დარიგებანი მართლმადიდებლური ოჯახის შესახებ

 

 

ქრისტეს მიერ საყვარელნო! გახსოვდეთ, რომ სულიერი განწმენდის გარეშე თავისუფლებას სიკეთე არ მოაქვს!

ქრისტე ვერ შეიცნეს ფარისევლებმა და მწიგნობრებმა, რადგან მისგან ამქვეყნიურ თავისუფლებას მოელოდნენ. რომაელების ბატონობის ქვეშ მყოფ ებრაელებს ქრისტე ასწავლიდა, რომ უპირველეს ყოვლისა, სულიერი განწმენდისათვის უნდა ეზრუნათ.

ეს კარგად ჩანს დღევანდელი საქართველოს პრესისა და ტელევიზიის ზოგიერთ მაგალითზეც. მარტო გარეგნული პირობებით ადამიანი ვერასდროს ვერ გახდება თავისუფალი და ვერ სულიერ სიმშვიდეს მოიპოვებს. მაგალითად, სოლომონ მეფეს აურაცხელი სიმდიდრე ჰქონდა და ყველა გულისწადილს ისრულებდა, მაგრამ ღვთის შეწევნით მიხვდა, რომ ყოველივე ამაოა; მხოლოდ ღმერთია მკურნალი. თუკი მატერიალურ კეთილდღეობას სჭირდება ბეჯითი შრომა და ზრუნვა, მითუმეტეს სჭირდება იგი სულს.

სულიერ საკითხებზე უცთომელი პასუხი შეიძლება მიიღო მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიაში. აირჩიე სულიერი მოძღვარი, რომელიც დაგეხმარება საკუთარი მანკიერების შეცნობაში.

საკუთარი ცოდვის განცდა კი გაგათავისუფლებს ამპარტავნების (სხვაზე უმჯობესად თავის წამოდგენისგან).

ამპარტავნება წარმოშობს დაცინვას, განკითხვას, ზიზღს, სიძულვილს... ღვთის შვილობა თუ გინდა, უნდა გძულდეს მხოლოდ ბოროტება, ბოროტების ჩამდენი ადამიანი კი უნდა გებრალებოდეს, მისი გამოსწორებისათვის უნდა ლოცულობდე,

ევედრებოდე ღმერთს. გახსოვდეს, ერთი ადამიანიც რომ გძულდეს, შენს ლოცვას ღმერთი არ შეისმენს!

ნათლობა ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლოა ქრისტიანთათვის. იგი ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ არის შესაძლებელი.

განმეორებით ნათლობას მართლმადიდებელი ეკლესია დიდ ცოდვად მიიჩნევს. ნათლობით გვეხსნება ცოდვები, მაგრამ ცოდვისაკენ მიდრეკილება კი რჩება. ამიტომ ჩვენ ვსაჭიროებთ მუდმივ განწმენდას სისტემატური აღსარებით და ზიარების

საიდუმლოს აღსრულებით. ნათლობისას ვპირდებით ღმერთს, რომ განვეშორებით შურს, სიხარბეს, ანგარებას, მკითხაობას, სიძულვილსა და სხვა ბოროტებას; ამიტომ ახალი პირობის დადება არ სჭირდება ღმერთს (იგულისხმება „შეთქმული საკლავი

“ და მისთანანი, ქრისტემ ხომ ჯვარცმითა და აღდგომით საბოლოოდ გააუქმა სისხლიანი მსხვერპლშეწირვა). ღმერთი არ საჭიროებს ჩვენგან დახმარებას. ჭეშმარიტი შესაწირავის შინაარსია მოწყალების გაცემა და არა ქეიფი და დროსტარება.

ტაძარი არ არის საქეიფო ადგილი, ტაძარი სალოცავი სახლია! თუ ღვინის ოხშივარი გაგვიქარვებს სასოებას, დავკარგავთ მოწიწებასა და მოკრძალებას ღვთის წინაშე, წყალობის ნაცვლად ღვთის რისხვას მოვიწევთ.

ნუ მიენდობი ნურც შენს მატერიალურ სიმდიდრეს და ნურც ადამიანებზე დაამყარებ იმედს; მიენდე მხოლოდ ღმერთის ნებას, მან უკეთ იცის რა არის შენთვის სასარგებლო და მოგცემს ყოველივეს, რაც კი საჭირო და აუცილებელია. როდესაც შეიგნებ, რომ ყოველი წამი შენი ცხოვრებისა ღვთის ხელშია, გახდები მადლიერებით მლოცველი; გაჭირვებისას დ მდაბლად ითხოვ, დალხინებისას დ აქებ და ადიდებ ღმერთს.

გახსოვდეს, სანამ მხოლოდ ღმერთზე არ დაამყარებ იმედს და სავსებით არ მიენდობი მის ნებას, ვერასოდეს გახდები თავისუფალი!

იკითხე წმინდა წერილი (ძველი და ახალი აღთქმა), წმინდანთა ცხოვრება და მათი დარიგებანი, რათა მოგემატოს რწმენა და სიყვარული ღვთისა. გახსოვდეს, რომ წმინდა წერილი ღვთის შთაგონებით დაიწერა წინასწარმეტყველებისა და მოციქულების მიერ; ასევე ღვთის შთაგონებითაა განმარტებული წმინდა წერილის ყოველი სიტყვა წმინდა მამების მიერ.

ღმერთი გუშინ და დღეს ერთი და იგივეა. ჭეშმარიტება არ იცვლება დროის ან მატერიალური პირობების მიხედვით. ბიბლიის ერთსა და იმავე წინადადებას ამა სოფლის „ბრძენნი“ სხვადასხვაგვარად განმარტავდნენ. ამიტომ წარმოიშვა კიდევაც

სხვადასხვა სახის მწვალებლობანი, მაგალითად: მონოფიზიტობა დ VI საუკუნეში, კათოლიციზმი დ XI საუკუნეში, პროტესტანტობა დ XVI-ში, ე.წ. „იეღოვას მოწმენი“ დ XIX-ში და სხვა მრავალი სექტა და რელიგიური დაჯგუფება.

მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია ინახავს უცვლელად ქრისტეს მიერ მოციქულებზე გადმოცემულ და ქრისტიანთა შვიდ მსოფლიო კრებაზე დამტკიცებულ ჭეშმარიტებას.

გახსოვდეს, რომ იესო ქრისტემ თავისი ჯვარცმით მთელი კაცობრიობა გამოისყიდა ცოდვებისაგან და დედამიწაზე დაამყარა ეკლესია, რომლის გარეშეც სულის გამოხსნა შეუძლებელია!

ოჯახური ბედნიერების საყრდენი არის სწორი ზნეობრივი ურთიერთობა ქმარსა და ცოლს შორის, რომელიც გულისხმობს ერთმანებით სიყვარულსა და ერთგულებას. ცოლ-ქმარმა უნდა შექმნას ერთხორცი, ზნეობრივად სრულყოფილი არსება: ეს ხდება მაშინ, როდესაც ერთი ზნეობრივი სული მიენდობა მეორეს მარადიული სიყვარულით, რათა ერთმანეთში ნახონ ნუგეში, შველა და დახმარება რთულ ცხოვრებისეულ გზაზე. მართლმადიდებელი ეკლესია ქორწინებას აღიარებს ერთ-ერთ უდიდეს წმიდა საიდუმლოდ. ამ დროს მექორწილეებზე გადმოდის სულიწმიდის მადლი. რომელიც განწმენდს მათ ცოლ-ქმრულ ურთიერთობას, შემდგომში ბავშვის დაბადებასა და მის ქრისტიანულად აღზრდას.

ქორწინების საიდუმლოს აღსრულებას წინ უნდა უძღოდეს შემდეგი: 1) მექორწინეთა თავისუფალი ნება, რომელსაც ისინი აღიარებენ ეკლესიის წინაშე; 2) მშობლების კურთხევა. სამწუხაროდ, ხშირად ადამიანი ვნებას მიიჩნევს სიყვარულად. ადრე თუ გვიან ვნება ნელდება და ქრება და ჩვენ უსიყვარულო რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით. თუ ადამიანი გიყვარს, თანაგრძნობით შეეცდები მისი ნაკლის გამოსწორებას: კი არ წამოაყვედრებ, არამედ დაფარავ, რომ სხვათა მიერ დასაცინი  არ გახდეს და ყოველივე ამას სიყვარულით, მოთმინებით იზამ. სიყვარულის ერთ-ერთი ნიშანი ის არის, რომ შენი მეუღლის ნაკლი თანაგრძნობით აღიქვა. პავლე მოციქული

ამბობს: „სიყვარული არ აიმაღლებს თავს, ყოველივეს ზედა უხარის, ყოველივეს დაითმენსო“. საფუძველი ამისა სულიერი ერთობაა. თუ სულიერი ერთობა არსებობს ადამიანებს შორის, ამქვეყნიური პრობლემები, რაც არ უნდა მძიმე იყოს ისინი, მაინც დაიძლევა. ოჯახი ერთიანი ორგანიზმია, რომელსაც ერთი თავი უნდა ჰქონდეს და ეს თავი ქმარი უნდა იყოს. „ვითარცა ეკლესია დამორჩილებულ არს ქრისტესა, ეგრეცა ცოლნი თვისთა ქმართა ყოვლითა“ (ეფეს. 5, 24). „ცოლნი თვისთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალსა, რამეთუ ქმარი არს თავ ცოლისა, ვითარცა ქრისტე თავ არს ეკლესიისა“ (ეფეს. 5, 22-23). ამასთანავე, ქმარს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. პავლე მოციქული წერს: „ქმართა გიყვარდედ ცოლნი თვისნი, ვითარცა ქრისტემან შეიყვარა ეკლესია და თავი თვისი მისცა მისთვის“ (ეფეს. 5, 24); „ესრეთ ჯერ-არს ქმართა ცოლთა თვისთა სიყვარული, ვითარცა ხორცთა თვისთა, რამეთუ რომელსა უყვარდეს ცოლი თვისი, თავი თვისი უყვარს“ (ეფეს. 5, 28). ოჯახი არის ის გარემო, სადაც ბავშვის ფსიქიკა ყალიბდება. აქ ეზიარება იგი რწმენასა და სიყვარულს, აქ ღვივდება მისი სული, აქ იქცევა იგი პიროვნებად.

 

სამწუხაროა, რომ თანამედროვე ოჯახი თანდათან კარგავს ამ ღრმა აზრს; თანდათან უფრო შემაშფოთებელია მისი რღვევის ნიშნები. მხოლოდ ქალს შეუძლია გადაარჩინოს ოჯახი: დედა ასწავლის შვილს პირველ ლოცვას, უკითხავს მას პირველ

ლექსს. დედა შვილით ცხოვრობს, შვილით სუნთქავს, სხეულით გრძნობს მის სულიერსა და ხორციელ სატკივარს. როცა შვილი განაცდელშია, დედა ნათელმხილველი ხდება, მისი ლოცვა სასწაულმოქმედ ძალას იძენს. წმიდა მამები ამბობენ, რომ დედის ლოცვას შეუძლია ჯოჯოხეთიდან ამოიყვანოს შვილის სული!..

ქალმა დაიწყო ადგილის ძიება ოჯახის გარეთ. ტექნიკურმა პროგრესმა, ცივი გონებით განსჯამ, პრაქტიციზმმა გააუხეშა და დაარღვია მისი ფაქიზი ქალური ბუნება. მას გაუნელდა შვილების ყოლისა და მათი აღზრდის სურვილი. გამოვიდა რა

ოჯახიდან, ქალმა დაკარგა შინაგანი სიმშვიდე, კდემამოსილება, სისადავე, შინაგანისიღრმე, გაუმჟღავნებელი განცდა;

იდუამლების კვალი ნელ-ნელა ქრება თანამედროვე ქალის სახიდან. ცოლ-ქმარს შორის უნდა სუფევდეს ურთიერთშეწირვის, თავდადების, თავგანწირვის სულისკვეთება. არასდროს არ უნდა ითხოვდნენ მეუღლეები ერთმანეთისაგან ზრუნვას, არამედ პირიქით უნდა ცდილობდნენ იზრუნონ ერთმანეთზე უანგაროდ და თავისი ზრუნვის საზღაური და საფასური არ მოითხოვონ. ეს არის ქრისტიანული სიყვარულის აღსრულების ერთ-ერთი იდეალური სახე; როცა ოჯახში ასეთი სიყვარულია, ამას აუცილებლად ხედავენ შვილები. ისინი გრძნობენ მშობლიურ სიყვარულს, ხედავენ მათ ურთიერთ სიყვარულს და მათში ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობას ზრდის, უჩნდებათ სურვილი, რომ თვითონაც ასეთივენი იყვნენ მშობლების, ერთმანეთის და საზოგადოების მიმართ. მართლმადიდებლური ოჯახის წევრები უნდა იცავდნენ ეკლესიურ წესებს: უნდა მარხულობდნენ, სახლში ყოველდღიურად უნდა ლოცულობდნენ; აუცილებელია შაბათ-კვირას და დღესასწაულის დღეებში ეკლესიაში სიარული, სინანულითა და აღსარების საიდუმლოს მადლით ცოდვათაგან სულის განწმენდა, ხშირად ზიარება, ყოველწლიურად სახლის კურთხევა. აუცილებელია გარდაცვლილ ახლობელთა და წინაპართა სულებისათვის ლოცვა, ეკლესიის მიერ სპეციალურად მიცვალებულთა მოხსენიებისათვის განკუთვნილ დღეებში... წმიდა მოციქული პავლე ამბობს, რომ ასეთი ოჯახი გადაიქცევა „სახლის ეკლესიად“, იქ დაივანებს უფალი და დაიცავს მას მშვიდობით, სიყვარულითა და კეთილდღეობით. ზოგიერთი მშობელი წუხს, ტირის შვილების უდიერი საქციელის გამო და ვერ შეუგნია, რომ უმეტესწილად თვითონ არის ამაში დამნაშავე, რადგან ქრისტიანული რწმენითა და სიყვარულით არ აღზარდა ისინი.

მშობლეობო, არასოდეს, არავითარ შემთხვევაში არ დასწყველოთ თქვენი შვილები, არამედ დალოცეთ, აკურთხეთ ისინი!

გებრალებოდეთ და გიყვარდეთ ისინი. გახსოვდეთ, რომ თქვენს სიტყვებს დიდი ძალა აქვს და აუცილებლად აუხდება თქვენს შვილებს! ბიბლიაც გვასწავლის, რომ მშობლის კურთხევა და ლოცვა განამტკიცებს შვილებს, მათ სახლსა და ოჯახს, წყევლა კი საძირკვლამდე ანგრევს მათ.

შვილებს კი მუდამ უნდა ახსოვდეთ უფლის მეხუთე მცნება: „პატივი-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა“. ეს მეტად მნიშვნელოვანი მცნებაა! მშობლების პატივისცემაზეა დამოკიდებული შვილების კეთილდღეობა. წმიდა წერილი გვასწავლის, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს დედ-მამის დალოცვას, ოღონდ დალოცვა უნდა იყოს დამსახურებული, მშობლების დაფასებით მოპოვებული.

განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება ხანდაზმულ, ავადმყოფ, დაუძლურებულ მშობლებს. არადა, ზოგიერთი თავიდან იშორებს მათ და მოხუცებულთა თავშესაფარში გზავნის. ეს საშინელი სისასტიკეა. დედ-მამის უპატივცემულობის მიზეზით შვილები შემდეგ სხვადასხვა ავადმყოფობით იტანჯებიან; მათ ოჯახებში არ არის სიმშვიდე და სიყვარული. გახსოვდეს: როგორც თვითონ ექცეოდი მშობლებს, ისე მოგექცევიან შვილები!

მეხუთე მცნება აგრეთვე გულისხმობს კეთილ დამოკიდებულებას უფროსი ადამიანების, ახლობლების, მოძღვრების მიმართ; მაგრამ თუ რომელიმე პიროვნება, თუნდაც მშობელი ჩვენგან ღვთის საწინააღმდეგო საქმის აღსრულებას მოითხოვს, არ უნდა დავემორჩილოთ მას.

პრობლემა, რომელსაც ჰქვია გაუცხოება მშობლებსა და შვილებს, ახალგაზრდობასა და უფროს თაობას შორის, სათავეს ოჯახის ტრადიციის რღვევიდან იღებს. როდესაც ცოლსა და ქმარს შორის არ არის თავდადებული წრფელი სიყვარული, იწყება გამუდმებული უთანხმოება და ოჯახის რღვევა; როდესაც ოჯახი ირღვევა, ინგრევა მომავალი თაობის ფსიქიკა, სულიერება, შესაბამისად, ინგრევა მომავალი თაობაც. ამიტომ ოჯახზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. რასაკვირველია, ქრისტიანობა ოჯახის შექმნის უპირველესი აუცილებელი პირობა უნდა იყოს. არ შეიძლება ქრისტიანენი ვიყოთ მხოლოდ ეკლესიაში და მის კარიბჭეზე გადმობიჯებისთანავე დავინთქმებოდეთ ხოლმე მიწიერი მიზნებისა და საზრუნავების მორევში. ეკლესიიდან შინ, ოჯახში უნდა წამოვიღოთ ქრისტიანული სულისკვეთება, მცნებათა აღსრულება და ყოველდღიური ცხოვრების წესად ვაქციოთ. მხოლოდ მაშინ ექნება ჩვენს ოჯახებს მშვიდობა, სიმტკიცე, ღვთის შეწევნა და წყალობა!

 

 

 

 

შვილების მოვალეობანი მშობელთა წინაშე

 

თუ დავფიქრდებით, რა გააკეთეს ჩვენმა მშობლებმა ჩვენთვის, განგვაცვიფრებს ჩვენი ვალის განუზომლობა (წმ. ამბროსი მედიოლანელი). გაიხსენე, რამდენი რამ გადაუტანიათ შენთვის მშობლებს, როგორი სიფრთხილით გატარებდა მუცლით,

როგორი მტანჯველი ტკივილებით გშვა, განგასპეტაკა, ძუძს გაწოვებდა, შეგმოსა; რამდენი უძილო ღამე გაუტარებია; როგორ დაუცხრომლად შრომობდა მამაშენი, რათა გამოეკვებე: იხარებდე, თუკი შეგიძლია სამაგიერო მიუზღო მშობლებს იმ

შრომისათვის, შენთვის რომ გასწიეს.

მშობლებისადმი პატივისცემა არამარტო ვალია ჩვენი, არამედ სარგებელიც. მათგან მოგვეცა ცხოვრება და მათდამი პატივისცემით ვიდღეგრძელებთ, რამეთუ მშობლისადმი პატივისცემა ერთ-ერთი პირველია აღთქმისეულ მცნებათა შორის

(ეფეს. 6, 2).

შვილებო! ათასწილ გაუფრთხილდით მშობელთა ლოცვა-კურთხევას, ვიდრე სხვა მემკვიდრეობას (ფილარეტ მოსკოველი მიტროპოლიტი).საკუთარი შვილების ქება პატივმოყვარეობის ნიშანია; დედ-მამის კიცხვა, საკუთარი თავის კიცხვის ტოლფასია.

როგორც მოეპყრობი მშობლებს, ასევე მოგეპყრობიან შვილები.ვინც რითი შესცოდავს, მეტწილად იმგვარადვე მიეზღვება.უფალი უმადურ შვილებს ხშირად მათი შვილების უმადურობით სჯის.მოექეცი მშობელს ისე, როგორადაც გსურს, რომ შენი შვილები მოგექცნენ.

 

მოსკოვი 1909 წ.

რუსულიდან თარგმნეს თამაზ ხარაიშვილმა

და ნანა მჟავანაძემ

 

შვილების დამოკიდებულება დედებისადმი -

კეთილდღეობის და დღეგრძელობის საწინდარი

 

განმწმენდი მსხვერპლის საპასუხოდ„პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილ გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა“. - ამბობს მეხუთე მცნება და ის მცნება განუხრელად უნდა იყოს დაცული, ვიდრე ეს ქვეყანა არსებობს.

კეთილო ძმაო, გინდა, რომ „კეთილი გეყოს შენ?“ რა თქმა უნდა გინდა. გინდა, რომ „დღეგრძელი იყო“? რასაკვირველია, გინდა. როგორ მიაღწევ ამას? როგორ და „პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა“. მაგალითი ფუტკრებისაგან აიღე.

„შეხედეთ ფუტკრებს, - ამბობს დეკანოზი ნაუმოვიჩი, - ისინი მაშინაც კი არ მიატოვებენ საკუთარ დედას, როცა მას უკვე აღარაფერი შეუძლია და დაუძლურებული სკის ძირზე ეცემა. ზედ ევლებიან და ყოველი ღონით ცდილობენ აიყვანონ ზემოთ.

ერთმანეთს გადაებმებიან, ერთგვარ კიბეს ააწყობენ, რომ დედა ამ კიბით ზემოთ ავიდეს, სადაც მას ყველაზე ბეჯითი მსახურები ელიან. თუ ის ისეა დაუძლურებული, რომ ზემოთ ვეღარ ადის, მასთან რამდენიმე ფუტკარი რჩება თაფლით. ასე კვებავენ დედას, ათბობენ. წარმოიდგინეთ, მაშინაც კი არ მიატოვებენ, როცა მოკვდება. ზედ დაჰფარფატებენ და უნიავებენ, რომ როგორმე გააცოცხლონ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდებიან, რომ დედა უკვე მოკვდა, საცოდავი ბზუილით გაეცლებიან იქაურობას“.

ყოველივე ამის მაყურებელი უნებურად ფიქრობ: „მოდი გონიერო არსებავ, შეხედე ფუტკარს, ისწავლე მისგან შრომისმოყვარეობა, მომჭირნეობა, შვილებზე ზრუნვა, დედის მოფრთხილება“. ჩვენ ხომ ველურები არა ვართ, არც წარმართები და უღვთო ხალხი. ჩვენ ხომ დედაეკლესია მიწყივ გვასწავლის, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლების პატივისცემას. მაგრამ, სამწუხაროდ, მომსმენი არ არის ხოლმე.

სამწუხაროდ ხშირად შვილებს დედის ცრემლები ქალური მგრძნობიარობის და განუსჯელობის ზედმეტ და ამაო გამოვლინებად მიაჩნიათ. უაღრესად დიდი ცოდვაა ამ ცრემლების არაფრად ჩაგდება (მით უმეტეს - დაცინვა) და უპატივცემულობა. ეს მხოლოდ იმ ადამიანთათვის არის დამახასიათებელი, ვის გულშიც მანკიერებას საფუძვლიანად გაუდგამს ფესვი.

 

დედა აღზრდის შვილებს და მათ მომავალზე ოცნებობს. როგორ განიცდის და ღელავს, როდესაც მისი შვილი დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე გადის, ანდა რაიმე ახალ ნაბიჯს დგამს ამ გზაზე. შვილები ახალგაზრდა ასაკში ხშირად საკუთარი თავის იმედად უფრო არიან ხოლმე, ვიდრე - უფლის, მაგრამ წლებით დაბრძენებული დედა ცრემლებით ლოცულობს უფლის წინაშე მათთვის; მერეც, ცხოვრების გზებზე, სხვადასხვაგვარი სიამეებით რომ ტკბებიან, შვილები ხშირად ივიწყებენ, ვინ არის ყოველგვარი სიკეთის წყარო. ამ დროსაც ისევ დედა აღავლენს შემოქმედის მიმართ მადლიერების ლოცვას შვილების ბედნიერებისათვის. აქაც ისევ დედის ლოცვა გადაარჩენს მის ქარაფშუტა შვილებს; ისევ დედა აძლევს მათ რჩევებს და კურთხევას, თუკი მომსმენი არის.

რა კარგი იქნებოდა, შვილები ძველი ქრისტიანების დარად მშობლის კურთხევის გარეშე არანაირ საქმეს არ იწყებდნენ. ამ კურთხევის ძალა უდიდესია, მოქმედება კი - გადამრჩენი. ეს შვილების კეთილდღეობის გარანტიაა. უგუნურნი არიან ის შვილები, რომლებიც ამას არად დაგიდევენ და დედის რჩევებს ყურს არ ათხოვებენ. მისმა უწმიდესობამ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ არაერთხელ მოუწოდა შვილებს განსაკუთრებით მოეპყრან დედის კურთხევას; ისიც კი ურჩია, შინიდან გასვლის წინ დედას ხელზე ემთხვიეთ ყოველთვის, რადგან უფლიმიერი მადლი დედიდან შვილზე სწორად ამ გზით გადადისო.

როგორც ვთქვით, დედის გული შვილის ყოველ გასაჭირსა თუ სიხარულზე რეაგირებს, ამიტომ შვილები თავიანთ საწუხარს

ყოველთვის უნდა უზიარებდნენ დედებს. მხოლოდ მათს გულში იპოვნიან ისინი სრულ თანაგრძნობას მწუხარებაში, ნუგეშს - თავს დამტყდარ უბედურებებში და გადარჩენას - მის მხურვალე ლოცვაში; ვინაიდან დედის ცრემლები იქნება განმწმენდი მსხვერპლი შვილების საქციელისათვის. ამ ცრემლების გამო უფალი მათ შეიწყალებს. და შვილებმაც ამ მსხვერპლს სათანადო პატივი და მადლიერება უნდა მიაგონ.

ნუ განეშორებით, შვილებო, დედებს! მუდამ გახსოვდეთ, რომ დედებისაგან სიცოცხლით ხართ დავალებულნი; გაიხსენეთ, რა წამებით მოგავლინათ ამქვეყნად; რა წვალებით გაგზარდათ, რამდენ რამეზე უთქვამს უარი თქვენს გამო. გახსოვდეთ ეს ყოველივე და დააჯილდოვეთ იგი ამისთვის. რა შეიძლება იყოს საუკეთესო ჯილდო დედისთვის, თუ არა შვილების სიყვარული. ყოველთვის გახსნილი იყოს თქვენი გული დედისთვის, რათა მასშიც ისევე ნათლად კითხულობდეს ყველაფერს, როგორც საკუთარში. ეს დიდი შვება იქნება თქვენთვის.

შვილი დედას არასოდეს უნდა ივიწყებდეს. ამის ბრწყინვალე მაგალითი თავად უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ დაგვიტოვა. ჯვარზე გაკრულმა მაცხოვარმა მხოლოდ შვიდი წინადადება თქვა. მათ შორის ერთი იქვე ჯვართან მდგომ თავის უსაყვარლეს დედას უთხრა: „დედაკაცო! აჰა ძე შენი“ (იოვ. 19, 27). იოანე მოციქულსაც უთხრა: „აჰა დედა შენი“ (იოვ. 19, 27).

„ამ სიტყვებში შვილების მხრიდან მშობლებისადმი აუცილებელი მზრუნველობა იხატება. ის, რომელმაც ადამიანებს მისცა მცნება: „პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა“ თავად  ასრულებს მას ბოლო წუთამდე“ (წმ. ნიკოლოზ სერბი).

დედის გადამრჩენ ცრემლებზე ხომ ვთქვით, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი და სასარგებლოა თქვენთვის მისი სამადლობელი ლოცვები. სიხარულის ცრემლები, რომლებიც მის მადლობით აღსავსე მზერას ავსებს, ზეციურ მამას არანაკლებ შეძრავს, ვიდრე ცრემლი და მწუხარება. თაის უსაზღვრო გულმოწყალების საპასუხოდ უფალი თქვენგან მხოლოდ მადლიერებას და ქრისტიანულ ცხოვრებას ითხოვს.

შვილებო, დედის სახით უფალმა ამქვეყნიურ ცხოვრებაში პატრონი და დამრიგებელი, ცხოვრებისეულ სიძნელეებსა და საცდურებში საიმედო დამცველი დაგიდგინათ. მუდამ გახსოვდეთ, რომ ღვთის მიერ ჩვენთვის დადგენილ მცნებებში

უფლისადმი ჩვენი ვალდებულებების შემდეგ პირველ ადგილზე მშობლების პატივისცემის მოთხოვნაა. ამისათვის მოწყალე ღმერთი მიწიერ სიკეთეებს შორის ყველაზე დიდს - კეთილდღეობას და დღეგრძელობას გპირდებათ.

 

წიგნიდან: „დედის ცრემლები“, თბილისი, 2004 წ.

 

მამა პაისი (მთაწმინდელი)

 

უსირცხვილობა ღვთის მადლს განდევნის დიდი ყურადღებაა საჭირო. მოურიდებელი და უყურადღებო საქციელი საღმრთო მადლის მიღებას აბრკოლებს.

ადამიანებისადმი უპატივცემულობა ყველაზე დიდი დაბრკოლებაა პიროვნებისათვის, საღმრთო მადლის მისაღწევად. რაც მეტი პატივისცემით მოეპყრობიან ბავშვები მშობლებს, მასწავლებლებს, უფროსებს, მით მეტ საღვთო მადლს მიიღებენ. და თუ მოურიდებლები და გაუგონრები იქნებიან, საღვთო მადლი შესაბამისად დატოვებს მათ. ერულმა თავისუფლებამ განდევნა არა მხოლოდ ღვთისმოსაობა, არამედ ელემენტალური ერული თავაზიანობა. ზოგიერთ ყმაწვილს არ რცხვენია მამას დაუძახოს: „ჰეი, მამილო, სიგარეტი გაქვს? მე გამითავდა“. განა ადრე გაიგონებდი ასეთ რამეს? მოზარდი თუ ეწეოდა, ამას მალულად აკეთებდა. ახლა კი - ვითომც არაფერი!.. ყოველივე ამის შედეგად როგორ არ დაკარგავენ ბავშვები ღვთის მადლს? თანამედროვე გოგონები მშობლების დასწრებით ყველაზე უკადრისი სიტყვებით ლანძღავენ ძმებს იმის გამო, რომ ისინი ეკლესიაში დადიან. მამა კი მხოლოდ დუმს. თმა ყალყზე დამიდგა, ეს რომ შევიტყვე.

შემდეგ, მარტო დარჩენილმა საკუთარ თავს დავუწყე ლაპარაკი.

ერული გარემო და ერული მშობლები ღუპავენ შვილებს. გარემო ბავშვებზე დიდ გავლენას ახდენს. მოკრძალებული ბავშვი ცოტაა, გაბოროტებული, გულქვა ბავშვები კი ასეთებად იმიტომ ჩამოყალიბდნენ, რომ ურცხვად იქცეოდნენ. ძალიან ხშირად მოჰყავთ ჩემთან შვილები მშობლებს და მეუბნებიან: „მამაო, ჩემს შვილს ეშმაკი დაეუფლა“. ამ დროს ვხედავ, რომ ამ ბავშვში ეშმაკი არ არის. ღმერთმა დაიფაროს?! ძალიან ცოტაა ეშმაკეული ბავშვი. ყველა დანარჩენი ეშმაკეულ ქმედებებს გარედან ითვისებს. მაგრამ ეშმაკი გარედანაც ახერხებს თავისი გააკეთოს. და საიდან იწყება ეს? - უტიფრობიდან, უფროსებთან უტიფარი საუბრით ბავშვები საკუთარი თავიდან ღვთის მადლს განდევნიან. ხოლო როდესაც ღვთის მადლი მიდის, მოდის ეშმაკი და ბავშვები უწესოდ, უმსგავსოდ იქცევიან. და პირიქით... ღვთისმოსავი, უფროსების პატივისმცემელი ბავშვები აუცილებლად მიიღებენ საღმრთო მადლს. ასეთ ბავშვებზე ღვთის კურთხევაა გადმოსული. ღვთისადმი რწმენა და უფროსების პატივისცემა იმდენად დიდ მადლს შემოუკრებს ხოლმე ბავშვს, რომ ამ მადლს იგი სხვასაც გადასცემს. ღვთის მადლი არ მიდის პატარა მეამბოხეებთან და უწესო ბავშვებთან, არამედ იგი ღვთისმოსავ, კეთილგონიერ, წესიერ ბავშვებს პოულობს. ბავშვი რომ წესიერი და ღვთისმოსავია, მას ეს ეტყობა. მისი თვალები ბრწყინავს. და რაც მეტ პატივისცემას ავლენენ მშობლებისა და საერთოდ - უფროსების მიმართ, მით მეტად იღებენ საღმრთო მადლს. მაგრამ, რაც უფრო მოურიდებელი და გაუგონარია იგი, მით ეტად კარგავს საღმრთო მადლს.

ბავშვი, რომელიც სხვების მიმართ პრეტენზიულია, რომელსაც ვერაფრით აამებ - ვერც ასე და ვერც ისე, მეამბოხედ, ეშმაკად იქცევა ხოლმე. აბა, დააკვირდით, ყველა ბავშვი, რომლის კაპრიზებსაც უსიტყვოს ასრულებენ მშობლები, პატარა მეამბოხე ხდება. და თუ ისინი არ მოინანიებენ, არ მოინდომებენ, რომ გათავისუფლდენენ ამ მღელვარებისაგან, მათ რომ გონებას უბინდავს და კვლავ ურცხვად მოიქცევიან, მაშინ - ღმერთმა დაიფაროს! საღმრთო მადლი საერთოდ დატოვებს მათ. ისინი იქამდეც მივლენ, რომ ღმერთზე აუგს იტყვიან, რის შედეგადაც მათ მოქმედებას ბნელი ძალები წარმართავენ.

„პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა“...

სადამდე მივიდნენ ახლანდელი ბავშვები! ერთი სიტყვის მოთმენაც კი არ შეუძლიათ და როზგებს ვინ მოითმენს! ბავშვები თავხედები, ძალიან ეგოისტები და ნერვიულები არიან. ისინი ბოროტად იყენებენ თავისუფლებას. ბავშვი მშობლებს ემუქრება, პოლიციაში წაგიყვანთო. სულ ახლახან თხუთმეტი წლის მოზარდი ისე დაბოლდა, რომ მამამ კარგად გაასილაქა. მაშინ ეს ბიჭუნა პოლიციაში გაიქცა, მამას უჩივლა და ისიც გაასამართლეს! სასამართლოზე მან თქვა: - „თქვენ უსამართლოდ იქცევით. მე რომ ის არ დამესაჯა, ხომ ციხეში მოხვდებოდა და მის გამო თქვენ კი არა, მე შევწუხდებოდი“. ამ სიტყვებზე მან ხელი მოჰკიდა ამ ნორჩ „მოსარჩლეს“, ორი სილა სკიცა და თქვა: „აი, ამ სილებისთვის გამასამართლეთ და არა - იმისთვის. ახლა

ჩამსვით ციხეში, იმიტომ, რომ ტყუილუბრალოდ ვცემე“.

იმის თქმა მინდა, თუ სადამდე დაეცნენ ბავშვები. ასეთია მათი ამჟამინდელი „მენტალიტეტი“. ადრე მშობლები ქამრითაც აგვაჭრელებდნენ ხოლმე, მაგრამ მათზე ცუდს არ ვფიქრობდით. ქამარსაც კი მშვიდად და მორჩილებით ვიღებდით. იმაზეც კი არ ვფიქრობდით, მართლა ძალიან დავაშავეთ თუ - არა. გვეჯროდა, რომ ეს ქამარიც ჩვენს სასარგებლოდ იყო. ვიცოდით, რომ მშობლებს ვუყვარდით, ისინი ხან გვეფერებოდნენ, ხან გვკოცნიდნენ, არც დასჯას გვაკლებდნენ, მაგრამ ყოველივე ეს სიყვარულიდან მომდინარეობდა. როცა მშობლები ფიზიკურად სჯიან ბავშვებს, მათი გული იტანჯება, ხოლო დასჯისას ბავშვები ტკივილს მხოლოდ ლოყაში გრძნობენ. შეიძლება, გულის ტკივილი უფრო ძლიერიც კია, ვიდრე - სილაქებისაგან.

როგორც არ უნდა ექცეოდეს დედა შვილებს - ლანძღავდეს, სცემდეს თუ ეფერებოდეს, ყველაფერი დედის მოსიყვარულე გულიდან გამოდის, ხოლო ბავშვები, როდესაც უტიფრად იქცევიან, მშობლებს წინააღმდეგობას უწევენ და ღრიალებენ, ეს

მათგან მადლს განაშორებს. ამის შემდეგ კი კანონზომიერია, თუკი ისინი ეშმაკეულ ზემოქმედებას განიცდიან.

- წმიდაო მამაო, განა ვაი-მშობლები კი არ არსებობენ?

- კი, არსებობენ, და ასეთი მშობლების შვილებს ღმერთი ეხმარებათ. ღმერთი უსამართლო არ არის. ველური პანტაც ნაყოფითაა სავსე. ათონზე, ჩემი სენაკისკენ მომავალ გზაზე ველური ალუჩა ხარობს. ფოთოლიც კი არ ეტყობა, იმდენი ნაყოფი აქვს. სიმძიმისაგან ტოტები ემტვრევა, ხოლო კულტურული მცენარეები ხშირად ნაყოფს არც კი იძლევიან.განხეთქილება თაობებს შორისსამყარო საგიჟედ იქცა. პატარა ბავშვები დასაძინებლად შუაღამისას წვებიან, მაშინ, როცა მათ მზის ჩასვლისთანავე უნდა დაიძინონ. ისინი ცათამბჯენებში, ბეტონის კედლებში არიან გამომწყვდეულები და უფროსების განრიგით ცხოვრობენ. რა ვუყოთ ბავშვებს და რა ვუყოთ მშობლებს? მოდიან ბავშვები და მეუბნებიან: „მშობლები ვერ გვიგებენ“. მოდიან მშობლები და მეუბნებიან: „ჩვენს შვილებს ჩვენი არ ესმით“. მშობლებსა და შვილებს შორის უფსკრული გაჩნდა და იმისთვის, რომ ის ამოივსოს, მშობლებმა შვილების ადგილას უნდა წარმოიდგინონ თავი და შვილებმა მშობლების ადგილას. თუ ბავშვები მშობლებს არ გაამწარებენ, როდესაც გაიზრდებიან და თვით გახდებიან მშობლები, აღარც მათი შვილები დატანჯავენ მათ.  და პირიქით: ვინც მშობლებს არ უგონებს და ამწარებს მათ, თვითონაც ამგვარადვე დასტანჯავენ მომავალში თავისი

შვილები, იმიტომ, რომ აქ საღვთო კანონები ამოქმედდება.

 

დედის ლოცვა

 

ადამიანურ გრძნობათა შორის დედობრივ სიყვარულზე ძლიერი არც ერთი არ არის. სხვა ყველა დანარჩენი გრძნობა წარმავალია. ყველაზე მძიმე განცდებსაც კი დრო ჰკურნავს, მხოლოდ დედის გული არასოდეს ივიწყებს შვილებს. დედის ცხოვრების ყველა წუთი შვილებზე ზრუნვით არის სავსე, მისი ცხოვრების უმთავრესი მიზანი შვილებია. ის თავის თავს მთალიანად მათ უძღვნის, მხოლოდ მათ ბედნიერებაზე ფიქობს, საკუთარი თავისთვის სულ მცირედიც არ ემეტება.დედის გული შვილის ცხოვრების ყველა მოვლენას ეხმიანება - იქნება ეს მწუხარება თუ სიხარული, ბედნიერი თუ უბედური ცვლილებები მის ცხოვრებაში. დედის ცრემლები წმიდა და სულისშემძვრელია, ისევე, როგორც სიხარული, ვინაიდან ერთიც და მეორეც სულის სიღრმიდან მოდის. დედის გული ურყევი სიყვარულის დაულევნელი წყაროა. ნამდვილად ურყევია ეს სიყვარული, იმიტომ, რომ შვილების ურჩობაც და ბიწიერებაც კი ვერაფერს აკლებს მას. სწორედ ამით არის ეს გრძნობა უპირატესი სხვა დანარჩენ მიწიერ გრძნობებზე, რომლებსაც მუდმივად საპასუხო გრძნობებით შენარჩუნება სჭირდება.

დედა წუხს შვილების ცუდ საქციელსა, ცრემლებს ღვრის, მაგრამ ზურგს არ აქცევს მათ. „უგუნური შვილი დედის სევდაა“ - ამბობს სოლომონ ბრძენი. რა ბევრია ამით ნათქვამი! შვილის აკვანთან მჯდომი რომელი დედა არ ოცნებობს, რომ შვილი მისი სიხარული და ნუგეში იყოს, რომ იგი ჭკუითა და ზნეობრივი სისუფთავით გამორჩეული ადამიანი გაიზარდოს. ამის შემდეგ რა უნდა იყოს მისთვის უფრო მძიმე, ვიდრე იმის ყურება, თუ როგორ იღუპება სულიერად ცოდვებსა და მანკიერებებში მისი შვილი. დედა ტირის შვილის სულიერი სიკვდილის გამო და გულმდუღარედ შესთხოვს უფალს დააბრუნოს იგი ჭეშმარიტების გზაზე, შეუნდოს ცოდვები და სისუსტეები. და ჩვენ ვიცით, რომ ეს ცრემლენი და ლოცვა ამაოდ არ ჩაივლის.

ცნობილია ნეტარი ავგუსტინეს ისტორია. მან, უცხო მხარეში სასწავლებლად გაგზავნილმა, მეგობრების ცუდ მაგალითს მიბაძა და მანიქეველთა ცრუ სწავლება მიიღო. მას რომ უსმენდა, დედამისს - მონიკას თავზარი ეცემოდა. იგი დღე და ღამ ცხარე ცრემლებით ევედრებოდა უფალს, ჭკუაზე მოეყვანა მისი შვილი, გადაერჩინა დასაღუპად განწირული მისი სული. უფალმა შეისმინა გულმოკლული დედის ვედრება და სასწაულებრივად მიიყვანა თავისთან ადამიანი, ვინც შემდგომში ქრისტეს ეკლესიის უდიდესი მოღვაწე გახდა.

მონიკა სახეა ჭეშმარიტი ქრისტიანი დედისა, რომელმაც მთელი ცხოვრება შვილების ქრისტეს ნამდვილ მსახურებად აღზრდას მიუძღვნა.

აი, როგორ იგონებს თავად ნეტარი ავგუსტინე დედას: „უფალო, შენ შენი ჭეშმარიტი მსახურის ცრემლებმა და მუდარამ შეგძრა. ის იმაზე უფრო ცხარედ დამტიროდა, ვიდრე დედა მკვდარ შვილს დასტირის ხოლმე, რადგან მე შენთვის მკვდარს  მხედავდა. შენ შეისმინე, უფალო, მისი. შენ არ უგულებელჰყავ მისი ცრემლები, რომლენიც ღვარად ჩამოსდიოდა, როცა კი ლოცვას აღავლენდა ხოლმე შენდამი“ (ნეტარი ავგუსტინე „აღსარება“). აი, როგორია რწმენით და სიყვარულით გაცოცხლებული დედის ლოცვისა და ცრემლის ძალა!

 მხოლოდ ერთადერთს, დედას შეუძლია იცხოვროს შვილების ცხოვრებით, პასუხობდეს მათი გულის ყოველ მოძრაობას, რადგან ქვეყნად არ არსებობს ჩვენთვის უფრო მეტად ახლობელი არსება, ვიდრე დედა.

ეს ბუნებრივიც არის. შვილი დედის გულის ქვეშ ჩაისახება და დიდხანს ცხოვრობს მასთან ერთად ორგანულად. არავის ეგონოს, რომ ეს ერთობლივი ცხოვრება წყდება შვილისაგან დედის გამოყოფის, ან თუნდაც შვილის ბავშვობის ასაკიდან გამოსვლის შემდეგ. განა შეიძლება ამის შემდეგ დედის გულმა ვერ იგრძნოს შვილის სულიერი თუ ფიზიკური გასაჭირი, ან არ გამოეხმაუროს მის სიხარულს?! მისი ბედნიერება ხომ შვილის ბედნიერებაზეა დამოკიდებული.

არავის რჩევა არ არის დედის რჩევაზე უფრო გულწრფელი, ლოცვა - უფრო კეთილისმოქმედი და ცრემლები - უფრო

მისავალი შემოქმედთან, ვიდრე - დედისა.

 

უსინათლო გოგონას განკურნება

„მადლობდეთ უფალს და ღვთისმშობელს!“ აღთქმა „როდესაც იმედი მთლად გადამეწურა...“ მშვენიერი მანდილოსანი

ცოდვილის მონანიება ქალიშვილის განკურნება

„წადი და მოიყვანე შენი შვილი!“ ...და მაინც გამოიცვალა

„მხოლოდ ჯოჯოხეთის ხილვა თუ მომიყვანდა ჭკუაზე!“

კიდევ ერთი უძღები შვილი „ცათა დედოფალო, შენ გაბარებ ჩემს შვილს!“

იდუმალი პოლკოვნიკი „დაიკავე ზიუიდ-ვესტი!“

... და უფალმა შეისმინა ლოცვა რაც შეუძლებელია კაცთათვის...

 

ყველაზე საიმედო დაცვა

არქიმანდრიტ კრონდიდის (ლუბიმოვი) ქადაგებიდან

 

„შემიწყალე მე, უფალო, ძეო ღვთისაო! რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს“ (მათ. 15, 22) - ასე ევედრებოდა ქანანელი დედაკაცი მაცხოვარს. ცუდ დღეში იყო ის. მის ქალიშვილს ეშმაკი მორეოდა. ასეთ დღეში მყოფი შვილის შემყურე დედა თვითონაც უაღრესად იტანჯებოდა. და მან გადაწყვიტა, ქრისტესთვის ეთხოვა შველა. დიდხანს ეძებდა ხელსაყრელ მომენტს, და აი, ასეთი დღეც დადგა. დედაკაცმა გაიგო, რომ იესო ქრისტე იმ ქალაქის საზღვართან იყო, რომლის მახლობლადაც ის ცხოვრობდა. დაუყოვნებლივ გაეშურა მასთან შესახვედრად. დაინახა თუ არა მაცხოვარი, მყის მისკენ გაეშურა. მირბოდა და გულიდან ამოსულ ლოცვას იმეორებდა: „შემიწყალე, უფალო, ძეო დავითისაო...“ ქრისტემ თითქოს ყური არ ათხოვა მის თხოვნას - მის რწმენას და მოთმინებას სცდიდა. დედაკაცი კი არ იშლიდა და ღაღადებდა: „უფალო, შემეწიე მე“.

„არ არის კარგი პურის აღება შვილებისაგან და ძაღლებისათვის დაგდება“. - უპასუხა იესომ მას.

- ჰო, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ჭამენ ნამცეცებს, რომლებიც ცვივა მათი ბატონების ტაბლიდან. - კვლავ შეჰღაღადა ქინაანელმა დედაკაცმა.

მაცხოვარი გააოცა წარმართი ქალის ასეთმა რწმენამ და განკურნა მისი ასული. გულმოწყალე უფალმა წარმართი დედის ვედრება ისმინა და მით უფრო შეეწევა ქრისტიან დედას. აი, როგორი საჭიროა ლოცვა შვილისათვის.დედის ლოცვა შვილებს დედის მუცლიდანვე სჭირდებათ. ჩასახულ ნაყოფს დედა ღვთის ლოცვა-კურთხევას ჰფენს და დაბადებამდე აყვარებს ღმერთს. ძალიან კარგად იქცევიან ფეხმძიმე ქალები, როდესაც ხშირად ეზიარებიან. ეს შესანიშნავი საქმეა! მაგრამ ეს საკუთარი ჯანმრთელობის, ანდა სიკვდილის შიშის დასათრგუნად კი არ უნდა ხდებოდეს, არამედ - უმთავრესად საკუთარი შვილისთვის, რომელსაც მუცლით ატარებენ. ამგვარად მათი შვილები სულიწმიდით იკურთხებიან ისევე, როგორც აღივსნენ სულიწმიდის მადლით დედის წიაღშივე იოანე წინასწარმეტყველი, სამუელი და უფლის სხვა რჩეულები.

დედებო, ყოველთვის ილოცეთ თქვენი შილვებისათვის და თქვენი ლოცვა თქვენი და თქვენი შვილების მხსნელი იქნება.ილოცეთ, დედებო, თქვენი შვილებისათვის, როგორც კი ჩაისახებიან, როცა ამ ქვეყანას მოევლინებიან, როდესაც წმინდა ნათლობით განათლდებიან, როცა იწყებენ სიარულს, ლაპარაკს, ილოცეთ ყოველთვის! მათ ეს ძალიან სჭირდებათ.

- ვინ იქნება ეს ყმაწვილი? - ასე კითხულობდნენ იოანე წინასწარმეტყველზე, როცა ის დაიბადა. ასე არ კითხულობენ განა ყველა ბავშვის შობისას? როგორი იქნება? როგორი გაიზრდება? შეძლებს ყოველ ნაბიჯზე ჩასაფრებული საფრთხის მოგერიებას? გაუმკლავდება ცდუნებებს? შეასრულებს ნათლობისას დადებულ აღთქმებს? იქნება ნამდვილი ქრისტიანი ცხოვრებით თუ მარტო სახელით? ნუთუ დედამ ცხრა თვე გულის ქვეშ მარტო იმიტომ ატარა, რომ მერე მან თავისი ცხოვრებით ღმერთის სახელი შეურაცხყოს, ან იცხოვროს მხოლოდ იმიტომ, რომ სხვასაც ავნოს და თავის დაიღუპოს? თქვენ, დედებო, ხომ გეშინიათ ასეთი რამის წარმოდგენისაც კი! მაშ, ილოცეთ თქვენი შვილებისათვის; განსაკუთრებით იმ დროს,

როდესაც ცხოვრების მორევში შესვლას დააპირებენ. თქვენ ბევრი მიზეზი გაქვთ სალოცავად. აი, შვილი ხელში გიჭირავთ და მკერდზე მიგიხუტებიათ. აი, ის ძუძუს ეწაფება ხარბად, ხან მხიარულად გამოიყურება, ხან მოიღუშება, თითქოს კიდევ რაღაცას მოელის თქვენგან... აი, ამ დროს ღრმად ამოისუნთქავთ, მთელი ყურადღება ღვთისკენ მიმართეთ და გულით წარმოთქვით, თუნდაც ძალიან მოკლე, მაგრამ მხურვალე ლოცვა; და ეს იქნება თქვენგან ყველაზე ძვირფასი საჩუქარი შვილისათვის. აი, შვილის საწოლთან ზიხართ, „იავნანას“ უმღერით. ირგვლივ სიჩუმეა. აზრები გეფანტებათ, მაგრამ უფრო მეტად იხრებით საყვარელი არსებისაკენ - თქვენი შვილისაკენ. ამ დროსაც შესთხოვეთ უდალს მისი ბედნიერება, მისი სულის

გადარჩენა, რაც ყველაზე მეტად საჭიროა მისთვის. ცრემლით შესთხოვეთ ეს ზეციურ მამას და დაიჯერეთ, არცერთი ამოოხვრა, არცერთი ცრემლი შეუმჩნეველი არ დარჩება. თქვენს შვილს უფლის წყალობა მოეწევა.აი, თქვენი შვილი სკოლაში წავიდა. არც იქ დატოვოთ ლოცვის გარეშე - ილოცეთ, რომ კარგად განვითარდეს გონებრივად, სწავლდა შეიყვაროს, პირველ რიგში კი ღმერთი შეიცნოს უკეთ. ილოცეთ, რომ მისი გული აივსოს ღვთის შიშით და სიყვარულით.

ილოცეთ, დედებო, შვილებისათვის, როდესაც ისინი მოწიფულ ასაკს მიაღწევენ, განათლებული, უზრუნველყოფილი ადამიანები გახდებიან, ილოცეთ, რომ საზოგადოებისათვის სასარგებლონი იყვნენ. აუცილებლად აღუვლინეთ ღმერთს მალოდბის ლოცვა. აი, ლოცულობთ თქვენი შვილებისათვის პატარაობიდანვე და უფალმა ისმინს თქვენი ლოცვა... როგორ არ უნდა გადაუხადოთ მას მადლობა? არ შეწყვიტოთ არც თხოვნის ლოცვა, რომ დალხენილმა ცხოვრებამ მის სულს ზიანი არ

მიაყენოს, რომ რწმენა და ღვთისმოსაობა შეინარჩუნონ ბოლომდე. ყველაზე წყნარ ზღვაზეც კი იცის ქარიშხალი. ყოველი ადამიანის ცხოვრებაში არის დაცემა, ცდუნება, უბედურება. აი, ამ დროს უზარმაზარი საშუალებაა დედის ლოცვა, ეს არაჩვეულებრივი საიმედო დაცვა.

 

ჩვენ ყველას ჩვენი ნაინის ჭიშკარი გვაქვს!

 

 

არქიმანდრიტ კრონდიდის (ლუბიმოვი) ქადაგებიდან

 

პალესტინის მშვენიერი ბუნების წიაღში განფენილია ქალაქი ნაინი. ირგვლივ თითქოს სიმშვიდეა, მაგრამ რა არის ეს? რა არღვევს ბუნების იდილიას? ვიღაც უნუგეშოდ მოთქვამს, გულამოსკვნილი ტირის. ქალაქის კარიბჭესთან სამგლოვიარო პრცესია მოდის - გარდაცვლილ ჭაბუკს მოასვენებენ. საცოდავი დედა, ქვრივი ქალი,

ერთადერთი ნუგეშის დაკარგვის გამო მწარედ ტირის.

ამ დროს ქალაქს ადამიანთა ჯგუფი მიუახლოვდა. ეს უფალი იესო ქრისტე მობრძანდება, ჩვეულებისამებრ ხალხით გარშემორტყმული.

რა იცოდა საცოდვმა დედამ, თუ ვინ უახლოვდებოდა!

„ნუ სტირი!“ - მოესმა მშვიდი ხმა ცოტა მბრძანებლური ტონით.

ქალის უკიდურესად დამწუხრებულ გულში გაუცნობიერებელმა ნუგეშმა გაიელვა. „შეეწყალა იგი“ სამყაროს მპყრობელს. მაცხოვარმა პროცესია შეაჩერა. იგი კუბოს მიუახლოვდა და ბრძანა: „ჭაბუკო! შენ გეტყვი, აღსდეგ“ (ლკ. 7, 14). ისევ ის საოცარი ხმა და ინტონაცა... და... სიკვდილი წინააღმდეგობას ვერ უწევს მაცხოვარს. გარდაცვლილი „ზე-წამოჯდა“ და ლაპარაკი დაიწყო... გაცოცხლებულმა მკვადრმა სიხარულის სიტყვები თქვა თუ გაოცებისა არ ვიცით, მაგრამ მისმა მოძრაობამ, მეტყველებამ ყველა დაარწმუნა, რომ მიცვალებული ნაზარეველი მასწავლებლის ერთ სიტყვაზე გაცოცხლდა. იესომ „იგი მისცა დედასა თვისსა“. უსაზღვრო იყო დედის სიხარული და მადლიერება.ასე შეხვდა ადამიანის სულში ღმერთის გულმოწყალება მწუხარებას. ახლა ასე ვთქვათ: ქრისტიანთაგან ვის არა აქვს ნაინის

ჭიშკარი, სადაც ასევე ვტირით, როგორც ის საცოდავი ქვრივი? ვის არა აქვს სატირალი და ვის არ სჭირდება ისეთივე ნუგეში, როგორც იმ საწყალ ქვრივს? დღეს ახლობლებს ვკარგავთ, ხვალ სხვა უბედურება დაგვატყდება და თავს ისევე

მიუსაფრად და უნუგეშოდ ვგრძნობთ, როგორც ნაინელი ქვრივი.იქ, იმ დროს ისე ბედნიერ პალესტინაში ქრისტე ხალხში დადიოდა, ავადმყოფებს კურნავდა, მკვდრებს აღადგენდა, დამწუხრებულთ ანუგეშებდა და ყოველივე ამას ადამიანი ხორციელი თვალით ხედავდა. აქ კი, ჩვენს შორის, იგი უხილავად დადის და ისევე არიგებს მადლს, როგორც მაშინ. ოღონდ ამის დანახვას სულიერი თვალი და ცოტა მეტი გულისხმისყოფა სჭირდება, ვიდრე ჩვენ გვაქვს. გავიხსენოთ, რას დაპირდა ამაღლების წინ მაცხოვარი თავის მოწაფეებს და მთელს კაცობრიობას მათთან ერთად: „მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრეაღსასრულამდე სოფლისა“ (მათ. 28, 20).ის ახლაც ხედავს ყველა ჩვენს უბედურებას და სადარდელს, ესმის ჩვენი ყველა ამოსუნთქვა, თვლის ჩვენს ყველა ცრემლს; განსაკუთრებით ახლოა გაჭირვებულთან; ღრმა მწუხარებისას მხურვალე ლოცვის შედეგად ვის არ უგრძვნია შვება და სულიერი სიმშვიდე?

 

ვინც თავის ცხოვრებას ყურადღებით უკვირდება, ხშირად უგრძვნია იდუმალი ძალის უცილობელი არსებობა, რომელიც ხან ისე მოულოდნელად დაგეხმარება და გამოვყავართ მძიმე მდგომარეობიდან, რომ გაოცებული ვრჩებით. სახარებისეული ნაინის ეპიზოდი გვეუბნება, როგორ შეხვდა ღმერთის გულმოწყალება ადამიანის მწუხარებას. ეს შეხვედრები მეორდება ყველგან და ყოველთვის. მწუხარებები უცილობელია ჩვენს მიწიერ ცხოვრებაში, ღმერთის სიყვარული კი მარადიული მზესავით გვინათებს;

და მომეტებულადაც კი ანათებს იქ, სადაც სიბნელე, მწუხარება და ნაღველია. ეს სინათლე ჩვენს გულებში შემოდის.

სიყვარულით და რწმენით უნდა ვუყუროთ ამ სინათლის წყაროს - მეუფე იესო ქრისტეს და სულში მუდამ ვატაროთ მისი სიტყვები: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისვენო თქვენ“ (მათ. 11, 28).

 

„დედის ცრემლები“, თბილისი, 2004 წ.

 

 

 

 

 

როდის არ ისმენს უფალი დედის ლოცვას

 

ზოგჯერ ხდება ისე, რომ უფალი დედის გულმხურვალე ლოცვას არა და არ ისმენს. ეს შემთხვევითი არ არის. ჩვენ ძირითადად ამსოფლიური სიბრძნით და ლოგიკით ვხელმძღვანელობთ, მიწიერი კანონებით ვსჯით და გვავიწყდება, რომ არსებობს უფრო დიდი უფლისმიერი სიბრძნე, ლოგიკა და სამართალი - სამწუხაროდ, ხშირად მიუწვდომელი და მიუღებელიც კი ჩვენი ხორციელი ბუნებისათვის.

საქმე ის გახლავთ, რომ უფალმა, როგორც გულთამხილავმა და ყოვლისმცოდნემ კარგად უწყის თითოეული ჩვენგანის არა მხოლოდ გულის ზრახვანი, არამედ ისიც, თუ რას ჩავიდენთ მომავალში. ამიტომ მომავალი დაღუპვისაგან გადასარჩენად ადრე

ასაკში წაიყვანს ხოლმე ადამიანს, რის გაგება და მიღება, ბუნებრივია, ძალზე ძნელია; განსაკუთრებით კი - დედისათვის. აი, რამდენიმე ტკივილიანი ისტორია.

 

გონივრული და უგუნური ლოცვები

 

შვილთათვის ლოცვა, ისევე, როგორც ნებისმიერი ლოცვა, შეიძლება გონივრულიც იყოს და უგუნურიც, იაკობ მოციქული ამბობს: „ითხოვთ, და ვერ მიიღებთ, რამეთუ ბოროტად ითხოვთ“ (იაკ. 4, 3).

რა უნდა ითხოვონ მშობლებმა უპირველეს ყოვლისა?

ნათელია, რომ მათი უპირველესი მისწრაფება შვილის ქრისტეს მებრძოლი ეკლესიის ცოცხალ წევრად აღზრდა უნდა იყოს.

ამ სურვილს უფალი თავის დროზე შეუსრულებს, თუმცა ამ დროის ცოდნა საჭირო არ არის. ზოგჯერ უფალს ყმაწვილები ხსნისკენ პირდაპირი გზით მიჰყავს, დროებით განსაცდელებს და გზიდან გადაახვევებსაც კი უშვებს. მშობლებმა ასეთ დროს იმედი არ უნდა დაკარგონ და უფრო ძლიერად უნდა ევედრონ არსთა გამრიგეს.

წმიდა მამები ამბობენ: „ქრისტიანის გარეგან ბედზე სიფრთხილით ილოცეთ“. ეს ბავშვის გამოჯანმრთელებისათვის მშობელთა ლოცვასაც ეხება. როცა უფალს სურს მშობლები მომავალი მწუხარებისაგან იხსნას, შვილს ადრეულ ასაკში ართმევს. ამიტომ ასეთ შემთხვევაში მათ ღვთის განგებისადმი მორჩილება მართებთ. ავადმყოფი ბავშვისათვის ლოცვა კი ყოველთვის გეთსიმანიის ბაღში უფლის მიერ წარმოთქმული სიტყვებით დაასრულონ: „ხოლო ნუ ნება ჩემი, არამედ ნება შენი

იყავნ“ (ლუკ. 22, 42).

ამასთან დაკავშირებით ასეთი მონათხრობი გავიხსენოთ:

ერთი დედა, რომლის ორივე ვაჟიშვილი სასიკვდილო სარეცელზე იწვა, მათი გამოჯანმრთელებისათვის დაუცხრომლად ლოცულობდა, მიუხედავად იმისა, რომ უფალმა სიზმარში მათი მომავალი აუწყა. მან ისინი ერთ ფუნდუკში შეზარხოშებულ

საზოგადოებაში მოქეიფენი იხილა. ბიჭებმა ჩხუბი ატეხეს და ერთმანეთს დანებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.

ამიტომ ბავშვის სასიკვდილო ავადმყოფობისას სასოწარკვეთილებას ნუ მივეცემით. მაგალითი მეფე დავითისაგან ავიღოთ. მთელი კვირა ლოცულობდა და არაფერს ჭამდა მეფე. „ვინ იცის, იქნებ შემიწყალოს უფალმა და გადარჩეს ბავშვი“ (2 მეფ.

12-22). - ამბობდა იგი, მაგრამ როცა შვილი გარდაეცვალა, დამშვიდდა და ჭამა დაიწყო. თავისი საქციელი კი გარშმომყოფთ ასე აუხსნა: „ახლა, როცა მკვდარია, რისთვის ვიმარხულო? როგორც შევძლებ მის დაბრუნებას? მე წავად მასთან, ის კი აღარ დამიბრუნდება“ (2 მეფ. 12, 23).

მშობელთა ლოცვების მიუხედავად, ღვთის განგებით, ბავშვთა დაღუპვაზე მეტად მისი სასწაულებრივი გადარჩენის შემთხვევები არსებობს. მშობელთა ლოცვას ღვთის წინაშე განსაკუთრებული ძალა აქვს, რადგან ძლიერი სიყვარული მხურვალე ლოცვას შობს. მხურვალე ლოცვა კი შეუსმენელი არ რჩება ხშირად მაშინაც, როცა სათხოვარზე უარის თქმა უკეთესიც კი იქნებოდა.

ამის დასადასტურებლად ასეთი ამბავი არსებობს:

მოსკოველი აზნაურის ოჯახში ფიცის გატეხვის მძიმე ცოდვის გამო არა მარტო შვილი, არამედ მთელი მისი მოდგმა დაისაჯა. აზნაურთა ამ გვარის ყველა მამაკაცი ან თავს იკლავდა, ან ჭკუაზე იშლებოდა. თითქოს მათზე წმ. წერილის ეს სიტყვები აღსრულდა: „მე ვარ უდალი, ... შურისმგებელი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს მესამე და მეოთხე თაობაში. ათასწილი სიკეთის მზღველი ჩემს მოყვარულთათვის და ჩემი მცნებების დამმარხველთათვის“ (გამ. 30, 5-6).

ბავშვის სასიკვდილო ავადმყოფობისას აზნაურის ერთ-ერთი ქალბატონი მხურვალედ ლოცულობდა ოჯახის სათაყვანებელი წმინდანის ხატის წინაშე და ვაჟის გადარჩენას ევედრებოდა. გამთენიისას სიზმარში ნახა, რომ წმიდანი ხატიდან გადმოვიდა და უთხრა: „უგუნურია შენი ლოცვა, რადგან არ იცი, ვინ გამოვა ბავშვი. მაგრამ, თკი ასე ითხოვ, იყოს შენი ვედრებისამებრ“.

ბიჭი გამოჯანმრთელდა, გაიზარდა, მაგრამ მისი ცხოვრება დედას საწყევრად ექცა.

„ჯანმრთელობა ღვთის ჯილდოა“, - ამბობდა სერაფიმე საროველი. თუმცა ის ყოველთვის არ არის სასარგებლო. როგორც ყოველგვარ სატანჯველს, ავადმყოფობას სულიერი ბიწისაგან განწმენდის ძალა აქვს. ის განაქარვებს ჩვენს ცოდვებს, არბილებს და ამდაბლებს სულს, გვაიძულებს დავფიქრდეთ, ვიგრძნოთ საკუთარი უძლურება და უფალი გავიხსენოთ. ამიტომ ავადმყოფობა ჩვენც გვჭირდება და ჩვენს შვილებსაც.

„ნუ გვავიწყდება, რომ ჩვენს დროში მოსმენილისა და ნანახისაგან ზიანს პატარებიც იღებენ. ამიტომ აუცილებელია განწმენდა, რომელიც ტანვჯის გარეშე ვერ მოხდება. სულიერი განწმენდა კი უმეტესად ხორციელი ტკვილის მეშვეობით ხორციელდება... დააკვირდით: განა ძუძუმწოვარა ჩვილების კი ტანჯვითა და ავადმყოფობით არ გადადიან მომავალ ცხოვრებაში?“ - წერს წმ. ამბროსი ოპტინელი.

მართალია, ძნელია ბავშვის ავადმყოფობას უყურო, მაგრამ ამაში ხშირად თავად ჩვენ ვართ დამნაშავე.

ერთხელ ამბროსი უპტინელთან ეშმაკეული ბავშვით ხელში ერთი გლეხი მივიდა და განკურნება სთხოვა.

- სხვისი აგიღია? - მკაცრად ჰკითხა ბერმა.

- ამიღია, შევცოდე, მამაო! - უპასუხა გლეხმა.

- აი, შენი სასჯელიც! - უთხრა წმიდა ამბროსიმ და უბედურ მამას გაშორდა.

უდანაშაულო ბავშვთა ტანჯვას ეპისკოპოსი წმ. ნიფონტი ასე ხსნის: „ერში მცხოვრებთაგან მრავალნი ცოდვებს არ ინანიებენ და სულზე არ ზრუნავენ. ამ მიზეზით უფალი სხვადასხვა უბედურებით სჯის როგორც მათ, ასევე შვილებს, რომ შვილთა ავადმყოფობით მშობელთა უსჯულოება განწმინდოს და სინანულად მოაქციოს ისინი, რომ შედმეგ თავის საშინელ სამსჯავროზე გაამართლოს...

იცოდე, უცოდველი ჩვილი იმისთვის იტანჯება, რომ ტყუილუბრალო სიკვდილით უხრწნელი ცხოვრება მიიღოს, ხოლო მშობლები მათი ტანჯვის გამო კეთილგონიერებისა და ჭეშმარიტი სინანულის ღირსნი გახდნენ“.ხშირად ბავშვის გამოჯანმრთელება მშობელთა სინანულს მოსდევს. უნდა გვახსოვდეს, რომ შვილთა ბედნიერება და ხსნა პირველ რიგში ჩვენზე, მშობლებზეა დამოკიდებული. საქმით დავამტკიცოთ ჩვენი სიყვარული მათდამი და ღვთისადმი მხურვალე ლოცვა აღვავლინოთ, რომ მათი სულიერი აღზრდისათვის სიბრძნე მოგვმადლოს, რამეთუ მეფსალმუნის თქმით - „არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი; არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღვიძენებ მხუმილნი მისნი“ (ფს. 126, 1).

 

„დღემდე ვერ მიპატიებია ჩემი თავისათვის...“

ხშირად ჩვენ არ ვიცით, რა უმჯობესია ჩვენთვის: სიცოცხლე თუ სიკვდილი, ჯანმრთელობა თუ ავადმყოფობა, კეთილდღეობა თუ სიღატაკე. ყველაფერი ღვთის ნებაა, თუნდაც ეს ჩვენ არ გვესმოდეს, მაგრამ ადამიანს ყოველთვის არ უნდა რეალობის მიღება.

ერთ შემთხვევას გიამბობთ:

ერთ მდიდარ პეტერბურგელ ქალს ერთი წლის ბიჭი ჰყავდა. ერთხელ ბავშვი ავად გახდა. აღარაფერი შველოდა. ფაქტიურად ბავშვის ბედი გადაწყვეტილი იყო. მაშინ დედამ მოძღვარ იოანე კრონშტადტელს სთხოვა, ელოცა მისი მომაკვდავი შვილის

გამოჯანმრთელებისათვის. ბერმა წირვა აღავლინა. დედის საბედნიეროდ ბავში გამოკეთდა.

გადიოდა წლები... დედა ტკბებოდა შვილის ცქერით. მეცხრამეტე წელში რომ გადადგა, ვაჟს ქალიშვილი შეუყვარდა. მან კი არ უპასუხა მის გრძნობას. ვაჟი დეპრესიაში ჩავარდა, ძლიერ განიცდიდა უპასუხო სიყვარულს, ბედს ვერ ეგუებოდა, მაგრამ ამით არაფერი იცვლებოდა - ქალიშვილმა ის არ შეიყვარა.

ამჯერად დედა უკვე უძლური იყო რამე ეშველა მისთვის. გულგატეხილმა ვაჟმა... თავი მოიკლა.

„დღემდე ვერ მიპატიებია ჩემი თავისთვის, რატომ დავიხსენი მისი სიცოცხლე მამა იოანეს მეშვეობით“. - მოთქვამდა უბედური დედა.

 

„ოღონდ მომავალში არ დაიღუპოს...“

მიტროპოლიტ ბენიამენის (ფედჩენკოვი) მოგონებიდან

ეს შემთხვევა ქალაქ იალტაში მოხდა.

ერთ ქვრივს ერთადერთი შვილი ავად გაუხდა. ექიმებმა ვერაფერი უშველეს. სულ უფრო და უფრო ახლოვდებოდა საბედისწერო აღსასრული. ტანჯულმა დედამ მხურვალე ლოცვით მიმართა დედა ღვთისმშობელს, არ წაერთმია მისთივს ერთადერთი იმედი... მერე დაქანცული სავარძელში ჩაჯდა და ჩათვლიმა.

ის, რაც მან იხილა, სიზმარი იყო, თუ გამოცხადება, ვერ გაარკვია. ნახა ღვთისმშობელი, რომელმაც, თითქოს მის გასაჭირს ეხმიანებოდა, ქალს ჰკითხა: „შეძლებ კი აღზარდო შვილი ისე, როგორც საჭიროა და შეინარჩუნო ისე სუფთა, როგორიც ახლაა?“ (ბავშვი მაშინ შვიდი წლის იყო).

- თავს ვდებ! თავს ვდებ! - სულმოუთქმელად შეჰღაღადა დედამ, - ოღონდაც ცოცხალი დარჩეს!

ქალს გაეღვიძა. ბავშვი სწრაფად გამოკეთდა. დედა ხარობდა.

ბიჭი სკოლაში წავიდა. ის ძალიან ნიჭიერი აღმოჩნდა, მაგრამ ამავდროულად სხვადასხვა არასასურველ მიდრეკილებას იჩენდა. დედა სიძნელეებს არ შეეპუა - შეუპოვრად იბრძოდა შვილის ხსნისათვის... მაგრამ ვერ დარიგებამ, ვერც მუქარამ,

ვერც დასჯამ, ვერაფერმა გამოიღო შედეგი. ბიჭი უკან-უკან მიდიოდა და უფრო და უფრო ღრმად ეფლობოდა ცოდვის ჭაობში.

დედამ დაინახა, რომ ის უძლური იყო. მაშინ მას გაახსენდა (თუმცა არც არასდროს დავიწყნია) ღვთისმშობლისათვის მიცემული პირობა, რომ ბავშვს კარგად აღზრდიდა.ქალი ღრმადმორწმუნე ქრისტიანი გახლდათ და კარგად იცოდა, რაც მოელოდა ცოდვილს მარადიულ ცხოვრებაში. ამიტომ ერთ დღეს ღვთისმშობელს ხმამაღლა შეჰღაღადა: „დედაო ღვთისავ! თუ ჩემი შვილი არ გამოსწორდება, უმჯობესია წაიყვანო ამ ქვეყნიდან, ოღონდაც მომავალში არ დაიღუპოს, იყოს ნება შენი!“დაგვეთანხმებით, თვით მორწმუნე, ეკლესიური ადამიანისთვისაც კი ძალზე ძნელია ამგვარი სიტყვების წარმოთქმა. ეს არის უმწარესი დილემა, რომელიც კი ადამიანმა შეიძლება წარმოიდგინოს. იმ ქალმა შეძლო კი სწორი გადაწყვეტილების მიღება და უფლისათვის ამხელა ნდობის გამოცხადება.

ამის შემდეგ მოსახდენი მალე მოხდა: ბიჭი ცხენით მთებში სასეირნოდ წავიდა. იქ გაჭენებული ცხენი ვეღარ დაიმორჩილა, გადმოვარდა და... სახლიდან საღ-სალამათი გასული დედას გარდაცვლილი მიუყვანეს სახლში.

დედა, რასაკვირველია, ცხარე ცრემლით დასტიროდა შვილს, მაგრამ ეს მაინც სხვა რამ იყო. მას უმთავრესი უკვე გაცნობიერებული ჰქონდა - ახლა მან იცოდა, რისთვის მოხდა ასე, რომ მისი შვილისთვის ასე ჯობდა, რომ ამ მწარე საფასურით შვილის (და თავისიც) მარადიული ბედნიერება შეიძინა. ამიტომ მისი ცრემლები უფრო მშვიდი და შემამსუბუქებელი იყო.

 

დედის უგუნური ლოცვა

 

ერთი ქვრივი ქალი, რომელსაც 12 წლის ქალიშვილი ჰყავდა, ყოველთვის განსაკუთრებით გულმხურვალედ ლოცულობდა დედა ღვთისმშობლის წინაშე. მოულოდნელად გოგონა ავად გახდა. ექიმების ყოველი მცდელობა ამაო გამოდგა და დედის ერთადერთი იმედი გარდაიცვალა.

სანამ გოგონას დაასაფლავებდნენ, გამწარებული დედა ეკლესიაში მიიჭრა და ღვთისმშობლის ხატთან დაიწყო ლოცვა, რომელსაც ლოცვა კი არა, საყვედური უფრო ეთქმის: „ყოველთვის ვლოცულობდი შენზე, ყოველთვის თაყვანს ვცემდი შენს ხატებს; შენ კი არაფრად ჩააგდე ჩემი მდგომარეობა და ჩემი შვილი სიკვდილისაგან არ იხსენი, ერთადერთი სიხარული და ნუგეში წამართვი!“ ეს კიდევ არაფერი, ქალმა ღვთისმშობელს უმოწყალო, ულმობელი, დაუნდობელი უწოდა.ერთბაშად ქვრივმა იგრძნო, რომ რაღაც უცნაური რამ ემართებოდა - თითქოს გრძნობა დაკარგა და რას ხედავს!.. მის წინ ზეციური დედოფალი დგას - გასხივოსნებული, არაბუნებრივი ბრწყინვალებით მოსილი.

ღვთისმშობელმა ქალს მიმართა: „უგუნურო ქალო! მე ყოველთვის მესმოდა შვილისთვის შენი ლოცვები და ვევედრე ჩემს ძეს და ღმერთს, რომ მოწყალე თვალით მოეხედა მასზე, წაეყვანა შენი შვილი წმინდა, უბიწო ქალწულად. მან ჩემი თხოვნა შეისმინა. იგი მას თავის დასში ჩარიცხავდა, შენი შვილი კი განადიდებდა უფლის სახელს. შენ კი ამის წინააღმდეგ წახვედი. დაე, იყოს ისე, როგორც შენ გსურს. წადი, შენი შვილი ცოცხალია!“

ქალი გამოფხიზლდა. ნანახით და მოსმენილით გაოგნებული და თავზარდაცემული სახლში წავიდა.

უკვე დასაკრძალად გამზადებული მისი ქალიშვილი კუბოში იწვა. ნელ-ნელა, ყველას გასაოცრად, გოგონას ლოყები გაუვარდისფრდა, ცოტა ხანში ღრმად ამოისუნთქა და წამოჯდა. დედის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ის ჯერ კიდევ სულად ვერ ჩასწვდომოდა დედა ღვთისმშობლის ნათქვამს.

უგუნურება მკაცრად ისჯება. ქალმა ეს მწარედ გამოსცადა საკუთარ თავზე. გოგო გაიზარდა და თავაწყვეტილ, უზნეო ცხოვრება მიჰყო ხელი; დედის თხოვნას, შენიშვნებს, საყვედურებს არაფრად აგდებდა. უბედური დედისათვის ყოველი მომდევნო დღე წინაზე უარესი იყო - შვილი უხეშად ეპყრობოდა მას - უყვიროდა, ლანძღავდა, სცემდა, ყველანაირად აბუჩად იგდებდა, ცხარე ცრემლით ატირებდა. ერთი სიტყვით, მხოლოდ უბედურება მოჰქონდა მისთვის. მაშინ კი მიხვდა უბედური ქალი, რა დაკარგა და რა მოიპოვა თავისი ურჩობით და ღმერთის ნების უგულებელყოფით.

„დედის ცრემლები“, თბილისი, 2004 წ.

 

დედის წყევლა

წყევლა - ეს განსაკუთრებული საუბრის თემაა. მშობლებს, განსაკუთრებით დედებს, მუდამ უნდა ახსოვდეთ, რომ, როგორც გულმხურვალე ლოცვით შეუძლიათ შვილებისათვის ღვთისაგან უსაზღვრო მადლი მიიღონ, ასევე გაღიზიანებულად ნათქვამით, წყევლით,  რისხვით შეიძლება შვილებს უბედურება დაატეხონ თავს.

 

სიტყვას უდიდესი ძალა აქვს. უფალმა სწორედ სიტყვით შექმნა სამყარო. სიტყვა უბრალო ბგერები არ არის, რომელიც წარმოითქმება და ჰაერში გაიფანტება, წავა, უკვალოდ გაქრება, როგორც ამას, სამწუხაროდ, ბევრი ფიქრობს. მას უდიდესო

დატვირთვა აქვს.

მშობლების სიტყვას განსაკუთრებული ძალა აქვს. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შვილის დაწყევლა. არცერთი წუთით არ უნდა დავივიწყოთ, რომ, როგორც დედის ლოცვა აღწევს ღმერთამდე, ისევე - წყევლაც. დედის ყოველი სიტყვა, ზოგჯერ უგუნურად და გაუაზრებლად ნათქვამი, როდესმე მაინც ახდება. ამიტომ დედებს ვურჩევთ ყოველი სიტყვა მოზომონ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე შვილს ეხება. ზოგჯერ მეტისმეტი გულისტკივლის გამოსახატავად დედებმა იციან თქმა: „მოგიკვდეს დედა, შვილო!“ აბა დავუფიქრდეთ, როგორ უნდა დაწყევლო შვილი უარესად - ბავშვისთვის დედის სიკვდილზე უარესი რა შეიძლება იყოს?! თვითონვე ვუსურვებთ ჩვენს შვილს ყველაზე უარესს?! აღარაფერს ვამბობთ „საფუძვლიან“ წყევლა-კრულვაზე, რომელიც ასაფეთქებელად გამზადებული დენთივით არის.აქ მოთხრობილი ამბები ყოველივე ამის სამწუხარო და ნათელი დადასტურებაა.

 

ამქვეყნად იგემებს თავის გეენასმშობლის წყევლა თუნდაც აღშფოთება ძლიერად მოქმედებს. თუ მშობელს კი არ და უწყევლია თავისი შვილი, არამედ მხოლოდ აღშფოთდა მისი საქციელის გამო, ესეც საკმარისია, რომ შვილებმა მოსვენება დაკარგონ. ასეთი ბავშვები შემდგომში მთელ ცხოვრებას ტანჯვა-წამებაში ატარებენ. რა თქმა უნდა, საიქიო ცხოვრებაში ეს მათ შეღავათს მისცემს, რადგან ამ წამებით აქაურ ვალებს ისტუმრებენ. ხდება ის, რის შესახებაც წმ. ისააკი ამბობს: „ამქვეყნად იგემებენ თავის გეენას“, ანუ ქმეყვეყნიური ტანჯვით ის ჯოჯოხეთურ სატანჯველს ამცირებს. ესე იგი როდესაც ძალაში შედის სულიერი კანონები, ასეთი ადამიანი რამდენამდე თავისუფლდება გეენიისაგან, ტანჯვისაგან.

მშობლები, რომლებიც სიტყვით „გზავნიან“ შვილებს ეშმაკთან, მას „უძღვიან“ თავიანთ შვილებს. ამის შემდეგ ეშმაკს უკვე აქვს უფლება ამ ბავშვებზე, იგი ამბობს: „შენ მე ისინი თავად მომიძღვენი“.

ერის კაცისათვის მშობლის ლოცვა-კურთხევა უდიდესი განძია, ისევე, როგორც მონაზვნისათვის თავის ბერის ლოცვა-კურთხევა. ამიტომაც ამბობენ: „ნუ გაუშვებ ხელიდან მშობლის ლოცვა-კურთხევას“.

 

მეოცე საუკუნის ერთ-ერთი დიდი მამა ბერი პაისი ასეთ შემთხვევას იგონებს: „ერთ ქალს ოთხი შვილი ჰყავდა და ვერც ერთი ოჯახს ვერ ეკიდებოდა. დედა ტირილით მეუბნებოდა: „მომკლავს ამათი დარდი, ილოცე მათთვის“. ეს ქალი ქვრივი იყო, მე მეცოდებოდა იგი და ვლოცულობდი მისი შვილებისათვის, მაგრამ უშედეგოდ. მივხვდი, რომ რაღაცა ისე ვერ იყო... ერთხელ მათ ვკითხე, დედა ბავშვობაში ხომ არ გწყევლიდათ-მეთქი.

- დიახ, მამაო, ბავშვობაში ძალინ ცელქები ვიყავით და დედა მუდამ გვწყევლიდა. - მიპასუხეს.

- წადით და დედათქვენს უთხარით, რომ თქვენი მოუწყობელი ცხოვრების ნამდვილი მიზეზი ეს არის. უთხარით, მოინანიოს,

აღსარება თქვას და დღეიდან გამუდმებით გლოცოთ.

წელიწადნახევარში ოთხივემ ოჯახი შექმნა!

კარგია, როცა მშობელი ცოცხალია და ამდენად მონანიება შესაძლებელია. მაგრამ ისმის კითხვა: თუ ის ისე წავიდა ამქვეყნიდან, რომ თან წაიღო ეს ცოდვა? შეიძლება თუ არა წყვლისგან განთავისუფლება?

მამა პაისი პასუხობს:

- თუ შვილები საკუთარ თავს ჩაუკვირდებიან და მიხვდებიან, რომ თავის დროზე აშავებდნენ, აწვალებდნენ მშობლებს და ამიტომაც იქნენ დაწყევლილნი, თუ ისინი დანაშაულს აღიარებენ და ცოდვებს მოინანიებენ, ყველაფერი მოწესრიგდება. სულიერ ცხოვრებაში წარმატებით ისინი განსვენებულ მშობლებსაც შეეწევიან.

 

წყევლით დაქცეული ერთი ოჯახის ტრაგედია

სულისშემძვრელია ამბავი, რომელიც დეკანოზმა ეფიმ ოსტომისლენსკიმ გვიამბო: „სასწავლებელში სწავლის დროს მე და ჩემი ძმა ბიძაშვილებთან ლოვასა და პავლესთან ვცხოვრობდით. ბიჭების მამა - ბიძაჩვენი თავის მამასთან (ჩვენს პაპასთან)

ერთად ასოთხმოცი კილომეტრით დაშორებულ სოფელში ცხოვრობდა. ჩვენი მშობლები კი სხვა მაზრაში სახლობდნენ. ჩვენი პაპაც, მამაც და ბიძაც სასულიერო პირები იყვნენ და ჩვენც, ბიჭებიც ეკლესიურად ვცხოვრობდით. ერთ კვირა დღეს პავლემ, სრულიად ჯანმრთელმა და საღსალამათმა, თავი შეუძლოდ იგრძნო - თავი ასტკივდა და სიცხემ აუწია. ცოტა ხანში გონება დაკარგა და ხრიალი ამოუშვა. თან თვალებიდან ჩირქი გადმოსდიოდა, პირიდან - ქაფი. მოვიდნენ სემინარიის ექიმი და ექთნები, რომლებმაც, რა თქმა უნდა, ვერაფერი გაარკვიეს, თუ რა სჭირდა ბიჭს და ვერც ვერაფერი უშველეს - რამდენიმე წუთში ის გარდაიცვალა. ყველას ამოუხსნელ გამოაცანად დაგვრჩა პავლეს უცნაური სიკვდილი.

ერთი კვირის შემდეგ ჩვენთან პაპაჩვენი ჩამოვიდა, რომელმაც კიდევ ერთი სამწუხარო ამბავი ჩამოგვიტანა - გარდაცვლილიყო ბიძაჩვენი, პავლეს მამა. „წინა კვირას დავასაფლავეთ“ - მწარედ ამოიოხრა პაპამ.

ოთხი თვის შემდეგ სემინარიის არდადეგები დაიწყო და მე და ჩემი ძმა, ჩვეულებრივ, სახლში გავემგზავრეთ. ორი კვირის შემდეგ მამაჩვენმა პაპაჩვენის და ქვრივი ბიცოლას მოსანახულებლად წაგვიყვანა. პავლეს გარდა იმ ოჯახში კიდევ შვიდი

შვილი იყო, რომელთაგან უფროსი - ევდოკია 16 წლის გახდა.

ჩავედით სოფელში და ისეთი რამ შევიტყვეთ, რაც ამ ცოდვილ დედამიწაზეც კი იშვიათად ხდება: ბიძაჩვენის და მისი შვილის, პავლეს გარდაცვალების შემდეგ მოულოდნელად გარდაიცვალა ოჯახის კიდევ ერთი შვილი - გიორგი. ცოტა ხნის

შემდეგ კი - ევდოკია. ის მდინარეზე სარეცხს რეცხავდა თურმე; უცებ ფეხი დაუცურდა, წყალში ჩავარდა და დაიხრჩო.უბედურებამ დაისადგურა ოჯახში, სადაც ასე მხიარულად ვატარებდით ბავშვობას. ახლა ყველანი მწარედ ვტიროდით. ყველაზე მეტად თავს იკლავდა ბიცოლა პელაგია. მამაჩვენი, რამდენადაც შეეძლო, ამშვიდებდა.

- არ იწუწუნო, პელაგია. უფალს არ უსაყვედურო. მისი განგებულება ზოგჯერ ჩვენი გონებისათვის მოუწვდომელია, მაგრამ ყოველთვის ბრძნულად განაგებს ყოველივეს თავისი წმიდა ნებით. პელაგიას ცრემლი არ აშრებოდა თვალზე. ტირილით და გოდებით პასუხობდა მაზლს.

- განა ჩემ ქმართან და შვილებთან დაშორებას ვტირი?! მართალია, ეს ენით აუწერელი ტანჯვა და სიმწარეა, მაგრამ მაინც იმედი მაქვს, რომ როდესმე იმ ყვეყანაში შევხვდებით ერთმანეთს... ჩემი მწარე ცრემლების მიზეზი სულ სხვა რამე. ო, ღმერთო ჩემო!..

ჩვენ გაოცებულები ვუყურებდით ბიცოლას. მან ღრმად ამოიოხრა და განაგრძო:

- განა შეიძლება მე, ცოდვილმა, ცრემლებით ჩამოვირეცხო ცოდვა? ვიცი, რომ სამართლიანად განვარისხე უფალი და ეს არ მეპატიება! იცი, რა ჩავიდინე?!

ქმარი რომ დავასაფლავეთ და სახლში დავბრუნდი, ჩემს საძინებელ ოთახში ჩავიკეტე, ღვთისმშობლის ხატის წინ დავეცი და შეშლილივით დავიწყე ბუზღუნი, საყვედურები, ღვთის გმობა: „დედაო ღვთისავ, წაიყვანე ჩემი შვილებიც! წაიყვანე... არ მჭირდებიან!.. და ხედავ, რა მომივიდა?“

 

- ღმერთო ჩემო, ეს რა გიქნია, პელაგია. - აღმოხდა მამაჩემს.

- მათთვის ხომ ცუდი არაფერი მიქნია? - გაუბედავად წაილუღლუღა საწყალმა ქალმა.

- რა თქმა უნდა, მათთვის არაფერი გიქნია ცუდი. ისინი ღმერთის ნებით აღტაცებულნი არიან. ახლა მათ ვერც სიბოროტე და სიცრუე დაუშავებს რამეს და შეაცდენს მათ სულებს, მაგრამ შენთვის როგორია ეს?!

- აი, ამაზე ვტირი და მოვთქვამ და ვქვითინებ.

როგორც გამოვარკვიეთ, პავლე ზუსტად იმ წუთებში წასულა ამ ქვეყნიდან, როგორც კი დედამისმა ეს შეჰღაღადა ღვთისმშობელს. 180 კილომეტრის იქით ჩააღწია კრულვამ.

„მამის კურთხევა განამტკიცებს ოჯახს, შვილებს. დედის წყევლა კი ძირფესვიანად ამოძირკვავს ოჯახს“. - ამბობს ბრძენი. აი, რა არის დედის წყევლა! არის შემთხვევები, როდესაც წყევლის სიტყვები ზედმიწევნით სრულდება. ამიტომ დედის პირიდან

შვილისათვის მხოლოდ სასიკეთო უნდა ამოდიოდეს. ლოცვა არ უნდა შეწყვიტოთ, თუნდაც უფალმა გვიან ისმინოს თქვენი.

ცუდი შვილები შეიძლება უფლისაგან დასასჯელად მოგვეცა. ასეთ შემთხვევაში კი არ უნდა ვწყევლოთ ისინი, არამედ უნდა გავაძლიეროთ ლოცვები მათთვის; ისევ უფალს და ღვთისმშობელს შეევედრეთ, რომ ჭკუაზე მოიყვანონ ისინი.

ისიც გახსოვდეთ, რომ, თუ თქვენი შვილი რაიმეს ისე არ აკეთებს, ამაში ისევ თქვენ ტყუიხართ, რადგან თავის დროზე არ ჩაუნერგეთ ღმერთის რწმენა და სიყვარული, მოწიწება ღმერთის ტაძრისადმი და სხვა ქრისტიანული სათნოებისა და ზნეობისადმი. მშობლები სასოწარკვეთას არასოდეს უნდა მიეცეთ, გული არ უნდა გაიტეხოთ. არ არის არც ერთი წმიდანი, რომელაც მთელი ცხოვრება მწუხარების გარეშე გაეტარებინოს; ყველა ადამიანი ცხოვრებაში აუცილებლად იტანდა მწუხარებებს.

ღმერთის სასუფევლისაკენ მხოლოდ ერთი გზაა - გზა მწუხარებისა. ჩვენი ცხოვრება მწუხარებების გარეშე შეუძლებელია, რადგან ვიბადებით ცოდვებში და ვცხოვრობთ ცოდვიანებად. გასაგებია - გიჭირს, ქალიშვილმა ან ვაჟმა გაწყნინათ, აუტანლად მძიმეა ეს. მას არანაირი სიმძიმე არ შეედრება. მაშინვე შენს ზეციურ მამას მიმართე, უთხარი: „მიმძიმს, უფალო!“

და იცოდე, არასოდეს ღმერთამდის ისე არ მიდის ჩვენი ლოცვა, როგორც მაშინ, როდესაც გული უაღრესად დამწუხრებულია. ეძებე შველა მხოლოდ ღმერთში, ეძებე იქ, სადაც იგი განსაკუთრებით ავლენს თავის მადლს - წმინდა ტაძარში, ეძებე მის წმიდა საიდუმლოებებში, ეძებე ის წმიდა წერილში; ეძებე და ყველაფერს იპოვი მასში. იპოვი სიმშვიდეს და დიდ მოწყალებას შენთვის და შენი შვილებისათვის. როცა ასეთნაირად გადაიტან მწუხარებას, დაუყოვნებლივ მოვა ნუგეში.

მძიმე და მტანჯველია შვილების გამო მწუხარება, მანამ, სანამ არ მიხვდები და არ იტყვი: „იყავ ნება შენი, უფალო, ეს ხომ ჩემი ცოდვების გამოა და მათგან განსაწმენდელად მოთმინებით მოვიცდი, სანამ სადარდელი გაივლის“. - დარწმუნებული იყავი, რომ განსაცდელი მალე გაივლის და გული ისე შემსუბუქდება, ისე გაიხარებს, რომ თვალებზე სიხარულის ცრემლები მოგადგება. ღმერთი იმიტომაც უშვებს ჩვენზე განსაცდელებს, რომ უფრო მალე მივმართოთ მას, რომ უფრო მალე გაგვახსენდეს ის. „განსაკუთრებით მიმძიმს - ამბობ შენ - ისიც არ შემიძლია, ღმერთს მივმართო, პირჯვრის გადასახვაც კი არ შემიძლია, რომ ღმერთს ვუთხრა, რაც მიმძიმს; არ შემიძლია, არ მაქვს სურვილი“. ჰო, მაგრამ მოდი და სწორედ ეს უთხარი ღმერთს, სწორედ ასე, ამ სიტყვებით, როგორც შეგიძლია, ისე გაანდე შენი წუხილის მიზეზი. და უთუოდ დაინახავ, სიტყვა დამთავრებული არ გექნება, რომ შვებას იგრძნობ. რასაც ღმერთს შესჩივლებ,  აუცილებლად მოგეშვება გულზე.

„მაგრამ, რატომ ვდარდობ ასე ხშირად და ასე მწარედ? - ისევ იტყვი შენ, - შევთხოვ ღმერთს და დავმშვიდდები; მაგრამ შემდეგ ხომ ისევ ვიდარდებ. ამაზე ასე გიპასუხებ: „მოიშორე ახლანდელი წუხილი და მომავალ წუხილზე ნუ იფიქრებ, მომავალ საწუხარს მოუვლი, როცა მოვა. დროდადრო დამწუხრება აუცილებლად გვჭირდება იმიტომ, რომ შემდეგ ცათა სასუფეველში უნდა შეხვიდე, სადაც მხოლოდ ისინი ცხოვრობენ და ხარობენ, რომლებმაც სააქაო ცხოვრებაში განსაცდელების შემდეგ ღმერთში იპოვეს სიხარული და სიმშვიდე...

მაშ ასე, თქვენ, მშობლებო, განსაკუთრებით დედებო, შვილებთან დაკავშირებით ხშირად იღებთ განსაცდელს, მაგრამ ნუ დამწუხრდებით, ნუ განრისხდებით, ნუ მიეცემით სასოწარკვეთას. უფალს ნუ განეშორებით და ყოველთვის დაინახავთ, ხსნა

აუცილებლად მოვა.

 

სანამ დედამ არ მიუტევა

ამბროსი ოპტინელის წერილებში, რომლებსაც იგი ერისკაცებს წერდა, ნათლად ჩანს, რაოდენ მნიშვნელოვანია შვილების ზრუნვა მშობლებზე და მშობლების კურთხევა.

 

წერილის უკეთ გაგებისათვის გავიხსენოთ ათონელ ბერთა ჩვეულება: გარდაცვლილი ძმის საფლავს სამი წლის შემდეგ ხსნიდნენ და მისი იმქვეყნიური ხვედრის შესახებ ნაწილების მიხედვით იგებდნენ. თეთრი, სუფთა ძვლები იმის ნიშანი იყო, რომ ძმას ცოდვები მიეტევა, შავი ძვლები და გაუხრწნელი სხეული კი სულის სავალალო მდგომარეობაზე მიუთითებდა. ამ დროს მთელი მონასტერი გარდაცვლილის სულისათვის იწყებდა ლოცვას და უფალს მისთვის ცოდვების მიტევებას ევედრებოდა.

საინტერესოა ერთი ამგვარი შემთხვევა: ერთ მონასტერში ერთი იეროდიაკვნის ცხედარი გახსნეს, რომელიც არ გახრწნილიყო და ერთიანად გაშავებულიყო.

მეუფემ ცოდვების მიტევების ლოცვა წაიკითხა, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა. მაშინ მეუფე დაინტერესდა და იკითხა, თუ ვინ იყო გარადაცვლილი და რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამის მიზეზი. მას უპასუხეს, რომ გარდაცვლილი ერთი ღარიბი ქვრივის ერთადერთი შვილი იყო, რომელიც მონასტერში დედის სურვილის წინააღმდეგ დარჩენილა. დედამისი კი სიღარიბის გამო მუდამ წუწუნებდა. ვიღაცამ თქვა, ის ქალი ახლაც ცოცხალიაო.

მეუფემ მისი მოძებნა ბრძანა. მოიყვანეს ოთხმოცდაათი წლის წელში მოხრილი მოხუცებული. მეუფემ შვილის ცხედარზე მიუთითა და სთხოვა ეპატიებინა მისთვის ურჩობა, მაგრამ მოხუცმა ზურგი აქცია მას და იუარა. „მის გამო იმდენი მწუხარება

გადავიტანე“. - იმეორებდა ის.

მეუფე ცდილობდა, დაერწმუნებინა დედაბერი, მაგრამ ვერაფერს გახდა. ბოლოს უთხრა: „თუ არ აპატიებ, იცოდე, თავადაც შეკრული იქნები“. მაშინ მოხუცმა უხალისოდ თქვა: „ღმერთმა აპატიოს“. გაშავებული გვამი იმწამსვე ფერფლად იქცა.

უნდა ვიფიქროთ, რომ ამ შემთხვევაში, დედის მიტოვება მისი სურვილის საწინააღდეგოდ ღვთისათვის სათნო არ გამოდგა, თუმცა, ეს საქციელი კეთილი საქმის - ბერობის მოტივით იყო ჩადენილი. (სხვათაშორის ათონელი ბერი პაისი მიუთითებს, რომ ერთადერთი შემთხვევა, როდესაც წყევლა ლოცვა-კურთხევად გადაიქცევა, ის შემთხვევაა, როდესაც ადამიანი გადაწყვეტს თავი უფალს მიუძღვნას, მონასტერში წავიდეს და მშობლები ამას არ უთანაგრძნობენ. როგორც ჩანს, აქაც ყველა კონკრეტული შემთხვევა სხვადასხვაგვარად მისაღებია უფლისათვის ბევრი მომენტების გათვალისწინებით).

 

მშობელთა ნების დარღვევა დიდი ცოდვაა, ვინაიდან ეს ზოგჯერ წყევლას იწვევს. ხოლო წყევლა, თავის მხრივ, უმძიმესი და საშიში ცოდვაა. რატომ? სანამ ამ კითხავს ვუპასუხებდეთ, მეორე კითხვა დავსვათ - რა არის წყევლის მიზანი? ერთხელ პავლე მოციქულმა მძიმე ცოდვის ჩამდენი კორინთელი ქრისტიანი დაწყევლა, რათა „ძალითურთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა მიცემად ეგე-ვითარი იგი ეშმაკსა სატანჯუელად ხორცთა, რათა სული ჰსცხონდეს დღესა მას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა“ (1 კორ. 5, 4-5). ამ წყევლის მიზანი გასაგებია - ადამიანი იგვემოს იმისათვის, რათა სული გადარჩეს. მაგრამ ეს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში. თუმცა წყევლა უკანასკნელი და უსაშინლესი ზომაა, რომელიც დაწყევლილს დიდ განსაცდელში აგდებს.

 

წყევლა მაწყევრისთვისაც არანაკლები საშინელებაა ხშირად გაუფრთხილებელი და განუსჯელი წყევლა თვით მაწყევარს აყენებს ზიანს: ნეტარი ავგისტინე ასეთ შემთხვევას ყვება: ერთი ქვრივი ქალი ვაჟმა შვილების თანდასწრებით სცემა. მათ კი დედა არ დაიცვეს. აღშფოთებული, ის გამთენიისას შვილის დასაწყევლად ნათლობის ემბაზისკენ გაეშურა. გზად მაზლის სახით დემონი შემოხვდა და ურჩია დანარჩენი შვილები დაეწყევლა.

დედამ დაუჯერა და ღმერთს შეევედრა, რომ შვილები მშობლიური ქალაქიდან განდავნილიყვნენ და თავიანთი იერით ხალხი დაეფრთხოთ.

ამის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში მთავარი დამნაშავიდან დაწყებული ყველა მის შვილს მოკანკალე დამბლა შეეყარა. მათ ამ სახით თანამოქალაქეთა წინაშე გამოსვლა რცხვენოდათ და ამიტომ სხვა ქალაქში წავიდნენ. ისინი მოხეტიალეებად

იქცნენ.დედამ, რომლის უმოწყალო წყელვა ასე საშინელად ასრულდა, სიმწრისაგან თავი ჩამოიხრჩო.მომავალში მის შვილთაგან ორი პირველმოწამე სტეფანეს წმიდა ნაწილებთან ნეტარი ავგუსტინეს თვალწინ განიკურნა.

 

„დაე, ღმერთმა მიუტევოს მას და მეც მიმიტევებია!“

ქალაქ ეპიფანში ერთ-ერთი ეკლესიის ნაცვლად, რომელიც სიძველის გამო ინგრეოდა, გადაწყვიტეს ახალი ტაძრის აშენება.შენობა ფუნდამენტამდე რომ გაწმინდეს, გარდაცვლილი ადამიანის სრულიად უხრწნელი სხეული იპოვეს. იერისა და ტანსაცმლის მიხედვით იგი თავიანთი ქალაქის მკვიდრად მიიჩნიეს, რომელიც 50-60 წლის წინათ მიუბარებიათ მიწისათვის.

 

იწყეს გამოძიება, თუ ვინ იყო იგი - ღვთისათვის სათნო ადამიანი, რომელიც უხრწნელების ღირსი გახდა, თუ ისეთი ცოდვილი, რომელსაც მიწაც კი არ იღებდა. ცოცხები ბჭობდნენ, გარდაცვლილი კი ისეთი იწვა, თითქოს გუშინ ჩაესვენებინათ კუბოში.ეპიფანის უხუცესებს შორის ბევრი ძიების შემდეგ აღმოაჩინეს ღრმად მოხუცებული ქალი. მხცოვანმა ადამიანებმა გაიხსენეს, რომ მათ ბავშვობაში ეს ქალი უკვე ხანდაზმული იყო. გამოკითხვა რომ დაუწყეს, ყველამ შემჩნია, რომ დედაკაცი საუბარს თავს არიდებდა, მაგრამ როდესაც არ მოეშვნენ, ბოლოსდაბოლოს გამოტყდა:

- დიახ, რადგან ასეა საქმე, იცოდეთ, თუ მიწა არ იღებს სხეულს, ეს მხოლოდ ჩემი შვილი შეიძლება იყოს; ჩემი შვილი და სხვა არავინ.

ამის გამგონე ყველა შეცბუნდა და გაოცდა.

- უმოწყალოდ მექცეოდა მშობელ დედას მთელი თავისი დაწყევლილი ცხოვრების მანძილზე, საბოლოოდ კი ისე მცემა, რომ ნაწნავი მომაგლიჯა. მაშინ დავწყევლე. ადგილზევე ამოხდა სული. როცა ასაფლავებდნენ, თავქვეშ ნაწნავი ამოვუდე, რათა

ამისთვის პასუხი ეგო უფლის სამსჯავროზე და იქ ჩემი წყევლა არ მოხსნილიყო. თუ თქვენი მიცვალებულის თავქვეშ ნაწნავს იპოვით, მაშინ ის ჩემი სისხლისმსმელია ნამდვილად“.

მართლაც, გარდაცვლილს ბალიშის ქვეშ ნაწნავი აღმოუჩინეს.

ტაძრის მღვდელმა, სადაც აღმოაჩინეს მიცვალებული, ვედრება დაუწყო ქალს, რათა მიეტევებინა შვილისათვის, მოეხსნა წყევლა. ქალი კი თავისაზე იდგა: „დაე, იყოს იგი სამჯერ წყეული“.

მაგრამ ამაოდ არ აღსრულებულა ღვთის სასწაული. გატყდა მოხუცი: „დაე, ღმერთმა მიუტევოს მას, და მეც მიმიტევებია“.მივიდა გარდაცვლილთა გამოსამშვიდობებლად, შეხედა, პირჯვარი გადაწერა, თვითონაც გადაიწერა პირჯვარი და აკოცა.

გარდაცვლილის სხეული ყველას თვალწინ დაიფერფლა. დედას კი სამი დღეც აღარ უცოცხლია - ღმერთს მიაბარა სული.უფალი მხოლოდ მას მერე მიუტევებს შვილს მშობლის უპატივცემლობას, რაც თავად მშობელი აპატიებს.

 

თუ დროზე გულისხმაჰყოფ...

მშობლებს უნდა ახსოვდეთ აგრეთვე, რომ როდესაც ისინი შვილებზე ზრუნავენ, უფალი მათთან ძალზე ახლოს არის და ხშირად დაუყოვნებლივ უსრულებს თხოვნას, რომელიც შვილების გამოსწორებისაკენ არის მიმართული.ამის მაგალითია ერთი შემთხვევა, რომელიც ჩვენს დღეებში მოხდა.

მოწიფული შვილი უხეშად არღვევდა ქრისტიანულ მცნებებს და მშობელთა შეგონებებს ყურად არ იღებდა.

მოთმინებადაკარგულმა მამამ ერთხელ უთხრა მას: „უფალი დიდხანს ითმენს, მაგრამ მერე მწარედ სცემს“.

იმავე საღამოს მამა სანადირო თოფს ტენიდა. უცებ შემთხვევით ტყვია გავარდა და შვილს მოხვდა. შვილს იმავე წუთს გაახსენდა მამის სიტყვები და გაოცდა, თუ რა სწრაფად აუხდა. საბედნიეროდ ბიჭი გადარჩა. მან იმ დღიდან თავი ანება ცოდვიან ცხოვრებას და ჭეშმარიტ ქრისტიანად იქცა.მშობლებისადმი გამოჩენილი ურჩობის გამო შვილებს ყველა საქმეში სულიწმიდა და ღვთის კურთხევა განეშორებათ. ეს კი

არსით უკვე თავისთავად წყევლაა.

 

საინტერესოა აგრეთვე ოპტინელი იღუმენის თეოდოსის მონათხრობიც; ადრე დაობლებული თეოდოსი უმცროს ძმას მამის მაგივრობას უწევდა. ძმამ ცხოვრებაში სწრაფად მიაღწია წარმატებას, რის გამოც თავის თავზე დიდი წარმოდგენა შეექმნა -

ყველაფერს საკუთარ ძალებს მიაწერდა და ღმერთი დაივიწყა. თეოდოსიმ ძმა ამხილა. მან არ შეისმინა ძმისა, და განაცხადა, რომ ყველაფერი სწორედ საკუთრივ მისი დამსახურება იყო; თან თეოდოსის თანდასწრებით ხატი შეურაცხყო. თეოდოსიმ ამის

ატანა ვერ შეძლო და ძმა დაწყევლა. ამ მომენტიდან დაწყევლილი ძმის ცხოვრება უკუღმა დატრიალდა - მან ყველაფერი დაკარგა, გაკოტრდა და სიცოცხლე საცოდავად დაასრულა. თეოდოსი შემდგომში ინანიებდა, თუმცა მოსახდენი მოხდა.

 

„კეთილშობილური“ წყევლა

მამა პაისი ათონელის საუბრებიდან:

ხშირად გაიგონებთ, განაწყენებული ადამიანი რომ ამბობს: „ღმერთი მიუზღავს მას სამაგიეროს“. ამაზე მამა პაისი ასე პასუხობს:

- ადამიანს, რომელიც ამას ამბობს, არ ესმის, რომ ის, ასე ვთქვათ, „კეთილშობილურად“ იწყევლება. ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ გულისხმიერნი არიან, რომ აქვთ სიყვარული და სულიერი სიფაქიზე და რომ ითმენენ უსამართლობას. მაგრამ, ამავე დროს, იმათზე, ვინც მათ აწყენინებს, ამბობენ: „დე ღმერთმა მიუზღოს მათ თავიანთი ბოროტებისათვის“. ამქვეყნად ყველა ადამიანი გამოცდას აბარებს იმქვეყნიურ მარადიულ ცხოვრებაში სამოთხეში გადასასვლელად. ასეთი „კეთილშობილური“ წყევლით ქრისტიანი „გამსვლელ ქულას“ ვერ მოიპოვებს. განა ასეთ სიყვარულს გვასწავლიდა უფალი? „მამაო, მიუტევე ამათ, რადგან არ იციან, რას სჩადიან“ (ლუკ. 23, 34). აი, როგორ სიყვარულს გვასწავლის იგი. ამას გარდა ისიც გავითვალისწინოთ, რომ არ არსებობს იმაზე უფრო დიდი ლოცვა-კურთხევა, როდესაც დაუმსახურებლად გვწყევლიან, ჩვენ კი სიჩუმითა და სიკეთით ვპასუხობთ.

თუკი ჩვენდამი ბოროტად განწყობილი ზოგიერთი ადამიანი სინამდვილეს ამახინჯებს, ცილს გვწამებს ან უსამართლოდ გვექცევა, შევეცადოთ, თუკი შევძლებთ და თუკი ეს პირადად ჩვენ გვეხება, თავი არ გავიმართლოთ და ნუ წარმოვთქვამთ ამ

სიტყვებს: „დე, უფალმა მიუზღოს მას“, რადგან ესეც წყევლაა. ყველაზე კარგია, თუ მთელი გულით მოვუტევებთ ჩვენს მტრებს, ღმერთს შევევედრებით შეგვეწიოს ცილისწამების ტვირთის ზიდვაში და შეძლებისდაგვარად გავაგრძელებთ სულიერ

ცხოვრებას. დე მოგვექცნენ უსამართლოდ ისინი, ვისაც წესად აქვთ სცვების განკითხვა - ისინი ამ გზით ჭეშმარიტი ცხოვრებისათვის ოქროს გვირგვინებს გვიმზადებენ. რა თქმა უნდა, ღვთისნიერი ადამიანი არასოდეს იწყევლებიან, რადგან

მათ სიბოროტე არ აქვთ, მათ მხოლოდ სიკეთე აქვთ. ისინი უდიდეს, სხვებისათვის უხილავ სიხარულს განიცდიან.

 

გულიდან წამოსული კურთხევა ღვთაებრივი კურთხევაა

...ახლა კი მე თქვენ „დაგწყევლით“! ასე ასე: დაე აღავსოს ღმერთმა თქვენი გულები მადლითა და დიდი სიყვარულით - ისე, რომ ჭკუიდან შეცდეთ, რომ ამიერიდან თქვენი გონება მიწას მოწყდეს და იყოს უფალთან ახლოს, ცაზე. დაე, შეიშალოთ ღვთაებრივი შეშლილობით, ღვთაებრივი სიყვარულისაგან! დაე, თქვენი გულები უფალმა თავისი სიყვარულით დაწვას!“ აი, როგორ „დაგწყევლეთ“ და ნუღარ გამამეორებინებთ, რადგან ჩემი კეთილი „წყევლა“ ჩემი გულიდან მოდის და ამიტომ დიდი ძალა აქვს.

ჯერ კიდევ სანატორიუმში ყოფნისას მე თქვენ მეცოდებოდით, რადგან რვა წელიწადი ელოდებოდა მონასტრის მოწყობას, მაგრამ მონასტრის აშენებას არა და არ დაადგა საშველი. მაშინ მე გითხარით, როგორც კი საავადმყოფოდან გამომწერენ, მონასტერი ისე ჩქარა აშენდება, როგორც წვიმის შემდეგ სოკო ამოდის. ერთ წელიწადში უკვე მონასტერში იქნებით!-მეთქი; და მართლაც, ერთ წელიწადში მონასტერი შეიქმნა. მაშინ სანატორიუმში ჩემი სიტყვები გულიდან მოდიოდა, თქვენც კეთილშობილნი იყავით, ამიტომაც უფალმა არ მიგატოვათ. მე სხვა ახსნას ვერ ვპოულობ.

 

თუ შენ გულთან მიიტან ადამიანის ტკივილს, რომელიც თავმდაბლობით აღსავსე გთხოვს, ილოცო მისთვის, მაგალითად რაიმე ვნებისაგან გასათავისუფლებლად, და შენ ეტყვი მას: „ნუ გეშინია, შენ გამოსწორდები“, ამით შენ მას ღვთაბრივ კურთხევას

გადასცემ. ამ კეთილ სურვილში დიდი სიყვარული და დიდი ტკივილია და ამიტომაც დიდი ძალა აქვს. იგი ღვთისათვის სათნოა და ამიტომაც უფალი ამ კურთხევას ასრულებს. ეს იმას ნიშნავსა, რომ თავისთავად ტკივილი, რომელსაც ერთი ადამიანი მეორის გამო განიცდის, იგივე კურთხევაა.

ერთხელ, ომის დროს, მეთაურმა დამავალა სამხედრო ტრიბუნალისათვის გადამეცა ერთი ჩვენი თანამებრძოლი, რომელსაც ბრალად საკუთარი თავის დაჭრა ედებოდა. წარმოშობით იგი დასავლეთ საბერძნეთიდან იყო, პროფესიით მუსიკოსი, ღარიბი,

ცოლშვილიანი. მან ასე გადაწყვიტა: „მირჩევნია ცალფეხა და ცოცხალი ვიყო, ვიდრე მკვდარი“ და ფეხში ისროლა, რათა შინ გაეშვათ. ეს ომში დიდი დანაშაულია და სიკვდილით ისჯება.

მას არ უნდოდა, რომ მე იგი ტრიბუნალისათვის გადამეცა. მეც ძალიან მეცოდებოდა ეს უბედური, გული მტკიოდა მისი უბედურების გამო და ვუთხარი: „აი, ნახავ, ყველაფერი კარგად იქნება, შენ ყველაზე უკეთ მოეწყობი! ჩვენი მეთაური შენ  საქმესთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებით ბარათს გამოგზავნის და რომელიმე წყნარ ადგილას გაგამწესებენ; ისე რომ, შენს შვილებსაც დაეხმარები და თავადაც უსაფრთხოდ იქნები“.

ქ. ნავპაქტში რომ ჩავედით, შევიტყვეთ, რომ ჩვენი მეთაურის წერილი ტრიბუნალში უკვე მოსულიყო და მისი საქმეც დაეხურათ. ასე გადაურჩა დახვრეტას. შემდეგ მეთაურს შეეცოდა იგი და რადგან ოჯახის მამა იყო, მზარეულად დანიშნა ახალწვეულთა განაწილების ცენტრში. მან თავისი ოჯახი ახლოს გადმოიყვანა და მთელი ომი ყველაზე კარგად გაატარა.

ზოგჯერ ჯარისკაცები სადილად არ მოდიოდნენ და მას საჭმელი რჩებოდა ხოლმე. ისე რომ, შვილების გამოკვებასაც ახერხებდა.

ის, რაც მე მას ვუსურვე, ღვთისათვის სათნო იყო, რადგან მე ტკივილითა და მთელი გულით ვუთხარი. ამიტომაც უფალმა ეს კურთხევა შეასრულა.

მახსოვს სხვა შემთხვევაც ჩემი ცხოვრებიდან: 8 სექტემბერი იყო - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობა. დღესასწაულის შემდეგ მომლოცველებმა ყველაფერი თავდაყირა დატოვეს. მე დავიწყე ნელ-ნელა დალაგება. ვხედავ, ჩემი და და კიდევ ერთი ქალიშვილი დარჩნენ დასახმარებლად. ამ გოგონას კიდევ ორი და ჰყავდა - უფროსი და უმცროსი. ორივე გათხოვილი იყო, ეს კი ჯერ არა. როდესაც ყველაფერი გაასუფთავეს და დაალაგეს, მან მითხრა: „მამაო, თუკი არის კიდევ რამე გასაკეთებელი, დავრჩებით და გავაკეთებთ, რაც საჭიროა“. - „რა კეთილშობილებაა!“ - გავიფიქრე მე. შევედი ტაძარში და მთელი გულით ვთქვი: „ყოვლად წმიდაო ღვთისმშობელო, მოაწყვე მისი ცხოვრება შენ თვითონ, მე არაფერი მაქვს, რომ მას მივცე“. რომც მქონოდა, მაინც არაფერს აიღებდა ჩემგან. და აი რა მოხდა: იგი სახლში დაბრუნდა, იქ კი ჩემი ყოფილი თანამოსამსახურე ელოდებოდა - ბიჭი კი არა ნამდვილი ოქრო იყო, ძალიან კარგი ადამიანი და ოჯახიც ძალიან კარგი ჰყავდა. ისინი დაქოწინდნენ და ბედნიერად ცხოვრობდნენ. ხედავთ, როგორ დააჯილოვა იგი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა?!

 

წყალი, მარადიული ცხოვრებისა და წყალი, ჯოჯოხეთში ჩამავალი

არქიმანდრიტ რაფაელის ქადაგებიდან კურთხევა და ლოცვა, - ეს საკრალური სიტყვებია, მაგრამ არის სიტყვები, საწამლავის ან განმგმირავი მახვილის ტოლფასი -

ეს წყევლაა. თუ მშობლების კურთხევა იცავს შვილებს მრავალი უბედურებებისგან, უმართავს სულიერ გზას, ზოგჯერ კი გარდაუვალი სიკვდილისაგანაც იფარავს, მშობლების წყევლა სიცოცხლის ქვეშ ეშმაკის ფრთების მსგავსად გაფენილი შავი

სამგლოვიარო საფარია. როდესაც მამა წყევლის საკუთარ შვილს, მკვლელობის ტოლფას სისასტიკეს ჩადის, უარყოფს მამობას და წყევლის სიტყვით თავის შვილს დემონს გადაცემს. წყევლა ეს უბედურების სურვილია მიწიერ ცხოვრებაში ეშმაკისადმი მიმართული.

ძველად ფინიკიელი კერპთაყვანისმცემელბი ბავშვების ცეცხლში დაწვით მსხვერპლს სწირავდნენ დემონს. ქრისტიანი მშობლები კი საკუთარი შვილების წყევლით მათზე ბნელ ძალებს უხმობენ მთელი ცხოვრების მანძილზე დასატანჯად და საკუთარი ნადავლივით მარადისობაში წასაყვანად. მშობლები ამით საკუთარ შვილებს ჯოჯოხეთისკენ კრავენ ხელს. წყევლა, ისევე, როგორც კურთხევა, მომავალ თაობებზე გადადის, რაც არანაკლებ საშინელია. მისი ბეჭედი ჯერ კიდევ დაუბადებელ ბავშვს აქვს დასმული. მეფე სოლომონი წერს, რომ  დედის წყევლა „აღმოფხვრის ბავშვებს სახლიდან“. არიან ოჯახები, რომლებსაც მუდმივად თავს ატყდებათ უბედურება, ყველა საქმე ეშლებათ, ბავშვები უკვდებათ, ხეიბრები ან ავადმყოფები ებადებათ. არიან ადამიანები, რომელთაც სახეზე აღბეჭდილი აქვთ რაღაცნაირი განწირულობის

ნიშანი, რაც უფრო ხშირად მათი მშობლების ან წინაპრების წყველის შედეგია.

საკუთარ მოსისხლე მტერსა და შეურაცხმყოფელზე წარმოთქმული წყევლა უსამართლოდ და სისასტიკედ ერაცხება მაწყევარს; მისი დამღუპველი და გამანადგურებელი მოქმედება იმ ბოროტებას აღემატება, რაც კი ერთმა ადამიანმა შეიძლება მეორეს მიაყენოს. ამიტომაც პავლე მოციქული არა მარტო მცნებად უდებს ქრისტიანებს, არამედ ევედრება მათ: „ნუკი სწყევლით, არამედ აკურთხეთ!“ (რომ. 12, 14).

წყევლათაგან ყველაზე საშინელი მოძღვრის წყევლაა, შემდგომ კი - მშობლისა. მღვდელი, რომელიც თავის შეურაცხმყოფლებსა და მტრებს წყევლის, ხდება მკვლელი, რომელსაც ერთ ხელში ჯვარი უჭირავს, მეორეში კი - ნაჯახი. შვილების მაწყევარი მშობლების ის გველები არიან, რომლებიც შხამიანი კბილებით გესლავენ საკუთარ შვილებს. წყევლა ლოცვაა ეშმაკისადმი მიმართული, რომ შური იძიოს ჩვენს მაგივრად ადამიანზე, იყოს მისი გზის დამაბრკოლებელი და ავადმყოფობით ჩაიბუდოს მის სხეულში, დაიჭიროს მისი გული, როგორც საკუთარი ნადავლი, რათა მას მფარველი ანგელოზი განეშოროს და ღმერთმაც მიატოვოს.

ხშირად ადამიანი საკუთარ თავსაც იწყევლის ამ დროს. იგი იმ უგუნურს ჰგავს, რომელიც საკუთარ სხეულში იცემს დანას და სატანას ეძახის, რათა თავისთან წაიყვანოს. ასეთი ადამიანი თითქოს ბორკილდადებული ტანჯვა-წამებაზე მიდის. თუ ყველაზე დიდი მცნება სიყვარულის მცნებაა, წყევლა ამ მცნების საწინააღმეგო ყველაზე დიდი ცოდვაა.შენიშნულია, რომ ერი, რომელშიც წყევლაა გავრცელებული, გადაგვარების გზაზე დგას.

ქრისტე დედამიწაზე მოვიდა მთელი კაცობრიობის ძველი წყევლის მოსახსნელად. მაშასადამე, ვინც იწყევლება, ის ქრისტეს საქმეს ეწინააღმდეგება.

როგორ უნდა მოიქცეს ის, ვინც საკუთარ შვილებს წყევლის? პირველ რიგში, უნდა მოინანიოს ეკლესიაში - ღმერთს სთხოვოს, რომ მისი უგუნური სიტყვები არ აღსრულდეს და ამისათვის შეასრულოს ეპიტიმია (სასჯელი); თუ პირობები საშუალებას აძლევს, ეკლესიაში შეუკვეთოს ჯანმრთელობის და კეთილდღეობის მსახურება მათთვის, ვისაც წყევლიდა, ან მათ სახელზე მოწყალება დაურიგოს ღარიბებს. წყევლით შებილწული ბაგეები, როგორც ადამიანის სისხლით დასვრილი, უნდა დანიწმინდოს და განიბანოს იესო ქრისტეს გამუდმებული მოხმობით.

რა ქნან მათ, ვინც მშობლებისაგან არიან დაწყევლილნი? წყევლის საპასუხოდ მხურვალედ უნდა ილოცონ მშობლებისათვის, გაიაზრონ ის შეცდომები, რისთვისაც დაწყევლილები იქნენ; მღვდლისგან ითხოვონ წყევლის სპეციალური ლოცვის წაკითხვა და ეპიტიმია; ეცადონ ხშირად მიიღონ წმიდა ზიარება. თუ შესაძლებელი იქნება, აუწყონ ამის შესახებ მღვდელმთავარს.

ჭრილობის მიყენება უფრო ადვილია, ვიდრე მისი მორჩენა, მაგრამ სინანული და ღმრთის მოწყალება ყოველნაირ ჭრილობას კურნავს, ან ძალას აძლვეს ადამიანს გამოცდის გადასატანად.

არის სიტყვები, რომლებივ აცოცხლებენ და არის სიტყვები, რომლებიც კლავენ. კურთხევა - ეს ის წყალია, რომელიც მარადიულ ცხოვრებაში მიედინება. წყევლა - მკვდარი წყალია, რომელიც ჯოჯოხეთში ჩაედინება და დედამიწაზე ამოიშხეფა

ხოლმე უგუნური ადამიანების ბაგეთა საშუალებით.

„დედის ცრემლები“, თბილისი, 2004 წ.

 

ტელესერიალები და ბავშვები

 

ტელესერიალებმა ზედიზედ დაიპყრო ყველა ტელეარხი და... ადამიანთა გონება. ამ მარტივმა, მეტწილად ულოგიკო სიუჟეტებმა, ყალბმა ვნებებმა, ნაძალადევმა ტრაგიზმმა ხალხი ისე გაიტაცა, ტელეგმირების ცხოვრებას საკუთარზე მეტად განიცდიან. ბევრი მნიშნველოვან საქმესაც გადადებს, ოღონდ რომელიმე სერია არ გამორჩეს. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ბავშვები, რომელთაც ფსიქიკა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი აქვთ, ამ უგემოვნო ფილმებზე იზრდებიან, ამან კი, საეჭვოა, გავლენა არ მოახდინოს მათი პოროვნების ფორმირებაზე.სწორედ ამის შესახებ გვესაუბრება თბილისის თაბორის მთის ფერისცვალების მამათა მონასტრის იღუმენი ბართლომე.

- მეფსალმუნე ამბობს: „კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ჰყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყვთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ“. ეს უგემოვნო ტელესერიალები ჩვენს სულიერ სამყაროს აღარიბებს. ერთი შეხედვით, მათი სიუჟეტის მთავარი ხაზი სიყვარულია. ჩვენი რელიგია გვასწავლის, რომ სიყვარული ის ერთადერთი ძალაა, რომელიც ადამიანს აცოცხლებს; ბიბლიაში პირდაპირ წერია, რომ ღმერთმა ადამიანი გარდარეული სიყვარულის გამო შექმნა; მაგრამ აქ ღვთაებრივ სიყვარულზეა ლაპარაკი, სერიალებში კი ყველაფერი გაუბრალოებულია, თითქმის ცხოველურ ინსტიქტებამდეა დაყვანილი. ამ ფილმების გმირებს დღეს ერთი უყვართ, ხვალ - მეორე და ამას სიყვარულს უწოდებენ. სიყვარული ხომ სულ სხვა გრძნობაა. იგი ერთ

დღეში არ განქარდება. თუ ადამიანმა რამე გაწყენინა და ამის გამო აღარ გიყვარს, ესე იგი, არც არასდროს გყვარებია, მხოლოდ ხორციელ გრძნობას ყოფილხარ აყოლილი. ეს ხომ ცხოველსაც შეუძლია?! ადამიანს ღმერთმა იმისთვის მისცა გონება, რომ ვნება სიყვარულისგან გაარჩიოს.

სერიალებში ხაზს უსვამენ პიროვნების თავისუფლებას. რა თქმა უნდა, ადამიანის უდიდესი ნიჭი სწორედ თავისუფალი ნებაა, მაგრამ ეს აღვირახსნილ ცხოვრებას როდი ნიშნავს; შენი თავის უფალი თუ ხარ, თავის ხელში აყვანა უნდა შეგეძლოს. თუ

ადამიანი ვერცხლისმოყვარეობას, შურსა და სხვა ვნებებს აჰყვება, ვერასოდეს იქნება თავისუფალი; იგი მონა გახდება იმ ცოდვისა, რომელსაც სჩადის. ნურც ერთი ჩვენგანი თავს ნუ მოიტყუებს და ნუ იტყვის, რომ თავისუფალია, როცა მასზე ვნება ან რომელიმე სისუსტე ბატონობს.

- ბევრს ტელესერიალებმა საკუთარი თავიც დაავიწყა...

- ბევრგან, განსაკუთრებით სოფლებში, სადაც გაზეთი არ ჩადის, ბიბლიოთეკები აღარ არსებობს, ხალხს გართობის ერთადერთ საშუალებად ტელევიზორი რჩება. ზოგი საგანგებოდ ყიდულობს გენერატორს, რათა უშუქობის დროს სერიალის ნახვა მოახერხოს. განა გასაკვირი არ არის, რომ ზოგ დედას შეუძლია, მშიერ ბავშვს, რომელიც საჭმელს სთხოვს, გაუბრაზდეს კიდევ, მაცალე ფილმის ყურება, დამთავრდება და გაჭმევო. არადა, ქალი ხომ დედობისთვისაა შექმნილი. ტელესერიალების გამო კი ის თავის უპირველეს მოვალეობას ივიწყებს. ბავშვი კი, როცა ხედავს, რომ დედას რაღაც მის თავს ურჩევნია, რომ იმ წუთას სერიალის გმირი უფრო მეტს ნიშნავს მისთვის, უხეშდება და აგრესიულად განეწყობა მშობლის მიმართ.

- როგორ ფიქრობთ, მოსალოდნელი ხომ არ არის, სერიალებში ასახული ცხოვრების წესი ჩვენს სინამდვილეშიც დამკვიდრდეს?

- ამის საშიშროება მართლაც არსებობს. ხალხი ცდილობს, მიბაძოს სერიალების გმირებს. თანდათან ბუნებრივად მიაჩნიათ, რომ რძალს უფლება აქვს, უყვარდეს მაზლი, დედას უფლება აქვს, შვილებს საკუთარი მამა შეაძულოს და მოსთხოვოს, ბიძა უფრო მეტად შეიყვარეთ, რადგან ის უკეთესად გექცევათო. რაღა შორს წავიდე - ამას წინათ ერთმა ქალმა შემომჩივლა, რომ მისი შვილი ყოველ დილას ალაჰის დიდებით იწყებს. თურმე რომელიღაც სერიალიდან გადმოიღო! ტელესერიალების მეშვეობით ჩვენს ცხოვრებაში შემოდის რაღაც უცხო ძალა, უცხო სული. ჩემი აზრით, ეს არის მცდელობა იმისა, რომ უბრძოლველად დაიპყრონ ადამიანის ფსიქიკა და ბოლომდე დაუმორჩილონ ეგრეთ წოდებულ კოსმოპოლიტურ აზროვნებას, რომელსაც კაცობრიობა გადაგვარებისა და გადაშენებისკენ მიჰყავს.

აი, კიდევ ერთი დიდი უბედურება: ქართულ ფილმებს საერთოდ აღარ აჩვენებენ. არ აჩვენებენ არც ერთ სურათს, რომელიც ქართველის სულში მამულის სიყვარულს, ეროვნულ სიამაყეს გააღვიძებდა. ეროვნული ძირებიდან მოწყვეტა იგივეა, რომ ფოთოლმა უარი განაცხადოს საკუთარ ფესვზე და ხიდან მოწყვეტა განიზრახოს. მაშინ ის დაღუპვისთვის იქნება განწირული. ქართველიც, თუ მოსწყდა ქართულ სულს, ქართულ ფილმს, ქართულ წიგნს, განწირულია.

- ყველაზე მეტად კი ეს საფრთხე, ალბათ, მოზარდ თაობას ემუქრება...

- პატარა, ტომელიც სერიალს უცქერის, თავისდაუნებურად მისი გავლენის ქვეშ ექცევა. მშობლებმა უნდა იცოდნენ, რაგვარ ფილტრში გაატარონ ის ინფორმაცია, რომელსაც შვილს აწვდიან. არც ერთი დედა ჩვილს მწვადს ან საცივს არ აჭმევს - ეცდება, ადვილად მოსანელებელი საკვები მისცეს. სწორედ ასეთი უხეში საკვებია ბავშვის სათუთი გონებისათვის სერიალი, რომელიც ანგრევს და ამახინჯებს მოზარდის სულს. ამიტომ მშობლების მხრივ უგუნური საქციელია, ბავშვებს სერიალების ყურების ნებას რომ აძლევენ.

- აკრძალვას ეგებ ის სჯობდეს, შვილებს განვუმარტოთ რა არის მისაღები და რა - არა...

- ჩვენი უბედურება ის არის, რომ საზოგადოება ვერ ხვდება, რა არის სერიალში კარგი და რა - ცუდი. რაკი სერიალებმა ასე მოიკიდა ფეხი საქართველოში, საგანგებოდ ვნახე რამდენიმე ნაწყვეტი, რათა გამეგო, თუ რა იდეურ დატვირთვას ატარებს ისინი. ჩვენს ხალხს საკუთარ ძეთა მკვლელობის ცოდვა აწევს; ისინი თავიანთ შვილებს დედის მუცელშივე უსწრაფავენ სიცოცხლეს. ტელესერიალების ღირსებები რა სათქმელია, მაგრამ არ მინახავს სერიალის არც ერთი გმირი, ჩასახულ ბავშვზე უარი რომ ეთქვას. არც ერთი შვილს სასიკვდილოდ არ იმეტებს, მისი ამქვეყნად მოვლინებისათვის იბრძვის. ამას კი ჩვენი ხალხი რატომღაც ვერ ამჩნევს. სიბინძურეშიც შეიძლება იპოვნო მარგალიტი სათნოებისა, მაგრამ... სწორედ ამაზეა ნათქვამი, „თვალნი ასხენ და ვერ ხედავენ, ყურნი ასხენ და არ ესმითო“. ამიტომ სერიალები ადამიანებს, ფაქტობრივად, სულიერი დეგრადაციისკენ განაწყობს, სულს უმახინჯებს და ღმერთს აშორებს.

ყველას ვურჩევდი, არც თვითონ უყურონ და, მით უმეტეს, არც პატარებს მისცენ სერიალების ყურების ნება. აჩვენეთ შვილებს ქართული ფილმები, რომლებიც შეზავებულია „მარილითა მადლისაითა“; აჩვენეთ „გლახის ნაამბობი“, სადაც სათნოებას, სიყვარულს, სინანულს დაინახავენ, აჩვენეთ „ოთარაანთ ქვრივი“ და დაანახეთ დედობრივი სიყვარულის არსი; აჩვენეთ „ნატვრის ხე“, რომელსაც არც ფილოსოფია აკლია, არც ფსიქოლოგია, არც სიღრმე, არც ტრაგიზმი და არც იუმორი,

შეაყვარეთ წიგნი, უკითხეთ ზღაპრები, განუმარტეთ, რა არის სიკეთე და რა - ბოროტება.

სერიალი შხამია, რომელიც წვეთ-წვეთად ჩაედინება კაცის გონებაში და მთლიანად იპყრობს მას. ადამიანის თვალში ჭეშმარიტი ღირებულებები უფასურდება და მათ ადგილს ხორციელი სიკეთე იკავებს, არადა, კაცი უმთავრესად სულზე უნდა ზრუნავდეს, მას კი დიდი ინტელექტუალური საზრდო სჭირდება.

 

მოამზადა ნინო ჩარგეიშვილმა

ჟურნალი „კარიბჭე“, ზ 3, 2004 წ.

 

ილოცეთ, ბავშვებო!

 

დიდი ძალა აქვს ბავშვის ლოცვას. მამა პაისი ათონელი ბრძანებს: „ლოცვისას ხშირად ვხედავ, რომ მოდიან ჩემთან მწუხარე ყრმები და ღვთისაგან შეწევნას ითხოვენ. მათ ოჯახში რაღაც სადარდებელი გასჩენიათ, ამიტომაც დედები ლოცვად აყენებენ, რათა უფლისაგან შეწევნა გამოითხოვონ. ისინი იმავე „სიხშირეზე“ ირთვებიან და იქ ვხვდებით ერთმანეთს“.

მაგრამ როგორ „გადავრთოთ“ ბავშვები ამ სიხშირეზე, როგორ შევაყვაროთ ლოცვა?

აი, ოპტელი მამის, სქემიღუმენ თეოდოსის, ყრმობისდროინდელი მოგონება იმის შესახებ, თუ როგორ დაარიგა ბავშვები ნიჟეგოროდელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა: „ბავშვებო, მინდა, ლოცვაზე გესაუბროთ. იცით, როგორ უნდა მივეჩვიოთ მას?

თავიდან ცოტ-ცოტა უნდა ვილოცოთ, მაგრამ რაც შეიძლება ხშირად. ლოცვა ნაპერწკალივითაა - რამდენიმე ხნის შემდეგ შეიძლება აალდეს და კოცონად იქცეს. მაგრამ ამისთვის დრო, ოსტატობა და დიდი სურვილია საჭირო.ავიღოთ ორი ნაკვერჩხალი, ერთი - ვარვარა, მეორე - ჩამქარლი. ახლა ჩამქრალი გასაღვივებლად ცხელზე დავდოთ. მაგრამ ის არ გაღვივდება, თუ გამუდმებით არ ვუბერეთ სული ცხელ ნაკვერჩხალს. თუ მეტისტმეტად ძლიერად შევუბერავთ, მას ნაპერწკლები გასცვივა, ჩამქრალს კი ვერაფერს ვარგებთ. სამაგიეროდ, თუ ზომიერად და შეუჩერებლად ვუბერეთ, მეორეც აენთება, მერე კი, თუ მათ შუაში შეშის ნაჭერს ჩავდებთ, მასაც მოედება ცეცხლი. მაგრამ ღუმელში ნესტიანი შეშა ან სველი

ნაკვერჩხალი რომ აანთო, იცით, რამდენი დრო, გარჯა და მოთმინებაა საჭირო? ჩემო შვილებო, ლოცვაა სწორედ ის ალმოდებული ნაღვერდალი, ჩვენი გულები კი ჩამქრალი ნაკვერჩხლებია. ამიტომაც არის საჭირო, ყოველდღე ვილოცოთ - ეს

იგივეა, რომ საკუთარი გულის ჩამქრალი ნაკვერჩხლები ლოცვის ცეცხლმოკიდებულ ნაღვერდალზე დავდოთ და ნელ-ნელა გავაღვივოთ. დამიჯერეთ, ბავშვებო, თუ ჩემი მორჩილნი იქნებით და ყოველდღე ცოტ-ცოტას ილოცებთ, თქვენი გულები საღვთო სიყვარულის ცეცხლით აენთება. მაგრამ იცოდეთ, არ შეწყვიტოთ ლოცვა, ამაოდ არ გაფანტოთ ნაპერწკლები.

გახსოვდეთ, რომ ლოცვის შეწყვეტას სიზარმაცე მოჰყვება, ჰაერში გაბნეული ნაპერწკლები კი გულს ვერ აგინთებთ.ლოცვა სამი მეტანიით დაიწყეთ. პირველად იტყვით: „უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“, - და მეტანიას აღასრულებთ; შემდეგ ღვთისმშობელს შეევედრებით, შემდეგ იტყვით: „ყოველნო წმიდანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენ ცოდვილთათვის“, - ისევ მეტანია და ასე განაგრძეთ. შეამჩნევთ, რომ თავიდანსიზარმაცე მოგერევათ, ისე დაგაწვებათ, როგორც მძიმე ტვირთი, მაგრამ თუ ლოცვას არ შეწყვეტთ, სამ მეტანიას შეასრულებთ, გული მუხლთმოდრეკის გამრავლებას მოგთხოვთ. ეს ნიშანია იმისა, რომ ჩვენი გულის ნაკვერჩხალი რწმენის ძალით გაღვივდა და ღვთის სიყვარულით აალდა.

თქვენი განუწყვეტელი ლოცვის ნაყოფი კი ის იქნება, რომ ლოცვის სურვილი გაგიძლიერდებათ. ჩემი რჩევა საქმით გამოსცადეთ და დარწმუნდებით, რომ ასეა.

ისწრაფვოდეთ ღვთისკენ, როგორც მშობელი დედისკენ. ის მოწყალეა და ყოვლისმჭვრეტელი. მას ისე ვუყვარვართ, როგორც დედას - შვილები. თუ რამეს სთხოვთ, უთუოდ შეისმენს და შეგისრულებთ, თუ, რა თქმა უნდა, ეს სათხოვარი მისი წმინდა ნების საწინააღმდეგო არ იქნება. მან თვითონ გვითხრა, ითხოვეთ და მოგეცემათო, ამიტომ თამამად მიილტვოდეთ მისკენ.

მიდიხარ სკოლაში? - მოიდრიკე მუხლი, მაგრამ ისე, რომ ღვთის გარდა ვერავინ გხედავდეს, სთხოვე, გაგინათოს გონება და მახსოვრობა. მალე დაინახავ, რომ სხვებზე უკეთ სწავლობ, ან იმაზე უკეთ მაინც, ვიდრე მანამდე, სანამ ღვთის შეწევნას ითხოვდი. ილოცეთ, ხშირად ილოცეთ, ბავშვებო, აპატიეთ, ვინც გაწყენინათ და ღმერთი მშვიდობისა მარადის თქვენთან იქნება. ყოველ დილა-საღამოს მოინანიეთ, თუ რამ შესცოდეთ და შეეცადეთ, აღარასოდეს გაიმეოროთ. თუ კიდევ შესცოდავთ, მაშინვე შეინანეთ, თქვით: „უფალო, შევცოდე, შემიწყალე მე და შემეწიე, რომ გამოვსწორდე“. ისიც შეგინდობთ და გამოსწორებაში შეგეწევათ. ილოცეთ, ბავშვებო, ღვთის მიმართ და უფალი გაცხოვნებთ“.

 

მოამზადა კახაბერ კენკიშვილმა

ჟურნალი „კარიბჭე“, იანვარი, 2005 წ.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / უავტორო / დარიგებანი მართლმადიდებლური ოჯახის შესახებ