მოწყალების გაღება დიდი მადლია

 

 

ერთ ქალაქში ცხოვრობდა მდიდარი კაცი, რომელსაც ცილი დასწამეს მეფის წინაშე და ამიტომაც მძიმე სასჯელი ელოდა. ამ კაცის მეუღლემ სთხოვა ერთ ბერს, ელოცა მისი ოჯახის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის. მოძღვარმა უპასუხა, რომ მართალია, ის ილოცებს, მაგრამ აუცილებელია, მეფესთან დაახლოებული პირების შუამდგომლობაც და ამ მიზნით მოიხოვა გარკვეული თანხა მათთვის დასარიგებლად.

 

საღამოს კი დიდებულის სახლში დაბრუნებულმა განაცხადა: მეფესთან დაახლოებულმა პირებმა დახმარება აღგვითქვეს, დამშვიდდით და ელოდეთ სასიხარულო ამბებსო. იმ დღესვე სამეფო კანცელარიიდან მოვიდა შეტყობინება, რომ საქმე გაიხსნა და ცილისწამება არ დადასტურდა. ოჯახმა გაიხარა და ჰმადლობდა ბერს. მან კი უთხრა, რომ იგი მთელი დღე დადიოდა ქალაქში და წაღებულ ფულს ღარიბ-ღატაკებს ურიგებდა, თან სთხოვდა, ელოცათ ცილისწამებისაგან დიდებულის გასათავისუფლებლად. ასე რომ, სამადლობელი მათაც ეკუთვნით, ისინი არიან ღმერთთან და მეფესთან ახლოს მდგომნი, რომლებზეც გელაპარაკებოდითო.

 

     მოწყალების გაღება დიდი მადლია, ცოდვათა მისატევებელია და ფრიად შეეწევა მათ, ვინც გულით გასცემს შესაწირს.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / უავტორო / მოწყალების გაღება დიდი მადლია