რატომ უნდა ვიზრუნოთ ბავშვთა აღზრდაზე

 

 ადამიანის ცხოვრება: მისი ხასიათი, პასუხისმგებლობის გრძნობა, კეთილი ან ცუდი თვისებები, სიძნელეებთან გამკლავების უნარი იმით, თუ როგორი აღზრდა მიიღო მან ბავშვობაში. ბავშვობის დღეების ნათელი მოგონებები ადამიანს ასაზრდოებენ და ათბობენ ცხოვრების ძნელ მომენტებში, ხოლო ისეთი ადამიანები, რომლებსაც ბედნიერი ბავშვობა არ ჰქონიათ, ასეთ დანაკლისს ძნელად თუ შეივსებენ. როდესაც ვხვდებით ობლებს, რომლებსაც მშობლიური ალერსი არ უგემიათ; გერებს, რომლებსაც სული მძიმე ოჯახური გარემოებით აქვთ დაბზარული, უპატრონო ბავშვებს, რომლებიც უცხო ადამიანთა მზრუნველობის ქვეშ იმყოფებიან  ადვილად ვგრძნობთ მათ სულზე აღბეჭდილ წარსულის მძიმე და ავადმყოფურ შთაბეჭდილებებს.

 

ბავშვობაში მიღებული რელიგიური აღზრდა-განათლების ნაკლებობა აუცილებლად აისახება ადამიანის ხასიათზე: ამგვარი ადამიანების სულიერ შრეებში დაბზარულობა შეიგრძნობა. ბავშვი არაჩვეულებრივად ადვილად იღებს რელიგიურ

შთაბეჭდილებებს: იგი ინსტინქტურად მიისწრაფის ყოველივე იმისკენ, რაც სამყაროს სილამაზესა და აზრს გამოხატავს. თუ ბავშვს მოვაკლებთ ამას – მისი სული ჩამუქდება და ბავშვი დაცარიელებულ სამყაროში აღმოჩნდება, წვრილმანი

ყოველდღიური ინტერესების ამარა. ეს იგივეა, რაც ცუდი პირობების გამო ემართება ბავშვის სხეულს: თუ ბავშვი ბნელ და ნესტიან ოთახში ცხოვრობს, იგი ფერმკრთალი და სუსტი იზრდება, უძლური და უსიხარულო.

 

ისეც ხდება, რომ ბობოქარი ახალგაზრდობა, ანგრევს ბავშვობაში მათ სულში ჩაგდებულ ღვთისადმი რწმენის მარცვალს. ადამიანი მიდის ეკლესიიდან. თითქოსდა, მისი უკან დაბრუნების იმედი არ არსებობს. მაგრამ ღმერთი არ ტოვებს ისეთ კაცს, ვინც საკუთარ თავში კეთილ თესლს ატარებს. დროდადრო უფალი აკაკუნებს მათ გულში. და როდესაც ადამიანს რაიმე ცხოვრებისეული განსაცდელი ეწევა, იგი თავისი პიროვნების შეზღუდულობის, უძლურების გაცნობიერებას იწყებს და ცხოვრების აზრს უფიქრდება. მაშინ კი ბავშვობისდროინდელი დავიწყებული შთაბეჭდილებები და სულიერი დარიგებები ახალი ძალით ცოცხლდება მასში. ადამიანი უბრუნდება უფალს. ამგვარად, ბავშვობის წმიდა მოგონებები გვეხმარება, რომ ვიპოვოთ ცხოვრების აზრი და მიზანი. აი, რატომაა ესოდენ აუცილებელი, რომ მშობლებმა სისტემატური ძალისხმევა მიმართონ საიმისოდ, რათა ბავშვებში სულიერი დვრიტა ჩაიდოს. როდესაც დაიზრდებიან,  შვილები აუცილებლად დააფასებენ მშობლების მონდომებას და მთელი ცხოვრება მათი მადლობელნი იქნებიან.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / უავტორო / რატომ უნდა ვიზრუნოთ ბავშვთა აღზრდაზე