ანონიმი ავტორი

ევსტათი მცხეთელის მარტვილობა.

 

 

წელსა მეათესა ხვასრო მეფისასა და არვანდ გუშნასპისა მარზაპნობასა ქართლისასა მოვიდა კაცი ერთი სპარსეთით, სოფლისა არშაკეთისაი, ძეი მოგვისაი, და წარმართ იყო იგი.. და სახელი ერქვა მას გვირობანდაკ და დღითა ყრმა იყო იგი, ვითარ ოცდაათ წლის.

 

და მოვიდა იგი ქალაქად მცხეთად და ისწავლებოდა ხელსა მეხამლეობისასა. და ხედვიდა იგი რჩეულსა ქრისტეანეთასა და მსახურებასა ქრისტეისსა და წმინდისა ჯვარისა ძალისა ჩინებასა. შეიყვარა მან რჩული ქრისტეანობისაი და ჰრწმენა ქრისტე. და ვითარ ისწავა მეხამლეობაი, ითხოვა მან ცოლი ქრისტეანეი და თვით ქრისტეანე იქმნა და ნათელი მოიღო. ხოლო ნათლისცემასა მისსა უწოდეს სახელი ევსტათი. და ცხონდებოდა წმიდაი ევსტათი ქრისტეანობასა შინა და სათნოებასა ქრისტეისსა.

 

მას ჟამსა შერკბეს სპარსნი, რომელნი მცხეთად იყვნეს, მეჯადაგენი და მეხალენი, ტოზიკობდეს და მიავლინეს ნეტარისა ევსტათისა და ჰრქვეს:

 

- მოვედ და გვერთე შვებასა ამას ჩვენსა.

 

ხოლო ნეტარმან ევსტათი განიცინნა და ჰრქვა მათ:

 

-თქვენი ტოზიკიცა ბნელ არს და თქვენ, მეტოზიკენიცა, ბნელ ხართ. ხოლო მე ქრისტეის ბეჭედი მომიღებიეს და ქრისტეის ტოზიკსა ვტოზიკობ, რამეთუ ქრისტეის ბეწდითა აღბეჭდულ ვარ და ბნელსა მაგას განშორეგულ ვარ.

 

და ვითარ ტოზიკი იგი გარდაიხადეს, შეკრბეს იგინივე მეჯადაგენი და მეხამლენი და ზრახვა ყვეს წინაშე უსტამისა, მცხეთელ ციხისთავისასა, და თქვეს:

 

-აქა კაცი ერთი არს ჩვენისა რჩეულისაგან და ჩვენ თანა ტოზიკსა არა მოვიდის და ცეცხლი არა გამოსცის, და ჩვენსა რჩულსაცა ჰგმობს და ჩვენ გვაგინებს და იტყვის, ვისთარმედ - მე ქრისტეანე ვარო. ხოლო აწ შენ მოუწოდე და ჰკითხე , რამეთუ ამას ქალაქსა შინა ხელმწიფე ხარ.

 

და უსტამ, ციხისთავმან მცხეთისამან, ისმინა მათი ევსტათისთვისა და მიავლინა ერთი მხედართაგანი მოწოდებად ნეტარისა ევსტათისა. და ვითარცა მივიდა მხედარი იგი, მრისხანედ ჰრქვა:

- გიწესს შენ ციხისთავი.

 

ხოლო წმიდაი ევსტათი მცირედ შებრკოლდა და უნდა მორიდებაი. და მერე განიზრახა და თწვა: ,,ესე მოყვასნი ჩემნი არიან, ამათგანღა შევიშინო, მერმე დიდთა მათავართა წინაშე ვითარ წავრდგე? არამედ მივიდე მისა და ცხადად აღვიარო ქრისტე, რამეთუ მასმიეს წმიდისა ევანგელესაგან, ვითარ იგი თქვა: ,, რომელმან აღმიაროს მე წინაშე კაცთა, აღვიარო მეცა იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაისა, და რომელმან უარ მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ ვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა, რომელ არს ცათა შინა . და დაიწერა ჯვარი შუბლსა და გულსა და თქვა: ,, უფალი ჩემ თანა .

 

და მოვიდა იგი ნეტარი ევსტათი და წარმოდგა წინაშე უსტამ ციხისთავისა მცხეთელისა. და მწოდებელმან მან ჰრქვა უსტამს:

 

-ესე არის ჩვენისა რჩულისა მომაგინებელი.

 

და მიხედა ციხისთავმან მან ნეტარსა ევსტათითა და ჰთქვა:

 

-შენ გეტყვი, კაცო, მითხარ მე, რომლისა სოფლისაი ხარ, ანუ რომლისა ქალაქისაი, ანუ რომელი რჩეული გიპყრიეს?

 

ხოლო წმინდამან ევსტათი ჰრქვა მას:

 

-მე სოფლისა სპარსეთისაი ვიყავ, ხევისა არშაკეთისაი, ქალაქისა განძაკისაი ვიყავ. მამაი ჩემი მოგვი იყო და მეცა მოგვებასა მასწავებდა. და მე მოგვებაი არა თავს ვიდევ, რამეთუ განძაკს ქალაქსა ქრისტეანნენი უფროის არიან, და ებისკოპოსი და მღვდელნი, და მათგანღა ყოველსა ზედა მივიწიე, რამეთუ უფროის არს ყოველსა რჩულსა ქრისტიანობაი, ვიდრე უღრმრთოებანი. და აწ მე ქრისტე მრწამს და ქრისტეის მსახურებასა შინა ვარ.

 

ხოლო უსტამ ციხისთავმა ჰრქვა მას:

- არავინ გიტეოს ქრისტეის სახურ ყოფად და, თუ მშვიდობით არა განუტევონ სიცოფეი ეგე, ტანჯვაი დიდი მოიწვიოს შენზედა.

 

- ხოლო წმინდამან ევსტათი ჰრქვა:

 

- არა ხოლო თუ ტანჯვად განმზადებულ ვარ ქრისტეის სიყვარულისათვის, არამედ სიკვდიდცა თავი ჩემი არა მეწყალის.

 

- ვითარ ზრ იხილა უსტამ გულსმოდგინედ დამტკიცებაი ნეტარია ევსტათისი, განიზრახა და თქვა: ამის კაცისა პატიჟი მე არარაი ხელმეწიფების, არცა აღბმაი ძელსა, არცა პყრობილებაი, არამედ წარუძღვანო ეგე ტფილის - ქალაქსა არვანდ გუშნასპს, ქართლისა მარზაპანსა, და რაი - იგი შეგვანდეს, მან უყოს, რამეთუ ყოვლისა კაცისა ქართლისა მას ხელეწიფების სიკვდილი და ცხოვრებაი .

 

და უბრძანა უსტამ ციხისთავმან ორთა მხედართა წარყვანებაბ ნეტარისა ევსტათისი ტფილისს, და შეკრბეს იგივე მეჯადაგენი და მეხამლენი და მოვიდეს უსტამისა და ჰრქვეს:

 

 

- არიან აქა სხვანიცა ჩვენისა რჩეულისანი და იგინიცა ქრისტეანე არიან და მათიცა ბრძანე მოწოდებაბ და ტფილისს მათიცა წარყვანებაბ.

 

ხოლო უსტამ ჰრქვა მათ:

- ვინ არიან ისინი?

 

- და მათ უთხრეს სახელები მათი და ჰრქვეს:

- ერთსა გუშნაკ ჰრქვიან და ერთსა ბახდიად, ერთსა ბურზო, ერთსა პანაგუშნასპ, ერთსა პეროზაკ, ერთსა ზარმილ, ერთსა სტეფანე.

 

- და უბრძანა უსტამ მიწოდებაბ მათი, ხოლო განკითხვაბ მათი არრაბ ყო, გარნა ამათ რვათაბივე შეკრვაბ ბრძანა და წარცემაბ ტფილისს არვანდ გუშნაპს, მარზაპანსა ქართლისასა, და ესრეთ მირჰქვა: ესე კაცნი ჩვენისა რჩულისანი იყვნეს და ქრისტიანე;ა რჩული უპყრიეს. ხოლო მე შევიპყრენ და შენ, უფალსა, მიგიძღვანენ, რამეთუ ხელგეწიფების მათი განკითხვაი .

 

და წარადგინნეს ესე რვანივე წინაშე მარზაპანსა. ხოლო მან ჰრქვა მათ:

 

- ვინანი ხართ, ანუ რომელი რჩული გიპყრიეს?

- და მათ უთხრეს კაცად - კაცადმან სოფელი თვისი და დაბაი თითოეულისაი. და ჰრქვეს ყოველთა:

- მამულსაღა ზედა რჩულსა ვიყვენით, სპარსთა რჩული იცოდეთ, ხოლო რაჟამს ქართლად შემოვედით და ქრისტიანეთა რჩული ვიხილეთ, ქრისტეანე ვიქმენით და აწ ქრისტიანე ვართ, რამეთუ ქრისტიანეთა რჩული წმინდადა და სურნელ არნ და ფრიად კეთილ და მშვენიერ არს, ხოლო სხვაი რჩული ვერ ესწორების რჩულსა ქრისტიანეთასა.

 

ხოლო სიტვის მიმგებელ ვიყო მათ შორის მსაჯულისა მიმართ ნეტარი ევსტათი. და ვითარ ესმნეს ესე ვითარნი სიტყვანი მათგან, გული განუწყრა და უბრძანა მსახურთა თვისთა პირსა ცემაი ნეტართა მათ და გარეგა განყვანებაი მათ ყოველთაი და უბრძანა:

- დაჰყვინეთ მაგათ და თავი და წვერი და განუხვრიტენით მაგათ ცხვირნი და ჯაჭვი დასედვით ქედსა მაგათსა და ბორკილნი შეუსხენით ფერხთა და შესხენით ეგენი საპყრობილესა. და თუ ვინმე აღიაროს მათგანმან მამული რჩული, განუტევეთ და ჩემდა მოაწიეთ, და მე განვამდიდრო იგი ბოძითა დიდითა. ხოლო რომელმან მამული რჩული არ აღიაროს, იგი საპყრობილესა შინა მოკვედინ!

 

და ვითარ ესმა მარზაპნისა სიტყვაი იგი - რომელმან აღიაროს, იგი ვაცხოვნო და რომელმან არ აღიაროს მამული რჩული, საპყრობილესა შინა მოკვედინო, მას ჟამსა ეშმაკი შეუხდა გულსა ბახდიადისსა და პანაგუშნასპისსა და უარყვეს ქრისტეი და უღმრთოებაი აღიარეს. ხოლო მათ ნაწილი ჯვარისმცემელთა თანა მიიღეს, ხოლო ნეტარი ევსტატი და გუშნაკ და ბორზო და ჰეროზაკ და ზარმილ და სტეფანე გულსმოდგინედ და მტკიცედ დგეს სარწმუნოებასა ზედა ქრისტეისსა.

 

და ვითარ უთხრეს მარზაპანსა მას, ვითარმედ ორთა მათგანთა აღიარეს მამული რჩული, განიხარა მარზაპანმან და ბრძანა შეყვანებაბ მათი. და ინახით დაისხნა იგინი და უქადებდა მათ საფასესა დიდსა და კეთილად პყრობასა. ხოლო ნეტარისა ევსტათისი და სხვათა მოყვასთა მისთაბ ბრძანა თავისა და წვერისა დაყვენაბ და ჯაჭვისა ქედსა დადებაბ და ბორკილთა საპყრობილესა შესხმაბ მათი. ხოლო მსახურთა მათ აღასრულეს ბრძანებაბ მარზაპნისაბ მის და დაყვინნეს იგინი თმითა და წვერითა და ჯაჭვით დაბორკილნი საპყრობილედ შეაყენეს. ხოლო ბახდიადს და პანაგუშნასპს ნუგეშინის სცა და განუტევნა იგინი, ხოლო საფასესა და კეთილსა, რომელსა უქადებდა მათ, არცა ფსირიდი ერთი მისცა მათ.

 

ხოლო წმინდაბ ევსტათი და სხვანი იგი მოყვასნი მისნი პყრობილ ყვნეს ვითარ ექვს თთვე ოდენ. და შემდგომად ექვსისა თთვისა მწოდებელი სპარსთა მეფისაბ მოიწია არვანდ გუშნასპისა. და ვითარ წარემართებოდა მარზაპანი იგი მეფისა მის, შეკრბეს ქართლისა მთავარნი, მარზპნისა მის ჯმნად მოვიდეს.

 

რაჟამს ამხედრდებოდა მარზაპანი იგი, აღდგეს მთავარნი ქართლისანი და სამოელ ქართლისა კათალიკოზი და გრიგოლ ქართლისა მამასახლისი და არშუშა ქართლისა პიტიახში და სხვანი სეფეწულნი და მარზაპანსა ჰრქვეს:

 

- ვევედრებით შენსა მაგას უფლებასა, სათხოველსა ერთსა გთხოვთ.

 

ხოლო მან ჰრქუა მათ:

 

- თქვით, რაიცა გნებავს, რაბმცა იყო, რომელი თქვენ არა მიგმადლე.

 

ხოლო მათ ყოველთა ჰრქვეს:

 

- გევედრებით შენ, ჯერ გიჩნდინ შენ, უფალო, განტევებაბ კაცთაბ მათ, რომელნი იგი მცხეთელნი ქრისტეანობისათვის საპყრობილედ მიცემულ არიან.

 

ჰრქვა მათ მარზპანმან მან:

 

- იგი კაცნი მოსაკლავად შეჰგვანდეს, ხოლო თქვენითა ოხითა განუტევნე ეგენი.

 

ხოლო მათ მადლი მისცეს მას. და უბრძანა განტევებაბ მათი. და გამოიყვანნეს იგინი მიერ საპყრობილით და მოვიდეს იგინი ვანად თვისა. ქრისტეანებით და სათნოდ ღმრთისა ცხოვნდებოდეს ნეტარნი იგი. და რომელმანმე მათგანმა ნებითა ღმრთისაბთა შეისვენა ჟამად-ჟამად და რომელნიმე ცოცხალ არიან.

 

 

ხოლო რომელთა-იგი უარყვეს ქრისტებ, ბახდიად ეშმაკეულ იქმნა და ძნელად მოკვდა, ხოლო უბადრუკმან პანაგუშნასპ გლახაკობითა აგნა დღენი, რომელსა პური საჭმელად არა აქვნდა და ხორცთა საფარველი სამოსლად არა ეპოვებოდა. და ვიდრე იგი ცოცხალ იყო, ურვით და ჭირით იყვნეს დღენი მისნი.

 

და შემდგომად სამისა წლისა შემოვიდა ვეჟან ბუზმირ ქართლისა მარზაპნად. და წარვიდეს სპარსნი მცხეთით, შემასმენელნი ნეტარისა ევსტათისნი, ტფილისსა, და წარდგეს წინაშე ვეჟან ბუზმირ მარზაპნისა და ჰრქვეს:

 

- კაცნი არიან მცხეთას ჩვენისა რჩულისანი და განდგომილ არიან იგინი ჩვენგან და ქრისტეანობენ. აწ განკითხვაბ მათი თქვენ ხელგეწიფების.

 

და უბრძანა ვეჟან ბუზმირ ორთა მხედართა წარსვლაბ და მოწოდებაბ წმინდისა ევსტათისი და სტეფანებსი. და ვითარცა მივიდეს მხედარნი იგი, ჰრქვეს ევსტათის და სტეფანეს:

 

- გიწესს თქვენ მარზაპანი.

 

და ჰრქვეს:

 

- მოვალთ თქვენ თანა, არას ვიურვით, არცა გეშინის.

 

და ვითარ წარემართებოდეს ევსტათი და სტეფანე ტფილისს, ჰრქვა ევსტათი სიდედრსა თვისსა და ცოლსა და შვილთა თვისთა და მონა-მხევალთა თვისთა:

 

- ჯმნულმცა ვარ თქვენგან, რამეთუ მე აქა არღარა მოქცევად ვარ და ქრისტებ მე არა უვარვყო და მათ მე არღარა განმიტეონ ცოცხლებით. ხოლო სიკვდილი ჩემი ტფილისს ყოფად არს საპყრობილესა და თავი მოკვეთად არს ჩემდა, ხოლო გვამი ჩემი მოიწიოს აქავე ნებითა ღმრთისაბთა.

 

და ვითარცა ესე ჰრქვა, იჯმნა ყოველთაგან და მათ ყოველთა დაიწერეს ჯვარი.და წარემართეს ტფილისს იგი და სტეფანე მხედართა მათ თანა.ხოლო სახლეულნი,ნათესავნი და თვისნი მოსტიროდეს უკანა .და ვითარნ წიაღხდეს ველად და მიიწინეს წინაშე ხვარსა მცხეთისასა,აღიპყრნა ხელნი წმინდა მან ევსტათი და თქვა:

 

-უფალო ღმერთო იესუ ქრისტე! უკეთუ ღირს მყო მე სიკვდილსა სახელისა შენისათვის ქრისტეანებით,ხორცთა ჩემთა ნუ ჯერ გიჩნს განგდებაი გარე და შეჭმაი ძაღლთაი და მფრინველთა ცისათაი,არამედ ხორცთა ჩემთაი ბრძანე აქავე მოქცევაი და მართვაი მცხეთას,სადაცა ნათელ მიღებიეს.

 

ვითარცა ესე სიტყვაი თქვა ნეტარმან ევსტათი,ჯვარსა თაყვანის სცა და იჯმნა კრებულისა მისგა.და წარემართეს ტფილის.

 

და ვითარცა მივიდეს მხედარნი იგი,წარუდგინეს ევსტათი და სტეფანე წინაშე ვეჟან ბუზნი მარზაპნისა და თქვეს:

 

 

-ესე არიან ახალ ქრისტეანელი იგი მცხეთელნი.ხოლო ვეჟან ბუზნი ჰრქვა ევსტათის და სტეფანეს:

 

-ვინანი ხართ,ანე რომელი რჩული გიპყრიეს?

 

და აღდეს ასურნი მთავარნი კაცნი სტეფანებსთვის და ჰრქვეს:

 

- ესე კაცი ჩვენ ვიცით, ჩვენი მდაბური არს, მამაბ და დედაბ და ძმანი და დანი მაგისნი ქრისტეანე არიან და ეგეცა ქრისტეანე არს.

 

ხოლო სტეფანე მათითა მით სიტყვითას განუტევეს, ხოლო წმინდასა ევსტათის ჰრქვა:

 

- შენ ვინაბ ხარ, ანუ რომლითა რჩულითა სცხოვნდები?

 

წმინდამან ევსტათი თქვა:

 

- უკეთუ მკითხავ, ისმინე გულსმოდგინედ და გითხრა შენ ყოველი.

 

მე ვიყავ ქვეყანისა სპარსეთისაბ, ხევისა არშაკეთისა, ქალაქის განძაკისაბ. და მამაბ ჩემი მოგვი იყო და ძმანი ჩემნი მოგვნი იყვნეს და მეცა მამაბ მოგვებასა მასწავებდა. ხოლო მე მამული რჩული არა მიყვარდა და ვთქვი გონებასა: ესე რჩული არა მიყვარს. აწ ჰურიათაბცა ვისმინო და ქრისტეანეთაბცა, და რომელი უკეთებს იყოს, იგი რჩული შევიყვარო. და დღისი მამაბ ჩემი მოგვებასა მასწავებნ და ღამეღა ქრისტეანეთა დაჰრეკიან, ეკლესიად მივიდი და ვისმენდი ჟამობასა მას მათსა და ვხედევდი მსახურებასა მას ქრისტეანეთასა, რომელსა ჰყოფდეს ღმრთისათვის. და ჰურიათა თანაცა ბაგინად შევიდი და მათსაცა მას მსახურებას ვჰხედევდი. ხოლო ქრისტეანეთა ლოცვასა ხმაბ მათი ვითარცა ხმაბ ანგელოზისაბ მესმინ. და ფრიად სურნელ არს და ჰამო ჟამობაბ მათი. ხოლო ბაგინად ღამე შევიდი ჰურიათასა, ვერა ვცნი, რასა იტყვიედ.

 

და მერმე კვალად შევედ და მომეახლა მე სამოელ არქედიაკონი და რჩულის მეცნიერი და მრქვა მე:

 

- რაბსა შემოხვედი შენ ეკლესიად ესრე გულსმოდგინედ?

 

ხოლო მე ვარქვ მას:

 

- უფალო, შენცა მიცი, ვინ ვარ მე. არამედ არა მიყვარს მე რჩული ესე მამული ჩემი და მინებს ვინმცა მაცნო რჩული ჰურიათაბცა და ქრისტეანეთაბცა. და რომელიმცა რჩული უწმინდე იყო, იგიმცა შევიყვარე.

 

მაშინ სამოელ არქედიაკონმან მრქვა მე:

 

- უკეთუ გინებს ჭეშმარიტად ცნობაბ, ორივე რჩული მე გითხრა შენ კეთილად. ხოლო გამორჩევაბ არა შენი არს, არამედ ვითარცა უფალმან გიბრძანოს.

 

ხოლო მე ფრიად ვევედრე და ვარქვ მას:

 

- რომლითა ღმრთისა სათნო ვიყო, იგი მინებს რჩული პყრობად და იგიცა მიბრძანე.

 

 

ხოლო სამოელ არქედიაკონმან იწყო თხრობად და მრქვა მე:

 

- გულსმოდგინედ ისმინე, ძმაო! წინაბთ სპარსთა რჩული იგი სპარსთაბ და არა სთნდა. და მერმე ჰურიანი გამოირჩინა ღმერთმან და სათნო იყვნა და მისცა მათ რჩული და მცნება დამარხვადი. მაშინღა ქრისტიანელი სათნო იყვნა ღმერთმნ უფროს პურიათასა.

 

- და მერმე ვევედრე არქედიაკოსა და ვარქვთ:

 

- უფალო, ნუ გეწყინებიან და კეთილად მაცნობე. და მერმე ვჰკითხე: უფალო, პურიანი ვიეთნი იყვნეს, ვინა მოვიდეს და შეიყვანა იგინი ღმერთმან?

 

- მაშინ მრქვა მე სამოელ არქედიაკონმან:

 

- თხრობაი ეგე ჰურიათაბ დიდ არს, ძმაო, ხოლო თუ განჰმარტნე სასმენელნი შენნი და გულსმოდგინედ ისმენდე, მეცა უწყინოდ ყოველი გითხრა და გაცნობო შენ.

 

 

კაცი ერთი იყო უბიწო ღრმთისმოყვარე სოფელსა სპარსთასა და ქალაქსა ბაბილონეთასა, და სახელი ერქვა მას აბრაჰამ და ეჩვენე მას ღმერთი ჩვენებასა ღამისასა და ჰრქვა აბრაჰამს :

 

- გამოვედ შენ მაგიერ ქვეყანით და წაგიყვანო სხვად ქვეყანად და განგამრავლო შენ და აღგაორძინო შენ დიდად ფრიად და გყო შენ მამად ნათესავთა მრავალთა და ერთა ურიცხვათა.

 

ხოლო აბრაჰამს ჰრწმენა სიტყვგა იგი ღმერთისა და თქვა აბრაჰამ :

 

- იყავნ უფალო ჩემ ზედა სიტყვაი ეგე შენი.

 

და გამოვიდა აბრაჰამ ქვეყანისა მისგან ქალდევეთასა და მოვიდა ქვეყანად შუამდინარედ ქალაქად ქანანდ, მახლობელად ევფრატსა. მოვიდა იგი წინამძღვრებითა ანგელოზისათა და დაეშენა იგი ქანან შინა. და მერმე ცვალა იგი მუნით და მოიყვანა იგი ყვეყანად ქანანისად და დაეშენა იგი ქებრონს შინა.

 

და ესვა აბრაჰამს ისაკისა და ისაკს - იაკობი. და იაკობს ესხმეს ათორმეტნი ძენი უბრძანა ღმერთმნა აბრაჰამს და ჰრქვა : წინადასცვითე ისაკს და იაკობს და ყოველთა ძეთა იაკობისთა. და იყავნ იგი თქვენდა რჩეულად საუკუნოდ და აბრაჰამ ჰო ეგრეც ვითარცა უბრძანა მას ღმერთმან და აღორძინდეს და განმრავლდეს ნათესავნი აბრაჰამისნი დიდად ფრიად. ესე არიან ჰურიანი და უყვარდეს ღმერთსა ჰურიანი დიდად ფრიად. ვითარცა უყვარნ მამასა საყვარელი შვილი. და უწოდა ჰურიათა სახელი ისრაელ, ხოლო ისრაელი გამოითარგმანების: ერი ღმერთისა განდიდნა განვრცნა ერი იგი ღრმთისა ისრაელ.

 

 

და გარდამოხდა ღმერთი ზეცით ქვეყანად და მოვიდა თხემსა ზედა მთისა სინასასა და დაეწერნა ღმერთმან ხელითა თვისითა ფიცართა რჩეული და მცნებაი ესრეთ:

 

პირველი მცნება ესრეთ: შეიყვაროთ უფალი ღმერთი თქვენი ყოვლითა გულითა თქვენითა და ყოვლითა სულითა თქვენითა და ყოვლითა გონებითა თქვენითა.

 

და მერმე ესე: ნუ კაც ჰკლავ, ნუ იპარავ, ნუ ცილსა ჰფუცაამოხდა ღმერთი ზეცით ქვეყანად და მოვიდა თხემსა ზედა მთისა სინასასა და დაეწერნა ღმერთმან ხელითა თვისითა ფიცართა რჩეული და მცნებაი ესრეთ ? ნუ ცილსა სწამებ, ნუ ორსა სიტყვასა იტყვი, თავ უყავ მამასა შენსა დედასა შენსა. შეიყვარე მოყვასი შენი ვითარცა თავი თვისი. შაბათნი ჩემნი დაიმარხეთ, დღესასწაული და შესაწირავნი და უქმელებანი აღასრულნეთ. ესე რჩეული დამცნება დაწერა ღმერთმან და მოსცა მოსეს მონასა თვისისა და მოსემ მოიხვნა ფიცარნი იგი და აღმოუკითხნა ყოველსა ისრაელისა და განიხარა ყოველმან ისრაელმან და თქვა :

 

- ყოველი, რაიცა გვიბრძანა უფალმან, ვყოთ და აღვასრულოთ, გარნა უფალი იყავნ ჩვენ თანა.

 

და ამაღლდა უფალი ზეცად. და ვითარცა ესე რჩული ისმინეს ჰურიათა, შესწირვიდეს შესაწირავთა საკმეველსა და მსხვერპლსა და შაბათთა იმარხვიდეს და ღმერთი იყო მათ თანა.

 

და მას ჟამსა უცხოთესლნი შეკრბეს და ზედა მოუხდეს ისრაებლსაძ ხოლო ღმერთმან ხელითა ერთისა კაცისაბთა წარდევნნა იგინი, რომელიმე მოკლეს და რომელიმე ტყვედ უკმოიყვანეს და რომელიმე მეოტად წარიქციეს. და ესრეთ მტერთაგან უშიშ იქმნნეს, რამეთუ ღმერთი იყო მათთანა.

 

და მერმე რავდენთამე ჟამთა მეფებ ითხოვეს ყოველმან ისრაებლმან ღმრთისაგან, რაბთა ჰბრძოდის იგი მტერთა მათთა. და უბრძანა მათ ღმერთმან მეფებ და განაგო ღმერთმან წესი შარავანდედობისაბ. და შემდგომად რავდენთამე დღეთა მოიკლა მეფებ იგი ღვაწლსა შინა, რამეთუ აღეღო თავი თვისი და ესვიდა იგი ძალსა თვისსა და არა ღმერთსა ,ისსა.

 

შემდგომად დავით მეფობდა. ხოლო დავით იყოვე საყვარელი ღმრთისაბ და ღმერთი დავითს უყვარდა. და დავით აღასრულნა საკვერთხნი და შესაწირავნი და მსხვერპლნი და დღესასწაულნი და შაბათნი კეთილად აღასრულნა. შემდგომად მისა ძებ მისი სოლომონ მეფობდა და განდრკნა იგი ღმრთისაგან. და განდგა ერი იგი და განტდკა ღმრთისაგან და ჰმსახურებდეს კერპთა ყრუთა, ხელით ქმნულთა, და ქვათა უსულოთა, ხეთა.

 

შემდგომად დავით მეფობდა. ხოლო დავით იყოვე საყვარელი ღმრთისაბ და ღმერთი დავითს უყვარდა. და დავით აღასრულნა საკვერთხნი და შესაწირავნი და მსხვერპლნი და დღესასწაულნი და შაბათნი კეთილად აღასრულნა. შემდგომად მისა ძებ მისი სოლომონ მეფობდა და განდრკნა იგი ღმრთისაგან. და განდგა ერი იგი და განტდკა ღმრთისაგან და ჰმსახურებდეს კერპთა ყრუთა, ხელით ქმნულთა, და ქვათა უსულოთა, ხეთა და მაღალთა სერტყთა და მწვერვალთა ხეთასა, და ღმერთი უვარყვეს და წინაბსწარმეტყველენი ღაღადებდეს და ეტბყოდეს:

 

- არა ჯერ არს ღმრთისა ცხოველისა დატევებაბ და ქვათა, გინა სხვათა რათმე მსახურებაბ. აწ, ესერა, მოავლინოს ღმერთმან თქვენ ზედა სიკვდილი და სიყმილი და მახვილი და ტყვეობაბ და ეგრეთ აღგხოცნეს თქვენ.

 

და მათ არა უნდა სმენად ხმაბ იგი წინასწარმეტყველთაბ მათ, რამეთუ განბორგებულ იყო ერი იგი ისრაელისაბ. და ბრძანეს მოწყვეტაბ მათ წინაბსწარმეტყველთაბ, რომელნიმე მახვილითა, რომელნიმე ცეცხლითა, რომელნიმე ხერხითა განხერხნეს, რომელნიმე მხეცთა მისცნეს და რომელნიმე მღვიმესა შთააგდეს, რომელნიმე ქვითა განტვინნეს.

 

ხოლო ღმერთი ტკბილ არს და კაცთმოყვარე, არა უნდა წარწყმედაბ ისრაელისაბ და უნდა მოქცევაბ მათი. მოავლინა ღმერთმან ძებ თვისი ქრისტე სოფლად და შევიდა მუცელსა წმინდისა ქალწულისასა და ხორცნი შეისხნა და განკაცნა წმინდისა მარიამისაგან, და საშობსაგან წმინდისა გამოვიდა და ღმრთეებაბ ხორცითა დაიფარა. უკეთუმცა ღმრთეებაბ ხორცითა არა დაეფარა, კაციმცა ვერ მიეახლა. ამისთვის ხორცნი შეისხნა, რაბთამცა ისრაელი მოვითარ-აქცია ღმრთისა ცხოველისა.

 

და განკაცებასა მისსა ნათელიღო იორდანესა მდინარესა ხელითა იოვანებსითა და ვითარ აღმოვიდოდა მიერ წყლით, აჰა, ცანი განეხვნეს და სული წმინდაბ, ვითარცა ტრედი, გარდამოხდა სპეტაკი და დაადგრა მას ზედა და ხმაბ იყო ზეცით გარდამო და თქვა:

 

- ესე არს ძებ ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ და სცხოვნდეთ.

 

- და ვითარ შევიდა იერუსალებმდ, იწყო სასწაულთა საქმედ და ნიშები და კურნებანი. ოცდაათვრამეტისა წლისა სნეული იდვა ცხედარსა ზედა, იხილა და სიტყვით უბრძანა:

 

- აღდეგ და აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე! - და მუნთქვესვე აღდგა და ვიდოდა ცოცხალი და ადიდებდა ღმერთსა.

 

 

მერმე შობითგანი ბრმაბ პოვა და თიხაბ შექმნა ნერწყვითა და თვალთა მისთა დაჰგოზა და უბრძანა მას მობანაბ წყლითა. და აღეხვნეს თვალნი ბრმასა მას.

 

და მკვდარნი აღადგინნა და მკელობელნი ავლინნა და კეთროანნი განწმიდნა და მრავალნი კურნებანიყვნა ქრისტემან მათ შორის, რაბთამცა ჰრწმენა ჰურიათა და მოიქცეს ღმრთისა ცხოვლისა. და უნდა, რაბთამცა არა განითხინეს ღმრთისაგან.

 

ხოლო ჰურიანი იგი უფრობს ხოლო აღბორგდეს და შური დიდი აღიღეს ქრისტებსთვის და უნდა მოკლვაბ მისი. ხოლო ქრისტემან მიჰრიდა მათ გარე სოფლებსა და დაბნებსა, იქცეოდა მუნ. და რომელთა ჰრწმენა ქრისტებსი, უკანა შეუდგეს მას. და განვიდოდა დაბასა ერთსა. და გამოაქვნდა მკვდარი იამავრი, ძებ ქვრივისაბ, და ვითარცა იხილა იგი, უბრძანა და დადგეს ცხედარი იგი. და უპყრა ხელი ყრმასა მას და მისცა დედასა თვისსა ცოცხალი.

 

მერმე განვიდოდა დაბასა ერთსა .შეუდგა მას ერი მრაავალი და სიმრავლითა მით ერისაბთა წინა-უკუნ ვერ შეუძლეს მიღებად განრღვეულისა, და სართული სახლისაბ აღსძარცვეს და მიერ ცხედრითა შთაუტევეს. და აღადგინა იგი და თვისითა ფერხითა წარვიდა სახიდ თვისა.

 

და ერი შეუდგა მას და ადიდებდეს ღმერთსა. ხოლო ერისა მისგანნი ათორმეტნი გამოირჩინა კაცნი და უწოდა მათ მოწაფე, და რასაცა უბრძანებდა მათ, მასცა იქმოდეს.

 

და შევიდა დაბასა ერთსა. იყო მუნ ქორწილი. და შევიდა იესუ საქორწინესა მას, და ღვინობ არა იყო მუნ, რამეთუ მოლეულ იყო, და ტაკუკნი ცალიერნი დგეს მუნ. მაშინ უბრძანა იესუ მოწაფეთა მათ წყალი მოღებად და ტაკუკნი აღავსნეს წყლითა. და აკურთხა წყალი იგი ქრისტემან და იქმნა ღვინო უჰამოვნეს პირველისა მის ღვინისა. და მრავალთა უკვირდა, ჰრწმენა მისი და შეუდგეს მას.

 

და მერმე დედაკაცი ათორმეტ წელ წიდოვნებასა შინა იყო და მოვიდა იდუმალ ზურგით კერძო იესუბსა და უპყრა ფესვსა სამოსლისა მისისასა და განწმინდა იგი.

 

და მერმე მოვიდოდა ქრისტებ ადგილსა ერთსა და იყო მუნ ველი შვენიერი. და მოხედა ერსა მას, რომელი-იგი შეუდგა მას, და ჰრქვა მოწაფეთა მათ:

 

- ერი ესე ესოდენი დღებ არს, ვინაბთგან უზმა არიან და მეწყალის. წარვედით ქალაქად და იყიდეთ პური და ეცით ერსა მას.. - ხოლო ქრისტემან ჰრქვა მოწაფეთა: - თქვენგანსა არავის გაქვს პური აქა?

 

 

და ჰრქვა ერთმან მოწაფეთაგანმან:

 

- მე მაქვს ხუთი პური და ორი თევზი.

 

ჰრქვა ქრისტემან:

 

- მომართვით იგი აქა!

 

და ვითარცა მოართვნეს ხუთნი იგი პურნი და ორნი თევზნი, უბრძანა ქრისტემან ერისა მის დასხმაბ ქვეყანასა ზედა. და აღიპყრნა ზეცად ხუთნი იგი პურნი და ორნი თევზნი, აკურთხნა და განტეხნა და მისცემდა მოწაფეთა თვისთა და მოწამენი იგი მისცემდეს ერსა მას. და ერმან მან ჭამა და განძღა იგი, რავდენთა ჭამეს, იყვნეს ვითარ ხულ ათას, გარნა ყრმებისა და დედებისა.

 

მაშინ უბრძანა ქრისტემან ერსა მას ხმლით ქვეყანით მოსვლვაბ, ხოლო ქრისტებ და მოწაფენი მისნი განვიდოდეს ზღვასა მას, ვითარცა განხდეს ხმელად, მოემთხვია კაცი ერთი, რომლისა თანა იყო ლეგეონი ეშმაკი, ღაღადყო და თქვა:

 

- ქრისტე, შემეწიე მე, რამეთუ ბოროტად ვიგვემები!

 

ხოლო ქრისტემან შენჰრისხნა ლეგეონსა მას ეშმაკსა და განვიდა მისგან, და ადიდებდა ღმერთსა. ხოლო ეშმაკი იგი ღაღადებდა და თქვა:

 

- ქრისტე, გიცი შენ ვინა ხარ, წმინდაბ ეგე ღმრთისაბ, ჩემდა ხოლო მოხვედ წარწყმედად.

 

ხოლო ქრისტემ უბრძანა ქვეყანასა და განეღო და დანთქა ეშმაკი იგი და შთახდა ჯოჯოხეთად ქვესკნელად.

 

და მერმე მოვიდა დაბასა მას, რომელსა სახელი ერქვა ბეთანია, სადა ლაზარე მომკვდარ იყო ოთხით დღით წინა მისა და იდვა იგი სამარესა შინა. და მივიდა ქრისტებ კარსა მის სამარისასა, ხმა ყო და თქვა:

 

- ლაზარე, გამოგვალე!

 

და ერთითა მით ხმითა ქრისტებსითა იგი სამარისაგან გამოვიდა მხიარული და უკვირდა ერსა მას და უფრობს განმრავლდა ერი იგი სარწმუნოებითა დიდითა.

 

ამისა შემდგომად აღვიდა ქრისტებ იერუსალებმდ და შევიდა ტაძარსა ღმრთისასა და იხილა მუნ შინა სავაჭრობ დაგებული და ჰყოდდეს. და აღიღო ქრისტემან შოლტი და გამოასხა კაცები იგი და გამოუბნია სავაჭრობ იგი და დაამხვა ტაბლები იგი და თქვა:

 

- ესრე წერილ არს, სახლსა მამისა ჩემისასა სახლ სალოცაველ ეწოდოს, ხოლო თქვენ ვითარცა ქვაბი ავაზაკთაბ გიყოფიეს.

 

და მერმე თქვა:

 

- დავარღვიო ტაძარი ესე და მესამესა დღესა აღვაშებნო ეგე.

 

და ვითარცა ესმა ესე ჰურიათა მათ, განრისხნეს ფრიად და თქვეს:

 

- ჩვენ ვიცით მამაბ მისის იოსები და დედაბ მისი მარიამ, და ძმანიცა უსხენ. ხოლო თავსა თვისსა ძედღმრთისად გამოაჩინებს და ტაძარსა ღმრთისასა მამულად იჩემებს. - და მერმე თქვეს: - სოლომონ ორმეოცსა წელსა აღაშებნა და იგი იტყვის დარღვევად და მესამესა დღესა აღშებნებად!

 

ამის სიტყვისათვის გული განიწყეს ჰურიათა მათ, შური გულსა დაიდვეს და იზრახეს შეპყრობაბ მისი და მოკლვაბ.

 

და შეიპყრეს ქრისტე და მოიყვანეს წინაშე მღვდელმოძღვართა მათ და მოხუცებულთა. და ქრისტეს ჰრქვეს მღვდელთმოძღვართა მათ და მოხუცებულთა. და ქრისტეს ჰრქვეს მღვდელთმოძღვართა მათ და მოხუცებულთა:

 

- შენ ვითარ თავსა შენსა ძედ ღმრთისად გამოაჩინებ, ძებ ღმრთისაბ ხარა შენ?

 

ხოლო ქრისტემან ჰრქვა მათ:

 

- ეგე თქვენ სთქვით.

 

და მერმე ჰრქვეს ქრისტესა:

 

სოლომონმან ორმეოცსა წელსა აღაშენა ტაძარი ესე და შენ სთქვი - დავარღვიო და სამსა დლესა აღვაშენო ეგეო!

 

მაშინ ქრისტემან ჰრქვა:

 

მე ხელმეწიფების დარღვევად და მესამესა დღესა აღშებნებად.

 

 

მაშინღა განრისხნეს ჰურიანი იგი და აღტეხეს და აღაშფოთეს ერი იგი ჰურიათაბ და თქვეს:

 

- მოსაკვლავად შეჰგავს კაცი ესე!

 

- და.

 

და მოუხდეს ქრისტესა ზედა და იწყეს ცემად და კიცხვად მოსა. და რომელინე სცემდა ხვირთითა თავსა მისსა სდა რომელიმე ლერწმითა სცემდა ტავს მისსა წმინდასა და რომელიმე სცემდა ყვრიმალსა და რომელნიმე ჰნერწყვიდეს პირსა მისსსა ნათელსა. და აღჰღმართეს ძელი და ჟვარს აცვეს ქრისტებ და ძმარი და ნაღველი შეზავებული ასვეს ჯვარსა ზედა.

 

მაშინ თვალნი აღიხილნა ზეცად მამისა მიმართ და თქვა:

 

-მამაო ჩემო, ყოველივე აღვასრულე და ისრაელმან არა ისმინა ჩემი და ესევითარი ტანჯვაბ მოაწიეს ჩემ ზედა.

 

და მიიდრიკა თავი და აღმოუტევა სული. და მსწრაფლ გარდამოიღეს მიერ ჯვარით.

 

ხოლო კაცი ერთი იყო ხელმწიფე და მოწაფე ყოფილ იყო ქრისტებსა. მან აღიღო გვამი ქრისტებსი და დადგა ახალსა სამარესა და ლოდი დიდი მიაგორვა კარსა ზედა სამარისასა და მესანმესა დღესა მსთვად ცისკარსა ოდენ ანგელოზი გარდამოხდა ზეცით და გადააგორვა ლოდი იგი მის საფლავისაგან. და ქრისტებ აღდგა და გამოვიდა მის სამარით და ეჩვენა ორთა მოწაფეთა და მარიამს მაგდანელსა და სხვათა დედათა და ჰრქვა მათ ქრისტემან:

 

- არქვით მოწაფეთა ჩემთა: წარვედით გალილეას თაბორდ და მუნ მიხილოთ მე.

 

და ათორმეტნი იგი მოწაფენი წარვიდეს სიხარულითა დიდითა მთასა თაბორსა და იხილეს ქრისტე და თაყვანის სცეს და ამბორს უყვეს ფერხთა მისთა წმინდათა. ხოლო ქრისტემან ჰრქვა მოწაფეთა თვისთა:

 

- აწ არღარა გერქვას თვენ მოწაფე, არამედ მოციქულ გერქვას თქვენ. ხოლო მე აწ აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქვენისა, ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქვენისა.

 

ხოლო მოციქულთა მათ შთაბერა სული ცხოველი და ჰრქვა მათ:

 

- მიიღეთ სული ცხოვრებისაბ და წარვედით თქვენ ქალაქებსა და სოფლებსა და დაბნებსა კიდითგან ვიდრე კიდემდე ქვეყანისა და ჰყოფდით ნიშნებსა და სასწაულებსა და კურნებასა და მოაქცევდით წარმართთა და ნათელ სცემდით სახელითა მამისაბთა და ძისაბთა და სულისა წმინდასაბთა და ასწავებდით მათ ყოვესავე, რავდენი გამცენ თქვენ. და მე, ესერა, თქვენ ვარ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა თქვენისათა და ვიდრე აღსასრულებამდე სოფლისა, უსასყიდლოდ მოგიღებიეს და უსასყიდლოდცა მისცემდით მათ.

 

და ქრისტებ ამაღლდა ზეცად ანგელოზთა თანა. ხოლო ათორმეტნი იგი მოციქულნიწარვიდეს და მიმოვლეს გარემო სოფლებსა და ქალაქებსა და დაბნებსა და ახარებდეს და ქადაგებდეს ქრისტესა, აღდგომილსა მკვდრედით და ჰყოფდეს ნიშნებსა და სასწაულებსა და კურნებათა და მოიქცეოდეს და ნათელს იღებდეს სახელით მამისაბთა და ძისაბთა და სულისა წმინდისაბთა.

 

და სერეთ განმრავლდა და განეფინა ქრისტიანობაბ და განვრცნა კიდით ქვეყნისაბთა ვიდრე კიდემდე ქვეყანისა, და ებისკოპოსნი და მღვდელნი განაჩინნეს და ეკლესიანი აღაშენნეს და მას შინა ჯვარი აღემართა. და ყოველსა სოფელსა ჰრწმენა ქრისტებ და აღივსო ყოველი სოფელი ქრისტეანობითა და ყოველსა ქვეყანასა იქადაგა ქრისტებ.

 

ხოლო აწ ქრისტიანეთა უწოდა ისრაელ, რამეთუ ისრაელი ითარგმნების: ერ ღმერთისა და მონა ქრისტებსა, რომელისაბ არს დიდებაბ უკუნითი უკუნისამდე ამინ.

 

მაშინ ვითარცა გულისხმა ვყავ და ვცან ყოველი სამოელ არქედიაკონისაგან, დასაბამითგან ყოველი ვიდრე აქამომდე, და მივაწიე ყოველსა ზედა რჩულსა ვიდრე აქამომდე, და მივიწიე ყოველსა ზედა რჩულსა ჰურიათასა და ქრისტეანეთასა, მრწმენა მე ღმერთი დაუსაბამობ და ძებ მისი იესუ ქრისტებ და სული წმინდაბ მისის. და ამით ნათელ მიღებიეს და ვერვინ განმაშოროს მე ქრისტებსგან ვიდრე სულისა ჩემისა აღმოსვლამდე. ხოლო მამულისა ჩემისა რჩულისათვის სიტყვადვე ზარ-მაც და ნრცხვენისცა. რამეთუ ღმერთმან, რომელმან ქმნა ცაბ და ქვეყანაბ და მთოვარებ და ვარსკვლავნი, ზღვაბ და ხმელეთი, მდინარენი და შესაკრებელნი წყალთანი, მთანი და ბორცვნი, ველნი და ტყენი, შეშათაბ და ცეცხლი, ორთხფეხნი პირუტყვნი და მხეცნი, ქვეწარმავალნი და ფრინველნი ცისანი, და მერმე კაცნი შექმნნა ღმერთმან და მას ყოველსა ზედა უფალ ყო იგი, ყოველი ესე დაამორჩი;ა კაცსა მას, და ჩვენ ამის ყოვლისა შემოქმედი ღმერთი დაუტეოთ და ამას ღმრთისა დაბადებულსა ღმრთად ვხადოდითა? ნუ იყოფინ ესე! მზებ და მთოვარებ და ვარსკვლავნი არა ღმერთი არიან, არამედ ღმერთმან მზესა განათლებაბ ღამისაბ უბრძანა, ხოლო ღმერთ არა არიან. ღმერთმანრა ღრუბელსა უბრძანის და მოეფინის , ბრწყინვალებაბ მზისაბ და მთოვარისაბ დააბნელის. მზებ და მთოვარებ ამისთვის არა ღმერთ არიან. მერმე კვალად ცეცხლი არა ღმერთ არს. ამით, რამეთუ ცეცხლი კაცმანაღაგზნის და კაცმანვე დაშრიტის, რამეთუ კაცი უფაკლ არს ცეცხლისა. ამისთვის არა ღმერთ არს ცეცხლი. თუ ვისმე განერის და წარვიდის, რასაცა მიჰმართის, განა ტყესა, გინა ველსა, გინა სახლსა, თუ კაცი დახვდის, და ვეწვის. ხოლო ცეცხლსაღა წყალი მიეახლოის, ეგოდენი იგი ძალი ცეცხლისაბ დაშრიტის და უჩინო იქმნის ცეცხლი იგი. ამით არა ღმერთ არს, ხოლო ჩვენ ღმრთად გვრწამს.

 

ხოლო ჩვენ ღმერთმან ცეცხლი სამსახურებლად მოგვცა, ყინულსა განსატრფობელად და ყოვლისა სანოაგისა საქმარად და ოდეს გვინებნ, აღვაგზნით და ოდეს გვინებნ, დავშრიტით. ესრებთ არა ღმერთ არს ცეცხლი იგი.

 

მერმე - ღმრთისა შექმნულნი კაცნი საცხოვართა პირუტყვათა მსგავს ვიყვენით. და ესრესახედ, ვითარცა პირუტყვთა მამლობასა და დედლობასა არა იციან მშობელი, არცა შობილი მათგანი, და ეგრეთ ადრეულად გარდაიხადიან მამალობაბ და დედლობაბ მათი. და ეგრეცა ჩვენ, კაცნი პირმეტყველნი, მათ პირუტყვთა მსგავს ვიყვენით, რომელთა არა ვიცოდეთ მშობელი თვისის, გინა შობილი, და ადრეულად გარდავიხადით ბუნებაბ იგი ჩვენი. ხოლო აწ მადლითა ღმრთისაბთა, ვინაბთგან იქმნა ნათლისღებაბ და რჩული ქრისტეანობაბ იციედ კაცთა, მიერითგან დაიხსნა და განქარდა უწესობ იგი საქმებ...

 

ხოლო ამას გევედრები, უფალო ჩვენო, იესუ ქრისტე, რაიბთა გვამი ჩემი დაემარხოს მცხეთას, სადაცა-იგი ნათელი მოვიღე სამოელ კათალიკოზისა ხელითა და ღირს ვიქმენ რჩულსა შენსა და სარწმუნოებასა და სურვილსა, ვითარცა წერილ არს: არცა ტანჯვითა, არცა გვემათა, არცა სიყმილმან საპყრობილესა შინა, არცა მახვილმან, არცა სიკვდილმან ამათ ხორცთა ჩემთამან შემიძლოს მე განყენებად შენდა, უფალო იესუ ქრისტე .

 

მაშინ ჰრქვა მას ბუზმირ მარზაპანმან:

 

- შვილო ჩემო ევსტათი, ისმინე ჩემი და ნუ დაიმცირებ დღეთა ცხოვრებისა შენისათა ქრისტიანებისათვის და ნუ ქვრივ-სვამ ცოლსა შენსა და ობოლ-შვილთა შენთა და ნუ მოსწყდები მოყვასტა შენთა ამას ცხორებასა.

 

ჰრქვა მას წმინდამან ევსტათი.

 

უწინარებს შნსა სხვათა ხელმწიფეთა მტანჯეს მე ფრიად და მგვემეს და არა დავემორჩილე მათ. აწ შენი ვირწმუნო? ნუ იყოფინ ეგე ჩემდა!

 

მაშინ, ვითარცა ცნა ბუზმირ მარზაპანმან დამტკიცებული და შეუძვრველი გული და გოანებბ ნეტარისა ევსტათისის და ვერ შინებითა და ტანჯვითა და ვერცა კეთილისა ქადებითა არწმუნა მამული რჩული პყრობად, უბრძანა მსახურთა:

 

წარიყვანეთ ეგე საპყრობილედ და იდუმალ ღამით ტავი წარჰკვეთეთ, რაბთა არავინ ქრისტეანეთა ცნან და პატივ სცენ გვამსა მისსა. და წარიხვენით ხორცნი მისნი ქალაქსა გარე, განაბნიეთნით შესჭმწლად მხეცთა და მფრინველთა.

 

ხოლო მსახურთა მათ წარიყვანეს ნეტარი ევსტათი საპყრობილედ, რაიტამცა აღასრულეს ბრძანებული იგი მარზაპნისაბ მის.

 

ჰრქვა მათ წმინდამან ევსტათი&გტ.

 

მცირედ მგებდით მე, ძმანო ჩემნო, რამეთუ ხელტა შინა თქვენთა ვარ, რაბთა ვილოცო მე ღმრთისა ჩემისა მიმართ.

 

ხოლო მათ მცირედ დაითმინეს და აცალეს და ჰრქვეს:

 

ეგრე ვყოთ.

 

მაშინ მოიდრიკნა მუხლნი და აღიხილნა თვალნი თვისნი ზეცად და თქვა:

 

უფალო ღმერთო ყოვლისა მპყობელო, რომელსა ყოველთ კაცთაბ გნებავს ცხორებაბ, რომელნი ესვენ სარწმუნოებით სახელსა წმინდასა შენსა, რომელმან ისმინე ლოცვაბ პირველთა მათ მოწაფეთაბ, რომელნი პირითა მახვილისაბთა მოსწყდეს, რომელნიმე ტბასა შინა ყინულითა, რომელნიმე ზღვასა შინა შთაყრითა მოსწყდეს, რომელნიმე ცეცხლითა და რომელნიმე მხეცთა მიერ შეიჭამნეს სახელისა შენისათვის და მოიღეს შენმიერი იგი აღთქმული, რომელი თვალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუხდა. რომელი იგი განუმზადე წმინდათა მათ მოწამეთა შენთა, მეცა, უფალო, ღირს მყავ მონაწილე მათ თანა და სამკვიდრებელსა მათ თანა, სიხარულსა მათ თანა, უოხჭნოსა შვებას მათ თანა მიუკანაბსთა ჟამთა ნარცევი მოციქულთაბ. შენ იცი, უფალო ჩემო იესუ ქრისტე, რამეთუ არავინ ვირჩიე შენსა, არცა მამაბ, არცა დედაბ, არცა ძმანი, არცა ნათესავნი, გარნა შენ მხოლობ უფალი შეგიყვარე და სახელისა შენისათვის, ესერა, თვაი წარმეკევეთების დღეს. და ამას ვილოცავ და გევედრები და ვითხოვ შენ სახიერისაგან, რაიტა არა დაეტეოს გვამი ცემი აქა ტფილისს შინა, არამედ რაბთა დაემარხოს იგი მცხეთას წმინდასა, სადა-იგი შენ გამომიჩნდი. და რაბთა აქვნდეს მადლი და კურნებაბვალთა ჩემთა, ვითარცა-იგი პირველთა მათ.

 

და ესმა ხმაბ, რომელი ეტყოდა ევსტათის და ჰრქვა:

 

არა უნაკლულებს იყო შენ პირველტა მადლითა კურნებისბთა, რომელთა ვჰრწმენე მე. ხოლო გვამისა შენისათვის ნუ ჰზრუნავ, ეგრე იყოს, ვითარცა შენ სთქუ ყოფად.

 

და განმხიარულდა ნეტარი ევსტათი და ჰმადლობდა ღმერთსა. ხოლო წმინდასა ევსტათის პირველივე ემცნო ნეტარია სტეფანებსდა, რაბთა რაჟამს გეუწყოს სიკვდილი ჩემი, მსწრაფ წარიღეთ გვამი, ჩემი მცხეთას და მუნ დაჰმარხეთ, სადაცა ნატელ ვირე.

 

და ვითარცა დაასრულა ლოცვაბ და ვედრებაბ და თხოვაბ უფლისა მიმართ, ჰრქვა მსახურთა მათ მარზაპნისათა:

 

აწ არასრულეთ განჩინებული იგი ბრძანებაბ ჩემ ზედა.

 

ხოლო მათ არა უნდა მოკლვის. ხოლო ერთმან მათგანმან ჰრქვა:

 

ჩვენ მოვსწყდებით, უკეთუ ეგე ეგოს ცოცხალი.

 

მაშინ მიყვნეს ხელნი მათნი მის ზედა და სცეს მახვილიტა პატიოსანსა ქედსა მისსა და წარჰკვეთეს თავი მისი და შეჰვედრნა სულნი თვისნი ქრისტესა მეუფესა.

 

ხოლო გვამი მისი ღამე განირეს გარეშე და დააგდეს მუნ, ხოლო ცნეს ვიეთმე ქრისტიანეთა და წარირეს იგი მცხეთას, რამეთუ სტეფანეს ემცნო მუნ მყოფთა ქრისტიანეთადა. ვითარცა მიიწინეს მცხეთას, უთხრეს სტეფანეს და სტეფანე აუწყა სამოელს კათალიკოზსა. ხოლო მან ფრიად განიხარა და დაჰმარხა იგი დიდითა დიდებითა და პატივითა წმინდასა ეკლესიასა მცხეთისასა. და ვიდრე აქამომდის იქმენიან კურნებანი სნეულტანი მადლითა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტებსითა, რომლისაბ არს სუფევაბ და ძლიერებაბ, პატივი და სიმტკიცებ და დედებაბ მოუკლებელი სულით წმინდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!  

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / უავტორო / ევსტათი მცხეთელის მარტვილობა