ბიბლიური ლექსიკონი

 

 

აარონი–ყამრანის და იოქებედის შვილი, მარიამის და მოსეს ძმა, მისი ცოლი იყო ელისაბედი ამინაბადის ასული, რომელმაც უშვა ძენი ნადაბი, აბიჰუ, ელიაზარი და ითამარი, ვინაიდან მოსე ენაბრგვილი იყო ღმერთმა 83 წლის აარონი დაადგინა მოსეს

ქადაგად, აარონმა მოსეს დიდი დახმარება გაუწია ებრაელების ეგვიპტიდან გამოყვანაში, მან თავის წმინდა მოღვაწეობის პერიოდში მაინც დაუშვა შეცდომები, სინას მთასთან აარონმა თავისი ხალხის მოთხოვნით ოქროსაგან კერპი ხბოს ქანდაკება ჩამოასხა და ამით განარისხა ღმერთი, მეორედ თავის და მარიამთან ერთად დაიწყო მოსეს წინააღმდეგ ბრძოლა, ღმერთმა არ აპატია, ხელი ააღებინა განზრახვაზე და აარონი თავის სიცოცხლეში ვერ ეღირსა აღთქმულ ქვეყანაში შესვლას, იგი გარდაიცვალა ჰორის მთაზე, მის მემკვიდრედ და საქმის გამგრძელებლად მოსემ მისი ვაჟი ელიაზარი აკურთხა, აარონი და მისი მამრობითი სქესის შთამომავალნი ღმერთმა მღვდელთმსახურებად აირჩია.აბანა და თარფარი–მდინარეები დამასკოს მახლობლად.

 

აბა–ქალდეური სიტყვა, ნიშნავს მამას, იხმარებოდა ღმერთისადმი მიმართებაში, ეს სიტყვა ახალ აღთქმაში მხოლოდ სამჯერ გვხვდება.

 

აბდია–აქადის სასახლის მოურავი, მას სწამდა ჭეშმარიტი ღმერთი და 10 წინასწარმეტყველი გადაარჩინა სიკვდილს, რომელთაც წარმართი დედოფალი იზებეელი სდევნიდა, მან პირველმა დაინახა წინასწარმეტყველი ელია, რომელმაც აუწყა გვალვის შეწყვეტა.

 

აბელი–ადამის და ევას მეორე შვილი, რომელიც მეცხვარეობას მისდევდა, აბელმა ღმერთს შესწირა პირველშობილი კრავი, მისმა ძმამ კაენმა კი   მიწის ნაყოფი, ღმერთმა მიიღო აბელის შესაწირავი, რადგან მან შესწირა წმინდა გულით, სარწმუნოებით და მოწიწებით, კაენისა კი უარყო, რადგან კაენის გული ამ დროს ღვარზლით იყო სავსე, კაენი შურით აღივსო  აბელის მიმართ და მოკლა იგი.

 

აბელ–კერამინი–ადგილი ამონის მიწაზე, იორდანეს აღმოსავლეთით.

 

აბელ–მექოლა–ქალაქი იორდანეს მახლობლად, აქ დაიბადა წინასწარმეტყველი ელისე.

 

აბესალომი–დავითის და მაყაქას შვილი, როდესაც დავითის სხვა შვილმა შეურაცყო მისი და თამარი, შურისძიებით შეპყრობილმა აბესალომმა მოაკვლევინა თავისი ნახევარძმა ამნონი, თვითონ კი იერუსალემიდან გადაიხვეწა,  3 წლის შემდეგ დავითმა იოაბის თხოვნით შეიწყალა და დააბრუნა უკან, აბესალომმა მოინდომა სამეფო ტახტის ხელში ჩაგდება და მოაწყო აჯანყება თავისი მამის დავითის წინააღმდეგ, მან მოახერხა რომ ისრაელებმა იგი მეფედ აირჩიეს, ამის შემდეგ დავითმა იერუსალემი დატოვა, აბესალომი მას გამოედევნა, მათ შორის მოხდა შეტაკება, აბესალომის ჯარი დამარცხდა, თვითონ კი გაიქცა, როდესაც აბესალომის ჯორი დიდი მუხის ქვეშ გარბოდა აბესალომს, რომელიც ცნობილი იყო თავისი სილამაზით და ხშირი თმებით, სწორედ თმები გაებლანდა ტოტებში, იგი ჩამოეკიდა ცასა და დედამიწას შორის, იოაბმა და მისმა ჯარისკაცებმა მოკლეს იგი და იქვე ტყეში დამარხეს, დავითმა მწარედ დაიტირა თავისი უბედური შვილი.

 

აბია–1 სამეულის მეორე ვაჟი, რომელიც მამამ მის ძმა იოველთან ერთად ბერშებაში მსაჯულად დანიშნა, მათი უკეთური საქციელის გამო ხალხმა სამეული აიძულა მეფე დაედგინა მათთვის,

 

2 ისრაელის I მეფის იერობოამის ვაჟი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი, მისი სიკვდილი ღმერთის განგებით იერობოამის დასასჯელად იყო გამიზნული,

 

3 რობოამის ვაჟი, იუდეას მეფე ძ წ 958–956 წ, მან მხოლოდ სამ წელიწადს იმეფა, რელიგიურ საქმეებში იგი მამისა და დედის კვალს მისდევდა და კერპთაყვანისმცემლობას არ ებრძოდა, ამავე დროს აბია ენერგიული სარდალი და პოლიტიკოსი იყო, მან კავშირი დაამყარა დამასკოს მეფესთან და დიდი არმია დაძრა იერობოამის წინააღმდეგ, სისხლისმღვრელ შეტაკებაში რომლის დროსაც 500 ათასი ისრაელიანი დაიღუპა აბიამ სრული გამარჯვება მოიპოვა, მას ჰყავდა 14 ცოლი, 22 ვაჟი და 16 ქალიშვილი, თუმცა იგი ქადაგებდა ჭეშმარიტი ღმერთის მორჩილებას თვითონ ცოდვებში იყო ჩაფლული, ბიბლიაში გვხვდება აბიანის სახელითაც,

4 აარონის შთამომავალი, მღვდელი, დავითის მიერ მღვდლების ოცდაოთხ წყებად დაყოფის მიხედვით ერთერთი წყების თავი, აბიას წყებისა იყო ზაქარია, იოანე ნათლისმცემლის მამა.

 

აბიგაილი–ნაბალის ლამაზი და მოხერხებული ცოლი, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა მისი ქმრის აგდებული დამოკიდებულება დავითისადმი  აბიგაილმა აიღო 200 პური, 2 ტიკი ღვინო, 5 ცხვარი, 5 სია ქუმელი, 100 მტევანი ჩამიჩი, 200 ტყლაპი და გაუგზავნა დავითს ისე, რომ ქმრისთვის არაფერი უთქვამს, აბიგაილმა დავითს მორჩილება და პატივისცემა აღუთქვა და სთხოვა ეპატიებინა თავისი ქმრის უკეთური საქციელი, დავითი მოიხიბლა ქალის სილამაზით და აპატია მის ქმარს  კადნიერება, ამ ამბის მერე ნაბალი მალე გარდაიცვალა და დავითმა აბიგაილი ცოლად შეირთო.

 

აბიმელექი–ერქვა ფილისტიმელების რამდენიმე მეფეს,

1ფილისტიმელების მთავარი ქალაქის გერარის მეფე, რომელმაც რომელმაც წაიყვანა სარა აბრაამის ცოლი თავის და, ხოლო როდესაც ღმერთმა უბრძანა მან უკან დააბრუნა სარა და შერიგების ნიშნად აბრაამთან 1000 ვერცხლი გაატანა,

2 გერარის მეორე მეფე, ისააკის თანამედროვე,

3 გედეონის შვილი ხარჭისაგან, რომელმაც მამის სიკვდილის შემდეგ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით მოკლა თავისი 70 ძმა, გადარჩა მხოლოდ 1, აბიმელექს მეფობის მესამე წელს ქ თებეზის ალყის დროს ერთმა ქალმა დოლაბის ნატეხი ესროლა და თავის ქალა ჩაუმტვრია.

 

აბინადაბი–1 იესეს პირველი ვაჟი, საულის თანამებრძოლი ფილისტიმელების წინააღმდეგ ომში,

2 საულის ვაჟი, რომელიც ფილისტიმელებთან ომში დაიღუპა,

3 ლევიანი ვის სახლშიც 20 წლის განმავლობაში ინახებოდა სჯულის კიდობანი, უფლის კიდობანი, ღვთის კიდობანი, აღთქმის კიდობანი მას შემდეგ რაც ფილისტიმელებმა იგი უკან დააბრუნეს.

 

აბიშაქ შუნამელი–ახალგაზრდა ლამაზი ქალი, რომელიც დავითის სასახლის კარზე მოხუცი მეფის მოსავლელად მიიყვანეს, დავითის სიკვდილის შემდეგ  მისი ერთერთი ვაჟი ადონია ცდილობდა მის ცოლად შერთვას და ამ გზით გამეფებას.

 

აბიტალი–დავითის ერთერთი ცოლი.

აბრიხუ–აარონისმეორე ვაჟი, თავის სამ ძმასთან ერთად მღვდლად ეკურთხა, მან და მისმა ძმამ ნადათჰმა საცეცხლურში ჩადეს უცხო ანუ ჩვეულებრივი ცეცხლი  და არა ის რომელიც მუდმივად ენთო სამსხვერპლოზე, ზედ საკმეველი დააყარეს და მიიტანეს უფლის წინაშე, ეს მათ თვითნებურად გააკეთეს რისთვისაც ღმერთმა დასაჯა, გამოვიდა ცეცხლი უფლისაგან და შთანთქა ისინი.

 

აბრაამი–მას ადრე აბრამი ერქვა, იგი არის წინაპარი ებრაელი ხალხისა, დაიბადა და ცხოვრობდა ქალდეველთა ქალაქ ურში, აქ მან იცხოვრა 70  წელი, შემდეგ კი ღმერთის ნებით დატოვა მშობლიური მხარე და გადასახლდა ქანაანში, ახლანდელ პალესტინაში, აბრამმა თან წაიყვანა მამა, თავისი ცოლი სარაი, ძმა ნახოორი და ობოლი ძმისწული ლოტი, ქანაანში მისვლამდე ისინი დამკვიდრდნენ ხარანაში სადაც აბრამის მამა თერახი გარდაიცვალა, აბრამი და თანმხლებნი დაადგნენ ქანაანის გზას, შექემში მამრეს მუხასთან ღმერთი ხელმეორედ გამოეცხადა მას და აღუთქვა ამ ქვეყანას შენს შთამომავლობას დავუმკვიდრებო და თესლისაგან შენისა

იკურთხევიან ყოველნი ტომნი ქვეყნისა, აბრამს და სარაის ჯერ კიდევ შვილი არ ჰყავდათ, აბრამს მის საცხოვრებელ  კარავში გამოეცხადა ღმერთი და 2 ანგელოზი მგზავრების სახით და აუწყა რომ 1 წლის შემდეგ ვაჟი გაუჩნდებოდა სარაის,  რომელიც კარვის კარს უკან იდგა და ესმოდა ყველაფერი, ეუცხოვა მგზავრის სიტყვები რადგან შვილოვნობისათვის იგი უკვე ხანდაზმული იყო, მგზავრმა დაარწმუნა აბრამი რომ ღმერთისათვის შეუძლებელი არა არის რა, მგზავრის წინასწარმეტყველება ასრულდა, აბრამს გაუჩნდა სარასაგან შვილი, რომელსაც ისაკი უწოდა, როცა ისაკი 17 წლისა შეიქმნა ღმერთმა გამოსცადა აბრაამის რწმენის სიმტკიცე და მოსთხოვა რომ ისაკი მსხვერპლად შეეწირა იმ ადგილას სადაც  უჩვენებდა, შეწუხდა აბრამი მაგრამ უფლის სურვილის შესრულებას დაუყოვნებლივ შეუდგა, როცა აბრამმა ყველაფერი მოამზადა ღვთის ნების აღსასრულებლად მას შვილის დასაკლავად აღმართული ხელი ანგელოზმა დაუჭირა და აუწყა ღვთის ნება, რომ ისაკის ნაცვლად იქვე ბუჩქზე დაბმული ვერძი დაეკლა, აბრაამმა შესწირა ღმერთს მსხვერპლი, ასეთი ერთგულებისათვის ღმერთმა კიდევ ერთხელ აკურთხა აბრაამი და მისი შთამომავალნი, აბრაამი 1075  წ გარდაიცვალა.

 

აგარი–აბრაამის ეგვიპტელი მხევალი, რომელიც აბრამს თავისმა ცოლმა სარაიმ აურჩია, აგარი დაორსულდა, რითაც  ამაყობდა და უშვილო სარაის თავგასულად ექცეოდა, განაწყენებულმა სარაიმ აგარი სახლიდან გააგდო, ის უდაბნოში უგზოუკვლოდ დაეხეტებოდა, თავშესაფარს ვერსად მიაგნო და ღია ცის ქვეშ მიეძინა, მას იქ ანგელოზი გამოეცხადა ჭასთან და სარაისადმი მორჩილება ურჩია, აგარმა შეისმინა ანგელოზის რჩევა, შინისაკენ გაეშურა და ქალბატონს მორჩილება აღუთქვა, მას შეეძინა ძე რომელსაც ისმაელი დაარქვეს, აგარის შვილის შთამომავლებს უწოდებენ ისმაელელებს.

 

ადამი–პირველი ადამიანი, რომელიც მიწისაგან მოზილა ღმერთმა, თავისი სახე მისცა და უკვდავი სული შთაბერა, ღმერთმა ადამი სამოთხეში დაასახლა სადაც უამრავი ხეხილი ხარობდა, ადამის სრულყოფისთვის ღმერთმა მისივე ნეკნისაგან შექმნა ქალი, რომელსაც ევა უწოდა, ადამმა და ევამ არ შეისმინეს ღმერთის დარიგება და ეშმაკის ცდუნებით, რომელიც გველის სახით მოევლინათ ჩაიდინეს ცოდვა კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი ჭამეს )ვაშლის ხის) რისთვისაც ადამი და მისი შთამომავალნი ღმერთმა დასაჯა, მიწა დაიწყევლოს შენს გამო, ტანჯვით მიიღებდე მისგან საზრდოს მთელი სიცოცხლე, ძეძვი და ეკალი აღმოგიცენდეს და მინდვრის ბალახი იყოს შენი საზრდო,პიროფლიანი ჭამდე პურს ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი, ღმერთმა ცოდვილი ცოლ–ქმარი სამოთხიდან გამოაძევა, ადამს და ევას 2 ძე ჰყავდათ კაენი და აბელი.

 

ადმა–ქალაქი, რომელიც დაინგრა სოდომსა და გომორთან ერთად.

ადონია–1 დავითის მეოთხე ვაჟი, დავითის მოხუცებულობის ჟამს მის მემკვიდრეებს შორის ტახტისათვის ატეხილ ბრძოლაში ერთერთი აქტიური იყო ადონია, რომელიც სოლომონს მემკვიდრეობაში ეცილებოდა, მათ შორის ბრძოლა ისე გამწვავდა, რომ ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი მხარეები აღარაფერს ერიდებოდნენ, გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად დავითმა მეფედ სოლომონი აკურთხა, სოლომონმა ადონიას აპატია ყველაფერი, მაგრამ დავითის სიკვდილის შემდეგ ადონია შეეცადა ცოლად შეერთო  აბიშაქ შუნამელი და ამით შეცილებოდა სოლომონს მის ტახტს, სოლომონმა ადონია მოაკვლევინა,2 ერთერთი ლევიანი, რომელიც იოშაფატმა გაგზავნა ხალხისათვის საღვთო სჯულის სასწავლებლად,3 ლევიანი, რომელმაც სხვებთან ერთად აღთქმა დადო რომ დაიცავდა ღვთის სჯულს, მის ყველა მცნებას.

 

ადორაიმი–ქალაქი იუდას სამხრეთ ნაწილში.

 

ავარია–მთიანი მხარე მკვდარი ზღვის აღმოსავლეთისა და მდინარე იორდანეს ქვემო დინებას შორის, ბიბლიის ძველ თარგმანებში მოიხსენიება  ნაბავის და აბრამის სახელით.

 

ავგუსტუსი–რომის I იმპერატორი, მისი ნამდვილი სახელი იყო გაიუს იულიუს კეისარი ოქტავიანე, ხოლო ტიტული ავგუსტუსი აღზევებული მიიღო ძ წ 27 წ იგი დაიბადა  ძ წ 63 წ აღზარდა იულიუს კეისარმა, იყო მისი მემკვიდრე, გარდაიცვალა ახ წ 14 წ, მისი მმართველობის პერიოდში დაიბადა იესო ქრისტე. ათი მცნება–ათი მითითება, დარიგება, სავალდებულო მცნება, რომელიც ძველი აღთქმის მიხედვით უფალმა ღმერთმა უქადაგა სინას მთაზე მოსეს, ბიბლიაში მოცემულია 2 ვერსია, რომელთაც მრავალი ვარიანტი ახლავთ, ძირითადად ჩვენამდე ამ სახით ჩამოყალიბდა,

1 მე ვარ უფალი ღმერთი შენი და არა იყვნენ შენდა  ღმერთი უცხონი ჩემსა გარეშე,

 2 არა ჰქმნა თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, არცა თაყვანი სცე მათ, არა მსახურობდე მათ,

 3 არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა,

4 მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმინდა ყავ იგი, 6 დღე იმოქმედე და ქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი ხოლო დღე იგი  მეშვიდე შაბათი არის უფლისა ღვთისა შენისა,

5 პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა,

6 არა კაც კლა,

7 არა იმრუშო,

8 არა იპარო,

9 არა ცილი სწამო მოყვასსა შენსა,

10 არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არცა სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა  მონისა მისისა, არცა მხევლისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვისა რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა, აქედან პირველი 3 ქადაგება ებრძვის მრავალღმერთიანობას, მეოთხე მცნება იცავს შაბათის საკულტო უქმს,მეხუთე მცნება  მშობელთა პატივისცემას ითხოვს, რაც დასაბამიდან მომდინარეობს, დანარჩენი 5 ზნეობის პრინციპზეა აგებული კრძალავს ქურდობას, კაცის კვლას, მოყვასის დაჩაგვრას, ქონების მითვისებას, ცოლის წართმევას და სხვა,

10 მცნება სიკეთეს და ადამიანურობას ქადაგებს და მრავალ მართებულ მოთხოვნას აყენებს, გმობს ბოროტებას.

 

ალელუია–ებრაული სიტყვა, ნიშნავს უფალი ღმერთის დიდებას, ეს არის შეძახილი, რომელიც ხშირად გვხვდება ებრაულ ფსალმუნებში.

ალექსანდრე–1 მაკედონიის მეფე ალექსანდრე დიდად წოდებული ძ წ  336–323 წ, მიაჩნიათ, რომ წინასწარმეტყველ დანიელის წიგნში აღწერილი სიზმარი «როგორც ავაზა ზურგზე 4 ფრთა ჰქონდა ფრინველისა, 4 თავი ამ მხეცთა ხელმწიფება მიეცა

მას» უნდა იყოს სიმბოლური აღწერა ალექსანდრე მაკედონელისა, რომელმაც 12 წლის განმავლობაში შექმნა უდიდესი სამეფო მაკედონიისა, დაიპყრო სირია, პალესტინა, ეგვიპტე, ინდოეთი, მისი ლაშქრობა ბაბილონში დასრულდა, ალექსანდრემ იგი თავის უზარმაზარი სამეფოს დედაქალაქად გამოაცხადა, მისი მთავარი მიზანი იყო მაკედონელებისა და ბერძნების მიერ დაპყრობილი ხალხების ურთიერთშერწყმა, პლუტარქეს თქმით ალექსანდრე მაკედონელმა გაიარა მთელი აზია არა როგორც

ყაჩაღმა და არა იმისთვის რომ ხელთ ეგდო და დაეგროვებინა მოულოდნელი წარმატების მეოხეობით მოპოვებული სიმდიდრე, არამედ სურდა ქვეყნად ყველა ადამიანი დამორჩილებოდა ერთ გონებასა და ერთ სახელმწიფო წყობას, იგი მოულოდნელად გარდაიცვალა ბაბილონში, მან დაამხო სპარსელების ბატონობა, აზია აზიარა ბერძნულ კულტურას, მაკედონელის ვეებერთელა ინდოეთიდან დუნაიმდე გაშლილი სახელმწიფო მისი სიკვდილის შემდეგ დაიშალა და მის ტერიტორიაზე სხვადასხვა ელინისტური სახელმწიფოები წარმოიქმნა,

2 სიმონ კორინელის ვაჟი,

3 იმ სინედრიონის წევრი რომელმაც პეტრე და იოანე დაადანაშაულა დავრდომილი კაცის სასწაულებრივი განკურნების გამო,

4 ეფესელი ებრაელი, რომელიც უშედეგოდ შეეცადა დაეწყნარებინა პავლეს წინააღმდეგ ამხედრებული ბრბო,

5 ალექსანდრე მჭედელი რომელიც პავლეს სამოციქულო მსახურებისას ხელს უშლიდა და სიცოცხლე გაუმწაარა.

 

ალექსანდრია–ქვემო ეგვიპტის მნიშვნელოვანი ქალაქი, მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე, მდ ნილოსის დელტის დასაწყისში, იგი დააარსა ძ წ 332–331 წ ალექსანდრე მაკედონელმა, ქალაქი 1000 კვადრატულ კმ–ზე გაშენდა, მთლიანად ქვისაგან, მას ოთხ ნაწილად ჰყოფდა 2 დიდი მაგისტრალი, მთავარ მაგისტრალს რომლის სიგრძე 7,5 კმ–ია სიგანე 30 მეტრი ორივე მხრიდან ტროტუარი გასდევდა, მეორე მაგისტრალს ხეები ორ ხეივნად ჰყოფდა, ალექსანდრიის ულამაზესი ნაგებობაბრუკჰეიონი პტოლემეოსის სასახლე ბაღებით იყო გარშემორტყმული, ქალაქი სწრაფად იზრდებოდა, მას ამშვენებდა ეგვიპტურ და ბერძნულ ღვთაებათა ტაძრები, დიონისეს თეატრი, ალექსანდრია იქცა მაშინდელი მსოფლიოს ერთერთ დიდ სავაჭრო და კულტურის ცენტრად, იგი ცნობილია თავისი უმდიდრესი ბიბლიოთეკით, ეს ქალაქი იყო დიდი რელიგიური ცენტრიც, საიდანაც ვრცელდებოდა სარწმუნოება ქრისტემდე და ქრისტეს შემდეგ, აქ სწავლულმა ებრაელებმა ბერძნულად თარგმნეს ძველი აღთქმა, თარგმანს ეწოდა სეპტუაგინტა, მარკოზმა აქ საძმო ჩამოაყალიბა.

 

ამარიაჰუ–მღვდელთმთავარი, რომელიც იოშაფატმა დანიშნა იერუსალიმის მთავარ წინამძღოლად.

 

აამაციაჰქუ–იოაშის ვაჟი, იუდას სამეფოს მეორე მეფე, მეფობის პირველ ხანებში ის ღვთისმსახური იყო მაგრამ ბოლოს დაიწყო კერპთაყვანისმცემლობა, ედომელებთან ბრძოლაში მან ღვთის ბრძანებით დაქირავებულთა ჯარი დაითხოვა და

მხოლოდ თავისი ძალებით დაამარცხა ისინი, წაართვა კერპები, მაგრამ მიიტანა რა იერუსალაიმში დაიწყო მათი თაყვანისცემა რისთვისაც ღმერთმა დასაჯა, მან გამოუცხადა ომი ისრაელის მეფე იოაშს, იოაშმა დაამარცხა ამაციაჰქუ, დააქცია და გაძარცვა იერუსალიმი, ამაციაჰქუმ 29 წ იმეფა.

 

ამინ–ებრაული სიტყვაა, რაც ნიშნავს სიმართლეს, ერთგულებას, ჭეშმარიტებას და უფლისადმი ერთგულების სიმბოლოს წარმოადგენს, სიტყვა იხმარება ქრისტიანული ლოცვების დასასრულს.

 

ამნონი–დავითის უფროსი ვაჟი, ცნობილია უღირსი საქციელით ნახევარდის თამარის მიმართ, თამარის შეურაცყოფა არ აპატია აბესალომმა და მოაკვლევინა.

 

ამონი–მენაშეს შვილი, იუდას XIV მეფე, ის მამამისის მსგავსად უკუღმართად იქცეოდა და ემსახურებოდა იმ კერპებს რომელსაც მამამისი, იმეფა 2 წელი, მოკლეს ქვეშევრდომებმა.

 

ამოს–მცირე წინასწარმეტყველთა შორის IV, თეკუაყელი მწყემსი, ის იყო მეფე ყუზიას თანამედროვე, ღმერთისჩაგონებით წავიდა სამარიაში და წინასწარმეტყველებას შეუდგა, იგი აღშფოთებული იყო ხალხის უზნეო ცხოვრებით და მოუწოდებდა

მათ განწმენდისაკენ, ამოსი ისრაელისა და სამარიის დაღუპვას წინასწარმეტყველებდა, მეფეს და დიდებულებს არ მოეწონათ მისი ქადაგება და მოინდომეს მისი ისრაელიდან განდევნა რაზეც ამოსმა უპასუხა «უფალმა მიბრძანა წადი უწინასწარმეტყველე ისრაელთ ჩემს ხალხსო».

 

ანა–წინასწარმეტყველი, ფანეოლის შვილი, რომელმაც დაქვრივების შემდეგ ღვთისმსახურებას შესწირა თავი, 84 წლისა იყო როდესაც მოხუც სიმონთან ერთად ნახა ყრმა იესო ტაძარში და იწინასწარმეტყველა, რომ იგი კაცობრიობის მხსნელი, მესია იყო, მეორე მღვდელთმთავარი კაიაფას სიმამრი როდესაც იესო შეიპყრეს პირველად ანასთან მიიყვანეს, ანა მონაწილეობდა პეტრესა და იოანეს გასამართლებაში.

 

ანათემა–1 ნიშნავს რაიმე გამოყოფილი ღვთაებისათვის,

2 საეკლესიო დაწყევლა, შეჩვენება, უდიდესი სასჯელი უფლის სახელით, ანათემის გამოტანის უფლება ჰქონდა საეკლესიო კრებას, არა მარტო ადამიანები არამედ ქალაქები, სოფლები და ცხოველები შეიძლებოდა დაწყევლილი ყოფილიყო, ასე

დაიქცა იერიხონი.

 

ანათემა მარან ათა–ეს სირიული წამოძახილი უფრო მძიმე სასჯელს, მეორედ მოსვლამდე განდევნას, ფაქტობრივად სიკვდილს ნიშნავდა.

ანანია, პანანია–1 იერუსალიმელი ებრაელი რომელიც ცოლთან ერთად შეუერთდა ქრისტეს მოწაფეებს, სხვა მორწმუნეთა მსგავსად მანაც გაყიდა ქონება და თანხის მხოლოდ ნაწილი გადასცა პეტრეს, პეტრემ ამხილა იგი, ანანია რომელმაც იცრუა მკვდარი დაეცა, ასეთივე ბედი ეწია მის ცოლს, რომელმაც ქმრის სიტყვები გაიმეორა,

2 პირველქრისტიანული ეკლესიის დამასკოელი მოწაფე, რომელიც ღმერთმა გაუგზავნა უსინათლო სავლეს, ანანიას ხელის შეხებით სავლეს თვალი აეხილა,

3 მღვდელთმთავარი, მან ბრძანა ბაგეები დაეთეთქვათ პავლესათვის, როცა ის თავს იცავდა სინედრიონის წინაშე.

 

ანგელოზები–უსხეულო არსებანი, რომლებიც შუამავალნი არიან ღმერთსა და ადამიანს შორის, შეუძლიათ მიიღონ ხილული სახე, ისინი იმყოფებიან ღმერთთან, ასრულებენ მის ნებას და განუწყვეტლივ ადიდებენ მას, ანგელოსთა აურაცხელი სიმრავლე არსებობს, რომლებიც თავიანთი ღირსების მიხედვით იყოფიან 9 დასად ანუ მხედრობად, უმაღლესი იერარქია სერაფიმნი, ქერუბიმნი და საყდარნი, საშუალო იერარქია უფლებანი , ძალნი და ხელმწიფებანი, დაბალი იერარქია მთავრობანი, მთავარანგელოზნი, ანგელოზთა სამყაროს გარდა არსებობს ავი სულების სამყაროც მოციქულ იუდას სიტყვებით ღმერთმა ანგელოზნი  რომელთაც არ დაიცვეს თავიანთი დასაბამი არამედ დაუტოვეს თავიანთი სავანე სამარადისო ბორკილებით შეკრულნი  წყვდიადის ქვეშ დამარხა რათა განსჯილიყვნენ დიად დღეს.

 

ანდრია–ქრისტეს ერთერთი მოციქული, სიმონ–პეტრეს ძმა, მეთევზე, იოანე ნათლისმცემლის მოწაფე, პირველი მიიწვია ქრისტემ რისთვისაც ეწოდა პირველწოდებული, იყო მცოდნე და მჭერმეტყველი, მაცხოვრის მოძღვრებას ქადაგებდა ბალკანეთში, შავიზღვისპირა ქვეყნებში კერძოდ აჭარასა და აფხაზეთში, რომის მაგისტრმა ჯვარს აცვა ჯვრის ფორმის ძელზე, რომელიც შემდგომში ანდრიას ჯვრის სახელით გახდა ცნობილი.

 

ანტიოქია–ქვია ორ ქალაქს, რომელიც გვხვდება ახალ აღთქმაში,

1 მდ ორონტასთან მდებარე, დაარსებული ძ წ 300 წ  ის იყო სირიის დედაქალაქი ძ წ 64 წლამდე, აქ იყო არტემიდას საპატივცემულოდ აშენებული დაფნის ცნობილი ტაძარი დღეს არის პატარა დაბა სახელად ანტაკიე, პირველად ანტიოქიაში ეწოდათ იესოს მოწაფეებს ქრისტიანები, აქედან გაემგზავრენ სავლე–პავლე და ბარნაბა სამისიონეროდ მოგზაურობაში, მოგვიანებით აქ მოღვაწეობდნენ ცნობილი მასწავლებლები ეგნატე ღმერთშემოსილი და იოანე ოქროპირი, ამჟამად ანტიოქიის

პატრიარქი ცხოვრობს დამასკოში მაგრამ შენარჩუნებული აქვს ძველი წოდება,

 

2 პისიდიის დედაქალაქი, ეს ის ქალაქია სადაც პავლემ და ბარნაბამ სახარების უარმყოფელ ებრაელებს გამოუცხადეს, რომ ისინი მიმართავდნენ წარმართებს და მოაქცევდნენ მათ.

 

ანტიქრისტე–ქრისტეს მოწინააღმდეგე, რომელიც დაკავშირებულია სამყაროს აღსასრულის, წარღვნის, ნგრევისა და ქრისტეს მეორედ მოსვლის მოვლენასთან, იოანეს გამოცხადებაში აღწერილია საზარელი მხეცი, რომელიც ქვეყნიერებას მოევლინა  ყოველნაირი შეცდომების, გარყვნილების, წმინდანთა დევნისა და უკანონობისათვის, ანტიქრისტეს ხანმოკლე მეუფეობა დასრულდება ქრისტეს გამოცხადებით და ბოროტების დათრგუნვით, იოანე ამბობს რომ უკვე მის დროს იყო ბევრი ანტიქრისტე, ანუ მათ ჰქონდათ ანტიქრისტეს სული,წმინდა წერილებში ლაპარაკია განსაკუთრებულ პიროვნებაზე ანტიქრისტეზე, რომელიც ქრისტეს მეორედ მოსვლამდე გამოჩნდება, პავლე მას ცოდვიან კაცს უწოდებს, ბევრი ფიქრობს რომ ანტიქრისტე იქნება ხელმძღვანელი ქრისტიანობის წინააღმდეგ დიდი ორგანიზებული მოძრაობისა, მაგრამ საბოლოოდ ქრისტე გაანადგურებს თავის მოწინააღმდეგეებს.

 

აპოკალიფსისი–გამოცხადება.

 

აპოკრიფები–ბიბლიის ის წიგნები, რომელთა შინაარსიც არ ემთხვეოდა ოფიციალური სჯულის სწავლებას, ამიტომ ეკლესია არ ცნობდა მათ წმინდა წიგნებად და სავალდებულოდ არ თვლიდა მათ გამოყენებას, ასეთ წიგნებს არაკანონიკურსაც უწოდებენ, ბიბლიის ტექსტების კანონიზაციის დროს რამდენიმე ათეული წიგნი გამოცხადდა აპოკრიფად, ამიტომ ბევრი მათგანი დაიკარგა, შემდგომ პერიოდში ნაპოვნი იქნა ზოგიერთი მათგანი,ძველი აღთქმის აპოკრიფებია,

II ეზრას წიგნი, ტობითი, ივდითი, სიბრძნე სოლომონისა,რუდაქის სიბრძნე, ბარუქის წიგნი, ეპისტოლე იოანესი, მაკაბელთა ყველა წიგნი, III ეზრას წიგნი, ზოგიერთი წიგნის ნაწილები დავითის  ასორმოცდამეთერთმეტე ფსალმუნი,  II ნეშტთა

ბოლოში მენაშეს ლოცვა და სხვა.

 

არამი–სემის ერთერთი ვაჟი, მისი სახელიდან წარმოდგება არამეელების ქვეყნის სახელი.

არარატის მთა–მდებარეობს თურქეთში, სომხეთის საზღვართან ახლოს, მდ არაქსის შუა წელში, მარჯვენა ნაპირზე, წარმოადგენს ორ მწვერვალს დიდ არარატს და მცირე არარატს, დიდი არარატის სიმაღლე 5165 მეტრია, რომლის მწვერვალი მუდმივად თოვლითაა დაფარული, ბიბლიის თანახმად ნოეს კიდობანი ამ მთაზე შეჩერდა.

 

ასა–აბიამის ძე, იუდას III მეფე ძ წ 955–914 წ, იგი იყო ძლიერი და ღვთისმოშიში კაცი, მან მოსპო კერპთაყვანისმცემლობა იუდეაში და აღადგინა ჭეშმარიტი ღვთისმსახურება, მისი მეფობის დროს გაძლიერდა იუდეის სამეფო, შეძლო დაემარცხებინა ეგვიპტის მეფის სერაჰის ჯარი, რომელიც მის სამეფოში შემოიჭრა, იმეფა 41 წელი.

 

ასენეთი–ფოტიფერაყის ქალიშვილი, იოსების ცოლი, მენაშეს და ეფრემის დედა.

ასურბანიფალი–ასურეთის მეფე ძ წ 669–633 წ, იგი თავგამოდებით ცდილობდა მემკვიდრეობით მიღებული იმპერიის შენარჩუნებას, ებრძოდა სკვითებს, კიმერიელებს, სპარსელებს, მიდიელებს, ცნობილია ასურბანიფალის ბიბლიოთეკა,

რომელიც ნინევიის გათხრების დროს აღმოჩნდა, ეს არის ლურსმულით ნაწერი 30 000 თიხის ფირფიტა, რომლებიც შეიცავს სხვადასხვა დროის რელიგიურ, მაგიურ და ლიტერატურულ ტექსტებს.

 

ასურეთი, აშური–ძველი სახელმწიფო ერაყის ტერიტორიაზე, ჩამოყალიბდა ძ წ III ათასწლეულში ჩრდილო ნაწილში და იარსება ძ წ VII ს ბოლომდე, დედაქალაქი ნინევია მდებარეობდა მდ ტიგროსის აღმ ნაპირზე.

 

აქაბი–ისრაელის სამეფოს VII მეფე იმეფა 22 წ ცოლის სიდონელთა მეფის ასულ იზაბელის გავლენით აქაბმა ისრაელში შემოუშვა კერპთაყვანისმცემლობა ქ სამარიაში ბაალის კერპს სასახლე აუშენა რის წყალობითაც ებრაელებს მთლიანად დაავიწყდათ თავიანთი ღმერთი, ელია წინასწარმეტყველმა რამდენჯერმე შეახსენა მეფეს ჭეშმარიტი ღმერთი მაგრამ ამაოდ, ამიტომ ღმერთმა დასაჯა ისრაელიანები და სირიელების ხელში ჩააგდო, აქაბი სირიის მეფე ბენ ჰადადთან ბრძოლის დროს სასიკვდილოდ დაიჭრა და გარდაიცვალა.

 

აქადი–ქალაქი შუამდინარეთში, ახლანდელი აბუ ჰაბა ბაღდადის მახლობლად, ბაბილონის სემიტური მოსახლეობის ერთერთი უძველესი ცენტრი ძ წ XXIV ს აქადი სარგონ დიდის სახელმწიფოს დედაქალაქი გახდა, მოგვიანებით პოლიტიკური და

კულტურული მნიშვნელობა დაკარგა და სამხრეთ  შუამდინარეთის მთავარი ცენტრი ბაბილონი გახდა. აღდგინება მკვდრეთით–ლაზარეს აღდგენა, ნახსენებია ძველ და ახალ აღთქმაში.

 

აღდგომა–გამოსვლა, გადასვლა, ებრაელთა გამოსვლის გამო ეგვიპტის მონობიდან რაც მოსეს წიგნებშია მოთხრობილი, ქრისტიანული სარწმუნოების მთავარი დღესასწაული, ჯვარცმული იესოს მკვდრეთით აღდგომის დღის აღსანიშნავი საყოველთაო რელიგიური ზეიმი.

 

აღთქმა–დაპირება, თავისებური სიტყვიერი სახე ღმერთსა და ადამიანს შორის ურთიერთობისა ძველსა და ახალ აღთქმაში, პირველად ღმერთის ურთიერთობა იაკობთან, შემდეგ ხალხთან, ღმერთი სიტყვიერად არიგებს ლოცვას, აღუთქვამს, ასაჩუქრებს რჩეულ მსახურებს, ზოგჯერ ეჩვენება კიდეც, ახალი აღთქმის მიხედვით ღმერთი კავშირს ამყარებს არა ცალკე ხალხთან არამედ ყველა ხალხთან ერთად, სამაგიეროდ პირდება მარადიულ სასუფეველს, ასევე უფლისადმი მიცემული  სიტყვა, დაპირება, მაგ იაკობი მესოპოტამიაში წასვლის წინ ღმერთს პირდება თავისი შემოსავლის ერთ მეათედს თუ მშვიდობით დაბრუნდება სახლში, ქალიშვილის ან ცოლის აღთქმას ძალა არ ჰქონდა მამის ან ქმრის თანხმობის გარეშე, ქვრივთა ან განშორებულთა აღთქმა ძალაში იყო. აღთქმის კიდობანი, უფლის კიდობანი, ღვთის კიდობანი–ეგვიპტიდან აღთქმულ ქვეყანაში მიმავალი ისრაელიანი მოგზაურები

ორმოცდამეათე დღეს სინას მთას მიადგნენ სადაც დროებით დაბინავდნენ, აქ ღმერთმა მისცა მათ 10 მცნება, რომელიც დაწერილი იყო ქვის ორ ფიცარზე, მოსემ ეს ფიცრები ძვირფას ყუთში ჩაასვენა და აღთქმის კიდობანი უწოდა. აღსარება–მონანიება, ქრისტიანული სარწმუნოების ერთერთი შვიდ საიდუმლოთაგანი, ცოდვების განდობა მღვდლის წინაშე, რომელიც პიროვნებას უფლის სახელით შეუნდობს რაკი აღიარებს და ინანიებს, აღსარება ქრისტეს მადლია, როცა  ფარისევლებმა უკმაყოფილება გამოთქვეს ქრისტე ცოდვილებს შეიწყალებს და მათთან სჭამს და სვამს, მათ ქრისტემ უთხრა 100 ცხვარი რომ გყავდეთ და 1 დაგეკარგოთ რომელი თქვენგანი არ მიატოვებს 99–ს უდაბნოში და არ წავა დაკარგულის საძებრად ვიდრე არ იპოვის მას, აქიმი ავადმყოფს სჭირდება.

 

ახაზი–იოთამის შვილი, იუდას XI მეფე, ის იყო იუდას ყველა მეფეზე უფრო უღვთო,მან აღაშენა ბაალის სამსხვერპლო იერუსალიმის საზღვარზე, დადგა მოლოქის კერპები რომელსაც საკუთარ ბავშვებსა სწირავდნენ მსხვერპლად, ღვთის ტაძარი კი დაკეტილი იყო, ამის გამო იუდას სამეფო დიდ უბედურებაში ჩავარდა, ესაიამ უწინასწარმეტყველა ემანუელის შესახებ, მაგრამ მან არ დაუჯერა და არ დაემორჩილა უფალს, სირიელები, ისრაელიანები, ფილისტიმელები, ედომელები სხვადასხვა მხრიდან იკლებდნენ და აოხრებდნენ იუდას სამეფოს, ახაზმა 16 წელი იმეფა, იგი სამეფო განსასვენებელში არ დაუსაფლავებიათ.

 

ახაზია–1 აქაბის ძე ისრაელში იმეფა ორ წელს, ისიც ისეთივე უღვთო იყო როგორც მამამისი, სასახლის ბანზე სეირნობის დროს ჩამოვარდა და რამდენიმე ხნის შემდეგ გარდაიცვალა,

2 იორამის და გოთოლიას ვაჟი, იუდას მეფე, გამეფდა 22 წლის და იმეფა 1 წელი.

ახალი აღთქმა–ბიბლიის ნაწილი, ქრისტიან ღვთისმეტყველთა მიერ ასეა წოდებული ძველი აღთქმისაგან გამოსარჩევად, შედგება 27 წიგნისაგან 4 სახარება მათეს, მარკოზის, ლუკასი და იოანესი, რომლებშიც მოთხრობილია ქრისტეს შობის, ცხოვრების, სასწაულების, ქადაგების, ვნების, ჯვარცმის, აღდგომის და ცად ამაღლების ამბები, მოციქულთა საქმეები ქრისტეს მოძღვრების გამავრცელებელთა, იაკობის, პეტრეს, იოანეს, იუდას, პავლეს და სხვა, ეპისტოლენი, გამოცხადება იოანე ღვთისმეტყველისა–აპოკალიფსისი, ახალი აღთქმის წიგნები ის საღვთო წიგნებია რომლებიც ქრისტიანული მოძღვრების მორალსა და პრინციპებს ამკვიდრებენ ადამიანში.

 

ახიმელექი–1 ნობის ქურუმი, უფლის მღვდელი, საულისგან დევნილმა დავითმა ახიმელექთან შეაფარა თავი, რომელიც დავითს შესაწირავად განკუთვნილი პურით გაუმასპინძლდა და ტაძარში შენახული გოლიათის ხმალიც აჩუქა, ამის შესახებ საულს აცნობა მისმა მსახურმა დოედ ედომელმა, განრისხებულმა საულმა სხვა ქურუმებთან ერთად სახელმწიფოს ღალატისათვის ახიმელექის დასჯა ბრძანა, მაგრამ ყველა ჯარისკაცმა უარი თქვა ქურუმის დასჯაში მონაწილეობაზე, ბოლოს მაბეზღარა დოედ ედომელმა დახოცა მღვდლები, მახვილით მოსრა ნობი მღვდელთა ქალაქი, კაცი და ქალი, ჭაბუკი და ძუძუთა ბავშვი, ხარები, სახედრები, ცხვრები და თხები, გადარჩა მხოლოდ ახიმელექის 1 ვაჟიაბიათარი, რომელიც დავითთან გაიქცა,

2 ახიმელექ ხეთელი დავითის ერთერთი მებრძოლი ლიფის უდაბნოში.

 

აჰავა–ქალაქი და მდინარე ბაბილონში, ბიბლიის მიხედვით ამ ადგილას შეკრიბა ეზრამ ებრაელები როდესაც ისინი იერუსალაიმში ბრუნდებოდნენ.

 

ბაალი–ერთერთი დიდი და ძლიერი ღმერთი, რომელსაც თაყვანს სცემდნენ ქანაანელები და ფინიკიელები, ბუნების ძალთა და სიმაღლეთა, ნაყოფიერებისა და ამინდის, მთათა და ღრუბელთა ღვთაება, თავდაპირველად ლოკალური ღმერთების საერთო სახელი უნდა ყოფილიყო რომლის მიხედვითაც ადგილობრივ ღმერთებს ამავე ადგილის სახელი ერქვათ, ბაალ–ჰამონი,

 

ბაალ–შალიში, ბაალ–ხერმონი და სხვა, ბაალი წარმართული ღვთაება იყო და უფალი ღმერთის მიმდევრები თავგამოდებით ებრძოდნენ მის კერპს, რომელსაც ხარის გამოსახულება ჰქონდა, ისრაელთა მეფე აქაბმა დაიწყო ბაალის სამსახური და მისი თაყვანისცემა.

 

ბაბილონი–ქალაქი შუამდინარეთში, ევფრატის ნაპირზე, ახლანდელი ქალაქ ჰიდის ერაყის მახლობლად, მის დაარსებაზე მოთხრობილია დაბადებაში, ბიბლიაში იგი მიჩნეულია მსოფლიო ქალაქად, თავდაპირველად ბაბილონის ძველი სამეფოს

დედაქალაქი იყო ძ წ 2240–2050 წ, შემდეგ ბაბილონის სამეფო დაიპყრეს ასურელებმა ძ წ 2050–625 წ, ბაბილონელებმა რომელთაც არ სურდათ მონობაში ყოფნა დააარსეს ახალი დედაქალაქი ნინევიის მახლობლად რომელსაც ისევ ბაბილონი უწოდეს, ნაბუქოდონოსორ II–ს დროს ძ წ VI ს იგი იქცა იმდროინდელი მსოფლიოს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრად, ქალაქს გარს ერტყა სამ რიგად აგურით ნაშენი ქონგურებიანი გალავანი,რომელსაც 8 კარიბჭე ჰქონდა, ქალაქის ცენტრში მდებარეობდა სატაძრო კომპლექსი, რომელიც მოკირწყლული გზით უკავშირდებოდა იშთარის კარიბჭეს, ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში იყო ციხე დარბაზი, დაკიდებული ბაღები, ამ სასახლეში გარდაიცვალა ალ მაკედონელი, რომლის სიკვდილის შემდეგაც ბაბილონის სამეფო დაეცა და დაკარგა თავის ადრინდელი მნიშვნელობა, ახალ აღთქმაში ბაბილონი გვხვდება მათეს სახარებაში, ამავე ქალაქს უკავშირდება ბიბლიაში მოთხრობილი მითი ბაბილონის გოდოლის შესახებ. ბაბილონის გოდოლი–დედამიწის მკვიდრი ადამიანები თავდაპირველად ერთ ენაზე ლაპარაკობდნენ, ისინი მდ ტიგროსისა და ევფრატის მიდამოებში ცხოვრობდნენ, აქ მიწა დიდ მოსავალს იძლეოდა, ამიტომ ხალხს დოვლათი თანდათან ემატებოდა, ადამიანებს გულზვიადობის გრძნობა თანდათან დაეუფლათ, მათ გადაწყვიტეს აეგოთ ისეთი მაღალი გოდოლი ანუ კოშკი რომელიც მისი თავით ცას მისწვდებოდა, შენებისას იყენებდნენ გამომწვარ აგურს, კირის მაგივრად თიხას, კოშკი ზევით  მიიწევდა, ადამიანთა მედიდურობამ განარისხა ღმერთი, მან ისინი სხვადასხვა ენაზე აამეტყველა რომ ერთმანეთისა ვერაფერი გაეგოთ და თავგზა აბნეოდათ, ამას ისეთი არეულობა მოჰყვა რომ მშენებლებმა ხელი აიღეს განზრახვაზე, მიატოვეს მშენებლობა და მთელს ქვეყანაზე მიმოიფანტნენ, იმ ქალაქს სადაც გოდოლს აგებდნენ და სადაც ენათა აღრევა მოხდა ბაბილონი ეწოდა.

 

ბალაამი–წინასწარმეტყველი, ცხოვრობდა მესოპოტამიაში, ევფრატის ნაპირზე მდებარე ქ ქეთორში, მოაბელთა მეფე ბალაკმა ისრაელის წინააღმდეგ ომი ვერ გაბედა, მოიხმო ბალაამი და სთხოვა დაეწყევლა ისრაელიანები, ბალაამი სამჯერ მოემზადა მათ დასაწყევლად, ღვთის ჩაგონებით სამჯერვე წარმოთქვა მათზე კურთხევა და იწინასწარმეტყველა კიდევაც რომ იაკობის ტომისაგან წარმოსდგება მესია და იგი გამეფდება ყველა ხალხზე.

 

ბალაკი–მოაბელთა მეფე, მას ეშინოდა ისრაელიანთა წარმატებისა, მათზე თავდასხმას ვერ ბედავდა, დახმარებისათვის მიმართა წინასწარმეტყველ ბალაამს, რომელიც ღვთის კარნახით ისრაელიანების წინააღმდეგ არ წავიდა ამიტომ ბალაკმა ხელი აიღო განზრახულ ომზე.

 

ბალზამი–კეთილსურნელოვანი და სამკურნალო ფისი, ბალზამის ბუჩქები დიდი რაოდენობით ხარობდა იუდაში და განსაკუთრებით გალაადში, ბალზამი აღმოსავლეთში გამოყენებულია როგორც წამალი ჭრილობისათვის, გველის ნაკბენზე და სხვადასხვა შინაგანი დაავადებების სამკურნალოდ, ბიბლიის ახალი თარგმანით უმეტეს შემთხვევაში ეწოდება ბალსამონი.

 

ბარაბა–სიკვდილმისჯილი ავაზაკი, პასექის დღესასწაულზე წესად იყო მიღებული რომელიმე პატიმრის განთავისუფლება, როდესაც პილატემ მიმართა მღვდელთმთავრებს და ხალხს ვინ გაენთავისუფლებინათ ბარაბა თუ იესო ქრისტე ხალხმა მღვდელთმთავრების გავლენით ბარაბა შეიწყალა.

 

ბაზილაი–გალადელი მდიდარი მოხუცი და დავითის ერთგული მსახური, ბაზილაიმ მომაკვდავ დავითს აუწყა, რომ ადონიამ თვითნებურად თავი მეფედ გამოაცხადა და ურჩია რომ სოლომონი სასწრაფოდ მეფედ გამოეცხადებინა.

 

ბარნაბა–ლევიანელი, ტომით კიპროსელი იოსები, მოციქულებმა შეარქვეს ბარნაბა, რაც ნუგეშის ძეს ნიშნავს, ბარნაბამ გაყიდა ნაკვეთი, აღებული ფული მოციქულებთან მიიტანა საერთო საქმისათვის, ბარნაბა პავლესთან ერთად მოღვაწეობდა  ანტიოქიაში, კიპროსზე ავრცელებდა უფლის სიტყვას და ზრუნავდა წარმართთა მოქცევაზე, ურწმუნო იუდეველებმა ქვებით ჩაქოლეს თავის სამშობლოში კიპროსის კუნძულზე.

 

ბაყაშა–ისრაელის მეფის ნადაბის სამხედრო სარდალი, ბაყაშამ გიბერთონიის ალყის დროს მუხანათურად მოკლა ნადაბი, შემდეგ მთელი მისი ოჯახი ამოწყვიტა, გაანადგურა მისი მოდგმა და ტახტს დაეუფლა, ბაყაშა მოხერხებული დიპლომატი და

მამაცი მებრძოლი იყო, მან კავშირი შეკრა დამასკოს მეფე ბენ ჰადადთან და თავს დაესხა იუდას, მაგრამ იუდეველთა მეფე ასამ გადაიბირა ბენ ჰადადი, ამ უკანასკნელმა გაწყვიტა კავშირი ბაყაშასთან და თავს დაესხა ისრაელს, დამარცხებული ბაყაშა ჩრდილოეთში გაიქცა, მან 24 წ იმეფა და თავისი დღით მოკვდა.

 

ბეთლემი–ქალაქი იუდაში, იწოდებოდა დავითის ქალაქად, მდებარეობს იერუსალიმიდან სამხრეთით 7 კმ–ზე, ბიბლიის მიხედვით ბეთლემი პატარა მაგრამ ლამაზი ქალაქი ყოფილა, ქალაქი ცნობილი იმით რომ იქ დაიბადა დავითი, იესო ქრისტე.

 

ბენაიაქუ–იექოჰიდაყის ძე მხედართმთავარი სოლომონის კარზე, სოლომონმა მას უბრძანა მოეკლა მისდამი მტრულად განწყობილი ადონია და იაოაბი, მან მოკლა ადონია, იაოაბმა კი ტაძრის ეზოში დამალვა მოასწრო, წესის მიხედვით იქ თავშეფარებული კაცის ხელყოფა არ შეიძლებოდა, მაგრამ ბენაიაქუმ შებილწა წმინდა ადგილი და ზედ უფალი ღვთის საკურთხეველთან განგმირა იაოაბი.

 

ბენიამინი–იაკობის და რახელის უმცროსი შვილი, რახელი ბენიამინის მშობიარობისას დაიღუპა, მან თავის ძეს უწოდაბენ–ყორნი ძე ჩემი ტანჯვისა, ხოლო მამამ უწოდა ბენიამინი ძე მარჯვენისა, ბენიამინი განსაკუთრებით უყვარდა მამას და მის ძმა იოსებს.

 

ბენ ჰადადი–ეს სახელი სირიის, არამის მეფეების საერთო ტიტულია ისევე როგორც ფარაონი ეგვიპტის მეფეებისა, ამ სახელით ბიბლიაში მოიხსენება სირიის დამასკოს 3 მეფე,

1 კაბრიმონინის ძე რომელიც მოისყიდა იუდას მეფე ასამ და დაიწყო ომი ისრაელის მეფე ბაყაშას წინააღმდეგ, , მან ააოხრა ქიმეოთი და ნაფთალიის მხარე,

2 ესაა წინა მეფის შვილი, სირიის, არამის მეფე, არამის მეფე ბენ ჰადადმა შეძლო დაეპყრო მთელი გალადის მხარე, ბენ ჰადადმა ოცდათორმეტ მეფესთან შეკრა კავშირი და გარს შემოერტყა ისრაელის სატახტო ქალაქ სამარიას, ისრაელის მეფე ადაბს დაეხმარა ღმერთი, წინასწარმეტყველის რჩევით თავს დაესხა  მოკავშირეებს და დაამარცხა ისინი, მეორე წელს ბენ ჰადადი მეორედ თავს დაესხა ისრაელს, მათ ამჯერადაც შეძლეს ბენ ჰადადის დამარცხება, ბენ ჰადადი ტყვედ ჩავარდა, მაგრამ ისრაელის მეფემ შეიწყალა და გაანთავისუფლა, იგი მოკლა თავისმა მსახურმა ახაზაილმა, რომელიც დაეუფლა სამეფო ტახტს,

3 ხაზაელის შვილი, ბენ ჰადადმა სამჯერ წააგო ომი ისრაელიანების წინააღმდეგ და დაკარგა ყველა ქალაქი ისრაელისა რაც მამისაგან მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული.

 

ბზა–მაგარი, მკვრივი მარადმწვანე მცენარე, უძვირფასესი სამშენებლო მასალა, მისი ზეთი სამკურნალოა.

 

ბზობის კვირა–ქრისტეს შესვლა იერუსალაიმში, ქრისტიანული სარწმუნოების ერთერთი მნიშვნელოვანი დღესასწაული, პასექის წინა კვირას ქრისტე იერუსალაიმს გაემგზავრა, მას სახედარი მოჰგვარეს და ასე შევიდა ქალაქში,მორწმუნეები მესიას ძირს უფენდნენ სამოსელს, ყვავილებს პალმის ფოთლებს, თაყვანისმცემლები ღაღადებდნენ «ოსანა დავითის ძეს» ეს ფაქტი აღწერილია მათეს, მარკოზის, ლუკას სახარებებში.

 

ბიბლია–იუდეური და ქრისტიანული  რელიგიის საღვთო წიგნების კრებული, შედგება ძველი და ახალი აღთქმისაგან, იქმნებოდა დროის უზარმაზარ მონაკვეთში ძ წ XIII საუკუნიდან ახ წ II საუკუნემდე,, ბიბლიის დიდი ნაწილი დაწერილია ძველებრაულ ენაზე, მასში არამეულ ენაზე გვხვდება მხოლოდ ფრაგმენტები, ებრაულ და არამეულ ენაზე დაწერილი ზოგიერთი წიგნის დედნები დაიკარგა და შემონახულია მხოლოდ დედნური თარგმანი ტობითი, ბიბლია შედგება

სხვადასხვაგვარი კრებულებისაგან, შეიცავს ისტორიულ დოკუმენტებს, ხალხურ მითებს და ჩანაწერებს, რიტუალების ამსახველ ტექსტებს, რელიგიური და ლირიკული პოეზიის ნიმუშებს, საბოლოო სახე ძველმა აღთქმამ საკმაოდ გვიან მიიღო, მისი კანონიზაცია დაიწყო ბაბილონის ტყვეობის შემდეგ ძ წ V საუკუნიდან და დამთავრდა ახ წ II საუკუნეში,  ძველ აღთქმას ებრაულად ერთიანი სათაური არა აქვს, ებრაელები ძველი აღთქმის წიგნებს სამ ნაწილად ყოფენ, პირველში შედის მოსეს ხუთწიგნეული თორა ანუ კანონი დაბადება, გამოსვლა, ლევიანნი, რიცხვნი და II სჯულნი, მეორეში წინასწარმეტყველთა ადრეული  და მოგვიანო წიგნები  (ნებიიმი), მესამეში ის წიგნები რომლებსაც დიდი დღესასწაულების მღვდელთმსახურების დროს კითხულობდნენ  ქეთუბიმი, ქრისტიანები კი ძველ აღთქმას ყოფენ თქმულებების წიგნებად, დარიგებათა წიგნებად და წინასწარმეტყველებათა წიგნებად, მაგალითად მოსეს ხუთწიგნეულს ისინი აკუთვნებენ თქმულებათა წიგნებს, ასეთი კვალიფიკაცია ვრცელდება ახალი აღთქმის წიგნებზეც სახარებები და მოციქულთა საქმენი განეკუთვნებიან თქმულებათა წიგნებს, მოციქულთა ეპისტოლეები დარიგებათა წიგნებს, ხოლო იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება აპოკალიფსისი წინასწარმეტყველებათა წიგნს, ახალი აღთქმა შედგება 27 წიგნისაგან, იხ ახალი აღთქმა.

 

გაალი–ყებედის ძე, იგი შექემის მცხოვრებლებს მოუწოდებდა აბიმელექის წინააღმდეგ, რომელთან ბრძოლაშიც გაალი დამარცხდა.

 

გაბაონი–ქანაანის დიდი სამეფო ქალაქი.

 

გაბრიელი–ანგელოზი, რომელიც გამოეცხადა დანიელს, ზაქარიას და ქალწულ მარიამს.

 

გადი–1 იაკობის მეშვიდე შვილი,

2 დავითის ერთგული წინასწარმეტყველი, რომელმაც საულისაგან დევნილ დავითს ურჩია იუდას ქვეყანაში გადახვეწილიყო. გალაადის მხარე–ეწოდება მთიან მხარეს იორდანეს იქით ქ ხერმონიდან მდ არნონამდე, ცხოვრობდნენ ისრაელის ძენი , რომლებმაც ჯერ კიდევ იესო ნავეს ძის დროს დაიპყრეს ეს მხარე, მოსახლეობა ძირითადად მესაქონლეობას მისდევდა.

 

გალილეა–ებრაული სიტყვა, ნიშნავს ოლქს, ქვეყანას, პალესტინის ერთერთი ოლქი რომელზეც გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები, რამაც ხელი შეუწყო მის აღორძინებას, აქ მდებარეობდა ქალაქები ნაზარეთი,კანა, ამ მხარესთანაა დაკავშირებული ქრისტეს მრავალი სასწაული.

 

გამოცხადება–უფლის, უზენაესის მიერ გამოცხადებით საიდუმლოების განდობა ვითარცა ღვთაებრივი ნებისა რომელიმე დიდებულს, განდეგილს, წინასწარმეტყველს მაგ საულს, აბრაამს, იაკობს, მოსეს გამოეცხადება ღმერთი და გაანდობს თავის ნებას, მისცემს აღთქმას, უჩვენებს გზებს.

 

განკითხვის დღე–ღვთაებრივი სამსჯავრო, როდესაც გადაწყდება ცოდვილთა და მართალთა საბოლოო ბედი, პირველნი ჯოჯოხეთის ცეცხლში ჩაიყრებიან, მეორენი კი ნეტართა სასუფეველში მოხვდებიან, განკითხვა რომ მამა ღმერთმა იესოს ანდო ეს ჩანს იოანეს სახარებიდანაც «არცაღა მამა სჯის არავის არამედ ყოველი სასჯელი მისცა ძესა, მაშინ მართალნი გაბრწყინდებიან ვითარცა მზე სასუფევლისა მამისა მათისასა» ამით ასაბუთებს სახარება განკითხვას და ვინც მას არ იწამებს სატანის მოციქულად იქცევა.

 

გედაია–1 ახიტამის შვილი, შაჰანის შვილიშვილი, მეფე იოშიას ერთერთი მთავარი, რომელიც იუდას ქალაქების მმართველად დაინიშნა იერუსალიმის დაცემის შემდეგ, მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა იერონიასთან, გედალიასთან მიცფაში დააბრუნა სხვადასხვა ადგილებში დაფანტული იუდეველები, 2 თვის მმართველობის შემდეგ გედალია მოკლა ისმაელმა იუდაელმა მხედართმთავარმა,

2 მეფე ციზკიას ერთერთი მთავარი, რომელმაც მოისმინა იერემიას წინასწარმეტყველება მომავალი უბედურების შესახებ, რისთვისაც გედალიამ იერემია დასაჯა და ჭაში ჩააგდო, საიდანაც წინასწარმეტყველი ყებემელექმა ამოიყვანა.

 

გეენა–ჯოჯოხეთის ცეცხლი, ყოველთა დამღუპველი, «შლეგი ცეცხლის გეენაში უნდა ჩავარდეს». გენარია–1 შაჰანის ძე, იუდას ერთერთი მთავარი, რომელსაც უფლის სახლის კარიბჭეს შესასვლელთან ჰქონდა ოთახი, დავითმა აქ წაიკითხა იერემიას წერილი ხალხის გასაგონად,

2 ხიზკიას ძე გემარიას ხელით გაუგზავნა მეფე ციდკიამ წერილი ბაბილონელ ტყვეებს.

 

გერარი–უძველესი ქალაქი, დაბადებაში იგი გვხვდება როგორც ქანაანის სასაზღვრო ქალაქი, ფილისტიმელი მეფის აბიმელექის დედაქალაქი.

 

გილგალი–1 ისრაელელთა ეგვიპტიდან გამოსვლის I გაჩერების ადგილი, სადაც მდ იორდანეს მშრალად გადალახვის ნიშნად 12 სვეტი აღმართეს,

2 გილგალიდან ბეთლემს მიმავალი ელია წინასწარმეტყველი ზეცად ამაღლდა.

გოგი და მაგოგი–გოგ მაგოგელი იყო მაგოგის მიწის მთავარი, რომელიც სხვა ბარბაროს ტომებსაც მართავდა, იგი დიდი ჯარით გაემართა წმინდა მიწისაკენ, სადაც მან ღმერთისაგან სრული დამარცხება განიცადა, ფიქრობენ, რომ მაგოგი ნიშნავს სკვითების ქვეყანას, ეს არის დიდი ტრამალების ქვეყანა კავკასიიდან და კასპიის ზღვიდან ჩრდილოეთითა და ჩრდილო–აღმოსავლეთით, გამოცხადება იოანე ღვთისმეტყველისაში ჩანს, რომ გოგი და მაგოგი იყვნენ წარმართული სამყაროს უძლიერესი მმართველები, რომლებიც მიუხედავად დიდი ძალისხმევისა ჭეშმარიტ ღმერთს წინ ვერ აღუდგნენ.

 

გოლგოთა–მთა იერუსალემთან, სადაც ებრაელები დამნაშავეებს სიკვდილით სჯიდნენ, ამ მთაზე ჯვარს აცვეს ქრისტე ორ ავაზაკთან ერთად.

გომერი–იაფეთის უფროსი შვილი, კიმერიელების წინაპარი, ცხოვრობდა შავი ზღვის ჩრდილოეთით, შემდგომში ამ ადგილებს მისი სახელი ეწოდა.

 

დაბადება, შექმნა–ბიბლია, ძველი და ახალი აღთქმა.

 

დაბირი–ქანაანის მთავარი ქალაქი, მდ იუდეას მთიან მხარეში.

 

დაგონი–ფფილისტიმელების ღმერთი, კერპი, რომელიც აღმართული იყო ქ ღაზაში, აშდოდში და სხვა ადგილებში, კერპს თავი, ხელები მკერდი მამაკაცისა ჰქონდა, წელი თევზისა.

 

დავითი–იესეს უმცროსი ვაჟი, დაიბადა ბეთლემში ძ წ 1085 წ იუდევლებისა და ისრაელიანების მეფე ძ წ 1055–1015 წ მისი ისტორია მოთხრობილია ბიბლიის I და II მეფეთა თავებში, იგი ღმერთის ბრძანებით მეფედ აკურთხა წინასწარმეტყველმა სამოელმა, დავითი ამ დროს ახალგაზრდა იყო და ცხვარს მწყემსავდა, ამის შემდეგ არ გასულა დიდი ხანი, რომ მეფე საულს მოუხდა ომი  ფილისტიმელებთან, ამ ომში დავითმა განსაკუთრებით ისახელა თავი, გოლიათზე გამარჯვება, საულის სიკვდილის შემდეგ ისრაელის მეფედ დავითი აირჩიეს, რომელიც ღვთისმოსავი კაცი იყო და მტკიცედ იდგა სჯულზე, ამიტომ ღმერთი ეხმარებოდა მას, ღვთის შეწევნით მან გაანთავისუფლა ისრაელი მტრებისაგან და ისეთი ძლიერი სამეფო შექმნა, რომ მეზობელი ხალხები ომს ვეღარ უბედავდნენ, დავითმა იერუსალიმი სატახტო ქალაქად აქცია, აქ მან ააშენა სადღესასწაულო კარავი და შიგ აღთქმის კიდობანი დაასვენა, იგი შესანიშნავი მუსიკოსი და მგალობელი იყო, მან ბევრი ფსალმუნი შექმნა სადაც ღმერთს უგალობდა, ამ საგალობლებს დავითნი ეწოდა.

დალილა–ფილისტიმელი ქალი, სამსონის მიჯნური, შემდეგ კი მისი მოღალატე.

 

დამასკო–სირიის დედაქალაქი, მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი ხმელთაშუა ზღვასა და აზიას შორის, ის ერთერთი უძველესი ქალაქია რომელსაც შერჩენილი აქვს თავის ადრიდნდელი მნიშვნელობა, ქრისტეს დროს ამ ქალაქში ცხოვრობდა ბევრი

ებრაელი სადაც მათ მრავალი სინაგოგა ააშენეს.

 

დანიელი–ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა ძ წ 1607 წ დაიპყრო იერუსალიმი, მისი ბრძანებით ისრაელის მეფეთა შთამომავლებს დანიელს, ხანანიას,, ისაელს და ყაზარიას უნდა ესწავლათ მისი ქვეყნის ენა და მწიგნობრობა, რომლებმაც ამათ გარდა მისნობაც ისწავლეს, მათ შორის დანიელი გამოირჩეოდა, მან მეფის კარზე თავი გამოიჩინა როგორც მართალმა და გონიერმა წინასწარმეტყველმა და შეძლო მისი სიზმრების ახსნა, დანიელმა და მისმა მეგობრებმა უარი თქვეს კერპთაყვანისცემლობაზე, რისთვისაც მეფემ მისი მეგობრები ანთებულ ღუმელში ჩაყარა, თუმც ღრმა რწმენის გამო ცეცხლმა მათ ვერაფერი დააკლო, ნაბუქოდონოსორის მერე ტახტზე ბელშაცარი ავიდა, რომელიც დარწმუნდა დანიელის ღვთიურ ძალაში და სამეფოში ის მესამე კაცად გამოაცხადა, მის შემდეგ კი გამეფდა დარიოსი, მან პროვინციებში ავხორცი სატრაპი დანიშნა, მათ უფროსად კი 3 მთავარი დაადგინა, მათ შორის იყო დანიელიც, მეფეს უნდოდა მომავალში დანიელისთვის მთელი სამეფოს მართვა მიენდო, შურით აღვსილმა მთავრებმა და სატრაპებმა გადაწყვიტეს დანიელის დაღუპვა, მათ ის მეფესთან დააბეზღეს რომ ის ფარულად მოსეს სჯულს მისდევდა და ყველა რიტუალს ასრულებდა, მეფის ბრძანებით დანიელი მშიერ ლომებს ჩაუგდეს, თუმც მათ მისთვის არაფერი უვნიათ,

დარიოსმა მას კვლავ დაუბრუნა დიდება და პატივი, დანიელი კიროსის მეფობასაც მოესწრო, მას პატივს სცემდნენ როგორც მეფის კარის დიდებულს და შთაგონებულ წინასწარმეტყველს, ის ებრაელებს უწინასწარმეტყველებდა რომ მოვიდოდა  ღვთისაგან ცხებული მესია, რომელიც მათ ტანჯვისაგან იხსნიდა და ქვეყნად სამართლიანობას აღადგენდა, როცა კიროსმა ბაბილონში გადმოსახლებულ ებრაელებს იერუსალიმში დაბრუნების ნება დართო დანიელი უკვე ღრმად მოხუცი იყო, იგი ბაბილონში გარდაიცვალა.

 

დებორა–წინასწარმეტყველი ქალი, რომელიც ცხოვრობდა ეფრემის მთაზე, მან გათავისუფლებისათვის საბრძოლველად აამხედრა ისრაელიანები  ქანაანის მეფე იაბელს დაპყრობილი ჰყავდა ისრაელები ბარაკის ხელმძღვანელობით.

 

დემეტრე–ეფესელი ვერცხლისმჭედელი, რომელიც არტემიდეს ვერცხლის ტაძრებს აკეთებდა და დიდ შემოსავალს აძლევდა ხელოსნებს, მას ხელს არ აძლევდა ქრისტეს მოძღვრების გავრცელება, რომელიც არტემიდეს ტაძარსაც საფრთხეს უქმნიდა, ამიტომ პავლეს წინააღმდეგ ააჯანყა ეფესოს მოსახლეობა.

 

დიანა–ქალღმერთი, რომელსაც თაყვანს სცემდნენ არა მარტო ეფესოში  და აზიაში არამედ მთელ მსოფლიოში,

 

დიანა–არტემიდე იყო ნადირობის, მთვარის, ნაყოფიერების ქალღმერთი, ეფესოში აღმართული იყო არტემიდეს ტაძარი, რომელიც აშენებული იყო ვერცხლისმჭედელი დემეტრეს მიერ.

 

დიდება–გალობა, რომელსაც ანგელოსთა გალობასაც უწოდებდნენ, ანგელოსთა ეს გალობა მოესმათ მწყემსებს იესოს შობის დროს «დიდება მაღალთა შინა ღმერთს და მშვიდობა ქვეყნად და სათნოება კაცთა შორის».

 

დიდი ოთხშაბათი–ქრისტიანული დღესასწაული, მარხვა იმ დღის აღსანიშნავად როცა იუდამ გასცა ქრისტე და სინედრიონის წევრებს აღუთქვა დახმარება მის შეცნობასა და შეპყრობაში რისთვისაც  ვერცხლი მიიღო, ქრისტე შეიპყრეს და ჯვარს აცვეს.

 

დიდი პარასკევი–იხ ჯვარცმა.

 

დიდი პარასკევი–ქრისტეს უკანასკნელი სერობის, ვახშმობის დღე, როცა სუფრა გააწყო და თორმეტივე მოციქული დაჯდა მოძღვარმა მათ ჯერ სათითაოდ დაბანა ფეხი, შემდეგ თქვა «ერთი თქვენგანი გამცემს», ყველა შეძრწუნდა და თვით იუდამ იკითხა «მე ხომ არა ვარ რაბი», «შენ სთქვი» უთხრა ქრისტემ, იუდა ადგა და წავიდა მღვდელთმთავრებთან ქრისტემ კი პური გაუტეხა მოციქულებს და უთხრა ეს არის ჩემი ხორცი, შემდეგ ღვინო დაუსხა და უთხრა ეს არის ჩემი სისხლი მრავალთათვის დათხეული ცოდვათა მისატევებლად, ასე აღსრულდა I ზიარება.დიდი შაბათი–დღე როცა პილატესთან მისულმა მღვდელთმთავრებმა მოსთხოვეს მას დარაჯები მიეჩინა ქრისტეს გვამისათვის, რომელიც იოსებ არიმათიელმა პილატეს ნებართვით კლდეში გამოკვეთილ სამარხში დაასვენა, მათ პილატეს უთხრეს «ბატონო გაგვახსენდა რომ ამ

მაცდურმა სიცოცხლეში თქვა 3 დღის შემდეგ აღვდგებიო, ქრისტიანული ეკლესია ამ დიდ შაბათს ზეიმით აღნიშნავს.

 

დოედი–საულის მსახური, საულისგან დევნილი დავითი ახიმელექმა შეიფარა, მისცა მას მახვილი და საჭმელი ოედმა დააბეზღა ახიმელექი საულთან, საულმა კი ახიმელექის დასჯა ბრძანა ყველა მეომარმა უარი სთქვა მის დასჯაზე მხოლოდ დოედ ედომელმა მეფის გულის მოსაგებად იკისრა ეს საქმე და დაქირავებული ყაჩაღებით თავს დაესხა მღვდელთა ქალაქს ნობის, 85 მღვდელი მათ შორის ახიმელექიც მოაკვლევინა და მთლიანად გაანადგურებინა მოსახლეობა, გადარჩა ახიმელექის ვაჟი აბიათარი რომელიც დავითთან გაიქცა.

 

გებრაელი ანუ მოსულები–მოსულები სხვა ქვეყნებიდან ასეთი სახელით იყვნენ ებრაელები სხვა ხალხებისათვის ცნობილი, უკვე აბრამი იწოდებოდა ებრაელად, მოსემ მიიღო ღმერთისაგან დავალება ფარაონისათვის ეთქვათ რომ ებრაელთ ღმერთი გამოეცხადათ და უდაბნოში უნდა გასულიყვნენ მსხვერპლის შესაწირად, გამოთქმა ებრაელი ხშირად კერპთაყვანისმცემლობის საპირისპიროდაც იწოდებოდა, მოციქულთა საქმეებში ებრაელი აღნიშნავს პალესტინელ ქრისტიანებ, რომლებიც ებრაულ ან არამეულ ენებზე მეტყველებდნენ, ელინელების საპირისპიროდ რომლებიც ბერძნულად ლაპარაკობდნენ, ძველ აღთქმაში გამოთქმა ებრაულად ან ებრაული ენა როგორც იუდეველთა უძველესი ენის აღმნიშვნელი არ გვხვდება, ძველი ებრაული ენა იწოდება ან არამის ენად ან იუდეურ ენად, გამოთქმა ებრაული ენა გვხვდება ახალ აღთქმაში, რომელიც უნდა გავიგოთ როგორც არამეული ენა  ეს ხალხური ენაა, რომელმაც ძ წ ბოლო საუკუნეში გამოდევნა ებრაელური ენა, სიტყვები რომელსაც იოანე ებრაელურს უწოდებს სუფთა არამეული წარმოშობისაა.

 

ეგვიპტე–მდებარეობს აფრიკის ჩრდ–აღმ ნაწილში, ძველ აღთქმაში მას ჰქვია მიცრაიმი ან მიცრაიმის მიწა, ეგვიპტე წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან აიგიპტოს, რომელიც ფინიკიელებმა დაარქვეს, იგი იყოფა ქვემო და ზემო ეგვიპტედ,  იქ მოედინება მდ ნილოსი ეგვიპტელები მას ხაპიმურს უწოდებენ, ებრაელები კი შახორს ნილოსის სიგანე 10–30 კმ–ია, ეგვიპტე უძველესი ქვეყანაა, რომელსაც შემორჩენილი აქვს თავის კულტურა და ხელოვნების ძეგლები პირამიდები, სფინქსი, აკლდამები  და სხვა, ეგვიპტეს ფარაონები მართავდნენ, აღმერთებდნენ პლანეტებს,ბუნების ძალებს, ცხოველებს, ეგვიპტეში ხალხის კავშირი ღმერთთან დაიწყო  აბრამით რომელიც შიმშილობის დროს იქ ცხოვრობდა, შემდეგ ეგვიპტეში გაყიდეს იოსები რაც გახდა იაკობის იქ გადასახლების მიზეზი, ამის შემდეგ მათი შთამომავლობა იმყოფებოდა მონობაში იქ, ღმერთის წინასწარმეტყველებით ებრაელებმა მონობაში 400 წ გაატარა, იქიდან წამოსვლისას მათ წამოიღეს მრავალი ოქროსა და ვერცხლის ნივთები, ღმერთის ჩანაფიქრი იყო რომ ებრაელები ზიარებოდნენ ეგვიპტის მაღალ კულტურას, იმ ცრურწმენის გამო რომელიც ებრაელებმა გაითავისეს ეგვიპტელებისაგან ღმერთმა ისინი არაერთხელ დასაჯა უდაბნოში ორმოცწლიანი ხეტიალისას, გამოსვლის შემდეგ ბიბლიაში ებრაელთა და ეგვიპტელთა შორის რაიმე ურთიერთობა არ ჩანს სოლომონის მეფობამდე როცა მათ შორის კარგი ურთიერთობა დამყარდა, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ ეგვიპტელები ხშირად ავიწროვებდნენ ებრაელებს, ბაბილონის ტყვეობის შემდეგ მრავალი ებრაელი დასახლდა ეგვიპტეში ძ წ II ს ლეონტოპოლისში მათ თავიანთი ტაძრებიც კი ააგეს.

 

ედემი–მიწიერი სამოთხე, გადატანით ეწოდება სილამაზითა და სიუხვით განთქმულ ადგილებს, აქ ცხოვრობდნენ ადამი და ევა ვიდრე გველი სატანა აცდუნებდა და განრისხებული ღმერთი განდევნიდა, ბიბლიის მიხედვით ირკვევა რომ ედემი შუამდინარეთში მდებარეობდა მდ ტიგროსისა და ევფრატის მახლობლად.

 

 

ევა–ადამის ცოლი I ქალი რომელიც ღმერთმა ადამის ნეკნისგან შექმნა, ღმერთმა ევა დასაჯა ცნობადის ხის ნაყოფის ჭამისთვის და უბრძანა ვარამსა და დარდში ატარებდე შენს სიცოცხლეს, შვილთა შენთა შობდე წვალებითა და ტანჯვითა, იყო ქმრის მორჩილებაში და უფლობდეს შენზედა.

 

ელიმელდახი–ნაბუქოდონოსორის შვილი და მემკვიდრე, ბაბილონის მეფე ძ წ 560 წ, მან ტყვეობიდან გაანთავისუფლა იეჰოიაქინი იუდას მეფე რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ერვი მეროდაჰის კარზე უზრუნველად ცხოვრობდა, იმეფა 2 წელი.

 

ევტიქე–ტროადელი ჭაბუკი, რომელიც მესამე სართულის ფანჯრიდან გადავარდა და მოკვდა იმ დროს როდესაც პავლე ქადაგებდა, პავლე მივიდა მკვდარ ჭაბუკთან მოეხვია და თქვა «ნუ შეძრწუნდებით ვინაიდან მისი სული მასშივეა» ყრმა გაცოცხლდა.

 

ეშვაკი–მდინარე თურქეთში, სირიასა და ერაყში, სათავეს იღებს სომხეთის მთიანეთში, ზემო წელში მთის მდინარეა შემდეგ ღრმა ხევით კვეთს სირიისა და ჩრდილო მესოპოტამიის უდაბნო პლატოს შუა წელში მიედინება მესოპოტამიის დაბლობზე.

 

ეზრა–იუდაელი მღვდელი, კეთილმსახური და სწავლული, მცოდნე საღვთო წერილისა, ცხოვრობდა ბაბილონში სპარსთა მეფის არტაქსერქსეს დროს მეფემ ეზრა გაგზავნა იერუსალიმში ძ წ  460 წ რათა აღედგინა კეთილმსახურება და მოეწესრიგებინა მმართველობა და სასამართლოები, რომ ყველა იუდაელს ეცხოვრა მოსეს  სჯულის თანახმად, მასთან ერთად ბაბილონიდან სამშობლოში 1700 ებრაელი დაბრუნდა, იერუსალიმში მან აღადგინა სასულიერო და სამოქალაქო წეს–წყობილება, ხალხს გააცნო და რამდენჯერმე წაუკითხა წიგნი სჯულისა, ბოლოს შედგენილი იქნა ხელწერილი, რომლის ძალითაც ყველა ებრაელი ვალდებულად ხდიდა თავის თავს დაეცვა სჯული და ყველა ბრძანება უფლისა, ეზრამ შეკრიბა საღვთო წერილის ყველა წიგნი ძველი აღთქმისა, აღრიცხა და ტაძარში შეიტანა დასაცავად, მისი მითითებით დაარსდა დიდი სინაგოგა.

 

ეკბატანა– მიდიის ძველი დედაქალაქი, რომელიც სიძლიერითა და სიმდიდრით მხოლოდ ნინევიას და ბაბილონს ჩამოუვარდებოდა, კიროსის სიკვდილის შემდეგ იგი გადაიქცა სპარსეთის მეფეთა საზაფხულო რეზიდენციად. ელდადი და მედადი–2 იმ სამოცდაათთაგანი რომლებიც მოსემ შეარჩია უდაბნოში ებრაელთა სამართავად, უფალმა სული დაადგა მათ და ისინი ქადაგად დაეცნენ, ოღონდ მცირე ხნით ორნი კი ელდადი და მედადი ბანაკში იყვნენ ისინი უფლის სურვილით ქადაგად დაეცნენ, იესო ნავეს ძემ მოსეს უთხრა მოსე ჩემო ბატონო შეაწყვეტინე, მოსემ უპასუხა ნეტავ მთელი  უფლის ერი დაეცემოდეს ქადაგად, ნეტავ მათაც მოჰფენდეს უფალი თავის სულს.

 

ელეაზარი–1 ჯაბრამის მსახური, აბრამი ფიქრობდა, რომ ის იქნებოდა მისი მემკვიდრე თუკი მას შვილი არ შეეძინებოდა,

2 მოსეს მეორე შვილი.

ელია–ილია წინასწარმეტყველი ძ.წ.IXს, ამხელდა ისრაელიანებს კერპთაყვანისმცემლობაში, მან გააფრთხილა მეფე აქაბი  რომ თუ თვითონ და ხალხი არ მოექცეოდა სამ წელიწადს და ექვს თვეს არც წვიმა იქნებოდა და არც ნამი, ხალხმა არ შეისმინა მისი და ისრაელს მოევლინა სამწლიანი გვალვა, დაიწყო შიმშილობა ბოლოს ყველა დარწმუნდა ჭეშმარიტი ღმერთის არსებობაში, მოინანიეს, მოსპეს კერპები და დახოცეს ქურუმები, მაშინ ელიას ლოცვით წვიმაც მოვიდა და მოსავალიც, ელია წმინდა კაცი იყო, ღმერთმა ცოცხლად აიტაცა იგი ზეცად, ამ შემთხვევას დაესწრო მისი მოწაფე ელისე.

 

ელიაკიმი–1 მეფე ხიზკიას მოურავი, რომელიც სხვებთან ერთად მონაწილეობდა მოლაპარაკებაში მეფე სინახერიბის მიერ გაგზავნილ მთავრებთან,

2 შვილი და მემკვიდრე ისრაელის მეფე იოშიასი, გამეფების შემდეგ ფარაონმა ნექომ სახელად დაარქვა იეჰოიაკიმი.

 

ელიმა–კიპროსელი ცრუწინასწარმეტყველი რომელიც ბარიესობად იწოდებოდა ის იყო პროკონსულ სერგიუს პაულიუსთან მაშინ როდესაც მას პავლე და ბარნაბა ეწვივნენ, იგი ცდილობდა მოექცია პროკონსული, მაშინ პპავლემ დაწყევლა და იგი

მაშინვე დაბრმავდა.

 

ელიმი–ებრაელების მიერ მეწამული ზღვიდან გადმოსვლის შემდეგ II გაჩერების ადგილი, იქ იყო 14 წყაროსთვალი და 70 ფინიკის ხე, იქ დაიბანაკეს.

 

ელიმელექი–ბეთლემელი, რომელიც შიმშილობის გამო ოჯახთან ერთად წავიდა მოაბის ველზე საცხოვრებლად მის ცოლს ნაყომი ერქვა ვაჟებს მახრონი და ქილიონი.

 

ელისაბედი–1 იოანე ნათლისმცემლის დედა, რომელსაც ვაჟის დაბადება უწინასწარმეტყველა და ახარა გაბრიელ მთავარანგელოზმა,

2 ამ სახელით ძველ აღთქმაში მოიხსენიება აარონის ცოლი.

ელისე–წინასწარმეტყველი, ელიას მოწაფე, ცხოვრობდა ისრაელის სამეფოში ძ წ IX ს, იყო ღვთის მოწყალების მაუწყებელი, ბიბლიაში აღწერილია მისი სასწაულები,მან მწარე წყალი 1 მუჭა მარილით სასმელად ვარგისი გახადა, განკურნა კეთრისაგან ნეემან სირიელი, მკვდრეთით აღადგინა კეთილმორწმუნე ქვრივის ვაჟი, სიკვდილის შემდეგ ელისეს ძვლებმა მკვდრეთით აღადგინა მიცვალებული, რომელიც შემთხვევით მის საფლავში ჩაასვენეს.

 

ელიფაზი–ესავის შვილითემანის მამა, ძველ აღთქმაში ამ სახელით ცნობილია აგრეთვე იობის მეგობარი.

 

ელკანა–წინასწარმეტყველ სამოელის მამა, ბიბლიაში ამ სახელით ცნობილია რამდენიმე პირი.

 

ელონი–1 ზენბულონის შვილი რომელთაგან წარმოდგნენ შემდეგ ელონელები,

2 ზებულონეგი ისრაელის მსაჯული 10 წლის განმავლობაში, იგი დაკრძალეს აიალონში,

3 ხეთელი მისი ქალიშვილი ბასმათი ცოლად მოიყვანა ისაკის შვილმა ესავმა,

4 დანიანების შტოს ერთერთი სამკვიდრო ქალაქი დანი ისრაელის იაკობის ძე იყო.

 

ესავი–ისაკის შვილი, იაკობის უფროსი ძმა ტყუპისცალი, იყო მარჯვე მონადირე, მან თავისი დედის რებეკას ეშმაკობით დაკარგა პირმშოობის უფლება, რისთვისაც თავის ძმის იაკობის მოსისხლე მტრად იქცა, ძმები შერიგდნენ მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც ესავისგან დევნილი იაკობი ქალდეადან დაბრუნდა, ესავი დასახლდა სეყირის ქვეყანაში და ედომელთა მამამთავარი გახდა, შემდეგ ესავის სახელი ბიბლიაში გვხვდება როგორც ხალხის და ადგილის დასახელება, მაგ ესავის გორა, ესავის სახლი.

 

ესთერი–იუდაელი ქალი, გაიზარდა ბიძა მარდოქაესთან, ის თავისი გარეგნობის წყალობით გახდა სპარსეთის მეფის არტაქსერქსე ახაშვეროშის ძ წ 480–465 წ ერთერთი პირველი ცოლი, რომლის გავლენითაც მეფემ მიიღო კანონი სპარსეთის  მიწაზე იუდაელების შეწყალების შესახებ.

 

ეფრემი–იოსების მეორე შვილი, დაიბადა ეგვიპტეში, ისრაელიანთა მიერ ქანაანის დაპყრობის შემდეგ, მან თავის ძმა  მენაშესთან ერთად თანაბარი წილი მიიღო.

 

ეშმაკი–მსოფლიოს ხალხთა უმრავლესობისათვის ცნობილი ავი არსება, ბოროტი საწყისი, ღმერთის მოქიშპეცუდისა და უბედურების მიზეზი, ეშმაკი უწინ იყო ერთი ანგელოზთაგანი, რომელიც ღმერთმა ხილული ქვეყნის გაჩენამდე შექმნა, სხვა ანგელოზებივით იგი იყო უსხეულო, უხილავი, გონიერი, თავისუფალი, წმინდა სული და ემსახურებოდა თავის შემოქმედს, მაგრამ შემდგომ  გაამპარტავანდა, მოინდომა ღმერთთან თანასწორობა, აღარ ისურვა მისი დამორჩილება, ზოგი სხვა ანგელოზიც მიიმხრო და წინ აღუდგა უფალს, ამისათვის უფალმა ის თავისი მომხრეებით დასწყევლა და ციდან უფსკრულში ჩამოყარა, ამის შემდეგ ეშმაკი გახდა სულით ბოროტი, რომელიც ღვთის ყველა ქმნილებას ემტერება, ეშმაკმა პირველად აცდუნა ადამი და ევა.

 

ზარახი–იუდასა და თამარის შვილი, თარესის ძმა.

 

ზატიკი–ვნება, ტანჯვა იესოსი, პასექი მოუმზადა იოშიამ თავის უფალს პასექი იერუსალიმში და  ამსხვერპლა პასექი.

 

ზაქარია–1 ისრაელის XIV მეფე იერობოამ II–ს ვაჟი და მემკვიდრე, 6 თვის მეფობის შემდეგ ძ წ 778 წ იგი შარუნმა მოკლა,

2 ბარაქიას შვილი, წინასწარმეტყველ ესაიას ერთერთი მოწმე მის საქმიანობაში,

3 მეფე ყუზიაჰუს მრჩეველი, მისი სიკვდილის შემდეგ მეფეს ბევრჯერ შეემთხვა უსიამოვნება,

4 იეჰოჰიდადაყის ძე მღვდელი რომელმაც აუწყა ხალხს მოსალოდნელი დიდი განსაცდელი, მეფე იოაშის ბრძანებით ზაქარია სიკვდილით დასაჯეს,

5 ღმერთის მსახური, ლევიანი, რომელმაც სხვებთან ერთად მეფე იეზიხკიაჰუს მითითებით განწმინდა უფლის სახლი,

6 წინასწარმეტყველი ბერექიას შვილი, ბაბილონიდან დაბრუნების შემდეგ ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ დაიწყო წინასწარმეტყველება ძ წ 520 წ, ის ხალხს მოუწოდებდა ტაძრის საშენებისკენ, რაც წარმატებით დამთავრდა და აშენდა,

7 იოანე ნათლისმცემლის მამა რომელსაც ვაჟის დაბადება უწინასწარმეტყველა და ახარა გაბრიელ მთავარანგელოზმა, ბიბლიაში ამის გარდა სახელი ზაქარია ცნობილია  მრავალი პირის სახელად.

 

ზაქე–მებაჟეთა უფროსი, მდიდარი კაცი, როდესაც იესო იერუსალემს მიემგზავრებოდა იერიქონზე გაიარა, ზაქეს უნდოდა იესოს დანახვა, მაგრამ ტანდაბალი იყო და ხალხი უშლიდა, ამიტომ ლეღვის ხეზე ავიდა, როცა იესო იმ ადგილზე მივიდა აიხედა მაღლა და უთხრა «ზაქე ჩამოდი სწრაფად დღეს შენ სახლში მომიწევს დარჩენა», ზაქემ სიხარულით მიიღო იგი ხალხი კი აბუზღუნდა ცოდვილ კაცთან შევიდაო, ზაქემ აღუთქვა უფალს რომ თავისი ქონების ნახევარს ღარიბებს მისცემდა, იესომ უთხრა მას «დღეს მოხდა ამ სახლის გადარჩენა იმიტომ რომ ისიც აბრაჰამის ძეა»,

 

ზებახი და ცალმუნატი–მიდიანის 2 მთავარი, რომლებიც გედეონმა დაატყვევა და სიკვდილით დასაჯა.

 

ზებედე–გალილეველი მეთევზე, მოციქულ იაკობისა და იოანე მახარებლის მამა, მისი ცოლი იყო სალომე რომელიც იესოს სიკვდილამდე ემსახურებოდა.

 

ზებულონი–იაკობის მეათე შვილი, ლეასთვის მეექვსე, მას თვითონ 3 ვაჟი ჰყავდა.

 

ზერახი–ეთიოპიის მეფე, რომელიც დიდი ჯარით თავს დაესხა იუდას, მაგრამ ვერ შეძლო მ ისი დამარცხება.

 

ზიარება–ქრისტიანული სარწმუნოების ერთერთი საიდუმლოებათაგანი, მორწმუნეების მიერ პურისა და ღვინის მიღება, როგორც ქრისტეს ხორცისა და სისხლის.

 

ზილფა–ლეას მსახური, იაკობის შვილიშვილების გადის და აშერის დედა.

 

ზიმრანი–აბრამის ვაჟი,  რომელიც კეტურასგან ეყოლა.

 

თამარი–1 იუდას შვილის ყერის ცოლი, მას ქმარი მალე გარდაეცვალა, თამარს ყერისგან შვილი არ ჰყავდა, იუდას რჩევით თამარი მეორე  ძმის ონონის ცოლი გახდა, რომელიც უშვილოდ ასევე მალე გარდაიცვალა,

2 აბესალომის და რომელიც შეურაცყო დავითის  ძე ამნონმა, აბესალომმა ნახევარძმა ამნონს არ აპატია შეურაცყოფა და მოაკვლევინა.

 

თართანი–ერთერთი მხედართმთავარი, რომელიც აშურის მეფე სანხერიბმა იერუსალიმში გაგზავნა მეფე ხიზკიასთან მოსალაპარაკებლად რომ დაზავებულიყვნენ.

 

თახფენესი–ეგვიპტის დედოფალი, დავითის თანამედროვე, დედოფლის და ფარაონმა მიათხოვა  მიდიანელ ჰადიდს, თახფეინისი მის შვილს გენობადს ზრდიდა ფარაონის სახლში ფარაონის შვილებთან ერთად.

თორა–ძველი აღთქმის დაბადების პირველი 5 წიგნი, რომლის ავტორია მოსე, დაბადება, გამოსვლა, ლევიანი, რიცხვნი, II რჯული, მოთხრობილია ისტორიული მოვლენები სამყაროს შექმნის, წარღვნის, სოდომ გომორის დაქცევის, უფალი ღმერთის გამოცხადებისა და მოსესათვის სჯულის წიგნის გადაცემის ამბავი, I წიგნი ძ წ XIII–XII ს არის დაწერილი.

 

იაბალი–ლამექის შვილი, იგი იყო კარავში მცხოვრებთა და მეჯოგეთა მამა.

 

იაკობი–1 იოანეს ძმა, ზებედეს შვილი, იესოს 12 მოციქულიდან ერთერთი, მამასთან და ძმასთან ერთად მეთევზეობას მისდევდა, მან იესოს დაძახებაზე მყისვე მიატოვა ნავიც და მამაც, გაჰყვა მას და გახდა მისი ერთგული მოწაფე, იესომ მას და მის ძმას იოანეს სახელი დეარმერგოს რაც ნიშნავს ქუხილის მცველნი უწოდა, ის იყო I მოციქული რომელიც იესოს შემდეგ სიკვდილით დასაჯეს, მერე ჰეროდემ მახვილით მოკლა იაკობი,

2 იაკობ ალფესის ძე, იესოს ერთერთი მოციქული, მარკოზის სახარებაში,იგი იწოდა იაკობ მცირედ, ხოლო მისი დედა იესოს დედის დად მარიამად, რომელიც კლეოპას ცოლი იყო, როგორც ფიქრობენ ალფესი და კლეოპა ერთი და იგივე პიროვნებაა, ამიტომ იაკობს უფლის ძმასაც უწოდებენ, იაკობი გახდა იერუსალიმის I ეპისკოპოსი და მისი გავლენით მრავალი ებრაელი გაქრისტიანდა, იერუსალიმში საეკლესიო ყრილობაზე მან თავისი გამოსვლით გადაწყვიტა საკითხი ეკლესიისა და წარმართების დამოკიდებულების შესახებ, ის პავლესგან განსხვავებით თვლიდა, რომ ქრისტიანული კანონები ძველებრაულ ტრადიციებთან მჭიდრო კავშირში უნდა ყოფილიყო, ის ქრისტიანობის მოწინააღმდეგე ებრაელებმა ხელკეტით მოკლეს და სიკვდილის წინ ღმერთს შესთხოვდა თავისი მკვლელების შენდობას,

3 ისაკის და რებეკას შვილი, ესავის უმცროსი ძმა, მან ღვთის ნებითა და დედის დახმარებით შეძლო მამის ლოცვა–კურთხევა მიეღო პირმშოობაზე რითაც მამის ქონების დიდი ნაწილი მას რჩებოდა, ესავი მიუხვდა ბოროტებას და მის მოსისხლე მტრად იქცა, იაკობს შეეშინდა ძმის შურისძიებისა და გაეცალა მას, წავიდა მესოპოტამიაში თავის ბიძა ლაბანთან დროებით საცხოვრებლად და ბიძასთან 20 წელი იცხოვრა, დააგროვა დიდძალი ქონება, შეირთო ცოლად ლაბანის 2 ქალიშვილი ლეა და რახელი, ღმერთის მითითებით ის კვლავ სამშობლოში დაბრუნდა, გზაში მას უცნობი კაცის სახით ეჩვენა ღმერთი და ჭიდაობა დაუწყო, განთიადისას ეხლა კმარაო უთხრა იაკობს ამიერიდან იყოს შენი სახელი ისრაელ–ღმერთთან მოჭიდავე და აკურთხა იგი, ესავმა დაივიწყა თავის წყენა ძმისადმი და ისინი სიყვარულით შეხვდნენ ერთმანეთს, შემდგომში ესავი წავიდა თავის სახლში სეყირის ქვეყანაში, ხოლო იაკობი მცირე ხნით დასახლდა შექემში, იქიდან გადავიდა ბეთელში, ბოლოს კი ხებრონში დასახლდა და ისრაელთა მამამთავარი გახდა, იაკობის შვილები გამრავლდნენ ისე რომ მთელი ხალხი შეიქმნა რომელსაც ისრაელი დაერქვა.

 

იაკობის კიბე–ძმის შურისგებას გარიდებული იაკობი დროებით ბიძასთან ლაბანთან წავიდა, გზაში შემოაღამდა და ტრიალ მინდორზე დაიძინა, ძილში ნახა კიბე, რომელიც სიმაღლით ცას სწვდებოდა, კიბეზე ჩადიოდნენ და ადიოდნენ ანგელოზები, ზემოთ იდგა ღმერთი და იაკობს მოესმა ხმა ღვთისა «მე ვარ ღმერთი აბრაამისა და ისაკისა, ნუ გეშინია რადგან მე ვიქნები შენი მ ფარველი იმ ქვეყანას სადაც ახლა შენ გძინავს შენს შთამომავლობას დავუმკვიდრებ», იაკობს გაეღვიძა და თქვა «უფალი არს ადგილსა ამასსა და მე არ ვიცოდი ესე არს სახლი ღვთისა და კარი ზეცისა, აიღო ქვა რომელიც თავქვეშ ედო ამ ხილვის სახსოვრად სვეტად დადგა, ზედ დაასხა ზეთი და უწოდა ბეთელ ანუ სახლი ღვთისა, კიბე რომელიც იაკობმა იხილა მოასწავებდა ღვთისმშობელს, რომლისგანაც იშვა იესო ქრისტე და მან შეაერთა ცა და ქვეყანა ე ი ცოდვით განშორებული კაცი შეარიგა ღმერთთან.

 

იასონი–თესალონიკელი ქრისტიანი,  რომელმაც თავის სახლში მიიღო პავლე და სილა რამაც ურწმუნო ებრაელები აღაშფოთა.

 

იაფეთი–ნოეს ვაჟიშვილი, წარღვნამდე შვილები არ ჰყავდა, შემდეგ კი შეეძინა  7 ვაჟი გომერი, მაგოგი, მადარი, იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი.

 

იაყელი–ხედერ კელელის ცოლი, ბარაკისაგან დევნილმა სისარამ ხედერის სახლს შეაფარა თავი,იაყელმა სისარას რძე დაალევინა და დამალა, როდესაც სისარას ჩაეძინა იაყელი ფეხაკრებით მიეპარა და ისე ჩაარჭო პალო საფეთქელში რომ მიწას ჩააჭედა, ასე ასრულდა სისარას მიმართ დებორას წინასწარმეტყველება.

 

იაჰვე, იეღოვა–ისრაელთა და იუდეველთა უზენაესი ღმერთი, ეს სახელი პირობითია, ვინაიდან ძველ ებრაულ დამწერლობაში ხმოვანებს არ იყენებდნენ, ცნობილი არაა თუ ზუსტად როგორ წარმოითქმებოდა ებრაულ ბიბლიაში მხოლოდ თანხმოვნებით

გადმოცემული ღმერთის სახელი, ამ წმინდა სახელისადმი მოწიწების გამო ებრაელები მის წარმოთქმას საშიშად თვლიდნენ და ცვლიდნენ სიტყვებით ადონაი ანუ ელოიმი–ღმერთი, ბიბლიაში იეღოვა–იაჰვეს ნაცვლად გვხვდება უფალი ღმერთი, ამ სახელის ნაცვლადაა ნახმარი თვით ღმერთის მიერ წარმოთქმული სიტყვები «მე ვარ რომელიც ვარ, მე ვარ უფალი პირველი და უკანასკნელი, მე ვარ იგი, მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი», ასევე გვხვდება ცაბაოთი, საბაოთი, იაჰვე პირველად უფლის სახელით მოევლინა მოსეს როგორც კანონმდებელი, სოლომონმა მას დიდი ტაძარი აუშენა.

 

იერიხონი–ქალაქი ქანაანის ქვეყანაში, მდებარეობდა იერუსალიმიდან 20 კმ–ზე, ეს იყო პირველი ქალაქი რომელიც აიღეს ისრაელიანებმა იესო ნავეს ძის ხელმძღვანელობით, იერიხონში რამდენჯერმე იყო ქრისტე.

 

იერობოამი–1 ნაბატის ძე, ისრაელის I მეფე, მანამდე ის ხელმძღვანელობდა სოლომონის წინააღმდეგ აჯანყებას, რომელიც ჩრდილოეთ ტომებში დაიწყო, აჯანყება დამარცხდა და იერობოამი ეგვიპტეში გაიქცა, ფარაონის სასახლეს შეეფარა,

მხოლოდ სომონის სიკვდილის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და გახდა ისრაელის სამეფოს I მეფე, თავდაპირველად შექემი აქცია დედაქალაქად,  შემდეგ ქ ფენუელი, ბოლოს კი ფირთერს დამკვიდრდა, მას რელიგიური ცენტრი არ ჰქონდა და იმის შიშით რომ ხალხი კვლავ იერუსალიმისაკენ არ წასულიყო ბეთელსა და დანში ააგო ტაძრები და 2 ოქროს კერპი ჩამოასხმევინა, დაადგინა თავისი რელიგიური დღესასწაულები და რიტუალები, ამგვარად ეს  იყო ნამდვილი რელიგიური მწვალებლობა შერწყმული კერპთაყვანისმცემლობასთან, მისი საქციელი განსაკუთრებით აღშფოთებდა წინასწარმეტყველ ახიას, იერობოამი ღმერთმა დასაჯა, ამოწყვიტა მისი ოჯახი და კერპთთაყვანისცემისათვის ებრაელები ევფრატს გაღმა გაფანტა,2 იერობოამი II ისრაელის მეფე იოაშის ძე, მიუხედავად იმისა რომ მას არ მიუტოვებია კერპთთაყვანისცემა ღმერთი მაინც ეხმარებოდა რადგან ჯერ კიდევ არ სურდა ისრაელთა შთამომავლების განწირვა და ამოწყვეტა, ამიტომ იყო რომ მან წარმატებით იომა სირიაში, მოაბელებთან აიღო დამასკო და ღამათი, იერობოამმა იმეფა 41 წელი.

 

იერუსალიმი–ძველად ერქვა იებუსი, დიდ მეფეთა წმინდა ქალაქი, საიდანაც ღმერთის სიტყვა მთელს დედამიწაზე უნდა გავრცელებულიყო, მდებარეობს იუდეის მთაზე ხმელთაშუა ზღვიდან 50 კმ–ზე.

 

იესო ნავეს ძე–მოსეს სიკვდილის შემდეგ ისრაელის ერის წინამძღოლი აღთქმულ ქვეყანაში, მისი ხელმძღვანელობით და ღვთის შეწევნით ისრაელმა 6 წლის განმავლობაში მთელი ქანაანი დაიპყრო რომელიც იაკობის 12 შვილის სახელზე გაიყო 12 ნაწილად, თავიდან მას ერქვა ოსია, შემდეგ მოსემ დაარქვა იესო, გარდაიცვალა 110 წლისა.

 

იესო ქრისტე–ძე ღვთისა, მეუფე ქვეყნისა, შვილი ყოვლადწმინდა მარიამისა, დაიბადა ბეთლემში, აღიზარდა ნაზარეთში, გარდაიცვალა იერუსალიმში სიკვდილის მესამე დღეს აღსდგა და მეორმოცე დღეს ავიდა ზეცად, მას სახელი დაარქვა ანგელოზმა დაბადებამდე, პირველად უწოდეს ემანუილი, მისი ცხოვრება აღწერილია ოთხ სახარებაში.

 

იესოს ძმები–სულიერი მნიშვნელობით იესო თავის ძმებს უწოდებდა იმათ ვინც ასრულებდა მამა ღმერთის ნებას, ასე მოიხსენიებდა ქრისტე მათ როგორც თავის სიცოცხლეში ასევე აღდგომის შემდეგ, ახალ აღთქმაში ზოგ ადგილას მითითებულია იესოს ღვიძლ ძმებზე, იესოს 4 ძმა ჰყავდა იაკობი, იოსე, სვიმონი, იუდა და 3 და.

 

იოფთახი, იფთახი–გალადელიყამონიამებზე გამარჯვების შემდეგ 20 წელი იყო ისრაელიანების მსაჯული სანამ ყამონიანებთან ბრძოლას დაიწყებდა მან აღუთქვა ღმერთს რომ გამარჯვების შემთხვევაში შესწირავდა მსხვერპლად იმას რაც ომიდან დაბრუნებულს პირველი შეეგებებოდა საკუთარ ეზოსთან, მტერზე გამარჯვებულს ეზოსთან ერთადერთი საყვარელი ასული გამოეგება, იეფთახი შეწუხდა, შვილმა გაიგო რა მამის წუხილი უთხრა «აღასრულე აღთქმა შენი», ოღონდ მამას სთხოვა მეგობრებთან ერთად 2 თვით გაეშვა მთაში თავის ხვედრის დასატირებლად, მამამ შეუსრულა თხოვნა 2 თვის შემდეგ კი ღმერთს შესწირა, იმ დროიდან გალაადში დამკვიდრდა ადათი ქალწულები ყოველწლიურად სამგლოვიარო პროცესიას მართავდნენ მთაში და 4 დღის განმავლობაში დასტიროდნენ იეფთახის ასულის მწარე ხვედრს.

 

იეჰოაღაზი–1 შვილი და მემკვიდრე იეხუუსი, ისრაელის მეფე ძ წ 865–839 წ, ემსახურებოდა ოქროს კერპებს, ამიტომ ღმერთმა მას სასჯელი მოუვლინა, არამის მეფე ხაზაილმა  და ხაზაელის ძემ ბენ ჰადადმა სასტიკად დაამარცხეს მისი ჯარი და

დაიპყრეს იორდანეს გაღმა მხარე, მან 17 წელი იმეფა, 2 იოშიას უმცროსი შვილი და მემკვიდრე იუდას მეფე ძ წ 609 წ, 3 თვის მეფობის შემდეგ ფარაონმა ნექომ ტყვედ წაიყვანა ეგვიპტეში სადაც მალე გარდაიცვალა.

 

იეჰოიაკიმი–იოშიას ძე, იგი ფარაონმა ნექომ გაამეფა მისი ძმის იეჰოაღაზის ნაცვლად, იმეფა 11 წელი ძ წ 609–598 წ, ის თავისი წინამორბედის მსგავსად უღმერთოდ იქცეოდა უფლის წინაშე.

 

იეჰოშებაყა–იორამის ასული, ახაზიას და, მან იოაში მოარიდა  დასახოცად განწირულ უფლისწულებს, რომელთაც ღოთოლია სდევნიდა, მალულად ზრდიდა მას და მხოლოდ მეშვიდე წელს წარუდგინა ტახტის კანონიერი მემკვიდრე.

 

იოჰუ–1 ხანანის ძე, წინასწარმეტყველი, რომელიც ღმერთმა გაგზავნა ბაყაშასთან ისრაელის მეფესთან რათა ემცნო მოსალოდნელი სასჯელი, რომელიც ღმერთმა მოუვლინა მას ცოდვებისათვის, შემდეგ ის მოღვაწეობდა იუდას მეფე იოშაფატთან, ამ უკანასკნელის ისტორია აღწერილია მის წიგნში,

2 იოშაფატის შვილი, იორამის არმიის მხედართმთავარი, იორამი ბრძოლაში დაიჭრა, ელისეს ერთერთმა მოწაფემ ღვთის ნებით იეჰუს ზეთი სცხო და მეფედ აკურთხა, იეჰუმ მოკლა იორამი და ახაზია, მან 28 წელი იმეფა ისრაელში და ბრძოლა გამოუცხადა ბაალის მიმდევრებს და კერპები დაანგრია, ხოლო მისი მსახურნი სიკვდილით დასაჯა.

 

ივდითი–იუდეველი გმირი ქალი, როდესაც ნაბუქოდონოსორის არმიამ ალყაში მოაქცია ქ ბეთულია ქვრივმა ივდითმა თავისი სილამაზისა და გამჭრიახობის წყალობით მოახერხა მტრის ბანაკში შეღწევა და მათი ჯარის სარდლისთვის ოლოფერნესთვის თავის მოკვეთა, რითაც თავისი ქალაქი დაღუპვას გადაარჩინა.

 

ივვა, ღივვა–ქალაქი მესოპოტამიაში, დაიპყრო შალმანასერმა.

იზებეელი–სიდონელთა მეფის ეთბაყალის ასული, აქაბის ცოლი, მისი გავლენით სამარიაში აღსდგა ბაალის კულტი, აქაბი სრულიად განუდგა ჭეშმარიტ ღმერთს და მხოლოდ უღვთო საქმეებს აკეთებდა, იზებეელის რჩევით აქაბმა უღირსი მეთოდებით ხელში ჩაიგდო თავისი მეზობლის ნაბუთის ვენახი, აქაბის სიკვდილის შემდეგ 14 წელი იცხოვრა, ელია წინასწარმეტყველის მიხედვით იზებეელი მისმა მოწინააღმდეგეებმა ფანჯრიდან გადმოაგდეს, მისი გვამი ცხენებმა გადათელეს და ძაღლებმა შეჭამეს, იზებეელის სახელი გახდა გარყვნილებისა და უბედურების სინონიმი, ამ აზრითაა იგი ნახსენები გამოცხადებაში.

 

ითამარი–აარონის უმცროსი ვაჟი, როდესაც მისი ძმები ცეცხლში დაიწვნენ ღვთის წინაშე უცხო ცეცხლის მიტანისათვის მოსემ ითამარს და მის უფროს ძმას დაავალა ცოდვის გამოსყიდვა, შემდგომში ითამარი გახდა აარონის მემკვიდრე მღვდელთმსახურებაში.

 

ითრო, იოთორი–მოსეს სიმამრი, ჭეშმარიტი ღვთისთაყვანისმცემელი, ეგვიპტიდან გამოქცეული მოსე ითროსთან დასახლდა, მისი ქალი ცოლად შეირთო და სიმამრის საქონლის მწყემსი გახდა.

 

იოაბი–1 სერაიას შვილი. მამა ხუროთა ველისა რადგან ხურონი იყვნენ, ნიშნავს ხუროთა ველის დამაარსებელს,

2 სერვილიას ძე იოაბი კარგი მეომარი და მხედართმთავარი იყო, მისი გავლენით მამისაგან შერისხული აბესალომი შეწყალებული იქნა.

იოანე–1 ნათლისმცემელი, ძველი აღთქმის მიხედვით  ბოლო წინასწარმეტყველი, დედისაგან შობილი არავინ აღმდგარმა იოანე ნათლისმცემელზე უმეტესი, ხოლო ცათა სასუფეველში უმცირესიც მასზე უმეტესია, გადმოცემის თანახმად იგი იყო მოხუცებული მღვდლის ზაქარიასა და ელისაბედის შვილი, იგი დედის მუცელშივე აღივსო სულიწმინდით, იზრდებოდა უდაბნოში და ისრაელს 29 წლისა გამოეცხადა, უდაბნოში მან შემოიკრიბა ხალხი რომელთაც უქადაგებდა სინანულს ცოდვათა მისატევებლად, თავის მოწაფეებს ასწავლიდა მარხვას და ლოცვას, ასწავლიდა მათ სინაგოგაში განდიდებული ყველას მიერ,

2 სახარების ავტორი, მოწაფე, რომელიც იესოს უყვარდა,იგი იყო მეთევზე, ზებედეს შვილი, იაკობის ძმა, გახდა იესოს მოციქული და იყო ერთერთი იმ სამთაგანი, რომლებიც ყველაზე ახლოს იყვნენ ქრისტესთან, იესოს მრავალი სასწაულის უშუალო მოწმე, ესწრებოდა ქრისტეს ჯვარცმას და მასვე დაავალა მოძღვარმა მარიამზე მზრუნველობა, სულიწმინდის გარდმოსვლის და  მორწმუნეთა გაფანტვის შემდეგ გაემართა მცირე აზიაში, სადაც დაწერა თავისი სახარება, ის გარდაიცვალა 100 წლის,

სახარების გარდა მას მიეკუთვნება 3 ეპისტოლე და გამოცხადება ანუ აპოკალიფსისი.

 

იოარიბი–1 ერთერთი მღვდელთმთავარი, რომელიც ეზრასთან ერთად ბაბილონიდან იერუსალიმს წავიდა,

2 ერთერთი მღვდელთმთავარი, რომელსაც უცხოელი ცოლი ჰყავდა, ეზრამ პირობა ჩამოართვა, რომ გაუშვებდა ცოლს, რადგან ის უცხო ტომისაგან იყო,

3 სიმონის მღვდელთმთავარ იაკობის ძის ერთერთი შვილი.

 

იოაში–1 გედეონის მამა, მან უარი უთხრა ქალაქის მოსახლეობას შვილის გედეონის დასასჯელად გადაცემაზე,

2 აქაბის შვილი,

3 ახაზიას შვილი, იუდაელების მეფე ძ წ 878–838 წ.

იობი–იყო ღვთისმორწმუნე და ერთგული მსახური, რომელსაც ღმერთმა მრავალი შვილი და დიდი ქონება უბოძა, ის იყო კაცი რომელსაც ბოროტება არ ჩაედინა, ღმერთმა გამოსცადა მისი ერთგულება და მრავალი განსაცდელი მოუვლინა, მაგრამ იობი ყოველგვარ გაჭირვებას და განსაცდელს ღვთის ნებად მიიჩნევდა და კვლავ თაყვანს სცემდა ღმერთს, მხოლოდ ერთხელ წამოსცდა უფლის მიერ მოვლენილი განსაცდელების გამო სინანულის სიტყვები, რაც მას ღმერთმა აპატია და ერთგულებისათვის კვლავ დაუბრუნა ყოველივე სიკეთე.

 

იონა–წინასწარმეტყველი, ცხოვრობდა ისრაელში, ღმერთმა გაგზავნა ნინევეში საუწყებლად რომ ქალაქი დაინგრეოდა თუ მისი მცხოვრებლები არ მოექცეოდნენ, ნინეველები ისრაელიანების მტრები იყვნენ და იონას არ უნდოდა ქალაქის გადარჩენა ამიტომ ის ჩაჯდა ხომალდში და სხვა მხარეს წავიდა, უეცრად ზღვა აღელდა, იონა მიხვდა რომ ეს ღვთის რისხვა იყო, გამოუტყდა ყველაფერში მეზღვაურებს და სთხოვა ზღვაში გადაეგდოთ რომ ზღვა დაწყნარებულიყო, იონა არ დაიღრჩო, იგი ვეშაპმა გადაყლაპა, 3 დღე–ღამე გაატარა იქ იონამ და შემდეგ მშვიდობით ჩავიდა ქ ნინევეში, სადაც იქადაგა, მოაქცია მცხოვრებლები და ქალაქი დანგრევას გადაურჩა.

 

იონათანი–1 საულის შვილი, თავზეხელაღებული და მამაცი მეომარი, მან თავი გამოიჩინა ფილისტიმელებთან ბრძოლაში, მოულოდნელად შეიჭრა მტრის ბანაკში, მოკლა 20 გუშაგი, რამაც ფილისტიმელებში დიდი არეულობა გამოიწვია და ისრაელიანებმა შეძლეს მტრის დამარცხება, საულმა ბრძანა მანამ შურს არ ვიძიებ მტერზე საღამომდე საჭმელს არავინ გაეკაროსო, იონათანმა ეს ბრძანება არ იცოდა და  შეჭამა თაფლის რამდენიმე წვეთი, რისთვისაც მამის რისხვა დაიმსახურა, მამამ მას სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა, მაგრამ ჯარი წინ აღუდგა ამ გადაწყვეტილებას,

2 ამ სახელით ბიბლიაში ბევრი პიროვნებაა მოხსენიებული.

იორამი–1 აქაბის შვილი და ახაზიას ძმა, ისრაელის მეფე ძ წ 896–884 წ, მანაც ისევე როგორც– მისმა წინაპრებმა არად ჩააგდო წინასწარმეტყველის რჩევა და უარყო ჭეშმარიტი ღმერთი, სირიელებთან ხშირმა და ხანგრძლივმა ომმა მისი სამეფო დაასუსტა, იგი მოკლა იეხუმ რომელმაც დახოცა აგრეთვე აქაბის სხვა შვილები და ნათესავები,

2 იოშაფატის შვილი, იუდას მეფე, მან იმეფა 8 წელი ძ წ 892–885 წ, ცოლად ჰყავდა ისრაელის მეფის აქაბის ქალიშვილი ღოთოლია, რომლის გავლენით დაიწყო კერპთთაყვანისმცემლობის აღდგენა, მისი მეფობის დროს მეზობელი ტომების გამუდმებულმა შემოსევებმა იუდას სამეფო დაასუსტა.

იოსები–1 იაკობის და რახელის შვილი, იაკობს იოსები გამორჩეულად უყვარდა, რადგან მართალი, მშვიდი და მორჩილი ყმაწვილი იყო, ძმებმა იოსების შური ჩაიდეს გულში, მათ მოახერხეს იოსების ისმაელიტელი ვაჭრებისათვის ოც ვერცხლად მიყიდვა, ვაჭრებმა იოსები ეგვიპტეში მიიყვანეს და მეფის კარისკაც ფოტიფარს მიყიდეს, ფოტიფარმა მალე დააფასა იოსების ერთგულება და სახლთუხუცესობა უბოძა, ცოტა ხნის შემდეგ ფოტიფარის ცოლმა ცილი დასწამა იოსებს და საპყრობილეში ჩააგდებინა, ღმერთი ყოველთვის შველოდა კეთილ იოსებს, მან შეძლო მეფის სიზმრების ახსნა და თან რჩევა–დარიგების მიცემა მოსალოდნელი შიმშილობის თავიდან ასაცილებლად, ამ დროს მთელს აღმოსავლეთში მოუსავლიანი წლები იყო, შიმშილობამ მოიცვა ქანაანიც, იაკობმა თავის შვილები ეგვიპტეში გაგზავნა პურის საყიდლად, აქ ძმები ერთმანეთს შეხვდნენ, იოსებმა დიდსულოვნად აპატია მათ მის წინაშე ფჩადენილი დანაშაული და დიდი საჩუქრებით გამოისტუმრა, იოსების დახმარებით იაკობი მთელი თავისი სახლობით ეგვიპტეში გადასახლდა და იქვე გარდაიცვალა, იაკობის სიკვდილის შემდეგ იოსებმა 54 წელი სულ კი 110 წელი იცოცხლა,

2 ცხოვრობდა ნაზარეთში, მონასტრიდან წამოსული მარიამი იოსებს ჩააბარეს, რომელიც შემდეგ მარიამის ქმრად იწოდებოდა, ის იყო დიდი მორწმუნე და პატიოსანი კაცი, მაგრამ ღარიბი, იოსები მარიამის მიერ შობილ იესოზე დიდ მზრუნველობას იჩენდა,

3 იოსებ არიმათიელი, კაცი კეთილი და სამართლიანი, სინედრიონის წევრი, რომელიც ელოდა ღვთის განაჩენს და მალულად ქრისტეს მოწაფე იყო, მან აშკარად არ გამოხატა თანადგომა იესოსადმი, მაგრამ არ მოსწონდა მსაჯულთა გადაწყვეტილება, იესოს სიკვდილის შემდეგ მან სთხოვა პილატეს მისი გვამი, რომელიც ჩამოხსნა ჯვრიდან, გაახვია სუფთა ტილოში და დაასვენა ახალ სამარხში,

4 ამ სახელით ბიბლიაში კიდევ რამდენიმე პირი მოიხსენიება.

იოშაფატი–1 ასას ძე, იუდას მეფე ძ წ 914–889 წ, ისევე როგორც მისი მამა ჭეშმარიტი ღმერთის მიმდევარი იყო და დაუნდობლად ებრძოდა კერპთაყვანისმცემლობას, ყველა საქმეში მას ღმერთის წყალობა ჰქონდა, საგრძნობლად გააძლიერა იუდას სამეფო, მაგრამ თავისი მეფობის დროს მაინც დაუშვა შეცდომა, მას უნდოდა ისრაელის სამეფოსთან მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონოდა და თავის შვილ იორამს ცოლად შერთო უღვთო აქაბის ქალიშვილი ღოთოლია, რომლის გავლენითაც შემდგომში იორამმა კერპთაყვანისმცემლობა აღადგინა, გარდაიცვალა იოშაფატი 62 წლისა და დაკრძალულ იქნა  დავითის ქალაქში,

2 ამ სახელით ბიბლიაში რამდენიმე პირი მოიხსენიება მათ შორის ისრაელის მეფის იეჰუს მამა.

 

ისაკი–სარასა და აბრაამის შვილი, დაიბადა ღმერთის წყალობით, როდესაც 17 წლის გახდა მამამ წაიყვანა მობლეს მთაე რათა აღესრულებინა ღვთის ნება და შეეწირა შვილი მისთვის, ისაკი იმდენად მორჩილი იყო მამისა რომ დათანხმდა სიკვდილზე, როდესაც აბრაამმა აღმართა ხელი მის დასაკლავად, ანგელოზმა შეაჩერა და აუწყა რომ ისაკის ნაცვლად ბუჩქზე მიბბმული ვერძი შეეწირა, აბრამმა ღმერთს მსხვერპლი შესწირა და დიდი სიხარულით დაბრუნდა შინ, ასეთი მორჩილებისათვის ღმერთმა აბრაამი და ისაკი კიდევ ერთხელ აკურთხა,ისაკმა ცოლად შეირთო შუამდინარეთში მცხოვრებ ნახორის და მერქას ძის დოფეილის ქალი რებეკა, მასთან მას შეეძინა 2 ვაჟი ესავი და იაკობი, ისაკმა იცოცხლა 180 წ.

 

ისმაელი–აბრამის შვილი, შეეძინა აგარისგან რომელიც მისი მხევალი იყო, აბრამის ცოლმა სარაიმ აგარი და მისი შვილი სახლიდან გააგდო, ისმაელის შთამომავლობას ისმაელელებს უწოდებენ.

 

ისრაელის სამეფო–ჩამოყალიბდა სოლომონის სიკვდილის შემდეგ, მისი I მეფე იყო იერობოამი, სამეფო მალე დასუსტდა და დაეცა, დაცემის ერთერთი მიზეზი იყო ის რომ მისი ყველა მეფე ივიწყებდა ჭეშმარიტ ღმერთს და კერპთთაყვანისმცემლობას ავრცელებდა, ამიტომ ღმერთი არ სწყალობდა მათ, თავისი არსებობის მანზილზე მათ ჰყავდათ 20 მეფე, ისინი იყვნენ 10 სხვადასხვა გვარეულობისაგან ანუ ტომისაგან, ისრაელის სამეფო დააქციეს ასურელებმა, ისრაელიანები ტყვედ წაიყვანეს და ევფრატის გაღმა გადაასახლეს, ისრაელის სატახტო ქალაქი იყო შექემი, შემდეგ კი სამარია, ისრაელის სამეფოს და მის მეფეთა ისტორია თითქმის მთლიანადაა გადმოცემული მეფეთა და ნეშტთა წიგნებში.

 

ისრაელი–ეს სახელი იაკობს უწოდა ანგელოზმა მასთან შერკინების შემდეგ, შემდგომ ეს სახელი იხმარებოდა იაკობის მოდგმის აღმნიშვნელად, ისრაელის ძეებად იწოდებოდნენ ისრაელის ხალხები ანუ უბრალოდ ისრაელიანები უკვე დაბადებაში

ნათქვამია რომ შექემმა სამარცხვინო საქმე დამართა ისრაელს, გამოსვლაში უფალი მოსეს მოუწოდებს «წადი შეკრიბე ისრაელის უხუცესები», სოლომონის სიკვდილის შემდეგ დავითის და სოლომონის სამეფო ორად გაიყო ისრაელის და იუდას სამეფოებად, ისრაელის სამეფო შედგებოდა 10 ტომისაგან, სატახტო პირველად შექემი იყო, შემდეგ სამარია, ეს სამეფო პირველად იუდას სამეფოზე ძლიერი იყო, მაგრამ ის მალე დაუძლურდა და დაეცა, იარსება 257 წელიწადს და ჰყავდა 20 მეფე, ისრაელი იხმარებოდა მთელი ხალხის აღმნიშვნელად, ეზრა და ნეემია ლაპარაკობენ ისრაელის ღმერთზე, ტყვეობიდან დაბრუნებულმა ხალხმა აღსავალნი შესწირა ისრაელის ღმერთს 12 ხბო მთელს ისრაელზე 96 ვერძი, შემდგომ სიტყვა ისრაელი და

ისრაელიანები იხმარებოდა ღმერთის რჩეული ხალხის აღმნიშვნელად.

 

იუდა–1 იაკობის ძე, მან გაბოროტებული ძმებისაგან იხსნა იოსები, რომელიც მისი რჩევით ეგვიპტელ ვაჭრებს მიჰყიდეს,

2 ისკარიოტელი, სიმონის ვაჟი,ქრისტეს მოციქული, მას ჩაბარებული ჰქონდა ყულაბა, საიდანაც ხანდახან ფულს იპარავდა, 30 ვერცხლად გაყიდა ქრისტე და ხელში ჩაუგდო მტრებს, შემდეგ მიხვდა თავის ცოდვას ვერცხლი უკან დააბრუნა, თვითონ კი თავი ჩამოიხრჩო, მღვდელთმთავრებმა ამ ვერცხლით იყიდეს სასაფლაო ადგილი უცხოთათვის ე წ აგელდამა, ეს ამბავი აღწერილია ლუკას და მათეს სახარებებში,

3 ძმა იესოსი,

4 გალილეველი, მან ააჯანყა ებრაელები ახ წ 6 წ მისი ლოზუნგი იყო ჩვენ სხვა ბატონი არა გვყავს ღმერთის გარდა, ეს აჯანყება ჩახშობილ იქნა, იუდა დაიღუპა, მისი მიმდევრები კი გაიფანტნენ,

5 დამასკოში მცხოვრები რომლის სახლშიც ანანია ეძებდა მლოცველ სავლეს,

6 ბარსაბად წოდებული, იერუსალიმის ძმობის ერთერთი  მოციქული, რომელიც ბარნაბას და პავლეს სილასთან ერთად ანტიოქიაში გააყოლეს და თან წერილი გაატანეს,

7 ქრისტეს ერთერთი წინაპარი, ქრისტეს წინაპართა ჩამოთვლისას იქვე მოხსენიებულია მეორე იუდაც,

8 ერთერთი მოციქულთაგანი, იუდა ისკარიოტელისგან განსასხვავებლად მოციქულთა საქმეში იუდა  იაკობისად არის მოხსენიებული,

9 მაკაბელი, იუდაელი მღვდლის მატათიას შვილი, მატათია თავის ვაჟებთან ერთად ცდილობდა გამოეხსნა იუდაელები ბერძენთა ტყვეობიდან, იუდამ ღვთის შემწეობით მტერი დაამარცხა, ერთერთ ბრძოლაში დაიღუპა თუმც მისი საქმე მისმა ძმებმა გააგრძელეს და მტრისგან თავი დაიხსნეს,

10 ბიბლიაში ამ სახელით კიდევ რამდენიმე პირი მოიხსენიება.

იუდაიზმი–იუდას ტომის რელიგია, ებრაელი ხალხის რელიგია, რომლის მთავარი პრინციპებია უფალი ღმერთის რწმენა, მესიის მოლოდინი, ძველი აღთქმისა და თალმუდის აღიარება წმინდა წიგნებად, წარმოიშვა ძ წ II ათასწლეულში, არაბეთში, მომთაბარე ტომებში, ძ წ X ს პალესტინაში სახელმწიფო რელიგია გახდა, ებრაელთა რწმენა და წესები ვერ შეარყია ვერც ალ მაკედონელმა ძ წ II ს და ვერც რომის ძ წ I ს ბატონობამ.

 

იუდას სამეფო–სოლომონის სიკვდილის შემდეგ მისი სამეფო გაიყო იუდას და ისრაელის სამეფოდ, იუდას სამეფოში შედიოდა იუდას და ბენიამინის ტომები, სატახტო ქალაქი იერუსალიმი იყო, სამეფომ იარსება ძ წ 980–617 წ, იგი ტერიტორიით და მოსახლეობით ნაკლები იყო ისრაელის სამეფოზე, მაგრამ მასზე დიდხანს იარსება, იუდას ყველა მეფე დავითის ტომისაგან წარმოდგებოდა, ზოგი მისი მეფე კერპთაყვანისმცემელი იყო, ზოგი ჭეშმარიტი ღმერთის მიმდევარი, იუდა ცნობილია როგორც წინასწარმეტყველის სამშობლო, ნაბუქოდონოსორის დროს იუდას სამეფო დაემხო, მისი ხალხი კი ბაბილონში გადაასახლეს.

.

იშბოშოთი–საულის მეოთხე ვაჟი, მამის შემდეგ გამეფდა ისრაელზე, ამ დროს 40 წლის იყო და იმეფა 2 წელი ძ წ 1055–1053 წ,  შემდეგ მისი გამმეფებელი ადნერი დაუკავშირდა დავითს რადგან იშბოშეთმა მას ცილი დასწამა იშბოშეთი მოკლეს ბაყანამ და რეფარგმა, მოაჭრეს თავი და დავითს მიართვეს როგორც საულის ოჯახის საბოლოოდ განადგურების სიმბოლო, დავითმა იშბოშეთის თავი ხებრონში დაასაფლავა ხოლო მისი მკვლელები კი სიკვდილით დასაჯა.

კაბადოკია–ყველაზე დიდი ოლქი მცირე აზიაში, რომელსაც გააჩნდა ბუნებრივი საზღვრები, ცნობილი იყო თავისი საძოვრებით, შესანიშნავი ცხენებით, დედაქალაქი იყო კესარეა, იგი არის სამშობლო წმ გიორგისა და წმ ნინოსი.

 

კაენი–ადამისა და ევას შვილი, რომელიც მიწის დამუშავებას მისდევდა, მან და მისმა ძმამ აბელმა ღმერთს შესაწიირი მიართვეს, ღმერთმა აბელის შესაწირი მიიღო, კაენისა კი უარყო, გაბოროტებულმა კაენმა თავისი ძმა მოკლა, ღმერთმა შერისხა და დასწყევლა კაენი, კაენი ედემის აღმოსავლეთით ნაიდის ქვეყანაში დასახლდა, მის შთამომავლებს ეწოდათ ძენი კაცისანი, მათ ახსოვდათ მხოლოდ თავიანთი თავი და ბიწიერებით ცხოვრობდნენ, ბიბლიაში კაენი იხმარება კენეველთა, კენიელთა საკუთარი სახელის აღსანიშნავად.

 

კაიაფა–მღვდელთმთავარი, მონაწილეობდა თათბირზე  რომელზედაც ქრისტეს შეპყრობა გადაწყდა, იესო წაიყვანეს მღვდელთმთავარ კაიაფასთან სადაც შეკრებილნი იყვნენ მწიგნობარნი და უხუცესნი.

 

კაპერნაუმი–ქალაქი გალილეაში, ამ ქალაქში იყო სინაგოგა სადაც იესო ხშირად ასწავლიდა ხალხს, აქ მან მრავალი სასწაული მოახდინა და ბევრჯერ იქადაგა, ქრისტე აღზრდილი იყო ნაზარეთში, მაგრამ კაპერნაუმი იყო მისი ქალაქი, ღმერთის წინასწარმეტყველებით ეს ამაღლებული ქალაქი ჯოჯოხეთამდე დაეშვებოდა, ამ ქალაქის ადგილმდებარეობა დღეისათვის უცნობია.

 

კედრონი–მდინარე, იწყება იერუსალიმის ჩრდილოეთ მხრიდან, ეშვება სამხრეთით და მთებს შორის გავლით მიემართება მკვდარი ზღვისაკენ, ხოლო წვიმების პერიოდში ემსგავსება იიგი ნამდვილ მდინარეს, ამ მდინარეზე გადიოდა ქრისტე, სამ

სახელით იუდეაში ცნობილია აგრეთვე ყანები ადგილი და ციხე–სიმაგრე.

 

კერპი–წარმართული ღმერთების სკულპტურული გამოსახულება, რომელიც მორწმუნეთა თაყვანისცემის საგანი იყო, მათ როგორც ღმერთებს მსხვერპლს სწირავდნენ.

 

კესარეა–ქალაქი ხმელთაშუა ზღვის პირას, რომელიც ჰეროდე დიდმა ააგო და ავგუსტუსის პატივსაცემად უწოდა ეს სახელი, მოიხსენიება მოციქულთა საქმეებში, ამ ქალაქში ფელიქსის მმართველობის დროს პატიმრად იყო პავლე და აქ დაწერა ზოგი თავისი წერილი, აქედან კი ის რომში გადაგზავნეს, კესარეაში მოკლა ანგელოზმა ჰეროდე, არქელაოსი იაკობ ზებედესის მკვლელი, იერუსალიმის დანგრევის შემდეგ კესარეა 400 წლის განმავლობაში პალესტინის დედაქალაქი იყო, ამჟამად მისი ნანგრევებიღაა.

 

კეჰათი–ლევის ძე, მის საგვარეულოში 8600 მამაკაცი იყო, მისი გვარი ემსახურებოდა სადღესასწაულო კარავს, მან 133 წელი იცოცხლა.

 

კილიკია–მცირე აზიის სამხ–აღმ ნაწილი, მთებითაა გამოყოფილი კაბადოკიისა და სირიისაგან, სამხრეთით ესაზღვრება ხმელთაშუა ზღვა, მოსახლეობა სემიტური წარმოშობისაა, ალექსანდრე დიდის დროს ისინი შეერივნენ ბერძნებს, მისი დედაქალაქი ტარსუსი პავლეს სამშობლო იყო, კილიკიელებს იერუსალიმში თავიანთი სინაგოგა ჰქონდათ ანტიოქიიდან აქ ქრისტიანობა მალე გავრცელდა.

 

კრავი–საღვთო კრავი, ტარიგი ღმერთისა, იესოს სახელი რომელიც მას იოანე ნათლისმცემელმა უწოდა იმის აღსანიშნავად რომ მან თავის სისხლით ადამიანები ცოდვებისაგან იხსნა, კრავს კლავენ ებრაელები აღდგომას, ამას საფუძველი დაედო ებრაელთა ეგვიპტიდან გამოსვლის წინა დღეს როცა მოსემ ღვთის ჩაგონებით უბრძანა ყველა ოჯახს  სააღდგომო კრავი დაეკლა, შემდეგ კრავებს უფლის ტაძრის წინ კლავდნენ.

 

ლაბანი–ქანაანში, მესოპოტამიაში მცხოვრები მდიდარი მეცხვარე, ბეთეულის შვილი, აბრამის ძმის ნახორის შვილიშვილი,მან თავისი და რებეკა მიათხოვა ისაკს შემდეგ, ლაბანთან თავი შეაფარა რებეკას და ისაკის შვილმა იაკობმა რომელმაც მასთან 20 წელი იცხოვრა და იმუშავა სამაგიეროდ ლაბანმა  მას ცოლად შერთო თავის 2 ქალიშვილი რახელი და ლეა, ლაბანმა ბევრჯერ დაარღვია იაკობისადმი მიცემული პირობა, რის გამოც მათ შორის უკმაყოფილება ჩამოვარდა, ღმერთის კარნახით ლაბანმა კავშირი შეკრა იაკობთან და მათ ამის აღსანიშნავად გორაზე აღმართეს ქვის სვეტი რომელსაც იაკობმა გალადი უწოდა.

 

ლაზარე–1 ბეთანიელი, მართასი და მარიამის ძმა, ლაზარეს ოჯახი მეგობრობდა და თანაუგრძნობდა ქრისტეს, იორდანეს ჩრდ მხარეს მყოფმა ქრისტემ შეიტყო რომ მისი მეგობარი ლაზარე მძიმედ იყო ავად, როცა ქრისტე ბეთანიას მივიდა მის განსაკურნად ლაზარე უკვე 4 დღის მკვდარი და დაკრძალული იყო, მაცხოვარმა აკლდამასთან ილოცა და შემდეგ მაღალი ხმით წარმოთქვა ლაზარე გამოდი გარეთ, მკვდარი შეინძრა და აღსდგა,

2 გლახაკი, მის სახელთანაა დაკავშირებული ძირითადად გლახაკთათვის განკუთვნილი საავადმყოფოს სახელი ლაზარეთი.

ლამექი–1 მეთუშაილის შვილი, ჰყავდა 2 ცოლი ყადა და ცილა, რომელთაც ეყოლათ შვილები იადალი, იუბალი, თუბალ–კაენი და ნაყამა,

2 მეთუშალაჰის შვილი, 182 წლისა იყო როდესაც შეეძინა შვილი რომელსაც ნოე დაარქვა, იცოცხლა 777 წელი.ლაოდიკეა ფრიგიის დიდი სავაჭრო ქალაქი.

 

ლაქიში–ქანაანის სამეფო ქალაქი.

 

ლეა–ლაბანის ქალიშვილი, რომელიც მამამ რახელთან ერთად ეშმაკობით მიათხოვა იაკობს, ლეა რახელსავით ლამაზი არ იყო, მაგრამ ღმერთის წყალობით ბევრი შვილები ჰყავდა, რახელი კი დიდხანს იყო უშვილო.

 

ლევი–1 იაკობისა და ლეას მესამე ვაჟი, რომელსაც 3 ვაჟი ჰყავდა გერშონი, კეჰათი და მერარი, ლევიმ და მისმა ძმა სიმონმა დის დინას შეურაცყოფისათვის შექემში ამოწყვიტეს ყველა მამაკაცი, რისთვისაც იაკობმა დასწყევლა შვილები,2 სხვაგვარად ლევი ალფესი, მებაჟე, რომელმაც თავის სახლში იესოს დიდი ნადიმი გაუმართა, მასთან ერთად იყვნენ ბევრი მებაჟე და სხვა ხალხი, მწიგნობარნი და ფარისეველნი უკმაყოფილონი იყვნენ და იესოს მოწაფეებს ეუბნებოდნენ «რატომ ჭამთ და სვამთ მებაჟეებთან და ცოდვილებთან», იესომ უპასუხა მკურნალი ჯანმთელებს კი არა ავადმყოფებს სჭირდებათ, მე მართალთა კი არა ცოდვილთა მოსაწოდებლად მოვედი», მისი მეორე სახელია მათე ქრისტეს ერთერთი მოციქული და სახარების ავტორი,

3 ქრისტეს წინაპრები, რომლებიც მოხსენიებულნი არიან ლუკას სახარებაში.

ლევიანები, ლევიტები–იგულისხმება ლევის შთამომავლობა, ეგვიპტელთა ტყვეობიდან განთავისუფლების შემდეგ მოსემ ლევიანებს ტაძრის მომსახურეობა დაავალა, მღვდელთმთავრად კი თავის ძმა აარონი დააყენა, რომელიც ასევე ლევიანთა შთამომავალი იყო, აქედან მოყოლებული აარონის შთამომავლებში უფროსი შვილი მღვდელთმთავარი იყო, სხვანი მღვდლები, ხოლო ლევის სამ შტოს კეჰათიანთა, მერანიანთა და გერშონიანთა საგვარეულოებს სადღესასწაულო კარვის სამსახური ევალებოდათ.

 

ლევიანნი–მოსეს III წიგნი, იგი შეიცავს სხვადასხვა დარიგებებს ღვთისმსახურებაში, მაგ მსხვერპლზე, განწმენდაზე, დღესასწაულებზე და სხვა, IX–X და XIV თავებში აღწერილია სხვადასხვა შემთხვევები რომლებიც მოხდა სინას მთასთან ყოფნის დროს.

 

ლიდია ფუტი–მთელი აფრიკის საერთო სახელი, ეგვიპტის გარდა, უფრო ხშირად გულისხმობენ ეგვიპტის დასავლეთით მდებარე ნაწილს, ქრისტეს დროს აქ ბევრი ებრაელი ცხოვრობდა,ლიდიელები მოხსენიებული არიან როგორც ეგვიპტელთა მოკავშირეები.

 

ლიკია–პროვინცია მცირე აზიის სამხ–დას ნაწილში, იერუსალიმში თავისი უკანასკნელი მოგზაურობის დროს პავლე მოციქული იყო ლიკიაში საიდანაც იგი ხომალდით ფინიკიაში გაემგზავრა, ლიკია ძ წ 43 წ რომაელებმა დაიპყრეს და პამფილიას შეუერთეს.

 

ლიტურგია–ბერძნ ღვთისმსახურება, ქრისტიანული რელიგიის მთავარი ცერემონიალი, რომლის მიზანია მორწმუნეებში უფლისადმი უშუალო სიახლოვის განცდის აღძვრა, ახალი აღთქმის მიხედვით ლიტურგია თვით იესომ შეასრულა საიდუმლო სერობაზე, მერე მისმა მოციქულებმა იაკობმა და მარკოზმა დააწესეს.

 

ლოტი–ჰარანის შვილი, აბრამის ძმისწული, აბრამს წაყვა ქალდეველთა ქვეყნიდან ქანაანის ქვეყანაში და დასახლდა ბეთლემის მახლობლად, ლოტისა და აბრამის საქონელი ვეღარ ეტეოდა საძოვარზე, ამიტომ ის გაეყარა აბრამს და დაესახლა სოდომში სადაც სოდომის დაცემამდე ცხოვრობდა, სოდომის ალყის დროს მან დაკარგა მთელი ქონება და მოხვდა ტყვეობაში, რომლიდანაც შემდეგ აბრამმა დაიხსნა.

 

ლოცვა–უბნობა კაცისა ღმერთთან, მორწმუნეთა ვედრება უფლისადმი რომ გაიღოს მოწყალება.

 

ლუდია–ძოწეულით მოვაჭრე ქალი ქ თეატირიდან, როდესაც პავლე ქ ფილიპეში ფილიპოსში ქადაგებდა ეს ქალი გულმოდგინედ უსმენდა მას და მისი სახლეული მონათლა კიდეც, ამის შემდეგ მან პავლე თავის სახლში მიიწვია და გაუმასპინძლდა.

ლუკა–მკურნალი, პირველად მოციქულთა საქმეებში გვხვდება, როგორც პავლეს თანამგზავრი, მან ახ წ 51–52 წ იგი ტროადან მაკედონიაში გააცილა, შემდეგ იგი რამდენიმე წლით  მაკედონიაში დარჩა, აღდგომის მერე 58 ან 59 წ გაჰყვა პავლეს ტროაში და შემდეგ აღარც მოსცილებია, რომში პავლეს პირველი და მეორე დაპატიმრების დროს იგი იყო იმ მცირედთა შორის რომლებიც ბოლომდე მოციქულის ერთგულნი დარჩნენ, ლუკას წარსულსა და შემდგომ ცხოვრებაზე არაფერია ცნობილი, კოლასელთა მიმართ მიგვითითებს რომ იგი ებრაელი არ უნდა ყოფილიყო.

 

მადლი–ზნეობრივი წყალობა, კეთილი ძალა, რასაც ღმერთი უგზავნის ადამიანს, რათა მისი ცოდვილი ბუნება განწმინდოს და ხსნის გზა უჩვენოს.

 

მალაქია–ძველი აღთქმის ერთერთი წიგნის ავტორი, იერემიას თანამედროვე.

მანანა–თეთრი თაფლნარევი პურის მსგავსი ნამცეცები, რომელიც უფალმა გამოუგზავნა ეგვიპტიდან გაქცეულ ებრაელებს, ცვიოდა ციდან ყოველდღე გარდა შაბათისა, ამით იკვებებოდნენ ისრაელიანები სანამ აღთქმულ ქვეყანაში არ შევიდნენ.

მარდოქაი–იუდეველი ესთერის აღმზრდელი, ესთერის წყალობით მან მეფე არტაქსერქსეს კარზე საკმაო გავლენა მოიპოვა და ერთერთი პირველი მსახურთაგანი გახდა, მან შესძლო მეფეს გაეუქმებინა კანონი, რომლითაც ყველა ებრაელი უნდა გადასახლებულიყო, მარდოქაიმ თავისი ტომის ყველა წევრს მოუწოდა ყოველ წელს საზეიმოდ აღენიშნათ ეს დღე დღესასწაული ფურიმისა რაც ბედის დღესასწაულს ნიშნავს.

 

მართა–ლაზარეს და მარიამის და, მან იესო თავის სახლში მიიღო, მართა მასპინძლობისათვის ზრუნავდა, მარიამი კი იესოს ფერხთით დაჯდა და ისმენდა მის სიტყვას, მართამ  იესოს უთხრა «უფალო ნუთუ ვერ ხედავ რომ ჩემმა დამ მარტო მე

მომანდო მასპინძლობა, უთხარი ხელი შემაშველოს», უფალმა უთხრა «მართა მართლა ბევრ რამეზე ზრუნავ და შფოთავ, საჭიროა მხოლოდ ერთი რამ, მარიამმა კი უკეთესი წილი ირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას».

 

მარიამი–1 ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ქალწული მარიამი იყო ნაზარეთელი იოაკიმეს და ანას შვილი, 3 წლის მარიამი ღმერთთან აღთქმული პირობის თანახმად ტაძარში წაიყვანეს, 14 წლის რომ შეიქმნა ის საცხოვრებლად გადავიდა ნაზარეთში  მის ნათესავთან იოსებთან რომელიც შემდგომ მის ქმრად იწოდებოდა, მარიამს სულიწმინდისაგან ჩაესახა და შვა შვილი იესო რომლის აღზრდასა და მისი მოღვაწეობის პერიოდში მრავალი გაჭირვება გადახდა, რადგან ურწმუნონი სდევნიდნენ იესოს,

2 სახარების ავტორის მარკოზის დედა რომლის სახლში იერუსალიმში იკრიბებოდნენ ქრისტიანები, როცა ანგელოზებმა პეტრე საპყრობილედან გაათავისუფლეს იგი პირველად სწორედ ამ სახლში მივიდა,

3 კლეოპას ცოლი, იაკობ მცირის დედა, იესოს დედის მარიამის და რომელიც ქრისტეს ჯვარცმის დროს ღვთისმშობელთან ერთად იდგა ხოლო კვირას სხვებთან ერთად ნახა იესოს საფლავთან ანგელოზი, რომელმაც უთხრა რომ იესო ცოცხალი იყო,

4 ლაზარეს და ბეთანიიდან, რომელიც მართასთან ერთად უსმენდა ქრისტეს მოძღვრებას,

5 მარიამ მაგდალელი, ქრისტემ იგი 7 არაწმინდა სულისაგან გაანთავისუფლა რის შემდეგაც მარიამი გახდა მისი ერთგული და მთელი თავისი ქონება ქრისტეს სამსახურს მოახმარა, ეს მარიამი იმყოფებოდა ქრისტეს ჯვარცმის მომენტში ღვთისმშობელთან ერთად, მან პირველმა იხილა ქრისტეს აღდგინება და პირველმა მიიღო ქრისტეს მისალმებაც და დავალებებიც.

 

მარკოზი–ანუ იოანე მარკოზი შვილი იმ მარიამისა ვის სახლშიც მოციქულები იკრიბებოდნენ და ლოცულობდნენ, ის იყო დისწული ბარნაბასი, რომელმაც მარკოზი ანტიოქიაში წაიყვანა, ის გაყვა პავლეს და ბარნაბას მის პირველ მისიონერულ მოგზაურობაში პამფილიამდე, შემდეგ დაშორდა მათ და იერუსალიმში დაბრუნდა, II მოგზაურობის დროს პავლემ უარი თქვა მარკოზის თან წაყვანაზე, მათ შორის მოხდა უთანხმოება და ისინი დასცილდნენ ერთმანეთს, ბარნაბამ თან წაიყვანა მარკოზი კიპროსზე, ბოლოს კი პავლე ლაპარაკობს მარკოზზე როგორც ერთგულ მეგობარზე, გადმოცემით ის ქრისტეს სამოცდაათი მოციქულიდან ერთერთი და სახარების ავტორია, გარდაიცვალა ალექსანდრიაში მოწამებრივი სიკვდილით.

 

მარხვა–წმ მამათა სწავლებით «რაჟამს ღმერთმა შექმნა კაცი უმალვე მარხვის ცნება უბრძანა მათ, ყველა ხის ნაყოფი გეჭმევათ ამ ბაღში, მხოლოდ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამოთ, მაცხოვარი სახარებაში გვაუწყებს ცოდვისა და ბოროტი სულისათვის რომ ამ მოდგმას ვერაფრით ვერ განდევნი თუ არა ლოცვით და მარხვით.

 

მაყაქა–1 ნახორის ვაჟი რომელიც შეეძინა ხარჭისგან ფრეუმასგან,

2 დავითის ერთერთი ცოლი, აბესალომის დედა,

3  ამ სახელით ბიბლიაში სხვა პირებიც მოიხსენიებიან, როგორც მამაკაცები ისე ქალები.

 

მენაშე–1 იოსების უფროსი ვაჟი, ეფრემის ძმა, იოსებს უნდოდა პირმშოობა მენაშესთვის მიენიჭებინა, მაგრამ იოსების მამამ მოხუცმა ისრაელმა–იაკობმა ეფრემს დაადო მარჯვენა ხელი და აუწყა რომ ეფრემის მოდგმა მისი ძმის მენაშეს მოდგმაზე მეტად განდიდდებოდა და გამრავლდებოდა,

2 თიზკიას შვილი, იუდას მეფე ძ წ 699–643 წ, მან აღადგინა კერპთმსახურება, გაამრავლა მისნები, მკითხავები და თავისი ცუდი მაგალითით ხალხი იქამდე მიიყვანა რომ ისინი ქანაანელებზე უარესად იქცეოდნენ, ღმერთმა წინასწარმეტყველების მეშვეობით გამოუცხადა რომ იერუსალიმი ისე დაიღუპებოდა როგორც სამარია, მეფე წინასწარმეტყველთ სდევნიდა და ხოცავდა, ასეთისისასტიკისათვის ღმერთმა დასაჯა მენაშე, ის ასირიელებმა შეიპყრეს შეკრეს ჯაჭვით, გაუყარეს ცხვირში რგოლი და როგორც მხეცი ისე წაიყვანეს ბაბილონში ტყვედ, მან ტყვეობაში მონანიება დაიწყო და ღმერთს შეწყალებას ევედრებოდა ღმერთმა შეისმინა და დაუბრუნა სამეფო ტახტი, ამის შემდეგ მან იერუსალიმი კერპებისაგან გაწმინდა და აღადგინა ჭეშმარიტი ღვთისმსახურება.

 

მენახე–გადის ძე, ისრაელის XVI მეფე მან დაამარცხა შალომი, მოკლა და თვითონ გამეფდა, მენახემ ვერ შეძლო სამეფოს განმტკიცება, შფოთის, მტაცებლობის აღმოფხვრა და დასახმარებლად აშურის მეფე ფულს მოუხმო, რომელმაც აღმოუჩინა

დახმარება სამაგიეროდ კი ხარკი წაიღო, მისი ათწლიანი  მეფობა აღინიშნებოდა განსაკუთრებული სისასტიკით და კერპთაყვანისმცემლობით.

 

მენე–მენე, თეკელ, უფარსინ–ჯადოსნური სიტყვები, რომელიც ქალდეველთა მეფის ბელშაცარის, ბალთაზარის სასახლის კედელზე ხელის მტევნით დაიწერა, დანიელ  წინასწარმეტყველმა მეფეს აუხსნა ამ სიტყვების მნიშვნელობა, ღმერთმა შენი სამეფოს დღეები დაითვალა და ბოლო მოუღო მას, სასწორზე აიწონე და მსუბუქი აღმოჩნდი, გაიყოფა შენი სამეფო და მიდიელებსა და სპარსელებს მიეცემა იგი ბერშაცარი  იმავე ღამეს მოკლეს და მის ტახტზე ავიდა დარიოს მიდიელი.

 

მესია–ძველებრაულად მაშიახ–ცხებული, კურთხეული, რწმენა კაცობრიობის მხსნელზე, მესიაზე, რომელიც ქვეყნად წესრიგს დაამყარებს, იხსნის ცოდვისაგან, პირველად იუდეველები თვლიდნენ რომ მესია ეს მეფე იყო, რომელიც ზეთის ცხების

შემდეგ კურთხეულ უზენაეს მიწიერ მბრძანებლად იქცეოდა, შემდეგ კი ეს მისია უზენაეს ღმერთს უნდა შეესრულებინა, ძველ აღთქმაში პირველად სამუელის დედა ხანა ამბობს «უფალი შემუსრავს თავის წინამძღოლთ და ციდან დამეხავს მათ, უფალი

განსჯის ქვეყნის კიდეებს და მისცემს ძალას თავის ცხებულთ რქას აუმაღლებს»მოგვიანებით ეს მისია ქრისტეს დაეკისრა, რომელმაც პირველად მოსვლის დროს მკვდრეთით აღდგომის დროს ნაწილობრივ შეასრულა იგი, მისი მეორედ მოსვლის მოლოდინი აქვს ყველა მორწმუნეს მხოლოდ დრო არავინ იცის.

 

მეფიბოშეთი–1 საულის და მისი ხარჭის რიცფას ვაჟი მეფიბოშეთი საულის ექვს შთამომავალთან ერთად საულისადმი შურისძიების მიზნით გაბანელებმა ჩამოახრჩვეს,

2 იონათანის შვილი, საულის შვილიშვილი, ის ორივე ფეხით კოჭლი მაქე ყანიელის ძის სახლში ცხოვრობდა, როცა იონათანი დაიღუპა ყრმა მხოლოდ 5 წლის იყო, დამარცხების ამბავი რომ გაიგეს ძიძამ ბავშვი ხელში აიყვანა და შინიდან გაიქცა, გაქცევის დროს ბავშვი ხელიდან დაუვარდა და ფეხები დაუზიანდა, დავითმა იონათანის ოჯახიდან მხოლოდ ეს 1 გადარჩენილი ბავშვი წაიყვანა თავისთან და იონათანისადმი მადლიერების გამოხატვის ნიშნად მის შვილს მამობრივ მზრუნველობას უწევდა, საულის კოჭლ მემკვიდრეს მთელი სიცოცხლის განმავლობაში უფლება ჰქონდა დავითის სუფრასთან მჯდარიყო, მას ოჯახის წევრად თვლიდნენ, მეფიბოშეთი პირველ ნეშტთა წიგნში მერიფბაყალის სახელით მოიხსენიება.

მეშა–მოაბის მეფე, იგი ისრაელის ვასალად ითვლებოდა, აქაბის სიკვდილის შემდეგ განუდგა ისრაელს და უარი უთხრა 100 ათასი ბატკნისა და 100 ათასი მატყლიანი ვერძის გადახდაზე, მეფე იორამმა იუდას მეფე იოშაფატთან შეკრა კავშირი და მოაბის მეფეზე გაილაშქრა, მათ დაანგრიეს მოაბის ქალაქები, ყველა წყაროსთვალი ამოყორეს, ყანები გაანადგურეს, მეშამ რომ ნახა მარცხდებოდა შვიდასკაციანი ჯარით შეეცადა ედომის სამეფოსკენ გაეღწია, მაგრამ ვერ შეძლო, მაშინ მოკიდა ხელი თავის პირმშოს, რომელიც მის შემდეგ უნდა გამეფებულიყო და ციხის გალავანზე მსხვერპლად შესწირა, ამის მნახველი ისრაელიანები შეზრწუნდნენ და უკან გაბრუნდნენ, მეშა დამარცხდა ამ ომში მაგრამ ისრაელმა ვეღარ შეძლო მოაბის დამორჩილება.

 

მთავარანგელოზი–წმინდა წერილით მთავარი ანგელოზებია მიქელი–მიხეილი, რაც ნიშნავს როგორც ღმერთი, გაბრიელი–ღმერთის ძალა, ურიელი–ღმერთის ცეცხლი, რაფაელი–ღმერთის დახმარება, განკურნება, სალათიელი, ღმერთისადმი ლოცვა იერემიელი–ღმერთის სიმაღლე, მთავარანგელოზებს მიაკუთვნებენ ვარაქიელს, ბარაქიელი–ღმერთის კურთხევა და ეგუდიელს–იეჰუდიელი–ღმერთის დიდება მათი სახელები ბიბლიაში არ გვხვდება.

 

მირონცხება–ეს არის ღვთის მადლის გადმოსვლის ნიშანი მოსანათლზე რითაც სულიერი ცხოვრება იწყება მოციქულთა საქმის მიხედვით ეს წესი იესომ შემოიღო, ნათელღებულნი იყვნენ უფლის იესოს სახელით, მაშინ დაადეს მათ ხელი და

მიიღეს სულიწმინდა.

 

მირქმა–ქრისტეს დაბადებიდან მეორმოცე დღეს ღვთისმშობელმა და იოსებმა იესო მიიყვანეს იერუსალიმის ტაძარში, თან უფალს მტრედის 2 გუნდი შესწირეს, იქ დახვდათ ანა წინასწარმეტყველი და ღრმად მოხუცი სიმონი, რომელსაც არ სწამდა ქალწულისაგან მესიის შობა, ამიტომ ზეცით ეუწყა რომ არ მოკვდებოდა ვიდრე მესიას არ იხილავდა, მან ნახა ყრმა, შეიცნო და თქვა «აწ განუტევე მონაი შენი მეუფეო სიტყვისაი შენისა მშვიდობით რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვრებაი შენი».

 

მიქა, მიქაი–1 წინასწარმეტყველი რომელმაც ისრაელის მეფე აქაბს უწინასწარმეტყველა რომ ის დამარცხდებოდა სირიის წინააღმდეგ ომში, აქაბმა ამისათვის მიქა დილეგში ჩააგდო,

2 მიქაია იოშაფატის დროს ერთერთი მთავარი, რომელიც მეფემ იუდას ქალაქში ღმერთის სადიდებლად გაგზავნა, 3 მიქაია გემარიას ძე ახალგაზრდა თავადი, იუდას მეფის იოჰოაკიმის კარზე, მან მოისმინა ბარუქის მიერ წაკითხული იერემია წინასწარმეტყველის სიტყვები, მიქა ჩავიდა მეფის სასახლეში და მეფის მწერლის ოთახში შეკრებილ მთავრებს მოახსენა გაგონილი.

 

მიქალი, მერქოლა–საულის უმცროსი ქალიშვილი რომელსაც დავითი უყვარდა, მამამ მიქალი დავითს მიათხოვა უფროსი დის ნაცვლად, რისთვისაც დავითმა 200 ფილისტიმელი მოკლა, მიქალი ერთგული და მოყვარული ცოლი იყო, მისი ერთგულების წყალობით დავითი არაერთხელ გადაურჩა საულის დევნას, ბოლოს მათ სიყვარულს ბზარი გაუჩნდა, მიქალი უშვილოდ გარდაიცვალა.

 

მოგვი–ვარსკვლავთმრიცხველი, მისანი, სიზმრის ამხსნელი, მათეს სახარებით როცა იუდეის ბეთლემში დაიბადა ქრისტე ჰეროდეს მეფობის ჟამს აჰა აღმოსავლეთით მოვიდნენ მოგვნი იერუსალიმს და თქვეს სად არის იუდეველთა ახალშობილი მეფე, ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით თაყვანი ვსცეთ მათ, მეფე ჰეროდე მათი დახმარებით იმედოვნებდა ყრმის პოვნას და მოკვლას მაგრამ მათ თაყვანი სცეს ახალშობილს, საჩუქრები დაუტოვეს და სხვა გზით გაბრუნდნენ.

 

მოსე–ისრაელიანების დიდი წინასწარმეტყველი და კანონმდებელი, დაიბადა ეგვიპტეში ძ წ 1570 წ მისი მშობლები იყვნენ ყამრანი და იოქებედი, მისი ცხოვრება იყოფა სამ პერიოდად I ეგვიპტეში მისი აღზრდა, II მომთაბარის ცხოვრება, III შემოქმედებითი ცხოვრება, I პერიოდი იწყება მისი ბავშვობიდან როცა დედამ მისი სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით ახალშობილი კალათაში ჩააწვინა და ნილოსში შეაცურა, თავის ქალიშვილ მარიამ კი დაავალა ფარულად თვალი ედევნებინა, ცოტა ხნის შემდეგ კალათი ფარაონის ქალიშვილმა ნახა და მიხვდა რომ ეს ებრაელის ბავშვი იყო, მას შეებრალა იგი და ძიძა მოიკითხა  მარიამმა ძიძად თავისი დედა შესთავაზა, ბავშვი ღვთის განგებით ისევ დედის ხელში აღიზარდა, როცა წამოიზარდა ფარაონის ქალიშვილმა სასახლეში მოაყვანინა, იშვილა და სახელად მოსე უწოდა რაც წყლიდან ამოყვანილს ნიშნავს, ამის შემდეგ მოსე სასახლეში იზრდებოდა საუკეთესო მასწავლებლების ხელში შეისწავლა მაშინდელი ეგვიპტის მეცნიერებანი, II პერიოდი იწყება მისი მიდიანის ქვეყანაში გაქცევით, რაც ნაკარნახევი იყო ეგვიპტის მონობიდან ისრაელის ხალხის განთავისუფლების სურვილით, ეგვიპტიდან გაქცეულმა მოსემ თავი შეაფარა ითროს ოჯახს, მისი ქალიშვილი ცოლად შეირთო და ცხვრის მწყემსი გახდა, შეეძინა 2 ვაჟი გერშონი და ელიაზარი, III პერიოდი იწყება  ღვთის მთა ჰორობზე მოსესთან ღმერთის გამოცხადებით «მე ვარ ღმერთი აბრამისა, ისააკისა და იაკობისა, მე ვხედავ ჩემი რჩეული ხალხის ტანჯვას ეგვიპტეში, აწ წადი შენ და გამოიხსენი იგი ფარაონის მონობისაგან» ამავე დროს მოსეს ღმერთმა სასწაულმოქმედის ძალა მისცა, თან მისივე ძმა აარონი თანაშემწედ დაუნიშნა, ამის შემდეგ მოსე წავიდა ეგვიპტეში და გამოეცხადა ფარაონს, აცნობა ღვთის ბრძანება რომ ებრაელები გაენთავისუფლებინა, ფარაონი ჯერ უარზე იყო, ბოლოს იძულებული გახდა დათანხმებულიყო, რადგან ურჩობისათვის ღმერთმა მთელი ეგვიპტე დასაჯა, მოსემ ეგვიპტიდან 600 ათასი კაცი გამოიყვანა ქალებისა და ბავშვების ჩაუთვლელად და ღვთის ბრძანებით ქანაანისაკენ

წაიყვანა,ეგვიპტიდან გამოსულ ისრაელიანებს მუდამ ღმერთი სწყალობდათ და მოსეს საშუალებით ყველა დაბრკოლების გადალახვაში ეხმარებოდა, მოსეს ლოცვით მოახერხეს მათ მეწამულ ზღვაზე მშრალად გადასვლა, უდაბნოში მოგზაურობისას უფალი დღისით  ღრუბლის სვეტში გზას უჩვენებდა, ხოლო ღამით ცეცხლის სვეტში გზას უნათებდა, როცა ხორცი და პური შემოაკლდათ ციური მანანა და მწყერი მოუვლინა, მოგზაურობის ორმოცდამეათე დღეს მიადგნენ სინაის მთას, დაბინავდნენ და აქ ღმერთმა მათ მისცა 10 მცნება რომლებიც ქვის ორ ფილაზე იყო დაწერილი, მოსემ ქვის ფიცრები ყუთში ჩაასვენა რომელსაც სჯულის კიდობანი უწოდა, შემდგომ კი ღვთის მითითებით სადღესასწაულო კარავი მოაწყო და ღვთისმსახურება დააწესა, სარწმუნოების განსამტკიცებლად დააწესა დღესასწაულები, ხალხი ორმოც წელს ატარა სანამ აღთქმულ ქვეყანამდე მივიდოდნენ, განუტევა სული აღთქმული ქვეყნის საზღვარზე 120 წლისამ და ხალხს დაუტოვა 5 წიგნი მის ნაწერებს ჰქვია საღვთო წერილი ანუ მოსეს სჯული.

მოციქულები–ქრისტეს 12 რჩეული მოწაფე, მისი თანამგზავრები, პირველი ქრისტიანები, პირველად სიმონი პეტრედ წოდებული და მისი ძმა ანდრია, იაკობ ზებედესი და მისი ძმა იაკობი, ფილიპე და ბართლომე, თომა და მათე მებაჟე, იაკობი ალფესისა და ლებეოსი თადეოსად სახელდებული, სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი, ქრისტეს მოციქულებს ევალებოდათ სნეულთა მკურნალეობა, ეშმაკეულთა განდევნა, კეთროვანთა განწმენდა, მკვდართა აღდგინება,

მათი უმრავლესობა სიკვდილით იქნა დასჯილი, იუდამ რომელმაც ქრისტე გასცა თავი მოიკლა, ხოლო იოანე ღრმადმოხუცებული გარდაიცვალა ეკლესია  მოციქულებად თვლიდა იმათაც  ვისი ღვთისმსახურება უახლოვდებოდა მოციქულთა საქმეებს, ასეთებია წმ ნინო, მარიამ მაგდალელი, კონსტანტინე და ელენე, მეთოდე და კირილე და სხვა.

 

მსაჯული–მსაჯულები იყვნენ დროებითი მმართველები ებრაელებისა ღვთისგან არჩეულნი, ერთ ჭეშმარიტ მეფედ ებრაელები თვლიდნენ უფალ ღმერთს რომელიც თავის ნებას გამოუცხადებდა მღვდელთმთავარს რომელიმე წმინდა კაცის პირით რომელთაც მსაჯულები ერქვა, ამიტომ მსაჯულთა მმართველობას ძ წ 1100–1095 წ ჰქვია ღვთის მმართველობა, ებრაელებს სულ 14 მსაჯული ჰყავდათ ღოთემიონი, აჰუდი,შამგარი, დებორა, გედეონი, თოლაყი,იაური, იფთახი, იფცანი, ელონი, ყაზბონი, სამსონი, სამოელი და ელი, მათ შორის უფრო ცნობილნი იყვნენ გედეონი, ელი,  დებორა, იფთახი, სამსონი და სამოელი, მსაჯულთა ისტორია ელისა და სამოელის გარდა მოთხრობილია მსაჯულთა წიგნში.

 

მაბალი, მანოელი–მდიდარი კაცი, რომელიც ცხვარს აძოვებდა ქარმელის მთაზე, დავითი თავისი რაზმით იქ აფარებდა თავს და ნაბალის ქონებასაც იცავდა მძარცველებისაგან, დავითმა თავისი ხალხი გაგზავნა და სურსათი ითხოვა, ნაბალი ძუნწი კაცი იყო და უარი შეუთვალა,  ეს რომ ნაბალის ცოლმა აბიგაილმა გაიგო ნაბალს უსაყვედურა და გააფრთხილა მომავალი ხიფათის შესახებ, თვითონ კი გაამზადა დიდი ძღვენი და დავითს ეახლა, დავითი მოიხიბლა ქალის გონიერებით, სილამაზით და აღუთქვა რომ ნაბალს არას ავნებდა, თავზარდაცემული ნაბალი კი ავად გახდა და 10 დღის შემდეგ გარდაიცვალა, დავითმა მისი ცოლი აბიგაილი ცოლად შეირთო.

 

ნაბოთი–ისრაელის მოქალაქე, რომელსაც მეფე აქაბის სასახლის გვერდით ვენახი ჰქონდა, აქაბს უნდოდა თავის სასახლის გაფართოება და გადაწყვიტა ნაბოთის  ვენახის ხელში ჩაგდება და ნაბოთს სთხოვა დაეთმო მისთვის ვენახი, სანაცვლოდ კი

უკეთესს მისცევდა, რაც ნაბოთმა არ ისურვა, მაშინ მეფემ და მისმა ცოლმა იზებეელმა ცილისწამებით და დაბეზღებით ნაბოთი ციხეში ჩასვეს, შემდეგ კი იზებელის ბრძანებით ჩაქოლეს, ამის შემდეგ მეფე ვენახს დაეპატრონა.

 

ნაბაბი–იერობოამ I–ს შვილი და მემკვიდრე, ისრაელის მეფე ძ წ 954–953 წ, იგი ბოროტად იქცეოდა უფლის საქმეში მიჰყვებოდა დავითის მამის გზას და მის ცოდვებს იმეორებდა, ბაყაშა ახიას ძემ მას შეთქმულება მოუწყო და მოკლა გიბეთონში.

 

ნაზარეთი–ქალაქი სადაც ცხოვრობდა იესო, მან აქ გაატარა 30 წელი, მდებარეობს იერუსალიმიდან 165 კმ–ზე.

ნათანი–დავითის ერთერთი შვილი, ბიბლიაში ამ სახელით რამდენიმე პირი მოიხსენიება.

ნათლისღება–ნათლობა უფლისა, ნახსენებია ახალ აღთქმაში ქრისტეს ნათლობა მდ იორდანეში იოანე ნათლისმცემლისაგან, როცა 30 წ იესო წყლიდან გამოვიდა სულიწმინდა მტრედის სახით დაადგა თავზე და ციდან გაისმა ხმა «ესე არს ძე ჩემი

საყვარელი, რომელშიაც კეთილად გამოვჩნდი მე», მირონცხების  სახით ადამიანს ენიჭება საღვთო მადლი და  განმტკიცდება მისი შემდგომი ცხოვრება.

 

ნაყამანი–არამის, სირიიის მეფის მხედართმთავარი, იგი მამაცი და მდიდარი იყო მაგრამ კეთროვანი, მის ცოლს ისრაელელმა მსახურმა გოგონამ ურჩია წასულიყო სამარიაში წინასწარმეტყველ ელისესთან რომელიც მას კეთრისაგან განკურნავდა, ნაყამანმა სთხოვა მეფეს გაეშვა ელისესთან, სამარიაში ჩასულ ნაყამანს ელისემ მსახურის პირით შეუთვალა შვიდჯერ გადაივლე მდ იორდამეს წყალი და განიკურნებიო, ნაყამანი დაეჭვდა, მაგრამ შეასრულა და განიკურნა, ამაყი სირიელი

დიდძალი საჩუქრებით ეახლა ელისეს, მან კი საჩუქრებზე უარი უთხრა, გამოჯანმრთელებულმა ნაყამანმა უფალი ღმერთის ერთგულება აღუთქვა ელისეს, მაგრამ ნაყამანი სასახლეში დიდი თანამდებობის პირი იყო ამიტომ ვერ დააკლდებოდა სირიის ღმერთის ზიმონის ტაძარში გამართულ რელიგიურ დღესასწაულებს, მან ელისეს სთხოვა მიეტევებინა მისთვის ეს ცოდვა, ელისემ დალოცა იგი და მომავალი შეცოდებანი შეუნდო.

 

ნახაში–ყამონელების მეფე, მან ისრაელების წინააღმდეგ გაილაშქრა, მაგრამ საულმა გაანადგურა მისი ჯარი, ამ სახელით ბიბლიაში რამდენიმე პირი მოიხსენიება.

ნახორი–სერგუის შვილი, აბრამის პაპა გარდაიცვალა 120 წლისა.

 

ნეემია–ღათალიას ძე ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებული იუდაელების კეთილმსახურების ასამაღლებლად ბევრი იშრომა რომელიც ათასშაჰთა მეფის გულისმწდე იყო, იერუსალიმს ამ დროს ბევრი გარეშე მტერი ჰყავდა და მისი კედლები დაქცეული იყო, ეს რომ ნეემიამ შეიტყო შეწუხდა და სთხოვა მეფეს გაეშვა იერუსალიმის კედლების გასამაგრებლად, მეფემ ისრაელიანების ერისთავად დანიშნა და ნება დართო აღედგინა კედლები, ის მაშინვე შეუდგა საქმეს და 52 დღეში დაამთავრა სამუშაო, ბოლოს კი ტაძარში ღმერთს მსხვერპლი შეწირა, მან ურჩია მდიდარ ებრაელებს დაებრუნებინათ ღარიბებისათვის წართმეული ქონება, აუკრძალა სარგებლის აღება ებრაელი მევალეებისაგან, განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია იმას, რომ შაბათს ებრაელებს არაფერი ეკეთებინათ, 12 წლის შემდეგ ნეემია სასახლეში დაბრუნდა.

 

ნინევე–აშურის უძველესი დედაქალაქი, მდებარეობს მდ ტიგროსის ნაპირზე, ბიბლიაში აღწერილია როგორც სავაჭრო ქალაქი.

 

ნოე–იყო ადამის პირდაპირი შტოდან,მეათე და ბოლო წარღვნამდელი მღვდელთმთავარი, შეთის შთამომავალი, ხალხმა დაივიწყა ღმერთი და ცოდვილ ცხოვრებას ეწეოდა, მთელ მაშინდელ კაცობრიობაში მხოლოდ ნოე იყო კეთილმსახური და ღვთისმოყვარე, მან ღმერთის მითითებით ააგო ხის კიდობანი რომლის სიგრძე იყო 300 წყრთა, სიგანე 50 სიმაღლე კი 30 ნოე ამ დროს 300 წლის იყო, ღმერთმა გადაწყვიტა ადამიანთა მოდგმიდან გადაერჩინა ნოე, მისი ცოლი, 3 ვაჟი, მათი ცოლები, აგრეთვე ოთხფეხთა, ქვეწარმავალთა და ფრინველთაგან თითო წყვილი, ნოემ კიდობანში მოათავსა ისინი, წარღვნა 40 დღე გრძელდებოდა, კიდობანი არარატის მთაზე შეჩერდა, როცა წყალმა დაიწია ნოემ გახსნა კიდობანი და მიმოიფანტნენ დედამიწაზე ფრინველნი და ცხოველნი, ღმერთმა გადაწყვიტა ამიერიდან ხალხი წარღვნით აღარ დაესაჯა და ცოცხალ არსებებთან დადებული მარადიული ზავის ნიშნად ცაზე შვიდფერი ცისარტყელა გამოჰკიდა, ნოეს შვილები იყვნენ სემი, ქამი და იაფეთი, რომელთაგანაც წარმოსდგა შემდგომ ყველა ხალხი.

 

ნოეს კიდობანი–იხ ნოე.

 

ოროთელნე–აშურის მეფის ნაბუქოდონოსორის არმიის სარდალი რომელმაც ისრაელის ნწინააღმდეგ გაილაშქრა, ის თავისი დიდი ჯარით შევიდა ისრაელში და ქ ბეთელიას მახლობლად დაბანაკდა, მან ქალაქის სასმელი წყალი ხელში ჩაიგდო, რითაც მოსახლეობა ძლიერ შეძრწუნდა, მაშინ ამ ქალაქის მცხოვრებმა ქვრივმა ივდითმა გადაწყვიტა შური ეძია მტერზე, გამოიცვალა ქვრივის სამოსი გამოეწყო და მოადგა ოლოფერნეს ბანაკს, ოლოფერნე მოიხიბლა მისი სილამაზით და თავისთან კარავში მიიწვია, ღვინისაგან მთვრალ ოლოფერნეს ჩაეძინა, ივდითმა აიღო მისი ხმალი და მძინარეს თავი მოჰკვეთა, მისი თავი საგზლის გუდაში გაახვია და თავისიანებს წაუღო, ასურელებმა ოლოფერნეს სიკვდილი რომ გაიგეს შიშის ზარი დაეცათ და გაიფფანტნენ, ისრაელიანები გაეკიდნენ და განდევნეს.

 

ონანი–იუდას ვაჟი, როცა გარდაიცვალა ყერი იუდას ძმა ონანმა უთხრა შვილს ონასნს რომ შეერთო ყერის ცოლი თამარი რათა მისი ძმის მოდგმა არ გადაშენებულიყო, მაგრამ ონანმა არ შეასრულა მამის სურვილი და უფლის ნებით ონანიც მალე გარდაიცვალა.

 

ონი–ქ ეგვიპტეში რომელიც მზის ქალაქად იწოდებოდა.

ორთა ავაზაკთა შორის–2 ავაზაკი ერომელნიც ქრისტესთან ერთად ჯვარს აცვეს.

 

ორნა–იეგუსეველი იერუსალიმიდან, რომელსაც კალო ჰქონდა, როდესაც დავითმა შეიცნოო თავის ცოდვები ხალხის გამწყვეტ ანგელოზს სთხოვა ხალხს ნუღარ დასჯი და ანგელოსი ორნა იეგუსეველის კალოსთან გაჩერდა, გადიამ ურჩია მეფეს რომ

სამსხვერპლო აღერმართა კალოზე, დავითი წავიდა უფლის სიტყვის აღსასრულებლად, ორნამ მისკენ მომავალი მეფე რომ დაინახა თაყვანი სცა და ჰკითხა რისთვის იყო მოსული, დავითმა უპასუხა შენგან კალოს საყიდლად და უფლის სამსხვერპლოს ასაშენებლად რათა განერიდოს ხალხს ჟამნი, მეფემ 50 შეკელ ვერცხლად იყიდა მისგან კალო და უფალს სამსხვერპლო აუგო და მსხვერპლი შესწირა, უფალმა შეიწყალა ქვეყანა და განერიდა ჟამი ისრაელს.ოსანა–გვიშველე, ან მოგვეცი ბედნიერება, სახარებიდან ცნობილი საზეიმო ან ლოცვის შეძახილი რომლითაც ხვდებოდნენ ებრაელები იესოს როგორ ც მესიას როცა იგი იერუსალიმში შედიოდა.

 

პავლე–ქრისტეს ერთერთი მოციქული, პირველად იგი სავლეს სახელით გვხვდება, დაიბადა კილიკიაში წარჩინებული ებრაელის ოჯახში, განათლება იერუსალიმში მიიღო, პირველ ხანებში აქტიურად მონაწილეობდა ქრისტიანთა დევნაში, მაგრამ დამასკოს გზაზე ქრისტეს სასწაულებრივ ხილვას მოუქცევია რის შემდეგაც ქრისტიანობის მქადაგებელი გახდა, მას ამ მიზნით სამჯერ უმოგზაურია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ქვეყნებში არაბეთიდან ესპანეთამდე, მას რომში ქრისტიანთა დევნის დროს თავი მოჰკვეთეს, არც ერთ მოციქულს არ დაუტოვებ9ია იმდენი წიგნი რაც პავლემ, მას ეკუთვნის 14 ეპისტოლე.

 

პალესტინა–ებრაელთა ქვეყნის საერთო სახელი, ბიბლიაში იგი სხვა სახელებითაც გვხვდება, უფლის ქვეყანა, წმინდა მიწა, ისრაელის მიწა და აღთქმული მიწა, იგი მდებარეობს წინა აზიაში, ის უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული, ძ წ III ათასწლეულში ქანაანელი ტომები ჩამოსახლდნენ, ძ წ XII ს მისი სანაპირო ზოლი ფილისტიმელებმა დაიპყრეს, ხოლო დანარჩენ ნაწილში შეიქმნა ისრაელ–იუდაელთა სამეფო, რომელიც ძ წ 928 წ ორ სამეფოდ გაიყო ისრაელის სამეფოდ ჩრდილოეთით და იუდას სამეფოდ სამხრეთით, რომელთა შორის ხანგრძლივი წინააღმდეგობები იყო.

 

პასექი, ფესახი–ჰქვია დღესასწაულს რომელიც ღმერთმა დაუწესა ისრაელის შვილებს იმ ღამის გასახსენებლად როცა ღმერთმა ეგვიპტეს ანგელოზი მოუვლინა მძიმე დაავადებით მოეკლა I პირმშო კაცთა და ცხოველთა, გადარჩნენ მხოლოდ ებრაელები რომელთა კარზეც სამსხვერპლო კრავის სისხლით ნიშანი იყო გამოხატული, მათ სასჯელი არ შეხებიათ.

 

პეტრე–პირველად ერქვა სიმონი, ქრისტეს მოწაფე, მოციქული, მათეს სახარებით პეტრემ ერთერთმა პირველმა აღიარა ქრისტე მესიად რის გამოც მან ქრისტესგან მიიღო სახელი კლდე, რომელსაც უნდა დაფუძნებოდა ეკლესია, მოციქულთა საქმის მიხედვით ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ სათავეში ჩაუდგა იერუსალიმის თემს, პირველად მან იქადაგა სახარება წარმართთა შორის, ქადაგებით შემოიარა იუდეა და გალილეა, ანტიოქიაში ეკლესია ააგო და თვითონ იყო მისი პირველი ეპისკოპოსი, შემდეგ სამოღვაწეოდ რომში გადავიდა, იმპერატორ ნერონის დროს სიკვდილით დასაჯეს, მას ეკუთვნის 2 კათოლიკე ეპისტოლე.

 

პილატე–იუდეის მთავარი, პროკურატორი 25–36 წ წარმოშობით პონტოელი, ამ პერიოდში მისი ბრძანებით მოკლეს მრავალი გალილეველი, მან გამოუტანა სიკვდილით დასჯის განაჩენი იესოს, თუმცა ცოლი ეხვეწებოდა ასე მკაცრად არ მოქცეოდა მას, მაგრამ მან მღვდელთმთავრების და ფარისევლების გავლენით სიმკაცრე გამოიჩინა და ქრისტე ჯვარცმით დასაჯა, პილატე თავისი სისასტიკის გამო მისი მითითებით ტაძარში მსხვერპლშეწირვისას ამოხოცეს გალილეელები გადააყენეს და დააპატიმრეს, სინდისის ქენჯნამ ის თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

 

პუბლიუსი–რომაელი მთავარი, რომელიც მალტაზე ცხოვრობდა, მან პავლეს და მის თანამგზავრთ სამ დღეს უმასპინძლა, პავლემ განკურნა მისი მამა.

 

რაფსარისი და რაფშაკე–აშურის მთავრები, რომლებიც დასთანთან ერთად მეფე  სარგონმა იუდას მეფე ხიზკიასთან მოსალაპარაკებლად გაგზავნა.

 

რამა–ერქვა რამდენიმე ქალაქს,

1 ბენიამინის ტომის ქალაქი, რომელიც გაამაგრა ისრაელის მეფე ბაყაშამ, აქედან ბაბილონის დაცემის შემდეგ სხვა ტყვეებთან ერთად გაანთავისუფლებს წინასწარმეტყველი იონა,

2 რამათი სამოელის სამშობლო სასადაც ის ცხოვრობდა, მოღვაწეობდა და გარდაიცვალა, ამ ქალაქს სხვაგვარად რამათაი ცოფენია ეწოდება.

რაამი–იესოს ერთერთი წინაპარი.

რახელი–ლაბანის უმცროსი ქალიშვილი, იაკობის საყვარელი ცოლი რომლის გულისთვისაც იაკობმა ლაბანის კარზე 20 წელი იმუშავა, მისგან შეეძინა შვილები იოსები და ბენიამინი, რახელი ბენიამინის მშობიარობისას დაიღუპა.

 

რებეკა–ბეთუინის ქალიშვილი, ლაბანის და, ისაკის ცოლი, ისაკთან ყოფნის 20 წლის შემდეგ შეეძინათ ტყუპი ვაჟი ესავი და იაკობი, ადათით მამის კურთხევა და ქონება ესავს უნდა რგებოდა, მაგრამ რებეკას დახმარებით კურთხევა იაკობმა მიიღო და ამით უფროსობაც მას მიაკუთვნა,ამის გამო ძმები ერთმანეთს გაუმტერდნენ, იაკობი გაიქცა და როცა უკან დაბრუნდა რებეკა უკვე ცოცხალი აღარ იყო, ის დაკრძალეს მახთოლას გამოქვაბულში, რომელიც აბრამმა საგვარეულო აკლდამად იყიდა.

 

რეზონი–ელიაზაყის ძე რომელიც გაექცა ჰაზარყეზერს ცობის მეფეს თავის პატრონს ავაზაკთა ბანდას მეთაურობდა, ის თავს დაესხა, გაანადგურა იქ მყოფი ისრაელიანთა გარნიზონი და თავი მეფედ გამოაცხადა.

 

რელიქვიები–ნაშთები, წმინდანთა ნაწილები, მაცხოვრის,ღვთისმშობლის წმინდანთა ცხოვრებასთან და მოღვაწეობასთან დაკავშირებული საგნები, ნივთები ან სხეულის ნაწილები, რომლებიც თაყვანისცემის საგნად იქცნენ, ჯვარი რომელზეც იესო

გააკრეს, მისი ტანისამოსის ნაწილები.

 

რეუბენი–იაკობის და ლეას პირველი შვილი, ის გამორჩეულად უყვარდა იაკობს, თუმცა როცა უმსგავსო საქციელი ჩაიდინა თავისი მომაკვდავი მამის რისხვა დაიმსახურა.

 

რეცხინი–არამის მეფე ისრაელის მეფე რეკაჰთან ერთად იბრძოდა იუდას მეფე ახაზის წინააღმდეგ, იერუსალიმის უშედეგო ალყის შემდეგ უკან გაბრუნდა და ელახი დაიპყრო, რამდენიმე დღის შემდეგ ამ ბრძოლაში მისი ჯარი გაანადგურა ასურეთის

მეფე თიგლათფალასარმა, რეცინი მოკლეს და მისი ხალხი ტყვედ წაიყვანეს.

 

რიცფა–საულის ხარჭა, არეას ასული საულის სიკვდილის შემდეგ, აბნორმა დაიახლოვა, როცა დახოცეს საულის მთელი ოჯახი  და მათ შორის რიცფას 2 ვაჟი არმონი და მეფიბოშეთი, რიცფამ ჯვალო გაფინა კლდესთან სადაც მისი შვილების

გვამები ეყარა, რამდენიმე თვე იქ იწვა მიწაზე და გვამებს უგერიებდა დღისით ფრინველებს, ღამით კი მტაცებელ მხეცებს, ამ ფაქტმა ააღელვა დავითი და გვამები დააკრძალვინა.

 

რობოამი–სოლომონის ძე, იუდას სამეფოს I მეფე ძ წ 975–958 წ, მისი მეფობის პერიოდში ეგვიპტის მეფე შიშაკი ეომებოდა და იერუსალიმიდან დიდძალი ნადავლი წაიღო, რობოამი მთელი სიცოცხლე ებრძოდა ისრაელის მეფე იერობოამს.

რომი–რომის იმპერიის დედაქალაქი, მდებარეობს იტალიაში მდ ტიბროსის ნაპირზე, 7 ბორცვზე, გადმოცემით დაარსებულია რომულუსის მიერ ძ წ 753 წ, ძ წ 500 წლამდე მართავდნენ მეფეები, შემდეგ გახდა რესპუბლიკა რომლის სათავეშიც 2 კონსული იდგა, ძ წ 46 წ იულიუს კეისარმა ხელში ჩაიგდო ძალაუფლება, ხოლო ოქტავიანე ავგუსტუსმა ძ წ 31 წ მიიღო კეისრის ტიტული, ამ საუკუნეებში რომმა დაიპყრო ხმელთაშუა ზღვის ყველა ქვეყანა გალია, ბრიტანეთი, ეგვიპტე მდ ევფრატის მომიჯნავე ქვეყნები და გადაიქცა იმპერიად, ძ წ 63 წ პომპეუსმა აიღო იერუსალიმი და რომის ბატონობა პალესტინაზეც გავრცელდა, ამ დროს რომში 30 000 ებრაელი ცხოვრობდა, რომელთაც ჰქონდათ თავიანთი კვარტალი და სინაგოგა, რომის ეკლესია ჩამოყალიბდა ქრისტიანობაზე მოქცეული ებრაელებისაგან და ის არსებობდა რომში პავლეს მოსვლამდე, 64 წ იმპერატორმა ნერონმა რომში ქრისტიანები დაარბია და ასე გაგრძელდა 312 წლამდე კონსტანტინე დიდის მეფობამდე, დედაქალაქის  კონსტანტინეპოლში გადატანის შემდეგ რომის ძალმოსილება თანდათან დაეცა.

 

რუთი–მოაბელი ქალი, მახლონის ცოლი, ეს ოჯახი ქანაანიდან მოაბში გადავიდა საცხოვრებლად, მახლონის გარდაცვალების შემდეგ რუთს დედამთილმა თავის სამშობლოში დაბრუნება შესთავაზა, მაგრამ რუთმა უარი  უთხრა ერი შენი ერი ჩემი, ღმერთი შენი, ღმერთი ჩემი და დარჩა დედამთილთან, რამდენიმე ხნის შემდეგ როცა

რუთი ყანაში თავთავს კრეფდა ბეთლემელმა ყანის პატრონმა ბოყაბმა შეამჩნია და ცოლად შეირთო, მას შეეძინა შვილი ყობედი, რომელიც შემდეგ დავითის პაპა გახდა.

სავლე–იხ პავლე.

 

სალომე–1 მეთევზე ზებედეს ცოლი, მოციქულ იაკობისა და მახარებელ იოანეს დედა, ის იყო ერთერთი იმ ქალებიდან რომლებიც სიცოცხლეშიც და სიკვდილის დროსაც ქრისტეს გვერდით იდგნენ,

2 მოიხსენიებოდა არა სახელით არამედ ჰეროდეადას ასული, რომელმაც ჩაიდინა საზიზღარი დანაშაული, მისი თხოვნით თავი მოკვეთეს იოანე ნათლისმცემელს.

 

სამარია–ისრაელის სამეფოს დედაქალაქი ძ წ 876 წ დააარსა ყომრიმ, რომლის მეფობის ხანა ისრაელის აყვავების ხანაა, მდებარეობდა სახელმწიფოს ცენტრში, დასახლებული იყო ისრაელიანებით და ქანაანელებით, სატახტოს მშენებლობა ყომრის შვილმა აქაბმა განაგრძო, მან გააფართოვა ქალაქი სახელმწიფო რელიგიად კი ბაალის კულტი დააწესა და ტაძარიც აუგო ძ წ VIII ს, ტვიროსში ლაშქრობის დროს შალმანაშერს სამარია 3 წელი ალყაში ჰყავდა და მერე აიღო და ებრაელობა ჩრდ შუამდინარეთში გადაასახლა ხოლო სამარიაში  სირიისა და შუამდინარეთის მცხოვრებნი გადმოასახლა, ძ წ VI ს მოექცა სპარსელთა ბატონობის ქვეშ, ძ წ 1700 წ ერთწლიანი ალყის შემდეგ მიწასთან გაასწორა იუდაელთა მეფე ჰირკანმა, ძ წ I ს რომაელებმა აღადგინეს, ჰეროდე I–მ კვლავ ააღორძინა, სახელიც გამოუცვალა და სებასტა უწოდა.

 

სამება–ქრისტიანული სარწმუნოების მთავარი დოგმატი, სამერთარსება, რომლის მიხედვით ერთიანი ღმერთი არსებობს 3 სახით მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა.

 

სამოთხე–ზეციური სასუფეველი, რომელიც ღმერთმა სამყაროს შექმნის დროს მსართლმორწმუნეთა და წმინდანთა სულების დასამკვიდრებლად შექმნა მათი მიწიერი სიკვდილის შემდეგ, იქ არ არის დარდი და ვაება, იგი განიცდის განუწყვეტელ  სიხარულს და ნეტარებას.

 

სამსუნი–მსაჯულთა წიგნის მიხედვით ისრაელიანთა უკანასკნელი მსაჯული, ის იყო მანუახის შვილი, დანის ტომიდან, დაიბადა ღმერთის განგებით, ის მტერს თავზარს სცემდა თავის სიზლიერით და მოხერხებულობით, ისრაელელი ხალხი 40 წლის განმავლობაში იტანჯებოდა ფილისტიმელების ხელში, სამსუნმა ცოლად შეირთო ფილისტიმელი ქალი დალილა, რომელმაც უღალატა, განრისხებულმა სამსუნმა შური იძია ფილისტიმელებზე და თავის ძალის წყალობით ბევრჯერ გადაურჩა სიკვდილს, ბოლოს ცბიერმა დალილამ დაღუპა, რომელმაც მოტყუებით ათქმევინა თავისი ძალის საიდუმლოება, სამსუნი დალილას მეშვეობით ფილისტიმელებს ჩაუვარდა ხელში, მაგრამ მან დამცირებასა და მონობაში სიცოცხლეს სიკვდილი ამჯობინა, თვითონაც დაიღუპა და მტერიც დაღუპა.

 

სამუელი–წინასწარმეტყველი, ელკანას და ხანას ვაჟი, რომელიც ხანას ღმერთის შეწევნით შეეძინა, მშობლებმა ღმერთის სამსახურს შეწირეს შვილი, იგი კეთილსინდისიერად ემსახურებოდა ღმერთს, მისი ღვთისმოსაობა ერთადერთ ზნეობრივ საყრდენად იქცა ხალხისათვის, იყო ისრაელთა ბრძენი მოძღვარი, მსაჯული, ხშირად ჩადიოდა ბეთელს, გირგალს, მიცფას და სამართალს წყვეტდა, მისი ბრძანებით ისრაელიანები გაერთიანდნენ და ფილისტიმელები დაამარცხეს, მან ისრაელიანთა მეფედ აკურთხა საული, თვითონ კი ყველა პოლიტიკურ და რელიგიურ საქმეში გადამწყვეტი სიტყვის უფლება დაიტოვა, მერე სამოელსა და საულს შორის განხეთქილება მოხდა, მან ღმერთის ჩაგონებით ისრაელის მეფედ დავითი აკურთხებინა.

 

სანთელი–საეკლესიო დანიშნულების საგანი, რწმენის და ღვთისმშობლის სიმბოლო, მლოცველთა ნუგეში, რომ სინათლის შუქით ადამიანი უზენაესს ეზიაროს.

 

სანხერიბი–აშურის მეფე ძ წ 715–680 წ თავისი მამის სარგონ II–ნ განსხვავებით ყველაფერს არმიის ინტერესებს უმორჩილებდა, რრისთვისაც ქურუმები და არისტოკრატიის ზედა ფენა გადაიმტერა  ძ წ 702 წ ჩაახშო ქ ბაბილონის მეთაურობით მოწყობილი აჯანყება, იუდას მეფე ხიზკიაც აჯანყდა, სინახერიბმა ალყა შემოარტყა იერუსალიმს მაგრამ მალე იძულებული გახდა გამოსასყიდი მიეღო და უკან გაბრუნებულიყო, ძ წ 689 წ ბაბილონი მეორედ აჯანყდა, ამჯერად დაამარცხა იგი, ადგილობრივი მცხოვრებნი მონებად გაყიდა, ხოლო ქალაქი დაანგრია, ძ წ 680 წ ის შეთქმულებმა მოკლეს.

 

სარა–აბრამის ცოლი, ისაკის დედა, პირველად მას სარაი შემდეგ სარა ერქვა, როცა 83 წლის აბრამს გამოეცხადა უფალი და აღუთქვა რომ გაამრავლებდა მის მოდგმას აბრამს უწოდა აბრაამი, ხოლო სარაის სარა, წმინდა წერილები მოგვითხრობენ მის სილამაზეზე, მას 90 წლისას შეეძინა შვილი, გარდაიცვალა 127 წლის, აბრაამმა დაკრძალა მამრეს ახლოს გამოქვაბულში, რომელიც შემდგომ პირველი პატრიარქების აბრაამის, ისაკის და იაკობის საგვარეულო აკლდამად იქცა.

 

სარგონი–ასურის მეფე ძ წ 722–706 წ, ტახტი დაიკავა სასახლის გადატრიალების შედეგად, იგი ატარებდა აქტიურ საგარეო პოლიტიკას ძ წ 721 წ დაიპყრო ისრაელის სამეფო, აყარა და ასურეთში გადაასახლა მისი მოსახლეობა,ძ წ 717 წ დაიმორჩილა ჩრდილო სირია, 714 წ შეძლო ბაბილონის აღება, გარდ ძ წ 705 წ, ბიბლიაში ის მხოლოდ ერთგანაა ნახსენები, როცა მან ქართამი, ბართამი გაგზავნა აშდოდის ასაღებად.

 

საული–ისრაელელთა I მეფე ძ წ 1095–1055 წ, პირველად უბრალო მწყემსი იყო, მეფედ აკურთხა მსაჯულმა სამოელმა, სანამ საული მტკიცედ იდგა რჯულზე და სამოელს უჯერებდა ღმერთი ეხმარებოდა და მტერი ვერაფერს აკლებდა, ის მარჯვედ ეომებოდა მოაბელებს, ყამონიანებს, ედომელებს და სხვებს, როცა სჯულს განუდგაღმერთმა დასაჯა იმით რომ მან მეფობა წაართვა და მისცა მის ახლო ნათესავს დავითს.

 

სახარება–ბერძნ ევანგელიონ და ნიშნავს სასიხარულო ამბის უწყებას, ასე ჰქვია ახალი აღთქმის პირველ ოთხ წიგნს, რომლებიც შეიცავენ ხარებას, ქრისტეს შობის, ცხოვრების, ვნებისა და აღდგომის შესახებ, მათეს მარკოზის, ლუკას და იოანეს სახარებები ქრისტიანული მოძღვრების ძირითადი, მთავარი წყაროა, არსებობს აპოკრიფული სახარებებიც, ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით მათე და იოანე ქრისტეს მოწაფეები იყვნენ, მარკოზი პეტრესი ლუკა კი პავლესი.სახარება იოანესი–შექმნილია ეფესოში ახ წ 70–ან წლებში, როგორც ჩანს დაწერილია წარმართთათვის და წინა სახარებების შევსებას წარმოადგენს, რადგან ზოგი ფაქტი გამეორებული არ არის, მაგ იოანე ნათლისმცემელზე, პირველი 18 თავი მისი ძირითადი ნაწილია, შემდგომი 3 თავი კი ეძღვნება მტკიცებას რომ იესო არის ღმერთის შვილი, ეს სახარება მიმართული იყო ფარისევლების წინააღმდეგ.

სახარება ლუკასი–დაწერილია 62 ან 63 წელს, აქ ავტორი თავის თავზე არ მიუთითებს და აღწერს მხოლოდ იესოს ცხოვრებას და მოღვაწეობას, ჩანს რომ იგი დაწერილია გულმოდგინე კვლევის შედეგად უკვე არსებული წერილებისა და თვითმხილველთა ნაამბობის მიხედვით, შესაძლებელია შედგენილია მოციქულ პავლეს ხელმძღვანელობით, იესო განხილულია ყველა ხალხის მხსნელად, აქ მოყვანილია ქრისტეს გენეალოგია ადამიდან ქრისტემდე სადაც ხაზგასმულია რომ იესო კაცობრიობის შვილია, აქ მოთხრობილია ქრისტეს დაბადების და ყრმობის და იოანეს დაბადების ამბები, აღწერილია იესოს ზოგიერთი განცდა ჯვარზე გაკვრის მომენტში და შემდეგ ქრისტეს აღდგომა.

 

სახარება მათესი–შედგენილია მოციქულ მათეს მიერ, პირველად დაწერილი იყო , არამეულ ენაზე პალესტინელების მაშინდელ დიალექტზე, შემდეგ იგი ბერძნულად ითარგმნა, ამ სახარებაში მოცემულია, რომ ქრისტე იყო დავითის შთამომავალი, მოყვანილია იესოს გენეალოგია აბრამიდან მოყოლებული და მიუთითებს რომ იესოს შესახებ წინასწარმეტყველებები გამართლდა.

 

სახარება მარკოზისა–დაწერილია მარკოზის მიერ 67 ან 68 წ პეტრე მოციქულის ზედამხედველობით, ქრისტიანებისათვის და ამიტომ დაწვრილებით არის აღწერილი ებრაული ტრადიციები.

 

სატანა–იხ ეშმაკი.

 

სეითი, შეთი–ადამის და ევას შვილი, აბელის სიკვდილის შემდეგ შეეძინათ, რომელიც იყო ღვთისმოყვარე, მორჩილი, სათნო, მის შთამომავლობას დაერქვა სახელად ძენი ღვთისანი იმიტომ რომ ღმერთი მუდამ ახსოვდათ, ერთგულად თაყვანს სცემდნენ მას და ასრულებდნენ მის ნებას.

 

სემი–ნოეს უფროსი ვაჟი, მრავალრიცხოვანი შთამომავლობის მამამთავარი, იმყოფებოდა კიდობანში წარღვნის დროს ჰყავდა 5 ვაჟი, ელამი, აშური, ათაქშადი, ლუდი და არამი, რომლებიც აღმოსავლეთის ქვეყნებში დასახლდნენ, ამ ქვეყნების ენებს დღეს სემიტურს უწოდებენ, სემმა იცოცხლა 600 წელი.

სერაია–1 დავითის საასახლის მწერალი,

2 ციდკიაჰუს მეფობის დროს მღვდელთმთავარი, რომელიც ნაბუქოდონოსორმა მოკლა, ამ სახელით ბიბლიაში სხვა პიროვნებებიც მოიხსენიება.

 

სიდონი, ციდონი–ფინიკიის ქალაქ–სახელმწიფო ხმელთაშუა ზღვის სამხ ნაპირზე, იგი მსხვილი სავაჭრო ქალაქი იყო და მეტოქეობას უწევდა ტვიროსს, ძ წ 677 წ ასურეთის მეფე ასარხადონმა დაანგრია, შემდეგ თავიდან ააშენეს, ძ წ 63 წლიდან

რომის იმპერიაში შედიოდა.

 

სიმონი–1 იაკობის ერთერთი ვაჟი, რომელიც ლეასაგან შეეძინა, სიმონმა თავის ძმა ლევისთან ერთად ბარბაროსულად ამოხოცა შექემის ტომის  ყველა მამაკაცი, რომლის მთავარმაც შეურაცყო მისი და დინა, სიმონი იოსებმა დატოვა ეგვიპტეში

თავისი ძმის ბენიამინის ქანაანიდან ჩამოყვანამდე,

2 იერუსალიმელი ღვთისმოსავი კაცი, მას სულიწმინდისაგან ჰქონდა ნაუწყები რომ არ მოკვდებოდა ვიდრე არ იხილავდა უფლის ცხებულს, იგი სულიწმინდის შთაგონებით მივიდა ტაძარში მაშინ როდესაც მშობლებმა ყრმა იესო მიიყვანეს,სიმონმა ხელში აიყვანა ყრმა, ადიდა ღმერთი და წარმოთქვა «აწ განუტევე მონასა შენსას მეუფეო თანახმად შენი სიტყვებისა მშვიდობით»,

3 სიმონ მოშურნე ზოროტე, ერთერთი თორმეტ მოციქულთაგანი, რომელიც კანანელად იწოდებოდა,

4 იესოს ერთერთი ძმა,

5 გალილეაში მცხოვრები ერთერთი ფარისეველი, რომლის სახლშიც იყო იესო, როდესაც ერთმა ცოდვილმა დედაკაცმა ნელსაცხებელი სცხო ფეხებზე,

6 სიმონ კირენელი, რომელსაც ქრისტეს ჯვარი ატარებინეს,

7 იუდა ისკარიოტელის მამა,

8 მეტყავე რომელმაც მიიღო პეტრე თავის სახლში, მოციქულ პეტრეს პირველად სიმონი ერქვა, ამ სახელით, აგრეთვე ფორმით სიმეონი ბიბლიაში სხვა პირებიც მოიხსენიება.

 

სინაგოგა–მორწმუნეთა სახლი, სალოცავი პალესტინაში ძ წ IV საუკუნიდან იერუსალიმის ტაძრის დანგრევის და ებრაელების პალესტინის გარეთ გაფანტვის შემდეგ სინაგოგა არსებობდა ყველგან სადაც კი ებრაელები ცხოვრობდნენ, სინაგოგაში ასრულებენ ღვთისმსახურებას, კითხულობენ ბიბლიას, მართავენ რიტუალებს.

 

სინას, სინაის მთა–სადაც უფალი გამოეცხადა ისრაელიანებს და მისცა თავისი კანონი, ამ მთას ღმერთის მთასაც უწოდებენ.

სინედრიონი–ბერძნ უხუცესთა საბჭო იერუსალიმში უმაღლესი სახელმწიფო ორგანო.

სირია–ებრაულ ტექსტში დაკავშირებულია სიტყვა არამთან, ის მდებარეობს აზიაში დასავლეთით, აკრავს ხმელთაშუა ზღვა, სამხრეთით იორდანია,III–II ათასწლეულში აქ უკვე სახელმწიფო ჩამოყალიბდა, უკვე ძ წ XVI–XV ს ის დაიმორჩილეს ეგვიპტის ფარაონებმა ხოლო მისი ჩრდილო ნაწილი ხეთებმმა ძ წ XV საუკუნიდან აქ დამკვიდრდნენ არამეელთა მომთაბარე ტომები, რომლებიც შემდეგ ადგილობრივებს შეერივნენ, ძ წ X ს სირიის დიდი ნაწილი შედიოდა იუდა–ისრაელის სახელმწიფოში, რომლის დაშლის შემდეგაც წარმოიქმნა ძლიერი სახელმწიფო, დედაქალაქი დამასკო იყო ძ წ VIII საუკუნეში იგი დაიმორჩილეს ასურელებმა, ხოლო ძ წ  VI ს დამლევს ახალბაბილონური სახელმწიფოს პროვინცია გახდა, ძ წ 333 წ ალ მაკედონელმა დაიპყრო, ხოლო მისი იმპერიის დაშლის შემდეგ ის სელეკიდების ელინისტური სახელმწიფოს ცენტრი გახდა, ხოლო ძ წ 64 წ რომის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა.

 

სისარა–ქანაანელი მხედართმთავარი.

სოდომი და გომორი ეს 2 ქალაქი მდებარეობდა მდ იორდანეს შესართავთან, ბიბლიის მიხედვით უღმერთოობისათვის ღმერთმა ამ ქალაქების დასჯა გადაწყვიტა, მოავლინა იქ თავისი ელჩები ანგელოსები, რომელთაც პატიოსნად გაუმასპინძლდა

აბრაამის ძმისწული ლოტი რისთვისაც ანგელოზებმა ის და მისი ოჯახი გადაარჩინეს და თან გააფრთხილეს ქალაქიდან გასვლისას უკან მოხედვა არავინ გაბედოსო, ღმერთმა სოდომს და გომორს მოუვლინა ცეცხლი, ყველა დაიღუპა ლოტის ცოლმა არ შეისმინა ანგელოზის გაფრთხილება, უკან მოიხედა და იქვე სვეტად იქცა.

 

სოლომონი–დავითის სიკვდილის შემდეგ ისრაელის მეფე, ბრძენი, იმეფა ძ წ 1015–975 წ, ტახტზე ასვლისთანავე ღმერთს სიბრძნე გამოსთხოვა, რაც მიიღო, მის დროს ისრაელი გაძლიერდა, ააშენა დიდებული ტაძარი და დაასვენა იქ აღთქმის კიდობანი, მოხუცებულობაში ცოდვაში ჩავარდა ააშენა კერპების ტაძარი, ამიტომ ღმერთმა დასაჯა იმით რომ მისი სიკვდილის შემდეგ ისრაელის სამეფო ორად გაიყო ისრაელისა და იუდას სამეფოდ, სოლომონმა წიგნებიც ბევრი დაწერა, მოთხრობილი აქვს მაცხოვრის მოსვლაზე.

 

სოფონია–მაყასუას ძე, მღვდელი, ციდკიას მეფობისას, მეფემ იგი გაგზავნა წინასწარმეტყველ იერემიასთან იერუსალიმზე ნაბუქოდონოსორის ლაშქრობის წინ უფლის აზრის გასაგებად სოფონია სიკვდილით დასაჯა ბაბილონის მეფემ ქ რიგლაში.

 

სტეფანე–იერუსალიმელი დიაკვანი, რომელიც შემდეგ მოციქული გახდა ის აღვსილი იყო მადლით, დიდ სასწაულებს ახდენდა, მისმა მოწინააღმდეგეებმა მოისყიდეს რამდენიმე კაცი და ცილი დასწამეს ღმერთის უარყოფაში, ხალხი აღაშფოთეს, იგი შეიპყრეს და სინედრიონში მიიყვანეს სადაც ცრუ მოწმეებმა დაადასტურეს ღმერთის გმობის ფაქტები, სინედრიონში სტეფანემ სიტყვა წარმოთქვა რომელიც ცნობილია თავისი მნიშვნელობით და ღმერთის განდიდებით, თუმც ის მაინც განდევნეს და ქვებით ჩაქოლეს, დაკრძალეს ღვთისმოშიშებმა.

 

ტაბითა–იოპოლი ქალი იგივე ქურციკი, იგი მხოლოდ კეთილ საქმეებს აკეთებდა, მოხდა ისე რიომ დასნეულდა და გარდაიცვალა, პეტრეს წინაშე წარსდგა ამ ქალაქის ყველა ქვრივი და სთხოვა დახმარება პეტრემ მოახდინა სასწაული და ტაბითა გააცოცხლა.

 

ტარსუსი–კილიკიის დედაქალაქი, რომელიც მდ ტარსოსზე მდებარეობდა, აქ დაიბადა მოციქული პავლე სადაც ის რამდენიმე წელი ცხოვრობდა მას შემდეგ რაც იერუსალიმიდან ებრაელებმა გამოაძევეს, ტარსოსიდან იგი ბარნაბამ ანტიოქიაში წაიყვანა.

 

ტაძრად მიყვანა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და მარად ქალწული მარიამისა–მარიამის მშობლები იოაკიმე და ანა ღვთისმოსავნი იყვნენ, მოხუცებულობამდე შვილი არ ჰყავდათ და ღმერთს აღუთქვეს რომ თუ შვილი ეყოლებოდათ მასვე შესწირავდნენ, ღმერთმა შეისმინა მათი ვედრება, მარიამი 3 წლის რომ გახდა დედ–მამამ იერუსალიმში მიიყვანა და იქ ტაძარში აღსაზრდელად მოძღვრებს მიაბარა, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანა ქრისტიანული ეკლესიის ათორმეტ დღესასწაულთაგან ერთერთი უდიდესია აღინიშნება 4 დეკემბერს.

 

ტერტულუსი–მჭერმეტყველი რომაელი ადვოკატი რომელიც ანანიასთან ერთად მივიდა  რომის მმართველ ფელიქსთან პავლეს წინააღმდეგ საჩივკლელად.

 

ტიმოთე–დაიბადა ნიკრაში იუდეველი დედაკაცის და ბერძენი მამისგან, ის ყრმობიდანვე ემსახურებოდა ჭეშმარიტ ღმერთს, იყო პავლეს მოწაფე და მასთან ერთად მოღვაწეობდა ასურეთსა და კილიკიაში, პავლეს დავალებით წავიდა მაკედონიაში, მას პავლემ 2 ეპისტოლე გაუგზავნა.

 

ტიტე–იგი აცილებდა პავლეს და ბარნაბას იერუსალიმში, გაგზავნეს კორინთოში სადაც წარმატებით მოღვაწეობდა, ის შეხვდა პავლეს და გადასცა სანუგეშო ცნობა, კორინთოში შეაგროვა მოწყალება ღარიბთათვის, რამდენიმე ხნის შემდეგ ის ჩანს კრეტეზე სადაც პავლემ დატოვა ეკლესიის ჩამოყალიბების დასამთავრებლად.

 

ტობითი–გალილეის მკვიდრი, შემდეგ ასურელებმა წაიყვანეს ტყვედ, მან მოახერხა გამდიდრება, სიბერეში დაბრმავდა და დიდსულოვნად იტანდა უსინათლოობას, ღმერთს არ უჩიოდა თუმცა ცხოვრება ძალზე გაუჭირდა, მას ყავდა შვილი ტობია რომელიც ასევე კეთილშობილი იყო, მამამ ის გაბაელთან გაგზავნა ვალის გამოსართმევად,,გზად მას ანგელოზი დაემგზავრა, ბოლოს ტობითს მთავარანგელოზ რაფაელის დახმარებით სინათლე დაუბრუნდა, ტობითის ისტორია მოთხრობილია ბიბლიაში. თავი ტობითი.

 

უგალობდით–საეკლესიო საგალობლის პირველი გალობა რომლის სახელი აღებულია ბიბლიის მოსეს გალობის დასაწყისი  სიტყვის მიხედვით.

ურია ხეთელი–ბაშებაყის ქმარი, დავითის ერთგული მხედართმთავარი, დავითმა ურიას წერილი გაატანა  იოაბთან და უბრძანა ურია ისეთ ადგილას გაეგზავნა ბრძოლაში რომ ვეღარ დაბრუნებულიყო, იოაბმა ბრძანება შეასრულა, ურია ბრძოლაში დაიღუპა, მისი ცოლი კი დავითმა ცოლად შეირთო.

უფალი–ღმერთი უზენაესი აზრთ გამრიგე.

ფარისეველი–ძველებრაული სიტყვა, გამოყოფილი, კენტი, ძველ ებრაელთა

 

პოლიტიკურ–რელიგიური სექტის წევრი, ეს სექტა არსებობდა სადუკეველთა გვერდით, ძ წ II საუკუნიდან ახ წ II საუკუნემდე, ქადაგებდნენ წესების მკაცრად შესრულებას, საიქიო ცხოვრებისათვის ზრუნვას, ებრძოდნენ ელინისტურ კულტურას საკუთარ შეხედულებებს ჭეშმარიტად აცხადებდნენ, დევნიდნენ, ყველანაირად ექიშპებოდნენ და კრიჭაში უდგებოდნენ ქრისტეს, რომელიც მათ ამხელდა «ვაი თქვენ და მწიგნობარნო და ფარისეველნო თვალთმაქცნო ვინაიდან ნთქავთ ქვრივთა სახელებს», როცა ქრისტე ჯვარს აცვეს ფარისეველებმა გოლგოთის მთის ძირას ნადიმი გამართეს, თავიანთი მოჩვენებითი  სამართლნობით სიტყვა ფარისეველი პირმოთნეთა სინონნიმად იქცა.

 

ფებე–ქრისტიანი ქალი, რომელიც ემსახურებოდა ეკლესიას, ის ბევრის შემწე იყო მათ შორის პავლესიც, პავლე თავის წერილებში რომაელთა მიმართ სთხოვს რომის ეკლესიის მსახურებს, რომ ფებე მიიღონ და შემწეობა აღმოუჩინონ.

 

ფეთორი–ქალაქი მესოპოტამიაში, ბალაამის სამშობლო.

 

ფეკახი–ემალიაქუს ძე, ისრაელის მეფის ფეკახიას კარისკაცი, ამ მეფის წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყო, მოკლა იგი და ისრაელში გამეფდა ძ წ 759–739 წ, გამოირჩეოდა უკეთური ქცევით, უფლის თვალში, მას შეთქმულება მოუწყო ჰოშეაყ ელიას ძემ მოკლა და მის ნაცვლად გამეფდა.

 

ფელიქსი–კლავდიუსის მიერ განთავისუფლებული მონა,რომის ხელისუფლების წარმომადგენელი იუდაში 52–60 წ, იგი იყო მკაცრი და გულქვა, მან დაპატიმრებულ პავლეს მოუსმინა მიხვდა რომ ის მართალი იყო, მაგრამ მის გამოსასყიდად ფული უნდოდა, პავლე დაპატიმრებული ყავდა 2 წელი.

 

ფერიცვალება–ქრისტიანული ეკლესიის ერთერთი უდიდესი დღესასწაული, ათორმეტთაგანი, აღინიშნება 6–18 აგვისტო, ქრისტემ თავისი მოწაფეების წინაშე ფერი იცვალა, გასპეტაკდა ეს მოხდა მისი ბიწიერი ცხოვრების ბოლო წელს როცა დამტკიცებული ჰქონდა თავის ღვთაებრიობა, მას სურდა ერთხელ კიდევ განემტკიცებინა მოციქულთა რწმენა, ამ მიზნით წაიყვანა 3 მოწაფე პეტრე, იაკობი, იოანე, აიყვანა თაბორის მთაზე და იცვალა მათ წინაშე ფერი, იქვე მოევლინენ მოსე და ელია, ამ დროს მოწაფეებს ღრუბლებიდან მოესმათ «ესე არს ძეი ჩემი საყვარელიამის ისმინეთ», ამ დღის აღსანიშნავად ამ მთაზე კონსტანტინე დიდის დედამ ელენემ ტაძარი ააშენა, რომელიც XIII ს სალადინის ურდომ დააქცია, მეორე ნიმუში იყო მოსეს ფერიცვალება, როცა ის ერის თვალწინ კარავში შევიდა, გარდამოხდის სვეტი იგი ციდან და დადგეს კართა თან მის კარავისათა და ხედვიდა ყოველი ერი იგი სვეტსა მას ღრუბლისასა, მერე მოსე ავიდა სინაის მთაზე ქვის ფიცრებით და იქიდან ჩამოსული დაინახეს ხალხმა რომ ბწყინავდა პირკანი და ვერ გაბედეს მიახლოება.

 

ფეხის დაბანა–ქრისტეს ცხოვრების ეპიზოდი როცა მან ნიშნად თავმდაბლობისა და სათნოებისა 12 მოციქულს დაბანა ფეხი.

ფილიმონი–ქრისტიანი, დიდი სიყვარული და რწმენა ჰქონდა ქრისტესი, მან დაკარგა გაქცეული მონა ონისიმე, რომელიც პავლემ გამოუგზავნა უკვე როგორც ქრისტეს მსახური.

ფილიპე–1 ერთერთი მოციქული, გალილეველი, ქ ბეთსაიდიდან, მან ჰპოვა მესია იესოში, ის დაეჭვებულ ნათანაელს ეუბნება მოდი და ნახე, იესო ფილიპეს თანდასწრებით ახდენს ერთერთ სასწაულს როდესაც მან 5000 კაცი დააპურა 5 ქერის პურით და 2 თევზით, საიდუმლო სერობის შემდეგ ქრისტესთან გამოსამშვიდებელ საუბარში ფილიპე დაეჭვებით ლაპარაკობს მამა ღმერთზე, უფალო გვიჩინე მამა და საკმარისია ჩვენთვის, იესომ უთხრა რა ხანია თქვენთან ვარ და ვერ მიცნობ ფილიპე, ვინც მე მიხილა იხილა მამა, გადმოცემით ფილიპე სახარებას ქადაგებდა ფრიგიაში ქ ჰირნაპოლში, ჯვარს აცვეს,

2 იერუსალიმის შვიდ დიაკვანს შორის ერთერთი, იგი მოიხსენიება როგორც ფილიპე მახარებელი აპოკრიფული სახარების ავტორი, მას ჰყავდა 4 წინასწარმეტყველი ქალიშვილი, სტეფანეს სიკვდილის შემდეგ დევნის შიშით ის ვეღარ გაჩერდა იერუსალიმში და წავიდა სამარიაში ქრისტეს მოძღვრების საქადაგებლად, ბევრი მოაქცია ამის შემდეგ ის ანგელოზის მითითებით მიდის ქ ჰაზაში, გზაში შეხვდა ეთიოპიელ მდიდარ საჭურისს, რომელიც ეტლში იჯდა და ესაია წინასწარმეტყველის წერილს კითხულობდა, ფილიპე მივიდა მასთან და აუხსნა ესაიას წინასწარმეტყველება იესოს შესახებ, საჭურისმა სთხოვა რომ მოენათლა, როგორც კი ნათვლა დაამთავრა უფლის სულმა წარიტაცა და საჭურუისმა ვეღარ იხილა იგი, ფილიპე კი აღმოჩნდა აშდოდში საიდანაც მერე კესარიაში ჩავიდა, გარდაიცვალა ღრმად მოხუცი.

 

ფილისტიმელები–სემიტები, მათ სხვაგვარად ეძახიან ქაფორელებს რომლებიც არაბეთიდან იყვნენ წამოსულნი და ეგვიპტეში ცხოვრობდნენ, ძველ აღთქმაში ბევრგანაა მოთხრობილი ებრაელების ბრძოლა ფილისტიმელებთან.

 

ფილისტიმელთა მიწა–ქანაანის სამხ სანაპირო, ადრე იყო აყვავებული მხარე.

ფილხაზი–1 ელეაზარის შვილი, აარონის შვილიშვილი, დიდი მორწმუნე, მღვდელთმთავარი, რომელმაც შეძლო ღმერთის რისხვისაგან გადაერჩინა ისრაელი, რის გამოც მთელ მის მოდგმას საეკლესიო სამსახური დაეკისრა,

2 მღვდელთმთავარ ელის უგვანო შვილთაგანი რომელთა საქციელის გამო ღმერთმა ელის ოჯახი ამოწყვიტა, შვილები ფილისტიმელებთან ბრძოლაში დაიღუპნენ, ფილხაზის მეუღლე მშობიარობას გადაჰყვა, ელი კი საკარცხულიდან ჩამოვარდა

და მოკვდა.

 

ფინიკია–ფართო გაგებით ეწოდება ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლს ანტიოქიიდან ეგვიპტემდე, მოსახლეობა ძირითადად ქანაანიდან იყო, მიწაც ქანაანის ნაწილს წარმოადგენდა, ფინიკიელნი განთქმული იყვნენ სიმდიდრით, განათლებით და სიძლიერით, ისინი იყვნენ I ზღვაოსნები რომლებმაც გადალახეს ხმელთაშუა ზღვა და ვაჭრობდნენ ევროპისა და აფრიკის სანაპიროებზე, მათ გამოიგონეს მინა, ჭრიდნენ მონეტებს, შექმნეს ანბანი.

 

ფსალმუნი–ნიშნავს სიმღერას, გალობას, ლოცვას მუსიკასთან ერთად ღმერთის სადიდებლად, ცნობილია დავითის 150

 

ფსალმუნი.

ფული–აშურის მეფე, ისრაელის მეფე მენახემმა მას მისცა 1000 ქანქარი ვერცხლი რომ მისი შემწეობით განემტკიცებინა  თავის ხელისუფლება.

 

ქალდეა–ქალდეველთა ქვეყანა, მდებარეობდა სპარსეთის ყურის მახლობლად ესაზღვრებოდა არაბეთს, ქალდეველები აღწერილია როგორც მკაცრი და ჯიუტი ხალხი, ასევე სწავლულები, მისდევდნენ ასტროლოგიას.

 

ქალები–იეფუნეს ძე, ის  მოიხსენიება ტენეზელის სახელით, როგორც ღმერთის მიმდევარი, მოსემ გაგზავნა ქანაანის დასაზვერად, ის ღმერთმა დაასახლა აღთქმულ ქვეყანაში და დაუმკვიდრა ხებრონის მიწა.

 

ქამი–ნოეს შვილი, ქანაანის მამამთავარი, ერთხელ ნოემ შესვა ღვინო, დათვრა და გაშიშვლდა კარავში, ეს ნახა ქამმა და შეატყობინა ძმებს, სემმა და იაფეტმა კი მოკრძალებით დაფარეს მამის სიშიშვლე, გამოფხიზლებულმა ნოემ დაწყევლა ქამის

შთამომავლობა, წყეულიც იყოს ქამი, თავის ძმების მორჩილთა მორჩილი იყოს, ქამს ყავდა ვაჟები ქუში, მიცრაიმი, ფუტი და ქანაანი, აშურისა და ეგვიპტის მიწები მისი შთამომავლების მიერ იყო დასახლებული, ებრაულ წმინდა წიგნებში მიცრაიმი აღნიშნავს ეგვიპტეს.

 

ქანაანელები–ქამის შთამომავალნი, მისდევდნენ კერპთთაყვანისმცემლობას, დაიპყრეს ებრაელებმა, ცოდვების გამო დასაჯა ღმერთმა.

 

ქანაანი–მდებარეობდა ხმელთაშუა ზღვის გასწვრივ მდ იორდანეს დასავლეთით.

 

ქრისტე–იესო მაცხოვარი, მხსნელი, ქრისტიანობის დამფუძნებელი, შვა მარიამმა, ქადაგებდა, გაიჩინა მოწაფეები, დევნიდნენ შეიპყრეს აწამეს, ჯვარს აცვეს, 3 დღის შემდეგ აღსდგა, ცად ამაღლდა.

ქრისტიანი–ახ წ 43 წ პირველად ანტიოქიაში ეწოდათ ქრისტეს მიმდევრებს, დაარქვეს კერპთთაყვანისმცემლებმა, ებრაელები ნაზარეთელებს ეძახდნენ.

 

ქრისტიანობა–უდიდესი მსოფლიო რელიგია, ჩაგრულთა მაიმედებელი, წარმოიშვა პირველ საუკუნეებში რომის პროვინციებში, უდიდესი რელიგიაა.

ქრისტიანული დღესასწაულები–1 ბზობა,

2 ამაღლება ქრისტესი,

3 სულთმოფენა, გარდამოსვლა,

4 ნათლისღება ანუ განცხადება უფლისა,

5 მირქმა,

6 ხარება,

7 ფერისცვალება იესოსი,

8 მიძინება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა,

9 შობა ღვთისმშობლისა,

10 ჯვართამაღლება,

11 ტაძრად მიყვანა მარიამისა,

12 ხორციელად შობა უფლისა იესოსი.ქურუმი–კულტის მსახური, ასრულებდა საკულტო წესებს და ჰქონდა განსაკუთრებული პრივილეგიები, უძღვებოდნენ როგორც რელიგიურ ისე სახელმწიფოებრივ საქმეებსაც.

 

ღაზა–ფილისტიმელების მთავარი ქალაქი.

 

ღვთისმშობლობა–შობა ღვთისმშობლისა, დღესასწაული შობის დღედ მიჩნეულია 8–21 სექტემბერი.

 

ღმერთი–ზებუნებრივი არსება, უფალი, უზენაესი ღვთაება რომელიც  მრევლს უმაღლებს გონებას, სამყაროს შემქმნელი და მმართველი.

 

ღოთენიელი–კენარზის ვაჟი, აიღო ქ დაბირი, რისთვისაც მას ქალების ქალიშვილი მიათხოვეს, ის იყო ისრაელის I მსაჯული, მან დაამარცხა არამის მეფე ქუშან რიშთაიმი, რის შემდეგაც ქვეყანამ 40 წელი დაისვენა.

 

ღოთელია–ისრაელის მეფის ყომრის ასული, ახაზიას დედა იყო კერპთთაყვანისმცემელი და მოახერხა რომ სოლომონის ტაძარში უცხო ღმერთებისათვის მსხვერპლი შეეწირათ, ახაზიას  სიკვდილის შემდეგ მოაწყო სასახლის გადატრიალება და ხელისუფლება ხელში ჩაიგდო, სპობდა სამეფო გვარის წარმომადგენლებს, გადარჩა მხოლოდ ახაზიას შვილი იოაში რომელიც მამიდასთან ფარულად იზრდებოდა, როცა ის 7 წლის გახდა ღოთოლიას შეთქმულება მოუწყვეს იოაში მეფედ აკურთხეს, ღოთოლია კი მოკლეს.

 

ყაბდონი–ჰიმელის ძე, ისრაელის მსაჯული იყო  8 წელი, ყავდა 40 ვაჟი და 30 შვილიშვილი.

 

ყაზარია–1 იუდას მეფე, მას უწოდებდნენ აგრეთვე ყუზიას, 11 წლის გამეფდა, 52 წელი იმეფა იერუსალიმში, დასაჯა ღმერთმა კერპთაყვანისმცემლობისთვის და კეთროვანი გახადა, სიკვდილამდე ცხოვრობდა სამკურნალო სახლში, ქვეყანას განაგებდა მისი შვილი იოთამი,

2 იოხანონის ვაჟი, ეს იმ ტაძარში მღვდლობდა რომელიც სოლომონმა ააშენა იერუსალიმში,

3ყობედის ძე, მან ასას ღმერთისადმი  მორჩილების შემთხვევაში ძლიერება უწინასწარმეტყველა, ასამ ყური უგდო მის რჩევას, ამ სახელით ბიბლიაში სხვა პირებიც მოიხსენიებიან.

 

ყამალეკელები–მომთაბარეები, ცხოვრობდნენ პალესტინის სამხრეთით ედომსა და ეგვიპტეს შორის, აღმოსავლეთით მკვდარ ზღვასა და მთიან ქვეყანა სეყირს შორის, არბევდნენ ხშირად სამხ ქანაანს, ეხმარებოდნენ ფილისტიმელებს ისრაელთან ბრძოლაში, ცხოვრობდნენ კარვებსა და გამოქვაბულებში.

 

ყამალეკი–ელითადის შვილი, ხარჭა ფინაყისგან ესავის შვილიშვილი.

 

ყანანია–ქალაქი, სასდაც ცხოვრობდნენ ბენიამენის შთამომავალნი, ბაბილონის ტყვეობის შემდეგ, ეხლანდელი ბეთხანიმი, მდებარეობს იერუსალიმის ჩრდილოეთით.

 

ყრმანი შორის ალისა–დანიელის წიგნში მოთხრობილია თუ როგორ იხსნა ღმერთმა ბაბილონის ტყვეობაში მყოფი 3 ებრაელი ჭაბუკი შადრაქი, მეშაქი და ყაბედ ნეგო ცეცხლში დაწვისაგან, სხვანაირად მათ ეწოდებოდათ ხანანია, ყაზარია და მისაელი.

 

შაბათი–ძველებრაულად დასვენება, სიმშვიდის, დასვენების დღე, დაწესებულია ღმერთის მიერ, ღმერთმა სამყარო შექმნა ექვს დღეში და მეშვიდე დღე დასვენების დღედ გამოაცხადა.

 

შალმანასერი–აშურის მეფე, მან ისრაელის მეფე ჰოშიაყს დიდი გადასახადი დაუწესა ჰოშიაყმა შეკრა კავშირი ეგვიპტესთან რისთვისაც შალმანასერმა  საპყრობილეში ჩასვა, შემდეგ მან ძ წ 721 წ დაიპყრო სამარია და აშურს შეუერთა.

 

შებაყი–ბიქრის ძე ბენიამინის ტომიდან, დავითის მოწინააღმდეგე, დავითმა იოაბი გაგზავნა მასთან საბრძოლველად შებაყი დამარცხდა და ქალაქში შეიკეტა ქალაქელებმა ის შეიპყრეს და თავი მოჰკვეთეს, რომელიც იოაბს გაუგზავნეს.

 

შექემი–1 ქანაანელი თავადი რომელმაც შეურაცყო იაკობის ქალიშვილი დინა, რისთვისაც სიმონმა და ლევიმ მოკლეს,

2 უძველესი ქალაქი რომელიც მდებარეობდა შუა პალესტინაში იერუსალიმიდან 80 კმ–ზე.

შიმყი–1 გეას ძე საულის ტომის კაცი, აბესალომის აჯანყების დროს ის ლტოლვილ დავითს შეხვდაქ ბახულიმთან მან მეფეს წყევლა და ქვების სროლა დაუწყო, დავითმა მსახურებს მისი მოკვლა არ დაანება, როცა აჯანყება აბესალომის დამარცხებით დამთავრდა დავითი დედაქალაქს დაბრუნდა და შიმყი და სხვები მასთან პატიების სათხოვნელად მოვიდნენ,

2 სოლომონის ერთერთი მომხრე ადონიას წინააღმდეგ.

შობა უფლისა–იშვა მარიამისაგან სულიწმინდის შეგონებით ქრისტე ბეთლემის გამოქვაბულში, ჰეროდეს რისხვას ისინი იოსებმა ეგვიპტეში გაარიდა, მისი დაბადება ესაიამ 600 წლით ადრე იწინასწარმეტყველა.

 

ცადოკი–1 დავითის დროს ერთერთი უზენაესი ქურუმი, ელყაზარის შთამომავალი, როცა დავითი აჯანყებულ აბესალომს გაექცა ცადოკი და აბიათარი გაყვნენ მეფეს და სჯულის კიდობანი თან წაიღეს, სოლომონის გამეფების დროს ისრაელის უზენაესი ქურუმი ცადოკი გახდა, იყო მეფის ერთგული თანაშემწე,

2 მეფე იოთამის დედის იერუშას მამა,

3 ნეემიას წიგნში ლაპარაკია პიროვნებაზე ცადოკის სახელით რომელიც მონაწილეობდა იერუსალიმის კედლის მშენებლობაში, ბიბლიაში ამ სახელით კიდევ რამდენიმე პირი მოიხსენიება.

 

ცაპნათ ფანეახი–ნიშნავს დაფარულის გამხელას, იოსების ეგვიპტეში სამსახურისათვის მინიჭებული სახელო , ფარაონს სიზმრები აუხსნა იოსებმა.

ციდკია–1 ქენაყანის ზე, ცრუ წინასწარმეტყველი, ისრაელის მეფე აქაბმა არ დაუჯერა წინასწარმეტყველ მიქას, ენდო ციდკიას ცრუ წინასსწარმეტყველებას გაილაშქრა არამის მეფის ბენ ჰადადის წინააღმდეგ და დაიღუპა,

2 ციდკიაჰუ იოშიას ძე, მისი ნამდვილი სახელი იყო მათანია, ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმის აღების შემდეგ მეფედ დასვა და ციდკია დაარქვა ძ წ 599–588 წ ის იყო იუდას უკანასკნელი მეფე, სუსტი და გონებაშეზღუდული კაციმოექცა პროეგვიპტური დაჯგუფების ზეგავლენის ქვეშ ,არად ჩააგდო წინასწარმეტყველ იერემიას რჩევა რომ იმედი არ უნდა ჰქონოდა ეგვიპტელებისა და როცა ძ წ 586 წ ნაბუქოდონოსორმა დაანგრია იერუსალიმი ციდკია გაიპარა და იორდანესკენ გაიქცა,

მტერმა შეიპყრო, ნაბუქოდონოსორის ბრძანებით მეფის შვილები დახოცეს, ციდკიას კი თვალები დასთხარეს და ბაბილონის ციხეში ჩააგდეს სადაც მალე გარდაიცვალა.

 

ციური სასუფეველი–ღვთის საუფლო, სულთა განსასვენებელი, რომელიც დამყარდება განკითხვის დღის შემდეგ, მეორედ მოსვლის ჟამს ქრისტე განიკითხავს ცოცხალსა და არაცოცხალს, მკვდრეთით აღდგომა,  ყველა მიიღებს თავისას დამსახურებისამებრ, მართალნი ციურ სასუფეველში მოხვდებიან, ცოდვილნი კი ჯოჯოხეთის ცეცხლში ჩაინთქმებიან.

 

ციფორა–ითრო რეგუელის ქალიშვილი,მოსეს ცოლი.

 

ცოდვა–რელიგიური ცნება, რაც დანაშაულად , საზიანოდ თვლის სარწმუნოების საწინააღმდეგო ყველა მოქმედებას, სიტყვას, აზრს, პირუთვნელი ცოდვა ჩაიდინეს ედემში ადამმა და ევამ, საჭირო გახდა ღმერთის სისხლი (ქრისტესი) რათა ადამიანს ამ ცოდვისაგან თავი დაეღწია.

 

ძველი აღთქმა–მასში გარდა მოსეს ხუთწიგნეულისა სხვა წიგნებიც შედის, უფროს და უმცროს წინასწარმეტყველთა, ეკლესიასტე, იგავნი სოლომონისანი და სხვა.

 

ძველი აღთქმის დღესასწაულები–დაბადების მიხედვით სინას მთის კანონმდებლობით დაწესებულნი ძველებრაული დღესასწაულები,რომელთა მიზანი იყო სარწმუნოების განმტკიცება,

1 შაბათი წმინდა დღე, რომელიც კრძალავდა ყოველგვარ მუშაობას, მორწმუნენი მიდიოდნენ სჯულის კიდობანთან და ასრულებდნენ მსხვერპლშეწირვას,

2 პასექი, ფესახი გამოსვლათა დღესასწაული ეგვიპტის ტყვეობიდან გამოსვლათა აღსანიშნავად,

3 ერგასისი, შაბუყოთ მოსავლის დღესასწაული, სწირავდნენ შვიდ უბიწო ტარიგს,

4 საყვირთა–როჰ ჰაშანა, ვერცხლის წმინდა საყვირები ხალხს სალოცავად მოუხმობდა კიდობანთან იმ დღის აღსანიშნავად როცა მოსემ კანონი ხალხს საყვირით აუწყა, ამ დღეს იწყება ებრაელთა ახალი წელი თიშრეის თვე,

5 განწმენდის დღე იონ–ქიფური, აღინიშნება თიშრევის მეათე დღეს,

6 კარავთა დღესასწაული სუქოთი, აღინიშნება თიშრეის მეთხუთმეტე დღეს, ებრაელთა უდაბნოში მოგზაურობისას კარავში ცხოვრების მოსაგონებლად,

7 რეშ–ხუდეში, საყვირებით აღინიშნებოდა ყოველი თვის დასაწყისი და მიჰქონდათ შესაწირავი, ამით ებრაელებს უჩვენებდნენ რომ ღმერთი არის ყველაფრის დასაწყისი და ყოველივე მას უნდა დაუბრუნდეს,

8 შაბათის წელიწადი ანუ იობილე მოსეს კანონით მეშვიდე წელი ითვლებოდა წმინდად, ამ წელს მიწას არ ამუშავებდნენ, მოვალეებს ვალს პატიობდნენ, კითხულობდნენ მოსეს კანონს, შემდეგ დაემატა ამ დღესასწაულებს,

9 ფურიმი ანუ ბედის დღესასწაული, ეს დღესასწაული დაწესებულია ებრაელთა ჰამანზე გამარჯვების აღსანიშნავად, გარდა ამისა არის დღესასწაულები შეშის მოტანის, ტაძრის განახლების.იუდას მიერ მეკანორის დამარცხების დღესასწაული, იერუსალიმის ტაძრის აგების და განწმენდის.

 

წერილები–ეპისტოლენი, ეს არის მოციქულთა წერილები, რომლებიც შესულია ახალ აღთქმაში, 21 წერილიდან 13 ეკუთვნის პავლეს, 1 იაკობს, 2 პეტრეს, 3 იოანეს, 1 იუდას, ებრაელთა მიმართ წერილის ავტორი უცნობია თუმც მას მიაწერენ პავლეს.

წერილი გალატელთა მიმართ–დაწერილია პავლეს მიერ.

წერილი ებრაელთა მიმართ–არ არის ცნობილი ვის მიერაა დაწერილი, მიაკუთვნებენ პავლეს.

წერილი ეფესელთა მიმართ–პავლეს წერილი ქრისტიანთა მიმაღთ დაიწერა 62 წელს.

წერილები თესალონიკელთა მიმართ–დაწერილია პავლეს მიერ, სულ 2 წერილი.

წერილი იაკობისა– ავტორია იაკობ ალფესის ძე მცირე.

წერილები იოანესი– სულ 3 ეპისტოლე მოციქულ იოანესი.

წერილი იუდასი.

წერილი კოლასელთა მიმართ–დაწერილია პავლეს მიერ სულ 2.

წერილები კორინთელთა მიმართ–დაწერილია პავლეს მიერ სულ 2.

წერილები პეტრესი სულ 2 .

წერილი რომაელთა მიმართ–ეკუთვნის პავლეს.

წერილები ტიმოთეს მიმართ სულ 2 დაწერილი პავლეს მიერ.

წერილი ტიტეს მიმართ–დაწერილია პავლეს მიერ.

წერილი ფილიმონის მიმაღთ–დაწერილია პავლეს მიერ.

წერილი ფილიპელთა მიმართ–დაწერილია პავლეს მიერ.

 

წიგნი აბაკუმისა–შედგება 3 თავისაგან, I ეხება სამხ პალესტინის დაცარიელებას ქალდეველებისაგან, II მოგვითხრობს შურისძიებას ქალდეის ტირანზე, III ლირიკული სიმღერაა ღმერთის სადიდებლად.

 

წიგნი აპიასი–შედგება 1  თავისაგან რომელშიც აღწერილია ედომელების ბოროტება იერუსალიმის დაცემისა და გაძარცვის დროს, ის სიონის მთიდან მოსული ღმერთის მოსალოდნელ შურისძიებაზე აფრთხილებს ედომელებს და ებრაელებისთვის ბედნიერ მომავალს წინასწარმეტყველებს შექმნილია ძ წ 892–855 წ.

 

წიგნი ანგიასი–შედგება 2 თავისაგან, მოთხრობილია ღმერთის ოთხჯერ გამოცხადებაზე.

 

წიგნი ბარუქისა–მართლმადიდებლობისათვის არაკანონიკურია, თუმც შეტანილია ბიბლიაში კათოლიკეებისათვის კანონიკურია, არ გვხვდება პროტესტანტებთან რომელთა ბიბლია მთლიანად ემთხვევა ებრაელებისას.

 

წიგნი დანიელისა–წიგნის პირველ ექვს თავში  მოთხრობილია დანიელის ცხოვრების ისტორია, მომდევნო ექვს თავში მისი სიმღერები და გამოცხადებები მეცხრე თავში მოთხრობილია ქრისტეზე, შემდეგ თავებში წინასწარმეტყველებები.

 

წიგნები ეზრასი– I წიგნში აღწერს იუდაელების ბაბილონიდან დაბრუნებას, II წიგნში პირველი წიგნია გამეორებული დამატებებით, III წიგნში ასახულია ღმერთის შეხედულება ეკლესიაზე, ასევე მესიის მოსვლაზე და ჯვარცმაზე.

 

წიგნი ესაიანი–იყოფა ორ ნაწილად, I აღწერილია ისრაელის მაშინდელი მდგომარეობა, მისი წარსული, წინასწარმეტყველის შეხვედრა ღმერთთან, ერის გადარჩენაზე, , შეიცავს წინასწარმეტყველებებს, მესიის ხორციელად მოვლენის, მისი ცხოვრების ეპიზოდებს, .

 

წიგნი ზაქარიასი–შეიცავს 14 თავს, იყოფა სამ ნაწილად, პირველ ნაწილში სიზმრებით და გამოცხადებებით რჩევას აძლევს და აიმედებს ხალხს, II ნაწილში მოგვითხრობს სწორ ღვთისმსახურებაზე, III ნაწილში მოცემულია მოძღვრება ქრისტეზე.

 

წიგნი იერემიასი–შეიცავს 52 თავს, აქაა მოძღვრებები წარმოთქმული იერუსალიმში,, ასევე სხვადასხვა ხალხების მოძღვრებაზე, ასევე იერუსალიმის დანგრევაზე.

 

წიგნი იოსე ნავეს ძისა– I ნაწილში მოთხრობილია ებრაელების იორდანეზე გადასვლა და ქანაანის დამორჩილება, II თავი ეხება ისრაელის შტოებისათვის აღთქმული მიწის განაწილებას, III თავი კი იესო ნავეს ძის გამოსამშვიდობებელ სიტყვას.

 

წიგნი იობისა–გადმოცემულია მისი ცხოვრება, ასევე პასუხი კითხვაზე რატომ იტანჯებიან წმინდანები, ხოლო არაწმინდანებს ამქვეყნიური კეთილდღეობა გააჩნიათ, ავტორზე არაფერია ცნობილი.

 

წიგნი იონასი–, ასაბუთებს აზრს რომ ღმერთი არ არის მხოლოდ ებრაელთა ღმერთი.

წიგნი მალაქიასი–აქ ღმერთის მოძღვრებასთან ერთად ებრაელთა სერიოზული მხილებაცაა მოცემული, მოთხრობილია იოანე ნათლისმცემელზე და ქრისტეს მოსვლაზე.

 

წიგნი მიქასი–შეიცავს ისრაელის დედაქალაქის სამარიას და იერუსალიმის წინააღმდეგ მიმართულ მხილებას, ქადაგებას ღმერთის სავანეზე, სამარიის დაცემაზე ასევე იერუსალიმისაზე და ბაბილონის ტყვეობაზე.

წიგნი ნაუმისა–მოთხრობილია ნინევეზე.

წიგნი ოსიასი– მის ქორწინებაზეა საუბარი, შემდეგ მოძღვრება მიმართულია ისრაელის წინააღმდეგ.

 

წინადაცვეთა–ეს არის პირველყოფილი ტომების უძველესი წესი და მისი აზრი დღემდე გაურკვეველია, ჰეროდოტეს აზრით ის საჭიროა სხეულის სისუფთავისათვის, თანამედროვენი კი განიხილავენ როგორც მაგიურ არსს, ან სიმბოლური გამოხატულებაა ღვთისადმი სისხლიანი  მსხვერპლშეწირვისა, აბრაამიდან დაიწყო.

წინასწარმეტყველნი–შორსმჭვრეტელი, ბრძენკაცი,მისანი ბიბლიაში სულ 17 დიდი და მცირე წინასწარმეტყველია ცნობილი, ესაია, იერემია, ეზეკიელი, დანიელი, ოსია, ერემიელი, ამოსი, აბდია, იონა, მიქა, ნაუმი, აბაკუმი, სოფონია, ანგია, ზაქარია,

ბარუქი და მალაქია.

წირვა–საკულტო ცერემონიალი, ლიტურგია, სამსხვერპლოდ იყენებდნენ პურს და ღვინოს, პურს უწოდებდნენ სამეუფეოს, ღვინოს ზედაშეს, უსისხლო მსხვერპლი, დააწესა იესომ.

ხამილა–1 ქვეყანა რომელიც მდიდარი იყო ოქროთი, მოედინებოდა მდ თიშონი,

2 ქუშის შვილი.

ხაზაელი–არამელი ბენ ჰადადი, სამეფოს კარისკაცი, წინასწარმეტყველმა ელიამ ღმერთის კარნახით მას სამეფო მირონი სცხო, მას რომ ის დამასკოს მეფე უნდა გამხდარიყო ღმერთის სურვილით ამცნო ელისე წინასწარმეტყველმა, მან საწოლში გაგუდა სენით შეპყრობილი ბენ ჰადადი და თავი დამასკოს მეფედ გამოაცხადა, იმეფა 40 წელი.

 

ხამათი–ქ სირიაში.

 

ხანა–ერკანის ცოლი, სამოელის დედა, რომელიც მან ღმერთს გამოსთხოვა და აღუთქვა რომ მასვე შესწირავდა, ღმერთმა მას კიდევ 3 ვაჟი და 2 ქალი უბოძა.

 

ხარება–ქრისტიანული ეკლესიის საუფლო დღესასწაული, დაწესებული იმ დღის აღსანიშნავად როცა გაბრიელ მთავარანგელოზმა ახარა მარიამ ღვთისმშობელს რომ მას უმამაკაცოდ ჩაესახებოდა სულიწმინდით და შობდა ქრისტე ღმერთს.

 

ხილკია–მღვდელთმთავარი, იოშიას მეფობისას, რომელმაც სჯულის წიგნი იპოვა, მისი მეოხებით იოშია გაეცნო მას და თავის ქვეყანაში მოსპო კერპთმსახურების წესები და ღმერთს სამსახური აღუთქვა, ამ სახელით ბიბლიაში სხვა პირებიც მოიხსენიებიან.

 

ხირამი–ტვიროსის მეფე,მან გაგზავნა მუშები და ხის მასალა იერუსალიმში დავითის სასახლის და სოლომონის ტაძრის ასაგებად.

 

ხუნდა–შარუმის ცოლი, წინასწარმეტყველი ქალი, რომელიც ცხოვრობდა იოშიას დროს, რომელმაც მეფეს აუწყა რომ რაკი უფლის წინაშე ქედი მოიდრიკა უფალი განსაცდელს აღარ მოუვლენდა.

 

ხუშაი–დავითის მეგობარი, როცა დავითი უკანასკნელად გაექცა აბესალომს ზეთისხილის მთაზე მასთან მივიდა სამოსელშემოხეული და თავზე მტვერდაყრილი, დავითმა სთხოვა დაბრუნებულიყო იერუსალიმს აბესალომის და ახითოფელის გეგმების ჩასაშლელად რაც ხუშაიმ მოახერხა.ჯვართამაღლება–საქრისტიანოს დიდი დღესასწაული, საფუძველი დაედო იმ ჯვრის აღსანიშნავად, რომელზეც ქრისტე გააკრეს იხ რელიგიის ლექსიკონი.

ჯვარი–ქრისტეს ჯვარცმის სიმბოლო.

 

ჯვარცმა–ჯვარზე გაკვრა, ჯვარზე გაკრული ქრისტეს გამოსახულება.

 

ჰადადი–ედომის მეფეთა შთამომავალი, დავითის მიერ ედომის განადგურების შემდეგ ის გაიქცა ეგვიპტეში და იქ დასახლდა, დავითის სიკვდილის შემდეგ ედომს დაბრუნდა და სოლომონის წინააღმდეგ აჯანყება წამოიწყო.

 

ჰარანი–თერახის უფროსი ვაჟი, ლოტის მამა.

 

ჰეროდე–ერქვა რამდენიმე მეფეს, 1 ჰეროდე დიდი  იუდას მეფე ძ წ 40–4 წ ანტიპატრეს მეორე ვაჟი, 15 წლის მამამ გალილეის მმართველად დანიშნა, მერე გამეფდა, დაიპყრო იერუსალიმი ძ წ 34 წ, ბევრი ბოროტება ჩაიდინა, დააღრჩო ცოლისძმა, მოკლა სიძე, სიმამრი, ცოლი, 3 შვილი, მისი მეფობის ბოლო წლებში იშვა მაცხოვარი,

2 ჰეროდე ანტიპა, ჰეროდე დიდის შვილი მიატოვა ცოლი და შეირთო ჰეროდე ფილიპე I–ს თავის ძმის ცოლი ჰეროდიადა, ამ უკანონო ქორწინებისათვის იოანე ნათლისმცემელმა ამხილა, ამისათვის, ჰეროდეს სძულდა ის და დააჭერინა, ჰეროდიადას და სალომეას მოთხოვნით კი თავი მოჰკვეთა,

3 ჰეროდე არქელაოსი ჰეროდე დიდის შვილი, იუდას და სამარიის მმართველი, სასტიკი ამოწყვიტა 3 ათასი იუდაელი,

4 ჰეროდე აგრიპა არისტობულესის შვილი, ჰეროდე დიდის შვილიშვილი, დევნიდა ქრისტიანობას, მოკლა იაკობ უფროსი,

5 ჰეროდე ფილიპე ბიბლიაში 2 პიროვნებაა, 1 ჰეროდე დიდისა და მღვდელ სიმონის შვილის მარიამის შვილი მისი მეუღლე იყო ჰეროდეადა მისგან ჰყავდა ქალიშვილი სალომე, 2 ჰეროდე ფილიპე II ჰეროდე დიდისა და იერუსალიმელი კლეოპატრას შვილი იტურეისა და ტრაქონიტის მთავარი, იყო სამართლიანი გარდ ახ წ 34 წ, ცოლად ყავდა სალომე ჰეროდეადას და ფილიპე I–ს ასული,

6 ჰეროდე აგრიპა II  დევნიდა ქრისტიანებს,

ჰეროდიადა–ჰეროდე დიდის შვილიშვილი, არისტობულესის შვილი, იყო ფილიპე I–ს ცოლი, შემდეგ კი მისი ძმის ჰეროდე ანტიპასი, როცა იოანე ნათლისმცემელმა ჰეროდე ამხილა უკეთურ საქციელში მეფემ ჰეროდეადეს გავლენით იოანეს თავი მოკვეთა.

 

ჰოშიაყი–ელიას შვილი რომელიც აღსდგა მეფე ფეახის წინააღმდეგ მოკლა ის და ტახტი დაიკავა, შეკრა კავშირი ეგვიპტესთან ასურელთა წინააღმდეგ რის შემდეგაც ის მეფე შალმანასერმა ტყვედ ჩაიგდო ძ წ 721 წ.

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / უავტორო / ბიბლიური ლექსიკონი