74. სახელისდება (მუცო)

    ღმრთო, დიდება შენდა, ღმერთო, მადლი შენდა. კაციც შენ გეძახსავ, სულიც შენ გებარებისავ. სააქაოს ნათქვამ სიქიოს მადიოდასავ, მკვდართ შანდობა მაგიდიოდასთავ. კარიც მღე გექნებისთავ, ტაბლაიც მზა გექნებისთავ, ხელსამც გახკრავთავ, უბე-კალთასამც გაიხვევთავ. ცოდვისამც მხდელ გექნებისთავ, ცოდვიდამც იაღმხდელივ, ფერუცვლელადავ, წაუქცევლადავ, ცოტა დიდადავ, რიოშ წმიდადავ. ხთის წესითავა-დ რიგითავ. მჯელსავ, მსჯავრესამც გარიდებსთავ, წინ მაგებებულსავ, უკენ დაწეულსავ, სიკვდილის დღეს დამწყვდეულსავ, ენით ნათქვამსავ, ხელით ნაქნარსავ, თვალით ნანახსავ, ყურით განაგონარსავ. თუ ვინ გყვანდასთავ შამამბრუნავივ, შამამხედავივ ტაბლაჩიავ, სასმელჩი გებირებოდასთავა-დ გეჭრებოდასთავ, მე ვერ ვიგონებდავ, დაწევაი-დ დატანება გინდოდსთავ, თქვენ თქვენის ნებითამც დაიწევთავ, დაიტანებთავ. მაკეთეივ, მაკიდულივ, დედულ-მამულივ, ოხრის სულ-მკვდარივ, დობილ-ძმობილივ, სიძე-ცოლეურივ, დისწულ-დედიძმაივ თქვენ თქვენის ნებით დაიწევთა-დ დაიტანებთავ, ავივ, არამიმც ნუვინ დაგეტანებათავ. თუ არადეევ ალალივ, ალალ-მართალიმც გექნებისთავ. ნუმც რაით დაღონდებითავ, ნუმც რაით გაიხლათებითავ, სანთლითამც მაგივათავ, სარკმლითამც მაგივათავ, მზის შუქითავ, მთვარის სინათლითავ. ნუმც რა დაგიკლდებისთავ, ნუმც რა მაგიკლდებისთავ. მე რასა დაგაკლებთავ, სულეთის ღმერთიმც დაგიმატებსთავ. შაგინდნასავ სულეთის ღმერთმა-დ მაგახმარასავ (3-გზის).

მუცო. აგუნდა ჭინჭარაული, 67 წლ., ჩაიწერა ნოდარ ზვიადაურმა 1983 წ.

 

75. ხუცობა არდოტის ჯვარში

    დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა, დიდება დღეს დღესინდელსა, რჯულ ქრისტიანთ სალოცავსა, მზესა, მზის მყოლ ანგელოზთა, დიდება დიდს კვირეესა, ხთის მაღლის მეკარვესა, დიდება-გამარჯვება თქვენდა, ჩვენო სალოცავნო! გიორგი სომხოზ გორისაო, ხთისშობელო, ხთის საყვარელო, ბისოს კალთაზე მობურთვალო, ხოდაბურთ ყარაულო, თავადო მთავარანგელოზო, დარბაზის ყარაულო, თქვენა სადიდოდ, სამთავრო-გასამარჯვოდ იყვას მახრილის ჩოქით, მათხოვილის მადლით, მახსენებულის ხთის წესით მაყენებული ეს სამსახური, ბუღვაური! თქვენ თქვენი მარიგე ღმერთი არ მაგიწყენსთ, არ მაგიძულებსთ, თქვენ თქვენ მეხვეწურებს ნუ მაიწყენთ, ნუ მაიძულებთ; რასა მხარზე და გულზე გეძახდასთ, უშველეთ, დაეხმარენით, საწაღმართო ანგელოზ დაახმარეთ, მიწრიელნ დაულაგმენით. ხელი, ხმალ მტრისა ახხადეთ, ხმა სიკვდილისა გადაუგდით, სხო ადგილ-ალაგ მიასწავლეთ, მაგახსენით ბირკვლ-ბალინჯჩიით, ავადობა-სნეულებაჩიით გეხვეწებათ, შაიხვეწენით, თქვენდ ხელი რიგ არ დაუკლავ, ნაქადებ არ უმტყუვნებავ, ნაძახებ გაუგონეთ, აგრემც გაგემარჯვებათ! ამათ ყუდროჩი პურს უმატეთ, წულს უმატეთ, კაცს უმატეთ, კაცრივლობას უმატეთ, ორფეხს უმატეთ, ოთხფეხს უმატეთ, ქუდიანთა მანდილიანთ უმატეთ; ამათ ყუდროჩიით გამავალს – მემტრეს, მენადირეს, მგზავრს, მემგზაურს გახყევით, გაუმარჯვეთ, ხელ მაუმართეთ, სარგებელს მიაგანეთ, სავნებელს მააშორეთ, შინ მშვიდობით დაიბრუნეთ, შინაურობა მშვიდობით დაახვედრეთ. თუ სხვა ხთიშვილნ უწყრებოდან, უჩიოდან მადლი, ხოიშან მაუთხოვიდით, გულწაღმა, პირწაღმ დაუბრუნდიდით. ნურას მახკერძებთ, დააღირებთ სენს, სასჯელს, საზიანო საქმეს, მტრის ჩქამს, სიკვდილის ხმას.

    ხთის კრით და ხთის იასაულნი ხმელზეით ბასს კრეფდან, ყალანს იღებდან, თქვენ მეხვეწურებს უშველიდით, დაეხმარნიდით, კაბის კალთა დააფარიდით, კაბის კალთაჩი გაიხვივნიდით.

    სნეულ გეძახდასთ ამათ ყუდრო-კარჩიით, სამეშლო სახელიან აიღიდით, ხთის კარზე მაიხმარიდით, დამდგარი ეგ ზამთარ-ზამთრობა მშვიდობით გადააყრიდით, გაზაფხულ მშვიდობისა მაღგვარიდით, ხარ წაღმ გაუმართიდით, ხარისა მხრის ნამაშვრალს ჯვარ დაუწერიდით, ბარაქა დაუტანიდით, სთველ ღალიან-ბარაქიან დაუყენიდით.

    რასაც მე დიდება–ხსენებას დაგაკლებთ, თქვენ თქვენს წყალობას ნუ დააკლებთ თქვენ მეხვეწურებს, ამათ თავ-ჯალაფობას.

    ისმინეთ, გაიგონეთ, იღირსეთ, შაიწიეთ, ათასიმც მადლ გაქვთ, შამაძახილზე ნუ შამისაწყინდებით, ზღვნითა და სანთლით გადამახდიეთ.

    გაემარჯვას ნადიდებ-ნახსენებ ანგელოზთ, წყალობა მაგცასთ დასტურთ, მსახურთ, გაგიგონასთ, რასა მხარზე და გულზე ეძახთ.

ანდაქი. მთქმელი წიქა როსტომის ძე მურღუევი., ჩაიწერა ნოდარ არდოტელმა (ზვიადაურმა), 1982 წ.

    გაზეთი «ბურჯი ეროვნებისა»

 

76. ხუცობა (არდოტი)

    დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა, დიდება მზესა, მზის მყოლ ანგელოსთა, დიდება დიდსა კვირეესა, ხთის მაღლის მოკარვესა, დიდება, გამარჯვება თქვენდა, ჩვენო სალოცავნო, გიორგი სომხოსგორისაო, ხთიშობელო, ხთის საყვარელო, ბისოს კალთაზე მობურთვალო, ხოდაბურთ ყარაულო, თავადო მთავარანგელოზო, დარბაზის ყარაულო. თქვენდა სადიდოდ, სამთავრო-გასამარჯვოდ იყვას მაყენებული ეს სამსახური მეხვეწურებისა. აიყვანეთ, ხთის კარზე მაიხმარეთ, თქვენ მეხვეწურებს უშველეთ, დეეხმარეთ, ავ საქმე სხვაზე მაუხდინეთ. ნურას მახკერძებთ, დააღირებთ სენს, სასჯელს, საზიანო საქმეს. ხელ-მხარ მტრისა ახხადიდით, ხმა სიკვდილისა გადაუგდიდით, უშველიდით, დაეხმარიდით. დამდგარ ე ზაფხული-ზაფხულობა მშვიდობით გადმააყრიიდით, სთველ ღალიან-ბარაქიან დაუყენიდით, ხარისა-დ მხრის ნამაშვრალს ჯვარ დაუწერიდით, ბარაქა დაუტანიდით. ამათ ყუდროჩიით თუ ვინ შამაგძახოდასთ მგზავრი, მემგზავრე, მეველე, მემტრე, მენადირე, ხელ მაუმართიდით, უშველიდით, დაეხმარნიდით, შინ მშვიდობით დაახვედრიდით. თურას სხო ხთიშვილნ უჩიოდან, უწყრებოდან, მადლი-დ ხოიშან მაუთხოვიდით, თავად პირწაღმა-დ გულწაღმ დაუბრუნდიდით. მაყენებული ეს სამსახური მეხვეწურებისა აიყვანიდით, ხთის კარზე მაიხმარიდით. თქვენ მარიგე ღმერთ არ მაგიწყენსთ, არ მაგიძულებსთ, თქვენ მეხვეწურებს თქვენ ნუ მაიწყენთ, ნუ მაიძულებთ.

არდოტი. არდოტის ჯვარი, ხუცესი ხვთისო მურღუევი, 45 წლ., ჩაიწერა ნოდარ ზვიადაურმა 1983 წ.

77. ხუცობა სომხოზ წმინდა გიორგის ჯვარში (არდოტი)

    დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა, დიდება მზესა, მზის მყოლ ანგელოზთა, დიდება დიდ კვირაესა, მაღლის ხთის მოკარვესა, დიდება-გამარჯვება თქვენდა ჩვენო სალოცავებო, გიორგი სომხოზ გორისაო, ხთისშობელო ხთის საყვარელო. მაყენებული სამსახური მეზღვნეებისა აიყვანეთ, ხთის კარზედ მაიხმარეთ, რასა მხარზედ, გულზედ გეძახდან, იმაზე გაუგონეთ, ნურას მახკერძებთ, დააღირებთ. სენს, სასჯელს, საზიანო საქმეს, ამათ ყუდროთად შამაქცეულს ლაღს მტერს, მწარე სიკვდილს თავ-თავად შაუქციეთ, გზა უკენ გადუქციეთ, თქვენ უხედავ ხორციელთაზედ გადაიღით, ამათ ყუდროჩით თუ ვინმე გეძახდან მეველე, მემტრე, მენადირე გახყევით გაუმარჯვეთ, ხელ მაუმართეთ, შინ მშვიდობით დააბრუნეთ. შინაურობა მშვიდობით დაახვედრეთ. დამდგარი ეს ზაფხული, ზაფხულობა მშვიდობით გადმააყარეთ, ხარისი მხრის ნამაშვრალს ჯვარ დაუწერეთ, ბარაქა დაუტანეთ, უშველე, დეეხმარენით, თქვენ მარიგე ღმერთი გადიდებთ, გაძლიერებსთ, არ მაგიწყენსთ, არ მაგიძულებსთ, თქვენ მეხვეწურებს ნუ მაიწყენთ, ნუ მაიძულებთ, მახრილის ჩოქითა, მათხოილის მადლითა, გადიდასთ, გაგიმარჯვასთ. შამაძახილზე ნუ შამისაწყინდებით, ისრემც გაგემარჯვებათ.

 

არდოტი. ხუცესი ხვთისო ჭრელას ძე არდოტელი. 55 წლ., ჩაიწერა ხვთისო მამისიმედიშვილმა 1993 წლის 23 აგვისტოს.

 

78. თასის დალოცვა არდოტის ჯვარში

    ღმერთმა გაუმარჯვას ამ თასზე ნადიდებ-ნახსენებ ანგელოზს. იმის წყალობა გქონდასთ თემს, სოფელს. წაღმ მაუარას თქვენს თავს, ჯალაფობას, ხალიზ მაგცასთ, ბალინჯ მაგაშორასთ, კლო უკეთესის გულით გიმსახურასთ. წელ ეცვლებ, წელ კაისა გამაგიცვალასთ, ერთ ეს, ათიათას სხვა. მემუხლეებს მუხლებ შაგარჩინასთ. თავმახდილებს თავმტრისა მაგცასთ შორიელაისაი. თასიანებს ხელთ გაამასთ. გწყალობდასთ ამაზე ნახსენებ ანგელოზები. თქვენ იყვას მწყალობელი.

არდოტი, ჭრელ მურღუევი, 100 წლ., ჩაიწერა ნიკოლოზ ზვიადაურმა, 1982 წ.

 

 

79. სახელისდება მკვდართად (არდოტი)

    ღმერთო, დიდება შენდა, ღმერთო, მადლი შენდა, აქ ნათქვამ საიქიოს მიდიოდას, მკვდართ შანდობა მაგიდიოდასთ. სადაც შენ ხარ (სახელები გარდაცვლილთა), ცხონებულო (სახელი), თქვენამც მაგივალისთ დადგმულ ტაბლაო. დასხმულებ ჭიქები, დავსილ ხელადანი. ეს წვერის არაყიან ბოთლანი (სახელი) თქვენამც გამთავრებსთ, თქვენამც გაიაღებსთ. ცოტაიმც დიდად გექნებათ, რიოშიმც წმიდად გექნებათ. მაუდევარ, მაუკიდვარიმც გექნებათ. ცისობას, მიწა-წყლისობას ფერუქცეველ-წაუქცეველიმც გექნებათ.

    თუ ვინ გყვანდასთ დედული, მამული, სიძეი, ცოლეური, დობილი, ძმობილი, უცნობი, მეგობარი, რჯულიანი, ურჯულოი, უპატრონო მკვდარი, მთა-წვერთ დამრჩალი, წყლის დაკარგული, ზვავის დალეული, სალდათი, ტუსაღი, შამამბრუნავ სული. ნება-მასპინძლობაიმც თქვენიმც იქნების. მანდაურის წესით, რჯულითამც მაიხმარებთ, ცოდვიანნიმც შორს გექნებიანთ. მადლიანნიმც ახლოს. ჩემის უემპირობითამც ნურა დაგაკლდებისთ. რასაც მე დაგაკლებთ, სულეთის გამჩენ ღმერთიმც დაგიმატებსთ.

    თუ რა გაწუხებდასთ, გაღონებდასთ, თვალით ნანახავი, ყურით განაგონარი, წინ მიგებებული, უკან დაწეული, სიკვდილით დღეს დამწყვდეული, მსჯელს, მსჯავრეს ტაბლითამც, სუფრაითამც აშორებთ.

    ცაო ქერებელო, ღრუბელო ნათლისაო, მამაო მეუფისაო, სუფრა მზა მიეც, გზა საღ მიეც. შაგიდნასთ და სულეთის გამჩენ ღმერთ მაგახმარასთ. შაგიდნასთ და ალალ-მთავარ გიყვასთ. დამსწრენი: შაუდნას და მაახმარას! (სახელის დამდებელს ტაბლისად ეუბნებიან). საიქიომ დაგიმადლას, სულეთის გამჩენ დალოცვილ ღმერთმ შენ ენა-პირ დიდხანს აუბნას. სიკეთეს, კაი კაცობას ნუ მაგშალას. (ჭირისუფალის ოჯახის წევრს ეტყვიან). წაქცევისა ამაგაყენასთ, ატირდომისა გაგაცინასთ. ავ კაით დაგაცილასთ. ახალ მარხეი ნუღარა მაგცასთ დალოცვილ ღმერთმ!

არდოტი. ხვთისო ჭრელას ძე მურღუევი. 45 წლის, ჩაიწერა ნიკოლოზ ზვიადაურმა 1982 წ.

 

 

80. სახელისდება (არდოტი)

    ღმერთო, დიდება შენდა, ღმერთო, მადლი შენდა, კაცი შენ გეძახს, სული შენ გებარების. ჩემის თქმით და ხთის წესით აქ ნათქვამ საიქიოს მიდიოდას, მკვდართ შანდობა მაგიდიოდასთ. სადაც თქვენ ხართ, თქვენამც მაგივალისთ გაშლილი ეს პურ-სუფრა, დაკრული სანთელ-კელაპტრით, თქვენამც გამთავრებსთ, გაიაღებსთ, ალალიმც გექნებათ, მთავარიმც გექნებათ, მაუკიდვარ-მაუდევარიმც გექნებათ, ცა-მზისობას წაუქცეველ-ფერუქცეველიმც გექნებათ. ცოდვიანნიმც შორად გექნებიანთ, მადლიანნიმც ახლოს გექნებიანთ. ნუმც რაით გაიხლათებით, ნუმც რაით დაღონდებით. თუ ვინმე გყვანდასთ დედულთა, მამულთა სიძე, ცოლეური, შამამბრუნავი, ობოლ-ოხერი, სალდათი, ტუსაღი, მთა-წვერთ დამჩალი, უპატრონო მკვდარი, ბალღი, ძუძუმწოვარი, თავისა, სხვისა, თქვენიმც ნება იქნებ, თქვენიმც მასპინძლობა იქნებ, მეძალეიმც ნურვინ გექნებათ, წინამც ნუვინ დაგიდგებათ. თუ რამე გაღონებსდათ თვალით ნანახი, ყურით განაგონარი, წინ გაგებებული, უკენ დაწეული, სიკვდილის დღეს დამწყვდეული, მსჯელსა-დ მსჯავრესავ ტაბლით, სუფრითამც იშორებავ.

    ცაო ქარებულო, ღრუბელო ნათლისაო, მამაო მეუფისაო, სუფრა მზა მიეცი, გზა საღ მიეცი, შაგინდნას, სულეთის ღმერთმ მაგახმარას! (3-გზის).

არდოტი. არდოტის ჯვარი, ხუცესი ხვთისო მურღუევი, 45 წლ., ჩაიწერა ნოდარ ზვიადაურმა 1983 წ.

 

 

81. სახელისდება მკვდართად (არდოტი)

    ღმერთო, ჩემის თქმითა, ღმერთო, შენის მიცემითა, აქ ნათქვამ საიქიოს მიდიოდას, მკვდართ შანდობა მიუდიოდას, საცა თქვენ ხართ (სახელების ჩამოთვლა) ბერი, ახალი, ქრისტი, ქრისტიანი, ურჯულოი, რჯულიანი, შორიელაი, ახლუელაი თქვენამც გეხმარებით, თქვენამც სახმარ იქნების: ტაბლა – სუფრა, დასხმულ ჭიქები, დავსილ ხელადანი. მანდაურის წესით, რჯულით. თუ ვინ გყვანდასთ შამამბრუნავი, შამამხედავი, თავის წესითამც მისცემთ. ძალითაც ნუ ვინ გამაგეკიდებისთ. ალალიმც გექნებათ. მრავალი, გაუცუდო-გაუთაოი, ცისი-მზისობას, მიწა-წყლისობას.

    სანამ ხარ ხნავს, წისქვილ ფქვავს პურს, მწვანილ მაზდის, სანთლით, სარკმლით, ელუმსალეთის ნათლით, სულეთის ღმერთის მიცემით. ჩემის უთქმელობითამც ნუ გაიხლათებით. ნურაით დაღონდებით. ჩემი უემპირობით თუ რა გაკლდებოდასთ, სულეთის გამჩენ ღმერთიც დაგიმატებსთ. შაგინდნასთ სულეთის ღმერთმა, მაგახმარასთ! ალალ-მთავარ გიყვასთ.

    შაუნდნას მაახმარას! შენ კარგად გამყოფას!

არდოტი. ძილო ბაჭყალას ასული ზვიადაური-მურღუევი, ჩაიწერა ნიკოლოზ ზვიადაურმა 1982 წელს

 

 

82. ხუცობა (ანდაქი)

    შენა სადიდოდ, შენა გასამარჯვოდ იყვას დარბაზთ წვერზე დარბაზთ ანგელოზო, წმ. გიორგიო. მახრილის ჩოქით, მათხოვილის მადლით, მახსენებულის ხვთის წესით, სამსახურით შენ უშველე შენ მეხვეწურებს, დასტურთ, მსახურთ გადაუგდი ბირკვლი, ბალინჯი, ავადობა.

    დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა, დღეს დღესინდელსა, სჯულ ქრისტიანთ სალოცავსა, მზესა, მზის მყოლ ანგელოზთა, დიდება დიდს კვირეესა, დიდება, გამარჯვება თქვენდა. თქვენ თქვენს მეხვეწურებს ნუ მაიწყენთ, ნუ მაიძულებთ, უშველეთ, დაეხმარენით, საღმრთო ანგელოზ დაახმარეთ, ხელი-დ მხარ მტრისა ახხადეთ, ხმა სიკვდილისა გადაუგდით, ნურას მახკერძებთ, ნუ დააღირებთ სენს, სასჯელს, საზიანო საქმეს. ამათ ყუდროჩი პურს უმატეთ, წულს უმატეთ, კაცს უმატეთ, კაცრივლობას უმატეთ, ორფეხს უმატეთ, ოთხფეხს უმატეთ, ქუდიანთ, მანდილიანთ უმატეთ. ყუდროჩიით გამავალს მემტრეს, მენადირეს, მგზავრს, მემგზაურს გაჰყევით, გაუმარჯვეთ, ხელ გაუმართეთ, სარგებელს მიაგანეთ, სავნებელსა მააშორეთ, შინ მშვიდობით დააბრუნეთ, შინაურობა მშვიდობას დაახვედრეთ. თუ სხვა ხთიშვილნი უწყრებოდან, უჩიოდან, მადლი-დ ხოიშან მაუთხოვიდით, გულწაღმა-დ პირწაღმ გადაუბრუნდით. ნურას მახკერძებთ დააღირებთ: სენს, სასჯელს, საზიანო საქმეს, მტრის ჩქამს, სიკვდილის ხმას, ხთის კრით და ხთის იასაულნ ხმელზეით ბასს კრეფდან, ყალანს იღებდან, თქვენ მეხვეწურებს უშველიდით, დაეხმარნიდით, კაბის კალთა დაახმარნიდით, კაბის კალთაჩი გაიხვივნიდით. ეს ზამთარი ზამთრობა მშვიდობით გადააყრიდით, სთველი ღალიან-ბარაქიან დაუყენიდით. ხარისა-დ მხრის ნამაშვრალს ჯვარ დაუწერიდით, ბარაქა დაუტანიდით. თქვენ მარიგე ღმერთ არ მაგიწყენსთ, არ მაგიძულებსთ. თქვენ მეხვეწურებს ნუ მაიწყენთ, ნუ მაიძულებთ. ამის თავ-ჯალაფობისად, ორფეხ-ოთხფეხისად, ქუდოსან-მანდილოსანისად, მეშველი, მწყალობელიმც იქნები. გეემარჯვას ნადიდებ-ნახსენებ ანგელოზთ, წყალობა მაგცასთ დასტურთ, მსახურთ, რასაც მხარზე, გულზე ეძახდათ.

    ეხლა ხუცესთ ეუბნებიან: თქვენ იყვასავ მწყალობელივ, თქვენ ენა-პირ დიდხანს აუბნასავ, წყალობა მაგცასავ ანგელოზმავ.

ანდაქი. ხუცეს-მედროშე წიქა მურღუევი, 65 წლ., ჩაიწერა ნოდარ ზვიადაურმა 1983 წ.

 

 

83. ხუცობა (სამეშლო) არჭილოში

    შენა სადიდოდ, სამთავრო-გასამარჯვოდ იყვას, გიორგი მახკოსწვერის ანგელოზო, მაყენებული ეს სამეშლო სახელიანივ, მახრილ ჩოქივ, მათხოვილ მადლივ. შენ შენი მარიგე ღმერთი გადიდებსავ, არ მაგიწყენს, არ მაგიძულებსავ, შენის დიდის შაძლება-გადენისადავ შენ მახვეწურსავ (სახელი), ამის თავ-ჯალაფობისავ. ნუ მაიწყენავ, ნუ მაიძულებავ. რასა მხარზე, გულზე გეძახდასავ, უშველე, დაეხმარევ, გამაიხსენივ ბირკვლ-ბალინჯჩიითავ, ავადობა-სნეულებაჩიითავ. გეხვეწებავ, შაიხვეწენივ, შენდ ხელი რიგ არ დაუყრავავ, შენ შენს წყალობას ნუ დახყრივ, ნაქადებ არ უმტყუნევნებავ, ნაძახებ გაუგონეთავ, აგრემც გაგემარჯვებათავ. პურს უმატეთავ ამათ ყუდრო-კარჩიავ, წულს უმატეთავ, კაცსა-კაცრიელობას უმატეთავ. ამათ ყუდრო-კარიდან თუ ვინმე გადიოდესავ მგზავრივ, მემგზავრეივ, მემტრეივ, მენადირეივ, გახყვნიდითავ, გაუმარჯვიდითავ, სავნებელს მააცილიდითავ, სარგებელს მიაგანიდითავ, შინ მშვიდობით დაუბრუნიდითავ, შინაურობა მშვიდობით დაახვედრიდითავ. სხო ხთიშვილნი თუ რას უჩიოდან-უწყრებოდანავ, შუა უდგიდითავ, მადლი-დ ხოიშან მაუთხოვიდითავ, თავად გულწაღმ და პირწაღმ დაუბრუნდიდითავ. ამათ თავისად შამაქცეულსავ ლაღ მტერსავ, მწარე სიკვდილსავ თავად შაუქციიდითავ, გზა უკუღმ გადუქციიდითავ, სხოთ ადგილ-ალაგ მიასწავლიდითავ, თქვენ უხედავ-ურწმუნო ხორციელთაზე გადაიღიდითავ. სნეულ გეძახდასთავ, იმათ ყუდრო-კარიდანავ სამეშლო სახელიან აიღიდითავ, ხთის კარზე მაიხმარიდითავ, დამდგარი ეგ ზამთარი-დ ზამთრობაივ მშვიდობით გადახყარიდითავ, გაზაფხულ მშვიდობისა მაღგვარიდითავ, მხარ წაღმ გაუმართიდითავ, ხარის-დ მხრის ნამაშვრალსავ ჯვარ დაუწერიდითავ, ბარაქა დაუტანიდითავ, სთველი ღალიან-ბარაქიან დაუყენიდითავ.

    დიდება ღმერთსავ, მადლი ღმერთსავ, დიდება დღეს დღესინდელსავ, დიდება მზესავ, მზის ამყოლ ანგელოზთავ, დიდება დიდს კვირეესავ, ღვთის მაღლის მეკარვესა. დიდება-გამარჯვება შენდა, ნადიდებ-ნახსენებ ანგელოზო, გიორგი მახკოსწვერისაო. რასა მე ჩემ დიდება–ხსენებას დაგაკლებ, შენ შენს წყალობას ნუ დააკლებავ (სახელი), ამის თავ-ჯალაფობასავ. ისმინე, გაიგონევ, იღირსე, შაიწირევ. ათასიმც მადლ გაქვავ, შამაძახილზე ნუ შამისაწყენდებივ, ზღვნითა-დ სანთლით გადამახდიევ.

არჭილო. ხუცესი თაძია ზვიადაური, 57 წლ., ჩაიწერა ნ. ზვიადაურმა 1983 წ.

 

ჯუთა

 

84. ხუცობა ჯუთის წმინდა გიორგის ჯვარში

    ამ ჭიქა-ბარძიმზე, სეფე-სანთელზე შენ ძალი-ბედიმც დიდდების,

     ჯუთის წმინდაო გიორგიო.

    ამ ჭიქა-ბარძიმზე, სეფე-სანთელზე შენ ძალი-ბედიმც დიდდების,

     ღალანგურ წმინდაო გიორგიო.

    ამ ჭიქა-ბარძიმზე, სეფე-სანთელზე შენ ძალი-ბედიმც დიდდების,

     შარვნის წმინდაო გიორგიო.

    ამ ჭიქა-ბარძიმზე, სეფე-სანთელზე შენ ძალი-ბედიმც დიდდების,

     მთრეხის წმინდაო გიორგიო.

    ამ ჭიქა-ბარძიმზე, სეფე-სანთელზე შენ ძალი-ბედიმც დიდდების,

     კვირაევ კარავიანო.

    ამ ჭიქა-ბარძიმზე, სეფე-სანთელზე შენ ძალი-ბედიმც დიდდების,

     ბერო ბაადურო.

    ამ ჭიქა-ბარძიმზე, სეფე-სანთელზე შენ ძალი-ბედიმც დიდდების,

     ხთიშობელო – ადგილის დედაო.

    ამ ჭიქა-ბარძიმზე, სეფე-სანთელზე შენ ძალი-ბედიმც დიდდების,

     სახთო სახატედ მდგომო ანგელოზო.

    ამ ჭიქა-ბარძიმზე, სეფე-სანთელზე შენ ძალი-ბედიმც დიდდების,

     როშკის დიდგორ ვეშაგო გიორგიო.

    თქვენა სამთავროდ, თქვენა გასამარჯოდ იყოს ეს მაყენებული სამსახური, გეძახან, გეხვეწებიან ამ სამსახურის მამყენეები. რასაც მხარსა-დ გულზე გეძახდან, გეხვეწებოდან, იმ მხარ-გულზე შაიხვეწენი, მაგათ ყუდროში პურსა, პურის მჭამელს, წულსა, წულის აკვანს მაუმატიდი. ველ თუ რა გავიდას მაგათა მუშა-მოლაშქრე, მენადირე, გაჰყვიდი-გაუმარჯვიდი. მტერზე, ნადირზე ხელ მაუმართიდი. თუ რა შაგაწყინეს, შაგცოდეს პირის ქარით, ფეხის ნალით, ხარის კისრით, შანაცოდარ შაუნდვიდი, შენ შენს მარიგე ღმერთს გამაუთხოიდი.

    ხთის იასულ იყოს, ყალანს იღებდას, მაგათ ყუდრო-კარს ეკერძებოდას, გაჭირვებაში გამაიხსნიდი, შენ კაბის კალთა ჩამაუფარიდი, შენ შენს მარიგე ღმერთს გამაუთხოიდი.

    ჩემგან რაც ხსენება-დიდება გაკლდებოდასთ, თქვენ თქვენს წყალობას ნუ მააკლებთ, აიღეთ სახელიანად, ხთის კარზე მაიხმარეთ, თქვენა სამთავროდ, თქვენა გასამარჯვოდ იყოს ეს მაყენებული სამსახური.

    მაგცასთ წყალობა, გიშველასთ, დაგახმარასთ, სოფელს მაგცასთ წყალობა, ყურთა-მაყურებელს, სტუმარ-მასპინძელს, მაწვეულთ მაგცასთ წყალობა ნახსენებ ანგელოზებმ!

ჯუთა. ჯვრის დასტური ვაჟა არაბული, 40 წლ., ჩაიწერა მაგნიტოფირზე ხვთისო მამისიმედიშვილმა 1994 წლის 30 ივლისს ათენგენობაზე.

 

85. დამწყალობნება შერიგების დროს (ჯუთა)

    გწყალობდასთ ერთუცის მოდავეთ ჯუთის გიორგი, მშვიდობით შაგინახნასთ, ავ ნუღარა ჩამაგიგდასთ, ამის შემდეგ კას საქმეზე დაგარიგნასთა, გაგადიდნას. თქვენ გწყალობდასთ კაცსა, შუაკაცს, მჟჯელებს ჟჯილობა ნუ დაგიკარგასთ, ხუცესს ენა-პირ გიკურთხას, დიდხანს გაგიყოლას.

 

86. შემოხვეწილის ლოცვა ჯუთის ჯვარში

    დიდო ჯუთის წმიდაო გიორგიო, შენ მიშველი, შენ დამეხმარი, შენს კალთაში შამამიფარებავ თავი, შენ შამაგხვეწიორ, შენ შამიხვეწე, ნუღარაით დამამარცხებ, ზღვნითა, სანთლით მახდი, დალოცვილო, კაცით ნურას გადამახდევ.

 

87. შემოხვეწილის დალოცვა არყიანი ქინთით (ჯუთა)

    გაუმარჯვას ჯუთის წმიდას გიორგისა! გწყალობდას გიორგის დავლათი, თათარავ, დაგიცას, დაგიფარას დღესაც, ღამესაც, ველთაცა, შინაც. შამაღბარებიხარ გიორგის კალთასა, თავის კაბის კალთა ჩაგაფარას, გაჭირვებაშიი დაგიხსნას, ნურა ავ მაგკერძას. თათარაისად მამყოლ ახლებო, თქვენაც გწყალობდასთ გიორგის დავლათი. ჟჯილობა ნუ დაგიკარგასთ. ხუტათაც (მოკლულის გვარი) სწყალობდას გიორგის დავლათი, დღეს ამას იქით კა აგონებისავ, დაინდვნას, როგორც დაგინდობენ. აქადიმ შენ ისენ ვერ დაგინდობდეს, რაკი მამკლავი იყავი, ეხლა შამახვეწილი, თავშამფარებელი ხარ გიორგის კალთაში. გიორგიც გწყალობდასა, გიორგის ხათრით ალბათ ხუტანიც დაგინდობენა, თოფს აიღებენ.

 

არხოტი

 

88. ხუცობა

    ამ სეფე-სანთელზე შენ გადიდას, გაგიმარჯოს ღმერთმა, მიქიელ მთავაროანგელოზო. შენა სამთავროდ, შენა გასამარჯოდ მაიხმარი ეს სეფე-სანთელი, ნათელ-ბნელი. შენ ახიელელთად, ტახტის ყმათად საშველად, სახოიშნოდ, სამწყალობნელოდ მაიხმარი, ხთის კარზე შაიტანი, ღმერთი შენს ბატონობას გაუმარჯვებს.

    ამ სეფე-სანთელზე შენ გადიდას, გაგიმარჯოს ღმერთმა, მთის ვეშაგ წყაროს თავისაო, მოძმევ მიქიელისაო, ღმერთმა გადიდას ამ სეფე-სანთლით, ღმერთმა გაძრიელას, შენა სამთავრო-გასამარჯოდ მაიხმარი ეს სეფე-სანთელი შენ ახიელელთად საშველო-სახოიშნოდ, სამწყალობნელოდ მაიხმარი ხთის კარზე შაიტანი, ღმერთი შენს ბატონობას გაუმარჯვებს.

    ამ სეფე-სანთელზე შენ გადიდას, გაგიმარჯოს ღმერთმა, კვირაევ-ძალო ხთისაო, ძალო და მადლო კვირაისაო. შენა სამთავროდ, შენა გასამარჯოდ მაიხმარი ეს სეფე-სანთელი, ნათელ-ბნელი, საშველო-სახოიშნოდ, სამწყალობნელოდ მაიხმარი, შენ ახიელელთად, მაგათ თავისად, ჯალაფობისად, ხთის კარზედ შაიტანი, ღმერთი შენს ბატონობას გაუმარჯვებს.

    ამ სეფე-სანთელზე შენ გადიდას, გაგიმარჯოს ღმერთმა, ჯაჭველო ხმელის გორისაო. შენა სამთავროდ, შენად გასამარჯოდ მაიხმარი ეს სეფე-სანთელი, ნათელ-ბნელი, შენ ახიელელთად სახოიშნოდ სამწყალობნელოდ მაიხმარი. ხთის კარზე შაიტანი, ღმერთი შენს ბატონობას გაუმარჯვებს.

    ამ სეფე-სანთელზე თქვენ გადიდნასთ, გაგიმარჯოსთ ღმერთმა, მიქიელის მწევარნო, მწკალ-სისხლიანნო, საკიდლიანნო. თქვენა სამთავრო გასამარჯოდ მაიხმარით ეს სეფე-სანთელი-დ ნათელ-ბნელი. თქვენ ახიელელთად, მიქიელის ტახტის ყმათად საშველად, სახოიშნოდ, სამწყალობნელოდ მაიხმარეთ, ხთის კარზე შაიტანეთ. აგრემც თქვენს ძალისა, დიდებას მაემატების.

    ამ სეფე-სანთელზე თქვენ გადიდნასთ, გაძრიელნასთ ღმერთმა, მიქიელის ლაშქარნო, ხთისაგან გამაშობილნო, ხთისაგან წყალობა ნაქნარნო. ღმერთმა გადიდნასთ, ღმერთმა გაძლიერნასთ, თქვენა სამთავრო-გასამარჯოდ მაიხმარეთ ეს სეფე-სანთელი-დ ნათელ-ბნელი. თქვენ ახიელელთად, მიქიელის ტახტისა ყმათად საშველოდ, სახოიშნოდ, სამწყალობნელოდ მაიხმარეთ, ხთის კარზე შაიტანეთ, ღმერთი თქვენს ძალსა, დიდებას მაუმატებს.

    ამ სეფე-სანთელზე შენ გადიდას, გაგიმარჯოს ღმერთმა, ლაღო იახსარო. შენა სამთავროდ, შენა გასამარჯოდ მაიხმარი ეს სეფე-სანთელი, ნათელ-ბნელი. შენ ახიელელთად, მიქიელის ტახტის ყმათად საშველოდ, სახოიშნოდ, სამწყალობნოდ მაიხმარი, ხთის კარზე შაიტანი, შენიმც ძალი-სახელ დიდდებისა, ხსენდების.

    ამ სეფე-სანთელზე შენ გადიდას, გაგიმარჯოს ღმერთმა, იახსარ სვეტად ჩამოსულო. ღმერთმა გადიდასა-დ ღმერთმა გაძრიელას. შენა სამთავროდა, გასამარჯოდ მაიხმარი ეს სეფე-სანთელი-დ ნათელ-ბნელი. შენ ახიელელთად, ტახტის ყმათად საშველოდ, სახოიშნოდ, სამწყალობნოდ მაიხმარი. ხთის კარზე შაიტანი, ღმერთი შენს ბატონობას გაუმარჯვებს.

    ამ სეფე-სანთელზე შენ გადიდას, გაგიმარჯოს ღმერთმა, პეტრეო ნაღვრისპირისაო. ღმერთმა გაძრიელას, შენა სამთავროდ, გასამარჯოდ მაიხმარი ეს სეფე-სანთელი-დ ნათელ-ბნელი. შენ ახიელელთად სამწყალობნოდ მაიხმარი, შენ ძალსა, დიდებას მაემატების. ხთის კარზე შაიტანი, ღმერთი შენს ბატონობას გაუმარჯვებს.

    ამ სეფე-სანთელზე შენ გადიდას, გაგიმარჯოს ღმერთმა, მიქიელ წყალშუისაო, მოძმევ მიქიელისაო. შენა სამთავროდ, შენა გასამარჯოდ მაიხმარი ეს სეფე-სანთელი, ნათელ-ბნელი. შენ ახიელელთად, მიქიელის ტახტის ყმათად საშველად, სახოიშნოდ, სამწყალობნოდ მაიხმარი. ხთის კარზე შაიტანი, შენიმც სახელ დიდდებისა, ხსენდების.

    ამ სეფე-სანთელზე შენ გადიდას, გაგიმარჯოს ღმერთმა, მიქიელ ჭიშველისაო, მოძმევ მიქიელისაო. შენა სამთავროდ, შენა გასამარჯოდ მაიხმარი ეს სეფე-სანთელი, ნათელ-ბნელი. შენ ახიელელთად, მიქიელის ტახტის ყმათად საშველად, სახოიშნოდ, სამწყალობნოდ ხთის კარზე შაიტანი, ღმერთი შენს ბატონობას გაუმარჯვებს.

    ამ სეფე-სანთელზე შენ გადიდას, გაგიმარჯოს ღმერთმა, ღალანგურ წმიდაო გიორგიო, შენა სამთავროდ, შენა გასამარჯოდ მაიხმარი ეს სეფე-სანთელი, ნათელ-ბნელი. შენ ახიელელთად, მიქიელის ტახტის ყმათად საშველად, სახოიშნოდ, სამწყალობნოდ ხთის კარზე შაიტანი, ღმერთი შენს ბატონობას გაუმარჯვებს.

    ამ სეფე-სანთელზე შენ გადიდას, გაგიმარჯოს ღმერთმა, გიორგივ ნაღორშვენიერო, რჯულიან-ურჯულოთ სალოცაო. შენა სამთავროდ, შენად გასამარჯოდ მაიხმარი ეს სეფე-სანთელი-დ ნათელ-ბნელი. შენ ახიელელთად, მიქიელის ტახტის ყმათად საშველოდ, სახოიშნოდ, სამწყალობნოდ ხთის კარზე შაიტანი. შენმც ძალი, სახელი დიდდებისა-დ ხსენდების.

    ამ სეფე-სანთელზე შენ გადიდას, გაგიმარჯოს ღმერთმა, გმირო კოპალავ, ლახტიანო. შენა სამთავროდ, შენა გასამარჯოდ მაიხმარი ეს სეფე-სანთელი-დ ნათელ-ბნელი. შენ ახიელელთად, მიქიელის ტახტის ყმათად საშველად, სახოიშნოდ, სამწყალობნელად ხთის კარზე შაიტანი, შენიმც სახელი დიდდებისა-დ ხსენდების.

    ამ სეფე-სანთელზე შენ გადიდას, გაგიმარჯოს ღმერთმა, დიდო სახმთოო გუდანის ჯვარო. შენა გასამარჯვოდ მაიხმარი ეს სეფე-სანთელი-დ ნათელ-ბნელი. შენ ახიელელთად, მიქიელის ტახტის ყმათად საშველოდ, სახოიშნოდ, სამწყალობნელად მაიხმარი, შენიმც ძალი, სახელი დიდდებისა-დ ხსენდების.

 

    ღმერთმა ადიდას თქვენ ძალი, თქვენ სახელ-სამართალი, ნახსენებნო ანგელოზნო. თქვენა სამთავრო-გასამარჯოდ მაიხმარეთ ეს გარიგებული სეფე-სანთელი-დ ნათელ-ბნელი, თქვენ ახიელელთად, მიქიელის ტახტის ყმათად, საყმოსად-დ საგლეხოსად საშველოდ, სახოიშნოდ, სამწყალობნოდ მაიხმარეთ. ხარისად მშვიდობით დადებულ უღელი-დ გატანილ სახვნიელი მშვიდობით დაამთავრებიეთ. ბევრ მშვიდობის გაზაფხულ მაღგვარეთ, ღალიან-ბარაქიან წელ დაუყენეთ, ღმერთი თქვენ ბატონობას გაუმარჯვებს.

 

    ა-ა-ა, დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა, დიდება დღეს დღესინდელსა, ძალს ხთისას, ძალს კვირაისას. დიდება-დ გამარჯვება თქვენდა, ნახსენებნო ანგელოზნო. ღმერთმა გადიდნასთ, ღმერთმა გაძრიელნასთ, ღმერთმა მაგცასთ ცამდინ სიმაღლე, ზღვამდინ სიმაგრე, შველა, რგება, ხოიშნობა თქვენთ მეხვეწურთად, მიქიელის ტახტის ყმათად, საყმოსად, საგლეხოსად. გეძახანთ თქვენ მეხვეწურნი, გეხვეწებიანთ, შაიხვეწნიდით. მე თქვენად შამამიხვეწნებიანა-დ თქვენ თქვენს გამჩენს მორიგეს, დამრიგეს ღმერთს შაახვეწნიდით. რასაც მხარზედა, გულზე გეძახდანთ, იმ მხარ, იმ გულზე გაუგონიდით, რასაც წყალობას გეთხოებოდანთ, გამჩენს მორიგეს ღმერთს დაუთხოიდით, წინაპირა კაცის მეხვეწურნი კაცსა კას დროს მაუმატიდით, ღონე-ქონეს მაუმატიდით. ველთ ვინ გავიდოდას, თქვენის მეხვეწურის ყუდროში ბედსა, დავლათს თქვენს ახსენებდას, თქვენ ბედი, დავლათ დაახმარიდით, შორს მყოფნ დაუხვდიდით, თქვენ კაბის კალთა ჩაუფარიდით, მიწრიელ-ქვეცრიელ დაულაგმიდით, მტერზედა, ნადირზე გაუმარჯვიდით. სხო ხთის ნაბადებ თუ რა უწყრებოდას, უმრუდდებოდას, მადლ დაუთხოიდით, თაოდ პირწაღმა, გულ-წაღმა დაუბრუნდიდით, სხო ყუდრო-შარა გაასწავლიდით.

    ხთის იასაულნი გამავიდოდან, ხთისაგან გამაშობილნი, ხორციელთ ბეგრევდან, ყალანს იღებდან, თქვენ მეხვეწურთ ყუდროს ნუ მახკერძებთ. ეკერძებოდას, ნებით ახდივიდით, ნების ბეგარ აატანივიდით, იხვივნიდით თქვენ მეხვეწურნი, იხვეწნიდით ავის დღისად, ლაღის მტრისად, მწარის სიკვდილისად. ჩემგნივ რაც ძახილსა, ხსენებას გაკლდებოდასთ, თქვენ თქვენს წყალობას მაუმატიდით. თქვენ მეხვეწურთად კაცისად, საქონისად, ქუდოსან-მანდილოსნისად, ყურთად მსმენისად მშველელნი, მლხენელნი, მხოიშნებელნი, წაღმა მდეგნიმც ხართ. შველდითა, სწყალობდით, სცევდითა, ხფარევდით. გამარჯვება თქვენდა, თქვენის გამჩენის ხთისად.

 

    კურთხევა

    ღმერთო, დიდება შენდა, ღმერთო, მადლი შენდა, სახარება ვიკითხათ მარკოზის თავითა, დღესა, ამ შაბათსა ზედა, რომენი გარდამოხდებოდა მარიამ უკდანელი, იასო ქრისტე კოლომაზმანელი, ვინ იყვენით მაძებარნი, ნაზლობ ჯვარნი მცემარენი, მოვიდეს და მოახსენეს, ქრისტეს მისცეს მოწაფეთა, ეგენი შაშინებულან, ეგენი შაკვირვებულან. ეტყვიან გალილეასა; ეგაც შენა ხქენ, უფალო. შენ დაამტკიცე ბნელი და ნათელი, ღმერთო, შენია დღე და ღამე. პავლე მოვიდოდა, ცოდვითა მოკვდა, ცოდვათა ყრიან ჩემზედა. აიღებდეს, გაიღებდეს ას თორმეტთა მოციქულთა, ხოლო ღმერთსა მადლი ვსთხოვათ. ღმერთო, გინათო, ლოდი ვინ გადააგორა, კარნი მათნი გააღნა, შიგ ცქვენნი შააშინნა, უდედონი მგლოვიარენი, უწყა დიდება ქვრივებია ადგომასა უფლისასა, ოხითა გიორგისითა. გიორგივ, შენი სიწმინდითა მოხვიდოდი ყივილითა – განიკურნებითავ, განიცხადებითავ. შენითა მოწყალებითა მაშ მაგიერება არის, მაგ ჭეშმარიტება აგვხსნა სულნი ჩვენნი, მაღლა შახკრნა თვალნი, მააყენნა მგალობელნი, გალობენ თორმეტნი თორმეტითა სანთლითა, საწამებლა არს გიორგი. ხოროშობილნი მამისაგან. გამაშობილნი დედამ ჩვენმა დამსვენემა, დაადგინა აფარულნი, ველი მისცა, ყვავის ყვავილი, არცარა იყო, არცარა ჩანდა ამ ადგილსა სამყოფელსა უფლისასა. ადამ ხილვად გამოვიდა სტვინებითა გველისითა, ცდენითა ეშმაკისითა, ტყუებითა დედაკაცისითა, ღმერთო, გვიხსენ და, ღმერთო, გვაკურთხე. კურთხევა დაწესებულია უფლისა მაცხოვართაზე, მოწაფე ანგელოზია ივანე ნათლიმცემელი ხუთითა სანთლითა, ხუთითა ანგელოზითა, ხუთითა მგალობლითა. პირველი სანთელი პავლე პატიოსანი, მეორე სანთელი ივანე ნათლისმცემელს, მესამე სანთელი გაბრიელ მახარობელს. მაგაზე ვთქვათ რა ამავთქვით მო ძრიელებისა, რაც თუ მერთმა უფალმა გადმაანამწესნა, ანგელოზები ქვეყანათაზე მოციქულობდნენ, ქვეყანა გახალწმუნდებოდა. მიიკრიფე, მაიკრიფე არმული ღრეჭა კბილისა, სრულდა ხსენება სეფე სანთლისი, ღანისი წმინდისი მამისი, ძისა, ჯვარისა წმინდისა, მთავრობა ნეფისკოპოზისა. ალილუა-ალილუა, მზე საფლავით გამომწკინდა, გაეღნეს კარნი ცათანი, ოი, ამ კაცსა იტყვიან და ისია, რომენსა ქარნი და ზღვანი ერჩიან და ემორჩილებიან. მოვიდეს და უთხრეს მოციქულთა ანგელოზთა: ადე, მაცხო, რადა გძინავს, განიღვიძე, განიცხადე, ადგა, მაცხომ განიღვიძა, არ უტივნა ჩვენკე ტილონი ჭეშმარიტებისა, ეეწ მოვიდა უფალი ბევრითა ბევრეულითა, ათასითა გუნდითა, ათასითა მგალობლითა, ათასითა ანგელოზებითა. ბერი და მღდელი გალობდა, სოფელი დიდმი ხვიოდა, ანგელოზები მთავრობდა. მოვიხსენით ძალი ხთისა, სიტყვა კვირასა, უკვდავის მარიემისა. სიხარულია იხარებენ, დედავ ჩვენო ჭეშმარიტო. ჭეშმარიტობა შევიყვარათ, მაცხადე საცხადებლით, მაკვირე საკვირვებელით, ან უფროსი გამანაწმინდე ოქროს შტოლის ტაბაკში. გავიდეს და განრისხდეს, კლევდეს ჯვარსა ჩვენსა წინა წმინდასა, სტეფანესა ზღვასა იმას, და კარსა იმას. დღესა სამყოფელო უფლისა მაცხოვართი, უფალო გვიხსენ და უფალო გვაკურთხე. მიწანი ვართ კაცისანი, თვალნი ჩვენნი მძლევარენი, სულნი უფლისანი, ხორცნი მარწყვილთანი, რომენმა უფალმა გარმანამზადენ წვიმანი ქვეყანათაზე, ამაუტიენ მწვანილნი, იდგა ბორბალი დიდის ქარისა, დიდის ღელისა.

    მიარავნე მიეცვლება, ჯვარი წმინდა ამაღლდება, ჯვარა დგომა ამაღლდება. სანამდე ვიყვნეთ, სანამდე მსახურნი ორთ უფლისანი, მაიღებენ სასმელთა, სახელის ცხოველთაზე. ვხაზობდით და ვლოცვილობდით. მამაო, შაგვინდევ, ძეო ჯვარო წმინდაო, მკითხაო საიდუმლოსა, ბეჭედო უკვდავებისა. შამყარენ ბრალსა მწარენი. მე არ ვიყავ, მე არობით შენითა ქენ ივანე ოქროპირისა, სანატრელო ხთისა, რქასა გაფიცებ მთვარისასა, მწკინვარებას ანგელოზთას.

    ღმერთის დიდებით, წირვა-ლოცვის მადლით, ანგელოზთ გამარჯვებით, მეხვეწურთ ყუდროდ გადიოდას ხარი მახნავი, წყემსი, მუშაი, მოლაშქრე, მონადირე, მეველე, მეკაბარჭე. გახყევ, გაუმარჯვე, მადლო სამწირველოსა, მლოცაო სახარების. დღეს მწირველნი, შამწირველნი, გარეშამო ატაზარი ეკლესია, ალვისტანი აშენე, აკურთხე, დასწერე ჯვარი სამართალო ხთისაო.

 

 

 

89. ჟამისწირვა

    კურთხევა

    ღმერთო, დიდება შენდა, ღმერთო, მადლი შენდა, ღმერთო, დასწერე ჯვარი კოდ-საფუარსა, სადიდებელს. ქრისტე ღმერთო, აკურთხე დასწერე ჯვარი, სამართალო ხთისაო, ღირსად ხსნილობა, დღეს ჯვარსა კურთხეულობა. დღესა დღესინდელსა ამას აწდა მარადის უკუნითი უკუნისამდე. წმინდა სამებაო, შაგვიწყალენ ჩვენ ყოველნი, შაგვიწყალნა ჩვენ ყოველნი სამება წმინდამა, გვაცხოვნე, და გვაკურთხენ. ურჯულოება არს ჩვენი, ევედრია სული ჩვენი ჩვენ ღმერთსა, ჩვენ მამასა მოწყალესა. მამაო და ღმერთო ჩვენო, რომელნი ხარ ცათაჩია, ამითა ორ ცათაზედა, მერე ხოყანათაზედა, პური შენი არსობილთა, ნუ შაგვასხამ განსაცდელსა, მცდელსა შენსა. არას უფალო რა ღმერთო ძალი, ბძანება, მადლი და თაყონისცემა. მამისა, ძისა, ჯვარისა წმიდისა. სხვა ბძანება მისისა, ხოლო კაცის სიმაღლე დადაბლდებოდეს, სიდაბლე ამაღლდებოდეს. რა ჟამთა მოვეწიენით კაცთა მდინარეთა, მცხრომალთა ამპარტიონთა კურთხევა კრავის ცოცხლისა, ადამ ღირდა სულთახდა. მაშ გაგვიხსენ თვალნი ჩვენნი მცრემალენი, ფეხნი ბირკოლებისაკე, სულნი სიკვდილისანი, მორე მოვიდოდა, ადგილსა ამას ფილიპე კითხულობდა, ჩვენთა რაღა თქვიან ძეთა კაცისათა. პეტრესა თქვეს, ეგე ვინ გგონიათ, უიმერია თუ უიმერელია, თავიც იხსნა, ჩვენც გვაცხოვრნა, რომელმა ქრისტემა ჩვენ მაგვცა კლიტენი ზეუფლისანი, ქრისტეო, შენთან ამოთქვა ქება თაყონის ცემა მამისა, ძისა, ჯვარისა წმინდისა. ფარაო და ღმერთო, დადგა ერი მისა, წახდეს წინასწარმეტყველნი, ჩათქნა ზღვამა ურწყლისამა. ჩვენ საკლავ მაგას შავსწირათ, მადლი მამასა, ძესა ამას, მერ ჯვარსა წმინდასა, ღმერთო, გვიწყალენ და ღმერთო, გვაკურთხენ, ღმერთო, აბრამ ისაკესო. ღმერთო, იაკობილო, ყვავილო თესლებისაო, გზა ყოველ მაცხოვარება, ყოველი ერი შენა გიეროდა. უფალო, აკურთხე თესლი ეგია, უფალო, აკურთხე მარილი ეგია. სკანი სკანალე, წყალში ვარდანე, ღვინო გადასცვალე. უფალო, აკურთხე ზეთი ეგია, რომენნი სამნი მონანი ყარმანი. ჭამენ და მაგათ არა შეერგინების, არც ტაბლისა, არც კამისისა. ქრისტევ მეფის საყოფელო, ხმა მათი ამაღლდება. ჯვარი წმიდა ამაღლდება. ღირსიები ათნოები, შავიწირნათ შამწირველნი, შავიწყალნათ ხელთა მღვდელისათა. სახელითა ხთისითა, ბაღდადუა, არა მჭამენ ხორცი მისა, არ დასთხიეს სისხლი მისა, არც წყალივითა ლოცვანი გავხსნათ. ან პირითა, ან მასკვლავითა, ან დედაკაცისითა ან მამაკაცისითა, ან ხთითა, ან თარგმანითა, ან ფიცითა არქველი სამოქმედო, მოგვანიჭე დღესვე რჯულისა გადატოვება ურჯულოებისა, ღირსა ხსნილობა, ჯვარი კურთხეულობა.

    დასწერე ჯვარი, ქრისტეო და ღმერთო და დიდო მიქიელო, შენთ მეხვეწურთ. წელ მშვიდობისა და ბარაქიანობისა მიეცი. შენდ სამსახური სამამკლო არ დაუყრავ, შენს წყალობას ნუ დააკლებ, ღმერთი შენ ძალსა დიდებას მაუმატებს.

 

90. დასტურების დალოცვა

    გწყალობდასთ ახალ დამდგომთ დასტურთ მიქიელის დავლათი, საწაღმართოდ მაგიარასთ, მშვიდობით შაგინახნასთ, მშვიდობით დადებულ უღელი მშვიდობით აგახდიოსთ, ნუ შაგანანასთ დასტურობა, სასიხარულოდ გაგიხადასთ, კლოვ უკეთი გულით მაგკერძასთ.

    ამავე სიტყვებს იმეორებენ სხვა დასტურებიც და ეუბნებიან ერთმანეთს, თან პასუხობენ კიდეც: შენი იყოს მწყალობელი. დამწყალობნებას რომ გაათავებენ, ახლა ხუცესი შეუდგება საკლავის ხუცობას. ხელში უჭირავს დანა, საკლავს კისერში დააღირებს და იტყვის:

    ღმერთმა ადიდას შენ ძალი, შენ სახელ-სამართალი, მიქიელ მთავარო ანგელოზო! ღმერთმა გადიდას ამ სამსახურზე, პირის საბანზე, ღმერთმა გაძრიელას, ღმერთმა მაგცას ცამდინ სიმაღლე, ზღვამდინ სიმაგრე. გევედრებიან, დალოცვილო, შენ უღელდებულნი, ახალ დასტურნი, გეხვეწებიან, შაიხვეწენი. მშვიდობით დადებულ უღელი მშვიდობით გადაახდიი. ნუ შაანანებ დასტურობას, დალოცვილო, სიხარულად გაუხადი შენ ხსენება, დიდება. ღმერთი შენს ბატონობას გაუმარჯვებს.

    ა-ა-ა დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა, დიდება დღეს დღესინდელსა, ძალს ხთისას, ძალს კვირაისას. დიდება-დ გამარჯვება შენდა, მიქიელ მთავარო ანგელოზო. ღმერთმა გადიდას, ღმერთმა გაძლიერას ამ სამსახურზე, პირის საბანზე. ღმერთმა მაგცას ცამდინ სიმაღლე, ზღვამდინ სიმაგრე, შველა, რგება, ხოიშნობა შენ მეხვეწურთად, შენ უღელდებულთად, ახალ დასტურთად, მაგათ თავისად, ჯალაფისად. გეძახნ ახალ დასტურნი, გეხვეწებიან, შაიხვეწნიდი. რასაც მხარზედა, გულზე გიძახებდან, იმ მხარ, იმ გულზე გაუგონიდი, რასაც წყალობას გეთხოვებოდან, გამჩენს ღმერთს დაუთხოიდი. წინპირა კაცის მეხვეწურნი კაცსა კას დროს მაუმატიდი. სხო ხთის ნაბადები თუ რა უწყრებოდას, უმრუდდებოდას, მადლი დაუთხოიდი, სხვასთან უშუიდი, თაოდ უშველიდი. ხთის იასაულნ გამოვიდოდან ხთისაგან გამაშობილნი, ხორციელთ ბეგრევდან, ყალანს იღებდან, შენ დასტურთ, შენ უღელდებულთ ყურს ნუ მაკერძებ, ეკერძებოდას, ნებით ახდივიდი, ნების ბეგარი გაატანივიდი, იხვივნიდი, იხვეწნიდი ავის დღისად, ლაღის მტრისად, საზიანოს საქმისად. ჩემგნივ რაც შეეხება, დიდებას გაკლდებოდას, მიქიელ მთავარანგელოზო, შენ შენს წყალობას მაუმატიდი შენ მეხვეწურთად, შენ უღელდებულ დასტურთად. კაცისად, საქონისად, მაგათ თავისად, ჯალაფობისად, ქუდოსან-მანდილოსნისად, ყურთად მსმენლისად მშველელი, მლხენელი, მხოიშნებელი, წაღმა მდეგიმც ხარ, შველდი, სწყალობდი, სცევდი, ხფარევდი. გამარჯვებას შენსა, შენის გამჩენის ხთისას.

    ამის შემდეგ კურთხევა იქნება. კურთხევაც რომ მოთავდება, ხუცესი კიდევ იტყვის ერთ პატარა ლოცვას, რომელსაც «შასახელება» ეწოდება:

    შენა სამთავროდ, შენა გასამარჯოდ მაიხმარი ეს სამსახური, პირის საბანი, მიქიელ მთავარო ანგელოზო. შენ ახალ დამდგომ დასტურთად, შენ უღელდებულთად საშველოდ, სახოიშნოდ, სამწყალობნელოდ მაიხმარი, ღმერთი შენ ძალსა, დიდებას მაუმატებს.

    ამ სიტყვებს რომ დაამთავრებს, დასტური ცხვარს ოთხივე ფეხს დაუჭერს, ორ წინა ფეხს მარცხენა ხელით, უკანა ფეხებს მარჯვენა ხელით და ცხვარს მარცხენა გვერდით მუხლზე დაიდებს. ხუცესი დანას ყელში გაუყრის. დასტური თავმოჭრილ ცხვარს წაიღებს და იქვე გამზადებულ სასაკლავე სიპზე დადებს. მერე ხუცესი იტყვის და ყველანი ერთხმად ხმამაღლა ამავე სიტყვებს გაიმეორებენ:

    გწყალობსთ, დასტურნო, მიქიელის დავლათი, საწაღმართოდ მაგიარასთ, მშვიდობით შაგინახნასთ, ნუ შაგანანსთ დასტურობა, კლოვ უკეთი გულთ მაგკერძასთ, მშვიდობით დადებულ უღელ მშვიდობით გადახდიოსთ.

    ამ დამწყალობნებას რომ მოათავებენ, ერთი დასტური საკლავს გაატყავებს, სხვები კი დარბასში შევლენ.

    ალ. ოჩ. არხ. გვ. 32-33.

91. ხუცობა მიქიელის ლაშქარ-მწევარზე აღების დღესასწაულის დროს

    ღმერთმა ადიდას თქვენ ძალი, თქვენ სახელ-სამართალი, მიქიელის ლაშქარნო, მიქიელის მწევარნო, მწკალსისხლიანნო, საკიდლიანნო, თქვენა სამთავროდ მაიხმარეთ ეს კოდ-საფუარი, სადიდებელი, თქვენ თქვენ მეხვეწურთად, საყმოსად, საგლეხოსად საშველად, სამწყალობნოდ, სახოიშნოდ მაიხმარეთ. თქვენდ სამსახური არ დაუკლავ და თქვენს წყალობას ნუ დააკლებთ, ღმერთი თქვენს ბატონობას გაუმარჯვებს. დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა, დიდება დღეს დღესინდელსა, ძალს ხთისას, ძალს კვირაისას. დიდება და გამარჯვება თქვენდა, მიქიელის ლაშქარნო და მწევარნო, მწკალსისხლიანნო, საკიდლიანნო, ღმერთმა გადიდნასთ, ღმერთმა გაძრიელნასთ, ღმერთმა მაგცასთ ცამდინ სიმაღლე, ზღვამდინ სიმაგრე, შველა, რგება, დახმარება თქვენთ მეხვეწურთად, საყმოსად-საგლეხოსად. გეძახანთ თქვენი მეხვეწურნი, გეხვეწებიანთ, რასაც მხარზედა გულზედ გიძახებდანთ, იმ მხარ, იმ გულზე გაუგონიდით. რასაც წყალობას გეთხოებოდანთ, გამჩენს მორიგე ღმერთს დაუთხოვიდით. ველთ ვინ გავიდოდას თქვენ მეხვეწურთ ყუდროში, ბედსა, დავლათს თქვენს ახსენებდას, თქვენი ბედი, დავლათ დაახმარიდით. მიქიელის მწევარნო, ჩქარნი ხართ, დამხმარენი ხართ, მწკალსისხლიანნო, საკიდლიანნო. შორს მყოფნ ახლოს დაუხვდიდით, თქვენ კაბის კალთა ჩაუფარიდით, იხვივნიდით თქვენ მეხვეწურნი, იხვეწნიდით ავის დღისად, ლაღის მტრისად, საზიანოს საქმისად. ჩემგნივ რაც დიდებასა, ხსენებას გაკლდებოდასთ, თქვენ თქვენს წყალობას მაუმატიდით. მიქიელის ლაშქარნო, მწევარნო მწკალსისხლიანნო, ხთისაგან გამაშობილნო, ხთისაგან წყალობა ნაქნარნო, სხო რა ხთიშვილ უწყრებოდას, უმრუდდებოდას სხვასთან უშუიდით, თაოდ უშველიდით, თაოდ პირწაღმა, გულწაღმ დაუბრუნდიდით, ხთის იასაულნ გამავიდოდან ხთისაგან გამაშობილნი, ხორციელთ ბეგრევდან, ყალანს იღებდან, თქვენ მეხვეწურთ ყუდროს ნუ მახკერძებთ, ეკერძებოდას ნებით ახდივიდით, ნების ბეგარ გადაატანივიდით, სხო ყუდროშარა გაასწავლიდით. მიქიელის მწევარნო, მწკალსისხლიანნო, საკიდლიანნო, დახმარება შაგიძლავთ თქვენთ მეხვეწურთად, მაგათ თავისად, ჯალაფობისად, კაცისად, საქონისად, ქუდოსან-მანდილოსანთად მშველელნო, მლხენელნი, მხოიშნებელნი, წაღმა მდეგნიმც ხართ. შველდითა, სწყალობდით, სცევდითა, ხფარევდით.

 

 

92. ხუცობა მიქიელ კარის მეზობლის ჯვარში

    ღმერთმა ადიდას შენ ძალი, შენ სახელ-სამართალი, მიქიელ კარის მეზობელო, მოძმევ მიქიელისაო. შენა სამთავროდ, შენა გასამარჯოდ მაიხმარი ეს კოდ-საფუარი, სადიდებელი. შენ ჯაბუშანურთად, მაგათ თავისად, ჯალაფობისად, კაცისად, საქონისად საშველოდ, სახოიშნოდ, სამწყალობნელოდ მაიხმარი. შენდ დღეობა, რიგის ყენება არ დაუკლავა-დ შენ შენს წყალობას ნუ დააკლებ. ხთის კარზე შაიტანი, ღმერთი შენს ბატონობას გაუმარჯვებს.

    ააა, დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთა, დიდება დღეს დღესინდელსა, ძალს ხთისას, ძალს კვირაისას. დიდება და გამარჯვება შენდა, მიქიელ კარის მეზობელო, მოძმევ მიქიელისაო. ღმერთმა გადიდას, ღმერთმა გაძრიელას ამ კოდ-საფუარზე და სადიდებელზე. ღმერთმა მაგცას  ცამდინ სიმაღლე, ზღვამდინ სიმაგრე, შველა, რგება, ხოიშნობა შენ მეხვეწურთად ჯაბუშანურთად. გეძახან ჯაბუშანურნი, გეხვეწებიან. შაიხვეწნიდი. რასაც მხარზედა, გულზე გიძახებდინ, იმ მხარ, იმ გულზე გაუგონიდი. რასაც წყალობას გეთხოებოდან, გამჩენ ღმერთ დაუთხოიდი. წინაპირად კაცის მეხვეწურნი კაცსა კას დროს მაუმატიდი, ღონე-ქონეს მაუმატიდი, შენ ზღვენთა დიდებათ მაემატების. ველთ ვინ გავიდოდას შენ მეხვეწურთ ჯაბუშანურთ ყუდროშიით, ბედსა, დავლათს შენს ახსენებდას, შენ ბედი, დავლათი დაახმარიდი. შორს მყოფ ახლოს დაუხვდიდი, შენ კაბის კალთა ჩაუფარიდი. სხვა ხთისნაბადებ თუ რა უწყრებოდას, უმრუდდებოდას, მადლი დაუთხოვიდი, სხვასთან უშუიდი, თაოდ უშველიდი, თაოდ გულწაღმა, პირწაღმ დაუბრუნდიდი. ხთის იასაულნ გამავიდოდან ხთისაგან გამაშობილნი, ხორციელთ ბეგრევდან, ყალანს იღებდან, შენ მეხვეწურთ ყუდროს ნუ მახკერძებ. ეკერძებოდას, ნებით ახდივიდი, ნების ბეგარ გადაატინივიდი, სხო ყუდრო-შარა გაასწავლიდი, იხვივნიდი შენ მეხვეწურნი, იხვეწნიდი ავის დღისად, ლაღის მტრისად, საზიანოს საქმისად. ჩემგან რაც დიდებას, ხსენებას გაკლდებოდას, მიქიელ კარის მეზობელო, შენს წყალობას მაუმატიდი. შენ ჯაბუშანურთად კაცისად, საქონისად, ქუდოსან-მანდილოსნისად მშველელი, მლხენელი, მხოიშნებელი, წაღმამდეგიმც ხარ. შველდი, სწყალობდი,  სცევდი, ხფარევდი. გამარჯვებას შენსა, შენის გამჩენის ხთისას.

 

 

 

93. ხუცობა ადგილის დედა-ხთიშობლისადმი

    დიდო ადგილის დედაო, დედა-ბურიელო, დიდო ხთიშობელო, შენ შემაგძახან, შენ გეხვეწებიან. შენს კარზე მოტანილ საქონის ნაწველ-ნადღვების თავი და ნათავარი შენ შაიწირი. შენად სამთავროდ, შენად გასამარჯოდ მაიხმარი, დალოცვილო. შენ უშველი კაცსაც, საქონსაც, კაცის ნამუშევარსაც, ხარის ნახნავსაც, ფურსაც და ფურის ნაწველ-ნადღვებსაც. დალოცვილო, შენ მააშორი მავნე, მაცილი, მავნე მეუბარაქოე. დალოცვილო, შენ გაუბევრი, შენ დაუტანი მადლი-დ ბარაქა. დალოცვილო, დედაო ბურიელო, ადგილის დედაო, შენ შამაგძახთ სოფელი, შენ გეხვეწებით, შენ დაგვიტანი ბარაქა ჩვენს ნაქონ-საქონს. ჩვენ სახლად საქონს. დალოცვილო, დედაო ბურიელო, შამაწირული შაიწირე.

 

 

94. ხუცობა

    ღმერთმა ადიდას შენ ძალი, შენ სახელ-სამართალი, მიქიელ მთავარო ანგელოზო, ამ სამსახურზე, პირის საბანზე, შენად სამთავროდ, შენად გასამარჯოდ მაიხმარი ეს სამსახური, პირის საბანი მაყენებული. შენ მეხვეწურთად, საყმოსად, საგლეხოსად საშველოდ, სახოიშნოდ, სამწყალობნელოდ მაიხმარი. გეხვეწებიანა, გევედრებიან შენ მეხვეწურნი, შაიხვეწენ, დალოცვილო, შენი ბედითა-დ დავლათით შაინახენი. მე შენდ შამამიხვეწებიანა, შენ შენს გამჩენს მორიგეს, დამრიგეს ღმერთს შაახვეწენ, აგრემც ღმერთი შენს ბატონობას გაუმარჯვებს.

    შემდეგ მოაყოლებს: ხუცობას და კუთხევას, ქუდმოხდილი დასტური ცხვარს ოთხივე ფეხს დაუჭერს და წააქცევს. ხუცესი ჩაუგდებს ყელში ხანჯალს და კლავს ცხვარს (ამ დროს ცხვარი დევს პირწაღმა. ყელში წვერით ჩაარჭობს ხანჯალს მარჯვენა მხარიდან მარცხენისაკენ და მერე გარესაკენ გამოსჭრის ყელს). დასტური ცხვარს მიიტანს და დადებს იქვე სასაკლავე სიპზე გასატყავებლად.

    ამის შემდეგ ხუცესი იტყვის ხმამაღლა, მთელი ხალხი აჰყვება და აყვირდებიან ასეთი სიტყვებით:

    გწყალობდასთ მეხვეწურებს მიქიელის დავლათი, საწაღმართოდ მაგიარასთ, მშვიდობით გამყოფნასთ, ხალიზ მაგცასთ, ბალინჯ მაგაშორასთ, სიხარულად გაგიხადასთ. სთველ ბარაქიან დაგიყენასთ. ბევრ სთველ-გაზაფხულ მაგგვარასთ მშვიდობისა, კარგა ყოფისა. ჯვარიონთ მაგცასთ წყალობა, დასტურსა, ხელოსანს, ხუცეს, დიდხანს გაგიყოლას, ენა-პირ გიკურთხას.

    ეს რომ მოთავდება მერე დედაკაცებსაც, რომლებიც ძალიან შორს დგანან ხატიდან, დაამწყალობნებენ ასეთივე სიტყვებით:

    მანდილოსნებო, გწყალობდასთ, მშვიდობით გამოყოფნასთ, ხალიზ მაგცასთ, სანამეტნაო მსჯელებს გწყალობდასთ.

 

 

95. ხუცობა.

    ღმერთმა ადიდას შენ ძალი-დ სახელი, მიქიელ მთავარ-ანგელოზო, შენა სამთავროდა და გასამარჯოდ მაიხმარე ეს ზღვენი, სამსახური, პირის საბანი, შენ მეხვეწურთა მეზღვნეთადა და მამა-შვილებისადა. დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა, დღეს დღესინდელთა წმინდათ ანგელოზთა, ძალს ხთისასა, ძალსა და მადლსა კვირაისასა. დიდება-დ გამარჯვება შენდა ისევ მიქიელ მთავარანგელოზო. გეძახ-გეხვეწებიან ეს მამა-შვილი, მე შენდ შამამიხვეწებიან, შენ შენს გამჩენსა, მორიგესა დამრიგეს შაახვეწნიო. ღთის იასაულნი გამავიდოდან, ხთისაგანა გამაშობილნი, კვირაი სარდლობდან, ხორციელთ ბეგრევდანა, ყალანს იღებდანა, შენ მეხვეწურთად ნუ მიხკერძება, ნებით ახდივიდი, სხვა ყუდრო, შარაგზა გაასწავიდი, იხვივნიდი, იხვეწნიდი ავის დღისადა, ლაღის მტრისადა, მწარის სიკვდილისადა, საზიანო საქმისადა. ჩემგნი რაც ხსენებასა გაკლდებოდასა, შენ წყალობას მაუმატიდი მაგათ ყუდროჩია კაცისადა, საქონისადა, ქუდოსნისა და მანდილოსნისადა, მაგათ თავისა-დ ჯალაფობისადა, ყურთა-მსმენთადა.

    ღირსეულად შაიწირე, სამთავროდ, გასამარჯოდ მაიხმარე, თავო მთავარანგელოზო.

ახიელი. ხუცესი გ. ჯაბუშანური, ჩაწერილია გ.ჩიტაიას მიერ.

 

 

 

96. სადიდებელი ლაშქართ-მწევართ დღეობაზე

    თქვენა სამთავროდ, თქვენა გასამარჯოდ მაიხმარეთ ეს ჭიქა-ბარზიმი, სადიდებელი მიქიელის ლაშქარნო, ხთისაგან გამაშობილნო, ხთისაგან წყალობა ნაქნარნო. თქვენ მეხვეწურთად საშველო-სამწყალობნელოდ ხთის კარზე შაიტანეთ, თქვენიმც სახელ დიდდების.

    ამ ჭიქა-ბარზიმზე თქვენ გადიდნასთ, გაგიმარჯოსთ ღმერთმა, მიქიელის მწევარნო, მწკალსისხლიანნო, საკიდლიანნო, თქვენა სამთავროდ, თქვენად გასამარჯოდ მაიხმარეთ ეს ჭიქა-ბარზიმი, სადიდებელი. თქვენთ მეხვეწურთ სამწყალობნოდ ხთის კარზე შაიტანეთ, ღმერთი თქვენს ძალსა, დიდებას მაუმატებს.

    ამ ჭიქა-ბარზიმზე შენ გადიდას, გაგიმარჯოს ღმერთმა, კვირაევ, ძალიან-მადლიანო, შენა სამთავროდ, შენად გასამარჯოდ მაიხმარი ეს ჭიქა-ბარზიმი, სადიდებელი. შენ შენთ მეხვეწურთად საშველოდ, სახოიშნოდ, სამწყალობნოდ ხთის კარზე შაიტანი, მაგითამც დიდი ხარ, შენის გამჩენის ხთის კარზე.

 

 

97. ხუცობა მიქიელის ლაშქარზე

    ღმერთმა ადიდას თქვენ ძალი, თქვენ სახელ-სამართალი, მიქიელის ლაშქარნო, ხთისაგან გამაშობილნო, ხთისაგან წყალობა ნაქნარნო. თქვენად სამთავროდ, თქვენად გასამარჯოდ მაიხმარეთ ეს სათამაშო, თქვენ მეხვეწურთად საშველოდ, სახოიშნოდ, სამწყალობნელოდ მაიხმარით. თქვენდ სათამაშო არ დაუკლავისა-დ თქვენს წყალობას ნუ დააკლებთ, შანაცოდვარი, შანაწყინარი შაუნდევით, დალოცვილნო, რასაც შაგაწყენენთა, შაგცოდვებენთ პირის ქარითა, ფეხის ნალითა, იხვივნიდით თქვენ მეხვეწურნი, დალოცვილნო, იხვეწნიდით, მე თქვენ შამამიხვეწებიანა-დ თქვენ თქვენს გამჩენს მორიგეს ღმერთს შაახვეწენით. შველდითა, სწყალობდით, სცევდითა, ხფარევდით თქვენთ მეხვეწურთ. გამარჯვება თქვენდა, თქვენის გამჩენის ხთისად.

    ალ. ოჩ. არხ. გვ. 45-47.

98. მედარბასე ანგელოზთ დალოცვა

    ღმერთმან ადიდას ამ ჭიქა-ბარძიმზე, სეფე-სანთელზე თქვენ ძალი, თქვენ სახელი, მედარბასენო ანგელოზნო, თქვენა სამთავროდ, თქვენად გასამარჯოდ მაიხმარეთ ეს სეფე-სანთელი, სადიდებელი, ხთის კარზე შაიტანეთ, თქვენმც ძალი, სახელ დიდდებისად ხსენდების. გწყალობდასთ ჯვარიონთ მედარბასეთ ანგელოზთ დავლათი, მშვიდობით გამყოფნასთ, ნურაით შაგისაწყინდასთ, მეწაღმართე ანგელოზი დაგაყოლასთ, დასტურთ დასტურობა ნუ შაგანანასთ, ხელოსან დიდხანს გაგიყოლასთ, დიასახლისს სწყალობდას, ნუ შაანანას დიასახლისობა, კეთილის კაზმვაი.

 

 

99. ჭირნახულის სამხვეწრო

    ხუცობა საკლავის დაკვლისას

    დიდო მინდორის ჯვარო, ცა-ღრუბელთ მცაო, მფარაო. დიდი ხარ, დალოცვილო, ცა-ღრუბელნ შენ გაბარიან, შენ მიეც ცას ნამი, მიწას მწვანილი, შენ დაეხმარი შეწუხებულთ ყმათ.

    დიდო წმიდაო სამებაო, დიდი ხარ, თავადი ხარ, ღმერთმა ნუ წაგართვას ძალი, შაძლებაი. შაგიძლავ დალოცვილო, ცა-ღრუბელთ მაქცევაი, გევედრების საყმოი, საგლეხოი, გააქციენ ცან-ღრუბელნი. მიეც ცას ნამი-დ მიწას მწვანილი. დაიხსნენ ყმანი სიმწუხარისგანა, მაგათ ჭირნახული ამ გვალვისგან.

 

 

100. «მისამბარეოს» დალოცვა ამაღლების დღეს გორულ ჯვარში

    დიდებულო მიქიელო, გევედრების წიქა, შაიხვეწი. შენდ შამაუგორებავა-დ მაუბარებავ, დალოცვილო, შენს კარშია-კამალაში შაუგორებავა-დ შენ უშველი, შენ დაიცი, შენ დაიფარი ველთაცა, შინაც. შენ გაზარდი, შენ გამაიყვანი კაი კაცი, დედ-მამათ სარგებელი ქენ, დალოცვილო. გწყალობდას მეხვეწურს, საწაღმართოდ მაგიარას, მშვიდობით შაგინახას, სიხარულად გაგიხადს, გაგზარდას, კაის ბედის კაც გამაგიყვანას.

 

 

101. მესუფრეთ ანგელოზის დალოცვა «თიბისთავს»

    ღმერთო, გაუმარჯვი მიქიელისა, მესუფრეთ ანგელოზთ. თქვენი წყალობა მიეცით ახიელელთ, დაადეით წაღმ. გაუმარჯვეთ ფეხზე მდგომებსაც, თქვენი წყალობით შაინახენით, ხელ-ფეხ მტერზე მაახმარით შორიელზე.

    გამარჯვება ხემწიფესა მესუფრეთ ანგელოზთ, იმის წყალობა გქონდასთ ყმათ, საწაღმართო მაგიარასთ, მშვიდობით შაგინახნასთ, წელ მშვიდობისა დაგიყენასთ, მშვიდობით აღებული ცელი, ნამგალი მშვიდობით დაგადებინასთ, სტუმარს მაგცასთ წყალობა, ჩვენჩი დამწყვდეულს, სასტუმროდ სანახავად ნუ დაგლივასთ.

 

 

102. ჯვარში შეწირული ნივთების დალოცვა

    ღმერთმა ადიდას შენ ძალი, შენ სახელ-სამართალი, ჯაჭველო ხმელის გორისაო. შენა სამთავროდ, შენა გასამარჯოდ მაიხმარი ე თეთრეული, ღილ-ბორაყი, შენის მეხვეწურისად ხირჩლაის საშველოდ, სახოიშნოდ, სამწყალობნოდ მაიხმარი. შამაუწირავ, დალოცვილო, თეთრეული, თეთრეულში გაურევავა-დ შენ შენს წყალობას ნუ დააკლებ. უშველ, დალოცვილო, შენის ბედისად, დავლათისად შამახვეწილი ასა-დ შენს ბედსა, დავლათს ეძახას-დ შენ ბედი, დავლათი დაახმარი ველთაცა, შინაც, ჟამსაცა-დ უჟამოსაც, ღმერთი შენს ბატონობას გაუმარჯვებს.

 

 

103. სამკოჭაოს დალოცვა ჯვარში ამაღლების დღეს

    ღმერთმა ადიდას შენ ძალი, შენ სახელ-სამართალი, ჯაჭველო ხმელის გორისაო. შენა სამთავროდ, შენა გასამარჯოდ მაიხმარი ეს სამსახური, პირის საბანი, შენის მეხვეწურისად ელენაისად საშველოდ, სამწყალობნელოდ მაიხმარი. უშველ, დალოცვილო, ელენას, შაგიძლავ დევ-კერპთან ბრძოლაი. მიწრიელ-ქვეცრიელ დაულაგმე, მავნე მააშორი, შენის ძალითა, დიდებით, ლახტითა, მათრახით. გეძახს ელენაი, გეხვეწების. შაიხვეწი, ნაძახნები გაუგონი. ღმერთი შენს ძალსა დიდებას მაუმატებს. შამაგხვეწნივ ელენაი-დ შენს კალთაში შამუფარებავ თავი, დალოცვილო, შაიხვეწი, შენ დაიცი, შენ დაიფარი ველთაცა, შინაც, ჟამსაც, უჟამოსაც, მავნე მააშორე, მეწაღმართე, მცველ ანგელოზი დაუყენი. ისრემც გაგემარჯვების შენის გამჩენის ხთის კარზე.

 

 

104. ახალწულების დალოცვა საწულეობის დღეს

    ღმერთმა ადიდას შენ ძალი, შენ სახელ-სამართალი, მიქიელ მთავარო ანგელოზო. შენა სამთავროდ მაიხმარი ეს კოდ-საფუარი, სეფე-სანთელი, სადიდებელი, შენად გასამარჯოდ მაიხმარი, შენ მესაწულეთად, შენთ მეხვეწურთად. გეძახან შენ მეხვეწურნი, გეხვეწებიან, წულითა-საწულით შაიხვეწენი. მე შენდ შამამიხვეწებიან მესაწულეენი, შენ შენს გამჩენს მორიგეს ღმერთს შაახვეწენი. ღირსეულად იწირი ეს კოდ-საფუარი, სამთავროდ, გასამარჯოდ მაიხმარი, აგრემც გაგემარჯვების შენის გამჩენის ხთის კარზე.

 

 

105. დაკარგული საქონლის შეხვეწება ხახმატის ჯვარისადმი

    დალოცვილნო, ცხრაჯერ-ცხრავ წმინდავ გიორგიო, შენ უშველე ჩემ საქონთ, შენ მააშორი ჩემ საქონთ ავიდ მავნე. შენ გადამირჩინენი თავ-ქცევისაგან საქონნი. ჩემს საქონს მააშორი დალოცვილო, ცხრაჯერ ცხრავ წმინდავ გიორგიო, ვინც ჩემ საქონთ თავ უქცივ, იმას ავნევ, ჩემთ საქონთ კაცის ხელით აქვ თავი ნაქცევი, იმის საქონთ შენ უქცი თავი. დალოცვილო, მავნე უფრის თვალისას, უფრის გულისას, უფრის ხელისას შენ ავნი, შენ გაუშვენი მავნენი იმის სახლჩი, იმის საქონთაჩი. შენ ჩაუშვენი მავნენი იმის საქონთ, იმის კაცთ ღრუვში. შენ ნურაის ბარაქას მისცემ დალოცვილო; შენ მააშორი ჩემთ საქონთ თავის ქცევა და მიყენენი საქონნი წაღმ, დალოცვილო, დიდო ხახმატის ჯვარო, გიორგივ, გიორგის მოდენო თქვენ შამაგძახთ.

    დიდო სამძიმარო შენ უშველი ჩემთ საქონთ და საქონის ნაწველ ნადღვებსო.

 

 

106. ახალწულების დალოცვა საწულეობის დღეს

    ღმერთმა ადიდას შენ ძალი, სახელ-სამართალი, მიქიელ მთავარო ანგელოზო, შენა სამთავროდ, შენა გასამარჯოდ მაიხმარი ეს სამსახური, პირის საბანი, შენის მეხვეწურისად ბათირაისად, მაგათ თავისად, ჯალაფობისად, კაცისად, საქონისად საშველოდ, სახოიშნოდ მაიხმარი. საწულის რიგ არ დაუყრავა-დ შენს წყალობას ნუ დააკლებ.

    დიდო მიქიელ მთავარო ანგელოზო, შენდ მაუბარებავ ახალწული (სახელს იტყვის), შაიხვეწენი, დალოცვილო, მიიბარე, გაზარდე, შენთ სახელიანთ ყმათაში გაური, გაზარდე, კაის ბედის კაც გამაიყვანი, ღმერთი შენს ბატონობას გაუმარჯვებს. მაგის დედ-მამათ მონდავი სხო მიეცი, საწულით შაიხვეწნიდი კიდევ.

 

107. მეკვლეთ დალოცვა წელწადს

    გამარჯვება ხელმწიფესა იმის წყალობა გქონდასთ ახიელელთ, მეკვლეთ. ბევრ მეკვლე წუხრა მშვიდობისა, კარგა ყოფისა მაგგვარასთ, რგებისა, გახარებისა, ერთუცის სიცოცხლისა.

    ღმერთო, დალოცვილო, შენ დასწერი ჯვარი მეკვლეთ. ღმერთმა გადიდას, ღმერთმა გაძლიერას, ღმერთმა მაგცას ცამდინ სიმაღლე, ზღვამდინ სიმაგრე,

    მიქიელ მთავარო ანგელოზო, შენად სამთავროდ, შენად გასამარჯოდ მაიხმარი ეს გარიგებულ სეფე-სანთელი, სადიდებელი, შენ მეკვლეთად, მაგათ თავისად, ჯალაფობისად საშველოდ, სახოიშნოდ მაიხმარი, ღმერთი შენს ბატონობას გაუმარჯვებს გწყალობდსთ, მეკვლენო, საწაღმართოდ მაგიარასთ. ნახსენებ ანგელოზთ დავლათმ, მშვიდობით შაგინახნასთ, ბევრ წელწად-ქრისტე მაგგვარასთ მშვიდობისა, კარგად ყოფისა. ბედნიერ წელი კვალ გამაგიცვალასთ დალოცვილმ. ჯვარიონთ მაგცსთ წყალობა, დასტურსა, ხელოსანს, ხუცესს ენა-პირ გიკურთხას, შაუცოდვრად, შაუწყენრად შაგინახას. დიასახლისს სწყალობდას, მშვიდობით ამყოფას, დიასახლისობა ნუ შაანანას.

 

 

 

108. ჯვარში მოსული მეზღვნის წარმოსათქმელი სიტყვა

    სწყალობდას საყმოსა, საგლეხოს ნახსენებთ ანგელოზთ დავლათი. მშვიდობით შაინახნას, მადლიან-ბარაქიანი, მშვიდობიან წელ დაუყენას. მშვიდობით დადებული უღელ ხარისად მშვიდობით აახდივას. თქვენ მაგცასთ წყალობა ჯვარიონთ, დასტურსა, ხელოსანსაც. ხუცესს ენა-პირ გიკურთხას, შაუცოდვრად, შაუწყენრად შაგინახას, დიდხანს გაგიყოლას.

    დიასახლისს მისცას წყალობა, ნუ შაანანას მსახურობა-დ კეთილის კაზმვა.

 

 

109. მეზღვნის მიერ ჯვარიონის დალოცვა

    გამარჯვება ხელმწიფესა, იმის წყალობა გქონდასთ ახიელელთ, მეზღვნეებს, დასტურსა, ხელოსანს, ჯვარის გამძღოთ, საწაღმართოდ მაგიარასთ, მშვიდობით შაგინახნასთ, ბევრ გიორგობაი, სთველ, გაზაფხული მშვიდობისა მაგგვარასთ, კარგად ყოფისა. შაუნდნას, ვისადაც დაილოც კი.

 

 

110. ჯვარში დაფიცება

    დალოცვილო მთავარო ანგელოზო, შენ ნურაით შამისაწყინდები შამაძახილზე. შენ გულთამხილავი ხარა-დ შენ იცი, რომ მე დამნაშავე არა ორ. დალოცვილო, ამ საქმეში თუ მე მართალი ორ (დაასახელებს რა საქმეც არის), სიმართლით მამყოფე, მიშველი. თუ მტყუანი ორა, მიმტყუვნი, დალოცვილო. თუ მტყუანი ორ, მე გამიწყერი, მამდი შვილით-შვილამდინა-დ ქალის შვილამდინ, თუ არადა ჩემს ტყუილად დამბრალეს გაუწყერი.

    შემდეგ ხუცესი იხუცებს:

    შენად სამთავროდ, შენა გასამარჯოდ მაიხმარი, მიქიელ მთავარო ანგელოზო, ეს სამსახური, პირის საბანი, შენ მეხვეწურთ სამწყალობნოდ მაიხმარი, შენ უშველი ერთუცის მოდავეთ, დალოცვილო, რაც ავ ჩამაღორდნივ, ნუღარას ავს ჩამაუგდებ, დალოცვილო, დავის სიმართლის გულისად შამაძახილზე ნუ შაუსაწყინდები. შენ უშველ, დალოცვილო, შენ დაეხმარი ველთაცა-დ შინაც, ღმერთი შენს ძალსა, დიდებას მაუმატებს.

    .

 

 

111. დარისხება

    გაუწყრას მიქიელის დავლათი სოფელში ცუდი ენის კაცს, მეღალატეს, ცუდის ხელისას, სოფლის გამტეხს. ღრისხევდას, მიზდიოს შვილით შვილამდინა, ქალის შვილამდინ, ნუ გამაიყვანას იმის სახლშიით ნუც ქუდიანი, ნუც მანდლიანი.

    – ამინ, ღრისხევდას! – ერთხმად აქოთქოთდებიან მეკვლენი და გაჩუმდებიან. ხუცესი თავის კოჭობზე სანთელს სამჯერ გააქრობს და იტყვის:

    – გაქრას ეესრ მეღალატე, მავნე კაცობისაი!

    – ამინ, ღრისხევდას! – არის მეკვლეთ პასუხი. მერე ხუცესი თავისი თასიდან მთლად დაღვრის ლუდს მიწაზე და იტყვის:

    – დაიღვარას ეესრ მეღალატისა, სოფლის გამტეხის სისხლი მტრის ხელით!

    – ამინ! – იტყვიან მეკვლენი. ბოლოს ხუცესი, რომელსაც თასს ისევ უვსებენ, სანთლებსაც უნთებენ, ამბობს:

    – სწყალობდას სოფელში მართალსა, მაგარს კაცს, სოფლის პირის დამწყობსა-დ სოფლის პირის სხვაგან არ გამტანს.

    – სწყალობდას! – იქნება მეკვლეთ ხმა.

 

 

112. ლოცვა სამანის ჩადგმის დროს

    დალოცვილო მთავარანგელოზო, შენც მაგდისა, იცი, გულთამხილავი ხარ. ხალხნო, თქვენც მაგდიოდასთ, რომ მე დღეს აი, ამ ქვას სამნად ვდებ ჩემის ფიცისად. დღისიდგე მე აქ რო ქვეც ვინ მამკლას, სიტყვას არ შაუბრუნებ, თუ მე კიდევ ვის ხმა გავეცი, ეს სამან უნდა გადმავაგდ. მომდიოს მთავარანგელოზმ, გამაძეოს შვილით შვილამდინ, ქალის შვილამდინ.

    წყალობა მაგეცას – ეუბნება ხალხი.

 

113. სახელისდება მიცვალებულისადმი

    თქვენისამც წინ ას ტაბლაიც, წყალიც, საპოხიც, ეს ავსებულ ყანწი, ჭურჭელიც, ეს სალაღებელიც თქვენსამც ნება ას, მსჯელსა-მჯავრესამც გარიდებსთ, სამძიმარსამც გიზუბუქებსთ, შუქით, სანთლითა, კელაპტრით, ცოტა დიდად, რიოშ წმიდად, ფერუქცევლად, წაუქცევლად, მიუდევრად, შაუქცევრად. თუ ვინ მაგბიროოდასთ, მაგბრუნევდასთ, ოხრის სულმკვდარ იყოსა, სიძე-ცოლეულ იყოსა, დობილ-ძმობილ იყოსა. ძალითამც ნუ ვინ გამაგეკიდებისთ, თქვენითამც ნებით მისცემთა, გასცემთ, ხელსამც გახკრავთა, კალთასამც გაიხვევით. შაგინდნასთ ღმერთმა, მაგახმარასთ ქრისტიანობის გამჩენმ.

    – შაუნდნას ღმერთმ!

 

 

114. სულის ხუცობა

    ღმერთო, დიდება შენდა, ღმერთო, მადლი შენდა, ღმერთო. უშველი ახიელელთ, ბევრ წელწად-ქრისტე მშვიდობისა მაღგვარი, კარგად ყოფისა. ღმერთო, შენის დიდებითა, ჩემის სიტყვით მახსენებით, ხთის წესითა, მღდლის წესით, იერუმსალეთის ნათლითა, ქრისტეს გარიგებით, სააქაოს ნათქვამ თუ საიქიოს მიდიოდას, წესი-სამართალი იყოს, სულს შანდობა მიუდიოდას, ეს საწდეიც, ეს ავსებული თასებიც სულსამც წელს რაიც ახიელას დააკლდეს, იმათას მაეხმარების.

    – შაუნდნას ღმერთმ!

 

 

115. დოღის დალოცვა

    ღმერთო, დიდება შენდა, ღმერთო, მადლი შენდა, ღმერთო. უშველი მასპინძელსა-დ მარხეს ნუღარას მისცემ. ღმერთო, შენი დიდებითა, ჩემის სიტყვის მახსენებით, სააქაოს ნათქვამი თუ საიქიოს მიდიოდას, წესი მართებული იყოს, ხთის წესითა, მღდლის წესითა, იერუმსალეთის ნათლით, ქრისტეს გარიგებით, მანდაურის წესითა-სამართლით, სადაც შენ ხარ, დავითო (მიცვალებულის სახელი), შენ სულის ყოფაი ას, შენიმც სახმარი ეს დოღვი, შენამც საიაღოი. სწორ ამხანაგშიამც ზდგეხარ, სწორთამც ნურაით მიღნატრი. ცოტა დიდად, რიოშ წმიდად, ეს საწდეი თასიც შენამც გეხმარების, ნუმცარა დაგაღონებს, შაგინდნასა, მაგახმარას ქრისტიანობის გამჩენმ ღმერთმ.

    .

 

 

116. სახელისდადება სულთაკრეფის დღეს

    ღმერთო, დიდება შენდა, ღმერთო, მადლი შენდა, ღმერთო, უშველი ჩვენს ხიზანს. ღმერთო, ბევრ სულთაკრეფა მშვიდობისა, კარგა ყოფისა მაგვგვარი, სადაც თქვენ ხართ, ჩემნო დედამთილ-მამათილნო, ჩემნო დედ-მამანო, თქვენებ შვილები, შვილის შვილები-დ თქვენ დიდი წვრილი ას, თქვენ ანდაბი-დ თქვენ მიმყოლ-მომყოლი ას, ეს ტაბლაიცა-დ ეს ჯამებიც თქვენსამც წინ ას, თქვენსამც ნებას ას, ხელსამც გახკრავთ, კალთასამც გაიხვევთ, თქვენიმც სახმარი ას, თქვენიმც საგძალი, ნუმცარა დაგაღონებსთ, პირწაღმამც შამახოლთ, კარიმც მღე დაგხვდებისთ, საკვამიმც სინათლიანი. რახელაც ჩვენ გვექჩერების, ისრამც თქვენ გეხმარებისთ, თუ ვინ მაგყვებოდასთა-დ მაგბრუნდევდასთ, სიძე-ცოლეულ იყოსა, დობილ-ძმობილი იყოსა, მაკეთე-მაკიდული იყოსა, ჩვენ ვერ ვგონობდათა, შანდობას მაგველოდდას, ოხრის სულმკვდარ იყოსა, თქვენითამც ნებითამც მისცემთა, გასცემთ, მანდაურის წესითა, სამართლით. ძალითამც ნუ ვინ გამაგეკიდებისთ, ეემ სითბოთა, სინათლითამც მაგიოსთ. ცოტა დიდადა-დ რიოშ წმინდადამც მაგიოსთ, ნუმცარაით დაღონდებით, შაგინდნასთ ღმერთმა, ქრისტიანობის გამჩენმ (შემოუტარებს ასტამს სამჯერ და მიაჯახებს ტაბლაზე).

 

 

 

117. შენდობის თქმა მეზღვნეების მიცვალებულთათვის

    ღმერთო, დიდება შენდა, ღმერთო მადლი შენდა, ღმერთო, სულიმც შენ გებარებისა-დ კაციც შენ გეხვეწების. ხთისა-დ კვირაის სადიდებლისად, ხთისა და კვირაის დიდებით, ჩემის სიტყვის მახსენებით, ხთის წესითა, მღდლის წესით, იერუმსალეთის ნათლით, ქრისტეს გარიგებით, სააქაოს ნათქვამ თუ საიქიოს მიდიოდას, წესი მართებულ იყოს, სულს შანდობა მიუდიოდას. ეს დავსებული თასებიც, ეს გარიგებულ ტაბლაიც, მეზღვნეებო, სულსამც თქვენს მკვდართას მაეხმარების. (გადახრის ხუცესი თასს და ცოტა ლუდს ტაბლაზე დაასხამს). შაუნდნას – იტყვიან სხვებიც.

 

 

 

118. საპატიოს მამტანის დალოცვა

    ღმერთო, დიდება შენდა, ღმერთო, მადლი შენდა, ღმერთო, გაუმარჯვი იახსარსა. იახსარო, შენ სწყალობდი ამ საპატიოს მამტანს, შენი წყალობით შაინახი. იახსარო, შენი დიდებითა, ჩემი სიტყვის მახსენებით, ხთის წესითა, მღდლის წესითა, იერუმსალეთის ნათლითა, ქრისტეს გარიგებით, სააქაოს ნათქვამ თუ საიქიოს მიდიოდას, წესი სამართალ იყოს. სულს შანდობა ერგებოდას, ეს ტაბლაიცა-დ ეს ავსებულ ყანწიც, ბოთლაიც სულსამც (იმ ოჯახის მიცვალებულის სახელს იტყვის) მაეხმარების, ზედამრჩოების დღეგრძელობითა, კარგა ყოფით.

    შაუნდნას ღმერთმ, – იტყვიან სხვებიც.

    ხუცესი ამ ყანწზე კიდევ დაილოცება: გაუმარჯოს ლაღს იახსარსა, იმის წყალობა ხქონდას ამ საპატიოს მამტანს. მშვიდობით ამყოფას, ბედნიერ წელი, კვალ გამაუცვალას, წელ მშვიდობისა დაუყენას. თქვენ მაგცასთ არხოტის ჯვარის დასტურთ, ჩვენთან მასვლისად. თქვენთან ბევრ კა მაიყვანას, შაუნდნას ვისადაც ილოც კი, მაახმარას.

 

 

119. მამკლავ-მამკვდარის დალოცვა

    ღმერთო, დიდება შენდა! ღმერთო, მადლი შენდა! ღმერთო, უშველი ახიელელთ, ბევრ წელწად-ქრისტე მაღგვარი მშვიდობისა, კარგა ყოფისა, ღმერთო, გაუმარჯვი მიქიელსა, მიქიელო, შენ სწყალობდიი ამ ერთუცის მხედავთ იმედასა-დ გიორგის, შუ გაუარი, დალოცვილო. წაღმ მაუარი, რაც ავი ჩამაღვარდნივ, ნუღარა ავს ჩამაუგდებ. მიქიელო, ნუ იქ ისრ იმედაის საქმეს, რო კაცნ არ ხედევდან, პატივ არ მიუდიოდას. დიდებულო მიქიელო, ნუც გიორგის საქმეს იქ ისრ, რო გასაგო არ გაიგას, საპატიოს პატივ არ დაზდოს. მიქიელო, შენის დიდებითა, ჩემის სიტყვის მახსენებით, ხთის წესითა, მღდლის წესით, იერუმსალეთის ნათლით, ქრისტეს გარიგებით, სააქაოს ნათქვამ თუ საიქიოს მიდიოდას, სულს შანდობა მაუდიოდას, ეს თასი სულსამც გიორგის მამისას მაეხმარების.

    შაუნდნას! – ამბობენ სხვებიც. მოიგონებენ დამნაშავე გვარის მიცვალებულს და იმისათვის ეტყვიან თასს შენდობას.

 

 

120. საბურდუხაო-საიმედუროს დალოცვა

    ღმერთო, დიდება შენდა, ღმერთო, მადლი შენდა! ღმერთო, უშველი ამღიონთა, ჯვარივნებს! ღმერთო გაუმარჯვი იახსარსა. იახსარო, შენ ნუ დაღლევ ამ სოფელს სულის საგონებლადა, შენა სადიდებლად. იახსარო, შენი დიდებითა, ჩემის სიტყვის მახსენებით, სააქაოს ნათქვამ თუ საიქიოს მიდიოდას, წესი მართებულ იყოს ხთის წესითა, მღდლის წესითა, იერუმსალეთის ნათლითა, ქრისტეს გარიგებით, სადაც შენ ხარ, ბურდუხაო, შენებ შვილები ას, შენ ანდაბი ას, თქვენ დიდი-წვრილი ას, ეს დადგმულ კოდიცა-დ ეს თასიც სულსამც თქვენს მაეხმარების. ცოტაიმც დიდად მაგეჩვენებისთ, რიოშიმც წმიდად მაგვეჩვენებისთ, ფერუქცევლად, წაუქცევლად, მანდაურის წესითა, სამართლით. ძალითამც ნუ ვინ გამაგეკიდებისთ, თქვენითამც ნებით მისცემთა, გასცემთ, თქვენის ნებითამც დაიწევთ, მსჯელსა-მჯავრესამც გარიდებსთ, თუ ჩვენ ვერ ვგონობდათ, დისწულ-დედიძმაი გყვანდათ, სიძე-ცოლეული გყვანდათა-დ შანდობას მოგველოდდას, თქვენითამც ნებით გახკვლევთ. შაგინდნასთ ღმერთმ, ქრისტიანობის სულის კურთხევა გამჩენმ.

    შემდეგ მოაყოლებენ კურთხევას. კურთხევა რომ დამთავრდება – შაუნდნას ბურდუხასა-დ თქვენ ღმერთმა ყველას, მაგცასთ მაგონებისად სულის მადლიცა-დ ხთისაიც – იტყვიან ყველანი. ხუცესი იტყვის კიდევ: სულს შანდობაი-დ გამგონეთ – დღეგრძელობაი და დალევს ლუდს თასიდან. სხვებსაც მიაწვდის და თავისი თასიდან დაალევინებს.

 

 

121. წყალთ დალოცვა მიცვალებულის სულისთვის

    შაგინდნას ღმერთმ, მაგახმარას წყალი, წყაროი. წყლითამც ზძღები, უწყლოობითამც ნუ ღონდები. წილიმც გიძეს წყალჩი, შენიმც საკუთარი წყალი, წყაროი. თუ-ვინ მაგყვების, მამყოლ თუ გყავ, შაუნდნას, მაახმარას, შენის ნებითამც დაიწვევ.

არხოტი. ნ. ბალიაური, ჩაწ. თ. ოჩიაურის მიერ 1943 წ.

 

 

122. ხუცის ლოცვა ძმადგაფიცვის დროს

    ღმერთო დალოცვილო, თავი თავადი ხარ. შენ გეხვეწებით, კაცნიცა-დ ხთიშვილნიც შენს სახელს ემორჩილებიან. შენ გაუმარჯვი ამ ძმათა, ძმობილთ, აძმენი, აძმობილენი. დალოცვილო ღმერთოე-დ ხევსურეთულნო ხთიშვილნო! დაინდვენით ეს ძმანი, როგორც დაინდობენ ერთმანეთს. ნუ უღალატებთ იმათ ვაჟკაცობას, როგორც ისინი ერთუცს არ უღალატებენ. ნდობა-სიყვარულ მიეცით ერთუცისა, როგორც საკუთარის და-ძმისა. ამ საუბრის დროს უფროსი კაცი ვერცხლს თლიდა ყანწში და ბოლოს, ვინც იქ იყვნენ, ყველას ეტყოდა: გწყალობდასთ, ძმათა, ძმობილთ ხევსურეთულნ ხთიშვილნი, მშვიდობით გამყოფნასთ, ერთუცის ნდობა-სიყვარული მაგცასთ. ესენიც მადლს გადაუხდიდნენ: მადლობელნი ორთ, თქვენ იყოს მწყალობელი. ბოლოს ძმობილნი ვერცხლჩაფხეკილი ყანწიდან სამ-სამჯერ ცოცოტა არაყს ერთიმეორეს დაალევინებდნენ. ძმობილს ასეთი სიტყვებით ადღეგრძელებდნენ: ძმობილო, გადღეგრძელას ღმერთმაცა და ხევსურეთულ ხთიშვილთაც, გაცოცხლას. დღესიდგეს მე შენ ღვიძლ ძმაი ორ, ჩემ დედა შენ დედა იქნების, ჩემ და შენ და იქნების, ჩემ ძმა შენ ძმა. თუ შენ დღეგრძელობა არ მინდოდას, როგორც ჩემის ძმისა, ღმერთმა ნუ ვინ მიდღეგრძელას. გეწეოდას ძალ ხთისაი, შუქ მზისა, შენ თავ ნუ გამამართვას. ჭირს დავლევ შენს.

 

123. საკვირაოს გადიდება

    მაღალო ღმერთო, შენ გეძახიან! ძალო ხთისაო, ძალო კვირაისაო. შენ გეხვეწების შიშია! შენ შაიხვეწე, ოქროს ტახტში მჯდომელო! ოქროს ბურთის მსროლელო, ხორციელთ გამწესებელო! შენ არა მაგეხსენების ხმელეთშიით, არცარა გაგეგების მაზე. მთვარეთ გამწესებელო! უფსკრულების მარსკვლავების გამშლელო!

    მაღალნო ხთისშვილნო! ახალის წლის მაქცევა ბედად და ბედნივრად მაუხდინეთ, მრავალ წელი ალოცვიეთ სიკეთის. სიბედნივრისაი, გამარჯვებისაი, კარგად ყოფისაი. ხორხოში, კორკოტი, მააშორეთ თქვენს ყმათ! მაღალო ღმერთო, შენნი ყმანი გეხვეწებიან, შაიხვეწენი. უძეოს ძე მიეცი, უბედოს ბედი, უქონს ქონება. მტერი დაუმარცხი, მაკეთე გაუმრავლი.

 

 

124. სულის ხუცობა

    ღმერთო, დიდება შენდა, ღმერთო, მადლი შენდა, ღმერთი დიდებისაა, მადლის მეტი შენ არ მოგეხსენებისა. ღმერთო, გეძახი (იტყვის მიცვალებულის სახელს), ღმერთო, გეხვეწების, ღმერთო, შაიხვეწე, ღმერთო, იხვაიშნე, ღმერთო, ნაცემი ნაცემად აკმაევ, ნაცემისა აადგინევ, ატირდომისა გააცინე, ღმერთო, ნუ დაღლევ შენად სახსენებად სულის საგონებად, ღმერთო, ახადე ხელი და ხმალი მტრისაო, ხმა სიკვდილისა უზუბუქეთა, წმინდა ღვთისმშობელნო, თვით მთავარნო ცათა ნათელნო, სულთა ბორკვანო, სულთ წინამძღვარნო, თქვენ მიუთვალეთ, თქვენ მიუჩვენეთ მანდიურ რიგითა, მანდიურ წესითა წირვა მწირველთა, ჟამითა ერუმსალეთის ნათლითო ქრისტის გარიგებით.

    საცა ქრისტენი პურობენ, ანგელოზ ჟამობენ, ცოდვიან ნანობენ, მადლიან გაისვენებენ, სულწმინდა მოიხსენების, საცა შენ ხარ (იტყვიან მიცვალებულის სახელს) სული შენი მოიხსენების, სულსა შენსა მეეხმარებისა. დადგმული ტაბლა, დაკრული სანთელი, დაჭვრეთილი ღვთის წესი, ყანწიო, ჭურჭელი, სააქაო გამოგაჩერებული, გამომზადებული, სამანდაოსა შენი სახმარია. შენიმც საგზალია, ცოდვის იაღად მქმნელია. მჯელსა მჯავრესამც გარიდებს, მძიმესა გიზუბუქებს, ცოდვასა წინ მოგებებულსა, უკან მოწეულსა სიკვდილის დღეს დამწყვდეულსა, ხელით ნაქნარსო, ენით ნათქვამს, თვალით ნანახსო, ყურით განაგონსა.

    შამოვიდა ანგელოზი ფეხითა ქრისტესითა. ქრისტეო ღმერთო, დასწერე ჯვარიო სულს იმასა, სუფრას ამასო, კარს იმასო. სარკმელს ამასო. შენ, დედაო დიდის ღვთისაო, დიდის სახარებისაო, ცაო ქერებისაო, ღრუბელო ნათლისაო, მფარველო სულისაო, მხვეწე კაცისაო, სამართალო ღთისაო, იყავ ბრძანებისა. ალალი იყავ მრავალითა მოწყალეო.

    იქ დამსწრენი იტყვიან: შაუნდოს ალნად მოახმაროს ღმერთმა, და ყანწით სასმელს შესვამენ.

    ამას ხუცი მოაყოლებს «კურთხევას»:

    ცია ღმერთი თიკუნი კურთხევა ჩვენდა ღირსია მარისადმი. კურთხევა ცეცხლის კრავისა აბრამისათა, ზესით მსხვერპლი მოდიოდა, პურუმთა თუ პურმატყველთა, დაუტოვა სიონელმა ასი ვაცი, ასი ვერძი, წაიღეს და წამოიღეს აიმ მთათა თავისათა სახარებო მურკოზითა, რომელიც გამოჩნდებოდა ქებითა შენითა მიხიელ სარხიელისითა ან დედაკაცისითა ან მამაკაცისითა. გამოჩნდა შაბათს დღეს მარიამ მაგავდანელია, იესო კოროზმანელია. მაიკითხნა მოძებარნი ჩვენდა, ჩვენი მწევრისანი, წავიდეს და ქრისტეს უთხრეს: ეგია უფალო, დიდება და ადგომა რაჟამთა მოგეწიენით კაცნი მდიდარნი ცხრომალთა ამპარტიონთა. უფალო, შენია დღე და შენია ღამე. შენ დაამკვისე ბნელი და ნათელი. შენდა გიარა ერმა ყოველმა. უფალო, აკურთხე პური და მარილი. სკანი სკანალე, წყალს იორდანე, ღვინო გადმოსცვალე. აკურთხე, უფალო, წინ დაგებულითა ხუთითა ხუდაბურითა, რომელმაც ას თორმეტნი აავსო, არ მისითა ნესტითა, ხუთ ათასნი დააძღნა. უფალო, წასვლითა შენითა პავლე მოვიდა, მოკვდა ცოდვათა მისა წილთა განაიმნა ასთორმეტნი მოციქულთა, ხოლო ღმერთსა მადლი მისა მე გინათო. ლოდნი ვინ გადააგორნა, კარნი გადალახნა, მისანი შიგ ნაწოლნი შააშინა, უდედონი მგვლევარენი. სიხარულია სიტყვა ურწყისა, უკვდავის მარიამისა.

    ქრისტემა სთქვა: წმინდა ვორ, გამოველ გამორობული, გამდი გამოვეცხადენი, თუ ვინმე ხართ ბნელეთშია, ან ბერი ან უძლური, ხორცნი მოეხედვენ უფლისანი სისხლნი მაცხოვრებისანი, რომელნიც დუღდა და გადმოდიოდა, გადმეეცხებოდა თმასა და წვერსა დავითინონი შენისა. უფალო, თესლი ეგია, რომელნიც სამნი ყარმანი, მარმანი სმენ და ჭამენ მაგათ ტაბლისაგან არას შეგვერგინებოდა მთიაღო ამაღლდებოდა, სული წმინდა გადადაბლდებოდა. ამინ!

    ყველანი იტყვიან: შაუნდენ მრავალთა, მოწყალე ღმერთო და შესანდობარს შესვამენ.

 

 

125. სახელისდება

    ღმერთო დიდება შენდა, ღმერთო, მადლი შენდა! ღმერთო, შენი დიდებითა, ღმერთო შენი მიცემითა, აქ ნათქვამ თუ იქ მიდიოდას, მკვდართ შანდობა ერგებოდას, სადაც შენ ხარ, დედას-ჩემო, მამას-ჩემო, სული თქვენი მაიხსენების, სულსამც თქვენს მეეხმარების ტაბლა-საპოხი, ყანწი, ჭურჭელი, როგორც ჩვენს წინ ას, აგრემც თქვენს წინ ას ფერუქცევლად, წაუქცევლად. ცოტაიმც დიდად მოგივლისთ, რიოშიმც წმიდად მოგივლით. ბარაქით შამეედითა, ბარაქით გამეედით, ჩვენ ჯვარ დაგვიწერეთ ხარის ნახნავს, ფურის ნაწველს. თქვენიმც სახმარი! შაგინდნასთ, მოგახმარასთ ღმერთმ!

 

 

 

126. სახელისდება

    იაღიმც შეხვალ, იაღში გზაიმც ხსნილ გაქვ, სულიმც იაღი, გზათამც ინათებ, ბნელაშიამც ნუ დასჩები, ნუმცარა დაგაშინებს, ხმლითამც ილალაო, მტერსამც იბრუნებო, გულმაგრადამც ხარო. თავისებსაც შეეყრები, ცნობა-ნდობითა, განათლებითა, ერთადამც ხართო, ძმა-ბიძაშვილნიო.

 

 

 

თემი და საყმო უცნობია

 

127. ლოცვანი ხევსურთა

    პირველი

    დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა, დიდება და გამარჯვება შენდა! რაც ღვთის დანაბადებს, – გეხვეწები შენ შენის ბატონობისაგან, შენ მორიგე ღმერთი არ მოგიწყენს, შენს მეხვეწურს, ჩოქის მომყრელს, მადლის მომთხოველსა, შენც ნუ მაიწყენ, ნუ მაიძულებ. რაც რომ გულზე და მხარზედ გიძახებდეს. იმაზე გაუგონე. შენ შენის ბატონობის, შენ შენი მორიგე ღმერთი არ მოგიწყენს მეხვეწურსა, ჩოქის მომყრელს, მადლის მამთხოველს.

    მეორე

    ველთ გასულს გიძახებდეს, შეიხვეწე, მგზავრობა მშვიდობისა მიე, ავდარს გაუდარე, ლაღს მტერთან ჩაუფარე, მიწრიელ დაულაგმე, შინ მშვიდობით მაიყვანე. თუ რამ გამოვიდოდეს, ღვთის კარზედ გამოშვებული ღვთის იასაული ხორციელთ ბეგრებდეს, ყალანს ზიდევდეს, მაგის ყუდროს ნუ მაჰკერძებ, სხვა ყუდრო-ალაგს მიასწავლე. შენ შენის ბატონობის მოხრილი ჩოქი, მოთხოვნილი მადლი, რაც მხარზედ და გულზედ გიძახებდეს კაცისა, საქონლისა მეხვეწური, ნაშვრალ-ნამუშავარის მეშველი მწყალობელიც იყავი.

    მესამე

    სამკდრო ლოცვა

    ღმერთო, დიდება შენდა! ღმერთო, მადლი შენდა! ღმერთო, დიდებისა და მადლის მეტი შენ არა მოგეხსენება რა. შენგანაა გაჩენილი ყოველი სამართალი, ხვეწება კაცისა, ბარება სულისა. ღმერთო, იურვე, იხოიშნე. ღმერთო, რაც დაკლებია. ნუღარას დააკლებ. ღმერთო, დაცემული აღადინე, ატირდომილი გააცინე. საცა ქრისტე პურობს, საცა ანგელოზი ჟამობს, ცოდვიანი ნანობსო, მადლიანი გაისვენებს. შამოვიდა ანგელოზი ფეხითა ქრისტესითა, ქრისტეო, დასწერე ჯვარი სულს ამას და სუფრას იმას. ცაო ქერებისაო, ღრუბელო ნათლისაო, სხვათა არ მასწავებელო, დედაო დიდის მეუფისაო, ალალად და მთავრად აცხონე სული მისა, ვისიც სახელ ედების, სანთელ ენთების.

    მეოთხე

    ქორწინების ლოცვა

    ღმერთო, გეხვეწები, ცარგვლის გამჩენო, ოქროს ტახტის დამდგმელო, სანთელ-გვირგვინის გამჩენო! გეხვეწები იესო ქრისტესა, ცოლ-ქმრობის გამჩენსა, ერთმანეთს შეაბერე, ბედიანი ჰქენ, დოვლათიანი.

ჩაწერილია ილია ჭავჭავაძის მიერ, ფ. არქ. უმიკ., 60, მინაწერი: «ლოცვანი ხევსურთა დაწერილნი 1865 წელს ხევსურის მიერ».

 

 

128. კოდის გახსნა

    ღმერთმა ადიდას თქვენ ძალი, თქვენ სახელ-სამართალი, მესამხთოენო, ანგელოზნო, ღმერთმა გადიდნასთ, ღმერთმა გაძრიელნასთ ამ კოდ-საფუარზედა, სეფე-სანთელზე. შენა სამთავრო, თქვენა გასამარჯოდ მაიხმარი ეს კოდ-საფუარი, სეფე-სანთელი თქვენ სახმთოს პატრონისა, მამაშვილებისა საშველო, სახოიშნო, სამწყალობნო ხთის კარზე შაიტანი, თქვენიმც ძალი სახელ-სამართალი დიდდებისა, ხსენდების.

    (ამას მოყვებოდა ხუცობა, ხუცობას კურთხევა, ბოლოს დამწყალობნება)

 

    დამწყალობნება

    (მამროანის)

    გწყალობდასთ, მამა-შვილებო, მესახმთოეთ ანგელოსთ დავლათი, კაცს გიმატასთ კას დროს, სარჩოსა, სარგებელს.

    (დედროანის)

    მანდილოსნებო, თქვენამც გწყალობდას მესახმთოენ ანგელოზნი, საწაღმართოდ მაგიარასთ, მშვიდობით შაგინახნასთ, ნუ შაგინანასთ მსახურობა, კლოვ უკეთი გულით მაგკერძნასთ.

    სამადლობელი: «თქვენ იყოს მწყალობელი, თქვენს თავს სწყალობდას».

 

129. საწდის დალოცვა

    ღმერთო, დიდება შენდა, ღმერთო, მადლი შენდა! ღმერთო, უშველ ამ მასპინძელსა-დ დღეს ამას იქით მარხეს ნუღარას მისცემ, ლხინზე შაუცვალი ე სტუმარიცა, მაკეთე-მაკიდულიც. ლხინის ტაბლა დაუდგი. ღმერთო, უშველი ამ მამკითხავებსაც, მარხეზე ნუღარას ვის გაუჟჯი, კლოვ ლხინის მამკითხავად მაიყვანენ მაკეთისასაც, შინაც ლხინ მიეც. ღმერთო, ნუ იქამ ამ სტუმრების საქმეს ისრ, რომ კაც არ აფასებდას, საპატიო არ მიუდიოდას, კაცთ-ხედულნ კაცნ არ იყვნან, საპატიო ალაგში პატივ არ ედებოდას. ნუც ამ მასპინძლის საქმეს იქ ისრ, რო გასაგო არ გაიგას, საპატიოს პატივ არ დაზდვას. ხთისა, კვირიაის სადიდებელი ას, ხთისა, კვირაის დიდებითა, ჩემის სიტყვის მახსენებით, ხთის წესითა, მღდლის წესით, იერუმსალეთის ნათლით, ქრისტეს გარიგებით, ზედამრჩოების დღეგრძელობით, ეეს თასებიცა-დ ეეს საწდეიც, როგორც ჩვენს ხელთ ას, ისრამც სულს იმისასამც მაეხმარების, ეს სტუმრების კარგა ყოფითა-დ ზედამრჩოების დღეგრძელობით.

    დამსწრენი: შაუნდნას ღმერთმ, მაახმარას.

 

 

 

130. შესანდობარი

    ღმერთო, დიდება შენდა, ღმერთო, მადლი შენდა, ღმერთო, ნუ დაგვლევ სულის საგონებლად შენა სახსენებლად. კარგა გვამყოფე ე სტუმარ-სახლისკაცები, მეზობლებიც. ღმერთო, მუდამ ლხინზე გვიდინ ე კეებ-მაკეთეები, შინაც ლხინ მიეცი. ღმერთო, შენი დიდებითა, ჩემის სიტყვის მახსენებით, ხთის წესითა, ღდლის წესით, იერუსამლეთის ნათლით, ქრისტეს გარიგებით. სააქაოს ნათქვამ თუ საიქიოს მიდიოდას, წესი სამართალ იყვას, სულს შანდობა მიუდიოდას. სადაც თქვენ ხართ, ჩვენნო ბაბო-ბერდედანო, ჩვენის მამკითხავების ბაბო-ბერდედანო, თქვენებ შვილებ ას, შვილიშვილები ას, თქვენ ანდაბი ას. ეს ტაბლაიც, ეს ჭურჭლები-დ დასხმულებ ყანწებიც, წყალი-საპოხიც, როგორც ჩვენ წინ დგას, როგორც ჩვენ გვექჩერების, ისრამც თქვენს წინ ას, თქვენამც გეხმარებისთ, რიოშ წმინდად, ფერ უქცევლად, წაუქცევლად. კარიმც მღეი გაქვთ, საკვამ სინათლიანი. ხელსამც გახკრავთ, კალთასამც გაიხვევთ. თუ ვინ მაგყვებოდასთა, მაგბიროოდასთ, ჩვენ არ ვიცოდათ, ვერ ვგონობდათ, დედულ-მამულ იყოსა, დობილ-ძმობილ იყოსა, სიძე-ცოლეულ იყოსა, ოხრის სულმკვდარ იყოსა, ცოდვილ-საბრალო, მაკეთე-მაკიდულ ვინ იყოსა, ძალითამც ნუ რას ვინ გამაგეკიდებისთ, თქვენითამც ნებით დაიწევთ, მანდაურის წესითა, სამართლით, მჟჯელსა მჯავრესამც გარიდებსთ, ცოდვანიმც შაგენდობიანთ, ენით ნათქვამი, ხელით ნაქნარი, წინ მაგებებული, უკან მაწეული. შაგინდნასთ ღმერთმა, ქრისტიანობის გამჩენმ.

    დამსწრენი (ფეხზე ადგომით): შაუნდნას, მაახმარას ღმერთმა. თქვენს სახლს ბარაქა მისცას, შენ ენა დიდხანს აუბნას.

 

131. ხსენება-გადიდება

    ამ ჭიქა-ბარძიმზე თქვენ გადიდნასთ, გაძრიელნასთ ღმერთმა, მესახმთოენო ანგელოზნო, თქვენა სამთავრო, თქვენა გასამარჯოდ მაიხმარეთ ჭიქა-ბარძიმი, სადიდებელი, თქვენ თქვენთ მეხვეწურთად, მესახმთოეთად, მამა-შვილებისად, მაგათ თავისად, ჯალაფობისად საშველოდ, სახოიშნოდ, სამწყალობნოდ მაიხმარი, ხთის კარზე შაიტანი, შენიმც სახელ დიდდებისა, ხსენდების

    მეორე ჭიქა-ბარძიმზე ადგილობრივი სალოცავი, მესამეზე – კვირია და ა.შ. ხსენდებოდნენ. ბოლოს ყველა ღვთისშვილი ერთად:

 

    თქვენა სამთავრო, გასამარჯოდ მაიხმარეთ, ნახსენებნო ანგელოზნო, ეს მახსენებულ სადიდებელი

 

    დალოცვა თასებით ხელში

    მამა-შვილებო, აგაშენასთ, ბარაქა მაგცასთ, ლხინი, სახმთო ნუ მაგიშალასთ, თვალ-გულ ნუ ვისა მაგრივასთ, სიხარულად გაგიხადასთ ხევსურეთულთ ხთიშვილთ ხსენება, დიდება. სტუმრებო-დ სოფლელებო, თქვენაც გწყალობდასთ ნახსენებთ ანგელოზთ დავლათი, სასტუმროდ სანახავად ნუ დაგლივნასთ. მანდილოსნებო, თქვენაც გაგახარნასთ, გაგალაღნასთ ღმერთმ, ტანით მთლადა, გულით მხიარულად გამყოფნასთ.

 

    ხუცესი თასის შემართვით:

    ნახსენებნო ანგელოზნო, თქვენა სამთავრო გასამარჯოდ მაიხმარეთ ეს სადიდებელნი, ხთის კარზე შაიტანეთ, აგრემც გაგემარჯვებისთ.

    ყველანი თასამართვით:

    ისმინეთა, გაიგონეთ, გამარჯვებას თქვენსა, თქვენის გამჩენის ხთისას!

 

 

132. ლოცვა ლუდიან საწდის მიტანისას საპატიოდ

    ღმერთო, დიდება შენდა! ღმერთო, მადლი შენდა! ღმერთო, გაუმარჯვი მესახმთოეთ ანგელოზთ! მესამხმთოენო ანგელოზნო, თქვენ სწყალობდით (მასპინძლის სახელი), თქვენი წყალობით შაინახეთ. ანგელოზნო, ნუ იქთ ისრ (სახელი) საქმეს. რო გასაგო არ გაიგას, პატივ დასადებს პატივი არ დასდვას. მესახმთოენო ანგელოზნო, ნუც ამ სტუმრების საქმეს იქთ ისრ, რო ხალხში, საცა გავლენა-გამავლენ, პატივ არ ედვას, საპატიო არ მიუდიოდას, ხალხნ არ ხედევდენ. მესახმთოენო ანგელოზნო, თქვენი დიდებითა, ჩემის სიტყვის მახსენებით, ხთის წესითა, ღდლის წესით, იერუმსალეთის ნათლით, ქრისტეს გარიგებით, ზედამრჩოების დღეგრძელობით სააქაოს ნათქვამი თუ საიქიოს მიდიოდას, წესი სამართალ იყოს, სულს შანდობა მიუდიოდას, ეს ავსებულ თასიცა, საწდეიც, როგორც ჩვენს ხელთ ას, ისრამც სულს (მასპინძლის მიცვალებულის სახელი) მაეხმაარების.

    დამსწრენი: შაუნდნას ღმერთმ, მაახმარას.

    .

 

 

133. სადღეგრძელო საღვთოზე

    ადღეგძელას ის კაც, ვისაც გულისად დღეს ანგელოზნ ხსენდესა, დიდდეს. ეწეოდას მესახმთოეთ ანგელოზთ დავლათიცა, ხევსურეთულნ ხთიშვილნიც, ძალ ხთისა ეწეოდას, შუქ მზისა, გაზარდას, კაის ბედის კაც გამაიყვანას. ისრ ადღეგძელას, როგორც დედ-მამისა, მაგის კაის მენდობის გულს უნდ. მანამდე ადღეგძელას, მანამ პერანგის ზიდვა შაუძლავ. სარგებელ იქნას დედა-მამისაიცა-დ ჩვენიც, თქვენიანად ადღეგრძელას, ხალხნო, კაის მენდობიანად. ამინ.

 

    სადღეგრძელო

    (ქალის თქმული)

    ადღეგრძელას ღმერთმ (სახელი), ეწეოდან დღეგრძელობაში ხევსურეთულნ ხთიშვილნიცა, ღმერთიც. დედ-მამიანად, კაის მენდობიანად ადღეგძელას. ვისაც მაგის დღეგძელობა არ უნდ, ღმერთმა ნუვინ უდღიგძელას. იღბლიანთ იღბალ ეწეოდას, დავლათიანთ დავლათი, ერთგულის იღბალ შასწიოს, ორგულის დღენი. მანამ ადღეგძელას, სანამ ცას ნამ მაზდისა, მიწას მწვანილი. თქვენა დაგლოცნასთ, ყველან გადღეგძელნასთ, წყალობა მაგცასთ, რაისაც სადიდებელი ას. ქალ-დიაცებო, თქვენის გახარებისა, ყველაისა. ჭირს ვსომ თქვენს ყველაისას.

 

 

134. სტუმრის გასტუმრება

    ძმისწულებო, აგაშენნასთ, ბარაქა მაგცასთ, მუდამ სალხინო სასმელ ნუ მაგიშალასთ, ზლის ბედისკვერა გაზიდვივასთ, მშვიდობით გამგზავრნასთ, გულის ნაგონარ გიცხადასთ. კაზე მაგიხდიანასთ ზლისად მიყოლაი, მაყვანილი ამ სახლში აათავას, ზალიც ბედიან-დავლათიან გამაიყვანას. შაუნდნას იმ სულებს კი, რომნებიც გზაშია, მგზავრობაში ხელს გიმართევდასთ.

 

 

ფშავი

 

ლაშარის ჯვარი

 

135. ხევისბრის დიდება

    ღმერთო! დიდების მეტი და მადლობის მეტი შენ არა მოგეხსენების. ღმერთო! შენია გაჩენილი ხვნა, ხვეწნა და ღაღადება, თორემ ხმელზეით ხორციელნი ხმას ვერ შემოგდებდნენ.

    დიდება შენთვის, ღმერთო, დიდება შენთვის კვირას კარავიანს, დიდება შენთვის გიორგი მუხის ანგელოზს, დიდება შენთვის თამარს დედოფალს, ხმელეთის დამრიგებელს! თქვენ გადიდოსთ ღმერთმა, გაგიმარჯოსთ, თქვენი ხმალი, თქვენი სამართალი, თქვენ თქვენი გამჩენი ღმერთი არ მოგიწყენსთ, არ მოგიძულებსთ; თქვენ თქვენს საყმოს ნუ მაიწყენთ, ნუ მაიძულებთ. საყმოშიით ვინმე გეხვეწებოდესთ (სახელი სამსახურის პატრონისა), რასაც გულზე და მხარზე გადიდებდენ, გეხვეწებოდენთ, იმ გულზედ, იმ მხარზედ შეიხვეწეთ, შეინახეთ; რასაც წყალობას გეთხოვებოდენთ, ის წყალობა ღმერთსაც გამოუთხოვეთ, კვირასაც და თვითონაც თქვენი წყალობა უყავით. პირველად წულს მოუმატეთ ამ სახლშია, ღონე-ქონესა, კაცსა, კაცრიელობასა, მტრის ხელი ახადეთ, სიკვდილის ხმა მოაშორეთ, დაცევ-დაფარეთ ლაღის მტრისაგან, მწარე სიკვდილისაგან. ნურას მიჰკერძებთ ღვთისაგან გამოშვებულს სევდა-სნეულობასა. სადაც თქვენი უღური დაიძახონ, თქვენი მოწაღმართე ანგელოზი მოახმარეთ, თქვენი კაბის კალთა დააფარეთ; მოლაშქრეს გაუმარჯვეთ, ამათ სახშიით გასულს მონადირეს ხელი მოუმართეთ, მგზავრი მშვიდობით მაჰგვარეთ. წული ვინმე გთხოვოსთ, წული ღმერთსაც გამოუთხოვეთ, კვირასაცა და თვითონაც თქვენი წყალობა უყავით; გასაზდო ვინმე შამოგახვეწოსთ, გაუზარდეთ, უქენით ეტლიან-დავლათიანი; სნეული ვინმე შამოგახვეწოსთ, სნეულს ულხინეთ, მაურჩინეთ. ზამთარი მშვიდობისა გადააყრეინეთ და ზაფხულიც ღალიან-ბარაქიანი ჩამოუყენეთ, ღმერთი თქვენს ბატონობას გაუმარჯვებს; თუ მე რასმე მოხსენებას ვაკლებდე, თქვენ თქვენს წყალობას ნუ დააკლებთ, თქვენის გამჩენის ღვთისასა. ღირსად აიტანეთ, ბატონო ბედნიერო, ღირსეულადა, ხსნილად, კურთხეულადა დაკლული ზვარაკი, დადგმული ტაბლა, დაწვრეთილი სეფე, დასხმული ბარძიმი, მეშველი, მწყალობელიც იქნებით, მხოიშნებელი. დიდება თქვენს ძალასა, თქვენს სამართალსა, თქვენის გამჩენის სამართალსა თქვენის გამჩენის ღვთისაგან. «ღმერთმა გაუმარჯოს!» – 

დასძახებს ხალხი.

    ხევისბერი მობრუნდება ხალხისკენ და იტყვის: მოგცესთ წყალობა, რაც იდიდა, იხსენა, იმათმა დავლათმა, თემო, სოფელო, ქუდოსანო, მანდილოსანო.

 

136. დიდება

    დიდო ხელმწიფევ, ლაშარის ჯვარო, საქართველოს დამრიგებელო! შენა სდგეხარ ღვთის კარზედ, სიტყვა გაგიდის. ჩვენ ხორციელთა ჩვენის უტობითა, ჩვენის უმეცრებითა, თუ ან რამე ღმერთს შავაწყინეთ, ან კვირეეს შავაწყინეთ, გვიყმენ, გვიმსახურენ ჩვენის ალალის ოფლითა, ნუ შეგვისაწყინდები, ნუ გვიზამ ჩვენის უტობისა, უმეცრებისასა, ღმერთი შენს ხმალსა და ბატონობას გაუმარჯვებს.

    .

 

 

137. დიდება

    (ფრაგმენტი)

    დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა, დიდება დღესდღესინდელ რჯულ-ქრისტიანთასა! დიდება შენდა, ღვთისმშობელო ჩარგლისაო! რასაც გულზე და მხარზე შენი მოსამსახურე ყმა გეხვეწებოდეს, იმ გულზე და მხარზე შაიხვეწე, შენი უღური მოახმარე, შენი კაბის კალთა დააფარე

 

 

138. დიდება

    დიდება შენდა, დიდო ლაშარის-ჯვარო, დიდება შენდა, დიდო თამარ მეფეო, პირო ნათელო, ხმელეთის დამრიგებელო, დიდება შენდა გმირო კოპალაო, ლაღო იახსარო, ფუძის მთავარ-ანგელოზო, საქართველოს მყოლო ანგელოზო, თქვენის სახელის ჭირიმე, თქვენი უღური მოახმარეთ, თქვენი კაბის კალთა დააფარეთ, საცა თქვენი სახელი დაიძახონ, მოეხმარენით ემ ზედაშის პატრონსა და ყველა აქა კრებულთა. გაუმარჯოს!

 

 

139. სამწყალობნო

    ღმერთო, წინა ძალი და ბრძანება შენია, შენ გააჩინე და აკურთხე ცანი და ქვეყანანი;

    დიდება შენდა, კვირაო კარავიანო, ღვთის და მეუფის კარზედ მდგომელო, სიმართლის პასუხის გამცემელო ღმერთთანა და წყალობის გამამტანელო ხმელზე ხორციელთათვის.

    დიდება შენდა, დიდო თამარ ნეფეო, ზემდგომო ანგელოზო;

    დიდება შენდა, კოპალავ შვენიერო;

    დიდება შენდა, მთაწმინდის მთავარაგნელოზო, დამასტეს წმინდავ გიორგიო, ხოშარის სახუთმეტო მთავარანგელოზო;

    დიდება შენდა, დედაო ღვთისმშობელო, ჭიჩოს ბატონ-პატრონო, სვეტიცხოველო, კიდევ ღვთისმშობელო, ყოველთა წმინდათა შუამდგომელო, ლაღო იახსარო, წმინდა გიორგი მგზავრო ანგელოზო, ხახმატის ჯვარო, ლომისის მთავარმოწამეო.

    დიდება კიდევ შენ, დიდო ღვთისმშობელო, და ძეო იმისავ და იმათთანა ყველა თანამართალნო, ყოველნო მოდე-მოძმენო და მოთანახმენო წმინდანო ანგელოზნო.

    დიდო ღვთისმშობელო, შენ გევედრებიან ყველანი ამ სამსახურის მომყვანი (მხვეწარს დაასახელებს). შენ შაიხვეწიენ შენნი მართალნი და წმინდის გულით მავედრებელნი. ყოველნივე შაინახენით წყალობითა თქვენითა. ღმერთსაც თქვენ შაავედრეთ და გამაითხოვეთ წყალობა თქვენი თქვენის ტკბილის ანგელოზებით, თქვენ ნუ მააკლებთ თქვენს ტკბილს მოწყალე წყალობას, ამყოფენით თქვენი ყოველნი მლოცველნი უჭირველად, ტანისა და გულის დაუჯიგრავად, მიანიჭე იმათ შენი უხვი წყალობა, როგორც თქვენ იცით, თორო ჩვენ ხმელზეით ხორციელთაგან ვერა გესწავლებათ-რა. თქვენა ბრძანდებით ყურითა ჩქრონი, თვალითა ფართონი, რაცა რა გაჭირება ეხედვებოდეს ლაღის მტრისაგანა, მწარე სიკვდილისაგანა, ეშმაკისაგანა, მაცდურისაგანა, თქვენ დაიფარეთ თქვენის საფარველითა;

    თქვენ გადააფარეთ თქვენი კაბის კალთაი, თაობას ღონე მაუმატე, კაცსა კაცრიელობა, თქვენ დაიფარეთ ლაღის მტრისაგანა, მწარე სიკვდილისაგანა, მაცილისა და ყველა ბოროტისაგანა, ყველა სევდა, საზიანო საქმე მააშორე, თქვენ გევედრებიან, ყოველნო წმინდანო და ანგელოზნო უფლისანო, თქვენ მიანიჭეთ შემოდგომა ღალიან-ბარაქიანი, პურიან-წყლიანი, ზამთარი ნებისა, რგებისა, ზაფხული მშვიდობისა; რამდენიც ჩვენ ვერ დავლოცოთ ჩვენითა პირითა მთელი ამ ჩვენის სალოცავის მლოცველნი, თქვენ დალოცეთ თქვენისავე ტკბილის პირითა; თქვენ მოუმართეთ ხელი: მოლაშქრე-მონადირე იყოს შენი მხვეწნელი, ლაშქრობა-ნადირობაში გაუმარჯვე და ყველა მაანადირებინე, მწყემსი იყოს, თქვენივე წყალობა წინ წაუმძღვარეთ, მეგუთნე იყოს, ხარ-გუთანი გაუმართე, ნახნავ-ნათესს ბარაქა დაუდევნე; ობოლ-ქვრივი იყოს, საწყალ-საბრალო, მიე ნუგეში, ძალი ჭირთ დათმენისა და ყველაზედ წინ წააყენე; ტყვენი და ტუსაღნი იყვნენ თქვენი მოხვეწარნი, დაიხსენი ყოველ სნეულისაგან.

    წულს გთხოვდეთ, წული მიეცით გასაზრდო-გასახაროდა, რომ გული იმათი სჯერდეს და თქვენ გადიდებდეთ. თქვენამც დიდებულნი იქნებით თქვენის გამჩენის ღვთისაგან, რომელმაც ცა-ქვეყანა გააჩინა და მოჰფინა მზექალის შუქითა, ჩვენ ხმელზედ ცოდვილ ხორციელთ ჩაგვიდგა თავის უკვდავების სული.

 

140. დიდება

    დიდო ხელმწიფევ ლაშარის ჯვარო, შენ სდგეხარ ღვთის კარზე და ჩვენ ხორციელთა ჩვენის უმეცრებითა, ღმერთს თუ რა შავაწყინეთ, ან კვირეს შავაწყინეთ, გვიყმენ, გვიმსახურენ ჩვენის ალალის ოფლითა და ნუ შეგვისაწყინდები.

    ღმერთო, ლაშარის ჯვარო, შენ ხმალსა და ბატონობას გაუმარჯოს.

    .

 

 

141. დალოცვა

    კვირა ცხოველო, ღვთის კარზე მდგომელო, პასუხის შემტანელო, წყალობის გამამტანელო, გამაუწერე უფალთანითა საკეთილო, სამშვიდობო ფურცელი და წყალობა.

    .

 

 

142. დიდება

    ღმერთო, დიდება სახელსა შენსა, მამაო უფალო, მაღლა ცა-რვალის დამდგმელო, ძეო ღვთისაო, დედამიწის დამაარსებელო. შენამც იმრავლებ, მაღლა ცის ნამო, ხორციელთ საცხოვრებლად. შენამც იდიდები, ძალო ღვთისაო, მადლო კვირეისაო. შენამც იდიდები, ბატონო ბედნიერო ხემწიფეო ლაშარის ჯვარო. ბატონს გაუმარჯოს, ხემწიფეს ლაშარის ჯვარსა, ღვთის კართ იდგეს, საჩივარსა ჩიოდეს, საყმოსა სთხოვდეს და ხოიშნობდეს, საყმო მაიხსენოდით, უხოიშნოდით; გასაზდელს გეხვეწებოდეს, გაუზარდოდით, წულისა წყალობა უბოძოდით, მაცილასა და კაოტს ნურას დაახედვებთ; თაობით პურს მაუმატე მაგათ სახლშია, კაცსა კაცრივლობასა, შიში-დ ხმა მტრისა აჰხადოდი, სიკვდილს მააშოროდი. საცა თქვენ ბედი-დ უღურ იძახონ, თქვენ კაბის კალთა დააფაროდით, მოლაშქრე-მონადირეთ გაუმარჯოდი, მაგათ სახლშიით წასულსა. ე ზაფხულ უზიანოდ გადააყრეინე, შემოდგომა ღალიან-ბარაქიან ჩამაუყენოდი, ხარის ნახნავსა-დ ფურის ნაწველს ბარაქა დაუდევნოდი, მარჯვენის ნაღალურსა. ხემწიფევ ლაშარის ჯვარო, რაც ჩემის უცოდრობითა-დ ჯიუტობით ქება-დიდება გაკლდებოდეს, ემ შენ საყმოთა – ქუდოსან-მანდილოსანთ წყალობა მიკლდებოდეს, თქვენ თქვენ წყალობას ნუ დააკლებთ შენის ღვთისა და კვირეისადა. მინდორთ მოფენილნო ღვთისშვილნო, ხმელ გორზე დაარსებულნო თავის მორიგისაგანა, რაც ჩემის უცოდრობითა-დ ჯიუტობით ქება-დიდება გაკლდებოდესთ, დადგმულნი ჭიქა-ბარძიმნი, დაჭვრეთილნი სეფენი, დანთებულნი კელაპტარნი, ღმერთისად გინდოდეს, ღმერთს მაახსენოდი, არა და თავად მაითვალოდი, იღირსე და შაიწირე ღირსადა და ღირსეულადა.

    ივანე ოქროპირისაო, ღმერთ დიდებისა, ბატონის გამარჯვებისა!

ხევისბერი დავით თურმანაული, 1963 წ. ჩაიწ. ლაურა გრიგოლაშვილმა.

 

143. დიდება ივრის ლაშარში

    დიდებითა და გამარჯვებით ხსენება თქვენ სახელსა! ხმელზეით ხორციელთანა ნუმც ჩამოგვეყრებიან შენ დაარსებულნი. წმინდა ანგელოზები ეგ შენი მოწაფენია, სახელით გამარჯვებული თამარი დედუფალია. სახელით გამარჯვებული წმინდა გიორგი ლაშარის ჯვარია. რასაც მე თქვენ დიდება-ხსენებას გაკლებდეთ, თქვენ თქვენს წყალობას ნუ დააკლებთ თქვენ ყმათა. თუ რამე ეხედვებოდეს ქუდოსან-მანდილოსნისთვინა, კაცისა და საქონისთვინა სასჯელი, საზიანო, საზარალო საქმე – თქვენავ გადაუფარეთ, წმინდანებო ანგელოზებო; გადაუქარვეთ, გადააცილეთ, გადეეცით თქვენსა უწამებელსა, უფარებელსა და გამგმობარესა.

    რაც მე თქვენ, წმინდა ანგელოზებო, დიდებ-ხსენებას გაკლებდეთ – თქვენ ერთგულ ყმათ წყალობას ნუ დააკლებთ, წყალობა ღმერთსაც, კვირაესაც გამოუთხოვეთ, თავადაც თავის წყალობით დაეხმარენით, წმინდა ანგელოზებო.

    კვირაცხოველო, ღვთის კარზე მდგომელო, პასუხის შემტანელო, წყალობის გამამტანელო, გამაუწერე უფალთანითა საკეთილო, სამშვიდობო ფურცელი და წყალობა.

    ღირსად მიიღე, ღირსეულადა მოხსენებული სანთელ-კელაპტარი, შემოწირული მაცხოვარი, ე დაჭვრეთილი სეფე, დადგმული ბარძიმი! ღირსად მიიღეთ, სამეშვლოდ, სამწყალობნოდა ამ შამამწირველთა პირთათვის.

    – გაუმარჯოს, გაუმარჯოს!

 

 

 

144. მკითხავების დამწყალობნება ხევისბრის მიერ

    დიდებულო თამარ ნეფეო, საქართველოს მხსნელო და მფარველო, გევედრებიან ტყვე-ტუსაღები: მარიამი და ნინო. უშველე და უმეშვლე, დიდებულ-გამარჯვებულო, განკურნე სევდა-სნეულობისაგანა. კეთილი წყალობა გადაულოცე, კეთილად აართვი ქადა-სანთელი, თავისი კალთა გადააფარე.

თამარ-ღელე. ხევისბერი იოსებ ელიზბარაშვილი, ჩაიწერა ტრისტან მახაურმა, 1980 წლის 15 ივლისი.

 

 

გოგოლაურთ თემი

 

145. დიდება ქმოდის გორის წმინდა გიორგის ხატში

    ეეჰ, ქრისტეო და ღმერთო, დასწერე ჯვარი სამსახურსა წმინდის გიორგისასა! შენამც იმრავლებ, მაღლა ცის ნამო, დაბლა მწვანილო, ხორციელთ საცხოვრებლადა, ღვთიდან დაარსულო და დაკურთხებულო.

    დიდება გამარჯვება მოგხსენდეს, ძალო ღვთისაო, სამართალო კვირეისაო;

    დიდება გამარჯვება მოგხსენდეს, ხელმწიფეო ლაშარის ჯვარო, ღვთისშვილთ თაო-მოთავეო, ლაშქრობას მოარულო;

    დიდება-გამარჯვება მოგხსენდეს, დიდო თამარ მეფეო, ჩიქილა-ზინზილიანო, შუა ზღვას სამნის ჩამგდებო, ოქროს გვირგვინიანო, თავ-ხმელეთისა დამგდებო, ხმელეთის დამრიგებელო;

    დიდება გამარჯვება მოგხსენდეს ხოშარის სახუთმეტოო;

    დიდება გამარჯვება მოგხსენდეს, სანებას წმინდაო გიორგიო;

    დიდება გამარჯვება მოგხსენდეს, კოტიას წმინდაო გიორგიო, გუმბათის ანგელოზო, კაც-საქონისა ჭირვეულობის გადამქარვებელო;

    დიდება გამარჯვება მოგხსენდეს, საყაჭის წმინდაო გიორგიო, დიდება გამარჯვება მოგხსენდეს, მათურის მთავარო ანგელოზო, მათურის ბატონ-პატრონო;

    დიდება გამარჯვება მოგხსენდეს, მუქუს შაშვენებულო დედაო ღვთისმშობელო, ღვთის პირის მეღვინეო;

    დიდება გამარჯვება მოგხსენდეს, ციხე-მაგარის დამჭერელო, იგივე წმინდაო გიორგიო;

    დიდება გამარჯვება მოგხსენდეს, ქმოდის გორულო წმინდაო გიორგიო;

    დიდება გამარჯვება მოგხსენდესთ, წმინდაო ღვთისშვილნო, ღვთისნაბადებნო, მთისანო, ბარისანო, ოთხისავ კუთხისანო, ერთურთის მოდე-მოძმენო. ძალი ბრძანება თქვენია, კურთხეულ სამართალ თქვენია, თქვენი მოხსენება თქვენავ დაგიწესებავთ, თორო ხმელზედ ხორციელნი სახელს ვერა გკადრებენ და ვერც კი შემოგბედვენ.

    ღვთის კართ იდგეთ, საჩივარსა ჩიოდეს, საჩივარ დააჩივლოდით, ემ სამსახურის პატრონნი წულისანი იყვნენ მონუკვარნი, წულისა წყალობა გამაუთხოვოდით, თაობით პურს მაუმატეთ ამათ სახლშია, ღონე-ქონესა, კაცსა-კაცრივლობასა, მტრისა ხელი და ხმალი აჰხადოდით, სიკვდილის ხმა მააშოროდით, ისეთ რას ნუ მიჰკერძებთ, რო არ მეეჭირვებოდეს. თუ რაიმე ეხედვებოდეს მთას ფიფქის ჩამამდინარით, არა – თქვენგან გამოშვებულ სევდა-სნეულებისაგანა, უმქარვოდით, გადაუმქარვოდით, თავისავ მოღალატეზე გადაუღოდით. ვინც არის თქვენი ოქრო-ვერცხლის ხელუკუღმ გამტანი, იმათზედავ გადააგდოდით, ემ სამსახურის პატრონს ჯვარი გადმასწეროდით. აგრემც გეემარჯვება თქვენ ბატონობასა!

    წამოყენებული სამსახური, მოხსენებული ღმერთისად გინდოდეს, ღმერთს მაახსენოდი, კვირეისად გინდოდეს, კვირეს მაახსენოდი, არა – თვითონ მიითვალოდი, აგრემც გეემარჯვება თქვენ ბატონობასა! მიიღეთ ღირსადა, ღირსეულადა, შვიდადა, შვიდეულადა, ხსნილადა, კურთხეულადა. გაუმარჯოს წმინდა გიორგისა და მოგცას წყალობა. გაგამრავლოს, რეტიც გაშოროს, მგელიც გაშოროს, ყველა ჭირვეულობა და ჯვარი გადმოგწეროს კაცსა, საქონსა. კეთილად შაიწიროს შენი შამოწირული მსხვერპლი და კეთილად აიღოს.

    ქმოდის გორი. ხევისბერი პეტრე კუწაშვილი, 1981 წ. ჩაიწერა ზურაბ

 

 

146. დიდება მთავარმოწამეში

    შენამც იდიდები, ღმერთო, ცათა და ხმელეთის გამჩენო, დამაარსებელო და მომწესრიგებელო. შენამც იდიდები, დიდად სახსენებელო კვირავ, ხთიშობელო მოანგარიშევ. შენამც იდიდები, თავარმოწამევ, მასთალას სვეტის ანგელოზო, ხეთანას მოლაიბეო, ჯვართანის გორის მოყარაულეო. თქვენამც იდიდებით, ხთიშვილნო, ხთის ნაბადებნო, სუ ერთურთის მოდე-მოძმენო. ძალი, ბრძანება თქვენია, კურთხეულ სამართალ თქვენია, თორემ ხმელზეით, ხორციელზეით თქვენს დიდებულს სახელს ვერა გკადრებდით. დიდებულო თავარმოწამეო, დაგვედრებიან ყმანი, საყმონი, დასტურნი, მსახურნი. შენს ვედრება-ღაღადებასა სასინანულოდ ნუ გაუხდი, სასიხარულოდ გაუხადე. თაობით პურს მაუმატე მაგათ სახლ-ჯალაფობაჩი, წულსა, ღონე-ქონესა, კაცსა კაცრივლობასა. მტრისა ხელი-ხმალ აჰხადე, სიკვდილისა ხმა მააშორე. საცა იძახონ შენი სახელი, შენ ბედის უღურ დაახმარე, შენ კაბის კალთა დააფარე. თუ რამე ეღირებოდეს ცას მედგრითა, მთას ფიფქითა, ჭალას მდინარითა. არა თუ თქვენ გამოთხოილნ იასაულნ იყვნენ, თქვენა უფაროდით, უმქავროდით ამ თქვენ ერთგულ მლოცავთა. ბევრი გყავისთ გამტეხი, მუხანათი, თავისავ მუხანათზე მავნეს გადასცოდით, გადააგდოდით. ე თქვენსა რწმუნებულსა, ერთგულ მლოცავთა თქვენ წმინდა ჯვარი გადმოსწეროდით. გზასა, მოგზაურსა თვალწაღმედ, გულწაღმ ჩაჰყვოდით, მოლაშქრე-მონადირეს გაუმარჯოდით, მაგათ სახშიით წასულსა. დიდებულო თავარმოწამეო, სნეულს გახვეწებდენთ, სნეულს ულხინოდით, სნეულობისგან დაიხსნოდით, მოურჩინოდით. გასაზდოს გახვეწებდენ, გაუზარდოდით, წულის წყალობას გეთხოებოდნენ, გამჩენს ღმერთს გამაუთხოვოდით. თავად თავის ტკბილის ანგელოზობით დეეხმაროდი, წულის წყალობა უბოძოდი. წამაუყენებავ მაცხოვარი სადიდებლადა შენდა, სამწყალობნოდა თავისადა, შენდა სამსახური არ დაუყრავ, შენს წყალობას ნუ დააკლებ. დიდება ძალსა და ძლიერებასა შენსა.

გოგოლაურთა. ლევან ნადირაშვილი, მთავარმოწამის ხევისბერი.

 

 

147. დიდება მთავარმოწამის ხატში

    შენამც იდიდები, დიდებულო მთავარმოწამეო, მასთალას სვეტის ანგელოზო, ხეთანას მელოგინეო (ვარ.: მოლეიბეო), ჯვართანას გორის მოყარაულეო.

    თქვენამც იდიდებით, მთისა მომთენო, ბარისა მობაღდადენო: ლაღო იახსარო, ლახტიან-მათრახიანო, დევ-დედაბერთ გადამსხვავებელო. ხახმატის ჯვარო, ჩაუვალში ჩამავალო, ქაჯუეთის დამლაშქრავო. ხელმწიფეო ლაშარის ჯვარო, სვეტისა და ძელის ანგელოზო, ლაშქარში გამარჯვებულო.

    დიდებულო მთავარმოწამეო, შენდა გასამარჯვოდა, შენ ყმათა სამეშვლო-სამწყალობნოდა ანგარიში არ დაუკლავ შენ მლოცავსა, დანადების ანგარიში. ამყოფე გამხვივნებული ე ტყის წვერთავითა თავის საბოლოოთა. ფურთნათავარის ანგარიშ არ დაუკლავ, გაუმრავლე ხარებიცა, ფურებიცა.

    სადიდებულო მთავარმოწამისა იყოს, სამწყალობნო თავის საყმოთა!

    ქრისტეო და ღმერთო, დასწერე ჯვარი ძღვენსა და ულუფასა მთავარმოწამისასა!

გოგოლაურთა. მთავარმოწამის ხევისბერი იოსებ ღურბელაშვილი (გენჯელა). მთავარმოწამის ხატი, 1986 წელი, ჩაიწერა ტრისტან მახაურმა.

 

 

148. გარდაცვლილ დასტურ-ხევისბერთა მოსაგონარი

    გაუმარჯოს ჩვენს თავარმოწამეს და მოიხსენივნეს ის პირნი, რომელნიც აქა დასტურ-ხევისბრობდნენ უწინა და ახლა აღარ არიან. მოიხსენივნეს ის პირნიცა, რომელთაც ჰქონდეს დანამადლისი ენითა, ხელითა, ქვა-ქასურითა, ხემხვივნითა, შემონაწირითა. ბეჩავ-საბრალო იყოსა და შენდობას გველოდეს და ჩვენ ვერა ვგონობდეთ, შეიწყალოს იმათაცა.

 

 

 

149. დამწყალობნება და ხატის დიდება ქადა-პურების გაჭრის დროს

    შენამც იდიდები, ღმერთო, ცისა და ქვეყნის გამჩენო. შენამც იდიდები, კვირავ, ხთიშვილთ მოანგარიშეო. შენამც იდიდები, თავარმოწამეო. სადიდებულო შენი იყოს ეს შემოწირულნი სეფისკვერნი და სამწყალობნო სეფისკვერთ შამამწირველისა (სახელი), მაგის თავისი, ჯალაფობისი, მადლი და ბარაქა დაუტანე ხარის ნახნავსა და ძროხის ნაწველსა, თავის მარჯვენის ნაშრომ-ნაამაგარსა. ამ სიტყვებით გამოჭრიდა ქადის ერთ მეოთხედს და სამი მეოთხედი პატრონს უბრუნდებოდა.

 

 

150. დამწყალობნება დასტურად დაყენების დროს

    გწყალობდესთ ახლად დამდეგ დასტურთა, სასიხარულოდ გაგიხადოსთ თავისი წლიური სამსახური, ნურა შეგანანოსთ დალოცვილმა, ბევრს ამ დროს სიხარულით შეგასწვრნასთ თავის ცოლ-შვილითა.

 

 

 

151. დამწყალობნება დასტურების გამოლოცვის დროს

    დიდო თავარმოწამეო, შაუნდევ გადამდგომ დასტურთა, რაიცა გცოდეს თავისი უმეცრებითა, ეს მაცხოვარი მოუყვანია სასინანულოდა თავის დანაშაულობათა, შენ სასიხარულოდ გაუხადე და კვლავად უკეთესი გულით მიჰკერძე შენი სამსახური.

 

 

152. ხევისბრის ლოცვა მკის დროს გამართულ სანადო სუფრაზე

    გაუმარჯოს ჩვენს სალოცავს თავარმოწამეს და იყოს მწყალობელი ყმათი, ყველა გაჭირვებიდან დაიხსნას თავისნი საყმონი – თავდადებულნი, მათნი ქალ-ქალიშვილნი. ამ სუფრითა და სანთელ-კელაპტრით ის სულწმინდანი, რომელნიცა იყვნენ ჩვენს უწინა, ემსახურებოდნენ ჩვენს თავარმოწამესა და ასრულებდნენ ყველა მისგან დაწესებულ სამუშაოსა თავდადებულადა და დღეს აღარ არიან. მაიხსენივნეს ღმერთმა და თავარმოწამემა ის ცოდვილ-საბრალონიცა, რომელთაც მომხსენე-მომგონებელნი არავინა ჰყავს, მოგონებას მოგველოდებოდნენ და ჩვენ ვერ ვიგონებდეთ. მოიხსენიოს ამავე სუფრა-სანთელ-კელაპტრით ის პირნიცა, რომელნიცა თავდადებულნი იყვნენ სახატო და სახალხო საქმეზედა და რაიმე შემთხვევით თავი არ დაზოგეს და თავისი სიცოცხლე შესწირეს სახატო და სახალხო საქმესა. თავარმოწამის ყმათა და მლოცავთა მადლი მისცეს და ბარაქა დაუტანოს სულიწმიდამაცა და ჩვენმა სალოცავმა თავარმოწამემაცა.

ხევისბერი ლევან ნადირაშვილი.

153. ლოცვა-დამწყალობნება სახლის სამხვთოში

    დიდება შენ სამართალსა, ღმერთო, დიდება! შენ სახელს ვახსენებთ, გამარჯვებულო მესამხვთოე ანგელოზო. შენამც გაგემარჯვება, შენ სახელსამც გაემარჯვება!

    საქართველოს ოთხისავ კუთხის სალოცავებო, თქვენამც გაგემარჯვებათ!

    დიდება შენ სახელსა, კვირაცხოველო, დიდება შენ სამართალსა!

    წამამიყენებავ მაცხოვარი, კურეტი, გამარჯვებულო. მესამხვთოე ანგელოზისად კელაპტარი წამამიყენებავის, დამიდგამის ჭიქა, სეფე-სეფისკვერი თქვენ სადიდებლადა, სამხვთო მაღალო გამარჯვებულო!

    ღირსად მიიღეთ, ღირსეულადა ანთებული სანთელი, დადგმულნი ჭიქა-ბარძიმნი, დაჭვრეთილნი სეფე-სეფისკვერნი, დაკლული მაცხოვარი.

    უღბად ნუ ჩამიგდებ სამსახურსა, სასიხარულოდ გამიხადე, გამარჯვებულო!

    სადიდებულო შენთვის იყოს, სამწყალობნო ჩემი შვილებისა და შვილიშვილებისა.

    ყურთა მაყურებელნო, ღმერთმა დაგლოცნესთ!

გომეწარი. მოსე მახაური (68 წლ.), ჩაიწერა ტრისტან მახაურმა, 1985 წლის 24 ნოემბერი.

 

 

154. დიდება კვირიას ხატში

    შენამც იდიდები, კვირაო მადლიანო, კვირაო კარავიანო! შენამც გაგემარჯვება, კვირაო ცხოველო! შენი სახელის სადიდებლადა, შენი სახელის გასამარჯვოდა ეს სანთელ-კელაპტარი ამინთია. ღირსად მიიღე, ღირსეულადა, ხსნილადა, კურთხეულადა, შენამც გაგემარჯვება! გვაპატიე, კაოტს ნუ დაგვიყენებ. აპატიე ჩემ თავსა, ჩემ მეშველ მუშასა. ჯვარი დასწერე ჩემ კაცსა, საქონსა, ნაქონსა, ნაყოლსა. აშორე ნადირის პირი, სასჯელი, სატანჯველი.

გომეწარი. მოსე მახაური (64 წლ.), კვირიას ხატი, ჩაიწერა ტრისტან მახაურმა, 1981 წ.

 

155. დამწყალობნება ზვარას დაკვლის დროს

    ღმერთო, შენა ხარ სახსენებელი, ღმერთო, შენა ხარ სადიდებელი. დიდება შენდა, ღმერთო, დიდება! ძალა ძალაზე შაგმატოს, ღმერთო, სახელი სახელზედა.

    დედაო ხვთიშობელო, შენის სახელის სადიდებლადა, შენის სახელის გასამარჯვოდა ამინთავის ეს სანთელი. ღირსად მიიღე, ღირსეულადა ეს მაცხოვარი, მამა-პაპისაგან დაწესებული ზვარაკნი. როგორც გინდოდეს, როგორცა გჭირდებოდეს, დედაო ხვთიშობელო, ისე აიღე, ისე მიიღე სამსახური, ზვარაკნი. შენთვის საკლავ არ დაგვიკლავ, შენ ტკბილ წყალობას ნუ დაგვაკლებ. თავისთვის გინდოდეს, შენთვის მაიხმარე, მოთანახმე წმინდა ანგელოზთად გინდოდეს, წმინდა ანგელოზთ მაახმარე, გამარჯვებულო დედაო ხვთიშობელო, შენის სახელის სადიდებლადა, შენის სახელის გასამარჯვოდა! ეს მაცხოვარი, ზვარაკნი ღირსად მიიღე, ღირსეულადა, ხსნილადა, კურთხეულადა. ჯვარი დასწერე ჩვენს თავსა, ჩვენს კაცსა, საქონსა, ნაქონ-ნაყოლსა, ბარაქა დაუდევნე.

    ჯვარი დამიწერე, უშველე ჩემ შვილებსა. სწავლაშიაც ხელი მაუმართე, გამარჯვებულო დედაო ხვთიშობელო, მგზავრობაშიაც დაეხმარე, გამარჯვებულო. კეთილ გზაზე ხელი მაუმართე, გამარჯვებულო. შენამც გაგემარჯვება, დედაო ხვთიშობელო!

    ღირსად მიიღე, ღირსეულადა, ხსნილადა, კურთხეულადა ეს მაცხოვარი. სადიდებლად შენთვის იყოს, სამწყალობნოდ ჩემი თავისა და ჩემი შვილებისთვის, კაცისა, საქონისადა.

    შენამც გაგემარჯვება, დედაო ხვთიშობელო!

    თუ ვერ ვასრულებდე რიგ-წესსა, როგორც მამა-პაპისგან იყოს დაწესებული, მორიგე ღმერთმა შაგისრულოს, დედაო ხვთიშობელო, როგორც წესია.

    ღირსად მიიღე, ღირსეულადა, ხსნილადა, კურთხეულადა.

გომეწარი. მოსე პავლეს ძე მახაური (65 წლ.), 1982 წ., ჩაიწერა ტრისტან მახაურმა.

 

156. დიდება მაღაწლის წმინდა გიორგის სალოცავში

    შენამც იდიდები, ღმერთო მაღალო, შენამც იდიდები, ღმერთო მართალო!

    შენამც იდიდები, იესო ქრისტეო, ცა და ხმელეთის ბადალო.

    შენამც იდიდები, დედაო ღვთისმშობელო, ღვთის პირის მეღვინეო, ჩვენო ძუძუს მამწუებელო.

    შენამც იდიდები, კვირავ ცხოველო, ღვთის კართ მიმსვლელო, პასუხის მიმტანელ-მამტანელო, ჩვენო სამართლის გამამტანელო.

    შენამც იდიდები, ხელმწიფეო ლაშარის ჯვარო, ხმელ გორზე დაბრძანებულო, ლაშქართ მოარულო.

    შენამც იდიდები, დიდებულო თამარ ნეფეო, ღელეს აქიმ-დედოფალო, ჩიქილა-ზინზილიანო, მკურნალთად წამალთა გამამწერელო.

    შენამც იდიდები, ლაღო იახსარო, ლახტიან-მათრახიანო, დევ-კერპთად მეომარო.

    შენამც იდიდები, გმირო კოპალაო, ბერო ბეგთრიანო, დევ-დედაბერთ გადამსხვავებელო.

    შენამც იდიდები, ახადს დაბრძანებულო პირქუშო, ოსტატო ყაწიმიანო, თავის ყმათა მშველელო.

    შენამც იდიდები, მთაწმინდის მთავარანგელოზო, ყმათა მცველო, მფარველო.

    შენამც იდიდები, ქმოდის გორს წმინდაო გიორგიო, დიდო მთავარმოწამეო.

    შენამც იდიდები, მუქუს ღვთისმშობელო, ადგილის მცველ-მფარველო ანგელოზო.

    შენამც იდიდები, ჭიჩოს პირცეცხლის წმინდაო გიორგიო, ცეცხლით მოარულო.

    შენამც იდიდები, ხოშარის სახუთმეტოო, ხვარასნიდანა ხუთმეტი ათასი ტყვის დამხსნელო.

    შენამც იდიდები, კოტიას წმინდაო გიორგიო, წითელაურთა სალოცავო.

    შენამც იდიდები, მათურის მთავარანგელოზო, თავის მეზღვნეთა მშველელო.

    შენამც იდიდები, წყაროსთაველის წმინდა გიორგიო, არაგვის ხეობის დამყურებო, დევთა გამბასრავო.

    თქვენამც იდიდებით, ხახაბო-არდოტს შაშვენებულო ანგელოზებო.

    შენამც იდიდები, დიდო ლომისაო, ღუდას ყოვლაწმინდაო, ქვის წულად მქცეველო.

    შენამც იდიდები, პირიმზე ფუძის ანგელოზო, რჯულიან-ურჯულოთა სალოცავო.

    შენამც იდიდები, მგზავრო ხახმატის ჯვარო, ქაჯუეთის გამტეხო, ქაჯუეთის ჯაჭვის გამგლეჯელო, იქითა ოქროს თასის გამამტანელო.

    თქვენამც იდიდებით, მთისა მომთენო, ბარისა მობაღდადენო.

    შენამც იდიდები, მაღაწლის წმინდაო გიორგიო, გომეწრის დამცველო, დამხედავო, დამფარავო.

    შამამხდარან შენს კარზედა მლოცავნი: ქუდოსანნი, მანდილოსანნი.

    შამაუწირავ ბუღაური, წულის წყალობას გეთხოვებიან, შენ შენს წყალობას ნუ დააკლებ, დალოცვილო.

    ამრავლე, ერთი ათასად გაუხადე, ამყოფე გამხვივნებულნი ე ტყის წვერთავითა.

    შენ ყუდრო-კარს შამამხდარან, მრავალჯერამც შამაახდენ, დიდებულო, თეთრი წვერით დაბერებულებსა!

    შენთვის ფურთნათავარი არ დაუკლავ, გაუმრავლე ხარებიცა, ფურებიცა.

    ჯვარი დაუწერე ნაწველსა, ნადღვებსა, ხარით ნახნავსა, ალალი მუშის ნამუშავარსა.

    მტრის ენა-პირი არიდე, სასიკეთოდ გადმაჰხედნე, გამარჯვებულო!

    არიდე სარჯელი, სატანჯველი. ვინც იყვნენ ბუღაურთა, თას-განძის, თეთრეულის ხელუკუღმ გამტან-გამტაცებელნი, იმათზედავ გადაიტანე მორწმუნეზე დაღირებული ზიანი საქმე.

    მოსულთ წყალობა დაახვედრე, წასულებს წყალობა გააყოლე, გამარჯვებულო!

    მლოცავნო, ქარავანნო – ქუდოსანნო, მანდილოსანნო, გწყალობდესთ მაღაწლის წმინდა გიორგი!

    – თქვენი იყოს მწყალობელი!

    – ამინ!

გომეწარი. ხევისბერი იოსებ ღურბელაშვილი (გენჯელა), მაღაწლის წმინდა გიორგის ხატი, 1980 წლის 12 ივლისი, ჩაიწერა ტრისტან მახაურმა.

 

157. დიდება ადგილის დედის ხატში

    ღმერთო მაღალო, ღმერთო დიდებულო, გამარჯვებულო, ხსენებულო, დამბადებელო ზეციერო, უზენისაო. ხვთისა ძალაო, შენამც იდიდები, შენამც იხსენები. შენამც იდიდები, იესო ქრისტეო, ქრისტეს დედა მარიამო.

    იესო ქრისტეო, დამბადებელო, შენ საწერ-კალამს გაუმარჯოს!

    შენამც იდიდები, შენამც იხსენები, დიდო პირიმზეო ფუძის ანგელოზო, ოთხისავ კუთხისაო, მფარველო მანათობელო, მზეო და მთვარეო;

    შენამც იდიდები, დედაო ხთიშობელო;

    შენამც იდიდები, სამას სამოცდასამ წმინდა გიორგიო;

    შენამც იდიდები, ადგილის დედაო;

    შენამც იდიდები, მაღაწალო წმინდა გიორგიო;

    შენამც იდიდები, ქმოდის წმინდა გიორგიო;

    შენამც იდიდები, დიდო მთავარმოწამეო.

    გეხვეწებათ, გევედრებათ მლოცავი ერთგულად, ერთსულადა. კეთილი წყალობა გადაულოცეთ, ოთხისავ კუთხის ანგელოზებო: აღმოსავლეთისაო, დასავლეთისაო, სამხრეთისაო, ჩრდილოეთისაო. კაცსა კაცის სიცოცხლე მაუმატე, საქონელზე საქონლის სიცოცხლე მაუმატე, ცხოვრება ცხოვრებაზე მაუმატე. მრავალსა დღესასწაულსა – ქრისტეაღდგომასა, ქრისტეამაღლებასა, მარიანობასა, კვირაპატიოსნობასა – გახარებული დაასწარ თავის სიცოცხლითა, თავის სახლ-ჯალაფობითა. თეთრი წვერით დააბერე, კეთილი საფარველი დასდევ.

    ქადა-სეფისკვერი არ დაუკლავ, შენ წყალობას ნუ დააკლებ, დალოცვილო!

გომეწარი. ხევისბერი ხვთისო პაპის ძე ფარნაოზაშვილი, 1985 წლის 23 ნოემბერი, ჩაიწერა ტრისტან მახაურმა.

 

158. დიდება ადგილის დედის ხატში

    მაღალო ღმერთო, შენამც გაგემარჯვება!

    შენამც იდიდები, მამა უფალო, იესო ქრისტეო, ქვეყანაზე სარწმუნოების დამდებო.

    შენამც იდიდები, დედამიწის დამწესებელო, დედამიწის ძუძუმკერდო, ზეცას სასწვრის დამდგმელო, ზარის დამწესებელო, ხარ-უღლისაო, ხარ-გუთნისაო, წყალ-წისქვილის დამწესებელო, შარაგზის დამწესებელო, დღე-ღამის დამწესებელო, ზაფხულ-ზამთრის დამწესებელო.

    გეხვეწება, გევედრება, მაღალო ღმერთო, მლოცავი. წამაუყენებავის საკლავი, სანთელი, გეთხუება კეთილ წყალობასა. წმინდაო გიორგიო, კეთილი წყალობა გადაულოცე შენ მხვეწნელსა, მლოცავსა. მლოცავისაგან შემოწირული საკლავი, სანთელი, შენაზღვენი ღირსად აიღე, ღირსეულადა, ხსნილადა, კურთხეულადა. ბარაქა მიეც იმის ნახნავ-ნათესსა. ჯვარი დაუწერე კაცსა, საქონსა, ნაყოლსა, ნაქონსა. აცოცხლე, ადღეგრძელე, ერთი ათასად გაუხადე.

    გაქებთ, გადიდებთ, მთლიანო ხთისშვილნო, ხთისაგან ნაწილიანნო. ივანე ოქროპირისაო, სანატრელო ხთისაო.

    გაუმარჯოს!

    ამინ!

გომეწარი. ხევისბერი ხვთისო პაპის ძე ფარნაოზაშვილი, 1980 წ. ჩაიწერა ტრისტან მახაურმა.

 

 

159. სუფრისთვის სახელის შადება

    ღმერთო დიდებულო, ღმერთო, შენა ხარ სადიდებელი, ღმერთო, შენა ხარ სახსენებელი. ღმერთო, შენის დიდებითა, ღმერთო, შენის მიცემითა; ელურსამეთის მადლითა; რაც ელურსამეთშია ერნი და ბერნი შაიმოსებიან, იმათი ლოცვა-წირვის მადლითა; ალალი მუშის მარჯვენის მადლითა; გზა-შარის, წყლისა-დ წისქვილის მადლითა; მოღალული მზისა და მთვარის მადლითა. თუ სააქაოს ნათქომი საიქიოს მიდიოდეს და ჰხმარდებოდეს, ღმერთმა მოგიხსენიოსთ, ღმერთმა დაგიკურთხოსთ ეს სუფრა. სანთელი გზასამც გინათებსთ, პურ-სუფრა სალაღებლადამც გექნებათ.

    ვინც იყვნენ თქვენი მამბიროინი, ღმერთმა მაიხსენივნეს. იმათ შანდობა ჰქონდესთ, ჩვენ ბატონს დიდება და გამარჯვება!

გომეწარი. ხევისბერი იოსებ (გენჯელა) ღურბელაშვილი, მაღაწლის წმინდა გიორგის ხატი, 1980 წლის 12 ივლისი, ჩაიწერა ტრისტან მახაურმა.

160. სუფრისთვის სახელის შადება

    ღმერთო, შენა ხარ სადიდებელი, ღმერთო, შენა ხარ სახსენებელი!

    ღმერთო წმინდაო, ღმერთო მადლიანო,

    ღმერთო, შენის დიდებითა;

    ღმერთო, შენის მიცემითა;

    ხარისა-დ გუთნის მადლითა;

    ცისა-დ დედამიწის მადლითა;

    წყლისა-დ წისქვილის მადლითა;

    მოღალული მზისა და მთვარის მადლითა;

    ალალი მუშის მარჯვენის მადლითა;

    ელურსამეთის მადლითა;

    რაც ელურსამეთშია ერნი და ბერნი შაიმოსებიან,

    იმათი ლოცვა-კურთხევის მადლითა

    სააქაოს ნათქომი საიქიოს მიდიოდეს და სულწმინდასა ჰხმარდებოდეს. ჩემო ბებოჩემო, ჩემო პაპაჩემო, დადგმულნი პურ-სუფრანი სალაღებლადამც გექნებათ, დანთებული სანთელი გზასამც გინათებსთ, წყლითამც პირს ილბობთ, ჩემის უთქმელობითამც ნურა დაგაკლდებათ, ცოტაიმც ბევრად მოგეჩვენებათ, რიოში – წმინდადა, ხელ-უქცევლადა, გულ-უქცევლადა. ალლად და მთავრად აგართვნესთ დადგმული პურ-სუფრანი.

    – ამინ!

გომეწარი. მოსე მახაური, 1981 წ., ჩაიწერა ტრისტან მახაურმა.

 

 

ქისტაურთ თემი (იახსარი)

 

 

161. დიდება იახსრის კარზე

    დიდება შენთვინ, ღმერთო მართალო, ცა და ხმელეთის ბადალო. რამაც დედამიწა დააარსა, მზე და მთვარე დაჰფინა, აკურთხნა ხვთიშვილნი ხვთიშვილადა, გაუჩინა ხორციელნი მოსამსახურედა.

    ქრისტეო და ღმერთო, დასწერე ჯვარი სამსახურს ლაღის იახსრისასა, მოსამსახურე ბუღაურის წამამყენებელსა. უცოცხლე და უმრავლე ქალი და ვაჟი, ათასი ვაჟით შამაახდინე, ხალიზს ნუ დაულევ, ჩახმახს ნუ გაუფუჭებ.

    გეხვეწები და გევედრები, ჩემო სალოცავო, შენის მადლის და სახელის ჭირიმე, თუ გეკადრებოდეთ ჩემგან მოხსენიება, ან საკლავის დაკვლა და ან სანთლის მონთება.

    ღირსად აიღე, ღირსეულადა, ხსნილადა, კურთხეულადა. გინდოდეს, ღმერთს მაახსენე, გინდოდეს კვირასა. შენი საქმის მოანგარიშე შენა ხარ, დიდება შენთვინ კარატისწვრის ანგელოზო, დიდო ლაშარის ჯვარო, ღელეს აქიმ თამარ დედოფალო, ჩიქილა-ზინზილიანო, შუა ზღვაში სამნის ჩამგდებო

შუაფხო. იახსრის ხევისბერი დავით ელიზბარაშვილი, იახსრის ხატი, ჩაიწერა ზურაბ კიკნაძემ.

 

162. დიდება ლაღი იახსრის კარზე

    დიდება შენთვინ, ჩემო სალოცავო, ლაღო იახსარო, ლახტიან-მათრახიანო, დევების მეომარო, გმირო კოპალაო, საგმიროს მსროლელო, დევ-კერპთ გადამსხვავებელო, გთხოვთ ლხენასა და გამარჯვებასა.

    ქრისტეო და ღმერთო, დასწერე ჯვარი სამსახურს ლაღის იახსრის მოსამსახურეებს, სამუკას, ქისტაურსა, სამსახურის წამამყენებელს, უშველეთ, მაუმართეთ ხელი, დაუმარცხეთ მტერი, თქვენის მადლისა და სახელის ჭირიმეთ (შემოაბრუნე აქეთ, შემოაბრუნე – საკლავზე უთითებს). ვარსკვლავნო ცისანო, სტუმარმასპინძელნო ერთურთისანო, თქვენსამც ნეფობას გაემარჯვება თქვენი ღვთისაგანა და თქვენი კვირეისაგანა.

    ლაღო იახსარო, ლახტიან-მათრახიანო, დევების მეომარო, გმირო კოპალაო, საგმიროს მსრეველო, დევ-კერპთ გადამსხვავებელო, ლაშარის ჯვარო, ლაშქარში მოარულო, უყმო ყმათ დამხმარებელო, ხმელ გორზე დაბრძანებულო, დიდო თამარ ნეფეო, ჩიქილა-ზინზილიანო, შუა ზღვაში სამნის ჩამგდებო, საქართველოს თავისაკე დამგდებო.

    დიდება, კარატისწვრის ანგელოზო, ლიქოკით  კარატემდენა ოქროს ჯაჭვზე ერთურთის მოარულო სტუმარმასპინძელნო.

    დიდება შენთვინ, მთავარმოწამეო, ლაღის იახსრისა თავდამყურებო, ქმოდის წმინდაო გიორგიო, ფშარაოს ადგილის დედაო.

    დიდება შენთვინ, მგზავრო ხახმატის ჯვარო, ქაჯუეთის გამტეხელო, ოქროს თასის წამამღებელო, ხმალას წმინდაო გიორგიო, ქაჯუეთის ჯაჭვის ამგლეჯელო.

    მაღალო ღმერთო, ბარის ბაღდადში მოცემულებო, ხთიშვილნო მოფენილნო, გთხოვთ ლხენასა და გამარჯვებასა მსხვერპლის წამომყენებლისათვის, ცოლ შვილისთვინ, ოჯახისთვინა.

    გინდოდესთ, ღმერთს მაახსენეთ, გინდოდესთ კვირასა, ჩემი საქმე არ არი, თქვენი საქმის მოანგარიშენი იყავით. თუ ვერ ვიცოდე, ვერ მოგახსენებდეთ, არ გეკადრებოდეთ ჩემგან დაკლული საკლავი, ანთებული სანთელი ღირსად აიღეთ, ღირსეულადა, ხსნილადა, კურთხეულადა.

    დიდება შენთვინ, რამაც ეს დედამიწა დააარსა, ცა და რვალი დაYხურა, მზე და მთვარე დაჰფინა, აკურთხნა ხთიშვილნი ხთიშვილადა, გაუჩინა ხორციელნი მოსამსახურედა.

    ვარსკვლავნო ცისანო, სტუმარმასპინძელნო ერთურთისანო, თქვენსამც ნეფობას გაემარჯვება ხვთისაგანა და კვირეისაგანა. ივანე ოქროპირისაო, სანატრელო ხვთისაო, ღმერთ დიდებისა

შუაფხო. ხევისბერი დავით ელიზბარაშვილი, ჩაიწერა ზურაბ კიკნაძემ.

 

163. დიდება კარატის წვერზე

    ღმერთო დიდებულო, ჩვენო სალოცავო, ხთის კარზე მომღერალთა, მოცეკვავეთა, პატივისმცემელთა უშველე, უმეშვლე, გააყოლე წყალობა, ჩემო სალოცავო ლაღო იახსარო, შენის მადლისა და სახელის ჭირიმე!

    რაც ჩემი უენპირობით, ჩემი ბეჩაობით ან ლოცვა დაგაკლო, ან დიდება, ან შენს კარზე მომსვლელთა ვერა ვასიამოვნე, მაპატიე, დალოცვილო, ახალი ვარ, ვერა ვიცი ბევრი და იმდენი

    იდიდე და იძლიერე, ჩემო სალოცავო ლაღო იახსარო, შენის მადლისა და სახელის ჭირიმე!

კარატისწვერი. ხევისბერი სიმონ შუშანაშვილი, 1986 წლის 20 ივლისი. ჩაიწერა ტრისტან მახაურმა.

 

164. დიდება იახსრის კარზე

    ღმერთო მართალო, ცა და ხმელეთის ბადალო. რამაც ეს დედამიწა დააარსა, ცა და რვალი დაYხურა.

    ქრისტეო და ღმერთო, დასწერე ჯვარი ბუღაურის წამომყენებელსა, უშველე და მაუმართე ხელი. შაუთქომ, შაუსრულებავ, შენი წყალობა შაუსრულე ხვთისი და კვირეისი.

    გაუმარჯოს ლაღს იახსარსა, ლახტიან-მათრახიანსა, დევების მეომარსა; გმირს კოპალასა, საგმიროს მსროლელს, დევ-კერპთ გადამსხვავებელსა. დიდება ლაშარის ჯვარსა, ლაშქარში მოარულსა, უყმო ყმათ დამხმარებელსა, ხმელ გორზე დაბრძანებულსა; ღელეს თამარ აქიმ დედოფალსა, ჩიქილა-ზინზილიანსა, შუა ზღვაში სამნის ჩამგდებსა, საქართველოს თავისაკე დამგდებსა. დიდება შენთვი, პირქუშის წმინდაო გიორგიო, ახადის გორზე ბრძანებულო, რკინა-მახვილთა, ჯაჭვთა, პერანგთა მკეთებელო, ურჯულოთ დასალევადა ხმლებისა და ხანჯლების მკეთებელო; დიდება შენთვინ, ხოშარის სახუთმეტოო, ხუთმეტის დროშით ნაკურთხო, დიდი სისხლისა და ნიაღვრის გადამყრელო; დიდება შენთვინ, დამასტეს წმინდა გიორგიო, გზა-შარათ მოყარაულეო, ამინდის მომცემელო, კაცთა სიტყვის გამმართლებელო; ელიას წმინდა გიორგიო, ელვის მსროლელო, არავის დამზოგველო; დიდება შენდა, მათურის ადგილის დედაო; მუქუს შაშვენებულო დედაო ხვთიშობელო; მთავარმოწამეო; პირიმზე-ფუძისანგელოზო, სვეტით მოარულო; ქმოდის წმინდა გიორგიო, მაღლით სოფლის მაყურებელო; მთაწმინდის წვერო ანგელოზო, ფშარაოს მაყურებელო; ფშარაოს წმინდა გიორგიო; მგზავრო ხახმატის ჯვარო, ბისოს თავს დაბრძანებულო, ქაჯუეთის გამტეხელო, ოქროს თასის წამამღებელო, ქაჯუეთის ჯაჭვის გამგლეჯელო.

შუაფხო. ხევისბერი დავით ელიზბარაშვილი, 76 წლის, 1986 წ. ჩაიწერა ტრისტან მახაურმა.

 

165. დიდება იახსრის კარზე

    ღმერთო მაღალო, დიდებულო, ცა და ხმელეთის დამდგენელო, ქვეყნიერების დამაარსებელო, ცარვალის დამხურველო, მზე-მთვარის დამფენელო, ხთიშვილთ, ანგელოზთა მაკურთხებელო. თქვენ მოავლინეთ ხორციელთ მფარველადა, უფალო ღმერთო იესო ქრისტეო. დაწესება- დადგენილი, ღმერთო, თქვენგან არის. ჩვენცა, ხორციელნი, ჩაგაბარათ უფალმა ხთიშვილთა დასადიდებლადა.

    თქვენამც იდიდებით, მთა-ბარის დიდო ანგელოზებო, ადგილის დედებო, ბარის ბაღდადის მცველო-მფარველო ანგელოზებო, მთა-ბარს დაბრძანებულო, ხმელ გორზე დაბრძანებულო.

    რადგან ღმერთმა ბრძანა დადიდება ხორციელთაგანა, ჩვენ კი გეხვეწებით და გევედრებით, ლაღო იახსარო, ჩვენო მფარველო ბატონო ანგელოზო, ლახტიან-მათრახიანო, თქვენ გაგემარჯვოსთ, იდიდოს თქვენმა სახელმა, თქვენმა დავლათმა. გევედრებით და გეხვეწებით ხორციელნი – ქუდიან-მანდილიანნი, შენ მეხვეწურთ, ქარავანთა თქვენ მიეცით თქვენი წყალობა იმათ ოჯახებსა, ჯვარი გადაუწერეთ დიდსა, პატარასა. რაც გულ-მხაროზედ გევედრებოდნენ, შენის წყალობა შაუსრულეთ, იმ მხაროზე წყალობა გადაულოცეთ. ჯარში წასულს გახვეწებდენ, ბედი ვისმე არა ჰქონდეს, ბედსა გთხოვდენ, ავანტყოფი თუ ვინმე ჰყვანდეს სნეულობითა, თქვენი წამალ-საწამლევი გადაულოცეთ, ჯანმრთელობისთვის და კარგაყოფნისთვისა.

    ვაჟიშვილითა, ქალიშვილითა შამამხდარან შენ გორზედა, იმსახურეთ ბუღაურითა, მბღავანითა, ზღვენი-ულუფითა, სანთელ-სეფისკვერითა, თეთრეულითა.

    შუაფხო. ხევისბერი იოსებ ელიზბარაშვილი, 1986 წ. ჩაიწერა

 

166. დიდება იახსრის კარზე

    დიდება შენდა, ღმერთო მაღალო, ცათა და ხმელეთის დამაარსებელო, დიდება შენდა, კვირავ ცხოველო, ხვთისა და ხვთიშვილთ შუამდგომელო. ქრისტეო და ღმერთო, დასწერე ჯვარი ამ მოყენებულთა ზღვენთა, თქვენთა სამსახურთა. ძალი და ბრძანება თქვენგან არის, თორო ხორციელნი ჩვენ ხმელზეით სახელს ვერა გაკადრებდით. რადგანაც ღმერთმა ხმელეთი დააარსა, ცარგვალი დაახურა, მზე-მთვარე დააფინა, ხმელეთზე ცხოველნი და კაცნი გააჩინა, და მწვანილნი იმათ საზრდოდ მოიყვანნა, გაკურთხნათ ხთიშვილნი ხთიშვილად და ჩაგაბარათ ჩვენი თავი მოსამსახურედ თქვენდა სადიდებლად. თქვენის გამჩენის ხთის ბრძანებითა თქვენ აწესრიგებთ ცათა არსთა და ხმელეთზე არსებულ კაცთა და ცხოველთა, გეხვეწებით და გევედრებით, შაიწირე და ღირსეულად მიიღე ჩვენი ხვეწნა და ვედრება, ხვეწნაზე და შენი სახელის ხსენებაზე ნუ გაგვირისხდები, შენი სახელის ჭირიმე. გახვეწებთ და გავედრებთ ჯერ შენთ საყმოთა, ყმათა თავდადებულთა და შენი სახელის მლოცავთა. საყმოშიით კიდენა შენის კარისა და შენის საბრძანებლის გორის მლოცავთა. გეხვეწებიან და გევედრებიან, ჩვენო სალოცაო ლაღო იახსარო, დღეს შენნი მლოცავნი, წესისა და რიგის დამყენებელნი, შეიხვეწენ და შეივედრენ, ხვეწნა-ვედრება სასიხარულოდ გაუხადე, სასინანულოდ ნუ გაუხდი. დიდება თქვენს ძალსა, ყველა წმიდა ანგელოზნო, ყველა ხვთიშვილნო, სუ ერთურთის მოდე-მოძმენო, ხვთის და თქვენის მორიგის ნების ამსრულებელნო, მასკვლავნო ცისანო, მოთანახმენო ხთისანო და სტუმარ-მასპინძელნო ერთურთისანო. გაქებთ, გადიდებთ, თქვენი გამჩენი ღმერთი არ მოგიწყენთ, არ მოგიძულებსთ. თქვენ თქვენ ყმათ ნუ მაიწყენთ, ნუ მაიძულებთ, თქვენის კარისა და გორის მლოცავთა, თქვენ ამებულ-წამებულთა. თუ რამე ეხედვებოდეს – სენი, სევდა, სნეულობა, მაცილ-ფათერაკი, საზიანო საქმე, ისევ თქვენ მგმობარეზე და მოღალატეზე გადაიღოდით, ბევრი გყავთ მაცილ-მოღალატე და მუხანათი ენითაც, ხელითაც და სხვა საქმითაც, თქვენამც იდიდებით, სენსა და მავნეს იმათ ნუ ააცილებთ, თქვენთა მლოცავთა და წამებულთაზეით იმათზე გადაიღოდით. თქვენნი მლოცავნი წულსა გთხოვდენ, პირველად წულს უმატოდით, ამათ სახში ღონე-ქონებას, კაც-კაცრივლობას უმატოდით, მტერს ხელი-ხმალი აჰხადოდით, სიკვდილის ხმა მოაშოროდით. ამათ სახშიით გამოსულს მოლაშქრეს გაუმარჯოდით, მონადირეს ხელ მაუმართოდით. გზასა-მომგზავრესა, ცხვარსა, საწყემსოსა, ამათ მთაბარობასა. ჩემო სალოცაო, ლაღო იახსარო, თუ ჩემის უენპირობით ვერ ვასრულებდე ან გეცოდებოდე რამეში ჩემის ხორციელობით, მეც მაპატიე ჩემი დანაშაული. ყმა დაუნახვებელი არ იქნება და ბატონი შაუნდობელი. ღირსად მიიღე, ღირსად შეიწირე, ხსნილად და კურთხეულად ეს წამოყენებული ზღვენი შენი სამსახური. ღმერთს გინდოდეს, ღმერთს მაახსენე, კვირას გინდოდეს, კვირას მაახსენე თავისი მოდე-მოძმეთა. ივანე ოქროს-პირისაო, სანატრელო ხთისაო, ღმერთის დიდებისა და წმინდა ანგელოზთა გამარჯვებისა.

გაბიდაურთ თემი (ხოშარა)

 

167. დიდება ხოშარის სახუთმეტოში

    ღმერთო, შენია წინა ძალი და ხსენება, ძალო ღვთისაო, სამართალო კვირეისაო. დიდება და გამარჯვება თქვენ სახელსა. იმათთან ხსენებულნო ღვთის შვილნო, ღვთის ნაბადებნო, დიდებულო თამარ დედუფალო, ხემწიფეო ლაშარის ჯვარო, წმინდაო წყაროსთაველო, პირქუშო ყაწიმმშვენიერო, კოტიას წმინდა გიორგიო, დამასტეს წმინდაო გიორგიო; ხოშარის სახუთმეტოო, გიორგი კოშკის ანგელოზო, თქვენ სახელზედა დადგმულნი ზედაშენი, დაჭვრეთილნი სეფენი და დანთებულნი სანთელნი თქვენს სამთავროდა, თქვენ კიდევ თავის ყმათა სამეშვლოდ და სამწყალობნოდა, ღირსად მიიღეთ, ღირსეულადა, რასაც მხარზე და გულზე გეხვეწებოდენთ, იმ მხარეზე და გულზე შეინახეთ. თუ რამ ეხედვებოდეს მთას ფიფქისაგან, ჭალას მდინარისაგან, ან სევდა-სნეულებისაგანა, ბევრი გყავისთ მტერი და მუხანათი, იმათზე გადაუგდეთ, გადაუქავრეთ. სნეულს ულხინეთ მაგათ ცხოვრებაშია, კარგა მყოფიც კარგა უმყოფეთ. მოლაშქრესა და მონადირეს გაუმარჯვეთ, მაგათ ოჯახშიით წასულსა. მგზავრსა მოგზაურობა დაულოცეთ, წულს გენუკვოდესთ, წული მიეცით, თავისავ საყმოს შემატეთ. რასაც მე თქვენ ქება-დიდებას გაკლებდეთ ჩემი უგუნურობით, უცოდინარობითა, თქვენს ყმათ წყალობას ვაკლებდე, თქვენ თქვენ წყალობას ნუ მააკლებთ, ღმერთსაც გამაუთხოვეთ წყალობა კვირეისაცა, თავადაც თავის წყალობას ნუ მააკლებთ, შეინახეთ. გაუმარჯოს თქვენს ბატონობას! ამინ ხალხნო! ამინ.

 

 

168. მკითხავის დამწყალობნება ხევისბრის მიერ

    დიდებულო გამარჯვებულო სანებას წმინდაო გიორგიო, გეხვეწება, გევედრება ტყვე-ტუსაღი ხატისი – ნინო. შამაუწირავ საკლავი, სანთელ-კელაპტარი. ღირსად აიღე, ღირსეულადა, შვიდეულადა, ხსნილადა, კურთხეულადა.

    მოგცას წყალობა, ნინო, გიყმოს, გიმსახუროს, გაგიყოლიოს, მცნება მოგცას, გაგება. კეთილად შაიწიროს შენი შანაზღვენი!

ხოშარა. ხევისბერი პეტრე კუწაშვილი, 1980 წლის 14 ივლისი, ჩამწერი ტრისტან მახაური

პეტრე კუწაშვილი გოგოლაურთის ხევისბერი იყო, მაგრამ რაკი იმჟამად ხოშარლებს არა ჰყავდათ თავისი ხევისბერი, პეტრე მოიწვიეს მეზობელი სოფლიდან. კუწაშვილი განმარტავს: «მკითხავი ხატში გაყვანის დროს სამჯერ უნდა შემოაბრუნონ წაღმე. ხევისბერმა ხუთი მანეთი უნდა გამოართვას, ან სათამბაქოე უნდა აჩუქოს მას მკითხავმა»-ო.

 

 

169. ხევისბრის დალოცვა ხატში კოდის გახსნის დროს

    გაუმარჯოს ნახსენებ-ნადიდებ ხთიშვილებს, გაუმარჯოს სახუთმეტო ძელის ანგელოზს, გიორგი კოშკის ანგელოზს, იყოს მწყალობელი ყმათი, დასტურთი, მსახურთი, საყმოთი, ქალთი, ქალიშვილთი, დაგასწვრათ მრავალს ამ დროს, ამ დღეს, სთველ-გაზაფხულს, ერთურთის სიცოცხლით, კარგად ყოფნით. მე გლოცავთ, ხთისამც პირით დაილოცებით.

 

 

170. ხევისბრის დალოცვა ქადა-პურის გაჭრის დროს

    გაუმარჯოს სახუთმეტო ძელის ანგელოზს, გიორგი კოშკის ანგელოზს, იყოს მწყალობელი ამ სეფეს მომტანისი, ნუ შაანანოს სამსახური, ჯანით მთლით და გულით მხიარულით შეასრულებინოს ანგელოზთ დავალებული სამსახური. დაუტანოს მთელი ბარაქა თავის ნაშრომ-ნაამაგარსა, ხარის ნახნავსა, ფურის ნაწველსა, ნუ შაანანოს და კვლავ უკეთესი გულით მოჰკერძოს მისი ხსენება-დიდება.

 

 

171. სახელის შადება სუფრისთვის

    ღმერთო დიდებულო, მკვდარნიც შენ გაბარიან და ცოცხალნიცა, თუ სააქაოს ნათქომი საიქიოს მიდიოდეს, სულწმინდათა ხსენდებოდეს, ღმერთო, დიდება შენდა, ღმერთო მადლი შენდა, ღმერთო შენის მიცემითა, ალალი მუშის მადლითა, იერუსალიმის მადლითა, მთავარანგელოზის წინამძღოლობითა, შაუნდნეს ჩვენ მკვდართა, ძველთა და ახალთა. თქვენამც მოგივათ, ჩვენო მკვდარნო, დადგმული ტაბლა, დანთებულნი სანთელნი თქვენსამც სულს უნათებს, თქვენსამც სულს აიაღებს, თქვენამც მაიხმარებთ, თქვენ ხელსა და ნებასამც იქნება, როგორც ჩვენს ხელსა და ნებას არის. იმასამც დაიწვევთ, ვინც ჩვენგან მოგონებას ელოდეს და ჩვენ კი ვერ ვიგონებდეთ, ჩვენს სახელს ბარაქას აძლევდეს, მამგონე არა ჰყავდეს. თქვენს უნებურად კი ნურავინ შეგეცილებათ, ნურავინ დაგაღონებსთ.

 

უძილაურთ თემი (კოპალა)

 

 

172. დიდება ციხეგორს

    დიდება და გამარჯვება მაჰხსენდეს ემ გორის მცველ-მფარველ ანგელოზს წმინდა ბერ კოპალასა, ხთისა და კვირეის ძალასა, მის გვერდით მდგომთ: დიდს ადგილის დედას, დედა ხთიშობელსა, ქრისტე ღმერთსა, მამა უფალს, ქვეყნიერობის გამჩენს. იდიდოს და იძლიეროს მათმა ძალამ და მათმა სახელმა. უშველოს ყმათა და საყმოთა, სასიკეთოდ გადმაჰხედნოს, ნურა შაანანოს: მოსვლა, ხვეწნა, ვედრება, მუხლის მოღლა, პირჯვრის წერა.შანაწირი, შანაზღვენი კეთილად აართვას დალოცვილმა ბერ კოპალამ და კვირეის ძალამ და მადლმა.

    თუ ხიფათი რამე ეხედვებოდეს ან ცითა, ან დედამიწითა, ცუდი-ბოროტის მოვლენით ან ქარ-სეტყვით, სევდა-სნეულებით, ბოროტი კაცის თვალ-გულით, ან ხელით, ან რკინა-მახვილით, ნადირის პირით. გზაში, მგზავრობაში, ოჯახში ნამყოფს, უმცროს-უფროსსა გადაუქარვოს ეს ბოროტი და ზიანი საქმე და თავისავ მტერ-მუხანათზე გადაიტანოს.

    ვინცა ჰყვანდენ ურწმუნონი, სახელის გამქიჯავ-გამკირცხავნი, თას-განძის, თეთრეულის, ბუღაურთ ხელუკუღმ გამტან-გამტაცებელნი, იმათზედავ გადაიტანოს მორწმუნეზე დაღირებული ზიანი საქმე.

    შამამწირავ-შამამზღვენს მისცას წყალობა. მრავალი ათენგენობა, მრავალი დღესასწაული მშვიდობისა, კარგადყოფნისა გამაუცვალოს. მოსულს წყალობა დაახვედროს, წასულს წყალობა გააყოლოს!

    ბერო კოპალაო და კვირეის ძალაო და მადლო, ღირსად მიიღე, ხსნილადა, კურთხეულადა დანთებული სანთელ-კელაპტარი, დადგმულნი ჭიქა-ბარძიმნი, მოხსენიებულნი ზედაშენი, დაჭვრეთილნი სეფე-სეფისკვერნი.

    ივანე ოქროპირისაო, ღმერთ დიდებისა, წმინდა ანგელოზთ გამარჯვებისა.

    წყალობა მოგცასთ!

    – ამინ!

ციხეგორი. ხევისბერი იოსებ კოჭლიშვილი, 1981 წ. ჩაიწერა ტრისტან მახაურმა.

 

 

173. მლოცავის დამწყალობნება ჯვრის ტყეში

    მლოცავნო, მეხვეწურნო, გწყალობდესთ ხოდაბურის მეთვალყურე ანგელოზი. სადიდებულო ბერის კოპალაისი იყოს, სამწყალობნო თქვენის თავისა. რასაც გულ-მხაროზე ეხვეწებოდეთ, ისე, იმ გულ-მხაროზე შაგისრულოსთ ღმერთმა.

ჯვარის ტყე. ხევისბერი იოსებ კოჭლიშვილი, 1981 წ. ჩაიწერა ტრისტან მახაურმა.

 

 

174. დიდება კოპალის ხატში

    დიდება, ღმერთო, დიდება შენდა!

    ღმერთო, დიდება შენდა! ღმერთო, ცისა და ხმელეთისა დამდგენელო!

    ხორციელთა დამთესაო და სულის ჩამდგმელო!

    მზე და მთვარის დამნათებელო!

    თუ იქნებოდეს ჩვენისა ხორცივლის პირითა სახელისა შენისა ძახილი,

    შაისმინე ჩვენის ცოდვილის პირით შამოძახილი:

    დასწერე ჯვარი ჩვენს საქრისტიანო საქართველოს,

    ნუ მაუშლი ქრისტიანთა ლოცვასა, საყდარს-საჯარებელთა,

    ტრაპეზ-სასუფეველსა, სახარებასა, – საქმეებსა შენსა!

    ეგრეთვე შენის ანგელოზებისასა!

    ნუ მაუშლი ხმელსა გორებსა, შენსას და ანგელოზებისასა შენისასა

    თუ იქნებოდეს ჩვენის ხორცივლისა პირითა, გადაგვხადე იუდას ბადე,

    გადადებული საქართველოსადა

    რომელნია იუდას კერძნი, ჯოჯოხეთისა გამხარებელნი,

    იმეებზე გადააგდე, უფალო! და კეთილმორწმუნეთა და

    კეთილის პირით მახსენებელთა ჯვარი დასწერე!

    ეგრევე თქვენ, ღვთის ნაბადებნო ანგელოზებო

    გაქებთ, ღმერთი გადიდებსთ ეგრე თქვენ, კვირა ცხოველო და

    ქრისტეო, ძეო ღვთისაო

    თხოვნითა გთხოვ, ლოცვა-ვედრებით:

    ვინცა არიან კრებულად

    მლოცავნი ყმანი თუ უყმონი ყმანი,

    შაინახენ თავის ანგელოზითა!

    საცა თქვენს ბედსა და უღურს იძახიან თქვენსასა თაობით,

    წულს უმატენ იმათ სახლობისასა, პურსა, ღონესად ქონესა.

    თუ რამე ზიან, ზარალი და ხიფათი მირგებულ იყოს, გადაუმესვრე,

    ვინ არის იუდას ბადის მახელებელი (?) და ხთისა მგმობარე,

    იმეებზე გადასთესოდით და ალალ-მართებულთა, წამებულთა

    ჯვარი გადმოსწეროდით, ივანე ოქროსპირისაო,

    სანატრელო ღვთისაო!

    საკლავის პატრონი გახვეწებს თავის თავს, თავის ოჯახს,

    სახლ-ჯალაფობასა, შაიხვეწენ, შაინახეთ თავის ტკბილის ანგელოზითა!

    თუ რამე ეღირებოდეს ზიან-ზარალი, რომენიც არიან იუდას კერძნი,

    იმაზე გადაამქავრე შენ სასახელოდა, მაცხოვარო, შენ ამათ

    საქონ-ცხოვრებასა და სამეშვლო-სამწყალობნოდ ღირსად აიღე სამსახური

    ღირსეულადა, ხსნილადა, კურთხეულადა.

უძილაურთა. ბერიძე კოჭლიშვილი, ჩამწერი ვასილ ტუქსიშვილი-ჩოხელაშვილი.

 

 

175. დიდება ირემთ კალოზე

    გაქებთ, გადიდებთ, ხთიშვილნო. იდიდოს თქვენმა სახელმა, დიდად სახსენებელო წმინდა გიორგიო, რჯულის გულისთვინა ალმასის თვლებზე დაკრულო, დაკუწვილო, ხაშმურაში გადაყრილო, ლეკის მთაში ამოჩენილო, სამას სამოცდასამ ადგილზედა კოჭმოკიდებულო, რჯულიან-ურჯულოთა სალოცავო.

    გაქებთ, გადიდებთ, ღელეს თამარ დედოფალო, ჩიქილა-ზინზილიანო, წამალ-საწამლევთა მკურნალთად გამამწერელო, წმინდა გიორგისთანა ფიცვერცხლნაჭამო.

    დედაო წმინდა მარიამო, ხთისა და ანგელოზთა მშობელო, რომენიცა შენ შეჰქმენ, წმინდაო ანგელოზო, იუდა ჯოჯოხეთი შენ დაანგრიე, იხსენ ხორციელნი იუდათაგან დატანჯულნი. შენ გაგემარჯოს, ძალო ხთისაო, დაე მადლო კვირეისაო.

    გწყალობდესთ დიდს თუ პატარას, ქუდოსანს თუ მანდილიანს.

ირემთკალო. ხევისბერი სვიმონ თინიბექის ძე მადურაშვილი, 1981 წ. ჩაიწერა ტრისტან მახაურმა.

 

 

 

176. ბეჩავ-საბრალოთა მოსაგონარი

    ღმერთო, დიდება შენთვი, ღმერთო, მადლი შენთვი. ღმერთმა მაიხსენოს იმ მაუგონებელთ, ბეჩავ-საბრალოთ, რომელთაც ხატიც იგონებდა და ჩვენც მოგონებას მოგვბიროიან და მოგველოდეს. ჰქონდეს შანაწირი, შანაზღვენი იმათაც ქვა-ყორის აშენებითა ან ხვნა-თესვით თუ საქმის გაკეთებით. ხატის კარს იდგეს და ხატ-სალოცავსაც უნდოდეს მოგონება. იმ ბეჩავ-საბრალოთ, იმ მაუგონებლების ხსოვნაც იყოს აემ სანთლის მონთების დროს, როგორც წესი და ადათი მოითხოვს. ღმერთმა ალალ უყვას და გაანათლოს.

ციხეგორი. ხევისბერი იოსებ კოჭლიშვილი, 1986 წლის 24 ივლისი, ჩაიწერა ტრისტან მახაურმა.

 

 

177. დალოცვა ციხეგორზე

    ღმერთო დიდებულო, დიდად ხსენებულო, დღევანდელო დღეო, ბერო კოპალაო, დალოცვილო ციხეგორ წმინდა გიორგიო, შენ უშველე და უმეშვლე შენ თავზე შემომხდართა, შენ გულზე მოსულსა, შენთვის შემომწირველსა, შენთვის პატივისმცემელსა, სანთლის დამთებელსა, სეფე-სეფისკვერის შემომწირველსა, კურატის, ცხვრის მომყვანელსა და თქვენთან სისხლდამღვრელსა. შენ შეიწყალე, შენ დიდებულ ძალასამც გაემარჯვება და დაეხმარე.

    წყაროსთაველის წმინდა გიორგიო, ხმელ გორზე ლაშარის ჯვრის წმინდა გიორგიო, შენ დასწერე შენი წყალობის ჯვარი შენთან მოსულ ერსა და აქა მობრძანებულსა.

    ღელეს ექიმო, სნეულთა მკურნალო, დედაო თამარო, შენ განკურნე, თუ რამ სენი და დაავადება არის მოსული ამ კარებზე (ამინ, ამბობს მლოცავი).

    ხოშარის სახუთმეტოო, ხუთმეტი თემის შემფარებელო, შენ შეიფარე შენი კალთის ქვეშა.

    დამასტეს წმინდა გიორგიო, ჩვენო წმინდა გიორგიო, ჩოხის წმინდა გიორგივ, პირცეცხლის წმინდა გიორგიო, შენ დიდებულ ძალასამც გაემარჯვება, შენ დაეხმარე გაჭირვებულს ყოველ საქმეში;

    ჭიჩოს ადგილის დედავ, ღვთისმშობელო დედავ, მუქოს ადგილის დედავ, ღვთისმშობელო დედაო, მათურის მთავარანგელოზო, უდროოდ ცუდს ნურას მოგვიხდი.

    ხმალაო ფარხმალიანო, ბოდაო, შენ დიდებულ ძალასამც გაემარჯვება.

    ბოჭორმის წმინდა გიორგიო, შენ დაეხმარე ყოველ გაჭირვებაში თქვენთან მომსვლელსა, თქვენთან მლოცველსა.

    ლაღო იახსარო, ლაღად მავალო, ლაღად ატარე ერი შენი მლოცველი.

    ცაბაურთ-გოგოლაურთო, აონო, პირქუშო, გუდანის ჯვარო, ნურავის გაგვგუდავ.

    მაქართის წმინდა გიორგიო, ჩოხის წმინდა გიორგიო, პირიმზე ფუძის ანგელოზო, უყმო ყმის შემფარებელო, შენ შეიფარე შენი კალთის ქვეშა.

    ოხერხევის წმინდა გიორგიო, ნუ გვინაოხრებ.

    ხახმატის ჯვარო, მგზავრ-მოგზაურო, ქაჯუეთის გამტეხო, ბოროტის ჩამამცილებელო, თუ რამე გვაქ, თუ რამე ბოროტი, თუ რამე მტრის ხელი გვიბრუნავს თქვენ ქვებს სახლის დამგრეველსა, თქვენ გამლანძღველსა, თქვენ გამაბინძურებელზე გადაიტანე, დანარჩენები თავისუფლები გაუშვი.

    ციხე-გორთ წმინდა გიორგიო, ირემთა კალოო, კვირია მბრძანებელო, უძლეველო ბერო კოპალაო, შენ დამიწერე შენი წყალობის ჯვარი.

    თეთრო წმინდა გიორგიო, სარჩო-სარეკის დამდგმელო, შენ გაასამართლე და ეს კეთილი სუფრა გაშლილი საერთო ერისა შემომწირველისა.

    ალავერდო რჯულისაო, რჯულის არ დამკარგველო, შენ მიეცი ბეჭედი, შენ შეასრულე ყოველივე ის საქმე, რაც უფალმა დააწესა და თქვენ კიდევ გადმოგცათ.

    ღმერთო, შენ შეიწყალე ყველანი, მდღვებელნი, მეველე-მეკოდურნი, მეწისქვილენი, თუ ვინმე მსახური იყოს ამა ეკლესიებისა, ამა სალოცავებისა და ემსახურებოდნენ პირნათლად, ალალი და უსაყვედურო იყოს. გამჩენმა ღმერთმა ალლად მიაგებოს, უსაყვედუროდ მისცეს სუყველაფერი. მარილი ნუ დაუდნება, პური ნუ დაუობდება, საჭმელი ნუ გაუთავდებათ, საზრდო ნუ გაუთავდებათ (ამინ, – ამბობს მლოცავი), უსაყვედურო იყოს და იმ წმინდა უკვდავმა სულმა კიდე დაგლოცოთ, დაგლოცოთ სუყველა საქართველოს ერი, დიდი-პატარა, ქუდოსან-ვაჟკაც-მანდილოსანი, გათხოება-ქორწილები, უბედოს ბედი მისცეს, უშვილოს შვილი მისცეს, ყველა კეთილი საქმე ჩაატაროს და ყველას თავისი კეთილი სურვილი შეუსრულოს. ბოროტი ჩამოაცილოს, კეთილი ჩამოუყენოს.

    – ამინ!

ციხეგორი. დეკანოზი ვარდო ხატისკაცი, 65 წლ. ჩაიწერა მაგნიტოფირზე ხვთისო მამისიმედიშვილმა, 1993 წლის ივლისი.

 

 

 

ცაბაურთ თემი

 

 

178. ხევისბრის დიდება სანადო მამულის მოხვნისა და კოდის გახსნის დროს

    დიდება ღმერთსა, ცათა და ხმელთა დამდგმელსა, რჯულ საქრისტიანოს დამაარსებელსა, დიდება დიდს კვირასა, ხთის მაღლის მოკარვესა. დიდება შენდა, ჩვენო სალოცაო დიდო მთავარანგელოზო. გეხვეწებითა და გევედრებით, დალოცვილო ჩვენო სალოცაო, შენს ხსენებასა და შემოძახილზე ნუ გაგვიწყრები, ნუ გაგვირისხდები. გახვეწებთ და გავედრებთ შენთ ყმათა და საყმოში დღეს ნადში მომსვლელთა, ოფლით მაშვრალთა. შაიხვეწენი და შაივედრენი, შენი ხსენება-დიდება სასიხარულოდ გაუხადე და სასინანულოდ ნუ გაუხდი. ხარის ნახნავსა და ნამაშვრალს ჯვარი დაუწერე და მადლი და ბარაქა დაუტანე, ზაფხულობა მშვიდობისა დაუყენე, ჯვარ დაუწერე თავის მარჯვენისა და ხარის ქედის ნამაშვრალ-ნამუშავლისა, ნდობა სასიხარულოდ გაუხადე, სასინანულოდ ნუ გაუხდი და კვლავ უფრო მშვიდობით და სიხარულით დაასწვრენ შენ ყმანი ნადსა და ზაფხულ-შემოდგომას.

 

 

179. საქორწილო დალოცვა

    გაუმარჯოს ნადიდებ-ნახსენებ ხვთიშვილთა!

    ნადიდებ-ნახსენები ხვთისშვილები სწყალობდეს

    წაღმართს-წაღმართის პატრონსა.

    წაღმართი წაღმე მაუხდინოს.

    რანიც ერთად შაუყრიან,

    ღმერთმა ერთმანეთს შაუბერნეს,

    ქნას ეტლიან-ბეტლიანი,

    ბედიან-დავლათიანი,

    წულიან-აკავნიანი,

    ცხრაჯერ ვაჟიანი,

    ვაჟით ვაჟიანი,

    სამჯერ ქალიანი,

    ქალითაც ვაჟიანი!

    მდადო, დედოფალ გაგიხაროს!

    ეჯიბო, შენს ნეფეს გაუმარჯოს!!!

ლაფანყური. მთქმელი შოთა მჭედლური, ჩამწერი ტრისტან მახაური, 1985 წ.

 

 

 

გოდერძაულთ თემი

(ახადი. პირქუშის სალოცავი)

 

 

180. ხევისბრის დიდება ხოდაბურების მოხვნის დროს

    შენამც იდიდები, დიდებულო ღმერთო, ცათა და ხმელთა გამჩენ-დამდგმელო, შენამც იდიდები, კვირავ, ხთის მაღლის მოკარვეო. გადიდოს, გაძლიეროს ღმერთმა, პირქუშო ყაწიმმშვენიერო, ზინზილიანო, დევ-დედაბერთ ამომწყვეტო. შენი სადიდებულო იყოს ეს ჭიქა-ბარზიმი, სანთელ-კელაპტარი და სამწყალობნელო იყოს შენთ ყმათი, შენთ ყმათაში დღეს შენის ხოდაბურის ნადში მომსვლელთათვის, ხარისა და კაცის დამღალველთათვის, თავის ვალის პირნათლად მომხდელ-შემსრულებელთათვის. მოსულან შენ ყმანი თავის ხარ-გუთნითა, წესი და რიგი არ დაუკლავის და შენ შენს წყალობას ნუ დააკლებ. უშველე, დალოცვილო, ველთაცა და შინაცა, მაგათ კაცსაცა, საქონსაცა, ხარსაცა და გუთანსაცა, მათ ნაშვრალ-ნამუშევარსაცა. წელი მშვიდობისა დაუყენე და თავის ნაშრომს მადლი და ბარაქა დაუტანე, შენამც იდიდები შენის გამჩენის ხთის კარზედა.

 

 

181. ხევისბრის მიერ სანადო სუფრისთვის შენდობის თქმა

    ღმერთო, შენა ხარ ცისა და ქვეყნის გამჩენი, შენ გააჩინე კაცნი და ხთიშვილნი, შენდა სადიდებლად, შენ დააარსენ ხთიშვილნი ხთიშვილადა და ჩვენ, კაცნი, თქვენდა და ხთიშვილთ სამსახურის შესასრულებლადა. შენ იდიდე და იძლიერე შენის გამჩენის ხთისაგანა, კვირავ, ხთის მაღლის მოკარვეო. შენი გამჩენი ღმერთი შენც გადიდებს, გაძლიერებს, პირქუშო, ყაწიმმშვენიერო, ზინზილიანო, დევ-დედაბერთ ამომწყვეტო, შენის გამჩენის ხთის კარზე იდიდე და იძლიერე. სადიდებულო თქვენი იყოს ეს დადგმული ჭიქა-ბარძიმი და დაჭვრეთილნი სეფისკვერნი და სამწყალობნო შენთ ყმათი. მაიხსენივნეს ჩვენმა სალოცავმა ჩვენს წინაშე ვინც მკადრენი ჰყვანდნენ და აღარა ჰყვან ცოცხალნი. მაიხსენივნეს ისინიცა, ვისაც ჰქონდეს დანამადლისი ჩვენის სალოცავისადა, ჩვენ სახელდობრ ვერ ვიგონებდეთ და ჩვენი სალოცავი კი არ ივიწყებდეს. დანამადლისი ჰქონდეს ან ენითა, ან ხელითა, არადა სხვა საქმითა. აგრეთვე მაიხსენივნეს ის უპატრონო მკვდრებიცა, რომენთაცა მომგონებელი არა ჰყავ და შანდობის თქმას მოგელოდებოდენ. შანდობა ჰქონდეს იმათ სულებსა და პირქუშის ყმათა და შემოსწრებულ სტუმრებს სიცოცხლე და დღეგრძელობა.

 

 

182. სუფრისთვის სახელისდება სულთაკრეფას

    დიდება შენდა, ღმერთო, ცისა და ქვეყნის გამჩენო. ცის ნამთა და დედამიწის მწვანილთა დამაარსებელო. ღმერთო, შენგან არის გაჩენილი კაცისა სიკვდილ-სიცოცხლეცა, შენგან არის გაჩენილი ხსნილი და მარხვაცა და სულის ხსენებაცა. შენ მიეც მადლი და ბარაქა ამ სუფრის პატრონსა (სახელი), მწუხარება კეთილად მოათმენინე და ნუღარას მიჰკერძებ ამის გარდა სამწუხარო საქმესა. გაუმეტებია და გაუმზადებია ეს სუფრა, სასმელი და სანთელ-კელაპტარი ხვთისოსთვინა, როგორც გამეტებული იყოს, ისე მაიხსენიოს ხვთისოს სული ღმერთმა, ამ სეფისკვრითა, ზედაშითა და სანთელ-კელაპტრითა. თუ ვინმე მოჰბიროოდეს ამ სუფრაზედა და ჩვენ ვერ ვიცოდეთ, ხვთისოს მასპინძლობით მაიხსენივნეს ისინიცა, იქაურის წეს-სამართლითა. თავის ნებითამც გასცემს ხვთისო ამ სუფრიდან, ვისადაც რა ემეტებოდეს, ძალითამც ნურას ვინ გამოედავ-გამოეკიდება. ცოტამც დიდად ეჩვენება, რიოში წმინდად. ამ სითბოთა და სინათლითამც მიუვა, მზის შუქითა და სანთელ-კელაპტრითა. იმას შანდობა ჰქონდეს, იმის დანარჩენებს სიცოცხლე და დღეგრძელობა. დანარჩენ ცოცხლებს ჯვარი დაუწეროს ღმერთმა და ნუღარა სამწუხარო მოარგინოს. აკმაროს ზარალი ზარალად და დღეის გარდა სალხინო სამშვიდობო სუფრა ამზადებინოს.

 

 

 

 

 

 

მათურის თემი (ზურაბაულთ თემი)

 

 

183. ხევისბრის ლოცვა ვაჟის გაყვანის დროს ხატში

    დალოცვილო ჩვენო სალოცაო, შენთ ყმათ შემოემატა ეს წული, შენ იყმე და გაზარდე, გამოიყვანე კარგი კაცი, იმსახურე სხვათ ყმათან ერთადა, გამოიყვანე ბედიან-იღბლიანი, ნუვის თვალსა და გულს მორევ. შენდ წესი არ დაუკლავ და შენს წყალობას ნუ დააკლებ, შენი სახელის ჭირიმე.

 

 

184. ხევისბრის ლოცვა პატარძლის გაყვანის დროს მარიამწმინდაში

    დალოცვილო მარიამწმინდაო ხთიშობელო, შენ გევედრებით შენნი საყმონი კაცნიცა და დედაკაცნიცა, შენ უშველე შენს კარზე მოსულს რძალსა (სახელი), შენ აბედიანე და ნუ შაანანებ შენს კარზე თავის წესით მოსვლასა და ხვეწნა-ვედრებასა. ჩაუდევ წილი შენთ ყმათაში წულითა და წულის აკავნითა, შენთვის თავის წესი არ დაუკლავ და შენს წყალობას ნუ დააკლებ, შენი სახელის ჭირიმე.

 

 

უკანაფშავის თემი

 

 

185. დიდება წყაროსთაულის წმინდა გიორგის ხატში

    დიდება შენდა, ღმერთო მაღალო, ცისა და ქვეყნის გამჩენო, ხმელეთის დამდგმელო, ხორციელ–უხორცოთ გამჩენო და იმათთან წესრიგის დამაარსებელო. დიდება შენდა, კვირავ მადლიანო, ხთის მაღლის მოკარვეო. დიდება ძალსა და სახელსა შენსა, წყაროსთავ წმინდაო გიორგიო. შენთვის სამსახური მოუყვანია შენი წესის მიხედვითა ახალდამდგომ დასტურთა, მსახურთა. მოსულან შენს სამსახურებლად და დაწესებული წესის შესასრულებლადა, შეიწყნარენ და მიიღენ, დიდო წყაროსთავ წმინდაო გიორგიო, შენდა სამსახურებლადა. ხალიზი მიეცი და ბალინჯი საქმე აშორე, შენის სახელის ჭირიმე. თუ რამე საზიანო საქმე ეხედვებოდეს ამათ კაცსა, საქონსა, მააშორე შენის ძალითა და დიდებითა, დალოცვილო წმინდაო გიორგიო. ბევრი გყავ ორგული და მოღალატე და მაგათად დახედვებული მავნე საზიანო საქმე შენს ორგულ-მოღალატეზე გადაიღე და მაგათ სახლ-ჯალაფობას, კაცსა და საქონს მოაშორე. თუ რამე თავის უცოდინრობით გცოდონ ამ მომავალი წლის განმავლობაშია, შანაცოდვარი და შანაწყინარი შეუნდევ, შენი სახელის ჭირიმე, შანაწყინარზე ნურას საზიანო საქმეს მიაყენებ. ზღვნითა და სანთლით შაიხვეწენ და გადაახდევინე თავისი უგნურობით შანაცოდარი საქმე. თუ რამე ჩემის უვიცობით შენს ხსენებასა და დიდებას აკლდებოდეს, დალოცვილო წმინდაო გიორგიო, მაპატიე და შამინდევ. და შენთ ახალ დამდგომ დასტურთაცა შენს წყალობას ნუ დააკლებ.

 

1 2 3
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / ფოლკლორისტიკის კათედრის შრომები / ჯვარ-ხატთასადიდებლები