სად და როდის უნდა ვილოცოთ

 

ლოცვა შეიძლება ყველგან, სადაც არ უნდა იყო, სახლში, გზაში თუ ღვთის ტაძარში, რადგანაც ღმერთი თავისი არსებით ყველგან არის. ქრისტიანი ვალდებულია ილოცოს სახლში დილას და საღამოს, საჭმლის მიღების წინ და შემდგომად, ყოველი

საქმის დაწყებისას და დამთავრებისას. ამ ლოცვებს პირადი ლოცვები ჰქვია. ამ ლოცვებისაგან განსხვავებით არის კიდევ საზოგადო ანუ საეკლესიო ლოცვები. კვირა და სადღესასწაულო დღეებში, ასევე საქმისაგან თავისუფალ დროს ლოცვისათვის

დავდივართ ღვთის ტაძარში, სადაც იკრიბებიან მორწმუნე ქრისტიანები და იქ ვლოცულობთ ყველა ერთად. ამიტომ ჰქვია ამ ლოცვას საზოგადო ანუ ეკლესიური ლოცვა.

ეკლესიური ლოცვები დროს ღვთისმსახურებას აღასრულებენ ადამიანები, რომელთაც განსაკუთრებული უფლებამოსილება (კანონიერი ხელდასხმა) გააჩნიათ საამისოდ. ესენი არიან ღვთისმსახურები: ეპისკოპოსები, მღვდლები. ისინი ჩვენ გადაგვსახავენ ჯვარს - ამას ჰქვია კურთხევა (დალოცვა).

როდესაც ღვთისმსახური გვლოცავს, თითთა წყობა მას იმგვარი აქვს, რომ გამოსახავენ ასოებს Iჩ.Xჩ. ე.ი. იესო ქრისტე. ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთისმსახურის სახით თვით უფალი ჩვენი იესუ ქრისტე გვაკურთხევს უხილავად. ამიტომ ღვთისმსახურის ლოცვა-კურთხევა უნდა მივიღოთ მორიდებით. როდესაც ტაძარში ვისმენთ საერთო დალოცვის სიტყვებს: „მშვიდობა ყოველთა“,

პასუხად თავი უნდა დავუხაროთ (პირჯვრის გადასახვის გარეშე).

კერძო შემთხვევაში როცა გვსურს დაგვლოცოს ეპისკოპოსმა ან მღვდელმა, ამ დროს ხელის მტევნები უნდა გადავაჯვარედინოთ ისე, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები და მივმართოთ: დაგვლოცენ (გვაკურთხენ) მეუფეო (ან მამაო).მივიღებთ რა ლოცვა-კურთხევას, ვეამბორებით მაკურთხეველ მარჯვენას. ამ დროს ჩვენ თვით მაცხოვრის უხილავ ხელს ვეამბორებით.

ჟურნალი „წყარო“ N19, 1993 წ. მარტი

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / უავტორო / სად და როდის უნდა ვილოცოთ