იოანე მტბევარი 

 

    იოანე მტბევარი ან ტბეთის ეპისკოპოსი მეათე საუკუნის ჰიმნოგრაფთა ჯგუფს ეკუთვნის. ტბეთის სავანე, მეათე საუკუნეზე გაცილებით ადრე დაარსებული, აშოტ კუხს (გარდაიცვ. 918 წ.)  საეპისკოპოსო კათედრად გაუხდია და პირველ ეპისკოპოსად აქ სტეფანე მტბევარი გაუმწესებია.  ჩანს, ლიტერატურული ტრადიციები   ტბეთში საკმაოდ ძლიერი ყოფილა, ვინაიდან ტბეთიდან გამოსულა არა ერთი და ორი ცნობილი საეკლესიო მწერალი, რომელთა  რიცხვს იოანეც ეკუთვნის.  იოანე მეათე  საუკ. გასულის მწერალია. ის ჯერ  ტბეთის ეპისკოპოსად ყოფილა  და მერე  მაწყვერლობა მიუღია. ამას  ჩვენ ვგებულობთ ტბეთის სახარების მინაწერიდან: ქრისტე , ადიდე იოვანე   მამამთავარი,  პირველ მტბევარი და აწ შენ  მიერ  მაწყვერელ ეპისკოპოსი. დაიწერა საყდარსა შინა  ტბეთისასა,  ქორონიკოსა სიე. აქედან ჩანს, რომ 995 წელს იოანე უკვე მაწყვერელი ყოფილა. სხვა  ბიოგრაფიული  ცნობა  მის  შესახებ  ჩვენ  არ  მოგვეპოვება.  ტბეთის  სახარების  ბოლოსიტყვაობიდან, რომელიც  პროფ.  აკ.  შანიძეს  გაურჩევია,  ვგებულობთ  მხოლოდ იმას,  რომ  მის მშობლებს  ეწოდებოდა  არსენი  და მარიამი.  ვიცით  ისიც,  რომ  1002 წელს,  როდესაც  დაუწერიათ შაორის  მონასტრის  წმინდათა  ცხოვრება,  იოანე   ცოცხალი  ყოფილა,  ვინაიდან  აქ  ვკითხულობთ: და  მეცა  ცოდვილი  იოვანე  მტბევარი,  ამის  წიგნისა  უცბად  მჩხრეკელი,  შემიწყალე.  შეიძლება  ითქვას,  რომ  ის  განათლებული  კაცი   ყოფილა.  თავისი  ღირსშესანიშნავი  ჰიმნები,  რომელნიც  მიქელ  მოდრეკილის  კრებულშია  მოთავსებული,  იოანეს  დაუწერია  მტბევრობისას.  ამას ამტკიცებს ის,  რომ  ეს  ჰიმნები  წარწერილია  იოანე  მტბევარის  სახელით  და  თან  მოქცეულია  978-988 წლის  ძეგლში.  ხოლო  მაწყვერელად  ის  გამხდარა 995 წლის  ახლო  ხანებში,  შეიძლება  მას  მაწყვერლობაშიაც  ეწეროს,  მიქელის  კრებულის  შედგენის  შემდეგ,  მაგრამ  ჯერ  იმის  მეტი,  რაც  ამ  კრებულშია,  ჩვენ  არა  ვიცით  რა.  მიქელის  კრებულში  შენახულია  15  ჯგუფი  საგალობელ-დასდებელთა   (პ.  ინგოროყვა,  ძველი  ქართული  სასულიერო  პოეზია,  გვ. მვ-რნა).  ამათგან  მხოლოდ  ერთია  12-მარცვლიან  იამბიკოდ  დაწერილი:  23 დეკემბერს  წინადღესასწაული  შობისა  და  ხსენება  იოსებ  მართლისა  (გვ.  ნე-Oზ). ერთ  საგალობელს   აკროსტიქი  აქვს:ქრისტეს შობას  შევამკობდეთ  ერნო (გვ. ო-ჟ).  ამ  15 ჯგუფთაგან  ერთი  არის  აღდგომისა (გვ.რმგ-რნ), რომელშიაც  შემკულია  ქრისტეს  აღდგომა,  ის  წარმოადგენს  ოქტოიხოსის  მეორე  ხმის საგალობელს,  14 ჯგუფი  ჰიმნებისა  შეამკობს  სხვადასხვა დღესასწაულს  21  დეკემბრიდან მოყოლებული 28  იანვრამდე.  ჩანს,  იოანე  მტბევარსაც  ძველებური  ტიპის  სტიქირარის  დაწერა  განუზრახავს.  ესენია: 1) დეკემბრის  21-კრებაO  სამწყსოსი,  წინამოსწავება  შობისა,  წინადღესასწაულობა და  სახელით  ხსენება  ძველისა  სჯულის  მამამთავართა (გვ.მვ-ნე);  2) დეკემბრის  23 - წინადღესასწაულობა  შობისა და  ხსენება  იოსებ  მართლისა (გვ.ნე-Oზ);  3- 4)  დეკემბრის  24- ქრისტეს შობის  წინადღე  (გვ.Oზ-Oთ, Oთ-ოვ); 5) დეკემბრის-კრება  ბეთლემს,  შობა  უფლისა  (გვ.  ოვ-ჟ);  6-7)  იანვრის 1-ბასილი ნეოკესარიელისა  (გვ.  ჟ-ჟQ, ჟQ,-რბ); 8)  იანვრის  3-კრება  იორდანეს  ენკენიასა  იოანე ნათლისმცემლისასა,  ნათლისღება  უფლისა  (გვ.  რბ-რი) ;  9)  იანვრის  23-წმ.  ევთიმესნი (გვ.  რე-რკ), რომელიც  შეამკო  იოანე   მინჩხმაც;  10) იანვრის  23-წმ.  კლიმისა  (გვ.  რკ-რკQ) ; 11)  იანვრის  25-გრიგოლ   ღვთისმეტყველისა  (გვ.  რკQ-რლდ);  12)  იანვრის   28 - ყოველთა  მამათა  მეუდაბნოეთა  (გვ. რლე-რმბ, რმბ-რმბ).

 ღრმა  ღვთისმეტყველება,  ფილოსოფიურ-თეოლოგიური  სპეკულაცია. პოეტური აღმაფრენა  და ლამაზი  სტილი,  დასრულებულ-ჩამოყალიბებული  ენა,-აი,  დამახასიათებელი  თვისება  იოანე  მტბევარის   ჰიმნებისა,  აგრეთვე  ტბეთის  სახარების   იმ ბოლოსიტყვაობისაც,  რომელიც  ზემოთ  მოვიხსენიეთ.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / უავტორო / იოანე მტბევარი