ხორხის ხეობა

 

186. დიდება აჩაქველზე

    ღმერთო, გაუმარჯვე გამარჯვებულსა დიდ ლომისასა, ქსნისა და არაგვის თავდამყურებელსა, შვიდიათასი ქართველი ტყვის დამხსნელსა, უყმოსა ყმისა მშველელს.

    ღმერთო, გაუმარჯვე გამარჯვებულსა წიფორის წმიდა გიორგის, ხმელ გორზე დაბრძანებულსა.

    ღმერთო, გაუმარჯვე გამარჯვებულსა პირიმზე ფუცის ანგელოზსა, ოქროს შიბიანს, ოქროს კალთიანსა.

    ღმერთო, გაუმარჯვე ნაღორევის წმიდა გიორგისა.

    ღმერთო, გაუმარჯვე გამარჯვებულსა ჩოხის წმიდა გიორგისა.

    ღმერთო, გაუმარჯვე გამარჯვებულსა ზეგარდის წმიდა გიორგისა.

    ღმერთო, გაუმარჯვე გამარჯვებულსა დუმაცხოს საღმთო მაღალსა.

    ღმერთო, გაუმარჯვე ხევის სალოცავებსა, სამებას მწყემსების მფარველსა, გაჭირვებული მგზავრის მშველელსა.

    ღმერთო, გაუმარჯვე გამარჯვებულსა გუდანის და ხახმატის ჯვარსა, ღმერთო, გაუმარჯვე გამარჯვებულსა ფშავ-ხევსურეთის სალოცავებსა – ლაშარს, ლაღ იახსარს, თამარ მეფეს, გმირ კოპალესა.

    ღმერთო, გაუმარჯვე გამარჯვებულსა ხორხის მომდევნო ანგელოზებსა, აჩაქველ წმიდა გიორგის, წვერის წმიდა გიორგისა, ლაღაურის წმიდა გიორგის, საყვირალის წმიდა გიორგისა, ყველაწმიდა ხვთიშობელსა, ადგილის დედასა.

    ღმერთო, გაუმარჯვე გამარჯვებულსა ქსნის სალოცავებსა – ლეამურის წმიდა გიორგისა, ვაკის ჯვარს პატიოსანსა.

    ღმერთო, გაუმარჯვე გამარჯვებულსა ბოდორნის ღვთიშობელსა.

    ღმერთო, გაუმარჯვე მცხეთის სვეტიცხოველსა, საქართველოს საქრისტიანოს ფუძეს.

    ღმერთო, გაუმარჯვე გამარჯვებულსა ზედაზენს მაღალსა, ჯვარსა პატიოსანსა, ნინოწმინდასა, დედათა მონასტერსა, დიდგორის სალოცავსა კულაბნობასა.

    ღმერთო, გაუმარჯვე გამარჯვებულსა ქართლ-კახეთის სალოცავებსა, ალავერდის წმინდა გიორგისა, გელათის წმინდა გიორგისა.

    ღმერთო, გაუმარჯვე გამარჯვებულსა მესხეთ-ჯავახეთის სალოცავებსა.

    ღმერთო, გაუმარჯვე გამარჯვებულსა სვანეთის სალოცავებსა.

    ღმერთო, გაუმარჯვე გამარჯვებულსა ასპინძის სალოცავებსა.

    ღმერთო, გაუმარჯვე გამარჯვებულსა სულ სამასსამოცდასამ წმინდა გიორგისა. სამასსამოცდასამი წმინდა გიორგი შეეწიოს თქვენ თავსა, ხელი მოგიმართოთ. მშვიდობა, ბარაქა, გამრავლება, გახარება, კარგად ყოფნა და ჯანმრთელობა მოგცათ.

ხორხი. ყარამან ხეტეშვილი, 1991 წ. 12 ივლისი, ჩამწერი ზურაბ კიკნაძე.

187. დიდება აჩაქველზე პეტრე-პავლობა დღეს

    ღმერთო დიდებულო, ღმერთო გამარჯვებულო, ქვეყნიერების გამჩენო სამას სამოცდასამი წმიდა გიორგის მადლო, ხელი მოუმართე ქართველ ერსა, ხელი მოუმართე ხორხსა, ხორხის შვილებსა, ღმერთო გაუმარჯვე გამარჯვებულსა დღევანდელი ღვთის მადლისა, აჩაქველის წმინდა გიორგისა (ხალხი: ამინ, ამინ!)!

    ღმერთო, გაუმარჯვე გამარჯვებულსა პეტრეპავლობის მადლსა (დიდი დღესასწაულია, მთელი საქართველო აღნიშნავს დღეს ამას).

    ღმერთო, გაუმარჯვე გამარჯვებულსა არაგვის ხეობის სალოცავებსა, ლომისის წმიდა გიორგისა, არაგვისა და ქსნის ხეობის თავდამყურებლებსა, სამიათასი ქართველი ტყვის დამხსნელსა, საქართველოს სალოცავთა მეფეთ მეუფესა (ხალხი: ამინ! ამინ!).

    ღმერთო, გაუმარჯვე გამარჯვებულსა მთა-მთიულეთის დანარჩენ სალოცავებსა: წიფორის წმინდა გიორგისა, ნაღვარევის წმინდა გიორგისა. ღმერთო, გაუმარჯვე გამარჯვებულსა ხადის ხეობის სალოცავებსა, ხადის მთავარმოწამესა.

    ღმერთო, გაუმარჯვე გამარჯვებულსა გუდამაყრის სალოცავებსა, დუმაცხოს საღვთო მაღალსა, პირიმზე ფუძის ანგელოზსა.

    ღმერთო, გაუმარჯვე გამარჯვებულსა ხევის სალოცავებსა, ივანე ნათლისმცემელსა, დარიალის ხეობაში დაბრძანებულსა, მწყემსების მფარველსა.

    ღმერთო, გაუმარჯვე გამარჯვებულსა წვერის სპარსანგელოზსა, სამების მადლსა, ბეთლემის ჯვარსა (ხალხი: ამინ!).

    ღმერთო, გაუმარჯვე გამარჯვებულსა ფშავ-ხევსურეთის სალოცავებსა, გმირ კოპალესა, იახსარ წმინდა გიორგის.

    ღმერთო, გაუმარჯვე გამარჯვებულსა ხახმატის ჯვარსა, გუდანის ჯვარსა.

    ღმერთო, გაუმარჯვე გამარჯვებულსა ლაშარსა, თამარ მეფესა, ლახტ იახსარსა, დევების მეომარსა.

    ღმერთო, გაუმარჯვე გამარჯვებულსა კახეთის სალოცავებსა, ალავერდის წმინდა გიორგის.

    ღმერთო, გაუმარჯვე გამარჯვებულსა ნეკრესის წმინდა გიორგის, შუამთის, თუშეთის სალოცავებსა, დიკლოსა და ომალოს წმინდა გიორგის (ხალხი: ამინ!).

    ღმერთო, გაუმარჯვე გამარჯვებულსა მცხეთის სალოცავებსა, სვეტიცხოველსა, საქართველოს ქრისტიანობის ფუძის ჩამყრელსა, ჯვარსა პატიოსანსა, წმინდა დემეტრეს, წმინდა ნინოსა, კალოუბანსა, შიომღვიმის სალოცავებსა (ხალხი: ამინ!).

    ღმერთო, გაუმარჯვე გამარჯვებულსა ბოდორნისა და წილკნის ღვთისმშობელს, ყმათა და დედათა მფარველს.

    ღმერთო, გაუმარჯვე გამარჯვებულსა ქსნის ხეობის სალოცავებსა.

    ღმერთო, გაუმარჯვე გამარჯვებულსა შუა ქართლის სალოცავებსა: გორისჯვარსა, გერის წმინდა გიორგისა.

    ღმერთო, გაუმარჯვე გამარჯვებულსა დასავლეთ საქართველოს სალოცავებსა, მარტვილის წმინდა გიორგისა.

    ღმერთო, გაუმარჯვე გამარჯვებულსა ილორის წმინდა გიორგისა, ზემო და ქვემო სვანეთის სალოცავებსა, უშგულისა და ლატალის წმინდა გიორგისა (ხალხი: ამინ!).

    ღმერთო, გაუმარჯვე გამარჯვებულსა წმინდა-ნიკორწმინდასა, რაჭა-ლეჩხუმის მთავარანგელოზსა.

    ღმერთო, გაუმარჯვე გამარჯვებულსა ვარძიის ღვთისმშობლის სალოცავს.

    ღმერთო, გაუმარჯვე გამარჯვებულსა საქართველოს გარეთ დაბრძანებულ სალოცავებსა.

    ღმერთო, გაუმარჯვე გამარჯვებულსა ხორხის სალოცავებსა – აჩაქველ წმინდა გიორგისა, წვერის წმინდა გიორგისა, ლაღაურ წმინდა გიორგისა, საყვირალ წმინდა გიორგისა, ერთმანეთის მოძმე-მოყმეთა, სოფლის თავდამყურებელსა (ხალხი: ამინ!).

ხორხი. გაიოზ ყარამანის ძე ხეტეშვილი, დაახლ. 35 წლ., აჩაქველზე, პეტრე-პავლაბა დღეს. 1991 წლის ივლისი. ჩამწერი ზურაბ კიკნაძე.

 

 

 

    მთიულეთი

 

188. დეკანოზის ლოცვა სანთლის ანთების დროს წკერეს კვირაცხოველში

    დიდება ღმერთს, დიდება ღმერთს, დიდება იესო ქრისტეს, ძეს მამისას მარჯვნივ მჯდომს, ქვეყნიერების დამაარსებელს, ცის დამხურავს, დედამიწის დამდგმელს, ცა-ვარსკვლავების გამჩენს, ყოვლისმპყრობელ ღმერთს.

    ღმერთო, გაუმარჯვე დიდ ლომისის წმინდა გიორგის, ხორეშანით მობრძანებულს, შვიდიათასი ტყვის მხსნელს, ქსნისა და არაგვის თავდამყურებელს.

    ღმერთო, გაუმარჯვე ბეგოთ სახვთოს, ხმელგორზე დაბრძანებულს, ოქროსკარავიანს.

    ღმერთო, გაუმარჯვე ალავერდის წმინდა გიორგის.

    ღმერთო, გაუმარჯვე ჩვენს სალოცავს კვირაცხოველს, წვერის თავს დაბრძანებულს, ხთის კარზე მდგომს, ხთის იასაულს.

    ღმერთო, გაუმარჯვე ადგილის დედას, თავარანგელოზს, წმინდა გიორგის ყველაწმინდა ხთიშობელს.

    ღმერთო, გაუმარჯვე გერგეტის თავს დაბრძანებულს სამებას.

    ღმერთო, გაუმარჯვე იოანე ნათლისმცემელს.

    ღმერთო, გაუმარჯვე ღუდას ყველაწმინდას, ქვა წულად მქცეველსა.

    ღმერთო, გაუმარჯვე მუღურის თავს დაბრძანებულს წმინდა გიორგის (დეკანოზი – ესეც ლომისაა).

    ღმერთო, გაუმარჯვე დედა ხთიშობელს, ცეცხლიჯორს, პატიოსანს, ცეცხლით მოარულსა.

    ღმერთო, გაუმარჯვე დედა მარიამს, ჩვენს სალოცავს ხადის თორმეტწამეს (დეკანოზი – ესეც წმინდა გიორგია).

    ღმერთო, გაუმარჯვე ვილიას წმინდა გიორგის, ქუცურთ სახთოს, თევდორეს წმინდა გიორგის.

    ღმერთო, გაუმარჯვე ბედოთში დაბრძანებულს ხთიშვილთ, სახვთო მაღალს, წვერის ანგელოზს, კვირაცხოველს.

    ღმერთო, გაუმარჯვე ნაღვარევის წმინდა გიორგის, ნიაღვრით გამოტანილს.

    ღმერთო, გაუმარჯვე ქარჩათ სახვთოს, იალბუზზე დაბრძანებულს, წვერის ანგელოზს.

    ღმერთო, გაუმარჯვე მაცხოვარს, ქაშუეთის წმინდა გიორგის.

    ღმერთო, გაუმარჯვე კობათ წმინდა გიორგის, მთაწმინდას.

    ღმერთო, გაუმარჯვე წიფორის წმინდა გიორგის, ხმელგორზე დაბრძანებულს.

    ღმერთო, გაუმარჯვე ყველა სოფელში დაბრძანებულ ხთიშვილთ.

    ღმერთო, გაუმარჯვე გუდამაყარში დაბრძანებულ ხთიშვილთ: დუმაცხოს სახთოს, წვერის ანგელოზს.

    ღმერთო გაუმარჯვე ზეგარდის წმინდა გიორგის.

    ღმერთო, გაუმარჯვე პირიმზეს, ფუძის ანგელოზს, ჟამ-უჟამოთ მოარულს, უყმოსა ყმისა მშველელს.

    ღმერთო, გაუმარჯვე დედა მარიამს, ჩოხის წმინდა გიორგის.

    ღმერთო, გაუმარჯვე ფშავ-ხევსურეთის სალოცავებს: ხახმატის ჯვარსა, გუდანის ჯვარსა, ლაშარის ჯვარსა.

    ღმერთო, გაუმარჯვე იახსარს, გმირ კოპალეს, ლახტიანსა.

    ღმერთო, გაუმარჯვე მცხეთის სვეტიცხოველსა, სიონის წმინდა გიორგის.

    ღმერთო, გაუმარჯვე მთლად საქართველოს სამას სამოცდასამ წმინდა გიორგის.

    ღმერთო, გაუმარჯვე ჩვენს საქართველოში რჯულის შემომტან წმინდა ნინოს.

    ღმერთო, გაუმარჯვე საქართველოს ყველა კუთხის კეთილ ანგელოზს.

    ღმერთო, გაუმარჯვე ცის ნამს, დედამიწის ბარაქას.

    ღმერთო, გაუმარჯვე ხარის ქედსა, მშრომელი ადამიანის მარჯვენას, მაღალ ღმერთს, უფალს.

    გადმოგვხედე წყალობით. უშველე ჩვენს საქართველოს. საქართველოსთან მთა-მთიულეთს, მთა-გუდამაყარს, მასთან ერთად ჩვენ ხადას, ხადასთან ჩვენ სოფელ წკერეს.

    ამინ!

წკერე. დეკანოზი ნიკალა ჯერმიზაშვილი, 60 წლ., 1996 წ. 11 ივლისი. ჩამწერი ხვთისო მამისიმედიშვილი.

 

 

189. დეკანოზის ლოცვა იუხოს ხატში

    ღმერთმა გაუმარჯოს წმინდა ნინოსა, ადგილის დედასა, ვილიას წმინდა გიორგის, ბეგოთ სამხვთოს, წმინდა წვერზე დაბრძანებულს, ალავერდს, ლომისის წმინდა გიორგის, მუღურის თავს დაბრძანებულს, ხადის მთავარმოწამეს, წკერის თავს დამყურებელს კვირიაცხოველს, თევდორეს, ქოროღოს დედა ღვთიშობელს, ცეცხლიჯორს – ცეცხლით მოარულს, ლომისას – ქსნის და არაგვის დამყურებელს, ქუცურთ სამხვთოს, ქარჩათ სამხვთოს, ნაღვარევის წმინდა გიორგის, ქაშვეთს, ჩოხის წმინდა გიორგის, წიფორის წმინდა გიორგის, ხმელ გორზე დაბრძანებულს, კობათ სალოცავს, უშველოს თავის მლოცავს, ჯვარი დასწეროს, ხელი მოუმართოს.

იუხო. ხევისბერი ალექსი სტეფანეს ძე სისაური, 65 წლ., ჩამწერი ტრისტან მახაური, 1989 წლის 9 ივლისი.

 

 

190. დეკანოზის ლოცვა ბეგოთ საღვთოში

    ღმერთო, გაუმარჯვე გამარჯვებულსა ბეგოთ საღვთოს ძლიერსა, იალბუზზე ბრძანებულსა.

    ღმერთო, გაუმარჯვე დიდს ალავერდსა, ღმერთის მოწმესა.

    ღმერთო, გაუმარჯვე გამარჯვებულს დიდს ლომისასა, ქსნისა და არაგვის ზედამხედველს, ხოშარეთ მობრძანებულსა.

    ღმერთო, გაუმარჯვე ღუდას ყოვლაწმინდას, ქვის წულად მქცეველსა.

    ღმერთო, გაუმარჯვე ცეცხლისჯვარს, ცეცხლით მოარულსა.

    გაუმარჯოს ხთიშობელ დედას, ხთის კარზე მდგომელსა.

    გაუმარჯოს კვირიაცხოველს, წკერის თავს დაბრძანებულსა.

    გაუმარჯოს ხადისა თორმეტწამეს, ხადის მოწამესა.

    გაუმარჯოს ადგილის დედას, დედა მარიამსა.

    გაუმარჯოს თევდორეს პატიოსანსა, ქუცურთ საღვთოს, სვიანათ სალოცავებსა.

    გაუმარჯოს ნაღვარევის წმინდა გიორგის, ნიაღვრით მობრძანებულსა.

    ღმერთო, გაუმარჯვე ქაშვეთის წმინდა გიორგის, ბუჩუკურების სალოცავებსა.

    ღმერთო, გაუმარჯვე მთაწმინდას მთავარანგელოზსა, კობათ თავს დაბრძანებულსა.

    გაუმარჯოს წიფორის წმინდა გიორგისა, ხმელგორზე ბრძანებულსა, დიდი ლომისის მოყმე-მოძმესა.

    გაუმარჯოს გამარჯვებულსა პირიმზე ფუძის ანგელოზსა, უყმოსა ყმის მეშველსა.

    გაუმარჯოს ჩოხის წმინდა გიორგისა, ჩოხს დაბრძანებულსა.

    გაუმარჯოს დუმაცხოს წვერის ანგელოზსა.

    გაუმარჯოს გამარჯვებულსა დიდ ლაშარის ჯვარსა, ხახმატის ჯვარს, გმირ კოპალეს, იახსარსა, მთლად ფშავ-ხევსურეთის სალოცავებსა.

    ღმერთო, გაუმარჯვე მცხეთის წმინდა გიორგისა, დიდ მაცხოვარსა.

    ღმერთო, გაუმარჯვე გერგეტის წმინდა გიორგისა, წმინდა სანებას, მთლად ხევის სალოცავებსა.

    ღმერთო, გაუმარჯვე მთლად საქრისტიანოს სალოცავებსა!

ხადა. ვანო ლევანის ძე ბეგოიძე, 64 წლ., ბეგოთ საღვთო (ხადას ხეობა), ჩამწერი ტრისტან მახაური, 10.VII.89 წ.

 

 

191. საკლავით მოსული მეზღვნის დალოცვა წკერეს კვირიაცხოველში

    ჩვენო სალოცავო, კვირიაცხოველო, გივიაY, ჯერმიზიათი, ჩემი შვილი მოსულა თავის სალოცავში, თავის მოედანზე. თავს გახვეწებს, თავის ოჯახს, თავის შვილებს, თავის ხიზანს. სანთელ-საკლავი მოუყვანია, ღირსად მიიღე მისი სამსახური, კეთილად, მრავალს დაასწარ შენს ვარდის დღეობას.

წკერე. დეკანოზი ნიკალა ჯერმიზაშვილი ვასილის ძე. დაბად. 1936 წ. ჩაიწერა ხვთისო მამისიმედიშვილმა 1997 წლის 10 ივლისს.

 

 

 

192. დეკანოზის ლოცვა ქარჩათ საღვთოში

    ღმერთო, გაუმარჯვე დიდ ლომისის წმინდა გიორგის, ხორაშნით მობრძანებულს, შვიდი ათასი ტყვის მხსნელს, ქსნისა და არაგვის თავდამყურებელს.

    ღმერთო, გაუმარჯვე ბეგოთ სამხვთოს ხმელ გორზე დაბრძანებულსა.

    ღმერთო, გაუმარჯვე ქარჩათ სამხვთოს მაღალ მთაზე დაბრძანებულსა, ბეგოთ სამხვთოს მოძმე-მომხრესა (შემდეგ ჩამოთვლის დანარჩენ ჯვარ-ხატებს).

ლაკათხევი. ქარჩაიძე ილო ნიკოს ძე. დაბად. 1940 წელს., ჩაიწერა ხვთისო მამისიმედიშვილმა ხადაში 1997 წლის 10 ივლისს.

 

 

193. დეკანოზის ლოცვა

    ღმერთო, გაუმარჯვე ცისა და ქვეყნის დამდგინებელ ღმერთსაო.

    ღმერთო, გაუმარჯვე წიფორის წმინდა გიორგის.

    გაუმარჯოს კობის წმიდა გიორგის, გერგეტის წმიდა სამებას.

    გაუმარჯოს ლომისის წმიდას გიორგის, მთიულეთის სალოცავს.

    გაუმარჯოს ღუდას ყოვლად წმიდას, ქვაწულად მქცეველს.

    გაუმარჯოს პირიმზე ფუძის ანგელოზს, მთიულეთ-გუდამაყრის სალოცავს.

    გაუმარჯოს საღვთო მაღალს, კვერდაუკრავ შიბით შემოსილს.

    გაუმარჯოს ხადის მთორმეწამეს, ხადის მთით დაბრძანებულს.

    გაუმარჯოს ჩვენ სალოცავებს, წმიდას გიორგის, კვირაცხოველს.

    გაუმარჯოს ცეცხლის ჯვარს, ცეცხლით მეომარს.

    გაუმარჯოს ემ ადგილის დედას, ემ ადგილის მამდევარ ანგელოზს.

    გაუმარჯოს თლად საქართველოს ხთიშვილ ანგელოზთ!

    მათო მადლო, მათო ძალო, დეეხმარე მთლად საქართველოს, მთლად საქართველოს დამხმარეს კაცს, იმათთან დეეხმარეთ მთიულეთს და მთიულეთის დამხმარე კაცს.

    მემრე დეეხმარე (სოფლის სახელი) სოფლის დამხმარე კაცთ.

    ბარაქა დაუდევ ნახნავს, კაცით ნამუშევარს, ნახნავთ, ნათესში, შინ მუშასა, კარში გამსვლელს, თავის მარჯვენით ნამუშევარი დაახარჯვინე სალხინ-საქორწილოზე. მე ეგ ლოცვა რაც ცოდვილი პირით დავაკლო, წყალობა ნუ დაგაკლოთ.

    მთქმელი სეთურიძე ისაკო აბრამის ძე.

 

 

194. ლომისას სადიდებელი

    ღმერთო, დიდება შენთვინაო.

    ღმერთო, შენთვინაო.

    ღმერთო, გაუმარჯვეო დიდ ლომისასაო, ხორასნიდან მობრძანებულსაო, შვიდი ათასი ტყვის დამხსნელსაო; ქსნისა და არაგვის დამყურებელს დიდ ლომისასაო!

    ღმერთო, გაუმარჯვე ღუდის ყოვლად წმიდასაო, ქვა-წულად მქცეველსა.

    ღმერთო, გაუმარჯვე გერგეტის ხვთისმშობელ დედასა.

    ღმერთო, გაუმარჯვე ხადის მთორმეწამესაო, იალბუზზე დაბრძანებულსაო.

    ღმერთო, გაუმარჯვე კიდავ ნაღვარევის წმიდა გიორგისაო

    ღმერთო, კიდა გაუმარჯვე წიფორის წმიდა გიორგის

    ღმერთო, გაუმარჯვე გუდამაყრის სალოცავს ფუძის ანგელოზსა

    ღმერთო, გაუმაჯვე მთელი ქვეყნიერობის სალოცავებსაო

    იმათ ძალო და სამართალო, შენ უშველე მთელ საქრისტიანოს!

    ღმერთო, შენო ძალო და სამართალო, შენ უშველე საბურდულოსაო. შენს მხვეწარს, შენს მლოცავს, შენს მაქებ-მადიდებარსაო. მშვიდობით ამყოფე, ხელი მაუმართე

    ლოცვა ჩვენი – რგება ღვთისაო

    შეგეწიოთ წყალობა მაღალ ღვთისაო.

 

 

 

195. სადიდებელი ღუდის ყველაწმინდაში

    გაუმარჯოს ლომისას:

    ლომისა შეეწიოთ თავის ყმათ, თავის მრევლთ.

    გაუმარჯოს საღმთოს,

    გაუმარჯოს ხთისმშობელ დედას.

    გაუმარჯოს ხადის მთავარ მეწამეს წმინდა გიორგის.

    გაუმარჯოს ნაღორევის წმინდა გიორგის.

    გაუმარჯოს პირიმზე ფუძის ანგელოზს.

    გაუმარჯოს დუმაცხოს საღმთოს.

    გაუმარჯოს წმინდა ნინოს.

    გაუმარჯოს ცეცხლის ჯვარს.

    გაუმარჯოს ღუდის ყველაწმიდას ქვის წულად მქცეველს.

 

 

196. დეკანოზის ლოცვა

    დიდება ღმერთს, მადლი ღმერთს!

    გაუმარჯოს ქვეყნის გამჩენელს უფალ იესო ქრისტეს.

    მემრე გაუმარჯოს კვირა ცხოველს, კვირიას პატიოსანს.

    მემრე გაუმარჯოს სახვთო მაღალსა, იალბუზ მთაზე დაბრძანებულსა,

    ალავერდის წმინდა გიორგის, ყველაწმინდა ღვთისმშობელს,

    ადგილის დედას, წმინდა გიორგის, მთავარანგელოზს, ხადის მთავარმოწამეს, მუღურის თავს ბძანებულ წმიდა გიორგის, თედორეს წმიდა გიორგის, ქუცურთ სახვთოს, სვიანაან თავს დაბრძანებულს, ლომისის წმინდა გიორგის, ხორაშნით მობრძანებულს, შვიდი ათასი ტყვის დამხსნელს, ღუდის ყველა წმინდას, ქვის წულადა მქცეველს, ნაღორევის წმინდა გიორგის, ლაშარის წმინდა გიორგის, ცეცხლისჯორს, მთის თავზე დაბრძანებულს. წიფორის წმინდა გიორგის, პირიმზე ფუძის ანგელოზსა, ჟამ-უჟამოთ მოარულს, უყმო ყმის მშველელს.

 

 

197. ლოცვა ლომისის ხატში

    ღმერთო, დიდო ლომისაო,

    გამარჯვებულო, საქრისტიანო სალოცავო,

    შენ დეეხმარე მუდამ შენ ყმასა,

    შენ მეხვეწართაო, შენ მლოცველთა,

    წულგაჭირვებულსაო წული გაუჩინე,

    ათასად გაუხდინე,

    დალოცვილო უფალო,

    ავადნაყოფი თუ ჰყავს, გაუსაღე,

    ჯანსაღად დაუყენე,

    შააძლებინე შენი სამსახური.

 

 

 

198. დასნეულებულის შეხვეწება ცეცხლისჯვრისადმი

    გამარჯვებულო ცეცხლის ჯვარო,

    დასაჯულია თქვენგნიდან, დასნეულებული. ასრულებს სამსახურს. თქვენი წყალობა მიეცით და ალალი იქნას  მისი ხვეწნა-ვედრება.

 

 

199. დეკანოზის ლოცვა წიფორის ხატში

    ღმერთო, თქვენ ხართ სამართლიანი, ღმერთო, თქვენ ხართ უძლეველი. ღმერთო, თქვენგან არის ქვეყანა გაჩენილი, ცა ამაღლებული, დედამიწა დამყარებული. ღმერთო, თქვენ გაუმარჯვეთ დიდს უფალსა იესო ქრისტეს, მაცხოვარს პატიოსანს, მამაზეციერს, ყოვლაწმინდა ხთისმშობელს, წმინდა ნინოს, დედას მარიამს, ძლევამოსილ დიდ თამარ მეფეს, მის წმინდათწმინდას გვირგვინს – დიდ საქართველოს.

    ღმერთო, თქვენ გაუმარჯვეთ თავში დიდ ლომისას, ლომგულს, ხორეშანს შვიდიათასის ტყვეთა მხსნელს.

    ღმერთო, თქვენ გაუმარჯვეთ ხელმწიფეს პირიმზეს, მზით მოარულს, ალვის ტანიანს. ღმერთო, თქვენ გაუმარჯვეთ ძლევამოსილ დიდ ფუძის ანგელოზს, უყმო ყმის მშველელს, დამშველებელს, ჟამთა უჟამურთ მოარულ დავლათიანს ანგელოზს, დევ-კერპთა შავ ზღვას იქით გადამსროლელ-გადამტყორცნელსა.

    ღმერთო, თქვენ გაუმარჯვეთ ბზოვნის წვერის ანგელოზს, ბატონს წიფორის წმინდას გიორგის, ხმელი გორის ანგელოზს, ძლიერსა და ყმიანს, ლახტიან-მათრახიანს.

    ღმერთო, თქვენ გაუმარჯვეთ დიდ წვერის ანგელოზს, დიდ ყველაწმინდას, დიდს მთავარანგელოზს, მთავრით ხსენებულს, ოქროს შიბიანს, ცის სვეტიდან ჩამობრძანებულს.

    ღმერთო, თქვენ გაუმარჯვეთ ჭიკათ წმინდას გიორგის, კობათ წმინდას გიორგის, ნაღორევს წმინდას გიორგის, ქაშვეთს წმინდას გიორგის, ხადაში ნახსენებ ხთიშვილთ: ხადის მთავარმოწამეს, ბეგოთ სახვთო მაღალს, კვირაცხოველს, ცეცხლისჯვარს, ცეცხლით მოარულს, ლაშარის წმინდას გიორგის, ლაშქართ მოარულს.

    ღმერთო, თქვენ გაუმარჯვეთ მთისა და ბარის სალოცავებს, დუმაცხოს სახვთომაღალს, ზეგარდის წმინდას გიორგის.

    ღმერთო, თქვენ გაუმარჯვეთ ფშავ-ხევსურეთში ნახსენებ ხთიშვილთ: გმირს კოპალეს, ლაღს იახსარს, ხელმწიფეს ლაშარის ჯვარს, გუდანის ჯვარს, ხახმატის ჯვარს, მგზავრს გიორგის.

    ღმერთო, თქვენ გაუმარჯვეთ ხანდო-ჭართალში, ბანცურს, ცხვედიათს, დოლასქედს, ვაშლობს, ჯუღისს სათავეს ნადიდებ-ნახსენებ ხთისშვილებს.

    თქვენამც გაგემარჯვებათ ანანურს დაბრძანებულ ხვთისმშობელს დედას, ბოდორნის ხვთისმშობელს, წმინდას გიორგის.

    თქვენ გაუმარჯვეთ ჯვრის მონასტერში, სვეტიცხოველში, სიონის ეკლესიაში, წმინდა სამებაში, თეთრ გიორგიში, ალავერდში ნადიდებ-ნახსენებს ხთისშვილებს.

    დიდო მეუფეო, ძალი ძალს მიეცით, მხარი მხარს მიეცით, თქვენ უშველეთ თქვენგან გაჩენილს ქვეყანას. ყველაზე ძალიან ეხლა სჭირდების თქვენგან მოვლა-პატონობა ამ დიდ სიცოცხლეს. უშველეთ და დაეხმარეთ. ამრავლეთ მრევლი თქვენი, ნურც გაათავებთ კაცთა მოდგმასა. გყავდეთ მლოცავი წამებული, ხალხი მრავალი.

ფასანაური. ნიკო ქავთარაძე, ჩამწერი ტრისტან მახაური. 1985 წლის 8 სექტემბერი.

 

 

 

გუდამაყარი

 

200. სადიდებელი ფუძის ანგელოზის ხატში (უკანახო)

    ღმერთო, შენა ხარ სახსენებელი, ღმერთო, შენა ხარ სადიდებელი, ქვეყნიერების გამჩენო და დამდგინებელო. მამაო ზეციერო, ჩვენო სულის ჩამდგმელო, შენამც იდიდე, დიდებულო, დიდად სახსენებელო. შენ გეხვეწებიან შენი წამებულნი, შენ უშველე, გამარჯვებულო დიდო ფუცის ანგელოზო. გამარჯვებულო, ივანე გეხვეწება, თავს გახვეწებს, თავის ყოფა-ცხოვრებას. შენ უშველე, გამარჯვებულო. შენს წინაშე სანთელი აუნთია, თასი აუვსია, სამსახური წამაუყენებია. ღვთის კარზე მაიხმარე, გამარჯვებულო. შენ მიჰყევი, შენ დეეხმარე, გამარჯვებულო, ამის კაცსა, ამის საქონელს, შენ გაამრავლე, დიდო ფუცის ანგელოზო (ხალხი: ამინ! ამინ! ამინ!).

    დიდეება ღმერთსა, მადლი ღმერთსა, მადლი მოწყალეს მოსამართლესა. ღმერთო, გაუმარჯვე სამღთოს მაღალსა, სამართალს ღვთისასა. ღმერთო, გაუმარჯვე თავში კვირესა, კვირეს გავლილობას, ღვთის კარის მაშვენებელს, კეთილის პასუხის მიმტანსა და მამტანსა, კეთილის კარავის დამდგმელს ანგელოზსა. გაუმარჯოს! (ხალხი: ამინ, ამინ!)

    ღმერთო, გაუმარჯვე დიდებულსა ემ ბორტვის მამყოლს ანგელოზს, მთავარს, მთავრობით სახსენებელსა. ღმერთო, გაუმარჯვე ბატონს ფუცის ანგელოზს, ყმის საიმედოს, უყმო ყმის დამშველებელს ანგელოზს გამარჯვებულს. ღმერთო, გაუმარჯვე დიდებულსა დედას ღვთისასა, ღვთისმშობელს, წმინდა სანებას, წმიდას ცის ნამის გადმამშვებელს, დედამიწის ძუძუ-მკერდის დამკურთხებელსა, გამარჯვებულს. ღმერთო, გაუმარჯვე თავს ლომისას, გამარჯვებულს, ხორასანთ ტყვეთა მხსნელსა ანგელოზს, იქით ქსნის დამყურეს, აქეთ არაგვისას, გამარჯვებულსა (ხალხი: ამინ!).

    ღმერთო, გაუმარჯვე ხემწიფეს პირიმზეს, პირიმზეს ახალციხისას, მოწყალეს, მოსამართლესა, გამარჯვებულსა.

    ღმერთო, გაუმარჯვე მცხეთას სვეტის ნათელს, წმინდა ნინოს, საქართველოს განმანათლებელსა, დარიალას სამან-სამძღვრის ჩამგდებსა, სახმელეთოს თავისაკე დამგდებსა გამარჯვებულს (ხალხი: ამინ! ამინ!).

    ღმერთო, გაუმარჯვე დიდებულს თამარ მეფეს, ზღვაში სამნის ჩამგდებსა.

    ღმერთო, გაუმარჯვე ლაშარს, ლაშქრის წინამძღომელს გამარჯვებულსა.

    ღმერთო, გაუმარჯვე ივანეს ოქროს პირისას, რჯულის გულისათვის თავმოკვეთილს და სისხლდაღვრილს  ანგელოზს, გამარჯვებულს (ხალხი: ამინ! ამინ!).

    ღმერთო, გაუმარჯვე გმირს კოპალასა, დიდის უნჯისა და განძის პატრონს ანგელოზს. ღმერთო, გაუმარჯვე იახსარს, დეკ-კერპების გადამსხვავებელს, ხახმატის ჯვარს, ქაჯავეთის სიმაგრის გამტეხს, გამარჯვებულო.

    ღმერთო, გაუმარჯვე ორის წყლის ბატონსა და პატრონს ანგელოზს.

    ღმერთო, გაუმარჯვე თეთრი გიორგის, მოსამართლეს გამარჯვებულსა.

    ღმერთო, გაუმარჯვე საქართველოს მთა-ბარის სალოცავებს.

    ძალო იმათაო, სამართალო ღვთისავ, დიდო ფუცის ანგელოზო, გეხვეწებიან შენი ყმანი, გამარჯვებულო. ივანე გეხვეწება, თავს გახვეწებს, თავის ყოფა-ცხოვრებასა, გამარჯვებულო! უშველე, გამარჯვებულო. შენს კარზე სანთელი აუნთია, სამსახური წამაუყენებია, ღვთის კარზე მაიხმარე, გამარჯვებულო. სწყალობდე, გამარჯვებულო, ივანეს, ივანეს ცოლ-შვილს, ივანეს საბოლოოსა. შენ აიღე ღირსად, ღვთის კარზე მაიხმარე, გამარჯვებულო. ღვთიდან დიდი წყალობა გამაიტანე ივანესად.

    დაგლოცოს, შაგინახოს გამარჯვებულმა, ვაჟები გაგიმრავლოს!

უკანახო. დეკანოზი თორღვა წიკლაური. ფუძის ანგელოზის დღეობაზე.

 

 

 

201. სადიდებელი ფუძის ანგელოზის ხატში (უკანახო)

    დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა, მადლი მოწყალესა მოსამართლესა. ღმერთო, გაუმარჯვე სამღთოს მაღალს, სამართალს ღვთისას. ღმერთო, გაუმარჯვე თავში კვირესა, კვირეს გავლილობას, ღვთის კარის მაშვენებელს, კეთილის პასუხის მიმტანსა და მომტანსა, კეთილის კარვის დამდგმელს ანგელოზსა, გაუმარჯოს (მლოცავი: ამინ! ამინ! ამინ!)!

    ღმერთო, გაუმარჯვე დიდებულსა ემ ბორტვის მამყოლს ანგელოზს, მთავარს, მთავრობით სახსენებელსა.

    ღმერთო, გაუმარჯვე ბატონს ფუძის ანგელოზს, ყმის საიმედოს, უყმო ყმის დამშველებელს ანგელოზს, გამარჯვებულს.

    ღმერთო, გაუმარჯვე დიდებულსა დედას ღვთისასა, ღვთისმშობელს, წმიდას სანებას, წმიდას ცის ნამის გადმამშვებელს, დედამიწის ძუძუ-მკერდის დამკურთხებელსა და გამარჯვებულს.

    ღმერთო, გაუმარჯვე თავს ლომისას, გამარჯვებულს, ხოროსანს ტყვეთა მხსნელსა ანგელოზს, იქით ქსნის დამყურეს, აქეთ არაგვისას, გამარჯვებულსა! (მლოცავი: ამინ!).

უკანახო. დეკანოზი თორღვა წიკლაური, ჩამწერი ზურაბ კიკნაძე.

 

 

202. სადიდებელი ფუძის ანგელოზის ხატში

    ღმერთო, შენა ხარ სახსენებელი და სადიდებელი. ღმერთო, შენ გეხვეწებიან, დიდებულო, შენი წამებულნი, დიდო ფუძის ანგელოზო, ბატონო ბედნიერო, უშველე მაშოსა, გამარჯვებულო. მაშო გეხვეწება, გამარჯვებულო, თავს გახვეწებს, თავის ყოფა-ცხოვრებას. უშველე, გამარჯვებულო, დიდო ფუძის ანგელოზო. შენს სადიდებულოდ თასი აუვსია, სანთელი აუნთია, სამსახური წამოუყენებია, გამარჯვებულო, და ხთის კარზე მაიხმარე, დიდო ფუძის ანგელოზო. უშველე, გამარჯვებულო, და ხალისი მიეც, გამარჯვებულო, დიდო ფუძის ანგელოზო, აპატივე დანაშაული, თუ რაიმე ეცოდვების პირის ქარითა, ფეხის ნალითა, დიდებულო დიდო ფუძის ანგელოზო, გამარჯვებულო.

    ღმერთო, გაუმარჯვე ხემწიფეს პირიმზეს, პირიმზეს ახალციხისას, მოწყალეს მოსამართლეს, გამარჯვებულსა.

    ღმერთო, გაუმარჯვე მცხეთას სვეტის ნათელს, წმინდა ნინოს, საქართველოს განმანათლებელს, დარიალას სამან-სამძღვრის ჩამგდებსა, სახმელეთოს თავისკე დამგდებს, გამარჯვებულს (მლოცავი: ამინ! ამინ!).

    ღმერთო, გაუმარჯვე დიდებულს თამარ მეფეს, ზღვაში სამანის ჩამგდებსა.

    ღმერთო, გაუმარჯვე ლაშარს ლაშქრის წინამძღოლს, გამარჯვებულსა.

    ღმერთო, გაუმარჯვე ივანეს ოქროს პირისას, რჯულის გულისთვის თავმოკვეთილს და სისხლდაღვრილს ანგელოზს, გამარჯვებულო (მლოცავი: ამინ! ამინ!)!

    ღმერთო, გაუმარჯვე გმირს კოპალასა, დიდის უნჯისა და განძის ბატონს და პატრონს ანგელოზს.

    ღმერთო, გაუმარჯვე იახსარს, დევ-კერპების გადამსხვავებელს, ხახმატის ჯვარს, ქაჯავეთის სიმაგრის გამტეხსა, გამარჯვებულო.

    ღმერთო, გაუმარჯვე ორი წყლის ბატონსა და პატრონს ანგელოზსა.

    ღმერთო, გაუმარჯვე თეთრი გიორგის, მოსამართლეს გამარჯვებულსა.

    ღმერთო, გაუმარჯვე საქართველოს მთა-ბარის სალოცავებს.

    ძალო იმათაო, სამართალო ღვთისავ, დიდო ფუძის ანგელოზო, გეხვეწებიან შენი ყმანი. ივანე გეხვეწება, თავს გახვეწებს, თავის ყოფა-ცხოვრებასა, გამარჯვებულო. უშველე, გამარჯვებულო, შენს კარზე სანთელი აუნთია, თასი აუვსია, სამსახური წამოუყენებია. ღვთის კარზე მაიხმარე, გამარჯვებულო. სწყალობდე, გამარჯვებულო, ივანეს, ივანეს ცოლ-შვილს, ივანეს საბოლოოს. შენ აიღე ღირსად, ღვთის კარზე მაიხმარე, გამარჯვებულო, ღვთიდან დიდი წყალობა გამაიტანე ივანესად. დაგლოცოს, შეგინახოს გამარჯვებულმა, ვაჟები გაგიმრავლოს.

უკანახო. დეკანოზი თორღვა წიკლაური, უკანახოს ფუძის ანგელოზის დღეობაზე.

 

 

 

203. დამწყალობნება ფუძის ანგელოზში

     ფუძის ანგელოზო, გეხვეწებიან შენი ყმები.

    ღმერთო, შენა ხარ სახსენებელი, ღმერთო, შენა ხარ სადიდებელი, ქვეყნიერების გამჩენო და დამდგინებელო, მამაო ზეციერო, ჩვენი სულის ჩამდგმელო, შენამც იდიდე, დიდებულო, დიდად სახსენებელო, შენ გეხვეწებიან შენი წამებულნი, შენ უშველე, გამარჯვებულო დიდო ფუძის ანგელოზო, გამარჯვებულო. ივანე გეხვეწება, თავს გახვეწებს, თავის ყოფა-ცხოვრებას. შენ უშველე, გამარჯვებულო. შენს წინაშე სანთელი აუნთია, თასი აუვსია, სამსახური წამოუყენებია, ღვთის კარზე მაიხმარე, გამარჯვებულო. შენ მიჰყევი, შენ დეეხმარე, გამარჯვებულო, ამას კაცსა, ამის საქონელს, შენ გაამრავლე, დიდო ფუძის ანგელოზო (მლოცავი: ამინ! ამინ! ამინ!).

უკანახო. დეკანოზი თორღვა წიკლაური, ფუძის ანგელოზის დღეობაზე, ჩამწერი ზურაბ კიკნაძე.

 

 

204. პირიმზის სადიდებელი

    ღმერთო, შენ ხარ სახსენებელი, და ღმერთო, შენა ხარ სავედრებელი.

    რამანაც ცანი დახურე და ქვეყნიერება შემოჰქმენდე!

    ღმერთო, გაუმარჯოს სამხთოს მაღალსა ღმერთო, გაუმარჯოს დუმაცხოს სამხთოსა

    ღმერთო, გაუმარჯოს კვირე ძრიელსა, ხთის იასაულსა, ხორციელთ ხელუხლებარსა.

    ღმერთო, გაუმარჯვე მთავარ ანგელოზსა, მთავრათ სახსენებელ-სავედრებელსა.

    ღმერთო, გაუმარჯოს ხელმწიფეს პირიმზესა, ახალციხით მობრძანებულსა.

    ღმერთო, გაუმარჯოს ფუძის ანგელოზსა, ყმის მეშველსა, უყმო ყმის დამშველებელსა, ცამდე მაღალსა და ზღვამდე მაგარსა

    ღმერთო, გაუმარჯვე ჩოხის გიორგისა, ცირასებით ჩამობრძანებულსა, ჩოხს დაბრძანებულსა.

    ღმერთო, გაუმარჯვე ხახმატის ჯორსა, გიორგი ნაღორშვენიერსა.

    ღმერთო, გაუმარჯვე დიდ ლომისასა, – შვიდი ათასის ხოროშანთ ტყვეთ დამხსნელსა

    ღმერთო, გაუმარჯვე ღუდის ყველაწმიდასა, ქვის წულათ მქცეველსა.

 

205. სადიდებელი

    დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა, მოწყალე-მოსამართლე ღმერთსა.

    ღმერთმა გაუმარჯოს ხელმწიფეს წმინდა გიორგის პირიმზე ახალციხისა.

    გაუმარჯოს მის მოძმე და მომხრე ანგელოზებს.

    ღმერთმა გაუმარჯოს კვირიეს ძლიერსა და დუმაცხოს სამღვთო მაღალსა.

    გაუმარჯოს დიდს წვერის ანგელოზს, დიდ იალბუზზე დაბრძანებულსა.

    გაუმარჯოს ზეგარდის წმინდა გიორგის, ზენა სოფელს დაბრძანებულსა.

    ღმერთმა გაუმარჯოს ფუძის ანგელოზს, ყმის მეშველსა და უყმოსაც დამშველებელსა.

    გაუმარჯოს ჩოხის წმინდა გიორგის, ცირასებიდან ჩამობრძანებულს, ჩოხს დაბრძანებულსა.

    გაუმარჯოს საბურთველოს წმინდა გიორგის და ზანდუკის მთავარანგელოზს.

    გაუმარჯოს ძლიერსა ლომისას, ხორეშანთ ტყვეთა მხსნელსა.

    გაუმარჯოს ღუდას ყოვლად წმინდას, ქვაწულად მქცეველსა.

    გაუმარჯოს წიფორის წმინდა გიორგის, ძეთა და წულთა მომცემსა.

    გაუმარჯოს საქართველოს ყველა ხატებსა და სალოცავებსა.

 

 

206. გუდამაყრელი დეკანოზის ლოცვა

    დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა, ღმერთო, გაუმარჯვე ფუძის ანგელოზსა დიდ პირიმზეს, იალბუზზე ბრძანებულს, უყმო ყმის მეშველს, ორი წყლის ბატონ-პატრონსა.

    გაუმარჯოს ფუძის ანგელოზსა, ჟამ-უჟამოდ მოარულსა, მკლავსა იმისასა და ლახტსა იმისასა.

    გაუმარჯოს გმირსა კოპალესა, ფუძის ანგელოზის მოძმე-მომხრესა.

    გაუმარჯოს დუმაცხოს სამღვთო მაღალსა და თავის ყმათ დამხედავს წვერის ანგელოზსა.

    გაუმარჯოს ფშარაველს, მთას ლაღსა წვერის ყარაულსა, თავის ძმათა და ყმათა ზედამხედველსა, ჩვენის ბატონ-პატრონის შამნახავსა.

    გაუმარჯოს მაღაწალ წვერის ანგელოზს, ჩვენის ფშარავლის მოძმე-მომხრესა, დიდ იალბუზზე ბრძანებულს, ძმათა-ყმათ მოიმედესა.

    იმათო ძალაო, სამართალო ღვთისაო, უშველე (დასამწყალობელის სახელს იტყვიან). თავს გახვეწებს, თავის ცოლსა და შვილსა. რასაც გულზე და მხარზე გეხვეწებოდეს, ისე უშველე. გაუმრავლე საქონელი, ხიზანი და სხვა.

 

 

207. სადიდებელი

    ღმერთო, გაუმარჯვე დუმაცხოს სამღვთო მაღალსა.

    გაუმარჯოს წვერის ანგელოზსა, შეეწიოს ყმათა და უყმოთა.

    გაუმარჯოს წმინდა გიორგის წიფორისას, გაუმარჯოს კვირიას, ხორციელს ხელუხლებელსა.

    გაუმარჯოს მთავარანგელოზს, გაუმარჯოს პირიმზე ახალციხით მობრძანებულსა.

    გაუმარჯოს ფუძის ანგელოზს, ყმის მეშველს, უყმო ყმის დამშველებელს.

    გაუმარჯოს ჩოხის წმინდა გიორგის, ცირასებ ჩამობრძანებულს, ჩოხს დაბრძანებულს.

    გაუმარჯოს ხახმატის ჯვარს, გიორგი მგზავრს ანგელოზს.

    გაუმარჯოს ლომისას, ხორასანს ტყვეთა დამხსნელსა.

    გწყალობდეთ, ხალხო, ჩემი ხმის გამგონეთ.

 

 

208. სადიდებელი დიდებაანთ სალოცავში

    ღმერთო, შენა ხარ სახსენებელი, ღმერთო, შენა ხარ სადიდებელი, უფალო ღმერთო, ქვეყნის გამჩენო.

    ღმერთმა გაუმარჯოს დუმაცხოს სამხვთოსა, სამხვთო მაღალსა, ზეგარდას წმინდა გიორგისა.

    ღმერთმა გაუმარჯოს ჩოხის წმინდა გიორგისა, ცირასებიდან ჩამობრძანებულსა, ჩოხს დაბრძანებულსა.

    ღმერთმა გაუმარჯოს პირიმზეს ფუძის ანგელოზსა, ერთურთის მოდე-მოძმეთა.

    გაუმარჯოს ადგილის დედასა, თემის სალოცავსა, საბურთველოს წმინდა გიორგისა.

    ღმერთმა გაუმარჯოს კვირესა, ღვთის კარის მაშვენებელსა.

    ღმერთმა გაუმარჯოს წვერის ანგელოზსა.

    ღმერთმა გაუმარჯოს მაჩაგნის წმინდა გიორგისა.

    ღმერთმა გაუმარჯოს ზანდუკის მთავარანგელოზსა.

    ღმერთმა გაუმარჯოს ხახმატის ჯორსა, მგზავრის მიმყოლ ანგელოზსა.

    ღმერთმა გაუმარჯოს ფშარაველსა.

    ღმერთმა გაუმარჯოს მაღაწალ წმინდა გიორგის.

    ღმერთმა გაუმარჯოს გმირს კოპალესა, დევ-კერპების გადამსხვავებელსა.

    ღმერთმა გაუმარჯოს დიდს ლომისას, შვიდიათასი ტყვის მხსნელსა.

    ღმერთმა გაუმარჯოს ნაღვარევის წმინდა გიორგისა.

    ღმერთმა გაუმარჯოს მთიდან ბარამდე ჩვენი საქართველოს სალოცავებსა.

    ღმერთო, უშველე აი, ამ საკლავის მომყვანსა, წყალობა გააყოლე, ოჯახი კარგად უმყოფე.

დიდებანი. დეკანოზი ალექსი ბექაური, ჩამწერი ტრისტან მახაური. 1982 წ.

 

209. სადიდებელი

    დიდება ღმერთსა, მოწყალე მოსამართლესა. ღმერთო, გაუმარჯვე თავში კვირესა, კვირე ძლიერსა, კვირეს ძალიანსა, ხვთიშვილს წინაღმდეგსა, ხორციანთ ხელუხლებასა. ღმერთო, გაუმარჯვე მაზალა ხევის ბატონ-პატრონს, ემ ადგილის დედას, წმინდა გიორგისა.

    ღმერთო, გაუმარჯვე ფშარაოს წვერის ანგელოზს.

    ღმერთო, გაუმარჯვე მაღაწალ წმინდა გიორგის, ჩვენი ფშარავლის მოძმე-მომხრესა.

    ღმერთო, გაუმარჯვე პირიმზეს, ბორტვის ანგელოზს.

    ღმერთო, გაუმარჯვე ფუძის ანგელოზს, ჟამ-ჟამით მოარულთ, ყმათა და ძმათ საიმედოს, უყმო ყმის მეშველს.

    ღმერთო, გაუმარჯვე ჩოხის გიორგის, ცირასებით ჩამობრძანებულს.

    ღმერთო, გაუმარჯვე სამხთო მაღალსა, სამართალს ხთისასა.

    ღმერთო, გაუმარჯოს წვერის ანგელოზს, ორწყლის ბატონსა და პატროულს.

    ღმერთო, გაუმარჯვე ზეგარდის წმინდა გიორგისა, ზენა სოფელს დაბრძანებულსა.

    ღმერთო, გაუმარჯვე საბურთველოს წმინდა გიორგისა, სათემო სალოცავს.

    ღმერთო, გაუმარჯვე ხახმატის ჯორს, მგზავრ გიორგისა, მგზავრის მომყოლ ანგელოზს.

    ღმერთო, გაუმარჯვე დედახთიშობელს, საქართველოს განმანათლებელსა.

    ღმერთო, გაუმარჯვე მთავარანგელოზს, მთავრად სახსენებელსა.

    ღმერთო, გაუმარჯვე მუხის გიორგის, ბერმუხაში დაარსებულს.

    ღმერთო, გაუმარჯვე ლომისას, ხოროშან ტყვეთა მხსნელსა.

    ღმერთო, გაუმარჯვე ღუდას ყველაწმინდასა, ქვა წულათ მქცეველსა.

    ღმერთო, გაუმარჯვე ცეცხლიჯორს, სულ არაგვიან დამყურებელსა.

    ღმერთო, გაუმარჯვე ლაშარის ჯორს, ოქროსშიბიანს, ოქროს მშვილდიანს.

    ღმერთო, გაუმარჯვე გმირ კოპალას, იუდათ მებრძოლს (დევებს შურობს ის გმირი კოპალაო).

    ღმერთო, გაუმარჯვე ელიას, ზაქარიას, ცა-ღრუბელთ უფროსსა.

    ძალო იმათაო, სამართალო ხვთისაო, გეხვეწებათ ჩვენი ლუთხუბი. შეინახეთ, კარგათ ამყოფეთ, ემ სოფელსა კაცი კაცზე მოუმატეთ, სარჩო სარჩოზე მოუმატეთ, მონადირეს გაუმარჯვე, მოლაშქრეს, მწყემსსა, მუშას, მგზავრს ხელი მოუმართე. ახლა კიდევ რითაც გალაღდნენ, გამრავლდნენ, გასაზრდელი გაუზარდე და თეთრი თმა-წვერით დაუბერე. ან კიდევ ავადმყოფი ვისმეს ჰყავდეს ემ სოფელში, მაარჩინეთ, ლხინის წამალი დააყარეთ. თქვენი ტკბილი ანგელოზები დაახმარეთ. ან კიდევ ჯარში ვინმე იყოს ემ სოფლისა, ხელი მოუმართეთ და მშვიდობით ჩამაიყვანეთ. გაუმარჯოს ნახსენებ ხვთიშვილებს.

გუდამაყარი. ივანე იოსების ძე აფციაური, 81 წლის. ჩამწერი როლანდ თოფჩიშვილი, 1983 წლის 25 მაისი.

 

 

210. დეკანოზის ლოცვა მაქართაში

    ღმერთი ადიდოს, ღმერთს გაუმარჯოს. გაუმარჯოს პირიმზე ფუძის ანგელოზს. ღმერთს გაუმარჯოს.

    შენს წინაშე მოსულა, სანთელი აუნთია, პირჯვარი დაუწერია. სწყალობდე, გამარჯვებულო! შენ გეხვეწება, შენ გევედრება, მუხლი მოუყრია, სანათლავი, საკლავი წამოუყენებია.

მაქართა. დეკანოზი ბერი იოსების ძე წიკლაური, ჩამწერი ტრისტან მახაური, 1982 წ.

 

 

211. დეკანოზის ლოცვა ლეთხუბის ხატში

    ღმერთო, შენა ხარ სახსენებელი, სადიდებელი!

    საქართველოს მეშველო და მწყალობელო ზეციერო მამაუფალო,

    ხმელეთის დამდგინებელო, ცარვალის გადამხურავო.

    შენ უშველე ჩვენს საქართველოსა.

    შენგან დაარსებულსა და შენგან გადარჩენილ ხორციელთ!

    გაქებთ, გადიდებთ იმითა, რომ მეშველი ხარ ხორციელთაი დიდო უჩინარო ძალავ! დედამიწის ძუძუ-მკერდის დამკურთხებელო,

    ცის ნამის გადმამშვებელო,

    იდიდოს შენმა ოქროს საწერ-კალამმა, ჩვენო სულის ჩამდგმელო!

    ყველაწმინდა ღვთისმშობელო,

    შენ გადმოსწერე ჯვარი ჩვენს საქართველოს დედაქალაქსა!

    დიდებულო, ნურაით გვაზარალებ, ნუ მოგვიკლებ სიცოცხლის დღეს.

    გილოცავთ, მამაუფალო, შეგვიწყალე ხორციელნი.

    დიდებულო, დიდად სახსენებელო, პირიმზევ ახალციხისაო, მთავარო მთავარანგელოზო, მთავრობით სახსენებელო, მურყნოსელთ ალვის ტანისაო, თელავისა და ლერწმის ტანისაო, ბორტვის მამდევარო ანგელოზო, მოსახელე ფუცის ანგელოზო თავის ყმის მოიმედეო, უყმო ყმის დამშველებელო, ჟამ-უჟამოთ მოარულო, იდიდოს შენმა სახელმა!

    თამარ მეფევ, შუა ზღვას სამნის ჩამგდებო, იდიდოს შენმა სახელმა, ოქროს ქოშიანო!

    იდიდოს შენმა სახელმა, ხელმწიფე ლაშარის ჯვარო, ლაშქართ წინამძღოლო,

    შენ გადმოგვწერე ჯვარი შენ დამბადებლის დაარსებულთა ხორციელთა,

    ჩვენს დედაქალაქსა, რომელიც არის ჩვენი საიმედო პიროვნება!

    დიდება და გამარჯვება მოხსენდეს ჩვენს საქართველოს სალოცავს,

    რომელიცა ჩვენი სულის ჩამდგმელია

    და ჩვენი სულის ბატონ-პატრონია!

ფშავი. ჩამწერი ჟ. სორდია. თსუფა # 29941. მთქმელი მითითებული არაა. იგი უნდა იყოს გიორგი წიკლაური, რომელიც სოფ. გომეწარში გადმოსახლდა გუდამაყრის სოფ. ლუთხუბიდან. არაა აღნიშნული აგრეთვე ჩაწერის თარიღი (მასალა ჩაწერილია სავარაუდოდ 1961 წელს).

 

 

212. სტუმრების დამწყალობნება ათნოხში

    აბა, გაუმარჯოს ფუძის ანგელოზს და გაუმარჯოს პირიმზეს და გაუმარჯოს ჩოხის გიორგის! სადიდებულო იმ სალოცავებისა იყოს, მეშველ-მწყალობელი თქვენი მგზავრობისი, ბიჭებო და თავისი მხვეწრისი, ვინც იმათ ეხვეწება, ვინც იმათ ევედრება. პირჯორს იწერს და ჩოქ-სალამს იღებს. თქვენც დაგლოცოთ და ის ხალხიცა. გაუმარჯოს პირიმზეს და გაუმარჯოს ფუძის ანგელოზს და გაუმარჯოს ჩოხის გიორგის! დალოცოს თქვენი მგზავრობა, თქვენი გულის ნაფიქრალი კეთილად შაგასრულებინოთ იმ სალოცავებმა, დაგილოცოთ თავისი თავი, თავისი გულის სილაღე, ვინც თქვენს გულს ახარებს და ალაღებს. ამინ.

ათნოხი. მთქმელი მარტია წიკლაური, ჩამწერი ზ. კიკნაძე, 1982 წ.

 

 

 

213. სტუმრების გასტუმრება

    გაუმარჯოს საღმთო მაღალსა, დუმაცხოს ადგილის დედას, სადიდებულო იმ ხატებისი იყოს, მეშველ-მწყალობელი თავის ყმათი, თავის პირჯვრის მწერლისი და თავის თაყვანისმცემლისი, ახლა თქვენი, ბიჭებო, თქვენ მოგიმართოთ ხელი იმ ხატებმა, იმ ანგელოზებმა თქვენს მგზავრობაზე, თქვენს საქმეზე, სულ ხელგამართულები იყავით, სულ კარგა იყავით. მრევალი ზაფხული და მრევალი შემოდგომა მოგელოცოთ. მშვიდობითა და კაი ყოფნით დაგლოცოთ იმ სალოცავებმა.

ათნოხი. მარტია წიკლაური, ჩამწერი ზ. კიკნაძე, 1982 წ.

 

214. სტუმრების სამწყალობნო

    გაუმარჯოს ადგილის დედას, გაუმარჯოს წვერის ანგელოზს და გაუმარჯოს წმინდას გიორგის, საღმთო-მესამღთოე ანგელოზს. სადიდებულო იყოს ემ ადგილის მცველ-მფარველის ანგელოზისი, მეშველი-მწყალობელი თავის მხვეწრისი, მაქებ-მადიდებლისი და, ბიჭებო, თქვენი თავისი. გაუმარჯოს წვერის ანგელოზს, გაუმარჯოს წმინდას გიორგის, სამღთო-მესამღთოე ანგელოზს და ათნოხის ადგილის დედას. ყველანი დაგლოცოთ, ყველანი კარგად გამყოფოთ, მრევალს ამაღლებას, მრევალს ბედნიერ დღეს შეგასწროთ თავის თავით, თავის გულის სილაღით. სადიდებულო იყოს ამ ხატებისი, მეშველი-მწყალობელი თქვენი მგზავრობისი.

ათნოხი. მარტია წიკლაური, ჩამწერი ზ. კიკნაძე, 1982 წ.

 

 

215. გუდამაყრული დალოცვა

    ლომისას გაუმარჯოს, ხორასა(ნთ) ტყვეთა მხსნელსა, შვიდიათასი ტყვის დამხსნელსა, იქით ქსნის, აქათ არაგვის დამყურებელ ანგელოზსა.

    ხელმწიფეს პირიმზეს გაუმარჯოს, მოსახელეს ფუძის ანგელოზისა, ყმისას მეშველსა, უყმო ყმის დამშველებელსა, ჟამსა და უჟამო დროს მოარულსა (უჟამო დროს დადის, როგორც თავის ყმასა შველს, ისე უყმო ყმას).

ათნოხი. დავით წიკლაური, ჩამწერი ზ. კიკნაძე, 1982 წ.

 

ხევი

 

 

 

16. მოხევური ფიცი ქვაბ-საკიდელზე

    ქობ-საკიდლის მადლმა, მამის შვიდობამა, ხატების მადლმა, ცხვრის გამჩენის მადლმა, ისრემც არ გამიწყრეს პურ-მარილის მადლი, მაგის ბეწვი გამომესხას, თუ მე მამიპარია, მიწის გამჩენის მადლმა, დედამიწის მადლმა (მიწას ხელს დაადებენ), არა დედის მზემა, არა მამის მზემ, არა ძმის მზემ, ისევ შეგვრჩება ძმები, ძმა ძმის წულის სიცოცხლემა, ისრი უძმო არ დავრჩე ჩემის მკვდრების განათლებამა, ისრივ მოგვეცას მშვიდობის კერა, ჩემმა თოლის სინათლემ, ჩემის დედის ძმის მზემა, ხარ-გუთნის მადლმა, ხარის ქედის მადლმა, აი სავსე დედამიწის მადლმა და მაღლის ღთისამა, ჩემი კერაის მშვიდობამა, დაღალული მზის მადლმა, ამ მზის თოლის მადლმა.

 

 

217. მოხევური დიდება

    დიდება ღმერთსა და მოწყალესა,

    დიდება ჰქონდეს სამებას ერთარსებას,

    დიდება ჰქონდეს ბეთლემის ყოლაწმინდასა,

    დიდება ჰქონდეს ყირვნის წმინდა გიორგის,

    დიდება ჰქონდეს ნინოწმინდასა,

    დიდება ჰქონდეს ნათლისმცემელსა,

    დიდება ჰქონდეს კვირე ღვთისშვილსა,

    დიდება ჰქონდეს ოხარეშის წმინდა გიორგის,

    დიდება ჰქონდეს ბახტრის წმინდა გიორგის,

    დიდება ჰქონდეს შემღის ნათლისმცემელსა,

    დიდება ჰქონდეს ქუშეთ წმინდა გიორგის,

    დიდება ჰქონდეს სპარსანგელოზსა, სპარსეთით მობრძანებულსა,

    დიდება ჰქონდეს ახალციხის ყოლაწმინდას,

    დიდება ჰქონდეს ყანანაზის წმინდა გიორგის,

    დიდება ჰქონდეს არშის წმინდა გიორგის,

    დიდება ჰქონდეს ღალანგურის წმინდა გიორგის,

    დიდება ჰქონდეს ზემო სოფლის ყოვლაწმინდას,

    დიდება ჰქონდეს გარბნის წმინდა გიორგის,

    დიდება ჰქონდეს გორისციხის მამაწმინდასა,

    დიდება ჰქონდეს კობის წმინდა გიორგის,

    დიდება ჰქონდეს ლომისას მთავარმოწამესა,

    დიდება ჰქონდეს ღუდას ყოვლადწმინდას,

    დიდება ჰქონდეს დუშეთის სამებასა,

    დიდება ჰქონდეს ქალაქის ღვთიშობელსა.

 

218. დეკანოზის დალოცვა «ვარდის დღეობაზე»

    დიდება ჰქონდეს შენს ვარდის დღეობას,

    გაუმარჯოს რჯულსა საქრისტიანოსას,

    მიეცი მადლი და ბარაქა ჩვენს ნახნავ-ნათესს,

    გაჭირვებულს ხელი მოუმართე,

    სნეული, ვინც გეხვეწება მოარჩინე და თავის ჯანზე დააყენე.

    მგზავრსა და ცხვარ-მეცხვარეს ხელი მოუმართე.

    ეგრე ვინმე წმინდა გულით გეხვეწებოდეს, იმასაც დეეხმარე,

    შინ მშვიდობა მიეცი, მშვიდობის მგზავრობით ატარე,

    სნეულს ულხინე,

    გაუმარჯვე ხარ-გუთანსა, ნახნავ-ნათესსა მიეცი მადლი და ბარაქა

 

 

 

 

თუშეთი

 

 

219. თუშური დამწყალობნება

    დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა, ღმერთო, გაუმარჯვე დღესა დღევანდელსა, დღეს ნახსენებსა ღვთისშვილებსა; ღმერთო, გაუმარჯვე კვირა ძალსა, კვირა ბედნიერსა, ღვთის კარზე მდგომარესა, ოქროს სკამზე მჯდომარესა, დაცემულთ ამწევთა, ბედკრულთა ბედის გამხსნელთა, ავი ქარისგან დაპყრობილსა, ტყვეთა დამხსნელსა, წმიდას ანგელოზებსა, ღმერთო, გაუმარჯვე, გმირს კოპალესა, ლენგის ანგელოზსა, ქაჯთ მეომარსა, ლაღსა, ლახტიანსა; ღმერთო, გაუმარჯვე, გიორგის ხახმატისასა, ნიაღვრისპირ მდგომარესა, ქაჯუეთის დამჭერსა, ლახვრიან-მათრახიანსა; ღმერთო, გაუმარჯვე, გიორგის ლაშარისასა, მეომართ წინამძღოლსა, მოლაშქრე-სახელიანსა; ღმერთო, გაუმარჯვე, ლაღს იახსარსა, გმირთ მეომარსა, ლაღ მთავარანგელოზსა, ღვთის მოციქულსა. ღმერთო, გაუმარჯვე, სამას სამოცდასამს ღვთისშვილსა, მფარველს ანგელოზებსა; ღმერთო, გაუმარჯვე, ღვთის ნაწილსა, ღვთის ბარაქასა, ცის ნამსა, დედამიწის მოსავალსა, ხარის ქედსა, მუშა-მაშვრალთა მარჯვენასა, თქვენ გეხვეწებიანთა თქვენი ყმანი, თქვენი მლოცავნი, თავით დაბლითა, გულით მართლითა, მოგდებულის ჩოქითა, მოთხოილის მადლითა, აქ შემომსწვრალ სტუმრითა, ყურთ მაყურებლითა; თქვენთვის შემოუწირავა ეს სანთელ-სამწკინი, ზედაშის ნათაური, თქვენ თქვენს მორიგეს ღმერთს შასწირეთ, თქვენ ღმერთი გადიდებსთ, გაგიმარჯვებსთ, ნუ მოიძულებთა თქვენს ყმასა, თქვენ ჩოქის მომყრელთა, თქვენ მადლის მომთხოვთა, შინ მშვიდობა მიეცითა, ველთ – გამარჯვება; ჯვარი დასწერიდითა მგზავრსა, მოგზაურსა, კაცთა, კაცრიულობასა, ქუდოსანთ-მანდილოსანთა; გაჭირვებულთ უშველიდითა, სნეულთ ულხინიდითა, სიკვდილობის ხმა მააშორიდითა; ხარის ნახნავსა, მარჯვენის ნამოქმედარსა ბარაქა დაუდევნიდითა; პურსა, პურისა მჭამელსა მოუმატიდითა; ოთხფეხსა, ორფეხსა, ცხვარსა, ცხვრის კრავის სიმრავლეს მოუმატიდითა; ცხენსა, მხედარსა ჯვარ დასწერიდითა; მოლაშქრეს, მონადირეს, ხელ მოუმართიდითა; ხმალამღეს სახელი მტრისა მოსციდითა, თოფამღეს ვახშამ მისციდითა, აღელებულის მტრიდან დაიხსნიდითა, აღვარებულის წყლიდან დაიხსნიდითა. მთის ნაპრალ მააშორიდითა, ჭალაის ალთო-ყინულიდან დაიხსნიდითა, მაქც-ფათერაგ მააშორიდითა, თქვენს კალთას ქვეშ შაიფარიდითა; თუ რა სენი, სარჯელი ეხედვებოდეს ან ციდან ჩამოსული, ან ზღვიდან გამოსული, ხმელეთზე მატარებელი, წყეულთა მოსეული, გზაუკუღმ გაუქციიდითა, თქვენს კალთას ქვეშ შაინახიდითა, ნაქადებს არ გიმტყუნებენთა, ნაძახებ გაუგონიდითა; ძალიანთაგან ძალ ნუ მოღრიიდითა, სწორთაგან – სამართალი; თქვენ ღმერთი გადიდებსთ, გაგიმარჯვებსთა; თუ რამე შაგაწყინონთ ან ავის ხელითა, ან ავის ენითა, ცუდისა პირის ქარითა, დანაშაული აპატივიდითა, ყმა უწყინარი არ ვარგა, ბატონი – შაუნდობარი, იყავით მცველი, მფარველი, მშველელი, მწყალობელი. (ხალხი: სწყალობდეს!).

 

 

220. დეკანოზის ლოცვა ჩიღოს ლაშარის ჯვარში

    დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა, ღმერთო, გაუმარჯვე წმინდა გიორგის ლაშარისას, დიდად სადიდებელსა, ძვირად სახსენებელსა, მუხის წვერის ანგელოზთა, დიდად სადიდებელსა, ძვირად სახსენებელსა! წმინდა გიორგი, შენ შეგვეწიე, შენ გეხვეწებიან სამსახურის მომღებნი თავი დაბლითა, გული მართლითა, ნაძახევს გაუგონებდი, ნაქადებს არ გიმტყუნებენ. შორს მყოფი ახლოს დაუხვდიდი, დაიცავი, დაიფარე ზვავისაგან, წყლიდან, სენიდგან, სასჯელიდან. მწარე სიკვდილისა თავ თქვენ შეუქციიდითა. ზამთარ მშვიდობისა წაღგვარეთა, ზაფხულ გამარჯვებისა მოღგვარეთა. ჯოხ აიღონ, ვახშამ მისციითა, სახელ სარგებლიან მიატანიითა, სავნებელ მოაშორეთა, მტრის ხელით ხმალ ახხადეთა, სიკვდილობა უსუბუქიითა. მტერსთან ჭირს ნუ დაუკარგავ, სწორსთანა სამართალს, ხარ-გუთან წაღმ წაღგვარეთა. ყანა-მკა მოღგვარეთა, ღონესა, ქონესა უმატითა. ცხვარ-ცხვრის კრავს უმატეთა, პურსა და პურის მჭამელს უმატეთა! დიდო ბედნიერო ანგელოზო, შენ გეხვეწებიან თავი დაბლით, გული მართლითა! მეშველი, მწყალობელიმც არის თქვენი! გაუმარჯოს ჩვენ სალოცავებს, გაუმარჯოს ყმებს ლაშარის გიორგისას!

 

 

221. დეკანოზის ლოცვა ჭონთიოს ნათლისმცემელში

    დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა! ღმერთო, გაუმარჯვე ღმერთსა კვირაესა. ღმერთო, გაუმარჯვე დღესა დღევანდელსა! თქვენ გეხვეწებით, თქვენ გევედრებით, დიდო ღვთისშვილებო, დიდად სადიდებელო, ძვირად სახსენებელო, თავი დაბლითა, გული მართლითა, თქვენთვის შემოუწირავთ სანთელ-ზედაშეი, თქვენ მორიგე ღმერთს შესწირიდითაო, წყალობა გამოუთხოვიდითაო, ჯვარ დაუწერიდითაო კაცსა, საქონელსაო, დიდსა და პატარასაო, ორფეხსაო, დეQშველინითა და დეQხმარენითაო, სადაც მოგეხსენებათ გაჭირვებულნი. მთის ნაქარი, ჭალის ყირვან მაQშორდითაო, გაქლიბულ ისარ გაQშორდითაო, გაქანებულ ცხენს მაQშორდითაო, აღვარებულ წყალ მაQშორდითა. ნუ დაუკარგიდით მტერსთან ჭირი, სწორსთან სამართალიო, კაბის კალთაის ქვეშ მაQფარებდითაო! გეყმობითა, გემსახურებითაო. ცხვარს-ცხვრის კრავს მოუმატებდითაო, ფურს-ფურის ხმოს მოუმატებდითაო. ქალს-ქალიშვილს მოუმატებდითაო, წულს-წულტოლს მოუმატებდითაო!

 

 

 

222. მზის სადიდებელი

    ითქმის მზებუდობის დღეს, ქრისტეშობის თვის 9 რიცხვში. ამ დილას მზის ამოსვლამდის ოჯახის დედა მაჭკატებს დააცხობს, ფქვილის ხავიწს გააკეთებს, მაჭკატებიან ტაბლას იმ სარკმელზე დადგამს, საიდანაც ამომავალმა მზემ უნდა შემოიხედოს, მზის ამოსვლისთანავე ბუკვანს (ფიჭვის კვარს) აანთებს (სანთლის ანთება არ შეიძლება, მზეს სანთლის ფეხები აქვს და დაეწვება), ხავიწიდან ცოტა ერბოს სარკმელზე დაასხამს, ანთებული ბუკვნით დააშიშხინებს და მზის სადიდებელს იტყვის:

    შენამც იდიდებ, მზეო, შენამც ილოცები შენნიმ მყოლ ანგელოზებ იდიდებიანა-დ ილოცებიან, პირწაღმემ დაგვადგებ,  ბუდით მომოალ. მზეო ერთგულო, მზეო მადლიანო, რაQგვერც სწორ-სწორაQ დაQდგებ მდიდარსა-დ ღარიბს, ყოჩაღსა-დ ბეჩავს, ობოლსა-დ ოხერს, დიდსა-დ ცუტუნაQს. ჯვარსამ დაგვიწერ ნახნავსა-დ ნათესს, ნათიბსა-დ ნამკალს, ნაწველსა-დ ნადღვებს, ორფეხსა-დ ოთხფეხს, დიდსა-დ პატარას, წულსა-დ წულტოს, ფურს, ფურის ხმოს, ცხვარს, ცხვრის კრავს, ხარს, ხარის ქედს, ცხენს, ცხენის მხედარს, მზეო ერთგულო, მზეო მადლიანო.

ქვემო ალვანი. ლიზა ითიურიძე-იდოიძისა, 74 წლ., 1981 წ., ჩამწერი გ. ცოცანიძე.

 

 

223. მზის სადიდებელი

    მზეო, მზის მყოლ ანგელოზებოვ; დაილოცოსავ მზეივ, მზის მყოლ ანგელოზებივ, ჯვარ დაგვიწეროსავ ნახნავ-ნათესსავ, ნარგავსავ.

ზემო ალვანი. ბუღრიძე ეფენო, 75 წლ., 1982 წ.,  ჩამწერი გ. ცოცანიძე.

 

 

224. მზის სადიდებელი

    რაQგვერც გაჩენილხარივ, მზეო, QიQსრ გლოცავთავ, ჩვენაც ჯვარ დაგვწერევ, დედამიწასაც ჯვარ დასწერევ.

ზემო ალვანი. ბაბე ხაპრიძე, 73 წლ., 1982 წ.,  ჩამწერი გ. ცოცანიძე.

 

 

225. საათნიგენებო სადიდებელი ილიურთას

    დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა, ღმერთო, გაუმარჯვე დღეს დღესინდელსა, დღეს ნახსენებ ღვთისშვილებსა, ღმერთო, გაუმარჯვე სანებას სახარისასა, გმირსა კოპალეს კარატისასა, ლაღს იახსარსა, ლახვრიანს, მათრახიანსა, ქაჯუეთის დამჭერსა, ლაღსაო მთავარანგელოზსა ვესტომთის თავისასა თქვენ გევედრებიანთ თქვენნი მლოცავნი, თქვენ ღმერთი გადიდებსთ, გაგიმარჯვებსთა. თქვენთვის შემოუწირავ ეს ძღვენი, ეს სუფრა, საფუვრის თავი, რქაჯანგიანი, თქვენ თქვენ მორიგე ღმერთს შესწირიდითა. შინ მშვიდობა, გარეთ – გამარჯვება. ჯვარ დასწერიდითა ცხენსა, მხედარსა, კაცსა, თქვენ ღმერთი გადიდებსთ, გაგიმარჯვებსთა. თუ რამე სარიჯელ ეხედვებოდესა ან ზვავიდან გამოსული, ან ციდან ჩამოსული, ან ხმელეთზე მატარებელი, ან წყალთა მოსიარულეი, გზა უკუღმ გაუბრუნიდითა, მიწრიელ დაულაგმიდითა, თქვენ ღმერთი გადიდებსთ, გაგიმარჯვებსთა; აღვარებულ წყლიდან დაიხსნიდითა, ადიდებულ წყლიდან დაიხსნიდითა, ალაღებულ მტრიდან დაიხსნიდითა, ჭალაის ალთო-ყინულიდან დაიხსნიდითა, თქვენ ღმერთი გადიდებსთ, გაგიმარჯვებსთა. მთის ნაპრალ მააშორიდითა. ნაქადებს არ გიმტყუვნებენ, ნაძახებ გაუგონიდითა, მოლაშქრე, მონადირე თქვენ კალთას ქვეშ შეიფარიდითა, თქვენ ღმერთი გადიდებსთ, გაგიმარჯვებსთა. ძალთაგან ძალ ნუ მოღრიიდითა, სწორთაგან სამართალი, მაგათა ამჯობინიდითა მაგათ მტრისასა, თქვენ ღმერთი გადიდებსთ, გაგიმარჯვებსთა.

    იყვენთა მცველნი, მშველელნი, მფარველნი, მწყალობელნი. სწყალობდეს!

ილიურთა. ილიკო ბახტურიძე, 65 წლ., 1982 წ., ჩამწერი გ. ცოცანიძე.

 

 

226. საათნიგენებო სადიდებელი ბუხურთას

    ღმერთო დიდებულო, დიდად სახსენებელო, მთა-ბარის სალოცავებო, სანება სახარისაო, ივანე ნათლისმცემლისაო, გიორგი გომეწრისაო, გმირო კოპალევ კარატისაო, თქვენ გეხვეწებიანთ, თქვენ გევედრებიანთ თქვენნი მოყმენი, თქვენდ შემოუწირავ საფუვრის თავი, სეფის-კვერი, ქაჯანგიანი, ეს გაშლილი სუფრა. თქვენდ გაუმეტებავ თავითა დაბლითა, გულითა მართლითა; სადიდებელი თქვენი იყოს, სამწყალობნო – იმათი; მთას გაუჭირდეს, მთას დაეშველნიდითა, ბარს გაუჭირდეს, ბარს დაეშველნიდითა, ზე კალთა დააფარიდითა მწყემსსა, მოლაშქრესა, მგზავრსა, მონადირესა. ჯოხ აიღონ, ვახშამ გაუჩინიდითა, თოფ აიღონ, სახელ მისციდითა; მიზდევდენ, მისწივნიდითა, მოზდევდენ, გამაარწხივნიდითა; დაიხსნიდით, დაიფარნიდით აღელებული მტრისაგანა, აღვარებული წყლისაგანა, მთის ზვავისა, მთის ნაპრალისაგანა, ჭალაის ალთო-ყინულისაგანა; ნუ ჩამოაგდებთ ამათ სახლ-ყუდროში მტრის ხმასა, სიკვდილის ჭკვასა. ხალხითაც უზიანოდ შეინახნიდითა, საქონითაც უზიანოდ შეინახნიდითა, შინ მშვიდობა ნუ მოუშალიდითა, ველს გამარჯვება; მიზდევდენ, მისწივნიდითა, მოზდევდენ, გამაახწრივნიდითა, ავქარს, ავკაცს, ავსულს მოღრიდნიდითა, გზა უკუღმ გაუბრუნიდითა. ჯვარ დასწერიდითა კაცსა, კაცრიელობასა. ქალს, ქალისწულს უმატიდითა, ფურს-ფურისხმოს უმატიდითა, ცხვარს-ცხვრის კრავს უმატიდითა. ბარაქა დაუდევნიდითა ნაწველსა, ნადღვებსა, ნახნავსა, ნათესსა, ნათიბ-ნამკალსა; თავის ნამათრახალზე ლხინის წამალ დააყარიდითა, ცხვათ ნამათრახალზე შუაკაცად ჩამოუხვიდნიდითა; ოთხივ კუთხივ სალოცავებს წყალობა გამოუთხოვიდითა. მწყალობელნიმც ხართ თავის საყმოს, თავის მლოცავისა.

    სწყალობდეს! სწყალობდეს! სწყალობდეს!

ბუხურთა. ბიჭია აფთარაული, 68 წლ., 1982 წ., ჩამწერი გ. ცოცანიძე.

 

 

227. საათნიგენებო დამწყალობლება დიკლოში

    ღმერთო დიდებულო, ღმერთო-დ კვირაQეო, შენ გაუმარჯვე ლაღს ბიჭეხელსა, ღვთის პირის მეღვინესა, ღვთის მესამსახურესა; შენ გეხვეწებიან, ლაღო ბიჭეხელო, თავის დაბლითა, გულის მართლითა; ნაძახებ გაუგონიდი, ლაღო ბიჭეხელო, ნაქადებს არ გიმტყუვნიანა; დაიცვნიდი, დაიფარნიდი, გამარჯვებულო, ზვავიზდა, წყლიზდა, სენიზდა, სარიჯელიზდა; ნუ ჩამააგდებ მაგათ სახლშია მტრის ჭკვასა, სიკვდილის ხმასა. კაცითაც უზიანოდ შეინახნიდი, საქონითაც უზიანოდ შეინახნიდი, ნამუშევარს ბარაქა დაუდევნიდი, გამარჯვებულო ლაღო ბიჭეხელო; მტერს მიზდევდენ, მისწივნიდი, მოზდევდენ, გამაახრწივნიდი, კაბის კალთაში გამაიხვივნიდი, შენ სუ უცხოდ მააჩვენიდი, ლაღო ბიჭეხელო; შენ გეხვეწებიან თავით დაბლითა, გულით მართლითა; ცხვის ნამათრახალზე შუაკაცად ჩამოუხვიდი, თავის ნამათრახალზე ლხინის წამალ დააყარიდი.

    სწყალობდეს! სწყალობდეს! სწყალობდეს!

დიკლო. ქითიძე გაბრო, 1983 წ.,  ჩამწერი გ. ცოცანიძე.

 

 

228. საათნიგენებო დამწყალობლება დართლოში

    ადიდოსავ, გწყალობდესთავ, მამა უფალმ გადმოგხედოსთავ, დედა მდებარემ გადმოგხედოსთავ, წყალობა მომგცესთავ; მტერს მიზდევდეთ, მიგწივნესთავ, მოგდევდენთ, გამოგახრწიოსთავ; მტრის ხელი-დ ხმალ აგხადონთავ, აღელებულ მტერ მოგაშორონთავ, აღვარებულ წყალ მოგაშორონთავ, კაბის კალთაQ დაგაფარონთავ. გაშორონთავ ავქარივ, ავკვალივ, ქარივ, ქარიშხა-ლივ, სარჯიელივ. ჯვარ დაგიწეროსთავ, შემოდგომაივ მშვიდობით მოგიყვა-ნოსთავ, ზდველ მშვიდობით შემოგეღოსთავ, მშვიდობით გაჭმიოსთო-დ დაგახარჯვიოსთავ.

დართლო. ლიზა იდოიძე, 1979 წ.,  ჩამწერი გ. ცოცანიძე.

 

229. მიცვალებულთა სუფრის დალოცვა თუშეთში

    სულნო ცოდვილნო, შინამც შემოხვალთავ, კარებიმც მღე გაქვთავ, ცეცხლივ ანთებულივ; ყველაQნიმ შემოხვალთავ, ძველნივ, ახალნივ, წინანივ, უკვენანივ, თავისანივ, ოხრისანივ, ცოდვილაQთაცამ შემიQყოლებთავ, კარისკარამ ნურავის გაQბრუნებთავ, თქვენსამ წინათ არსავ ეს გაშლილ სუფრაივ, სანთელ-საწირივ. ცოტაQიმ ბევრად მოგეჩვენებათავ, რიოშიმ წმიდად მოგეჩვენებათავ, გორსამ მწვანილად ამოგივათავ, ცასამ ცვრად  გადაგიწვდებათავ, მანამდიმც ნუ გაგითავდებათავ, სანამდ ხარ ხხნევდესავ, გორს მწვანილ ამოზდიოდესავ, ცას ცვარ ჩამოზდიოდესავ. თურა ვინ გახარებდესთავ ან დობილ-ძმობილობითავ, სვილაQ-ნათლიაQობითავ, სოფელ-მეზობლობითავ, მიწა-მამულის პატრონივ, წყალ-წისქვილის პატრონივ, ცხენ-იარაღის პატრონივ, იმათაცამ დიQწევთავ. ვინაც ჩვენ ვერ მოიგონოთავ, თავადამც მიQგონებთავ, ხელთუსაგძლუაQნიმც ნურავინ დაგრჩებიანთავ, ჩვენდამ კას ათქმევთავ სულეთის ღმერთსავ.

ზემო ალვანი. ფეფე ბიღოიძე, 1983 წ., ჩამწერი გ. ცოცანიძე.

 

 

230. მიცვალებულთა სუფრის დალოცვა თუშეთში

    შეუნდოსავ ჩვენ მკვდართავ, პატრონიანთავ, უპატრონოთავ, ძველთაო-დახალთავ. იქამც გაქვთავ, სიაც ხართავ, სიდაც ხქუჩდებითავ; ხარ ხხნევდესავ, წისქვილ ხფქევდესავ, ცას ცვარ ჩამოზდიოდესავ, გორს მწვანილ ამოზდიოდესავ, იქამც გაქვთავ, იქამც გეჩვენებათავ; ცოტაQიმ დიდად მოგეჩვენებათავ, ზღვისი-დგორის ტოლადამ მოგეჩვენებათავ, გორსამ მწვანილად ამოგივათავ.

ქვემო ალვანი. ლიზა ითიურიძე-იდოიძე, 1982 წ., ჩამწერი გ. ცოცანიძე.

 

 

231. ლოცვა ხარით შეყრისას თუშეთში

    აი, შვილებო, დღეიდან თქვენ ძმანი, ბიძაშვილნი და დანი ხართ, როგორც ერთი დედ-მამის ნაშობნი შვილნი, ყოველ გაჭირვების დროს ჭირში და ლხინში ერთმანეთს უნდა ემსახურნეთ, ერთმანეთს თვალყური უნდა ადევნოთ, რომ მტერმა არ დაგჩაგროსთ; კეთილად მოგიხდესთ შვილებო, ძმობა და გვარიშვილობა. იყავით დღეგრძელნი, მშვიდობიანი ცხოვრება ნუ მოგიშალოსთ ღმერთმა, ნუ შეგანანოსთ ერთმანერთის ძმობა და ერთგულობა. იდღეგრძელეთ რამდენიმე საუკუნე და იცოცხლეთ, იყავით მშვიდობით, გაგიმარჯოსთ თქვენც, ხალხო, და დაგასწროთ მრავალ ამისთანა თუშთა კეთილ ძმობას და კეთილ თვისტომობას, შეგასწროთ მრავალ ამისთანას. კეთილად იყოს, კეთილად, კეთილად ამათი ძმობა და შეერთება და გვარის დამტკიცებაY. გაუმარჯოს ჩვენს თუშეთის ჩვეულებას, ჩვენს თუშეთის ერთგულობას. ნუ მოუშალოს თუშეთს ამისთანა ერთგულობა და ძმური სალამი. ამინ, ამინ, ამინ. კეთილად მოხდეს და კეთილად იყოს ამათიცა და ცხვათიც ძმური შეერთება.

 

 

232. დეკანოზის ლოცვა ქუმელაურთას

    დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა,

 

    ხმელეთზე მოთარეშეო,

    მგზავრსა მოგზაურსა.

    მშველელიც იქნები.

 

    გწყალობდესთ, ვერცხლის ღილ გამოგაბასა. ღმერთო, სწყალობდე

    კულაემ საკლავით მოგივალის. ეხლა კი სანთლით მოგივიდ

ქუმელაურთა. ცქვიტა (ნიკო) ნაკუდაიძე.

 

 

233. მიცვალებულის შენდობა

    შეუნდოსავ ჩემ დედ-მამათავ, ჩემ ქმარ-შვილთავ, ჩემ შვილებსა, გიორგივ, ალექსივ, სიდოვ, დაროვ, თამაროვ, სალომევ, შინამც მოხვთავ, შინამც მი[Q]ყოლებთავ სწორ-ამხანაგთავ, ვინაც გინდოდესთავ მოყოლებადავ, შეგინდოსთავ ღმერთმავ. ხელშიამც გიჭერავთ ყანწი-დ ხელადაივ, ნურცრა გაგითავდებათ, ნურცრა დაგაკლდებათავ, მანამ ხარ ჰხნევდეს, წისქვილ ხფქევდეს, ხარ-გუთნის მადლითავ, ცის ნამის მადლითავ, დედამიწის მადლითავ, შეგინდოსთავ, მღვდლის პირითავ, ღმერთმავ ქრისტეს წიგნითავ, მთავარანგელოზის მიცემითავ, ნათელიმ ღვთისა დაგედგებისთავ, ბეჭედიმ ქრისტისა დაგიჯდებისთავ, ნუმც ვინ მოგეკიდებისთავ, ნუმც ვინ გაგეჯარებისთავ, გუQთავებელიმც გაქვთავ, სასმელიმც ზღვისოდენ მოგეჩვენებისთავ, საჭმელიმც გორისოდენ მოგეჩვენებისთავ, ფერუქცეველიმც გაქვთავ, ცოტაიმ ბევრად მოგეჩვენებისთავ, ზამთრისემ ნუ გაგიყინავსთავ, ზაფხულისემ ნუ დაგიობდებათავ, გალაღებულნიმც ხართავ, თავიმ ნურაით გეხრებისთავ, ვინაც თქვენ პატივს დაგდებსთავ, თქვენაცამ პატივს დადებთავ, ყველაზთამ თავად უძახებთავ, თავადამც მიQყოლებთავ ყველათავ. თუ რა ვინ გყვანდესთავ ან ნათესავივ, ან სწორ-ამხანაგი, ან გვარ-განაყოფივ; Yახლ შეუნდოსავ ცოდვილათავ, ცოდვილა უპატრონოთავ, დედიაანთავ, თათარიანთ, ჯაგოდანიანთ, ჯაოანთ, გუგუანთ, გაწირიანთ. ვისცავ შინმძახე არ ხყავავ, კარის გამღევ, დასტიროდენავ თავის სახლ-კარსა[ვ], თავის ნაფუძარასავ, ჯინჭარ ამოსრულთავ, ყორე[ე]ბზე დამსხდართა, სახლ-კარ ჩამოსრულთავ, ჩემ უძახებლობითავ ნურა გაგითავდებათავ, ნურა დაგაკლდებათავ, თავიმც ნურაით გეხრებათავ, თავაღებულნიმც ხართავ, შეგინდოსთ ღმერთმავ.

 

 

 

234. შესანდობარი თუშეთში

    მოიხსენიოს, თუშებო, ის ვაჟკაცნი და ქალ-რძალნი, რომელთაც ტყვეობა მაიხილეს და მტრის ხელთ ექმნენ. ისინი მოიხსენიოს, ვინც გზაში დარჩნენ, მგზავრობის დროს დაიხოცნენ მტრის ხელითა, მოიხსენიოს ის თუშები, რომელნიც მეკობრობის დროს დაიხოცნეს და სახლში ვეღარ მოვიდეს და ვეღარ მეQყარა ერთ ნიჩაფ მიწაი და დღესაც მზეს ასტირის იმათი ძვლები და ასო-იოგი.

 

 

 

235. შესანდობარი სუფრაზე

    ღმერთო, დიდება შენდა, ღმერთო, მადლი შენდა,

    ღმერთო, ნუ მოგვიწყენ, ნუ მოგვიძულებ.

    ღმერთმა შეუნდოს

    ჩვენ მკვდართა,

    ჩვენ მომდევარ სულთავ,

    რაიც სულ გვებარებოდესავ

    სულ შემოგვბრუნევდესავ,

    ამ სახლის პატრონთავ,

    დედულ-მამულის პატრონთავ,

    კალო-ნაფუძრის პატრონთავ,

    ოხრისათავ, თავისათავ,

    წინათავ, უკვენათავ,

    ლოელს, იმის ცოლ-შვილობასავ,

    ათენა, ნანა, ივანესავ,

    ჩემ ბერ ბაბო, ბერდედასავ, მამა, ჩემ დედასავ,

    ჯვარის მემამულეთავ, ჯაგოდანიანთავ,

    შინამც მოხვალთავ

    ძმაო, სვიმანავ,

    დათო, დათოს ცოლო.

 

236. შულტის დალოცვა მაღალოელის ხატში

    ღმერთო დიდებულო, ცა-ქვეყნის დამაარსებელო, საქართველოს გამჩენელო, ბატონო მაღალოელო, შენ მოუმართე ხელი შულტას, კაცსა, საქონელსა.

 

 

 

 

237. დამწყალობნება საკლავის დაკვლის წინ

    დიდებულო ღმერთო და კვირეაო, წმინდა გიორგი ლაშარისაო, დიდად სადიდებელო, ძვირად სახსენებელო. შენ დიდებას არ დაღლევს როსტომი, შენს წყალობას ნუ დაულევ.

    დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა. ღმერთო, გაუმარჯვე წმინდას გიორგის ლაშარისასა, დიდად სადიდებელსა, ძვირად სახსენებელსა, მუხის-წვრის ანგელოზთა, ხალხთ ქარავნის მკრეფელთა, ოქროს სკამს მჯდომარეთა, ღთის პირის მეღვინესა, ღთის მემსახურესა.

    შენ გეხვეწება სამსახურის მომტანი თავის დაბლითა, გულის მართლითა, ნაძახებს გაუგონიდი, ნაქადებს არ გიმტყუნებს. შორს მყოფი ახლოს დაუხდიდი, დაიცნი, დაიფარიდი ზვავის, და წყლის, და სენის, და სარჯელის, ლაღ-მწარე სიკვდილისა. თავს თქვენ შეუქციდითა, სხვა ქალაქ მააჩვენითა. ზამთარ შვიდობისა წაღგვარეითა, ზაფხულ გამარჯვებისა მოღგვარეითა. აბჯარ აიღონ ვახშამისიით, სავნებელ მააშორეითა. აბჯარ აიღონ სახელ მისიითა, ტერს მისდევდენ, მისწევნიითა, მოსდევდენ, გამაახრწივნითა. ტრის ხელთ ხმალ აღხადეითა, სიკვდილობას აუსუბუქებდითა. ტერსთან ჭირს ნუ დაუკარგავთ, სწორთან სამართალს.

    ღთის მემსახურეთა დიდო ბედნიერ ანგელოზო, შენი საზღნოია, შენი სადიდებელია, სამწყალობნო როსტომისა, იმის სახლ-ჯალაბობითა. ნურას ჩამააგდებ მტრის ჭკვასა, სიკვდილის ხმასა, როსტომის სახლშია ყუდრობა. კაცითაც უზონოთ შეიწირიდი, გაჭირებულს უშველიდი, სანეფეს ულხენიდი, შენ ნამათრახალზე შუაკაცად დასდგიდი. სამსახურ გაიტანიდი. სად შენ ბედ დოძახონ, შორს მყოფი ახლოს დაუხდიდი, დაიცნი, დაიფარიდი ზღვავის და წყლისადა, ლაღ მტერისა, მწარე სიკვდილისა. თავს თქვენ შეუქციდი, გზა უკენ უქციდითა, ზამთარ შვიდობის წაღგვარიდითა, ზაფხულ შვიდობით მოღგვარიდითა, სავნებელ მააშორიდითა, მტერსთან ჭირს ნუ დაუკარგავ, სწორთან სამართალსა. ხარ-გუთან წაღმ წაღგვარიდითა, ყანა კა მოღგვარიდითა, შვიდობას აჭმიდითა, ღონესა, ქონესა მოუმატიდითა, პურსა პურის მჭამელთა მოუმატიდითა, ცხვარსა ცხვარის კრავს მოუმატიდითა.

    დიდო ბედნიერ ანგელოზო, შენი საზღნოია, შენი გასამარჯოია მოყენებული სანათლავი, სანთელ-საწირავი, სამწყალობნოი როსტომისა, იმის კაც-საქონლისი მეშველი, მწყალობელი. დიდებულო ღმერთო, შენ უშველი სანთელ-კელეპტრის შემომწირავსა.

ჩაწერილია დოჭუში

 

 

238. დამწყალობნება საკლავის დაკვლის წინ

    «დიდებულო ღმერთო, ღმერთო და კვირაეო, შენი საზღვნოა, შენი სადიდებელია სამწყალობნო იორამისა, იმის სახლ-ჯალაფობისა.

    დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა, ღმერთო გაუმარჯვე წმინდა გიორგის ლაშარისასა, დიდათ სადიდებელსა, ძვირათ სახსენებელსა მუხის-წვერის ანგელოზსა, ხალისით ქარავნით მკრეფალსა, ოქროს სკამ მჯდომარეთა, ღვთის პირის მეღვინეთა, ღთის მესამსახურეთა.

    დიდო ბედნიერ ანგელოზო წმინდა გიორგი, შენი საზღვნოა, შენი სადიდებელია მოყენებული სანათლავი. მორიგე ღმერთს შასწირიდი, წყალობა გამოუთხოვე, ნურას ჩამააგდებ მაგათ სახლშია, მტრის ხელი და ხმალ ახადიდი, სიკვდილობას აუსიბუქდიდი, მტერსთან ჭირს ნუ დაუკარგიდი, სწორთან-სამართალსა; ხარ-გუთან წაღმ წაღგვარიდი, ყანა კა მოღგვარიდი, შვიდობას აჭმიდი, ღონესა-დ ქონეს მიუმატიდი, პურსა პურის მჭამელი მიუმატიდი, ცხვარსა ცხვარის კრავი მიუმატიდი.

    დიდო ბედნიერ ანგელოზო წმინდაო გიორგი, შენი საზღვნოა, შენი სადიდებელი მოყენებული სანთელი სამწყალობნეა იორამის, მეშველი, მწყალობელი იმის სახლ-ჯალაბობისა, ადიდოს იორამი».

    დამსწრენი ერთხმად შესძახებენ: «ადიდოს».

ჩაწერილია ჯვარბოსელაში

 

 

239. დამწყალობნება შესაწირავ კვერებზე

    «აი დიდებულო ღმერთო, წმინდაო გიორგი, მთავარ-ანგელოზო გომეწრიY მფარველო, მშველელო, მტრისი და სენის მაშორებელო, ბარაქიY მძლეველო.

    შენს კარზე მოვიდნენ შენი ძმები, დგანან ქუდმოხდით, თავმოხრით თავიY ცოლ-შვილითა. გთხოვენ ბარაქის მოცემას. გაუმარჯვე ხარ-გუთან გამსვლელსა, ნახნავ-ნათესსა ხვავ-ბარაქა მიეცი. გაუმარჯვე ცხვარ-მეცხვარე გამსვლელთა. გაუმარჯვე მოლაშქრე-მონადირე გამსვლელთა, მააშორე მტერი და სენის ავ-ქარი. ორფეხს ორფეხი უმატე, ოთხფეხს ოთხფეხი უმატე. შენ დიდებას არ ივიწყებენ შენი ძმები, შენ წყალობას ნუ დაულევავ შენ ძმებსა. ადიდას და გწყალობდესთ.

    დამსწრენი ერთხმად შესძახებენ: «გწყალობდეს».

ჯვარბოსელა, ხევისბერი კ. კინდოლაური

 

240. დამწყალობნება საკლავის დაკვლის წინ

    დიდებულო ღმერთო, პირწაღმის სალოცავო.

    თქვენთვის შემოგვიწირავს ეს რქა-ჯანგიანი. თქვენ დიდებას არ დალევს, თქვენ მორიგე ღმერთს შესწირეთ. რასაც წყალობას გეთხოვებოდეთ, ის წყალობა უბოძეთ, გეხვეწებიან თქვენ ქუდოსან-მანდილოსანნი. ხარს გაუმარჯვეთ, ამათ სახლიდგან გასულსა, მონადირეს, მოლაშქრეს მარცხ-ფათერაკი მააშორეთ, მთის ნაქარი მააშორეთ, ჭალის ყინული მააშორეთ. ჩვენ ყანასა ბარაქა მიეცით, ამ სოფლის ორფეხ-ოთხფეხსა ხვავ-ბარაქა ჩაუდეთ. შენ დიდებას არ დავლევთ, შენს წყალობას ნუ დაგვილევთ – გეხვეწებით.

    გაუმარჯოთ აქ მრიალეთ სტუმრებს, მასპინძელს, ქუდოსან-მანდილოსანს, მშველელი, მწყალობელ იყოს, სწყალობდეს, გაუმარჯოს, სწყალობდეს.

    დამსწრენი ერთხმად: «სწყალობდეს».

ალისგორი, იახსრის ხატში «ხეთანობას». შულტა ვ.დევდარაიძე

 

241. დამწყალობნება შესაწირავ კვერებზე

    ბატონო ცვარიელო, გეხვეწებიან დადიკურთელები, მოსულან შენთან თავის მდაბლით და გულის მართლით. მიეცი შინ მშვიდობა და გარეთ გამარჯვება. შენი წყალობა გაატანე ქუდოსან-მანდილოსანსა, ორფეხ-ოთხფეხსა. მიეცი შინ მშვიდობა და გარეთ გამარჯვება. მოლაშქრე მონადირესა, ცხენს, მხედარს ჯვარი დაუწერე. შინ მშვიდობა მიეც და გარეთ გამარჯვება. მაქცეს, ფათერაკს მააშორე, მთის ნაპრალს მააშორე, ჭალაის ყინულს გადაარჩინე.

    შენ თავის მდაბლით გეხვეწებიან, გამარჯვებულო, ჯვარი დაუწერე კაცს, საქონსა, ხვავი და ბარაქა მიეცი ნახნავ-ნათესს, დეეშველე, დეეხმარე მთაში, ბარში, წყალობა მიეცი აქ შემომსწვრალ სტუმარს, ქუდოსან-მანდილოსანს, იყავით მცველნი, მფარველნი, მშველელნი, მწყალობელნი აქ შემომსწვრალი სტუმრისა, ყურით მაყურებლისა. სწყალობდესთ, სწყალობდესთ, სწყალობდესთ.

    დამსწრენი ერთხმად: «სწყალობდესთ».

დადისკურთა, ნატო ბაბულაიძე

 

242. დამწყალობნება საკლავის დაკვლის წინ

    წმიდაო ღმერთო, წმიდაო სამებაო, წმიდაო თევდორე, წმიდაო გიორგი, ლაღო ლახტო, გმირნო კოპალნო, ნერგის ანგელოზნო, ღვთეო, ღვთისმშობელო, ოთხი კუთხის მომვლელნო, წმიდაო გიორგივ სპეროზისაო, წმიდაო გიორგი მაგვახისაო, წმიდაო გიორგივ ლაშარისაო, წმიდაო გიორგივ წყაროსთვალისაო, წმიდაო გიორგივ ალავერდისაო, წმიდაო გიორგივ აწყვერისაო, ცხრა ოც და სამო წმიდაო გიორგივ თქვენ უშველეთ ქუდოსანთ-მანდილოსანთა, ფურსა, მეფურესა, ხბოსა, მეხბორესა, ხარსა, მეგუთნესა, ცხვარსაო, მეცხვარესა, ცხენსა, მხედარსა, მონადირესა, ააშორეთ ადორებულ წყალსა, დაგორებულ ქვასა, მოქნეულ ხმალსა

ივ.ბუქურაული, «ტბათანიდან წოვათამდინ (მგზავრის შენიშვნები)», მოამბე,

 

 

243. თუშური დამწყალობნება

    ვბეჭდავთ ივანე ცისკარიშვილის მიერ  რუსულ ენაზე თარგმნილ თუშურ დამწყალობნებას, რომელიც დაიბეჭდა გაზეთ  «Кавказ»-ში . ეს ტექსტი წარმოადგენს ყველაზე ადრეულ ჩანაწერს დღემდე არსებულთა შორის

 

 

 

 

ნაქადაგრები

 

244. ქადაგის ლოცვა ავადმყოფთან და ნაქადაგარი (გუდანი)

    ამითაც დიდნი, მთავარნი ხართ. გაგიმარჯვასთ ღმერთმ, ამ სეფე-სანთელზე მბრუნავო ანგელოზო, თუ რა შენ მიზეზობაი ას, შენ მიეც კვალება, შაწუხებულთ ყუდროჩი დააყარი ლხინის წამალი. ნუ ჩაახურებ ლოგინჩი, ნუ ჩაუხურებ ლოგინთ, აქნი ზღვენი და სანთელი, აიტანი სახელიანი (გაქადაგდება, მოუვა ჯვარი და იქადაგებს ჯვარის სახელით) სამს ბნელსა და სამს სისკარსაო, თუ ექნა ნებაი, მაშინ გაიგების ჩემ მიზეზიო. სამს სისკარსაო ვწირავ ვადასაო, თუ ხქონდას ნებაი, მშვიდდებოდას ყუდროი, შამაადინან ჩემს კარზე ბუღაურიო.

 

 

245. ნაქადაგარი მოწმაოს მთავარანგელოზის ჯვარში «დასტურთ ყენება დღეს»

    ჰაი, ჰაი, მე ორ მთავარანგელოზი, მე მაქვ ძალი-დ შაძლებაი. ჩემთ ყმათ აღარაად გავაჩნიორ. მხარი მხარს გამისწორესა-დ კისერ კისერს. მათრევენ სიმურშია-დ რიოშიანში. აღარაად ვის გავაჩნიორ, მაგრამ მე აისივ მთავარანგელოზი ორ, მე აისივ ძალი-დ შაძლებაი მაქვ. ჩემ ყმათ ურჩევ, რო ჭკვით იყვნან. მე ნუ გადამაგდებენ, თორე ვანან, ჩემს წესს მე არ დავიყრი, რაიც ხთისგან მაქვ მალოცვილი. ჩემ დასტურ-მსახურნ დაძველდეს, გათამამდეს. აღარცრაად მე მივაჩნიორ, მე მითქვამის ჩემის მეენის პირითა-დ გამიცხადებავის. ამირჩევიან ჩემდა სამსახურებელად ორნი დასტურნი ორი წლით (დაასახელებს დასტურებს, ვინც უნდა დააყენონ ახლად).

 

 

246. ნაქადაგარი ლიქოკში

    გამიმთხილდითავ, ყმანო, ცუდ საქმეი მაქვავ ხთის კარზედავ მახილულივ. მთხილად იყვენითავ ჩემნო ყმანო. პურისად თუ ქადაგობისად სიტყვისად: ცის ხორხოშ-კორკოტნ გარმამსხნავ ღმერთმავ, ღორღიან გოდორნივ, სენ-სამსალანიავ გარმასულნივ, გამიმთხილდითავ, მეშინისავ.

ქობულო. ქადაგი თათარ ლიქოკელი.

 

247. ნაქადაგარი დასტურის დასაყენებლად ლიქოკში

    ღმერთო, გეხვეწებივ, ხმელეთის უფროსო, მამეცივ ძალიო შაძლებაივ, ნუ წააქცევავ საქრისტიანოსავ, ნუ წამართმევავ ძალსაო შაძლებასავ, ნუ ჩამამყრივ საყმოსავ. გამიძღვასავ თათარივ, აბაის შვილივ, ჩამიბარებავისავ ჩემ ბორაყ-ალვისტანივ.

ქობულო. ქადაგი თათარ ლიქოკელი, 1945 წ.

 

248. ნაქადაგარი პირქუშის ჯვარში

    მე მაშინ მქონდავ ძალი-დ შაძლებაივ, როსაც ყმანივ ჯარჯ-გირკვლიანნ დამიდიოდესავ, ეხლადავ მკლავივ მკლავს გამისწორეთაოდ, კისერივ კისერსავ. მაგრამ აისივ პირქუშ კი ორავ! თუ ჩემ ცხრა-ფესვიან მათრახ დავიბრუნევო-დ ჩემ უწამებლივ მიწასთან გავასწორევ, მაშინ გაიგებენ ჩემნ ყმანივ, რო პირქუშსავ აისივ ძალ შაძლება ხქონივავ.

 

249. ნაქადაგარი პირქუშის ჯვარში

    ჰაუ, ჰაუ, ჰაუ! მე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის ხთისგან. თქვენ რო ჩემათ ყმათ აღარაად გააჩნიორთ, მკლავ-მკლავს გამისწორეთა-დ კისერ კისერს, მე აისივ ძალი და შაძლებაი მაქვ.

    ჰაუ, ჰაუ, ჰაუ! ჩემს ურჩსა, უწამებელს ჩემი ცხრაფესვიანი მათრახით მიწასთან გავასწორებ.

 

250. ნაქადაგარი ღულში, იახსრის ჯვარში

    სადაღ მაქვ ძალი-დ შაძლებაი, სადაღ მაქვ! ჩამამეყარ სუყველაფერი:, ქერ-ოქრონიც, ჭიქა-დიდებანიც, ზღვენ-ულუფანიც, ხარ-კურეტნიც. მაშინ მქონდ ძალი-დ შაძლება, როსაც დევ-დედაბერთ ვლაგმევდი, ვლახტევდი, ცხრა ადლ მიწა-მყარს ვახევიებდი. მაგრამ ეეხლად ყმათ საშველადა სახოიშნოდ იქავ ხთის კარზე დავდიორ, იმით რო მიმიძვირდეს ყმანი. ქერ-ოქრონ ვერ გადმავიღენ სრულად. მზექალ შაგვიჯდ მაღალზედ, მაგვაყოლნ ცის ხორხოშნი, გამინადგურნ ჩემ ხოდაბურნი, ჩემ ყმათ ქერ-ოქრონიც. მერიგემ ღმერთმ დამიძრნ ბაგენი და ჯიხვის თავ-რქან გადმამაყოლნ სამ პირად. უმთხილდით თავს, აგებ გადავიცილ, ხთის კარზე დაოლ. მაქვ კი იმედ, რო გადავიცილ ჩემმა გამარჯვებამაც და მერიგეს ღმერთისამც. შავესრევ ხარ-მანიშთ, აგებ გადავიცილავ, დავიმხრობ კვირაეს. დავხქრთამავ ბნელ-სისკრის თევით, ზღვენ-სამსახურთ შასროლით. გიორგის შავეხვეწები: გიორგის მოდე ყელღილიანთ დახმარება გამიწიეთავ, ენით ხართავ ლაქარდიანნივ. გიორგიმ ხახმატის ჯვარმ შახკაზმ თავის ნისლისფერი, ცის გიდელ-გიდელთ დააწყვიტა, გაშალ წყალობის მასკვლავნი. ნუღარ გეშინისთ, იმედიანად იყვენით!

 

251. ნაქადაგარი მეგანძურის დასაყენებლად ღულში

    ჩამიბარებავ ხთისოსად ადიასძისად ჩემ კოდნი და საფუარნი. ჩამიბარებავ ჩემ თეთრეულნი, ჩემ განძეულნი ტარიელ გიგიაის ძისად.

 

252. ნაქადაგარი ზეისტეჩოს ჯვარში

    შავიყარენითავ ხთის კარზედავ. ეჭირავ ხთის კარივ ქაჯ-მანდილოსანთავ. შამახვევიყვნესაო, ხთის კარ ვერ ვიხილეთავ. მაგვიგვიანდავ კარატულივ. მემრ კვირაე წამავიდავ. შამაჩინდავ ლიქოკულიო, ქვე ვითაიმავ შაეს გაატანივავ ლახტსაო, ქვე ვითაიმავ გამაესავ. ვიხილეთავ ხთის კარივ. გამავიტანენითავ უჭირველნივ ქერ-ოქრონიო, შამავაშალევ ჩემ ჩდილის სოფელსავ (ზეისტეჩო), მემრავ საყმოს გადაუსწორენითავ. თუ უკლებარნ არ გამაიღნ, ან სეტყვა მავ: მზექალმავ გადმაფანტნავ ქვე ვითაიმაო, ქვე ვითაიმავ ცის ხორხოშნიო, ნაკლებნ გამავიღენივ. ზრობაზე: მზექალმ გადამიფანტნავ ქერ-ოქრონივ. შამასწყრავ კარატიონსავ, ან გუდანის ჯვარსაო-დ, გადმააყოლავ სისხლის შამანიო, ჯიხვის თავ-რქანივ. ერცხვას ვინც დახხოცდ,იმაზე იყვ.

ქადაგი საღირა გიორგის ძე არაბული, 62 წლ.

 

253. ნაქადაგარი არხოტის ჯვარში

    არხოტის ჯვარი (მიქიელი) სთხოვს ერთ-ერთ ხთიშვილს, რომელიმე ადამიანისთვის (მისი ყმისთვის) პატიებას

    გეხვეწებიო მიქიელო,

    აპატივეო, აუტიეო,

    უტი ასა და უმეცარიო,

    შენ გეხვეწების ხორციელიო,

    შენ აპატივე უმეცარსაო,

    მე გამავითხოვ ბუღაურსაო,

    თუ გამიგონებ მიქიელსაო,

    ნუ ჩაუხურებ საგებელთაო,

    როს დაგჭირდების მიქიელიო,

    როსაც შავხდებით ხთის კარზედაო,

    იქ მე მაქვ ძალი, შაძლებაიო,

    იქ მე მაქვ ხთიშვილთ მეტობაიო.

 

254. ნაქადაგარი ჯაჭველის სახელით (არხოტი)

    მე ჯაჭველი ორ ჯაჭვიანიო,

    არ თუ მაქვ ძალი, შაძლებაიო,

    თქვენ გამისწორდით, ხორციელნიო,

    თქვენ მკლავი მკლავსა გამისწორეთო,

    კისერი კისერს გამისწორეთო.

    მე ჯაჭველი ორ ჯაჭვიანიო,

    მე ხთისაგან მაქვ მალოცვილიო.

    დიდი ძალა და შაძლებაიო,

    ბრძოლაი პირმზორიანთანაო

 

255. ნაქადაგარი (დათვისი)

    დავჯდიდი ქალი კილდის გორაო,

    ჭრელსა პერანგსა ვქარდევდიდიო,

    მეპურყველიას გახუასაო

    საცოლედ ვეწონებოდიდიო.

    მისულმ მასანთონ ვაქნივიდიო,

    ისევ თაოდავ მაუნთნიდიო.

დათვისი. გიორგი გიგიას ძე არაბული, 51 წლ., ჩაიწერა თ. ოჩიაურმა 1962 წლის 27 ივლისს.

 

256. ნაქადაგრები ყელღილიან სამძიმარზე

ა)         ამაში მქონდა შაძლებაიო,

ხმელეთზე ვიარებოდიდიო,

ჭიმა-ლახტარას ვზიდევდიდიო.

ამაში მქონდა შაძლებაიო

აბულეთაურთ საღირასაო

ქალი საცოლედ მავსწონდიდიო,

ჩავეხვივიდი, ჩაუწვიდიო,

ძუძუ-მკერდს გამავიხვივიდიო.

ქაჯავეთ ვიარებოდიდიო,

ნახირს აიქით ვადენდიდიო.

    (ს. შატილი)

 

ბ)         ამაში მქონდა შაძლებაიო,

ქაჯავეთ ვიარებოდიდიო,

აბულეთაურთ ხოლიგასაო

საცოლედ ვეწონებოდიდიო,

ჯუათ ელენა ვეგონიდიო.

    (ს. ხახმატი)

 

გ)         ხმელეთზე ვიარებოდიდიო,

სალაღობელნი დავაცხვნიდიო,

სამკანა თითი ჩავადგიდიო,

აბულეთაურთ იმედასაო

ქალი საცოლედ მავსწონდიდიო.

    (ს. ხახმატი)

 

დ)       აბულეთაურთ ციხეჩიაო,

მედგის ლოგინი ჩარდახჩიაო.

აბულეთაურთ იმედამაო

ცოლად წაყვანა მამინდომაო,

გამაუფრინდი აიქითაო,

იქავ აჩნიან ნაკოჭარნიო.

    (ს. ღული)

 

ე)         მაში მძლივ მქონდა შაძლებაიო,

ვიარებოდი ქალივითაო,

ყურზე საყურსა ვიდებდიდიო,

აბულეთაურთ ციხეჩიაო

მედგის ლოგინი ჩარდახჩიაო.

აბულეთაურთ ხოლიგამაო

ქალი საცოლედ მამინდომაო,

ამ ჩემსა გამანაფრინდომსაო

ისევ აჩნიან ნაკოჭარნიო.

    (ს. გველეთი)

ვ)         მაში მძლივ მქონდა შაძლებაიო,

ქაჯავეთ ვიარებოდიდიო,

მემრა ქალადა მავიქციდიო,

საცერსა, ვარცლსა ჩაუჯდიდიო.

ფერაულიძეს ფშაველასაო

საცოლედ ვეწონებოდიდიო,

გოგოთურაის მწუნობარიო

შუათ ელენა ვეგონიდიო.

    (ს. ქობულო)

ზ)        აბულეთაურთ ციხეშიაო

ქალურა ჩამაუარიდიო.

მეგრელაურსა გახუასაო

საცოლედ ვეწონებოდიდიო,

დავიგრუშნიდი თავმანდელნიო,

სალაღებნ თაო დავაცხვნიდიო.

    (ს. ხადუ)

 

თ)       ჭერო-კალოთა ამავხდიდიო,

ქალი ქალურას მავირთიდიო,

ქალის ფაფანაგ ჩავიცვიდიო,

დავიგრუშნიდი თავ-მანდელნიო,

ამირათ ქალი ვეგონიდიო,

საცოლედ ვეწონებოდიდიო.

    (ს. არხოტი)

 

ი)        ზეპირად ვიარებოდიდიო,

სალაღობელნი თაო ვქნიდიო,

ზელილის გული ჩაუდვიდიო,

აბულეთაურთ ხოლიგასაო

საცოლედ ვეწონებოდიდიო.

    (ს. გიორწმინდა)

 

კ)         აბულეთაურთ ხოლიგასაო

საცოლედ ვეწონებოდიდიო,

ჩუათ კმარა რო ვეგონიდიო.

გოგოთურა კი შავიცოდეო,

ჩაუწვიდი, ჩაუჟერნიდი საჯიგვენიო.

    (ს. კისტანი)

    თ. ოჩ. ქუს. გვ. 46-47.

 

257. ნაქადაგარი ლაშარში

    ჰაააიო, ჰაააიო, ხორციელნოო, მკლავი მკლავს გამისწორეთო, კისერი კისერსაო, მიუდეგითო ქოჩორ ბევრთა, ფერცხებულთაო, აღარ უგდებთ ყურსა ჩემს ბუჟიერთა, ფეხმურგვალთა, ბუღაურთა, ჩემს ხოდაბუჭურთა, არ გამიზიდებინეთ ხარ-მანეჟთა ჩემს ხოდაბუჭურჩიას. არ შაკიდენით ჩემნი ღილ-ბერნი, აღარას ყურს მიგდებთ. დაიცადეთო, შაგანანებთო თქვენს უტობა-უმეცრებასაო

    ვაჟა, გვ. 66.

 

ჯვარ-ხატთა სახელები

 

ადგილის დედა 

ანგელოზი

ბეთლემის ყოლაწმინდა

ბეთლემის ჯვარი

ბერი ბაადური (გუდანის ჯვარი)

ბიჭეხელი

გიორგი

გუდანის ჯვარი

დედა-ღვთიშობელი; დედახთიშობელი

დემეტრე; წმინდა

დუშეთის სამება

ელია

ზაქარია

თამარ დედოფალი

თამარ ნეფე

თეთრი გიორგი

თეთრი სანება

იასაულნი

იახსარ წმინდა გიორგი

იახსარი, იახსარი

ივანე ოქროს პირისა

იოანე ნათლისმცემელი

კვირა ცხოველი

კვირაე, კვირია კოპალე, კოპალა

კოშკის ანგელოზი ლაშარის ჯვარი

ლომისის მთავარმოწამე

მარიამწმინდა ხთიშობელი

მასთალას სვეტის ანგელოზი

მგზავრი ხახმატის (ხახმატის) ჯვარი

მთავარანგელოზი

ანატორ; ზანდუკის

 მათურის ; რაჭა-ლეჩხუმის

მთავარმოწამე; თავარმოწამე

მინდორის ჯვარი

მიქიელ კარის მეზობელი, მთავარანგელოზი

მიქიელ წყალშუისა

მიქიელ ჭიშველისა

მორიგე (მარიგე) ღმერთი

მუხის ანგელოზი

მფრინავი ბატონი

მცხეთას სვეტის ნათელი

ნათლისმცემელი

ნაღვარმშვენიერი

ნინო; ნინოწმინდა

ნიკორწმინდა

პეტრე ნაღვრისპირისა

პირიმზე ფუძის ანგელოზი

პირცეცხლი

პირქუში რჯულიან-ურჯულოთ სალოცავი სამძიმარი

სანება საღვთო, საღმთო ; სახვთო, სამხვთო, სახმთო; სახთო

ბეგოთ; ქარჩათ; ქუცურთ 1

საღვთო მაღალი

დუმაცხოს

სახუთმეტო

სვეტიცხოველი

სპარსანგელოზი

ფიწალე

ფუძის (ფუცის) ანგელოზი

ღვთისმშობელი; ხთიშობელი

ბოდორნის ; გერგეტის ; ვარძიის; მუქუს ; ნახარელა; ქალაქის ; ქოროღოს ; ღუდა (ყოვლადწმინდა); ჩარგლის 104; წილკნის 135

ღუდას ყოვლადწმინდა

ცეცხლიჯვარი (ცეცხლისჯორი)

ცვარიელი

ხახმატის (ხახმატის) ჯვარი ხადის (ხადის) მთავარმოწამე (მთორმეწამე, თორმეტწამე)

ხმალა

ხოშარის სახუთმეტო

 

 

 

 

ლექსიკონი

 

ათენგენობა – ქრისტიანი წმინდა მოწამის ათინოგენ სებასტიელის (მეოთხე ს-ის დასაწყისი) ხსენების დღე, რომელიც ამთავრებს აღდგომის ციკლის დღესასწაულებს, სხვანაირად ვარდის დღეობა («დღესა ვარდობისა წამებაY ათენაგენ მღვდელმოძღვრისაY»), დღევანდელი საეკლესიო კალენდრით მოდის 19 ივლისს (იხ. კ. კეკელიძე, ეტიუდები, თბ., 1956. გვ. 128-129). აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში (თუშ. ათნიგენობა), სხვა სახელწოდებით «ვარდის დღეობა», ეწოდება ხატობას, რომელიც მოდის ივლისის მეორე ნახევარში – ფშავ-ხევსურეთში პეტრე-პავლობის შემდეგ, თუშეთში აღდგომიდან მეასე დღეს

ალვისტანი – დროშა, ბორაყი («გამიძღვასავ თათარივ, აბაის შვილივ, ჩამიბარებავისავ ჩემ ბორაყ-ალვისტანივ»).

ანდაბი – გარდაცვლილ სისხლით ნათესავთა ერთობა სულეთში («სადაც შენ ხარივ, შენ საიქიოივ, შენ ანდაბიავ»).

ბალინჯი – ცუდი, უკეთური («ხალიზ მაგცასთ, ბალინჯ გაშორასთ»).

ბასი – იხ. ბეგარა («ბასს ხკრეფდან, ყალანს იღებდან»).

ბეგარა – 1) ჯვრისგან დაწესებული გადასახადი. 2) სიკვდილი

ბირკოლი, ბირკვლი – ხიფათი, ავადმყოფობა, ტკივილი, დაბრკოლება.

ბნელი – ღამე

ბოლო, საბოლოო – ვაჟი («ბედისა-დ ბოლოსა ყურთამსმენელი, მლხენელი, მხოიშნებელიმც იქნები»), შთამომავლობა

ბორაყი – დროშა

ბორტვი – მდელო, ბუსნო. ჯვარ-ხატის ტერიტორია, სადაც დღესასწაულის დროს მლოცველი იდებს ბინას.

ბორტვის ანგელოზი – ჯვარ-ხატის მიდამოს მცველი ანგელოზი.

ბუბუნაური – შესაწირავი კურეტი

ბუჟიერი – შესაწინავი საქონელი და ცხვარი («აღარ უგდებთ ყურსა ჩემს ბუჟიერთა»).

ბუღაური, ბუღვაური – ბუღა, დაუკოდავი საქონელი, კურატი

გადენა –  გამომდინარეობა («შენის დიდის შაძლება-გადენისადავ»).

გავედი – სახელი, ავტორიტეტი, პოპულარობა («გავედიანი კაცი»).

გამძღო – ჯვარ-ხატის მსახური

გირსაღირსლად – ღირს-საღირსლად

დავლათი – ღვთისგან მონიჭებული მადლი, ხარიზმა («თქვენ ბედი, დავლათ დაახმარიდით»).

დალევა – ამოწყვეტა («ურჯულოთ დასალევადა»)

დასტური – ჯვარ-ხატის სამეურნეო საქმეების გამძღოლი გარკვეული ვადით, რომლის დროსაც მოეთხოვება განსაკუთრებული სიწმინდის დაცვა. საყმოდან მორიგეობით ირჩევენ წილისყრით, ანდა ირჩევს ქადაგი («ჯვარიონთ მაგცასთ წყალობა, დასტურსა, ხელოსანს»).

დააღირებთ – მოუვლენთ (ხიფათს) («ნურას მახკერძებთ, დააღირებთ»).

დიასახლისი – ჯვარ-ხატის სადიასახლისო საქმეების გამძღოლი გარკვეული ვადით გუდანისა და არხოტის ჯვარში. ირჩევდნენ მოხუცი ქალებიდან.

ელურსამეთი – იერუსალიმი

ვარდის დღეობა – იხ. ათენგენობა («დიდება ჰქონდეს შენს ვარდის დღეობას»).

ზდველი – იხ. სთველი

თეთრეული – ვერცხლეული, განძი («თქვენ გაგიმარჯვასთ დამადლებულზე თეთრეულზედ»).

თიბისთავი – მოძრავი რელიგიური დღესასწაული, რომელიც თიბვის დაწყების წინ იმართება.

იამან-მახვილი – რკინის იარაღი

იაღი – სასუფეველი, ნათელი («იაღიმც შახოლ იაღში» – ნათელიმც შეხვალ ნათელში).

იასაულნი – მორიგე ღმერთის მიერ ურჩ ყმათა დასასჯელად გამოშვებულ ანგელოზთა დასი («ხთის იასაულნი გამავიდოდან, ხთისგან გამაშობილნი, ხორციელთ ბეგრევდან, ყალანს იღებდან»). ხალხური რწმენით, იასაულებს კვირაე სარდლობს.

იხვივნიდით – შეიწყალებდით («იხვივნიდით თქვენ მეხვეწურნი, იხვეწნიდით»).

კაოტი – ზარალი («კაოტს ნუ დაგვიყენებ»).

კეთილის კაზმვა – გამოცხობა სახატო პურებისა (ქადების), რაზედაც ხსენდება სალოცავები («დიასახლისს მისცას წყალობა, ნუ შაანანას მსახურობაი-დ კეთილის კაზმვა»).

მაგანძური – 1. იხ. სამაგანძურო. 2. ვისაც ჯვარ-ხატის განძი აბარია.

მაზალა ხევი – დიდი ტერიტორია

მამკლავ-მამკვდარი – ერთმანეთის მოსისხლენი

მამბიროინი – მომლოდინენი, მიცვალებულთა სულები, რომლებიც შენდობასა და მოგონებას მოელიან («ვინც იყვნენ თქვენი მამბიროინი»).

მამკვლავარი – მკვლელი

მარხე – ძალიან მძიმე, ცუდი საქმე, შემთხვევა, უბედურება, ჭირი (მარხე ადამიანი, მარხე ავადმყოფი) («დღეს ამას იქით მარხეს ნუღარას მისცემ»).

მასანთო - სანთელი

მაცილი – ეშმაკი, ბოროტი სული

მაცქ-ფათერაკი – მარცხ-ფათერაკი, როცა ეშმაკი, მაცილი, ავსული შეამთხვევს კაცს რაიმე საზიანო საქმეს («მაცქ-ფათერაკ მააშორიდითა»).

მაცხოვარი – საწესო ტექსტებში: შესაწირავი ცხვარი («ღირსად მიიღე ეს მაცხოვარი»).

მბღავანი – იხ. მაცხოვარი

მედარბასე ანგელოზი – ჯვარ-ხატის დარბაზის მცველი ანგელოზი

მეენე – ქადაგი, მკითხავი («მე მითქვამის ჩემის მეენის პირითა-დ გამიცხადებავის»).

მეზღვნე – ჯვარ-ხატში ძღვენით მისული მლოცველი («მეზღვნეს, მესანთლეს გიშველასთ სუყველას»).

მეკეზისწვრე ანგელოზი – სახლის ანგელოზი, რომელიც იცავს თავხეს («კეზს») და მთელ ოჯახს.

მესაწულე – ვისაც გაჰყავს ჯვარ-ხატში მისაბარებლად ძირითადად ერთ წლამდე ასაკის ვაჟიშვილი.

მზექალა – მზე («მზექალ შაგვიჯდ მაღალზედ»).

მზისპირი – აქ: სოფ. როშკა.

მთავრად (ალალად და მთავრად) – ღირსეულად, ალალად, კარგად

მთას ფიფქი – ზვავი

მისამბარეო – ხატში მისაბარებელი ვაჟი

მიწრიელ-ქვეცრიელი – იხ. მაცილი

მკადრე – ვისაც სამკადრეო აქვს და პირადად ეცხადება ჯვარი. დროშის ხელსახოცით მკლავზე გადაფარებულს მტრედის აღით აჯდება. მკადრე მოგზაურობს ჯვარ-ხატებთან ერთად. ჯვარჩენისა და ჯვართდაარსების უშუალო მონაწილეა იგი. სხვაგვარად, ჯვრის ხელკაცი, ვისაც კადრულობს ჯვარი, ან ვინც თავისი სიწმინდის გამო კადრულობს (ბედავს) ჯვართან მიახლოებას.

მოარგინოს – არგუნოს

მოგვბიროიან (98, 126), მოჰბიროოდეს (130) – ვინც მოელიან ხსენება-მოგონებას.

მონდავი – ერთ საქმეზე მდგარნი, ერთურთის შემცვლელნი.

მუჯირი – დასტური, ხატის ჭურჭლეულის მნე.

მხენელნი – დამხედავნი («ხენავს» – ხედავს).

მხოიშნებელი – მწყალობელი («ბედისა-დ ბოლოსა ყურთამსმენელი, მლხენელი, მხოიშნებელიმც იქნები»).

ნათავარი (ნათაური) – 1. ზედაშის ნათაური – ხატისთვის განკუთვნილი, შეთქმულ-შეწირული პირველადი სასმელი (არაყი, ლუდი, ღვინო). 2. ფურთნათავარი – პირველადი კარაქისაგან დამზადებული ერბო.

ნახაშევი (ნახანშლევი) – ნაავადარი («ნახაშევს გაუგონებდი» – გამოაჯანმრთელებდი).

პირის საბანი – შესაწირავი ცხვარი, ყოჩი («შენა სამთავროდა-დ გასამარჯვად მაიხმარე ეს ზღვენი, სამსახური, პირის საბანი»).

პირისქარი – 1. ხუცობის ნაწილი. 2. ლაპარაკი («რასაც შაგაწყინეთა, შაგცოდვებენთ პირის ქარითა, ფეხის ნალითა, იხვივნიდით თქვენ მეხვეწურნი»).

პირმზორიანი – დევი («მე ხთისაგან მაქვ მალოცვილიო, დიდი ძალა და შაძლებაიო, ბრძოლაი პირმზორიანთანაო»).

რიოში – უწმინდური («მათრევენ სიმურშია-დ  რიოშიანში»). რიოშიანი – ქალურობის პერიოდში მყოფი დედაკაცი.

რქა-ჯანგიანი – ყოჩი, ჭედილა (ვერძი)

რჯულიან-ურჯულოთ სალოცავი – იგულისხმება ხახმატისა და ანატორის ჯვარი, სადაც ქართველებთან ერთად გამაჰმადიანებული ქისტებიც ლოცულობენ და სწირავენ მსხვერპლს («შენამც იდიდები, ხახმატის ჯვარო, რჯულიან-ურჯულოთ სალოცავო»).

საბელ-სამხრე – თოფ-იარაღი («თუ რა შაგცოდვან ან ბნელსა, ან სისკარსა, ან ფეხის ნალითა, პირის ქარითა, იამან-მახვილითა, საბელ-სამხრითა, გზა შარად ლახვითა, – შანაწყენ-შანაცოდვარ შაუნდვიდით»).

საბურდუხაო-საიმედურო – დღეობა არხოტში. ბურდუხანი და იმედანი იყვნენ უკანასკნელნი ამ ჯვარში, რომლებიც ამოწყდნენ. მათ უანდერძეს თავისი ქონება და მამული ჯვარს. სამაგიეროდ მათ მოითხოვეს თითო დღეობა მათი სულის მოსაგონებლად. მათი მამულების ნაღალურიდან ადუღებენ ლუდს ჯვარში («სადაც შენ ხარ, ბურდუხაო, შენებ შვილები ას, შენ ანდაბი ას»).

საგმირო – საბრძოლო იარაღი. მიეკუთვნება გმირ კოპალას. კოპალას ერთ-ერთი ატრიბუტი.

საკლოოდ დაგიხალიზნასთ – მომავალში ხალისით მოსულიყავით ჯვარში («სეფე-სანთლის ხსენება, თეთრეულის დამადლება სასიხარულო გაგიხადასთ, საკლოოდ დაგიხალიზნასთ»).

სალაღებელი – მიცვალებულთა სულების მოსახსენებლად გაშლილი სუფრა, რომელიც დატვირთულია ხილით, კანფეტებით, თხილ-კაკლით.

სამაგანძურო – არაბულების, გოგოჭურებისა და ჭინჭარაულების ერთიანობა, გუდანის ჯვრის უნჯი საყმო («შენ გაუმარჯვი სამაგანძუროს სალოცავსა-დ დიდს მაგანძურის დავლათს»).

სამანი – ჯვარ-ხატის ტერიტორიაზე მიწაში ჩადგმული ქვა, რომელსაც ნახევარი მაღლა აქვს და ნახევარი მიწაში. იდგმება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს. მისი დარღვევა სასტიკად ეკრძალება ყველას. ამ დროს იკვლება კურეტი ან ცხვარი («მე დღეს, აი, ამ ქვას სამანად ვდებ ჩემის ფიცისად»).

სამკოჭაო – სამკოჭაო დროშით მკურნალობდნენ ავსულებისგან დაპატრონებულ და ფსიქიურად დაავადებულ ადამიანებს კარატის ჯვარში და არხოტში-გორულ ჯვარში.

სამსახური – 1. ღვთისმსახურების წესის (რიტუალის) შესრულება ჯვარში. 2. შესაწირავი კურეტი

სამწკინი – იხ. სანთელ-სამწკინი

სანათლავი – შესაწირავი საკლავით გაუწმინდურებული სახლის განათვლა-განწმენდისა და ჯვარ-ხატის მფარველობის მოპოვების მიზნით. სანათლავი სავალდებულო არის ჯვარ-ხატის მსახურთათვის და ზოგჯერ აუცილებელ შემთხვევაში სხვებისთვისაც.

სანამეტნაო მსჯელები – ვინც უფრო ირჯება და იხარჯება ჯვარში («სანამეტნაო მსჯელებს გწყალობდასთ»).

სანთელ-სამწკინი – სანთელი

საოცარი – სიზმარი

საპატიო – ყოველგვარი შესაწირი, რასაც ჯვარში ცოდვების საპატიებლად მიიტანდნენ («შენ სწყალობდი ამ საპატიოს მამტანს»).

სარჯელი, სარჯიელი – სასჯელი («აარიდე სარჯელი, სატანჯველი»).

საყეინო – ჯვარ-ხატის კარზე გამართულ დღესასწაულზე დადგმული დიდი ლუდიანი ან ღვინით სავსე თასი, რომელსაც ხელის მიუკარებლად და პირაუღებლად სვამენ რიგ-რიგობით მეზღვნე მამაკაცები. სანამ შესვამენ, ფულს სწირავენ («ამ საყეინოზე შენ უშველე შენ ერთგულ ყმათა»).

საწდე – 1. კოდიდან ლუდის ამოსაღები სპილენძის ან ხის ჭურჭული, რომელსაც მოგრძო ტარი აქვს. 2. ჭურჭელი, რითაც სუფრაზე მიაქვთ კოდიდან ამოღებული ლუდი («ეს საწდეიც, ეს ავსებული თასებიც სულსამც წელს რაიც ახიელას დააკლდეს, იმათს მაეხმარების»).

საწულეობა – ახალწულების დღეობა. მოდის შობის მეორე დღეს. მაშინ ხდება მათი მიბარება ჯვარ-ხატში.

საჯიგვენი – საცერენი. ჯიგვი – ცერი.

სენ-სამსალანი – სნეულება

სთველი – შემოდგომა

სიმური – წყალი, მდინარე. ამ სახელწოდების მდინარე არის ჩრდილოეთ კავკასიაში, კერძოდ, დაღესტანში – «სამური» («მათრევენ სიმურშია-დ რიოშიანში»).

სისკარი – ცისკარი. აქ დღის მნიშვნელობით («თუ რა შაგცოდვან ან ბნელსა, ნასისკარსა შანაწყენ-შანაცოდვარ შაუნდვიდით»).

სულ(ი)წმინდა – სამოთხეში მყოფი უცოდველი სულები, ან ვინც ახალგაზრდა მოკვდა, უცოლო, უქმრო.

ტყვენი და ტუსაღნი – ხატის მსახურნი ან ქადაგ-მკითხავნი («ტყვენი და ტუსაღნი იყვნენ თქვენი მოხვეწარნი»).

უმქარვოდით – შეუმსუბუქეთ

უნაწილო – უძეო

უნჯი ყმა – ჯვარ-ხატის მკვიდრი, ძირძველი ყმა

უჟამო – უდროო ხანი. შუაღამით, შუადღით. ხალხური რწმენით, ბოროტი სულების გამოსვლის დრო.

უტი – 1. უცოდინარი, უმეცარი, გაუსწავლელი, შეუგნებელი («გეხვეწებიო, მიქიელოო, აპატივეო, აუტიეო, უტი ასა და უმეცარიო». «შაგანანებთ თქვენს უტობა-უმეცრებასო»). 2. ჯიუტი, გაუტეხელი («ა მაგით გითხარ, ზურაბო, ხევსური კაცი უტია»).

უღბად – უშედეგოდ («უღბად ნუ ჩამიგდებ სამსახურსა»).

უღელდებული – ჯვარის ყმები, რომელთაც ჯვარის სამსახური აქვთ დაკისრებული (დასტური) («გევედრებიან, დალოცვილო, შენ უღელდებულნი»).

უღელი – ჯვარ-ხატისგან მსახურზე დაკისრებული ვალი და ტვირთი («მშვიდობით დადებულ უღელი მშვიდობით აგახდიოსთ»).

უღური – სახელი, პატივი («სადაც თქვენი უღური დაიძახონ»).

უყმო ყმა – არასაკუთარ სალოცავში მისული ყმა

ფერცხებული – ფერუმარილიანი ქალი («მიუდეგითო ქოჩორ ბევრთა, ფერცხეულთაო»).

ფეხმურგვალნი – ცხენების რემა

ფეხის ნალი – წმინდა ადგილებში ფეხით სიარული, გავლა, რომელიც ჯვარ-ხატისგან იკრძალება.

ქარებული – ? («ცაო, ქარებულო», 70)

ქერებისა – ? («ცაო, ქერებისაო», 94, 97)

ქერ-ოქრო – ქერი («მაგვაყოლნ ცის ხორხოშნი, გამინადგურნ ჩემს ხოდაბურნი, ჩემს ყმათ ქერ-ოქრონიც»).

ქვა-ქასური – სამშენებლო ქვა

ქინთი – მცირე ზომის ტიკი

ქოჩორ-ბევრნი – რუსები («ნუ მიუდექითო ქოჩორ-ბევრთა, ფერცხებულთაო» (ნაქად.). «რად მაირიეთ იღბალი ქოჩრიანთ ხელმწიფისანი» (ხალხ. ლექსი).

ღილ-ბერნი – სალუდე ქვაბები («არ შამიკიდენით ჩემნი ღილ-ბერნი»).

ღილ-ბორაყი – იხ. თეთრეული («შენა გასამარჯოდ მაიხმარი ღილ-ბორაყი»).

ღორღიან გოდორნი – სეტყვა

ყალანი – ვალი, ხარკი. ყალანის აღება – ხარკის გადახდა («ხთის იასაულნი გამავიდოდან, ხთისგან გამაშობილნი, ხორციელთ ბეგრევდან, ყალანს იღებდან»).

ყუდრო – სამკვიდრო. 1. ყუდრო კარი – ჯვარ-ხატის კარი («შენ ყუდრო კარზედ შამამხდარან»). 2. ყუდრო ჯალაფობა – ოჯახი, სახლ-კარი («მაგათ თავისი ყუდრო-ჯალაფობისა ყურთამსმენელი, მლხენელი, მხოიშნებელიმც იქნები»).

შიბი – ვერცხლის ან სხვა რაიმე ლითონის სამკაული, ჯაჭვი, ძეწკვი

ჩოქის მომხრელი – ჯვარ-ხატის კარზე მუხლის მომყრელი მლოცველი, მეზღვნე მამაკაცი («თქვენად სამთავროდ იყოს დღეს მახრილ ჩოქი»).

ჩრდილი – აქ: სოფ. ქმოსტი.

ცარვალი – ცარგვალი, ცის მყარი

ცივი – მიცვალებული

ცის მედგარი – მეხი

ცის ხორხოშ-კორკოტნი – იხ. ღორღიან გოდორნი («ცის ხორხოშ-კორკოტ გარმამსხნავ ღმერთმავ»).

წამებული – მორწმუნე

წელწად-ქრისტე – შობა-ახალწელი

ჭალასმდინარე – წყალი

ხემხვივანი – გაფოთლილი, ხშირვარჯიანი ხე, ხატის ტყე

ხიზანი – ცოლ-შვილი

ხოდაბური – ჯვრის უმთავრესი მამული, რომელსაც მთელი სოფელი (ულავი) ამუშავებს. გაზაფხულზე პირველად ხოდაბურები იხვნებოდა.

ხოიშანი – წყალობა («მადლ, ხოიშან გამაუთხოიდი»)

ხარ-მანიში – შესაწირავი საქონელი

ხელთუსაგძლუანი – ხელცარიელი

ჯარჯ-გირკვლიანი – ჯვარ-ხატის მორჩილი (ჯარჯი – წნელის აპეური. გირკალი (ხის რკალი), რითაც საქონელს აბამენ ბაგაზე («მე მაშინ მქონდავ ძალი-დ შაძლებაივ, როსაც ყმანივ ჯარჯ-გირკვლიან დამიდიოდესავ»).

 

შემოკლებანი

 

ალ. ოჩ. სტუმ. – ალექსი ოჩიაური, სტუმარ-მასპინძლობა ხევსურეთში, თბ., 1980.

ალ. ოჩ. არხ. – ალექსი ოჩიაური, ქართული ხალხური დღეობების კალენდარი, ხევსურეთი, არხოტის თემი, თბ., 1988.

ალ. ოჩ. ქხდ(ფ) – ალექსი ოჩიაური, ქართული ხალხური დღესასწაულები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში (ფშავი), თბ., 1991.

ბარდ. თუშ. – ვერა ბარდაველიძე, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული საზოგადოებრივ-საკულტო ძეგლები, II 2, თუშეთი, თბ., 1985.

ბარდ. ივრ. – ვერა ბარდაველიძე, ივრის ფშავლებში, ენიმკის მოამბე, XI, 1941.

ბოძ. – ლ. ბოძაშვილი, ფშავი და ფშავლები, თბ., 1988.

ბოჭ. თუშ. – გიორგი ბოჭორიძე, თუშეთი, თბ., 1993.

ხიზ. – დ. ხიზანიშვილი, «ივერია», 1890, # 82.

ვაჟა – ვაჟა-ფშაველა, თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად, ტ. IX, თბ., 1964.

ვირსალ. – ელენე ვირსალაძე, ქართველ მთიელთა ზეპირსიტყვიერება, მთიულეთ-გუდამაყარი, თბ., 1958.

თ. ოჩ. ქუს. – თინათინ ოჩიაური, ქართველთა უძველესი სარწმუნოების ისტორიიდან, თბ., 1954.

თსუფა – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორისტიკის კათედრის არქივი.

კაიშ. – მთიულური ტექსტები, შეკრებილი ლია კაიშაურის მიერ, თბ., 1975.

მაკ. თუშ. – ს. მაკალათია, თუშეთი, თბ., 1983.

მაკ. მთ. – ს. მაკალათია, მთიულეთი, თბ., 1930.

მაკ. ფშ. –  ს. მაკალათია, ფშავი, თბ., 1934.

მაკ. ხევ. –  ს. მაკალათია, ხევი, თბ., 1934.

მაკ. ხევს. – ს. მაკალათია, ხევსურეთი, თბ., 1935.

მსე – მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის, ნაკვეთი I, ტფ., 1938.

ფ. არქ. უმიკ. – თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორული არქივი, უმიკაშვილის ფონდი.

შან. – აკაკი შანიძე, თხზულებანი, ტომი I, თბ., 1984.

M13 – ნ. მაკალათია, მ. ბალიაური, ხევსურული დღესასწაულები, 1938 (საქ. მეცნ. აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის ეთნოგრაფიის განყოფილების არქივი).

M16 – ალექსი ოჩიაური, ხევსურული ხალხური დღეობების კალენდარი, არხოტის თემი, 1939 (საქ. მეცნ. აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის ეთნოგრაფიის განყოფილების არქივი).

M17 – ალექსი ოჩიაური, ხევსურული ხალხური დღეობების კალენდარი (ბუდე-ხევსურეთი), 1939 (საქ. მეცნ. აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის ეთნოგრაფიის განყოფილების არქივი).

M32 – ალექსი ოჩიაური, ხევსურული რელიგიური დღეობების კალენდარი (შატილის თემი, მიღმა ხევი) (საქ. მეცნ. აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის ეთნოგრაფიის განყოფილების არქივი).

M47 – ნ. მაკალათია, მ. ბალიაური, მესაქონლეობის წესები ხევსურეთში, 1942 (საქ. მეცნ. აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის ეთნოგრაფიის განყოფილების არქივი).

 

სარჩევი

 

წინათქმა (ზურაბ კიკნაძე)

 

შესავალი (ხვთისო მამისიმედაშვილი, ზურაბ კიკნაძე, ტრისტან მახაური)

 

ხევსურეთი

პირაქეთი ხევსურეთი

1. ხუცობა გუდანის ჯვარში საკლავის დაკვლის წინ 15

2. ხუცობა გუდანის ჯვარში სეფე-სანთელსა და თეთრეულზე

3. ხუცობა საკლავის დაკვლის წინ სანე-ღელეს ჯვარში (გუდანი)

4. ლოცვა გუდანის ჯვარში ქადაგად დასმის დროს ლაშქრობის წინ

5. ხირჩლა ბაბურაულის საკარგყმო

6. სადიდებელი ბარისახოს კვირიას ხატში

7. ხუცობა საკლავის დაკვლის წინ ბარისახოს კვირაეს ჯვარში

8. შანდობის თქმა

9. ხუცობა ჩირდილში

10. ხუცობა მოწმაოში

11. ქალების ლოცვა გუდანში ძილის წინ კუდიან წუხრას

12. მადლის მოთხოვნა გუდანის ჯვარში ქადაგად დასმის წინ

13. მადლის მოთხოვნა ჯვრისად ქადაგად დადგომის წინ მოწმაოში

14. ხუცობა და კურთხევა ხახმატის ჯვარში

15. ხუცობა ხახმატის ჯვარში

16. მოხსენება ხახმატის ჯვარში

17. ხუცობა ხახმატის ჯვარში

18. ხუცობა ხახმატის ჯვარში

19. ხუცობა ხახმატის ჯვარში

20. ხუცობა საკლავის დაკვლის წინ

21. ხუცობა საკლავის დაკვლის წინ

22. მოხსენება ხახმატის ჯვარში

23. ჯვართ სადიდებელი ჭიქა-ბარძიმზე

24. სადიდებელი

25. ხუცობა

26. ხუცობა ბაშოს გორზე

27. ხუცობა ციხეგორს

28. საყეინოს დალოცვა ციხეგორს

29. ხუცობა პირქუშის ჯვარში

30. ხუცობა საკლავის დაკვლის წინ ბაცალიგოს პირქუშის ჯვარში

31. დალოცვა წელწად დილას პირქუშის ჯვარში

32. სადიდებელი ბაცალიგოს პირქუშის ჯვარში

33. შეხვეწება პირქუშის ჯვრისადმი სანადიროდ წასვლის წინ

34. მოკვეთა თემისაგან ბაცალიგოში

35. დარისხება პირქუშის ჯვარში წელწად დილას

36. ლოცვა პირქუშის ჯვარში ქადაგად დასმის წინ

37. წელწად წუხრას მტრის დარისხება

38. საქმროს დამწუნები ქალის დაწყევლა

39. საპატიოს დალოცვა ბაცალიგოში

40. ხუცობა როშკის ჯვარში

41. მესაფუვრის განათვლის ხუცობა როშკაში

42. ხუცობა როშკის დიდგორის ჯვარში

43. სადიდებელი როშკის მთავარანგელოზის ჯვარში

44. სულის ხუცობა (როშკა)

45. სადიდებელი ღულში

46. ხუცობა სახლის განათვლის დროს ღულში

47. მადლის მოთხოვნა ჯვრისად ქადაგად დასმის წინ ღულში

48. კურთხევა (ღული)

49. სულის წყაროს დალოცვა ღულში

50. ხუცობა უკან ხადუს სანების ჯვარში

51. სადიდებელი უკან ხადუს სანების ჯვარში

52. მეზარეს ლოცვა ზარის დარეკვის წინ უკან ხადუს ჯვარში

53. ხუცობა ატაბეს კვირაეს ჯვარში ვაჟის გაყვანის დროს

შატილის მხარე

54. ხუცობა ხარ-ქვაბით შეყრისას ლებაისკარში

55. მიცვალებულისათვის წყაროს დალოცვა სულის ხუცესის მიერ ლებაისკარში

56. ხუცობა სახლის განათვლის დროს ლებაისკარში            56

57. სახელისდება (კისტანი)

58. ხუცობა (გიორწმინდა)

59. სახელისდება (გიორწმინდა)

60. ხუცობა კვირეებზე (გიორწმინდა)

61. სუფრაზე დალოცვა

62. ხუცობა ხარ-ქვაბით შეყრისას (გიორწმინდა)

63. სულის წყაროს დალოცვა – სახელის დადება (გიორწმინდა)

64. სულის წყაროს დალოცვა – სახელის დადება (გიორწმინდა)

65. მკვდრის ცხენის დალოცვა (გიორწმინდა)

66. სადიდებელი შატილის მთავარანგელოზის ჯვარში      60

67. ხუცობა საკლავის დაკვლის წინ შატილის მთავარანგელოზის ჯვარში

68. სადიდებელი შატილის ღვთისმშობლის ჯვარში            62

69. ხუცობა შატილის ღვთისმშობლის ჯვარში

70. ხუცობა საკლავის დაკვლის წინ შატილის ღვთისმშობლის ჯვარში

71. წყალთ დალოცვა შატილში

72. ხუცობა ანატორის ჯვარში

მიღმახევი

73. ხუცობა მიცუს მთავარანგელოზის ჯვარში

74. სახელისდება (მუცო)

75. ხუცობა არდოტის ჯვარში

76. ხუცობა (არდოტი)

77. ხუცობა სომხოს წმინდა გიორგის ჯვარში (არდოტი)

78. თასის დალოცვა არდოტის ჯვარში

79. სახელისდება მკვდართად (არდოტი)

80. სახელისდება (არდოტი)

81. სახელისდება მკვდართად (არდოტი)

82. ხუცობა (ანდაქი)

83. ხუცობა (სამეშლო) არჭილოში

ჯუთა

84. ხუცობა ჯუთის წმინდა გიორგის ჯვარში

85. დამწყალობნება შერიგების დროს (ჯუთა)

86. შემოხვეწილის ლოცვა ჯუთის ჯვარში

87. შემოხვეწილის დალოცვა არყიანი ქინთით (ჯუთა)       

არხოტი

88. ხუცობა

89. ჟამისწირვა

90. დასტურების დალოცვა

91. ხუცობა მიქიელის ლაშქარ-მწევარზე აღების დღესასწაულის დროს

92. ხუცობა მიქიელ კარის მეზობლის ჯვარში

93. ხუცობა ადგილის დედა-ხთიშობლისადმი

94. ხუცობა

95. ხუცობა

96. სადიდებელი ლაშქართ მწევართ დღეობაზე არხოტის ჯვარში

97. ხუცობა მიქიელის ლაშქარზე

98. მედარბასე ანგელოზთ დალოცვა

99. ჭირნახულის სამხვეწრო (ხუცობა საკლავის დაკვლისას)

100. «მისამბარეოს» დალოცვა ამაღლების დღეს გორულ ჯვარში

101. მესუფრეთ ანგელოზის დალოცვა «თიბისთავს»

102. ჯვარში შეწირული ნივთების დალოცვა

103. სამკუჭაოს დალოცვა ჯვარში ამაღლების დღეს

104. ახალწულების დალოცვა საწულეობის დღეს

105. დაკარგული საქონლის შეხვეწა ხახმატის ჯვარისადმი

106. ახალწულების დალოცვა საწულეობის დღეს

107. მეკვლეთ დალოცვა წელწადს

108. ჯვარში მოსული მეზღვნის წარმოსათქმელი სიტყვა

109. მეზღვნის მიერ ჯვარიონის დალოცვა

110. ჯვარში დაფიცება

111. დარისხება

112. ლოცვა სამანის ჩადგმის დროს

113. სახელისდება მიცვალებულისადმი

114. სულის ხუცობა

115. დოღის დალოცვა

116. სახელისდადება სულთაკრეფის დღეს

117. შენდობის თქმა მეზღვნეების მიცვალებულთათვის   

118. საპატიო მამტანის დალოცვა

119. მამკლავ-მამკვდარის დალოცვა

120. საბურდუხაო-საიმედუროს დალოცვა

121. წყალთ დალოცვა მიცვალებულის სულისთვის

122. ხუცის ლოცვა ძმადგაფიცვის დროს

123. საკვირაოს გადიდება

124. სულის ხუცობა

125. სახელისდება

126. სახელისდება

თემი და საყმო უცნობია

127. ლოცვანი ხევსურთა

128. კოდის გახსნა

129. საწდის დალოცვა

130. შესანდობარი

131. ხსენება-გადიდება

132. ლოცვა ლუდიან თასის მიტანისას საპატიოდ

133. სადღეგრძელო საღვთოზე

134. სტუმრის გასტუმრება

 

 

ფშავი

ლაშარის ჯვარი

135. ხევისბრის დიდება

136. დიდება

137. დიდება

138. დიდება

139. სამწყალობნო

140. დიდება

141. დალოცვა

142. დიდება

143. დიდება ივრის ლაშარში

144. მკითხავების დამწყალობნება ხევისბრის მიერ

გოგოლაურთ თემი

145. დიდება ქმოდის გორის წმინდა გიორგის ხატში

146. დიდება მთავარმოწამეში

147. დიდება მთავარმოწამის ხატში

148. გარდაცვლილ დასტურ-ხევისბერთა მოსაგონარი

149. დამწყალობნება და ხატის დიდება ქადა-პურების გაჭრის დროს

150. დამწყალობნება დასტურად დაყენების დროს

151. დამწყალობნება დასტურის გამოლოცვის დროს

152. ხევისბერის ლოცვა მკის დროს გამართულ სანადო სუფრაზე

153. ლოცვა-დამწყალობნება სახლის სამხვთოში

154. დიდება კვირიას ხატში

155. დამწყალობნება ზვარას დაკვლის დროს

156. დიდება მაღაწლის წმინდა გიორგის სალოცავში

157. დიდება ადგილის დედის ხატში

158. დიდება ადგილის დედის ხატში

159. სუფრისთვის სახელის შადება

160. სუფრისთვის სახელის შადება

ქისტაურთ თემი

161. დიდება ლაღ იახსარში

162. დიდება ლაღი იახსრის კარზე

163. დიდება კარატის წვერზე

164. დიდება იახსრის კარზე

165. დიდება იახსრის კარზე

166. დიდება იახსრის კარზე

გაბიდაურთ თემი (ხოშარა)

167. დიდება ხოშარის სახუთმეტო

168. მკითხავის დამწყალობნება ხევისბრის მიერ

169. ხევისბრის ლოცვა ხატში კოდის გახსნის დროს

170. ხევისბრის დალოცვა ქადა-პურის გაჭრის დროს

171. სახელის შადება სუფრისთვის

უძილაურთ თემი (კოპალა)

172. დიდება ციხეგორს

173. მლოცავის დამწყალობნება ჯვარის ტყეში

174. დიდება კოპალის ხატში

175. დიდება ირემთკალოზე

176. ბეჩავ-საბრალოთა მოსაგონარი

177. დალოცვა ციხეგორზე

ცაბაურთ თემი

178. ხევისბრის დიდება სანადო მამულის მოხვნისა და კოდის გახსნის დროს

179. საქორწილო დალოცვა

გოდერძაულთ თემი (ახადი, პირქუშის სალოცავი)

180. ხევისბრის დიდება ხოდაბურების მოხვნის დროს

181. ხევისბრის მიერ სანადო სუფრისთვის შენდობის თქმა

182. სუფრისთვის სახელისდება სულთაკრაფას

მათურის თემი (ზურაბაულთ თემი)

183. ხევისბრის ლოცვა ვაჟის გაყვანის დროს ხატში

184. ხევისბრის ლოცვა პატარძლის გაყვანის დროს მარიამწმინდაში

უკანა ფშავის თემი

185. დიდება წყაროსთაულის წმინდა გიორგის ხატში         132

 

 

ხორხის ხეობა

186. დიდება აჩაქველზე

187. დიდება აჩაქველზე პეტრე-პავლობა დღეს

 

 

მთიულეთი

188. დეკანოზის ლოცვა სანთლის ანთების დროს წკერეს კვირაცხოველში

189. დეკანოზის ლოცვა იუხოს ხატში

190. დეკანოზის ლოცვა ბეგოთ საღვთოში

191. საკლავით მოსული მეზღვნის დალოცვა წკერეს კვირაცხოველში

192. დეკანოზის ლოცვა ქარჩათ საღვთოში

193. დეკანოზის ლოცვა

194. ლომისას სადიდებელი

195. სადიდებელი ღუდის ყველაწმინდაში

196. დეკანოზის ლოცვა

197. ლოცვა ლომისის ხატში

198. დასნეულებულის შეხვეწება ცეცხლისჯვრისადმი

199. დეკანოზის ლოცვა წიფორის ხატში

 

გუდამაყარი

200. დეკანოზის ლოცვა ფუძის ანგელოზის ხატში (უკანახო)

201. სადიდებელი ფუძის ანგელოზის ხატში (უკანახო)      

201. სადიდებელი ფუძის ანგელოზის ხატში

202. დამწყალობნება ფუძის ანგელოზის ხატში

203. დამწყალობნება ფუძის ანგელოზში

204. პირიმზის სადიდებელი

205. სადიდებელი

206. გუდამაყრელი დეკანოზის ლოცვა

207. სადიდებელი

208. სადიდებელი დიდებაანთ სალოცავში

209. სადიდებელი

210. დეკანოზის ლოცვა მაქართაში

211. დეკანოზის ლოცვა ლუთხუბის ხატში

212. სტუმრების დამწყალობნება ათნოხში

213. სტუმრების გასტუმრება

214. სტუმრების სამწალობნო

215. გუდამაყრული დალოცვა

 

ხევი

216. მოხევური ფიცი ქვაბ-საკიდელზე

217. მოხევური დიდება

218. დეკანოზის ლოცვა «ვარდის დღეობაზე»

 

 

თუშეთი

219. თუშური დამწყალობნება

220. დეკანოზის ლოცვა ჩიღოს ლაშარის ჯვარში      

221. დეკანოზის ლოცვა ჭონთიოს ნათლისმცემელში

222. მზის სადიდებელი

223. მზის სადიდებელი

224. მზის სადიდებელი

225. საათნიგენებო სადიდებელი ილიურთას

226. საათეიგენებო სადიდებელი ბუხურთას

227. საათნიგენებო დამწყალობლება დიკლოში

228. საათნიგენებო დამწყალობლება დართლოში

229. მიცვალებულთა სუფრის დალოცვა თუშეთში

230. მიცვალებულთა სუფრის დალოცვა თუშეთში

231. ლოცვა ხარით შეყრისას თუშეთში

232. დეკანოზის ლოცვა ქუმელაურთას

233. მიცვალებულის შენდობა

234. შესანდობარი თუშეთში

235. შესანდობარი სუფრაზე

236. შულტის დალოცვა მაღალოელის ხატში

237. დამწყალობნება საკლავის დაკვლის წინ

238. დამწყალობნება საკლავის დაკვლის წინ

239. დამწყალობნება შესაწირავ კვერებზე

240. დამწყალობნება საკლავის დაკვლის წინ

241. დამწყალობნება შესაწირავ კვერებზე

242. დამწყალობნება საკლავის დაკვლის წინ

243. თუშური დამწყალობნება

 

 

ნაქადაგრები

244. ქადაგის ლოცვა ავადმყოფთან და ნაქადაგარი (გუდანი)

245. ნაქადაგარი მოწმაოს მთავარანგელოზის ჯვარში «დასტურთ ყენება დღეს»

246. ნაქადაგარი ლიქოკში

247. ნაქადაგარი დასტურის დასაყენებლად ლიქოკში         180

248. ნაქადაგარი პირქუშის ჯვარში

249. ნაქადაგარი პირქუშის ჯვარში

250. ნაქადაგარი ღულში, იახსრის ხატში

251. ნაქადაგარი მეგანძურის დასაყენებლად ღულში          181

252. ნაქადაგარი ზეისტეჩოს ჯვარში

253. ნაქადაგარი არხოტის ჯვარში

254. ნაქადაგარი ჯაჭველის სახელით (არხოტი)

255. ნაქადაგარი (დათვისი)

256. ნაქადაგრები ყელღილიან სამძიმარზე

257. ნაქადაგარი ლაშარში

 

 

 

1 2 3
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / ფოლკლორისტიკის კათედრის შრომები / ჯვარ-ხატთასადიდებლები