დადება პატიოსნისა სარტყლისა

ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა (395-408)

 

დადება პატიოსნისა სარტყლისა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა კონსტანტინეპოლში, ვლაქერნის ტაძარში აღესრულა იმპერატორ არკადის (395-408) დროს. ეს დიდი სიწმიდე, გადმოცემით, თავად ღვთისმშობელს ჩაუბარებია თომა მოციქულისათვის, შემდგომ კი მემკვიდრეობით გადაეცემოდა კეთილმსახურ ქრისტიანებს. მრავალი წლის შემდეგ, ლეონ ბრძენის (886-911) ზეობისას, ღვთისმშობლის სარტყელმა სასწაულებრივად განკურნა ბოროტი სულით შეპყრობილი იმპერატორის მეუღლე ზოია.

დედოფალს გამოცხადებით ეუწყა, რომ სნეულებისაგან ღვთისმშობლის სარტყელის შეხებით განიკურნებოდა. იმპერატორმა პატრიარქს დახმარება სთხოვა. მღვდელმთავარმა გახსნა დაბეჭდილი კიდობანი, რომელშიც სიწმიდე ინახებოდა, სნეულ დედოფალს შეახლო და იგი მაშინვე განიკურნა. სამადლობლად ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პარაკლისი გადაიხადეს, შემდეგ კი სიწმიდე კვლავ კიდობანში ჩააბრძანეს.

აღსრულებული სასწაულის აღსანიშნავად დაწესდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სარტყლის დადების დღესასწაული.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტ. III, თბილისი, 2001 წ.

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / უავტორო / დადება პატიოსნისა სარტყლისა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა