გაკვეთილების გასამეორებელი კონსპექტი.

 

ბუ-2- კლავიშები და ბრძანებები.

 

 ტექსტის ჩასმა ბუ-2-ს ტექსტების ფონდში.

   1. ფონდში ტექსტის შესატანად საჭიროა ეს ტექსტი შემოვიტანოთ ბუ ორის სისტემაში ბუფერის

მეშვეობით.

  2. გავხსნათ ბუფერი ეფ-10 კლავიშის საშუალებით.

  3. დავაჭიროთ კლავიშებს ალტ და ესს ერთდროულად. გამოვა განყოფილებების კატალოგი. დავდგეთ იმ დასახელებაზე სადაც ვაპირებთ ტექსტის ჩაწერას და დავაჭიროთ ენტერს. ცოტა ხნის შემდეგ კომპიუტერი მოგვცემს შეტყობინებას ტექსტის ჩაწერის შესახებ.

    4. ბუ ორში არსებული ტექსტის სხვა განყოფილებაში ჩასაწერად, ვხსნით ამ ტექსტს და ვიმეორებთ ამ პარაგრაფის მესამე პუნქტს.

 

 კატალოგები

 

ბუ ორი შეიცავს რამდენიმე კატალოგს:

1. საფონდოს, ანუ მიმართულებების;

 2. თემატურს, ანუ საგნობრივს;

 3. ძირთადს, ანუ ტექსტების.

 

საფონდო, ანუ მიმართულების კატალოგი. ბუ ორის ბიბლიოთეკა შედგება რამდენიმე დამოუკიდებელი ნაწილისგან:

ქართული, რუსული, ინგლისური, მუსიკალური და აუდიო წიგნებისგან. ეს მიმართულებები წარმოადგენენ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ბიბლიოთეკებს თავიანთი ფონდებით. მიმართულების კატალოგი იხსნება ღილაკით ეფ-ორი. მიმართულების არჩევა ხდება ზედა და ქვედა ისრების საშუალებით. ამორჩეული მიმართულების გასახსნელად ვაჭერთ ენტერს.

   მიმართულების კატალოგს შეიძლება დავუმატოთ ახალი მიმართულება. ამისათვის ვაჭერთ ღილაკს ტაბი. კომპიუტერი გვთავაზობს ახალი მიმართულების სახელის ჩაწერას. კლავიატურაზე ვკრეფთ ახალი მიმართულების სახელს და ვაჭერთ ღილაკს ენტერი. ახალი მიმართულება შექმნილია. მიმართულებების სახელები კატალოგში ავტომატურად ლაგდება ანბანის მიხედვით. პროგრამა საშუალებას იძლევა შექმნილი მიმართულების გაუქმებისასაც, ამისთვის უნდა კატალოგში დავდგეთ გასაუქმებელი მიმართულების სახელწოდებაზე და დავაჭიროთ ღილაკს დელეიტი. კომპიუტერის შეკითხვის შემდეგ, თუ ნამდვილად გვინდა მიმართულების გაუქმება ვაჭერთ ენტერს და თუ გადავიფიქრეთ ღილაკს ესკეიპი.

   მიმართულების კატალოგის გამორთვა ხდება ღილაკით ესკეიპი.

   მიმართულების არჩევის კატალოგის სამართავი ღილაკები:

   ა) კატალოგის გამოძახება: ღილაკი ეფ-ორი;

    ბ) მიმართულების არჩევა: ზედა და ქვედა ისარი, მიმართულება შეიძლება ავირჩიოთ სახელწოდების

პირველი ასოს შესაბამის ღილაკზე თითის დაჭერით, ან საძიებო ფანჯარაში სახელწოდების ჩაწერით. საძიებო ფანჯარა გამოდის ორ ღილაკზე ეფ და კონტროლზე ერთდროული დაჭერით;

  გ) ახალი ჩანაწერი კატალოგში: ღილაკი ტაბი;

   დ) კატალოგში ჩანაწერის წაშლა: ღილაკი დელეიტი;

 ე) კატალოგის გამორთვა: ღილაკი ესკეიპი.

 საგნობრივი, ანუ თემატური კატალოგი. თითოეულ მიმართულებას გააჩნია თავისი საგნობრივი, ანუ თემატური კატალოგი.

იგი დამოუკიდებლად იხსნება ღილაკით ეფ-სამი, ხოლო თუ მიმართულების კატალოგში ვირჩევთ ერთ-ერთ მიმართულებას, მაშინ საგნობრივი კატალოგი გამოდის ავტომატურად. ამ კატალოგში ახალი განყოფილების შექმნა, ძველის წაშლა და ძიება ზუსტად ისევე და იგივე ღილაკებით ხდება, როგორც მიმართულების კატალოგში.

 ტექსტების, ანუ ძირთადი კატალოგი. ეს კატალოგი შეიცავს ჩანაწერებს ბიბლიოთეკაში არსებული ტექსტების შესახებ. თითოეული ჩანაწერი არსებული ტექსტის შესახებ შეიცავს შემდეგ ინფორმაციას: ავტორს, ტექსტის სათაურს,

ტექსტის თემატურ მიკუთვნებას, ფაილის ზომას, ჩაწერის თარიღს და ფაილის სახელს. ძირითადი კატალოგის გახსნა ხდება ორი გზით: თემატურ კატალოგში შესაბამისი დარგის არჩევის და ენტერზე დაჭერის შემდეგ ეკრანზე გამოდის ძირითადი კატალოგის ის ნაწილი, რომელიც შეესაბამება არჩეულ თემატიკას. მთლიანი კატალოგის დამოუკიდებლად გამოძახება ხორციელდება ეფ-ოთხ ღილაკის საშუალებით. ძირითად კატალოგში ერთი ჩანაწერიდან მეორეზე გადასვლა ხდება ზედა და ქვედა ისრების საშუალებით. არჩეული ტექსტი იხსნება ენტერის საშუალებით იმ ფანჯარაში, რომელიც უკანასკნელად გახსნილი ( რომელზეც ბოლოს ვიდექით), თუ იგი არ არის ბლოკირებული. როცა კატალოგი შეიცავს ჩანაწერთა დიდ რაოდენობას ისრებით ძიება ბევრ დროს იკავებს და მოუხერხებელია. დროის დაზოგვის მიზნით შეგვიძლია გამოვიყენოთ ძიების უფრო სწრაფი მეთოდები: ავტორის ან სათაურის პირველი ასოს გამოყენებით და საძიებო ფანჯარაში ავტორის გვარის ან ტექსტის სათაურის ჩაწერით. როგორც წესი კატალოგში ფაილები განლაგებულია ავტორთა გვარის მიხედვით ანბანურად, ან ანბანის უკუგანლაგებით. განლაგების მიმართულების შესახებ ინფორმაცია მიიღება ალტ ხანის (დაშორების ღილაკი) ღილაკებზე ერთდროული დაჭერით.

განლაგების შეცვლა ხდება კონტროლ-შიფტ-ენტერის ერთდროული დაჭერით. თუ გვინდა ავტორთა გვარების განლაგების შეცვლა, მაშინ ისრის საშუალებით ვდგებით ავტორთა ველზე და ვახდენთ ზემოთ აღწერილი წესით მოქმედებას.

ანალოგიური ხერხით ხდება კატალოგების დალაგება სათაურის მიხედვით. კატალოგებში ხშირად შედის ერთიდაიგივე ავტორის რამდენიმე ნაწარმოები.იმისთვის რომ არ მოხდეს ავტორის ყველა ნაწარმოების გადახედვა ვიყენებთ კონტროლ ქვედა ისარს. ამ დროს ხდება ერთიდაიგივე ავტორის ნაწარმოებების გამოტოვება და გადავდივართ სხვა ავტორის გვარზე.

 

ფანჯრები.

  პროგრამა ბუ-2 არის მრავალმომხმარებლიანი, მრავალფანჯრიანი და მრავალენოვანი პროგრამა. პროგრამის მომხმარებელს ერთდროულად შეუძლია გახსნილი ჰქონდეს ათი ტექსტი ათ სხვადასხვა ფანჯარაში. ერთი ფანჯრიდან

მეორეში გადასვლა ხდება კლავიატურის ძირითად ნაწილზე მოთავსებული რიცხვითი ღილაკების საშუალებით. ახალ ფანჯარაში გადასვლა კითხვის რეჟიმის დროს ხდება რიცხვით ღილაკზე თითის დაჭერით, ხოლოწერით ან ტექსტის შესწორების რეჟიმში შემდეგი კომბინაციით: კონტროლ რიცხვითი ღილაკი. ტექსტის ჩასასმელად ფანჯარაში ვდგებით ამ ფანჯარაზე, შემდეგ კატალოგების

საშუალებით ვირჩევთ სასურველ ტექსტს და ვაჭერთ ენტერს. ფანჯრის ფონის და

 

ტექსტის ფერები

 

 მცირემხედველთათვის პროგრამა ბუ-2 ითვალისწინებს ტექსტის და ფანჯრის ფონების ფერების შერჩევას, რათა მან უკეთ შეძლოს ტექსტის დანახვა . ტექსტის ფერების შერჩევა ხდება კონტროლისა და ასო «ქ»-ს ღილაკების ერთდროული დაჭერით, ხოლო ფანჯრის ფონის ფერის შეცვლა კონტოლ, შიფტ და ასო «ქუ»-ს

ღილაკების ერთდროული დაჭერით. ფონისა და ტექსტების ფერები თითოეულ ფანჯარაში ხდება ავტონომიურად. თუ გვინდა ყველა ფანჯარაში ერთდროულად დავაყენოთ ტექსტისა და ფონის პარამეტრები,  მაშინ ვაჭერთ ღილაკს «ეფ-5» და შეკითხვას ვადასტურებთ ენტერით.  მოცემულ ფანჯარაში დაყენებული ფონისა და ტექსტის ფერის გამოცხადება ხდება ალტ «ეფ-5» ღილაკების მეშვეობით.

   ფანჯრის ფონისა და შრიფტის ფერების დაყენების სამართავი და საინფორმაციო ღილაკები:

1.შრიფტის ზომის არჩევა კონტროლისა და ასო «ქუ»-ს ერთდროული გამოყენება;

  2. ფანჯრის ფონის ფერის არჩევა ხდება კონტროლ შიფტ და ასო «ქუ»-ს ღილაკების ერთდროული გამოყენებით;

   3. ყველა ფანჯარაში შერჩეული ფერების დაყენება შესაძლებელია «ეფ-5» ღილაკითა და ენტერის დადასტურებით;

  4. ფანჯრის ფონისა და ტექსტის ფერების გამოცხადება ხდება ალტ «ეფ-5»  ღილაკების ერთდროული გამოყენებით.

 

     შრიფტის ზომები

   ტექსტის შრიფტის ზომის გადიდება ხდება კონტროლისა და ასო «ზ»-ს ერთდროული გამოყენებით, ხოლო შემცირება შეიძლება შემდეგი კომბინაციით: კონტროლ, შიფტ და ასო «ზ»-სღილაკით.

  შრიფტის გადიდებისა და შემცირების დროს კომპიუტერი გვაძლევს ინფორმაციას შრიფტის ზომის

შესახებ. მუშაობის დროს შრიფტის ზომის შესახებ ინფორმაცია შეიძლება მივიღოთ ალტ «ეფ-5»-ს

გამოყენებით. ყველა ფანჯარაში შრიფტის შერჩეული ზომის დაყენება ხდება ღილაკ «ეფ-5»-ს საშუალებით

და ენტერის დადასტურებით.

 

ხმები

   პროგრამაში ტექსტებთან სამუშაოდ ჩადებულია ქართული, რუსული და ინგლისური ხმის ძრავები. ეს საშუალებას იძლევა წაკითხულ იქნას როგორც ერთენოვანი ტექსტები, ასევე ნარევი ტექსტი, რომელშიც გამოყენებულია სხვადასხვა ენა.პროგრამაში არსებობს ხუთი ქართული ენის ძრავა. გადართვა მათ შორის ხდება «ეფ-12» ღილაკის საშუალებით.  იმ შემთხვევაში, როცა კომპიუტერი შეჩერებულია, მაშინ გადართვის დროს ცხადდება ხმის სახელწოდება, ხოლო კითხვის დროს გადართვა ხორციელდება პირდაპირ ხმის სახელის გამოუცხადებლად. რუსული და ინგლისური ენებისთვის გამოყენებულია სისტემური ძრავები, ანუ ის ხმები, რომელიც ჩადებულია თქვენ კომპიუტერში არსებულ ოპერაციულ სისტემაში. «ვინდოუს იქსპიში» არსებობს ერთი რუსული ხმა «ნიკალაი» და ოცდაერთი ინგლისური ხმის ძრავი. ინგლისურ ძრავებს შორის გადართვა შეიძლება «შიფტ ეფ-12»- ღილაკების მეშვეობით. არსებობს ხმების არჩევის მეორე გზაც. ალტ ეფ 12-ს ერთდროული დაჭერით ეკრანზე გამოდის ხმების სიის ფანჯარა. აქ ხმებს ვირჩევთ ისრების საშუალებით. 

 ხმების სამართავი ღილაკები:

  1. ქართული ხმების არჩევა ღილაკი «ეფ-12».

  2. ინგლისური ხმების არჩევა ღილაკთა კომბინაცია «შიფტ ეფ-12».

 

   შრიფტის არჩევა.  შრიფტის არჩევა შესაძლებელია ღილაკთა კომბინაციით: კონტროლ ასო «ე»-ს ღილაკი. ამ ღილაკების დაჭერის შემდეგ ეკრანზე გამოდის შრიფტების სია, რომლის შიგნითაც მოძრაობა ხდება ქვედა და ზედა ისრების საშუალებით. ისრების მოძრაობისას მონიტორზე არსებული შრიფტი მყისიერად იცვლება იმ შრიFფტით, რომელზედაც ხდება გადასვლა. შრიფტის არჩევისას შეიძლება ვისარგებლოთ შრიფტის სახელის პირველი ასოთი, ან საძიებო ფანჯრით. შრიფტის სახელის გასარკვევად და დასამახსოვრებლად შეიძლება ვისარგებლოთ სახელის ასო-ასო კითხვის ინსტრუმენტით არჩეულ შრიფტზე დგომისას ვაწვებით ტაბულაციის ღილაკს,ხოლო შემდეგ ვიყენებთ ღილაკებს კონტროლ ისარი მარცხნივ ან მარჯვნივ.

 

   კითხვის რეჟიმი

   ტექსტის კითხვისა და წერის რეჟიმებს შორის გადართვა ხდება «კონტროლ ხანის» საშუალებით, რასაც თან ახლავს სათანადო შეტყობინება. კითხვის დაწყება და შეჩერება ხდება ხანით. კითხვის ასაჩქარებლად ვიყენებთ ღილაკთა კომბინაციას კონტროლ პლიუსს კალკულატორის ბლოკიდან, ხოლო კითხვის შენელება ხდება კონტროლ მინუსით. მიმდინარე წინადადების გასამეორებლად ვაწვებით ღილაკს»5», კალკულატორის ბლოკიდან.ამ დროს კალკულატორი გამორთული უნდა იყოს. წინა და მომდევნო სიტყვაზე გადასასვლელად ვიყენებთ მარცხენა და მარჯვენა ისრებს. წინა და მომდევნო წინადადებების წასაკითხად გამოიყენება შესაბამისად ზედა და ქვედა ისრები, ხოლო წინა და მომდევნო აბზაცებზე გადასვლა შეიძლება კონტროლ ზედა და ქვედა ისრებით. გაუგებარი სიტყვა შეიძლება წავიკითხოთ ასო-ასო კონტროლ მარჯვენა და მარცხენა  ისრების გამოყენებით.

   ტექსტის რედაქტირებისა და შესწორების გაადვილების მიზნით გამოიყენება კითხვა სასვენი ნიშნებით. ამ რეჟიმის ჩართვა -გამორთვა ხდება კონტროლ ტილდას (ესკეიპის ქვევით მდებარე ღილაკი) მეშვეობით. ტექსტს პროგრამა «ბუ» ჰყოფს ფურცლებად და თვითონვე ნომრავს ავტომატურად. თითოეული ფურცელი შეიცავს დაახლოებით 2 ათას სიმბოლოს. ზედა ფურცელზე გადასვლისათვის გამოიყენება ღილაკი «პეიჯ აპ». ხოლო მომდევნო ფურცელზე გადასასვლელად ღილაკი «პეიჯ დაუნი». ტექსტის თავში და ბოლოში გადასვლა ხდება შესაბამისად «ჰოუმით» და «ენდ»-ით. სასურველ გვერდზე გადასვლისათვის ვაჭერთ ღილაკს «ალტს» და თითის აუღებლად კლავიატურის ძირთადი ბლოკის რიცხვთა მწკრივზე ვკრეფავთ სსასურველი გვერდის ნომერს, შემდეგ ვიღებთ თითს «ალტ»-დან. ამ ოპერაციის დამთავრებისთანავე სასურველ გვერდზე გადასვლა ხდება ავტომატურად. ღილაკი «ეფ-  11» გვატყობინებს მოცემული ტექსტის მერამდენე გვერდს ვკითხულობთ და სულ რამდენი გვერდია ტექსტში. კონტროლ ეფ 11 გვატყობინებს მერამდენე სიმბოლოს წინ იმყოფება კურსორი მარცხნიდან. შიფტ ეფ 11 გვიცხადებს მერამდენე გვერდზე და მერამდენე სტრიქონზე ვიმყოფებით.      ტექსტის კითხვის შეწყვეტის და შემდეგში კითხვის განახლებისას პროგრამა ავტომატურად კითხვას აგრძელებს იმ ადგილიდან სადაც შეწყდა კითხვა. საინტერესო და საჭირო ადგილებზე დასაბრუნებლად პროგრამას გააჩნია სანიშნები. ამისთვის უნდა დავდგეთ შესაბამის ადგილზე, დავაჭიროთ ღილაკთა კომბინაციას: ალტ პლიუსი კალკულატორისგანყოფილებიდან. გამოვა სანიშნი ფანჯარა, სადაც შეგვიძლია ჩავინიშნოთ ადგილი შესაბამისი კომენტარით. ამ დროს სანიშნში იწერება ტექსტის პატარა ნაწილი და ჩვენს მიერ ჩაწერილი ინფორმაცია. მაგალითად, გვერდის ნომერი, ან ის ინფორმაცია, რომელიც ადვილად გაგვახსენებს მოცემულ ადგილს. სანიშნის გამოძახება ხდება ღილაკ «პლიუსი»-ს საშუალებით. სანიშნების ფანჯარაში სასურველ ნიშნულზე გადასვლისთვის გამოიყენება ზედა და ქვედა ისრები. ვდგებით საჭირო ჩანაწერზე და ვაჭერთ ენტერს. სანიშნ ფანჯარაში ძიებისას შეიძლება გამოვიყენოთ სიტყვის საძიებელი ფანჯარა, რომლის გამოძახება ხდება კონტროლ ეფის საშუალებით. ჩანიშნული ადგილის ამოშლა სანიშნე ფანჯრიდან ხდება, ჩვეულებრივად, დელეიტის საშუალებით. აღვნიშნოთ, რომ ჩანიშვნები მოცემულ ტექსტს მუდამ თან ახლავს, თუნდაც ტექსტი ამოვშალოთ ფანჯრიდან. ამ ტექსტის ხელმეორედ გამოძახებისას ჩვენ ისევ შეგვიძლია მოვძებნოთ ადრე ჩანიშნული ადგილი.

 

     წერის რეჟიმი

  წერისთვის გამოიყენება დამატებითი ფანჯარა, რომელსაც ვხსნით ღილაკით ეფ ცხრა. ამ დროს პროგრამა ავტომატურად ჩართავს წერის რეჟიმს. შემდეგ კონტროლ , ღილაკ «ე»-ს და ქვედა და ზედა ისრების საშუალებით ვირჩევთ შრიფტს. არჩევას ვადასტურებთ ენტერით. ვიწყებთ წერას. შევნიშნოთ, რომ ტექსტი ჩვენ შეიძლება ავკრიფოთ ბუ-2-ს ნებისმიერ ცარიელ ფანჯარაშიც. ამ შემთხვევაში წინასწარ უნდა გადავიდეთ წერის რეჟიმში კონტროლ ხანის მეშვეობით.

 ტექსტი შეიძლება ავკრიფოთ სხვადასხვა ენებზე. ამისთვის ვიყენებთ შრიფტებს, რომლებიც შექმნილია ქართული, ლათინური და კირილიცის ალფაბეტებისთვის. გადართვა ამ ალფაბეტებს შორის ხორციელდება ალტ შიფტის საშუალებით, რასაც თან ახლავს სათანადო ხმოვანი შეტყობინებები. ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ ნებისმიერი შრიფტი და შევადგინოთ სხვადასხვა ენებზე შერეული ტექსტებიც, თუ მოვახდენთ გადართვებს ალტ შიფტის საშუალებით. ამ დროს ტექსტი იკრიფება უნიკოდში. ამას იტყობინება ყოველი აკრეფილი ასოს შემდეგ სპეციალური ხმოვანი სიგნალი.

 ორი Dშრიფტი აკადნუსხური და აკად მთავრული მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას. მათი გამოყენებისას ალტ შიფტის საშუალებით უნდა ჩავრთოთ ინგლისური რეჟიმი: კლავიატურის განლაგება მიჰყვება ინგლისურ წყობას და იკრიფება ქართული ასოები. თუ გადავრთავთ ალტ შიფტის საშუალებით ქართულ რეჟიმზე, მაშინ ტექსტი აიკრიფება ქართული ასოებით უნიკოდში, მაგრამ კლავიატურაზე ასოთა განლაგება არ ემთხვევა ინგლისურს ( სავარაუდოა , რომ განლაგება მიჰყვება საბეჭდი მანქანის განლაგებას). რუსულ რეჟიმში ამ შრიფტების გამოყენებისას ტექსტი აიკრიფება უნიკოდში. ამიტომ ჩვენი რჩევაა აკადნუსხური და აკადმთავრული შრიფტების გამოყენებისას აკრიფეთ მხოლოდ ისეთი ნარევი ტექსტი, რომელიც შეიცავს მხოლოდ ქართულ და რუსულ ტექსტებს. ამავე დროს ქართული ტექსტის აკრეფისას ჩართეთ წერის ინგლისური რეჟიმი. დანარჩენი შრიფტებით წერისას მაგ. სილფაინი ტექსტები იკრიფება უნიკოდში და არავითარი არევ-დარევა არ ხდება: ქართული ტექსტი აიკრიფება ქართულ რეჟიმში, რუსული რუსულში და ინგლისური ინგლისურში.     

 აკრეფილი ტექსტის გახმოვანება ხდება კითხვის რეჟიმით. კითხვის რეჟიმს აქვს ორი ვარიანტი: ინგლისური ასოების ქართულად და ინგლისურად წარმოთქმა. ამ ვარიანტებს შორის გადასვლა ხორციელდება კონტროლ ეფ თორმეტის საშუალებით. თუ გვინდა ინგლისური ტექსტის გახმოვანება ინგლისური სინთეზატორით, მაშინ კონტროლ ეფ12-ს საშუალებით შევარჩევთ ვარიანტს: ლათინურის ინგლისურად გახმოვანება. წინააღმდეგ შემთხვევაში ლათინურად აკრეფილი მასალა გახმოვანდება ქართულად

წერის დროს მასალის ფურცლებად დაყოფა და დანომვრა ხდება ავტომატურად.

     უსინათლოებისთვის წერის რეჟიმის გასაადვილებლად და ორიენტირებისთვის პროგრამას გააჩნია შემდეგი შესაძლებლობები:

     ბოლო აკრეფილი სიტყვის გამოცხადება. ამ რეჟიმის ჩართვა და გამორთვა ხდება კონტროლ შიფტ ტილდა (მდებარეობს ტაბ ღილაკის ზემოთ) ღილაკების კომბინაციით;

  ფურცლის მარცხენა საზღვრის დაყენება ხდება კონტროლ ღილაკ «მძიმეს» საშუალებით. ამ დროს ცხადდება საზღვრის შესაბამისი რიცხვი. ეს რიცხვი იზრდება კონტროლ «მძიმეს» ხელახლა დაჭერით, ხოლო კლებულობს კონტროლ შიფტ «მძიმეს» საშუალებით;

   ფურცლის მარჯვენა საზღვარი ყენდება კონტროლ «წერტილის» დახმარებით. საზღვრის ზომების ცვლილება მარცხენა საზღვრის ცვლილების ანალოგიურია;

    აბზაცის დაყენება მარცხენა და მარჯვენა საზღვრების მსგავსია და წარმოებს კონტროლ «დახრილი ხაზის» დახმარებით;

   ტექსტის მარცხენასაზღვართან გასწორება, ცენტრირება და მარჯვენა საზღვარზე გასწორება ხორციელდება შესაბამისად კონტროლ ღილაკ «ჰ», «ჯ» და «კ»-ს მეშვეობით;

   თუ გვინდა ვწეროთ მარჯვნიდან მარცხნივ მაშინ უნდა კონტროლ ასო «კ»-ს დახმარებით ჩართული უნდა იყოს მარჯვენა საზღვარზე გასწორების რეჟიმი. ამ დროს ტექსტი აიკრიფება მარჯვენა მხრიდან, ესეთი წერის მანერა გამოდგება, მაგალითად, განცხადებების შედგენისათვის;

   კონტროლ ეფ თერთმეტი გვაწვდის ინფორმაციასიმის შესახებ, თუ კურსორი მარცხენა მინდვრიდან მერამდენე სიმბოლოს წინ იმყოფება;

    შიფტ ეფ თერთმეტი გვეუბნება მერამდენე გვერდზე და ამ გვერდის მერამდენე სტრიქონზე ვიმყოფებით;

   ალტ ეფ თერთმეტი აცხადებს ინფორმაციას ტექსტში გვერდების, აბზაცების და სტრიქონების რაოდენობის შესახებ;

    ალტ ეფ ხუთი გვატყობინებს შრიფტის ზომას.

 

     გაფორმების რეჟიმი

 როგრამა ბუ ორი საშუალებას იძლევა გავაფორმოთ აკრეფილი ან გადმოწერილი ტექსტი. კერძოდ, გამოვყოთ ტექსტის ნაწილი ან სიტყვა  შრიფტის ზომის გადიდებით, შრიფტის გასქელებით, ხაზგასმით ან შრიფტის დახრით.მოვახდინოთ ტექსტის ცენტრირება.

    გაფორმების რეჟიმის ჩართვა-გამორთვა ხდება კონტროლ და ასო «რ»-ს ღილაკთა კომბინაციით;

    შრიფტის ზომის გაზრდისათვის ვიყენებთ კონტროლ ზეტს, ხოლო შესამცირებლად კონტროლ შიფტ ზეტს;

    ტექსტის გასქელების, დახრის და ხაზგასმის რეჟიმების ჩართვა-გამორთვისთვის ვიყენებთ შესაბამისად კონტროლ «ბ»-ეს,»ი»-ს და «უ»-ს კომბინაციებს.

    ზემოთ აღნიშნული მოქმედებების ჩასატარებლად წინასწარ უნდა მოვნიშნოთ ის სიტყვა ან ტექსტის ნაწილი, რომელზედაც გვსურს ჩავატაროთ მოქმედება, რადგან მოქმედებები ხორციელდება მხოლოდ მონიშნულ ტექსტზე.

    გაფორმებული ტექსტი უნდა შევინახოთ ერტეეფ ფორმატში, რადგან თუ ასე არ მოვიქცევით ტექსტი შეინახება ტექსტურ ფორმატში და გაფორმება დაიკარგება.

 

 

    მონიშვნები.

    ტექსტის სასურველი ნაწილის მოსანიშნად უნდა გადავიდეთ წერის რეჟიმში. არამხედველთათვის ამ ოპერაციის გასაადვილებლად ცალ-ცალკე ხდება მონიშვნის დასაწყისისა და დასასრულის დაფიქსირება. მონიშვნის დასაწყისის დაფიქსირებისთვის ვიყენებთ ღილაკთა კომბინაციას: კონტროლ ფიგურული ფრჩხილის გახსნა (ასო «პ»-ს მარჯვნივ მდებარე ღილაკი), ხოლო მონიშვნის დასასრულის ფიქსირებისთვის გამოიყენება კონტროლ ფიგურული ფრჩხილის დახურვა ( ასო «პ»-ს მარჯვნივ მდებარე მეორე ღილაკი).

    მონიშვნის ამ ხერხის პარალელურად შეიძლება გამოვიყენოთ სხვა, საყოველთაოდ, მიღებული მონიშვნის ხერხებიც:

    შიფტი და მარცხენა ან მარჯვენა ისრების გამოყენებით მოინიშნება ერთი სიმბოლო შესაბამისად მარჯვნივ ან მარცხნივ. კონტროლ შიფტ მარჯვენა ან მარცხენა ისარი მონიშნავს სიმბოლოებს კურსორიდან მარჯვნივ ან მარცხნივ სიტყვის ბოლომდე. შიფტ ქვედა ისარი მონიშნავს სიმბოლოებს კურსორიდან მარჯვნივ სტრიქონის ბოლომდე, ხოლო შიფტ ისარი ზემოთ კურსორიდან სტრიქონის დასაწყისამდე. შიფტ კონტროლ ისარი ქვემოთ მონიშნავს ტექსტის ნაწილს კურსორიდან მიმდინარე წინადადების ბოლომდე, კონტროლ შიფტის იგივე კომბინაცია და ისარი ზემოთ კურსორიდან _ წინადადების დასაწყისამდე. კონტროლ ჰოუმი, კონტროლ ენდი მონიშნავს შესაბამისად კურსორიდან ტექსტის დასაწყისამდე და ტექსტის ბოლომდე. კონტროლ ასო «ა» ნიშნავს მთელ ტექსტს.

  ზემოთ აღნიშნული მონიშვნები უნდა განვახორციელოთ წერის რეჟიმში. გარდა ამისა პროგრამა ბუ ორს აქვს შესაძლებლობა მთლიანი ტექსტი მოვნიშნოთ კითხვის რეჟიმშიც. მონიშვნის მოსახსნელად გამოიყენეთ მარჯვენა ან მარცხენა ისრები. მონიშვნის მოხსნას თან ახლავს სათანადო ტექსტური შეტყობინება.

   მონიშნული ტექსტის დასაწყისი შეიძლება წავიკითხოთ შემდეგი კომბინაციით: კონტროლ ღილაკი წერტილ მძიმე, ხოლო დასასრული კონტროლ შიფტ წერტილ მძიმე. მთელი მონიშვნა როცა ტექსტი პატარაა იკითხება კონტროლ აპოსტროფით (წერტილ მძიმის შემდეგ მარჯვნივ მდებარე ღილაკი), ხოლო თუ მონიშნული ტექსტი დიდია, მაშინ ღილაკით «ხუთი» კალკულატორის ბლოკიდან.   

 

ბუფერი

 

მონიშნული ტექსტი ბუფერში გადაიტანება კონტროლ «ც»-ეს საშუალებით. ბუფერში შენახული ტექსტის ჩასმა სათანადო, ჩვენთვის სასურველ ადგილას წარმოებს კონტროლ «ვ»-ეს მეშვეობით, ამისთვის კურსორი უნდა დავაყენოთ იმ ადგილზე სადაც გვინდა ბუფერში არსებული ტექსტის ჩასმა და დავაწვეთ კონტროლ «ვ»-ეს. თუ გვინდა ვნახოთ ბუფერში არსებული ტექსტი უნდა დავაწვეთ ღილაკს ეფათს, გაიხსნებაბუფერის ფანჯარა და ტექსტს შემოვიტანთ ენტერის საშუალებით.

 

  ტექსტის შენახვა

 

      პროგრამა ბუ ორს ტექსტები შეუძლია შეინახოს ორნაირად: არასაბიბლიოთეკო და საბიბლიოთეკო ნაწილებში. არასაბიბლიოთეკო ნაწილში ტექსტი ინახება ჩვეულებრივი ფაილის სახით. ასეთი ტექსტი არ ჩანს საბიბლიოთეკო კატალოგებში, თუმცა ის შეიძლება გამოვიძახოთ ნებისმიერ ფანჯარაში და წავიკითხოთ ან შევასწოროთ.

   არასაბიბლიოთეკო ნაწილში ტექსტის შესანახად ვიყენებთ ღილაკთა კომბინაციას: კონტროლ ესს. გამოდის ორნაწილიანი ფანჯარა ზედა და ქვედა ისრების საშუალებით შეგვიძლია ავირჩიოთ დისკი დე, ცე და ასე შემდეგ. ვაწვებით ტაბღილაკს და გადავდივართ ფოლდერების სიაზე. აქაც ზედა და ქვედა ისრების საშუალებით ვირჩევთ ფოლდერს, სადაც გვსურს ჩავწეროთ ტექსტი. კვლავ ვაწვებით ტაბს და ვწერთ ფაილის სახელს გაფართოებით ტქსტ ან ერტეფ ან უამათოდ და ენტერის საშუალებით ვინახავთ ტექსტს. თუ ვმუშაობთ ბუ ორში და მაშინ ვინახავთ ტექსტს ტექსტის შენახვის რეჟიმის გამოძახებისას ჩვენ ვიმყოფებით ბუ ორის ფოლდერში, ამიტომ საკმარისია ორჯერ დავაწვეთ ზედიზედ ტაბს და ჩავწეროთ ფაილის სახელი. თუ ვასწორებთ უკვე არსებულ ჩაწერილ ტექსტს, მაშინ ფაილის სახელის ჩაწერა სავალდებულო არ არის. ტაბ ღილაკზე ორჯერ დაჭერის შემდეგ დავაწვებით ენტერს და შესწორებული ფაილი შეინახება ძველი სახელით.

     არასაბიბლიოთეკო ნაწილიდან ტექსტის გამოსაძახებლად ვიყენებთ კონტროლ და ასო «ო»-ს ღილაკების კომბინაციას. კვლავ ეკრანზე გამოდის ორნაწილიანი ფანჯარა. ტაბისა და ვერტიკალური ისრების მეშვეობით, ისევე როგორც ჩაწერის დროს, მივდივართ სასურველ ფაილამდე და ვხსნით მას ენტერის მეშვეობით. აქაც მართებულია ძიების ის მარტივი გზა, რომელიც აღვწერეთ ფაილის ჩაწერის რეჟიმის შემთხვევაში. გამოძახებული ტექსტი გაიხსნება იმ ფანჯარაში. რომელზეც დგავართ. ცხადია ეს ფანჯარა არ უნდა იყოს ბლოკირებული.

     საბიბლიოთეკო ნაწილში ტექსტის შესანახად ვიყენებთ ღილაკთა კომბინაციას: ალტ-ესი. გამოდის საბიბლიოთეკო განყოფილებების კატალოგი. ვირჩევთ სასურველ განყოფილებას, ვაწვებით ენტერს, გამოდის ფაილის სახელის ჩასაწერი ფანჯარა. ფანჯარაში უკვე ჩაწერილია ტექსტის პირველ აბზაცში ჩაწერილი სიტყვები, რომელიც კატალოგში შეინახება, როგორც ავტორის გვარ-სახელი, ხოლო ტექსტის მეორე აბზაცი, როგორც ტექსტის სათაური. ტექსტის ავტორი და სათაური ერთმანეთისაგან გამოიყოფა ტირეს საშუალებით ავტომატურად. შემდეგ ვაწვებით ენტერს.  თუ გვინდა შევინახოთ შესწორების შემდეგ კატალოგში უკვე არსებული ტექსტი, მაშინ ვაწვებით კონტროლ შიფტ ესს. ამ დროს ტექსტი ინახება ძალიან სწრაფად, რასაც ადასტურებს მოკლე მუსიკალური ფონი.

 ახლად აკრეფილი ტექსტის შესანახად თუ გვინდა გამოვიყენოთ კონტროლ შიფტ ესის ღილაკების შენახვის სწრაფი მეთოდი, რამდენიმე სიტყვის აკრეფის შემდეგ ის უნდა შევინახოთ ზემოთ აღწერილი ერთ-ერთი (მაგრამ არა სწრაფი შენახვის) ხერხით.         ბუ ორს გააჩნია ტექსტის შენახვის ავტომატური რეჟიმიც. ამისთვის გამოიყენება ღილაკთა კომბინაცია: კონტროლ ეფცხრა, გამოსულ ფანჯარაში ვწერთ წუთების რაოდენობას, რომლის ყოველი გასვლის შემდეგ ტექსტი კვლავდაკვლავ ინახება ავტომატურად.

 

 

 ძებნა

 

  ძებნა მიმდინარე ტექსტში ხორციელდება კონტროლ ეფის საშუალებით. ამ დროს გამოდის სადიალოგო ფანჯარა, რომელშიც ვწერთ მოსაძებნ სიტყვას და ვაჭერთ ენტერს. ძებნა ყველა ფანჯარაში ერთდროულად ხორციელდება კონტროლ შიფტ ეფის საშუალებით. ეს პროცესი ისევე ხორციელდება, როგორც ძებნა მიმდინარე ტექსტში, მაგრამ ამ შემთხვევაში ძებნა მიმდინარეობს ყველა ფანჯარაში.

 

 საინფორმაციო ღილაკები

 

   ალტ ეფ 5 - ფანჯრის პარამეტრების გამოცხადება;

   ალტ ეფ 6 - მიმდინარე მომხმარებლის გამოცხადება;

ეფ 11 - ინფორმაცია აქტიური ფანჯრის ტექსტის შესახებ, მიმდინარე გვერდი და გვერდების რაოდენობა

   შიფტ ეფ 11 - რომელ სტრიქონზეა კურსორი

   კონტროლ ეფ 11 - სტრიქონზე  კურსორის პოზიციის გამოცხადება

   ალტ ეფ 11 - ტექსტში გვერდების აბზაცების და სტრიქონების რაოდენობა;

ალტ ი - ავტორის რამდენი ნაწარმოებია სიაში;

ალტ ხანი - აცხადებს მიმდინარე უჯრას, ხაზს და როგორაა სია დალაგებული

კონტროლ ხანი - აცხადებს რამდენ ტექსტს შეიცავს არჩეული განყოფილება ან მთლიანად კატალოგი;

პაუზა (ეფ თორმეტის მარჯვნივ მდებარე მესამე ღილაკი) - აცხადებს აქტიურია თუ არა ბუ2 ან ბუ და მისი რომელი დიალოგური ფანჯარაა წინა პლანზე

შიფტ პაუზა - იმეორებს ბოლო ნათქვამს.

 

 

 დალოდების მუსიკის არჩევა.

 

        პროგრამა ბუ ორის ჩართვისას ან ფაილების შენახვისას მომხმარებელს უწევს ცოტა ხნით ლოდინი. პროგრამა იძლევა საშუალებას სხვადასხვა მომხმარებელმა თავისი სურვილით აირჩიოს დალოდების მუსიკა, ამისთვის გამოიყენება ღილაკთა კომბინაცია კონტროლ ეფ შვიდი. ამ ღილაკებზე დაჭერის შემდეგ ტაბისა და ვერტიკალური ისრების დახმარებით ვირჩევთ დისკს, ფოლდერს და სასურველ მუსიკალურ ფაილს. არჩევას ვადასტურებთ ენტერით. დალოდების მუსიკა არჩეულია.

 

 

   ფაილების მართვის პროგრამა «ფაილ - მენეჯერი».

 

ფაილების მართვის პროგრამა «ფაილ-მენეჯერი» არამხედველ მომხმარებელს აძლევს ფართო შესაძლებლობებს დამოუკიდებლად აწარმოოს მოქმედებანი ფაილებზე: გადაწეროს ერთი დისკიდან მეორეზე, ფლეშკიდან დისკზე და პირუკუ, მოახდინოს ფაილების სახელების გადარქმევა, გახსნას და გადაათვალიეროს ფაილები, სანაგვე ყუთიდან აღადგინოს წაშლილი მასალა და ასე შემდეგ.

   პროგრამასთან ერთად ჩაწერილია ფაილი დიკტიონარი.ტხტ, რომელშიც წერია სტანდარტული კომპიუტერული ტერმინები და ფრაზები აგრეთვე მათი ქართული თარგმანი.

ამ ფაილის მიხედვით ინგლისური ტერმინები ითარგმნება და წარმოითქმის ქართულად. ეს ლექსიკონი შეიძლება გაამდიდროს თვითონ მომხმარებელმა. ერთი ხაზი ეთმობა ინგლისურ ტექსტს, შემდეგი ხაზი - ქართულს.

 

ფაილ მენეჯერის ფუნქციონალური თანმიმდევრობა წააგავს ნორტონ კომანდერს.

გამოსახულია ორი დაფა. აქტიურია მარცხენა ან მარჯვენა დაფა. აქტიურობის შეცვლა ხდება ტაბ კლავიშით.

აქტიურ დაფაზე ფაილურ სისტემაში ნავიგაცია ხდება ისრებით ზევით-ქვევით და სხვა მიმმართველი კლავიშებით (ჰოუმ, ენდ, პეიჯ აპ, პეიჯ დაოუნ).

კლავიშა 5 იმეორებს არჩეულ სახელს. ისრები მარცხნივ და მარჯვნივ ასო-ასო წარმოთქვამენ არჩეულ სახელს. დისკის, ფოლდერის და ქვეფოლდერის გახსნა ხდება მისი ამორჩევით და ენტერზე დაჭერით. მაშასადამე, კომპიუტერში ფაილების ჩაწერის სტრუქტურა იერარქიულია და წააგავს განტოტვილ ხეს: დისკი. ფოლდერები, ფოლდერებში ქვეფოლდერები, ქვეფოლდერებში ფაილები. არ გამოირიცხება ისეთი ვარიანტებიც როცა ფაილი თავისი სახელით ჩაწერილია პირდაპირ დისკზე ყოველგვარი ფოლდერის გარეშე, ანდა ფოლდერში ქვეფოლდერის გარეშე.

 იერარქიულად წინა საფეხურზე დაბრუნება ხდება ბაკსპეის კლავიშით.

კომპიუტერის სხვადასხვა დისკების სიის გამოძახება ხდება ღილაკით «ეფ ერთი» (მარცხენა დაფისთვის) და ღილაკით «ეფ ორი» ( მარჯვენა დაფისთვის).

 

ეფ 3 - არჩეული ფაილის გახსნა წასაკითხად (გახსნის პროგრამა ბუ ორი, რომელიც ჩაწერილი უნდა იყოს იქვე სადაც ფაილ მენეჯერია).

ეფ 4 - არჩეული ფაილის გახსნა შესასწორებლად (გახსნის პროგრამა ბუ ორი, რომელიც ჩაწერილი უნდა იყოს იქვე სადაც ფაილ მენეჯერია).

შიფტ ეფ 4 - ახალი ფაილის შექმნა აქტიურ დაფაზე (უნდა მიუთითოთ სახელი და გაფართოება, მაგალითად: ლალალა.ტხტ)

ალტ ეფ 4 - ფაილ მენეჯერის გამორთვა

ეფ 5 - ფაილების და კატალოგების კოპირება (აქტიურ დაფიდან მონიშნული ერთი ან რამდენიმე ფაილი, ან თუ მონიშნული არაა არჩეული ფაილი გადიწერება პასიურ დაფაზე)

 კონტროლ ეფ 5 - არჩეული ფაილის იარლიყის დადება მაგიდაზე სწრაფი შესრულების კლავიშის მითითების შესაძლებლობით.

ეფ 6 - ფაილების და კატალოგების გადატანა (იგივე ოღონდ აღარ დარჩება აქტიურ დაფაზე). თუ მონიშნული არაფერია, გადატანა არ სრულდება და შესაძლებელია არჩეული ფაილის ან კატალოგის სახელის შეცვლა.

ეფ 7 - კატალოგის შექმნა

ეფ 8 - ფაილის წაშლა (იგივეა დელ კლავიში)

ეფ 9 - პროგრამის პარამეტრების არჩევა

კონტროლ ეფ 9 - მიმდინარე პარამეტრების შენახვა (პანელების გზები, ხმა, შრიფტი, ფერები, სორტირება)

ეფ 11 - ინფორმაცია აქტიური დაფის შესახებ

კონტროლ ეფ 11 - აქტიური და პასიური დაფების გამოცხადება

შიფტ ეფ 11 - ინფორმაცია აქტიურ დაფაზე არჩეულის ან მონიშნულის შესახებ

ეფ 12 - ქართული ხმის შეცვლა

შიფტ 12 - ინგლისური ხმის შეცვლა

ენტერი - არჩეული ფაილის შესრულება თუ პროგრამაა, ან გახსნა ასოცირებული პროგრამით (მაგალითად ემპესამი გაიხსნება მედიაპლეიერით).

თუ კატალოგზე დავაწვებიტ ენტერს გაიხსნება კატალოგი.

თუ სანაგვეა გახსნილი ენტერი, ეფ 5 და ეფ 6 შემოგვთავაზებს სანაგვიდან აღდგენას. სანაგვიდან წაშლისას ფაილები აღარ აღდგება.

 

წაშლის კოპირების და გადატანის ოპერაციები შეეხება აქტიურ დაფაზე არჩეულ ფაილ ან კატალოგს ან თუ მონიშნულია - მონიშნულ ფაილებს და კატალოგებს.

არჩევა ხდება ისრებით და სხვა მიმმართველებით ზემოთ და ქვემოთ.

მონიშვნა და მონიშვნის მოხსნა ხდება ინს კლავიშით.

დაფაზე ყველაფრის მონიშვნა ხდება პლიუს კლავიშით.

დაფაზე ყველა მონიშვნის მოხსნა ხდება მინუს კლავიშით.

როცა რამეა მონიშნული ოპერაციები ეხება მხოლოდ მათ და არა არჩეულ ელემენტს.

მონიშვნა საჭიროა როცა ერთდროულად რამდენიმე ფაილზე ან რამდენიმე კატალოგზე გვინდა ოპერაცია (წაშლა, კოპირება, გადატანა).

 

სხვა ფუნქციები:

 

კონტროლ ეფი - აქტიური დაფის სიაში ფაილის ან კატალოგის მოძებნა.

კონტროლ შიფტ ეფი - კომპიუტერში ფაილის მოძებნა. ძიების შეწყვეტა ესკეიპ კლავიშით. თუ საძიებო სახელში მიუთითებთ ვარსკვლავი წერტილი გაფართოება (მაგალითად *.მპ3 ან *.ტხტ) მოიძებნება ყველა ამ ტიპის ფაილი.

ალტ შიფტ ეფი - ბოლო ძიების შედეგების სიის გამოძახება.

კომპიუტერში შედეგიანი ძიებისას გამოვა ნაპოვნი კატალოგების ან ფაილების სია.

შედეგების სიაში ენტერზე დაწოლით არჩეული ფაილის ან კატალოგის ადგილი გაიხსნება აქტიურ დაფაზე და კურსორი დადგება ფაილზე ან კატალოგზე, შედეგების სია იხურება.

შედეგების სიაში კონტროლ ენტერზე დაწოლით არჩეული ფაილი პირდაპირ შესრულდება ან გაიხსნება შესაბამისი პროგრამით, შედეგების სია არ იხურება.

 

კონტროლ ე - შრიფტის შეცვლა.

კონტროლ ზეტი - შრიფტის ზომის გაზრდა.

კონტროლ შიფტ ზეტი - შრიფტის ზომის შემცირება.

კონტროლ ქუ - შრიფტის ფერის შეცვლა.

კონტროლ შიფტ ქუ - ფონის ფერის შეცვლა.

 

კონტროლ ცე - არჩეული ფაილის ან კატალოგის სახელის კოპირება ბუფერში.

კონტროლ ისრები მარცხნივ და მარჯვნივ - არჩეულის ასო-ასო წარმოთქმა.

ხანი - წარმოთქმის გაჩერება.

 

      კალკულატორი.

       მარტივ კალკულატორს ვიძახებთ ღილაკთა კომბინაციით კონტროლ ეფერთი. ვრთავთ კლავიატურის მარჯვენა მხარეს მოთავსებულ რიცხვთა ბლოკს. ვკრეფთ პირველ რიცხვს, შემდეგ არითმეტიკულ მოქმედებას და მეორე რიცხვს. ვაწვებით ენტერს. მიიღება ამ არითმეტიკული მოქმედების შედეგი. თუ გვინდა ამ შედეგის სხვა ადგილზე ჩასმა, მაშინ პირდაპირ ვაჭერთ კონტროლ ცეს და შემდეგ შედეგს კონტროლ ვეთი ვსვავთ სასურველ ადგილას. შეკრების ოპერაციისთვის გამოიყენება კალკულატორის ბლოკის პლიუს კლავიში. გამოკლებისთვისპლიუს კლავიშის ზემოთ მდებარე დეფისის ღილაკი, გამრავლებისთვის ვარსკვლავი და გაყოფისთვის მარცხნივ დახრილი. მარტივი კალკულატორის გამორთვა ხდება ესკეიპით ან ალტ+ეფ-ოთხით.

       არსებობს ცოტათი უფრო რთული მათემატიკური გათვლების შესაძლებლობაც. ჩვენ შეგვიძლია გამოვითვალოთ რიცხვის ხარისხები, ამოვიღოთ ნებისმიერი ხარისხის ფესვი, გამოვითვალოთ ნებისმიერი კუთხის სინუსი, კოსინუსი, რიცხვის ლოგარითმი ნებისმიერი ფუძით, ან არითმეტიკული გამოსახულების მნიშვნელობა ამ ფუნქციების კომბინაციით. ამისთვის ვანთავისუფლებთ ბუ ორის ნებისმიერ ფანჯარას. ჩავრთავთ კლავიატურის რიცხვით ბლოკს და ვკრეფავთ არითმეტიკულ გამოსახულებას, სადაც შეიძლება შედიოდეს, როგორც რიცხვებზე მოქმედებები ასევე ფუნქციები, ბოლოს ვაწვებით უდრისს და კომპიუტერი გვაძლევს საბოლოო შედეგს.

       მათემატიკური გამოსახულება ჩაწერილი უნდა იყოს სწორად. რამდენი ფრჩხილიც არის გახსნილი იმდენი უნდა იყოს დახურული. საჭიროა მომხმარებელმა იცოდეს მათემატიკური ოპერაციების ჩატარების თანმიმდევრობის წესი: ჯერ გამოითვლება ფუნქციათა მნიშვნელობები, შემდეგ ახარისხება და ამოფესვა, შემდეგ გამრავლება და გაყოფა, ბოლოს კი მიმატება და გამოკლება. ამ თანმიმდევრობის ცოდნა აუცილებელია ფრჩხილების სწორად ხმარებისთვის. მომხმარებელმა უნდა იცოდეს აგრეთვე კომპიუტერში ფუნქციათა სწორად ჩაწერაც.

       ფუნქციათა არგუმენტები იწერება ფრჩხილებში.  სინუსი და კოსინუსი იწერება როგორც გვესმის. სინ, კოს. შემდეგ ვხსნით ფრჩხილს , ვწერთ კუთხის მნიშვნელობას, ვხურავთ ფრჩხილს და ვაწვებით უდრისს. მაგალითად, სინ(45)=0.70711. ახარისხება იწერება სქრ, ხოლო კვადრატული ფესვის ამოღება სქტ. ახარისხების დროს ფრჩხილებში ჯერ იწერება ფუძე, მძიმე და შემდეგ ხარისხის მაჩვენებელი, ამის შემდეგ იხურება ფრჩხილი და ვაწვებით ტოლობის ღილაკს. თუ ფრჩხილებში არ არის მითითებული ხარისხის მაჩვენებელი, მაშინ ხდება ფუძის კვადრატში აყვანა, კვადრატული ფესვის ამოღების დროს ფრჩხილებში ვწერთ მხოლოდ ფესქვეშა რიცხვს.მაგალითად, სქრ(3)=9, სქრ(3,4)=81, სქტ(16)=4. ლოგარითმის გამოთვლისას ვხმარობთ აღნიშვნას ლოგ. ამ დროს ფრჩხილებში იწერება ჯერ ლოგარითმის ფუძე, ხოლო მძიმის შემდეგ მოცემული რიცხვი. თუ არ არის მითითებული ფუძე , მაშინ ლოგარითმი გამოითვლება ათის ფუძით.

ლოგ(100)=2, ლოგ(2,8)=3.

        მათემატიკური გამოსახულების წასაკითხად ვრთავთ კითხვის რეჟიმს სასვენი ნიშნების გამოცხადებით.

 

     ფაილების მართვის პროგრამა (ფაილ-მენეჯერი).

 

პროგრამასთან ერთად ჩაწერილია ფაილი დიკტიონარი.ტხტ, რომელშიც წერია სტანდარტული კომპიუტერული ტერმინები და ფრაზები და მათი ქართული თარგმანი.

ამ ფაილის მიხედვით, როცა პროგრამას შეხვდება თარგმნილი ტერმინი ან ფრაზა, ის მას გაახმოვანებს ქართულად.  ფაილის შეცვლა შეიძლება. ერთი ხაზი ეთმობა ინგლისურ ტექსტს, შემდეგი ხაზი - ქართულ შესატყვისს. ფაილის შესაცვლელად ან რაიმეს დასამატებლად კონტროლ «ო»-თი შევდივართ ფაილების სისტემაში, ვხსნით ფაილს დიქტიონარი.ტქსტ-ს და ვახდენთ სასურველ ცვლილებებს, მერე კი ვინახავთ კონტროლ ესით.

 

ფაილ მენეჯერის ფუნქციონალური თანმიმდევრობა წააგავს ნორტონ კომანდერს.

გამოსახულია ორი დაფა. აქტიურია მარცხენა ან მარჯვენა დაფა. აქტიურობის შეცვლა ხდება ტაბ კლავიშით.

აქტიურ დაფაზე ფაილურ სისტემაში ნავიგაცია ხდება ისრებით ზევით-ქვევით და სხვა მიმმართველი კლავიშებით (ჰოუმ, ენდ, პეიჯ აპ, პეიჯ დაოუნ).

კლავიშა 5 იმეორებს არჩეულ სახელს. ისრები მარცხნივ და მარჯვნივ ასო-ასო წარმოთქვამენ არჩეულ სახელს.

ფოლდერში (საქაღალდე) შესვლა ხდება ენტერით. იერარქიულად წინა ფოლდერში დაბრუნება ქვეფოლდერიდან ხდება ბაკსპეის კლავიშით.

კომპიუტერის სხვადასხვა დისკის გამოძახება ხდება ეფ-1 (მარცხენა დაფაზე) და ეფ-2 კლავიშებით. გამოდის დისკების და სხვა საჭირო ხშირად გამოსაყენებელი ფაილებისა თუ ფოლდერების სია. მაგალითად, ცე დისკი, დე დისკი, სამუშაო მაგიდა, სანაგვე ყუთი და ასე შემდეგ. მათ ვირჩევთ ისრებით და ვხსნით ენტერით.

 ფაილების მართვის (ფაილ-მენეჯერი) ღილაკები.  

 

ეფ 1 - მარცხენა დაფაზე სხვა დისკის ან ადგილის გამოძახება

ეფ 2 - მარჯვენა დაფაზე სხვა დისკის ან ადგილის გამოძახება

ეფ 3 - არჩეული ფაილის გახსნა წასაკითხად (გახსნის პროგრამა ბუ ორი, რომელიც ჩაწერილი უნდა იყოს იქვე სადაც ფაილ მენეჯერი)

ეფ 4 - არჩეული ფაილის გახსნა შესასწორებლად (გახსნის პროგრამა ბუ ორი, რომელიც ჩაწერილი უნდა იყოს იქვე სადაც ფაილ მენეჯერი)

შიფტ ეფ 4 - ახალი ფაილის შექმნა აქტიურ დაფაზე (უნდა მიუთითოთ სახელი და გაფართოება, მაგალითად: ლალალა.ტხტ)

ალტ ეფ 4 - ფაილ მენეჯერის გამორთვა

ეფ 5 - ფაილების და კატალოგების კოპირება (აქტიურ დაფაზე მონიშნული ერთი ან რამდენიმე ფაილი, ან თუ მონიშნული არაა არჩეული ფაილი გადიწერება პასიურ დაფაზე)

   მონიშვნა ხდება ინსერტ ღილაკით. ფაილი არჩეულად ითვლება, თუ მასზე ვდგავართ.  კონტროლ ეფ 5 - არჩეული ფაილის იარლიყის დადება მაგიდაზე სწრაფი შესრულების კლავიშის მითითების შესაძლებლობით. ვაჭერთ მხოლოდ იმ ღილაკს რომლითაც უნდა შემდგომში სამუშაო მაგიდიდან სწრაფად გამოვიძახოთ პროგრამა თუ გავხსნათ ფაილი. ალტ კონტროლის დაჭერა ამ დროს არ ხდება. შემდგომში გამოძახება ხდება ღილაკთა კომბინაციით: კონტროლ ალტ და არჩეული ღილაკი.

ეფ 6 - ფაილების და კატალოგების გადატანა (იგივე ოღონდ აღარ დარჩება აქტიურ დაფაზე). თუ მონიშნული არაფერია, გადატანა არ სრულდება და შესაძლებელია არჩეული ფაილის ან კატალოგის სახელის შეცვლა.

ეფ 7 - კატალოგის შექმნა

ეფ 9 - პროგრამის პარამეტრების არჩევა (ფონის ფერი, ასოების ფერი, შრიფტის ზომა და ასე შემდეგ.

კონტროლ ეფ 9 - მიმდინარე პარამეტრების შენახვა (პანელების გზები, ხმა, შრიფტი, ფერები, სორტირება)

ეფ 11 - ინფორმაცია აქტიური დაფის შესახებ

კონტროლ ეფ 11 - აქტიური და პასიური დაფების გამოცხადება

შიფტ ეფ 11 - ინფორმაცია აქტიურ დაფაზე არჩეულის ან მონიშნულის შესახებ

ეფ 12 - ქართული ხმის შეცვლა

შიფტ 12 - ინგლისური ხმის შეცვლა

 

ენტერი - არჩეული ფაილის შესრულება თუ პროგრამაა, ან გახსნა ასოცირებული პროგრამით (მაგალითად ემპესამი გაიხსნება მედიაპლეიერით).

თუ ფოლდერზე დავაწვებით ენტერს გაიხსნება ფოლდერი.

თუ სანაგვეა გახსნილი ენტერი, ეფ 5 და ეფ 6 შემოგვთავაზებს სანაგვიდან აღდგენას. სანაგვიდან წაშლისას ფაილები აღარ აღდგება.

 

წაშლის კოპირების და გადატანის ოპერაციები შეეხება აქტიურ დაფაზე არჩეულ ფაილს ან კატალოგს ან თუ მონიშნულია - მონიშნულ ფაილებს და კატალოგებს.

არჩევა ხდება ისრებით და სხვა მიმმართველებით ზემოთ და ქვემოთ.

მონიშვნა და მონიშვნის მოხსნა ხდება ინს კლავიშით.

დაფაზე ყველაფრის მონიშვნა ხდება პლიუს კლავიშით.

დაფაზე ყველა მონიშვნის მოხსნა ხდება მინუს კლავიშით.

როცა რამეა მონიშნული ოპერაციები ეხება მხოლოდ მათ და არა არჩეულ ელემენტს.

მონიშვნა საჭიროა როცა ერთდროულად რამდენიმე ფაილზე ან რამდენიმე კატალოგზე გვინდა ოპერაცია (წაშლა, კოპირება, გადატანა).

 

სხვა ფუნქციები:

 

კონტროლ ეფი - აქტიური დაფის სიაში ფაილის ან კატალოგის მოძებნა.

კონტროლ შიფტ ეფი - კომპიუტერში ფაილის მოძებნა. ძიების შეწყვეტა ესკეიპ კლავიშით. თუ საძიებო სახელში მიუთითებთ ვარსკვლავი წერტილი გაფართოება (მაგალითად *.მპ3 ან *.ტხტ) მოიძებნება ყველა ამ ტიპის ფაილი.

ალტ შიფტ ეფი - ბოლო ძიების შედეგების სიის გამოძახება.

კომპიუტერში შედეგიანი ძიებისას გამოვა ნაპოვნი კატალოგების ან ფაილების სია.

შედეგების სიაში ენტერზე დაწოლით არჩეული ფაილის ან კატალოგის ადგილი გაიხსნება აქტიურ დაფაზე და კურსორი დადგება ფაილზე ან კატალოგზე, შედეგების სია იხურება.

შედეგების სიაში კონტროლ ენტერზე დაწოლით არჩეული ფაილი პირდაპირ შესრულდება ან გაიხსნება შესაბამისი პროგრამით, შედეგების სია არ იხურება.

 

კონტროლ ე - შრიფტის შეცვლა.

კონტროლ ზეტი - შრიფტის ზომის გაზრდა.

კონტროლ შიფტ ზეტი - შრიფტის ზომის შემცირება.

კონტროლ ქუ - შრიფტის ფერის შეცვლა.

კონტროლ შიფტ ქუ - ფონის ფერის შეცვლა.

 

კონტროლ ცე - არჩეული ფაილის ან კატალოგის სახელის კოპირება ბუფერში.

კონტროლ ისრები მარცხნივ და მარჯვნივ - არჩეულის ასო-ასო წარმოთქმა.

ხანი - წარმოთქმის გაჩერება.

 

 ინტერბუ.

 

     პროგრამა ინტერბუ გამიზნულია ქართული ვებ-გვერდების (საიტები) დათვალიერებისა  და სიტყვის საშუალებით საჭირო ინფორმაციის მოძიებისთვის ინტერნეტსივრცეში.

 პროგრამა ინტერბუს გახსნის შემდეგ ეკრანზე გამოდის ჩვენს კომპიუტერში დაყენებული საწყისი ინტერნეტგვერდი. როგორც წესი, ესაა გუგლის საძიებო გვერდი. თუ გვინდა საწყის გვერდად ავირჩიოთ სხვა გვერდი, ვიქცევით შემდეგნაირად: ვაჭერთ ღილაკთა კომბინაციას ალტ ენი დავწერთ იმ ვებ-გვერდის სახელს, რომელიც გვინდა რომ გავხადოთ საწყის გვერდად, მერე ვაჭერთ ალტ ესს.გვერდი ხდება საწყისად. 

  ინტერბუს კლავიშთა კომბინაციები.

1. ალტ პლიუს ღილაკი «კა» - ვებ-გვერდზე არსებული ბმულების (ლინკების) ჩართვა-გამორთვა. ბმულების საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ერთი ვებ-გვერდიდან გადავიდეთ სხვა გვერდზე, კერძოდ, იმ გვერდზე, რომელიც მოცემული ბმულითაა მიბმული ეკრანზე გამოტანილ გვერდთან.  

2. ალტ პლიუს ღილაკი «პე» - სურათების ჩართვა-გამორთვა. ეს იმიტომაა საჭირო, რომ ხანდახან ბმული მიბმულია სურათზე.

3. ალტ პლიუს ტე - ფავორიტებში შენახვა კომენტარებით. ფავორიტი წარმოადგენს ისეთ გვერდს, რომელიც მოგვეწონა და ვაპირებთ მის ხშირად დათვალიერებას. კომენტარში შეგვიძლია ჩავწეროთ ინფორმაცია რატომ მოგვწონს ეს ვებ-გვერდი ან გვერდის მოკლე შინაარსი. ფავორიტებს ვიძახებთ «ეფ8» ღილაკით. ისრების საშუალებით ვდგებით სასურველ ფავორიტზე და პირდაპირ ენტერით ვიძახებთ.

4. ალტ პლიუს ტაბი - ერთი პროგრამიდან მეორე პროგრამაზე გადასვლა. მაგალითად, ბუ-2-დან ინტერბუზე ან პირიქით.

5. ალტ პლიუს ენის ორჯერადი დაჭერით -  ახალი  გამოსაძახებელი გვერდის მისამართის ჩაწერა. 

6. ალტ პლიუს ბე  - უკანა გვერდზე დაბრუნება.

7. ალტ პლიუს ეფი - წინა გვერდზე გადასვლა. ეს ოპერაცია სასურველია მაშინ, როცა გადასული ვართ უკანა გვერდზე და გვინდა დავბრუნდეთ იმ გვერდზე საიდანაც გადავედით.  

8. ალტ პლიუს დაბლიუ - საიტის სათაურის გამოცხადება. 

9. ალტ პლიუს შიფტ პლიუს დაბლიუ - ვებ.საიტში გვერდის დასახელება.

10. კონტროლ პლიუს ენი - გვერდების გადანომვრა.

11. «ეფ8» - ფავორიტების სიის გამოძახება.

12. ეფ 9  -  გვერდის ბმულების გამოძახება. გამოდის გააქტიურებულ ვებ-გვერდზე არსებული ბმულების სია. თითოეულ ბმულის შესახებ რამდენიმე სიტყვიანი ინფორმაციით თუ არ გვსურს მთელი ვებ-გვერდის წაკითხვა და გვაინტერესებს მხოლოდ ბმულები, მაშინ ვათვალიერებთ ამ სიას, ისრებით ვირჩევთ ბმულს და ვაჭერთ ენტერს.

13. კონტროლ ეფ 12 - ენების ცვლა. ინტერბუს ჯერჯერობით არააქვს შესაძლებლობა იკითხოს რამდენიმე ენაზე შედგენილი შერეული გვერდები, მაგრამ შეუძლია წაიკითხოს ერთ ენაზე დაწერილი გვერდები. მაგალითად, მთლიანად რუსული ან ინგლისური. იმისთვის, რომ გამოვიძახოთ რუსული ან ინგლისური ვებ-გვერდი, მისამართის ჩაწერის შემდეგ კონტროლ ეფ 12-თ უნდა გადავიდეთ შესაბამის ენაზე და შემდეგ გვერდის გამოსაძახებლად დავაჭიროთ ენტერს. უცხო ენაზე შედგენილ გვერდებზე ნავიგაცია ზუსტად იგივენაირად ხდება როგორც ქართულ გვერდებზე. 

14. ეფ 10 - უკვე გახსნილი გვერდების სია. ეს სია საშუალებას იძლევა ამ სიიდან გავხსნათ ადრე გამოძახებული გვერდები.

15. ეფ 12 - ქართული ხმების ცვლა.

16. შიფტ პლიუს ეფ 12 - ინგლისური ხმების ცვლა.

17. კონტროლ პლიუს Fშიფტ პლიუს ღილაკი «ეფ»ი - ძიება ინტერნეტში. სიტყვის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია მოვძებნოთ საჭირო ინფორმაცია ინტერნეტსივრცეში. ამ პუნქტში დასახელებული ღილაკთა კომბინაციის გამოყენებით გამოსულ ფანჯარაში ვწერთ სიტყვას და ვაჭერთ ენტერს. ეკრანზე გამოდის გვერდი, სადაც მოცემულია მოკლე ანოტაციები იმ გვერდების შესახებ სადაც მოთავსებულია საძიებელი ინფორმაცია. ყოველ ანოტაციას წინ აქვს ბმული, რომლის არსებობასაც გვატყობინებს ხმოვანი სიგნალი. თუ გვინდა გავხსნათ ის ვებ-გვერდი, რომლის ანოტაციაზეც ვდგავართ, ისრების დახმარებით ვდგებით ანოტაციის წინ მდგომ ბმულზე. გავიგონებთ, რა შესაბამის ხმოვან სიგნალს ვაჭერთ ენტერს. არსებობს სხვა გზაც. «ეფ9»-ს საშუალებით გამოვიძახოთ გვერდის ბმულების სია და იქიდან გავხსნათ საჭირო ინფორმაციის შემცველი გვერდი. გარდა ამისა, ყოველი ანოტაცია შეიცავს აგრეთვე გვერდის მისამართს, ჩვენ შეგვიძლია ამ მისამართის მონიშვნითა და შემდგომი ჩაწერით  ანდა ხელით ჩაწერით გამოვიძახოთ სასურველი ვებ-გვერდი. სიტყვის საშუალებით მოძებნილი ანოტაციების გვერდი ბოლოში შეიცავს ერთიდან ათამდე რიცხვს, რომელთაც წინ აქვთ ბმულები. ამ ბმულების გახსნა მოგვცემს ანოტაციების შემცველ სხვა გვერდს, საიდანაც კვლავ შეგვიძლია გავაგრძელოთ საჭირო ინფორმაციის ძიება.  

18. კონტროლ პლიუს ეფი - საიტში სიტყვის ძიება.

19. კონტროლ პლიუს ხანი - კითხვისა და რედაქტირების რეჟიმზე გადასვლა.

20. კონტროლ პლიუს ეფ 11 - ხაზისა და გვერდის გამოცხადება.

21. კონტროლ პლიუს აპოსტროფი (ესქეიფის ქვემოთ მდებარე ღილაკი) -  კითხვის დროს სასვენი ნიშნების ჩართვა-გამორთვა.

22. კონტროლ პლიუს ო - ფაილის, ფოლდერის გახსნა.

23. კონტროლ პლიუს ესი - შენახვა. ეს ოპერაცია შეგვიძლია გამოვიყენოთ საჭირო გვერდის ბუ-ორში პირდაპირ შესანახად.

24. დელეიტი -მონიშნულის წაშლა.

25. კონტროლ პლიუს ეფი - ლინკების და ფავორიტების სიაში ძიება.

26. კონტროლ პლიუს «ეფ თორმეტი» ენების გადართვა.

27. ალტ პლიუს ჰაში ნებისმიერ მომენტში საწყის გვერდზე დაბრუნება.

28. კონტროლ პლიუს გე ტრანსკრიპციების წაკითხვა.

 29. ალტ პლიუს ემი - თაგვით გამოცხადების ჩართვა-გამორთვა. მცირემხედველებისთვის ინტერბუ ითვალისწინებს გვერდის ვიზუალური დათვალიერების შესაძლებლობას. ამისთვის ერთხელ უნდა დავაჭიროთ კომბინაციას ალტ და ღილაკ «ენს». გამოვა ინტერნეტბუში გადაუყვანელი «ჩვეულებრივი» ვებ-გვერდი, სადაც მივიყვანთ თაგვის ისარს მოხდება იმ ადგილის გახმოვანება.  

30.კონტროლ პლიუს შიფტ პლიუს ენი - გვერდის დანომვრის მოხსნა.

 

     სკაიპის მოხმარების წესები

    

     სკაიპში შესასვლელად ჯერ უნდა გავხსნათ პროგრამა ინტერბუ. შემდეგ ვაწვებით კლავიშს ეფ 6. ირთვება სკაიპი და გამოდის მოცემულ მომენტში სკაიპში მყოფი მეგობრების სია. ამ სიის აბონენტები ამორჩეულია სკაიპის მეგობრების უფრო ფართო სიიდან. ფართო სიის აბონენტები წარმოადგენენ აბონენტებს, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს სკაიპის საშუალებით კავშირი. მეგობრების ფართო სიის აბონენტები შეიძლება მოცემულ მომენტში არ იმყოფებოდნენ ქსელში.

     ახალი მეგობრის დამატება ხდება მეგობრების ფართო სიაში შემდეგნაირად: ტაბ კლავიშის საშუალებით გადავდივართ შეტყობინებამდე «სკაიპში ძიებისათვის დააწექით ენტერს», შემდეგ ვაწვებით ენტერს და ვწერთ მეგობრის მისამართს (ნიკს). ამის შემდეგ ვაძლევთ ენტერს და ფანჯარაში გამოდის ნაპოვნი მისამართი, რის შემდეგაც ვაწვებით კლავიშს პლიუსი კალკულატორის ბლოკიდან, შეკითხვაზე: «გინდათ დაამატოთ მეგობრების სიაში?» ვაწვებით ენტერს, შემდეგ კლავიშს ესკეიპს და აბონენტი ემატება მეგობრების სიას.

     სკაიპში ახალ აბონენტებთან ურთიერთობის დასამყარებლად გვაქვს რამდენიმე ვარიანტი, მაგალითად, შეგვიძლია მოვძებნოთ გვარით, სახელით, ქვეყნით, ქალაქით, ასაკით და ა. შ. ამისთვის საჭიროა ძებნაში, რომლისთვისაც ვიყენებთ ტაბ კლავიშს, აბონენტის ზემოთჩამოთვლილ მონაცემთაგან ჩავწეროთ ერთ-ერთი, მაგალითად, გვარი, გამოდის სია, შემდეგ ძიებას ვაგრძელებთ ისევ ტაბ კლავიშის დახმარებით და მივდივართ მეორე პარამეტრის ჩაწერის ადგილზე, მაგალითად, ჯორჯია და ვაწვებით ენტერს, სიაში რჩება მოცემული გვარისა და საქართველოში რეგისტრირებული აბონენტების მისამართები.

     მიღებული სიიდან აბონენტთან დაკავშირება შესაძლებელია ენტერის დახმარებით.

     თუ გვსურს შემდგომშიც ნაცნობობა აბონენტთან, მას ვამატებთ ფართო სიას იგივე წესით, რაც ზემოთ იყო აღნიშნული.

     სკაიპში მყოფი მეგობრების სიაში სასურველ აბონენტთან დასაკავშირებლად ისრების საშუალებით ვდგებით სასურველი აბონენტის მისამართზე და ვაწვებით კონტროლ ენტერს, რის შემდეგაც ვწერთ შეტყობინებას, ვაწვებით ენტერს და შეტყობინება იგზავნება.

     ხელმეორე შეტყობინების გაგზავნისათვის შეგვიძლია დავაწვეთ კლავიშებს კონტროლ ეფ 6 და ჩავწეროთ შეტყობინება, შემდეგ კი დავაწვეთ ენტერს.

     რაც შეეხება მეგობრისაგან მიღებულ შეტყობინებას: პროგრამა მას ავტომატურად ახმოვანებს. თუ გვსურს ბოლო შეტყობინების გამეორება, ვაწვებით კლავიშებს კონტროლ ერ.

     მთელი საუბრის ხელმეორედ მოსასმენად უნდა გავხსნათ ჩატების ისტორია. ამისათვის ვაწვებით კლავიშებს კონტროლ ო-ს, შევდივართ ბუ 2-ს ფოლდერში და ფაილების სიაში ისრების საშუალებით ვეძებთ ფაილს «სკიპე ჰისტორი», რის შემდეგაც ვაწვებით ენტერს და იხსნება ჩატების ისტორია, რომელშიც სასურველი აბონენტის მოსაძებნად ვიყენებთ კლავიშებს კონტროლ ეფ-ს , ვწერთ აბონენტის სახელს და ვაწვებით ენტერს. საუბრის მოსასმენად ვაწვებით ხანს (პრაბელს). ამ შემთხვევაში საუბრის მოსმენა იწყება თავიდან. თუ გვსურს საუბრის მოსმენა ბოლო შეტყობინებიდან უკან, ვაკეთებთ შემდეგს: სკაიპში მყოფები ტაბ კლავიშით შევდივართ ჩატების ისტორიაში, ვაწვებით ენტერს და მთავარ ფანჯარაში ვიღებთ ჩატების ისტორიას, რის შემდეგაც მთავარ ფანჯარაზე გადავდივართ კლავიშებით ალტ ეფ 4, ვაწვებით კლავიშს ჰოუმ და ჩატების ისტორია იწყება ბოლო ჩატის წაკითხვიდან.

     რაც შეეხება ისტორიაში სხვა აბონენტთან ნალაპარაკევის მოძებნას, ეს ხდება კონტროლ ეფ-ის დახმარებით.

     ისტორიების წაკითხვის შემდეგ სკაიპში დასაბრუნებლად ვაწვებით ისევ კლავიშს ეფ 6.

     ვერბალური საუბრისათვის მეგობართან საჭიროა: სკაიპში მყოფი მეგობრების სიიდან სასურველი მეგობრის შერჩევის შემდეგ პირდაპირ დავაწვეთ ენტერს, რის შემდეგაც გადის ზარი მეგობართან. რაც შეეხება შემოსული ზარის მიღებას, ამისათვის ვაწვებით კლავიშებს შიფტ ეფ 6 და ვიწყებთ საუბარს. საუბრის დამთავრება ორივე შემთხვევაში ხდება კლავიშით ესკეიპი.

     სკაიპის პროგრამას აქვს ე. წ. სტატუსები, რომელთა მოძებნაც ხდება ტაბ კლავიშით: ჩართულია, სკაიპობს, მიუწვდომელია, უხილავია, შორსაა, მომსახურების გარეთაა.

     ჩართულია ნიშნავს, რომ მზად ხართ საპასუხოდ, სკაიპობს ნიშნავს, რომ სხვა აბონენტს ესაუბრებით, უხილავი ნიშნავს, რომ სკაიპში ხართ, მაგრამ არ ჩანხართ სხვა მეგობრების სიაში, შორსაა ნიშნავს, როცა კომპიუტერთან არ იმყოფებით და ა. შ.

სკაიპის გამორთვა ხდება კლავიშთა კომბინაციით: ალტ ეფ 4.

 

    სკანირების ინსტრუქცია

 

ბუ ორის პროგრამას აქვს საშუალება ქართული ტექსტების სკანირებისა. ამისთვის კომპიუტერს მიერთებული უნდა ჰქონდეს სკანერი და არჩეული იქნეს სკანერის დრაივერი. სკანერის დრაივერის ასარჩევად ვაწვებით კონტროლ - ეფ 8-ს. გამოდის ფანჯარა, სადაც ჩამოწერილი არის სკანერის დრაივერები. ქვედა და ზედა ისრების საშუალებით ვირჩევთ შესაბამის დრაივერს. როგორც წესი, ჩვენს შემთხვევაში უნდა ავირჩიოთ დრაივერი "ვია". არჩევას ვადასტურებთ ენტერით.

   "ვია" დრაივერის "კასტომ სეტინგ"-ში წინასწარ პაინტით ან სხვა პროგრამის საშუალებით დააყენებინეთ გარჩევადობა 300, შავ-თეთრი რეჟიმი და კონტრასტი მინუს 20.

   "ვია" დრაივერის გარეშე ზოგი სკანერი დაასკანერებს  200 გარჩევადობით და ამოცნობის ხარისხი დაბალი იქნება.

ამის შემდეგ ვაყენებთ სკანერის პარამეტრებს. მისი გამოძახება ხდება შიფტ ეფ-8-თი, ხოლო მასში მოძრაობა ხდება ტაბ-ის საშუალებით. ამ ფანჯარაში ჩამოთვლილია სკანერიდან ტექსტის მიღების პარამეტრები. ისეთები როგორიცაა: გამოსახულების მასშტაბირება, თარგის ახლიდან მორგება, დრაივერის ჩვენება, გადაშლილი შეტრიალებული წიგნი, დახრის ავტომატური გასწორება, თითოეული სტრიქონი აბზაცია, პარამეტრების ასარჩევად დააწექით ენტერს. თითოეული პარამეტრი შეგვიძლია ჩავრთოთ ან გამოვრთოთ ხანის საშუალებით, ანუ როცა ვდგავართ რომელიმე პარამეტრზე და გვინდა მისი ჩართვა ვაწვებით დაშორების კლავიშს და პირიქითაც, თუ ჩართულია და გვინდა მისი გამორთვა, მაშინაც ვაწვებით დაშორების კლავიშს და პარამეტრიც გამოირთვება.

გამოსახულების მასშტაბირება - გამოიყენება 200 გარჩევადობით გადაღებისას;

   ახლიდან თარგის მორგება - გამოიყენება ახალი მასალის პირველი გვერდის სკანირების დროს, შემდეგ შეგვიძლია მოცემული წიგნისთვის გამოვრთოთ, რადგან ზედმეტი დრო მიაქვს;

   სკანერის დრაივერის ჩვენება - ჩართული უნდა იყოს თუ ვიყენებთ "ვია" დრაივერს

   გადაშლილი შეტრიალებული წიგნი - გამოიყენება წიგნის სკანირებისას, თუ წიგნს ვდებთ გვერდულად. თუ პირველი სკანირება უშედეგო აღმოჩნდა, შემოვატრიალებთ წიგნს 180 გრადუსით;

   დახრის ავტომატური გასწორება - საჭიროა, რადგან წიგნი შეიძლება ყოველთვის ზუსტად ვერ დავდოთ ანდა თვითონ წიგნს ჰქონდეს ხარვეზი. დახრილი სტრიქონები ამ დროს სწორდება ავტომატურად., ზოგჯერ პროგრამა შეიძლება შეცდეს და არასწორად შეატრიალოს ნაბეჭდი.

   ყოველი სტრიქონი აბზაცია - გამოიყენება ლექსების სკანირებისას, რათა ლექსის სტრიქონები არ გადაებას ერთმანეთს.

ამ პარამეტრების არჩევის დადასტურება ბოლოს ხდება ენტერით (ამას პროგრამაც გვატყობინებს).

  წიგნის სკანირებისათვის გადაშლილ წიგნს ვდებთ სკანერზე. ყოველი ახალი წიგნის სკანირების დროს სასურველია პირველად მოვარგოთ თარგი. ამისათვის უნდა ჩავრთოთ "თარგის ახლიდან მორგება", შემდგომში შეგვიძლია გამოვრთოთ.  სკანირების დაწყებისათვის ვაჭერთ ეფ 8-ს. იმისათვის, რომ გადაღების ხარისხი იყოს კარგი, სასურველია სკანერის სახურავს ოდნავ დავაწვეთ ხელით გადაღების კონტაქტის გაუმჯობესების მიზნით. სკანირება მიმდინარეობს ორ ეტაპად:  სკანირება და ტექსტის ამოცნობა, რასაც შესაბამისად გვატყობინებს პროგრამა. ტექსტის ამოცნობის შემდეგ არჩეულ ფანჯარაში დასკანერებული ტექსტი შემოდის ავტომატურად. ეს ტექსტი შეგვიძლია გადავიტანოთ სხვა ფანჯარაში და იქ დავაგროვოთ შემდგომი სკანირებული ფურცლები. სკანირების და ტექსტის ამოცნობას თან მოჰყვება შეცდომები.შეცდომების გასასწორებლად ვიყენებთ უკვე ნასწავლ მეთოდებს. ძალიან გამოგვადგება შეცდომების გასწორება კონტროლ ასო გეთი გამოძახებული ფანჯრის გამოყენებით.

 

 

 

გვერდის მისამართი : პროგრამები / ბუ ორის სახელმძღვანელო / 33.გაკვეთილების გასამეორებელი კონსპექტი