მსმენელებს ცოდვათა მონანიებისაკენ მოუწოდებდნენ, რათა უფლისაგან შენდობა მიეღოთ და მარადიულ სასუფეველში დამკვიდრებულიყვნენ (5. 117). მაგრამ ქრისტიანობის გააქტიურებას მოჰყვა სექტების გააქტიურებაც, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ამ დროისათვის განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ფარისეველნი და სადუკეველნი. პირველისაგან განსხვავებით მეორენი მომავალ, საიქიო ცხოვრებას უარყოფდნენ, მაგრამ საერთო ორივეს ერთი ჰქონდა


 იესო სძულდათ. მათ არაერთხელ დააბეზღეს მოციქულები

 

მღვდელმთავრებთან, რასაც მოჰყვა კიდეც ეკლესიის დევნის დასაწყისი, ამან კი ქრისტიანობის ისტორიაში გამოაჩინა ისეთი ადამიანები, რომელთაც ,,მოწამის (წამებულის) სახელი დაიმკვიდრეს, პირველი წმინდა მოწამე სტეფანე იყო, რომელიც

უმოწყალოდ ჩაქოლეს ქვებით, მისი უკანასკნელი სიტყვები


 კი იყო: ,,უფალო, იესუ ქრისტე, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას (საქმ.7,60). ეკლესიის დევნას შედეგად მოჰყვა ის რომ ქრისტეს მიმდევრებმა იერუსალიმი დატოვეს და სხვადასხვა მხარეში

 

გაიფანტნენ. მათი მეშვეობით ქრისტიანობა ელინიზებულ ებრაულ თემში გავრცელდა და განსაკუთრებით რომის იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციებში (6. 117).

უკვე ორი საუკუნის შემდეგ ქრისტიანი მწერალი ტერტულიანუსი წერდა: ,,გუშინ მოსულები ვართ, მაგრამ უკვე ავავსეთ თქვენი (წარმართების) ქალაქები, კუნძულები, სიმაგრეები, საქალაქო თვითმმართველობანი და სამხედრო ბანაკებიც კი . ქრისრიანობის სწრაფი გავრცელების მიზეზი, პირველ რიგში, თვით ახალი რელიგიის ხასიათიდან გამომდინარეობდა: ადრექრისტიანული მოძღვრება გმობდა სიმდიდრეს, ღარიბთა სარწმუნოება იყო და უმწეო ხალხს ქომაგობდა. ღატაკებისა და

მონების რიცხვი მთელს იმპერიაში, რა თქმა უნდა, მეტად დიდი იყო და სწორედ ისინი გახდნენ ახალი მრწამსის მრევლი. I საუკუნეში ქრისტიანული თემი საიდუმლოდ იქმნებოდა იმპერიის ქალაქებსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში. ამასთან ერთად, ქრისტიანობა, მანმადე არსებულ სხვა რელიგიებისაგან განსხვავებით მსოფლიო რელიგია იყო. ყოველ ხალხს თუ თუთოეულ თემს თავისი ღმერთი ჰყავდა. რომში პლინიუს უფროსისა და სენეკას გადმოცემებით, ყოველ მოედანზე ხალხზე უფრო მეტი ღმერთების ქანდაკება იყო. ხშირად ერთმანეთის გვერდით იდგა ეგვიპტური ძაღლისთავიანი კაცისა და ხარის კერპები, სპარსული, ბერძნული და რომის მიერ დაპყრობილი სხვა ხალხების ღმერთების გამოსახულებები. ყოველივე ეს მოქალაქეებში და განსაკუთრებით რომის არისტოკრატიაში ურწმუნოებას იწვევდა. ჯერ კიდევ ვარინიუსი თავის წიგნში ,,რელიგიური სიძველეები  წინასწარმეტყველებდა, რომ რომში ჩქარა რელიგია დაიღუპება ,,არა გარეშე მტრის, არამედ მოქალაქეების მიერ მისი უგულებელყოფის გამო . მაცხოვრის მოციქულებს ახალი მოძღვრების ქადაგება უხდებოდათ არა რამდენიმე, ერთიმეორის მიმართ მტრულად განწყობილ სახელმწიფოში, არამედ იმპერიაში, რომელმაც გააერთიანა ხმელთაშუა ზღვის მთელი აუზი, დაანგრია კედლები ხალხებს შორის და იმპერატორის კულტის სახით საერთო ოფიციალური

რელიგია შექმნა. ამ უკანასკნელმა ძლიერ შეასუსტა დაპყრობილი მოსახლეობის ადგილობრივი ღმერთების კულტი , რითაც მოგვიანებით, თავისდაუნებურად გააადვილა ახალი, სხვადასხვა ხალხების მიმართ ლოიალურად განწყობილი სარწმუნოების


 ქრისტიანობის გავრცელება (11. 342-343).

 

მოციქულთაგან პეტრესა და პავლეს ეკლესიის მიერ თავნი მოციქულნი ეწოდათ, რადგან ისინი ქრისტეს ეკლესიისათვის დაშვრნენ. ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს რომ პეტრე რომის ეპისკოპოსიც იყო, მაგრამ სარწმუნო ცნობები ამის თაობაზე არ მოგვეპოვება. პეტრე მოციქული უფრო იუდეველებდან ქადაგებდა, პავლე მოციქული კი წარმართებთან, რის გამოც მა წარმართების მოციქულსაც უწოდებენ. (13. 26).

წმ. ანდრია პირველწოდებულმა, ქრისტეს მოძღვრება ბალოკანეთის ნახევარკუნძულზე, მცირე აზიაში, შავი ზღვის სანაპირო ქვეყნებში, საქართველოში და სკვითიაში იქადაგა.

წმ. სიმონ მოშურნემ ქრისტეს მოძღვრება მესოპოტამიაში, ეგვიპტესა და მავრიტანიაში იქადაგა. ზოგიერთი მკვლევარი  ფიქრობს, რომ მან არისტობულესთან ერთად, რომელიც მაცხოვრის ერთი სამოცდაათ მოწაფეთაგანი იყო, ბრიტანეთშიც

იმოგზაურა, სადაც მოწამეობრივად აღესრულა. (5.156).

რაც შეეხება რომის იმპერიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს, აქ ჯერ კიდევ ქრისტეს მოციქილებმა ანდრია პირველწოდებილმა და სვიმონ კანანელმა იქადაგეს, ხოლო შემდგომ IV საუკუნეში, ქართლში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად იქნა გამოცხადებული. მიუხედავად ამისა მის განსამტკიცებლად სამეფო კარი და მასთან დაკავშირებული სამხედრო და სამოხელეო არისტოკრატია ზრუნავდა, რადგან ქრისტიანობას აქ ორი მტერი ჰყავდა დასათრგუნი


 წარმართობა რომელიც ხალხში უძველესი დროიდან იყო ფესვგამდგარი და მაზდეანობა, რომელსაც ირანის ჯარი უმაგრებდა ზურგს. მაზდეანობა ანუ ზოროასტრიზმი, როგორც რელიგის ძველ, აქემენიდურ ირანში წარმოიშვა ქრისტესშობსმდე VI საუკუნეში. ამ რელიგიის მიხედვით, სამყაროში ორი ძალა


 ბოროტება და სიკეთე მუდმივად ებრძვიან ერთმანეთს. კეთილი ძალა


 აჰურამაზდა, ბოროტებას


 აჰრიმანს უპირისპირდება. მაზდეანული რწმენით, მიწიერი ცხოვრება ამ ორი ძალის ბრძოლის არენა. მათი აზრით, ცეცხლი ყველაფერს წმენდს და ამიტომ ცეცხლს თაყვანს სცემდნენ. ნ. ბერძენიშვილის თქმით: ,,ქართველი წარმართის რელიგიურმა აზროვნებამ დაშალა, დაანაწილა და დაისაკუთრა ქრისტიანული ღმერთი და მისი წმინდანები... წარმართული ხატის მსგავსად ქრისტიანმა ქართველმა გაისაკუთრა ღვთისმშობელი, წმინდა გიორგი... გვარში, ხეობაში, ქრისტიანულმა წმინდანმა დაიჭირა ძველი საკუთარი ხატის ადგილი. ასე, რომ ხატის ყრმობა ახალი სახიათ გაგრძელდა .

 

ამგვარმა ქრისტიანებმა ქრისტიანული საიდუმლოებები წარმართულ გრძნეულებასთან გააიგივეს და დარწმუნებულნი იყვნენ , რომ მათი მიღება გაათავისუფლებდათ ყოველგვარი ცოდვისაგან, დაიცავდათ უბედურებისაგან ზედმეტი ძალისხმევისა და პირადი ზნეობროვი განწმენდის გარეშე. ღვთისმოსაობა ამ ნახევრად ქრისტიანების გაგებით, მარხვის შენახვით, ლოცვების კითხვით, წირვაზე დასწრებითა და შესაწირავების გაცემით გამოიხატებოდა. ნელ-ნლეა ასეთმა შეხედულებამ საკმაოდ მოიკიდა ფეხი საეროთაშორის და ქრისტიანობის საწყისი მრწამსის დამახინჯება გამოიწვია.აქედან გამომდინარე ქართლის ტერიტორიაზე ადვილად იკიდებდა ფეხს ერესული მიმდინარეობები: მანიქევლობა, ნესტორიანობა, არიოზობა და სხვ. ამ უკანასკნელის ქართლში გავრცელებით აიხსნება ის ფაქტი, რომ ძველ ქართულ მწერლობაში შემორჩენილია ანტიირანული თხზულებების მრავალი თარგმანი. წმ. მოციქილმა ფილიპემ სახარება ჯერ გალილეაში, ხოლო შემდეგ საბერძნეთში იქადაგა, სადაც მრავალი სასწაული ჩაიდინა და მრავალი წარმართიც მოაქცია. საბერძნეთში მცხოვრები ებრაელები მოსაკლავად დაედევნენ, მაგრამ უფალი შეეწია: მის წინააღმდეგ ამხედრებული ებრაელები უცბად დაბრმავდნენ და მხედველობა მხოლოდ მოციქულის ლოცვის შედეგად დაუბრუნდათ. საბერძნეთის დატოვების შემდეგ ფილიპემ ქადაგებით შორეული ქვეყნები


 არაბეთი, ეთიოპია და

 

პართია მოიარა. ბოლოს იგი დასთან, ქალწულ მარიამთან ერთად მცირე აზიას ეწვია, სადაც მოციქულებს


 იოვანე ღმრთისმეტყველსა და ბართლომეს შეხვდა. წმინდა მოციქულები


 ფილიპე და ბართლომე ფრიგიის ქალაქ იერაპოლისში ჩავიდნენ, სადაც მათ მრავალი წარმართი მოაქციეს და კერპთმსახურ ქურუმთა რისხვა დაიმსახურეს. ქურუმები იმან გააცოფა, რომ ახალი რელიგიური მოძღვრების გავრცელებამ მოსახლეობაზე მათი გავლენა საგრძნობლად შეასუსტა და შესაბამისად

 

სემოსავლის წყაროც შეუმცირა.

წმ. მოციქულმა თომამ სახარება ინდოეთში, სპარსეთში, მიდიასა და პართიაში იქადაგა. მან მრავალი დევნა, შეურაცხყოფა და ტანჯვა გადაიტანა და ბოლოს ინდოეთში მოწამეობრივად აღესრულა.წმ. მოციქულმა მათემ პირველმა დაწერა სახარება ებრაულ ენაზე. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ეს ქრისტეს ამაღლებიდან

მერვე წელს, ხოლო სხვათა შეხედულებით შედარებით უფრო გვიან უნდა მომხდარიყო. მატეს სახარება მაშინვე ითარგმნა ბერძნულ ენაზე.

წმ. იაკობ ალფესი, მას შემდეგ, რაც მან სახარება იუდეაში, სირიასა და მესოპოტამიაში იქადაგა, ეგვიპტეში გადავიდა, სადაც მოწამეობრივად აღესრულა ჯვარზე.

წმ. იაკობ ზებედესი, მან ესპანაეთში და სხვა ქვეყნებში იქადაგა. შემდეგ იერუსალიმსი დაბრუნდა, სადაც ფარისევლებსა და მწიგნობრებს საყვედურობდა მათ გულგრილობისა და ურწმუნოების გამო. ბოლოს ჰეროდე აგრიპამ იგი სიკვდილით დასაჯა, მის გამცემელ იოსიასთან ერთად, რომელმაც მას შემდეგ იწამა ქრისტეს აღდგომა, რაც იაკობის გაცემის შემდეგ იხილა, თუ როგორ მშვიდად შეხვდა მოციქული თავის სიკვდილის განაჩენს. წმ. იუდა იაკობისა ჭეშმარიტების სიტყვას იუდეაში, სამარიასა და იდუმეაში ქადაგებდა. მოციქულებთან, პავლესა და შილასთან ერთად მან რამდენიმე ხანი ანტიოქიაში დაყო, ხოლო შემდაგ სპარსეთშა და არმენიას მიაშურა, სადაც, როგორც ეკლესიის ისტორიკოსები ფიქრობენ 80 წლის მახლობელ ხანებში ჯვარზე გააკრეს და ისრებით დაცხრილეს. მოციქულმა იუდამ მოკლე საყოველთაო ეპისტოლე დაგვიტოვა, რომელიც დაახლოებით 67 წელს უნდა დაეწერა. წმ. ბართლომე მან სახარება ფილიპე მოციქულთან ერთად სირიასა და მცირე აზიაში იქადაგა. მან ასევე ინდოეთში იქადაგა ქრისტიანობა სადაც ადგილობრივ ენაზე გადათარგმნა სახარება და ბევრი წარმართი მოაქცია. მან თავისი მოღვაწეობა დიდ სომხეთში დაასრულა სადაც იგი აწამეს.

I საუკუნის მეორე ნახევარში ქრისტიანობის გავრცელების ცენტრმა იუდეურიდან ელინისტურ საზოგადოებაში გადაინაცვლა.

პირველი ,,ეკლესია , რომელიც ბერძნებისაგან შედგებოდა, ანტიოქიის თემი იყო, ანტიოქია, მნიშვნელოვანი კულტურულ და სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა, სადაც მოღვაწეობდნენ რიტორები და სოფისტები. აქ დაარსდა პირველად იუდაიზმისაგან

თავისუფალი ეკლესია (6. 181). მოგვიანებით შეიქმნა ალექსანდრიის თემი, აქ ქრისტიანობა მარკოზის მიერ იქნა შეტანილი. II-III საუკუნეებში ქრისტიანთა ორგანიზაციებში გაერთიანება გაახშირეს საშუალო დაზოგჯერ მაღალი ფენების წარმომადგენლებმაც. ,,ქონებრივი ნაკადის  შემოჭრით პირვანდელი ქრისტიანული თემი სოციალურად შეიცვალა. პირველ საუკუნეების განმავლობაში რომის სახელმწიფო შეუბრალებლად დევნიდა ქრისტიანებს და ამ დევნამ უფრო მეტი ძალა

შესძინა ახალ სარწმუნოებას. ,,რაც უფრო მეტ ტანჯვას გვაყენებენ, მით უფრო მრავლდება მორწმუნეთა რიცხვი 


 წერდა მწერალი იუსტინუსი. IIსაუკუნიდან ქრისტიანობა ევროპის ხალხებშიც ვრცელდებოდა. ამ პერიოდის ისტორიკოსი ტერტულიანუსი თავის თხზულებაში ,,იუდეველთა წინააღმდეგ  (1. 17-19) გაქრისტიანებულ ხალხებსა და ქვეყნებს შორის მოიხსენიებს ესპანეთს, გალიის სხვადასხვა ხალხებს, რომაელთათვის მიუწვდომელ ბრიტანეთის კუნძულის ნაწილებს, გერმანელებს და სხვ. ლიონის ეპისკოპოსის, წმ. ირინეუსის (II-IIIსს.) მითითებით, ქრისტიანობა შეტანილ იქნა გერმანიაში, ივერიაში, მრავალ ბარბაროს ხალხებში, თუმცა მათ არ გააჩნდათ წმ. წიგნები თავიანთ დიალექტზე. IV

 

საუკუნის დასაწყისისათვის რომის, შუა და სამხრეთ იტალიის, სამხრეთ ესპანეთის, გალიის სამხრეთ სანაპირო ზოლისა და როანას ხეობის მოსახლეობის დიდი ნაწილი ქრისტიანი იყო და იგი წარმართ ხელისუფლებაზეც ახდენდა ზეგავლენას.

ქრისტიანობა მცირედ იყო გავრცელებული ჩრდილო იტალიაში, სამხრეთ საფრანგეთში, ბელგიაში, გერმანიასა და ესპანეთის ჩრდილო ნაწილში, ხოლო გალიის შუა და ჩრდილო ნაწილში ახალ სარწმუნოებას თითქმის არავინ იცნობდა. გოთებში ქრისტიანობა 264 წლიდან გავრცელდა, როდესაც ტრაპიზონში მოწყობილი საზღვაო ექსპედიციის შედეგად მათ უამრავი ქრისტიანი ტყვე იგდეს ხელთ. ტყვეებს შორის იმყოფებოდა კაბადოკიელი ქრისტიანი ევტეხი, რომელმაც გოთებში პირველმა იქადაგა.

ქრისტიანულ თემში თანდათან დაიბადა იერარქიული ორგანიზაცია.

,,ეკლესიაში  მთავარ როლს ასრულებდნენ წინასწარმეტყველები და მოციქულები. დიდი პატივის ცემით სარგებლობდნენ პრესვიტერები (ხუცესები), რომელთა აზრი მნიშვნელოვანი იყო (11. 348). მორწმუნეები საქმეთა საწარმოებლად ,,ჩინოვნიკებს 

ირჩევდნენ. დიაკვანი(მოსამსახურე) თავიდან მართლაც მოსა-მსახურე იყო. ტრაპეზობის დროს, მოგვიანებით მისი ფუნქცია ეპისკოპოსის თანაშემწეობა გახდა. ეპისკოპოსები ერქვათ საერთო ხაზინის და ქინების დამცველებს, ანუ ეპისკოპოსი თავიდან ხაზინადარი, მეურვეობის წამყვანი იყო . ამ დროს ეპისკოპოსის და დიაკვნის ავტორიტეტი დაბალი იყო. განსაკუთრებული პატივით სარგებლობდნენ წინასწარ მეტყველები, მოციქულები და ხუცესები.

ქრისტიანების დევნის პირველი პერიოდი დამრთავდა ნერონის სიკვდილით. მაცხოვრის მიმდევრებმა შედარებით ამოისუნთქეს, რადგან რომის საიმპერატორო ტახტზე ნერონის უახლოესი მემკვიდრეები ტიტეს ჩატვლით ქრისტიანებს არ დევნიდნენ.

მაგრამ 81 წელს ტიტეს ძმა, დომიციანე ავიდა დევნაც განახლდა. იმპერატორმა საშინლად შეიძულა ქრისტიანები, რომლებიც მას უღმერთოებად და მეამბოხეებად წარუდგინეს იმ მიზეზით, რომ არც კერპებს სცემდნენ თაყვანს და არც მეფეს მიაგებდნენ შესაფერის პატივს, რადგან მათი რწმენით, ამგვარი პატივი მხოლოდ ღმერთს ეკუთვნოდა.

დევნამ განსაკუთრებით სასტიკი ხასიათი 94 წლის მახლობელ ხანებში მიიღო. ამ დროისათვის ქრისტიანობას უკვე არა მხოლოდ არისტოკრატული წრის წარმომადგენლები, არამედ თვით სამეფო ოჯახის წევრებიც კი აღიარებდნენ. დომიციანემ სიკვდილით დასაჯა ბიძაშვილი ფლაბიოს კლიმენტი, ხოლო მისი მეუღლე უკაცრიელ კუნძულზე გადაასახლა. დევნამ იმპერიის ყველა პროვინცია მოიცვა; იოვანე ღმრთისმეტყველი ეფესოდან რომში გაიწვიეს. თავდაპირველად სცადეს მოციქული ქრისტეს მოძღვრების სიყალბეში დაერწმუნებინათ, რათა მას თავისი რწმენა ნებით უარეყო;ხოლო როცა ამას ვერ მიახწიეს, წამების მრავალფეროვანი ხერხები გამოიყენეს: ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ საწამლავით შეზავებული სასმელი დაალევინეს მაგრამ ვერაფერი დააკლეს. (13. 95-96).

97 წელს იოანე ღვთისმეტყველი ეფესოში დაბრუნდა. ამ დროს ეფესოს ეპისკოპოსი პავლე მოციქულის მოწაფე ტიმოთე იყო, ხოლო იოანე საერთოდ მცირე აზიის ეკლესიებს ზედამხედველობდა და ქრისტეს მოძღვრების სიწმინდის დაცვისათვის

დაუცხრომლად ზრუნავდა. ამ დროისათვის ღმრთის მარადიული მტრის შტაგონებით ბრძოლა ქრისტეს წინააგმდეგ ერესების შემოტანით ანუ მოძღვრების დამახინჯებით დაიწყო. ჭეშმარიტების ცრუ განმმარტებლებს განსაკუთრებით ბევრი მიმდევარი მცირე აზიაში გამოუჩნდა. ერტიკული მიმდინარეობანი პირველივე საუკუნეში ძირითადათ იესო ქრისტეს წინააღმდეგ იყვნენ მიმართულნი ერთნი მის ღმრთეებრივ, ხოლო მეორენი კაცობრივ ბუნებას უარყოფდნენ. როგორც პავლე მოციქული ბრძანებდა, ერთ-ერთი პირველი ცრუ მოძღვარი სწორედ ეფესოში გამოჩნდა, სახელად კერინთოსი. იგი ამტკიცებდა, რომ იესო ჩვეულებრივი ადამიანი იყო, რომელზეც მისი წმინდა ცხოვრების გამო ნათლისღების ჟამს სულიწმიდა გადმოვიდა, მაგრამ დატოვა მაშინ, როცა ჯვარზე გააკრეს, ასე რომ, ჯვარზე უბრალო ადამიანი ეწამა. ეს ცრუ მოძღვრება ქრისტიანული მოძღვრების არსს


 ძე ღმერთის ჯვარზე სიკვდილით ადამიანის ცოდვისა და სიკვდილის ტყვეობისგან გამოხსნას უარყოფდა. სხვები იესო ქრისტეს მიერ ადამიანური ხორცის შემისვას უარყოფდნენ, მას სულად თვლიდნენ, რომელსაც ადამიანური სახე მხოლოდ გარეგნულად ჰქონდა და ამდენად ჯვარზე გაკრულს არც წამება განუცდია. შექმნილი მდგომარეობიდან

 

გამომდინარე, ხუცესებმა და მორწმუნეებმა იოანე ღმრთისმეტყველი დაარწმუნეს, რომ ქრისტეს მოძღვრება თავად მას გადმოეცა ისე, როგორც ეს თავისი ღმრთეებრივი მასწავლებლისაგან ჰქონდა მოსმენილი. შემდგომ მან სულიწმიდის შთაგონებით მართლაც შექმნა სახარება. იოანე ღვრთისმეტყველის გარდაცვალებით დამრთავდა ქრისტიანობის პირველი საუკუნე, საუკუნე მოციქულებისა; ყველამ, ვინც განხორციელებული სიტყვა ღმრთისა


 იესო ქრისტე იხილა და მოუსმინა, უფალში განისვენა, მაგრამ მოციქულებმა ძალაუფლება, რომელიც მაცხოვრისაგან მიიღეს, მემკვიდრეობით თავიანთ მოწაფეებს გადასცეს. ამიერიდან მათ უნდა ექადაგებინათ სახარება ყველა ხალხისათვის, საიდუმლოებანი აღესრულებინათ და ღმრთის სიტყვის შემწყნარებელნი ყოვლადწბიდა სამების სახელით მოენათლათ (5. 172).

 

I საუკუნის ბოლოს კლავიდიუსების მმართველობა ანტონინუსებისამ შეცვალა. ასე რომ მეორე საუკუნეში რომი ახალი დინასტიით შევიდა, რომელიც თითქმის მთელი საუკუნეს მოიცავდა 96-192წწ., მათ შორის აღსანიშნავია იმპერატორი ტრაიანერომლის დროსაც რომის იმპერიაში ქრისტიანთა დევნის მესამე პერიოდი დაიწყო, მოწამეობრივად აღსრულებულთა შორის განსაკუთრებით გაბრწყინდა სახელი ანტიოქიის ეპისკოპოსისა. წმ. ეგნატე ღმერთშემოსილმა ქრისტეს სიყვარული წმ. იოანე ღმრთისმეტყველისაგან შეიტკბო და შეისისლხორცა, რომელსაც ახალგაზრდობაშივე დაემოწაფა. მართლმადიდებლურ ეკლესიაში არსებობს გადმოცემა, რომლის მიხედვითაც სწორედ ეგნატე იყო ის ყრმა, რომელიც უფალმა იხმო, მოწაფეთა შორის დააყენა და უთხრა მათ: ,,თუ არ მოიქცევით და არ იქნებით როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში. ამრიგად, ვინც დაიმდაბლებს თავს, როგორც ეს ბავშვი, ის არის უდუდესი ცათა სასუფეველში. (მათ. 18. 3-4) ანტონინუს პიუსი (138-161), რომელმაც შეწყვიტა ქრისტიანთა დევნა (6. 212). შემდგომ კი მარკუს ავრელიანუსის (161-180) დროს იწყება ბუკოლების ცნობილი მოძრაობა ეგვიპტეში, სეკვანების გამოსვლები ესპანეთში ოვიდიუს კასიუსის აჯანყება აღმოსავლეთის პროვინციებში. იმის გამო, რომ ქრისტიანები არ იღებდნენ აქტიურ მონაწილეობას ამ ბრძოლებში, იმპერატორისათვის მიყღებელი აღმოჩნდა და თანაც ქრისტიანთათვის რელიგია რომის იმპერიაში არსებული წყობის წინააღმდეგ საპროტესტო გრძნობების გამოვლინების ერთადერთი ფორმა იყო. მარკუს ავრელიუსმა მთელი რიგი ღონისძიებები გაატარა რასაც ქრისტიანთა მდგომარეობის გაუარესება მოჰყვა. იმპერატორის ბრძანებით, ქრისტეს მიმდევრებს ეკრძალებოდათ ისეთი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მისვლა, როგორიცაა აბანოები, ფორუმები და სხვა დაწესებულებები (6. 214).

იმპერატორი მარკუს ავრელიუსი 180 წელს გარდაიცვალა. მართალია, მისიმემკვიდრეები ქრისტიანებს არ სდევნიდნენ, მაგრამ ეკლესიას სიმშვიდის წლები მაინც არ ღირსებია. ამის მიზეზი ერეტიკული მიმდინარეობების გამრავლება და გაძლიერება იყო, რომელნიც ეკლესიაზე წარმართულ სახელმწიფოზე არანაკლებ მძაფრ შეტევებს ანხორციელებდნენ. საერთოდ, ქრისტიანობის ისტორიაში ერთგვარ კანონზომიერებად აღიქმება შემდეგი ფაქტი: თუ ქვეყანაში ეკლესია ხელისუფლების

მხრიდან არ იდევნებოდა, აუცილებლად ძლიერდებოდა სექტანტური ორგანიზაციები (5. 214).

II საუკუნის შუახანებიდან დგება ცენტრალიზაციის ახალი ეტაპი. ამ დროისათვის ცალკეული თემები მჭიდროდ უკავშირდებიან ერთმანეთს. როგორც წესი, შედარებით მდიდარი თემების, ქალაქების ეპისკოპოსები ხვდებიან სხვა თემების

ხელმძღვანელებსაც. ცალკე რეგიონესა და თემებს სათავეში ედგა ქალაქში არსებული საეპისკოპოსო. ეს ევოლუცია სიტყვა ,,ეკლესიაშიც  აისახა. თუ მასში თავიდან იგულისხმებოდა თემი, ქრისტოანთა ერთობა, მოგვიანებით დაწესებულების

აღმნიშვნელად იქცა. ამ პერიოდში ეკლესია, რომლის ერთერთ ძირითად საზრუნავს განათლების გავრცელება შეადგენდა, ამ მიზნის განსახორციელებლად რაც შეიძლება მეტი სკოლის გახსნას ცდილობდა. ამ დროისათვის მრავალმა ქალაქმა გაითქვა

სახელი თავისი სასწავლებლით, მაგრამ ალექსანდრიაში დაარსებულ სკოლას მაინც სხვა მნიშვნელობა ჰქონდა. როგორც ფიქრობდნენ, მისი ფუძემდებელი მოციქული მარკოზი იყო. თავის უპირველეს ამოცანად ეს სკოლა ნათლობის მსურველთათვის ქრისტიანული რწმენის ჭეშმარიტებათა სწავლებას მიიჩნევდა. ამიტომაც მოსანათლად მოსამზადებელ ანუ კათაკმეველთა სასწავლებლად იწოდებოდა, და მოძღვრებსა და მქადაგებლებს ამზადებდა. II საუკუნეში ალექსანდრიის სასწავლებელმა თავისი მოქმედების არე მნიშვნელოვნად გააფართოვა, რასაც დიდად შეუწყო ხელი იმან, რომ სკოლას სათავეში ცნობილი მოღვაწენი, ღმრთისმოსაობითა და განსწავლულობით გამთქმული პიროვნებები ედგნენ. აღსანიშნავია, რომ ასეთი სასწავლებელი განსაკუთრებით სწორად ალექსანდრიას სჭირდებოდა, რომელიც განათლების მაღალი დონით მთელ აღმოსავლეთში იყო განთქმული. ქალაქს მრავალი მნიშვნელოვანი წარმართული სასწავლებელი და უზარმაზარი ბიბლიოთეკა

ჰკონდა, პტოლემაიოსის მიერ შექმნილი, რომლებშიც ალექსანდრიელი იუდეველები ანტიკურ ფილისოფიასა და მეცნიერებებს გულმოდგინედ ეცნობოდნენ.

სკოლის პირველი ცნობილი მოძღვარი ათენელი ფილოსოფოსი ათენაგორა იყო. თავდაპირველად წარმართობის მიმდევარმა წმ. წერილის შესწავლა მისი მხილების მიზნით გადაწყდა, მაგრამ შედეგი სულ სხვაგვარი გამოდგა: ძველი და ახალი

აღთქმის წიგნების ძალამ იგი ისე დაატყვევა, რომ ქრისტე ირწმუნა და მარკუს ავრელიუსს ქრისტიანთა დასაცავად მჭერმეტყველების მაღალი ოსტატოვით აღბეჭდილი აპოლოგიაც კი გადასცა (10. 69-70).

შემდეგ სასავლებელს სათავეში პანტენი ჩაუდგა, რომელიც ახალგაზრდობაში სტოიკისთა ფილოსოფიით იყო გატაცებული, მაგრამ ჭეშმარიტებამ თვალი აუხილა და მოინათლა. რამდენიმე ხნის შემდეგ უფალმა მას რთული საქმისათვის მოუწოდა.

ალექსანდრიაში, რომელსაც მრავალ ქვეყანასთან გაცხოველებული სავაჭრო ურთიერთობანი ჰქონდა, ინდოეთიდან რამდენიმე ადამიანი მოვიდა და ეპისკოპოს დიმიტრიოსს იქაური ქრისტიანებისათვის მოძღვრის გაგზავნა სთხოვა. მართალია, თავის დროზე ქრისტეს მოძღვრება იქ მოციქულებმა: თომამ, ბართლომემ და მატათამ იქადაგეს, მაგრამ მოციქულთა სწავლება თანდათან დავიწყებას ეძლეოდა და ხალხს მისი შეხსენება სჭირდებოდა. დიმიტრისმა ინდოეთში მისიონერული მისიით

პანტენს შესთავაზა. პანტენმა სასწავლებელი თავის საუკეთესო მოწაფეს, კლიმენტის ჩააბარა და თვითონ გრძელსა და ხიფათით აღსავსე გზას დაადგა. ინდოეთში მისი მოღვაწეობის შესახებ თითქმის არაფერი შემოგვრჩა, ვიცით მხოლოდ ის, რომ მან იქ მათეს ებრაულად დაწერილი სახარება იპოვა, (13. 68-69) რომელიც მოციქულ ბართლომეს დაეტოვებინა.

ალექსანდრიაში დაბრუნებული პანტენი კვლავ სასწავლებელს ჩაუდგა სათავეში.

პანტენის მოწაფეს, კლიმენტის, სწავლულთა შორის სწავლულს უწოდებდნენ. თავდაპირველად წარმართი და ელინური ფილოსოფიის თაყვანის მცემელი კლიმენტი ღმრთის წყალობით ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოიქცა და წმ. წერილიც

გულმოდგინედ შეისწავლა. ამის შემდეგ მან საბერძნეთში, იტალიასა და პალესტინაში იმოგზაურა, რათა იქ მოღვაწე მამათა ცხოვრებას გასცნობოდა და დარიგებანი მოესმინა. შემდეგში კლიმენტი მღვდლად ეკურთხა, ხოლო პანტენის გარდაცვალევის შემდეგ ალექსანდრიის სასწავლებელს სათავეში ჩაუდგა, რომელმაც მისი და მისი მოწაფის


 ორიგენეს დროს თავისი დიდების უმაღლეს მწვერვალს მიაღწია (12. 26-27).

 

მიუხედავად იმისა, რომ კლიმენტი ალექსანდრიელს ხშირად წარმართული ფილოსოფიისადმი გადაჭარბებულ ყურადღებას საყვედურობენ, მისმა თხზულებებმა, რომლებშიც მრავალ პოლემიკურ საკითხს სწორი პასუხი აქვს გაცემული, ქრისტიანულ მწერლობაში თავისი ადგილი დაიკავა (9. 161-162).

მკვლევარები ფიქრობენ, რომ II საუკუნის ბოლოს ქრისტიანულ მოძღვრებას ბრიტანეთის კუნძულებზეც უნდა გასცნობოდნენ. ამ შემთხვევაში ზოგიერთი ნდობით ეკიდებოდა გადმოცემას, რომლის მიხედვით ბრიტანეთის მეფემ ლუციუსმა რომში მოციქულები გაგზავნა და ეპისკოპოსს ელევეთერისაგან მქადაგებლები ითხოვა, რომელთაც ეს საქმე წარმატებით აღასრულეს. სხვების შეხედულებით კი, ეს ცნობა საეჭვო უნდა იყოს. უფრო სარწმუნოა, რომ ბრიტანეთის ეკლესია

აღმოსავლეთიდან წასულმა მქადაგებლებმა დააარსეს (5. 217-219).როგორც თავის აპოლოგიაში ტერტულიანე გვამცნობს, III საუკუნის დასაწყისში ქრისტიანთა რიცხვი დიდად გაიზარდა. წარმართები ციოდნენ რომ მათი ტაძრები დაცარიელდა, რადგან ქრისტიანებმა მრავალი გადაიბირეს. ამ პროცესის შესაჩერებლად ისინი მათ დასჯას გააფთრებით მოითხოვდნენ. II საუკუნის ბოლოს იმპერიის ტახტზე სეპტიმიუს სევერუსი ავიდა. რომელიც თავდაპირველად ქრისტიანებს თითქოს კიდევაც სწყალობდა. ამის მიზეზად ვინმე ქრისტიანს, სახელად პროკულეს მიიჩნევენ, რომელმაც იმპერატორი მძიმე სნეულებისაგან განკურნა; მაგრამ სამწუხაროდ, ქრისტიანობის მიმართ მისი ლმობიერი დამოკიდებულება მალე სრულიად საპირისპიროთი შეიცვალა. ზუსტად არ ვიცით ეს ცვლილება რამ გამოიწვია, მაგრამ როგორც ფიქრობენ, მიზეზი იუდეველების ზეგავლენა უნდა იყოს, რომლებიც ქრისტიანთა მშვიდ ცხოვრებას ვერაფრით ურიგდებოდნენ. თავისი როლი უნდა ეთამაშა იმ ფაქტსაც, რომ იმპერატორის ჯარში ზოგიერთმა ქრისტიანმა მეომარმა წარმართული ფიცის მიღებაზე უარი განაცხადა. უეცრად გასასტიკებულმა სეპტიმიუსმა 202 წელს გამოსცა ბრძანება, რომლითაც ყველა ქრისტიანობას ან იუდაიზმს მიიღებდა, სიკვდილით ისჯებოდა, აესე დაიწყო ქრისტიანობის მეხუთე დევნა. (5. 220).211 წელს იმპერატორი სეპტიმიუს სევერუსი გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ვაჟი კარაკალა რომის იმპერიის ისტორიაში ერთ-ერთ სასტიკ იმპერატორადაა ცნობილი, მის დროს ქრისტიანები არ იდევნებოდნენ. მაცხოვრის მიმდევრებს დევნა არც მისი მემკვიდრეებისაგან განუცდიათ.

ეკლესიის ქონება თემის დაწესებულების


 უფრო სწორად, იმ ეპისკოპოსის გამგებლობაში გადავიდა, რომელიც მის სათავეში იდგა და,,უფლის ინტერესებს  წარმოადგენდა. ეკლესიის ქონება ეპისკოპოსს, როგორც კერძო პირს არ ეკუთნოდა. მას უფლება არ ჰქონდა მემკვიდრეობით გადაეცა. მაგრამ მოგვიანებით ეპისკოპოსებმა მიიგეს უძრავ-მოძრავი ქონების შეძენის უფლება, რომელიც ფართოდ გამოიყენეს (9. 157-158). უკვე IV საუკუნეში საერთო ხელისუფლება იძულებული გახდა ეზრუნა თავისი მოსახლეობის ინტერესებზე და აფრთხილებდა ეკლესიას, რომ ზომები იქნებოდა მიღებული იმათ მიმარ, რომლებიც თავიანთი გამორჩენისათვის ექსპლუატაციას უწევდნენ ,,მამაკაცების რელიგიურ გრძნობებს და ქალების სისუსტეს . ამ გაფრთხილების თანახმად, 370 წელს საეკლესიო თანამდებობის პირებს აეკრძალათ ქვრივებისა და ობლების სახელების, ანდერძისა და საჩუქრების მიღება. 20 წლის შემდეგ იმპერატორმა თეოდოსი I გაამკაცრა ეს გაფრთხილება და მისი დარღვევა შეაფასა, როგორც მოტყუება და ეშმაკური შემოვლა ამკრძალავი კანონისა. მაგრამ იმპერატორის ხელისუფლება უკვე ძალზე დასუსტებული იყო და მას ნაკლებად ერიდებოდნენ. 455 წელს გაუქმდა ყოველგვარი აკრძალვა ეკლესიის ქონებასთან დაკავშირებით. ეპისკოპოსებმა ხელისუფლებისაგან მიიღეს მნიშვნელოვანი ნაწილი იმ უზარმაზარი ქონებისა, რომელსაც ადრე წარმართული ღმერთების მსახერები ფლობდნენ. ეპისკოპოსების სიმდიდრის ზრდასთან ერთად ეკლესია ძლევამოსილ მიწათმფლობელად გადაიქცა.

 

სამაგიეროდ ეკლესიამ მთელი თავისი გავლენა სახელმწიფო სამსახურში ჩააყენა, შეეცადა რა გაენელებინა მონებისა და კოლონიების ბრძოლა. ერთი კრების გადაწყვეტილებით, რომლის გაზიარება ყველა ქრისტიანის ვალდებუ-ლება იყო, ანათემას გადაეცემოდა ყველა, ვინც წააქეზებდა მონის ბატონისაგან გაქცევას.

 

 

თანდათანობით გაიზარდა რომის ეპისკოპოსის სტატუსი. მისი განდიდებისა-თვის შეიქმნა ლეგენდა, რომ წმინდა პეტრეს ტახტის პირდაპირი მემკვიდრე რომის ეპისკოპოსის, მოგვიანებით რომის პაპი იყო. რომის ეპისკოპოსის პრიმატობის დამადასტურებლად პეტრე მოციქულის ირგვლივ გაჩენილი ლეგენდა დიდ როლს ასრულებდა, მიუხედავად იმისა, რომ პეტრე თავდაპირ-ველად ანტიოქიაში მოღვაწეობდა. მაგრამ რომი თავიდანვე იდგა ანტიოქიაზე მაღლა, როგორც დასავლეთის ქრისტიანული და იმპერიის ეკონომიური და პოლიტიკური ცენტრი და მსოფლიო დედაქალაქი. რომის ეპისკოპოსების პრიმატობა თვით რომის პოლიტიკური როლით იყო განპირობებული. ანტიოქიის, ალექსანდრიის და იერუსალიმის უფრო ადრე დაარსებული დიდი აღმოსავლური ქრისტიანული თემები ებრძოდნენ რომის ეპისკოპოსის მიერ ქრისტიანულ სამყაროში უზენაესად თავის გამოცხადებას. ,,ალექსანდრიის ქრონიკა  იტყობინება, რომ ვესპასიანეს მეფობის პირველ წელს (69-79) გარდაიცვალა მოციქული და იერუსალიმის პატრიარქი იაკობი, რომელიც პეტრემ , რომში გამგზავრებამდე, თავის ნაცვლად იერუსალიმის ეპისკოპოსად დანიშნა. ამ ცნობაზე დაყრდნობით შეიქმნა საპასუხო ლეგენდა, რომ პეტრემ დააარსა იერუსალიმის თემი. უფლებას, ჩათვლილიყო პეტრეს შემოქმედებად


 ეკლესიის ,,კლდედ  (პეტრა ბერძნულად კლდეს ნიშნავს) და ციური სამეფოს გასაღების მფლობელად, რომს ყველაზე შეუპოვრად სწორედ წმინდა ქალაქი იერუსალიმი ეცილებოდა .

 

რომის ეპისკოპოსები პრეტენზიას აცხადებდნენ განსაკუთრებულ ტიტულზე, რომელიც განასხვავებდა მათ სხვა ეპისკოპოსებისაგან. მარცელინმა (12. 37-38) აღმოსავლეთიდან გადაიღო ტიტული და თავის თავს პაპი უწოდა, ბერძნილი სიტყვიდან - ,,აპპას - მამა, როგორც აღმოსავლეში უწოდებდნენ ეპისკოპოსს. VIსაუკუნიდან ამ სახელით უკვე მხოლოდ რომის

ეპისკოპოსი იწოდებოდა.

პირველი სამი საუკუნის რომის ეპისკოპოსებზე ცოტა რამაა ცნობილი. მათი სახელები მოცემულია პაპაბის კატალოგში, რომლის მიხედვით პეტრედან მილტიადემდე (314) 32 ეპისკოპოსი მოღვაწეობდა, რომელთაგან ორმა გადასახლებაში დაასრულა სიცოცხლე, დანარჩენი კი აწამეს.

მესამე საუკუნის ბოლოდან რომის იმპერიის ისტორიაში ახალი ხანა დაიწყო. იმპერატორ ავგუსტუსიდან დიოკლიტიანემდე (5. 284_305 წლები), სამი საუკუნის განმავლბაში თანდათან ვითარდებოდა საიმპერიო ადმინისტრაცია, რასაც შედეგად ის მოჰყვა, რომ სენატი, როგორც პოლიტიკური დაწესებულება სრულიად გაქრა და ცენტრალიზაციამ გაიმარჯვა. დიოკლიტიანემ ეს ევოლუცია დაასრულა. მან ნამდვილი მონარქია დაამყარა ცენტრალიზებული ადმინისტრაციით, რომელმაც ხელი შეუწყო იმპერიაში გამეფებული ანარქიის და სამხედროთა ძლიერებას ალაგმვას. დიოკლიტიანემ ქვეყნის გაძლიერებას ტეტრარქიის დაყარებით მიახწია. მან ქვეყანა ორ ავგუსტუსსა და კეისარს შორის გადაანაწილა, თუმცა ნამდვილი იმპერატორი მხოლოდ თვითონ იყო.დიოკლიტიანემ იცოდა, რომ მხოლოდ ძლიერ რელიგიას შეეძლო იმპერიის ერთიანობის შენარჩუნება. მიუხედავად იმისა, რომ

ქრისტიანული მოძღვრების შენარჩუნება. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანული მოძღვრების და ეკლესიის აღმავლობა სწორედ მისი მმართველობის ხანას დაემთხვა, იმპერატორმა ბოლომდე ვერ აუღო ალღო დროის მოთხოვნებს და სახელმწიფოს იდეოლოგიურ საფუძველად ისევ დრომოჭმული რომაული ღმერთების პანთეონი აირჩია. მის დროს ქრისტიანობის დევნამ აპოგეას მიაღწია. (12. 67-69) 303 წელს დიოკლიტიანემ ნიკომედიაში გამოსცა ედიქტი, რომელიც ქრისტიანთა საშინელი ხოცვა-ჟლეტის დასაწყისი გახდა. ეს იყო ქრისტეს მიმდევრების უკანასკნელი სისტემატური დევნა, რომელიც 311 წლამდე გაგრძელდა. როგორც ჩანს ეს საერთო კულტურულ ცვლილებათა მოვლენად უნდა მივიჩნიოთ, რადგან კულტურა, ფართო გაგებით, მასების ყოველდღიური ცხოვრების ფეხულში ებმება. ელეტის კულტურა კიდევ უფრო შორდება ხალხს, რაფინირდება, სიკვდილის ნიშნით აღიბეჭდება და მისი წარმომადგენლები კიდევაც მიელტვიან სიკვდილის გემოს. ეს კულტურის(აქ ვგულისხმობთ ანტიკურ კულტურას-გ.ქ.) დეკადანსია, სიცოცხლის წყაროს დაწრატა. კულტურის მოღვაწეთა მეორე ნაწილს თავის გადარჩენა სურს, მასებს, მათ გემოვნებასა და მოთხოვნებს ესადაგება და სოციალურ დაკვეთის შესრულებას ცდილობს.  (2. 94).

ქრისტიანობა, იუდეველთა და წარმართთა წინააღმდეგობის მიუხედავად, ტრიუმფით გავრცელდა. ცეცხლმა და მახვილმა, რომელმაც მორწმუნეთა უამრავი სული შეიწირა და წმინდანის შარავანდედით შემოსა, ეკლესია განამტკიცა და გაამდიდრა რიგორც თეორიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით. მისი კანონიკური წყობა და თეოლოგიური სისტემა ძირითადად და არსობრივად დევნილების ჟამს ჩამოყალიბდა და იმდენად მოიხვეჭა ავტორიტეტი, რომის იმპერიაში იმდენად ანგარიშგასაწევ ძალად იქცა, რომ სახელმწიფოს მისი უგულებელყოფა აღარ შეეძლო. (7. 21).

306 წელს რომის იმპერატორი გახდა კონსტანტინე, რომელიც მხოლოდ სიკვდილის წინ


 337 წელს მოინათლა და შთამომავლობამ დიდი უწოდა. დაიმსახურა კიდეც ეს სახელი, რადგან მან თანამედროვე პირობების გათვალისწინებით შეძლო მომავლის განჭვრეტა და სათავეში ჩაუდგა დიდ რევოლუციას, რომელიც მაცხოვრის სარწმუნოებამ მოახდინა.

 

დევნილი ეკლესია ერთბაშად გამარჯვებულ ეკლესიად იქცა (13. 48). კონსტანტინე ამბობდა: ,,ქრისტიანთა ღმერთი მკაცრად სჯიდა მათ, ვინც შეურაცხყოფს მის კულტს და მადლით ავსებს მათ, ვინც ემსახურება . მისი გამგებლობა თავიდანვე ლეგენდებით იქნა გარემოცული. მაგ. 312 წელს, მაქსენციუსის წინააღმდეგ ბრძოლისას, როდესაც კონსტანტინეს რომაული ღმერთები არ სწყალობდნენ და იგი მარცხდებოდა, გადმოცემით, დახმარებისათვის იესო ქრისტეს მიმართა. ამის შემდეგ

კონსტანტინეს მოუიდა ცნობა, რომ მაქსენციუსის ჯარს მდინარე ტიბროსზე გადასვლისას ხიდი ჩაენგრია და სარდლიანად მდინარეში დაიღუპა. კიდევ ერთი ლეგენდა მოგვითხრობს, რომ კონსტანტინეს, თანაიმპერატორის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყების წინ, რომისაკენ მიმავალ გზაზე ჩვენება გამოეცხადა. ჯვარს რომ მიუძღოდა წინ, ჩამავალ მზეზე დაინახა განათებული ჯვარი ბერძნული წარწერით: ,,ენ ტუტო ნიკა  (ამით სძლიე!). იმავე ღამეს მას გამოეცხადა იესო ქრისტე და უბრძანა აეღო მსგავსი დროშა და შებრძოლებოდა მტერს. დილით იმპერატორმა ამ სასწაულის შესახებ ყველას მოუთხრო. კონსტანტინემ ხილვაში ნანახი ჯვარი ზუსტად დაამზადებინა ხელოსნებს და ამ ჯვრით ხელში მტერი დაამარცხა. როგორც ჩანს, მადლობის ნიშნად კონსტანტინემ გადაწყვიტა სინდისის სრული თავისუფლება მიენიჭებინა ქვეშევრდომებისათვის და 313 წელს, თანაიმპერატორ ლიცინიუსთან ერთად გამოსცა ,,მილანის ედიქტი , რომელიც ძველ, ანტიკურ ხანასა და ახალ

ისტორიას შორის Bუნებრივი გამყოფი აღმოჩნდა. ,,სრულ თავისუფლებას ვანიჭებთ ქრისტიანებს და ყველას: რომელი სარწმუნოებაც სურთ, ის იწამონ, რათა ღმერთი, რომელიც ზეცას განაგებს, კეთილგანწყობილი იყოს როგორც ჩვენს, ასევე ყველა ჩვენი ქვეშევრდომის მიმართ . ქრისტიანებს უნდა დაბრუნებოდათ მთელი ქონება, რაც დევნის დროს წაართვეს. ეს ეხებოდა არა მხოლოდ ეკლესიის ხაზინას, არამედ კერძო მოქალაქეთა ქონებასაც. ედიქტში ნაბრძანებია: ,,ის ადგილები, სადაც ჩვეულებრივ იკრიბებიან ქრისტიანები, ე.ი. ეკლესიები, შენობები, რომელიც ეკუთვნოდა სახელმწიფოს თუ კერძო პირებს, ვის კუთვნილებაშიც გადავიდა ეს ქონება დევნის დროს, უნდა დაუბრუნდეს ქრისტიანებს . მთავარი კი ის არის, რომ ედიქტის მიხედვით ქონება უნდა დაუბრუნდეს არა ცალკეულ პირებს, მაგ. ეპისკოპოსებს, არამედ ქრისტიანულ თემებს.

უფრო გვიან, 321 წელს, კონსტანტინემ გამოსცა კანონი კვირა დღის დღესასწაულად გამოცხადების შესახებ და ამით ქრისტიანობა სხვა რელიგიებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენა. ჩვენ არა გვაქვს საფუძველი, რომ ეჭვი შევიტანოთ კონსტანტინეს მიერ ქრისტიანობის გულწრფელად მიღებაში. მან საკუთარი ვაჟები ქრისტიანულად აღზარდა.

თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მან პოლიტიკურად გაუმართლებლად მიიჩნია ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება მანამ, სანამ იგი იმპერიის ერთადერთი მმართველი არ გახდა. ეს ალბათ გამოწვეული იყო, თავდაპირველად

მისი ქრისტიანობაში მერყეობით, რადგან ,,ქრისტიანობის ჭეშმარიტი ბუნების აღმოსაჩენად ერთადერთი გზა არსებობს _ უნდა მივყვრთ ბილიკს (,,გზას - ქრისტიანობის ერთ-ერთი უძველესი სახელი _ გ.ქ.). როდესაც საკუთარ თავს ცხოვრების ამ გზას მივუძღვნით, მხოლოდ მაშინ დავიწყებთ ჩვენით ხედვას, მანმადე კი კარგად არ გვესმის, თუ რა არის ქრისტიანობა  (3. 10).

,,მილანის ედიქტის  შემდეგ ქრისტიანული ეკლესია უმცირესობიდან უცებ ყოვლისშემძლე გახდა და კონსტანტინეს წყალობით სახელმწიფოს პირველხა-რისხოვან დაწესებულებად აღზევდა. დასკვნის სახით, კი გვსურს მოვიყვანოთ ცნობა იმის შესახებ, თუ როგორ უყრიდა საფუძველს პირველი ქრისტიანი

იმპერატორი კონსტანტინე დიდი , ქრისტიანობისთვის მიეცა სახელმწიფო რელიგიის სახე და სათანადო ადგილი დაეჭირა მას იმპერიის პოლიტიკურ ცხოვრებაში _ 326 წელს იმპერატორმა იერუსალიმში დედამისი, დედოფალი ელენე გაგზავნა და

მაცხოვრის ცხოველმყოფელი ჯვრის მოძიება დაავალა. იესოს ჯვარცმიდან 38 წლის შემდეგ რომის იმპერატორმა ტიტუსმა მოაოხრა წმინდა ქალაქი. იერუსალიმის პატრიარქმა წმინდა სიმეონმა, რომელიც ქრისტეს 70 მოციქულიდან ერთ-ერთი იყო, თავისი საწმყსო ქალაქიდან წაიყვანა. როდესაც იერუსალიმის ნგრევა დასრულდა, ქრისტიანები კვლავ დაბრუნდნენ ქალაქში და წმინდა სიმეონმა, რომელიც მაცხოვრის ჯვარცმის თვითმხილველი იყო, ნანგრევებს შორის ადვილად მიაგნო გოლგოთის კლდეს და ქრისტეს საფლავის გამოქვაბულს. ამ წმინდა ადგილებს მოწიწებით ინახავდა ქრისტიანი მრევლი, მაგრამ რომის იმპერატორმა ადრიანემ ზედ წარმართული ტაძრის აგება ბრძანა, ასეთმა მდგომარეობამ გასტანა 200 წელი, ვიდრე ელენე დედოფალი ეწვეოდა იერუსალიმს. იერუსალიმში დედოფალი მრავალ ქრისტიანს და იუდეველს ესაუბრა და ბოლოს შეიტყო, რომ გოლგოთაზე, იმ ადგილას, სადაც ჯვარს აცვეს უფალი იესო, წარმართული ღვთაება ვენერას ტაძარი იყო აღმართული. ტაძარი დაანგრიეს და მიწის გათხრისას აღმოაჩინეს უფლის საფლავი, მის შორიახლოს კი სამი კვარი. აქვე იყო ფიცარი, რომელზედაც პილატემ წარწერა გააკეთებინა და ის ოთხი ლურსმანი, რომლითაც იესო ჯვარზე იყო მიმსჭვალული. იმის გასარკვევად, ამ სამი ჯვრიდან რომელი იყო ჯვარი უფლისა,

იერუსალიმის პატრიარქმა მაკარმა რიგრიგობით მიადო ისინი ახალ მიცვალებულს. ცხოველმყოფელი ჯვრის შეხებისას იგი გაცოცხლდა. ამ სასწაულის შემდეგ კონსტანტინე იმპერატორმა იმ ადგილზე, სადაც ჯვარს აცვეს, დაკრძალეს და შემდეგ

მკვდრეთით აღსდგა იესო ქრისტე, ულამაზესი ტაძრის აგება ბრძანა, რომელიც ,,ქვეყნად არსებულ ყველა ტაძარზე შესანიშნავი იქნებოდა და ყველა ქალაქის ულამაზეს შენობებს ბევრად აღემატებოდა . ბნელი გამოქვაბული მაცხოვრის

სარეცლით, რომელზეც სამი დღე ესვენა ღმერთკაცის ცხედარი, მრგვალ მარმარილოს ტაძარში იქნა მოქცეული, რომელიც 12 სვეტით იყო გარშემორტყმული ქრისტეს მოციქულთა რიცხვის მიხედვით. მაცხოვრის საფლავის აღმოსავლეთით იმყოფებოდა

აღდგომის ეკლესია


 მთელი ქრისტიანული სამყაროს უზენაესი სიწმინდე, რადგან გოლგოთაზე მოხდა კაცობრიობის ცოდვების გამოსყიდვა. აღდგომის ტაძარი მნახველს აოცებდა აზიური ფუფუნებითა და ბერძნულ-რომაული ხელოვნების

 

ნიმუშებით. მარმარილოს, ოქროსა და ძვირფასი თვლების სიუხვე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა. (13. 56-59) იმპერატორმა კონსტანტინემ თავისი ზეობის 31-ე წელი ამ ეკლესიის კურთხევით აღნიშნა. ათასობით მორწმუნე დაესწრო ამ დღესასწაულს და მოისმინა კესარიის მიტროპოლიტ ევსევის სადიდებელი სიტყვა იესო ქრისტესადმი.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / ქავთარაძე გიორგი / ქრისტიანობის მოსვლა რომის იმპერიის სათავეში