ეფრემ მცირე 

 

 

ეფრემ მცირე არის შესანიშნავი მეცნიერი, ფილოლოგი, ფილოსოფოსი, ისტორიკოსი და ამავე დროს მთარგმნელი. მან ქართულ მწერლობაში შექმნა მთელი ეპოქა, რომელმაც დიდებულად დააგვირგვინა ექვთიმისა და გიორგი მთაწმინდელების სამწერლო ღვაწლი.

ლიტურგიკა. ავტორი თხზულებისა მცირე უწყება ქართველთა მწერალთათვს ეფრემის შესახებ, სხვათა შორის ამბობს:მან გარდამოიღო ეთიმონი, რომელ არს დიდმარხვის სამწუხრო მსახურება ეკლესიისა. მეთიმონი არის დიდი სერობის შედეგი, რომელიც მართლა დიდმარხვაში სრულდება. ეს სიტყვა ქართული მგამოთქმაა ბერძნული Med xmwn-ისა, რომლითაც იწყება დიდისერობის ჰიმნი: ჩვენთან არს ღმერთი. სცანთ წარმართთა და იძლიენით. შეიძლება ეფრემს ეკუთვნოდეს ახალი რედაქციაამ შედეგისა, თორემ თარგმნილი ის წინათ იქნებოდა უეჭველად. სინას მთის ხელნაწერებში არის ლოცვა  ლხინება მათ ზედა, რომელნი ზიარებისაგან განყენებულუ ანუ დაყენებულნი ახლად ეზიარებოდინ. მას აწერია: ეფრემი თარგმნილი . მასვე უთარგმნია ,უსაკუთრესითა სიტყვთა ამტინი ტბელის ბრძანებით აღდგომის კანონი - აღდგომისა დღე არს (ქუთაისი მუზეუმი, N79, ფ. 230-232).

 იამბიკონი.ეფრემისაგან იამბიკონიც დარჩენილა, ამათგან ზოგი ნათარგმნია, ზოგი ორიგინალური. მაგალითად, მას ცალკე წიგნად უთარგმნია გრიგოლ ღვთისმეტყველის 19 აპორიტა ან საიდუმლო ჰიმნები, რომელთაფან ხპირად გვხდება ხელნაწერებში მუხლები იანბიკო  სასაწავლო სა წილ წარმართთა სა, რომლისგან განაყყენის ქრისტიანენი ივლიანე განდგომილმან, ას სტროფად. აქ გაერთიანებულია ორი შრომა გრიგოლოსა:

I/:nwm l via Tetraxic z da vnwmica diatica  ოთხ და ორ ტაეპი ეფრემს გადმოუღია ხუთ ტაეპოვან იამბიკოდ. ოამბიკონი მოციქულთა საქმისა და მათთანა მათ კათოლიკეთა და პავლეს ეპისტოლეთანი ბერძნულნი. რომელიც იწყება: აღემართების წიგნი ესე რჩეული სუეტად უძრავად.

     მეორე ორიგინალური იამბიკო, რომელმაც თვთ ეფრემ მეტყუელებს. ასეთია:

    სახედ სიბრძნისა გიწესს, მოვედ და შეედ

    და განიცადე წიგნი სამოციქულო ,

    ვითარ მოქმედებს მას შინა იატაკად

    ლუკა საქმესა ქრისტეს მოციქულთასა,

    და იაკობ და პეტრე იოვანეთურთ

    შეუდგენ შვდთა სუეტთა იუდა ს თანა

 

                     ხოლო სართულსა მისსა პავლე შეამკობს

                     მენაკებითა ოქროცხებულებითა,

                     რათა შვდობა  კათოლიკეთა  დაჰრთოს

                     ეპისტოლეთა მიერ მრჩობლ შვდეულთა.

                     ამათი თვსად განმასაკუთრებელი,

                      უფალო, თვსად შენდა განისაკუთრე.

ორიგინალური, საკმაოდ ვრცელი იამბიკო უძღვნა ეფრემს აგრეთვე გრიგოლ ღვთისმეტყველისათვის მისი თხზულების ბოლოს. ეს იამბიკო აკროსტიქულია, პირველი და უკანასკნელი ასოები იძლევა შემდეგ წინადადებას:  ფრიადო, მოძღურებისა უფსკრულთაგან სრულითა მით საზომითა სრულქმნილითა შემწე ჩემთა იქმენ დღესა განშჯისასა, რომლისათვს გხადი უნდოდ მცირე ეფრემი.

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / უავტორო / ეფრემ მცირე