გაკვეთილი პირველი

 

     1. კლავიატურა შედგება სამი ბლოკისაგან. ეს ბლოკებია: ძირითადი, სამართავი და კალკულატორის. მათი განლაგება მარცხნიდან მარჯვნივ ასეთია: ძირითადი, სამართავი და კალკულატორის.

2. ძირთადი ასოით-რიცხვითი ბლოკი ყველაზე დიდია და მარჯვნივ მთავრდება ადვილად აღმოსაჩენი ვერტიკალური ჭრილით, მისი დამთავრება შეიძლება დავაფიქსიროთ შემდეგნაირადაც, მისი შუა ხაზის ბოლო კლავიშია კუთხის მქონე ენტერის კლავიში.

3. სამართავი ბლოკის ქვედა ნაწილში განლაგებულია ისრები. მას აქვს პირამიდალური ფორმა: ქვედა ხაზზე სამი ღილაკი და შუა ღილაკის ზემოთ ერთი  ღილაკი.

 4. ფუნქციონალური ღილაკები განლაგებულია ძირითადი ბლოკის ზედა რიგში, ესკეიპის მარჯვნივ.

5. ღილაკი ესკეიპი მდებარეობს კლავიატურის უკიდურეს მარცხენავერტიკალურ რიგში სულ ზევით.

6. კლავიატურაზე მდებარეობს ორი ენტერ კლავიში: ერთიმოთავსებულია კალკულატორის ბლოკის უკიდურეს მარჯვენა ნაპირზე, სულ ქვევით და აქვს ვერტიკალური მართკუთხედის ფორმა. მეორე მდებარეობს ძირითადი ბლოკის მარჯვენა მხარეს და აქვს მუხლისებური ფორმა.

7. ნიშანდებული ღილაკები მდებარეობენ ძირითადი ბლოკის შუა, ქვემოდან მესამე რიგში. მათი ნიშანდება გამოსახულია მათ ღილაკების ქვედა ნაპირთან ამობურცული პატარა შვერილებით. ასეთი ღილაკი ორია და ისინი შეესაბამებიან ასოებს: ეფს და ჯეს. ეფი მდებარეობს მარცხნიდან მეოთხე ღილაკად, თუ არ ჩავთვლით პირველ კაპს ლუკის გამორჩეულ ღილაკს. ჯე მდებარეობს ეფიდან მარჯვნივ ორი ღილაკის გამოტოვებით.

8. კლავიატურის ყველაზე გრძელ ჰორიზონტალურ კლავიშს ეწოდება დაშორების კლავიში, მას სხვა სახელებიც ჰქვია: ხანი, ჰარი, პრობელი და ასე შემდეგ. იგი მდებარეობს ძირითადი ბლოკის ქვედა რიგში ცენტრალურ ადგილას.

 9. ინერტულ ღილაკებზე დაწოლა არ იწვევს კომპიუტერის რაიმე მოქმედებას, ასეთი სულ სამი ღილაკია: შიფტი, კონტროლი და ალტი.

10. პროგრამა ბუ-ორის ჩართვა ხდება ღილაკთა კომბინაციით: კონტროლ+ალტ+ასო ესი.

 11. პროგრამა ბუ -2 გამოირთვება ღილაკთა კომბინაციით: ალტ+ეფ-4.

 

 

 გაკვეთილი მეორე

 1. ბუ-ორის საბიბლიოთეკო ნაწილი შეიცავს სამ კატალოგს: მთავარს, თემატურს და ძირითადს.

 2. მთავარი კატალოგის გამოძახება ხდება ეფ-2 ღილაკით.

 3. კატალოგებში ჩანაწერებზე გადავდივართ ვერტიკალური ისრებით.

 4. პროგრამა «ბუ-2» საშუალებას გვაძლევს ერთდროულად ვიმუშავოთ ათ ფანჯარასთან. მათი გამოძახება ხდება კლავიატურის ძიითადი ბლოკის რიცხვითი მწკრივის შესაბამისი ღილაკებით. ერთი იძახებს პირველ ფანჯარას, ორი მეორე ფანჯარას და ასე შემდეგ.

 5. გამოძახებულ ფანჯარაში ტექსტის წაკითხვა იწყება და შეჩერება ხდება დაშორების კლავიშით.

 6. ფანჯრის განთავისუფლება ხდება ეფ-7 ღილაკის გამოყენებით.

 

გაკვეთილი მესამე

 

 1. დროებითი ფანჯარა უნდა გამოვიძახოთ ეფ-ცხრა ღილაკით.

 2. სამართავი ბლოკის ისრები ასრულებენ შემდეგ ფუნქციას: მარჯვენა ღილაკი კითხულობს კურსორიდან მარჯვნივ მდგომ სიტყვას, მარცხენა ისარი კითხულობს კურსორიდან მარცხნივ მდგომ სიტყვას, ზედა ისარი კითხულობს წინა წინადადებას, ქვედა ისარი - მომდევნო წინადადებას.

 3. ასო-ასო სიტყვის წასაკითხად გამოიყენება ღილაკთა კომბინაცია: კონტოლ+მარჯვენა ისარი.

 4. კალკულატორის ბლოკში ნიშანდებულია ხუთიანი ციფრის შესაბამისი ღილაკი.    

 5. კალკულატორის გამორთვის შემთხვევაში ორი შეესაბამება ქვედა ისარს, რვა შეესაბამება ზედა ისარს, ოთხი შეესაბამება მარცხენა ისარს, ხოლო ექვსი შეესაბამება მარჯვენა ისარს. ღილაკი ხუთი იმეორებს იგივე წინადადებას.

 6. ნოლის შესაბამისი კლავიშის მარჯვნივ მდებარეობს ათობითი წერტილი.

 არითმეტიკული მოქმედებისას დეფისისი არის გამოკლება, ვარსკვლავი გამრავლება, მარცხნივ დახრილი ღილაკი არის გაყოფა.

 

     გაკვეთილი მეოთხე

 

     1. წერის რეჟიმზე გადასვლა და პირუკუ ხდება კონტროლ+დაშორების კლავიშით.

     2. ტექსტის თავში გადავდივართ ჰოუმ ღილაკით, ხოლო ტექსტის ბოლოში _ ენდ ღილაკით.

     3. ტექსტში წინა გვერდზე გადავდივართ პეიჯ აპ და მომდევნო გვერდზე პეიჯ დაუნ ღილაკებით.

     4. ტექსტში ნებისმიერ გვერდზე გადავდივართ შემდეგნაირად: ვაწვებით ალტს და თითის აუღებლად ძირითადი ბლოკის რიცხვითი ღილაკების მეშვეობით ვკრეფთ იმ გვერდის ნომერს რომელზედაც გვინდა გადასვლა. მერეღა ვიღებთ თითს ალტ ღილაკიდან.

     5. კითხვის პროცესში სასვენი ნიშნების ჩართვა და გამორთვა ხდება კონტროლ+ტილდა ღილაკით. ტილდა მდებარეობს ესკეიპ ღილაკის ქვემოთ.

     6. ტექსტში შრიფტის გაზრდა ხდება კონტროლ+ასო ზეტით, ხოლო დაპატარავება კომბინაციით: კონტროლ+შიფტ+ასო ზეტი.

     7. შრიფტის ფერები იცვლება კონტროლ+ასო ქუს, ხოლო ფონის ფერები კონტროლ+შიფტ+ასო ქუს კომბინაციებით.

      8. სინთეზატორის ხმები იცვლება ეფ-12 ღილაკით. მეორენაირად კი ხმების შესაცვლელად ვაწვებით კომბინაციას: ალტ+ეფ-12, ჩამოიშლება ფანჯარა, რომელშიც გადავაადგილდებით ისრებით და შემდეგ ენტერით ვაფიქსირებთ არჩეულ.

     9. ღილაკი ეფ-11 გვატყობინებს რა ფაილია გახსნილი მოცემულ ფანჯარაში, სულ რამდენ გვერდს შეიცავს ფაილი და რომელ გვერდზე ვიმყოფებით მოცემულ მომენტში.

     კომბინაცია შიფტ+ეფ-11 გვამცნობს მერამდენე გვერდის მერამდენე სტრიქონზე იმყოფება კურსორი. კონტროლ+იგივე ეფ-11 წერის რეჟიმში გვეუბნება მოცემულ სტრიქონში მერამდენე სიმბოლოს წინ დგას კურსორი.

    საცნობარო კომბინაცია კონტროლ+ღილაკი ეფ-ხუთი შეგვატყობინებს: შრიფტის სახელს, შრიფტისა და ფონის ფერებს, პაუზის ხანგრძლივობას, სინთეზატორის სახელს.

    კონტროლ+ღილაკი მძიმე გვაწვდის ინფორმაციას მარცხენა, ხოლო კონტროლ+ღილაკი წერტილი მარჯვენა საზღვრის ზომების შესახებ. კონტროლ+მარცხენა დახრილი გვატყობინებს აბზაცის დაშორებას.

      10. ფანჯარას შეიძლება დაედოს ბლოკი, რათა მასზე არ გადავაწეროთ სხვა ფაილი. ფანჯრის დაბლოკვა და განბლოკვა ხდება კონტროლ+ასო ელის ღილაკით.

 

     გაკვეთილი მეხუთე.

 

     1. ასოების ძირითადი რიგი მდებარეობს დაშორების კლავიშის ზემოთ ერთი რიგის გამოტოვებით. მის მოძებნას გვიადვილებს მასზე განთავსებული ნიშანდებული ღილაკები.

      2. ასო ი-ს ღილაკი მდებარეობს მარჯვენა ნიშანდებული ღილაკის ჯეის ზემოთ ოდნავ მარჯვნივ. ასო ზეტი კი ქვემოდან მეორე რიგში შიფტ კლავიშის მარჯვნივ. ასო ქუ ს შესაბამისი ღილაკი მოთავსებულია ზემოდან მესამე რიგში მარცხენა ნაპირიდან მეორე ღილაკად, ტაბ კლავიშის მარჯვნივ.

     3. ძირითადი ბლოკის ძირითადი რიგის ნიშანდებულ ღილაკებს შორის მოთავსებულია მარცხნიდან მარჯვნივ ასოები: გ და ჰა.

     4. მძიმის ღილაკი მდებარეობს დაშორების კლავიშის მარჯვენა ნაპირის ზემოთ, მის მარცხნივ წერტილი, ხოლო წერტილ-მძიმე მძიმის ღილაკის ზემოთ ოდნავ მარჯვნივ.

      5. წერის რეჟიმში ენტერით გადავდივართ მომდევნო სტრიქონზე და ამავე დროს კეთდება აბზაცი.

 

     გაკვეთილი მეექვსე

 

     1. შეცდომით აკრეფილი სიმბოლოს შლიან ღილაკები დელეიტი და ბეგსპეისი.

     2. ბეგს პეისი შლის სიმბოლოს კურსორიდან მარცხნივ, ხოლო დელეიტი კურსორიდან  -  მარჯვნივ.

     3. სიტყვაში ასოს ჩასამატებლად ვდგებით იმ ასოს წინ სადაც უნდა ჩაემატოს სიმბოლო და ვაწვებით ჩასამატებელი ასოს ღილაკს.

     4. ძირითადი ბლოკის ზედა რიგში მარცხნიდან მარჯვნივ განლაგებულია შემდეგი ასოების ღილაკებ: ქუ, წ, ე, ერი, ტ, ყ, უ, ი, ო და პე. ამ პასუხში ასოების გასარჩევად გადადით წერის რეჟიმში და ისე წაიკითხეთ თითოეული ასო.

     5. ასო ჭ-ს ასაკრეფად გამოიყენება კომბინაცია: შიფტ+ასო წ. ასო ღ უნდა აკრიფოთ ასო ერ-ს+შიფტი, ასო თი იკრიფება შიფტითა და ასო ტეს კომბინაციით, ქვედა ძირთად რიგში ასო ში აკრიფეთ შიფტ+ასო ესის კომბინაციით, ხოლო ასოჟი იგივე შიფტით და ასო ჯეის კომბინაციით.

 

     გაკვეთილი მეშვიდე

 

     1. სულ  ვიცით ექვსი სასვენი ნიშანი: წერტილი, მძიმე, წერტილ-მძიმე, ძახილის ნიშანი, კითხვის ნიშანი და ორ წერტილი. კლავიატურაზე ისინი განლაგებულნი არიან ასე:

     ძახილის ნიშანი აიკრიფება შიფტისა და ძირითადი ბლოკის რიცხვით მწკრივში რიცხვი ერთის შესაბამისი ღილაკის გამოყენებით. როგორც ადრე ვთქვით მძიმის შესაბამისი ღილაკი მდებარეობს დაშორების კლავიშის მარჯვენა ნაპირის ზემოთ, წერტილისა -  მის მარჯვნივ, ხოლო წერტილ-მძიმისა მძიმის ღილაკის ზემოთ ოდნავ მარჯვნივ. ორწერტილი აიკრიფება შიფტისა და წერტილ-მძიმის კომბინაციით.  კითხვის ნიშნის დასასმელად უნდა გამოიყენოთ შიფტი და მარცხნივ დახრილის ღილაკი. ეს ღილაკი მდებარეობს ძირითადი ბლოკის მარჯვნივ მდებარე შიფტ კლავიშის მარცხნივ პირველივე.

     2. ძირითადი ბლოკის ასოითი ნაწილის ქვედა რიგში განლაგებულნი მარცხნიდან მარჯვნივ არიან შემდეგი ასოები: ზე, ხი, ცე, ვე, ბე, ენი და ემი.

    3. ასო ძის დასაწერად გამოიყენება კომბინაცია: შიფტ+ასო ზე, ხოლო ჩის დასაწერად კომბინაცია შიფტ+ასო ცე.

 

    გაკვეთილი მერვე

 

     1. შიფტის, კონტროლისა და ალტ კლავიშების დუბლირება ძირთადი ბლოკის მარჯვენა მხარეს გამოიყენება მოხერხებულობისა და წერის სისწრაფის გასაუმჯობესებლად.

     2. იხილეთ მეექვსე გაკვეთილის პირველი პასუხი.

      3. აკრეფილი ტექსტის შესანახად არა საბიბლიოთეკო ნაწილში ვიქცევით შემდეგნაირად: ვიყენებთ კომბინაციას კონტროლ პლიუს ასო ესი. გამოდის ფანჯარა შეტყობინებით: შეინახეთ ტექსტი. ვაწვებით ტაბს, კომპიუტერი გვიცხადებს, ფოლდერების სია. კვლავ ვაწვებით ტაბს და პროგრამა გვთავაზობს ფაილის სახელის ჩაწერას. ვწერთ ფაილის სახელს და შენახვას ვადასტურებთ ენტერით.

     ტექსტის საბიბლიოთეკო ნაწილში შესანახად კი უნდა მოვიქცეთ ასე: ტექსტის პირველ ხაზზე უნდა ავკრიფოთ ავტორის გვარი და სახელი, შემდეგ ენტერით ჩამოვიდეთ ერთი ხაზით დაბლა და ავკრიფოთ ტექსტის სათაური. კვლავ დავაწვეთ ენტერს, რათა შინაარსობრივი ნაწილი დაიწყოს მესამე სტრიქონიდან. ეს გახლდათ ტექსტის მომზადება. შესანახად ვაწვებით ალტ+ასო ესს. გამოდის თემატური კატალოგის ფანჯარა და კომპიუტერი გვთავაზობს ავირჩიოთ ის განყოფილება სადაც გვინდა ტექსტის განთავსება. ისრით ვირჩევთ განყოფილებას და ვადასტურებთ ენტერით. გამოდის ფანჯარა და კომპიუტერი გვიკითხავს ჯერ ავტორის გვარსა და სახელს, მერე ამბობს ტირეს და შემდეგ ტექსტის სათაურს. შენახვას კვლავ ვადასტურებთ ენტერით.

 

    გაკვეთილი მეცხრე

 

     1. კომპიუტერში ინფორმაცია ინახება მყარ მაგნიტურ დისკზე, რომელსაც ვინჩესტერი ეწოდება.

     2. ინფორმაციის ერთეულებია: ბიტი, ბაიტი, მეგაბაიტი, გეგაბაიტი და ტერაბაიტი.

     3. ვინჩესტერს ჰყოფენ ორ ძირთად დისკად: ცე და დე დისკებად. მიღებულია, რომ ცე დისკზე იწერება საოპერაციო სისტემები, ისეთი როგორიცაა ვინდოუსი, ვისტა და სხვა, აგრეთვე სხვა სამომხმარებლო პროგრამები. დე დისკზე განათავსებენ ინფორმაციულ ფაილებს.

     4. კონტროლ+ასო ესით შენახული ფაილების გამოძახება ხდება კონტროლ+ასო ოთი.

      5. საბიბლიოთეკო ნაწილში ფოლდერები იქმნება შესაბამისი კატალოგის გამოძახებით, ტაბის დაწოლითა და შემდგომ ფოლდერისა და ქვეფოლდერის სახელის ჩაწერით. ამის დადასტურება ხდება ენტერით.

     6. იხილეთ მეშვიდე გაკვეთილის მესამე პუნქტის პასუხის მეორე ნაწილი.

 

     გაკვეთილი მეათე

 

     1. ეფ-3 იძახებს თემატურ, ხოლო ეფ-4 ძირითად კატალოგს.

     2. თემატურ კატალოგში ჩანაწერები მიყოლებულია ანბანურად. ეს ხდება ავტომატურად. თუ გვინდა რომელიმე განყოფილების მოძებნა, საკმარისია კლავიატურაზე ავკრიფოთ ამ განყოფილების პირველი ასო. მაგალითად, ასო ეფი, მაშინ კომპიუტერი გადაგვიყვანს იმ დარგების თავში, რომელთა დასახელებაც იწყება ასო ეფით. მაგალითად, ფოლკლორი, ფილოსოფია, ფიზიკა და ასე შემდეგ.

     წიგნების კატალოგში ფაილები განლაგებულია შემდეგი წესით: ჯერ მოდიან უავტორო ფაილები, შემდეგ ავტორიანები, ავტორების გვარები აქაც ანბანის მიხედვით. თუ დავდგებით ავტორთა ველზე და დავაწვებით რომელიმე ასოს, მაშინ კომპიუტერი გადავა იმ ავტორების ჩამონათვალზე, რომელთა გვარიც იწყება კრეფილ ასოზე.

     4. სიტყვის საშუალებით იმ ადგილის მოძებნა ხორციელდება კონტროლ+ასო ეფით. გამოდის ფანჯარა სადაცუნდა ჩავწეროთ სიტყვა. ენტერზე დაწოლა გადაგვიყვანს ფაილის იმ ადგილზე სადაც ნახსენებია ჩაწერილი სიტყვა.

      5. ტექსტში ადგილის ჩანიშვნისათვის გამოიყენება კომბინაცია: ალტ+კლავიში პლიუსი კალკულატორის ბლოკიდან. აქ შეგვიძლია დამატებით ჩავწეროთ მცირე კომენტარიც, გასახსენებლად.

     6. კითხვის პაუზის ხანგრძლივობა რეგულირდება კონტროლითა და კლავიშებით პლიუსი და მინუსი კალკულატორის ბლოკიდან.

     7. ქართული ხმები შეირჩევა ეფ-11-თ ან კონტროლ+ ეფ-11თ.

 

     გაკვეთილი მეთერთმეტე

 

     1. წერის რეჟიმი ბოლო აკრეფილი სიტყვის გამეორებით ჩაირთვება და გამოირთვება კომბინაციით: კონტროლ+ტილდა.

     2. შრიფტების სიის გამოძახება ხდება კომბინაციით: კონტროლ+ასო ე.

     3. შრიფტებს სიაში ვირჩევთ ვერტიკალური ისრების დახმარებით, ან საძიებო ფანჯარაში შრიფტის დასახელების ჩაწერით. არჩეული შრიფტის დადასტურება ხდება ენტერით.

      4. ლათინური შრიფტით აკრეფილი ტექსტის ქართულად ან ინგლისურად წაკითხვა ხდება კონტროლ+ეფ- 12ს გადართვით.

     5. ასომთავრული ასოების აკრეფა შეგვიძლია შიფტზე დაწოლით და თითის აუღებლად ასოს აკრეფით ან არა და კაპსლუკის ჩართვით.

 

 გაკვეთილი მეთორმეტე

 

     1. ბეგსპეისი სიმბოლოს შლის კურსორიდან მარცხნივ, ხოლო დელეიტი კურსორიდან მარჯვნივ.

     2. კონტროლ+ბეგსპეისი შლის სიტყვას ან მის ნაწილს კურსორიდან მარცხნივ, ხოლო კონტროლ+დელეიტი კურსორიდან მარჯვნივ.

     3. ერთი სიმბოლო მოინიშნება შიფტ+მარცხენა ან მარჯვენა ისრებით, სიტყვა კი კონტროლ+შიფტ+ მარცხენა ან მარჯვენა ისრით. ხაზის მოსანიშნად უნდა დავდგეთ კურსორით ამ ხაზის დასაწყისში და გამოვიყენოთ კომბინაცია: კონტროლ+შიფტ+ისარი ქვემოთ, ხოლო თუ დავდგებით ხაზის ბოლოში და გამოვიყენებთ კომბინაციას კონტროლ+შიფტ+ზედა ისარი ის მონიშნავს ხაზს, რომლის ბოლოშიც გვიყენია კურსორი.

      4. აბზაცის მოსანიშნად კურსორი უნდა დავაყენოთ აბზაცის დასაწყისში და გამოვიყენოთ კომბინაცია კონტროლ+შიფტ +ქვედა ისარი, ხოლო თუ დავდგებით აბზაცის ბოლოში კონტროლ+შიფტ+ზედა ისარით მოინიშნება აბზაცი, რომლის ბოლოშიც ვიმყოფებით. თუ კურსორი დგას აბზაცის შუაში, მაშინ კონტროლ+შიფტ+ზედა ისარი მონიშნავს აბზაცის ნაწილს კურსორიდან მარცხნივ, ხოლო კონტროლ+შიფტ+ქვედა ისარი მონიშნავს აბზაცის იმ ნაწილს, რომელიც არის კურსორიდან მარჯვნივ.

     5. წერის რეჟიმში კონტროლ+შიფტ+ენდი მონიშნავს ფაილს კურსორიდან ტექსტის ბოლომდე, ხოლო კონტროლ +შიფტ+ჰოუმი მონიშნავს ტექსტს კურსორიდან ზევით ტექსტის დასაწყისამდე.

    6. თუ გვინდა მთელი ტექსტის მონიშვნა, წერის რეჟიმში ვიყენებთ კომბინაციას: კონტროლ+ასო ა.

      7. მონიშვნებისთვის გამოიყენება აგრეთვე უნივერსალური მეთოდი. წერის რეჟიმში კონტროლ+კვადრატული ფრჩხილის გახსნის ღილაკით ვაფიქსირებთ მონიშვნის დასაწყისს, ხოლო კონტროლ+კვადრატული ფრჩხილის დახურვის ღილაკით მონიშვნის დასასრულს.

      8. მონიშვნები გვჭირდება ტექსტის ნაწილის მომენტალური წაშლისთვის ან მონიშნული ნაწილის საშუალედო მეხსიერებაში შესანახად.

     9. ბუფერი წარმოადგენს საშუალედო დროებით მეხსიერებას, რომელიც იძლევა საშუალებას ფაილის რაიმე ნაწილის ერთი ფანჯრიდან მეორეში გადატანისა.

     10. გამოვიძახოთ ფანჯარა კონტროლ+ასო გეს კომბინაციით. ჩავწეროთ რა სიტყვაც უნდა შევცვალოთ, მერე დავაწვეთ ტაბს და ჩავწეროთ სიტყვა, რომლითაც უნდა შევცვალოთ უკვე ჩაწერილი. დავაწვეთ ისევ ტაბს და მერე ენტერს. პირველად ჩაწერილი სიტყვა შეიცვლება მთელ ტექსტში მეორედ ჩაწერილი სიტყვით.

     11. უნივერსალური მონიშვნის მეთოდით მოვნიშნოთ ფაილის ჩვენთვის საჭირო ნაწილი, მერე კონტროლ+ასო ცეთი გადავიტანოთ ბუფერში და ეფ-მეათე ღილაკით გამოვაშუქოთ ეკრანზე.

 

 

     გაკვეთილი მეცამეტე

 

     1. რომაული ციფრების აკრეფისათვის გახსოვდეთ, რომ გამოყენებულია მსგავსება: რადგან ინგლისური ერთი ჰგავს ინგლისურ ასო ის, ამიტომ ის აიკრიფება შიფტ+ასო ით, ასევე ათიანი მიაგავს ასო იქს, ხოლო ხუთიანი ასო ვეს, ამიტომაც ათიანი აიკრიფება კომბინაციით შიფტ+ასო ხ, ხოლო ხუთიანი შიფტ+ასო ვე.

      2. საუკუნეთა აღმნიშვნელი რომაული რიცხვი საჭიროა მომდევნო სიტყვას აუცილებლად დააშოროთ დაშორების კლავიშით. თუ ორი საუკუნე დაწერილია ერთად შუაში ტირეთი, ეს ტირეც უნდა დაშორდეს საუკუნეთა აღნიშნულ რომაულ რიცხვებს. 3. აკადნუსხურით წერისას პარაგრაფისა და ნომრის ნიშნები იწერება ისე, როგორც ჩვენ ვართ მიჩვეული, ხოლო სილფაენით წერისას პარაგრაფი გამოიხატება დოლარის ნიშნით, ნომრის ნიშანი კი ორი პატარა ჰორიზონტალური და ორი ოდნავ დახრილი ვერტიკალური ხაზით. 4. ორწერტილის ასაკრეფად იხმარება შიფტ+ციფრი ექვსი ძირითადი ბლოკის რიცხვითი მწკრივიდან, ხოლო კითხვის ნიშნის დასაწერად  - შიფტ+ციფრი შვიდი.

 5. პარაგრაფისა და რიცხვის დაუშორებლად დაწერისას რიცხვი იკითხება რიგობრივად, მაგალითად, პარაგრაფი მეექვსე, ხოლო პარაგრაფისა და რიცხვის დაშორების შემთხვევაში რიცხვი იკითხება რაოდენობრივად: პარაგრაფი ექვსი.

6. კონტროლ+მძიმით ყენდება ფურცლის მარცხენა საზღვარი, კონტროლ+წერტილით კი  -  მარჯვენა საზღვარი.

7. აბზაცი ფიქსირდება კონტროლ+მარცხენა დახრის ღილაკით. ამ კომბინაციის გამოყენებისას თუ კონტროლიდან თითის აუღებლად რამდენჯერმე დავაწვებით სასვენი ნიშნების ღილაკებს, მაშინ ისინი გაიზრდებიან. მათი დაპატარებისთვის გამოიყენება კომბინაცია: კონტროლ+შიფტ+სასვენი ნიშნის ღილაკი.

8. საერთო მომხმარებლისგან განსხვავებულ მომხმარებლად გახდომისთვის უნდა დავაწვეთ ეფ-ექვსს. მერე ტაბს და ჩავწეროთ რაიმე სახელი, ამის შემდეგ ვაწვებით ენტერს.

9. საერთო მომხმარებლის ფანჯრებთან დასაბრუნებლად ვიყენებთ კომბინაციას: კონტროლ+ეფ-6, და ვაწვებით ენტერს.

10. მოცდის მუსიკის ასარჩევად გამოიყენება კომბინაცია: კონტროლ+ეფ-7. მერე გამოდის ფანჯარა და აქ ორჯერ ვაწვებით ტაბს, ისრებით ავირჩევთ სასურველ მუსიკას და დავადასტურებთ ენტერით.

 

გაკვეთილი მეთოთხმეტე

 

 1. გაფორმების ჩართვა და გამორთვა ხდება კომბინაციით: კონტროლ+ასო ერი.

 2. არსებობს წერის რეჟიმები: მარცხნიდან მარჯვნივ და პირუკუ, მარჯვნიდან მარცხნივ.

3. სქელი შრიფტით წერის რეჟიმის ჩართვა-გამორთვა ხდება კონტროლ+ასობეს ღილაკთა კომბინაციით. დახრილი შრიფტი უნდა ჩაირთოს და გამოირთოს კონტროლ+ასო ით, ხოლო ხაზგასმის ჩართვა-გამორთვა ხდება კონტროლ+ასო უს კომბინაციით.

4.ბუ-ორში ფაილი შეიძლება შევინახოთ ტქსტ და ერტეეფ ფორმატებში. ერტეეფ ფორმატი არის გაფორმების ფორმატი და მასში შეინახება ყველა გაფორმება: გასქელებული, დახრილი და ხაზგასმული ტექსტური მონაკვეთები.

5. პრინტერზე ფაილის ამოსაბეჭდად გამოიყენება კომბინაცია: კონტროლ+ასო პე. შემდეგ ხდება ტაბის გამოყენება ამოსაბეჭდი მასალის საწყისი და ბოლო გვერდების მისათითებლად. ამოსაბეჭდად ვაწვებით ენტერს, გასაუქმებლად კი ესკეიპს.

 

    გაკვეთილი მეჩვიდმეტე

 

     1. პროგრამა «ბუ-2» იყენებს სამი სახის ფრჩხილებს: მრგვალს, კვადრატულს და ფიგურულს.

2. ათწილად რიცხვებში მთელი და ათწილადი ნაწილების გამყოფი წერტილის შესაბამისი ღილაკი მდებარეობს კალკულატორის ბლოკში რიცხვი ნულის შესაბამისი ღილაკის მარჯვნივ.

3. გამოკლება, გამრავლება და გაყოფა  სრულდება დეფისის, ვარსკვლავის და მარცხნივ დახრილის ღილაკებით შესაბამისად. მათი გახმოვანება არითმეტიკულ გამოსახულებებში ხდება დეფისის, ვარსკვლავის და მარცხნივ დახრილის წარმოთქმით.

4. მარტივი კალკულატორი ირთვება კომბინაციით: კონტროლ+ეფ-1-თ. მისი გამოყენება შესაძლებელია წერის რეჟიმში, როცა საჭიროა ტექსტში ჩაისვას ორი რიცხვზე არითმეტიკული მოქმედების შედეგი.

5. ძირითადი კალკულატორი შეიძლება გაიხსნას ნებისმიერ ფანჯარაში ცარიელ ადგილას.

6. კი, შეიძლება.

7. თუ ფრჩხილები არ არის გამოყენებული პირველად ხდება ახარისხების, გამრავლების და გაყოფის ოპერაციები, შემდეგ კი  -  მიმატებისა და გამოკლების. ეს თანამიმდევრობა შეიძლება შეიცვალოს ფრჩხილების გამოყენებით. პირველად უნდა შესრულდეს ფრჩხილებში ჩაწერილი მოქმედებები.

8. ახარისხება ჩაიწერება ასე: ესქუერი, მერე ფრჩხილის გახსნა და ასახარისხებელი რიცხვი. შემდეგ იწერება მძიმე და ხარისხის მაჩვენებელი. ბოლოს იხურება ფრჩხილი. ამოფესვის აღნიშვნაა ესქუტე შემდეგ ფრჩხილი და ამოსაფესვი რიცხვი, მერე ვწერთ მძიმეს და ფესვის მაჩვენებელს, ამის შემდეგ ვხურავთ ფრჩხილს.

9. თუ გვინდა მივიღოთ გაყოფის მხოლოდ მთელი ნაწილი, მაშინ გაყოფა იწერება ორწერტილით, ხოლო თუ გვაინტერესებს გაყოფის შესრულებისას, მხოლოდ ნაშთი, მაშინ გაყოფას ვწერთ ვერტიკალური ხაზით.

 

    გაკვეთილი ოცდამეერთე

 

     1. კომპაქტ-დისკს უკუღმა მხარეზე ცენტრში წრიულ ნახვრეტთან აქვს ასევე წრიული მომცრო შემაღლება, ხოლო წაღმა ზედაპირი სრულებით სწორია. კომპაქტ-დისკი კასეტაში უნდა ჩაიდოს წაღმა ზედაპირით ქვემოთ.

2. ფაილ-მენეჯერი ირთვება კომბინაციით: კონტროლ+ალტ+ასო ეფი.

3. შეიძლება. ერთი პროგრამიდან მეორეს გააქტიურება ხდება ალტ+ტაბით.

4. ერთი დაფიდან მეორეზე გადასვლა და მისი გააქტიურება ხდება ტაბ-ღილაკით.

5. ფაილის გადაწერა ყოველთვის ხდება აქტიური დაფიდან პასიურზე.

6. ფაილების მონიშვნა ხდება კონტროლ+ინსერტით. მონიშვნის მოხსნა ხდება იგივე ფაილზე დადგომითა და იგივე კომბინაციის გამოყენებით ან კონტროლ+კლავიშ მინუსით.

7. საკმარისია დავდგეთ ფოლდერის სახელზე, მოვნიშნოთ იგი და ვაწარმოოთ გადაწერა.

8. ეფ-ხუთით გადაწერის დროს გადასაწერი ფაილი ისევ რჩება გადასაწერ მატარებელზე, ხოლო ეფ-ექვსით გადაწერისას, იგი გადაიწერება ახალ მატარებელზე, მაგრამ ძველზე წაიშლება.

9. ახალი ფაილის ან ფოლდერის შესაქმნელად აქტიურ დაფაზე არ უნდა იყოს მონიშნული არც ერთი ფაილი. ვაწვებით კომბინაციას კონტროლ+ეფ-7, ვწერთ სახელს და ვქმნით ახალ ფოლდერსა და ფაილს.

10. კლავიშით ბეგსპეისით.

11. ეფ-1 მარცხენა დაფაზე იძახებს ფანჯარას, სადაც ჩამოთვლილია დისკები, ფოლდერები, პროგრამები, სანაგვე ყუთი და ასე შემდეგ. ჩვენ შეგვიძლია ისრით დავდგეთ და სწრაფად გავხსნათ სასურველი დისკი თუ ფოლდერი. იგივე ფუნქციას ასრულებს ღილაკი ეფ-2 მარჯვენა დაფისთვის.

12. ამ მიზნით გამოიყენება კომბინაცია კონტროლ+ეფ-5.

 

     გაკვეთილი ოცდამეორე

 

      1. ეფ-მეცხრე ღილაკით იხსნება ფაილ-მენეჯერის პარამეტრების შერჩევის ფანჯარა. პარამეტრის ერთი ტიპიდან მეორეზე გადასვლა ხორციელდება ტაბ-ღილაკის გამოყენებით, თითოეული პარამეტრის შერჩევისთვის კი ვიყენებთ ვერტიკალურ ისრებს. ამ ფანჯრის გამოყენებით შეგვიძლია ფაილები დავალაგოთ: მისი სახელის, ტიპის, ზომის, ცვლილების თარიღის მიხედვით და ასე შემდგომ.

2. შრიფტის და ფონის ფერები, შრიფტის ზომა ყენდება ისეთივე წესით, როგორც «ბუ-ორში». მათ ვაფიქსირებთ კონტროლ ეფ-ცხრით.

3. თუ არ ვიცით ფაილის ადგილმდებარეობა, მის მოსაძებნად ვიყენებთ კონტროლ+შიფტ+ასო ეფს. გამოსულ ფანჯარაში ვწერთ ფაილის სახელს და პროგრამა ახორციელებს ძებნას. ძებნის შედეგის არჩევისას და მისი დახურვის შემდეგ კურსორი ავტომატურად.

4. თუ გვინდა ერთი დაიგივე ტიპის ყველა ფაილის მოძებნა, მაშინ ზემოთ ნათქვამი კომბინაციით გამოსულ სადიალოგო ფანჯარაში ვწერთ მხოლოდ წერტილს და შემდეგ ფაილის გაფართოებას. მაგალითად, ტქსტ და ვადასტურებთ ენტერით.

5.  ღილაკი ეფ-11 გვატყობინებს ინფორმაციას აქტიური დაფის შესახებ, ხოლო კონტროლ+ ეფ-11  -  კი ორივე დაფის შესახებ.

 

      გაკვეთილი ოცდამესამე

 

   1. «ინტერბუს» ჩართვა ხდება კომბინაციით კონტროლ+ალტ+ასო იქსი. ასო იქსი ქართულად ხმოვანდება როგორც ასო ხა. მისი გამორთვა კი ხორციელდება ალტ ეფ-4თ.

 2. ინტერნეტ გვერდები გამოიძახება ღილაკთა კომბინაციით ალტ+ასო ენი.

3. «ინტერბუში» ღილაკები ჰოუმი და ენდი მოქმედებს ჩვეულებრივ, ხოლო პეიჯ აპი და პეიჯ დაუნი მოქმედებს მას შემდეგ, რაც კონტროლ+ასო ენით გადავნომრავთ გვერდებს.

4. ვებ საიტის გადანომვრისთვის გამოიყენება კონტროლ+ასო ენი.

5. ბმულებს გადავყავართ ვებ-გვერდებზე, იქ სადაც ნახსენებია ბმულის შემდეგ მდგარი სიტყვა.

6. «ინტერბუ» მუშაობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, ოღონდ როცა გვერდი მთლიანად ან ქართულია, ან რუსული, ან ინგლისური. ენებზე გადართვა ხდება კონტროლ+ეფ-12-თ. თუ ქართულ გვერდებში გვხვდება ინგლისური სიტყვები, მაშინ ის გამოითქმის ქართული ტრანსკრიპციით.

 

     გაკვეთილი ოცდამეოთხე

 

     1. ფავორიტი გვერდები წარმოადგენს იმ გვერდებს, რომელთა მიმართ გვაქვს გარკვეული ინტერესი და რომლებსაც ვინიშნავთ მომავალში ხელმეორედ გამოსაძახებლად. ფავორიტი გვერდების სიას ვიძახებთ ეფ-8 ღილაკით. «ინტერბუში» გროვდება ადრე გამოძახებულ ვებ-გვერდების ლინკები, მათი სიის გამოძახება ხდება ეფ-10 ღილაკით.

2. გააქტიურებული ვებ-გვერდის ბმულების სია გამოიძახება ეფ-ცხრით.

3. ბმულების ჩართვა-გამორთვა ხორციელდება ღილაკთა კომბინაციით: ალტ+ღილაკი ასო კა, ხოლო სურათებისა ალტ+ასო პეთი. ამ კომბინაციების გამოყენება ხდება ვებ-საიტის გამოძახებისას.

4. გამოძახებული ვებ-გვერდის სათაური გახმოვანდება ალტ+ასო დაბლიუთი.

5. კი, შეგვიძლია მონიშვნითა და ბუფერში გადატანით.

6.გვერდი საწყის გვერდად შეინახება, თუ გამოვიყენებთ კომბინაციას ალტ+ასო ესი, ხოლო რჩეულ გვერდთა სიაში შენახვა ხდება ალტ+ასო ტეს კომბინაციით.

7. გამოიძახეთ ნანახი საიტების სია ეფ-ცხრით, ვერტიკალური ისრებით გადადით უკანა ან წინა გვერდების ლინკებზე და გამოიძახეთ ისინი.

 

     გაკვეთილი ოცდამეშვიდე

 

    1. წერილების მისაღებად სერვერს ვუკავშირდებით ეფ-4 ღილაკით.

2. მიღებული წერილის წაკითხვა ხდება ენტერით, ხოლო მისი ტექსტის გამოშუქება ეკრანზე და შემდეგ ჩვეულებრივად წაკითხვა კონტროლ+ენტერით.

 3. თუ გვინდა სერვერიდან მივიღოთ ადრე მიღებული წერილები, ამისთვის საფოსტო ანკეტაში უნდა ჩავწეროთ თარიღი.

4. მიღებული წერილების სიის გამოძახება ხდება კონტროლ+ეფ-4-თ.

5. წერილების გასაგზავნი ფორმა გამოდის ეფ-3 ღილაკით და ამფორმაში გადაადგილება ხდება ტაბით.

6. გასაგზავნ ფორმაში მოძრაობისას, როცა კომპიუტერი გამოგვიცხადებს მიმღების მისამართი დავაწვეთ ენტერს გამოვა მისამართების სია, სადაც ისრებით მოვძებნით ჩვენი წერილის ადრესატის მისამართს, დავაწვებით კვლავ ენტერს და მისამართი ავტომატურად ჩაჯდება თავის გრაფაში.

7. ეს უნდა განახორციელოთ შემდეგნაირად: სიაში ყოფნისას დავაწვეთ ტაბს. კომპიუტერი შემოგვთავაზებს ახალი მისამართის ჩაწერას, ავკრიფავთ რა მას, კვლავ დავაწვებით ტაბს და ახლა ჩავწერთ თუ ვის ეკუთვნის ეს მისამართი. კიდევ ერთხელ ტაბზე დაჭერით ახალი მისამართი შეინახება მისამართების სიაში.

8. გამგზავნ ბარათში ტაბით მივიდეთ იმ პუნქტამდე, როცა კომპიუტერი გამოგვიცხადებს: ფაილების მისამაგრებლად დააწექით ენტერს. დავაწვეთ ამ კლავიშს და გამოვა ახალი ფანჯარა. ეს იგივე ფანჯარაა, რომლის გამოძახებაც ხდება კონტროლ+ასო ოთი. ცნობილი მეთოდებით მოვძებნით გასაგზავნ ფაილს და დავაწვებით ენტერს.

 

     გაკვეთილი ოცდამეცხრე

     1. სკაიპის ფორმა უნდა გაახსნევინოთ თქვენს მეგობარს, თქვენ კი უნდა დაიმახსოვროთ თქვენი შესასვლელი სახელი და პაროლი, რათა სისტემის გადაყენების შემდეგ ხელახლა არ მოგიწიოთ ახალი ბარათის გახსნა.

2. სკაიპიიხსნება ღილაკით ეფ-6-თ.

3. სკაიპის ფორმაში გადაადგილება ხდება ტაბით.

4. სკაიპის ფორმაში ტაბით მივდივართ იმ ადგილამდე, როცა კომპიუტერი გვიცხადებს: «სკაიპში ძიებისათვის დააწექით ენტერს». ვასრულებთ ამ მითითებას. კომპიუტერი გვთავაზობს: «ჩაწერეთ საძიებო სიტყვა». ვწერთ გვარს ან ქალაქს და ამნაირებს. ვაწვებით ენტერს. სიის გამოსაშუქებლად ვაწვებით ესკეიპს. მოტანილი სიიდან ვირჩევთ მეგობარს. ვაწვებით პლიუს კლავიშს და შემდეგ ესკეიპს, მეგობარი ემატება სიას.

 5. ჩატის გასაგზავნად ვიყენებთ კომბინაციას კონტროლ+ენტერი, ვწერთ გზავნილს და ვაგზავნით ენტერით. სიტყვიერად ლაპარაკისთვის ვდგებით მეგობრის ლინკზე და ვურეკავთ ენტერით, მისი პასუხის შემდეგ ვიწყებთ ლაპარაკს მიკროფონით.

6. მეგობრის ზარს ვპასუხობთ შიფტ+ეფ-6-თ.

7. ჩატების ისტორია «ბუ-2-ს» ფოლდერში ინახება ფაილად, სახელით სკიპე ჰისტორი.  მის გასახსნელად მივდივართ სკაიპის ბარათში გამოცხადებამდე: ჩატების ისტორია და ვაწვებით ენტერს. იხსნება ფანჯარა, თითქოს გაგვიხსნია კონტროლ+ასო ოთი ფაილების გამოძახება. ცნობილი მეთოდით მოვძებნით ფაილს სკიპ ჰისტორის და გავხსნით მას. სკაიპის ფორმაში ჩატების შემდეგ მოდის სტატუსის პუნქტი. მივალთ რა მასზე ისრებით მოვძებნით სტატუსს და დავაფიქსირებთ ენტერით.

 

 

გვერდის მისამართი : პროგრამები / ბუ ორის სახელმძღვანელო / 32.საკონტროლო კითხვების პასუხები